Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > პოლიკისტოზი


Posted by: booobooo123 10 May 2009, 12:16
ეს თემა ცალკე გამოტანილი ვერსად ვიპოვე ასე რომ ცალკე თემის გახსნა გადავწყვიტე. მე თივთონ მაქვს პოლიკისტოზი და რაღაც რაღაცეებში გავერკიე და თქვენც გაგიზიარებთ, ასევე თქვენც საკუთარი გამოცდილება გამიზიარეთ.

პოლიკისტოზი - ჰორმონალური დაავადება რის შედეგადაც ქალის ორგანიზმში არ ხდება ოვულაცია (კვერცუჯრედი არ გამოდის საკვერცხიდან) და წარმოიშობა უნაყოფობა.

გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა და საჭიროა დეტალურად გამოკვლევა თუ რამ გამოიწვია პოლიკისტოზი.

სიმპტომები:
ციკლის დარღვევა (ერთი, ორი ან მეტ თვიანი შეჩერება)
ჭარბთმიანობა (ბაკებზე, მკერდზე, მუცელზე, ხელებზე
ჭარბცხიმიანობა
გამონაყარი კანზე

მკურნალობა
როგორც ექიმმა მითხრა სამწუხაროდ პოლიკისტოზი მთლიანად არ ინკურნება, უბრალოდ ხდება გამომწვევი სიმპტომების შეჩერება. მკურნალობისთვის ნიშნავენ ჰორმონებს, მერ ჰორმონები დამინიშნეს და მითხრეს რომ ხანგრძლივად უნდა ვსვა. ჰორმონის მიღება ხანგრძლივად არ მინდა, ხომ შეიძლება სხვა რაღაცეებზე ცუდად იმოქმედოს, თან რომ არ დავლიო უარესი არ იყოს.
ვარ ასეთ გაურკვევლობაში. თუ ვინმეს გაქვთ ან იცით დამატებითი ინფორმაცია პოლიკისტოზთან დაკავშირებით გთხოვთ დაწეროთ



Posted by: heidy 10 May 2009, 19:05
ეხლა მარავალი და თან უახლოესი მონაცემებია იმასთან დაკავშირებით რომ პოლიკისტოზი ჰორმონებით(პალიატიურად ,მაგალითად პოლიკისტოზს "თავისებურად" მკურნალობენ ჰომეოპათები და ასეშ) ინკურნება..მაგრამ ოპერაცია ჯობია,(ისე ისიც მნიშვნელოვანია გამომწვევი რა არის)სოლისებური რეზექცია და მერე კორეგირება ჰორმონებით თუ რამეა საჭირო.
გაიკეთებ ლაპაროსკო[იით და დაისვენებ,ციკლიც მოწესრუიგდება,ეპილაციისგან დაისვენებ,თუ შვილი გინდა ხომ შანსები 89% ით იზრდება ,და მრავალი სიკეთე

Posted by: Solveig 10 May 2009, 22:31
heidy
QUOTE
ოპერაცია ჯობია,(ისე ისიც მნიშვნელოვანია გამომწვევი რა არის)სოლისებური რეზექცია და მერე კორეგირება ჰორმონებით თუ რამეა საჭირო.
გაიკეთებ ლაპაროსკო[იით და დაისვენებ,ციკლიც მოწესრუიგდება,ეპილაციისგან დაისვენებ,თუ შვილი გინდა ხომ შანსები 89% ით იზრდება ,და მრავალი სიკეთე

ეგ ისეთ შემთხვევაში, თუ ქალი გეგმავს შვილის გაჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიკისტოზი ისეთ ქალებსაც აწუხებს, ვინც ჯერ ბავშვზე ვერ იფიქრებს (მაგალითად, გაუთხოვარია). როგორც მე ვიცი, თუ ოპერაციიდან რამდენიმე თვეში არ დადგა ორსულობა, შეიძლება ისევ თავიდან დაიწყოს ყველაფერი.

კი, ორსულობა ნამდვილად არის კარგი გამოსავალი. სწორედ ამას უკავშირდებოდა ხოლმე ურბანული მითი "გათხოვდება და გაუვლის". მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ დაორსულებაც პრობლემაა.

Posted by: booobooo123 11 May 2009, 13:33
კი მეც მასე ვიცი რომ ოპერაცია მაქსიმუმ 1 წელი შველის და 1 წლის განმავლობაში გაქვს შანსი რომ დაორსულდე. თუ ორსულობას ქალი არ აპირებს ვთქვათ კიდევ 2 ან 3 წელი ან შეიძლება მეტიც ამდენი ხნის განმავლობაში უნდა სვას ჰორმონები? არადა რომ არ დალიო საკვერცხეებს უარესი დაემართებაო. ჰომეოპათიურად ვინ მკურნალობს ხომ არ იცი?

Posted by: Solveig 11 May 2009, 15:39
booobooo123
QUOTE
ჰომეოპათიურად ვინ მკურნალობს ხომ არ იცი?

ქვემოთაა თემა და იკითხე.

პირადად მე არ მჯერა ჰომეოპათიის და მიმაჩნია, რომ "მკურნალობა" არის ტყუილი ხარჯი და ტყუილი იმედი.

ხანდახან პოლიკისტოზიანი ქალი ტერტერას მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე-უღელი რომ გადააგდო და კურდღელი მოკლა..ანუ, რომელიღაც ციკლი ოვულაციური აღმოჩნდება და ამის შედეგად, მკურნალობის გარეშეც დგება ორსულობა. ასე რომ, ჰომეოპათებს აქვთ ბედნიერი დამთხვევის შანსი, რასაც გამოიყენებენ კიდეც და იტყვიან-ჩვენ ვუმკურნალეთო.


* * *
QUOTE
ჰორმონის მიღება ხანგრძლივად არ მინდა, ხომ შეიძლება სხვა რაღაცეებზე ცუდად იმოქმედოს, თან რომ არ დავლიო უარესი არ იყოს.

რა თქმა უნდა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. მე როგორც ვიცი, თუ ადამიანს აწუხებს ღვიძლი, აქვს ჰიპერკოაგულაცია, ვენების დაავადება, მისთვის არ არის ნაჩვენები დანიშნვნა...მაინც ბოლო გამოსავალი ორსულობაა, მე მგონი. ანუ, მკურნალობენ ჰიპერანდროგენიას (რისი გამოხატულებაცაა სიმსუქნე, თმიანობა, ცხიმიანი კანი, გამონაყარი) და ამის პარალელურად, ცდილობენ საქმე ორსულობამდე მიიყვანონ.

მე მგონი, უკეთესია, კითხვა გინეკოლოგთან რომაა თემა, იქ იკითხო. პერიოდულად შემოდიან ექიმები და იძლევიან პასუხებს.


პს. ჰომეოპათებს ვთხოვ, თავს ნუ შეიწუხებენ ჩემი წერილის კომენტირებით. არის მათთვის თემა და შეუძლიათ, იქ ამტკიცონ თაივიანთი ჯადოსნური წყაროს და ფილოსოფიური მინერალების სამკურნალო ეფექტი.

Posted by: booobooo123 11 May 2009, 17:03
ხომ ვერ მეტყვით როგორ უნდა გაიგო ორგანიზმში ხდება თუ არა ოვულაცია? თუ არ ვცდები ორგანიზმში სიცხეს იზომავენ მაგრამ როდის უნდა გაიზომო და როგორ უნდა მიხვდე ხდება თუ არა ოვულაცია

Posted by: Solveig 11 May 2009, 19:45
booobooo123
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით როგორ უნდა გაიგო ორგანიზმში ხდება თუ არა ოვულაცია?

ყველაზე უკეთესი არის ფოლიკულის მონიტორინგის გაკეთება, მაგრამ საამისოდ აუცილებლად ექიმს უნდა მიაკითხო.

ტემპერატურის გაზომვა ყველაზე მარტივი მეთოდია (ოვულაციიის მაშვენებელია ტემპერატურის ცოტათი მატება), მაგრამ თუ ციკლი მოუწესრიგებელი გაქვს, ეგ ნერვოზს დაგმართებს. ამიტომ უკეთესია, ექიმთან მიხვიდე.

Posted by: BIGALA 10 Apr 2012, 01:59
ვარ 35 წლის, მენზის გადაცდენიდან 10 დღის შემდეგ გავიკეთე ტესტი და პასუხი იყო უარყოფითი, შემდეგ ჩავიტარე ექოსკოპიური კვლევა და დამიწერეს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი. 1,5 წლის წინანდელ გადაღებულ ექოზე მსგავსი არაფერი ყოფილა. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი არ მაქვს. ციკლის ამდენი ხნით გადაცდენაც პირველი შემხვევაა. იმის შანსი რომ შემცდარიყო ექიმი გამოკვლევისას არის? შევძლებ ოდესმე დაფეხმძიმებას?

Posted by: britney 10 Apr 2012, 12:46
ეგ ისაა?პოლიკისტოზი?თუ სხვა რამეა ვაფშე?

Posted by: BIGALA 10 Apr 2012, 13:47


britney

იგივე პოლიკისტოზია ალბათ...

Posted by: britney 10 Apr 2012, 15:05
მაშინ გვიპასუხეთ ვინმემ.მეც მაინტერესებს....როგორ იკურნება.და რა შედეგები აქვს და ა.შ.

Posted by: FeBrUaRy6 10 Apr 2012, 15:57
http://forum.ge/?showtopic=33965645&hl=%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98

Posted by: britney 10 Apr 2012, 16:49
ოპერაცია რა ჯდება?ვის გაქვთ გაკეთებული

Posted by: Natuka NGN 11 Apr 2012, 22:27
მოდით თემებს შევაერთებ და საინტერესო ბმულებს დავაგდებ.
* * *
britney
აი, სანამ ოპერაცია დაიგეგმებოდეს, საკმაოდ ბევრი ეტაპია გასავლელი, ამას პირველ ბმულზე ნახავ ძლაიან მარტივად აღწერილს: http://blog.kuzanov.com/?p=447

ეს კი ერთ-ერთი კარგი ქირურგის სტატია:
http://www.aversi.ge/main.php?id=1014&lang=geo

მაგრამ ის გოგო არანაკლებ ჭკვიანი ექიმია, ქირურგიცაა თან. მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერ მაინც თერაპიას მიმართავს.

Posted by: E_ko 12 Apr 2012, 00:26
BIGALA
QUOTE
შევძლებ ოდესმე დაფეხმძიმებას?

თუ სწორ მკურნალობას დანიშნავს ექიმი, აბსოლუტურად გამოჯანმრთელდები და შვილიც გეყოლება. მე ვიმკურნალე წლების წინ, არც გამეორებულა და ახლა ფეხმძიმედ ვარ.


Posted by: britney 12 Apr 2012, 09:52
ძალიან მეშინიაააა.რამდენიმე წლის წინ გამისჰვა დერმატოლოგმა პოლიკისტოზის გამოსაკვლევად მაგრამ არ გავიკეთე გამოკვლევა.მანამდე ცოტა ხნით ადრე მქონდა ექოსკოპია გაკეთებული და მსგავსი არაფერი უთქვია ექოსკოპისტს(თუ როგორც ქვია) და ჩავთვალე რო არ მჭირდა.....
ეხლა დამეწყო დარღვევები....ალბათ ეგ მაქვსsad.gif

Posted by: basa-ttt 12 Apr 2012, 23:11
Solveig
QUOTE
ჰომეოპათიურად ვინ მკურნალობს ხომ არ იცი?

ქვემოთაა თემა და იკითხე.

პირადად მე არ მჯერა ჰომეოპათიის და მიმაჩნია, რომ "მკურნალობა" არის ტყუილი ხარჯი და ტყუილი იმედი.

ხანდახან პოლიკისტოზიანი ქალი ტერტერას მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე-უღელი რომ გადააგდო და კურდღელი მოკლა..ანუ, რომელიღაც ციკლი ოვულაციური აღმოჩნდება და ამის შედეგად, მკურნალობის გარეშეც დგება ორსულობა. ასე რომ, ჰომეოპათებს აქვთ ბედნიერი დამთხვევის შანსი, რასაც გამოიყენებენ კიდეც და იტყვიან-ჩვენ ვუმკურნალეთო.

Solveig
მე როცა დავამთავრე ინსტიტუტი (ოციოდე წლის წინ) და ხელი მოვკიდე ფიტოთერაპიას - დაახლოებით ასე იქცეოდნენ ექიმები ფიტოთერაპიის ხსენებაზე
- ასავსავებდნენ ხელებს და ფართხალებდნენ...
დღეს ექიმები თვითონვე ნიშნავენ ფიტოთერაპიულ რეცეპტებს და ფიტოთერაპიის გინებას ვინ გაბედავს...
პირიქით - მოდაშია!

დღეს ჰომეოპათიის ხსენებაზე შენნაირები ისევ ფართხალებენ
მიხარია რომ ყოველთვის ავანგარდში ვარ და მინიმუმ 10-15 წლით ვუსწრებ ხოლმე მედიცინას მოვლენებში -
შენ იფართხალე...
smile.gif

Posted by: E_ko 13 Apr 2012, 14:30
basa-ttt
ჩემი დაქალი მკურნალობდა ჰომეოპათთან პოლიკისტოზს დაახლოებით ერთი წელი, შეიძლება მეტიც, "მკურნალობის" შედეგად ერთი კისტა გაიზარდა და გასკდა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ოპერაციის დროს აღმოჩნდა რომ მეორე საკვერცხეზეც ქონდა კარგა მოზრდილი კისტები. საბოლოოდ არც ერთი საკვერცხე არ დაუტოვეს მთელი. ეს რაც შეეხება პოლიკისტოზს და ისე უამრავი შემთხვევა ვიცი კიდე ფოტოთერაპიით "განკურნების".

Posted by: basa-ttt 13 Apr 2012, 15:07
E_ko
კონკრეტულად ვისთან მკურნალობდა?

QUOTE
ოპერაციის დროს აღმოჩნდა რომ

ექოსკოპიამ მერე ვერ დაადგინა ოპერაციამდე? რატომ "აღმოჩნდა" ოპერაციის დროს?

Posted by: E_ko 13 Apr 2012, 15:39
basa-ttt
ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა, ექიმის სახელი ნამდვილად არ მახსოვს. ერთადერთი მახსოვს რომ ნინოშვილის ქუჩაზე მიდიოდა და ყიდულობდა ჰოეოპათიურ წამლებს, ზოგს წვეთების სახით. წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ იღებდა ეხოს, (მეტი არც არის საჭირო) მერე პასუხით მიდიოდა ჰომეოპათთან, ის ეუბნებოდა ხო პოლიკისტოზია, ახლა ეს წამლები დალიე და ცისტები ნელ-ნელა დაპატარავდება და გაქრებაო. დაპატარავდა კი არა, გაიზარდა და გასკდა.

Posted by: basa-ttt 13 Apr 2012, 17:18
QUOTE
ნინოშვილის ქუჩაზე

გუჯაბიძე? კაცი იყო ექიმი თუ ქალი?


http://ollo.norna.ru/DIR00/2248.htm

Posted by: E_ko 14 Apr 2012, 00:49
basa-ttt
ქალი იყო, მაგრამ სახელი და გვარი ნამდვილად არ მახსოვს. მე კი არა ჩემს დაქალს არ ემახსოვრება, იმდენი წელია გასული.

Posted by: basa-ttt 14 Apr 2012, 20:54
QUOTE
ქალი იყო,

E_ko
მაშინ არ ვიცი...
საქმე იმაშია, რომ ბევრი იბრალებს ჰომეოპათობას
და ელემენტარული არ იციან ხოლმე ჰომეოპათიაში
ამიტომ დავინტერესდი...

Posted by: Solveig 16 Apr 2012, 07:08
basa-ttt

no comments smile.gif
უზრდელ ადამიანებთან არ ვკამათობ და არც საქმე მაქვს გამოლეული, რომ კედელს ცერცვი ვაყარო.

Posted by: BIGALA 16 Apr 2012, 23:58
შესაძლებელია ერათი წლის წინ არ ყოფილიყო პოლიკისტოზი და ახალი განვითარებული იყოს? ვარ 35 წლის შარშანფელ ექოზე ყველაფერი ნორმაში იყო, არანაირი პოლიკისტოზი. ორი კვირის წინ გაკეთებულ ექოზე მითხრეს პოლიკისტოზი არისო. სადაზღვევო კომპანიის კლინიკაში გავიკეთე ბოლო ექო სადაც მითხრეს პოლიკისტოზი. აზრი აქვს სხვასთან კიდევ გავიკეთო ექოსკოპიური კვლევა და გადავამოწმო? პოლიკისტოზისტვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი არ მაქვა,არცსიმსუქნე, არც აკნე, არც ჰირსუტიზმი, არც მენზის გამოტოვება არ მქონია. მხოლოდ ახლა გადამიცდა 10 დღით და ამიტომ გავიკეთე ექო. თუმცაღა ჯერ ისევ არ მომსვლია. მეგონა ორულობის ბრალი იყო გადაცდენა და პოლიკისტოზმა შოკში ჩამაგდო. სადაზღვევოს ექიმმა მითხრა 10 კვირა დაველოდოთ და თუ ისევ ეს სურათი იქნება ექოზე მერე გავაკეთოთ გამოკვლევებიო. არა და 10 კვირა ლოდინი საშინელებაა ჩემთვის.

Posted by: Natuka NGN 17 Apr 2012, 00:07
BIGALA
მე რომ პირვლი ბმული დავდე, აბა იმ ექიმს კითხე?
basa-ttt
QUOTE
დღეს ჰომეოპათიის ხსენებაზე შენნაირები ისევ ფართხალებენ

კოერქტულად. იცნობ ადამიანს ვინ არის? არაფერი საფართკლახო არ სჭირს მაგ გოგოს და ნეტა მისი დონის ცოდნა ბევრს ქონდეს საქართველოში.
რაც შეეხება ჰომეოპეთიას. მე ძლან ხშირად გიცავთ, მაგრამ მხოლოდ ალერგიებზე. გარკვეულ მიზეზთა გამო ძლაინ შორიდან ვუყურებ უჯვე ჰომეოპათიას და იგივე ექიმის დანიშნული ვერ დავლიე, სიე ცუდად გამხადა კინაღამ წერილი წავიღე.


Posted by: Masked 17 Apr 2012, 03:18
BIGALA
ესე იგი ასაკტან დაკავშირებული ჰორმ ცვლილება არის, ნიშნავს დასაწკისი მენოპაუზის. ცვაა დიდი დრო არის მენოპაუზამდე, მაგრამ ჰორმონ. ცვლილება და ნაკლებობა ადრე არის, ამიტომ ბევრი დრ.არ აკეტებს კურადგებას. ციკლის 14-16 დღედან პროგესტერონ უნდა შტიმულირება. და ფარის. ჯირკ. ანალიზები გაკეტე. ესტრადიოლ ანალიზი 10-12 დღეს ციკლის, პროგესტერონ ანალიზი 21-22 დღეს ციკლის.

Posted by: Solveig 17 Apr 2012, 03:40
BIGALA
პოლიკისტოზის განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი (ცხადია, სანამ საკვერცხე ფუნქციონირებს), მაგრამ მეეჭვება, რომ მხოლოდ 1 გადაცდენით დასვას ექიმმა დიაგნოზი, თუ არცერთი სხვა ნიშანი არაა გამოხატული, მცირედად მაინც...გარდა ამისა, ისიც საკითხავია, ექოზე რა ნახეს და რამდენად სწორად.

QUOTE
10 კვირა

ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ამ 10 კვირას...პოლიკისტოზის დიაგნოზისათვის საჭიროა ექოსკოპია და სისხლის ანალიზები ჰორმონებზე (განსაკუთრებით ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუტეინიზებელი ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი, დჰეა-სულფატი, ტესტოსტერონი, სასქესო ჰორმონის დამაკავშირებელი გლობულინი)..
და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე უკვე დაგიწერეს კიდეც...

Posted by: BIGALA 17 Apr 2012, 12:15
Solveig
გადაცდენის გამო გავიკეთე ექოსკოპია და საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომი დამიწერეს. მხოლოდ ექო და ეს ერთი გადაცდენაა. სხვა ნიშნები არ მაქვს და ამიტომ ხომ არ მირჩევთ რომ ექო გადავამოწმო?არის შანსი ექოსკოპისტი შემცდარიყო?

Posted by: Solveig 18 Apr 2012, 02:50
BIGALA
მე შენს ადგილზე, აუცილებლად გადავამოწმებდი ექოს და სისხლის ანალიზსაც ავიღებდი ჰორმონებზე.
გადაცდენის მიზეზსაც დაადგენდა ეს: მართლა პოლიკისტოზია თუ სხვა რამე (Masked-მაც დაწერა ეს).

Posted by: BIGALA 19 Apr 2012, 01:04
გადავამოწმე დღეს მედლაინში და პოლიკისტოზი დაადასტურეს,ჯანელიძესთან დავიწყე მკურნალობა დამინიშნა დუფასტონი, იარინა და ვეროშპირონი. პაპ ტესტიც გამიკეთეს,ხვალ უნდა გავიკეთო ფარისებრის ჰორმონებზე,პროლაქტინზე და სისხლის საერთო ანალიზი. კიდევ ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. როგორც ექიმმა მითხრა მკურნალობის შემდეგ ორსულობას უნდა მივაღწიოთო. უკვე აღარ ვიცი ძალიან დაბნეული ვარ. უაზროდ მინდა დაორსულება და შედეგი რომ ვერ მივიღო ამის მეშინია :-(( ლამისაა დეპრესია დამეწყოს...

Posted by: Natuka NGN 19 Apr 2012, 01:11
QUOTE
დუფასტონი, იარინა და ვეროშპირონი.

ჰ0ორმონები როგორ არის?
* * *
Masked
მსგავს სიტუაციაში რამდენად მიზანშეწონილად მგაჩნიათ კონტრაცეპტივის დანიშვნა? ჩემს ახლობელს აქვს და აი, მგონია რომ არასწორი გზით მიდიან. ჩემს ექიმტან კიდევა რ მომყვება, სულ ექიმებშია.

Posted by: E_ko 19 Apr 2012, 01:42
Natuka NGN
მე ვიმკურნალე პოლიკისტოზზე კონტრაცეპტივით, წლების წინ. შედეგი ნამდვილად არის. რამე ახალი და უფრო კარგი მეთოდი თუ არსებობს ახლა ძალიან კარგი იქნება.

BIGALA
QUOTE
ექიმმა მითხრა მკურნალობის შემდეგ ორსულობას უნდა მივაღწიოთო. უკვე აღარ ვიცი ძალიან დაბნეული ვარ. უაზროდ მინდა დაორსულება და შედეგი რომ ვერ მივიღო ამის მეშინია :-(( ლამისაა დეპრესია დამეწყოს...

აუცილებლად დადგება ორსულობა, ნუ ნერვიულობ. მე მაქვს ნამკურნალევი და დაორსულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია. ჩემმა გინეკოლოგმა გამაფრთხილა ფრთხილად უნდა ვიყოთო რადგან პოლიკისტოზგადატანილებში მეტია შანსი მუცლის მოშლისო.

Posted by: BIGALA 19 Apr 2012, 22:36
ეეეჰ ნეტავ დავორსულდე და როგორ არ გავუფრთხილდები

Posted by: Masked 20 Apr 2012, 05:18
Natuka NGN
მე ვარ საერტოდ წინამღდეგი სინტეტიკური ჰორმონების. ბევრი წლების მერე შეიძლება გამოიწვიოს ...

Posted by: E_ko 20 Apr 2012, 22:08
Masked
QUOTE
მე ვარ საერტოდ წინამღდეგი სინტეტიკური ჰორმონების. ბევრი წლების მერე შეიძლება გამოიწვიოს ...

მე ვიმკურნალე კონტრაცეპტივებით პოლიკისტოზზე, შეგიძლიათ დაწეროთ რას შეიძლება ველოდო, ანუ რა მხრივ გავამახვილო ყურადღება?

Posted by: BIGALA 21 Apr 2012, 21:56
Natuka NGN
QUOTE
QUOTE
დუფასტონი, იარინა და ვეროშპირონი.

ჰ0ორმონები როგორ არის?


ამ პრეპარატების პარალელურად დამინიშნა ფარისებრი ჯირკვლის და ძუძუს ექოსკოპია. გავიკეტე და ფარისებრი ჯირკვალი უცვლელია ნორმშია. ძუძუს ექოსკოპიურმა კვლევამ დიფუზური ფიბროადენომატოზი დამიწერა. ასევე გავიკეთე ფარისებრის ჰორმონებზე ანლიზი და ნორმაშია ,პროლაქტინიც ნორმაშია და სისხლის საერთო ანალიზიც ნორმაშია. პაპ ტესტით ავთვისებიანი პროცესი არ აღინიშნება. ფაქტიურად მხოლო საკვერცხის ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და ძუძუს ექოსკოპიურმა კვლევამ დიფუზური ფიბროადენომატოზი. ორშაბათს მივდივარ ყველა ანალიზით დაკვლევით ექიმთან. კიდევ დამჭერდება სხვა სახის კვლევები?ან მეშველება რამე რომ დავრსულდე?

Posted by: tiago 22 Apr 2012, 12:39
ამდენი წამლების ყლაპვას არ ჯობია პოლიკისტოზი ლაპარასკოპიით რო მოიშოროთ?

Posted by: mortal 1 May 2012, 12:01
ყველაზე კარგი იქნება გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი რომ შემოდიოდეს აქ sad.gif

Posted by: Natuka NGN 1 May 2012, 12:13
mortal
მე ვთხოვ ერთს, მაგრამ ქართულად პასუხის გაცემა ეძნელება და რუსულ პასუხებს მიიღებთ?
* * *
tiago
არა, თუჰორმონები არ დალაგდა, ისევ აგჩნდება გარკვეული დროის შემდეგ. აზრი?

Posted by: mortal 1 May 2012, 12:24
Natuka NGN
QUOTE
მე ვთხოვ ერთს, მაგრამ ქართულად პასუხის გაცემა ეძნელება და რუსულ პასუხებს მიიღებთ?

ძალიან კარგი იქნება ნატუკა. დიდი მადლობა.
ეგ პრობლემაც მაწუხებს მე.

Posted by: keen 20 Oct 2012, 16:54
Solveig
Natuka NGN
QUOTE
პირადად მე არ მჯერა ჰომეოპათიის და მიმაჩნია, რომ "მკურნალობა" არის ტყუილი ხარჯი და ტყუილი იმედი.

ჰელის პრეპარატებზე რა აზრის ხართ? ექიმმა დანიშნა ისინი...


Masked
QUOTE
მე ვარ საერტოდ წინამღდეგი სინტეტიკური ჰორმონების. ბევრი წლების მერე შეიძლება გამოიწვიოს ...

რა შეიძლება გამოიწვიოს წლების მერე სინთეტიკურმა ჰორმონებმა? და ამ შემთხვევაში რა ტიპის მკურნალობაა ეფექტური?

Posted by: Solveig 20 Oct 2012, 21:46
QUOTE
ყველაზე კარგი იქნება გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი რომ შემოდიოდეს აქ


ეჰ, კარგი ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი ფორუმზე კი არა, მგონი რეალშიც სანთლითაა საძიებელი საქართველოში...

keen

მაგ პრეპარატებზე არაფერი გამიგია. მე უფრო მეთოდს ვგულისხმობდი, ვიდრე რომელიმე კომპანიის პროდუქტებს.

რაც შეეხება სამომავლო გართულებებს:

ვინც ჰორმონულ პრეპარატებს იღებს, ყურადღება უნდა მიაქციოს ღვიძლს, სარძევე ჯირკვალს და სისხლის შედედების სისტემას.
თუმცა, ხანმოკლე მკურნალობა პრობლემა არაა. სამომავლო გართულებები უფრო მაშინაა საშიში, როცა ადამიანი წლობით ზის ჰორმონებზე, ან კიდევ, წინასწარგანწყობა აქვს, მაგალითად, თრომბოზისაკენ მიდრეკილების მაჩვენებელი ცვლილებები სისხლის შედედების სისტემაში (ხალხურად რომ ვთქვათ, კოაგულოგრამაში), სარძევე ჯირკვლის კვანძები..

საერთოდ, ნებისმიერ წამალს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის შეფასება კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში მხოლოდ მის მკურნალ ექიმს შეუძლია.

Posted by: keen 20 Oct 2012, 21:57
Solveig
QUOTE
მაგ პრეპარატებზე არაფერი გამიგია. მე უფრო მეთოდს ვგულისხმობდი, ვიდრე რომელიმე კომპანიის პროდუქტებს.

http://www.heel.de/Heel-de-Home.html?ActiveID=1124

საკმაოდ ხშირია ჰომეოპათიური პრეპარატების დანიშვნა ექიმების მიერ yes.gif თუ ეფექტური არაა, მაშინ რატომ ნიშნავენ?


QUOTE
რაც შეეხება სამომავლო გართულებებს:

ვინც ჰორმონულ პრეპარატებს იღებს, ყურადღება უნდა მიაქციოს ღვიძლს, სარძევე ჯირკვალს და სისხლის შედედების სისტემას.
თუმცა, ხანმოკლე მკურნალობა პრობლემა არაა. სამომავლო გართულებები უფრო მაშინაა საშიში, როცა ადამიანი წლობით ზის ჰორმონებზე, ან კიდევ, წინასწარგანწყობა აქვს, მაგალითად, თრომბოზისაკენ მიდრეკილების მაჩვენებელი ცვლილებები სისხლის შედედების სისტემაში (ხალხურად რომ ვთქვათ, კოაგულოგრამაში), სარძევე ჯირკვლის კვანძები..

გმადლობ ამომწურავი ინფოსთვის smile.gif

Posted by: Solveig 20 Oct 2012, 22:07
keen
QUOTE
თუ ეფექტური არაა, მაშინ რატომ ნიშნავენ?


რა გითხრა, რაც არ ვიცი smile.gif შეგიძლია, თავად მათ ჰკითხო smile.gif

Posted by: keen 20 Oct 2012, 22:21
QUOTE
შეგიძლია, თავად მათ ჰკითხო

თავად ამბობენ, რომ ეფექტურია... rolleyes.gif

Posted by: Natuka NGN 20 Oct 2012, 23:27
keen
ნამდვიალდ აქვს მოქმედება. ოღOნდ მხოლოდ მაგი არმდენად ეფექტურია არ ვიცი.

Posted by: keen 21 Oct 2012, 08:41
Natuka NGN
QUOTE
ნამდვიალდ აქვს მოქმედება. ოღOნდ მხოლოდ მაგი არმდენად ეფექტურია არ ვიცი.

მოკლედ, ვნახავ yes.gif

Posted by: keen 23 Oct 2012, 17:57
QUOTE
ყველაზე კარგი იქნება გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი რომ შემოდიოდეს აქ

აქ შემოსვლას ვინ ჩივის, რეალში ვისთან შეიძლება მისვლა ნეტავ?

Posted by: Natuka NGN 23 Oct 2012, 20:30
keen
პოლიკისტოსზე? ჩემს გინეკოლოგთან,. ჩემი საკუთარი ბიზაშვილის შვილი მივუყვანე 19 წლის გოგო, რომელსად ანდროგენული გათმიანება დაეწყო მკურნალობის შემდეგ ყველაზე ცნობილ გინეკოლოგებტან და სულ უკან მისდიოდა საქმე. ჰოდა, გაზაფხულსი შემდეგ სიეტი შედეგი აქვს ყოველნაირი, რომ ამოისუნთქა გოგომ.
PM გეტყვი

Posted by: shtori 24 Oct 2012, 11:17

Natuka NGN
QUOTE
ანდროგენული გათმიანება

მგონი ეს მჭირს : (
ან უფრო ეს: "ანდროგენული ალოპეცია - ანდროგენების გავლენით ტერმინალური (თავის თმიანი ნაწილის) თმის ფოლიკულები გადაგვარდება და უფრო მოკლე და თხელი, ბუსუსისებრი თმების წარმოქმნას იწყებს. შემდგომ ეს ფოლიკულები საერთოდ ატროფირდება. ბუსუსისებრი თმის ფოლიკულებში კი მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი - მათგან ტერ მინალური ღერები იზრდება. შედეგად სახის, ბოქვენის, იღლიის გათმიანება ძლიერდება."

რა ვქნა?? ამ ექიმთან რომ მივიდე დარწმუნებული ვარ მეტყვის არაფერი არ გჭირსო და უკან გამომიშვებს. არადა ბოლო პერიოდია თმა მცვივა შესამჩნევად და მართლა სადაც ღინღლები მქონდა თითქოს გამსხვილდა.
როგორ დავარწმუნო ჩემი ექიმი რომ ანალიზებზე გამიშვას? (სხვაგვარად დაზღვევა არ ამინაზღაურებს მგონი)

Posted by: keen 26 Oct 2012, 11:35
Solveig
QUOTE
პოლიკისტოზის დიაგნოზისათვის საჭიროა ექოსკოპია და სისხლის ანალიზები ჰორმონებზე (განსაკუთრებით ფოლიკულმასტიმულირებელი, მალუტეინიზებელი ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი, დჰეა-სულფატი, ტესტოსტერონი, სასქესო ჰორმონის დამაკავშირებელი გლობულინი)..


ექიმმა გაგვიშვა ანალიზებზე: პროლაქტინი, 17 ოქსიპროგესტერონი, თავისუფალი ტესტოსტერონი, DEA- სულფატი და IRI -ეს როგორ იშიფრება? ნუ, ინსულინია და რომელი?

ჩამოთვლილებს თუ აკლია რაიმე პოლიკისტოზის დიაგნოზისთვის და რა?

Posted by: kuskusa19 2 Nov 2012, 15:08
მე დიანეს ვსვამდი 3 თვე და გუშინ ეხოზე შედეგი გამოჩნდა,ეხლა ისევ ვაგრძელებ მკურნალობას და ისევ დამინიშნეს 6 თვით.ეს ხანგრძლივი ვადა ხომ არ არის და ცუდათ ხომ არ იმოქმედებს სხვა რამეზე?

Posted by: Solveig 2 Nov 2012, 22:38
keen

ეგ საკმარისია, თუ ლაბორატორიული კვლევა იგულისხმება, მაგრამ მხოლოდ მაგით არ ისმება პოლიკისტოზის დიაგნოზი. ექოსკოპიის და ვიზუალური მონაცემები/ფიზიკური გამოკვლევაც საჭიროა.

Posted by: keen 5 Nov 2012, 13:15
QUOTE
ეგ საკმარისია, თუ ლაბორატორიული კვლევა იგულისხმება,

yes.gif

QUOTE
მაგრამ მხოლოდ მაგით არ ისმება პოლიკისტოზის დიაგნოზი. ექოსკოპიის და ვიზუალური მონაცემები/ფიზიკური გამოკვლევაც საჭიროა.

გასაგებია, მადლობა smile.gif

Posted by: Solveig 5 Nov 2012, 21:25
kuskusa19
QUOTE
ეს ხანგრძლივი ვადა ხომ არ არის

დიანე ეგრე ინიშნება ხოლმე.

რაც შეეხება ცუდად მოქმედებას, ზუსტ გარანტიას ვერავინ მოგცემს, რადგან ინდივიდუალურია. დააკვირდი თავს და რაიმე საეჭვოს შემთხვევაში მიმართე ექიმს.

keen
არაფრის smile.gif

Posted by: keen 7 Nov 2012, 16:13
ექიმმა დანიშნა ვეროშპირონი, დექსამეტაზონი და იარინა.

Masked
QUOTE
მე ვარ საერტოდ წინამღდეგი სინტეტიკური ჰორმონების. ბევრი წლების მერე შეიძლება გამოიწვიოს ...

ამ პოსტის მერე, როგორია, ასე მარტივად შვილს მისცე ჰორმონები?.. მაინტერესებს, თანამედროვე მედიცინაში საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომის სამკურნალოდ რა მეთოდია მიღებული და რა პრეპარატები გამოიყენება?


Natuka NGN
QUOTE
პოლიკისტოსზე? ჩემს გინეკოლოგთან,. ჩემი საკუთარი ბიზაშვილის შვილი მივუყვანე 19 წლის გოგო, რომელსად ანდროგენული გათმიანება დაეწყო მკურნალობის შემდეგ ყველაზე ცნობილ გინეკოლოგებტან და სულ უკან მისდიოდა საქმე. ჰოდა, გაზაფხულსი შემდეგ სიეტი შედეგი აქვს ყოველნაირი, რომ ამოისუნთქა გოგომ.

ჰორმონალური მკურნალობა დაუნიშნა ალბათ ხო?

Posted by: Natuka NGN 7 Nov 2012, 16:20
keen
QUOTE
ჰორმონალური მკურნალობა დაუნიშნა ალბათ ხო?

რას გულისხმობ? აქამდე დანიშნული ქონდა კონტრაცეპტოვები და უარეს დრეში ჩავარდა. სულ სხვა პრობლემა იყო. კორტიკოსტეროიდები დაუნიშნა 3 თვე და პროგესტერონის ერთ-ერთი პრეპარატი და შემდეგ არ ვიცი. ციკლის ნორმალური მიმდინარეობა აღუდგა, თმა საშინელი შავი აღარ ამოსდის. საკვერცხეების დათრგუნვა არ მოუხდენია, ზუსტი დიაგნოზი დაუსვა რაა. რამე არ შემეშალოს მეტს ვერ დავწერ.
ისე, რაც მასკედმა დაწერა, ამის სტატისტიკა თუ აქვს. ასე ნებისმიერ კარცეროგენულ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს კიბო, მათ შორის მრავალჯერ გამოყენებულმა ზეთმა. რთულია ხელაღებით რაიმეს მტკიცება. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ციფრები, თუმცა მედიცინაში 2X2 ყოველთვის 4 არ არის.

Posted by: keen 7 Nov 2012, 16:24
Natuka NGN
QUOTE
რას გულისხმობ? აქამდე დანიშნული ქონდა კონტრაცეპტოვები და უარეს დრეში ჩავარდა. სულ სხვა პრობლემა იყო. კორტიკოსტეროიდები დაუნიშნა 3 თვე და პროგესტერონის ერთ-ერთი პრეპარატი და შემდეგ არ ვიცი. ციკლის ნორმალური მიმდინარეობა აღუდგა, თმა საშინელი შავი აღარ ამოსდის. საკვერცხეების დათრგუნვა არ მოუხდენია, ზუსტი დიაგნოზი დაუსვა რაა. რამე არ შემეშალოს მეტს ვერ დავწერ.
ისე, რაც ამსკედმა დაწერა, ამის სტატისტიკა თუ აქვს. ასე ნებისმიერ კარცეროგენულ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს კიბო, მათ შორის მრავალჯერგამოყენებულმა ზეთმა. რთულია ხელაღებიტ რაიმეს მტკიცება. რა ვქნა, ძლაინ მიყვარს ციფრები, თუმცა მედიცინაში 2X2 ყოველთვის 4 არ არის.

ოკ, გასაგებია, მადლობაა... ეგ მაინტერესებდა smile.gif და კიდევ, რა მეთოდები არსებობს მკურნალობის rolleyes.gif

Posted by: Solveig 7 Nov 2012, 21:24
keen
QUOTE
მაინტერესებს, თანამედროვე მედიცინაში საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომის სამკურნალოდ რა მეთოდია მიღებული და რა პრეპარატები გამოიყენება?

ძირითადი არის ის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ანტიანდროგენული მოქმედების ნივთიერებებს (დიანე, იარინა და ა, შ,). დანარჩენი მკურნალობა გამომდინარეობს პაციენტის მდგომარეობიდან -სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედების ჩათვლით (აქვს თუ არა ადამიანს სიმსუქნე, ჰიპოთირეოზი, ჰიპერპროლაქტინემია და ა. შ.). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, აპირებს თუ არა ქალი ბავშვის გაჩენას.


"ვინ იცის, რა შეიძლება გამოიწვიოს" პრინციპს ვერ დავეთანხმებოდი ბოლომ დე. უმკურნალო პოლიკისტოზმაც ბევრი არასასურველი რაღაც შეიძლება გამოიწვიოს.

Posted by: keen 8 Nov 2012, 10:37
Solveig
QUOTE
ძირითადი არის ის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ანტიანდროგენული მოქმედების ნივთიერებებს (დიანე, იარინა და ა, შ,). დანარჩენი მკურნალობა გამომდინარეობს პაციენტის მდგომარეობიდან -სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედების ჩათვლით (აქვს თუ არა ადამიანს სიმსუქნე, ჰიპოთირეოზი, ჰიპერპროლაქტინემია და ა. შ.). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, აპირებს თუ არა ქალი ბავშვის გაჩენას.

"ვინ იცის, რა შეიძლება გამოიწვიოს" პრინციპს ვერ დავეთანხმებოდი ბოლომ დე. უმკურნალო პოლიკისტოზმაც ბევრი არასასურველი რაღაც შეიძლება გამოიწვიოს.


ოკ, გასაგებია... 1-2 თვე დაველოდები და განმეორებით ჩავუტარებ ამ გამოკვლევებს: ექოს მიხედვით პოლიცისტური ჩანართებიო და მარჯვენა საკვერცხე 14სმ3(ნორმა <13) და 17 αOH progesteroni -1.26 (ნორმა -0,1-0,8) ქონდა მომატებული. მხოლოდ ამ პრობლემების საფუძველზე, როცა სხვა ყველაფერი წესრიგში აქვს, რამდენად მართებულია პოლიკისტოზის დიაგნოზის დასმა ნეტავ? rolleyes.gif

Posted by: Maradmwvane 10 Nov 2012, 23:02
მჭირდება თქვენი რჩევა კარგი გინეკოლოგის შესახებ.
21 წლის ვარ და უკვე დიდი ხანია ვმკურნალობ საკვერცხის პოლიკისტოზურ სინდრომზე. გამოვიცვალე მგონი 5 ექიმი ამ 6 წლის მანძილზე. ახლა ჰომეოპატიური საშუალებები ვცადე, დაახლოებით 1 წელია ვიღებ. რაღაც შედეგი არის, მაგრამ პერიოდული. 2 თვე შეიძლება უკეთესობისკენ მივდიოდე, მერე 2 თვე ისევ უკან მივდივარ. დაორსულებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. უბრალოდ ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა და თავისი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა აკნე მაგალითად და ეს ბოლო თვეები ალოპეცია. თმის ცვენას რაც შეეხება ანალიზებიდან გამომდინარე გინეკოლოგმა დაასკვნა რომ რასაც შეეძლო გამოეწვია ალოპეცია (მომატებული TSH) ყველაფერი ნორმაშია და სტრესს გადააბრალა. ვინმეს რამე გამოცდილება გაქვთ თმის ცვენასთან მკურნალობის? მოკლედ ველოდები ყველანაირ რჩევას, გინეკოლოგის, ტრიხოლოგის თუ დერმატოლოგის და ამ საზიზღარი დაავადების განკურნების გზების შესახებ...

Posted by: Solveig 11 Nov 2012, 07:34
Maradmwvane
QUOTE
აკნე მაგალითად და ეს ბოლო თვეები ალოპეცია.

როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია პოლიკისტოზთან, კერძოდ, მამრობითი ჰორმონების მომატებასთან..

მე მგონი, მართლა აჯობებს, ექიმი შეიცვალო და გააგრძელო მკურნალობა..ოღონდ არა ჰომეოპათიური საშუალებებით.
წონა როგორი გაქვს? TSH რამდენი იყო?

Posted by: Maradmwvane 11 Nov 2012, 20:35
Solveig

QUOTE
წონა როგორი გაქვს? TSH რამდენი იყო?


წონის პრობლემა არ მაქვს. 48 კილო ვარ. და TSH 1 თვის წინ 0.79 მქონდა.
იმუნორეაქტიული ინსულინი 21.8 (ოპტიმალურია 5-10) და ინსულინრეზისტენტობის ინდექსი 4.2 (ოპტ. 1-ზე ნაკლები). ძირითადი მიზეზი, თუ სიმპტომი ეს არის როგორც წავიკითხე. ამისთვის ვსვამ მეტფორმინს, თუმცა არ ვიცი ამის დალევა ხანგრძლივად რამდენად რეკომენდებულია.

იარინასაც ვსვამდი რამდენიმე თვე, მარტო ჰომეოპათიურებით არ ვმკურნალობდი. იარინას ფონზე ციკლი ნორმალური მაქვს, მაგრამ როგორც კი შევწყვეტ ისევ არეულია. მაგრამ აი თმის ცვენის კონკრეტული მიზეზი მაინც არ ვიცი რო ვებრძოლო. ექიმებთან ვისთანაც ვიარე, რა შამპუნები თუ დასალევი პრეპარეტებიც დამინიშნეს, შედეგი არ გამოიღო.

QUOTE
როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია პოლიკისტოზთან, კერძოდ, მამრობითი ჰორმონების მომატებასთან..


მამრობითი ჰორმონებიდან ტესტოსტერონი მაქვს აღებული და 0.631 მაქვს, როგორც ვიცი ესეც ნორმაშია..

Posted by: Natuka NGN 11 Nov 2012, 21:02
Maradmwvane
QUOTE
48 კილო ვარ. და TSH 1 თვის წინ 0.79 მქონდა.

როგორც მივხვი, ფარისებრი ჯირკვალი გაქვს პრობლემური. ტსჰ დაბალია, სანამ გინეკოლოგთან მიხვალ, გჭირდება კარგი ენდოკრინოლოგი.

Posted by: Maradmwvane 12 Nov 2012, 01:07
Natuka NGN
ენდოკრინოლოგთანაც დავდივარ.... რაც დამინიშნა არის მეტფორნიმი..

Posted by: Solveig 12 Nov 2012, 21:28
Maradmwvane
მეტფორმინი არის წამალი, რომელიც ინიშნება ინსულინრეზისტენტობის დროს.

QUOTE
ტესტოსტერონი მაქვს აღებული და 0.631 მაქვს, როგორც ვიცი ესეც ნორმაშია..

დჰეა-ს და დანარჩენები?

Posted by: Maradmwvane 13 Nov 2012, 22:53
Solveig
QUOTE
მეტფორმინი არის წამალი, რომელიც ინიშნება ინსულინრეზისტენტობის დროს.

ვიცი, მაგრამ წავიკითხე რომ დიდი ხანი ამ წამლის მიღება არ არის კარგი...

რაც შეეხება დანარჩენ ჰორმონებს ბოლო დროს არ ამიღია, მაგრამ ადრე ნორმის ფარგლებში იყო. ძირითადად რაზეც ამახვილებს ჩემი გინეოლოგი და ენდოკრინოლოგი ყურადღებას ინსულინრეზისტენტობაა.


Posted by: lo___la 28 Nov 2012, 16:11
გამარჯობათ smile.gif)) მეც შემოგიერთდებით ამ თემაში, მაინტერესებს როცა შვილის გაჩენას აპირებ და პოლიკისტოზური საკვერცხე გაქვს, მკურნალობის ყველაზე კარგი ხერხი რომელია?
ჰორმონები წესრიგშია

Posted by: kuskusa19 28 Nov 2012, 17:42
პოლიკისტოზის დროს თმის ცვენა მასთანაა დაკავშირებული?

Posted by: sofia1234 15 Aug 2013, 23:03
გოგოებო იარინამ მოგიწესრიგათ ციკლი ?

Posted by: chipmunck 3 Sep 2013, 17:35


აუ მე მყავდა მაგარი გინეკოლოგ_ენდოკრინოლოგი, სამწუხაროდ ის ქალი გარდაიცვალა, ხნიერი იყოო დაა , ძალიან დამწყვიტა გული sad.gif

მე რამდენ ერთთან არ ვიმკურნალე, ჯერ საბახტარაშვილთან და კარგი შედეგი მქონდა, დაჯე თმებიც დამცვივდა, მერე მაია ჯანელიძესთან მივედი და რაღაც არ

მომეწონა ეგ ქალი და არ დავიწყე მისი დანიშნული წამლებით მკურნალობა, ვიყავი ეგრე კარგა ხანი და ბოლოს 2 წლის წინ ეს ქალი ვიპოვე, ჩაჩავაში მუშაობდა და მაგან

დამინიშნა დიუფასტონი( და კიდევ რაღაც წამლები) , აი ეგრე საათივით აწყობილი მესტრუაციული ციკლი მე ცხოვრებაში არ მქონიაა :დ მის შემდეგ აღარანაირი

პრობლემა არ მქონიააა, ეხოც გადავიღე და ჯერჯერობით სიმშვიდეა. მანამდე კიდევ იარინაც ვსვი, დიანე 35 და რავიცი კიდევ რა.

Posted by: T-E-0 28 Oct 2014, 19:50
კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ვისაც უმკურნალია შედეგით, განსაკუთრებით მათ ვისაც შვილის გაჩენა უნდა, ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ.
6 თვის წინ გავკიეთე ლაპარასკოპია, მოვიცილე მიომები. დამინიშნეს ჯესი, ვსვი 6 თვე. ოპერაციამდე არასდროს არ მქონია ფოლიკულის მომწიფების და გასკდომის პრობლემა, დროულად იზრდებოდა და სკდებოდა, საკვერცხეები მუშაობდნენ კარგად. ოპერაციის შემდეგ 1 თვის წინ გადავიღე პირველი ეხო, მაშინ ჯერ კიდევ ვსვამდი ჯესის, მქონდა ყველაფერი ნორმაში და კარგად. ამ ბოლო ციკლზე დავასრულე ჯესის დალევა და ციკლის მე-7 დღეს გადავიღე კიდევ ახალი ეხო, რომელშიც ექოსკოპისტმა გენრიეტა გაგოშიძემ პირველივე წამებში დაინახა პოლიკისტოზის ნიშნები თუ დასაწყისი. მარჯვენა საკვერცხე ზომით 29/13 მასში 10მმ და 11მმ სითხოვანი ჩანართი, მარცხენა ზომით 26/19 მმ, მასში სითხოვანი ჩანართი 16 მმ. ექიმი გარკვევით ვერ მიხსნის, მკურნალობა ჭირდება თუ ოპერაცია თუ როგორ უნდა მოვიქცე, მხოლოდ ვნახოთ, ვნახოთო, შაბათს დამიბარა წამლების დასანიშნად. მე მაინც თავს ვიმშვიდებ იმით, რომ რადგან არასდროს არ მქონია ამ მხრივ პრობლემა, ამიტომ ჯესის ვაბრალებ, რომ მისმა შეწყვეტამ პირველ ციკლზე ეს სიტუაცია გამოიწვია.
როგორ ფიქრობთ, პირველივე ციკლზე უნდა დაინიშნოს ოპერაციის მერე წამლები თუ დაკვირვება უნდა ხდებოდეს, რამ გამოიწვია პოლიკისტოზი. ჯესის შეწყვეტამ თუ სხვა მიზეზმა? როცა ორსულობა იგეგმება, რა მეთოდით მკურნალობენ? ვინ ვისთან იმკურნალეთ და კმაყოფილი ვისით ხართ? გთხოვთ დამაკვალიანეთ

Posted by: ნინო00 13 Nov 2016, 11:35
მეც მაინტერესებს, ვისაც ნამკურნალები გაქვთ პოლიკისტოზი საბოლოოდ განიკურნეთ და ახლა არც უნაყოფობის პრობლემები გაწუხებთ? იარინას ვინმე სვამდით ამ დაავადების ფონზე?
* * *
თუ შეიძლება გამოგვეხმაურეთ ის გოგონები, ვინც იმკურნალა და მიგვითითეთ დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?

Posted by: ნინო00 8 Jan 2017, 16:50
როაკკუტანის კურსს ამჯამად არავინ გადის?

Posted by: makartkela 7 Nov 2017, 19:09
როგორი მიტოვებული თემაა ა რამდენს ჭირდება დახმარება ((

Posted by: Solveig 7 Nov 2017, 19:35
makartkela
QUOTE
როგორი მიტოვებული თემაა

გინეკოლოგიის და ენდოკრინოლოგიის თემებში გადანაწილდა ხალხი და იმიტომ.

Posted by: makartkela 8 Nov 2017, 05:21
Solveig

პმ ში მოგწერეთ , ძალიან თუ არ შეგაწუხებთ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)