ამ აღშფოთებებზე ვხედავ ხოლმე რა გულზე მჯიღის მობრახუნე ხალხი ვართ...
ვიღაცამ დათვი მოკლა და ატყდა ერთი ამბავი, ვაიმე ეს რა მომხდარაო, ლინჩის წესიო, მეგისა და ის კასტილიანი 3.14დარასტი დავაბრუნოთო და ა.შ...
ვიღაცა ფულის გულისთვის კლავს ადამიანს, ვიღაცა ცოლს იმის გამო, რომ გაშორება უნდა, ვიღაცა თანატოლს იმის გამო რო დედა შეაგინა და ვიღაცამ ხორცის ან ტყავის გამო თუ დათვი მოკლა, ეგ ყოფილა არნახული უბედურება...
ან ეს დათუჩა რა ცხოველია ეგეთი, რახან საყვარელია? გარეულ ცხოველებზე თუ მიდგა საქმე, დათვის მოკვლა რატომაა იმაზე დიდი სადისტობა, ვიდრე სიტყვაზე კურდღლის ან გარეული ღორის, კურდღელი არ არის ცხოველი? არ ყავს ბაჭიები?
შინაური ცხოველების/ფრინველების გარდა, რომლებიც ზუსტადაც დასაკლავად ყავს ადამიანს მოშენებული, ყველა ცხოველის ან ფრინველის მოკვლა ერთი და იგივე სახის დანაშაულია, მორალური კუთხით, თუ დანაშაულია ცხოველის საკვების მიღების მიზნით მოკვლა...
თუმცა მე პირადად შინაურ ცხოველსაც ვერ მოვკლავ იმიტომ რომ ვჭამო (სხვისი მოკლული კი ბატონო
), გული აღარ მიმივა რო ვიცი რო მე მოვკალი და ეხლა უნდა ვჭამო...
და საერთოდ, ყველაფერზე ნადირობა რომ აიკრძალოს, კარგი იქნებოდა, უბრალოდ სხვისი სისხლის დაღვრის მოყვარული მასა არ დაუშვებს ამას...
პ.ს. ხაფანგის დამგების დდშვც, მაქეთკენ არ შემომიტრიალონ, იცავო
This post has been edited by Frankens†ein on 4 Dec 2022, 13:50
Mens sana in corpore sano...