Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > მასალათა გამძლეობა


Posted by: Komponent 14 Dec 2017, 13:32
ეს ისეთი საგანია, ვფიქრობ თემა ეკუთვნის (თუარადა მიხედავს მოდერი smile.gif )

მე ვსწავლობდი ამ საგანს და თიქოს ვერკვეოდი კიდეც, ახლა ფორმულებს ჩავხედე კონსპექტში და გამიჭირდა აზრზე მოსვლა.

ვიანგარიშოთ მართკუთხა კოჭი ღუნვაზე.
მასალა ფოლად-3 ვთქვათ, პროპორციულობის ზღვარი გაჭიმვაზე R=210მპა.
ნიუ=Mx/Wx; Wx=Ix/Ymax;-განივი კვეთის წინაღობის მომენტი ღუნვის დროს; Mx-მღუნავი მომენტი;
ნიუ უნდა იყოს ტოლი ან ნაკლები R-ზე;
Ix-ინერციის მომენტი x ღეძზე Ix=(bh^3)/12; Ymax=b/2- ეს რაა ვეღარ გავიხსენე ან საიდან მოვიდა;
რომ ჩავსვავთ, Wx=(bh^2)/6. ამ ფორმულას თუ დავაკვირდებით, კვეთს თუ გადავადნობთ, სიგანეს(b-ს) მოვაკლებთ და h-ს დავამატებთ ისე რომ იგივე კვეთი (ფართობი მივიღოთ),კოჭის ღუნვის გაძლების უნარი გაუმჯობესდება. ფორმულიდან ის ჩანს რომ უსასრულოდ შეგვიძლია ვაკლოთ სიგანე და ვამატოთ სიმაღლე. მაგრამ რეალობაში შემოვა z-ზე გადაღუნვა და ჭრა. აქ უკვე ვიჭედები.
მოკლედ, სადამდე უნდა მოვაკლოთ სიგანეს და ვამატოთ სიმაღლეს, ზეტზე რომარ გადაიღუნოს და ჭრა რომარ მოხდეს?
დავწეროთ გადადნობის ფორმულაც, თავიდან კვადრატული კვეთი გვაქვს b0=h; bh^2-უნდა გამოვიდეს დიდი; b=(b0-j); h=b0+(b0*j)/(b0-j).
აგრეთვე რამე ხომარ მეშლება?


Posted by: asphurcela 14 Dec 2017, 15:15
QUOTE
მოკლედ, სადამდე უნდა მოვაკლოთ სიგანეს და ვამატოთ სიმაღლეს, ზეტზე რომარ გადაიღუნოს და ჭრა რომარ მოხდეს?


მანამდე კითხვები:
1) კოჭა რა სიგრძისაა? სიგრძეს დიდი მნიშვნელობა აქვს.
2) სად არის საყრდენი წერტილები
3) სად არის დატვირთვის ძალა და მოდების წერტილი (ან მოდების არე)?
4) კოჭა ჰორიზონტალურად მაგრდება თუ ვერტიკალურად.

პატარა ნახაზი თხლიშე პეინტში და ატვირთე აქ.


* * *
მოკლედ, მე მაინც კონკრეტიკის მომხრე ვარ.
თუმცა სიმეტრიული ობიექტებისთვის ანალიტიკური ამონახსნები არსებობს.
მაქსიმალური სტრესი სიგმა (პროპორციულობის ზღვარი, ქართული ტერმინოლოგიით)
Sigma = M*c/Ixx
სადაც M დატვირთვის მომენტია, c მანძილი ნეიტრალური სიბრტყიდან გამოსათვლელ მანძილამდე, Ixx ინერიის მომენტი
ხოდა შემი ლოგიკა ისაა, რომ XX და YY მიმართულებების სიგმები ტოლი იყოს. ზეტ ღერძი ემთხვევა კოჭის გრძივ მიმართულებას.

ამიტომ ოთხკუთხა კოჭისთვის რომ ვიაგგარიშოთ ინერციის მომენტები Ixx და Iyy და გავუტოლოთ ერთმანეთს, არა?
Ixx = (1/12)b*h^3
Iyy = (1/12)b^3* h

(1/12)b*h^3 = (1/12)b^3* h
h^2 = b^2
ანუ გამოდის რომ კოჭი კვადრატული უნდა იყოს.

რაღაც აბსურდი გამოდის.
ანუ სიმატერიული უნდა იყოს. მაგრამ თუ დატვირთვა მხოლოდ ერთი მიმართულებისაა ანუ სიგმას მხოლოდ Ixx ისთვის ვიანგარიშებთ და
YY მიმართულება ფეხებზე გვკიდია, მაშინ თხელ ჟეშტამდე დაიყვან მაგ კოჭას.
ხოლო ჟეშტს თუ განივად (YY )საყრდენი ექნება და არ გაღუნება, მაშინ ვერტიკალური მიმართულებით (XX) მაქსიმალურ დატვირთვას გაუძლებს.
ისევ აბსურდამდე მივედით.

ე.ი. ჩემს კოორდინატებში XX ვერტიკალური მიმართულებაა და YY ჰორიზონტალური (ზოგადად პირიქით უნდა იყოს).

Posted by: Komponent 14 Dec 2017, 17:40
ზოგადად დამაინტერესა, ამ მომენტში კონკრეტული არაფერი მაქვს
იოლი რომ იყოს, ზოგადად მოცემული არ აჯობებს, მომენტია და მორჩა.
თუმცა ვეცადოთ მაინც დაკონკრეტებას, ქვემოთ ნახაზია, კოჭის სიგრძე 1 მეტრი. კოორდინატთა სათავესთან გავაკეთოთ კვეთა.
ლურჯი იყოს Y; წითელი X; და მწვანე Z.
ზეტზე გადაღუნვისთვის ალბათ მოქნილობის ფორმულები უნდა დავაკავშიროთ, ბოლოში ვისწავლეთ ლითონის სვეტების ანგარიში (რომ არ გაიღუნოს სვეტი).
კარგად ვინც იცის მასალათა გამძლეობა ის უნდა რა smile.gif
ღუნვაზე ხომ ორტესებრია კარგი, მერე პატარა კოეფიციენტი მართკუთხა კვეთზე (რამდენჯერ კარგია ორტესებრი, უცებ რომ წარმოდგენა შეგვექმნას).
მოკლედ იდოს ეს ამოცანა აქ, იქნებ ვინმეს დააინტერესოს (ზოგს ძალიან აინტერესებს, მაგალითად ჩემ ლექტორს, აღარც იქნება ახლა ცოცხალი. სულ ანალიტიკურ და ემპირიულ ფორმულებს გვასწავლიდა და ურკვევებს ანგარიშობდა. კიდევ ათასი ხერხი თუ თეორია) მე მიახლოებით შემექმნა წარმოდგენა და ვიყოფინებ ამას.

Posted by: asphurcela 15 Dec 2017, 01:02
Komponent
QUOTE
კარგად ვინც იცის მასალათა გამძლეობა ის უნდა რა

ყველაფრის ანგარიში შეიძლება.
მე ფიზიკოსი ვარ, გეპეიში არასდროს მისწავლია, თვითნასწავლი ვარ მასალათგამძლეობაში.
მაგრამ შემიძლია ნებისმიერი კონსტრუქციის გამოთვლა ნებისმიერ დატვირთვაზე. ჩემთვის არ არის აუცილებელი ანალიტიკური ამონახსნი ჰქონდეს კონსტრუქციას და იყოს სიმეტრიული კოჭივით.
ჩემტვის მტავარია მომცე მასალის მექანიკური თვისებები და გეომეტრია.
დაგითვლი რასაც ისურვებ smile.gif
მაგალიტად ამ უცნაური U სთვის 10 მეტრი არ ამიღია, ისე საცდელად დავაპატარეავე და მოვდე ზემოდან მიახლოებით 50 ტონა ძალა ორივეზე. (25-25 თითოზე)
მასალა: სამშენებლო ფოლადი, პროპორციულობის ზღვარი გაჭიმვაზე სიგმა=250 მპა.






Posted by: Komponent 15 Dec 2017, 10:52
asphurcela
შენ რაღაც კარგი პროგრამა გქონია. აბა ამას თუ ამოხსნი. კონსოლია (ერთი ბოლო კედელშია ჩამაგრებული), მეორე ბოლოზე სადამდე უნდა გავზარდოთ ძალა, 1სმ რომ დაიწიოს? და რა წონისაა ეგ კონსოლი? მასალა სამშენებლო ფოლადი.
მე ერთი სემესტრი ვსწავლობდი, ნიმუშებსაც კი ვამტვრევდით, მეორე მსოფლიო ომში გერმანელებზე წართმეული დანადგარებით smile.gif

Posted by: asphurcela 15 Dec 2017, 12:52
Komponent
1 სანტიმეტრი ბევრი გამოვიდა სტრუქტურული ფოლადისთვის. ნარჩენ დეფორმაციას იტოვებს.
შემდეგ ავიღე არაწრფივი მოდელი სტრუქტურული ფოლადის.
10 მმ ჩამოღუნვისთვის საჭიროა 16 კილონიუტონი (16082 ნ).
თუმცა აქაც ჩანს, რომ სიგმა აჭარბებს დასაშვებ ზღვარს. ანუ გამოსულია მოდელი წრფივი უბნიდან და ადგილი აქვს ნარჩენ დეფორმაციას.
დამავიწყდა დაწერა: მარკერით მონიშნური რიცხვები სიგმებია (პროპორციულობის ზღვარი).
სტრუქტურული ფოლადის მიზის 250 მპა

პ.ს. როდესაც მოდელი გადის წრფივობის ზონიდან, ამ დროს ძალის მოდება არ არის სასურველი, რადგან პროგრამა ვერ იგებს მერე რა ხდება და დიდი შანსიაა შეცდომით დაგითვალოს. ამიტომ მოდელში შეგვაქვს 1 სმ წანაცვლება და ვზომავთ რეაქციის ძალას.
ამიტომ მოდელის საწყის პირობებში ჩავსვი წიბოს 10 მმ ით წანაცვლება და გავზომე რეაქციის ძალა.

წონა: 9.891 კილო (სიმკვრივე ზის 7850 კგ/მ^3)
მოცულობა: 0.00126 მ^3

Posted by: Komponent 15 Dec 2017, 13:36
asphurcela
მადლობა,
კარგი პროგრამა გაქვს : ) კარგად შემიქმნა წარმოდგენა. აბა 10000 ნიუტონით დააწექი რამდენზე ჩაღუნავს?
იმასაც ხომ არ ითვლის ეგ, ამ 10000 ნიუტონით რამდენჯერ უნდა ჩავღუნოთ რომ დაიღალოს?

Posted by: asphurcela 15 Dec 2017, 13:40
QUOTE
კარგი პროგრამა გაქვს

კი ძვირიც ღირს.
ეს ჩემი წლევანდელი სტატიაა ამ პროგრამის დახმარებით:
https://arxiv.org/pdf/1707.09275.pdf

QUOTE
10000 ნიუტონით დააწექი რამდენზე ჩაღუნავს?

ოკ.

QUOTE
ამ 10000 ნიუტონით რამდენჯერ უნდა ჩავღუნოთ რომ დაიღალოს?

მაგას ცალკე მოდელის შექმნა სჭირდება. ესე თავისიტ დააწვე პნოპკას და დათვალოს ეგრე არ გამოვა.

მანამდე წანაცვლება მოვდე წინა წახნაგზე, წიბოს ნაცვლად.
შედეგი თითქმის იგივეა:
რეაქციის ძალა: 15940 ნოუტონი

Posted by: asphurcela 15 Dec 2017, 13:45
10000 ნიუტონის მოდება წინა წახნაგზე:
წვერი წანაცვლდა 4.5 მმ-ით

შენ რას იღებ ანალიტიკური მეთოდით?
დიდი მნიშვნელობა აქვს იუნგის მოდულს.
ჩემს მოდელში E = 200 გიგაპასკალი

Posted by: Komponent 15 Dec 2017, 14:01
asphurcela
QUOTE
ეს ჩემი წლევანდელი სტატიაა ამ პროგრამის დახმარებით:
https://arxiv.org/pdf/1707.09275.pdf

ვახ, შენ რა ამბებში ყოფილხარ.
მადლობა გამოთვლებისთვის, მე იუნგი და ეგენი არ მიანგარიშია.
დაღლილობაზე გადავხედე კიდევ და რაღაც ძალაზე შეიძლება საერთოდ არ დაიღალოს, ველერის მრუდია რაღაც.
კარგი, აღარ შეგაწუხებ გვეყოფა ეს ექსპერიმენტები, გასასვლელი ვარ მეც.

Posted by: asphurcela 15 Dec 2017, 14:09
ანალიტიკური მეთოდითაც ამოვხსენი:

L = 0.6 მ
b = 0.03 მ
h = 0.07 მ
P = 10000 ნ
E = 200E+9 პა
I =(b*h^3)/12 ინერციის მომენტი

ymax = P*L^3/(3*E*I) = 0.0042 მ = 4.2 მმ

QUOTE
მე იუნგი და ეგენი არ მიანგარიშია.

უმაგისოდ არ გამოვა.
ჩაღუნვის სიდიდე პირდაპირ მაგაზეა დამოკიდებული. პლიუს გეომეტრიაზე ცხადია.

Posted by: Komponent 15 Dec 2017, 21:22
asphurcela
ეს იუნგის მოდული სადმე ცხრილში უნდა ვნახო და არ მაქვს ეგენი.
შენით რომ ისწავლე, ალბათ ფიზიკის წიგნიდან, იქ ცოტა წერია. ან რაში გჭირდება რამე უნდა ააშენო თუ რა უნდა გააკეთო? (ის სტატია მთლად ქართულადაც არ არის). ჩემი ლქტორი ამბობდა, ამ მომენტში გადახურვა მაინტერესებსო. ჩვენ კიდევ იმ მიზნით გვასწავლიდა ფორმულებს, გადაგდებული მასალათა გამძლეობის წიგნი რომ გვეცნო, სადმე რომ წავწყდომოდით ყდამოხეულს. smile.gif

Posted by: asphurcela 15 Dec 2017, 22:09
Komponent
QUOTE
ეს იუნგის მოდული სადმე ცხრილში უნდა ვნახო და არ მაქვს ეგენი.

ხო ან წიგნში, ცხრილების სახით არის ხოლმე, ან ინტერნეტში მოძებნი სანდო საიტებიდან.

QUOTE
ან რაში გჭირდება რამე უნდა ააშენო თუ რა უნდა გააკეთო?

ქართულად სტატიები არ მაქვს. აზრი არ აქვს.
აბა როგორ აგიხსნა, წერია მაგ სტატიაში. ზემაღალი წნევის უჯრედის დასამზადებლად დამჭირდა. უფრო გამოთვლებისთვის და მერე დამზადებით კომპანია ამზადებს.

QUOTE
შენით რომ ისწავლე, ალბათ ფიზიკის წიგნიდან, იქ ცოტა წერია.

არა ფიზიკის წიგნში ამ საკითხე არაფერიც არ წერია smile.gif
როცა დამჭირდა ავიღე წიგნი და წავიკითხე. ოღონდ ინგლისურ ენაზე.
საკმაოდ კარგი წიგნები არსებობს. ასევე MIT-ს აქვს ლექციათა კურსები ატვირთული იუტუბზე.
დღესდღეობით ადვილია ინფორმაციის მოპოვება. ჩემი სტუდენტობის დროს სად იყო ესეთი შესაძლებლობა.
ამიტომ ქართული ტერმინოლოგია არ ვიცი.
მაგალითად "პროპორციულობის ზღვარი" შენგან გავიგე რომ ესე ეძახიან.
სტრესს და სტრეინს რა ჰქვია ქართულად? Stress and Strain (sigma = E * epsilon) სადაც სიგმა სტრესია, E იუნგის მოდული, ეპსილონი სტრეინი.

ხო, დღეს გადავხედე ჩემს პროგრამას "დაღლილობაზე" (fatigue analysis ინგლისურად), და აღმოჩნდა რომ შეუძლია თუ მოცემული მასალის შესაბამის გრაფიკს მიაწვდი. სტრუქტურულ ფოლადზე თვითონ უზის ეს გრაფიკი. სხვა მასალებზე შენ უნდა ჩაუწერო.
ვიანგარიშე 10000 ნიუტონის მოდება და არ მოდება, ანუ 0 - 10000 ნიუტონი ციკლი.
დაითვალა, რომ 16459 ჯერ მოდება შეიძლება ამ ძალის.
არ ვიცი რამდენად სწორად ითვლის ამ საკითხს, მე არ დამჭირვებია ჩემს ამოცანებში.

Posted by: Komponent 16 Dec 2017, 10:08
asphurcela
სიგმას აქ ძაბვას უძახიან და დაწერითაც სიგმას წერენ. (თუ ვინმე ჩაგეძიება, აუხნი რომ მექანიკური ძაბვაა). ეფსილონი_ ფარდობითი დეფორმაცია. იუნგის მოდულს, ზოგჯერ დრეკადობის მოდულს უწოდებენ.
პროპორციულობის ზღვარის, შემდეგ მოდის დრეკადობის ზღვარი, შემდეგ დენადობის ზღვარი, შემდე სიმტკიცის ზღვარი.
10 მილიონ ჩაღუნვას თუ უძლებსო, ითვლება რომ გაუძლებს განუსაზღვრელი რაოდენობის ჩაღუნვასო. აბა რას დაგიწერს, რა ძალით ჩაღუნვაზე არ დაიღლება?

Posted by: asphurcela 16 Dec 2017, 14:06
QUOTE
10 მილიონ ჩაღუნვას თუ უძლებსო, ითვლება რომ გაუძლებს განუსაზღვრელი რაოდენობის ჩაღუნვასო. აბა რას დაგიწერს, რა ძალით ჩაღუნვაზე არ დაიღლება?

აქ საინტერესო მომენტი გამოიკვეთა.
თუ დაღლის კრიტერიუმად სტრესს ავიღებ (ძაბვას), მაშინ უფრო მალე დაღლას აჩვენებს.
ხოლო თუ იგივე დატვირთვაზე დაღლის კრიტერიუმად სტრეინს (ფარდობით დეფორმაციას), მაიშნ უფრო მეტ ხანს ცოცხლობს.
ეს რატომ არის ესე, არ ვიცი, გადახედვა უნდა ლიტერატურას.

ყოველშემთხვევაში, ეხლა კრიტერიუმად ფარდობითი დეფორმაცია ავიღე და ამბობს, რომ 7100 ნიუტონზე ციკლის რიცხვი ავიდა 10 მილიონზე.

10 მილიონი ვინ გითხრა? ეხლა გადავხედე ერთ წიგნს და იქ 10^5 ციკლის ზემოთ ფაქტობრივად უსასრულო სიცოცხლე აქვსო.

Posted by: Komponent 16 Dec 2017, 15:04
asphurcela
10 მილიონი ჩემ წიგნში წერია. ხო იცი, კომუნისტური ნაღდი უნდა ყოფილიყო smile.gif (ვიპოვე წიგნებში ერთი დამხმარე სახელმძღვანელო). ერთ მაგალითში ფოლად სამსაც 210 მპა ეწერა, შენ ფოლადს კი 250.
კი გარკვევა უნდა მაგას, შეიძლება წაღმა–უკუღმა ძაბვის მოდებას ანგარიშობს, წესით მაგაზე უნდა გამოთვალო. (მე ცალ მხარეს პულსირებადი კი გითხარი წინათ, თუ ასეთი დატვირთვაა, ალბათ ამაზე უნდა გამოცადო???)
ხოლო დეფორმაცია, შეიძლება წაღმა უკუღმა ერთმანეთს დაუმატა. ანუ ნახევარი ძალით ჩაღუნვა/აღუნვით მიიღო მითითებული დეფორმაცია.

Posted by: asphurcela 16 Dec 2017, 21:29
Komponent
QUOTE
ერთ მაგალითში ფოლად სამსაც 210 მპა ეწერა, შენ ფოლადს კი 250.

ნახშირბადის კონცეტნტრაციაზე და წრთობის პროცესზეა დამოკიდებული.

QUOTE
ხოლო დეფორმაცია, შეიძლება წაღმა უკუღმა ერთმანეთს დაუმატა. ანუ ნახევარი ძალით ჩაღუნვა/აღუნვით მიიღო მითითებული დეფორმაცია.

ეგ ვარიანტიც აქვს, მაგრამ მე ვუთხარი რომ 0-10000 ნიუტონი ციკლი ნახეთქო. (წინა პოსტშიც მიწერია).
შემეძლო მეთქვა მინუს F პლუს F ძალის ციკლი. - ამ დროს უფრო მალე ბერდება ცხადია.

რამე ქართული წიგნი ხომ არ გაქვს მასალათგამძლეობაზე ელექტრონული ვერსია. ტერმინოლოგიას მინდა გადავხედო.
ინგლისურები ოხრად მაქვს.

Posted by: Komponent 16 Dec 2017, 21:51
asphurcela
აგერ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორს დაუდია. ლინკზე რომ გააწკაპებ ვორდის ფაილი გადმოიწერება.
კარგი წიგნია რაც გადავათვალიერე, მხოლოდ თხელკედლიანი ღეროების ღუნვა აკლია მგონი.
https://www.google.ru/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=5&ved=0ahUKEwj98NnciI_YAhUFbxQKHU2IDuwQFghEMAQ&url=http%3A%2F%2Flibrary.bsma.edu.ge%2FBOOKS%2F%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259A%25E1%2583%2590%25E1%2583%2597%25E1%2583%2590%2520%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%25AB%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%259D%25E1%2583%2591%25E1%2583%2590.%2520%25E1%2583%2592%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2598%2520%25E1%2583%25A4%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A2%25E1%2583%2599%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%2590%25E1%2583%25AB%25E1%2583%259414.docx&usg=AOvVaw0Xr4bCqm01t9SoN_-jzi27

Posted by: Komponent 20 Dec 2017, 13:06
წიგნი რომ დავდე, ახლა გადავხედე კიდევ, შემოკლებული აქვს, ბევრი რამე აქვს ამოღებული. მაგალითად სტატიკურად ურკვევი საკითხები და სხვა. ზოგ ფორმულებში სიმბოლოების შეტანაც დავიწყებია

Posted by: Komponent 12 Oct 2018, 10:34
http://sauravsahgal1995.blogspot.com/2014/11/moment-of-inertia.html

Posted by: xadaga 5 Nov 2018, 23:57
გამარჯობათ

გადავხედე თქვენ ნაწერებს, კარგი იქნებოდა ინფორმაციები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა

Facebook ზე გვერდი მაქვს შექმნილი, თუ სურვილი გაქვთ დალაიქეთ და გავუზიაროთ ინფორმაციები ერთმანეთს

Material durability / Долговечность материала / Materialbeständigkeit <<< ამ სახელით

Posted by: Komponent 6 Nov 2018, 18:37
xadaga
ვნახე ეგ გვერდი, გარკვეული თავისებურებები აქვს მაგ და ამ საიტს. ნუ მომაყოლებ დაწვრილებით, თუმცა მაინც ვიტყვი ერთს. მე მაგალითად, არათემატურ ამბებში მაკარგვინებს ხოლმე დროს. აქ დაწერამ შეიძლება უფრო გაამართლოს.

Posted by: chemist_tt 7 Nov 2018, 18:06
გამარჯობა, საინტერესო თემაა, საინტერესო საზოგადოებით. მოგაცდენთ ზოგადი არათემატური კითხვით, საშენ მასალათა ინსტიტუტი თუ ფუნქციონირებს? შესაძლებელია სადმე საქართველოში გარკეულ მასალაზე კომპეტენტური დასკვნის მიღება?

Posted by: Komponent 8 Nov 2018, 17:42
chemist_tt
საშენ მასალათა ინსტიტუტი არ ვიცი მაგრამ, გეპეიში ბევრ რამეს აკეთებდენ და ხომარ მოსპობდენ ყველაფერს. აქაც შეგიძლია დასვა უფრო კონკრეტული კითხვა, შეიძლება გიპასუხოს ვინმემ.

Posted by: Komponent 20 Nov 2018, 11:13
https://medias.schaeffler.com/medias/de!hp/;b30DUNEXNifb?lang=en
კარგი საიტი, ახსნებიცაა. მაგრამ ის თუ წერია, ვერ გავიგე:

საკისარს მონაცემებში უწერია, დასაშვები რადიალური დატვირთვა, ასევე დასაშვები ბრუნვის სიხშირე. მეათედი ძალით რომ დავტვირთო, უფრო მეტ ბრუნზე ხომ იმუშავებს? ან როგორ უნდა ამის ანგარიში?

Posted by: asphurcela 23 Nov 2018, 11:16
Komponent
QUOTE
საკისარს მონაცემებში უწერია, დასაშვები რადიალური დატვირთვა, ასევე დასაშვები ბრუნვის სიხშირე. მეათედი ძალით რომ დავტვირთო, უფრო მეტ ბრუნზე ხომ იმუშავებს? ან როგორ უნდა ამის ანგარიში?

უფრო მეტ ბრუნზე კი არ იმუშავებს, უფრო მეტი ბრუნვისას რესურსი უფრო მეტი ექნება მეათედი ძალით დატვირთვაზე.
ბრუნვის სიხშირეც და დატვირთვის ძალაც რესურს უმცირებს.

სხვა დანარჩენი, დასაშვები დატვირთვები ხომ უწერიათ, ხოდა მაგას არ უნდა გადააჭარბო.
ყველაზე დიდი (უსასრულობის ტოლი) რესურსი ექნება ვიტრინაში რომ დადებ და მტვერსაც არ მიაკარებ wink.gif
* * *
ამიდედავატირე, რა გჭირთ ამ ქართველებს, თუ გვჭირს თუ როგორცაა.
ისეთ იდეალურ ხელსაწყოს და მანქანა დანადგარებს ეძებს ყველა, აი წიხლქვეშ რო უნდათ გაიგდონ და არაფერი დაემართოს.
ეგეთი ბუნებაში არ არსებობს.
იხმარე დასაშვებ ფარგლებში და გამოცვალე დროულად გაფუჭებული, რესურს ამოწურული დეტალი.
ეგრე აკეთებს მთელი მსოფლიო და რაღა ჩვენ გვინდა ისეთი დრელე, რომელიც არმატურას ხვრიტავს მთელი ცხოვრება და მაინც "ხოდზე" იქნება? smile.gif

Posted by: Komponent 25 Nov 2018, 12:04
asphurcela
კი, მართალი ხარ გარკვეულ (ზოგიერთ (ეს "გარკვეული" ალბათ ინგლისური the-ს თარგმანია)) საკუთხებში.
ზოგჯერ ასე მარტივად არ ხერხდება. რამეს თუ აპროექტებ, ცოტა აზრზე ხომ უნდა იყო, რასაც აკეთებ.

რაღაცნაირად უნდა მაგის ანგარიში, თუ რამდენ ხანს გაძლებს და არ ვიცი.
ისე კი, უთითებენ ლიმიტსაც ბრუნვის სისხშირისას და რეკომენდირებულსაც.


Posted by: Σοφία 8 Aug 2019, 15:55
სალამი

მასალათა გამძლეობის კარგ ქართულენოვან სახელმძღვანელოს ხომ ვერ მირჩევთ?


Posted by: lepori 10 Aug 2019, 17:20
Σοφία
QUOTE
მასალათა გამძლეობის კარგ ქართულენოვან სახელმძღვანელოს ხომ ვერ მირჩევთ?

არამგონია ასარჩევად იყოს საქმე, ვფიქრობ სტუ-ს წიგნების იქით გზა არაა
შეიძლება ვცდები smile.gif

ერთი ეს ვიცი მარტო

T. bacikaZe, j. niJaraZe

http://construction.gtu.ge/wp-content/uploads/2017/11/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-1%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.pdf

სხვაც შემხვედრია მარა ბაციკაძეა იმის ავტორიც smile.gif

Posted by: Σοφία 15 Aug 2019, 08:55

გმადლობთ!

ასარჩევად ნამდვილად გვაქვს საქმე. არაერთი ავტორის არაერთი წიგნი გვაქვს ამ თემაზე ქართულ ენაზე.
უბრალოდ, არჩევაა საქმე.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)