თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა დღეიდან, 09:00 საათიდან განაახლა. 07-04-2014
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დღეიდან მომხმარებელს 300-ზე მეტი
სერვისის მიღების შესაძლებლობა ტრადიციულად თბილისის იუსტიციის სახლში ექნება. ამასთან, მუშაობა შეწყვიტა სამმა დროებითმა ფილიალმა,
რომლებიც იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იყო გახსნილი.
"იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოები სახურავის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე,
ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით,
იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა ", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
თბილისის იუსტიციის სახლი ტრადიციულად ყოველდღე, 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.
source:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ganaakhla.html