Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > დამეხმარეთ


Posted by: aqvsenti 4 Oct 2010, 19:07
კი მიტყდება დაწერა, მაგრამ თქვენი იმედი მაქვს, რომ სწორად გამიგებთ. სასქესო ორგანოს თავზე სიწითლე გამიჩნდა გამონაყარივით და რა შეიძლება იყოს? ან ვის მივმართო?

Posted by: rock in rose 4 Oct 2010, 19:11
aqvsenti

შეიძლება სოკოა. გექავება?

უროლოგთან მიდი yes.gif

Posted by: aqvsenti 4 Oct 2010, 19:28
ქავილით არ მექავება ოდნავ წაკრავს ხოლმე ხანდახან. ეხლა ვკითხულობდი ინტერნეტში და კანდიდოზს გავს. თქვენ გესმით ამის რაიმე??

Posted by: patriciia 4 Oct 2010, 19:33
aqvsenti
QUOTE
კანდიდოზს გავს

თუ კანდიდოზია, იყიდე კლიონ D
მიიღე როგორც წერია ინსტრუქციაში
გარდა ამისა, იყიდე კლოტრიმაზოლის მალამო, გულმოდგინედ დაიბანე ეგ ადგილი, გაიმშრალე და კარგად დაიმუშავე მალამოთი
მოგირჩება ასიანი

Posted by: aqvsenti 4 Oct 2010, 20:01
გაიხარეთ მადლობა. და რამდენად საშიშია?? შევშინდი კაცი. გადადის სქესობრივი გზით?

Posted by: Natuka NGN 4 Oct 2010, 22:13
aqvsenti
QUOTE
გადადის სქესობრივი გზით?

გადადის.
patriciia
QUOTE
იყიდე კლიონ D

შესაძლოა არ ქონდეს მგრძნობელობა. მე წინააღმდეგი ვარ ფორუმზე ნებისმიერი წამლის დანიშვნის. შესაძლოა სოკო არც იყოს და იყოს სხვა რამე.
---
ამდენად aqvsenti მიდით ექიმთან და გაესინჯეთ. კანდიდოს გავს არაა დიაგნოზი. მიდით ექიმთან.

Posted by: patriciia 4 Oct 2010, 22:41
Natuka NGN
QUOTE
შესაძლოა სოკო არც იყოს და იყოს სხვა რამე.

შეშინებულია კაცი, ხომ იცი, კაცები როგორ ფეთდებიან მაგ დროს
არადა, თუ მართლა რძიანაა, შეიძლება წყლიდანაც აიკიდა
ჩემს ნათესავს ჰქონდა, 12 წლის გოგონას, სინქრონულ ცურვაზე დადიოდა
მე რა ვიცოდი და ხშირად, როდესაც სტუმრად მივდიოდი და გაუთვალისწინებლად ვრჩებოდი, მეორე დილით მის საცვლებს ვიცვამდი
მეც ქალწული ვიყავი, როდესაც ამ გზით რძიანა გამიჩნდა
საშინლად გამაღიზიანებელი და ნერვებისმომშლელი რამეა
ვითომ უბრალო რამეა, მაგრამ დიდხანს ვიბრძოლე, სანამ საბოლოოდ მოვიშორებდი
მიყუჩება და მოულოდნელი ვერაგული რეციდივები იცის

Posted by: Natuka NGN 4 Oct 2010, 22:53
patriciia
მართლაც შეიძლება მაგია, ან შეიძლება არა. და მე ჩემი კანდიდოზი ისეთი რამით ავალაგე რომ არავინ იჯერებს. PM მოგწერ.
და ეს ახალაგზრდა უნდა ექიმტან მივიდეს მაინც, გარდა სოკოსი გარდანელა ან სხვა რამე არ იყოს. ერთი სიტყვით უმჯობესია ანალიზები გაიკეთოს.

Posted by: aqvsenti 5 Oct 2010, 19:21
QUOTE (patriciia @ 4 Oct 2010, 22:41 )
Natuka NGN
QUOTE
შესაძლოა სოკო არც იყოს და იყოს სხვა რამე.

შეშინებულია კაცი, ხომ იცი, კაცები როგორ ფეთდებიან მაგ დროს
არადა, თუ მართლა რძიანაა, შეიძლება წყლიდანაც აიკიდა
ჩემს ნათესავს ჰქონდა, 12 წლის გოგონას, სინქრონულ ცურვაზე დადიოდა
მე რა ვიცოდი და ხშირად, როდესაც სტუმრად მივდიოდი და გაუთვალისწინებლად ვრჩებოდი, მეორე დილით მის საცვლებს ვიცვამდი
მეც ქალწული ვიყავი, როდესაც ამ გზით რძიანა გამიჩნდა
საშინლად გამაღიზიანებელი და ნერვებისმომშლელი რამეა
ვითომ უბრალო რამეა, მაგრამ დიდხანს ვიბრძოლე, სანამ საბოლოოდ მოვიშორებდი
მიყუჩება და მოულოდნელი ვერაგული რეციდივები იცის

ზღვაზე ვიყავი წელს, ბასეინებზეც და შეიძლება..... მოკლედ ექიმთან მივალ სხვა რა გზაა, არადა არ მიყვარს ექიმებთან სიარული, ზოგი იმდენად არაკომპეტენტურია შეიძლება სხვა რამე მიმკურნალოს და მე საერთოდ ვერ მივხვდე. ინტერნეტით მოვიძიე და მივამსგავსე რძიანას, თუმცა არც გავილი და არც წვა არა მაქვს. თან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ერთდროულად აღმოგვაჩნდა ნიშნები.

Posted by: Masked 5 Oct 2010, 19:54
იუნგა მანნ კონტროლლე გაკეტე ჰერპეს გენიტალის.

Posted by: Natuka NGN 5 Oct 2010, 19:57
aqvsenti
მაშინ შეიძLება მართლა იყოს რძიანა. მაგრამ შეიძლება იყოს სხვა რამეც და ორივემ უნდა იმკურნალოთ.

Posted by: tatusia 5 Oct 2010, 21:30
aqvsenti
აუცილებლად უნდა მიხვიდე ექიმთან, თვითმკურნალობით შეიძლება მიაძინო და მერე უკვე ქრონიკულ ფორმაში შეგახსენოს თავი. ექიმთან აუცილებლად. არ დაიწყო აქ დაწერილი ან სხვების ნარჩევი წამლების ზეპირად მიღება, ბევრი რამ შეიძლება იყოს და ზეპირად დიაგნოზს ვერავინ დაგისვამს სწორად

Posted by: aqvsenti 6 Oct 2010, 10:37
QUOTE (tatusia @ 5 Oct 2010, 21:30 )
aqvsenti
აუცილებლად უნდა მიხვიდე ექიმთან, თვითმკურნალობით შეიძლება მიაძინო და მერე უკვე ქრონიკულ ფორმაში შეგახსენოს თავი. ექიმთან აუცილებლად. არ დაიწყო აქ დაწერილი ან სხვების ნარჩევი წამლების ზეპირად მიღება, ბევრი რამ შეიძლება იყოს და ზეპირად დიაგნოზს ვერავინ დაგისვამს სწორად

ტრიდერმის მაზი გამოვიყენე და ფაქტიურად გამიქრა ყველაფერი, მაგრამ ექიმთან მაინც ვაპირებ მისვლას. მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანა და რჩვევები მომცა. არ ველოდი ასეთ აქტიურობას უბრალოდ ვისთვის მიმემართა არ ვიცოდი და .... მადლობა

Posted by: Natuka NGN 6 Oct 2010, 11:41
aqvsenti
ტრიდერმი კორიკოსტეროიდია. ამდენად, შეიძლება ოდნაც ჩააცხროს სიტუაცია და ლატენტურში გააიყნოს, ამდენად ახლა შეძლება სურთი წაშალოს კიდეც. თუ კანდიდაა, რა ვიცი... გისურვთ ჯანმრთელობას,

Posted by: patriciia 6 Oct 2010, 21:24
Natuka NGN
QUOTE
ტრიდერმი კორიკოსტეროიდია

აი, ხომ ხედავ, ვიღაც სხვას ჰკითხა და იმან ურჩია უმნიკური
ჩემთვის დაეჯერებინა, არ სჯობდა?!
არ დადის ეს ხალხი ასე ადვილად ექიმთან, მითუმეტეს ბიჭი ვენეროლოგთან ასე ადვილად არ მიცუნცულდება
შინაგანად კლიონ D-ს რომ მიიღებდა და იქ კიდევ კლოტრიმაზოლს წაისვამდა, იქნებოდა კარგად
ახლა ტრიდერმი და ათასი ოხრობა
ჩემი მულის არ იყოს
ბავშვს ტაკოები და ფუჩები გამოეწვა, გავუკეთე გენიალური მალამო დინდგელით, თაფლის სანთლითა და ათასი რამეებით, იმან კიდე გვერდზე მიაგდო და სტეროიდები უსვა ბავშვს......
კი აალაგა, მაგრამ მაინც არაა კარგი მაშინვე სტეროიდებს რომ მიახტებიან

Posted by: Natuka NGN 6 Oct 2010, 22:21
patriciia
ცოლსაც პრობლემები ჰქონია და კი უნდა მივიდეს. მესმის, არის ბევრი პრობლემა და ფინანსურიც ექიმთან ვიზიტისათვის.
ჰოდა, პამპერსის გამოწვისათვის რად უნდოდა კორტიკოსტეროიდი? არის მაგისათვის ფანტასტიური ველედას ჩვილთა ბავშვის კრემი, რომლის მსგავსი არაა არაფერი. ვინც კორტიკოსტეროიდი ურჩია... მმმ...
მაგრამ სოკოს გარდა კიდევ სხვა რამ რომ იყოს?

Posted by: patriciia 7 Oct 2010, 00:38
Natuka NGN
QUOTE
ვინც კორტიკოსტეროიდი ურჩია... მმმ...

ვის უნდა ერჩია, ორივე დები ტვინით გატენილი ექიმები არიან
თვითონ ეგ 7 წელი ლონდონში ცხოვრობდა და დერმატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა სწორედ
QUOTE
მაგრამ სოკოს გარდა კიდევ სხვა რამ რომ იყოს?

ადვილი მოსალოდნელია....

Posted by: aqvsenti 7 Oct 2010, 12:35
სოკოს გარდა რა შეიძლება იყოს?? ნუ მაშინებთ smile.gif

Posted by: Natuka NGN 7 Oct 2010, 13:05
aqvsenti
გადანელა. ტრიხამონა. ეს პარაზიტები... თან კორტიკოსტეროიდებმა იმოქმედეს. კი არ იმოქმედებს, უბრალოდ ლატენტურ ფორმაში გადაიყვანეს პრობლემა, არ მორჩენია მაგას არაფერი. ეს კორტიკოსტეროიდის თვისებაა.

Posted by: aqvsenti 7 Oct 2010, 13:17
შაბათს მივალ დერმატოლოგ-ვენეროლოგთან მაგრამ იმის მეშინია უკვე ის სურათი რომ დაიკარგა თუ მიხვდება რა იყო გამომწვევი მიზეზი

Posted by: aqvsenti 9 Oct 2010, 12:58
დიაგნოზი დამისვეს ბალანიტი რას იტყვით რამდენად საშიშია ან რა გაგიგიათ ამ დაავადების შესახებ?

Posted by: Natuka NGN 9 Oct 2010, 13:12
http://yandex.ru/yandsearch?text=%D0%B1%D0%B0%D0%BB%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%82&lr=10277
აქ ნახე, და გამომწვევი რა არისო? ოკ, მე უდნა გავდიე გადახედეთ ბმულებს.
ამ დაავადებაზე სჯობს ექიმებმა გიპასუხონ... შემდეგ ტემას სახელს შევუცვლი.

Posted by: patriciia 11 Oct 2010, 13:39
aqvsenti
QUOTE
ბალანიტი

ბალანიტი ფიმოზის გართულებული ვარიანტია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)