#59760024 · 27 Oct 2022, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kobalty
QUOTE | ხოდა დანერგილია ჩვენს რეალობაში ეს ესქროუ? |
არ ვიცი გამიკვირდა როცა საბანკო გარანტიაზე დაწერე.
dragendo
QUOTE | ამდენი რუსი რომ შემოდის და კიდევ შემოვა ამ ფაქტორს რატომ უგულველყოფ? |
შეხედე ამ თემის გახსნის თარიღს, მერე ამ სურათზე ნაჩვენებ პიკს შარშან დეკემბერში და მიხვდები რას უარვყოფ და რას არა. წინა გვერდზე ჩემი #59609587 პოსტის ნახვაც არ დაგავიწყდეს.
QUOTE | ერთი ფაქტორის გათვალისწინებით მსჯელობა არის სისულელე! |
აჰა შენ კიდევ ფაქტორები:
2) მაგ პერიოდში ბანკებმა დაწიეს დივიდენდები ვალუტაში 1%-ზე დაბლა, ანუ აიძულეს ხალხი ანაბრებიდან გამოეტანათი თანხა. ლარში გადახურდავება სარისკოა, ამიტომ იყიდეს უძრავი ქონება, ვისაც თანხა არ ეყო სესხები აიღეს. ანუ ის ანაბრები რომელებზედაც ადრე ბანკები პროცენტს იხდიდნენ გადაიქცა სესხებად და პირიქით მოგება მოუტანეს ბანკებს.
3) სახელმწიფო სუფსიდირების პროგრამები რომლებიც ასტიმულირებენ გაყიდვებს.
4) პანდემიის და არჩევნების დასასრული
რაც შეეხება რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენას, ბოლო თვეებში ბინების გაყიდვების საერთო რაოდენობაში მათი ხვედრითი წილი 12%-ზე ნაკლებია. აქედან ლომის წილი ბათუმზე მოდის. მაშინ როცა იპოთეკური სესხებით ნაყიდია გაყიდული ბინების 80%, შესაბამისია მათი წილიც ბინების გაძვირებაში.
QUOTE | რუსეთში რაც დრო გადის მით უკანალისკენ მიდის სიტუაცია და აქ მუდმივი ცხოვრების მსურველი მეტი იქნება, მოთხოვნა შესბამისად არ შემცირდება პირიქით გიზრდება! |
ანუ რუსეთის ფაქტორის გარდა სხვა არგუმენტი არ გაქვს, ხომ ასეაა? ახლა კიდევ ერთხელ წაიკითხე შენივე ფრაზა
QUOTE | ერთი ფაქტორის გათვალისწინებით მსჯელობა არის სისულელე! |
QUOTE | სანამ დროა მოასწარით თუ არადა რამოდენიმე ათასით ძვირად ყიდვა მოგიწევთ |
საბანკო მაფიის ლობისტი ხარ თუ სამშენებლოსი?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
She Does It Right
|