მათეს სახარება:.
27:57. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაით, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესოისა.
58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესოისი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.
59. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა
მარკოზის:
15:43. მოვიდა იოსები არიმათიიდან, ჩინებული მრჩეველი, რომელიც ასევე მოელოდა ღვთის სასუფეველს, და გაბედა შესვლა პილატესთან და გამოითხოვა სხეული იესოსი.
44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მომკვდარიყო და მოუხმო ასისთავს და ჰკითხა მას: დიდი ხანია, რაც მოკვდა?
45. და როცა გაიგო ასისთავისგან, უბოძა სხეული იოსებს.
46. და იყიდა სუდარა და გადმოხსნა იგი, შემოახვია სუდარა და დადო იგი საფლავში, რომელიც გამოკვეთილი იყო კლდეში, და მიაგორა ლოდი საფლავის კართან.
ლუკას:
23:50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,
51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,
52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.
იოანეს:
19:38. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.
39. მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა.
40. აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი.
რემბრანდტი:
ჟუბენე ჟან, XVIII ს. ლუვრი.
რუბენსი:
ჯოტო:
ეს კადრი ,,როგოპაგიდან" (იყოს აქ, არაფერი დაშავდება)
This post has been edited by Melpomene on 20 May 2011, 22:32