Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > კახური შოთის მცხობელი


Posted by: batula01 3 Jan 2017, 12:49
გვესაჭიროება კახური შოთის მცხობელი მამაკაცი. ხელფასი 60-70 ლარი

სამსახური არ არისო რომ გაიძახით

Posted by: bouma 3 Jan 2017, 17:38
batula01

მასწავლე და ვიმუშავებ smile.gif

Posted by: Otory 3 Jan 2017, 18:04
batula01
QUOTE
ხელფასი 60-70 ლარი

თვეში?

Posted by: batula01 3 Jan 2017, 18:16
Otory
დღეში

ნუ წუწუნებთ სამსახურები არ არისო
აჰა ბატონო 70 ლარი //////მაგრამ მუშაობა არავის არ უნდა



Posted by: თოკო. 3 Jan 2017, 18:17
batula01
თუარ აგიყვანია მე მყავს ადამიანი ნომერი დამიტოვე პმ ში და დაგირეკავს

Posted by: batula01 3 Jan 2017, 18:21
თოკო.
579 10 05 11
სასურველია მამაკაცი მცხობელი

Posted by: Otory 3 Jan 2017, 18:28
batula01
ვა, დღეში 70 სერიოზულია alk.gif

Posted by: Hawley 3 Jan 2017, 18:30
batula01
სამუშაო საათები როგორია?


პურის ცხობა უნდა ვისწავლო.

Posted by: batula01 3 Jan 2017, 21:25
Hawley
8დან 8მდე
ისწავლე მერე ვინ გიშლის ხელს?


Posted by: batula01 7 Jan 2017, 19:18
კახელი არავინ არ ხართ ფორუმზე?

Posted by: Link 7 Jan 2017, 21:43
wow.gifwow.gifwow.gif

Posted by: gtsrikisvilis 8 Jan 2017, 13:54
თონე სად არის ტერიტორიულად?????????????????????????????????????

Posted by: batula01 8 Jan 2017, 14:17
gtsrikisvilis
საბურთალო ვაჟაზე

Posted by: =ლაშა= 9 Jan 2017, 09:45
8 დან....მუშაობის დაწყებააა მარა 7 მდე უნდა მივიდეს რო ცომი გაამზადოს.....

70 ლარი სტანდარტია თუ გააჩნია რამდენ ტომარას აცდება.....სხვაგან 1 ტომარაზე განსაზღვრული ფასია....

Posted by: batula01 9 Jan 2017, 10:18
ლაშა2012
ცვლებია 10 დღიანი. მაგ დროს საცხობში რჩება
ხელფასი ცალობაზეა. დაწვრილებით
დამირეკეთ და აგიხსნით

Posted by: MDSL 9 Jan 2017, 20:31
batula01
ცოტაა 60 და თუნდაც 70 12 საათი დღეში თან თონეში, მინ 100 უნდა იყოს რომ მაგ საქმის კარგი მცოდნე დაინტერესდეს

Posted by: samuraisxmali 9 Jan 2017, 22:30
70 რომ აიღო რამდენი ცალი პური უნდა გამოაცხო?

Posted by: batula01 10 Jan 2017, 00:07
MDSL
12 საათი სულ სამუშაო რეჯიმში არ არის.
60 ლარი ცოტაა? facepalm.gif რომელი გალაქტიკიდან წერ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: პრინცი_ოიგენი 10 Jan 2017, 01:02
samuraisxmali
დავუშვათ ლარი ღირს
თითო პურიდან მოგება რამდენი რჩებათ არ ვიცი
მარა მთელი დღე რამდენი უდნა გამოაცხო, რომ მოგებიდან 70 გადაიხადოს და თვითონაც დარჩეს მინიმუმ 2 მაგდენი

batula01
იცი რა მიკვირს, თუ ეგეთი კაი ხელფასია მცხობელისთვის
აქამდე როგორ ვერ იშოვე

Posted by: batula01 10 Jan 2017, 01:26
პრინცი_ოიგენი
გაზარმაცებულია მთლიანად ერი! ყველას იოლი ფული უნდა!

თუ ვინმეს ეპარება ეჭვი ხელფასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დამირეკოთ ან მობრძანდეთ ადგილზე და დარწმუნდებით ყველაფერში

Posted by: პრინცი_ოიგენი 10 Jan 2017, 01:57
batula01
სულ ზარმაცები არ ვიყავით?

არ ვიცი ცხობა თორემ სიამოვნებით ვიმუშავებდი biggrin.gif


Posted by: ანანასი 10 Jan 2017, 02:04
რეავი.
მშვენიერი ხელფასია ძმაო დღეში 60 ლარი მარტო პურის ცხობაში იმჰო.

Posted by: fifaia 11 Jan 2017, 18:47
რა არდილას არის ვაჟაზე მესამე კვარტალთან ხო არა?

Posted by: batula01 12 Jan 2017, 00:37
fifaia
კომაროვთან პირველ კვარტალში

Posted by: RadioShack 12 Jan 2017, 11:00
ისა და რამაინტერესებს, ფულს და ხურდას რა ხელსაც კიდებს იგივე ხელით იღებს პუურს?

თუ გამყიდველი ცალკე გყავთ?


Posted by: EsPoaKa 12 Jan 2017, 11:12
მაგარი ხელფასია რუსთავში ტიპებს 25-30 ლარი თუ აქვთ თან სუ ცხობაში არიან old.gif

Posted by: batula01 12 Jan 2017, 18:46
RadioShack
მომხმარებელი იღებს თავის ხელით!

და მაგას რა კავშირი აქვს ამ თემასთან?

EsPoaKa
გამოუშვი ოღონდ ლოთები და ზარმაცები
არ მინდა

Posted by: BadbadGirl 12 Jan 2017, 19:11
13 საათია სამუშაო დღე ანუ 7-20. გამოდის საათში 5 ლარი და 40 თეთრი დაახლოებით.

Posted by: batula01 12 Jan 2017, 20:23
BadbadGirl

13 საათი არავინ არ ამუშავებს!!!!! გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ!!!!!!!!!

ვინც ვერ ერკვევით საცხობის საკითხებში
თავი შეიკავეთ უაზრო წერით!!!


გვინდა დავასაქმოთ ახლგაზრდა ბიჭები!
მოვაშოროთ ქუჩას და ლოთობას
ამით წარმოებაც მოგებული დარჩება და
ახალგაზრდებსაც სოლიდური ხელფასი ექნებათ

Posted by: RadioShack 12 Jan 2017, 21:04
QUOTE (batula01 @ 12 Jan 2017, 18:46 )
RadioShack
მომხმარებელი იღებს თავის ხელით!

და მაგას რა კავშირი აქვს ამ თემასთან?

EsPoaKa
გამოუშვი ოღონდ ლოთები და ზარმაცები
არ მინდა

რასნიშნავს თავისი ხელით, ფულს ხო ვუხდი ვთქვათ ხურდას ხომ მაძლევს, მერე ამ ფულიანი (ჭუჭყიანი ხელით) აგრძელებს პურის ამოღებას თონიდან? თუ ყოველი გაყიდული პურის მერე ხელებს იბანს? თუ ხელთათმანს იცვამს-იხდის? რაპროცედურა გაქვთ?

როგორ თუ რამნიშვნელობა აქვს თემასთან, სად მცხობელად რომ მუშაობ და სად მოლარეობასაც რომ ითავსებ...

Posted by: BadbadGirl 12 Jan 2017, 21:56
batula01
Ratom chxubob?
Imisatvis rom ertxel da samudamod gavigot, pirobebi garkveulad unda daiceros.

RadioShack
Sxvatashoris magaze mec mifiqria. Ara mxolod sacxobshia mase.bevr sxva sakveb dacesebulebashic.

Posted by: batula01 12 Jan 2017, 22:26
BadbadGirl
ყველაფერი გარკვევით წერია. კონკრეტულად თუ ხართ მცხობელი ან გყავთ ვინმე დასაქმებული მაგ სფეროში დამირეკეთ და დეტალურად ვისაუბროთ


* * *
RadioShack

ვიცით ბატონო რომ სისუფთავე და სისუფთავე>>>>თემას ნუ გადაუხვევთ

თუ გყავთ ვინმე მცხობელი ახალგაზრდა დავასაქმებ მაღალი ანაზღაურებით

* * *
BadbadGirl

13 საათი არავინ არ ამუშავებს!!!!! გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ!!!!!!!!!

ვინც ვერ ერკვევით საცხობის საკითხებში
თავი შეიკავეთ უაზრო წერით!!!


გვინდა დავასაქმოთ ახლგაზრდა ბიჭები!
მოვაშოროთ ქუჩას და ლოთობას
ამით წარმოებაც მოგებული დარჩება და
ახალგაზრდებსაც სოლიდური ხელფასი ექნებათ

Posted by: FbAccs 13 Jan 2017, 14:13
მყავს ახლობელი, 18 წლის ბიჭია, ცხობის აზრზე არ არის. თუ გაქვთ პირობები რომ ასწავლოთ, გაიაროს (ვთქვათ) ერთ თვიანი პრაქტიკა, დაბალი ანაზღაურებით და მერე თუ აითვისებს დაასაქმოთ?

Posted by: batula01 13 Jan 2017, 15:04
FbAccs
პრაქტიკამ გვიჩვენა არ ამართლებს.
თონესთან შეხება მაინც უნდა ქონდეს სამოყვარულოდ მაინც

Posted by: jadgschloss 13 Jan 2017, 16:13
QUOTE
13 საათი არავინ არ ამუშავებს!!!


დრო ფული ღირს ეს არ გსმენიათ>?
შეიძლება 13 საათის მანძილზე ტყვნაში და შიმშილში არ იყოს ადამიანი და ფიზიკურად არ მუშAობდეს მაგრამ
13 საათი რომ სხვა საქმეს სცდება და თუნდაც 2 საათი უმუშაოს დანარჩენი 11 საათი პრუწუნში ატაროს და უსაქმოდ ყვერები იფხანოს, მაინც გამოდოის რომ 13 საათი მუშAობს. დროის ხარჯვა ღირს ფული და არა მარტო ოფლის ღვრა...

Posted by: sham 13 Jan 2017, 19:11
ადამიანი ეძებს მცხობელს, რომელსაც უხდის ამ დედა არღნიანი ქვეყვნისთვის საკმაოდ მაღალ ხელფასს,

რატომ წერთ პრეტენზიებს და ათას სისულელეს ვერ ვხვდები .....................

Posted by: RadioShack 13 Jan 2017, 19:40
QUOTE (batula01 @ 12 Jan 2017, 22:26 )


* * *
RadioShack

ვიცით ბატონო რომ სისუფთავე და სისუფთავე>>>>თემას ნუ გადაუხვევთ

თუ გყავთ ვინმე მცხობელი ახალგაზრდა დავასაქმებ მაღალი ანაზღაურებით


და დასმულ კითხვას რომ უპასუხოთ არა?

user.gif

Posted by: batula01 13 Jan 2017, 19:45
რამ გაგაბოროტათ ასე?
რატო ძაბავთ საერთოდ?
მარტივად მინდა მცხობელები
გადავუხდი ღირსეულად

რა არი ამაში ცუდი????????


Posted by: samuraisxmali 13 Jan 2017, 21:36
batula01
მოსვლა და ადგილზე ნახვა არ უნდა მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემას. შენ თქვი რომ ფულს იხდი ცალობაში, ხოდა მე გისვამ მარტივ კითხვას, რამდენი პური უნდა გამოვაცხო რომ 70 ლარი გამომივიდეს?

Posted by: batula01 13 Jan 2017, 22:06
samuraisxmali

500 ერთეული და ნებისმიერ ჩახედულს კითხე ამ საქმეში და ის გეტყვის ყველაფერს



Posted by: ლ_ე_ქ_ს_ო 13 Jan 2017, 22:55
3 ტომარა საშუალოდ 23 ლარი 1 ტომარაზე ნორმალური ანაზღაურებაა

Posted by: batula01 13 Jan 2017, 23:08

ლ_ე_ქ_ს_ო
ტომარაზე არ გვაქვს ანაზღაურება.
ცალობაზე არის და უფრო მეტი სტიმულია

თუ ჩახედული ხარ ამ სფეროში 500 ცალი
მცხობლისთვის არაფერია როდესაც დღის ბოლოს ელოდები სოლიდურ ხელფას

Posted by: jadgschloss 14 Jan 2017, 11:27
დღეში 70 ლარი არ არის ცოტა და ბევრიცაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ვაკანსიას ნუ დავხატავთ რაღაც სასწაულად.

დაიწერა რომ 10 დღიანი სმენებია და ამ 10 დღის მანძილზე მცხობელი უნდა დარჩეს თონეში.

ხოდა თუ ასეა, ამის ფონზე სულაც არაა კარგი შეთავაზება. თვეში 700 ლარი ხელფასი და 10 დღე თონეში ცხოვრება.

წარმატებები, დამსაქმებელს.

ეს ფორუმია, და იმისთვისაა, რომ ყველამ აზრი გამოვხატოთ.

კომენტარები ვისაც არ მოსწონს და არ სიამოვნებს, ჯობს.გე ზე დადოს ვაკანსია იქ ვერავინ დაწერს კომენტარს smile.gif

Posted by: batula01 14 Jan 2017, 13:36
jadgschloss
იანვარი თუ არის 10 დღე
თებერვალი 20 დღე გამოდის
მარტი-10დღე
აპრილი-20დღე

ფიზიკურად თუ შეუძლია 20 დღეც მუშაობენ
ყველა ადამიანი ინდივიდია


Posted by: zuhonda 10 Feb 2017, 22:00
რაღა მარტენის ღუმელთან გიმუშავია და რაღა თონეში.

Posted by: samuraisxmali 10 Feb 2017, 23:14
batula01
QUOTE
500 ერთეული და ნებისმიერ ჩახედულს კითხე ამ საქმეში და ის გეტყვის ყველაფერს


კაი ფასია 500 პურისთვის.

Posted by: iosebovich 11 Feb 2017, 00:18
700 ლარია რაა. და 700 ლარი ხელფასი აღარაა თუ მთელ თვეზე გადავწელავთ. იყო ადრე ეხლა კურსის გამო და ფასების აწევის გამო აღარაა. ხო იასნია ვისაც სულ არ აქვს სამსახური იქნებ კარგიც იყოს მისთვის მარა გამოცდილი მინდაო და გამოცდილი 700 ლარად ვერ მოიძებნება. ეგეც მართალია 3 ტომარაზეა საუბარი რაა . 23-25 ლარს უხდიან ტომარაზე მცხობელებს. და ისიც საკითხავია თუ არ ჰყავს ჯერ საიდან იცის რო 500 პური გავა უპრობლემოდ და 100% 3 ტომარა გამოცხვება? დალშე წარმატებები დამსაქმებელს.

Posted by: ggela 11 Feb 2017, 14:19
QUOTE
ამ 10 დღის მანძილზე მცხობელი უნდა დარჩეს თონეში.


მოიც მოიც.. ანუ 10 დღე-და ღამე ანუ? სწორედ მივხვდი.. ? ანუ თუ ესეა 240 საათი მუშაობს 10 დღეში...

თემა არაა ცუდი.. საქართველოს პირობებში ბევრს ჭირდება სამსახური და ნორმალური იქნება ანაზღაურებაც.. კი ცოტაა , მარა ნეხვში ვართ ზოგადად.. რო არ იშიმშილოს კაცმა მაგისთვის ეყოფა..

Posted by: batula01 13 Feb 2017, 14:02
ggela

წინა გვერძე გასაგებად წერია>>>>500 ცალ პურს არ ჭირდება 240საათი

ვერ ერკვევით გასაგებია მაგრამ ყველა უბანში თონეა და იქ იკითხეთ მაინც 500 ცალს რამდენი დრო ჭირდება

Posted by: Sean King 13 Feb 2017, 15:24
საკმაოდ კარგი პირობები დაწერა ჩემი აზრით. გადაიტანე მეგობარო თემა ჯობს.გე ზე და დაახურინე აქ თორე დაგტანჯეს როგორც ვატყობ biggrin.gif

Posted by: ggela 13 Feb 2017, 19:29
QUOTE (batula01 @ 13 Feb 2017, 14:02 )
ggela

წინა გვერძე გასაგებად წერია>>>>500 ცალ პურს არ ჭირდება 240საათი

ვერ ერკვევით გასაგებია მაგრამ ყველა უბანში თონეა და იქ იკითხეთ მაინც 500 ცალს რამდენი დრო ჭირდება

წარმატებები ტQვენც და დასაქმებულსაც კაცო, რატო გვიბრაზდები ვერ ვხვდები.. ნიშნის მოგებით კი არ გეკითხებით , ზუსტი პირობები გვაინტერესებს..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)