გამარჯობა.
საკმაოდ პრობლემური საკითხია...
საქმე იმაშია რომ ინვოისი, როგორც კერძო ხასიათის დოკუმენტი, არ ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას...
ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციაში (აპოსტილის კონვენცია) ცალსახად წერია, რომ აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება მხოლოდ ე.წ. public document-ები,
ინვოისი კი როგორც ვთქვი არის კერძო ხასიათის დოკუმენტი, ანუ არა public document-i და ის აპოსტილით არ მოწმდება...
ანუ საგადასახადომ არ უნდა მოითხოვოს ინვოისზე აპოსტილი.
ეხლა პრაქტიკა როგორია მაგასაც გეტყვი: ხშირია შემთხვევები როცა საზღვარგარეთის ქვეყნები ითხოვენ ქართული ინვოისების აპოსტილით დამოწმებას,
მიუხედავად ყველაფრისა, რაც ზევით დავწერე... და ყოველთვის პრობლემა იყო ეს საკითხი, გამოსავალი მოიძებნა იმაში, რომ როდესაც არის ესეთი მოთხოვნა,
მოქალაქეს იგზავნება საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში და პალატა ახორციელებს ინვოისის დამოწმება (დარეგისტრირებას), რის შემდეგაც უკვე
შესაძლებელი ხდება ინვოისის აპოსტილით დამოწმება, და შესაძლებელი ხდება იმიტომ რომ პალატა როგორც ვიცით არის საჯარო სამართლის სუბიექტი და მის მიერ ინვოისის
დამოწმებით ხდება ამ დოკუმენტის ასე ვთქვათ გაpublic documentება (ახალი ტერმინი მოვიგონე
) რის შემდეგაც უკვე თავისუფლად შეიძლება აპოსტილი დარეტყას ინვოისს.
ჩვენ საგადასახადოს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ვთქვი არ უნდა მოითხოვოს აპოსტილით დამოწმებული ინვოისი...
და თუ მაინც თავი გაიგიჟა ამ აპოსტილზე, მიგიწევს ამ უცხოური ინვოისის დამოწმება იმ ქვეყნის სავაჭრო სამრეწველო პალატაში (ყველა ქვეყანაშია)
სადაც გაიცა იგი და შემდეგ დამოწმება აპოსტილით... იმედია ძაან ჩახლართულად არ დავწერე...
და კიდე ერთი, თუ მოითხოვა საგადასდახადომ აპოსტილი, შეგიძლია განცხადებით მიმართო სამოქალაქო რეესტრს და შეეკითხო ესაჭიროება თუ არა საზღვარგარეთ გაცემულ ინვოისს აპოსტილი,
საპასუხო წერილში სავარაუდოდ გიპასუხებენ რომ არ ესაჭიროებაო, შემდეგ ეს პასუხი შეგიძლია მიიტანო საგადასახადოში და აჩვენო, წესით ასეთ დროს უნდა გამოგადგეს...
ბოლოს იმასაც გეტყვი რომ არა მგონია საგადასახადომ დაიწყოს აპოსტილით დამოწმებული ინვოისების მოთხოვნა...