გამარჯობა,
მაინტერესებს პროფესიონალი ოფთალმოლოგის აზრი.
არ ვცხოვრობ საქართველოში, დამივარდა სათვალე და ძალიან დაიკაწრა.. მომიწია ახალი მინების შეკვეთა. რეცეპტი/ნომერი რაც მჭირდება საქართველოში დავტოვე.. ამიტომ ნომრის აზომვაც თავიდან მომიწია. მივედი ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც შემომთავაზეს არსებულ ჩარჩოში ახალი მინების ჩასმა და ექიმის სერვისიც... დისკრიმინაციულად არ გამიგოთ, მაგრამ ეს ექიმი ხნიერი კაცი იყო, ხელი უკანკალებს და რავიცი ეჭვი მაქვს ავიწყდება კიდეც რაღაცეები.. რადგან შემოწმების დროს, მე შევახსენე ერთი-ორჯერ ეს აქეთ გაასწორეთ და ა.შ.
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ სათვალე რომ დამზადდა,
ოდნავ არა - ძალიან, აბსოლუტურად სხვანაირად ვხედავ, უფრო სწორად ვერ ვხედავ ამ სათვალით.. პატარა ცდომილებაზე არ მგონია ამხელა განსხვავება ყოფილიყო.. გაზომვის დროს რაზეც შევთანხმდით და ეს - რადიკალურად სხვადასხვა იყო.
მოვითხოვე ფულის დაბრუნება და მითხრა კიდევ უნდა გაგსინჯო და ვნახო რა შემეშალაო... მოკლედ, ჩალიჩობს ყველანაირად რომ ფული არ დამიბრუნოს. ახლა მეუბნება, რომ რამდენჯერმე შევამოწმე ზომაო (სადღაც გამახედა და საჰაერო ბუშტი უნდა დამენახა.. დანადგარი/აპარატი რაღაც) და სხვადასხვას აჩვენებსო.. ანუ რაღაც სხვა პრობლემა შეიძლება იყოს, გითამაშებს ზომებიო.. ჯერ -3 აჩვენაო, მეორე წუთზე -1.75 და ა.შ.
მაინტერესებს - შესაძლებელია ამხელა სხვაობები და ასეთი "თამაში" თვალის ზომის? მგონია რომ რაღაცას იტყუება ეს.. გუგები უნდა გაგიფართოვო და ვნახო შიგნით რა ხდებაო.. თავიდან ვერ დაინახა ამის საჭიროება და ახლა უნდა გუგების გაფართოვება.. მეშინია თან ამ ხელის კანკალა და გულმავიწყა ტიპს ვენდო, რამე ისეთი არ ქნას, ან პორციას არ გადააჭარბოს რომ დამიზიანოს თვალი
)))
აპარატში გახედვისას უნდა იყოს მკვეთრი ის ბურთი? არ ვხედავდი მკვეთრად და ისე არეგისტრირებდა შედეგს/ზომებს.. მეუბნება და მაჩვენებს რომ აი, ნახე - სხვადასხვა სფეროებს(თუ ცილიდრებს) აჩვენებსო და 1 წუთის ინტერვალში ამხელა სხვაობები შეიძლება? აქამდე 4-5 სათვალე მქონია.. და არასდროს დაუმზადებიათ ისეთი მინები, რომლებიც არ გამომადგა და რადიკალურად განსხვავდებოდა ზომების აღებისას არსებულ შედეგთან..
ძალიან ეჭვი მეპარება რომ მარტო ჩემი თვალის ზომის "თამაშის" ბრალია ეს ცუდი სათვალე.. მგონია რომ ცუდად ამიღეს ზომები..
რას მირჩევთ?
დიდი მადლობა და უკაცრავად ვრცელი ტექსტისთვის