კასიოპეა✨კი მაგას მაინც გავაზიარებ
marimari11ჩემთვის ისეთი საოჯახო კერძი გახდა სხვადასხვანაირად ვაკეთებ.
ზოგადად შაშხით ვაკეთებ , შაშხი ქვია ხო თუ ლორი? ან სოკოთი
ნაღები აუცილებლად . მაგის გარეშე ის გემო არააქვს.
მოკლედ თავიდან ზეითუნის ზეთში ვბრაწავ შაშხს. ამავე დროს ნაღებშიც ვთქვიფავ 1-2 კვერცხს და გახეხილ ყველს ,
მოხარშული მაკარონი უკვე მზად მაქვს
ტაფაზე , რომ მოიბრაწება ეს შაშხი დავაყრი ამ მაკარონს, დავასხავ ამ ყველიან და კვერცხიან ნაღებს , ადუღებამდე მივიყვან და 1-2 წუთი ვათუხთუხებ თან ვურევ
მერე გამოვრთავ გახეხილი ყველის ნაწილს მოვაყრი კიდევ და ზევიდან დავადებ ოხრახუშს სილამაზისთვის, თუ გიყვარს დაჭერი და ისე მოაყარე, ცოტა მხოლოდ
ზეითუნის ზეთს თუ შეარჩევ აუცილებლად წვისთვის განკუთვნილი. გემო , რომ არ აქვს , თავის გემოზე რომ არ წაიყვანოს. კოპოლივას მაგალითად ცუდი გემო აქვს . ცივი დაწურვის არ უნდა იყოს
შეგიძლია ჩვეულებრივი ზეთითაც ქნა.
სოკოს შემთხვევაში შეგიძლია სოკო მოთუშო თუ მოშუშო და იმას დააყარო ამ თანმიმდევრობით
კიდევ კვერცხი შეგიძლია არ გაუკეთო საერთოდ, ბევრი არ უკეთეს ამსუყებს უფრო ისედაც მსუყე საჭმელს
ნაღები და სხვა ინგრედიენტები ეცადე ბევრი არ გაუკეთეო, წინა პლანზე მაკარონი უნდა იყოს. ანუ არ უნდა იცურაოს ინგრედიენტებში
ასევე თუ ,,ჩალიჩი" არ დაგეზარა ძალიან გემრიელი გამოდის მაკარონს + ვერმიშელით . მეტი მაკარონი ცოტა ვერმიშელი. განსაკუთრებით მაკარონი თუ ფეტუჩინია
,,ბარილა"ს აწერია ხოლმე სახეობები
მე სპაგეტზე უფრო ფეტუჩინით მომწონს , ცოტა ხარშვა უნდა მეტი რახან სქელია
მოკლედ ასე გამოიყურება ხოლმე დაახლოებით
სპაგეტით და ფეტუჩინით
* * *
დამავიწყდა მეთქვა ნაღებს კარგად დააკვირდი ყიდვის დროს ტკბილი არ იყიდო, საჭმლის უნდა იყოს და არა ნამცხვრის. მე შემეშალა პირველად