1 ტომარა რამდენს იწონის არ ვიცი (ტომარას გააჩნია) და იუთუბზე რა ვიდეოებია მაგრამ, მე რაც წამიკითხავს და კვლევები არსებობს უკვე დადებული ძალიან სერიოზული კვლევითი ინსტიტუტების (თავის საცდელ მეურნეობებზე დაყრდნობით), ყველგან მაგაზე მაღალი ციფრებია მოცემული, ყველგან. აი ერთ-ერთი მაგალითი (კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების დაკვირვების შედეგია, დოკუმენტის დასკვნით ნაწილს მივაბავ ფაილად და ნახეთ):
In 1988 the ninth leaf Chandler trees averaged 123 dry pounds per tree on
2.95 tons/acre at 48 trees/A.
ანუ, მე-9 წელს, ჩანდლერის ჯიშის კაკალმა მისცა 123 ფაუნდი 1 ხეზე, ანუ 2.95 ტონა 1 აკრზე, 1 აკრზე დარგული იყო 48 ხე. ჩვენს საზომებში რომ გადმოვიტანოთ ეს იქნება შემდეგი: 56 კგ. 1 ხეზე, ანუ 7.29 ტ. 1 ჰექტარზე, 1 ჰექტარზე დარგული იყო 118 ხე (ანუ დაახლოებით 8 X 10-ზე იყო დარგული).
აი სხვა წყაროც და ლინკიც (პროფესიული პრესაა და რთულია რომ იტყუებოდნენ)
http://www.westernfarmpress.com/tree-nuts/...r-tree-spacing:One of his Chandler orchards, now starting its 17th year, is planted in 24 x 24-square foot spacing. That compares to the typical 30 x 30-foot spacing for Chandlers grown on better ground along the Sacramento River. The first year of production of the sprinkler-irrigated trees was in 1997, when they were six years old. Production continued to climb, reaching 6,000 pounds of walnuts per acre in 2001. Yields remained the same the next year before rising to 6,500 pounds per acre in 2003 and 6,800 pounds per acre in 2004. The year after that, Anderson harvested a 6,700-pound crop, followed by a 6,500-pound crop in 2006. Like other California walnuts orchards, Anderson saw his production drop in 2007 when his walnuts yielded 5,700 pound per acre. Last year, his trees rebounded, producing a 7,400-pound crop.
ანუ, ჩანდლერის ბაღში ხეები დარგული იყო 24 X 24 ფუტზე (რაც ჩვენი საზომით არის 7.3 X 7.3 მ. -ზე, ანუ ჰექტარზე 187 ხე.). 1997 წელს მე-6 წელში დაიწყო მოსავლის (იგულისხმება ასე-თუ ისე სრულის) მოცემაო, მერე ყოველ წელს იზრდებოდა მოსავალიო და 2001 წელს (ანუ მე-10 წელს) მიაღწია 6 000 ფაუნდს 1 აკრზეო (ეს ჩვენი საზომებით არის 6 725 კგ. 1 ჰექტარზე). 2003-ში (ანუ მე-12 წელს), მოსავალი ავიდა 6 500 ფაუნდზე 1 აკრზე (ეს ჩვენი საზომებით არის 7 286 კგ. 1 ჰექტარზე), ხოლო 2004 წელს (ანუ მე-13 წელს), მოსავალი ავიდა 6 800 ფაუნდზე 1 აკრზე (ეს ჩვენი საზომებით არის 7 622 კგ. 1 ჰექტარზე).
ანუ 1 ხეზე რომ გამოვიყვანოთ, მე-10 წელს 1 ხეზე მოსავალი იყო 6 725 კგ / 187 = 36 კგ., მე-12 წელს 1 ხეზე მოსავალი იყო 7 286 კგ / 187 = 39 კგ., და მე-13 წელს 1 ხეზე მოსავალი იყო 6 622 კგ / 187 = 41 კგ. ...
მოკლედ სხვა სურათია.
This post has been edited by grou on 22 May 2018, 14:10
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 66 )
1988_1.pdf