პროგრამირების ათვისება გენეტიკით თუ გადაეცემოდა არ ვიცოდი
ოჯახის წევრმა პროგრამისტებმა რაო?
მცდარ მოლოდინებს ნუ შეიქმნი
ეგ მოტივაცია კარგია მაგრამ წარმატებისთვის იმდენი შრომაა საჭირო პირად ცხოვრება უკან მოგრჩება(დროებით სანამ რამეს მიაღწევ)
როგორც უკვე ვთქვი ჰოპ და კარგი პროგრამისტი ვერ გახდები კარგი ანაზღაურებით
დრო და ძაააალიან დიდი შრომა სჭირდება
თუ მაგისთვის მზად ხარ ნებისმიერი ინგლისურენოვანი რეაურსი აიღე
გაიგე ჯერ რა არის ბრაუზერი
http პროტოკოლი(როგორ მუშაობს/რატომ მუშაობს)
html წაეთამაშე და გაერკვიე ბრაუზერში ვებ გვერსის ჩატვირთვისას რა ხდება და რა ფაზება გადის ამ ბმულს მიყევი კარგი რესურსია
https://developers.google.com/web/updates/2...ring-on-the-webპარალელურად გაეცანი რა არის css რისთვის არსებობს სინტაქსსს გაეცანი წაეთამაშე და პრაქტიკაში დაიწყე გამოყენება ორივე html + css
უკვე წარმოდგენა რომ გექნება რა არის ვებგვერდი და როგორ/რატომ მუშაობს ადექი და დაიწყე უკვე პროგრამიერბის ენის შესწავლა როგორიც არის მაგალითად javascript.
ვები ჯავასცრიპტის გარეშე არ არსებობს და კიდევ ბევრი წლების ასე იქნება
ასე რომ სიღრმისეულად უნდა შეისრუტო თუ გინდა ვინმეს კონკურეცია გაუწიო და მოკვდავ პროგრამისტზე მეტი შეძლო
იგივე პრინციპით დაიგუგლე და რა არის ჯავასკრიპტი
რატომ არის
რითვინა
და აქ უკვე ბევრი კითხვები გაგიჩნდება
და დაწერე რასაც ვერ გაიგებ
თავიდან დამოუკიდებლად შეიძლება ვერ გაქაჩო რაც ნორმალურია და ბევრი შრომა და სწავლა სჭირდება როგორც ზევით მოგიყევი
უკვე რომ გაიზრდები და intermediate ჯავასკრიპტი გეცოდინება
უკვე დაგუგლე რა არის designe pattern
ასევე დაგუგლე javascript algorithms
ასევე დაგუგლე architect pattern
ასევე დაგუგლე OOP(object oriented programing)
ასევე დაგუგლე FP(functi0nal programing)
...ამ შუაღამეს რაც გამახსენსა ესენია
და დაიწყე პროპრამისტივით ჩხაკუნი თავს დააძალე რომ ნებისმიერ ფასად საკუთარი ძალებით ამოხსნა ამოცანები დამოუკიდებლად
შემდეგი რესურსსები შეგიძლია გამოიყენი ალგორითმებში სამეცადინოდ
codewars
hackerrank
structy
... დანარჩენი შენ დაგუგლე და ზოგადად გუგლს დაუმეგობრდი და ისწავლე სწორად სერჩვა
იქ უფრო მალე იპოვი შენს კითხვებზე პასუხა ვიდრე აქ ელოდო ორი კვირა ვინმე პასუხს გაგცემს
მოკლედ წარმატებები