კაცო, FreeBSD პირველად 1999 წელს დავაყენე/დავაკონფიგურირე/ვიხმარე Celeron 333A/32Mb/4Gb კომპზე
ლინუქსიც მაგ დროს, Slackware.
სისადმინობას მე არ ვაპირებ და ლინუქსი კიდევ იმისთვის მინდა რომ მე ვიხმარო და არა იმან :დ
20 წელია სულ ვსწავლობ(ლინუქსს არა), და ლინუქსმა მინდა ამაში ხელი შემიწყოს, როგორც User Friendly სისტემამ და მომცეს ჩემი მიზნების განხორციელების საშუალება.
ოუფენ სორს მოდელის გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ აგერ უკვე 20 წელზე მეტია და ამ ხნის განმავლობაში, აშკარად მივიდა ლინუქსი იქამდე, რომ არა მხოლოდ გიკების, არამედ ჩემნაირი უბრალო უზერების ყოველდღიური სამუშაო მანქანა გახდეს (ნუ, თამაშების გარდა, მაგრამ ეს პროცესიც მიდის უკვე შეუქცევადად)
და ძალიან მინდა რომ ენდევორი ამაში დამეხმაროს.
უბუნტუსთან ცუდი გამოცდილება მაქვს.(ნახევარ წელიწადში ერთხელ სისტემის 0 იდან გამართვა)
მანჯაროსთან ძალიან ცუდი (აქ აღწერილი პრობლემების გამო)
მაგრამ მანჯაროს ამ პრობლემას იმედი მაქვს ენდევორი გადამიწყვეტს, სხვამხრივ არც მანჯაროსთან მქონია პრობლემა.
ვინდოუსი 8 წელია არ გადამიყენებია - ლიცენზირებული 7 დან 10ზე დავააფდეითე, 10 დან 11 ზე და ახალი ჰარდის ყიდვისას ან სსდ გადამქონდა, ან კიდევ, ვკლონავდი.
მუშაობს უპრობლემოდ, მაგრამ მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ლინუქსზე გადავიდე.
უკვე ყველაფერს ვაკეთებ ლინუქსზე ჩემ საქმეში რაც მჭირდება, და ესეთი რაღაცეები მაგრად მიტეხავს
ამდენი წელი გამოკვლევის მერე მივედი იმ აზრამდე რომ Arch და მისი მოდელი საუკეთესოა(rolling release) , Slackware-ც მაგრამ ძალიან ნელა ვითარდება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდეს პატრიკ ფოლკერდინგის მერე, ღმ1მა დიდხანს აცოცხლოს
თუმცა Slackware უფრო Unix ია ვიდრე ლინუქსი :დ
1 ად 1 რამ მიტეხავს მხოლოდ ამ ლინუქსებში,
X11 მინდა მოკლან და Wayland მა ჩაანაცვლოს.
20 წლის წინ X Server ისეთი პიზდეცი იყო ვინდოუსის გრაფიკულ გარსთან შედარებით, იმდროინდელ ჰარდზე, რომ რავი, რავთქვა.
ახლა ცოტა დააოპტიმიზირეს, ჰარდიც ასწრაფდა და დიდი სხვაობა არაა,
თუმცა მაინც ჭედავს მომენტებში.
აი Wayland რომ სრულად გამოდევნის, ეგ იქნება ძალიან დიდი ამბავი ჩემთვის
ადრე ბრაუზერს რომ ჩამოსკროლავდი, იუთუბის ვიდეო იგინებოდა და ნაწყვეტ ნაწყვეტ უკრავდა.
კარგად მახსოვს, კერნელში ვიღაც ბავშვმა 3 ხაზიანი პაჩი გაუშვა მაგის მერე GUI Butter smooth გახდა.
ზეიმი მქონდა ;დდ
ძალიან შორს წავედი და ბარემ ამასაც დავწერ - ლინუქსმა და ლინუსმა შეცვალა კაცობრიობა(Honorary mention - Richard Stallman). 90 იანების ბოლოდან მთელი სოფტ გიგანტები ხმალამოღებულები ებრძოდნენ და ბოლოს მოუწიათ დანებება - და თავადაც Open Source მოდელებზე გადადიან ნელნელა, ადრე კომუნისტებად რომ მოიხსენიებენ.
ჰოდა, ლინუქსი მინდა მსოფლიო კომპების მინიმუმ 50% ზე.
This post has been edited by VelaPulsar on 14 Dec 2022, 00:21