11-12 თებერვალს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის-გრანსლემი გაიმართება.
ისტორიაპარიზი ძიუდოს ევროპული დედაქალაქია. სტატისტიკურად, საფრანგეთში ყველაზე მეტი ადამიანია ძიუდოთი დაკავებული (58 000) და ბუნებრივია ამ ტურნირს ფრანგები ყოველ წელს დიდი ინტერესით ელოდებიან. დარბაზი თითქმის სულ სავსეა, ბილეთის ფასი 30 ევროდან იწყება.
პარიზი ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს 1971 წლიდან მასპინძლობს. 1971 წლიდან 2001 წლამდე "პარიზის ტურნირის" (TOURNOI DE PARIS) სახელწოდებით იყო ცნობილი. 2002-2003 წლებში სუპერ "ა" კლასის ტურნირის სტატუსით სარგებლობდა, 2005-2008 წლებში სუპერ-მსოფლიო თასი გახდა, 2009 წლიდან დღემდე კი პარიზის გრან-სლემის სახელს ატარებს.
პარიზის ტურნირზე ყველაზე მეტ ოქროს მედალს ლეგენდარულმა ლუსი დეკოსმა მოუყარა თავი. მან თავის სამშობლოში საუკეთესოს ტიტული შვიდჯერ მოიპოვა.
ქართველები პარიზის გრან-სლემზექართველთაგან პირველ წარმატებას პარიზის ტურნირზე 1976 წელს გივი ონაშვილმა მიაღწია. ის მძიმე წონით კატეგორიის ფინალში გავიდა, სადაც ლეგენდარულ იასუჰირო იამასიტასთან დამარცხდა.
ვარლამ ლიპარტელიანი...ყველაზე ტიტულოვანი ქართველი პარიზის ტურნირზე. 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან-სლემზე... 2 ოქრო, 1 ვერცხლი.
საქართველოს ნაკრები 2017 წლის პარიზის გრან-სლემზე60: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66: ვაჟა მარგველაშვილი
-73: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
-81: თაზო კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
-90: ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100: ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100: ლევან მატიაშვილი, გურამ თუშიშვილი.
11 თებერვალი-60კგ, -66კგ, -73კგ
-48კგ, -52კგ, -57კგ, -63კგ.
წინასწარი შეხვედრის დასაწყისი: 13:00
ფინალური ბლოკი: 20:00
(თბილისის დროით)
12 თებერვალი-81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ.
-70კგ, -78კგ, +78კგ.
წინასწარი შეხვედრის დასაწყისი: 13:00
ფინალური ბლოკი: 20:00
(თბილისის დროით)
ბადეები:
http://ippon.org/LIVE:
http://ippon.tv/წინა თემებიპარიზის გრან-სლემი 2015პარიზის გრან-სლემი ძიუდოში 2016