Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > პატრინოტი 2008 - ტელეკომპანია მზეზე


Posted by: giorgi_ 7 May 2008, 12:45
ეს ძაან კარგი პროექტია და როდის დაიწყო არ ვიცი, არადა წინა პატრინოტს სულ ვუყურებდი, რომელ საათზე გადის ტელეკომპნია მზეზე არ იცით?






და ვინ არიან პატრინოტი 2008 -ის მონაწილეები?




Posted by: gvaska 7 May 2008, 12:53
giorgi_
QUOTE
მე ავაყვავებ მასმედიის განყოფილებას

ხმამაღლაა დაწერილიsmile.gif


QUOTE
ეს ძაან კარგი პროექტია

ვითომ?smile.gif

Posted by: giorgi_ 7 May 2008, 12:58
QUOTE
ხმამაღლაა დაწერილი

gvaska, მე მართლა ძაან მიყვარს მასმედიის განყოფილება და რავი აბა.

gvaska, ჯობია პატრინოტი 2008-ზე ვილაპარაკოთ, არ მოგწონს ეს პროექტი?

Posted by: miau 7 May 2008, 13:18
შარშანდელზე უკეთესია აშკარად და იმედია, ისეთ მარაზმი არ გაიმარჯვებს, როგორც ზუმბას "შედევრი" .

Posted by: MR.IRAKLI 7 May 2008, 13:37
როდის იქნება კონცერტი?

////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: giorgi_ 7 May 2008, 14:03
QUOTE
როდის იქნება კონცერტი?

მეც ეგ მაინტერესებს

Posted by: MR.IRAKLI 7 May 2008, 14:11
giorgi_
ესემესებით არის ხო ?


მაგ სმსების არ მჯერა biggrin.gif

Posted by: giorgi_ 7 May 2008, 14:18
QUOTE
giorgi_ ესემესებით არის ხო ?

მემგონი ეგრეა.

ორშაბათს იყო მემგონი კონცერტი, მზის ტელეპროგრამაში ეგრე ეწერა

Posted by: MR.IRAKLI 7 May 2008, 14:26
giorgi_

არა ეგ კონნცერტი არა ბოლო კონცერტი როცა გამარჯვებული იქნება ის როდისააა?

Posted by: gvantsula 7 May 2008, 14:28
giorgi_
QUOTE
ეს ძაან კარგი პროექტია და როდის დაიწყო არ ვიცი


ეგ კომუნისტებმა დაიწყეს და ჩვენ ვაგრძელებთ. yes.gif

Posted by: MR.IRAKLI 7 May 2008, 14:31
gvantsula


კომკავშირს უმღერდა ზუმბასნაირები ?

;D biggrin.gif

//////////////////////////////////

Posted by: giorgi_ 7 May 2008, 14:31
QUOTE
არა ეგ კონცერტი არა ბოლო კონცერტი როცა გამარჯვებული იქნება ის როდისააა?

ეგ არ ვიცი

Posted by: Zurab_Gulcrpeli 7 May 2008, 17:40
მართლა კარგია. თუ ასეთი მოვლენა ეროვნული სულისკვეთებით განვითარდება ბევრ კარგს მოუტანს ქვეყანას.

Posted by: Anit@ 7 May 2008, 17:47
QUOTE (Zurab_Gulcrpeli @ 7 May 2008, 17:40 )
მართლა კარგია. თუ ასეთი მოვლენა ეროვნული სულისკვეთებით განვითარდება ბევრ კარგს მოუტანს ქვეყანას.

და ბევრ ცუდს yes.gif

ეს პროექტიც ჩვენი ფსევდო პატრიოტიზმის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინებაა. მეტი რა გითხრათ.

Posted by: gvaska 7 May 2008, 17:52
giorgi_
QUOTE
არ მოგწონს ეს პროექტი?

ძალიან არ მომწონს.

Posted by: MR.IRAKLI 7 May 2008, 18:41
არ იცით არავინ პირველად ვინ მოიგო ?

///////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: giorgi_ 7 May 2008, 18:59
QUOTE
არ იცით არავინ პირველად ვინ მოიგო ?

პატრინოტ 1-ს, 2-ს, 3-ს გულისხმობ თუ პატრინოტი 2008 წლის პირველ ტურს?

Posted by: gvantsula 7 May 2008, 19:51
amateur
QUOTE
კომკავშირს უმღერდა ზუმბასნაირები ?


დარწმუნებული ვარ, კსაბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრა იმავე ენთუზიაზმით მიძღვნიდა სოციალიზმსაც სიმღერებს, რა ენთუზიაზმითაც ახლა აკეთებს ამას. yes.gif

თვითონ პროექტია რაღაც ყალბი რა. ხალხს პატრიოტობაში აჯიბრებენ? spy.gif

არა რა!

Posted by: MR.IRAKLI 7 May 2008, 20:13
QUOTE (giorgi_ @ 7 May 2008, 18:59 )
QUOTE
არ იცით არავინ პირველად ვინ მოიგო ?

პატრინოტ 1-ს, 2-ს, 3-ს გულისხმობ თუ პატრინოტი 2008 წლის პირველ ტურს?

ხო 1 პატრინოტში ვინ გაიმარჯვა ანუ 2006 წელს ალბათ
................................/////////////////////////////////////////

Posted by: GIGGS 7 May 2008, 20:34
მაგ კონცერტებს სიცილები დაადეთ და მაგარი იუმორისტული გადაცემა გამოგივათsmile.gif))
ან წამყვანები რას ლაპარაკობენ საერთოდ??????? ან ისინი რას მღEრიან???ან ჟიურის წევრებს არა აქვთ სიმღერები მოსმენილი???
შარშანდელი პატრინოტი ამას 1000000000-ჯერ სჯობდა

Posted by: fiesta_eterna 8 May 2008, 01:48
3-4 სიმღერა ივარგებს, დანარჩენი არა, ისევე როგორც შარშან, თუმცა წელს ბევრად უკეთესი სიმღერები იყო რაც მოვისმინე, ძირითადად 2 სიმღერა მომეწონა, მაგრამ ავტორები არ მახსოვს...

Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 02:12
ეხლა მოვკარი თვალი კონცერტს ჩანაწერი იყო ?

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: auau 8 May 2008, 11:30
gvantsula
QUOTE
თვითონ პროექტია რაღაც ყალბი რა.

მეც მაგ აზრის ვარ და ამ სიყალბეზე ბევრი სერიოზული მუსიკოსი წამოეგო.


წელს იყო რამდენიმე ნორმალური სიმღერა (და არა შედევრი!). რასაც ჰქვია ს ი მ ღ ე რ ა - ეს იყო მარიკო კვალიაშვილის სიმღერა, ანსამბლ "ბათუმის " შესრულებით, რუსიკო ჩხაიძის - ანრის შესრულებით, ნუგზარ თუშიშვილის - აჩიკო ნიჟარაძის შესრულებით.
ლილუაშვილის სიმღერა ცუდი არ იყო, მითუმეტეს, რომ ანანო მშვენივრად მღერის, მაგრამ სტილით ამ სიმღერებისგან სრულიად განსხვავებული და კონკურსს როცა აკეთებ, სტილი უნდა იყოს ერთნაირი, რომ კონკურსანტები თანაბატრ პირობებში აღმოჩნდნენ.რასაც გულიდან ნათქვამი ჰქვია, მასეთი იყო წინა ტურის "კახა", მაგრამ როგორ შეიძლება ეგ და კანტატა შეაფასო ერთად? სოსო ბარდანაშვილის სიმღერა, დათო გველესიანმა რომ იმღერა, იყო კლასიკა და თან კარგი, მაგრამ ამ კონკურსისათვის "ნი კ სტატი".
რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეს კონკურსი "გალოჩკისთვის" არის გაკეთებული, აიდაააააააა, ჩავატარეთ და აბა ჰე! user posted image
თუ ნამდვილი კონკურსი უნდათ, მაშინ ჟიურიმ შეაფასოს და არა გულშემატკივრებმა!
შარშან ფინალში რომ ზუმბა-გალაქტიონ-კვერნაძის სიმღერამ აჯობა ნანა კალანდაძის პროფესიონალურ სიმღერას, სწორი იყო?






Posted by: giorgi_ 8 May 2008, 13:49
QUOTE (amateur @ 7 May 2008, 20:13 )
QUOTE (giorgi_ @ 7 May 2008, 18:59 )
QUOTE
არ იცით არავინ პირველად ვინ მოიგო ?

პატრინოტ 1-ს, 2-ს, 3-ს გულისხმობ თუ პატრინოტი 2008 წლის პირველ ტურს?

ხო 1 პატრინოტში ვინ გაიმარჯვა ანუ 2006 წელს ალბათ
................................/////////////////////////////////////////

პატრინოტ 1-ში გაიმარჯვა ლუიზა დადიევამ ამ სიმღერით:

http://www.link.ge/file/29902/L-Dudaeva---Iveroni---Saqartvelo.mp3.html

პატრინოტ 2-ში გაიმარჯვა ლექსენმა ამ სიმღერით:

http://bin.ge/file/165203/lekseni.mp3.html


Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 14:05
giorgi_

აა ოკ პირველს ვნახავ
..............................................................................................

Posted by: giorgi_ 8 May 2008, 14:13
amateur
რატომღაც მე არ მომწონა ლუიზა დადიევამ ის სიმღერა, ზუმბას აფხაზეთო კი ძაან მომწონს, თან მაგას ჩემი ნაცნობები მღერიან, ანსამბლ ჩვენებურებიდან ბევრს ვიცნობ

Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 15:07
giorgi_


ხო ზუმბას სიმღერა ჯობია მომღერლები რო მღერიან იმ სიმღერას

Posted by: giorgi_ 8 May 2008, 18:13
QUOTE
ხო ზუმბას სიმღერა ჯობია მომღერლები რო მღერიან იმ სიმღერას

წურწუმია, ბადურაშვილი, ქრისტინე... რომ მღერიან იმ ვერსიაზე ამბობ?

Posted by: auau 8 May 2008, 18:39
giorgi_
QUOTE
მომწონს, თან მაგას ჩემი ნაცნობები მღერიან, ანსამბლ ჩვენებურებიდან ბევრს ვიცნობ

ჩემო კარგო, დღეს ვინც მღერის, ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობარია და ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული სიმღერა განვითარების ზენიტში უნდა იყოს, მაგრამ მასე არ არის! ამ ნაცნობობით დამესიჯებამ აურია ყველაფერი. გამოდის, უნდა უარი ვუთხრა უკეთესს და ხმა მივცე უარესს, იმიტომ რომ ნაცნობია?! http://casa-latina.ru/s/?cat=100
ქართული სიმღერა ქართული უნდა იყოს თავისი მუსიკალური სტილით და გამართული ტექსტით. და კიდევ პროფესიონალები უნდა აფასებდნენ და არა მოყვარულები და თვითნასწავლი მუსიკოსები http://casa-latina.ru/s/?cat=100
მე მივხვდი, რომ როგორც ევროვიზია, ასევე პატრინოტიც არ არის სიმღერის კონკურსი.



amateur
QUOTE
ხო ზუმბას სიმღერა ჯობია მომღერლები რო მღერიან იმ სიმღერას

აზრი ვერ გავიგე?აბა მეშახტეები და მეთევზეები უნდა მღეროდნენ? user posted image



GIGGS
QUOTE
ან წამყვანები რას ლაპარაკობენ საერთოდ???????

წამყვანები თავიანთი ჩაცმულობიდან სისულელეების ლაპარაკის ჩათვლით დიდი სირცხვილია
user posted image user posted image





Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 18:50
QUOTE (auau @ 8 May 2008, 18:39 )

QUOTE
ხო ზუმბას სიმღერა ჯობია მომღერლები რო მღერიან იმ სიმღერას

აზრი ვერ გავიგე?აბა მეშახტეები და მეთევზეები უნდა მღეროდნენ? user posted image



მეშახტეები და მეთევზეები ჯობია დღევანდელ ბევრ ქართველ მომღერალს smile.gif))

ხო მაგ ვერსიაზე ვამბობ

Posted by: noniko 8 May 2008, 19:01
იყო უკვე პატრინოტი ან ვინ გაიმარჯვა?

Posted by: auau 8 May 2008, 19:39
amateur
სხვათაშორის ზუმბას კლიპმა სოხუმელები ძალიან გააღიზიანა.

Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 19:58
QUOTE (auau @ 8 May 2008, 19:39 )
amateur
სხვათაშორის ზუმბას კლიპმა სოხუმელები ძალიან გააღიზიანა.

რატო ?

.......................................................................................
* * *
QUOTE (auau @ 8 May 2008, 19:39 )
amateur
სხვათაშორის ზუმბას კლიპმა სოხუმელები ძალიან გააღიზიანა.

რატო?
მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

Posted by: sona-ele 8 May 2008, 21:07
ძალიან გთხოვთ<ვისაც გაქვთ პარტინოტი-2007 აჩიკო ნიჟარაძის სიმღერის ჩანაწერი (ვიდეო)დადეთ რა...აუცილებლად მჭირდება..ნაბადი ცეკვავს და ჩემი შვილია იქ..ვისაც გაქვთ,არ დაიზაროთ..

Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 21:45
QUOTE (sona-ele @ 8 May 2008, 21:07 )
ძალიან გთხოვთ<ვისაც გაქვთ პარტინოტი-2007 აჩიკო ნიჟარაძის სიმღერის ჩანაწერი (ვიდეო)დადეთ რა...აუცილებლად მჭირდება..ნაბადი ცეკვავს და ჩემი შვილია იქ..ვისაც გაქვთ,არ დაიზაროთ..

მზის საიტზე იქნება
/..................................................................

Posted by: sona-ele 8 May 2008, 22:00
amateur
ვერ ვნახე..თუ მეტყვი როგორ ვიპოვო,დამავალებ დიდად..

Posted by: MR.IRAKLI 8 May 2008, 22:05
QUOTE (sona-ele @ 8 May 2008, 22:00 )
amateur
ვერ ვნახე..თუ მეტყვი როგორ ვიპოვო,დამავალებ დიდად..

არ ვიცი მე საიტი ექნება ტელევიზიას ალბათ აქუს აქ და მზეს არ ექნება ? biggrin.gif

Posted by: auau 9 May 2008, 00:28
amateur
QUOTE
რატო ?

იმიტომ რომ მარტო გამგზავრებას აჩვენებენ.
იქ ვინ გხვდება?
როგორ გხვდება?
და საერთოდ გხვდება ვინმე?
ყალბია.

Posted by: MR.IRAKLI 9 May 2008, 01:03
QUOTE (auau @ 9 May 2008, 00:28 )
amateur
QUOTE
რატო ?

იმიტომ რომ მარტო გამგზავრებას აჩვენებენ.
იქ ვინ გხვდება?
როგორ გხვდება?
და საერთოდ გხვდება ვინმე?
ყალბია.

smile.gif yes.gif

////////////////////////////////////

gigi.gif

დაგვხდებიან biggrin.gif

Posted by: fiesta_eterna 9 May 2008, 21:48
sona-ele
QUOTE
ვერ ვნახე..თუ მეტყვი როგორ ვიპოვო,დამავალებ დიდად..

აი ლინკი http://mze.ge/pub/htmlshow.shtml?id=12012

Posted by: kactus 11 May 2008, 10:16
gvantsula
QUOTE
დარწმუნებული ვარ, კსაბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრა იმავე ენთუზიაზმით მიძღვნიდა სოციალიზმსაც სიმღერებს, რა ენთუზიაზმითაც ახლა აკეთებს ამას. 


რა,შენ გგონია,მარსიდან ჩამოფრინდა და საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია?და საერთოდ,რაც არ იცი,იმაზე არ უნდა წერო.გვანცულამ,რა უნდა იცოდე სოციალიზმზე?

Posted by: Anit@ 11 May 2008, 11:10
QUOTE (kactus @ 11 May 2008, 10:16 )
gvantsula
QUOTE
დარწმუნებული ვარ, კსაბჭოთა კავშირში რომ ეცხოვრა იმავე ენთუზიაზმით მიძღვნიდა სოციალიზმსაც სიმღერებს, რა ენთუზიაზმითაც ახლა აკეთებს ამას. 


რა,შენ გგონია,მარსიდან ჩამოფრინდა და საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია?და საერთოდ,რაც არ იცი,იმაზე არ უნდა წერო.გვანცულამ,რა უნდა იცოდე სოციალიზმზე?

lol.gif lol.gif lol.gif

და შენი აზრით დიდად განსხვავდება დღევანდელი რეალობა საბჭოთა რეალობიდან?

Posted by: kactus 11 May 2008, 11:47
Anit@
[quote]და შენი აზრით დიდად განსხვავდება დღევანდელი რეალობა საბჭოთა რეალობიდან? [/

თუ საბჭოთა რეალობა შენი საკუთარი თვალით გინახავს,ეგ კითხვა საერთოდ არ უნდა დასვა.

Posted by: Anit@ 11 May 2008, 12:39
QUOTE (kactus @ 11 May 2008, 11:47 )
Anit@
[quote]და შენი აზრით დიდად განსხვავდება დღევანდელი რეალობა საბჭოთა რეალობიდან? [/

თუ საბჭოთა რეალობა შენი საკუთარი თვალით გინახავს,ეგ კითხვა საერთოდ არ უნდა დასვა.

ვა ი მე

რატომ არ უნდა დავსვა? თან მე შენ გკითხე და ზოგადად არ დამისვამს, შენი აზრი მაინტერესებს. რა არის ამაში უცნაური და არდასასმელი ?

Posted by: kactus 11 May 2008, 13:53
Anit@
QUOTE
ვა ი მე

რატომ არ უნდა დავსვა? თან მე შენ გკითხე და ზოგადად არ დამისვამს, შენი აზრი მაინტერესებს. რა არის ამაში უცნაური და არდასასმელი ?


ეს ვაიმე რა საჭიროა? biggrin.gif

ასეთ კითხვას მხოლოდ ის დასვამს,ვისაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში და დღეს ვიღაც-ვიღაცეების და რაღაც-რაღაცეების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. wink.gif

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ძალიანაც განსხვავდება.

Posted by: MR.IRAKLI 11 May 2008, 20:38
Anit@
გეთანხმები

და მაგარი ხარ biggrin.gif

/////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: Anit@ 11 May 2008, 22:37
QUOTE (kactus @ 11 May 2008, 13:53 )

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ძალიანაც განსხვავდება.

რა თქმა უნდა განსხვავდება

დღეს ლენინის ნაცვლად სააკაშვილს უმღერიან (მ.სეფაშვილი -ჩემი გმირი გიწოდე) და პატრიოტთა ბანაკებშიც "როძინა მაწ ზავიოტ" პატრიოტიზმი იქმნება.

დრო, კი, შეიცვალა და გარემოც, მაგრამ აზროვნება დარჩა იგივე და ეს მაწუხებს.

Posted by: gvantsula 11 May 2008, 23:29
kactus
QUOTE
რა,შენ გგონია,მარსიდან ჩამოფრინდა და საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია?და საერთოდ,რაც არ იცი,იმაზე არ უნდა წერო.გვანცულამ,რა უნდა იცოდე სოციალიზმზე?



რავიცი, რავიცი, არშემდგარი სოციალიზმის ნაშთებს ისევ ვხვდებით...
ეს ჰეროიკული სიმღერები კი საერთოდ წაგვლეკავს. givi.gif

Posted by: kactus 12 May 2008, 07:48
Anit@
gvantsula

როგორ გეტყობათ,რომ გაგებაში არ ხართ იმაზე,რაზეც წერთ და ღმერთმა ქნას, არც გამოგეცადოთ ისეთი საშინელება,რასაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ჰქვია.

Posted by: Anit@ 12 May 2008, 10:50
QUOTE (kactus @ 12 May 2008, 07:48 )
Anit@
gvantsula

როგორ გეტყობათ,რომ გაგებაში არ ხართ იმაზე,რაზეც წერთ და ღმერთმა ქნას, არც გამოგეცადოთ ისეთი საშინელება,რასაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ჰქვია.

რაზე გვეტყობა? drug.gif

კომუნიზმის ნაშთები ვართ help.gif

Posted by: kactus 12 May 2008, 11:05
Anit@
QUOTE
კომუნიზმის ნაშთები ვართ


კომუნიზმის ნაშთები ვერაფრით იქნებით,ვერ მოასწრეს კომუნიზმის აშენება. biggrin.gif

Posted by: Anit@ 12 May 2008, 11:34
QUOTE (kactus @ 12 May 2008, 11:05 )
Anit@
QUOTE
კომუნიზმის ნაშთები ვართ


კომუნიზმის ნაშთები ვერაფრით იქნებით,ვერ მოასწრეს კომუნიზმის აშენება. biggrin.gif

მითUმეტეს help.gif

მოკლედ , მთელი ეს ძალით პატრიოტიზმი გულს მირევს.
პატრიოტებს ურჩევნიათ ქუჩაში ნაგავი არ დაყარონ და გადასასვლელზე წესების დაცვით გადავიდნენ. უფრო მეტად გამოადგებიან სამშობლოს, ვიდრე ამ "ჰანგების" ფრქვევით.

Posted by: giorgi_ 12 May 2008, 11:48
21:00-"პატრინოტი 2008" კონცერტი მზეზე,

შეიძლება მართლაც ძალით პატრიოტები არიან. მაგრამ რავი მე მომწონს კარგი ქართული სიმღერის მოსმენა, ოღონდ კარგი სიმღერის, პატრინოტი 2008-ზე არის ბევრი ცუდი სიმღერები, ბევრი სიმღერა არ მომწონა. დღეს 21:00-"პატრინოტი 2008-ს" მზეზე ვუყურებ და ვნახოთ როგორი იქნება

Posted by: MR.IRAKLI 12 May 2008, 15:37
giorgi_

რისი კონცერტია დღეს ? დღეს იქნება გამარჯვებულიც?

Posted by: bususi 12 May 2008, 16:46
პატრიოტებს იცნობთ? ბანაკებს ვინც აკეთებს? მინდა გავიცნო.... მართლა მინდა გავიცნო.... იქნებ დამეხმაროთ ვინმე? საინტერესო ტიპს ვეძებ ვინმეს, ვინც იქ ლიდერად მუშაობს ან რაღაც ეგრე. შემეხმიანეთ, შემეხმიანეთ.... user.gif

Posted by: MR.IRAKLI 12 May 2008, 16:49
bususi
http://www.patrioti.ge/

ეს არის პატრიოტების საიტი ადრე მუშაობდა ეხლა რეკონსტრუქცია არისო ფორუმიც ქონდათ smile.gif




meore aTeuli 5 maisis koncerti
marika kvaliaSvili 848 11 5158
rusudan CxaiZe 848 12 1155
lali WeliZe 848 13 1464
"sefas biWebi" 848 14 838
gigi dedalamaziSvili 848 15 703
nugzar ergemliZe 848 16 3176
nugzar TuSiSvili 848 17 3740
iza liluaSvili 848 18 1788
Tamar saluqvaZe 848 19 4015
Tea jinoria 848 20 470

http://mze.ge/pub/htmlshow.shtml?id=12012

აქ არის

Posted by: gvantsula 12 May 2008, 17:53
kactus
QUOTE
როგორ გეტყობათ,რომ გაგებაში არ ხართ იმაზე,რაზეც წერთ და ღმერთმა ქნას, არც გამოგეცადოთ ისეთი საშინელება,რასაც საბჭოთა კავშირში ცხოვრება ჰქვია


მე ვერ გავიგე რა გინდა რო გაგვაგებინო? ის ხომ არა რომ დღეს საოცრებაში ვცხოვრობთ და ფსევდოსოციალიზმის ნაშთები მართლაც ამოვძირკვეთ ჩვენი პოლიტიკიდან მაინც, მენტალიტეტიდან თუ არა.
ჩვენ რომ საბჭოთა კავშირში არ გვიცხოვრია (და არა კომუნიზმის დროს, საბჭოეთმა ვერც მიაღწია ჭეშმარიტ კომუნიზმს) ეს იმას არ ნიშნავს რომ გონზე არ ვართ. yes.gif

ხოდა რავი, შენი პოზიცია ჩემთვის ნამეტანი ბუნდოვანია. spy.gif

QUOTE
ვერ მოასწრეს კომუნიზმის აშენება.

ამაში გეთანხმები yes.gif

Anit@

QUOTE
პატრიოტებს ურჩევნიათ ქუჩაში ნაგავი არ დაყარონ და გადასასვლელზე წესების დაცვით გადავიდნენ. უფრო მეტად გამოადგებიან სამშობლოს,


+100% smile.gif


Posted by: gvancukagvancuka 12 May 2008, 19:30
აუუუუ დზაააააააააააააააააან გტხოვტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ ოოპს ქართულად დამავიწყდა წერა biggrin.gif ხო ძაააააააააააააააააააააან გთხოვთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ 84816 დააააააააააარეეეეეეეეეეეეკეეეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ ბარძიმი ყველაზე მაგარია smile.gif ჩემები არიან და ,,,, პლზზზზზზ ძAააააააააააან მჭირდებაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: gvantsula 12 May 2008, 19:33
gvancukagvancuka
ups.gif ვინაა ან რა არის ეგ ბარძიმი?

Posted by: giorgi_ 12 May 2008, 23:09
ჯერ გამოდის ათეულები და იქიდან მგონი ორს გამოარჩევენ და ბოლოს ერთი გაიმარჯვებს, დღეს არ მომეწონა დღევანდელი ათეული

Posted by: goderdzishvili-gvantsa 14 May 2008, 13:02
QUOTE
ეს ძაან კარგი პროექტია და როდის დაიწყო არ ვიცი, არადა წინა პატრინოტს სულ ვუყურებდი, რომელ საათზე გადის ტელეკომპნია მზეზე არ იცით?


პრინციპში, თუ ჩეგევარას ფოტოს დააყენებ, იქ პატრინოტიც მაგრად მოგეწონება ადამიანს

არა?

Posted by: Marduka 14 May 2008, 13:22
მაგაზე Y*ე პროეტქის დედაც M&%(&*%*&)
ველოდებით მორიგ "ღირსების" ორდენებს.
ამჯერად რომელი გაიმარჯვებს გამარჯობა ცხინვალო შენი? drug.gif
კამუნიზმ...

Posted by: giorgi_ 14 May 2008, 15:34
QUOTE
ველოდებით მორიგ "ღირსების" ორდენებს. ამჯერად რომელი გაიმარჯვებს გამარჯობა ცხინვალო შენი?

არც მე მომეწონა რომ სრულიად დაუმსახურებლად ღირსების ორდენები ჩამოურიგეს და რა სიმღერის გამოც ჩამოურიგეს ეგ სიმღერა პატრინოტში არ იყო, ზუმბას სიმღერა უგემოვნოდ გადააკეთეს და ვითომ აფხაზეთში შეგვიყვანეს, და მომღერლებს დაუმსახურებლად აჩუქეს ღირსების ორდენები, ზუმბას და ანსამბლ ჩვენებურების სიმღერა მომწონს და ეგ იმისთვის კი არ დაიწერა წურწუმიებს და მათ სასტავს რომ გაებანძებინათ და გაეუპატიურებინათ ეგ სიმღერა

Posted by: MR.IRAKLI 15 May 2008, 10:12
giorgi_


როდის იქნება გამარჯვებული?

///////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: giorgi_ 15 May 2008, 13:02
QUOTE
giorgi_

როდის იქნება გამარჯვებული?

ჯერ არ ვიცი

Posted by: Breaky 19 May 2008, 23:47
Marduka

შემდეგში ვორნი. აქ ცენზურითაც კი არ შეიძლება ბილწსიტყვაობა smile.gif

Posted by: Marduka 20 May 2008, 17:36
QUOTE (Breaky @ 19 May 2008, 23:47 )
Marduka

შემდეგში ვორნი. აქ ცენზურითაც კი არ შეიძლება ბილწსიტყვაობა smile.gif

უი რატომ? მასმედიის წესებია თუ პატრიოტობას ეხება და მაგიტომ? gigi.gif

Posted by: Breaky 20 May 2008, 18:53
Marduka

მასმედიის წესებია yes.gif ჩვენთან მხოლოდ ზრდილობა მიიღება biggrin.gif

Posted by: s1mpsOnA 31 May 2008, 13:37
საშინელებაააააააააააააააააააააააა !!!!
ვინ გაიმარჯვა სირცხვილიაააააააააააა !!!
ეს ცანცარა ბიჭი სად იპოვეს ჩმდშვცი !!!

goderdzishvili-gvantsa
ჩეგევარას რას უწუნებ ? smile.gif

Posted by: MR.IRAKLI 31 May 2008, 13:44
s1mpsOnA
ვინ გაიმარჯვა ?
..........................................................................................

Posted by: s1mpsOnA 31 May 2008, 13:52
MR.IRAKLI
ვიღაც 15 წლის ცანცარა ბიჭმა
გუშინ ვანოს შოუშიც ყავდა და მაგარი ცანცარა ბავშვია..
სახელი და გვარი არ მახსოვს..
გამახსანდა მგონი გიგუშა მანაგაძე givi.gif

ონაშვილის ბავშვობა ოღონდ მამუკა არამგონია ეგეთი ცანცარა ყოფილიყო

Posted by: MR.IRAKLI 31 May 2008, 13:57
s1mpsOnA
ლოლ smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

რა იმღერა ასეთი სიმღერა არ დევს ინტერნეტში ?

Posted by: s1mpsOnA 31 May 2008, 13:59
MR.IRAKLI
რუსული სიმღერა იყო, ინტერნეტში არამგონია იყოს..

მაგ ბავშვის კლიპი პირველ სტერეოზე ტრიალებს, დალიეთ ირმებო(ლომებო) ეს ფსოუს წყალია givi.gif

მომავალი მურთაზი ბლია baby.gif

Posted by: MR.IRAKLI 31 May 2008, 14:26
s1mpsOnA
ლოლ ეგ ვიცი biggrin.gif

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

lol.gif

მაგას ვინ დაუმესიჯა biggrin.gif

Posted by: noniko 31 May 2008, 14:39
QUOTE
ონაშვილის ბავშვობა

givi.gif

Posted by: goderdzishvili-gvantsa 31 May 2008, 16:02
QUOTE
ჩეგევარას რას უწუნებ ? 

საერთოდ კომუნისტები არ მიყვარდა ბავშვობიდანsmile.gif

Posted by: s1mpsOnA 31 May 2008, 16:03
goderdzishvili-gvantsa
რამდენიმე დღეში მისი საიტი იხსნება: http://CheGuevara.GE
და შეგიძლია გადახედო მის ისტორიას smile.gif

Posted by: giorgi_ 1 Jun 2008, 13:08
პატრინოტი 2008-ს დასასრულის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე:

27.05.2008 – „პატრინოტი 2008“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

პატრიოტული სიმღერების კონკურს „პატრინოტი 2008“-ის გამარჯვებულები გუშინ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამოვლინდა. მაყურებელთა გადაწყვეტილებით პირველ ადგილზე თენგიზ კვანტალიანის სიმღერა „სოხუმი“ გავიდა. მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანელი ტონი ომეილის ქართულმა სიმღერამ „საქართველო ტურფა მხარეო“, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა ვასილ კევლიშვილი, სიმღერით „თელავი“. „პატრინოტი 2008“-ის დასკვნით ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. როგორც პრეზიდენტმა გამარჯვებული სიმღერების ავტორების დაჯილდოების შემდეგ ოპერის სცენიდან განაცხადა, ის არ ელოდა, თუ ამ კონკურსს ასეთი დიდი პოპულარობა ექნებოდა. „რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა ეს კონკურსი მოვიფიქრეთ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა. საკონკურსოდ ამ წლების განმავლობაში ბევრი კარგი სიმღერა შეიქმნა. ვულოცავ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. კონკურსის გამარჯვებულები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ დააჯილდოვა.

Posted by: bartyismchameli 1 Jun 2008, 14:35
giorgi_
ბოლოში რომ სიმღერაა მოგწონს ძალიან? საიდან იცი ეგ სიმღერა ჯგუფი 18 ის შესრულებით?

Posted by: giorgi_ 1 Jun 2008, 16:45
QUOTE
giorgi_ ბოლოში რომ სიმღერაა მოგწონს ძალიან? საიდან იცი ეგ სიმღერა ჯგუფი 18 ის შესრულებით?

bartyismchameli
რომელ სიმღერაზე ამბობ ვერ მივხვდი

Posted by: proper 2 Jun 2008, 01:46
პატრინოტია თუ რაღაც უბედურებაა, მაგის არ მჯერა ნამდვილად, და არც იმის მჯერა ქართველმა მომღერლებმა რომ შეასრულეს 'გამარჯობა აფხაზეთო შენი', ეს სიღერა თვითონ კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამისთვის ყველა შემსრულებელს ღირსების ორდენები დაურიგო....

და კიდევ ერთი!

საქართველოს ყველა რაიონში ქართული ხალხური ცეკვებისთვის ყველა ანსამბლებს რომ ერთი და იგივე ფერის ჩოხა ახალუხი რომ შეუკერეს და ყველა ერთი ფერია შინდისფერი,,, ეს არ არის პატრიოტობა....კულტურის სამინისტროს გასაგონად....

თუ კარგი საქმის კეთება გინდა და აკეთებ, ამ საქმის პროფესიონალებს მაინც შეეკითხე შე დალოცვილო იქნებ უკეთესი გირჩიონ გამოცდილმა ხალხმა...

Posted by: gvaska 2 Jun 2008, 11:08
QUOTE
თენგიზ კვანტალიანის სიმღერა „სოხუმი“

თანაავტორი აშკარად შუფუტინსკიაsmile.gif


Posted by: ShotaSB 25 Jun 2008, 23:26

აჩიკო ნიჟარაძის სიმღერა მინდა წინა პატრინოტიდან smile.gif დამიდეტ ლინკი გთხოვთ smile.gif


Posted by: ნ ი ნ ი 26 Jun 2008, 13:28
QUOTE
პატრიოტული სიმღერების კონკურს „პატრინოტი 2008“-ის გამარჯვებულები გუშინ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამოვლინდა. მაყურებელთა გადაწყვეტილებით პირველ ადგილზე თენგიზ კვანტალიანის სიმღერა „სოხუმი“ გავიდა. მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანელი ტონი ომეილის ქართულმა სიმღერამ „საქართველო ტურფა მხარეო“, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა ვასილ კევლიშვილი, სიმღერით „თელავი“. „პატრინოტი 2008“-ის დასკვნით ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. როგორც პრეზიდენტმა გამარჯვებული სიმღერების ავტორების დაჯილდოების შემდეგ ოპერის სცენიდან განაცხადა, ის არ ელოდა, თუ ამ კონკურსს ასეთი დიდი პოპულარობა ექნებოდა. „რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა ეს კონკურსი მოვიფიქრეთ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა. საკონკურსოდ ამ წლების განმავლობაში ბევრი კარგი სიმღერა შეიქმნა. ვულოცავ გამარჯვებულებს ამ წარმატებას და მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. კონკურსის გამარჯვებულები „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ დააჯილდოვა.



რა საჭიროა ამდენი წვალება?smile.gif
თქვენ გგონიათ რომ განსაკუთრებულია ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ?:smile.gif smile.gif smile.gif თუ?smile.gif))))))))))

იმედია ამ სიტყვეში გამოსვლის საფასურად თქვენც არ დაგაჯილდევებენsmile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Pinturicch10 5 Jun 2020, 19:48
giorgi_

აი სულ ძალიან შემთხვევით.
არ ვიცი რომელ პატრინოტში იყო, მაგრამ
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი მღეროდა ერთ სიმღერას.
შემთხვევით ხომ არ მოგეპოვენა არქივში?

Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 23:51
______________________________________________

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)