strongmanssss
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 648
წევრი No.: 185642
რეგისტრ.: 3-May 14
|
#50655510 · 29 May 2017, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწილი 2
მაშ ასე, შევიარაღდით ყველა ამ დახასიათებით და 1992 წლის 26 მარტს, მოსამართლე პატრიცია გიფორდის წინაშე წარვდექით, რომელსაც ჩემთვის განაჩენი უნდა გამოეტანა. მოწმეების ჯერი დადგა და ვინს ფულერმა გამოიძახა ლოიდ ბრიჯესი - ინდიანაპოლისში რივერსაიდის გამოსასწორებელი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ჩემი დაცვა ამტკიცებდა, რომ რეალური პატიმრობის ვადის ნაცვლად, შეიძლებოდა პირობითი სასჯელის მოცემა. ჩემთვის ეს ნიშნავდა გამოსაცდელ ვადას იმ შენობაში, რომელსაც "სახლი ნახევარგზაზე" ჰქვია (სარეაბილიტაციო დაწესებულება ყოფილი პატიმრებისთვის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმისგან განკურნებულებისთვის, ფსიქიკურად დაავადებულებისთვის), სადაც მკურნალობა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან უნდა შემეთავსებინა.
ბრიჯესი, რომელიც ღვთისმსახური იყო, სწორედ ასეთ პროგრამას ახორციელებდა და მან დაადასტურა, რომ მე სწორედ შესაფერისი კანდიდატურა ვარ მისი დაწესებულებისთვის. მაგრამ პროკურორის თანაშემწემ ბრიჯესს გამოსტყუა ინფორმაცია, რომ მისი სახლიდან ოთხი ადამიანი გაიქცა. ხოლო, როცა მღვდელს იმის აღიარებაც მოუწია, რომ ჩემთან ოჰაიოში იყო ჩამოსული და მისი მგზავრობის საფასური ჩვენ გადავიხადეთ, ეს იდეა განწირული ჩანდა.
ასე რომ, ახლა საკითხი მხოლოდ შემდეგში მდგომარეობდა - პატიმრობის რა ვადას მომცემდა "ჯალათი მოსამართლე".
და აი, ფულერი სიტყვისთვის მოემზადა. მისთვის ზუსტად ის დრო იყო, რომ მილიონ დოლარად ღირებული ჯადოქრობა გამოეჩინა. ამის ნაცვლად, მივიღეთ ჩვეულებრივი იაფფასიანი სიყალბე.
"ტაისონის შესახებ გაჩნდა უამრავი უსიამოვნო ჭორი. გაზეთებმა ის ლაფში ამოსვარეს. დღე არ გავა, რომ პრესაში მისი ნაკლოვანებების შესახებ არ იმსჯელონ. ეს ის ტაისონი არ არის, რომელსაც ვიცნობ, რადგან სინამდვილეში, ის ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია. რინგზე ყველას თავზარს სცემს, მაგრამ როცა რინგიდან ჩამოდის, მისი მრისხანებისგან კვალიც აღარ რჩება".
ეს გამოსვლა ახლოსაც ვერ მივიდოდა დონ კინგის მჭევრმეტყველებასთან, მაგრამ ცუდი არ იყო, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ფულერმა ველურ მხეცად და გაუთლელ მამაკაცად გამომიყვანა, რომელიც მხოლოდ სექსუალური სიამოვნებებისთვის იყო გაჩენილი.
შემდეგ ფულერმა თემა შეცვალა და დაიწყო ლაპარაკი ჩემს ღარიბ და გაჭირვებულ ბავშვობაზე, აგრეთვე, კრივში ლეგენდარულ მწვრთნელ კას დ'ამატოსთან ჩემს ნაცნობობაზე.
- მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს ერთგვარი ტრაგედია, - თქვა მან. - დ'ამატო მხოლოდ კრივზე იყო კონცენტრირებული. ტაისონი, როგორც ადამიანი, მისთვის უკანა პლანზე იხევდა, რადგან მხოლოდ მის საკრივო დიდებაზე ფიქრობდა.
ჩემი დედობილი კამილა, რომელიც მრავალი წელი დ'ამატოს ცხოვრების მეგზური იყო, შეურაცხყოფილი დარჩა მსგავსი განცხადებით. ფულერმა თითქოს ჩემი მწვრთნელის საფლავზე მოისაქმა. ადვოკატი აგრძელებდა მჭევრმეტყველებას, მაგრამ მისი სიტყვა ისეთივე უსისტემო იყო, როგორიც მთელი სასამართლო გარჩევის დროს.
ჩემი ჯერიც დადგა - სიტყვით უნდა მიმემართა სასამართლოსთვის. წამოვდექი და ტრიბუნასთან მივედი. წესიერად არც მოვმზადებულვარ, არანაირი ჩანაწერი არ მქონდა. მხოლოდ სულელური ფურცელი მეჭირა ხელში, რომელიც ვუდუს ქურუმმა მომცა. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი: არ ვაპირებდი ბოდიშის მოხდას იმის გამო, რაც იმ ღამით სასტუმროში, ჩემს ნომერში, მოხდა. მე უკვე მოვუხადე ბოდიში პრესას, სასამართლოს, "მის შავი ამერიკის" შოუს სხვა მონაწილეებს. სწორედ იქ გავიცანი დეზირე ვაშინგტონი. მაგრამ ეს ბოდიში არ ეხებოდა ჩემს მოქმედებებს სასტუმროს ნომერში.
- გეთანხმებით, ჩემი საქციელი რამდენადმე უტაქტო იყო, მაგრამ არავინ გამიუპატიურებია. მცდელობაც კი არ მქონია. ვწუხვარ.
გავხედე გრეგ ჰარისონს - ჩემს პროკურორსა და ჯალათს და გავაგრძელე:
- ჩემი პირადი ცხოვრება მოკლებული იყო თავისუფლებას, ის რაღაც უსასრულო კოშმარულ სიზმარს ჰგავდა. აქ იმისთვის არ ვარ, რომ პატიება გთხოვოთ, მემ. მე უკვე მზად ვარ ყველაზე უარესისთვის. ლაფში ამომსვარეს, მთელ მსოფლიოში შემარცხვინეს. საზოგადოებრივი აზრი ჩემ წინააღმდეგაა. და მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიღაც კიდევ მხარს მიჭერს. მზად ვარ გავუმკლავდე იმას, რასაც თქვენ ჩემ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტთ.
დაცვის მაგიდასთან დავჯექი და მოსამართლემ რამდენიმე შეკითხვა დამისვა თემაზე - რამდენად მისაბაძი მაგალითი ვარ ბავშვებისთვის.
- ჩემთვის არასოდეს უსწავლებიათ - როგორ უნდა მოვიქცე სახელგანთქმულის სტატუსით. არ ვეუბნები ბავშვებს, რომ მათ ჰქონდეთ კონკრეტული მისწრაფება - გახდნენ მაიკ ტაისონი. ყოველთვის მიბაძვის საუკეთესო მაგალითი მშობლები არიან, - ვუპასუხე მას.
შემდეგ სიტყვა მისცეს ბრალდების მხარეს. "სოფლელი" ჰარისონის ნაცვლად, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოდიოდა მთელი სასამართლო გარჩევის მსვლელობისას, ტრიბუნასთან მივიდა მისი ბოსი, ჯეფრი მოდისეტი - მერიონის ოლქის პროკურორი. ის ათი წუთი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ მამაკაცები, რომლებმაც სიმდიდრე და დიდება მიიღეს, არ უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიებით. შემდეგ წაიკითხა დეზირე ვაშინგტონის წერილი:
"1991 წლის 19 ივნისის დილას მოხდა ძალადობა არა მხოლოდ ჩემს სხეულზე, არამედ ჩემს ფსიქიკაზეც. ფიზიკურად იმ დონემდე ვიყავი განადგურებული, რომ მიმაჩნდა, თითქოს ყველაზე მთავარი წამართვეს: ჩემი პიროვნება. იმის ნაცვლად, რაც მქონდა ჩემი ცხოვრების 18 წლის განმავლობაში, სრული სიცივე და სიცარიელე მივიღე. აბსოლუტურად არ ვიცი, რა მელოდება წინ.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაუპატიურების შემდეგ ჩემი ყოველი დღე ბრძოლას დაემსგავსა:
ისევ უნდა ვისწავლო ნდობა, გაღიმება და ვიპოვო ის დეზირე ლინ ვაშინგტონი, რომელიც მომპარეს მე და იმათ, ვისაც 1991 წლის 19 ივლისამდე ვუყვარდი. რაც შეეხება იმ ტკივილს, რომელიც მოძალადემ მომაყენა, ღმერთმა მაჩუქა იმდენი სიბრძნე იმის გასაცნობიერებლად, რომ ის ფსიქიკურად დაავადებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაღვლიანი თვალების დანახვისას ხშირად ვტირი, შემიძლია თანაგრძნობა გამოვხატო მოძალადის მიმართ. ყოველთვის მინდოდა და ახლაც ჩემი სურვილია, რომ მან რეაბილიტაცია გაიაროს".
მოდისეტმა წერილი გადადო და გააგრძელა:
- ტაისონისთვის ჯერ არ გამოუტანიათ განაჩენი და დღეს მთელი მსოფლიო მოლოდინშია: არსებობს თუ არა მართლმსაჯულების რაიმე სისტემა. უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა არსებობს: უნდა განვკურნოთ ეს ავადმყოფი ადამიანი. მოძალადე მაიკ ტაისონი არ უნდა დარჩეს თავისუფალი.
შემდეგ ჩემი განკურნების მიზნით მან რვა-ათი წელი პატიმრობა მოითხოვა. ახლა ჯერი ჯიმ ვოილესზე მიდგა, რომელსაც ჩემი სახელით უნდა ელაპარაკა. ვოილესი ადგილობრივი ადვოკატი გახლდათ, რომელიც ფულერმა იურიდიული კონსულტაციისთვის დაიქირავა. შესანიშნავი ბიჭი იყო - გულღია, მხიარული და ჭკვიანი. ის იყო ერთადერთი ადვოკატი ჩემს გუნდში, რომელსაც კარგად ვეწყობოდი. ყველაფერთან ერთად, კარგი ნაცნობობა ჰქონდა მოსამართლე გიფორდთან.
"ვენდოთ ამ ბიჭს", - სასამართლო პროცესის დაწყებამდე შევთავაზე დონ კინგს. ვოილესს შეეძლო საქმე ჩემ სასარგებლოდ შემოეტრიალებინა, მაგრამ დონმა და ფულერმა გაასულელეს ის: არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ. მთელი სასამართლო გარჩევისას, ერთი სიტყვაც არ ათქმევინეს. ერთ-ერთ მეგობართან საუბრისას, ჯიმმა საკუთარ თავს "ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცარიელი ადგილი" უწოდა. ახლა კი, როგორც იქნა, მიიღო ხმის ამოღების უფლება. მან მგზნებარე სიტყვით აუხსნა ყველას, რომ პატიმრობა რეაბილიტაციით უნდა შეეცვალათ, მაგრამ ეს სიტყვა სმენადაქვეითებულისთვის იყო. მოსამართლე გიფორდს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.
თავდაპირველად, მან კომპლიმენტი მითხრა ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისა და "ქველმოქმედებისთვის", მაგრამ, ამას მოაყოლა "პაემანზე გაუპატიურების" შესახებ ტირადებით დახუნძლული სიტყვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ზიზღს განიცდის ამ ტერმინის მიმართ:
- კანონი იძლევა ძალიან ზუსტ განსაზღვრებას გაუპატიურებაზე. აქ არსად არ არის ნათქვამი - უნდა იყვნენ თუ არა რაიმეთი დაკავშირებული ერთმანეთთან ბრალდებული და დაზარალებული. "პაემანი" არ ამართლებს პაემანზე გაუპატიურების ფაქტს... (ამ იურიდიული კაზუისტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცნება "პაემანი" გულისხმობს იმას, რომ წყვილს შორის არსებობს რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც, პოტენციურად, შეიძლება გადაიზარდოს სექსუალურ კავშირში, მაგრამ გაუპატიურების შემთხვევაში, ეს ურთიერთობა არ შეიძლება მოძალადის გამართლებად იქნას გამოყენებული).
ამ ლექციის დროს გონებით სულ სხვაგან ვიყავი. წარმოთქმულ სიტყვას ჩემთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ არ ვყოფილვართ პაემანზე: როგორც დიადი კომიკოსი ბილ ბელამი იტყოდა, ეს იყო შეხვედრა სექსისთვის და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. მაგრამ შემდეგ ისევ დარბაზს დავუბრუნდი.
- ...და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებულის ბუნებიდან გამომდინარე, არსებობს მისი მხრიდან დანაშაულის რეციდივის რისკი, - თქვა მოსამართლემ და დაჟინებული მზერით მომაშტერდა. - თქვენს დოსიეში არ არსებობს ადრე ჩადენილი დანაშაული, ბევრი შესაძლებლობით ხართ დაჯილდოებული, მაგრამ ფეხი დაგიცდათ...
პაუზა გააკეთა და წარმოთქვა:
- ...ბრალდების პირველი პუნქტით გისჯით ათწლიან პატიმრობას...
"დამპალო ძუკნა", - ჩუმად ჩავილაპარაკე. ვიგრძენი, რომ რისხვა შემომაწვა. ამ პუნქტით ბრალი მედებოდა გაუპატიურებისთვის.
- ...ბრალდების მეორე პუნქტით გისჯით ათწლიან პატიმრობას...
დონ კინგმა და მისმა მეგობრებმა ამოიოხრეს. ამ პუნქტით, ბრალს მდებდნენ თითების გამოყენებაში. თითო წელი თითო თითისთვის.
- ...ბრალდების მესამე პუნქტით გისჯით ათწლიან პატიმრობას...
ეს კი ენის გამოყენებისთვის. 20 წუთის განმავლობაში. ალბათ, ეს იყო მსოფლიოს რეკორდი გაუპატიურებისას განხორციელებული კუნილინგუსის ხანგრძლივობის მხრივ.
- ...სასჯელი ერთდროულად შესრულდება, - აგრძელებდა მოსამართლე. - გაკისრებთ მაქსიმალურ ჯარიმას 30 ათასი დოლარის ოდენობით. ვამცირებ სასჯელის ვადას ოთხ წლამდე. ასევე, გამოსაცდელი ვადა განსაზღვრულია ოთხი წლით. ამ დროის განმავლობაში, ჩაერთვებით დოქტორ ჯერომ მილერის ფსიქოანალიტიკურ პროგრამაში და შეასრულებთ 100 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს, მათ შორის, საგანმანათლებლო სამუშაოს ახალგაზრდებს შორის, სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით.
ფულერი წამოხტა და განაცხადა, რომ თავდებით უნდა გამათავისუფლონ იქამდე, სანამ ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი არ მოამზადებს ჩემს აპელაციას. დერშოვიცი იქვე დარბაზში იჯდა და განაჩენის გამოტანას ესწრებოდა. ფულერის შემდეგ სიტყვა აიღო ჰარისონმა. მოგვიანებით, ბევრი ამტკიცებდა, რომ რასიზმის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ ვფიქრობ, მოდისეტი და ჰარისონი ასე საკუთარი დიდებისთვის იქცეოდნენ. სინამდვილეში, მათ არ აინტერესებდათ სასამართლო პროცესის შედეგი. ისინი, უბრალოდ, ესწრაფოდნენ პრესაში საკუთარი სახელების გამოჩენას - თუ როგორი "მაგარი ბიჭები" იყვნენ.
ნაწილი 3
მაშ ასე, წამოდგა გარისონი და განაცხადა, რომ მე ვარ "დამნაშავე, ბრალდებული გაუპატიურებაში, ძალადობისკენ მიდრეკილების მქონე, რომელმაც შეიძლება ხელმეორედ ჩაიდინოს დანაშაული. თუ არ მოხერხდება ბრალდებულის გადაყვანა თავისუფლების აღკვეთის ადგილზე, ამით ჩვენ დანაშაულის სერიოზულობას ჩრდილს მივაყენებთ, მოვახდენთ სამართალდამცველთა საქმიანობის დისკრედიტებას, საფრთხეში ჩავაგდებთ სხვა უდანაშაულო ადამიანებს და საშუალებას მივცემთ ბრალდებულს, გააგრძელოს თავისი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი".
მოსამართლე გიფორდი დაეთანხმა - არანაირი თავდებში გათავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ციხეში მივდივარ. გიფორდი უკვე მზად იყო, ჩაქუჩი დაერტყა საქმის დასრულების აღსანიშნავად, როცა სასამართლოს დარბაზში მცირე არეულობა შეიქმნა. დერშოვიცმა ხმაურით დახურა თავისი პორტფელი და ამ სიტყვებით გავარდა სასამართლო დარბაზიდან: "მე მაინც ვიზრუნებ იმაზე, რომ ნამდვილი სამართალი აღსრულდეს".
მცირე აურზაურის შემდეგ მოსამართლემ მაგიდას ჩაქუჩი დაარტყა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ოლქის შერიფი დასაპატიმრებლად მომიახლოვდა. ავდექი, საათი და ქამარი მოვიხსენი და ფულერს მივაწოდე საფულესთან ერთად.
პირველ რიგში, ჩემი ორი მეგობარი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა. "გვიყვარხარ, მაიკ", - ქვითინებდნენ ისინი. კამილა ადგა და დაცვის მაგიდისკენ გამოემართა. დასამშვიდობებლად ერთმანეთს გადავეხვიეთ. შემდეგ შერიფმა მე და ვოილესი სასამართლო დარბაზის უკანა კარიდან გაგვიყვანა.
ქვემოთ ჩამიყვანეს - დაპატიმრებულთა რეგისტრაციის განყოფილებაში. იქ გამჩხრიკეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს და ფოტო გადამიღეს. გარეთ რეპორტიორთა ბრბო გველოდა. ისინი იმ მანქანასთან იყვნენ ჩასაფრებულნი, რომლითაც საპატიმროში გადამიყვანდნენ.
- როდესაც გარეთ გავალთ, მოსასხამით დაიფარეთ ხელბორკილები, - მირჩია ვოილესმა.
სერიოზულად ამბობს? თანდათანობით ჩემი გაკვირვება მრისხანებამ შეცვალა. ნუთუ უნდა მრცხვენოდეს ხელბორკილებით გამოჩენის? პირიქით, ეს ხომ პატივია!
თუ ჩემს სამაჯურებს დავმალავდი, უკანასკნელი ნაძირალა ვიქნებოდი. ჯიმი ფიქრობდა, რომ ხელბორკილების დამალვით სირცხვილს ავიცილებდი თავიდან, მაგრამ სწორედ ასეთი საქციელი იქნებოდა სამარცხვინო. ამ რკინებით ყველამ უნდა დამინახოს. ყველა დანარჩენის დედაც...! მათ, ვისაც ჩემი ესმით, სწორედ ამ ხელბორკილებით უნდა მნახონ. მამაცობის სკოლის გავლას ვაპირებდი.
სასამართლოს შენობიდან გავედით და მანქანისკენ გავემართეთ. ამაყად ავწიე ხელბორკილები ზემოთ და თითქოს ამ სიტყვებით ჩავიცინე: "თქვენ გჯერათ ამ სისაძაგლის?" ეს ფოტო მსოფლიოს ყველა გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. პოლიციის მანქანაში ჩავჯექი და ჯიმი ჩემ გვერდით მოკალათდა უკანა სავარძელზე.
- აი, ასე, სოფლელო, ახლა მხოლოდ მე და შენ დავრჩით, - გავიხუმრე მე.
დიაგნოსტიკის ცენტრში მიგვიყვანეს, სადაც უნდა გაერკვიათ - რა დონის უსაფრთხოების ციხეში უნდა მოვეთავსებინეთ (აშშ-ში პენიტენციალურ დაწესებულებებს უსაფრთხოების დონეები აქვს - ერთიდან ოთხამდე). ბოლომდე გამაშიშვლეს, დახრა მაიძულეს და სხეული სრულად გამოიკვლიეს. მომცეს საშინელი პიჟამა და ჩუსტები და გამიშვეს ინდიანას შტატის ქალაქ პლეინფილდის ახალგაზრდულ ცენტრში - მეორე და მესამე დონის დამნაშავეებისთვის განკუთვნილ საპატიმროში.
როცა დანიშნულების ადგილას მივედით, უბრალოდ, განრისხებული ვიყავი. მინდოდა ამ დამპლებისთვის მეჩვენებინა - როგორ უნდა სასჯელის მოხდა. დაგეგმილი მქონდა, ეს ჩემებურად გამეკეთებინა. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ამ პატარა თეთრმა ქალმა-მოსამართლემ, რომელმაც ციხეში გამიშვა, შესაძლოა, სიცოცხლე გადამირჩინა.
I თავი ჩვენ გვქონდა გარჩევები ბიჭებთან, რომლებიც საკუთარ თავს "პუმებს" უწოდებდნენ. 1976 წელი მიდიოდა. ბრაუნსვილში (ბრუკლინი) ვცხოვრობდი, ეს ბიჭები კი მეზობელ რაიონში. იმ დროს ახლოს ვიყავი რატლენდ-როდის ქუჩის ჯგუფთან, რომელსაც "კეტსი" ერქვა - ლათინური წარმოშობის ბიჭების ბანდა რაიონ კრაუნ-ჰაითსიდან.
ჩვენი საქმიანობა ქურდობა იყო. ზოგიერთ კრიმინალ მეგობარს კონფლიქტი ჰქონდა "პუმებთან", ამიტომაც პარკში წავედით მათ მხარდასაჭერად. ჩვეულებრივ, იარაღთან საქმე არ გვქონდა, მაგრამ ესენი ჩვენი მეგობრები იყვნენ. ასე რომ, უამრავი სისულელე მოვიპარეთ: პისტოლეტები, 357-ე "მაგნუმი" და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შაშხანა M1.
არასოდეს იცი, რას მიაგნებ რომელიმე სახლის გაძარცვისას.
მაშ, ასე, მივდიოდით ქუჩაში ჩვენი იარაღით და არავინ გვაწუხებდა, არც პოლიციელები ჩანდნენ, რომ გავეჩერებინეთ. ჩანთებიც კი არ გვქონდა, შაშხანა რომ დაგვემალა. მას მორიგეობით დავატარებდით.
- აი, მოდის! - დაიყვირა ჩემმა მეგობარმა, ჰაიტელმა რონიმ. - ბიჭი "პუმას" წითელი ფეხსაცმელებით და წითელი საყელოთი.
რონიმ შეამჩნია ბიჭი, რომელიც ჩვენ წინ იდგა. როცა გავიქეცით, დიდი ბრბო პარკში გვერდზე გადგა - თითქოს წითელი ზღვა მოსეს წინ. და კარგია, რომ ასე მოიქცნენ, რადგან უცებ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა გაისროლა.
წინსვლას ვაგრძელებდით. მივხვდი, რომ ზოგიერთი "პუმა" ქუჩის პირას დაყენებულ მანქანებს ამოეფარა. შაშხანა სწორედ მე მეჭირა. უცებ შემოვბრუნდი და დავინახე გიგანტი ჩემკენ მოშვერილი პისტოლეტით.
- შენი დედაც... აქ რას აკეთებ? - მკითხა მან. ეს იყო ჩემი უფროსი ძმა როდნი. - აქედან დაიკარგე!
და მეც გავიქეცი. პარკიდან გავედი და სახლისკენ გავემართე. მაშინ 10 წლის ვიყავი. ხშირად მითქვამს, რომ ოჯახში აუტანელი ტიპი ვიყავი, მაგრამ, როცა ვფიქრობ ამის შესახებ, ვხვდები, რომ სინამდვილეში, საკმაოდ თვინიერი ბავშვი ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი.
დავიბადე ნიუ იორკში, 1966 წლის 30 ივნისს, ბრუკლინის რაიონის ფორტ-გრინის საავადმყოფო "კამბერლენდში". ჩემი ადრეული მოგონებები სწორედ საავადმყოფოებს უკავშირდება: სუსტი ფილტვების გამო მუდმივად ავად ვიყავი. ერთხელ, ყურადღება რომ მიმექცია, თითი კანალიზაციის მილში ჩავყავი და ავლოკე. რა თქმა უნდა, საავადმყოფოში გამაქანეს.
არც ისე ბევრი რამ ვიცი საკუთარი ოჯახური ფესვების შესახებ. დედაჩემი - ლორნა მეი ნიუ იორკის მოქალაქე იყო, მაგრამ სამხრეთში, ვირჯინიის შტატში დაიბადა.
ერთხელ ჩემმა ძმამ იმოგზაურა სამხრეთით იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც დედა გაიზარდა. მან მითხრა, რომ იქ არ იყო არაფერი, გარდა საცხოვრებელი ავტომისაბმელების გასაჩერებელი ადგილებისა. გამოდის, რომ მე ვარ ზანგი საცხოვრებელი ავტომისაბმელების პარკინგიდან. ბებიაჩემი ბერტა და მისი და ერთ თეთრ ლედისთან მუშაობდნენ ჯერ კიდევ 30-იან წლებში, როცა თეთრების უმრავლესობა სამუშაოდ შავებს არ იღებდა. ბერტა და მისი და იმდენად მადლიერნი იყვნენ ამ ქალის, რომ საკუთარ ქალიშვილებს ლორნა დაარქვეს - იმ თეთრი ლედის საპატივცემულოდ. ამ სამუშაოსგან მიღებული ფულით, ბერტამ შეძლო თავისი შვილების კოლეჯში სასწავლებლად გაშვება.
შესაძლოა, ნოკაუტის გენი ბებიასგან მერგო. დედაჩემის დეიდაშვილი ლორნა მიყვებოდა, რომ იმ ოჯახში, სადაც ბერტა მუშაობდა, ქმარი ხშირად სცემდა თავის ცოლს და ბებიას ეს არ მოსწონდა. ბერტა მსხვილი ქალი იყო.
- არ გაბედო მისი შეხება, - უთხრა ერთხელ იმ კაცს.
მან ეს ხუმრობად აღიქვა. მაშინ ბებიამ სახეში ისე სთხლიშა, რომ მამაკაცი უკანალზე დავარდა. მომდევნო დღეს, როცა ბერტას შეეჩეხა, დაინტერესდა: "როგორ არის მის პრაისი?" ის აღარ სცემდა ცოლს და სხვა ადამიანი გახდა.
დედაჩემი ყველას ძალიან მოსწონდა. როცა მე დავიბადე, ის მანჰეტენზე ქალთა საგამოძიებო იზოლატორში მეთეთრეულედ მუშაობდა და ამავდროულად, მასწავლებლის კურსებზე სწავლობდა. კოლეჯში მესამე წელს ამთავრდება, როცა მამაჩემი გაიცნო. მამა ავად გახდა და დედას მის მოსავლელად სწავლის მიტოვება მოუწია.
მამაჩემის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. უფრო სწორად, პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდი იმ ადამიანზე, რომელზეც მითხრეს, რომ მამაჩემია. ჩემს დაბადების მოწმობაში წერია, რომ მამა არის პერსელ ტაისონი. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ჩემს ძმას, დას და მე არასოდეს გვინახავს ეს ბიჭი.
გვითხრეს, რომ ჩვენი ბიოლოგიური მამა იყო ჯიმი "ხუჭუჭა" კირკპატრიკ-უმცროსი, მაგრამ თავად, ალბათ, არც იყო საქმის კურსში. დროთა განმავლობაში, ჩემამდე მოაღწია ჭორებმა, რომ "ხუჭუჭა" სუტენიორი იყო და ხშირად აიძულებდა ქალებს შესაბამის საქმიანობას. შემდეგ, მოულოდნელად, საკუთარ თავს ეკლესიის დიაკვანი უწოდა. ამიტომაც ყოველ ჯერზე, როცა ვინმე საკუთარ თავს ღირს მამას უწოდებს, მე ვამბობ: "მამაო ტირე სუტენიორი". თუ ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით, ცხადი გახდება, რომ ღვთისმსახურებს მართლაც სუტენიორის ყნოსვა აქვთ. მათ შეუძლიათ ეკლესიაში ნებისმიერს აიძულონ, რაც სურთ, ის გააკეთებინონ. ამიტომაც ჩემთვის ამ ტიპის ადამიანები ყოველთვის არიან: "ეპისკოპოსი ტირე სუტენიორი" ან "ღირსი მამა ტირე სუტენიორი"...
პერიოდულად, "ხუჭუჭა" ჩვენთან სახლში მოდიოდა. ის და დედაჩემი არასოდეს ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. უბრალოდ, სიგნალს აძლევდა, ჩვენ ქვემოთ ჩავდიოდით და ვხვდებოდით "მამას". ვსხდებოდით მის "კადილაკში" და ვფიქრობდით, რომ წავიდოდით ექსკურსიაზე კონი-აილენდზე ან ბრაიტონ-ბიჩში, მაგრამ რამდენიმე წუთით ჩვენს რაიონს მოგვატარებდა და სახლში ვბრუნდებოდით. ცოტა ფულს მოგვცემდა, ჩემს დას აკოცებდა, მე და ჩემს ძმას ხელს ჩამოგვართმევდა - და ამით ყველაფერი მთავრდებოდა. შემდეგ ჯერზე მას მომდევნო წელს ვნახავდით.
თავდაპირველად, ბრუკლინში ბედ-სტაის რაიონში (ბედფორდ-სტაივესენტის შემოკლებული დასახელება) ვცხოვრობდით. მაშინ ეს სავსებით ნორმალური მუშათა უბანი იყო. ყველა ერთმანეთს იცნობდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სიმშვიდე არ არსებობდა.
ყოველ პარასკევს და შაბათს ჩვენი სახლი ლას ვეგასს ემსგავსებოდა. დედა ბანქოს თამაშის საღამოებს აწყობდა და ყველა თავის მეგობარ ქალს ეპატიჟებოდა. ბევრი მათგანი სხვადასხვა არალეგალურ ბიზნესზე ფიქრობდა. დედა თავის მეგობარ ედის ერთი ყუთი სპირტიანი სასმლის შესაძენად უშვებდა, ისინი სასმელს წყლით აზავებდნენ და ჭიქობით ყიდდნენ. ყოველი მეოთხე პარტიიდან მოგება საერთო ბანკში იდებოდა.
აი, ასე ჩნდებოდა ფული ჩვენს სახლში. დედა ქათმის ფრთებს ამზადებდა. ძმა იხსენებდა, რომ მეძავების გარდა, ჩვენთან მოდიოდნენ ბანდიტები, დეტექტივები... ვინ აღარ მოდიოდა.
დედაჩემი დიადი ორგანიზატორი იყო და ყოველთვის უამრავი დაქალი ჰყავდა, აგრეთვე, მამაკაცი. და ყველა გაუთავებლად სვამდა. ის არ ეწეოდა მარიხუანას, მაგრამ მისი მეგობრები აკეთებდნენ ამას და დედას მათთვის ნარკოტიკი მოჰქონდა. ის მხოლოდ გრძელ მენთოლიან სიგარეტებს ეწეოდა.
დედაჩემის მეგობრები მეძავები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ის ქალები, რომლებიც კაცებთან ფულის გამო წვებოდნენ, ქუჩის მეძავებზე დაბალი დონის მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. იქამდე, სანამ თავიანთ კაცებთან წავიდოდნენ, შვილებს ჩვენთან ტოვებდნენ და, როცა მათ წასაყვანად ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ ტანსაცმელი სისხლში ჰქონდათ დასვრილი.
დედა მათ გაწმენდაში ეხმარებოდა. ერთხელ სახლში დავბრუნდი და იქ თეთრი ბავშვი დავინახე. "რა უბედურება ხდება?" - გავიფიქრე მე. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება.
(გაგრძელება იქნება) * * * ნაწილი 4
ჩემი ძმა როდნი ხუთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ასე რომ, საერთო ძალიან ცოტა გვქონდა. ის უჩვეულო ბიჭი იყო. მე და ჩემი მეგობრები შავი ბიჭები ვიყავით გეტოდან, ის კი მეცნიერს ჰგავდა: კოლბებს უკირკიტებდა, მუდმივად ექსპერიმენტებს მიმართავდა. მას მონეტების კოლექციაც კი ჰქონდა. ანუ აკეთებდა იმას, რითაც თეთრები იყვნენ დაკავებულნი.
ერთხელ კოლეჯის გვერდით, პრატის ინსტიტუტის ქიმიურ ლაბორატორიაში მივიდა და იქიდან ექსპერიმენტისთვის ქიმიური პრეპარატები წამოიღო. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სახლიდან გავიდა, მის ოთახში შევაღწიე და ერთ-ერთ კოლბაში წყალი ჩავამატე. აფეთქებისგან ეზოში გამავალი ფანჯარა ამოვარდა და ოთახში ხანძარი გაჩნდა. ამის შემდეგ საკუთარ კარზე საკეტი დააყენა.
მას ხშირად ვუწყობდი ოინებს, მაგრამ ეს მისთვის ჩვეულებრივი ანცობები იყო, რომელსაც მშვიდად უყურებდა... იმ დღემდე, სანამ სამართებლით არ დავჭერი. მან რაღაცის გამო მცემა და შემდეგ დასაძინებლად დაწვა. მე და ჩემი და დენიზი მორიგ "საპნის ოპერას" ვუყურებდით საავადმყოფოზე.
ერთ-ერთ სერიაში ოპერაციას უჩვენებდნენ. "ჩვენც შეგვიძლია ასე, როდნი კი შეიძლება პაციენტად გამოვიყენოთ. მე ვიქნები ექიმი, შენ - ექთანი", - ვუთხარი დას. ასე რომ, სახელოები დავიკაპიწეთ და მისი მარცხენა ხელის დამუშავებას შევუდექით. "სკალპელი", - ვბრძანე მე და დენიზმა სამართებელი გადმომცა. ოდნავ დავუსვი ხელზე და სისხლმა იფეთქა. "სპირტი მჭირდება", - გავეცი ბრძანება.
დენიზმა ალკოჰოლი მომაწოდა და სითხე ჭრილობაზე დავასხი. მან ღრიალით გაიღვიძა და მთელ სახლში გამოგვეკიდა. დედას ამოვეფარე. ამ ოინის შემდეგ მას დღემდე ნაიარევი დარჩა.
ხანდახან შესანიშნავად ვატარებდით დროს. ერთხელ ძმასთან ერთად ატლანტიკ-ავენიუზე ვსეირნობდი. მან მითხრა: "მოდი, ფუნთუშების ფაბრიკაში მივიდეთ". ადრე იქიდან რამდენიმე ფუნთუშა მოიპარა და ეჭვი მაქვს, უნდოდა ჩემთან დაეტრაბახა, რომ ისევ შეძლებდა ამის გაკეთებას.
მივუახლოვდით შენობას, კარი ღია იყო. შევედით და რამდენიმე პაკეტი ფუნთუშა ავიღეთ, მაგრამ კარი უკვე დაკეტილი აღმოჩნდა. ის შიგნით დარჩა, არადა, დაცვა გვიახლოვდებოდა. ფუნთუშები შემატენა და ნაძარცვთან ერთად შინ გავიქეცი. ცოტა ხანში დასთან ერთად სახლის წინ ვისხედით და ფუნთუშებს ვანადგურებდით. შაქრის ფხვნილისგან სახეები თეთრი გვქონდა. დედა გვერდით იდგა და მეზობელს ელაპარაკებოდა.
- ჩემმა ვაჟმა ძალიან კარგად ჩააბარა ტესტი ბრუკლინის ტექნიკურში (ბრუკლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა), - ტრაბახობდა მეზობელთან. - ის შესანიშნავი მოსწავლეა, საუკეთესოა კლასში. და სწორედ ამ დროს მოგვიახლოვდა პოლიციის ავტომობილი, რომელშიც როდნი იჯდა. ისინი სახლის წინ აპირებდნენ მის გადმოსმას, მაგრამ ძმამ გაიგონა - როგორ ტრაბახობდა დედა და პოლიციელებს უთხრა, გზა გაეგრძელებინათ. მათ ის პირდაპირ სპოფორდში, არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ ცენტრში მიიყვანეს. მე და დამ კი დიდი სიამოვნებით მივირთვით ყველა ფუნთუშა.
დროის დიდ ნაწილს დასთან ერთად ვატარებდი. ის ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და რაიონში ყველას უყვარდა. თუ მას მეგობრად მიიჩნევდი, მაშინ ის შენი საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ თუ გემტერებოდა, უმჯობესი იყო, ქუჩის მეორე მხარეს გადასულიყავი. ჩვენ ვაცხობდით ნამცხვრებს ნაყინით და თხილით, ვუყურებდით ფილმებს რესტინგზე და კარატეზე, დავდიოდით მაღაზიაში დედასთან ერთად. შესანიშნავი ცხოვრება გვქონდა. მაგრამ მოგვიანებით, როცა შვიდი წლის გავხდი, ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა.
დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, დედამ დაკარგა სამსახური და გამოგვაძევეს ბედ-სტაიში ჩვენი მშვენიერი ბინიდან. მოვიდნენ უცნობი მამაკაცები და მთელი ჩვენი ავეჯი ქუჩაში გამოყარეს. სამივენი ვისხედით და ვყარაულობდით ნივთებს, სანამ დედა ახალ თავშესაფარს ეძებდა. მოვიდნენ ნაცნობი ბავშვები და დაინტერესდნენ: "მაიკ, რატომ არის ქუჩაში თქვენი ავეჯი?" და ჩვენ ვუპასუხეთ, რომ გადავდიოდით. შემდეგ მეზობლებმა შეგვამჩნიეს და საჭმელი მოგვიტანეს. ასე აღმოვჩნდით ბრაუნსვილში.
სხვაობის შეგრძნება ძალიან იოლი იყო. ადამიანები უფრო ხმაურიანები და აგრესიულები იყვნენ. ეს იყო საშინელი, სასტიკი და ამაზრზენი ადგილი. დედა მიჩვეული არ იყო აგრესიულ ზანგებს.
შეშინებული ჩანდა, როგორც ჩემი და-ძმა. გარშემო მტრული გარემო იყო, აქ ადგილი არ ჰქონდა მაღალ მატერიებს. მუდმივად სადღაც მიიჩქაროდნენ პოლიციელები თავიანთი სირენებით, მუდმივად ვიღაც აჰყავდა ქუჩიდან სასწრაფო დახმარების მანქანას, მუდმივად ისმოდა სროლის ხმა. ადამიანებს დანებით ჭრიდნენ, ამტვრევდნენ ფანჯრებს. ერთხელ მე და ჩემი ძმა პირდაპირ ჩვენი სახლის წინ დაგვაყაჩაღეს. ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო იმაზე დაკვირვება - როგორ ესროდნენ ეს ბიჭები ერთმანეთს იარაღიდან. ეს ყველაფერი მოგაგონებდათ ფილმებს ედვარდ რობინსონის (ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომელმაც აღიარება მოიპოვა განგსტერთა როლების შესრულებით) მონაწილეობით. ამ ყველაფრის შემხედვარე, აუცილებლად წამოიყვირებდი: "ჯანდაბა, თურმე ასეთი რამ მართლა ხდება!"
მთელი კვარტალი გარყვნილების ბუდედ იყო ქცეული. ბევრისთვის სირცხვილის გრძნობა სრულიად უცხო იყო. ქუჩაში ხშირად გაიგონებდით ორალურ სექსზე ხმამაღალ შეთავაზებებს - როგორც კაცებისგან, ასევე ქალებისგან. ერთხელ ერთმა უცნობმა მამაკაცმა ქუჩიდან მიტოვებულ შენობაში შემათრია და "შებმა" დამიწყო. ასეთ ქუჩებში არასოდეს ვგრძნობდი თავს დაცულად. საერთო ჯამში, უსაფრთხოდ არც საკუთარ სახლში ვიყავი. როდესაც ბრაუნსვილში გადმოვსახლდით, დედაჩემის საღამოები დასრულდა. დედამ რამდენიმე მეგობარი შეიძინა, მაგრამ მხიარულ ნადი
|