გამარჯობა. დახმარება მჭირდება ერთი კაზუსის ამოხსნაში, საგადასახადო სამართალში
იქნებ დამეხმაროთ და რამდენიმე მუხლი მაინც მაპოვნინოთ
დღგ-ის გადამხდელი შპს ევროპა ახორციელებს საქონლის საბითუმო და საცალო რეალიზაციას და სხვადასხვა მომსახურებას.
2017 წლის დეკემბერში შპს ევროპამ:
საქონლის საბითუმო მიწოდებიდან მიიღო 100 000 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქონელი;
ქონების იჯარით გადაცემიდან მიიღო 120 000 ლარი (დღგ-ის გარეშე);
საქართველოს საწარმოებისათვის გაწეული მარკეტინგული მომსახურებიდან მიიღო – 30 000 ლარი (დღგ-ის გარეშე) და მისაღები დარჩა 15 000 ლარი (დღგ-ის გარეშე);
პარტნიორ საწარმოს კომპენსაცის გარეშე მიაწოდა 10 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი;
2015 წლის აპრილში დღგ-ით შეძენილი 5 000 ლარის საქონლი, რომელზეც მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა, გამოიყენა არაეკონომიკური საქმიანობისათვის;
10 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ მიიღო 7 000 ლარის მომსახურება;
საკუთარ თანამშრომლებს 5 000 ლარად (დღგ-ის გარეშე) მიაწოდა 10 000 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების საქონელი.
მყიდველისაგან საქონლის მომავალი მიწოდების ანგარიშში წინასწარი გადახდით (ავანსად) მიიღო 65 000 ლარი.
მიიღო 2015 წლის იანვარში საქონლის საბითუმო მიწოდებიდან მისაღები კომპენსაციის თანხა 23 000 ლარი და პირგასამტეხლო თანხის დაგვიანებით გადახდისათვის - 7 000 ლარი.
ამავე საანგარიშო პერიოდში შპს ევრპოპის მიერ შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გადასახდელმა დღგ-ის თანხამ 33 000 ლარი შეადგინა, მათ შორის:
დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელ საქონელზე - 10 000 ლარი (საქონლის ღირებულება ანაზღაურებული იქნა);
გასართობი ღონისძიებებისათვის შეძენილ მომსახურებაზე 5 000 ლარი (მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ იქნა);
საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის შეძენილ მომსახურებაზე - 3 000 ლარი (საქონლისა და მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული იქნა);
დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელ მომსახურებაზე 8 000 ლარი (მომსახურების ღირებულება არ იქნა ანაზღაურებული);
სოციალური მიზნით შეძენილ მომსახურებაზე 7 000 ლარი (მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული იქნა).
განსაზღვრეთ დასაბეგრი ოპერაციისა და ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა