მოგესალმებით ყველას,
მე მინდა დავეხმარო ყველას ვინც ნამდვილად ეძებს სამსახურს.
სამსახურის პოვნისთვის ერთერთი ყველაზე კარგი მეთოდია თქვენი კირიკულუმ ვიტაეს და სათავო წერილის ანუ "Cover" პროფესიონალურად აღწერა. დაიმახსოვრეთ რომ სამსახურის დირექტორია მხოლოდ იმ სივის ადენს თვალს რომელიც მისთვის უფრო საინტერესო იქნება მაგრამ მას დიდი ხანი არ ესაჭიროება რომ თქვენი სივი წაიკითხოს. ზოგჯერ არც კითხულობენ თუ სათავო წერილი ან სივის პრეზენტაცია არ მოეწონათ. მაგ. მასე ვარ მე და ჩემი ოფისის ადმინისტრაცია.
წესი 1. თქვენი მონაცემები უნდა იყოს მოკლედ ახსნილი და თვალწარმტაცი.
წესი 2. არავითარი სიცრუე თქვენს სივიში!!! მომავალზე იფიქრეთ!
წესი 3. თუ დაგიბარებენ ყოველთვის იყავი მზად პირდაპირი და საჭრე პასუხისთვის. მაგალითად აქ ბელგიაში ყველაზე სახელგანთქმული შეკითხვაა ("რას ფიქრობთ რატომ უნდა აგიყვანოთ თქვენ სამსახურში და არა სხვა კანდიდატები?"...) სინამდვილეში ეს კითხვა ძალიან გულსატკენია მაგრამ პასუხი უფრო ძლიერი უნდა იყოს. იპოვეთ ამ კითხვაზე ისეთი პასუხი რომ სხვა კანდიდატების პასუხებს აჯობოს და მასე ყველა კითხვისთვის იყავით მზად.
მე მინდა შემოგთავაზოთ ერთი პროგრამა რომელიც ნამდვილად სასარგებლოა ყველასთვის. ეს პროგრამა გიხსნით ყველაფერს, გეხმარებათ სივის და სათავო წერილის დაწერაში, გამოქვეყნებაში და თან ვაკანსიების საიტებზე გამოქვეყნებაში.
პროგრამა მოთავსებულია ვარკეთილის ვებგვერდზე აი მისი ბმულიც:
http://varketili.com/33-resume-maker-pro.html გისურვებთ წარმატებებს და სამსახურს პენსიამდე.
* * *
მიდოდა დამემატებინა...
geo-jobs.com ზე მოთავსებული სივი არ არის პროფესიონალური.
სივი უნდა შედგებოდეს ერთ გვერდისაგან და შიგნით უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია იმ სამსახურის შესახებ რომელზეც თქვენ აპირებთ თქვენი თავის წარმოდგენას.
ერთი ჰაკი.... თქვენ თუ სხვადასხვა სახის სამსახურებში გიმუშავიათ ანდა იქონიებთ 3 - 4 სხვადასხვა სასწავლებლის დიპლომებს მაშინ შეგიძლიათ დაწეროთ 2 ან 3 სხვადასხვანაირი სიცი.
მაგალითად მე... ჩემი პროფესია არის ტურიზმის მენეჯმენტი, მუსიკა - კინომატოგრაფია, IT- Support. დამტავრებული მაქ BERLITZ INSTITUTE OF LANGUAGES AND PUBLIC RELATION, თბილისის კონსერვატორია, საცირკო საესტრადო ინსტიტუტი და Swiss Hotel Management school მე მაქვს 3 სივი. ეხლა უკვე ჩემი საკუთარი ბიზნესი მაქ გახსნილი მაგრამ ადრე როდესაც Apple Macintosh support center ში მივიტანე ჩემი სივი, კომპიუტერულ ტექნიკას უფრო დაწვრილებით ეხებოდა. ზუსტად მასე ვქენი როდესაც ტურიზმში ვეწყობოდი. ჩემი სივი იყო უფრო ტურიზმზე სპეციფირებული. და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 2 სხვანაირი სივი რომელიც უფრო დაწვრილებით ეხება თქვენს მომავალ პროფესიას.
დაიმახსოვრეთ სივი უნდა შედგებოდეს 1 გვერდისაგან იმიტომ რომ მასე უფრო მიებულია ყველგან ამერიკაშიც და ევროპაშიც.
This post has been edited by risi on 8 Jan 2007, 08:19