forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (74) « პირველი ... 72 73 [74]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გერმანული "MAN"-ის ავტობუსები შემოდგომიდან, ყვითელი ავტობუსების ნაცვლად
iviko18
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6622
წევრი No.: 56617
რეგისტრ.: 24-March 08

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 12:53  #51032500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინ 21.30 -დან 22.45 მდე გლდანიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით არც ერთ ავტობუსს არ გაუვლია. facepalm.gif ახმეტელის მეტროს მიმდებარე გაჩერებაზე, ზედაპირული დათვლით მინიმუმ 40 ადამიანი იცდიდა.

22.45-დან 22.47-მდე 24-მა, 33-მა და 51-მა ერთმანეთის მიყოლებთ ჩაიარეს. drug.gif

თან ტაბლოები არ მუშაობდა და ხალხი ვერ იგებდა რამდენი ხანი უნდა დალოდებოდნენ. sad.gif


--------------------
ამაშია საქმე ...............................

რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 12:57  #51032523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Accident
შენ მე მგონი სხვანაირად გამიგე, ან ვერ გამიგე ბოლომდე.
QUOTE
ალბათ, მთელ უბანს მარტო ემსახურება და გადაჭედილი იქნება, აბა რა მოუვა.

აი ამაზე მქონდა საუბარი და ვთქვი კიდევაც, რომ სამარშრუტო სისტემაა აბსურდული და იდიოტის მიერ შედგენილი. თუ ტოვებ ამხელა ტერიტორიის დასაფარად ერთ მარშრუტს [2 ნომერზე გვქონდა საუბარი], ამ ერთ მარშრუტს ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება. როდესაც გარეუბნის მარშრუტი პირველ ხუთეულშია ყველაზე დატვირთულ ხაზებს შორის (როგორც პატივცემულმა Nickboy-მ წარმოგვადგინა, ფაქტობრივად #2 #23-თან ინაწილებს მე-5 ადგილს), უნდა დამეთანხმო, რომ ალბათ არსებობს ტრანსპორტით უზრუნველყოფის პრობლემა ამ უბანში და მას მოგვარება უნდა.
ცენტრში მოძრაობა მეტია, ცხადია, მაგრამ მე სხვა კუთხით დავიწყე ეს დისკუსია და იმას კი არ ვამბობ, რომ 61 ნომერზე ბოგდანები უნდა დაეტოვებინათ და ფონიჭალაში "მანები" გაუშვით, არამედ იმაზე, რომ სამარშრუტო სისტემის და მერიის პრიორიტეტების გამო, მხოლოდ დიდ დიღომში ორ მარშრუტზე გაუშვეს "მანები", ხოლო ისანი-სამგორის მთელ უზარმაზარ რაიონში - 0.
QUOTE
ორივე მიდიან ვაკე-საბურთალოზე

ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ გლდანიდან "მანით" მოდიან, აფრიკიდან კი პატარა ბოგდანით სავალდებულო გადაჯდომით. ეგაა დისკრიმინაცია და ამას ვუსვამდი ხაზს. თორე ამაში აბსოლუტურად გეთანხმები:
QUOTE
პირველ რიგში თუ ამ ცენტრალურ ქუჩებზე არ მოაწესრიგებ გადაადგილებას, გარეუბნიდან აქ მომავალი მიმართულება, რა შედეგს მოგცემს?

შეიძლება ვერ დავწერე, რასაც ვგულისხმობდი, მაგრამ რომ შევაჯამოთ, მე არ მომწონს არსებული მარშრუტის სქემა, რომლითაც აღმოსავლეთის მარშრუტები კოლმეურნეობაზე მთავრდება. სხვაგვარად, რომ ვთქვათ გეკამთებოდი მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც შენ ამბობ, რომ სწორია მანების გაშვება 21-ზე და 51-ზე, იმიტომ რომ ვაკეში მიდიან. მე კი ვამბობ, რომ სწორი იქნებოდა 39-საც ძველი მარშრუტი ჰქონდეს და 2-საც და "მანების" გაშვებაც ამ მარშრუტებზე, რადგანაც არა მხოლოდ დასავლეთში ცხოვრობენ სტუდენტები და ხალხი, რომელიც ცენტრში მუშაობს.
ისე, ლოგიკაზე თუ დავიწყეთ საუბარი, ისიც საინტერესოა, რა ლოგიკაა იმაში, რომ აღმოსავლეთის მარშრუტებისთვის ბოლო წერტილად კოლმეურნეობა განისაზღვრა, დასავლეთის მარშრუტები კი თავისუფლად მოძრაობენ ვაკეშიც და საბურთალოზეც, მაშინ როდესაც ვარკეთილი უფრო ახლოსაა ცენტრთან, ვიდრე გლდანულა? აღმოსავლეთს ჩაგრავენ - ამას ვამბობდი, თორე ვაკეში და რუსთაველზე ახალი ავტობუსები საჭიროა რა თქმა უნდა, უბრალოდ მაინც და მაინც გლდანში რატო უნდა მიდიოდენ და არა ვარკეთილში ან აფრიკაში? (რიტორიკული კითხვაა)

* * *
Kublicha
#8-ზე ვერ დაგეთანხმები, მანდ ახლო-მახლო 37-იც გაივლის, თვითონ 8 ნომერი კი, ჩემი დაკვირვებით, თითქმის სულ ცარიელი დადის იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ მარშრუტზე მაქსიმუმ 2 პატარა ბოგდანი მუშაობს. ახლად დანიშნული #30 ("მეტალობაზა" - კაიროს ქ. - მ. ისანი) უფრო საინტერესოა, გადატენილია პიკის საათებში და ისედაც მგზავრები გყავს და ცარიელი არასდროს მინახავს.
QUOTE
# 44 ფონიჭალა (სასურველია გაერთიანდეს 150 თან და დაუბრუნდეს ძველ მარშრუტს)

რახან ასეთი ფანტაზიები დაიწყო, მე მგონი ძველ მარშრუტებს სავალდებულო წესით უნდა დაუბრუნდეს #25-იც (ვაზისუბანი - მაღლივი საბურთალოს გავლით - ანუ 150-თან გაერთიანდეს, და განტვირთოს 44), #71 (ვარკეთილის ზემო პლატო- ვარკეთილის მასივი - მაღლივი ვაკის გავლით) და 102. ამასთან, აღსადგენია 94 და 97, ასევე, 98-ის აღდგენაზეც შეიძლება დაფიქრება.
ზოგადად, ეს მოკვეცილი 150, 140, 61 გასაუქმებელია და გასაერთიანებელია აღმოსავლეთის ხაზებთან, რა დროსაც, მაგალითად 61-ის მარშრუტს გაივლის ერთდროულად რამდენიმე ხაზი (დუბლირება მოხდება, მაგალითად 39, 71, 55, 102 წავა ვაკეში და ინტერვალიც შემცირდება იმათთვის, ვინც თავისუფლებიდან ვაკეში მიდი და მოსახერხებელი იქნება უფრო აღმოსავლეთის მაცხოვრებელთათვის), რის შედეგადაც არ იქნება დატვირთვა ერთ კონკრეტულ ხაზზე. თბილისი არაა იმხელა ქალაქი, რომ შუა ქალაქში კონკრეტული მხარის საზიანოდ ამჟამინდელი კოლმეურნეობის მსგავსი ჰაბის გაკეთება გახდეს გარდაუვალი. ყველა უბნიდან თანაბრად (მგზავრთანაკადის შესაბამისად) უნდა დაინიშნოს ექსპრესს-მარშრუტები, რომლების ყოველ 200 მეტრში არ გაჩერდებიან, და ივლიან ქალაქის ცენტრალურ უბნებში (როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის მარშრუტებით ვაკე-საბურთალო-სადგურის დაფარვა აუცილებელია).
ანუ, როგორც ადრე იყო, ოღონდ უფრო გონივრულად განსაზღვრული სამარშრუტო სქემა უნდა ითვალისწინებდეს ჰაბებს:
1) ვაკეში - ბაგების ჰაბი;
2) საბურთალოზე 2 ჰაბი - მაღლივი (სადაც მთ შორის ვაკის გავლით მოვლენ ავტობუსები) + ჯიქიას ქუჩა;
3) სადგურის მოედნის ჰაბი;
ყოფილ "სოფლებში" და ნაკლებად დასახლებულ უბნებში მიმავალი მარშრუტებისთვის შეიძლება კიდევ პატარა ჰაბების გაკეთება ქალაქში. ნუ აღმოსავლეთის მარშრუტებისთვის ეს ალბათ იქნება იგივე კოლმეურნეობა და მ.ისანი.

This post has been edited by Mick-el-Angelo on 26 Jul 2017, 13:28
iviko18
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6622
წევრი No.: 56617
რეგისტრ.: 24-March 08

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 14:00  #51032876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისე, ლოგიკაზე თუ დავიწყეთ საუბარი, ისიც საინტერესოა, რა ლოგიკაა იმაში, რომ აღმოსავლეთის მარშრუტებისთვის ბოლო წერტილად კოლმეურნეობა განისაზღვრა, დასავლეთის მარშრუტები კი თავისუფლად მოძრაობენ ვაკეშიც და საბურთალოზეც


ნაწილობრივ მართალი ხარ, თუმცა დასავლეთის ხაზებიც ბლომად შეკვეცეს და ჰაბად ზოგს დიდუბე, ზოგს კი სადგურის მოედანი განუსაზღვრეს, იგივე №17, 75, 86(ერთ-ერთი პირველი ხაზი, სადაც დაფები გაუშვეს თავის დროზე), 94.

ასე რომ დასავლეთიც საკმაოდ დაიჩაგრა უგუნური სატრანსპორტო პოლიტიკით.
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16360
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 14:11  #51032938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის რომ ავტობუსები ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში არ უნდა მოძრაობდნენ და მეტროს არ უნდა ადუბლირებდნენ არანაირი უგუნური პოლიტიკა არ არის და ახალ სამარშრუტო სქემასთან ერთად ელოდეთ რომ მხლოდ რამოდენიმე მაგისტრალური ხაყი იქნება დანარჩენი შეიკვეცება სავარაუდოდ და რეორგანიზდება,

მომინდომეს აქ ყველა უბნიდან ყველა უბანში პირდაპირი ავტობუსები.


ეს თემა რომ ავტობუსების თემას მივუერთოთ არა? რატომ არის ცალკე?
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 14:56  #51033217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TramwayMan
QUOTE
ის რომ ავტობუსები ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში არ უნდა მოძრაობდნენ და მეტროს არ უნდა ადუბლირებდნენ არანაირი უგუნური პოლიტიკა არ არის

ეგ თუ მეტროს განვითარება უწერია. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, ამიტომ ასეთი ექსპრეს მარშრუტები, რომლებიც მეტროს არარსებულ ხაზებს ჩაანაცვლებენ, საჭირო კი არა, აუცილებელია. ამასთან, თუ მარშრუტკების გაქრობა თუ არა, შემცირება მაინც გინდათ სხვა გზა არ არის, და მხოლოდ ტრამვაი ვერაფერს იზამს. საავტობუსო ქსელიც გადასამუშავებელია.

მოკლედ, პირადად მე დაახლოებით ასე წარმომიდგენია აუცილებელი და მინიმალური საავტობუსო ექსპრესს-მარშრუტების (ანუ არ უნდა ჩერდებოდნენ სოფლის ავტობუსივით ყოველ 100 მეტრში, მხოლოდ დიდ გაჩერებებზე, რომელთა შორის გონივრული მანძილი იქნება) ქსელი, რომლებზეც დიდი "მანებია" გასაშვები:
აღმოსავლეთი:
№2 - აფრიკა - მოსკოვის გამზ. - ავლაბარი - რუსთაველის გამზ. - სადგურის მოედ.
№97 - აფრიკა - მოსკოვის გამზ. - ორთაჭალა - რუსთაველის გამზ. - სააკაძის მოედ. - საბურთალოს ქ. - მ. დელისი - უნივერსიტეტის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ.
№39 - ვარკეთილი - ავლაბარი - რუსთაველის გამზ. - ჭავჭავაძის გამზ. - მ.დელისი - ნუცუბიძის პლატო (88-ს შთანთქავს);
№71 - ვარკეთილი - ვარკეთილის ზ/პლატო - მე-3 მასივი - ორთაჭალა - რუსთაველის გამზ. - ჭავჭავაძის გამზ. - მ.დელისი - ვაჟა-ფშაველას გამზ. - უნივერსიტეტის მ/კ
№44 - ზემო ფონიჭალა - ორთაჭალა - რუსთაველის გამზ. - პეკინის ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზ. - უნივერსიტეტის მ/კ (150-ს შთანთქავს; ცენტრში დუბლირება 25-თან).
№102 - ქვემო ფონიჭალა - ორთაჭალა - რუსთაველის გამზ. - ჭავჭავაძის გამზ. - ბაგები (61-ს შთანთქავს);
№55 - წმ. ბარბარეს უბანი (31-ე ქარხანა) - ავლაბარი - რუსთაველის გამზ. - ჭავჭავაძის გამზ. - მ. დელისი - ქავთარაძის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ.
№6 - წმ. ბარბარეს უბანი (31-ე ქარხანა) - ორთაჭალა - რუსთაველის გამზ. - პეკინის ქ. - ნუცუბიძის ქ. - ჯიქიას ქ.
№25 - ვაზისუბანი - ავლაბარი - რუსთაველის გამზ. - პეკინის ქ. - ვაჟა-ფშაველას გამზ. - უნივერსიტეტის მ/კ (150-ს შთანთქავს; ცენტრში დუბლირება 44-თან).
№98 - ვაზისუბანი - ორთაჭალა - რუსთაველის გამზ. - ჭავჭავაძის გამზ. - მ. დელისი - ქავთარაძის ქ. - ჯიქიას ქ. (140-ს შთანთქავს).
ამდენად, აღნიშნულის შედეგად, უქმდება 140, 150, 61, 88. ქალაქის აღმოსავლეთიდან ვაკეში სამის ნაცვლად ივლის 5 მარშრუტი (39, 55, 71, 98, 102), ცენტრალურ უბნებში შემცირდება ვაკეში მიმავალი ხაზების ინტერვალი, მოხდება აღმოსავლეთის დაკავშირება ვაკესთან.
ქალაქის აღმოსავლეთიდან საბურთალოს ცენტრალურ უბნებში #150-ის ნაცვლად ივლის 3 მარშრუტი (25, 44, 97). ცენტრალურ უბნებში შემცირდება საბურთალოს ცენტრალური ქუჩებისკენ მიმავალი ხაზების ინტერვალი, მოხდება აღმოსავლეთის დაკავშირება საბურთალოსთან.
დასავლეთი:
14 - არსებული მარშრუტით;
21 - არსებული მარშრუტით;
24 - არსებული მარშრუტით;
33 - არსებული მარშრუტით;
51 - არსებული მარშრუტით;
94 - მუხიანი - თემქა - გურამიშვილის გამზ. - წერეთლის გამზ. - ჭავჭავაძის გამზ. - მ/ს დელისი - ქავთარაძის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ.
75 - მუხიანი - თემქა - დიღომი - მარშალ გელოვანის გამზ. - ვაჟა-ფშაველას გამზ. - ჯიქიას ქ.
86 - მუხიანი - თემქა - გურამიშვილის გამზ. - წერეთლის გამზ. - სააკაძის მოედ. - ნუცუბიძის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ.
11 - ზაჰესი - ავჭალა - წერეთლის გამზ. - სააკაძის მოედ. - საბურთალოს ქ. - მ. დელისი - ქავთარაძის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ.
17 - აღდგეს ძველი მარშრუტით.
79 - მუხიანი - თემქა - რუსთაველის გამზირის მიმართულებით, კოლმეურნეობაზე ბოლო გაჩერებით (აღდგეს ძველი მარშრუტით).
+ არსებული მარშრუტები რაცაა, უნდა დარჩეს ცხადია. ყველას ვერ ჩამოვწერდი ეხლა smile.gif აქ ე.წ. "დიდი" ავტობუსების ექსპრესს-ხაზების თავმოყრა ვცადე, რომელთა საშუალებითაც მოხდება სხვადასხვა უბნების ცენტრთან დაკავშირება.

ავტობუსების გარდა, სხვა სახის ტრანსპორტის განვითარების არარეალობის გამო, ვფიქრობ ამგვარი საავტობუსო ექსპრესს-მარშრუტების სქემა ჰაერივითაა ქალაქისთვის საჭირო.

This post has been edited by Mick-el-Angelo on 26 Jul 2017, 15:10
rachveli1
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6796
წევრი No.: 23413
რეგისტრ.: 19-September 06

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 18:40  #51034643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
79 - მუხიანი - თემქა - რუსთაველის გამზირის მიმართულებით, კოლმეურნეობაზე ბოლო გაჩერებით (აღდგეს ძველი მარშრუტით).


თემქით არ უვლია 79, ახმეტელით დადიოდა. ეხლა მეტრომდე ჩადის? და კაი იქნება რო შეცვალონ დიდი ბოგდანებით მაინც და დაამატონ 1-2 ავტობუსი. 2ავტობუსი დადის მხოლოდ და სულ გაჭედილია/

რაც შენ მარშუტი დაწერე მაგ მარშუტით დადის 95 ნომერი (რამდენიმე თვეა დააგრძელბოგდანეს).

This post has been edited by rachveli1 on 26 Jul 2017, 18:42
iviko18
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6622
წევრი No.: 56617
რეგისტრ.: 24-March 08

გამოგზავნილია: 26 Jul 2017, 23:13  #51036181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მომინდომეს აქ ყველა უბნიდან ყველა უბანში პირდაპირი ავტობუსები.

ხოდა რომ არ მოინდომებ იმიტომ არის მუდამ მარშუტკებს რომ მიჰყავთ პარადი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. დღეის ვითარებით არაადექვატურად არის ბევრი საავტობუსო ხაზი დაგეგმილი. 3 ავტობუსის გამოცვლას 1 თუნდაც უბანძესი მარშუტკით მგზავრობა ურჩევნია სრულ უმრავლესობას.

თუ შეკვეცა მოხდა, ყველა უბანში უნდა მომხდარიყო. დიდი დიღმიდან თუ დარჩა მაგისტრალური ხაზები, მუხიანიდან და თემქიდან რატომ არ უნდა ყოფილიყო?
ლუკატარ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4832
წევრი No.: 19036
რეგისტრ.: 6-April 06

გამოგზავნილია: 27 Jul 2017, 09:02  #51037584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
37 ნომერი საღამოს 10 საათის მერე რატომ არ დადის? რეისების დიდი ნაწილი ღამითაა და რა აზრი აქვს ასეთ გრაფიკს? ვიფიქრე ავტობუსით მივალთქო აეროპორტში, დილის 4 გადის რეისიდა ღამე 12 ჩამოდის. არც ერთზე არ ხვდება ავტობუსი biggrin.gif
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 27 Jul 2017, 09:11  #51037616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rachveli1
QUOTE
თემქით არ უვლია 79

შემშლია, მაპატიეთ. smile.gif ჩაასწორეთ როგორც გინდათ, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენი ფანტაზიის დონეზე დარჩება ეს ყველაფერი biggrin.gif
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 12:10  #51044110      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არ უნდა იყოს ავტობუსის მაშრუტები და ნახევარი ქალაქი დაფარონ. ექსპრესი ჯანდაბას იყოს. ვარკეთილიდან ვაზისუბანიდან წამოსული ავტობუსების დიდი ნაწილი 2011 წლამდე ადუბლირებდა მეტროს. მაგალითად გლდანიდან მაღლივისკენ მეტროთი საჭიროა წრის დარტყმა და ავტობუსი ამ შემთხვევაში მოკლე გზით მიდის, ვარკეთილის, აფრიკის და ვაზისუბანის შემთხვევაში ფაქტიურად ადუბლირებს. ან მაგალითად რამდენად მისაღები თქვენთვის რო ვაზისუბნიდან მაღლივამდე ავტობუსი გაჩერდეს ყველა გაჩერებაზე 500 მეტრში...
გარდა ამისა მოკლე მაშრუტებზე ავტობუსი უფრო ეფექტურად გამოიყენება. ავიღოთ მაგალითად N79 და 2016 წლის შედეგები. ეს არის ყველაზე მოკლე მაშრუტი მარა დღეში ერთ ავტობუსს გადაჰყავს 1000-ზე მეტი მგზავრი, როდესაც მაგაზე გრძელ ხაზზე პატარა ბოგდანებით ამ მაჩვენებლეთთან ახლოსაც არ მიდიან. ნუ რა თქმა უნდა 2 ავტობუსი ცოტაა, მარა 16 წუთიანი ინტერვალით კი დადიან.

მე თუ მკითხავთ არსებული სახით N21 საერთოდ გასაუქმებელია და მაგას სჯობია პირდაპირ მაღლივამდე გაუშვან, როგორც ადრე დადიოდა N13
N33-საც შევამცირებდი დინამომდე ან სადგურამდე

N95-ს უაზრო ბოდიალს მუხიანშიც როგორმე დავაკორექტირებდი...
ისე N2 ძაან დაბოდიალობს აფრიკის დასახლებაში, მაგას N30-ს დაგრძელება სჯობია და პირდაპირ კაიროს ქუჩით გავიდეს სამგორისკენ

სამაგიეროდ დავამატებდი რამდენიმე მოკლე მაშრუტებს მეტროებამდე 2-4 ავტობუსის რაოდენობით


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 12:36  #51044266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vatman
QUOTE
ექსპრესი ჯანდაბას იყოს

ექსპრეს-მარშრუტების სქემაზე ვამბობ მეც. აბა თუ ყოველ 300 მეტრში გააჩერა - ეგ ვის რაში აწყობს. ახალი სისტემაა შესაქმნელი არსებული ან ცოტა ხნის წინ გაუქმებული მარშრუტების ბაზაზე. სწორედ ასეთ მარშრუტებზეა გასაშვები დიდი "მანები", თორე მოკლე მარშრუტებიც საჭიროა, რა თქმა უნდა, ამათზე იმუშავონ რამე უფრო პატარა მოცულობის ავტობუსები (არა ბოგდანები biggrin.gif ).
ვფიქრობ, არსებული სატრანსპორტო ტრაკის მოგვარებაში ასეთი მარშრუტები ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს. მეტრო ამ ქვეყანაში აღარ აშენებდა, ამაში ყველა დარწმუნებულები ვართ, ამიტომ რჩება მხოლოდ მისი ჩანაცვლება ტრამვაით და ჩქაროსნული ავტობუსებით. ყველაზე საჭირო მაგისტრალური მიმართულებები ათვისებული უნდა იყოს ნორმალური ავტობუსებით და არა მარშრუტკებით, როგორც ეს ახლაა. ამით ისევ მარშრუტკების შემცირებაც შესაძლებელი გახდება და ხალხს კომფორტული ავტობუსი შესაძლო მოკლე დროში რომ წაიყვანს ქალაქის ცენტრში, ბევრი უარს იტყვის პირადი მანქანის გამოყენებაზე.
QUOTE
ვარკეთილიდან ვაზისუბანიდან წამოსული ავტობუსების დიდი ნაწილი 2011 წლამდე ადუბლირებდა მეტროს

39, 98, 71 მეტროს ვერ დაადუბლირებდა, იმიტომ რომ ვაკეში არაა მეტრო, არც ორთაჭალაში (98-ის შემთხვევაში). 25 საბურთალოს მიმართულებით ერთი დიდი ხაზი იყო და ვფიქრობ ვაზისუბნიდან არ არის ურიგო მისი დანიშვნა. ვაზისუბნის მიკროებიდან ვარკეთილის მეტრომდე მიღწევა არაა მთლად ადვილი, ამიტომ ასეთ დუბლირებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. იგივე ეხება აფრიკა-მოსკოვის გამზირიდან ყოფილ მარშრუტებს და წმ. ბარბარეს (ზმკ) უბნიდან, საიდანაც უახლოესი მეტრო რამდენიმე კილომეტრშია, უბნები კი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.
რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ, მაგალითად, ვარკეთილი - ავლაბარი - რუსთაველი - დიდუბის ხაზის გაშვების. ეს მართლაც მეტროს პირველი ხაზის დუბლირება იქნება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა მგზავრთანაკადია მარშრუტკებზე. მათი შემცირებისთვის კი ავტობუსებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს ყველაზე პოპულარული მარშრუტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვის რაში აწყობს შენი ავტობუსი, თუ ისევ ბარათაშვილამდე ივლის, დანიშნულების პუნქტამდე მისაღწევად კი 3 მარშრუტის გამოცვლა გიწევს. მაგალითად ვარკეთილის მიკროებიდან ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ხაზებია 27, 149. ანუ საბურთალოს მიმართულებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ავტობუსით, რომ თამამად აიღო და მოხსნა ეს მარშრუტკები.
და დღევანდელი ვითარება ნორმალურია, შენი აზრით? დასავლეთში არ ვიცი, მაგრამ აღმოსავლეთში 2, 25, 39 ერთმანეთს რო ადუბლირებენ და უახლოესი მეტროსადგურის შემდეგ ბარათაშვილამდე ნახევრადცარიელები მიცოცავენ - ეგ კარგი მოფიქრებაა?
ამიტომ ძალიან მომწონს მაგისტრალური ჩქაროსნული (ექსპრეს) ავტობუსის მარშრუტების იდეა.
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7065
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 12:43  #51044322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Mick-el-Angelo
QUOTE
ამიტომ ძალიან მომწონს მაგისტრალური ჩქაროსნული (ექსპრეს) ავტობუსის მარშრუტების იდეა.

ხო დამავიაყდა ზემოტ დამეწერა რო ექსპრესი უნდა ღირდეს სტანდარტულზე ძვირი. გინდა კომფორტი-გადაიხადე ზედმეტი. თუ არა და ჩვეულებრივი ავტობუსი. როგორც კომუნისტების დროს იყო.
თუ არ ვცდები ექსპრესები(3, 37) 20 კაპიკი ღირდა და ჩვეულებრივი ავტობუსი 5 კაპიკი
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 12:57  #51044404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vatman
მარშრუტკაში თუ იხდიან 80 თეთრს, კომფორტულ ჩქაროსნულ ავტობუსში არ გადაიხდიან? ჩემთვის, მაგალითად, ცხადია, რომ კომფორტული ავტობუსი 100-ჯერ სჯობს ამ ყვითელ საზიზღრობას, თუნდაც ლარი ღირდეს.
girvan_88
Ø


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17394
წევრი No.: 38875
რეგისტრ.: 25-July 07

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 14:05  #51044846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
150 ნომერმა რა დააშავა? cry.gif


--------------------
teónanácatl
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 14:56  #51045175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
girvan_88
QUOTE
150 ნომერმა რა დააშავა?

რა საჭირო იქნება, თუ ამ ერთი ხაზის ნაცვლად, 25 და 44 ივლის. ჩემ მიერ შემოთავაზებული სქემით კი, ამ ორის გარდა ბარათაშვილიდან დელისის და მაღლის მიმართულებით 71-იც, 55-იც და 97-იც წავა. შედეგად ბარათაშვილზე და რუსთაველზე 500 კაცს 150-ის ლოდინი კი არ მოუწევს, არამედ ეს მგზავრთანაკადი თანაბრად გადანაწილდება 25,44,71,55 და 97-ზე, შედაგად, არ იქნებიან ძალიან გადატენილები smile.gif ამგვარად, ცენტრიდან საბურთალოსკენ მიმავალი მგზავრიც იქნება ბედნიერი, აღმოსავლეთიდან ცენტრში და საბურთალოზე, ასევე, ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ.
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: AnnG
Topic Options Pages: (74) « პირველი ... 72 73 [74]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0384 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]