forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (86) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს რკინიგზა, VII ნაწილი
polaris
Die ideale spur


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6403
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 19 Jun 2016, 18:31  #48135736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ზოგადი ცნობები:

ლიანდაგის სიგანე: 1520 მმ
მაქს. ქანობი: 37 %
მინ. რადიუსი: 160 მ
გვირაბები: 45
ხიდები :1714
გაშლილი სიგრძე: 1879 კმ
საექსპლ. სიგრძე: 1575 კმ
ორლიანდაგიანი ხაზები: 290 კმ
ერთლიანდაგიანი ხაზები: 1285 კმ
ვიწროლიანდაგიანი: 37 კმ
წევის სახეობა: მუდმივი დენი 3000 V
ელექტრიფიცირება: 100%
მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე სატვირთო შემადგენლობებისთვის: 80 კმ/სთ
სამგზავრო შემადგენლობებისთვის: 100 კმ/სთ.
საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდია www.railway.ge

ქრონოლოგია:

1865 წ. - მშენებლობის დაწყება
1871 წ. - ფოთი - ყვირილა
1871 წ. - თბილისი - ყვირილა
1872 წ. 10 ოქტომბერი - თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩადის (რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი)
1877 წ. - რიონი-ქუთაისი
1883 წ. - თბილისი-ბაქო
1883 წ. - ბათუმი-სამტრედია
1887 წ. - რიონი-ტყიბული
1895 წ. - ზესტაფონი-ჭიათურა (ვიწროლიანდაგიანი)
1899 წ. - თბილისი - გიუმრი - ყარსი
1890 წ. - წიფის გვირაბი
1894 წ. - ხაშური-ბორჯომის
1902 წ. - ბორჯომი-ბაკურიანი (ვიწროლიანდაგიანი)
1915 წ. - თბილისი - თელავი (გურჯაანი და წნორისწყალის განშტოებებით)
1924 წ. - ნატანები-ოზურგეთი
1935 წ. - ბროწეულა-წყალტუბო
1930 წ. - სენაკი-ინგირი-გალი
1932 წ. - სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაცია
1938 წ. - გალი-ოჩამჩირე-სოხუმი
1940 წ. - გორი-ცხინვალი
1946-1949 წწ. - ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები და სარკინიგზო რადიოკავშირები.
1949 წ. - სოხუმი-ადლერი
1967 წ. – 100% ელექტრიფიკაცია
1986 წ. - მარაბდა-ახალქალაქი

მოძრავი შემადგენლობა:

საქართველოს რკინიგზაზე გახსნის დღიდან გამოიყენებოდა Ч და Ф სერიის ორთქმავლები. 1924 წელს ისინი Э (სატვირთო) და Су (სამგზავრო) სერიების ორთქმავლებმა ჩაანაცვლა. 1932 წლიდან სურამის უღელტეხილზე მუშაობას იწყებენ ამერიკული С, საბჭოთა Сс და იტალიური Си სერიის ელმავლები. შემდგომ ელექტრიფიკაციასთან ერთად ორთქლმავლები საბოლოოდ ჩაანაცვლეს ВЛ-19, ВЛ-22 და ВЛ-8 სერიის ელმავლებმა. დღეს ძირითადი მაგისტრალური ლოკომოტივებია ВЛ-10 და ВЛ-11, რომლებსაც კაპიტალური რემონტის ან მოდერნიზაციის შემდეგ უბრალოდ 10 და 11 ინდექსი ენიჭებათ.

სამგზავრო ელექტრომატარებლებად გამოიყენება ЭР2 სერიის მოდერნიზირებული მატარებლები, რომელთაც მოდერნიზაციის ტიპის გათალისწინებით უნდარჩუნდებათ სახელწოდება, ან ენიჭებათ ..ეს" სერია. გარდა ამისა, ,,ვმკ" (ნაწილობრიც რუსთავის ვაგონმშენებელ ქარხანაში აწყობილი) და GRT სერის ჩინური ელექტრომატარებლები. ამასთანავე საქართველოს რკინიგზამ კომოანია Stadler-თან გააფორმა ოთხ ორსართულიან KISS Rus მოდელის ელექტრომატარებელზე შეკვეთა.

მიმდინარე პროექტები:

2. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი - ითვალისწინებს რკინიგზაზე უსაფრთხოების და გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახული მიზანია თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრის 3 საათამდე შემცირება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა (მათ შორის უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას რომელიც სიჩქარის გაზრდის საშუალებას მისცემს შემადგენლობებს), ლიანდაგისა და ელექტომომარაგების სისტემების განახლება. პროეტს ხელმძღვანელობს ფრანგული კომპანია SYSTRA და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმება.

მოცემული პროექტის ფარგლებში მოხდება შემდეგ მონაკვეთებზე ხაზის გადაკეთება ან ახალი მარშრუტის დაგება:

ხაშური-თბილისი (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
user posted image

ხარაგაული-ხაშური (წითელი ფერით აღნიშნულია რკინიგზის ახალი ტრასა):
user posted image

ზესტაფონი-ხარაგაული (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
user posted image

სამტრედია-ზესტაფონი (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
user posted image

ბათუმი-სამტრედია (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
user posted image

3. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი - ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზის დაკავშირებას თურქეთის რკინიგზასთან, რისთვისაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრამდე აშენდება 1520მმ სიგანის ლიანდაგი, ქალაქ ყარსიდან კი 1435მმ სიგანის ლიანდაგი. შეერთების წერტილი იქნება სადგური კარწახი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება შემადგენლობებისთვის გოგორწყვილების გამოცვლა. საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს ,,საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ. საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. " ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მარაბდა - თეთრიწყაროს მონაკვეთი.

მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთი:
user posted image

ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი:
user posted image

დაკონსერვებული პროექტები:
1. თბილისის შემოვლითი გზა - გულისხმობს თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ორლიანდაგიანი გზის მშენებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ტრანზიტით მოძრავ შემადგენლობებს არ გაიარონ ქალაქში. რკინიგზის ოფიციალური საიტის მიხედვით:

,,27 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზი არსებულ ხაზს გამოეყოფა ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით – გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინიგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.“

შემოვლით რკინიგზაზე აშენებულია 4 გვირაბი: ავჭალასთან 1050 მეტრიანი, გლდანის დიდ ტბასთან, გლდანის ციხესთან 800 მეტრიანი და კვირიკეს ხევთან 1200 მეტრიანი.

user posted image

პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისში უნდა მომხდარიყო ცენტრიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით. უქმდებოდა რკინიგზის ცენტრალური სადგური და რჩებოდა ორი სამგზავრო სადგური: აღმოსავლეთი სადგური ამჟამინდელი საკვანძოს (ნავთლუღის) ადგილზე და დასავლეთის სადგური დიდუბეში. ეს სადგურები მოემსახურებოდნენ მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობებს, დასავლეთის სადგური მოემსახურებოდა დასავლეთის მიმართულების სამგზავრო მატარებლებს, ხოლო აღმოსავლეთის სადგური მოემსახურებოდა თბილისი-ერევნის და თბილისი-ბაქოს მატარებლებს, პერსპექტივაში კი თურქეთის მიმართულებით მატარებლებსაც. ეს ორი სადგური იქნებოდა ჩიხური და მოხდებოდა მათ შორის არსებული ლიანდაგის და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, რაც საერთო ჯამში, 86 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებდა. სატვირთო შემადგენლობებს მოემსახურებოდათ არსებული მახარისხებელი აფრიკაში და ორი ახალი სადგური შემოვლით ხაზზე - ლილო-2 (სოფელ ნასაგურთან) და კვირიკე (ამავე სახელობის ხევთან, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით).
პროექტს ახორციელებდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმებოდა, მაგრამ 2012 წელს მისი მშენებლობა შეწყდა იმ მიზეზით, რომ იგი ზრდიდა სარკინიგზო გადაზიდვების თვითღირებულებას და ამცირებდა რკინიგზის გამტარუნარიანიბას თბილისის ჩრდილოეთით ხელოვნური უღელტეხილის შექმნით. ამჟამად ფაქტიურად დასრულებულია მიწის ვაკისი, გვირაბები, ესტაკადა და ხიდები, დარჩენილია სალიანდაგო ზედნაშენის, ლიანდაგის, საკონტაქტო ქსელის, ელექტროკვების, სიაგნალიზაციის და ავტობლოკირების მონტაჟი, ასევე დამხმარე ნაგებობების აშენება. პროექტი დაკონსერვებულია და ტექნიკურ ექსპერტიზას გადის მისი დახვეწის მიზნით.

რარიტეტული შემადგენლობების სია:

იმ მიზნით, რომ გაგვეკეთებინა ზედაპირული აღწერა რარიტეტული, ისტორიულად ღირებული მოძრავი შემადგენლობის, შევქმენით 4 კატეგორიისგან შემდგარი კლასიფიკაციის სისტემა და შევქმენით სია, რომელშიც ავღნიშნავთ სიის შემნის (ბოლო 4 წლის განმავლობაში დანაკარგებსაც. სია უფრო ცნობილია, როგორც ე.წ. დეზლიმატარებლებისსია, თუმცა მასში შედის არა მხოლოდ სარკინიგზო ტექნიკა.

პირველ რიგში შეგახსენებთ კატეგორიებს:

A. მცირე ტირაჟით გამოშვებული მოდელები, ან ფართო ტირაჟით გამოშვებულია, მაგრამ ამჟამად რამდენიმე არის მხოლოდ დარჩენილი მსოფლიოში
B. გარკვეულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული მოდელები
C. ფართო ტირაჟით გამოშვებული მოდელები, რომლებიდანაც გარკვეული რაოდენობა შენარჩუნდა და დღეს შედარებით კარგად არის წარმოდგენილი მსოფლიო მუზეუმებში, მაგრამ საქართველოში დარჩენილია მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ეკზემპლარი.
D. ფართო ტირაჟით გამოშვებული მოდელები, რომლებიდანაც დიდი რაოდენობა დღესაც მუშაობს. მოდელი წარმოადგენს მოძრავი შემადგენლობის ტიპიურ ნაირსახეობას მოცემული რეგიონსათვის მოცემულ ეპოქაში და საინტერესოა არა იშვიათობის, არამედ საპირისპიროდ, ტიპიურობის გამო.

ახლა კი თავად დეზლიმატარებლებისსია:

1. ТЭ3-5386, თბილისი სატვირთო სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C დაიჭრა ორი წლის წინ
2. პოლონსოს სისტემის ბრონირებული ვაგონი, სტალინის მუზეუმი გორში, კატეგორია A, B
3. Л სერიის ორთქლმავალი, ხაშურის სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C დაიჭრა
4. დიზელ-მატარებელი Д-049 (თუ 031, დასაზუსტებელია), თბილისი სატვირთო სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C
5. ელმავლები ВЛ22м, ქუთაისის დეპო, კატეგორია C
6. ელმავალი ВЛ19, პიედესტალზე ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, კატეგორია A, B
7. Ср3 ელექტროსექცია, ხაშურის და ქუთაისის სალოკომოტივო დეპოები, კატეგორია C
8. თბომავლები ЧМЭ2 თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანასა და სამტრედიის დეპოებში, კატეგორია C აღარ არის სამტრედიის დეპოში, სავარაუდიდ დაჭრეს. თბილისშიც უცნობია დარჩა თუ არა
9. ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი ბორჯომის დეპოში, კატეგორია A
10. ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლები Ьп ბორჯომის სადგურთან და თბილისი ვაგონშემკეთებელთან, კატეგორია A
11. ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლები Гр, კატეგორია C
12.სამანევრო ორთქლმავალი Ьвн-9775 სამტრედიის სადგურთან პიედესტალზე, კატეგორია A
13. Aк-1721 მუშტაიდის პარკში, კატეგორია A, B
14. მეტრო ვაგონი B4-163, ნაძალადევის ელექტროდეპო, კატეგორია A
15. ნორმალური სატვირთო ვაგონი (НТВ), საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, ასევე თუ არ ვცდები სადგურ შორაპანთან, კატეგორია A, B
16. ცისტერნა, გორის შპალსაჟღენთი ქარხანა, კატეგორია C
17. 50 ტონიანი სატვირთო ვაგონი, თბილისის სატვირთო სავაგონო დეპო, კატეგორია C
18. ელმავლები ВЛ-8, კატეგორია D
19. რეტრო-ტრამვაი KТM2, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია A
20. ელექტრომატარებლები Эр1 ან Эр2 პირვანდელი დიზაინის კაბინით (გლობუსი), კატეგორია D Эр1 არსად შემინიშნავს, სავარაუდოდ აღარ დარჩა
21. RIC სტანდარტის სამგზავრო ვაგონები, კატეგორია C
22. ვიწროლიანდაგიანი ელმავლები ЧС-11, ბორჯომის ვიწროლიანდაგიანი დეპო, კატეგორია A
23. ტროლეიბუსი Skoda 9Tr, ტროლეიბუსების დეპო ჭიათურაში, კატეგორია C
24. ტროლეიბუსი Skoda 14Tr 3 კარიანი, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია C
25. ტროლეიბუსი Skoda 14Tr 2 კარიანი, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია A
26. ტროლეიბუსი ЗиУ-682, ტროლეიბუსების დეპო ქუთაისში, კატეგორია C
27. Pafawag-ის ქარხნის ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, კატეგორია C
28. ПВ51 მოდელის ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, კატეგორია C დაწვეს ვიღაც ნაბი***ებმა
29. Ikarus 200 სერიის ნებისმიერი მოდელის ავტობუსი, კატეგორია C
30. ЛАЗ-695 მოდელის ავტობუსი, კატეგორია D
31. მიკროავტობუსი RAF-2203, კატეგორია D
32. Den Oudsten ატელიის ავტობუსი, კატეგორია D
33. ეგოროვის ქარხნის ვაგონი ხაშურის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კატეგორია C

საქართველოს რკინიგზის თემა ფორუმზე:
I ნაწილი
II ნაწილი
III ნაწილი
IV ნაწილი
V ნაწილი
VI ნაწილი

მეგობრებო, დროის უქონლობის გამო ფაქტიურად მხოლოდ ვაკოპირებ პოსტს. იმედი მაქვს, სიახლეებს დაამატებთ smile.gif


--------------------
Real SAABs don't leak. They just mark their territory.
Rapanui
остров пасхи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3405
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 19 Jun 2016, 21:54  #48137158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა.
სკანი 1983 წელს გამოცემული ფოტოალბომიდან.

user posted image
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1218
წევრი No.: 180128
რეგისტრ.: 19-January 14

გამოგზავნილია: 19 Jun 2016, 22:04  #48137226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვენიერი სურათია. ისე, ასეთი ფერებიც უხდება ВЛ სერიის ლოკომოტივებს. მაგრამ ეს იქნებოდა გადაღებული 1975-1977 წლებში, რადგან ВЛ11-ების წარმოება 1975 წელს დაიწყო.

იმედია, რომ ოდესმე ვნახავთ საქართველოს რკინიგზაზე ახალ ВЛ11М/6-ებს.


--------------------
Милости прошу к нашему шалашу!
Rapanui
остров пасхи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3405
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 19 Jun 2016, 23:11  #48137876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა. სკანი 1981 წელს გამოცემული ფოტოალბომიდან.
user posted image
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1218
წევრი No.: 180128
რეგისტრ.: 19-January 14

გამოგზავნილია: 19 Jun 2016, 23:16  #48137929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს უკვე 1979 წლის ფოტოა. ხო, ორივე ლოკომოტივი (111 და 1977 წელს წარმოებული 012) რუსეთში წავიდა და ორივე უკვე ჩამოწერილია.
Guro_
financial times


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10077
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 19 Jun 2016, 23:30  #48138060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Berkem Al Atomi
QUOTE
ВЛ11М/6

ესენი ვისთვის დამზადდა და რამდენი?


--------------------
ცისარტყელა ცაზე 15 წუთით რომ ჩანდეს, ის არავის აღაფრთოვანებდა

CHANGE YOUR WORDS, CHANGE YOUR WORLD


მიწისქვეშა მივლინების ტიპიური ფურცელი არ აღმოგვაჩნდა ვაჟა ზაზაევიჩ ...
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1218
წევრი No.: 180128
რეგისტრ.: 19-January 14

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 00:25  #48138584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
28 ლოკომოტივი უკრაინაში წავიდა და 4 აზერბაიჯანში. სულ 32 ლოკომოტივია წარმოებული ამ დღეისთვის.
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54671
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 00:26  #48138596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მშვენიერი ამბავი!
==================================


--------------------
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
DJ_killer1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3523
წევრი No.: 47742
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 02:01  #48139326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესეთი კითხვა მაქვს..
თბილისი-ბათუმის მატარებლის II კლასის ვაგონში ადგილები როგორ არის გადანაწილებული? ანუ არის 2 კაციანი და 3 კაციანი ადგილები და ბილეთები.გე ზე როგორ მივხვდე მოცემული ადგილი 2იანი თუ 3 კაციანი??
Guro_
financial times


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10077
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 02:36  #48139478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Berkem Al Atomi
ვა, კარგი მონაგარი ქონია up.gif

ბარემ ისიც გეცოდინება რა ღირს ერთი ცალი? და დეტალები რითაც მზადდება 100%-ით იმპორტირებულია?
wit-georgia1
Hero(in)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8557
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 03:26  #48139624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ!

ველი ორსართულიან მატარებლებს.


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
Rapanui
остров пасхи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3405
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 10:43  #48140841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა. სკანი 1977 წელს გამოცემული ფოტოალბომიდან.
user posted image
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1218
წევრი No.: 180128
რეგისტრ.: 19-January 14

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 11:36  #48141145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Guro_ @ 20 Jun 2016, 02:36 )

ბარემ ისიც გეცოდინება რა ღირს ერთი ცალი? და დეტალები რითაც მზადდება 100%-ით იმპორტირებულია?

სადღაც 1.5 ლიმონი მწვანე ქარხნული ფასია მიწოდების გარეშე. მათი წარმოების დაწყებისას მასე იყო, ახლა არ ვიცი, შეიცვალა ფასი თუ არა.

დეტალების 100% თუ იქნებოდა იმპორტირებული, ელმავალმშენებელი 1990-იანებში დაიხურებოდა. სავალი ნაწილი და ელექტროაღჭურვილობის მსხვილი ნაწილი საქართველოში იწარმოება, ასევე ძარა. კაბინა უკრაინულია, ელექტრონიკა რუსეთიდან მოდის, ჰოლანდიური და ჩეხური დეტალებიც არიან.
Guro_
financial times


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10077
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 12:39  #48141596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Berkem Al Atomi
მადლობა alk.gif alk.gif
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7224
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 20 Jun 2016, 12:56  #48141735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გუშინ ზერელედ დავაკვირდი მარაბდა-ახალქალქის რკინიგზის მონაკვეთი:
წალკამდე სადენები გაყვანილია და ბოძების მონატაჟი მიმდინარეობს ფარავანთან, ასევე როგორც მიხვდი ნინოწმინდ-ახალქალაქის მონაკვეთზე ბოძები დამონტაჟებულია. იდეაში თუ აქტიურად იმუშავებენ, წელს მთლიანი ელექტრიფიცირება უნდა მორჩნენ.
ახალქალაქის სადგურში აქტიურობა შეინიშნება, რესლების გაყვნა ხდება გორგოლწყვილების შესაცველელი დომკრატების(თუ რაც ჰქვია ) biggrin.gif მიმართულებით



--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (86) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]