Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > წასვლა საზღვარგარეთ თუუ..

Posted by: Nikoo.eth 16 Mar 2023, 19:12
გამარჯობა მეგობრებო, ამ ფორუმს რამდენიმე კვირაა უკვე ვათვალიერებ, უამრავ საინტერესო თემაზე საუბრობთ და ჩემი აზრით ბევრი გამოცდილი / ჭკვიანი ადამიანი იყრის აქ თავს..

რამდენიმე თვეა ვცდილობ გადაწყვეტილება მივიღო მაგრამ ერთ ადგილას ვარ გაჭედილი, ვერც კომპეტენტურ ადამიანებს ვპოულობ ამ საკითხში, მოკლედ მინდა რომ ვიმუშაო როგორც პროგრამისტმა, ბავშვობიდან მინდოდა, თსუშიც ჩავაბარე კომპ მეცნიერებაზე მაგრამ 2 წლის შემდეგ თავი დავანებე, კრიპტო პროექტებს დავუთმე სრული დრო და საკმაოდ მომგებიანიც აღმოჩნდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მკვდარია და მანდ გავაანალიზე რომ ჯობს მუდმივი შემოსავლის წყარო ყოველთვის გქონდეს.

კრიპტო პროექტები მკვდარია, უნივერსიტეტშიც უამრავი შეტენილი საგანი მაქვს და ვფიქრობ აზრი არ აქვს დაბრუნებას უკან. ჩემი მიზანია უცხოეთში წასვლა სამუშაოდ, იმის მიუხედავად რომ პროგრამირება ( კერძოდ full stack - react / node . js, ცოტა solidity-ც) ასე თუ ისე ვიცი, თითქმის შეუძლებელია უცხოურ კომპანიაში მუშაობა გამოცდილების / დიპლომის გარეშე. 2 ვარიანტი მაქვს :

1) დავრჩე საქართველოში, დავიწყო ქართულ კომპანიაში მუშაობა და აქ დაგროვილი გამოცდილების მერე წავიდე უცხოეთში -

2) მაქვს დანაზოგი, დაახლოებით ($30კ), რომლითაც შემიძლია სწავლა უცხოეთში გავაგრძელო და ადგილზე ვეძებო სამსახური.

თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? საუკეთესო პასუხის ავტორი დასაჩუქრდება 100 ADA(cardano)-ით.

მადლობა წინასწარ

Posted by: WalterWhite7 16 Mar 2023, 20:59
QUOTE
1) დავრჩე საქართველოში, დავიწყო ქართულ კომპანიაში მუშაობა და აქ დაგროვილი გამოცდილების მერე წავიდე უცხოეთში -

ამას გირჩევდი
საქართველოში უფრო მარტივია კარიერის დაწყება ქართველისთვის, საზღვარგარეთ ენის და სხვა ბარიერებია

Posted by: Dixtosa 16 Mar 2023, 21:00
Nikoo.eth
ამ ეტაპზე ერთი თეთრის გადახდაც პროგრამირებაში არის ცოდვა.

მე აქ დავრჩებოდი ჯერ ერთ რომელიმე კარგ ქართულ კომპანიაში დავიწყებდი და მერე რაღაც გამოცდილება დაგიგროვდება მერე რემოუთად უცხოეთში.

Posted by: Advisor 17 Mar 2023, 03:35
რა არის შენი მიზანი, გქონდეს სამსახური დიდი შემოსავლით თუ გქონდეს ფინანსური თავისუფლება?

თუ ბევრი შემოსავალი გინდა და ფიქრობ რომ ამას "სამსახურის" შოვნით შეძლებ და ესაა
შენი ცხოვრების მიზანი/ხედვა, მაშინ უცხოეთში წადი - ამერიკაში, სადაც ხელფასები მაღალია
და კარიერული წინსვლის მეტი შანსი და საკუთარი თავის მეტად რეალიზაცია შეგეძლება.
სხვა ქვეყანაში წასვლას პროგრამირებისთვის არ გირჩევ. აქ სამსახურს იქ უბრალოდ
ჯუნიორადაც რომ დაიწყო მუშაობა ძალიან დიდი გამოცდილებას მიიღებ, არამარტო ტექნიკურად,
არამედ პიროვნულადაც გაიზრდები.

ერთი შეხედვით ბევრი შემოსავალი უფრო მიმზიდველი ჩანს, მაგრამ ეს ბევრი შემოსავალი
მოდის წლების გამოცდილებით, 3-5 წელი მაინც დაგჭირდება რომ კარგ შემოსავალზე გახვიდე.
და ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი მაინც ცხოვრების ხარჯში წაგივა, მითუმეტეს უცხოეთში.
მაგრამ მოგიწევს დანაზოგების გაკეთება რათა ე.წ. retirement-ისთვის/პენსიაზე გასვლისთვის
მოემზადო. ახლა არ ფიქრობ ამაზე, მაგრამ ეს გარდაუვალია. რაც უფრო ადრე დაიწყებ ამაზე ფიქრს,
მით მეტად მომზადებული შეხვდები მაგ მომენტს.

არის ხალხი ვისაც გამოსდის ეს, სხვადასხვა სფეროებში, 30-40 წლის ასაკში უკვე იმდენი
აქვთ დაგროვილი\პასიური შემოსავალი რომ შეუძლიათ პენსიაზე გასვლა.

ხოლო თუ შენი მიზანია გქონდეს "ფინანსური თავისუფლება", მაშინ აქ დარჩი, აქ დარჩენით უფრო მეტი
შანსი გაქვს მოიპოვო ფინანსური თავისუფლება. აქ ფინანსურ თავისუფლებაში
ვგულისხმობ გქონდეს იმდენი რომ შენი ყოველთვიური/ყოველწლიური მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი გქონდეს
და აკეთო, ისწავლო ის რაც შენ გსურს. ე.წ Wealth-ის შექმნა.

რა გზაც ახლა არ უნდა აირჩიო, დაგიდგება მომავალში მომენტი, როცა სხვისთვის მუშაობის
სურვილი აღარ გექნება, ან მუშაობა აღარ შეგეძლება. ანუ დაგიდგება მომენტი როცა მოგიწევს
მანამდე შენი ნაგროვები რესურსებით არსებობა.

მე მეორეს გირჩევ. ადექი, დაახლოებით დაიანგარიშე რისი მოთხოვნილება გაქ და დაახლოებით
რა ხარჯები გაქვს ყოველთვიურად/ყოველწლიურად და რაღაც X თანხაზე გახვალ.
დასაწყისისთვის ეს X თანხა აიღე და იფიქრე გზებზე, თუ როგორ უნდა იშოვო ეს თანხა პასიურად.
რადგანაც უკვე გაქვს გარკვეული თანხა დაგროვილი ეს დიდი + იქნება შენთვის.
30K არაა ცოტა, წლიური 10%-იან მოგებაზე რომ დააბანდო, 3K-ზე გადიხარ რაც არ მგონია შენი X-თანხისგან ძალიან შორს იყოს.

თუ საკუთარ საქმეს წამოიწყებ უკეთესი იქნება უფრო მეტი მოგება დაგრჩება მაგრამ ეს აქტიური შემოსავალია,
იგივე სამსახურის მსგავსად მოგიწევს შრომა 5 წელი მინიმუმ რომ შედეგი დაინახო.
მაგრამ : 1. ე.წ. სამსახურისგან განსხვავებით, შენი საქმე "გაფართოებადი"(scalable) იქნება,
რაც განსხვავდება ჩვეულებრივი საქმისგან. არ დაკარგო დრო ისეთი საქმის წამოწყებასა
თუ კეთებაში რომლის გაკეთებასაც სხვას ვერ დაავალებ ან სხვას არ ანდობ გასაკეთებლად, დროისა და რესურსების ტყუილი ფლანგვაა.
2. მომავალში, შეგეძლება მმართველად სხვა დანიშნო და პასიურ შემოსავლად აქციო ან გაყიდო.

არ ვიცი რამდენი წლის ხარ მაგრამ არ არსებობს კომპეტენტური ადამიანი "ცხოვრებაში".
რასაც შენ კითხულობ ეს ცხოვრების გზაა, არჩევანია და თავად მოგიწევს არჩევანის გაკეთება.
შენი ცხოვრებაა და შენი პასუხისმგებლობაა როგორ იცხოვრებ. არავის გზა არ გამოგადგება, თავად უნდა იცხოვრო და განვლო შენი გზა
ხოლო დრო განახებს და შენი მომავალი "მე" როგორი გადაწვეტილება მიიღე წარსულში.
არავინ გიცნობს და მითუმეტეს იმ დონეზე რომ შენი თვალით შეხედოს არსებულ ოფციებს და მიიღოს გადაწყვეტილება.
მე თუ რაღაც უკეთ ვიცი და რაღაცაში დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და ვთქვათ ვიცი რომ ამ გზას გავართმევ თავს.
ეს არ ნიშნავს რომ შენ გაართმევ ამ გზას და მაგ გზას უნდა გაყვე.
Man up! Take Responsibility! შენი ცხოვრებაა და რასაც სწორად მიიჩნევ ის გააკეთე.
შეიძლება ახლა რომელიმე გადაწყვეტილება უფრო რაციონალურად გეჩვენება ან გგონია რომ რაღაც გამოთვლებითა თუ მეთოდებით
სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, მაგრამ მხოლოდ დრო გიჩვენებს შენს მიერ არჩეული გზა როგორი იყო.

გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია, მითუმეტეს ისეთის, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს შენი ცხოვრების გზა.
მთავარია გაანალიზო და დაინახო რომ ცხოვრება არაა სამსახური ან ფული ან ბიზნესი.
შენ თავად ირჩევ რა არის შენი ცხოვრება/მიზანი.

მე რომ შენს ადგილას ვიყო :
1. თუ ვთვლი რომ მაქვს უნარი შევქმნა და გავუძღვე საქმეს, საკუთარ საქმეს წამოვიწყებდი და წლიურ 20-30%-ს დავადებინებდი საქმეს.
2. თუ არ მსურს საკუთარი საქმის წამოწყება ან არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული, ამ 30K-ს გავუშვებდი ინვესტიციებად წლიურ 10 %-ად.
და დავივიწყებდი ამ ფულის არსებობას და დავიწყებდი სადმე საქართველოში მუშაობას(თუ პროგრამისტად მუშაობა ჩემი მიზანია),
დანარჩენს ცხოვრება მანახებდა 2-3 წელიწადში საკმარისი ცოდნა მექნებოდა რომ უცხოურ კომპანიაზე გავსულიყავი.

რა გზაც არ უნდა აირჩიო, ფულის ასეთი თვისება დაიმახსოვრე. ფული განიცდის "ინფლაციას", ანუ მისი ღიღებულება/ძალა დროთა განმავლობაში კლებულობს.
ამიტომ მის შენახვას აზრი არ აქვს - ამ დროს ის გარანტირებულად კლებულობის იმ % რაც "ინფლაცია" იყო შენახვის განმავლობაში.
ასევე იცოდე რომ ფულს თვლა და სწორი განკარგვა უნდა რაც უდიდეს პიროვნულ დისციპლინას გულისხმობს და 1-2 დღეში არ მოდის.

ისწავლე ფულის მართვა და მისი დაბანდება რომ მინიმუმ პასიური შემოსავალი მაინც მოგიტანოს, რაც "ინფლაციის" %-ზე მეტი უნდა იყოს.

წარმატებები.

Posted by: river-song 17 Mar 2023, 09:47
Advisor
ძაან კაი რჩევებია up.gif

Posted by: merabi-777 17 Mar 2023, 09:48
Nikoo.eth
QUOTE
1) დავრჩე საქართველოში, დავიწყო ქართულ კომპანიაში მუშაობა და აქ დაგროვილი გამოცდილების მერე წავიდე უცხოეთში -

და საქართველოში დასაქმდები ?

Posted by: Nikoo.eth 17 Mar 2023, 15:16
QUOTE (Advisor @ 17 Mar 2023, 03:35 )

მადლობა ყურადღებისთვის.

20ის რო ვიყავი მარტო გადავედი საცხოვრებლად, უნივერსიტეტს თავი დავანებე და დავიწყე კრიპტოვალუტების სწავლა. არ ვიცი ახალბედობის გამო თუ როგორ მაგრამ ფაქტია თავიდან გამიმართლა და სერიოზული მოგება ვნახე, კარგ კრიპტო / ნფტ პროექტებშიც მქონდა ინვესტიცია ისე რო დღეში $200-300 შემომდიოდა, უბრალოდ სახლიდან ფაქტიურად არ გავსულვარ ბოლო 2 წელია..

ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაზე სხვებთან ბევრი მილაპარაკია და ეგ თემა საკმაოდ კარგად მესმის, უბრალოდ :

1. ძალიან სტრესულია, ჩემი აზრით თუ გინდა სერიოზული მოგებები ნახო, მთელი დღე უნდა დაუთმო და სულ ახალ ინფორმაციებს უნდა ეძებდე.
2. გული მწყდება რომ ჩემი ახლობლები რომლებიც მთელი თვე მუშაობდნენ იმისთვის რასაც მე ერთ დღეში ვშოულობდი, უფრო ბედნიერები არიან.

ერთი სიტყვით ძალიან არეული მაქვს ყველაფერი რამდენიმე თვეა, ვერც წინ მივდივარ ვერც უკან, ისეთი გზა მინდა რომელიც სოციალიზაციაშიც დამეხმარება და თან უსარგებლო არ იქნება..

აქამდე არავისთვის რჩევა არ მითხოვია, მაგრამ ეს პრობლემა რაც ახლა მაქვს გადაულახავი ჩანს, ზუსტად მაგიტო ვკითხულობ აქ, ვფიქრობ აქ ბევრი კომპეტენტური ადამიანია და შეიძლება ჩემნაირი გამოცდილებაც ჰქონია.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
* * *
QUOTE (merabi-777 @ 17 Mar 2023, 09:48 )
Nikoo.eth
QUOTE
1) დავრჩე საქართველოში, დავიწყო ქართულ კომპანიაში მუშაობა და აქ დაგროვილი გამოცდილების მერე წავიდე უცხოეთში -

და საქართველოში დასაქმდები ?

სიმართლე გითხრა არ ვიცი ამ მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ უცხოეთთან შედარებით შანსები რომ მეტია ეგ ფაქტია

Posted by: Advisor 18 Mar 2023, 21:06
"ძალიან სტრესულია, ჩემი აზრით თუ გინდა სერიოზული მოგებები ნახო, მთელი დღე უნდა დაუთმო და სულ ახალ ინფორმაციებს უნდა ეძებდე.""
- ზოგადად შემოსავალი შეიძლება არსებობდეს აქტიური და პასიური.
აქტიური არის ისეთი შემოსავალი, რაც შენს აქტიურ მოქმედებას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს სამსახური, საკუთარი ბიზნესი ან სხვა რამ.
ხოლო პასიური შემოსავალი არის ისეთი, რაც აგენერირებს შემოსავალს შენს გარეშე, მაგალითად : ფულის გასესხება, ინვესტიცია კონკრეტულ კომპანიაში და ა.შ.
პასიური შემოსავლისთვის შენ ცდილობ ფული დააბანდო ისეთ საქმეში, რაც ფულს შენს გარეშე დააგენერირებს. ანუ მთავარ შრომას სწევ ფულის დაბანდებამდე, სად დავაბანდო, რატომ და ა.შ.

"სერიოზული მოგებები" - არ არსებობს. ეს შენს მიერ მოფიქრებული რაღაც ჩარჩოა, წარმოსახვაში შექმნილი. შეცვალე ეს - "მისაღები მოგებით".

სინამდვილეში იმაზე გაცილებით ცოტა გჭირდება ვიდრე ახლა ფიქრობ... ბედნირებისთვისაც...

"გული მწყდება რომ ჩემი ახლობლები რომლებიც მთელი თვე მუშაობდნენ იმისთვის რასაც მე ერთ დღეში ვშოულობდი, უფრო ბედნიერები არიან."
- მეგობარო, პრობლემა არაა იმაში თუ რამდენს შოულობ, რამდენიც არ უნდა იშოვო, დამეწმუნე შენ არასდროს გეყოფა. აი მილიონიც რომ მიიღო დღეს, ხვალ ისევ "სერიუზულ მოგებებზე" იფიქრებ.
იმიტომ რომ შენ ბედნიერებას ეძებ ფულის რაოდენობაში, ფულში. სადაც ის არაა და ვერც იქნება. ბედნიერება არის შენი შინაგანი მდგომარეობა.

ასეთი მიდგომით შენ ყოველთვის ღარიბი იქნები და ვერასდროს ვერ იპოვი სიმშვიდეს, ბედნიერებას.

ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ იმიტომ, რომ მათი მიზანი "სერიოზული მოგებების" შოვნა კი არ იყო, არამედ ფულს იყენებდნენ საკუთარი თავისთვის.
შენ კი ფულს ინახავ. აგროვებ, დაეძებ სერიოზულ მოგებებს. მათ ბედნიერებისთვის არ სჭირდებათ იახტა, მილიონები, პირადი თვითმფრინავები, შენ კი
ზიხარ და უცხოელ მილიონრებს უყურებ როგორ გულაობენ კლუბებში, სხვადასხვა ქვეყნებში, როგორი სასახლეები აქვთ და გგონია რომ ბედნიერები არიან.
გგონია რომ შენი ბედნიერება მანდაა და მხოლოდ ფული გაშორებს ამ ბედნიერებამდე და ფიქრობ აი ფული უნდა ვიშოვო, ფულს ვიშოვი და ბედნიერი ვიქნები.
ფული რომ არ გაქ საკმარისი, ფიქრობ რომ აი ჩემს ბედნიერებამდე 1 მილიონი მაკლია, ან 10 ან 100 და რომ მექნება მერე თავს ბედნიერად ვიგრძნობ.
აი ჩემი ახლობლები როგორი ბედნიერებიც არიან ახლა, მე იმ ბედნიერებას მივაღწევ და უფრო მეტსაც, აი ყველაფერს დავიკიდებ, ბედნიერი ვიქნები რა.

მარა, ჩემი ბიტი!

შენ არ იცი რა არის შენი ბედნიერება და ვერც იპოვი იქ სადაც ახლა ეძებ.
არც პროგრამირებაშია შენი ბედნიერება, ოცნება გქონდა ბავშვობაში? ფილმებს უყურებდი და მოგწონდა ჰაკერებს ბევრი ფული რო ჰქონდათ?
ყველაფერს რომ ტეხდნენ და ბედნიერები ჩანდნენ ეკრანზე? ეგაა შენი ბედნიერება?
იცი როგორი სტრესულია პროგრამირება? ღამეები გითენებია რომ რაღაც სულელური პრობლემები მოგეგვარებინა?
ოდესმე "გაწურულხარ"? ან რაიმე ოდნავ რთული პრობლემა მაინც გადაგიწყვეტია?
გქონია პრობლემის გადაწყვეტის მერე სიმშვიდის შეგრძნება? ემოციები? სიმშვიდის ამოსუნთქვები?
და გგონია ეს ვინმესთვის ბედნიერებაა? არა! ეს წამიერი განცდაა და მერე ისევ ახალ პრობლემებთან ჭიდილი. ეს სიხარულის განცდა წამიერია.
კიდევ ეძებ რაიმე პრობლემას(უფრო ის თავისით გპოულობს) რომ ეს წამიერი სიხარულის განცდა ისევ იპოვო.
ეს აზარტია, პრობლემების გადაწყვეტა, მიგნება და არა შენი სულიერი ბედნიერება.
"პროგრამირება" ეს შეჯიბრია, თამაშია, შენს ცოდნასთან, საკუთარ თავთან, აღიარება იმისა რომ რაღაც არ იცოდი და თურმე აი ასე ყოფილა.
ეს განვითარებაა საკუთარი ცოდნის და არა ბედნიერება.

აქ არაა სულიერი ბედნიერება. აქ ნუ ეძებ.

"ერთი სიტყვით ძალიან არეული მაქვს" - კარგია რომ ხედავ რომ რაღაც პრობლემა გაქვს. მაგრამ მოგიწევს მიხვდე თუ რაშია პრობლემა.
შენ ახლა უბრალოდ გრძნობ რომ რაღაც არაა წესრიგში.
აქამდე რომ ცდილობდი ბედნიერება ფულით გეპოვა, დაინახე რომ სხვაზე მეტი გაქვს მაგრამ მაინც არ ხარ ბედნიერი, გარუკვევლობაში ხარ.

"აქამდე არავისთვის რჩევა არ მითხოვია" - სამწუხაროა, მაგრამ კარგია რომ ნაბიჯი გადადგი. არაფერია სასირცხვილო, პირიქით. ძაან მაგარია.
გგონია რომ ყველას ფეხებზე კიდიხარ ხო?
გერიდებოდა თქვა რომ : "გთხოვთ დამეხმარეთ!", "არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს?", "არ ვიცი როგორ მოვიქცე?".
"არ მინდა ცხოვრება უაზროდ განვვლო, რა ვქნა?"

თუნდაც, შენი ეს პოსტი რამდენმა ადამიანმა ნახა და რამდენმა მოგწერა დააკვირდი. უმრავლესობა უბრალოდ მაყურებელია, თავისი ათასი პრობლემებით.
ზოგს შენნაირად არ შეუძლია ითხოვოს დახმარება, არც პასუხის გაცემის და პოსტის დაწერის გამბედაობაც აქვთ.
ნუ გგონია რომ არავინ გამოჩნდება ვინც ადამიანად აღგიქვამს, ვინც ... მთავარია შენც გადადგა ნაბიჯი.
ეს არამარტო შენ, არამედ იმ ხალხსაც ეხება შენ პოსტს რომ კითხულობენ და რომ ატარებენ.
დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს: აი ადამიანმა ითხოვა დახმარება, რჩევა, ანონიმურად, მასაც არ უნდოდა ვინაობის გამხელა რადგან ძნელია თქვა "დამეხმარეთ".
ყველას აქვს ბრძოლები საკუთარ თავთან.

აი შენც კი, ანონიმურად წერ და იძახი აი ვინც კარგ რჩევას მომცემს 100 კარდანს თუ რაღაც "*******" მივცემო.
რომ თითქოს ეს დახმარების თხოვნა რაიმეთი შეალამაზო. რომ თითქოს დახმარების თხოვნა კი არა, ვინმეს დაქირავებაა და ამაში, რჩევის მიღებაში ფულს იხდი.

გაიკეთე ****** ეგ შენი კარდანი.

შენ, ჩუმად რომ შემოდიხარ, შემთხვევით რომ შემოხვალ აქ და რომ კითხულობთ ამას არ გეგონოთ რომ აქ ფულშია საქმე და შენ რომ ახლა ფული არ გაქვს დახმარებას ვერ ითხოვ ან რამე.

მთავარია ითხოვოთ, მთავარია გადადგათ ნაბიჯი და უმოქმედოთ არ იყოთ.

უმრავლესობა მხოლოდ მაყურებელია, ყველა ადამიანი ვისაც ქუჩაში შეხვდებით თქვენი მეგობარი ვერ გახდება, არც თქვენი პირადი აინტერესებთ, საკუთარიც ყოფნით.

აქაც იგივეა, ამიტომ შეეცადეთ ასეთ ფორუმებზე კი არა ხალხმრავალ ადგილას დაწეროთ, სადაც ბევრი ადამიანი ნახავს.
იმიტომ რომ ეს პრობლემა რაც OP-ს აქვს არაა პროგრამირებაზე...

პს. პირადული არაფერი. ასეა საჭირო. For the greater good! Own it!

Posted by: WalterWhite7 19 Mar 2023, 13:39
Advisor
რა სისულელეებს ბოდიალობ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: tonisoprano 19 Mar 2023, 14:27
Advisor
მადლობა შესანიშნავი რჩევებისთვის.......................................

Posted by: Nikoo.eth 19 Mar 2023, 23:50
QUOTE (Advisor @ 18 Mar 2023, 21:06 )

დახმარების თხოვნა და ტირილი კაცის საქმე არ არის

რჩევა ვიკითხე კონკრეტულ თემაზე და ჩემი აზრით სრულიად ავცდით ამ თემას

Posted by: Hunter2 20 Mar 2023, 16:34

You're Projecting................................

Posted by: Advisor 21 Mar 2023, 02:46

1. ადამიანმა შექმნა ახალი ანონიმური acc, რათა კითხვა დაესვა.
2. თვეებია რაღაც ხდება მის თავს, წინ ვერ მიდის და სულ ერთ ადგილასაა(წლებია სახლშია "ჩაკეტილი"), ვერავის პოულობს რომ პასუხი გასცეს რახდება მის თავს.
3. გული სწყდება რომ "მისი ახლობლები ბედნიერები არიან" იმაზე მცირედით ვიდრე ის დღეში შოულობდა და ვერ ხვდება თუ ფულით რატო ვერ გახდა ბედნიერი.
მისი პრობლემა არაა ფულში...30K...
4. ასოციალურია, ანუ არაა ხალხში გამოსული და სურს ჰქონდეს რაიმე მიზეზი, რითიც ადამიანებთან ურთიერთობა ექნება - აქ გამოსავალს სამსახურით ცდილობს...
5. ჰგონია რომ "დახმარების თხოვნა და ტირილი კაცის საქმე არ არის" - ... კაცმა ფული დააწესა პრიზად რომ აი თხოვნა კი არაა უბრალოდ საქმეა და კონკურსი ჩაატარა თავის ჭკუაში.

მე კი რაც დავინახე შეძლებისდაგვარად ვუთხარი, მაგრამ იმხელა ეგო აქ, რომ არ მგონია გაიგოს რაა მისი პრობლემა...
ფულის თემაც ზუსტად მაგიტომ გავაკრიტიკე და "***" სიტყვებით გამოვყავი და არ მოვუწონე რადგან სხვას, რომელსაც ასეთი პრობლემა აქვს, არ დააბრკოლოს "უფულობამ",
ან არ იგრძნოს თავი ვალდებულად რომ "რჩევას თუ იკითხავს", ვინმესთან რაიმეთი ვალდებულია, ან დახმარების თხოვნა "არაკაცურია"... ან მსგავსი ********.

დაფიქრდება თუ მართლა რა ხდება მის თავს, შეიძლება მალე გადაჭრას მისი პრობლემები.
ხოლო თუ ისევ ბავშვად უნდა დარჩენა...

რაც შეეხება სისულელეების ბოდიალს...
ეს თემა 300+ კაცმა ნახა და 11 პოსტი დაიწერა 8 ადამიანის მიერ

აქედან 2-მა ურჩია საქართველოში დარჩენა პრობლემის იდენტიფიცირების გარეშე. ანუ რაც ვითომ უნდოდა OP-ს ის მიიღო, აქ დარჩენა თუ იქ წასვლა.
და ამ ორი ვარიანტიდან რომელიც უფრო კარგად ეტყოდა იმას "დაასაჩუქრებდა", იმიტო რომ "თხოვნა ხო ტეხავ კაცისთვის..."

მე რაც დავინახე მისი პრობლემა, შევეცადე ის დამენახებინა მისთვის.

დანარჩენი კომენტარები რჩევა არ იყო...

და კიდე ჩემი ნაწერია ბოდიალი? LOL...

დაალაგე აბა შენი "ჭკვიანური" ბოდიალები და შეადარე ჩემს "სულელურ ბოდვებს"...

როცა კითხულობთ რაიმეს, ათასში ერთხელ გაიაზრეთ მაინც...

თუ მართლა გინდა დახმარება და ანონიმურად დარჩენა, ამ ფორუმს თავი დაანებე და უფრო ხალხმრავალ ადგილას დაპოსტე.
თუნდაც Reddit-ზე შეგიძლია ანონიმურად დარეგისტრირდე და იკითხო.

რადგან თუ მასე გააგრძელე პრობლემებისგან გაქცევა... ისევ შენს თავს ავნებ...

Posted by: Nikoo.eth 21 Mar 2023, 15:50
QUOTE (Advisor @ 21 Mar 2023, 02:46 )

ცუდად არ გაიგო, პირიქით მადლობა რომ ზოგიერთი პრობლემა სწორად გაიგე, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ მე აქ მაგისთვის არ ვარ.

ასოციალური იმიტო არ ვარ რო ხალხის მეშინია, ან მორცხვი ვარ ან სხვა რამე, უბრალოდ არ მაინტერესებს უამრავი რამე და მაგიტო ვერ ვერგები საზოგადოებას, ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია შეხება და ვერცერთთან საუბარმა ვერ დამაინტერესა, იმიტორო 98% ვისაც ვხვდები კმაყოფილდებიან 800 ლარი ხელფასით, მერე საღამოს ლუდის დალევით / დაძინებით და მერე იქნებ წელიწადში ერთხელ თურქეთსი დაისვენონ 3 დღით. მე ცხოვრებაში არსად მიმუშავია და ვერ ვუგებ ადამიანებს ვინც რუტინას მიჩვეულია. არც მაგათი უაზრო დისკუსიები მაინტერებს, არ მაინტერესებს ვინ მოკლეს, ვინ გვიპყრობს, არც პროდუქტის ფასები მაინტერესებს, არც სასაცილო ისტორიები ვიცი ამიტომ დიდხანს ვერავისთან ვმეგობრობ. გარეთაც გავდივარ, რაიმე პრაზნიკზე თუ ვარ მინდა რო მალე წამოვიდე, იმიტო არა რო ვერავისთან ვმეგობრობ, უბრალოდ არ შემიძლია მოსმენა ვის ვინ მოწონს, ის როგორია, ეს როგორია, ვინ როგორი საქციელი ჩაიდინა, სწორია თუ არასწორია, ვინ რა მანქანა იყიდა, ვის #####ნეს დედა ეტც ეტც... უბრალოდ არ მაინტერესებს და ვერ ვცვლი მაგ ფაქტს. ამიტომ კიდევ ერთხელ გეტყვი რო ასოციალურობა ჩემი პრობლემა არ არის და მე მაგისთვის აქ არ ვარ.

უფრო დეტალური რომ გავხადო ჩემი კითხვა. 22 წლის ვარ, ჯარში შეიძლება წამათრიონ, რაც არ მინდა, ტრაკი და ფული მაქვს უცხოეთში წასვლის, ვეძებ ადამიანს ვისაც ჩემნაირი ან მსგავსი გამოცდილება მაინც ჰქონია იქნებ გამიზიაროთ, გპირდებით თუ ჩემი კარდანო არ გჭირდებათ, საკმაოდ ბევრი და სასარგებლო ინფორმაცია მაქვს ამიტომ შეგვიძლია ერთმანეთს სარგებელი მოვუტანოთ.

Posted by: cercetae_cacari_3 30 Mar 2023, 20:03
მეც დავწერ ჩემზე აქ, მგონი ხელს არ შეგიშლი შენი პასუხის პოვნაში. ამასთან შედარებით კარგ მდგომარეობაში ხარ. 22-ის ვარ მეც, უამრავი შეტენილი საგნით, ვერასდროს რომ დავამთავრებ. თავისუფალში ვსწავლობდი პროგრამირებაზე. გავბრიყვდი რომ მანდ ჩავაბარე, თუმცა მაშინაც იმდენი კონტაქტები მქონდა სფეროში რამდენიც ახლა, ანუ არაფერი. მინდოდა ინტლიგენტ სასტავში მოხვედრა, რადგან სკოლა ძალიან ცუდი იქსფერიენსი იყო: ერთი-ორი ნაძირალა იყო რომელიც სიცოცხლეს მიმწარებდა. სხვებთან არც ისე საინტერესო ურთიერთობა იყო, რადგან ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მქონდა. მედალზე კი დავამთავრე. უნიში როგორ მინდოდა ძლივას სასიამოვნო წრეში ვყოფილიყავი.. ისე მოხდა, რომ 1 ახლობელიც ვერ შევიძინე. სულაც შეიძლება ითქვას, რომ საშუალო სტუდენტს ერთ დღეში იქ მეტი ინტერაქცია აქვს ვიდრე მე იქ 4-5 წელია მქონია. უბრალოდ თავიდან ვერავის მივესალმე, თორემ მერე უპრობლემოდაც ვეახლობლებოდი. ბავშვობის ტრავმების ბრალია. პირველ სემესტრში კარგი ნიშნები იყო. მერე რაც ეს მარტოობის ტკივილი გაძლიერდა, ნიშნებიც გაუარესდა. მერე დაიწყო პანდემია და მას შემდეგ მე საგანი არ ჩამიბარებია.
ახლა მცირე სოც-ქსელს ვაკეთებ (დაპოსტვა, დალაიქება, დაკომენტარება, დაფოლოუება). იქ რაღაც css ტასკის შესასრულებლად ამ მომენტში ორ აზრს ვერ ვუყრი თავს და იმიტომ ვწერ ამას. პროქტის თითქმის ბოლოში კი ვარ გასული მაგრამ უსაშველოდ გამეწელა დამთავრება. მიყვარხართ ყველა

Posted by: Advisor 3 Apr 2023, 05:23
Nikoo.eth
თუ გგონია რომ სამსახურში მასეთი საუბრები არ იქნება - ძაან ცდები, მითუმეტეს საქართველოში.
ერთმანეთის გაჭორვები, უაზრო თემებზე ლაპარაკი, რათა თავი მაგარ ტიპებად წარმოაჩინონ...
რასაც შენ გაურბიხარ, სამსახური ვერ გიშველის, რადგან ძაან უნდა გაგიმართლოს რომ ისეთ გუნდში მოხვდე
სადაც მასეთი ******** არ არის.

რაც შენ აღწერე საქართველოში სადაც არ უნდა მოხვდე, რომელ სამსახურშიც არ უნდა მოხვდე 90% მასეთ გარემოში მოხვდები.
შეიძლება გაგიმართლოს და რაღაც მცირე გუნდში მოხვდე, მარა ძაან უნდა გაგიმართლოს...
ამიტომ მაგ პრობლემას სამსახურის შოვნით ვერ გადაჭრი.

როგორმე ან 1. ისეთ წრეში უნდა მოხვდე სადაც მასეთი თემები არ იჩითება
ან 2. დაიკიდო და შენი შეუბერო
ან 3. შენ მოიზიდო შენს გარშემო მასეთი ხალხი.

მეგობრის არჩევა ადვილი საქმე არაა. ის შენ უნდა გიგებდეს და მასთან უნდა შეგეძლოს გახსნილად საუბარი.
და მასაც იგივე განცდა უნდა ჰქონდეს. ამას მხოლოდ ცხოვრება განახებს, ვინ გამოდგება შენს მეგობრად, ან ვის გამოადგები შენ მეგობრად.

რაც შეეხება ჯარის თემას და მაგის გამო საქართველოდან წასვლას.
გირჩევ პრობლემას პირისპირ შეხვდე და არ გაექცე. რადგან მთავარია შენი პიროვნული ზრდა და არა დროებით პრობლემისგან გაქცევა.

თუ მიგაჩნია რომ არაა საქართველო შენი სამშობლო(სულიერ-ემოციური ბმა თუ არ გაქვს) ანდა მისი გულისთვის არ გიღირს შენი სიცოცხლის დათმობა ან რაიმე სხვა შენი პირადი მიზეზით არ გინდა ჯარში წასვლა.
1. შეგიძლია არ გაიქცე და არის საქართველოში ჯგუფები, მაგალითად გირჩის რაღაც ბაბლი და მათ დაუკავშირდი,
მაგ მხრივ თუ თავის დაძვრენის რაიმე ლეგალური ვარიანტი გაიჩითება მათგან უფრო სწრაფად მიიღებ პასუხს.
2. ან შეგიძლია საქართველოდან წახვიდე, მაგრამ თუ უკვე გარკვეული არ გაქ სამსახურის თემა, შენი მომავალი 5 წელი სად იქნები (27 წლამდეა მგონი გაწვევა) -
მაშინ ფულის ტყუილად გაფლანგვა გამოგივა.
3. შეგიძლია აირჩიო ჯარის ალტერნატიური სამსახური - მაგ. 3 დღეში ერთხელ მორიგეობები რომაა დაცვის პოლიციაში.

ჯარის გამო საქართველოდან წასვლა არ მგონია სწორი გადაწყვეტილება, რადგან 1 წლით კი არა მინიმუმ 5 წლით მოგიწევს იქ ყოფნა.
და ამ დროის მანძილზე თუ მოუნდათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმე აღძრან შენს წინააღმდეგ.

ამიტომ წასვლით მაგ პრობლემას ვერ მოაგვარებ. ჯობს ლეგალური გზებით აირიდო თავი, რასაც მასეთ თემებში უფრო გარკვეული ხალხი დაგეხმარება
ან მოგიწევს შენთვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზა აირჩიო(თუნდაც ჯარის ალტერნატიური სამსახური), ვიდრე ციხე ან დიდი ჯარიმები ტყუილად ყარო.

აუცილებლად დაუკავშირდი აქ მომუშავე ჯგუფებს და გაიგე რა ვარიანტები გაქვს.

ზოგადად ცხოვრებაში ბევრჯერ გექნება სიტუაცია, როდესაც თითქოს ყველა არჩევანი ცუდია, ამ დროს შეეცადე რომ რაციონალურად იმსჯელო და ამ ცუდებიდან, შენთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო აირჩიო.
ხოლო თუ რომელია ეს გზა შენთვის, ეს შენ უნდა გაარკვიო.

cercetae_cacari_3

ბევრს აქვს მსგავსი პრობლემა. მთავარია რომ პრობლემების იდენტიფიცირება შესძლო.

პატარა ხარ ჯერ. მთელი ცხოვრება წინ გაქვს.

მიუხედავად იმისა რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ჩვენ ერთმანეთში ურთიერთობას "ვსწავლობთ" და ეს ბუნებით არ გადმოგვეცემა.
ის ცუდი გამოცდილება რაც შენს ცხოვრებაში იყო, ახლა გაბრკოლებს, იმიტომ რომ დაბალი თვითშეფასება გაქვს.

პირველი რაც უნდა გააკეთო არის რომ თვითშეფასება აიმაღლო და შენი თავი იპოვო.
რადგანაც ასეთ მდგომარეობაში უკვე წლებია რაც ხარ, ეს ნიშნავს რომ ეს შენი "ჩვეულებრივი" მდგომარეობაა.
ამიტომ ახლა რასაც აკეთებ, თუნდაც დილიდან საღამომდე, ან კვირიდან კვირამდე - ამ მოქმედებების ერთობლიობა არის შენი "თითქოს ახლა კომფორტის ზონა".
ჭამ, სვამ, ცოცხალი ხარ. მაგრამ წინ ვერ მიდიხარ, ან ძალიან ნელა - ყოველ შემთხვევაში არც კი იცი საითკენ მიდიხარ.

ყველაზე რთულია შენი გონების შეცვლა, ამიტომ აუცილებლად დაიწყე და შეცვალე შენი მოქმედებები ჯერ.
ის ცხოვრების სტილი რაც ახლა გაქვს შენთვის ძალიან ცუდია. შეცვალე.

დაიწყე ფიზიკური ვარჯიში - უბრალოდ მიზნად დაისახე ან რაღაც წონის კლება ან კუნთის მასის გაზრდა ან რაიმე.
რა მიზანიც არ უნდა დაისახო, ფორმის ცვლილება ყოველთვის ხანგრძლივია, რაც გულისხმობს რომ სისტემატიურად მოგიწევს ვარჯიში, რაც ნიშნავს რომ ცხოვრების სტილს ნელ-ნელა შეიცვლი.
უბრალოდ რაიმე დარბაზში მიდი და იქ შეეცადე ამის გაკეთება და არა სახლში, გარეთ გადი.
ნუ შეგეშინდება ან მოგერიდება. დამიჯერე არავის აინტერესებს ვინ ხარ, რა წარსული გაქვს და ა.შ. მათთვის შენ ხარ კლიენტი, რომელიც ფულს უხდის რომ მათი ინფრასტრუქტურა იქირაოს.
შენ კი გჭირდება მათი ინფრასტრუქტურა თუნდაც გირები, ტურნიკები, სარბენი ბილიკი და ა.შ.
რადგანაც ადამიანებთან კონტაქტის დამყარება გიჭირს(პირველი მისვლა და გამარჯობის თქმა და ა.შ) არ აიყვანო პირადი "მწვრთნელი",
არამედ უბრალოდ მიდი სავარჯიშოდ და თუ რომელიმე ვარჯიშის სწორად გაკეთება არ გეცოდინება ან რა როგორ გამოიყენო/გააკეთო
აიღე ტელეფონი და იქვე უყურე youtube-ზე ვიდეოებს და როგორც ისინი აკეთებენ ისე გააკეთე შენც.
ვიდეოების ყურება და სწავლი კი არასდროსაა სასირცხვილო - ამას ყველა აკეთებს. უბრალოდ ეს შენ არი იცი.
აუცილებლად იქ უყურე ვიდეოებს youtube-ზე.
ხალხი თვითონ გამოგელაპარაკება რამდენიმე მისვლაში, ვის უყურებ, რას სწავლობ, რა მოძრაობებს, თავადაც გირჩევენ როგორ მოიქცე, ვის უსმინო და ა.შ.

ნელ-ნელა გექნება უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია. გაგიმარჯოს-გამარჯობის დონის. ამით დაწყება იდეალური იქნება შენთვის.

აიღე რაიმე პატარა ინტერვალები, თუნდაც 1 კვირიანი და შენს თავს დაუსახე რაიმე მიზანი, თუნდაც 100 გრამის დაკლება.
თავიდან მხოლოდ 1 მიზანი გქონდეს, ვთქვათ 100 გრამის დაკლება, ან შეუსვენებლად 1 კმ-ის სირბილი. ან რაიმე.

როდესაც ამას შეასრულებ, მხოლოდ 10 %-ით გაზარდე შენი მიზანი მომდევნო კვირაში. და შეეცადე რაიმე ახალი მიზანიც მიამატო.
მეგობარო, მთავარი არაა 10 კგ-ის დაკლება ან 10 კმ-ის სირბილი ან რაიმე მსგავსი.
ის რისი გამომუშავებაც შენ უნდა შეძლო ესაა გამძლეობა და სიმტკიდე, როგორც გონების, ისე შენი სხეულის.
და უნდა აიმაღლო თვითშეფასება. უნდა გადააფასო მთლიანად შენი განვლილი ცხოვრება და დასკვნები გამოიტანო - რა ისწავლე! რა გასწავლა ცხოვრებამ?

როდესაც ამ პირველ ეტაპს ფქსიქოლოგიურად/ფიზიკურად შეეგუები - 1-2 თვე მაინც დაგჭირდება, რომ ცხოვრების სტილის ცვლილება დაიწყო,
აირჩიე რაიმე ჰობი და დარბაზთან ერთად რაიმე საქმე აკეთე. თუნდაც თევზაობა, ან იაღაღის სროლა ან რაიმე, ისეთი რაც ფიზიკურად დაგაკავებს და ბუნებასთან მეტ კავშირს მოგცემს.
არ გეგონოს რომ დიდ ფინანსებს მოითხოვს ჰობი ან დარბაზი. დამიჯერე იმდენად მცირე და იმდენად მეტად შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა რომ...

ყველაფერს რასაც ახლა აკეთებ არის უმიზნო. შენ არ გაქვს მიზანი, რისთვისაც ცხოვრობ. რაღაც საიტის აწყობა არაა ეს შენი ცხოვრების მიზანი.
დაფიქრდი, 1 წელი რომ გქონდეს დარჩენილი სიცოცხლე. გედარდება რას იტყვიან სხვები შენზე? ან რას დატოვებ ამ ცხოვრებაში იცი? რისი გაკეთება გინდა?
ან ასეთი გაუბედავი იქნებოდი? გგონია ის ნაძირლები დღედაღამ შენზე ფიქრობენ? გგონია წელიწადში ერთხელ მაინც გაიფიქრებენ შენზე? სამში? რატომ ხარჯავ მათზე ფიქრზე დროს?
ისწავლე რაიმე მათთან ურთიერთობით? აიღე ფურცელი და ჩამოწერე რა ისწავლე. როგორი ადამიანი არ უნდა იყო. როგორ არ უნდა მოექცე სხვას. მასეთ ადამიანებს როგორ უნდა მოექცე.
რა აქვთ მაგ ნაძირლებს საერთო? რა არის ის პატარა მიმიკები, ქმედებები რითიც მასეთი ადამიანები აჩენენ სახეს? ნუთუ არაფრის სწავლა არ შეგიძლია?

ჩამოწერე, და თუნდაც მოთხრობის ან რაიმე ბლოგის სახით გადმოეცი შენი გამოცდილება, დაკვირვება და გვითხარი რა ისწავლე მათგან. რა არის შენი ცხოვრებისეული გამოცდილება.
ინტერნეტის უდიდესი დადებითი თვისება, არის "ანონიმურობა", რაც უბრალო ადამიანებს აძლევს გამბედაობას თქვას მისი სათქმელი. მომსმენი კი უამრავი ადამიანია.
მთავარია პირველი ნაბიჯი შენ გადადგა.

თუ ცხოვრებას არ შეიცვლი ... ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოხვალ და სულ იმ ნაძირლებზე იფიქრებ და მათ და ბავშვობის ტრამვებს დააბრალებ შენს დღევანდელ ყოფას.
შეეცადე რომ პრობლემებზე ილაპარაკო, რადგან შენ რომ გაწუხებს რაღაც, ეგ პრობლემები სხვასაც აწუხებს, მაგრამ მათ არ აქვთ გამბედაობა თქვან.
შენ ახლა ხარ მაგალითი იმ უამრავი ადამიანისთვის რომლებიც შენს ნაწერს წაიკითხავენ და მიეცემათ გამბედაობა გადადგან პირველი ნაბიჯი ანდა სხვა თვალით შეხედონ ცხოვრებას.

მადლობა!

ჩვენც გვიყვარხარ!

პს. ამ საიტის მაგივრად შეეცადეთ ანონუმირად უფრო ხალხმრავალ ადგილას ისაუბროთ პრობლემებზე. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაც სურთ სხვას დაეხმარონ, მოუსმინონ, თვითონაც ისწავლონ ახალი.
ამიტომ ნურაფრის მოგერიდებათ.

Posted by: cercetae_cacari_3 11 Apr 2023, 16:32
Advisor
მადლობა. დავიწყე დარბაზში სიარული და ნამდვილად კარგი ვქენი.

Posted by: grigolich 11 Apr 2023, 18:08
ისედაც სამი კაცი დავრჩით აქ, აქ იყავი, ფული გარეთ იშოვე smile.gif

Posted by: Roofus 6 May 2023, 09:30
წადი ძმაო წადი... აქ აზრი არ აქვს დარჩენას.
ფასები იგივეა რაც ნიუ იორკში.
მუშაობ 3 და 4 ჯერ მეტს იგივე ანაზღაურებისთვის.

მარტო მაზოხისტი თუ დარჩება ვისაც წასვლა შეუძლია.
3 მეტრი კვადრატზე ქვეყანაა, 1 კვირაში მოივლი ყველაფერს... ან რა უნდა ნახო ან რა უნდა შეიძინო ან რა უნ და შეიმეცნო.
ერთი კულტურა შემოგვრჩა და იმისგან 1% გვაქვს დარჩენილი. წყალმა წაიღო დიდი ხანია აქაურობა.

რაც არ უნდა ჰქნა წარმატებები.
თუ ჩემი რჩევა მოგეწონა ეგ ადა რაც უნდა მომცე გაყიდე და რამე წიგნი ან კურსები იყიდე მაგითი. რამე მაინც დაგრჩება.

წარმატებები.

Posted by: ნიკოქავთარა 11 May 2023, 17:32
ევროპის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მაქსიმუმ 10 დღით თუ წავიდოდი და თუ გაქვს შანსი დისტანციურად იმუშაო იმუშავე ეგ არის ყველაზე კაი გამოსავალი ეგრე მეც ძაან ჩაკეტილი პიროვნება ვარ მარა ცხოვრებამ მომიტანა ეგეთი კი არ ვიყავი. ეხლა ვიწყებ პროგამირების სწავალს და იმედია გამიმართლებს მეც და რამე საინტერესო ენას აღმოვაჩენ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)