ბევრმა იცით ალბათ და ელოდით ამ თამაშს ისევე როგორც მე .. ხოდა გამოვიდა , ვითამაშე და .. Fuck Walking dead ( ?! )
ჯერ აი ხო მხოლოდ პირველი ეპიზოდია მაგრამ იმჰო ვოქინგ დედზე გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს ..
აღწერა :
ზღაპრების გმირები (იგივე Fables ) ცხოვრობენ ჩვენს ( იგივე Mundies ) შორის და აქვთ თავიანთი წესები : მაგ. არცერთ Fable-ს არ შეუძლია ადამიანებს დაენახოს თავისი რეალური სახით , მათ უნდა შეინარჩუნონ ადამიანის სახე მაგიის მეშვეობით ( რომელსაც Glamours უწოდებენ ) მაგრამ პრობლემა ის არის რომ ეგ კონკრეტული შელოცვა ძვირი ჯდება და ყველას არ შეუძლია გაწვდეს Glamaours-ის ხარჯებს ... მათ ვისაც საშუალება არ აქვს შელოცვა მიიღოს , აგზავნიან სპეციალურ ციხეში ( რომელსაც The Farm ეწოდება ) მანამდე სანამ არ გადაიხდიან გლამურის ფულს .. Fაბლებს ნიუ იორკში თავიანთი უბანი აქვთ ( Fabletown ) , რომელის არსებობის შესახებ ადამიანებმა არ იციან ..
მოკლედ ეს არის ისტორია სამშობლოდან გამოძევებული ზღაპრის გმირებზე რომლებიც არც თუ Happily ever after ცხოვრობენ .. მათ შორის წესრიგს კიდევ ჩვენი პერსონაჟი მგელი Bigby ( აკა Big bad ) ამყარებს .. ჩვენს მგელს საკმაოდ ბნელი წარსული აქვს ( მოგეხსენებათ ალბათ ) , ამიტომ გასაკვირი არცაა ის რომ Fabletown - ის მცხოვრებლები არცთუ ძალიან ენდობიან მას .. Bigby კიდევ ცდილობს დაამტკიცოს , რომ ის შეიცვალა , წითელქუდა გოგონების და გოჭების საძმოს ჭამას შეეშვა და ყველაფერს აკეთებს რათა პატიოსნად შეასრულოს შერიფის მოვალეობა ..
მოკლედ საოცრად ბნელია , დეპრესიული .. ჩვენი ბავშვობის საყვარელი გმირების განსხვავებული , შემზარავი , ძალადობით აღსავსე , ნუ მოკლედ აშკარად +18 ხედვა ( მაგალითად ფიფქია გაცილდა პრინც ჩარმინგს იმის შემდეგ რაც თავის დასთან შეუსწრო ლოგინში , იგი ამჟამად ქალაქის მერის თანაშემწეა და ზოოფილიისკენ მკვეთრი მიდრეკილებით გამოირჩევა ) + საკაიფო მუსიკალური გაფორმება , ატმოსფერული არტი , კომპლექსური ( ერთი შეხედვით ) პერსონაჟები , შავი იუმორი და რაც მთავარია Big , Bad , Bad-Ass Wolf ! .. მოკლედ სრული ნერდგაზმი რა !
ამ წამს მოვრჩი და შეიძლება ცოტა ოვერრეაქთედიც ჩემი შეფასება , მაგრამ ძალიან მაგარია და ჰა !
აუცილებლად წაიკითხეთ ხოლმე Book of Fable -ში პერსონაჟების ბექგრაუნდ ისტორიები ..
ხო პირველი ეპიზოდია ჯერ გამოსული , მეორე როდის გამოდის ხზ .
ეს ლინკი გადმოსაწერი
http://protest.gom.ge/games/51786-TheWolfA...de12013ENG.html This post has been edited by რეალისტი on 12 Oct 2013, 06:45