forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> The United States of America (USA), Vol: 15
sაlოmეa



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13440
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 01:19  #55285552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ამერიკის შეერთებული შტატები (The United States of America)

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA, U.S.) არის ფედერალური რესპუბლიკა რომელიც მოიცავს 50 შტატს, ფედერალურ რაიონს (District of Columbia), ხუთი მეტად თვითკონტროლირებადი რაიონს და სხვა ტერიტროიებს. ამირიკის ტერიტორია მოიცავს 9.8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ხოლო მოსახლეობა 325 მილიომზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წლის წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


უდიდესი ქალაქებია

1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942

მოკლე ისტორია

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

ქვეყნის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი
ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი
ჰოუს სპიკერი: პოლ რაიანი

ეთნიკური ჯგუფები:

1. 77.1% თეთრი
2. 13.3% შავი
3. 5.6% აზიელი
4. 2.6% შერეული
5. 1.2% ინდიელები

რელიგიური ჯგუფები:

1. 73.3% ქრისტიანი
2. 18.2% არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნება
3. 2.1% ებრაელი
4. 0.8% მუსულმანი

საინტერესო ფაქტები:

1. თავისუფლების ქანდაკება ყველასთვის ასოცირდება ქალაქ ნიუ-იორკთან, მაგრამ ფიზიკურად ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობს.

2. ყველაზე მაღალი მთა მსოფლიოში ჰავაის შტატში მდებარეობს სახელად "მაუნა კეა"

3. ამერიკაში წელიწადში 9 მილიარდი პიცა იყიდება.

4. ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1920 წელს მოიპოვეს.

5. დათვი გრიზლი კალიფორნიის ოფიციალურ ცხოველადაა აღიარებული, მაგრამ მსგავსი ჯიშის დათვი არავის უნახავს კალიფორნიაში 1922 წლის შემდეგ.


ამერიკის პრეზიდენტი: დონალდ ჯ. ტრამპი
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი

ნაციონალური ჰიმნი:



წინა თემის ლინკი
The United States of America (USA)

საინტერესო და სასიამოვნო პოსტებს გისურვებთ



--------------------
ი ი ს ფ ე რ ი






I can only say ,when you really love someone you can fly out of out of universe .
GML69
GIMALU


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 199
წევრი No.: 132176
რეგისტრ.: 6-June 11

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 01:25  #55285570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
---------------------------------
ZabuzerA
Hey man


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 576
წევრი No.: 57431
რეგისტრ.: 3-April 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 10:19  #55286048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთ ახალ თემაში smile.gif

წინა თემაში დავსვი შეკითხვა და რახან ახალი თემა გაიხსნა, აქეთ გადმოვიტან

სან ფრანცისკოს და ლოს ანჟელესის დადებით და უარყოფით მხარეებზე ამ თემაში ბევრი რამ დაიწერა, საკმარისი იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად წარმოდგენა შეექმნას ადამიანს.

სან დიეგოზე რას იტყვით??? ბევრი ამერიკელისგან მსმენია, რომ სან დიეგო ყველაზე კარგი ქალაქია კალიფორნიაში.... თუმცა მე უფრო მაინტერესებს ემიგრანტების, განსაკუთრებით ქართველების თვალით დანახული რეალობა...

რამდენად კარგი ქალაქია დასაწყისისთვის, ანუ ახალი ჩასული ლეგალური ემიგრანტებისთვის?
გრინით ჩასული ადამიანი, ვინც კარგად იცის ინგლისური, სამსახურს ადვილად იშოვის?
ბინის ქირა/ფასები ისეთივე მაღალია როგორც სან ფრანცისკოში თუ შედარებთ ხელმისაწვდომი?
ზოგადად ფასები და ცხოვრების სიძვირე რამდენად მაღალია? ანუ შემოსავლების და ფასების პროპორციულობა?
ჰავა და კლიმატი?

კიდევ ბევრი სხვა დეტალი მაინტერესებს, მაგრამ ესენი მაინც ძირითადია და ვინც კარგად იცნობთ მაგ ქალაქს, იქნებ რამე მირჩიოთ?









--------------------
They that can give up essential liberty to obtain a little temporary safety, deserve neither liberty nor safety. Benjamin Franklin
People sleep peaceably in their beds at night only because rough men stand ready to do violence on their behalf. George Orwell
turatura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 66451
რეგისტრ.: 3-July 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 11:03  #55286193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (
ladusha2 @ 17 jun 2019, 23:09 )
რათქმაუნდა კრიმინალზე და მომპარავებზე, ნარკუშებზე და ა.შ (მაგათზე არ ვგულისხმობ, მშრომელებზეა საუბარი).

უცნაურია და სწორედ მათ აძლევენ ვიზას მარტივად პატივცემული ოფიცრები. არც კორუფციაა გამორიცხული, როგორც მახსოვს წლების წინ დაიჭირეს საკონსულოს თანამშრომლები.

This post has been edited by turatura on 24 Sep 2019, 11:04


--------------------
ნებისმიერ ცხვარს მწყემსი გენიოსი ჰგონია,
ხოლო ძაღლი – ფარის დამცველი,
თუმცა პატრონიც და ძაღლიც მგლებზე მეტ ცხვარს ჭამენ.
<ფრანკლინი>


გაიღვიძა საქმე ვერ ნახა და გახდა ესქპერტი..
juveman1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 339
წევრი No.: 77722
რეგისტრ.: 8-December 08

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 14:17  #55286983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემაშიც განვმეორდები. ძალიან მაინტერესებს ემიგრანტების აზრი. რა გავითვალისწინო? პლიუსები და მინუსები.

შემოგეჭრებით თემაში როგორც სავარაუდო მომავალი ემიგრანტი. დღესდღეობით მაქვს საყვარელი სპეციალობა და ჩემი 4 სულიანი ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 5000 ლარია, მაგრამ ნორმალურად არაფერში გვყოფნის.
დიდი გადასახადი იპოთეკაზე, რომელიც დოლართან ერთად მუდმივად იზრდება. + ბავშვების სკოლის გადასახადი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. დახმარება ახლობლებს რომელთა უმეტესობა გაუსაძლის სიღატაკეშია
და სულ ხელებში შემოგყურებს, რომ ლუკმა გადაუგდო. გარშემო გაბოროტებული, შურიანი და ბოღმა ხალხი, რომელიც პირად ცხოვრებაში ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
და ამ ყველაფრის მერე არ წავიდე?

პ.ს. მოგებული მაქ გრინ კარტა და ვიზაც უკვე ჩარტყმულია. ერთი რისიც ძაან მეშინია უნდა წავიდეთ ისე, რომ იქ არავინ გვხვდება და დიდ გაურკვევლობაში ვართ მაგის გამო.
პ.პ.ს. elchi UNEEK თქვენი აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს თუ არ შეწუხდებით.
DORO
ყისმათიანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13715
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 14:18  #55286984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია

მანამდე 1783 წლის 16 დეკემბერს იყო Boston Tea Party საიდანაც წამოვიდა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის .

ჩაი გახდა ბრიტანული იმპერიალიზმის სიმბოლო და ხალხი ყავაზე გადავიდა biggrin.gif

user posted image

ამერიკელი ფეხბურთელის ჟესტი რომელმაც ინგლისელები გააღიზიანა (თან წააგეს თამაში biggrin.gif)


--------------------
შმუთე
lume
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1493
წევრი No.: 208760
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 15:36  #55287354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინწინ რა მოხდა ბრუკლინში ძმამ დაარტყა დანა თუ თავად ჩაირტყა იმ ტიპმა?
Blueსტუმარი
სტუმრის პოეზია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 249808
რეგისტრ.: 7-April 19

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 17:02  #55287714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


lume

არ ვიცი, საიტები გადავამოწმე და ვერ ვიპოვე


--------------------
კაიგაჩე © nata.nn

ანეკდოტს უცხო ენასა, ჭირსა არ გაეგებაო

ZdAll
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3369
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 18:23  #55288042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და ამ ყველაფრის მერე არ წავიდე?

დაუფიქრებლად,არც უნდა ყოყმანი.
აქ ჭაობია, თუ ჭაობზე უარესი(ჭაობსაც მგონი თავისი კანონები ააქვს smile.gif )
akako78
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1064
წევრი No.: 171606
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 19:36  #55288292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
juveman1

შეიძლება უფრო კარგიც იყოს რომ არავინ არ გყავსsmile.gifმთავარია ინგლისური უნდა იცოდე სალაპაროკო მაინც....ერთი ეგაა რომ ფული უნდა წაიღო აუცილებლად..თან რამდენი და როგორ უნდა გადაიტანო-არ ვიცი ეს სიტუაცია მეც მაინტერესებს..ისე სასარგებლო იქნება აქ რომ დაწერონ როგორ გადააქვთ თანხები ემიგრანტებს..ერთი ვიცი სოლოს იყენებენ და კარტაზე აქვთ მაგრამ იქ რამდენია ბანკომატში პროცენტი ეგ არ ვიცი გამოტანისას..ეგ გაითვალისწინე რომ აუცილებლად დაგჭირდება თუ დიდი ქალაქში არ მიდიხარ მანქანა..ბინის ქირაობა ხომ რასაც მალე მოახერხებ მით უკეთესი..ბინა ისეთ ადგილას უნდა იქირაო რომ სკოლა და თანაც კარგი რეიტინგის სკოლა უნდა იყოს რაც შეიძლება ახლოს..უნდა აიღო საკრედიტო ბარათი და იმაზე დარიცხო თანხები-ამით უნდა შექმნა საკრედიტო ისტორია(არც ის გამიგია აქ ფორუმელებისგან რომელი ბანკის კარტა არის კარგი)აი მაგალითად მანქანას იყიდი 80 პროცენტს ქეშად და დანარჩენს საკრედიტო ისტორიისთვის 20 პროცენტს გადაიხდი ლიზინგით..ასევე შეგიძლია სხვა რამეც ასე შეიძინო და ისტორია შექმნა კარგი რომ თან ქეშს მიახმარო ეს კარტა..მძღოლის მოწმობა დაგჭირდება აუცილებლად თუ ე.წ.სპალნი რაიონში გადახვალ..იქ საზოგადო ტრანსპორტი არ დადის პატარა ქალაქებში ფაქტიურად-ყველას მანქანა ჰყავს..სამსახური უნდა იშოვო რაც შეიძლება მალე..საყვარელი საქმე უნდა დაივიწყო დროებით თუ პროგრამისტი არ ხარ ან დიპლომი თუ არ გაქვს ამერიკული..არის უამრავი სხვა ფაქტორები რომ ძვირიანი მანქანა არ უნდა იყიდო პირველ ეტაპზე და თანხებს გაუფრთხილდე..საჭმელზე არ შეგეშინდეს თუ სახლში მოამზადებთ და ვოლმარტში ან მისნაირ დიდ სუპერმარკეტებში შეიძენთ 1000 დოლარს არ გასცდება ალბათ..1500 დოლარი ქირა ეს როგორც მინიმუმ უნდა იანგარიშო..თავიდან შეიძლება მოგიწიოს ჰოტელში ცხოვრება(არ ვიცი გრინის შემხვევაში როგორ ხდება-მე სამწუხაროდ ამერიკაში არ ვცხოვრობ) და იქ ხომ რაც მეტი დღე დააგვიანებ მით მეტი დაგეხარჯება..ისიც უნდა გაითვალისწინო რომ 3 თვის თანხა შეიძლება მოგთხოვონ წინასწარ ან 6 თვის..თავიდან დიდი ხარჯებია,მაგრამ უნდა იყიდო აუცილებლად ნახმარი ავეჯი და სხვა სახლის ნივთები..ამერიკელები შტატიდან შტატში გადადიან მუდამ და იმათგან შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან იაფად იყიდო(მობილური კავშირი 70-100 დოლარამდე უნდა იანგარიშო თვე-ეს ძალიან დაგჭირდება რომ საიტებზე მოძებნო ყველაფერი რაც გჭირდება პირველ ეტაპზე) სანამ წელში გაიმართები..3 თვე წესით 10000$-15000$ დაგჭირდება..20000-30000 დოლარი უნდა წაიღო ჩემის აზრით ეს როგორც მინიმუმ რადგანაც მანქანაც ხომ უნდა შეიძინო ასე 5000-8000 დოლარიანი მაინც..თუ მანდ სწავლასაც მოახერხებ და მაგის ფულიც გექნება ეგ მთლად უკეთესი..სამსახურს უკვე ადვილად იშოვი..

პ.ს.წასვლით კი აუცილებლად უნდა წახვიდე ჩემის მოკრძალებული აზრით..თუ ყველაფერს დაგეგმავ და მიჰყვები იმ მიზანს რომ შენს შვილებს მისცე კარგი განათლება და კეთილდღეობა არ უნდა გაგიჭირდეს..5000 აქ უკვე 5000 ლარიკუნაა და არა ლარი..

This post has been edited by akako78 on 24 Sep 2019, 20:23


--------------------
[img]J3iKhinrijuG[/img][img]JMiKhinriRcY[/img][img]JMinbiMxiR9g[/img]
Blueსტუმარი
სტუმრის პოეზია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 249808
რეგისტრ.: 7-April 19

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 19:53  #55288346      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942


ვაა. დალასიც ყოფილა, ჩემი ერთერთი საყვარელი ქალაქი ამერიკაში.
მაგრამ ის მიკვირს რომ სან-ფრანცისკო და ლას-ვეგასი რომ ვერ მოხვდა
DORO
ყისმათიანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13715
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 20:02  #55288375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

სანამ პირველი გვერდია biggrin.gif
SiBNELE
Mr Free Man


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13451
წევრი No.: 207
რეგისტრ.: 11-July 01

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 21:19  #55288593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gio707
QUOTE
ბოლო ორი გრაფა აუცილებლად შესავსებია ?

პირობითად NYC-ის მაგალითით რომ გამოვიანგარიშო გადასახადები

State Tax Rate

City Tax Rate

user posted image


კი, აბა ისე როგორ გინდა?
სტეიტი 4, სითი 4.5, მეტროპოლიტანიც 0.375, თოთალ 8.875

This post has been edited by SiBNELE on 24 Sep 2019, 21:21
low flyer
THE GOD


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7237
წევრი No.: 22103
რეგისტრ.: 28-July 06

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 22:01  #55288738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE (SiBNELE @ 24 Sep 2019, 21:19 )
Gio707
QUOTE
ბოლო ორი გრაფა აუცილებლად შესავსებია ?

პირობითად NYC-ის მაგალითით რომ გამოვიანგარიშო გადასახადები

State Tax Rate

City Tax Rate

user posted image


კი, აბა ისე როგორ გინდა?
სტეიტი 4, სითი 4.5, მეტროპოლიტანიც 0.375, თოთალ 8.875

ეხლა წარმოიდგინე ერთ სტატში რომ ცხოვრობ და მეორეში მუშაობ facepalm.gif

რას, რამდენს, ვის, რატო ვუხდი ჯერ ნორმალურად ვერ გავერკვიე...... user.gif


--------------------
life's journey is not to arrive at the grave safely in a well-preserved body but rather to skid in sideways tottally worn out shouting...Holly Shit...What a Ride
If everything seems under control, you're not going fast enough
If in doubt flat out
I'm so JDM...Tein makes my bed springs
USER001
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1258
წევრი No.: 222247
რეგისტრ.: 28-July 16

გამოგზავნილია: 24 Sep 2019, 22:10  #55288774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები love.gif

-------------------


--------------------
რასაც ვპოსტავ იმ საკითხში ასე თუ ისე გარკვეული ვარ,ამიტომ თუ რამემ დაგაინტერესა დამატებით,მომწერე პირადში დაგეხმარები მაქსიმალურად.

Kidness Always Pays Back.

Do everything with a good heart and expect nothing in return and you will never be dissapointed.


1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0269 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]