Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მინისტრების ხელფასები 12 %-ით მცირდება |
Posted by: ბექექს 13 Mar 2013, 10:39 |
პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ხელფასებთან დაკავშირებით გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ასევე, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა. http://interpressnews.ge/ge/politika/232561-bidzina-ivanishvilis-gadatsyvetilebith-ministrebis-khelfasi-12-ith-mcirdeba.html |
Posted by: Fixedd 13 Mar 2013, 10:42 |
სამაგიეროდ ჩემი მაღალი რუსეთუნე და გაქსუებული არაა..... თან იმ პრემიებს ისევ გლახაკ ხალხს ახარჯავდნენ წინა მინისტრები.... |
Posted by: Saturn 13 Mar 2013, 10:42 | ||||||||||
ბექექს
ვერ გავიგე. რა სახელფასო დანამატზეა საუბარი? პრემიის გარდა რა სახის დანამატი არსებობს? რეალურად ხელფასი დღეს არცერთ მინისტრს არ აქვს 6300 ლარი. გაცილებით უფრო დაბალია ხელფასები. მხოლოდ სუფთა ხელფასს ვგულისხმობ, პრემიის გარეშე. მაგალითად: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები მინისტრი 3 540,00 მინისტრის პირველი მოადგილე 2 950,00 მინისტრის მოადგილე 2 720,00 დეპარტამენტის უფროსი 2 100,00 სახელფასო პოლიტიკა აშკარად გადასახედია. თუ მინისტრს ექნება ხელფასი 6300 ლარი, მაშინ მოადგილეს მინიმუმ 5000 უნდა ჰქონდეს და დეპარტამენტის უფროსს 4000-4500, სამმართველოს უფროსს 3000-3500 და ა.შ. მინისტრს 6300 და სპეციალისტს 600 არ გამოვა ასე არაფერი. PING
ეგ ნამდვილად ეგრეა, მაგრამ დაბალი შემოსავალი არანაირად არაა 6300 ლარი. პირიქით. ლივერმენ
არ დაიჯერო. გატყუებენ. |
Posted by: PING 13 Mar 2013, 10:42 |
ბექექს დაბალშემოსავლიანი მინისტრი აუცილებლად მოიპარავს დაბალხელფასიანი მინისტრი აუცილებლად იმაიმუნებს პროტექციებიტ და სხვადასხვა ხრიკებით დაბალხელფასსიანი კარგი სპეციალისტი ვერ იქნება და ა.შ. ჰა როგორია უკვე წინასწარპროგნოზირებადი პოსტები |
Posted by: sandroia 13 Mar 2013, 10:42 |
ვაა ყოჩაღ! და სხვა ჩინოვნიკებსაც შეუწყდებათ პრემიები? ჩემი შეფი რომ ყოველ თვე იწერს და იწერს ნეტავ რა ეშველება? არადა 8 მარტს თითო ვარდიც კი არ აჩუქა ქალებს |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 10:43 | ||
რაში უნდა ეყოთ |
Posted by: libero 13 Mar 2013, 10:43 |
კარგი გადაწყვეტილებაა. ალბათ პარლამენტსაც შეეხება. პ.ს. კი მაგრამ, 6300-ზე მეტი იყო მინისტრის ხელფასი? |
Posted by: kato-ki 13 Mar 2013, 10:43 |
რა დეგენერატობაა ბანკებში განყოფილების უფროსებს აქვთ მაგაზე მეტი ხალხი მოვა ახლა და გაუხარდება .......................................................... |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 10:46 | ||
ემვედეს განყოფილებების უფროსებს ციხების უფროსებსაც და ა.შ 5-5კ აქვთ. |
Posted by: Gigi1 13 Mar 2013, 10:47 | ||
|
Posted by: rezo77_77 13 Mar 2013, 10:47 | ||
ახლა წავა ატკატები და კორუფცია.. ა დედა მოუვააა!!! ეს დავასწარი მიშისტებს რა,,, |
Posted by: ხორხე 13 Mar 2013, 10:47 | ||||
PING
6000 + სამივლინებო თანხები + უფასო საწვავი + უფასო ტრანსპორტირება + უფასო აგარაკი ავიდა 10 კ-მდე და აღარ არის დაბალი შემოსავალი 10 000 kato-ki
რომელ ბანკში აქვთ განყოფილების უფროსებს 8000 ? მინდა მეც ეგეთი განყოფილების უფროსობა )) |
Posted by: @-MARIE-@ 13 Mar 2013, 10:48 |
6300 რა ამბავია, აქამდე ვიცოდით 3500 ლარი ჰქონდათ მინისტრებს პენსიაზე 63-ჯერ მაღალია სამართლიანობის აღდგენაა ეს? |
Posted by: 001ge001 13 Mar 2013, 10:49 |
ქამრები, ქამრები რა გვეშველება დავრჩით მშივრები |
Posted by: kato-ki 13 Mar 2013, 10:51 | ||
ხორხე
მე 6.500 წავიკითხე, სორი |
Posted by: Trump 13 Mar 2013, 10:52 |
ხორხე 8000 განყოფილების უფროსებს არა , მაგრამ დეპარტამენტის დირექტორებს საქ.ბანკში და თიბისიში შეიძლება ჰქონდეთ. |
Posted by: hera 13 Mar 2013, 10:53 |
გატრუხდა ბოლი, ვეღარ მოაქვს რაღაც . |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 10:54 | ||
Saturn
კაი : დ არადა მასეა )) p.s ხო ძალოვანი სტრუქტურების დეპარტამენტების უფროსებსაც ექენბათ 10კ მდე 8.500 7.500 და ა.შ |
Posted by: ხორხე 13 Mar 2013, 10:55 | ||||
kato-ki
მე კიდე ის დანამატები წავუმატე რაც მინისტრებს აქვთ საწვავი - მანქანა - სამივლინებო თანხები - აგარაკი Trump
შეიძლება, გაცემული სესხებიდან აძლევენ პროცენტებს და საკმაოდ დიდი თანხა გამოსდით ამაზე მეტიც ალბათ თან გაცილებით მეტიც მაგრამ ნუ სხვადასხვა სისტემაა რა, შეიძლება ლილოს ბაზრობაზე 2 კონტეინერის პატრონს სამჯერ მეტი შემოსავალი ქონდეს ვიდრე 6300 ლარი, მაგრამ ... საჯარო მოხელის ხელფასი შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა, უფრო დაბალი რგოლის მოხელის ხელფასთან უბრალო სპეციალისტს რომ 400 ლარი აქ, მინისტრს 40 000 ლარი არ უნდა ქონდეს |
Posted by: PING 13 Mar 2013, 10:56 |
Saturn ხორხე ჩემი აზრით მინისტრისთვის 6K ნორმალური ხელფასია. |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 10:58 | ||
სახელმწიფო, და საწვავზე ჩეკები იწერება რომელიც ბიუჯეტიდან იფარება |
Posted by: Saturn 13 Mar 2013, 11:00 | ||
PING
კი. მინისტრისთვის 6K ნორმალური ხელფასია. და სპეციალისტისათვის 700 ან 800 ლარი ნორმალურია? -20 % საშემოსავლო და ჩამოვა 600 ლარზე ქვევით. |
Posted by: Trump 13 Mar 2013, 11:01 | ||
ხორხე
ნორმალური ხელფასია რა 6-7000 ლარი მინისტრისთვის. რა თქმა უნდა ლილოში შეიძლება უფრო მეტი ჰქონდეს ვიდრე მინისტრის , ასევე ბანკის დეპარტამენტის დირექტორსაც, არაფერია ამაში საგანგაშო.. ქრთამის აღება თუ უნდა ისედაც აიღებს , აგერ ქიტოშვილს "და ხუია" ხელფასი ჰქონდა და რა? არ აიღო ქრთამი? |
Posted by: qutaiseli teroristi 13 Mar 2013, 11:01 | ||
ბექექს
ზატო პრემიებზე, სამივლინებოზე, ტელეფონის და საწვავის ხარჯიც გვითხარი როგორი იქნება. თუ არა ფულს რა ფორმით მიიღებ დიდი რაზნიცა არ აქვს. კიდე საინტერესოა საშუალო და რიგითი რგოლის საჯარო მოხელეები დეკემბრის ტენდენციას გააგრძელებენ? თვეში 3 პრემია. მინისტრი რამოდენიმეა საჯარო მოხელეები კი 1 არმიაა. |
Posted by: Gianni 13 Mar 2013, 11:01 | ||
Saturn
ბოშყო თუ მინდოდეს მინისტრობა ან მოადგილეობა ))))))))))) |
Posted by: ხორხე 13 Mar 2013, 11:02 | ||||||
PING
ნუ იდეაში თუ ნამუსიანი კაცია ეყოფა და აღარ მოიპარავს მაგრამ არ გავკარი ნამუსს, როცა რამოდენიმე წელიწადში რამოდენიმე მილიონის შოვნა შეგიძლია? ლივერმენ
1) დას წინ მძიმე არ იწერება 2) ვერ გავიგე Trump
ქიტოშვილი არ უნდა ვიხილოთ ახალ ხელისუფლებაში? კაი კადრია ეგეც |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 11:06 | ||||
ხორხე
მაგას არ ვაქცევ ყურადღებას. ფორუმზე )))
რა არის გაუგებარი სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობის პირები *( მაგ ძალოვანები ) თავისი მანქანებით არ დადიან მანქანები სახელმწიფოა. და ბენზინს თავისი ფულით კი არ ასხავენ სპეციალური ჩეკები იწერება და იმას აძლევენ კალონკებზე და ამ ჩეკების ხარჯებს სახემლმწიფო ფრავას |
Posted by: ხორხე 13 Mar 2013, 11:08 | ||||
ლივერმენ
მეც ვიხუმრე
იასნია ესეიგი მანქანით მომსახურება, საწვავიანად ეგეც ერთი სარგებელი კიდე ჩემი მეზობელი მინისტრის მოადგილე კვირა დღესაც დვუხსოტკით დადის მაღაზიებში, თითქოს პროდესიულ მოვალეობას ასრულებდეს 200 ის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 18-22 ლიტრი = 40 ლარი საშუალოდ |
Posted by: sandroia 13 Mar 2013, 11:09 | ||
ლივერმენ
მარტო ძალოვნებში არა, ყველგან ეგრეა ცოლი სამსახურში უნდა წაიყვანოს მძღოლმა, შვილები სკოლებში, საყვარელი ქმართან და ასე შემდეგ, შაბათ კვირას კი უიკენდებზე გაგულავება არადა საბჭოთა კავშირში არ გვინდოდა თურმე |
Posted by: vili 13 Mar 2013, 11:10 | ||
PING
რომელს არ ეთანხმები აქედან? |
Posted by: Matadorrr 13 Mar 2013, 11:10 |
მაიცათ, მაიცათ... ხელფასი 3540 ლარი დარიცხულიდან უმცირდებათ 12%-ით და ხელზე თვეში 6 300 ლარს (7875 ლარი დარიცხული) აიღებენ??? აი მესმის შემცირება!!! |
Posted by: kato-ki 13 Mar 2013, 11:11 | ||
ხორხე
მაგაზე არაა მინისტრობას რომ ჭირდება იმ კვალიფიკაციის ხალხს გაცილებით დიდი ხელფასის შესაძლებლობები აქვს საქართველოშიც კი, არამარტო ქვეყნის გარეთ. თუმცა რა ვიცი, იდეის და გამოცდილების მიღების სურვილის გამოც შეიძლება შემოსავლის დროებით შემცირებაზე წასვლა ალბათ. |
Posted by: 001ge001 13 Mar 2013, 11:13 | ||
ეს მეც ვერ გავიგეეე შემცირდა თუ მოემატა 3545? 6300? 12%? დანამატი როგორ იშიფრება? |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 11:15 | ||
ხორხე sandroia
ხო მე რაც ვიცი ის ვთქვი : დ ხო მძღოლებიც ყავთ |
Posted by: benjamen glonti 13 Mar 2013, 11:21 |
აქამდე იყო ასეთი პრაქტიკა, მინისტრს ჰქონდა ხელფასი 3,5 და ამდენივეს ყოველთვიურად იწერდა პრემიას. ახლა ეგ გააერთიანეს და 12% დააკლეს. (თუმცა ეგ წლის ბოლოს გამოჩნდება) ვითომ პრემირების მახინჯი პრაქტიკის აღმოფხვრაა. |
Posted by: Matadorrr 13 Mar 2013, 11:23 | ||
benjamen glonti
ანუ ჯამში 7000-ს ხო როგორც გამოდის??? ეხლა მიდი გამოაკელი მაგ ლოგიკით თუნდაც 7000-ს 12% და შეეცადე მიიღო 7875... გთხოვ |
Posted by: Nirvana11 13 Mar 2013, 11:24 | ||
kato-ki
რატომ არ უნდა გაუხარდეს? ძალიანაც კარგია, და შენ თუ იმის გამო არ გიხარია, რომ კორუფციის საფრთხეს ხედავ (ანუ ფიქრობ, რომ თუ დაბალი ხელფასი ექნება არალეგალურ გზების ძებნას დაიწყებს) ცდები იმიტომ, რომ 12% არ არის იმხელა თანხა, რომ მინისტრის ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს ერთი, მეორე ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ მინისტრობა პირველ რიგში არის დიდი პატივი და მეორე რიგში ხელფასი, ხოდა თუ ხელფასი არ აკმაყოფილებს წავიდეს კერძო სექტორში. და ესეც ,,გაცვეთილი" სურათი http://pix.ge/ |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 11:26 | ||
ეს მოსკოვის მერზეა და მაგის კორტეჟია |
Posted by: Pshaveli 13 Mar 2013, 11:30 | ||
ჩვენი მერი საერთოდ წართმეული მანქანით დადიოდა... ალბათ ისევე ჩვენზე ზრუნვით. |
Posted by: HarrisonHill 13 Mar 2013, 11:31 | ||||
მოსკოვის მერზეა. თუმცა დიდი განსხვავება მაინც არაა |
Posted by: Fixedd 13 Mar 2013, 11:33 |
ლივერმენ ხო აბა ბიძია გიგი როგორ იკადრებდა მაგას : ))) ხალხზე ზრუნვით გადაღლილს ხან რომელ სტრიპტიზ ბარში ჩაეძინება და ხან რომელში |
Posted by: ხორხე 13 Mar 2013, 11:37 |
ივანიშვილის კორტეჟია :რუსულინომრები: |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 11:38 |
Fixedd მე რამე ვთქვი ვინ რას იკადრებდა თქო ? |
Posted by: Nirvana11 13 Mar 2013, 11:40 |
ლივერმენ უსაგნო დეტალზე აკეთებ აქცენტს რა უგულავა და მინისტრები არ დადის ესკორტით? ესენი კიარა ნებისმიერი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დადის დღეს პრადოს ჯიპით |
Posted by: Pioneer 13 Mar 2013, 11:44 |
რა სლეობები გიხარიათ ტო?! შტერული პოპულიზმი.. |
Posted by: 001ge001 13 Mar 2013, 11:46 | ||
ვერ დაგეთანხმები ნებისმიერზე და პრადოზეც, ისე მინისტრების ხელფასებიდან მოსკოვის მერზე გადასვლა არიქა ამერიკის პრეზიდენტის ესკორტი დადეთ |
Posted by: Nirvana11 13 Mar 2013, 11:50 |
Pioneer შენთვის მტავარი ფაქტია თუ ამ ფაქტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება? ხელისუფლება, რომ პოპულიზმს მიმართავს ცვლის იმ ფაქტს, რომ ხელფასები უმცირდებათ და ფული დაიზოგება? ან ვინმე ამბობს იმას, რომ ვსიო ამის შმედეგ ავშენდებით-თქო? რა დაწყევლილ ქვეყანაში ვცხოვრობთ კარგს გააკეტებ და პოპულისტი ხარ ცუდს გააკეტებ და ###, საერთოდ არ გააკეტებ არაფერს და უვარგისი 001ge001 პრადო კრებსით სახელად ვიხმარე ძვირადღირებული და ძვირადშესანახი მანქანების აღსანიშნად |
Posted by: OFYK 13 Mar 2013, 11:54 | ||
PING
მაღალშემოსავლიანი ხო დააკლებს რა |
Posted by: Pioneer 13 Mar 2013, 11:54 | ||
Nirvana11
დაითავლე აბა რამდენი ფული დაიზოგება ჯამში და მიხვდები, რომ ეგ თანხა არის მიზერი. გვირჩევნია მინისტრს კარგი ხელფასი ჰქონდეს და შესაბამისად ადექვატურად იყოს ფინანსური კუთხით მოტივირებული და ასევე მიმზიდველი იყოს ფინანსურად მინისტრის/ჩინოვნიკის პოსტი, რადგან მაღალი დონის პროფესიონალები წავიდნენ ამ სამსახურებში.. ამიტომ არის სლეობა და იაფფასიანი პოპულიზმი ეს ნაბიჯი |
Posted by: ლივერმენ 13 Mar 2013, 11:58 |
კადიროვის ექსკორტი რულავს |
Posted by: Nirvana11 13 Mar 2013, 12:02 |
Pioneer მოქალაქეები, რომ ასეთ საკიტხებს ვუდგებით მერკანტილურად მერე არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ მინისტრებიც დანიშვნის მომენტიდან იმას კიარ ფიქრობენ ტავის ქვეყანას რა არგონ, არამედ იმას, რა იშოვონ. მერე მეორე, რას ამბობ საქართველოში მინისტრებად მხოლოდ კომპეტენციის გამო ინიშნებიან სულ რამდენიმე შეიძლება იყოს ისეთი მინისტრი საქართველოს ისტორიაში, რომელიც დანიშვნის მომენტში იყო კომპეტენტური იმ საკითხში რომლის მინისტრიც გახდა |
Posted by: deme_tre 13 Mar 2013, 12:05 | ||||
ჰო... ეს ასეა...
შორენა შავერდაშვილი იგონებს ხოლმე მსგავს მათემატიკურ საოცრებებს )) |
Posted by: United Kingdom 13 Mar 2013, 12:08 |
ყოველი მინისტრი გამონახავს ხერხ რომ რაღაც იშოვოს ეს აქსიომააა სულ რომ 10კ ქონდეს თუ მინისტრი კალაძე არაა რომელსაც ფული არ ადარდებს და ბიძინა დანარჩენები ყველა რაღაცას მოქინქლავს მაინც |
Posted by: lexuss 13 Mar 2013, 12:09 | ||||
მანქანის ნომრები აშკარად არ არის ქართული ნუ მოკლედ ჩვენი ცხოვრება არის ფანტაზია და მარჯვე ხელები |
Posted by: Unknown Citizen 13 Mar 2013, 12:10 |
დაბალი ხელფასი არის მეტი კორუფცია, ეს ორჯერ ორი ოთხია. სხვათაშორის იანუკოვიჩი რომ მოვიდა 1 თვეში ელფასი გაინახევრა, ასეთი დებილი და უუნარო პიარშიკები რატო გყავთ? პორკე? პორკეეე? |
Posted by: Nirvana11 13 Mar 2013, 12:24 |
Unknown Citizen აი რა მაინტერესებს, რამდენია შენთვის მაგალიტად მაღალი ხელფასი? ანუ რა ნიშნულიდან იწყება მაღალი ხელფასი? და პლიუს მინის 500 ლარი რამეს ცვლის მოტივაციაში? ანუ კაცს, რომელსაც ძალაუფლება აქვს და შეუძლია მილიონერი გახდეს ,,ლევი" გზებით, 500 ლარმა არ უნდა აკადრებიოს უკადრებელი თუ მისმა პიროვნებამ? იქნებ და მოკლებამდე არსებული ხელფასიც დაბალი იყო და უნამუსოდ ვექცეოდით ამ პატიოსან ხალხს რომ იაფ მუშახელად გვყავდა დაქირავებულნი და ხალხის კეთილდრეობაზე ზრუნვაში ჯანმრტელობას იზიანებდნენ? მე მგონი ჯობია აქციები გავმართოთ და ბოდიში მოვუხადოთ ყოფილ მინისტრებს, იქვე მოვითხოვოთ მოემატოს მინისტრებს ხელფასი" მე პირადად ტრაფარეტს დავიჭერ ,,ძირს გაზულუქებული ხალხი". |
Posted by: triumpi 13 Mar 2013, 12:28 | ||
მცირდებაო 12%- ითო? მერე? 3540 - 12% = 3115 3540 + 80% = 6372 ეხლა, თანხა რაც მეტია --- მეტია საშემოსავლოს გადასახადი.... ახალი არითმეტიკაა?... თუ ხელფასები გაუორმაგდათ ფაქტობრივად? თუ ხელფასი შეუმცირდათ 12%-ით და გახდა 6300 --- შემცირებამდელი გამოდის 6300 +12% = 7056. ამას მიუმატეთ საშემოსავლო 18% და მიიღებთ 8326-ს. გამოდის, რომ აქამდე ხელფასი 8326 ლარი ჰქონიათ. პლიუს ,,სერვისები და მსახურებათა'' ხარჯები კი ცალკეა... ეხლა თემა რას ეხება? ბნელა? |
Posted by: Votren 13 Mar 2013, 12:47 | ||
triumpi
არა, ჰქონდათ 3 500, პლიუს პრემია იმდენივე ყოველთვიური, გახდა 7000 ლარი, დააკლეს 12%, ანუ 840 ლარი, გახდა 6160, ეს ყველაფერი ხელზე. ნუ ცოტა მოიტყვილეს ქოცებმა, რა მოხდა მერე პრემიას და ხელფასს ერთად თუ ხელფასი დაუძახეს? |
Posted by: აჩრდილი 13 Mar 2013, 12:52 |
აქამდე იყო ხელფასი პლუს ყოველთვიური "პრემია". ეს "პრემია" რეალურად ხელფასის ნაწილი იყო. რატომ? იმიტომ რომ ხელფასი მინისტრისთვის დაბალი იყო, პრემიით ივსებდნენ. ჰოდა ჯამში რამდენიც გამოდიოდა, იმასთან შედარებით 12% შემცირდებაო. ეხლა იქნება ერთიანი, "მოჭრილი" ხელფასი. ანალოგიური პრაქტიკა იყო და ჯერ კიდევ არის ბევრ სამინისტროში. რადგანაც კანონით განსაზღვრული ხელფასი ხშირად არასაკმარისი იყო მაგალითად სპეციალისტის ანაზღაურებისთვის, ივსებოდა პრემიებით. კიდევ დაგიღეჭოთ? |
Posted by: Saturn 13 Mar 2013, 12:55 | ||
აჩრდილი
და უმფროსო, მინისტრის ქვევით თანამდებობებზე როგორ იქნება? |
Posted by: temart 13 Mar 2013, 12:56 | ||
PING
ორ მილიონს ხელფასით ვიშოვიო არც სანიკიძეს უთქვია. |
Posted by: აჩრდილი 13 Mar 2013, 12:58 | ||
Saturn
იგივე პრინციპით ალბათ. ხელფასი+პრემიის ნაცვლად იქნება მოჭრილი ხელფასი. ცვლილება ამას გულისხმობს, არა მგონია მარტო მინისტრებზე გავრცელდეს, იმჰო. |
Posted by: DEMETRE III 13 Mar 2013, 12:58 | ||||||
ბექექს
ხოდა ძალიანაც დიდ ლეღვობას იზამს Saturn
სუფთა ხელფასი პრემიის გარეშე არის – თანამდებობრივი სარგო+სტაჟი+ ათასი რაღაცეები, რაც ქვევით ჩამოწერეთ ეგ მხოლოდ თანამდებობრივი სარგოა
ხოდა ეხლა რომ მთხოვენ დაბრუნდი საჯარო სამსახურშიო, მინისტრის მოადგილედ არავინ დამნიშნავს და დეპარტამენტის უფროსზე დიდი შემოსავალი კი მქონია ისედაც. როგორ მაინტერესებს რა ხალხი მოვა შემცირებულ ხელფასებზე |
Posted by: Maya - Maya 13 Mar 2013, 13:00 |
რატომ მხოლოდ 12%–ით? მეტით არ შეიძლება? |
Posted by: triumpi 13 Mar 2013, 13:00 |
აჩრდილი მინისტრი სხვათაგან განსხვავებით არის პოლიტიკურ-პარტიული თანამდებობა. პროფესიონალებს რა ამით? |
Posted by: GEORGIA007 13 Mar 2013, 13:01 | ||
|
Posted by: აჩრდილი 13 Mar 2013, 13:03 | ||
triumpi
ვერ გავიგე რას მეკითხები. |
Posted by: Borati 13 Mar 2013, 13:03 |
მორიგ და ძალიან დიდ სირობასთან გვაქვს საქმე!!! მე თუ მკითხავ პირიქით,კიდევ უფრო უნდა მოემატებინათ მაღალჩინოსნებისათვის ხელფასები და პრემიებიც უნდა მიეცათ!!! ეს რის ბიძინიეს მელკი პოპულისტური,ბრბოს გასახარად გადადგმული ნაბიჯი,მაგრამ ამავე დროს მგონი ბიძინიე შეგნებულად უბიძგებს კორუფციისაკენ თავის მინისტრებს!!! იტოგში ბიძინიე ან მეგა მაშტაბის სლეა ან კი მეგა მაშტაბის თაღლითი და ნაძირალაა,ან კიდევ ორივე ერთად |
Posted by: megre 13 Mar 2013, 13:06 |
სახელმწიფო მინისტრებმა და მთავრობის კანცელარიის უფროსმა პრემიები მიიღეს 21:04 12.03.2013 პრემიერმინისტრის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, სახელმწიფო მინისტრებმა და მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა პრემიები მიიღეს. თითოეულს 4.335 ლარი გადაეცა. "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ დადგენილების ტექსტს, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს: "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის 313 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს მიეცეთ მიმდინარე წლის თებერვლის პრემია თითოეულს 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა ანაზღაურებულ იქნეს შესაბამისი უწყებების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით". |
Posted by: DEMETRE III 13 Mar 2013, 13:07 | ||
Borati
თქვენს მოსაზრებას თუ როდესმე დავეთანხმებოდი, არ მეგონა 100% |
Posted by: Saturn 13 Mar 2013, 13:08 | ||
აჩრდილი
თუ მხოლოდ მინისტრებზე არ ვრცელდება ეს ახალი წესი კარგია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ დაწერდნენ? და პრემიის წელიწადში ერთხელ გაცემა ვერაა კარგი იდეა. ჯგუფმა ვთქვათ IT პროექტი გააკეთოს და წარმატებით დანერგოს, ამ დროს პრემია არ მისცე არ შეიძლება. ასეთი პროექტი კი წელიწადში 2-3 -იც შეიძლება იყოს. |
Posted by: Phantom 13 Mar 2013, 13:09 | ||||
ისე მაგარია შეამცირებენ ხელფასებს 12%-ითო და 6300 გაუხადეს, როგორი შემცირებაა ეგ ახსნას აბა ვინმემ კი კარგია რომ პრემიის გარჯზე აღარ იქნება ეგ, მაგრამ მაშინ მთელ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსაც უნდა გაუკეთონ ეგრე რომ ხელფასები აუწიონ და პრემიები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში დაარიგონ. აბა ის არის კარგი რომ ავტობუსის მძღოლს ჰქონდეს 800 ლარი (და თან უკმაყოფილოები არიან) და სპეციალისტს რომელსაც უმაღლესი განათლება მოეთხოვება ჰქონდეს 400-500 ლარი, რეგიონებში კი კიდევ უფრო დაბალი. აჩრდილი
კი ოღონდ ეგ განცხადება არის პოპულიზმის, ხელფასი არის ხელფასი და პრემია არის პრემია, სად და როგორ აკეთებდნენ მაგას ეგ სხვა საკითხია როცა იძახიან რომ ხელფასები 12% შემცირდაო და ამავ დროულად ამატებენ რომ 6300 ლარი ექნებათ ხელფასიო ბანალურად ხალხს აგოიმებენ. მაგ განცხადებაში არაფერი თქმულა პრემიაზე, ხოდა ეგაა ზუსტად მოტყუება. Saturn
არ ჰკიდიათ ეგ სიტუაცია, საქართველოში თანამშრომელი განიხილება როგორც მონა, ეკუთვნის და დანერგაო არა და გაუშვებთო. აი ეგ არის მიგდომა, მაგრამ ხელმძღვანელები კი თავისთვის კაი კაი პრემიებს დაიწერენ ზუსტად მაგ საქმის გაკეთებისთვის, აბა ეგ ხომ მაგათი "გაკეთებული" წარმატებული პროექტია. |
Posted by: skarfasse 13 Mar 2013, 13:11 | ||||
kato-ki
თუნდაც 6500 ლარი რომელი ბანკის განყოფილების უფროსს აქვს? ფილიალის მმართველებს აქვთ მაგის ნახევარი ყველაზე კაი შემთხვევაში. |
Posted by: აჩრდილი 13 Mar 2013, 13:12 | ||
Saturn
კი ეგრეა. მარა ეგ მინისტრებზე ითქვა, ლუპის ქვეშ ისინი არიან. "რიგითებისთვის" არა მგონია ჟოსტკად იყოს გაწერილი ბონუსების და პრემიების ოდენობა. |
Posted by: ninichka82 13 Mar 2013, 13:12 | ||||
ყოფილი ხელისუფლების გავლენით იწერდნენ ახლანდელები იმ პრემიებს? |
Posted by: chveniani 13 Mar 2013, 13:15 | ||
აბა დაგვშლია მინისტრთა კაბინეტი და ეგაა... |
Posted by: აჩრდილი 13 Mar 2013, 13:16 | ||||
Phantom
მაგას მოტყუება კი არა, უტვინობა ქვია. ვერ ისწავლეს ხალხისთვის ინფორმაციის გასაგებად მიწოდება. შენც ვერ/არ გაიგე მგონი. მინისტრების საერთო ანაზღაურება მცირდება 12%-ით. ეხლა გასაგებია?
არა. საქმე ზუსტად მაგაშია. ყველგან ასე კეთდებოდა. ყველგან, თითქმის ყველა სამინისტროში. ეს იყო დაუწერელი კანონი. |
Posted by: United Kingdom 13 Mar 2013, 13:19 | ||
საცოდავი პოლიციელის ხელფასი 950 ლარი ხელზე რომელიც შეილება 4 დღე სახში ვერ მივიდეს 950 ლარი სახელმწიფო სტრუქტურაში ყველგან დაბალია ხელფასი სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას მეტი არ შეუძლია რომ აწიოს დღეს პატიოსანი ადამიანს კიდე მინისტრად რომ დასვა და 1000 ლარი დაუნიშნო 1 თეთრს არ მოიპარავს მე იმის თქმა მინდა რომ ადამინი თუ მექრთამეა მილიონი რომ დაუნიშნო მაინც მოიპარავს აიღეს მიშა მართალი აგერდა მისი ბანდა ვერ დაძღნენ |
Posted by: ხორხე 13 Mar 2013, 13:21 |
პა ბალშომუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა VOL 2-ია ფისკალური ეფექტი 0 სამაგიეროდ ერი კმაყოფილია |
Posted by: gagnia 13 Mar 2013, 13:21 | ||
Saturn
გაფრენილან დარეჯან, გაფრენილან! სამაგიეროდ პრემია აღარ ექნებათ ესენი მგონი მალე მიშას მოუჯოკრავენ |
Posted by: Mur_Mur 13 Mar 2013, 13:35 |
"მინისტრების ხელფასის ახალი ოდენობის დასადგენად ფიქსირებული ხელფასისა და აღებული პრემიების ოდენობის შეჯერება მოხდა - ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ცნობით, მინისტრების ხელფასი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა პრემიებისა და სხვადასხვა დანამატების გაზრდის ხარჯზე მთავრობის წევრები სოლიდურ ანაზღაურებას, დაახლოებით 7000 ლარს იღებდნენ. პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ხელფასის დადგენილი ოდენობა, 6 300 ლარი სწორედ პრემიებითა და დანამატებით გაზრდილი ხელფასების 12%-იანი შეკვეცით მოხდა. პრემიების გამოწერა კი მინისტრებს ამიერიდან მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ." http://fortuna.ge/news_inner.php?news_id=6056 |
Posted by: Phantom 13 Mar 2013, 13:44 | ||
აჩრდილი
მე ძალიან კარგად გავიგე, მაგრამ საერთო ანაზღაურებასა და ხელფასს შორის დამეთანხმები საკმაო სხვაობაა. ან შინაარსის ჩამოყალიბება არ იციან ანდა უბრალოდ ხალხს აბოლებენ, მინისტრებს ხელფასები შეუმცირეს ხო კარგად ჟღერს, ხალხი კმაყოფილია, რეალურად კი სიტუაციაში გარკვევას 100 დან 1 დაიწყებს დანარჩენი უბრალოდ დაიჯერებს. ეგაა ხალხის დაბოლება მეტი კი არაფერი. |
Posted by: kactus 13 Mar 2013, 13:47 |
ნუ წამაკითხებთ ამდენს და მოკლედ მითხარით,რა ხელფასი ჰქონდათ მინისტრებს და ახლა რამდენი ექნებათ? |
Posted by: boone 13 Mar 2013, 13:55 | ||
ბექექს
პოპულისტური ნაბიჯია თორემ ჯამში მილიონი ან გამოვა ან არა 8.8 მლრდიანი ბიუჯეტისთვის არაფერია. |
Posted by: აჩრდილი 13 Mar 2013, 13:58 | ||
Phantom
-თქვა, აბა რას ვამბობ აგერ პრესსამსახურმა ტრადიციული განმარტება გაავრცელა |
Posted by: triumpi 13 Mar 2013, 14:06 |
გამოდის, რომ პრემირებულ ჩინოვნიკების შემოსავლები და ქვეყნის სახელფასო სტატისტიკა და შემოსავლები 200%-იან გაყალბებას დე ფაქტოდ ცნობს. რიგითი მოქალაქის შემოსავალსა და პრემირებულ ჩინოვნიკს შორის სხვაობა სინამდვილეში ორმაგი კოეფიციენტითაა. თუ ხელფასი ჰქონდათ ვთქვათ 50-ჯერ მეტი რიგით მოქალაქესთან და პენსიონერთან შედარებით --- რეალობაში 100-ჯერ მეტი ჰქონიათ და ეს დღეს დაკანონდა, რაც არ აუქმებს პრემირებას და კვლავ ძალაში რჩება. აზრზე ხართ... რა დონის ქოცატყუილა მშივრები მოსულან მსახურებად! კვლავ სახურავიდან სახლის მშენებლობის უკუღმართობანი. ბიუჯეტი იზრდება და ივსება.... და ვისთვის და ვის ხმარდება? ეხლა ოოოო! კაია! --- ერქმევა ხომ ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი?.... დაერქვას უნდა სწორედაც. კატეგორიულად მოვითხოვ აწი ჩემი ოჯახისათვის სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მრავალმილიონიანი ციფრებით! --- აბსოლიტურად ლეგალურად და სამართლიანად. ნებისმიერი ახალი ხელისუფლება დე ფაქტო სამართალმემკვიდრეა წინა ხელისუფლებისა და ყველაფერზე პასუხისმგებელია დღესვე. |
Posted by: OCZ 13 Mar 2013, 14:26 |
როგორც ჩავწვდი იდეა შემდეფნაირია, რასაც პრემიებით არიგებდნენ მაგას ხელფასად გადააქცევენ, მატება 20-25% ია მოსალოდნელი.. არის ამაში რაღაცა კარგიც და ბლიადსკი ცუდიც, იმიტომ რომ პრემიალური წახალისებას ნიშნავს, და იმ "მომატებულ" ხელფასს მინისტრიდან დაწყებული სპეციალისტით დამთავრებული დაეჩვევა ცოტა ხანში და მერე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და მისთ წავა, მაგიტომ არსებობდა ეგ დედა ძაღლი პრემია .. მინისტრს 6300 ლარი ხელფასი არ ქონია წინა მთავრობაში ) |
Posted by: Lashavera 13 Mar 2013, 15:07 |
და დანარჩენებს არაფერი? 6300 მინისტრს და მოადგილეს 2950? და ქვევით კიდე აღარაფერს ვიძახი.. ანალოგიური სხვებზეც უნდა გავრცელდეს |
Posted by: parabola+ 13 Mar 2013, 15:09 |
.... მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/232561-bidzina-ivanishvilis-gadatsyvetilebith-ministrebis-khelfasi-12-ith-mcirdeba.html |
Posted by: Fed 13 Mar 2013, 15:11 |
მართლაც მიზერული ხელფასია რასაც შრომობენ იმასთან შედარებით |
Posted by: parabola+ 13 Mar 2013, 15:15 |
მინისტრების დარიცხული ხელფასი იყო 3400 ლარი ანუ მარტივი არითმეტიკა: მინისტრი, რომელიც იღებდა ყოველთვე ხელფასს+პრემია შეადგენდა 81 600 ლარს (3400+3400)*12=81 600 ამ ახალი წესით აიღებენ: (6300*12)+ 6300(მეცამეტე)= 81 900 ანუ 300 ლარით მეტს |
Posted by: Ser_Waymar_Royce 13 Mar 2013, 15:15 |
აბა 2000 ლარზე მინისტრი არ მოიპარავს? ჯობია 6000 ჰქონდეთ და იმუშავონ ნორმალურად. ბიუჯეტისთვის ეს ასატანია. |
Posted by: ბექექს 13 Mar 2013, 15:18 |
http://forum.ge/?f=29&showtopic=34508454 |
Posted by: Raven 13 Mar 2013, 15:24 |
ამ კუთხით არაფერი იცვლება როგორც ვატყობ............... შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება......................... |
Posted by: aivenho 13 Mar 2013, 15:32 | ||||
А еще под нашу музыку можно делать так
|
Posted by: Marita:) 13 Mar 2013, 15:32 |
ზალიანაც კარგი,მერე დაიმატონ როდესაც ქვეყანაში უმუშევრობას აღმოფხრავენ ხელზე აიღებენ 6300 ლარს ესეც ბევრია ჯერჯერობით |
Posted by: Raven 13 Mar 2013, 15:40 | ||
მინისტრების ხელფასები კი არ მცირდება 12%-ით, ყოველთვიური პრემიები უქმდება და მინისტრებს ხელფასები ეზრდებათ. აი ასე უნდა ყოფილიყო ეს ინფო მოწოდებული.............. |
Posted by: qutaiseli teroristi 13 Mar 2013, 15:42 |
მინისტრობა მინდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
Posted by: marta007 13 Mar 2013, 15:42 | ||
კარგია. იქნება ფიქსირებული ხელფასი. მომწონს ასეთი სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივ მოთხოვნაზე. პრემიები და რაღაც დაფარული მაიმუნობები მაინც აღარ იქნება. |
Posted by: Matadorrr 13 Mar 2013, 15:46 | ||
parabola+
შენა და... 6300 ხელზეო რომ წერენ, დარიცხული რამდენი გამოდის??? |
Posted by: Westbrook 13 Mar 2013, 15:59 | ||
ბექექს 12%-ით შემცირდა?
საქოცეთი |
Posted by: LEVANY-M 13 Mar 2013, 16:28 | ||||
არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო ან ამ ბოლში როდემდე გაქაჩავთ? პრემიები გაუქმდა და ხელფასი გაორმაგდა, მინისტრი იგივეს აიღებს რასაც ნაცების დროს, შეიძლება ცოტა მეტსაც, ბრიყვებზე გათვლილი ინფოა |
Posted by: tenochtitlan 13 Mar 2013, 16:49 | ||
ბექექს
და რატომ მცირდება, 12%-ით ცუდად მუშაობენ? უაზრო პოპულიზმია. |
Posted by: kaligula 13 Mar 2013, 16:52 |
კარგი გადაწყვეტილებაა! აქამდე ვერ გაიგებდი ვინ რამდენ პრემიას ირიცხავდა, ზოგი ერთმაგს ზოგი ორმაგს, და დარიცხვით იდე ყველა ირიცხავდა! თუ ყოველთვე იღებენ ბარემ ხელფასი დაერქვას და ნათელი იყოს რამდენს იღებს! |
Posted by: UNEEK 13 Mar 2013, 17:23 | ||
კბილაშვილის ტრუხა სენსაციებს მეტი ხალხი კითხულობს პს. ხო არ დადგება დილა, რო რამე ______ბა არ ამოვიკითხო აქ |
Posted by: mamuka-SRV 13 Mar 2013, 17:34 | ||
შეგეშალა გამოთვლაში. 3400 დასაბეგრი ხელფასი იყო, ეხლა რაც დაწერეს კი დაბეგრილიო. ანუ ეხლა ბევრად მეტს აიღებენ. არავინ მოგატყუოთ |
Posted by: nefro 13 Mar 2013, 17:38 |
ეს მთავრობა იქნება, წინა თუ შემდეგი, ყოველგავრი პოლიტიზირების გარეშე თანახმა ვარ რომ ხელფასი იღოს მაღალი, მაგრამ პრემია როგორც ასეთი კატეგორიულად მიუღებელი რამე, იმიტომ რომ პიროვნებებზეა დამოკიდებული და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ემყარება. პირადად, ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, როცა პრემიების სამართლიანად დარიგება მინდოდა და მინისტრმა გადამიწერა პრემიების ფურცელი, ამოაგდო ვინც უნდოდა, ჩაამატა სხვები და კარგი საყვედურიც მითხრამ მასე სადაააო. არ მკითოხთ ეხლა რომელ სამინისტროში და ვინ იყო მინისტრი, არა აქვს მნიშვნელობა. ამიტომ მივესლამები პრემიების სრულ გაუქმებას. |
Posted by: 001ge001 13 Mar 2013, 17:42 |
nefro მოეხაზათ ,,ბრჭყალებში" ჩასმულ პრივილიგირებულ ზეთანამშრომლებს? |
Posted by: mamuka-SRV 13 Mar 2013, 17:57 | ||
და თქვენ გგონიათ რომ რიგით თანამშრომლებსაც უორმაგდებათ ხელფასი? დეტსკი სად |
Posted by: კოლუმბიელი 13 Mar 2013, 18:04 | ||
Saturn
დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს უფროსზე მეტი უნდა ქონდეს? სამმართველოშI შეიძლება შედიოდეს დეპატრამენტები და განყოფილებები ხოლო დეპარტამენტში მარტო განყოფილება შეიძლება იყოს. პირიქით უნდა დაგეწერა. |
Posted by: 001ge001 13 Mar 2013, 18:11 | ||
კოლუმბიელი სამმართველოში დეპარტამენტი? mamuka-SRV
დაველოდები კანფეტკას თვის ბოლოს იმედით |
Posted by: g_o_g_i_n_a 13 Mar 2013, 18:16 |
არ მესმის მე რატო უნდა მქონდეს 250 ლარი ხელფასი და მინისტრს 6000 როცა ჩემი კვალიფიკაცია ბევრად მეტია ვიდრე ენერგეტიკის მინისტრის |
Posted by: Saturn 13 Mar 2013, 18:24 | ||
კოლუმბიელი
არ ვიცი შენ სად ხარ, მაგრამ საქართველოში პირიქითაა. დეპარტამენტში შედის სამმართველოები და სამმართველოში განყოფილებები. მაგალითად: http://www.menr.gov.ge/4321 |
Posted by: nefro 13 Mar 2013, 18:29 | ||
mamuka-SRV
ხო ვიცი რომ მარტო ხელმძღვანელობას ეხება, მაგრამ მაინც ჯობია პრემიების სისტემას. რა თქმა უნდა სასურუველია, რომ თანამშორმელბსაც მოემატოს მაგრამ ამის მოლოდინია უფრო დეტკსი სადი, იმ მარიტვი მიზეზის გამო რომ უფროსი მენეჯმენტი სულ 10 კაცია და რიგითი თანამშრომლები 10 000 ზოგ სამინისტროში და მგონი ნათელია რომ ვერ გაუხდება თუნდაც 1000 ლარი ყველას (რაც მე მიმაჩნია მინიმალურ მისაღებ ხელფასად საჯარო სამსახურში) |
Posted by: Marita:) 13 Mar 2013, 18:32 | ||
LEVANY-M
რომელიც უფრო ამაღელვებლად გეხერხება |
Posted by: კოლუმბიელი 13 Mar 2013, 18:37 | ||
001ge001
არა? მე სამმართველო უფრო დიდი მეგონა. კერძო ტრუქტურებშ სადაც მიმუშავია იქ სამმართველოები არ იყო. სახელმწიფო სტრუქტურებში კიდე სულ უფრო დიდი მეგონა. ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო. ოჰოი ჰოი როგორ ჟღერს ჯერ? საფაშო. სახანო მემგონი მე სამხარეოში ავურიე. ენივეის. სატურნ მართალი ყოფილხარ. დაიკიდე ჩემი პოსტი. გადავამოწმე და დეპარტამენტის სამმართველოო იყო ეგეთი. ზნაჩიტ მართალი ხარ. Saturn მართასლი ხარ. სულ პირიქით მეგონა. |
Posted by: mamuka-SRV 13 Mar 2013, 18:40 | ||||
არ შეიძლება სამინისტროში და ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში ხელფასის დიფერენციაცია მინისტრსა და უბრალო თანამშრომელს შორის იყოს ერთი ათზე. ერთი ხუთზეც არ შეიძლება. მახინჯი ფორმაა ეგ. ორჯერ მეტი შეიძლება იყოს...მეტი არა. ნახავთ რასაც გამოიწვევს მაგი |
Posted by: xinkala 13 Mar 2013, 18:41 | ||
კაი ბატონო, მაგრამ, სექტორს, რომელსაც მინისტრი "ემსახურება", აი აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას ეგ აზრი. მაგალითად სოფლის მეურნეობის მინისტრი, ან და ენრგო მინისტრი, ავიღოთ, მათ დიდი ბერკეტები ამისა არ გააჩნიათ, და თუ გააჩნიათ, მხოლოდ სახელმწიფო წილზე, ასე, რომ თუ ყურადღებით იქნება საზოგადოება დემოკრატიის სადარაჯოზე, ეს მინიმუმ ორი მინისტრი ვერ მოიპარავს, რაც შეეხება ძალოვნებს და ჯან-დაცვას, ან განათლებას აქაც ყურადღება და სინდისია საჭირო |
Posted by: nefro 13 Mar 2013, 18:50 | ||
mamuka-SRV
მაიცა და ადრე არ იყო მასე ? სულ ასე არ იყო, რა უნდა გამოიწვიოს? ზოგადად გეთანხმები პათოსში. ოღონდ ორჯერ მეტზე რომ არ უნდა იყოს აჭარბებ, აიღე ნებისმიერი კერძო სტრუქტურა, დავუშვათ ბანკი - მოლარეებს 500 ლარი, საშუალო მენეჯრებს 1000-1500, უფროს მენეჯმენტს 3000-5000, მთლად ბობოლებს 10-20. ნუ კარგი ეს საქართველოა, აი გეტყვი ერთი ავსტრიული ორგანიზაციის ხელფასებს - 1000 ევრო - ასისტენეტებს, 2-3 საშუალო რგოლის მენეჯერებს, 4-6 უფროს მენეჯერებს, 10 დირექტორს. ანუ 1/10 თან მაინც არის. ოღონდ არ მითხრა რომ ავსტრია არაა კარგი მაგალითი. ავსტრიასი რომაა სამართლიანობა და რესურესეის მეტნაკლებად ტანაბარი გადანაწილება, მასეთი არც დაესიზმრება სხვა ქვეყნებში ხალხს. |
Posted by: mamuka-SRV 13 Mar 2013, 18:59 | ||||
კერძო სექტორი სხვა არის. სახელმწიფო სხვა. სახელმწიფო სამსახურიდან პენსიაში რომ გადიან საზღვარგარეთ ან ერთნაირი პენსია აქვთ ან ძალზედ მცირეა დიფერენციაცია. იმიტომ რომ სახელმწიფო მოხელეობა სხვა არის, კერძო ბიზნესი კი სხვა. გადახედე ნებისმიერი ქვეყნის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასს. იქ დიფერენციაცია არის მაქსიმუმ 100 % (ანუ ორჯერ მეტი) და ეს ნორმალურია. არ შეიძლება უწყების ხელმძღვანელს ქონდეს 7000 და უბრალო თანამშრომელს 600-700. |
Posted by: luna 13 Mar 2013, 19:20 |
ადრე იყო ხელფასს პლუს ყოველთვიური პრემია პლუს დანამატი. როგორც მესმის ეს პრაქტიკა ამოიძირკვება, ანუ ხელფასი პლუს დანამატი იქნება ხელფასის ოდენობით, რაც 6500 ლარს შეადგენს, ხოლო პრემია წელიწადშI ერთხელ. მაგას მეც გავიძახდი მარა ვერაო ბაბაიამ.... |
Posted by: Chxikvia 13 Mar 2013, 19:21 | ||||||
ამ ინფოდან გამომდინარე მინისტრების ხელფასი გამოდის 7876 ლარი. წლიური ხელფასი 94 512 ლარი დაქვითვის შემდეგ კი ხელზე აიღებენ 6300 ლარს. წლიური ხელფასი 75 600 ლარი წინა ხელისუფლების დროს მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები ხელზე იღებდნენ : ნიკა გილაური ----წლიური ხელფასი 51 000ლარი , წლიური პრემია 75 241ლარი გრიგოლ ვაშაძე ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი, წლიური პრემია 42 480 ლარი ვანო მერაბიშვილი ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი,წლიური პრემია 32 175 ლარი (ტრეფიკინგის მსხვერპლი) კობა სუბელიანი ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი,წლიური პრემია 50 810 ლარი ხათუნა კალმახელიძე ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი,წლიური პრემია 57 020 ლარი ნიკა რურუა ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი,წლიური პრემია 45 520 ლარი ლადო ვარძელაშვილი ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი,წლიური პრემია 35 400 ლარი : ( კახა ბაინდურაშვილი ---წლიური ხელფასი 42 480 ლარი,წლიური პრემია 92 040 ლარი (ჰეჰ) და სხვა მრავალი იმ ქვეყნის პრეზიდენტს,პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს დ....ი(მოქმედ მთავრობას 12 %-ით ნაკლებად დ.....ი) თავზე რომლის მინისტრის ერთი თვის ხელფასი რიგითი პენსიონერის 4 წლის პენსიას უდრის. mamuka-SRV
ხელზე რასაც იღებდნენ ის არის მითითებული. |
Posted by: mamuka-SRV 13 Mar 2013, 19:28 | ||||||||||||||
ეგ ციფრები დარიცხულია. ხოდა გამოაკელი საშემოსავლო და ნახავ ეხლა კი არ შემცირებულა, ძირითადში გაზრდილიც არის პ.ს. ზეზვა შეცდომას შეცდომაზე უშვებს. გუშინ ერთი ჰედლაინი მომეწონა: ბიძო ანაკონდა კი არა, ერთი ნახვრეტებიანი შლანგიაო....მე კი დავამატე: თან დრო და დრო ასხავს კიდევაც მეთქი * * *
დარიცხულია 3540 ლარი. ----------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: ზღარბიბი 16 May 2014, 16:49 |
პარადოქსია ფაქტიურად. ბიუჯეტში 137-ი მილიონით მეტია გამოყოფილი ხელფასებზე. ხელფასები კი მცირდება. |
Posted by: nit123 16 May 2014, 16:54 |
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ............. |
Posted by: benito777 16 May 2014, 16:55 | ||
ანუ რა გამოდის, შტატებია გაბერილი? |
Posted by: qutaiseli teroristi 16 May 2014, 16:56 | ||
ზღარბიბი
შენ ჩანერგილი ხარ? ისე ბექექსა კაი ხანია არ დამინახია ფორუმზე მოფუსფუსე. ხოა კარგად? მოტივაციის ამბავში რაფერაა ნეტა? |
Posted by: ზღარბიბი 16 May 2014, 17:00 | ||
დეკემბრის თვეში გაცემული ათობით ათასი ლარის თემაზე: "მისი მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა და ფულია დარჩენილი და გაანაწილეს, იმიტომ რომ ურთულესი დეპარტამენტი ჩაიბარეს და ურთულეს სისტემაში უხდებოდათ მუშაობა. თუმცა აქვე ვიმეორებ, რომ პირადად ამის გამართლებას ვერ ვხედავ და ვერ ხედავს მთავრობის ვერც ერთი წევრი, ვერც პრემიერი ბუნებრივია."-განაცხადა სუბარმა http://pirveliradio.ge/?newsid=25915 benito777
გამოდის, რომ: " ხელფასებთან დაკავშირებით გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება" მთლად სიმართლე არ ყოფილა. qutaiseli teroristi არ ვიცნობ. |
Posted by: fermina 16 May 2014, 17:01 |
დეპარტამენტის უფროსს ჰქონია აგერ თვეში 40,000 და ... მინისტრების პრემიები შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ. მორჩენილა ფული და აბა რა ექნათ |
Posted by: qutaiseli teroristi 16 May 2014, 17:06 |
ჭამე ნოდარი შენი დედა მოვ...ან! ჭამე შენი ....! |
Posted by: fermina 16 May 2014, 17:11 | ||
qutaiseli teroristi
პირადი, ოჯახური ოცნებები აიხდინა, დასასაქმებლები დაასაქმა. სულ ურთულესი კონკურსები გაიარა მთელმა ოჯახმა. რაღა უნდა ფორუმზე? კაცი ვარო მაგან უნდა თქვას. |
Posted by: Georgian_Legend 16 May 2014, 17:25 |
ხელფასები ოკ და ბონუსად რამდენს იღებენ? რამე შეზღუდვა არის ბონუსების დარიგებაზე? ან კრიტერიუმები არსებობს გაცემა არ გაცემაზე? |
Posted by: ფორცხოლი 16 May 2014, 17:27 |
ამდენ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს არაფერი ხეირი მაინც ამდენი ხანი და არც უჩანს პირი საქმეს, რომ სიტუაციის ხელშესახები გაუმჯობესება მოხდეს... მე ის მიკვირს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც პოლიტიკურ მესიებს რომ ელის ამდენი ადამიანი და ამხელა იმედებს რომ ამყარებენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე... |
Posted by: დაშლიიი? 16 May 2014, 17:37 |
გაკორუმპირდებიან ვითომ? :// ........................ |
Posted by: ზღარბიბი 16 May 2014, 17:48 | ||||
http://opendatablog.wordpress.com/2014/05/16/2013_wels_saministroebshi_gacemuli_premiebi_da_saxelfaso_danamatebi/ |
Posted by: The Wizard of Menlo Park 16 May 2014, 17:48 |
სამინისტროები და მათი ხელმძღვანელები, რომლებმაც ყველაზე მეტი პრემია მიიღეს ვაიმე თამარ სანიკიძე რატოა ასე ”დაჩაგრული” ? რადგან მარგველას კადრია? http://www.netgazeti.ge/GE/105/News/31505/.htm |
Posted by: marta007 16 May 2014, 17:49 |
იმისთანა კვალიფიციურებს არჩევენ მინისტრებად არ გაექცნენ ეგ ნაცების ნაბუღალტრევები პატარა თუ ხელფასები შეუმცირეს, ვეღარ იშოვნიან სხვებს ნწ ნწ სპეციალისტები აღარ იკადრებენ უპრემიოდ მთელი დღე ყავის სმას. რას აკეთებენ საპრემიოს? მოიპარავს და ამოსცხე პანღური. პენსიებს მოუმატონ და სოც დახმარებებს ის ურჩევნიათ ხელფასებზე წუწუნს. http://forum.ge/?f=29&showtopic=34652725 |
Posted by: xinkala 16 May 2014, 17:50 | ||
ბექექს
პრემიის რაოდენობა უფროა საინტერესო პრემია საერთოდ ეძლევა ადამიანს მისი დამსახურებული, წარმატებული სამუშაოსათვის, ასე რომ პრემიის სავალდებულო ჩასმა ბიუჯეტში რაღაც ვერ ჟღერს კარგად, დაარქვით მე 13 ხელფასი ან სხვა რამ, ან ამოიღეთ საერთოდ, ეგ ხელფასებიც ზედმეტია, |
Posted by: aladini 16 May 2014, 18:06 |
ზაქარეიშვილი საპატიო ვერცხლისმედალოსანია? ეტყობა განსაკუთრებით მაგიტომ დაბრძენდა ამ ბოლო დროს |
Posted by: ushisha 16 May 2014, 18:17 |
ფაქტია,რომ ხელფასებით და პრემიებით ნაცებს ემგვანებიან რაც მაგრად ტეხავს თუ მოვლენ ჭკუაზე,მაგას რ საჯობს |
Posted by: aladini 16 May 2014, 18:29 |
შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ (ვერ!) გადააჩვევო |
Posted by: attool 16 May 2014, 18:33 |
მეთქი ახლა იმცირებენ ხელფასებს. რა მოკლე დროს გაუძლეს ცდუნებას. |
Posted by: MMS 16 May 2014, 18:35 |
ეი საშუალოდ ორმაგ ხელფასს იღებენ ყოველთვიურად ჩვენ რომ საზოგადოება ვიყოთ და არა ზარმაცი, უმაქნისი ერი, უნდა ვმართავდეთ ამ დღეებში აქციას და მოვითხოვდეთ პრემიების გაუქმებას, მაგრამ სად გვაქვს მაგის ტრაკი 17 მაისი და პედერასტები არ გამოგრჩეთ, ქართველობა არ წაგვართვან, დშვც |
Posted by: attool 16 May 2014, 18:40 |
ერთადერთი მარგველამ თქვა უარი ხელფასის გაზრდაზე და ა, ხელად გაირბინა შავმა კატამ, რა თეთრი ყვავი ხარო ) |
Posted by: Votren 16 May 2014, 18:44 |
ხალხო, ბექექსა სად დაიკარგა ხომ არ იცით? იქნებ სირცხვილისაგან აორთქლდა ჰა)))) |
Posted by: vasovasia 16 May 2014, 19:02 |
სანიკიძემ რა დააშავა? ან ალასანიამ უკეთესი რა გააკეთა? |
Posted by: neitrali 16 May 2014, 19:04 |
სერგეენკოს არ აძლევენ ხელფასს ? |
Posted by: Westbrook 16 May 2014, 19:07 |
ეს ბიჭი ეხლა რა ნიკით პოსტავს?... |
Posted by: aladini 16 May 2014, 19:14 | ||
ხელფასები არაა ეგ. პრემიები და დანამატებია მხოლოდ ხელფასი, ხელზე ასაღები 6300 გელა მოჭრილად |
Posted by: ბეჟანბეჟანი 16 May 2014, 19:41 | ||||
სამაგიეროდ პრემიები ეზრდებათ 120 %-ით. * * * The Wizard of Menlo Park
თამარ სანიკიძემ დავით ზურაბიშვილს აახვევინა სამსახურიდან და ფრთხილობს, იცის რესპები არ ჩასაფრებულნი ელოდებიან მის ფეხის გადაბრუნებას, რომ დაეხვიონ ყვავ-ყორნებივით. |
Posted by: გუბაზიანი 16 May 2014, 21:10 | ||
საღოლ სერგეენკო! არც თვითონ აუღია და არც სხვას უწერს.... |
Posted by: strelicia 16 May 2014, 21:49 | ||
არადა რაც მაგან იშრომა,+ ყველაზე აბდაუბდა საქმე აქვს)) ირაკლი ალასანია, მალადეც! |
Posted by: mamuka-SRV 16 May 2014, 22:38 |
სერგეენკო მეც ყველაზე მეტად მომწონს. პ.ს. აქ ერთი ნუანსია. მასას გონია, რაც გამოქვეყნდა ეგ აიღეს მინისტრებმა და მოადგილეებმაო. არადა ეგ მარტო პრემია-დანამატია და ამას ემატება ხელფასი |
Posted by: qutaturi 16 May 2014, 22:43 |
პავლე კუბლაშვილი - სახელმწიფო რესურსების და ფინანსების ფლანგვა ხდება ამას არ ცხვენია? |
Posted by: SCO 16 May 2014, 22:46 | ||
ნუ გეშინიათ, არ მოგვპარავენ, პრემიებს და დანამატებს გაuზრდიან
|
Posted by: keen 16 May 2014, 22:47 | ||
შარკიც მოკრძალებულია, ბოლოდან მეორე ადგილზეა... |
Posted by: Obscured 16 May 2014, 22:50 |
....................................ეგ სია უნდა გაანთავისუფლო სამსახურიდან უველა.... მანდედანვე ჩანს რომ არაფრის მაქნისები არ არიან.............. |
Posted by: SaamI 16 May 2014, 23:01 | ||
ushisha
ნაცებს რომ ემგვანებოდნენ ფუფუნება იქნებოდა. ამათ ბიუჯეტს მილიარდი დააკლეს, თვითონ კი 138 მილიონი მიიმატეს. |
Posted by: saskva 17 May 2014, 00:21 | ||||
არა მინისტრად ეგ სექტემბერში დანიშნეს და მაგიტომ აქვს ცოტა (+ მარგველაშვილის მოადგილეობის დროინდელი პრემია) შარკიც ეგრე სრული წელი არ ყოფილა მინისტრი
ნაც მინისტრებს ხელზე ასაღები 2850 ლარი +ამდენივე პრემია ქონდათ ,ამათ 5000 ლარი აქვთ ხელფასი + პრემია... ეს მთავრობა უფრო ძვირი გვიჯდება ამ მხრივ |
Posted by: GogonaParalelepipedidan 17 May 2014, 00:25 |
ალასა რა მოკრძალებულია <41 --------- |
Posted by: დაშლიიი? 17 May 2014, 05:02 |
სერგეენკოს პირადად ვიცნობ და არის უძაანმაგრესი ადამიანი! |
Posted by: BIG-BANG 17 May 2014, 07:42 |
9 მილიონამდე ლარი პრემიის სახით - მინისტრებისა და მათი მოადგილეებისთვის http://1tv.ge/news-view/69321 უეჭველი ნაცების საბოტაჟი იქნება |
Posted by: attool 17 May 2014, 07:54 |
ალასანიას რამხელა პრემია მიურთვია. ეტყობა აღლუმის არჩატარებებზე აიღო ქრთამი. |
Posted by: ზღარბიბი 10 Aug 2015, 22:07 |
აი თრული ნაროდნი მთავრობა ამას ჰქვია, ქამრების შემოჭერა და რამე. |
Posted by: strelicia 10 Aug 2015, 22:14 | ||
PING
დაიჭირონ, მაღალპროფესიონალით შეცვალონ. თვეში 6 000 + სხვა ფუფუნებები დაბალშემოსავლიანობაა?? |
Posted by: ზღარბიბი 11 Aug 2015, 18:32 |
ალასანიას პირადად ვიცნობსავით და არის უძაანმაგრესი ადამიანი! |