Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მუხლების ტკივილი მხოლოდ გაზაფხულზე


Posted by: ბატის_ჭუკი 16 Mar 2019, 11:56
გამარჯობა. კითხვა "კითხვა ტრამვატოლოგთან-ში"მინდოდა დამეწერა, მაგრამ იქ თვეებია არ პასუხობენ და თემის ცალკე გახსნა გადავწყვიტე. კარგი იქნებოდა ცოტა ხანი მაინც რომ ყოფილიყო ცალკე გახსნილი( იქნებ ვინმეს ეპასუხა user.gif და მერე შეგეერთებინათ მისთვის განკუთვნილ თემასთან.
ვარ 18 წლის და შევამჩნიე, რომ მარტის თვე დადგება თუ არა, მეწყება მუხლის მცირედი ტკივილი, მაგრამ არც შესიებული და შეწითლებული არ არის. შარშან, მარტის თვეში, მაგარი ქარიანი დღე იყო და მუხლი და მთლიანად ქვედა კიდური ამტკივდა, ოღონდ ძლიერი ტკივილი არ იყო. როგორც წესი რამოდენიმე დღე მიგრძელდება ასეთი შეგრძნება და მერე მთელი წელი აღარ მაწუხებს ხოლმე, მხოლოდ მარტის თვეში მაწუხებს ეს პრობლემა და რამ შეიძლება გამოიწვიოს ხომ ვერ მეტყვით? სხვა მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არანაირი ჩივილი არ მაქვს. პ.ს, რამოდენიმე თვის წინ ინტერესის გამო გავიკეთე კალცზე ანალიზი და 2.26 მქონდა. user.gif
* * *
sad.gif
---------------------------------

Posted by: ლაბარნა 9 Oct 2019, 23:41
ბატის_ჭუკი

QUOTE
რამოდენიმე თვის წინ ინტერესის გამო გავიკეთე კალცზე ანალიზი და 2.26 მქონდა.


2,26 რა? ერთეულის გარეშე თითქმის აზრს კარგავს. თუ მილიმოლი/ლიტრზე, ნორმაა, არაფერი ცუდი არაა.

QUOTE
მხოლოდ მარტის თვეში მაწუხებს ეს პრობლემა და რამ შეიძლება გამოიწვიოს ხომ ვერ მეტყვით?


რევმატულ მოვლენებს გავს, მუხლის სახსარი, მარტი, ჯამში იმუნურ ან ავტოიმუნურ მოვლენებზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი. სისხლის ანალიზი ზუსტად მაგ დღეებში იქნებოდა საინტერესო, ასევე, რევმატოლოგის კონსულტაციაც.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)