sci-fi-ის და ფენტეზის მოყვარულებს სიცოცხლე!
ხელ დამშვენებული მოვედი
წარმოგიდგენთ ჰუგოთი და ნებულათი დაჯილდოვებულ წიგნებს
1966/1965 Novel: Dune by Frank Herbert
1970/1969 Novel: The Left Hand of Darkness by Ursula K. Le Guin
1971/1970 Novel: Ringworld by Larry Niven
1973/1972 Novel: The Gods Themselves by Isaac Asimov
1974/1973 Novel: Rendezvous with Rama by Arthur C. Clarke
1975/1974 Novel: The Dispossessed by Ursula K. Le Guin
1976/1975 Novel: The Forever War by Joe Haldeman
1978/1977 Novel: Gateway by Frederik Pohl
1979/1978 Novel: Dreamsnake by Vonda McIntyre
1980/1979 Novel: The Fountains of Paradise by Arthur C. Clarke
1984/1983 Novel: Startide Rising by David Brin
1985/1984 Novel: Neuromancer by William Gibson
1986/1985 Novel: Ender's Game by Orson Scott Card
1987/1986 Novel: Speaker for the Dead by Orson Scott Card
1993/1992 Novel: Doomsday Book by Connie Willis
1998 Novel: Forever Peace by Joe Haldeman
2002 Novel: American Gods by Neil Gaiman
2004 Novel: Paladin of Souls by Lois McMaster Bujold
2008/2007 Novel: The Yiddish Policemen's Union by Michael Chabon
2010/2009 Novel: The Windup Girl by Paolo Bacigalupi
2011/2010 Novel: Blackout/All Clear by Connie Willis
2012/2011 Novel: Among Others by Jo Walton
2014/2013 Novel: Ancillary Justice by Ann Leckie
დიუნი წავიკითხე მაგრამ დიდი შთაბეჭდილება ნაღდათ ვერ დატოვა, რომ ვკითხულობდი რატომღაც სულ ლოურენს არაბის ასოციაცია მიჩნდებოდა.
ამერიკელი ღმერთები მომეწონა, იდეა მაგარია, განხორციელება ისეთივე კარგი არ არის მაგრამ წავა, ზოგიერთი პერსონაჟი საკმარისად არ არის დატვირთული.
ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში არის არტურ კლარკის ოდისეა 2001. სიამოვნების 297 გვერდი, ერთი წუთითაც არ მომბეზრებია მისი კითხვა, სულ მქონდა იმის სრუვილი რომ წამომდგარიყავი და აპლოდისმენტებით დამეჯიდლოვებინა არტური, ამ წიგნში წამოჭრილი მეცნიერული კითხვები დღესაც ძალიან აქტუალურია. თუ არ გაქვთ წაკითხული, გადადეთ ყველა საქმე და
წაიკითხეთ! მთლად უკეთესი თუ ორიგინალში წაიკითხავთ. კუბრიკს დიდი პატივისცემა ჩემგან მაგრამ არტურის ფანტაზია ვერ გადმოიტანა ბოლომდე ეკრანზე (არ ვაკრიტიკებ 60-იანებში არ იქნებოდა ადვილი მაგის გადატანა) მოკლედ ფილმი თუ მოგწონთ წიგნი წაიკითხეთ და ფილმი იმავე წამს გაუფერულდება. ამის მერე წავიკითხე 2010 ოდისეა 2. კარგი სამეცნიერო ფანტასტიკაა მაგრამ პირველ ნაწილს ნაღდათ არ ეკადრებოდა ეს. მაგრა გამიტყდა არტური კუბრიკის წიგნს რომ გაყვა, მოკლედ არტურამ მოწველა 2001 და მეწყინა, წიგნის ბოლოში ვიყავი გასული არც ისე აღფრთოვანებული მაგრამ ეპილოგი რომ წავიკითხე ევროპელებზე აი მანდ ვაპატიე არტურს ბევრი რამე, უძლიერესი ეპილოგი აქვს.
ჯორჯ ორველის 1984. რა კარგათ არის გადმოცემული უიმედობა ინდივიდუალურიდან გლობალურ დონემდე ყოველ საფეხურზე. ვინსტონი "წიგნს" რომ კითხულობს, "ბრავო, ორველ ბრავო თქო" სულ ასე ვფიქრობდი. წიგნის კითხვამ გრძნობების მთელი გამა გამოიწვია ჩემში. სასწაულია, სასწაული.
ამ რამდენიმე დღის წინ დავამთავრე "Do Androids Dream of Electric Sheep". საით უმიზნებდა ფილიპ დიკი ჩემთვის გასაგებია მაგრამ მგონია რომ ყელზე დაადგა მაგხელა ეგზისტენციალური თემა და ბოლომდე ვერ გაშალა, დანისპირზე მორბენალმა აჯობა IMHO რა უცნაურია.
ახლა ვკითხულობ ძმები სტრუგაცკების "პიკნიკი გზის პირას" შემდეგ კი "ორშაბათი იწყება შაბათს" ჩემს მოსაზრებას მერე დავწერ.
გეგმაში მაქვს რომ წავიკითხო The Left Hand of Darkness, Ringworld, The Gods Themselves, Rendezvous with Rama, The Dispossessed, The Forever War, Ubik, Solaris საინტერესო სინოფსები აქვთ და კარგი რეცენზიები. აქვე მნინდა ვიკითხო ენდერის თამაში კინო ვნახე და დიდად ვერ აღმაფრთოვანა, წიგნი გაცილებით უკეთესია?
ბოლოს დავწერ რომ ეხლა მაგარი პოპულარული Ancillary-ის სერია მაგრამ სინოფსები რომ წავიკითხე ვერ მივხვდი რატომ.
This post has been edited by 4L3X on 1 Jun 2016, 23:30