Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > თანამედროვე ქართველი მწერლები


Posted by: MM&K 11 Dec 2019, 10:18
გამარჯობა, ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე გავცნობოდი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას (დოჩანაშვილის და ჭილაძის გარდა). წავიკითხე ტურაშვილი, მორჩილაძე, ბუღაძე არცერთი არ მომწონა. მერე ახალგაზრდებს გდავხედე კეკელიძე, ბექა ადამაშვილი არ მომეწონა. ძიების პროცესში წავაწყდი დათო კოვზირიძის წიგნს (გელუჩა) გამოვშტერდი რამ გამოაქვეყნებინა ეს წიგნი საერთოდ. ბოლოს ია კარგეთელის წიგნი წავიკითხე უდაბნოს რაღაცა და საერთოდ გადამეწურა იმედი. ერთდაერთი წიგნი რომლის კითხვაც ძალიან მესიამოვნა იყო ბაბლუანის მანუშკა მელოდება.

ხომ ვერ მირჩევდით ქართველი მწერლების ახალ ნამუშევრებს რომლის წაკითხვაც ღირს?

Posted by: vaho 11 Dec 2019, 10:42
QUOTE
ერთდაერთი წიგნი რომლის კითხვაც ძალიან მესიამოვნა იყო ბაბლუანის მანუშკა მელოდება.


ათასი სხვა გასართობია ამქვეყნად. მაინცდამაინც კითხვა რატომ გადაწყვიტეთ?

Posted by: Endy-Endy 14 Dec 2019, 22:20
MM&K

მაგ ბაბლუანს გამოცემულია ასევე "მზე, მთვარე და პურის ყანა" შეიძლება მოგეწონოთ.

Posted by: Katana_ 14 Dec 2019, 22:22
QUOTE (Endy-Endy @ 14 Dec 2019, 22:20 )
MM&K

მაგ ბაბლუანს გამოცემულია ასევე "მზე, მთვარე და პურის ყანა" შეიძლება მოგეწონოთ.

ეხ
ქართულ ლიტერატურა რომ მაგარ ცუდ დღეშია მაგ წიგნიდანაც ჩანს და ცალკე მკითხველის გემოვნება
:down1:



Posted by: Endy-Endy 14 Dec 2019, 22:42
QUOTE
ქართულ ლიტერატურა რომ მაგარ ცუდ დღეშია მაგ წიგნიდანაც ჩანს და ცალკე მკითხველის გემოვნება



გეთანხმებით ,ქართული ლიტერატურა რომ ცუდ დღეშია , შესაბამისად მკითხველის გემოვნებაც არ უნდა გაგიკვირდეთ. მეორე პირველისგან გამომდინარეობს.
როგორც ქართული ესტრადაა /მსმენელი.

boli.gif

Posted by: MM&K 16 Dec 2019, 20:26
რატომ არის ბაბლუანის წიგნი უგემოვნო? წავიკითხე, პოზიტიური და დადებითი ემოციებით დავიმუხტე და დავხურე წიგნი. ამაზე კარგა რას უნდა მოელოდო წიგნისგან? ყველა წიგნს ერთიდაიგივე დანიშნულება არ აქვს.

ქართველ მკითხველებს რას ერჩით? რატომ არიან უგემოვნეობი? თქვენ ალბათ 35+ ები ხართ ყველაფერს სერ ფერებში რომ უყურებენ

Posted by: ioram17 22 Apr 2020, 16:38
ბაბლუანის "მზე მთვარე და პურის ყანა" რომ ტოპ წიგნებში შეგყავს და ცხრაჯერ კითხულობ, სულმოუთქმელად, ამის მერე რა ლიტერატურულ გემოვნებაზეა საუბარი? smile.gif
ზუსტად 35+ და უფრო დიდ თაობებზეა დაწერილი ეგ წიგნი და რა მოგწონთ ნეტავ ვიცოდე, არ გირჩევნიათ ვიღაც კრიმინალების თავგადასავალის ნაცვლად, ჭილაძე, ქარჩხაძე, დოჩანაშვილი და ა.შ. იკითხოთ?

Posted by: ნიკიი 24 Apr 2020, 22:12
ასეთი წყალწაღებულიც არაა ქართული ლიტერატურა.
მე მომწონს ზოგიერთი ქართველი მწერალი. ყველა არ მომწონს, რა თქმა უნდა და არც არის საჭირო.
ანა კორძაია-სამადაშვილი წავიკითხე საბაზე.
მისი მოთხრობებიც კარგია და მომეწონა ,,ვინ მოკლა ჩაიკა".
ბუღაძეც მომწონს. ძალიან კარგად აღწერს ქართულ რეალობას. ბევრსაც არ ბოდიალობს. საინტერესოდ წერს.
კეკელიძეც კარგია. განათლებული და ნაკითხი ადამიანია. წერის სტილიც მომწონს.
მაპატიეთ და ზაზა ბურჭუ არ მომეწონა. ნამეტანი დაჩაგრულია ცხოვრებაში და უსაზღვრო ზიზღი აქვს რელიგიის მიმართ, თან ამდენი უცენზურო ლექსიკაც მომაბეზრებელია.
ლია ლიქოკელიც მომეწონა, გოგოობაზე რომ წერს.
დათო ტურაშვილის წიგნებიც მომწონს.
საბაზე ბევრია ქართველი მწერალი და შეგიძლიათ გაეცნოთ.

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 24 Apr 2020, 22:21
QUOTE
ასეთი წყალწაღებულიც არაა ქართული ლიტერატურა.

https://forum.ge/?showforum=18
ამ განყოფილებაში არიან ექსპერტები მაგრა იციან,იქ წერე დაგებაზრებიან
ვინმე ნორმალურმაც თუ შეიხედა გეტყვის აკა მორჩილაზე გამოგრჩა,მაგათი დონის ვერ არის,მარა წავა რაო


Posted by: ნიკიი 25 Apr 2020, 17:13
barnoveli_levikos_kurtka
იქაც ვპოსტავ ხოლმე. მადლობა რჩევისთვის smile.gif )
აკა არ გამომრჩენია, მგონი, ზემოთ ნახსენებიც იყო და აღარ განვმეორდი.
აკას წიგნებიც წაკითხული მაქვს. ადრე უფრო ინტენსიურად ვკითხულობდი. კარგია ნამდვილად. ცუდი არ არის.
თუმცა ყოველთვის არის საშუალება სხვებიც აღმოაჩინო და იკითხო.

Posted by: Gudulasheli 27 Apr 2020, 21:24
QUOTE
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@


ასეთი signature კიდე აქვს ფორუმზე ერთს; აკა წავა რა, ხო? smile.gif <3

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 29 Apr 2020, 00:11
ნიკიი
QUOTE
თუმცა ყოველთვის არის საშუალება სხვებიც აღმოაჩინო და იკითხო.

კოტე ჯანდიერის მოთხრობები წაიკითხე

Posted by: ნიკიი 2 May 2020, 18:19
barnoveli_levikos_kurtka
ბარემ ისიც მირჩიე, რომელი მოთხრობა წავიკითხო?
კოტე ჯანდიერი არ წამიკითხავს. არ ვიცნობ და რომ არ მივედ-მოვედო, რომელია მისი საუკეთესო მოთხრობა?

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 4 May 2020, 00:52
ნიკიი
დაპატიჟება კინოში თუ შეხვედრა კინოში მაგარი მოთხრობა,მოთხრობების კრებული არის მაგის,ადრე გზამ გამოუშვა

Posted by: Generalissimus 6 May 2020, 19:57

Posted by: ნიკიი 6 May 2020, 21:14
barnoveli_levikos_kurtka
ვნახავ. მადლობა.

კიდევ სხვა, ვინმე საინტერესო ქართველი მწერალი გამიზიარე.
მადლობელი დაგრჩები.

Posted by: barnoveli_levikos_kurtka 7 May 2020, 02:42
ბასა ჯანიკაშვილი ოცნებებით ქაიროში
ბოლო სამი წელი ცამოვრჩი დალშე 90-იანების და მერე ქარტველი მწერლებ ყველ წაკითხული მაქვს და იყო თემაში
დაბალი დონეა
აკა და ჯანდიერი დალშე არ ვარგიან

Posted by: DeepMind 7 May 2020, 03:12
უ ნოვ ვატ? ნო, უ დონ'ტ ნოვ ვატ



იეთ

Posted by: NGelashvili 13 May 2020, 17:02
მეგობრემო მინდა გაცევნო თანამედროვე ქართულ კულტურასაც, მაინტერესებს თვქენ რითი დაწყებას მირჩევთ ? smile.gif

Posted by: deiar123 13 Jun 2020, 09:33
კარგი თემაა, შიგადაშიგ მსმენია თანამედროვე მწერლებზე საბას დაჯილდოვებებიც მაქვს ნანახი მაგრამ მთლად მაგათ კრიტერიუმებს არ ვენდობი...

დღესაც იქნებიან დუმბაძეები დოჩანაშვილები ქარჩხაძეები და ა.შ. დარწმუნებულივარ მაგრამ მართლაც დაუფასებელ და ცუდ დღეშია მწერლობა და იქნებ სულ სხვა რამეში ხარჯავს ეგ ადამიანი რესურსს...(((

Posted by: deiar123 16 Jun 2020, 16:21
კულტურა , ხელოვნება და კიდე ათასი სფერო რომელიც საინტერესოა და აყალიბებს ადამიანს ადამიანად არ გვაინტერესებს და პოლიტიკაში ყველა პროფესორები ვართ, ვაიჰ (

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)