ზღვის თემატიკა იყო
მაგარი მაგარი დამევასა ერთი თანასასტუმროელი
საღამოს დაემთხვა ისე რომ ერთდროულად გამოვედით ოთახებიდან, მე მეგობართან ერთად და ის დაქალთან ერთად
ისეთ ზმანში იყო , გულად ვიქეცი. მეთქი სადაც არ უნდა მიდიოდეთ ჩვენც წაგვიყვანე თქო
გავიჩIთეთ რაღაც გრანდიოზულ დისკოთეკა ბარში. ეს დაქალი მეწილეს , მფლობელს თუ რაღაც ეგეთს უყვარდა
ტიპმა იასნა ვერ იკაიფა ჩვენზე. ვითომ არ გამოხატა მაგრამ ტონკად გაგვიჩალიჩა.
რაღაც პერიოდის მერე მე და ეს გოგო ვცეკვავდით, მეგობარი დასარეკად გავიდა გარეთ და რომ შევიკრიბეთ ისევ , ბარმენი გვეუბნება ის წყვილი ვიპ სექტორში არისო.
მივაჭერით ამ ვიპ სექტორთან, ეს გოგო იცნეს და ეგრევე შეუშვეს, ჩვენ დაგვიწყეს ბოდიალი. ჯერ ვითომ ენა არ ესმოდათ დაი###ვეს თავი, მერე გვაცადეთ საშვი უნდა გამოვწეროთო. მაგარი დავიგრუზე მეთქი თქვენ @#!$!@#@~!@ თქო და გამოვედი გარეთ. ეს გოგოც დაიგრუზა გამომყვა გარეთ, დაქალს დაურეკა რაღაცეები იბაზრეს.. კაროჩე ვერ დავტოვებ მარტო აქო და შენ მიდი სასტუმროში და მოგიკაკუნებო ცოტა გვიან არ დაგეძინოსო.
წავედით სადღაც დავლიეთ ცოტა და მივედი ნომერში ღამის ორი საათია. ზღვის კუროტის რეჟიმი ხომ იცით (დილას ცურვა, შუადღეს ფრენბურთი, საღამოს სასმელში ჩაწოლა) და წინა დღეების უძინარს ისეთი მეძინება ცუდად ვარ, აი ტომი/ჯერიში რომ ასანთის ღერებს იყენებს თვალში ის სიტუაციაა
ჩაიძინება ცუდად მაქვს დაცდილი, ჰოდა წამოვწექი საწოლზე მკერდზე ტელეფონი დავიდე და მაღვიძარა დავაყენე ისე რომ ყოველ ხუთ წუთში დაერეკა
ჩამეძინებოდა, დარეკავდა , გამეღვიძებოდა.. ტრანსში გავედი გადაღლილობისგან, ერთი წლის სამყოფი სიზმარები ვნახე მგონი : | თუ მეტი არა
ღამის ოთხი საათია და კარზე კაკუნია, გულში დავლოცე ვინც მოითმენს ის მოიგებს ანდაზის მომგონი, რამაც ერთგვარი ოპტიმიზმით ამავსო და თითქოს გამომაფხიზლა კიდეც ამ ემოციამ
რა ვქნათ რა ვქნათო და იქვე პატარა ყვავილების ბაღი იყო ლამაზად მოწყობილი,სკამებითურთ . გავისერინოთ იქ და ბოდლერზე ვისაუბროთ ლუდის თანხლებითო
ჩიტების ჭიკჭიკი და ცისარტყელა არ იყო მაგრამ რაც იყო ყველაფერი ლამაზი იყო ირგვლივ ))
დღემდე ვერ ვხდები რით ვერ დამაკმაყოფილა დედამიწისეულმა სილამაზემ , და რატომ მოვინდომე კოსმოსში "გაჭრა" : |
თუ გაქვთ დამუღამებული როდესაც ღამე ცას უყურებთ ჩურჩულით გინდება თითქოს ლაპარაკი, თითქოს ასე უფრო უხდება
ჰოდა ამ ჩურჩულმა და ვარსკვლავ/მეტეორების დათვალიერებამ ის შედეგი გამოიღო რომ ჩემს მხარზე ჩაეძინა
სადღაც ერთ საათში მისაყუდებლიანი სავარძლის როლის საწყისები სრულად მქონდა გათავისებული : |
ბონუსად დავამუღამე გაუნძრევლად სიგარეტის მოწევა , ასევე კვამლის მაქსიმალურად შორს გატყორცნა..
ამასობაში გათენდა კიდეც და მეეზოვე დაგვადგა თავისი ქოთქოთა ხმის ტემბრით...
მოკლედ ამხელა პოსტის დედა აზრი ისაა რომ უძილობა ცუდი რამეა
ამიტომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ძილის რეჟიმს თუ გვინდა რომ ჯანმრთელები ვიყოთ
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..