sham ბანკს არა აქვს ხომ ვალდებულება თავმდების საკრედიტო ინფორმაცია შეამოწმოს, ანუ ელემენტარულად შეამოწმოს ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით იქცევა სოლიდარულ მევალედ..დააზუსტოს აქვს თუ არა მას ის ფინანსური რესურსი ან უძრავი ქონება რო წარმოშობილი ვალდებულება დაფაროს?
ამას ამოწმებენ ყველა ქვეყანაში, გარდა გურჯისტანისა...
რადგან თანამედროვე გურჯისტნული საბანკო სექტორის "ფილოსოფია" და "თამაშის წესები" არის შემდეგი:
"ბანკის კრედიტ ოფიცრებს - კონფიდენციალური ინსტრუქცია"
ჩვენი ბანკის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ქონების სრული დაპატრონება. ამიტომ საქართველოს ყველა დასაქმებული რეზიდენტი თავისი ყოველთვიური შემოსავლიდან გარკვეულ წილს უნდა გვიხდიდეს ჩვენ. ნებისმიერი მომგებიანი კომპანია ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, ან ჩვენი მევალე იყოს და მოგება ჩვენთან უნდა მოჰქონდეს. მოსახლეობა ჩვენი ვალებით მაქსიმალურად უნდა იყოს დამძიმებული. ამ მიზნების მისაღწევად ყველა საკრედიტო ოფიცერმა უნდა შეასრულოს შემდეგი ინსტრუქცია:
1. კრედიტის გასაცემად მოითხოვე სესხის რაც შეიძლება მეტი ქონების უზრუნველყოფა. ქონების შესაფასებლად გამოიყენე ჩვენივე ბანკის მიერ რეკომენდირებული ქონების შემფასებლები, რომლებიც შესაფასებელი ქონების ღირებულებას დაბლა დაწევენ. ეს საშუალებას მოგვცემს სესხის დაფარვის შეფერხებისას მთელი, ძვირადღირებული ქონება იაფად ჩავიგდოთ ხელში. აიძულე მსესხებლი, რომ ქონება ჩვენს მოკავშირე სადაზღვევო კომპანიაში დააზღვიოს. არ დაივიწყო, ესეც ჩვენს გამდიდრებას ემსახურება!
2. კრედიტის გაცემისას მოითხოვე დირექტორისა და დამფუძნებლების თავდებობა. ეს საშუალებას მოგვცემს კრედიტის დაფარვის შეფერხებისას დავეპატრონოთ არა მარტო დაგირავებულ ქონებას, არამედ თავმდები პირების სხვა ქონებასაც. ვიცით, რომ ამგვარი ქმედება არ არის დამკვიდრებული უცხოეთში, სადაც ბანკები ქონებრივი უზრუნველყოფით შემოიფაგლებიან. მაგრამ, უმჯობესია გავითვალისწინოთ არცთუ შორეულ წარსულში არსებული "კანონიერი ქურდების" მიმართ განკუთვნილი გარანტიებისა და პირადი თავდებობის ინსტიტუტი, რომლის მიხედვითაც საკმარისი იყო შარი მოედოთ თავმდები პირისათვის, რომ მისი ქონება "ქურდების" ხელში აღმოჩნდებოდა. ამგვარად, ნუ დავივიწყებთ წარსულის ეფექტურ იარაღს! მივცეთ მას ცივილიზებული, კანონიერი ფორმა!
3. ყოველთვის ეცადე მოატყუო მსესხებელი ეფექტური წლიური სასესხო განაკვეთის სიდიდით. სასესხო პროცენტის მიღმა, საკრედიტო ხელშეკრულებაში ჩაუწერე კრედიტის გაცემის საკომისიო არანაკლებ თანხის 2%-ის ოდენობით. ეს ჩვენს შემოსავლებს გაზრდის. მაგალითად, მოკლევადიან, 3 თვიან 15% (ხელშეკრულების თანახმად!) კრედიტებზე რეალურად გადახდილი ეფექტური წლიური სარგებელი 27%-ს მიაღწევს (თითქმის გაორმაგდება!). იგივე საკომისიო ჩაუდე სესხის წინასწარი დაფარვისას. თუ კანონმდებლობა გაიძულებს, რომ სასესხო ხელშეკრულებაში ნათლად მიუთითო წლიური ეფექტური განაკვეთი, იმოქმედე ამ ინსტრუქციის შემდგომი მუხლების შესაბამისად, რომელთა მეშვეობითაც ადვილად მოვატყუებ მსესხებელს.
4. შეეცადე კრედიტი გასცე დოლარებში ან ევროებში. მსესხებელი ლარის ანგარიშზე მისაღებად იძულებული იქნება, რომ ჩვენთვის ძალზედ სარფიანი კურსით გაყიდოს ან შეიძინოს ვალუტა სესხის აღებისას, სესხის მომსახურებიასას ან ჩაქრობისას. ამგვარი ტაქტიკა სასესხო წლიურ ეფექტურ განაკვეთს გაზრდის. მაგალითად, მოკლევადიან, 3 თვიან 15% (ხელშეკრულების თანახმად!) კრედიტზე მის მიერ რეალურად გადახდილი ეფექტური წლიური სარგებელი 31%-ს მიაღწევს (ესეც დაახლოებით გაორმაგდება!).
5. ლარში კრედიტის გაცემისას თუ დოლარის კურსი გაიზარდა, მსესხებელს მოსთხოვე კურსის შესაბამისი, მეტი ლარის დაბრუნება. ხოლო, თუ პირიქით მოხდა, დასაბრუნებელი ლარების სიდიდე უცვლელი დაუტოვე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ლარის წლიურ საპროცენტო განაკვეთში ჩადებული სავალუტო რისკის პროცენტი მივითვისოდ და სავალუტო რისკი მსესხებელს გადავცეთ.
6. შეეცადე რომ, მოკლევადიანი სესხების გაცემა დანერგო. ყოველთვიური შენატანის სიდიდე უნდა გახადო რაც შეიძლება მაღალი. ასეთ შემთხვევაში მეტია იმის შანსი, რომ მსესხებელს პრობლემები შეექმნება სესხის მომსახურებაში და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.
7. პირგასამტეხლოს სიდიდე განსაზღვრე არანაკლებ 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისას მსესხებელს იმ დღესვე ნუ მოსთხოვ სასესხო ხელშეკრულების შესრულებას. დაუყვავე, უთანაგრძნე, გაამხნევე და დააიმედე, რომ ეს დროებითი ხელმოცარვაა. დაელოდე, სანამ დაგროვილი პირგასამტეხლო არ მიაღწევს ისეთ სიდიდეს, როცა სესხთან ერთად ის უზრუნველყოფაში არსებული ქონების საბაზრო ფასს აცდება. ამის შემდეგ, დამფუძნებლების ქონებაზე გადავა ჩვენი მოთხოვნები და ბანკიც შეუდარებლად მეტს იხეირებს.
8. თუკი აღმოაჩენ, რომ რომელიმე კომპანიის ბიზნესი საკმაოდ მზარდი და პერსპექტიულია, შეეცადე მოახერხო ბანკის მიერ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება. კომპანიას შესთავაზე საშეღავათო პროცენტიანი სპეციალური პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს მის ზრდას. პროგრამა უნდა მოიცავდეს ბრუნვის გასაზრდელად კომპანიის და მისი კლიენტების დაკრედიტებას იპოთეკური ან განვადების სესხებით. ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა სესხები საკმაო სიდიდეს მიაღწევს, შეუჩერე დაფინანსება კომპანიასაც და მის კლიენტებსაც. მოსთხოვე კომპანიას სესხის უკან დაბრუნება გაზრდილი რისკების მომიზეზებით. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სესხის ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობაში. ამგვარი ტაქტიკა თითქმის 100% ალბათობით კომპანიას ბანკის საკუთრებაში გადმოიყვანს, ხოლო მენეჯერი დაჯილდოვდება სპეციალური ბონუსით.
9. ჩვენი მიზანი არ არის მსესხებელი კომპანიის გამოზრდა, რათა ის ფეხზე დადგეს და მერე 15% წლიური კრედიტები აიღოს ჩვენთან. ჩვენი მიზანია, რომ კომპანია განადგურდეს, მისი და დამფუძნებლების აქტივები ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდეს, ჭკვიანურად შედგენილმა სასესხო ხელშეკრულებამ 0,5% პირგასამტეხლოთი რამდენიმე თვეში შესაძლოა, გაანადგუროს კომპანია და მისი აქტივები ჩვენ დაგვიმორჩილოს.10. თუკი რაღაც მიზეზების გამო ვერ ხერხდება კომპანიისა და მისი დამფუძნებლების აქტივების დაპატრონება, მოახდინე სესხის რესტრუქტურიზაცია ისე, რომ მსესხებელმა სესხი ვერ გაისტუმროს ან ძალზედ გაუჭირდეს მისი მომსახურება. მიეცი რესტრუქტურიზაცია მოკლე ვადაზე და არ დაგავიწყდეს პირგასამტეხლოს ჩვენებური (0,5% ყოველდღიურად) განაკვეთის ხელშეკრულებაში დაფიქსირება. მოკლევადიანი სესხების მომსახურება ძალზედ ძნელია. გახსოვდეს! მსესხებელი უნდა მუშაობდეს ჩვენი გამდიდრებისათვის. რასაც იშოვის, ჩვენი უნდა გახდეს.
11. ყოველთვის ეცადე საკრედიტო ბარათის კერძო პირებისათვის შეთავაზება და სწრაფი გაფორმება. მათ ფულის თვლა უჭირთ და ხელშეკრულებასაც არ კითხულობენ. ხელშეკრულებაში გაითვალისწინე მოულოდნელი ფულის მახეები, როგორიცაა ფულის განაღდების მაღალი პროცენტი, სესხის დაფარვის ვადაგადაცილებისას კი - მაღალი პროცენტი და ჩვენი საყვარელი საკრედიტო მომსახურების საკომისიო. მერე რა, რომ მსესხებელს უწერია 15% წლიური, მან ხომ თვლა არ იცის და იურიდიულად ჩვენ მართლები ვართ. არ დაგავიწყდეს ჩვენებური (0,5% დღიური) პირგასამტეხლოს პირობების ჩართვა ხელშეკრულებაში. კერძო პირების სეგმენტი ბანკისათვის ხშირად 60% წლიურ შემოსავალზე მეტს უზრუნველყოფს.
12. გახსოვდეს! წინასწარ არასოდეს გაუგზავნო მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულება. უმჯობესია, იგი ხელშეკრულებას, რომელიც შედგენილი იქნება რაც შეიძლება მძიმე იურიდიული ენით, ადგილზე გაეცნოს, რათა მისი გარკვევა გართულდეს. მოულოდნელი ფულის მახეები წვრილი შრიფტით ამობეჭდე. ადგილზე ადამიანი ვერ ახდენს აზრის კონცეტრირებას და წაუკითხავად ან გაუაზრებლად აწერს ხელს სასესხო ხელშეკრულებას.
13. ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ კი ბანკი ბალანსზე ზარალს უჩვენებს. სესხის დაფარვის შეფერხებისას ის ე.წ. რეზერვში გადაინაცვლებს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკი ზარალში ითვლის მას. სინამდვილეში, ჩვენ მოგება გვაქვს. არ დაგავიწყდეს, რომ რეზერვში მყოფი სესხის უზრუნველყოფისათვის არსებული ქონება ჩვენი გახდება და მას დამფუძნებლების სხვა ქონებაც გადმოჰყვება ჩვენსკენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდება, რომ ძალიან მალე ჩვენს ბალანსზე ბევრად დიდი მოგება დაფიქსირდეს.
14. შეეცადე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კარგ ურთიერთობაში იყო. თუმცა, პერიოდულად შეახსენე მათ, თუ რამდენი მეანაბრე გყავს და რამდენი უცხოელია ბორდში (სამეთვალყურეო საბჭოში), რათა არ გთხოვონ საქართველოს ეკონომიკის აქტიური დაფინანსება. რამდენიმე მცირე პროექტზე ნუ ეტყვი უარს, მაგრამ დიდებზე მიუთითე რისკებზე, მეანაბრეებზე და უცხოელ მეწილეებზე. ეს ტაქტიკა აგარიდებს 15% და მასზე დაბალი გრძელვადიანი სესხების გაცემას ეკონომიკის განვითარებისათვის. ეკონომიკა უნდა განვითარდეს მხოლოდ ჩვენი საკუთარი ან იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ჩვენთან მუდამ ვალში არიან და მთელი შემოსავალი ჩვენთან მოაქვთ. არ დაგავიწყდეთ, მთავრობის ხალხი იცვლება, ხოლო ბანკი და მისი ქონება მუდმივია და მზარდი.
15. სახელმწიფო ეკონომიკის გასაჯანსაღებლად უცხოურ სესხებს იღებს და აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. არ დაგავიწყდეს, რომ ტენდერში გამარჯვებულს ბანკის გარანტია სჭირდება დასაფინანსებლად. შექმენი გარანტიის გაცემისა და მონიტორინგის იმგვარი პირობები, რომ ტენდერში მონაწილის მოგების ლომის წილი ბანკში გადმოვიდეს. უცხოური კრედიტებით არა ადგილობრივი კომპანიები, არამედ ბანკი უნდა განვითარდეს და გამდიდრდეს.
16. აიღე მაგალითი შენი კოლეგებისაგან, რომელთაც მოახერხეს ომის შემდგომ ბანკის ქონების არნახული ზრდა. ომის შემდგომ სახელმწიფო ძლიერ დაზარალდა, კომპანიები და მოსახლეობა დაზარალდა, ხოლო მათი ქონება ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდა. მადლობა ბანკის მენეჯმენტს, რომელმაც ისეთი ბიზნესი შექმნა, რომლის მიხედვითაც რაც უფრო ცუდად წავა ეკონომიკის საქმე, მით მეტი აქტივები გადმოვა ბანკის საკუთრებაში.
17. თუკი კარგად იმუშავებ, მაშინ შენც გეძლევა შანსი, მენეჯერთა იმ დაახლოებულ წრეში მოხვდე, რომელსაც უმაღლესი, არნახული შემოსავლები აქვს ხელფასისა და ბონუსების სახით. როცა ყველა და ყველაფერი ცუდად არის, ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს სწორედ მაშინ აქვს უდიდესი შემოსავალი.
This post has been edited by guriaaa on 26 Jul 2017, 15:21