Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > თეშექიურ!


Posted by: axalirevolucia 22 Dec 2011, 13:18
დეკემბრის ბოლოა, ქართულ ტაძრებს თბილ სეზონამდე არცერთი ქართველი არ მიაკითხავს. ქართული ტაძრები 100% თურქულ გარემოცვაში იქნება...
(შეგეშინდათ?)

ნუ გეშინიათ

ქართული ტაძრები თურქბის 100% გარემოცვაში იქნებიან გაზაფხულამდე,


ისევე როგორც ... საუკუნეები იყვნენ

პერესტროიკამდე.





თამარ მეფის შემდეგ ჩვენ ტაო-კლარჯეთს მხოლოდ ეპიზოდურად ვაკონტროლებდით.

1918 წელს ტაო კლარჯეთი ერთა ლიგის რუქაზე საქართველოს შემადგენლობაშია, მაგრამ ის ჩვენ არ მოგვიპოვებია - 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიხიეს თურქებმა მაშინ.

ანუ მთელი 1000 წლოვანი სასტიკი ფეოდალიზმი ჩვენი ტაძრები თურქულ გარემოში, ანტაგონისტურ რელიგიურ და სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში იდგა.

მათი მცველი და განმკითხავი ჩვენ აღარ ვიყავით.

ტაო-კლარჯეთის მკვიდრ თურქთა 30-მა თაობამ გაუძლო პოლიტიკურ-პატრიოტულ-რელიგიურ ცდუნებას – დაენგრია მათთვის უცხო, პოლიტიკური ხიფათის შემცველი ტაძრები.

ფეოდალიზმი ერთ მხრივ და მუსულმანობა, ქრისტიანობისგან განსხვავებული რელიგია მოსალოდნელს ხდიდა რომ თურქებს ჩვენი ტაძრები, უპატრონო და უმლოცველო ტაძრები დაენგრიათ, თუ ვერ დაანგრევდნენ მათთვის უცხო ქართული და ქრისტიანული ამოენგრიათ-წაეშალათ ან ეკლესიის ქვები საკუთარი სახლებისთვის გაეზიდათ ოხროხინე მღვდელივით.
არ ქნეს!

1921-1991 წლებში საქართველოსა და თურქებს საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი ჰყოფდა. ჩვენ თურქეთში კი არა, ვარძიის სანახავადაც ვერ ჩავდიოდით საბჭოთა მესაზღვრეების სპეციალური ვიზის გარეშე.

ამ 70 წლის განმავლობაშუ თურქები რა თქმა უნდა ჩასულ ქართველებს ვერ ნახავდნენ და პერსპექტივაში თუ ოდესმე ქართველები საკუთარ ეკლესიებს მოიკითხავდნენ ძალიან სათუო იყო,
მაგრამ მაინც შეინახეს.

შეინახეს არა მარტო ჩუქურთმები, წარწერები და ჯვრები (არ ამოანგრიეს) არამედ შეინახეს მთელი შენობები არ დაანგრიეს და ააფეთქეს.

აფეთქების უნარი კი თურქეთს, რუსეთთან ყირიმის 40 წლიანი რუსეთ-თურქეთის საზღვაო ომის მწარმოებელ ქვეყანას, რომლის დროსაც მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მე-18 საუკუნიდან აქვს.

არ ააფეთქეს!

ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.



თურქეთის სახელმწიფომ ეს ტერიტორიები 7-8 საუკუნის წინ დაიპყრო, მას შემდეგ ამ მიწებს თურქ გლეხთა 30 თაობა მშვიდობიანად ამუშავებს, ატერასებს და რწყავს. აი ეს ხალხი არის იმ სოფლების მაცხოვრებლები,


რომლებიც ჩვენ, ახალ ქართველ პილიგრიმებს ინტერესითა და დემონსტრაციული კეთილგანწყობით გვხვდება - “ვინ არიან ეს ქართველები, რომელთა წინაპრების მიერ ჩემს სოფელში უხსოვარი დროიდან აშენებული კალისე თავს დაგვდგომია ჩვენს სახლებს და ჩვენ მეჩეთს და ალაჰს კი არა ქრისტეს ადიდებს. ვინ არიან ეს ხალხი ვისი რიდითა და პატივისცემით ჩემმა პაპამ, პაპისპაპამ და პაპისპაპისპაპისპაპამ ეს ეკლესიები ხელუხლებელი შეინახეს”.

ჩვენ ამ ცნობისმოყვარეობას ვერ ვუკმაყოფილებთ. როგორც წესი პილიგრიმთა მარშრუტის სირთულისა და გრაფიკის სიმჭიდროვის გამო თითეულ ამ სოფელში ჯგუფები ერთ საათზე ნაკლებ ხანს ვრჩებით და მოსახლეობასთან საუბარს ვერ ვახერხებთ.


საქმე კი ისაა რა უნდა ვუთხრათ ადგილობრივ გლეხებს დრო რომც გამოვნახოთ.

ვუმტკიცოთ რომ ოდესღაც ეს მიწა საქართველო იყო და თურქეთმა დაიპყრო - გულუბრყვილობაა.

მათ ისედაც იციან ეს და წიგნში კი არ წაუკითხავთ, თვალით ხედავენ ყოველდღიურად.

უსაყვედურო რომ ქართული ძეგლები მოუვლელია და დანგრევის საშიშროების წინაშეა, გულუბრყვილობაა თუნდაც იმიტომ რომ კერძო პირის ინიციატივა, შეაკეთოს და მოუაროს უცხოტომელთა უცხო მორწმუნეთა ტაძარს შეიძლება დაგმობილი იქნეს მოლას მიერ, რომელიც როგორც ვთქვი, დღეში რამოდენიმეჯერ ხმის გამაძლიერებლებით აფენს თავის გალობას მთელ სოფელს.


ჩვენ- ტურისტები ამ ტაძართა ქრონომეტრაჟის 0,02% დროს ვართ მათთან დანარჩენი 99,98% დროისა ისინი კვლავ ჩვეულებრივი თურქული სოფლების მაცხოვრებელთა ხელში არიან, მათი კეთილი ნებისა თუ პატივისცემის შედეგად ჯერ კიდევ დგანან.


დეკემბრის მიწურულია. ბოლო ქართველი იმ სოფლების მაცხოვრებლებმა 2 თვის წინ ნახეს და ალბათ 3 თვის შემდეგ ნახავენ შემდეგ ქართველებს.


ჩვენი ძეგლები 100% თურქულ გარემოცვაშია.
და ასე წელიწადში ალბათ 5 თვე.




დათბობისა და შორტებ-კეპკების სეზონზე კი კვლავ მივაკითხავთ,


და რა, მათთვის - თურქებისთვის?



ჩვენ მივდივართ დავუბღვერთ ამ ხალხს, იქნებ წავუსისინებთ კიდევაც და უკან მოვდივართ.

არ არის ეს პატრიოტიზმი.


არ არის კარგი მომავალი (ჩვენს შემდეგ მომავალი) პილიგრიმებისათვის.


ბოლოს და ბოლოს არ არის რაციონალური ძეგლების მიმართ.



ჩვენ თურქებს იქ მაცხოვრებლებს

მადლობა უნდა გადავუხადოთ მათი ტოლერანტობისა და ჩვენი სიწმინდეებიდმი პატივისცემისათვის, ჩვენი, მათთვის უცნობი ადამიანების პატივისცემისათვის.




ჩვენ , სეზონზე ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.

თეშექიურ!!

არა, მართლა!



ბოქს.

Posted by: orzo 22 Dec 2011, 13:26
რას ემსახურება ეს თემა? spy.gif

იმას რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია და მადლობა მას ტაოს რომ ინახავს და ქართული ძეგლები უპატრონოდ არის? spy.gif

Posted by: axalirevolucia 22 Dec 2011, 13:28
orzo
QUOTE
რას ემსახურება ეს თემა?

იმას რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია და მადლობა მას ტაოს რომ ინახავს და ქართული ძეგლები უპატრონოდ არის?



ოლოლო, ვერ გამოიცან.

არადა წერია მანდ.


ნუ, ცოტათი გამოიცანი.

ა, გრაფინიამ გაიგო შენზე ზუსტად.
grafinia79

Posted by: grafinia79 22 Dec 2011, 13:32
axalirevolucia
QUOTE
ჩვენი ტაძრები - ეს სიფრიფანა დინოზავრები (ანუ ძალიან სუსტები, ძალიან დიდები და ადვილად გადაშენებადები) დღესაც ათი თავით ზემოდან გადმოჰყურებს გარშემო არქიტექტურას და მიუხედავად იმისა რომ მათ ღმერთს არ ადიდებს, მაინც დგას.

ჩვენი ტაძრები ჩვენი მძევლებია.


იცით რა სასწაულია ოშკის უზარაზარ კომპლექსში რომ ქართველების მიერ აღესრულება ლოცვა.

Posted by: axalirevolucia 23 Dec 2011, 23:54
ჰე,





ბოქს მეთქი.




როვა შეიძლება მამფერი ლაპარიკი.

Posted by: Dedi Co 24 Dec 2011, 00:03
არავითარი ბოქსი.
კარგი თემაა.
ადამიანური.
smile.gif

Posted by: MSN 24 Dec 2011, 00:37
axalirevolucia
QUOTE
ჩვენ , სეზონზე ერთი კვირით ტაო-კლარჯეთში სტუმრად მყოფმა ქართველებმა თავი დავხაროთ და მადლიერების მუხტი დავუტოვოთ ხანძთის, პარხალის, ოთხთას, იშხანის, ოშკის, ხახულის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეებს.

თეშექიურ!!

მადლობა შენ კარგო კაცო, კარგი ანალიზის უნარისთვის და სწორი მოწოდებისთვის!
ჯიგარ!!!

Posted by: UZUL 24 Dec 2011, 00:40
user posted image
მართლაც სასწაულია








და რაც მთავარია.. როგორ გავს..როგორ გავს

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 24 Dec 2011, 00:43
მოდი რაა წარმართულ სალოცავებსაც მივაქციოთ ცოტა ყურადღება, ეგეც ჩვენი ისტორია ანგოლასი კი არა

Posted by: axalirevolucia 22 Feb 2012, 17:59
Dedi Co
QUOTE
არავითარი ბოქსი.
კარგი თემაა.
ადამიანური.

MSN
QUOTE
მადლობა შენ კარგო კაცო, კარგი ანალიზის უნარისთვის და სწორი მოწოდებისთვის!
ჯიგარ!!!



დავდნი. საჩხუბრად ვიყავი განწყობილი და..



აბა ფხიზელი პატრიოტები სად ხართ?

Posted by: forumeli64 22 Feb 2012, 18:05
QUOTE
რას ემსახურება ეს თემა?



მიშა მაგადია
ხოლო რურუა უფრო მაგარი gigi.gif

Posted by: ხარონი 22 Feb 2012, 18:08
user posted image

არ მეგონა ამხელა თუ იყო

QUOTE
აბა ფხიზელი პატრიოტები სად ხართ?

აჰა დაგიწერა
QUOTE
მიშა მაგადია
ხოლო რურუა უფრო მაგარი 


Posted by: chiwawa 22 Feb 2012, 18:08
axalirevolucia
up.gif

QUOTE
აბა ფხიზელი პატრიოტები სად ხართ?

მოვლენ, რავა დაგამადლიან მაგასbiggrin.gif

Posted by: toto28 22 Feb 2012, 18:12
QUOTE
მიშა მაგადია
ხოლო რურუა უფრო მაგარი

აჰა ეტა ცვეტოჩკი.მალე დაიწყებააააა

Posted by: ცერცვა 22 Feb 2012, 18:16
BuTroSS_buTroSS_GaLI
QUOTE
მოდი რაა წარმართულ სალოცავებსაც მივაქციოთ ცოტა ყურადღება, ეგეც ჩვენი ისტორია ანგოლასი კი არა

spy.gif სადაა რო?

Posted by: nk44 22 Feb 2012, 18:21
ესენი არ გამოჩენილან??



facepalm.gif

Posted by: მართვის თეორია 22 Feb 2012, 18:25
axalirevolucia
QUOTE
ანუ მთელი 1000 წლოვანი სასტიკი ფეოდალიზმი ჩვენი ტაძრები თურქულ გარემოში,

ნუ იცი ხოლმე შენ გაბუქება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ცოტა დააკელი biggrin.gif

Posted by: VoK 22 Feb 2012, 18:32
orzo
QUOTE
რას ემსახურება ეს თემა?

რურუა: თურქეთთან შეთანხმების გაფორმება გადაწყვეტილია, და არ შეიცვლება...

და კიდევ, კარგია რომ თურქები არ ვანდალობენ...
დიდი მადლობა მათ..
ღირსი არიან მადლიერების ნიშნად აზიზიეს მეჩეთი წამოვუჭიმოთ...

Posted by: iren765 22 Feb 2012, 18:36
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

Posted by: ხარონი 22 Feb 2012, 18:39
QUOTE (iren765 @ 22 Feb 2012, 18:36 )
http://www.radikal.ru                      http://www.radikal.ru

ეს რომელი ტაძრებია?


------------------------------

Posted by: იეღოვა 22 Feb 2012, 18:39
VoK
არა არა, რა წამოვჭიმოთ რას ქვია ეს მართლმადიდებლური მიწაა! mad.gif
დაჟე რაც არი მეჩეთები ისინიც უნდა დავწვათ და დავანგრიოთ როგორც აზიზიათი დაწვეს თავის დროზე და ისმაილიათი დაანგრიეს
:ტოლერანტული სმაილი:

ხარონი
ოშკია

Posted by: iren765 22 Feb 2012, 18:47
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: tintoreto 22 Feb 2012, 20:51
რურუა-კალანდაძის აბდაუბდა


[ნინო მიქიაშვილი]
ოშკის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში ჯაყელების აშენებული მეჩეთის რესტავრაციაში თურქული მხარის ჩართვაზე თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ირგვლივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ტრადიციას არ ღალატობენ - ჯერ კალანდაძე გამოდის, სიახლეს გვამცნობს და იმავე დღეს, ან უკიდურეს შემთხვევაში მეორე დღეს კულტურის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათქვამს უარყოფს.

ასე მოხდა მიმდინარე წლის 20-21 თებერვალსაც - 20-ში ნინო კალანდაძე ტრადიციულ ბრიფინგზე გამოვიდა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ხელმოუწერელია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები შევიდეს - “სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს. წელიწადზე მეტია, ორ სახელმწიფოს შორის ამ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. ეს ის საკითხია, რაზეც საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, რომელსაც თურქული მხარე ჯერჯერობით არ იზიარებს და პირიქით. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ აქტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს თურქულ მხარესთან და ვიმედოვნებთ, რომ კონსესუსს მივაღწევთ. თუმცა, ამ ეტაპისთვის შეთანხმება არ არის მიღწეული. შესაბამისად, დოკუმენტი ხელმოუწერელია და არ არის გამორიცხული, რომ მასში ცვლილებები შევიდეს".

ნინო კალანდაძის განცხადება 21 თებერვალს “დააზუსტა“ ნიკა რურუამ - “ეს უბრალოდ ასე გამოუვიდა სპიკერს, მაგრამ სინამდვილეში მან მართალი თქვა - საბოლოო ტექსტი იქიდან არ ჩამოსულა, რასაც ველოდებით და ხელი არ მოწერია, მაგრამ გადაწყვეტილია, ეს აუცილებლად ესე იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად დავკარგავთ ოშკს, დავკარგავთ იშხანს და დანარჩენ ძეგლებს“.

სიმართლეს რურუა ამბობს თუ კალანდაძე, ჩვენთვის ძნელი გასარკვევია, რადგან თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკება გასაიდუმლოებულია, რაც 16 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით გავასაჩივრე.

ამ კონკრეტულო საკითხთან დაკავშირებით ნინო კალანდაძემ 2010 წლის 3 მაისსაც გააკეთა განცხადება, რომელიც იმავე დღეს უარყო ნიკა რურუამ. მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის არქივში, 15-საათიან “კურიერში“ და იმავე დღეს, ტელეკომპანია “იმედის“ 14-საათიან საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში“ შეგიძლიათ ნახოთ რას ამბობს ნინო კალანდაძე, სპეციალურ ბრიფინგზე:

“მივაღწიეთ იმას რომ სწორედ ოშკის ტაძართან დაკავშირებით იქნება, აზომვითი სამუშაოები ჩატარდება, მათ შორის ქართველი ექსპერტები მიიიღებენ ამაში მონაწილეობას. თურქული მხარე მზად არის რომ ტაძარში დასრულების შედეგად, განხორციელდეს ქართული წირვა–ლოცვა“.

შემდეგ გამოშვებებზე “იმედს“ ოშკში წირვა-ლოცვის აღდგენის შესახებ აღარაფერი უთქვამს, მაგრამ “რუსთავი 2“-მა მაინც ინამუსა და 18-საათიან “კურიერში“ კალანდაძის ახალი ამბავი გაიმეორა, მაგრამ იქვე ნიკა რურუას “დაზუსტებაც“ მიაყოლა:

“წირვა–ლოცვაზე ამ წუთას, ჩემი აზრით ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ საჭიროა თვითონ ტაძრის გადარჩენა, შემდგომ ეს თუ შესაძლებელი გახდა, ამას რა ჯობია?! ეს მხოლოდამხოლოდ მისასალმებელი და დიდი სასიხარულო ამბავია, რაზეც ვიმუშავებთ, მაგრამ ჯერ საჭიროა პრინციპში, ნგრევის პირას მყოფი ტაძრის გადარჩენა“.

ვერც მაშინ გავიგეთ რომელი ტყუოდა, ნიკა რურუა თუ ნინო კალანდაძე, რადგან ხელშეკრულების დეტალები მაშინაც ისევე გასაიდუმლოებული იყო, როგორც დღეს არის. პლუს ამას, ამ მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს იგნორირებას უკეთებს, რითაც არღვევს 2002 წელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სვეტიცხოველში გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომლის მიხედვით სახელმწიფო და ეკლესია კულტურულ მემკვიდრეობაზე ერთად უნდა ზრუნავდეს.

http://www.presage.tv/?m=society&AID=10122

Posted by: orzo 23 Feb 2012, 10:12
http://forum.ge/?f=29&showtopic=34359422&st=45

Posted by: axalirevolucia 11 Aug 2012, 19:55
რა ხდება ამ თემაზე, ახალი ვინმემ იცის რამე?





////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: გუბაზიანი 11 Aug 2012, 20:36
axalirevolucia
გასაოცებლად სწორი ანალიზია....

Posted by: dd69 11 Aug 2012, 21:31
ადანგრევაში არ დაგეთანხმები


მშვენივრად იყენებდნენ საქონლის სადგომად და მეჩეთად.


ყველა მათგანი გადაკეთდა მეჩეთად.
აი ამიტომაა ისინი შენარჩუნებული. რომლებიც არ გადაკეთდა. ისინი დანგრეულია. როგორ ფიქრობ, ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ ათამდე ეკლესია მონასტერი იყო?

მოსაშვილის „ჩაძირული ქვები", გაგიგია?

iren765 -ის პოსტის ბოლო ორ სურათზე გამოსახულ ტაძრებში ახლაც მეჩეთია. თუმცა ჯვრის გამოსახულება შენარჩუნებულია

განადგურებულია ხარის და არწივის გამოსახულებები, ვინაიდან მუსულმანური რელიგიის მიხედვით ცხოველების გამოსახულებების გამოხატვა არ შეიძლება
* * *
ხარონი
პირველი ოშკია

მეორე ოთხთა

წინა პოსტებში სადაც ქრისტიანები ლოცულობენ, ოშკია შიგნიდან
* * *
30 ჩარი

Posted by: kardinali100 16 Oct 2017, 20:54
axalirevolucia
QUOTE
ბოქს.

თურქებზე გადაგყავს სტრელკები?...ეგენი ვლანძღოთ "იმათ" მაგიერ?

biggrin.gif facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)