Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > გალაკტიონ ტაბიძე


Posted by: jemand 5 Feb 2006, 00:26
უძლიერესი პოეტი, უდიდესი პიროვნება, გენიოსი, (მოკლედ ჩემი გაცვეთილი დაუბადრუკი ქების ეპითეტების გარეშე ჯობს აშკარად biggrin.gif)
მოდით აქ გალაკტიონის მოყვარულები და ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე , პიროვნებაზე და საერთოდ ყველაფერზე რაც გალაკტიონს უკავშირდება love.gif

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 00:30
რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... .

Posted by: jemand 5 Feb 2006, 00:32
QUOTE
რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... .

love.gif

Posted by: Drakula 5 Feb 2006, 00:34
QUOTE
მოდით აქ გალაკტიონის მოყვარულები და ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე , პიროვნებაზე და საერთოდ ყველაფერზე რაც გალაკტიონს უკავშირდება

რა შემიძლია ვთქვა: ეს არის უკვდავი პოეტი, რომელიც მუდამ ჩვენს გულებში იხარებს!

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 00:39
გასწი კამეჩო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი....

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 00:39
jemand

ამ განყოფილებაში გალაკტიონზე 3 თემა არსებობს...
არ ჯობდა ისინე გეპოვა და იქ გვეპოსტა????

Posted by: jemand 5 Feb 2006, 00:41
tempera
QUOTE
ამ განყოფილებაში გალაკტიონზე 3 თემა არსებობს...
არ ჯობდა ისინე გეპოვა და იქ გვეპოსტა????

ვერ ვიპოვე user.gif
იქ ვპსოტოთ რა პრობლემაა!

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 00:41
მწერალთა კავშირის ოქმებით ხელში.... .

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 00:42
jemand
QUOTE
ვერ ვიპოვე 
იქ ვპსოტოთ რა პრობლემაა!

უბრალოდ იქ ავტოგრაფები და ხელნაწერები დავყარე და მენანება... biggrin.gif

Posted by: jemand 5 Feb 2006, 00:43
tempera
QUOTE
უბრალოდ იქ ავტოგრაფები და ხელნაწერები დავყარე და მენანება... 

biggrin.gif
რა პრობლემაა, თუ იქ უკვე ბევრი მასალაა გადავინაცვლოთ იქით! biggrin.gif
ოღონდ თემა მართლა ვერ ვიპოვე user.gif

Posted by: Drakula 5 Feb 2006, 00:44
QUOTE
უბრალოდ იქ ავტოგრაფები და ხელნაწერები დავყარე და მენანება...

მერე აქაც დაყარე. biggrin.gif

Posted by: JORJ MORISSONI 5 Feb 2006, 00:51
პოეზია უპირველეს ყოვლისა!............

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 00:53
JORJ MORISSONI
QUOTE
პოეზია უპირველეს ყოვლისა!............


გალას ფოტო უკვე პოეზიაა... . .

Posted by: JORJ MORISSONI 5 Feb 2006, 01:02
აუ თუ იცით ერთი კითხვა მაქვს?
მოკლედ საფრანგეთიდან ყოფილან ჩამოსული მწერლები და მაჩაბლის ქუჩაზე მწერალთა კავშირის სახლში. ამ დროს გაფაციცებით ეძებდნენ გალაქტიონს. ის კიდევ თურმე მოედანზე ვიღაცეებთან სვავდა. მოკლედ თავიდან არ უნდოდა წასვლა, მაგარმ იმდენი ეზვეწნენ რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა. ხო და შევიდა თუ არა ყანწი აიღო და სადღეგრძელოს პონტში რაღაცა ლექსი თქვა ექსპრომტად და უცებ წამოვიდა უკან.
ხო და რომელი ლექსი აღარ მახსოვს.
ეს ლექსი ხომ არა?
სადღეგრძელო იყოს იმის,
ვინც ........................ იბრძოდა,
ვინც პოეტის სიყვარული
მარადისი იცოდა.

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 01:05
JORJ MORISSONI
QUOTE
ეს ლექსი ხომ არა?
სადღეგრძელო იყოს იმის,
ვინც ........................ იბრძოდა,
ვინც პოეტის სიყვარული
მარადისი იცოდა.

არა ეგ არ იყო!!!
აი ეს იყო:
"წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით... "

Posted by: jemand 5 Feb 2006, 01:05
JORJ MORISSONI
ვაი, ნამდვილად არ ვიცი რომელ ლექსზეა საუბარი sad.gif

Posted by: JORJ MORISSONI 5 Feb 2006, 01:10
tempera
ნაღდად იცი?
QUOTE
"წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით... "

აუ გაგრძელებაც დაწერე რა.

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 01:23
JORJ MORISSONI
QUOTE
ნაღდად იცი?


lol.gif lol.gif lol.gif

ოღონდ ქაფიანიძის ინტონაციით!

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 01:24
nacarqeqia
QUOTE
ოღონდ ქაფიანიძის ინტონაციით!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ან დოდო ჭიჭინაძის biggrin.gif

Posted by: jemand 5 Feb 2006, 12:05
ჰა, სად ხართ გალკტიონის მოყვარულებო smile.gif biggrin.gif

tempera
სად არის ის თემა? იქნებ ლინკი დააგდო და იქ განვაგრძოთ თუ ბლომად ხელნაწერები და სურათები დევს smile.gif

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 12:08
გაცვდა .

Posted by: daitio 5 Feb 2006, 12:17
გალაქტიონობაზე ვარ ბევრჯერ ჭყვიშში ნამყოფი და ნაქეიფარი..smile.gif
სუფრაზე ადგილობრივებმა შეჯიბრი იციან ვინ უფრო მეტი ლექსი იცის გალაქტიონის და უმრავლესობამ ზეპირად იცის თითქმის მთელი მისი შემოქმედება... როცა ჭყვიშელები გვიგებენ ხოლმე, სხვა გზა არ გვრჩება და გალაქტიონის დღემდე "გამოუქვეყნებელი" ლექსების (...თითქოს წელზე შემომხვია ხელი..; კონიაკს დალევ?--მანგოს წვენს... და ასე შემდეგ) დახმარებით ვიმარჯვებთsmile.gif)

Posted by: jemand 5 Feb 2006, 12:17
ხ ო რ ხ ე
QUOTE
გაცვდა

კარგი რა რას ამბობ sad.gif((((((

Posted by: the who 5 Feb 2006, 12:17
თქვენ მოგენატრად ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახთეთ მილიარდერი
მე კი ვინატრებ გზას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს, და ღერ პაპიროსს

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსი.
გალაკტიონი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ფანატიკური გაფრენა დამეწყო ამ კაცზე.

Posted by: jemand 5 Feb 2006, 12:22
QUOTE
გალაკტიონი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ფანატიკური გაფრენა დამეწყო ამ კაცზე.

მეც smile.gif


აი ეს ლექსი მიყვარს ძალიან ძალიან smile.gif

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


Posted by: baro 5 Feb 2006, 12:25
მიცქირე თვალში
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?
იდექი წყნარად
და ბინდიან
თვალებში მიყურე...
ნურაფერს მეტყვი
მე არ მინდა
არავის ნანა
გინდ აღმიდგინე
ისევ გული
გინდ დამიხურე
მიცქირე თვალში,
ო,ჩემს თვალში,
საშინელება
იგრძენი განა?!
* * *
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა,
სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა

დასწვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი,
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!!!

სევდათ იცვალა თრთოლა ციების,
ღმერთი თარეშობს შურისძიების!

სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.
* * *
QUOTE
გაცვდა



სინდისი????

Posted by: jemand 5 Feb 2006, 12:35
ესეც გალაკტიონის ნახატები
_______________________

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 12:36
jemand
23 ათასი მხრიდან მიუდგნენ გალაკტიონს, თითოეული ლექსის ყოველი სიტყვა გადაბრუნებულ-გადმობრუნებულია, ყველა სუფრაზე "უსიყვარულოდ", კაროჩე რა, ტეხამს მაგრამ ფაქტია smile.gif

baro
QUOTE
გაცვდა



სინდისი????

რა სინდისი? spy.gif

Posted by: jemand 5 Feb 2006, 12:38
ხ ო რ ხ ე
QUOTE
23 ათასი მხრიდან მიუდგნენ გალაკტიონს, თითოეული ლექსის ყოველი სიტყვა გადაბრუნებულ-გადმობრუნებულია, ყველა სუფრაზე "უსიყვარულოდ", კაროჩე რა, ტეხამს მაგრამ ფაქტია

მივხვდი რასაც გულისხმობ, მაგრმ გალაკტიონი მარტო "უსიყვარულოდ" და "მერი"ხომ არ არის smile.gif
ისე მართლა
QUOTE
23 ათასი მხრიდან მიუდგნენ გალაკტიონს, თითოეული ლექსის ყოველი სიტყვა გადაბრუნებულ-გადმობრუნებულია

მაგრამ მაინც ძალიან მაგარია smile.gif
* * *
nacarqeqia
მაგარ სურათებს დებ,არის სადმე ინტერნეტში? spy.gif user.gif

Posted by: baro 5 Feb 2006, 12:41
QUOTE
რა სინდისი?



ის რომ

QUOTE
23 ათასი მხრიდან მიუდგნენ გალაკტიონს, თითოეული ლექსის ყოველი სიტყვა გადაბრუნებულ-გადმობრუნებულია, ყველა სუფრაზე "უსიყვარულოდ", კაროჩე რა, ტეხამს მაგრამ ფაქტია



ეს ვერ გაცვითავს გალაკტიონის სახელს და ეს უკვე ცალკეულ ადამიანთა პრობლემაა რომელვიც იმით მარიაჟობენ რომ იციან
უსიყვარულოდ მაგრამ მგონი აქ ასეთია არვინაა და მეეჭვება ნინოს ამ პონტში გაეხსნაეს თემა

Posted by: jemand 5 Feb 2006, 12:45
QUOTE
და მეეჭვება ნინოს ამ პონტში გაეხსნაეს თემა

არა, აი ამიტომ გავხსენი ეს თემა
QUOTE
მოდით აქ გალაკტიონის მოყვარულები და ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე , პიროვნებაზე და საერთოდ ყველაფერზე რაც გალაკტიონს უკავშირდება 

დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო და ჩემთვის უცნობ ამბებს გავიგებ გალაკტიონზე.

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 12:53
jemand
იყო ეგეთი დარგი ადრე "გალაკტიონოლოგია", ხალხი მუშაობდა ამ საკითხზე, იმდენი ნაშრომი წამიკითხავს მაგაზე, მომწყინდა ცოტა, არადა ჯეელობაში მეც საკმაოდ მიტაცებდა გალაკტიონის ლექსების დაზეპირება და მერე მთელი გამოთქმით თქმა, ეხლა კი ვკითხულობ ხოლმე ჩუმად, ჩემთვის..........
ეხლა თქვენი დროა smile.gif

baro
სინდისი რა შუაშია მაგ ყველაფერთან ეგ ვერ გავიგე


Posted by: baro 5 Feb 2006, 12:56
QUOTE
baro
სინდისი რა შუაშია მაგ ყველაფერთან ეგ ვერ გავიგე



არაფერი უბრალოდ მეგონა რომ შენ სხვა პონტში თქვი smile.gif

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 12:58
baro
რა პონტში ?

Posted by: baro 5 Feb 2006, 13:00
QUOTE
baro
რა პონტში ?



ნუ მეთქი გალაკტიონზე ამობდი ცუდს smile.gif მოკლედ გაუგებრობასა და თემას ნუ გადავუხვევთ smile.gif

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 13:02
baro
გალაქტიონზე საუბარი გაცვდა, საუბარი, თუმცა შეიძლება

QUOTE
ეხლა თქვენი დროა

და გავედი მაშინ მე smile.gif

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 13:13
jemand
QUOTE
იქ განვაგრძოთ

აქ განვაგრძოთ...
აქაც დავყრი...

Posted by: jemand 5 Feb 2006, 13:15
tempera
QUOTE
აქაც დავყრი...

ძალიან კარგი 2kiss.gif
შემდეგი ნახატი

Posted by: jemand 5 Feb 2006, 13:22
რომანტიკოსთა სკოლის I კლასის მოსწავლე -გალაკტიონ ტაბიძე smile.gif

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 14:11
ისე ქურთებსაც ყოლიათ ერთი პოეტი სახელად გალაკტიონ ტაბიგე, ტემპერა მეუბნებოდა, მაგას ჰკითხეთ!

Posted by: მია 5 Feb 2006, 14:17
მიყვარს გალაკტიონი love.gif


ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა



ამ ლექსეზე მაჟრჟოლებს user.gif

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 14:23
nacarqeqia
QUOTE
ტემპერა მეუბნებოდა, მაგას ჰკითხეთ!

კი ეგრეა!!!!
მკითხეთ...

Posted by: jemand 5 Feb 2006, 14:24
tempera
QUOTE
კი ეგრეა!!!!
მკითხეთ...

biggrin.gif
გეკითხები

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 14:24
tempera
ისა
ქურთებს მართლა ყავთ პოეტი, სახელად გალაკტიონ ტაბიგე?

Posted by: ტემპერა 5 Feb 2006, 14:28
ხ ო რ ხ ე
QUOTE
ქურთებს მართლა ყავთ პოეტი, სახელად გალაკტიონ ტაბიგე?

კი ყავდათ!!!! წერდა ქურთულად მაგრამ, ქართული ასოებით...

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 14:34
tempera
მიყვარს ქურთები .

Posted by: Sidonia 5 Feb 2006, 14:49
ძალიან მიყვარს ლებანიძის ეს ლექსი:

ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ,
ის მთვრალი იყო როგორც ყოველთვის.
ბატონო გალაქტიონ, თქვენ პირველი ხართ
დამისახელეთ მეორე პოეტი.

უცებ ჭინკებით აევსო თვალი,
ტვისი სიდიდით ის იყო მთვრალი....
საქართველოში? ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.

ერთ გადასარევ ადამიანს ვიცნობ, გალაქტიონზე უზომოდ შეყვარებულს ბატონ აკაკი ხინთიბიძეს. არაფერი სჯობია მის მოსმენას როცა გალაქტიონზე საუბრობს. ერთი ასეთი ამბავი მიყვა ერთხელ:

გალაქტიონი და კონსტანტინე თურმე წაღვერში ისვენებდნენ. ყოველ კონსტანტინე გალას ასე ესალმებოდა:
-გამარჯობა ლომო!
გალა პასუხობდა:
-გაგიმარჯოს ვეფხვო!
ასე გრძელდებოდა კარგახანს.
მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:
-გამარჯობა ვეფხვო!
გალაქტიონმა უპასუხა:
-გაგიმარჯოს კოწია!

Posted by: jemand 5 Feb 2006, 15:01
QUOTE
მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:
-გამარჯობა ვეფხვო!
გალაქტიონმა უპასუხა:
-გაგიმარჯოს კოწია!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Sidonia 5 Feb 2006, 15:08
QUOTE
იყო ეგეთი დარგი ადრე "გალაკტიონოლოგია", ხალხი მუშაობდა ამ საკითხზე,

კი, ნამდვილად. ზემოთ ხსენებულმა ბატონმა აკაკი ხინთიბიძემაც ბევრი შრომა და ძალისხმევა შეალია მაგ საქმეს და ძალიან ბევრი, ღირებული ნაჭრომი აქვს

Posted by: XO_KI_ARA_DIAX 5 Feb 2006, 15:19
როგორც ერთია ქვეყნად რიონი, ისე ერთია გალაკტიონი smile.gif

უძლიერესია!!!

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.

1930

Posted by: Ania 5 Feb 2006, 15:37
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.




ადამიანმა, საკუთარი თავი უნდა იპოვოს და უნდა იცოდეს რა აკეთოს. გაკეთებულით უნდა ივსებოდეს და უხაროდეს ცხოვრება. ხოლო თუ რაღაც არ გამოსდის, არ აქვს უფლება სთქვას "დავიღალე" რადგან თუ წაიქცა, წამოდგეს და მერე აუცილებლად გამოუვა!

Posted by: Venera 5 Feb 2006, 15:40
გამარჯობა აფხაზეთო შენი
ლურჯო მთებო,თეთრო სანატორია
მომენატრა მზე სინათლის მფენი,
მომენატრა ზღვა, რომელიც შორია...
.... ..... ....
მომაგებე მშობლიური მიწა
შენიძველი მეგობარი მიცან!


----------------------------------------------------
გენიოსებს აშკარად დიდი წინათგრძნობა აქვთ....

Posted by: jemand 5 Feb 2006, 15:53
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

1915


Posted by: TiFozi 5 Feb 2006, 16:01
ხ ო რ ხ ე
მარტალი ხარ, როგორც იტყვიან გააპაპსავიკეს, ყველას გალაქტიონი უყვარს უკვე.. მაგრამ მარტო იმას ამბობენ რომ "ჩემი საყვერელი პეტია". მათაც კი, ვინც სუფრაზე ამბობს "უსიყვარულოდ" უმრავლესობა ბოლომდე ვერ ამტავრებს იმიტომ რომ არ იცის და იციან მხოლოდ დასაწყისის რარაც ნაწილი..
მაგრამ.. ადამიანს ყოველთვის შეატყობ რაც არი და ვინც არი. smile.gif
QUOTE
გაცვდა .

არასდროს არ გაცვდება.. no.gif


* * *

ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი,
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კლმაყოფილი.

ვით შეიძლეა იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

Posted by: jemand 5 Feb 2006, 16:06
QUOTE
მარტალი ხარ, როგორც იტყვიან გააპაპსავიკეს, ყველას გალაქტიონი უყვარს უკვე..

და "უსიყვარულოდ", "რაც უფრო შორს ხარ" "მერი" ამათზე ძალიან ბევრი გოგჩო პათეტიკური ტლარჭვით და თვალთზეაპყრობით მოგახსენებთ რომ ჯაან რაღაჩნაირია biggrin.gif
მაგრამ
QUOTE
მაგრამ.. ადამიანს ყოველთვის შეატყობ რაც არი და ვინც არი. 

QUOTE

yes.gif

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 17:12
Tifozi
QUOTE
გაცვდა .

არასდროს არ გაცვდება..

ზნაუ
გალაკტიონზე ლაპარაკი გაცვდა მეთქი
თორე იმას რა გაცვითავს
smile.gif
"მე მეფე ვარ და პოეტი"..................
ნუ გადმომალაგებინებთ wink.gif

Posted by: Solveig 5 Feb 2006, 17:43
ხ ო რ ხ ე
მაგ განცხადების ადრესატი ციხეშია უკვე.

Posted by: ხორხე 5 Feb 2006, 17:47
Solveig
QUOTE
მაგ განცხადების ადრესატი ციხეშია უკვე.

biggrin.gif
მეთქი შენც გალაკტიონიზა მიტევდი


Posted by: pataputina 5 Feb 2006, 17:50
.......

მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს...................



user.gif

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 18:10
Solveig
QUOTE
მაგ განცხადების ადრესატი ციხეშია უკვე.


რამიშვილზეა ლაპარაკი? ისე ახია მაგაზე... ოდნავადაც არ მეცოდება

Posted by: Solveig 5 Feb 2006, 18:46
QUOTE
რამიშვილზეა ლაპარაკი? ისე ახია მაგაზე... ოდნავადაც არ მეცოდება

რამიშვილზე კი არა, გლამნი ნაციანალნი დვიჟენიას ფორნტნი ნაჩალნიკსა და ვაკე-საბურთალოს რაიონის ყოფილ გამგებელ ავთო დავითაძეზეა ბაასი.

QUOTE
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს...................

მე ვინატრებდი ზღვას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს...

Posted by: cunculika 5 Feb 2006, 19:04
ვაღმერთებ გალაქტიონს,ცუდ ხასიათზე როცა ვარ სულ მის ლექსებს ვკითხულობ.ვიღაცამ დამასწრო და ჩემი საყვარელი ლექსი ჩაწერა."თოვლი".მაგრამ მე კიდევ ჩემ წერილს ამით დავამთავრებ "და არარსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ.(ბევრი ლექსი მიყვარს,მაგრამ განსაკუთრებით ჩემთვის შედევრია"ნიკორწმინდა" და ის ადგილი სადაც ამბობს"ფრთები,ფრთები გვინდა......იმ დროს მგონია,რომ საცაა მეც ავფრინდებიsmile.gif)))))))) jump.gif

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 19:04
აჰა გალას აუდიო!

1, ქარი ქრის - http://jazzoline.forum.ge/Music/Classical/GALA/gala%20%20Qari.mp3
2. 1950 (ლექსია) - http://jazzoline.forum.ge/Music/Classical/GALA/gala%20%201950.wav
3 დროშები მაღლა (დროშები ჩქარას პრავაკაცია, წაკითხული მოსკოვის დეკედაზე) - http://jazzoline.forum.ge/Music/Classical/GALA/gala%20%20droshebi.wav

Posted by: cunculika 5 Feb 2006, 19:10
"ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი" mad.gif
* * *
ნაცარ რაღაც მაინტერესებს რა!!!!!!!

Posted by: nacarqeqia 5 Feb 2006, 20:40
cunculika
QUOTE
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი


შენ თავის მომკვლელი არა ხარ, არ გიცნობდე მაინც...

Posted by: Charles IX 5 Feb 2006, 22:21
მე ეს ლექსები მიყვარს განსაკუთრებით:

ზღვა ახმაურდა

ზღვა ხმაურობდა
ყრუ ხმაურობით,
ანძა გრიგალის
მეთაურობით
მოგზაურობდა.

ძარღვებს თანდათან
ეს უცნაური
წეწდა, არღვევდა
აურზაური.
ზღვა ხმაურობდა.

ძარღვებში სისხლის
წვეთი ყოველი,
იმ სიმფონიის
ვერ დამტეველი
გრიგალს სწყურობდა.

დენის ყოველი
მცირე ატომით,
ძალგამეტებით,
ძალგადაკვდომით
ზღვა ხმაურობდა.

და მე ვიგრძენი
უეცრად, მკაცრად -
რომ არა ფერფლად
და არა ნაცრად
დღეთ წინაურთა,

არა ჩემს გარეთ,
არა რამე სხვა -
არამედ ჩემში
ახმაურდა ზღვა.
ზღვა ახმაურდა!
არა რ

მღვრიე ქარი

თოვლის მხარე,
ნისლიანი მთა და ბარი.
მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი ...
ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი, მღელვარებათ
ჩქეფდა ღვარი,
ტრიალებდა,
როგორც ფარი,
შემოდგომის ჩქარი
ქარი ...
მეფის კარი,
ნანგრევები, ნატახტარი...
მეფე ტყვეა, ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი.
აქეთ ქუჩა, იქით ჯარი და დროშები გარი-გარი...
ისევ ქარი...
მოდის მტერი,
იკეცება ალყათ ჯარი.
ცხენზე მჯდარი მწარედ ჰკივის მეომარი.
კონონადა მშობლიური და ღრუბელი შავად მდგარი...
ისევ ქარი,
მძაფრი ქარი,
თქეში,
მთელი ნიაგარი!..
სული ძლიერ აფეთქების და სიცივე ჯადოქარი.
ისევ მძიმე პეტერბურგი და ამინდი ბობოქარი...
ისევ ქარი,
მღვრიე ქარი!

Posted by: JORJ MORISSONI 5 Feb 2006, 22:30
სუფრა არ არის ისე რომ გალაქტიონის ერთი ლექსი არ მივახეთქო.
* * *
tempera
აუ ის ლექსი რომ გთხოვე ბოლომდე დადე რა..............
_____________________________________________

Posted by: jemand 5 Feb 2006, 23:20
მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913



Posted by: I_am_You_are 6 Feb 2006, 00:33
სასწაულს

შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს,
ლ'უციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლ'უციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დადაღულს.
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს.

Posted by: JORJ MORISSONI 6 Feb 2006, 01:53
nacarqeqia
QUOTE
აჰა გალას აუდიო!

1, ქარი ქრის - http://jazzoline.forum.ge/Music/Classical/...a%20%20Qari.mp3
2. 1950 (ლექსია) - http://jazzoline.forum.ge/Music/Classical/...a%20%201950.wav
3 დროშები მაღლა (დროშები ჩქარას პრავაკაცია, წაკითხული მოსკოვის დეკედაზე) - http://jazzoline.forum.ge/Music/Classical/...%20droshebi.wav

კიდევ ხომ არ მოგეპოვება?

Posted by: nacarqeqia 6 Feb 2006, 02:07
JORJ MORISSONI

ავტორის ჩანაწერები მაქვს, ხვალ ავტვირთავ! .

Posted by: jemand 6 Feb 2006, 13:39
სად?
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

1913


Posted by: TiFozi 6 Feb 2006, 14:20
***
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე,
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა,
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვეთელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები,
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიფსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

<<< 1915 >>>

Posted by: baro 6 Feb 2006, 14:51
ოდესღაც,სადღაც მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო
სულით ობლობას კვნესოდა ქნარი
ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა,სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული
ერთხელ როდესაც გზად მივდიოდი
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც ,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკამოდ დაგვიანებულს.

Posted by: Makulatura 6 Feb 2006, 16:46
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა

(ნაწყვეტი ლექსიდან)

გალაქტიონისთვის sad.gif


ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა,
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ
სასჯელი გინდათ?
მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
სულით მედროშე,
უთუოდ მგოსნად და,
უთუოდ საქართველოში.

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი.
* * *
ლექსი რომელმაც ჩასწვდა ადამიანის სულს, მის ბუნებას და მის ძალიან ძალიან დიდ სევდას sad.gif

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ,არ მჯერა მე ეგ რაღაც...მომებეზრე კიდეც თავი
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი როგორც თოვლი ისე აწევს
მზე ნარნარი სხივებს არხევს და სითბოში მთა - ბარს ახვევს
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი
ვერა ხედავ იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიასალმა sad.gif
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე
თმას გაიშლის დაემხობა, და ცრემლები სცვივა სცვივა
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი გული მტკივა გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე ჩუმად იყავ უგდე ყური
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?
"გავქრე ისე როგორც ნისლი როგორც ღამის მოჩვენება
არ მეღირსოს კვალარეულს, სიმშვიდე და მოსვენება
შენი სახე გულს კაწრავდეს როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდესმე არ მახსოვდე, თუ როდესმე დაგივიწყო"!
მესაფლავე კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს sad.gif
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება არ შორდება
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? sad.gif
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება
და გადმოსჩქებს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარებაsad.gif
ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები
გავქრე ისე როგორც ნისლი როგორც ღამის მოჩვენება
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება
შენი სახე გულს კაწრავდეს სადაც ვიყო როგორც ვიყო
თუ როდესმე არ მახსოვდე თუ როდისმე დაგივიწყო
მესაფლავე კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი წეღან რომ ვთქვი ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება ვით აჩრდილი
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი ჯერ ისევე დაუმჭკნარი
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება
საცოდავი! თვალებსაც კი დამსჩნევია უძილობა sad.gif
ასე ხდება როცა ღამით, მოგონებებს იწვევს გრძნობა
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს
არ სცილდება სასაფლაოს სევდიანს და გულმოსაკლავს
სახე თაფლის სანთელს უგავს სანთელივით დნება დნება
თავს დასცქერის დაუვიწყარს გლოვით სიტყვას ეუბნება
მის თვალებსაც დამსჩნევია ღამის თევა უძილობა
ასე ხდება როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა
მესაფლავე კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი
გაიფიქრა:"ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი"
უძიროა კაცის სევდა უძიროა კაცის გული
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა
ალბათ, ვაჟსაც იმ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისევ იღიმები
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე
გამიგონე, მესაფლავე შენ არ იცი კაცის დარდი
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?
რა ვუყოთ რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: "შემიყვარდი, შემიყვარდი
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება შევაერთოდ სულთან სული
გამომყევი ქალო ცოლად ძლიერი მაქვს სიყვარული
მართალია ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს
დავივიწყოთ ის წარსული სატირალი სავალალო
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო
დაუცადე მესაფლავე თუ რა პასუხს მისცემს ქალი
შენ გგონია რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია არა - არა
განა გუშინ არ იყო სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს
მაგმამ ქალი ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება ნუ ვიგონებთ დროს უბედურს
მე შენი ვარ სამუდამოდ ... წამიყვანე სადაცა გსურს"
მესაფლავე ეხლა კი გაქვს ნება რაც გსურს კვლავ იგი თქვა
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა sad.gif
ალბათ, ქალ ვაჟს დღეს ერთი აქვთ ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი
საფლავთაგანს მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ - ყვავილებს
განისვენეთ განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო
განისვენეთ ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი sad.gif
რაღად უნდათ... რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა
ასე ხდება ქვეყანაზე ყველა ცოცხლობს ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეში ავიწყდება
ზარსა სცემენ... იმ ორს რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე sad.gif
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება
იცის, იცის მესაფლავემ როგორც უნდა როგორც ხდება...
განისვენეთ განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო
თქვენს ყოფნაში მეც ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! sad.gif


1912





Posted by: jemand 6 Feb 2006, 18:41
QUOTE
მესაფლავე

უძლიერესია love.gif

Posted by: zen 6 Feb 2006, 19:48
QUOTE (makulatura @ 6 Feb 2006, 15:46 )
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა

(ნაწყვეტი ლექსიდან)

გალაქტიონისთვის sad.gif


ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა,
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ
სასჯელი გინდათ?
მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
სულით მედროშე,
უთუოდ მგოსნად და,
უთუოდ საქართველოში.

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი.

სულთა მედროშე...

ეს ლექსი არ მომწონს.

Posted by: baro 7 Feb 2006, 22:47
ცელი კივის

ცელი კივის და ველები,
სურნელება დადგა თივიტ.
თივას თიბავენ მთიბველები,
ცა ლურჯია გუმბათივით

დროს არ უყვარს დიდხანს დგომა
და ყვავილებს ართმევს დიბას
მალე მოვა სემოდგომა
და ყველაფერს გადათიბავს
* * *
დღს მეზიზღება მყუდრო ნაპირი-
სხვა არაფერი;
ქარი მწყურია მე პირდაპირი-
სხვა არაფერი.
რომ ღამე იყოს შავი მწურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია;
ო, ნავი,ნავი, ნავი მწყურია
ერთი ნიჩაბიც
სხვა არაფერი

Posted by: jemand 7 Feb 2006, 23:03
აი გალაკტიონის საიტიც
http://galaktioni.iatp.ge

Posted by: twins 7 Feb 2006, 23:33
jemand
და ვაბშე ქართული ლიტერატურული საიტები არ გაქვს?სადღაც იყო აქ მარა ვეღარ ვიპოვე!

Posted by: elizaveta 8 Feb 2006, 00:21
Sidonia
ეგ ისტორია ცოტა სხვანაირად იყოsmile.gif ზუსტად არც მე მახსოვს, მაგრამ მწერალთა კავშირში მოხდა მგონიsmile.gif თუ ვინმეს გახოვთ, გაგვახსენეთ რა ჩვენცsmile.gif

Posted by: jemand 8 Feb 2006, 00:27
twins
http://literatura.iatp.ge/
http://www.nplg.gov.ge/ic/etc.php
http://www.literatura.ge/
http://geolit.boom.ru/
http://web.sanet.ge/meskhitb/gp.htm
http://homepage.mac.com/rsiradze/Deda_Ena/sub_lit_rob.html

Posted by: twins 8 Feb 2006, 00:35
QUOTE
http://literatura.iatp.ge/

აი ამას ვეძებდი!კაცი ხარ wink.gif

Posted by: jemand 8 Feb 2006, 00:56
twins
QUOTE
აი ამას ვეძებდი!კაცი ხარ 

გოგო ვარ user.gif

Posted by: jajvi 8 Feb 2006, 02:44
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

* * *
რა რიგ კარგია სამშობლოვ!
შენი მტკვარი და რიონი!
შოთა ილია აკაკი
ვაჟა და ..........

Posted by: I_am_You_are 8 Feb 2006, 03:04
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან მომდევს ქარები.

სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო -
ღვინოს დააბრალებენ.

ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს,
გაქრა გიჟი ოცნება.
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?

Posted by: Charles IX 8 Feb 2006, 03:10
jajvi
QUOTE
რა რიგ კარგია სამშობლოვ!
შენი მტკვარი და რიონი!
შოთა ილია აკაკი
ვაჟა და ..........

ოღონდ აქ კავშირი "და" აბსოლუტურად ზედმეტია.
აბა დააკვირდი, როგორ ფიქრობ, გალაკტიონი თავისით დაასრულებდა ქართულ ლიტერატურულ გენიას? არადა თუ ასე წავიკითხავთ ამ ლექსის ბოლო სტრიქონს:
"შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა და ... გალაკტიონი", გამოდის, რომ გალა თვის მერე ქართულ ლიტერატურაში მომავალს ვერ ხედავდა.....
დამეთანხმებით, რომ ეს შეუძლებელია, ამიტომ უფრო სწორი იქნება ასე წავიკითხოთ (IMHO):
"შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა, .........( გალაკტიონი) ........."
მომავლის რწმენით და იმედით!

Posted by: Solveig 8 Feb 2006, 04:07
***
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა...
---------------------------




შავი ყორანი

გზა გავიარე..მსურს მოვიხედო,
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
"ნუ იხედები...ნუ იხედები!"

გზაზე მოვდივარ..მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
"შორს ნუ გასცქერი...შორს ნურვის ელი!"

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი ყველაფრის მქმნელ-გარდამქმნელი,
სივრცე-ყველაფრის მიმტევებელი.

Posted by: Ruglen Holon 8 Feb 2006, 04:40
მაგრად არ მიყვარს როცა გალაკტიონს ახსენებენ და "მე და ღამე"-თი და "მთადწმინდის მთვარე"-თი მოიხსენიებენ, თავისთავად მაგარი ლექსებია მარა არაა ეგ გალაკტიონი.
გალაკტიონმა თავისი ლექსების წერა დაიწყო დაახლოებით 1916 წლიდან.
ვოტ.

ესეც ერთერთი ბოლოდროინდელი ლექსი.

+ + +
შენ არ გინახავს კაცის ღიმილი
შურმა და მტრობამ ისე მიგინდო,
შენი ცხოვრება და სიმძიმილი
არის ეს ქუჩა და სამიკიტნო.

შენი ცხოვრება არის ეს ძაღლი,
რომელიც კვდება, ცივი, ბებერი....
მისთვის არ არის ამ ქვეყნად სახლი,
არც კარებია შესაღებელი.

შენი ცხოვრება არის ეს ბუჩქი,
ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის...
სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი,
განუყოფელად მიდის... მარადის....

შენი ცხოვრება ვით შემოდგომა,
არასდროს აღარ დაიზამთრება...
აცივდა და შენს გარშემო დგომა
ეხლა არავის არ ენატრება...

შენი ცხოვრება ღონემიხდილი,
არის ტალახი! ბოსელი! ქართა!
რისთვის გაშინებს მითხარ სიკვდილი?
თუ არვინ მოვა სიკვდილის გარადა....

ვიცი თუ როგორ გადიხარხარებს,
როცა გაიგებს სიკვდილის ხველას.
შენი სიცოცხლე არვის ახარებს,
შენი სიკვდილი ახარებს ყველას...

ეს აზრი უნდა გავიგოთ ასე:
რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას,
და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს - წერტილს ტყვიისას...
რას?
თვითმკვლელობას.

Posted by: nacarqeqia 8 Feb 2006, 05:13
ერთი გამაგებინა რა იგულისხმა ტერენტიემ ამ სიტყვებში "გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია"?

მე პირიქით მგონიან...

Posted by: XUTIXELI 8 Feb 2006, 05:16
..... ( არ მახსოვს )
წამი წამს ეზიდება ...
რა ამაო ყოფილა
წუთისოფლის დიდება .

ხოდა აი რა მაზარზმია biggrin.gif ვისი თარგმანია -

Ветер реет



Ветер реет, ветер реет, ветер реет,

Мельтешат вдоль аллей лепестки,

Теребит, гнет стволы тополей –

Где же ты, где же ты, где же ты?

Ну и дождь, ну и снег, ну и снег,

И тебя не найти мне вовек.

Предо мной образ твой, светлый лик,

Каждый раз, каждый час, каждый миг.

Неба даль льет печаль, смуту сеет…

Ветер реет, ветер реет, ветер реет.

user.gif lol.gif
* * *
ან ეს biggrin.gif

და შრიალედა ტოტი ვერხვისა
რაზედ ვინ იცის , ვინ იცის , მერი ...
ბედი , რომელიც მე არ მეღირსა
ქარს მიჰყვებოდა როგორც ნამქერი .

Не о том ли, Мери, дорогая,

Что, взошедши только, навсегда

Закатилась, трепетно мигая,

Путеводная моя звезда?

საწაული თარგმანია
* * *
გალაქტიონის ფოტო მინდა , პარნასთან რომ კიდია ის !!! ძვირი ღირს , ვერ ვიშოვი ისე ვერსად ?

Posted by: nacarqeqia 8 Feb 2006, 05:25
მე სხვა თარგმანს გთავაზობთ!

ВЕТРЕНО

Ветрено, ветрено, ветрено,
Ветер склоняет ветвей ряды…
Листья колышатся медленно,
Где же ты, где же ты, где же ты?..
Дождь, и снег идет после дождя,
Мне никогда не найти тебя!
Всюду преследует облик твой -
Каждый раз, он везде, он со мной!..
Ввысь летит дум туман медленно…
Ветрено, ветрено, ветрено!

пер. Татьяны Панченко

* * *
ПЕРЕВОДЫ ВЛАДИМИРА АЛЕЙНИКОВА

ЛАЗУРЬ ИЛИ РОЗА В ПЕСКЕ

Матерь Божия, солнце Мария!
Словно роза в дожде и в песке,
Жизнь моя - только сны золотые
Да лазурь в небесах, вдалеке.

Станут сумерки вестью тумана -
И когда рассветёт не в бреду,
Пивший вина с бессонницей - встану,
Как вдова, я к иконам приду.

Ночь не спавший, изведавший вина,
Прислонюсь я к церковным дверям.
Храм - лучей переполнит лавина,
Чтобы ризам сиять и дарам.

И тогда-то скажу: я вернулся -
Лебедь, раненный садом мечты!
Посмотри - я к ней с детства тянулся -
Как лица изменились черты!

Насладись! Погляди в мои очи -
Эти росы с фиалками грёз,
Горевавшие с винами ночи,
Полны местью беспамятных слёз!

Насладись! Тем ли живы поэты?
Лишь Тебя ожидая с мольбой,
Пусть душа, точно бабочка эта,
Под Твоею погибнет стопой.

Что бывает взамен? Я не знаю...
Где же счастье для душ на земле?
Словно Дант, я вернулся из Рая -
Ад измучил - я гибну во мгле!

И когда на пути, за ненастьем,
Смертный час осознаю вполне,
Даже вместе с последним причастьем
Не придёт Твоё имя ко мне!

Руки сложат... Порой ураганной
Унесут меня кони!.. Тогда,
Пивший вина с бессонницей странной,
Я в могилу сойду навсегда.

Матерь Божья! О солнце Мария!
Словно роза в дожде и в песке,
Жизнь моя - это сны золотые
И лазурь в небесах, вдалеке!


МЕРИ

Да, ты венчалась в ночь эту, Мери!
В ночь эту очи твои умирали.
Не было горше для неба потери -
С грустью осенней сравнится едва ли.

Вспыхнув, сиянье рвалось мне навстречу,
Пламя, дрожа, разгоралось сильнее.
Был отрешённей, чем все эти свечи,
Призрачный лик твой, сквозь тайну бледнея.

Куполом дивным храм был увенчан,
Розы сводили с ума, опьяняя,
Но ожиданьем измученных женщин
Не исцеляла молитва ночная.

Клятву былую твою вспоминаю...
Мери, и днесь я не верю - и дале...
Знаю - мученье со мной, но не знаю:
Ты ли венчалась? Тебя ль отпевали?

Камни перстней среди скал затерялись,
Ветра зрачками в рыдании стали...
Жалость - настигла, с сиротством - спознались,
Празднества днём этим мы не искали.

Хоть бы шаги меня дальше от храма
Прочь увели! - Я не видел - куда же?
Улицей ветер захлопывал рамы,
Дождь непрерывно твердил о пропаже.

В бурку плотнее закутаться надо,
Мысли отринуть - как сон, что не сбылся...
Что это? - Дом её? - Нет с нею сладу! -
И, обессилев, к стене прислонился.

Скорби ни скрыть, ни постичь не умея,
Долго стоял я - и, встав надо мною,
Лишь тополей очертанья, темнея,
Звучной своей шелестели листвою.

Ветвь тополиная тихо шептала,
Только - о чём же? - Ах, Мери! - кто знает!
Видишь - судьба не меня ожидала,
С ветром порошей она исчезает.

И озаренье меня поразило:
Так исчезает? Молю я - кого же?
Может, мечта свои крылья раскрыла,
Крылья орла, воспарившего всё же?

В небо зачем же с улыбкой глядел я,
Луч твой ловил, ниспадающий свыше?
И отчего же "Могильщика" пел я?
Кто "Я и ночь" мою понял и слышал?

Капли дождя в круговерти мятежной
Ранили сердце обидой высокой.
И зарыдал я - король безутешный,
Всеми покинутый Лир одинокий.

Posted by: XUTIXELI 8 Feb 2006, 07:30
ესეიგი ვიფიქრე " ქარი ქრის " თარგმანი არ უნდა იყოს ერთი კარგი თქო biggrin.gif ხოდა აგერ ჩემი ექსპრომტიც . ტატიანა პამჩენკო არ ვიცი მე biggrin.gif



ვნოვ' ვეტერ , ვნოვ' ვეტერ , ვნოვ' ვეტერ
za listiami goniatsia vetri
sognulsia dub dugom i smerten
gde je ti , gde je ti , gde ti

dojdlivo i vixr' shepchet snejni
ne naiti mne tebia nekogda .
za mnoiu lish gonitsia nejni
tvoi obraz , on vsyudu gde ia .

tumannoe nebo , svod svetel
vonv' veter , vnov' veter , vnov' veter .

Posted by: jemand 8 Feb 2006, 11:40
QUOTE
ერთი გამაგებინა რა იგულისხმა ტერენტიემ ამ სიტყვებში "გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია"?

QUOTE
მე პირიქით მგონიან...

yes.gif yes.gif

Posted by: cunculika 8 Feb 2006, 17:01
მესაფლავე საერთოდ super! ძალიან მაგარია,განსაკუთრებით კი ბოლო სტროფზე სულ მეტირება weep.gif

Posted by: მარიამი 9 Feb 2006, 18:06
ესეც გალაკტიონის წაკითხული "მთაწმინდის მთვარე":
http://literatura.iatp.ge/galaqtioni.mp3

Posted by: Ruglen Holon 9 Feb 2006, 18:42
+++
გიორგი ! ეხლა
მზრუნველს და მომვლელს
საქართველოში
ვინმე გამოლევს ?
მზად იყავ მისცე
ანგარიში ხალხს
და არა ყოველ
გამვლელ-გამომვლელს !

1957.


Posted by: cunculika 10 Feb 2006, 00:09
Es WEHT DER Wind s"weht der Wind,s'weht der Wind,s'weht der Wind, Blatter wehn Wind um wind ohne Ruh Baumesheer,Baumeshereihn wiegt der Wind, wo bist du,wo bist du? Wie es regnet und schneit,wie es schneit, find dich nicht,all die Zeit....all die Zeit!
* * *
Es WEHT DER Wind s"weht der Wind,s'weht der Wind,s'weht der Wind, Blatter wehn Wind um wind ohne Ruh Baumesheer,Baumeshereihn wiegt der Wind, wo bist du,wo bist du? Wie es regnet und schneit,wie es schneit, find dich nicht,all die Zeit....all die Zeit!
* * *
მოკლედ ამ კომპუტერმა გააფრინა,ეს გერმანულად არის ნათარგმნი ქარი ქრისsmile.gif))

Posted by: jemand 10 Feb 2006, 00:18
ისე გერმანულად მაგარი წასაკითხია ძალიან smile.gif

Posted by: I_am_You_are 10 Feb 2006, 00:26
QUOTE
ეს გერმანულად არის ნათარგმნი ქარი ქრის

И вновь из голубого дыма
Встаёт поэзия.
Она
Вовеки непереводима,
Родному языку верна.



boli.gif

Posted by: ჯამბაკური 10 Feb 2006, 01:54
ყმაწვილი გალაქტიონი-სემინარიელი

Posted by: მამაო ენუქი 10 Feb 2006, 02:00
მე კი ვიდექ წყალთან საღამომდე,
სადაც მღვრიე დამდგარიყო ღვარი,
უცხო ქვეყნად მარტოობას გრძნობდე,
ნეტარება არის რაღაცგვარი.

რატომღაც ეხა ეს სიტყვები გამახსენდა.
* * *
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე ვინ იცის, ვინ იცის , მერი,
ბედი რომელიც მე არ მეღირსა,
ქარს მიყვებოდა როგორც ნამქერი.

Posted by: ჯამბაკური 11 Feb 2006, 01:08
------------------------------------------------

Posted by: BEKO 11 Feb 2006, 01:11
ჯამბაკური

ის სურათი ხომ გაქვთ, აივანზე როა გადმომდგარი, უწვერული გალაკტიონი, თეთრი პერანგით.....

Posted by: grafinia79 11 Feb 2006, 15:25

"....გალაკტიონში არის დემონი"....
"...გალაკტიონში მიწა ანათებს"..
"გალაკტიონში ლურჯი ფერია"....
* * *
"ის ჩამომშორდა,როგორც საზმარი
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით წაჰყვა ზღვის ტალღებს
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.

მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.

მაგრამ ის მოვა შემოდგომისას
მოვა დარლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.

მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულშიც ხსნას არ მოველი!

Posted by: მამაო ენუქი 12 Feb 2006, 06:26
ეხა, როცა ამ სტრიქონს ვწერ , შუაღამე იწვის დნება,
აუ რა მაგარი მთვრლი ვარ, რა , გალაკტიონი მიყვარს როცა ვარ მთვრალი, ვზივარ და ვკითხულობ ხომე,
ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,
წმინდა ტაძარში.........

ძუძუ მინდა ან სოსკა. არადა გალაკტიონი

Posted by: nacarqeqia 12 Feb 2006, 06:29
mamaoenuqi
QUOTE
ძუძუ მინდა ან სოსკა. არადა გალაკტიონი



აფსუს გალა, ლოთების კერძი გახდი... alk.gif

Posted by: cunculika 12 Feb 2006, 20:49
მდააააააააა.მაინც რომელი გინდაsmile.gif))))))))))))))))))))))

Posted by: Ruglen Holon 9 Mar 2006, 21:30
გაურკვევლობა

არის შენს გულში მწარე
განადგურება მკვდარი,
როცა ზიზღია არე,
როცა ვერ სუნთქავს ქნარი,

როსმე მჩქეფარე, ცეცხლი
გაყინულია სისხლი,
თვალთაც არა აქვთ ცრემლი,
გულს - შებრალება სხვისი,

და შეკითხვაზე: "შენს გულს
რა დაემართა, რა სურს ? "
ცისკენ აღაპყრობ ხელებს,
კაცთ კი არ გასცემ პასუხს.

+
გზები გაუვალი
და გზები გავლილი-
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.

ადის მწვერვალებზე, თუ
ჭაობში ეფლობა-
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.

Posted by: eloiza 9 Mar 2006, 21:38
ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია
წადი, წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული, მონასტერში მოასვენე!
მაშ, შორს მტვერი, შორს,შორს მიწა, ის ცის უარმყოფეია,
წადი, წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია!

Posted by: modus 9 Mar 2006, 21:46
სარკოფაგიდან დგება მუმია.რა სიჩუმეა.ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორხიდეები ეცემა ნილოსს,როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,
უნდა რომ სული არ მიისილოს,უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.
ის იყო მეფე.ეხლაა მტვერი,რომსაუკუნეთ რიგი გარიყოს,
არ შეუძლია იყოს პირფერი,არ შეუძლია მტვერი არ იყოს.
და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია:მზიანი დღეა,თუ სამუმია.

Posted by: dj-guro 10 Mar 2006, 01:28
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი...

მწვერვალია მისი შემოქმედებისა ჩემი აზრით!

იცის როგორ დავრჩი ობლად
როგორ ვევნე და ვეწამე
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე
მე და ღამე, მე და ღამე...

ეს გავრეპე... მარა გალაქტიონი უნდა იგრძნო, ვიდრე უნდა გაიგო.

Posted by: jemand 10 Mar 2006, 20:33
dj-guro
QUOTE
ეს გავრეპე...

spy.gif spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: irakli1 3 May 2006, 15:26
ჩემი აზრით ეს არის ერთ ერთი საუკეთესო ლექსი და თუ ვინმეს გაქვთ ტექსტი რო დაწეროს კაი იქნება ან გამომიგზავნოს

Posted by: LOLZ 3 May 2006, 16:10
irakli1 აჰა smile.gif

რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა – საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

Posted by: irakli1 3 May 2006, 16:16
მადლობ ლოლ ,მოდერს შეუძლია თემა დახუროს

Posted by: Makulatura 3 May 2006, 18:47
QUOTE
ჩემი აზრით ეს არის ერთ ერთი საუკეთესო ლექსი და თუ ვინმეს გაქვთ ტექსტი რო დაწეროს კაი იქნება ან გამომიგზავნოს


irakli1
კი ბატონო, ძლიერი ლქსია, და არა მარტო ეგ, მთელი გალაქტიონის შემოქმედება მაგრამ.....
მთაწმინდის მთვარე უკვე ყველაფრის პიკია smile.gif

პ.ს. მიდი არ შეგეზაროს და გადაიკითხე smile.gif

Posted by: modus 3 May 2006, 20:54
გალაკტიონის შემოქმედების პიკი არის "ეფემერა","ი.ა." და "მთაწმინდის მთვარე"

Posted by: irakli1 3 May 2006, 21:01
ესეც კარგია და საერთოდ გენიალური იყო გალაქტიონი

Posted by: BEKO 4 May 2006, 00:39
სიტუაციის მთელი ტრაგიზმი თუ კომიზმი მარტივ რამეშია, მეათე თემა იხსნება და ყველას "გალაქტიონი" ჰქვია biggrin.gif

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

გალაკტიონი

Posted by: JORJ MORISSONI 4 May 2006, 00:49
ცამეტი წლის ხარ
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.


აი ამ ლექსზე ვგიჟდები

ჰაინეს სტრიქონის გამო


რომანტიული ქნარის წვიმაში
ნირშეუცვლელი იყო გალობა:
ბედნიერება არის მირაჟი,
უბედურება კი რეალობა.

უბედურება, - წუხდა ჰაინე, -
დინჯი, მოხუცი არის ქმნილება,
თუ ერთი გნახა და მოეწონე,
სიკვდილის დღემდე ქნარს გეცილება.

ასეა, ასე: მხოლოდ სიზმარში
სიუბრალოე და სიადვილე, -
უბედურება არის მირაჟი,
ბედნიერება კი სინამდვილე.

მე არას ვიტყვი, ბევრის ვარ მოწმე
უბედობით და ბედნიერებით.
პირად საკითხში ამ ორი მოძმის –
ნურავინ ქვეყნად ნუ ჩაერევით.

Posted by: the_lizard_king 4 May 2006, 01:09
''ლურჯა ცხენები'' 'თოვლი''


აი ეს 2 ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს

Posted by: konfuci 4 May 2006, 01:24
BEKO
QUOTE
სიტუაციის მთელი ტრაგიზმი თუ კომიზმი მარტივ რამეშია, მეათე თემა იხსნება და ყველას "გალაქტიონი" ჰქვია

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

გალაკტიონი



მართალია.

Posted by: pudelblack 4 May 2006, 02:49
JORJ MORISSONI
QUOTE
ცამეტი წლის ხარ

ამ ლექსზე მახსენდება ბიჭმა სიყვარული ამიხსნა ეგრე და მე თოფი მივაწოდე biggrin.gif
მაგრამ 13 ტყვია ვერ ჩავტიე და ასე ვუთხარი რომ დავამატებ მერეtongue.gif

Posted by: modus 4 May 2006, 12:01
BEKO
QUOTE
სიტუაციის მთელი ტრაგიზმი თუ კომიზმი მარტივ რამეშია, მეათე თემა იხსნება და ყველას "გალაქტიონი" ჰქვია biggrin.gif

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

გალაკტიონი

რას ლაპარაკობ?ვააა,მართლა?

Posted by: BEKO 4 May 2006, 14:00
modus
QUOTE
რას ლაპარაკობ?ვააა,მართლა?

ვერ გავიგე? rolleyes.gif

Posted by: nikusha_23 4 May 2006, 14:05
BEKO
შენთან ვარ დედა გეთანხმებიიი!!!!!!!!!!!!

Posted by: memoria 4 May 2006, 22:14
გალაკტიონი თვლიდა, რომ მის სახელში ეს კტ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გახსოვთ "მიყვარს გალაკტიონ შენში აკტეონი..."?

Posted by: mtvareuli 5 May 2006, 00:25
the_lizard_king
QUOTE
''ლურჯა ცხენები'' 'თოვლი''


აი ეს 2 ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს



love.gif მეც.... მაგრებია ძალიან... user.gif


Posted by: LOLZ 9 May 2006, 12:26
galaktioni.iatp.ge ეს საიტი თუ იცის ვინმემ? smile.gif

Posted by: pudelblack 13 May 2006, 21:57
LOLZ
კაია რომ დადე ეგ საიტი რდგან ჩემი ერთ ერთი საყვარელი ლექსი ვნახე და მოხარული ვარsmile.gif
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


Posted by: ANONIM0 15 May 2006, 10:13
მაპატიეთ ესოდენ უვიცობა, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ლექსია ,,ი.ა,, ,თუმცა არ ვიცი ამ შემოკლებაში ვის გულისხმობდა,ვინმემ, თუ იცით მითხარით

Posted by: modus 15 May 2006, 10:43
ANONIM0
QUOTE
მაპატიეთ ესოდენ უვიცობა, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ლექსია ,,ი.ა,, ,თუმცა არ ვიცი ამ შემოკლებაში ვის გულისხმობდა,ვინმემ, თუ იცით მითხარით

უვიცობა კი არა ეგ გენიალური ლექსია
* * *
ჩემი საყვარელი ლექსია "ეფემერა",აი ნახეთ:
ეფემერა
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

1922

აქ ჩანს გალაკტიონის გენიალურობა

Posted by: LOLZ 15 May 2006, 11:09
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ:
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის)
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი........... smile.gif

Posted by: ANONIM0 15 May 2006, 14:23
modus
უვიცობა კი არა ეგ გენიალური ლექსია



მოდუს ნუთუ კითხვა ესოდენ გაუგებრად დავსვი, გენიალური რომაა მეც ვიცი.............

Posted by: modus 15 May 2006, 14:27
ANONIM0
QUOTE
მოდუს ნუთუ კითხვა ესოდენ გაუგებრად დავსვი, გენიალური რომაა მეც ვიცი.............

ააა,მივხვდი,ხო არ ვიცი ვის გულისხმობდა

Posted by: pudelblack 15 May 2006, 14:30
ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

ისე ყველა კაია თავისი შეხედულებით და აზრით .smile.gif

Posted by: Proteos 17 Nov 2006, 12:55
1892 წლის დღეის სწორს არ დიოდა თურმე წყნარად რიონი - 17 ნოემბერს (ძველი სტილით 6 ნოემბერს) გალაკტიონი დაიბადა...

მინდა მოგილოცოთ! მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები იბადებოდნენ საქართველოში, მისი დაწერილი ყველა სტრიქონი სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრის მგრძნობიარე ადამიანს, მისი ყველა სტრიქონის მოფერება მინდა...

Posted by: Ruglen Holon 17 Nov 2006, 13:14
ხალხნო აუდიომასალა დადეთ ვინმეს თუ მოგეპოვებათ რა...
გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსები მინდა (მთაწმინდის მთვარე არა!!!) სხვები...
ვისაც გაქვთ რამე დადეთ!!! პლეასე...



http://dade.ge/


Posted by: Eto_N 17 Nov 2006, 13:49
..............................................ცივია გული?
არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები!
თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი...
არაფერია, არაფერია!
მოვა სხვა ვინმე, შეუცნობელი!.........................................................

Posted by: Remediosi 17 Nov 2006, 13:58
Eto_N
ეს შენ როგორც გალაკტიონის, იტალიურის მოყვარულს და კაი კაცის გუდმენის მეუღლეს biggrin.gif

IL VENTO
Il vento, senti, spira, grida e gira..
Di vento in vento volteggiano le foglie
Lunghe file d'alberi, esereiti ricurvi
Ma tu dove sei, dove sei, dove sei?
Come piove, com'e bianca questa neve
mentr'io ti cerco in ogni dove, einvano
L'immagine tua mi segue, mi perseguita
ogni istante, ogni ora, ogni giorno
Il cielo filtra nebbie di pensieri
e il vento spira, volteggia, grida, gira....



Posted by: Eto_N 17 Nov 2006, 14:08
Remediosi


grazie mille smile.gif

Posted by: Makulatura 17 Nov 2006, 15:04
მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913


ლეგენდები არ კვდებიან, ლეგენდები ქრებიან მხოლოდ...

Posted by: მამაო ენუქი 17 Nov 2006, 15:13
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე


გეტერა არის ყველაზე ძლიერი ლექსი, მსოფლიო პოეზიაში. ვოტ ტაკ.

Posted by: Ruglen Holon 18 Nov 2006, 00:42
აქ ხო არაფერს გაიმეტებენ რა შენთვის...
არა და ვიცი გაქვთ და დახლის ქვეშ მალავთ...
ყველაფერი ნაცნობობით როგორაა ამ ქვეყანაში
წახდა ერი... წახდა საზოგადოება...
ინდუსტრია გვითხრის ძირს...
ეხხ ამაოება, ამაოება...

გალაკტიონის ლექსი არ გეგონოთ, ჩემი პოსტია....

Posted by: Zvikiki 18 Nov 2006, 21:31
http://up.aqache.com/?act=download&fid=5t2px90L&fname=mtacmindis_mtvare.mp3

ეს მთაწმინდის მთვარეა.

Posted by: Forever. 18 Nov 2006, 21:38
ეჰჰ როგორ მიყვარს love.gif

ქართული დეპრესიის ალმასია love.gif


Posted by: miracle_of_love 20 Nov 2006, 18:09
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

1915
გალაკტიონი იყო , არის და დარჩება სამუდამოდ ქართული პოეზიის მეფედ!

Posted by: perfectstranger 21 Nov 2006, 00:11
ვწუხვარ ერთადერთი ვარ და ზეცაზე წერია , ჩემი გზა და ახალი ლალაის კართაგენები,
ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება ძახილით : გალაკტიონ და ძნელია მიგნება
სადაც ახლა ქარია და გვიანი მტევნები ,
იქ უკვდავი მაგიის სასაფლაო იქნება.
ათასი ქარიშხალი მთებზე გადამართული , გაიშლება მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის ,
წვეტი სისხლის არ არის ჩემში არაქართული ,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის!

Posted by: მროველი 21 Nov 2006, 15:53
ჰეჰ
გალაკტიონი

ხო გალაკტიონი და არა გალაქტიონი user.gif

რამდენიმე თვის წინ პარნასში ერთი ჟაან რაღაჩნაირი ახალგზარდა პოეტი გოგო მიტტკიცებდა რომ გალაკტიონი მOძველდა და უნდა გადაფასდეს, სამწუხაროდ ამ მოსაზრებას იქ მყოფი სხვა, გაცილებით სერიოზული ხალხიც დაეთანხმა

მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ გალაკტიონი კიდევ ერთხელ მოკლეს და საერთოდ, გალაკტიონი სანამ აივნიდან გადმოხტებოდა, მანამდე უკვე მრავალგზის ჰყავდა ქართველ ერს მოკლული

Posted by: Luka3 19 Mar 2007, 19:06
"1933 წ. 14 იანვარი.

12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინიგზისა და ბათომიდან სოხუმამდე გემის. ჩავედი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი. დღეს ისევ ტფილისში ვარ. განა შეიძლება კალმით აღწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე ? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავვარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა. არ ვიცი, რამ შემაცვლევინა გადაწყვეტილება, მაგრამ სულიერი გაბწყობილება, დიდი წვალების მერე, თანდათან განათლდა და მე ისევ აქა ვარ."

დღიურის რვეულშივე ჩაწერილია დაუმთავრებელი ლექსი:

"არა ვარ გადამთიელი,
დღეს ასე გითხრა, ხვალ - ისე,
ღამე, ეს ღამე ტიელი
ღვინით ვერ გავიხალისე.
გაშიშვლებული, უდაფნო,
უსულგულობის წამია.
ღამე, ეს ღამე უდაბნო
თვით ღვინისფერი შხამია.
წარსული - მკრთალი ცეცხლია,
აწმყო - უსახო ნაცარი... "

აქ ხელწერა წყდება. მერე სხვა რვეულში იწყებს წერას და იმასაც მალე თავს ანებებს.
ნიშანდობლივია რომ სწორედ ამ წლებიდან ხშირდება დღიურები და ჩანაწერები. საამისოდ გამოყენებულია სქელ-სქელი რვეულები, აურაცხელი უბის წიგნაკი, ბლოკნოტები, ალბომები, კალენდრის ფურცლები, პაპიროსის კოლოფები, ქაღალდის ნახევები, ზოგჯერ ამა თუ იმ წიგნის გვერდები.

"ამიერიდან მრჩება ერთად ერთი მეგობარი - წიგნი." ჩაუწერია ერთგან.

რამოდენიმე მოკლე-მოკლე ჩანაწერი, რომელთა მსგავსი ასოებით და ათასობით გაბნეულია სხვადასხვა ადგილას, რვეულებში, ბლოკნოტებში თუ ცალკე ფურცლებზე :

"არაფერი ჩემი ბავშვობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი".

"კეთილი მოხუცი ვასილ ბარნოვი".

"ხალხი, ირონიული შეხვედრა".

"თბილისში ცოტა დარჩა ოჯახები, სუფთა ქართულით რომ ლაპარაკობდნენ. რად არის ასე? რატომ? რატომ?".

"პურის ქარხანა ემუქრება რაჭველებს პურის ცხობაში. ემუქრება ჩვენ ქართულ თონეს. ემუქრება კერიის ჭადებს. ემუქრება წისქვილებს".

"არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,
ო, რა ხანია!
ნამეტანია, მეგობარო,
ნამეტანია!"

"მაგრამ ნუთუ ყველაფერი მოგონებაა მხოლოდ?"

"ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ეს ფრაზა ძალიან ხშირად გვხვდება სულ სხვადასხვა ფურცლებზე მიწერილი)

"მუსიკა კაცს როგორ არ უნდა უყვარდეს - ცხოველებსაც კი უყვართ".

"ინტელიგენტს რომ დავინახავ, გამაჟრჟოლებს ტანში. თუ ნაცნობია, სახეს განზე მივაბრუნებ, არ გამომელაპარაკოს იქნებ, არ მიცნოს როგორმე-მეთქი. ჭირივით მეჯავრება, თუ თვალები მომაშტერა დაჟინებით".

"დღეს არაჩვეულებრივად მიკანკალებს ხელები. წუხელ ბაღლინჯოებმა არ დამაძინეს. "ბაღლინჯო" მაიაკოვსკის უკანასკნელი პიესაა".

"საზიზღარი რესტორნებია თფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინდისო, სავსე მთვრალი წინანდელი მიკიტნებით. ავადმყოფი ხალხი, ბინძური სახის გამომეტყველებებით, უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი ვულგარული ყოფაქცევით და რაც მთავარია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად. თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი".

"არ რჩება ფრთები ყმაწვილურ სურვილს,
შლის წლოვანებაც
კარგს, საუცხოვო ჩაცმა-დახურვის
ხელოვნებას.
წარსულთა დღეთა ენამჭევრობავ,
გაფრენავ ქორის -
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და თქვენს შორის".

"სევდა მას დაძლევს, ვინც ცოდნას არ ეკარება".

"ეს ქაღალდი მომაწოდეს ქალიშვილებმა პირველ დეკემბერს - წიგნთსაცავ-სამკითხველოში ლექსის ამოსაწერად გაზ. "კომუნისტიდან". მადლობა მათ ყურადღებისთვის" (მიწერილია რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე)

"არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია. გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი.
და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი.
მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არავინ არ გეზიზღება. და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თავი და თავი".

"როგორ ემთხვევიან ერთმანეთს მიქელანჯელოსა და უცნობი ქართველი არქიტექტორის იდეები - ციხე-სიმაგრეები სიმაღლეზე ყველას დასანახავად, დიდი ქანდაკებები სიმაღლეზე ყველას დასანახავად."

"სისხლი დასთხიე და სამშობლო შეიძინე".

"მოეც მშვიდობა საქართველოს".

"შრომაში" არის რამოდენიმე მომსახურე, არაჩვეულებრივად ზრდილობიანი და პატივსაცემი. ისინი მეპყრობიან როგორც ძველს ნაცნობს, მე კი ისინი არ მახსოვან.
აი ჩემი ტრაგედია.
რამდენი კარგი კაცი, რომელთაც გარეგნულად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი სად შემხვედრიან. და არ მახსოვან.
ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები.
ასე არ შეიძლება: ნუთუ საბოლოოდ მღალატობს მეხსიერება?"

ეს უკანასკნელი ჩანაწერი მრავლის მეტყველია. ისევე როგორც ცოტათი ზემოთ წარმოდგენილი: გაზეთიდან ლექსის ამოწერა უნდოდა, ქაღალდი არ ჰქონდა. უცნობმა ქალიშვილებმა ცალხაზიანი რვეულიდან ფურცელი ამოხიეს და მიაწოდეს. ამ უბრალო ყურადღებამ იმდენად ააღელვა, ლექსის ნაცვლად ეს ფაქტი ჩაიწერა საგულდაგულოდ (პირველ დეკემბერსო - ამის მითითებაც კი არ დავიწყებია!) და ქაღალდი შეინახა.

რაოდენ მცირე რამეს მოითხოვდა ეს კაცი ცხოვრებისგან - ნორმალურ, ადამიანურ, ზრდილობიან მოპყრობას, ერთიბეწო ყურადღებას!


გალაკტიონის ძმა, აბესალომი:

"შენ გძინავს... არ მინდა გაგაღვიძო და ისე მივდივარ.. მაგრამ ვაი ასეთ ხასიათს, ეხლა მე რომ ვარ. ვფიქრდები, მწარე ფიქრები არ მასვენებს. შენ თუ ასე განაგრძე, აუცილებლად დაიღუპები. გალაქტიონ, რა უნდა ქნა კაცმა, თუ რამე გითხარი, გული მოგდის, თუ ვინმემ სასარგებლოდ დაილაპარაკა და გირჩია, შენ გულისწყრომას საზღვარი არ აქვს - ჩემი მტერიაო. არა გრცხვენია ? მეც ხომ მტერი არა ვარ შენი. ვიცი, შეგიძლია თავის დაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ თავის შემაგრებას, მაგრამ არ ინდომებ და თავს იღუპავ...
აი დღევანდელი შემთხვევაც. სახლის კიბეს მოვუახლოვდი. ოთხი რუსის ქალი ვიშვიშებენ და იძახიან: ой, бедный, ой бедный! სული შემეხუთა, რა ამბავია, შევეკითხე. ისინი სიბრალულით კიბისკენ იყურებიან და მეუბნებიან: ой, Галактион Табидзе! თავზარდაცემული ამოვვარდი და კიბეზე გაშხლართული დაგინახე. ჯიბიდან გასაღები ამოგიღე - შენ არც კი გაგიგია. ამ დროს მეზობელი დიასახლისი გამოვიდა, მომეხმარა და ამოგიყვანეთ... ძლივს გაგხადე და დაგაწვინე - ძილში საშინლად ხრიალებდი... გახველებდა... ვკვდებიო - იძახდი. გალაქტიონ, შეიბრალე თავი - ნუ დათვრები, იცოდე, რომ მერე შენ ჭკუაზე არა ხარ და ქვეყნის სასაცილოდ და შესაბრალისად ხდები...
კიდევ ბედნიერება, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი იყო. ღამე რომ ყოფილიყო, კაცი არ შემოგხედავდა: გაგცარცვავდნენ, გაცივდებოდი და სამუდამოდ დაიღუპებოდი. რატომ შვრები ამას, რატომ? ნუთუ ისე დაღუპული ვართ, რომ თავს ანგარიშს ვერ აძლევ? აბა თუ ძმა ხარ, შენი ჭირიმე, გალაქტიონ, გამოიჩინე გმირობა, აჩვენე ქვეყანას, რომ შენ შეგიძლია უღვინოთაც ცხოვრება! ნუ ჩაიდებ ჯიბეში ფულს, და თუ მაინც და მაინც ვერ გაძლებ, სახლში მოიტანე და დალიე...
სხვათა შორის, ჯიბეები შარვალის და პალტო გახეული გქონია და გავკერე".

აბესალომს იმედი არ გაუმართლდა. ალკოჰოლის შხამს თავმიცემული მისი ძმა აპრილამდე არ გამოფხიზლებულა.


ამის მერე მოდის დღიურის ჩანაწერები. ჩანაწერებს უკვე აშკარად ეტყობა ფსიქიურად შეშლილი ადამიანის ხელი.
წინდების რაოდენობა, ასარეცხი წინდები, გაურეცხავი წინდები, რამდენია დაკერებული რამდენია დასაკერებელი, რომელ რიცხვამდე ეყოფა დაკერებული წინდები, თუთუნის რაოდენობა, როდემდე ეყოფა თუთუნი, სახლში წყალი ჩამოუვიდა ჭერიდან, გაჯი, კირი... მტვერს ებრძვის, აივანს ალაგებს, შეშა, ნოხები საწმენდები, ვალები, ფეხსაცმელების დაკერება, დიეტაზე ყოფნა, ფულის სესხება, გაჭირვება, გაჭირვება და კიდევ ერთხელ გაჭირვება.

ამონაწერი დღიურიდან:

14. IV
დავაკერე წინდები, ყველა, რაც დასაკერი იყო (24 ც) : სულ ახლა სუფთა წინდა 56 მაქვს, რაც საკმარისია თითქმის მთელი ზაფხულისთვის.
განვაგრძობ დიეტაზე ყოფნას.
ღამის 1 საათზე მოვიდა შალვა. მან მასესხა 3 თუმანი. ყოველდღიურად აგერ რამდენი ხანია ორ-ორ მანეთს ვხარჯავ, უკანასკნელ დღეებში კი (4-5 დღეა) მანეთნახევარს. სავსებით მყოფნის.


16. IV
ფეხსაცმელები მივეცი შესაკეთებლად. მზად იქნება 19ს. ვიყიდე პური, ყველი, ნიორი, საღამოთი გაზეთები, პაპიროსი, ანტინიკოტინი, ფეხსაცმლის საფენი. სხადასხვა დროს დავლიე სამი ჭიქა სოდა. პირველად ორი კვირის შემდეგ ვისადილე (ცხელი ლობიო პიმპილით და ხახვით) ეს ბიუჯეტში არ შედიოდა. ზედმეტი ხარჯი მომივიდა. ვანის ოთახის ჭერი მგონია თანდათან შრება, მხოლოდ ნესტის სუნი ისევ დგას და ოთახები კირით ისევ დანაგვიანდა. შევასწორე ერთი ლექსი მგზავრის წერილებიდან, მგონია კარგი გამოვიდა.


17.IV
დილით ადრე წავედი აბანოში (პირველად 10 თვის შემდეგ). მყავდა მექისე.
გამოვიტანე სამრეცხაოდან პალტო. ორი პიჯაკი და შარვალი რომელიც გასაწმენდად მქონდა მიცემული. მაგრამ... Шаг вперед, десять шагов назад. ვიღაცამ ჩემოდანი გამიხსნა და ერთი ინდიგოს პიჯაკი მომპარა, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიდექი რიგში უბრალო ორმანეთიანი საფენის ჩეკის ასაღებად. კიდევ კარგი, რომ პალტო და ერთი კოსტუმიც არ წაიღეს!
დავურეკე აბაშელს: წიგნი იქნებაო ერთ კვირაში. ამოუღიათ ორი ლექსი. ნაცვლად უმატებენ სერებრიაკოვის თარგმნებს.
ვიყიდე ძმარი, კნოპკები (ჭიკარტები). პალტო და კოსტუმი დავკიდე და ჩამოვაფარე ზეწარი. შუადღემდე დამეხარჯა 9 მანეთი... ეს ჩემს ბიუჯეტს ყირამალა აყენებს! დაემატა საღამოთი: პური, პაპიროსები, გაზეთები."

20. IV
გამოვიტანე ფეხსაცმელი, დავაკერებინე რეზინა, ჩავიცვი ტანთსაცმელი კარგად. და გავედი. შემხვდა შალვა. დიდი სიფხიზლეა საჭირო... ასეთი დღეებია.


Posted by: neitraluri 19 Mar 2007, 20:57
Luka3
კარგი რომ ჩანაწერები გაიხსენე, გალაკტიონის ნაწერებს რომ ვიღებდი ხელში მართლა ტრემორი მქონდა, არადა მეგინა ფეტიშიზმისგან შორს ვიყავი, რაღაც უცნაური განცდა მქონდა, მინდოდა უბრალოდ მეყურებინა და არ შევხებოდი (ნეტავ ეხლა რა მდგომარეობაშია ლიტერატურის მუზეუმში rolleyes.gif)

Posted by: M&M 20 Mar 2007, 21:07
მროველი
QUOTE
გალაკტიონი მOძველდა და უნდა გადაფასდეს, სამწუხაროდ ამ მოსაზრებას იქ მყოფი სხვა, გაცილებით სერიოზული ხალხიც დაეთანხმა

არა რა სისულელეა???
როგორ შეიძლება გალაკტიონი მოძველდეს???
"და არ არსებობს აქ ქვეყანაზე
თვით უკვდავება"
მაგრამ გალაკტიონმა ამ და არა მარტო ამ სითყვბით "უკვდავებას შაფარა" თავი smile.gif

Posted by: PINK_FLOYD 20 Mar 2007, 21:35
"წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი."

Posted by: ხორხე 20 Mar 2007, 21:53
იო ტოქსი


გალაქტიონი .

Posted by: Venera 20 Mar 2007, 22:05
გალაკტიონში ყველა რაღაც თავისას პოულობს..მეტნაკლებად,მაგრამ ყველასთვის ახლოა ის,რაც ლექსშია....



...............................
დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი,
სხვა არაფერი...
ქარი მწყურია მე პირდაპირი,
სხვა არაფერი..
რომ ღამე იყოს შავი ,მწყურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია,
ო.ნავი,ნავი,ნავი მწყურია,
ერთიც ნიჩაბი,
სხვა არაფერი.....

Posted by: Luka3 20 Mar 2007, 22:59
ეს გალაკტიონის ჩანაწერია დღიურში:
(ჩემის აზრით ესეც პოეზიაა)

25.III
საღამო. მაგიურმა ხოჭომ გაიარა სიტყვებზე: Ччерноклён (იელი), Черномазый (ყარაჩი, შავტუხა, ზანგელა), Чернота (სიშავე). ეს "მაგიური" ხოჭო აღმოჩნდა რუსულ-ქართული ლექსიკონის 1118 გვერდზე. მისი ამ გვერდზე მოგზაურობის შემდეგ მე იგი ჩავსვი ასანთის კოლოფში, თუმცა ალბათ ეს მას არ სიამოვნებს. მხოლოდ ეს უფრო პატარა, ერთი ნამცეცა ბუზანკალია, ვინემ ხოჭო. იელი, რომელიც მან აღმოაჩინა, ბოტანიკური მცენარეა ყვითელი ყვავილებით. მითი გადაფარული იყო, მახსოვს, ქუთაისის მიდამოები. ყარაჩი, შავტუხა, ზანგელა: ეს ხომ ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი მეა! სიშავე კი - აქ წერტილის დასმა შეიძლება... მაგრამ... შავებით მოსილი ქალები მთაწმინდაზე, ყველგან ? ო! სიშავე თვალთა, სიშავე ღამის, სიშავე ყორნის ფრთების! შავი ზღვა, შავი დღე, შავი ბერი, შავი ღრუბელი, შავი ფიქრები!


Posted by: karlsoni 20 Mar 2007, 23:01
ხო მართლა.
მაინტერესებს, გალაქტიონს რომელიმე ლექსში სიტყვა პაპა ან ბაბუა ხომ არ აქვს ნახმარი.
რომელ სიტყვას ხმარობდა?

Posted by: Luka3 20 Mar 2007, 23:02
karlsoni
ზოგ სიტყვას თავად იგონებდა და რა მნიშვნელობა აქვს პაპას ხმარობდა თუ ბაბუას ? smile.gif

Posted by: PINK_FLOYD 21 Mar 2007, 23:54
cameti clis xar da sheni tkvea
beberi gulis zmaneba avi
chaackvet rigshi cameti tkvia
cametjer unda movikva tavi

Posted by: karlsoni 22 Mar 2007, 01:49
Luka3
QUOTE
ზოგ სიტყვას თავად იგონებდა და რა მნიშვნელობა აქვს პაპას ხმარობდა თუ ბაბუას ? smile.gif

აქვს.
მაინტერესებს.
თუ იცის ვინმემ, მითხრას.

Posted by: Zinger 22 Mar 2007, 11:32
გალაქტიონი უძლიერესი პიროვნება იყო smile.gif მისი შემოქმედება უკვდავია მანამ სანამ იარსებებს ჭეშრამიტად ქართველი ერი...
უბრალოდ გალაქტიონის გენიას უბრალო ასოთა ხროვათი ანუ სიტყვებით ვერ აღვწერ.. მაგრამ განუმეორებელი იყო ყველაფრით იყო ისეთი როგორიც ვერასდროს ვერავინ იქნება შეიძლება იყოს ვინმე მასზე კარგი ან ცუდი მაგრამ მისნაირი ვერავინ იქნება...

Posted by: Makulatura 22 Mar 2007, 11:41
გალაკტიონი ის მოვლენა იყო, რომელიც საუკუნეს ერთხელ ყავს....

Posted by: PINK_FLOYD 22 Mar 2007, 16:09
http://up.aqache.com/?f=V45sci9951I2

Posted by: PINK_FLOYD 23 Mar 2007, 21:14
http://up.aqache.com/?f=V45sci9951I2
ნახეთ ვისაც არ გინახავთ

Posted by: A_L_I_L_O 23 Mar 2007, 22:31
ძალიან გთხოვთ გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერი თუ ვინმეს გაქვთ, მის მიერ წაკითხული იქნებ დადოთ, გემუდარებით, ჩემი მადლი მოისხით, წინასწარ უღრმესი მადლობა. ძალიან დამავალებთ smile.gif

Posted by: gelino86 23 Mar 2007, 22:48
PINK_FLOYD
გაიხარე!
ძაან კაია!

სამწუხაროდ აქამდე არ მქონდა ნანახი და მაგრად გამიხარდა რომ ვნახე smile.gif
დიიდი მადლობა wink.gif smile.gif

Posted by: A_L_I_L_O 23 Mar 2007, 22:52
ძალიან გთხოვთ გალაკტიონის მიერ წაკითხული თავისი ლექსები იქნებ დადოთ, წინა გვერდებზე რაცაა დადებული ვერ ვიწერ იქიდან... ძალიან გთხოვთ. დამავალებთ. წინსასწარ მადლობა smile.gif

Posted by: A_L_I_L_O 25 Mar 2007, 23:02
ხალხო გამომეხმაურეთთთთთთთთთ sad.gif((

Posted by: PINK_FLOYD 26 Mar 2007, 16:13
gelino86 არაფრის smile.gif
A_L_I_L_O
ამასაც მოუსმინეთ პატარა აუდიომასალაა
http://fast.ge/file/15071/GALAKTIONIS-POEZIA--AUDIO--rar.html


Posted by: ჭ 26 Mar 2007, 16:36
ეს ქაჯობა მუსიკები რო არ ედოს გალაკტიონის ხმას ისეთები არ გაქვთ ვინმეს ?

Posted by: Kniazna 26 Mar 2007, 18:10
მე ვამაყობ თქვნით,
განა ვინმე სხვისით,
თქვენი გამარჯვებით, ჩემი ქუთაისით ...
ან რა დამავიწყებს,
ჩემს საყვარელ რიონს
თქვენი გამარჯვება - ალხენს გალაკტიონს !

ეს ლექსი უთვამს გალაკტიონს უნივერსიტეტის გოგონა კალათბურთელთა გუნდისთვის, ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ ... ინგლისურის ლეკტორმა მომიყვა, ამ გუნდის წევრი იყო smile.gif

Posted by: რუსთაველი 26 Mar 2007, 19:20
ძალიან მაგარია გალაქტიონ ტაბიძე

ყველაზე ძალიან მიყვარს " მესაფლავე " და " მე და ღამე "

დარწმუნებული ვარ, რომ ორივე რამდენჯერმე იქნება დაწერილი, ამიტომ მე აღარ დავწერ..

Posted by: gelino86 27 Mar 2007, 23:10
PINK_FLOYD
QUOTE
ამასაც მოუსმინეთ პატარა აუდიომასალაა

აუუ ძაან მაგარიააა!!! smile.gif
მაგრად ვისიამოვნეე smile.gif

გაიხარეეეეე! smile.gif

Posted by: poison-girl 1 Apr 2007, 00:08
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

1914
* * *
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

1917

Posted by: ნაიადა 25 Apr 2007, 03:10
ვწერ ვინმე მესხი მელექსე,
რაც კი მივლია მე გზები,
ჯერ ლექსი მწვავდა, მერე-მზე,
ჯერ- მზე და მერე-ლექსები
........
......
შმაგი, ვით ვეფხვი დაჭრილი,
მშობლიურ მთა და ველებზე
ვარ ოცნებისთვის გაჭრილი
მე, ვინმე მესხი მელექსე.
___________________________________________________________
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი....
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო! არ მოგერიდებით,
ერთ თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები.
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

Posted by: ნაიადა 26 Apr 2007, 23:10
ფარცხნალაში გალაკტიონის მასწავლებლობისას ერთი მოსწავლე გაკვეთილებზე ვერ მისულა;
გალაკტიონს სახლში მოუკითხავს იგი და თავისთვის რა ჰქონდა, ბავშვის დედისთვის ფული დაუტოვებია, რადგან, ეს ბავშვი სკოლაში იმიტომ ვერ წასულა, რომ დედამისის მიერ გარეცხილ შარვალს გაშრობა ვერ მოუსწრია;
ამ ფულით მეორე შარვალიც უყიდეო, უთქვამს ბავშვის დედისთვის.

იმ თაობის ბავშვებიდან, ვისაც გალაკტიონი ასწავლიდა, 4 თუ 5 აკადემიკოსი და უამრავი დოცენტ-პროფესორი გამოვიდა;
ჩანს, სწავლა ძაან შეაყვარა ამ ბავშვებს;
ასევე, ქართული კულტურის ანაბანასაც აზიარა, უთუოდ, თორემ ერთი სოფლიდან ამდენი სწავლული სარეკორდო რიცხვია.

პს. ფორუმზე დადებული სურათი (კამეჩთან) გადაღებულია სწორედ ფარცხნალაში

პპს. რატომ აღარ დებთ ლექსებს ან სხვა მასალებს?
დადეთ რა?

Posted by: Z@hir 26 Apr 2007, 23:15
ფოთლები

ჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი,
ქარი უბერავს, ფოთლები ცვივა,
გამოურკვეველ მწუხარებაში
მზეს სული უწუხს და გული სტკივა.
ნოემბრის ქარმა გადაიარა,
ფოთლები წყდება იმ გატაცებას
და შემოდგომის მეფობს იარა

გალაკტიონი

Posted by: ნაიადა 26 Apr 2007, 23:32
QUOTE
არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია. გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი.
და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი.
მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არავინ არ გეზიზღება. და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თავი და თავი".

QUOTE
მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად. თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი".


ბუმბერაზული აღაგობის ადამიანი განა რას უნდა შეეშინებინა, მაგრამ ფოთოლივით სათუთი სული ჰქონდა და ყინვისა ეშინოდა, ადამიანთა ყინვისა.......
მტრობა არ შეეძლო;
სახეში შეფურთხება არ შეეძლო;
თავის მუზებს შესჩიოდა ადამიანთა სიცივეზე და
ნატრობდა ყოფნას ,,შორს, ჩემს ბედს იქით, შორს, სხვა ედემში....."

სიცოცხლეშივე ერგო დიდი სიყვარული ხალხისაგან, მაგრამ ამ სიყვარულს, ხანდახან, შხამიც ერეოდა, და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა ფოთოლივით სათუთი სული;

,,ყვავილების მდინარეს
კუბო ცისკენ მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი
და ლექსებზე ფიქრობდა"

Posted by: ნინა 27 Apr 2007, 01:02
მხოლოდ გალაქტიონი რომ ყავდეს ქართველ ერს, ესეც კი საკმარისი იქნებოდა ერის კულტურის განსასაზღვრავად

Posted by: mainc 27 Apr 2007, 01:05
ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი.........................

ვარსკვლავია

ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე,
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი,
ძლიერ საოცია
გასაოცარია,
გასაოცარია,
ის, რომ შენ ანათებ!
ნეტა როგორ ხდება ასეთ სიბნელეში,
ასეთ სიბნელეში
შენ ცას რომ ანატებ და შენ ვერავინ გხედავს
და შენ ვერ უგრძვნიხართ.
ო, რა მიზეზია, ნეტა გაცოდინა,
ასეთ დაბრმავების,
გასაოცარია,
გასაოცარია,
ძლიერ , მეტისმეტად!
ცრემლიც არ არსებობს, ყველა, ყველაფერი
მიდის უდაბნოში...
გასაოცარია, გასაოცარია,
გასაოცარია!

და ეს ლექსი მხატვრულად წაკითხული ძალიან ლამაზია და კეთილხმოვანი............. user.gif

(ვარსკვლავის ფუნქციის შეთავსება დედამიწაზეც საჭიროა ზოგჯერ)..

Posted by: ნინა 27 Apr 2007, 01:22
QUOTE
(ვარსკვლავის ფუნქციის შეთავსება დედამიწაზეც საჭიროა ზოგჯერ)..

smile.gif yes.gif

Posted by: perfectstranger 27 Apr 2007, 08:39
საქართველოში ყველაზე მაგარი პოეტი smile.gif

მეორე კიდევ მისი ბიძაშვილი იყო smile.gif

Posted by: VAR 27 Apr 2007, 11:50
თუ ვინმეს გაქვთ მისი რომელიმე ლექსის თარგმანი ინგლისურად, გერმანულად, ან ფრანგულად გთხოვთ დადოთ. ან იქნებ მიმითითოთ სად შეიძლება მოძიება

პატივისცემით mo.gif

Posted by: ნაიადა 27 Apr 2007, 12:09
QUOTE
ვარსკვლავია


რამდენი მუსიკაა ამ ლექსში.....

Posted by: Z@hir 8 May 2007, 00:04
არ მახსოვს, ეს ლექსი უკვე დავდე თუ არა :

***

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი,
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ?- მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ- დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ-
საქართველოში!..
...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი!

შოთა ნიშნიანიძე


user.gif user.gif

Posted by: ნაიადა 8 May 2007, 18:31
,,მზიან ღამეში" ნ. დუმბაძეს ძალიან ლამაზი პასაჟი აქვს გალაკტიონზე,
ნეტა, თუ აცნობიერებდა მისი ზოგი თანამედროვე, რომ ბუმბერაზის გვერდით სიცოცხლე ერთი დიდი ბედნიერება იყო?

33 ა-ს ჩაწერილ სიმღერაში, სადაც გალაკტიონი ,,მთაწმინდის მთვარეს" კითხულობს, დარბაზიდან ვიღაცის ჩახველების ხმა ისმის;
ჰოდა, გაიფიქრებ, აი ბედნიერი,-გალაკტიონს უყურებდა და უსმენდა ცოცხლად.....
პს. მადლობა 33ა-ს ძალიან ნიჭიერად ჩაწერილი ტექსტ-სიმღერისათვის.

Posted by: გენიოსი 26 May 2007, 21:16
QUOTE (JORJ MORISSONI @ 5 Feb 2006, 01:02 )
აუ თუ იცით ერთი კითხვა მაქვს?
მოკლედ საფრანგეთიდან ყოფილან ჩამოსული მწერლები და მაჩაბლის ქუჩაზე მწერალთა კავშირის სახლში. ამ დროს გაფაციცებით ეძებდნენ გალაქტიონს. ის კიდევ თურმე მოედანზე ვიღაცეებთან სვავდა. მოკლედ თავიდან არ უნდოდა წასვლა, მაგარმ იმდენი ეზვეწნენ რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა. ხო და შევიდა თუ არა ყანწი აიღო და სადღეგრძელოს პონტში რაღაცა ლექსი თქვა ექსპრომტად და უცებ წამოვიდა უკან.
ხო და რომელი ლექსი აღარ მახსოვს.
ეს ლექსი ხომ არა?
სადღეგრძელო იყოს იმის,
ვინც ........................ იბრძოდა,
ვინც პოეტის სიყვარული
მარადისი იცოდა.

მაგ ლექსის ძალიან დიდი პლაკატი ეხლა ჩემ წინ კიდია smile.gif გალაკტიონის პროფილით ზედ! ვოტ ტაკsmile.gif
ხოდა ჩემო ჯორჯ თუ ამ პოსტს წაიკითხავ და მოგინდება ეგ ლექსი სრულად იცოდე მომწერე პმ ხოდა მეც არ დავიზარებ და დაგიბეჭდავ smile.gif


აპააა... gigi.gif


ოცნებაო ჩემო ძველო
ვართ ღამეთა მთეველი...
ბევრი,ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.
....
....
....

ხოდა ესე გრძელდება რაა ეხლა მეზარება smile.gif


==========================================

ჯორჯმა მომწერა და აი ინებეთ ამ ლექსის სრული ვერსია

smile.gif


ოცნებაო ჩემო ძველო
ვართ ღამეთა მთეველი...
ბევრი,ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა:
მოდიოდა ერთზე ასი-
გზა გვშვენოდა დიდების.
ჩვენ დავსცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების!
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვრ დახარა-
ავდგეთ ფეხზე...ჩვენ ტფილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა:
აქ სიცოცხლე და ხალისი-
ვის სხვად არ ესვენება-
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!
ოცნებაო ჩემო ძველო
ვართ ღამეთა მთეველი-
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი!

Posted by: fiesta_eterna 27 May 2007, 14:49
გენიოსია, უდიდესია, მეფეა ქართული პოეზიის, მაგრამ ნუ ვაქცევთ გალაკტიონს პოეზიის ,,პაფსად" , დროა მისი ღირსეული მემკვიდრეები ახალგაზრდა პოეტებში ვეძებოთ!

Posted by: DReamsabout 27 May 2007, 15:18
მე უბრალოდ ვაღმერთებ ამ კაცს.. მართლა...

Posted by: გალაკტიონი 1 Jun 2007, 12:19
DReamsabout
QUOTE
მე უბრალოდ ვაღმერთებ ამ კაცს.. მართლა...

fiesta_eterna
QUOTE
გენიოსია, უდიდესია, მეფეა ქართული პოეზიის


გმადლობთ, ბიძიკო, მაგრამ არაფრით დამიმსახურებია..ერთი უბრალო კაცი ვარ, რომელიც ღვინის მოჭარბებულ სიყვარულშია შემჩნეული... ეგ არის და ეგ...... smile.gifsmile.gifsmile.gif


Posted by: ახა 1 Jun 2007, 12:34
nacarqeqia
QUOTE
გასწი კამეჩო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი....


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: fiesta_eterna 1 Jun 2007, 14:30
QUOTE (გალაკტიონი @ 1 Jun 2007, 12:19 )
DReamsabout
QUOTE
მე უბრალოდ ვაღმერთებ ამ კაცს.. მართლა...

fiesta_eterna
QUOTE
გენიოსია, უდიდესია, მეფეა ქართული პოეზიის


გმადლობთ, ბიძიკო, მაგრამ არაფრით დამიმსახურებია..ერთი უბრალო კაცი ვარ, რომელიც ღვინის მოჭარბებულ სიყვარულშია შემჩნეული... ეგ არის და ეგ...... smile.gifsmile.gifsmile.gif

კი, მაგრამ მე მარტო ეგ არ დამიწერია, კარგად ნახე მაგ წინადადების გაგრძელება . tongue.gif

Posted by: გალაკტიონი 1 Jun 2007, 20:33
fiesta_eterna

გალაკტიონის მემკვიდრეობა ფანტასტიკის სფეროა. ეს ისეთია, რუსთაველის მემკვიდრეობა მოინდომოს ვინმემ...

Posted by: fiesta_eterna 4 Jun 2007, 01:49
QUOTE (გალაკტიონი @ 1 Jun 2007, 20:33 )
fiesta_eterna

გალაკტიონის მემკვიდრეობა ფანტასტიკის სფეროა. ეს ისეთია, რუსთაველის მემკვიდრეობა მოინდომოს ვინმემ...

ესე იგი შენ ჯარისკაცს გენელობაზე ოცნების ყველა გზას უჭრი? რატომ არის რომ გენიოსებს თანამედროვენი იშვიათად აღიარებენ და მხოლოდ მიწას რომ მიაბარებენ მაშინ ხდება მათი ფასეულობობის გადაფასება?

Posted by: გალაკტიონი 4 Jun 2007, 14:35
fiesta_eterna
QUOTE
ესე იგი შენ ჯარისკაცს გენელობაზე ოცნების ყველა გზას უჭრი?


პოეტი სამხედრო პირი არ არის, რომ კარიერული ნაბიჯებით მიაღწიოს მწვერვალს....იგი ხელოვანია და ხელოვანს განვითარების ცოტა სხვა დიაპაზონი აქვს, ვიდრე სამხედროს. პოეტის გენიალურობა მხოლოდ მისმა ტალანტმა შეიძლება განსაზღვროს და არა სიბეჯითემ, გულმოდგინებამ და სხვა თვისებებმა, რამაც შეიძლება ჯარისკაცის "გაგენერლება" გამოიწვიოს.
QUOTE
რატომ არის რომ გენიოსებს თანამედროვენი იშვიათად აღიარებენ და მხოლოდ მიწას რომ მიაბარებენ მაშინ ხდება მათი ფასეულობობის გადაფასება?

იმიტომ, რომ ადამიანთა ერთობა თითქმის ყველა ეპოქაში ქონდრისკაცებისგან შემდგარ ბრბოს წარმოადგენს, რომელიც ვერ აცნობიერებს მათ გვერდით მცხოვრები გენიოსის გიგანტურობას...

Posted by: Makulatura 4 Jun 2007, 14:55
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის "შუქის" გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა.
1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.
გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.
გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.

ა მ ო ნ ა რ ი დ ი


აღნიშნე, დრო, დრო აღნიშნე შენს მიერ ნაწერ ფურცლებზე. ნუ დასტოვებ მათ უთვისტომოდ, დროს, ეპოქის დასივრცის გარეშე. რასაკვირველია, ყოველი შენი ნაწარმოების სტრიქონებში ღრმად ჩაქსოვილია ეპოქები, ეპოქა წამებისაც, ეპოქა ახალი ცხოვრების მოპოვების, ძველის ნგრევის, ეპოქა გარდატეხის, ეპოქა მძიმე ინდუსტრიის შექმნის სოციალისტურ ლიანდაგზე, ეპოქა,რომელიც ექადაგება მსოფლიო კაპიტალს, ეპოქა, რომელიც წითელი დროშის ქვეშ გაშმაგებული ერთ მეექვსედზე დედამიწის ზურგზე აშენებს ახალ ცხოვრებას და მთელ მსოფლიო კაპიტალს, ფესვებდამპალს, უცხადებს უკანასკნელ გადამწყვეტ ომს შრომის გასანთავისუფლებლად მტელ მსოფლიოში. მოძრაობს, ამოძრავდა მონები ინდოეთის, გერმანიის, ეგვიპტის, პოლონეთის, კიტაის. ბობოქრობს ხმელეთი და ოკეანეები. კლასთა ბრძოლა, კლასთა ღელვა, შეირყა , შეირყა ჯაჭვები... და ყველა ეს ლექსებში, პოემებში ჩაქსოვილია სურათებათ ბეჯითად, შიშით, რომ არაფერი, არც ერთი ფერი, არც ერთი ძაფი არ გამოგრჩენოდა. და შემდეგ ახალი დაახლი ეპოქა რომ გადახედავს შენს ნაწარმოებს, მეშინია, შეუმჩნეველი არ დარჩეს მას ის შენი ხელის, აზრების დაგრძნობების ჟრიამული, რასაც შენ აქსოვ ეხლა შენს ლექსებში. ვინ უყურებს მას, თუ რას იტან შენ, შენს ღარიბულ ოთახში როდესაც სწერ, როგორ დაჭიმულია შენი ძარღვები, აზრები... ეხლა, როგორც ხანდისხან მუშაობის დროს, მოგიგონებ შენ, მაქ ცივ ოთახშიმომუშავეს, და გამიელვებს აზრი: დრო, ულმობელი, დღევანდელ თაობას ერთ დროს წაგვიშლის. როგორც შემოდგომის ფურცელი, შენც მიგფარავს სამუდამოთ და დარჩება მუდამ ცოცხალი შენი ლექსები, პოემები, შენი სურათი აქარგული ეპოქებით, მაგრამ წამებს, საათებს შენი განცდისას ვინ დაითვლის მაშინ, ვინ აკინძავს? არავინ? მე არ მინდა, წამიც, წამიც შნი ნააზრის, ნაგრძნობის დაიკარგოს. მეშინია. აღნიშნე დრო. დრო აღნიშნე. 1/11-31


ხელოვანის ტრაგედია

ხელოვანი, რომელიც ლაბორატორიულ მუშაობას მოსწყდება, თავს ასე ინუგეშებს: “დავუშვებ ამ შეცდომას, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული, გადაუხვევ გზას მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ერთხელ... რა დიდი ამბავია თავისთავის წინააგმდეგ წახვიდე და ისიც მხოლოდ ერთხელ... განა ჩემი მომავალი ჩემს ხელში არ არის? განა ხვალვე არშევუდგები ჩემს სწორი გზით სიარულს, იმ გზით, რომელიც მიყვარს, ვაღმერთებ...” მაგრამ ხელოვანს იმედი არ გაუმართლდა. იგი ერთხელ მოსწყვიტეს რა კერას, წაიყვანეს თავისი გზით, გაცილებით უფრო იოლით დასასიამოვნოთი, იაფი ტაშისცემის გზით, იაფი ყვავილებით, იაფი რეკლამით და როდესაც ხელოვანმა მოისურვა თავის წინანდელ გზას დაბრუნებოდა, იგი ვეღარ იპოვა, დაჰკარგა რა სწორი გეზი, შემოეცალა ყალბი დიდების შარავანდედიც. იგი მოსწყინდათ. იოლი და სასიამოვო გზაც გაჰქრა, ტაშს აღარავინ უკრავს, იაფი ყვავილებიც დასჭკნენ. ხელოვანი მარტოდ მარტოა. და აქ იწყება მიდი ტრაგედიაც. დაცარიელებული სულით ბრუნდება დიდი ხნის შემდეგ თავის ლაბორატორიაში და იქ ანონიმური ბარათი ხვდება ლექსად დაწერილი:
კაცს საწუთრო როგორ აბნევს, იძლეოდი დიდ იმედებს.
ეგონათ, რომ ბედი დაფმება მხოლოდ შენთვის გაიმეტებს.
ურემს დიდი სიმწრის ალით მიათრევდა გზად ყევარი,
მაინც განვლე იმ ჭრიალით საუკუნის ნახევარი.
ნდობა გვქონდა მეტისმეტი და გზას გაგიანკარებდით,
არ გამართლდა ის იმედი, ჩვენ რომ შენზე ვამყარებდით!
დიდის ჭრიალით, მაგრამ მაინც მიდიოდა ურემი. ბოლოს იგი გადაბრუნდა და გზაც მერე გამოჩნდა: ნამდვილი ხელოვნების გზა, მშვენიერზე მშვენიერი გზა. მაგრამ ... რა ახლოა და როგორ შორსაა იგი... ხელოვანი უკვე ჭაღარაშერეული კაცია! ეჰ! საბოლოოდ გადაბრუნდა!
2 ნოემბერი, 1948 წელი



საუკუნის დასაწყისის პოეზია


ეს პოეტის “მე”-ა, რომ ასე ღუპავს საერთო საქმეს. ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის ჭირდება ხმაურობის ატეხა იმის გამო, რომ “პოეზია იწყება მისით და თავდება მისით”? როდესაც მასა არ იღებს ასეთს პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: იხმაურეს, საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბად, სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს! საჭიროა ამ მხრით ნიადაგის კარგად მოსინჯვა, რა და რა ხარვეზებია, რომ შეივსოს და კიდევ ბევრი, ბევრი რამაა საჭირო სწორი გზის მიგნებისათვის.
ის პირველი ათეული წლები იყო დაწყებითი პერიოდი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა შემდეგი პერიოდი. საწყისი იგი უკავშირდებოდა ხალხს, რევოლუციას. ეს იყო მთლიანად ქართული პოეზიის ახალი თავი. მაგრამ ამავე დროს იყო თავდაპირველი ჩვენი საუკუნის პოეზიის, ზოგადად რომ ვსთქვათ, ასომთავრული ისტორიის წიგნში, ახალი გვერდი ლიტერატურული ისტორიის. თავდაპირველი განზრახვა პოეზიის პირვანდელი, ძირითადი, ზოგადი საფუძვლები. საწყისი სიტყვები, რომელთაც განავითარეს საწყისი სიჩქარე - ამგვარადაა შეფასებული ჩვენი საუკუნის დასაწყისი საქართველოს მწერლების ისტორიის უკეთესი მკვლევარების მიერ. თანამედროვე პოეზია მალე ფეხზე დადგება, წელში გაიმართება. მალე დაწყება მშენებლობა ახალი პოეზიისა. ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლიოთ, საერთო ხორო შევქმნათ, ყველა უნდა ცდსილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას (მე ერთი მამიდაშვილი მყავდა, როდესაც ჩვენს სიმღერაში ჩაერეოდა, სიმღერა ისე აირეოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა. საწყალს სმენა არა ჰქონდა, დარწმუნებული კი იყო, რომ მასზე უკეთესი ბარიტონი მსოფლიოში არ მოიპოვებოდა. შემდეგ გამოირკვა, რომ ის განგებ იყო გამოგზავნილი ჩვენს გასაგიზიანესიმღერის ჩასაშლელად. სადიზმია ერთგვარი).
1950 წ.



საკუთარი ლექსების შესახებ


1
“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.
2
როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია იყოს სიახლე ტექნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისაა ამ მხრივაც. რა ლექსებია წიგნში ისეთი, რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ისმოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ., “მუსიკა უეცარი”, “გეტერა”, “ასე ხანდახან ქალაქის ხმაში”), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ სალოცავ სახეს იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას საზედ ტაძარში იდგება სახე უბრალო ქალის - ამ შემთხვევაში გეტერასი, აი, რარის ხაზგასმული. აფროდიტა სიმბოლოა, ამ შემთხვევაში მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთვევაში - არა სიმპატიური,მაგრამ მაინც ცხოვრებიდან აღებული? მაშასადამე, ძირითადად როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის?... (უკეთ, როგორი უნდა იყოს) ყოველი დიადი სახე უნდა იქნას აღებული ცხოვრებიდან, ხელოვნების დასაყრდენი - ცხოვრებაა. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი. და ასე უნდა იქნას გარჩეული. თვითეულილექსი აღმოჩენილ უნდა იქნას. იხ. “მე დაღამე”, მაგალითად ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახ ალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფ იცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანის გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა განყენებული (ეს მთავარია. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!).
რატომ არფის მთვარე და არამზე> უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის. მართალია, მითოლოგიაა, წიგნში არის სონეტი. ლექსში “ტყეში” - ახალია თუ არა ფორმით?
17 ნოემბერი, 1950 წ.
3
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!
1950-1958წ.


მწერლობისა და სიტყვისათვის


მე მინდა ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო და მე არ მინდა ვქერო მხოლოდ იმიტომ, რომ ვწერო. მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც სხვისთვის გაზიარების ჭირსი მგონია. მე არ მჭირდება ფულები. და არას დროს არაფერს არ დავწერ ფულებისათვის. მე არ ვფიქრობ წერისათვის.მე არ მინდა გამომიცნონ იმით, რომ რაც შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელო ჩემი მოსაზრებები და გავავრცელო რა არასწორი (ყალბი), დაჭიმული და მერყევი აზრები, ვსჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, რომ ჩემს ნაწერებს აკლდეს სრული სინათლედა გარკვეულობა: მე არ ვსწერ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქაღალდი დავწერო. ხდება ხანდახან, ესე შეემთხვევა ხანდახან ბევრს საუკეთესო ჩვენას მწერლებს; ასე მაგალითად... როგორც კი შევამჩნევ ამ გარემოებას, მაშინვე მივაგდებ წიგნს, იმიტომ რომ დრო ძვირფასია... ბოლოსდაბოლოს მე შეცდომაში არ უნდა შემყავდეს მკითხველი, არასდროს არ მივიღებ ისეთ სახეს, თითქო ვწერ იმის გამო, რომ რაღაც სათქმელი მაქვს. ჰონორარი ლიტერატურის დაღუპვაა. ღირსს იმისას, რომ დაიწეროს, სწერს ის, ვინც სწერს მხოლოდ და განსაკუთრებით საქმისათვის. რა დაუფასებელი სიკეთემდე მიღწევა იქნებოდა, რომ ლიტერატურის ყოველ დარგში არსებულიყვნენ მხოლოდ ცოტა, მაგრამ, საუკეთესო, მშვენიერი წიგნები, ეს კი არასდროს არ მოხდება მანამდე, სანამ არსებობს ჰონორარი. ფულებს თითქო დაღად აზის წყევლა: თვითეული მწერალი უსათუოდ წახდება, ფუჭდება მაშინვე,როგორც კი წერას დაიწყებს რაიმე გამორჩენისათვის. საუკეთესო ნაწარმოებნი უდიდესი ადამიანებისა ეკუთვნის იმ დროს, როდესაც მათ უნდა ეწერნათ ან სრულიად უსასყიდლოთ ან და სრულიად უმნიშვნელო ჰონორარისთვის... (ხანდახან პატიოსნება )


ქართული ლექსის შესახებ


გამოსარკვევია: “კარგავს თუ არა ქართული ლექსი მუსიკალობას ”. თუ მართლა ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, უნდა შვისწავლოთ მიზეზები ასეთი მოვლენის (გაზეთის ენა, უცხო სიტყვების სიმრავლე, საზოგადოთ პოეტური კულტურის დონის დაწევა, ახალი კლასის, პროლეტარიატის გამოცდილება ახალი კულტურის შექმნისათვის). შემდეგ უნდა შევუდგეთ ლექსის, როგორც ასეთის, კულტურის დაფუძნებას. აქ ძალიან ბევრს, მეტისმეტად ბევრს მოგვცემს ხალხური პოეზია, რომელიც განირჩევა სიმსუბუქით, უბრალოებით, მუსიკალობით. ხალხური პოეზია შგნებულად გაურბის ყოველგვარ მძიმე გამოთქმებს, იგი ბუნებრივია. იგი კრისტალურად წმინდაა.



“მერი”


1
სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.
2
“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.
[1938]





მერი


შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.



user posted image

user posted image

Posted by: fiesta_eterna 4 Jun 2007, 17:56
QUOTE (გალაკტიონი @ 4 Jun 2007, 14:35 )
fiesta_eterna
QUOTE
ესე იგი შენ ჯარისკაცს გენელობაზე ოცნების ყველა გზას უჭრი?


პოეტი სამხედრო პირი არ არის, რომ კარიერული ნაბიჯებით მიაღწიოს მწვერვალს....იგი ხელოვანია და ხელოვანს განვითარების ცოტა სხვა დიაპაზონი აქვს, ვიდრე სამხედროს. პოეტის გენიალურობა მხოლოდ მისმა ტალანტმა შეიძლება განსაზღვროს და არა სიბეჯითემ, გულმოდგინებამ და სხვა თვისებებმა, რამაც შეიძლება ჯარისკაცის "გაგენერლება" გამოიწვიოს.
QUOTE
რატომ არის რომ გენიოსებს თანამედროვენი იშვიათად აღიარებენ და მხოლოდ მიწას რომ მიაბარებენ მაშინ ხდება მათი ფასეულობობის გადაფასება?

იმიტომ, რომ ადამიანთა ერთობა თითქმის ყველა ეპოქაში ქონდრისკაცებისგან შემდგარ ბრბოს წარმოადგენს, რომელიც ვერ აცნობიერებს მათ გვერდით მცხოვრები გენიოსის გიგანტურობას...

კი, მესმის, მიხვდი ალბათ, რომ მე გენერლობა მეტაფორად გამოვიყენე, თუმცა შენ მართალი ხარ... მაგრამ.. მაინც მაგრამ... იმიტომ, რომ ანგელოზი თავისით არ მოდის, რომ ყურში უჩურჩულოს პოეტს, რათა შედევრი შექმნას, მას ქვეცნობიერად პოეტი იძახებს და თუ პოეტს დათრგუნავ იმის ძახილით, რომ ის ვერ შექმნის შედევრს, იმიტომ რომ ყველა შედევრი უკვე შექმნილია ჩვენი ადრეული თუ გვიანდელი პოეტების მიერ, ეს ირიბად მაინც იმოქმედებს პოეტის ცნობიერებაზე.
ეს მინდოდა მეთქვა, როცა დავწერე ზედა, შემდეგი პოსტი: ,, გენიოსია, უდიდესია, მეფეა ქართული პოეზიის, მაგრამ ნუ ვაქცევთ გალაკტიონს პოეზიის ,,პაფსად" , დროა მისი ღირსეული მემკვიდრეები ახალგაზრდა პოეტებში ვეძებოთ!

Posted by: გალაკტიონი 4 Jun 2007, 19:15
fiesta_eterna
QUOTE
თუ პოეტს დათრგუნავ იმის ძახილით, რომ ის ვერ შექმნის შედევრს, იმიტომ რომ ყველა შედევრი უკვე შექმნილია ჩვენი ადრეული თუ გვიანდელი პოეტების მიერ, ეს ირიბად მაინც იმოქმედებს პოეტის ცნობიერებაზე.


აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა არა მგონია დღევანდელი პოეტები ამ შეძახილის გამო არიან მუზადახშულნი...smile.gif

პირადად მე მივესალმები ნებისმიერ ნიჭიერ პოეტს!

Posted by: Fitzcarraldo 4 Jun 2007, 19:59
გალაქტიონის მოსკოვის დეკადაზე წაკითხული ლექსი - დროშები ჩქარას ერთგვარი პერიფრაზი:

უდიადესი გრძნობაა სიახლე,
ლენინის გულმა აქ დაასახლა,
მრავალზე მრავალს უხმობს მომავალს,
ამხანაგებო, დროშები მაღლა!
... მაგრამ პასუხიც გახლავთ
ვაჯეროთ სხდომა, დავსძლიოთ დაღლა,
კაცობრიობის მშვიდობისათვის,
დროშები მაღლა
მაღლა
სულ მაღლა!

Posted by: Pathetikos 4 Jun 2007, 20:12
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.

ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.

ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი,
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.




პირველი სტროფის მესამე სტრიქონი არ მიყვარს და მესამე სტროფის ბოლო სტრიქონზე გული მერევა, დანარჩენზე - მაბოდებს.

Posted by: fiesta_eterna 4 Jun 2007, 20:32
Pathetikos
მაგარი ხარ! გეთანხმები!

Posted by: Fitzcarraldo 4 Jun 2007, 20:46
დღიურებიდან:

"... დღეს უნდა გადავვარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ. დღეს. დღეს. უსათუოდ ... "

Posted by: PINK_FLOYD 5 Jun 2007, 11:17
იცით რა მაინტერესებს
თუ ამსგავსებთ გალაკტონს PINK FLOYDS?

Posted by: kaka 5 Jun 2007, 11:47
ერთ ამბავს გავიხსენებ

ირაკლი წერეთელის მამას სიდამონ წერეთელს შეხვედრია ერთხელ გალაქტიონი და თურმე მთვრალი იყო მაგარი წვერზე ჰქონდა წნილის ნარჩენი და ამას (სიდამონს ) მოუცლია ეს ნარჩენი და უთხოვია ბატონო გალაქტიონ შეიძლება თქვენთან ერთი სურათი გადავიღოო? იმას რა უთქვამს...

- თქვენ რა ჩემთან ერთად გინდათ შეხვიდეთ ისტორიაში ყმაწვილო ? არაააააა თქვენ თვითონ შედით (ასე ამაყად უთქვამს)

ანუ >> fig.gif

Posted by: Душечка 5 Jun 2007, 11:54
არა აქვთ ზღვა

და არის ქვეყნები სხვა,
რომელთაც არა აქვთ ზღვა,
ანუ არც მდინარე.

აქ კი ცად ასულა ფრთა,
უშორეს ტალღების მთა
თეთრი და მყინვარე.

ზღვა ჩვენი მრისხანე ომს
შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,
არსმენილ განგაშით.

გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -
შეაწყდა გრიგალი მეხს
გემების კანკალში.

ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს
კრეისერს, წყალქვეშა ნავს,
მოქნეულ დაშნითა.

დალეწა ნაღმები მტრის,
და მაშინ დამშვიდდა ის...
ო, როგორ დამშვიდდა!

იგრძნობ ზღვად გასულთა ხმას,
სად იალქანი დგას
ალპიურ კარავის.

რას იტყვი? რა უნდა თქვა?
ვისა აქვს ჩვენსავით ზღვა?
არავის, არავის!

1947


Posted by: idioti 5 Jun 2007, 12:22
QUOTE
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!



არასოდეს შექმნილა ამაზე გენიალური რაიმე......

Posted by: piol 5 Jun 2007, 12:30
არ ვიცი ეს ლინკი აქამდე დაიდო თუ არა მარა მე მაინცდ ავდებ :0

ესაა გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერი ასევე გალაკტიონზე ლექსი
http://share.boom.ge/?d=2A7EF11D1

გადაიწერეთ არ ინანებთ smile.gif

Posted by: გალაკტიონი 5 Jun 2007, 18:58
piol

boom.ge-ზე დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ გადმოვწერო. დამეხმარე რა..

Posted by: piol 5 Jun 2007, 22:09
გალაკტიონი
რავი მე ჩვეულებრივათ ვიწერ ჩაწერე იმ კოდს რასაც მოგცემს და მერე დაუცა ერთი 30 წამი და მიე დოწნლოადი თუ რამეა ფასტის ლინკს დავდებ

http://fast.ge/?d=4EB647E32

თუ პაროლი მოითხოვა warez.ge-იაwink.gif

Posted by: Codex 6 Jun 2007, 02:43
არ სრულდება კერპთაყვანისმცემლობა...

არა და არა...

და რაც მთავარია ძარცვა ამ კაცის დაუნდობლად მიდის
რითმების
თემების
სტილის

სასაცილო ხდება უკვე...



Posted by: VAR 6 Jun 2007, 08:13
გალაქტიონი იყო ჰიპი
QUOTE
სასაცილო ხდება უკვე...


Posted by: Душечка 6 Jun 2007, 13:31
გალაკტიონ ტაბიძე
ღელავდნენ...

ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

smile.gif

Posted by: PINK_FLOYD 6 Jun 2007, 13:34
http://imageshack.us

Posted by: Pathetikos 6 Jun 2007, 13:45
QUOTE
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


როგორც "ბიბლიას" ჰქვია "წიგნი", ისე უნდა ერქვას ამ ლექსს "ლექსი". არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ ეს საუკეთესო ლექსია, რაც კი შექმნილა, არამედ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, "მთაწმინდის მთვარე" ყველაზე სუფთა და იდეალური სახით გამოხატავს იმას, რასაც ნიშნავს "ლირიკა", და (ამ ლექსში) პოეტის "პოზა" კი - საერთოდ ლირიული პოეტის საფუძველმდებარე განწყობას.

Posted by: loza 7 Jun 2007, 01:43
* * *
აკადემიის კედელთან მივიტანე მატყლი;
ვურჩევ აკადემიკოსებს: მატყლი მე და მათ ყ...!


* * *

ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
შეცდომებს ჩემსას - უახლოესი -
ჩასციებიან მოღალატენი,
როგორც ყორნები ედგარ პოესი.


* * *

ღრუბლები აგავს მაგიდის თეთრეულს,
კვამლის ხრჩოლაა, ქარს არ იკარებს, -
ერიდებიან რა ღმერთს შეთრეულს,
ანგელოსები მორიდებით სწევენ სიგარებს.
სერაფიმებმა მოიწვიეს სტუმრად ეშმაკი, -
ამ ორში იგი მიუწვება ღამით ერთ მათგანს,
თუთუნის ბოლი წევს ცხრა ცაზე, როგორც სიშმაგე,
მსუქან ცოდვილებს ცოცხლივ ხრაკვენ ცეცხლზე, ვით ბატკანს...

აუცილებლად ნახეთ და წაიკითხეთ ვახტანგ ჯავახაძის "უცნობი - აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა", ასეთი სრულყოფილი გამოკვლევა და სისტემაში მოყვანილი დოკუმენტური მასალა, ისიც მწერალი და გულშემატკივარი კაცის ნაწერი, სხვა არ არსებობს.

Posted by: sting 10 Jun 2007, 13:18
სარკმელ გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება cry.gif

Posted by: ნინა 10 Jun 2007, 21:05
ძალიან მშვიდი იყო მისი სამუშაო ოთახი ვანში. ბავშვობაში ვნახე და არ მავიწყდება იმ სიმშვიდის შეგრძნება

Posted by: menak 18 Jun 2007, 13:49
მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

Posted by: patriciia 18 Jun 2007, 17:20
წაიკითხეთ ზაზა შათირიშვილის "გალაკტიონის რიტორიკა და პოეტიკა", ჩხენკელის "მშვენიერი მძლევარი"

Posted by: luarsabi 29 Jun 2007, 13:14
სირცხვილია, გალაქტიონს ნუ ამბობთ. თავად გადაიკეთა და ის არის ერტადეღტი გალაკტიონი. კ და არა ქ
* * *
წაიკითხითეთ "სასაფლაონი". "მესაფლავეში" არ აგერიოთ. შედევრია

Posted by: Makulatura 2 Jul 2007, 23:57
მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი. ქეიფობდა ქუთაისელ მემწვანილეებთან და "მეჩატკეებთან" ერთად. ზამთარი იყო, ___ ქუთაისური ქარ-ყინვა. გულგაღეღილს მოუჩანდა წითლად აღაჟღაჟებული ვაჟკაცური მკერდი

ლადო ასათიანი

Posted by: გალაკტიონი 3 Jul 2007, 12:43
luarsabi
QUOTE
სირცხვილია, გალაქტიონს ნუ ამბობთ. თავად გადაიკეთა და ის არის ერტადეღტი გალაკტიონი. კ და არა ქ

შენ გაიხარე! ერთმა ფორუმელმა ლამის მიწასთან გამასწორა ამის გამო და სულ ქართულის არმცოდნე მეძახა smile.gif



Posted by: pupunski 4 Jul 2007, 01:51
"არსად ისე არ მღერიან როგორც ააქ ამ წარტაც ქვეყანაში..."


გენიაააა

Posted by: SOULFUL 9 Nov 2007, 23:22
გურიის მთები

წინ, მეეტლევ!

ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!

მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,

მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა

ოკეანე...

წამიყვანე!

მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,

როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.

ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,

რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.

კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,

ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,

წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,

დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.

და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,

ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.

ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა

და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.

ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,

ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.

ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,

არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,

არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,

არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,

და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,

ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.

ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,

როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.

და, მეეტლევ,

თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,

საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...

მაშ, გარეკე ეგ ცხენები,

სადმე შორს, შორს წაიყვანე,

გამაქანე,

გამაქანე!


გალაკტიონ ტაბიძე

აუდიოვერსია :

http://www.files.ge/file/44577/guriis-mtebi-mp3.html

Posted by: miracle_of_love 10 Nov 2007, 03:48
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.
* * *
რომელი საათია
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე

Posted by: Pixel_misha 10 Nov 2007, 06:39
მუაგარია გალაკტიონი up.gif ალბათ ლურჯა ცხენები მომწონს ყველაზე უფრო. მაგრამ ბევრი სხვაც. არა ძნელი სათქმელია boli.gif
როგორც ბევრ გენიოს ხელოვანს სულელური ლექსებიც აქვს შიგადაშიგ, ჰეჰ smile.gif

Posted by: dimitriiiii 10 Nov 2007, 14:51
გაუმარჯოს,ვიდეო როა გალაკტიონის დასაფლავება როა და პარალელურად "მთაწმინდის მთვარე"როა ეგ ვიდეო შეგიძლიათ დააგდოთ?

Posted by: ლაფშა 10 Nov 2007, 15:29
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი......

Posted by: love_princess 17 Nov 2007, 20:07
დღეს გალაქტიონის დაბადების დღეა, ხალხო:X მე მტაწმინდაზე ვიყავი და სანთლები დავანთე მისი უკვდავი სულის მოსახსენიებლადsmile.gif ძალიან მიყვარს:X:X:X

Posted by: BlackGlance 17 Nov 2007, 20:48
You were married that night Mary,
Mary than night your eyes were dimmed,
The glints and hues of heavens weary,
With autumn's sadness overfilled...

ეს ლექსი ვისწავლე ერთხელ, კარგა ხნის წინ უბრალოდ, ჩემთვის და კიდევ მახსოვს. რათქმაუნდა ქართულადაც ვიცი. smile.gif

Posted by: piol 17 Nov 2007, 23:19
რა ვთქვა ჩემი უსაყვარელი პოეტი smile.gif და მართლაც ქართული რომანტიზმის მეფე


სხვათაშორის მაქ მაგის ლექსების აუდიო ჩანაწერები და თუ ვინმეს სურვილი აქ შემიძლია ავტვირთო smile.gif

Posted by: love_princess 18 Nov 2007, 15:55
piol

მე მაქვს სურვილიsmile.gif მქონდა და აღარ მაქვსsad.gif აბა, შენ იცი 2kiss.gif

Posted by: patriciia 18 Nov 2007, 21:26
თუ ვინმეს უნდა, იტალიურ თარგმანებს დავყრი. "აძური კავალლი" და "ნევე" უბრალოდ კონგენიალურია

Posted by: linguistuss 18 Nov 2007, 21:31
QUOTE

თუ ვინმეს უნდა, იტალიურ თარგმანებს დავყრი. "აძური კავალლი" და "ნევე" უბრალოდ კონგენიალურია


მე მინდა smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 18 Nov 2007, 21:37
QUOTE
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

აქ არის შეცდომა, თვითონ გალას ჩანაწერი მაქვს მონასმენი, იქ პოეტს ამბობს მგოსანის მაგივრად biggrin.gif

შენ გენატრბა ლოჟა, პარტერი,
შენ გინდა იყო მილიარდერი,
მე კი ვინატრებ ზღვას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს. მგონი სწორად მახსოვს biggrin.gif

Posted by: silent 18 Nov 2007, 21:37
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი
ვიტ უბინაოს ყოფნა ბინაში ........
.თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე შენს წინაშე...

თოვს, ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა
როგორმე ზამთარს ტუ გადავურჩი
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა....

Posted by: მამაო ენუქი 18 Nov 2007, 21:46
მთელი ღრიანცელი ყველა პოეტების
დაუსრულებელი როცა კამათია,
არ ღირს იმ ერთ ცრემლად, თვალს რომ მოედება
და ღრმა მოგონებამ მე რომ დამათია.
მაგრამ დაცემული არვის ვენახვები
თუმცა მრავალია გულში დაგუბული
როგორც ყვავილები, როგორც ვენახები,
დაუსრულებელი სეტყვით დაღუპული.
შენ ნუ დაეცემი, შენ ნუ შეშინდები,
გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს,
ყველა ამაოა, ჯერ არ შებინდდება,
მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგვარიგებს.

ეს გალამ მიუძღვნა ბაბუეჩემის მამას, 25 წლის 12 ივნისს.

Posted by: piol 18 Nov 2007, 23:42
მამაო ენუქი
QUOTE
აქ არის შეცდომა, თვითონ გალას ჩანაწერი მაქვს მონასმენი, იქ პოეტს ამბობს მგოსანის მაგივრად



ეგ ძალიან სადავოა ყველა წიგნში მგოსანი წერია, შესაძლოა თვითონვე შეიტანა ცვლილება





linguistuss
love_princess


ვტვირთავ smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 18 Nov 2007, 23:52
piol
QUOTE
ეგ ძალიან სადავოა ყველა წიგნში მგოსანი წერია, შესაძლოა თვითონვე შეიტანა ცვლილება

შეიტანა თუ არა ეგრე ამბობს ის კაცი და ქაღალდზე უფრო არ დაეჯერება ? biggrin.gif


გეტერა მიყვარს მაგრად, ერთხელ საღამოთი, კიდე ბევრი მეზარება ჩამოთვლა, აი მერი არ მიყვარს მაგარი გრუსნიაკია biggrin.gif დაჟე მეზიზღება ეგ ლექსი. biggrin.gif

Posted by: piol 19 Nov 2007, 00:14
მამაო ენუქი


QUOTE
შეიტანა თუ არა ეგრე ამბობს ის კაცი და ქაღალდზე უფრო არ დაეჯერება ?



რავიცი მე ჩემ თვალს უფრო ვენდობი ვიდრე ყურს biggrin.gif მოკლედ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს




13 წლის ხარ ხარ, მამული, ლურჯა ცხენები, უსიყვარულოდ, მე და ღამე, რომელი საათია?, love.gif რავიცი კიდევ ბევრი ძაან ბევრი გენიოსი იყო რა

Posted by: მამაო ენუქი 19 Nov 2007, 00:22
QUOTE
მე და ღამე


მაგარი ლექსია ძაან.

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება
სიო სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს
სიო არხევს და ატოკებს ჩემ სარკმლის წინ იასამანს.
ცა *************(სუ მავიწყდება ეს სიტყვა biggrin.gif ) ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი
ისე სავსე არის გრძნობით ვით რითმებით ეს წერილი
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული
ისე სავსე უხვ გრძნობებით ვით ამ ღამეს ჩემი გული
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის ნიავსაც კი არ ვაკარებ,
რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე
ვერ წამართმევს მას რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე
მხოლოდ ღამემ უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ
იცის ჩემი საიდუმლო ყველა იცის თეთრმა ღამემ
იცის როგორ დავრჩი ობლად როგორ ვევნე და ვეწამე
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამე.

QUOTE
13 წლის ხარ ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი.

გაივლის კიდევ ცამეტი წელი
მოახლოვდება გზა ოცდაექვსის
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი
ატირდება დრო და ჩემი ლექსი

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა
დაუნდობელი სურვილი ლომის
და ყოველივე როგორ ნაზდება
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

Posted by: piol 19 Nov 2007, 00:27
მამაო ენუქი
QUOTE
ცა *************(სუ მავიწყდება ეს სიტყვა) ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი



მტრედისფერ biggrin.gif



ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, -

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!


გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.


ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის.



მაინც ეს ლექსი რაღაც განსაკუთრებით მიყვარს

Posted by: მამაო ენუქი 19 Nov 2007, 00:32
piol
ერთი წუთით დაგასწარი biggrin.gif

QUOTE
მტრედისფერ 

ხო მართალი ხარ, უნდა ჩავიწერო, ან ტატუ გავიკეთო biggrin.gif

Posted by: piol 19 Nov 2007, 00:40
მამაო ენუქი

QUOTE
ხო მართალი ხარ, უნდა ჩავიწერო, ან ტატუ გავიკეთო



ფურცელი შეიძლება დაკარგო ტატუს კი ვერ დაკარგავ biggrin.gif


მაშ ასე smile.gif ამ ფალიშია გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერები, ბიოგრაფიული ფიმლმი გალაკტიონზე, ასევე მისი სურათები და ხელნაწერები. smile.gif


http://files.ge/file/50197/GALAKTIONI-rar.html


ისიამოვნეთ smile.gif

Posted by: miracle_of_love 21 Nov 2007, 03:24
გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...

სინამდვილეში აი რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - "ვეფხისტყაოსნად" ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- "აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც,, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო...

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.
ნოდარ დუმბაძე




Posted by: მამაო ენუქი 22 Nov 2007, 09:22
მე არა ერთხელ მქონია ფრთები
თავბრუდამხვევი სიმაღლით მქროლი
ლურჯი ტრიალით ბრუნავდნენ მთები
და ირყეოდა ლაჟვარდი ბროლი.

და არა ერთხელ მიგრძვნია მაშინ
რომ ის მიწები სხვა მიწებია
დამვიწყებია მოწამვლა შხამით
მაგრამ კივილში გამღვიძებია.

ვყოფილვარ ბევრჯერ სიკვდილის პირად
ომში მინახავს ცეცხლის ვარდები
იმ სიმაღლეებს ვიგონებ ხშირად
არ მავიწყდება ის ლაჟვარდები.

Posted by: Makulatura 22 Nov 2007, 16:46
ლეგენდები არ კვდებიან, ლეგენდები ქრებიან მხოლოდ....

Posted by: მამაო ენუქი 23 Nov 2007, 01:33
ღამის ლეგენდა დაჰქრის დასცურავს
ჩენგის სიმების მოისმის ჟღერა
თავდავიწყების სავსე მორევში
დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე გეტერა.
ტკბილ ნეტარების მდუმარებაში
აჰა სიმღერაც გაისმის წყნარი
ხან ნაზი როგორც თოლიას კვნესა
ხან მწველი როგორც სატანის ქნარი.
ველური ცეკვა, თასთა წკრიალი
მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე
მელოდიური გაძაფული ხმა
ხან სინანულის ჰანგი მგზნებარე.
ყველა ამ ხმებში დაგუბებულა
შეერთებულა და ადის ცამდე
ჰანგი შექმნილი ღვთის დასაგმობად
და დაშვებული სინანულამდე.
გადაშვაღამდა. თასები ღვინით
დაიცალა და ისევ ივსება
მოწყენილია რაღაც გეტერა
სხვა ყველა დათვრა
ის კი არ თვრება.
საცაა ხომლი ჩაქრება ცაზე
მთვარის ნათელი დნება და კვდება
ფანჯრის ფარდიდან რიჟრაჟი დილის
აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება.
და განთიადის თეთრი ღრუბელი
აცურდა ცაზე ვით იალქანი
და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში
გაშიშვლებული გეტერას ტანი.
უეცრად ვიღაც სტუმართაგანმა
ფანჯარას ფარდა გადააცალა
და განთიადის ელვარე სხივი
მსწრაფლ გამოიჭრა ვით ცეცხლის ძალა
გააცხოველა და გაანათა
გაშიშვლებული გეტერას ტანი
გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი
არ ზის არც ერთი სტუმართაგანი
მათ წინ გეტერა იდგა რომ სული
სხეულისათვის მიეცა გრძნობით
მწუხარე თავის უმიზნო ბედით
ამაყი თავის მიმზიდველობით
ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს
ღვთაებრიობის აჩნდა ნიშანი
მზის შუქზე თითქოს ოქროსი იყო
გაშიშვლებული გეტერას ტანი.
იმგვარად თეთრი ვით მარმარილო
თრთოდა ტოკავდა ძლიერი მკერდი
როცა იქავე მდგომმა მხატვარმა
ურცხვ ქალს შესძახა ქსანტე შეჩერდი!
ქსანტე, მაგგვარად განაბე სული
ოჰ არ დაიძრა გთხოვ გევედრები
გავაუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს
საუკუნეთა წაგიღებს ფრთები
ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება რომ კვლავ გაიღოს ხმები
იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები.
სთქვა მოქანდაკემ მაშინვე მიწა
გადაურია დასწნა დაგრიხა
და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად
გადააქცია უბრალო თიხა
და აფროდიტას სახედ ტაძარში
დასდგა რომ მისთვის ეცათ თაყვანი
და დიდხანს დიდხანს იცოცხლებს კიდევ
გაშიშვლებული გეტერას ტანი.
გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს
არვინ იკითხავს თუ რას ჩავდივართ
არვინ იკითხავს თუ ვის ვცემთ თაყვანს
ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი
წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა
თუ სათაყვანო გეტერას ტანი ?


ამაზე მაგარი ლექსის დედაც მო(***********ან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: jonjoli 23 Nov 2007, 15:48
ეხლა უნდა გავიბლატავო biggrin.gif

გალაგტიონის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში ბაბუაჩემის ბიძა იყო,იმიტო ვარ ასე გენიოსი biggrin.gif

Posted by: piol 24 Nov 2007, 04:23
მამაო ენუქი


რას ერთი მესაფლავეს? biggrin.gif



მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო

Posted by: მამაო ენუქი 24 Nov 2007, 15:48
piol
მესაფლავე ლექსი არაა, პოემაა biggrin.gif

და ბარემ ჯონ რიდიც დაგეწერა იქნებ gigi.gif

Posted by: Ronnie James Dio 5 Dec 2007, 18:56
ჩემთვის გალაქტიონი არის გენია რომლის მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმე თუ იყო.ის იყო ადამიანი რომელმაც სიკვდიზე გაიმარჯვა... ამით ყველაფერია ნათქვამი


გალაკტიონ ტაბიძე აღარ არის...
გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს!
მეფე მოკვდა. გაუმარჯოს მეფეს!

Posted by: piol 11 Dec 2007, 20:52
ამოვწევ ცოტა თემას, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსია

მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო!

მზე მიიცვალა ღია თვალებით!

ის მიიცვალა რაღაც უმწეო

და საოცარი გარდაცვალებით!

მას გახელილი დარჩა თვალები,

ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!

ის უცხო მხარეს გარდაიცვალა

და გახელილი დარჩა თვალები!

და ეს თვალები საღამოთა ხმას

უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით:

მას გახელილი დარჩა თვალები,

ოჰ, გახელილი დარჩა თვალები!

რა ხდება იქით! საიდან ისმის

მგლოვიარეთა ქნართა: “მშვიდობით”?

უეცრად წყვეტენ სიმები სიცილს

უამინდობით... უამინდობით!

საიდან ისმის ჩუმი გალობა

და უღონობა სუნთქვის შემწყდარის,

წამების წყნარი წარმავალობა

და მოგონება ძვირფასი მკვდარის?

მიდის ზაფხული... ბაღში, მდელოში

სისინებს სიო, შრიალებს ნეშო,

მე ისევ აქ ვარ... საქართველოში!

რისთვის, ძვირფასო! რისთვის, ნუგეშო?

და ეს თვალები სერაფიმთა ხმას

უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით,

მას გახელილი დარჩა თვალები,

ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!

მივალ, მიმყვება მე შენი ცქერა

და ხავერდებზე ეცემა ჩრდილი,

ყველგან უჩინრად ტირის ცერერა,

თვალები ცივი და გახელილი.

ღირდა თუ არა სხვა სიცოცხლეზე

ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი?

მე გზა არ ვიცი უახლოესი:

ერთადერთი გზა არის სიკვდილი.

მას გახელილი დარჩა თვალები,

ოჰ, გახელილი დარჩა თვალები!

ის უცხო მხარეს გარდაიცვალა

და გახელილი დარჩა თვალები!

Posted by: michael_ 12 Dec 2007, 15:28
მაგრა მიყვარს გალაქტიონის პოეზია..
ერთ დროს ბევრი ლექსი ვიცოდი rolleyes.gif
"თოვლი" მიყვარს მაგრამ აღარ მახსოვს sad.gif

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა
...


Posted by: homo homini 12 Dec 2007, 15:31
"მესაფლავე" ყველაზე საშინელი ლექსია გალაკტიონის შემოქმედებაში!!!!!


"ლურჯა ცხენები" - აი, ნამდვილი გალაკტიონი!

Posted by: michael_ 12 Dec 2007, 15:35
QUOTE
მესაფლავე" ყველაზე საშინელი ლექსია გალაკტიონის შემოქმედებაში!!!!!

რატომაა საშინელი? rolleyes.gif

Posted by: homo homini 12 Dec 2007, 15:41
იმიტომ, რომ არც მუსიკა, არც ფორმა გალაკტიონისეული, უაზროდ გაწელილი ლექსია და უფრო წაუპროზებს, ვიდრე წაუპოეზიებს,
ძალიან ბანალურია და სრულიად გაცვეთილი წაინდურფილმო ფინალით.
სუსტია, საშინლად სუსტი.
ძალით ეკლესიასტე და ძალით ფილოსოფია.


არ ჩამქოლოთ.

Posted by: მამაო ენუქი 12 Dec 2007, 15:48
homo homini
მესაფლავე ლექსი არ არის, პოემაა. ისე არც მე მიყვარს მესაფლავე. არც მერი და ნიკორწმინდა biggrin.gif
ბევრთან მინახავს მაგის წიგნები და რატომღაც სარჩევში ყველას ერთი და იგივე ლექსები აქვთ მონიშნული lol.gif

Posted by: homo homini 12 Dec 2007, 15:53
მითუმეტეს თუ პოემაა, თუმცა რაღაც არ მახსოვს ლიტმცოდნეობითახელმძღვანელოებში მაგ ლექსის პოემობის შესახებ რამე მსმენოდეს.

გეთანხმები,
კიდევ "მშობლიურო ჩემო მიწავ" და სრულიად იდიოტური ლექსი : "ბევრი მხარე მოვიარე,
ასე იწყებს ამბავს მთვარე".

სამაგიეროდ "თოვლი" და "ლურჯა ცხენები" და კიდევ რამდენიმე - რა ვქნა, გალაკტიონის ჩემთვის საყვარელი ლექსების რიცხვი ათეულს ვერ სცდება და.....
ნუ, კაი, ოცეულს.

Posted by: მამაო ენუქი 12 Dec 2007, 16:02
homo homini
QUOTE
გალაკტიონის ჩემთვის საყვარელი ლექსების რიცხვი ათეულს ვერ სცდება და.....

არ გაქვს ალბათ წაკითხული , ან არ გესმის გალასი gigi.gif

Posted by: homo homini 12 Dec 2007, 16:05
წაკითხულიც მაქვს,
ნამუშევარიც,
დაჟე ნათარგმნიც რუსულად და ფრანგულად
ტაკ შტო......

Posted by: Demetrius 12 Dec 2007, 16:09
არა არა, გალას გაგება უნდა თან გულით გაგება, მარტო წაკითხვით დიდი ვერაფერია

Posted by: Forrest Gump 12 Dec 2007, 16:43
აუ გალაქტიონი მაგარი იყო.
მესაფლავე


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

ვინმე დამეხმარეთ რაა თოვლის ანალიზი გამაკეთებინეთ,გამოცდა მაქვს და დამერხევა.
უდაბნო ლურჯად ნახავერდები რა უბედურებაააა

Posted by: homo homini 12 Dec 2007, 16:56
Forrest Gump

უდაბნო ლურჯად ნახავერდები რა უბედურებაააა




ცა არის, ცა....ანუ მხოლოდ ცა და მარადისობაა ჩემი სამშობლოო.

Posted by: Demetrius 12 Dec 2007, 17:09
ნამდვილად არ ვთვლი, რომ საჭიროა გალაკტიონის ყველა ლექსის ყველა სიტყვა გაანალიზო, უფრო უნდა შეიგრძნო

Posted by: michael_ 12 Dec 2007, 17:12
არა გალაქტიონი რომ უძლიერესი იყო ამაზე კამათი არ შეიძლება..


Posted by: Demetrius 12 Dec 2007, 17:15
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

Posted by: homo homini 12 Dec 2007, 17:21

.Demetrius

QUOTE
ნამდვილად არ ვთვლი, რომ საჭიროა გალაკტიონის ყველა ლექსის ყველა სიტყვა გაანალიზო, უფრო უნდა შეიგრძნო


ესთეტიკური სიამოვნება ყველასთვის სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს, პირადად მე მირჩევნია ლექსის კონცეპტი გავიგო, მეტაფორა, ქვეტექსტები, სათქმელი - ასე უფრო მივიღებ სიამოვნებას. ჩემი აღქმა - გაგების ეკვივალენტურია.



michael_
QUOTE
არა გალაქტიონი რომ უძლიერესი იყო ამაზე კამათი არ შეიძლება..



არავინ გედავება, უბრალოდ მისი ყველა ლექსი არ არის შედევრი და მორჩა.,
თან ბევრი არ არის შედევრი.

Posted by: michael_ 12 Dec 2007, 17:22
QUOTE (Demetrius @ 12 Dec 2007, 17:15 )
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

love.gif

აუუ თოვლს ვიხსენებ და ვერ გავიხსენე 1 კუპლეტის მეტი..
არადა ერთ დროს ძაან მიყვარდა და კარგად ვიცოდი smile.gif

QUOTE
არავინ გედავება, უბრალოდ მისი ყველა ლექსი არ არის შედევრი და მორჩა.,
თან ბევრი არ არის შედევრი.

ყველა ვერც იქნება შედევრი.. თითქმის წარმოუდგენელია მთელი შემოქმედება შედევრი იყოს.. მაგრამ რაც აქვს ის უკვე საკმარისზე მეტია იმისთვის რომ გალაქტიონი იყოს N1 პოეტი საქართველოში..

Posted by: Demetrius 12 Dec 2007, 17:28
homo homini
QUOTE
ესთეტიკური სიამოვნება ყველასთვის სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს, პირადად მე მირჩევნია ლექსის კონცეპტი გავიგო, მეტაფორა, ქვეტექსტები, სათქმელი - ასე უფრო მივიღებ სიამოვნებას. ჩემი აღქმა - გაგების ეკვივალენტურია.

შენი საქმისა შენ უკეთ იცი smile.gif


michael_

QUOTE
აუუ თოვლს ვიხსენებ და ვერ გავიხსენე 1 კუპლეტის მეტი.. არადა ერთ დროს ძაან მიყვარდა და კარგად ვიცოდი


ეხლა დავდებ გაიხსენე


თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

Posted by: Forrest Gump 12 Dec 2007, 23:00
QUOTE
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ო როგორ მიდის ახალგაზრდობა
დაუნდობელი სურვილი ლომის
და ყოველივე როგორ ნაზდება.

როცა ახლოა მზე შემოდგომის

Posted by: Demetrius 13 Dec 2007, 00:13
Forrest Gump
QUOTE
ო როგორ მიდის ახალგაზრდობა დაუნდობელი სურვილი ლომის და ყოველივე როგორ ნაზდება.

როცა ახლოა მზე შემოდგომის

სამწუხაროდ არ დაეტია ეგ სტოფიც sad.gif ერთერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსია

Posted by: michael_ 13 Dec 2007, 00:21
QUOTE
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

QUOTE
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა

QUOTE
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.


ეს სტროფები განსაკუთრებით მიყვარს love.gif

QUOTE
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!


ეს ყველაზე ძველი ლექსია ჩემ მეხსიერებაში love.gif
რომელიც მიყვარს..

Posted by: guga_art 13 Dec 2007, 00:32
რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი, როგორც ედემი..

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნანობ, დაე ვცდებოდე
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნება
თეთრ ანდელოზად ევლინებოდე..

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდის მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული
.............





აჰა, თენდება! ოქროსფერ სხივით
ენთება შენი შარავანდედი,
მტრედისფერ ცაზე სიხარულია,
მტრედისფერ ცაზე გამოჩნდა გედი.
მზისკენ - ვარდისკენ მისი სხივებით
ანთებული და ფრთანათუთქარი
ამოსაწუწნად მიდის ღრუბელი -
ლურჯი ფუტკარი.
ისარივით ზე აინავარდა
და ახმაურდა ცად პროპელერი,
მზის სადიდებლად გუგუნი ისმის,
განახლებული მღერის სოფელი.
ზეციდან ქვეყნად ეშვება ნისლი,
ქვეყნიდან ზეცად მიილტვის გული,
ო, ბუნებაო, რა ჯადო არის
შენს სიმღერებში დამკვიდრებული!
...........







Posted by: michael_ 13 Dec 2007, 00:42
QUOTE
რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი, როგორც ედემი..

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნანობ, დაე ვცდებოდე
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნება
თეთრ ანდელოზად ევლინებოდე..

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდის მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული


მაჟრიალებს ხანდახან ამ ლექსს რომ ვკითხულობ.. biggrin.gif
ზუსტადაა "ქრონიკული შეყვარებული"-ის ტიპის ფსიქოლოგია..
ხშირად მიჩნდებოდა შეგრძნება (თუმცა აღიარება არ მინდოდა) რომ თითქოს ჩემ მაგივრად დაწერა გალაქტიონმა biggrin.gif

Posted by: Demetrius 13 Dec 2007, 01:02
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა

არ გავიარე - რაა მამული!

წინაპართაგან წავიდა ყველა,

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა

და მელანდება მე მის წიაღში,

მოხუცი მამა, მოხუცი მამა

სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება,

ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

Posted by: marki 13 Dec 2007, 01:15
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი, ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი...
ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით, სულში ...
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...

Posted by: Demetrius 13 Dec 2007, 01:16
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

Posted by: AlCapone 13 Dec 2007, 06:58
ძაან მიყვარს, უდიდესი პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში, არა მარტო ლიტერატურაში

Posted by: Demetrius 13 Dec 2007, 12:25
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,

რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!” -

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?

Posted by: isev is 13 Dec 2007, 15:37
QUOTE (Makulatura @ 6 Feb 2006, 16:46 )

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ,არ მჯერა მე ეგ რაღაც...მომებეზრე კიდეც თავი
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი როგორც თოვლი ისე აწევს
მზე ნარნარი სხივებს არხევს და სითბოში მთა - ბარს ახვევს
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი
ვერა ხედავ იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიასალმა sad.gif
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე
თმას გაიშლის დაემხობა, და ცრემლები სცვივა სცვივა
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი გული მტკივა გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე ჩუმად იყავ უგდე ყური
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?
"გავქრე ისე როგორც ნისლი როგორც ღამის მოჩვენება
არ მეღირსოს კვალარეულს, სიმშვიდე და მოსვენება
შენი სახე გულს კაწრავდეს როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდესმე არ მახსოვდე, თუ როდესმე დაგივიწყო"!
მესაფლავე კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს sad.gif
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება არ შორდება
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? sad.gif
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება
და გადმოსჩქებს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარებაsad.gif
ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები
გავქრე ისე როგორც ნისლი როგორც ღამის მოჩვენება
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება
შენი სახე გულს კაწრავდეს სადაც ვიყო როგორც ვიყო
თუ როდესმე არ მახსოვდე თუ როდისმე დაგივიწყო
მესაფლავე კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი წეღან რომ ვთქვი ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება ვით აჩრდილი
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი ჯერ ისევე დაუმჭკნარი
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება
საცოდავი! თვალებსაც კი დამსჩნევია უძილობა sad.gif
ასე ხდება როცა ღამით, მოგონებებს იწვევს გრძნობა
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს
არ სცილდება სასაფლაოს სევდიანს და გულმოსაკლავს
სახე თაფლის სანთელს უგავს სანთელივით დნება დნება
თავს დასცქერის დაუვიწყარს გლოვით სიტყვას ეუბნება
მის თვალებსაც დამსჩნევია ღამის თევა უძილობა
ასე ხდება როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა
მესაფლავე კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი
გაიფიქრა:"ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი"
უძიროა კაცის სევდა უძიროა კაცის გული
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა
ალბათ, ვაჟსაც იმ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისევ იღიმები
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე
გამიგონე, მესაფლავე შენ არ იცი კაცის დარდი
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?
რა ვუყოთ რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: "შემიყვარდი, შემიყვარდი
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება შევაერთოდ სულთან სული
გამომყევი ქალო ცოლად ძლიერი მაქვს სიყვარული
მართალია ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს
დავივიწყოთ ის წარსული სატირალი სავალალო
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო
დაუცადე მესაფლავე თუ რა პასუხს მისცემს ქალი
შენ გგონია რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია არა - არა
განა გუშინ არ იყო სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს
მაგმამ ქალი ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება ნუ ვიგონებთ დროს უბედურს
მე შენი ვარ სამუდამოდ ... წამიყვანე სადაცა გსურს"
მესაფლავე ეხლა კი გაქვს ნება რაც გსურს კვლავ იგი თქვა
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა sad.gif
ალბათ, ქალ ვაჟს დღეს ერთი აქვთ ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი
საფლავთაგანს მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ - ყვავილებს
განისვენეთ განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო
განისვენეთ ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი sad.gif
რაღად უნდათ... რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა
ასე ხდება ქვეყანაზე ყველა ცოცხლობს ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეში ავიწყდება
ზარსა სცემენ... იმ ორს რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე sad.gif
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება
იცის, იცის მესაფლავემ როგორც უნდა როგორც ხდება...
განისვენეთ განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო
თქვენს ყოფნაში მეც ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! sad.gif


1912

smile.gifსმაილებზე ვიხალისე.





............................................

Posted by: <<დოლორეს>> 13 Dec 2007, 15:55
ოჰ,ღმერთო...
გულს ნუ მიხეთქავთ...
გალაკტიონის ნებისმიერი ლექსი სატევარივით ხვდება ჩემს გულს...


mo.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: hexe 13 Dec 2007, 19:44
QUOTE
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერში არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ?
მე გთხოვთ:
-მომკალით!

აი ამ ლექსის სრული ვერსია მინდა და ვერ ვნახე,.... sad.gif

Posted by: Demetrius 13 Dec 2007, 19:46
hexe


lib.ge-ზე ნახე და არ იყო? სამწუხაროთ მე სათაური არ ვიცი მაგ ლექსის თუ მეტყვი შევეცდები დაგეხმარო

Posted by: hexe 13 Dec 2007, 20:24
Demetrius
QUOTE
სამწუხაროთ მე სათაური არ ვიცი მაგ ლექსის თუ მეტყვი შევეცდები დაგეხმარო

ვერც მე ვიხსენებ სათაურს....user.gif
სამწუხაროდ .. sad.gif

Posted by: Demetrius 13 Dec 2007, 20:40
hexe
QUOTE
ვერც მე ვიხსენებ სათაურს.... სამწუხაროდ ..

სამწუხაროა მეც მაინტრესებდა sad.gif

წინ, მეეტლევ!

ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!

მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,

მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა

ოკეანე...

წამიყვანე!

მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,

როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.

ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,

რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.

კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,

ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,

წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,

დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.

და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,

ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.

ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა

და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.

ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,

ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.

ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,

არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,

არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,

არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,

და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,

ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.

ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,

როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.

და, მეეტლევ,

თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,

საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...

მაშ, გარეკე ეგ ცხენები,

სადმე შორს, შორს წაიყვანე,

გამაქანე,

გამაქანე!

Posted by: მამაო ენუქი 13 Dec 2007, 20:42
hexe
QUOTE
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერში არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ?
მე გთხოვთ:
-მომკალით!


ვიცი ეგ ლექსი, ხუალე სახლში რო მივალ დაგიწერ.

Posted by: ulvashebiani 13 Dec 2007, 20:49
homo homini
არის მკითხველი
მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ
გადამკითხველი...
ის ფურცლავს, ნიშნავს,
ადარებს, ჩიჩქნის,
მაგრამ ვინაა
აქ გამკითხველი?

Posted by: hexe 13 Dec 2007, 20:52
მამაო ენუქი
დიდი მადლობა ..
smile.gif

Posted by: Demetrius 14 Dec 2007, 16:17
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,

წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით

ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:

ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;

გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,

ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!

ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?

ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?

ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,

სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:

მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,

ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

Posted by: Kobalty 15 Dec 2007, 17:50
ერთი ლექსის ნაწყვეტი მახსოვს გალაქტიონის პოეზიიდან:
... თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება....

სათაურს ხომ ვერ მეტყვით ან სად ვნახო ონლაინში?

Posted by: მამაო ენუქი 16 Dec 2007, 09:01
hexe
ახსნა ქვია მაგ ლექსს, ვნახე გუშინწინ , მაგრამ სახლში ნეტი აღარ მაქვს ხაზი გაფუჭდა და დღემდე ვერ გააკეთეს biggrin.gif

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება -
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

Posted by: jonjoli 16 Dec 2007, 12:30
წელიწადები წავლიან ძველნი
შეიცვლებიან ერით სიონი
როგორც ერთია ქვეყანა მთელი
ისე ერთია გალაქტიონი


: love.gif

Posted by: hexe 16 Dec 2007, 13:07
მამაო ენუქი
დიდი მადლობა .. smile.gif

Posted by: Demetrius 18 Dec 2007, 13:49
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო

შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

Posted by: Forrest Gump 21 Dec 2007, 00:37
პატარა ვიდიო გავაკეთე და აბა ნახვეთ მუსიკა ზუსტად დააჯდა smile.gif

http://files.ge/file/77263/vidio-wmv.html

Posted by: Demetrius 21 Dec 2007, 02:03
Forrest Gump


კაი რამეა smile.gif



Posted by: zen 21 Dec 2007, 02:58
როგორც აღინიშნება, ქარი არის გალაკტიონის ლექსებში, განსაკუთრებით ადრეულ კრებულებში ყველაზე გავრცელებული ე.წ. "ინვარიანტული" ხატი, რომელიც ყველაზე ხშირად უკავშირდება სიკვდილს, განადგურებას. საინტერესოა, აქვს თუ არა ამას ახსნა იგივე ფსიქოანალიზის თვალსაზრისით ან ფსიქოლოგიურად? biggrin.gif

Posted by: Forrest Gump 21 Dec 2007, 11:15
Demetrius
სენქიუ.სურათები შემომაკლდა თორე სხვანაირის გაკეთება მინდოდა

Posted by: LoRnaDoON 22 Dec 2007, 10:23
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე

QUOTE
უძლიერესი პოეტი, უდიდესი პიროვნება

yes.gif smile.gif

Posted by: Demetrius 22 Dec 2007, 15:18
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!

Posted by: xviara 22 Dec 2007, 15:28
ეს დაკვეთილი ლექსია. ერთ-ერთი იმ იშვიათ ლექსთაგანი გალაკტიონის შემოქმედებაშI, რომელიც არაგულწრფელია და პირადად მე მიმაჩნია რომ არაფრად ვარგა..

Posted by: Demetrius 22 Dec 2007, 15:30
xviara
QUOTE
ეს დაკვეთილი ლექსია. ერთ-ერთი იმ იშვიათ ლექსთაგანი გალაკტიონის შემოქმედებაშI, რომელიც არაგულწრფელია და პირადად მე მიმაჩნია რომ არაფრად ვარგა..

ნუ მთლად ეგერც არაა, მარა გარკვეული მომენტში მართალი ხარ smile.gif

Posted by: ulvashebiani 3 Jan 2008, 21:34
QUOTE
ეს დაკვეთილი ლექსია

მაგარი საზიზღარი ლექსია. საერთოდ გალაკტიონი ბევრად სხვა არის ჩემთვის ვიდრე მასისთვის, ბევრი, ბევრი კი არა უმრავლესი გალაკტიონის ცნობილი ლექსი არ მიყვარს, გეტერას და მე და ღამის გარდა, ჩემთვის გალაკტიონი სულ სხვაა, ახლა არ მცალია, როცა მოვიცლი დავწერ ტაბიძის უამრავ ლექქს, რომელიც ჩემთვის არა მარტო ლექსია, მოკლედ რომ ვთქვა, ტაბიძის ამ ლექსებმა სიცოცხლისკენ მომაბრუნა.

Posted by: ~Linkin Park~ 4 Jan 2008, 06:06
jemand

QUOTE
უძლიერესი პოეტი, უდიდესი პიროვნება, გენიოსი 


ლეგენდა რომელსაც არასოდეს დაივიწყებს ქართველი ხალხი, ადამიანი რომლის ლექსებიც არასოდეს მოკვდება

პირადად მე გალაკტოინი ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა ძნელია არ დაეთანხმო მის სიტყვებს
.........
"წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი. "

სიმართლე რომ ვთქვა

"ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება"
....
და მე კიდევ, ძალიან მინდა მისი ლექსების არ ვიცი უკვე მერამდენედ წაკითხვა.

Posted by: TARZAN 15 Jan 2008, 18:19
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
"როგორ დავბადოთ კაცი,
ყველაზე ბედნიერი და უბედური;
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც".
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
"დავბადოთ კაცი მდიდარიო, ოღონდ მახინჯი".
წითელმა: "ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესი"
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა მოახსენა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
ქება-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
მაგრამ დავბადოთ სულთა მედროშედ,
უთუოდ მგოსნად, და უთუოდ საქართველოში".

იმ ღამით ჭვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: NanoNano 16 Jan 2008, 15:49
"წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი."


* * *
"...მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს..."

Posted by: TARZAN 17 Jan 2008, 02:04
QUOTE
"წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი."

ამ ლექსს რა ქვია?

Posted by: miracle_of_love 17 Jan 2008, 03:49
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917წ.

Posted by: TARZAN 17 Jan 2008, 12:24
თუ იცით გალაკტიონზე რომაა ერთი ლექსი, მე მგონი მაჭავარიანის, შინაარსი დაახლოებთ ესეთი აქ: ქვაფენილს შურდულივით დაენარცხება გალაკტიონიო(ბოლო ტაეპია ეს მგონი), რა ქვია მაგ ლექსს? და ნამდვილად მაჭავარიანისაა?

Posted by: რუსთაველი 18 Jan 2008, 13:38
TARZAN

სად გორი და სად "კირპიჩი"?! lol.gif

მაგარია wink.gif

**
ოჰ, რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს!
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს...
ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი,
და ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე ცელქი ქარი...
ჩუმად გეტყვი, მარტონი ვართ, მივლის ფიქრი ამაზრზენი,
მთელი გულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი...
შემიძლია დაგივიწყო? - მიპასუხე, ამიხსენი,
მთელი სულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი!

გალაქტიონი

P.S. მიყვარს ეს ლექსი!

Posted by: TARZAN 18 Jan 2008, 14:37
QUOTE
TARZAN

სად გორი და სად "კირპიჩი"?!

მაგარია

???

Posted by: Frankens†ein 18 Jan 2008, 14:48
გალაკტიონში არის დემონი......................

ტერენტი გრანელი

Posted by: Don Diego 25 Jan 2008, 12:55
გალაქტიონს შეეძლო სიტყვა ორად გაეყო, მათ შორის სხვა სიტყვები ჩაეწერა და აზრი არათუ არ დემახინჯებინა, არამედ უფრო მოხდენილიც გაეხადა. ინებეთ მაგალითი: ვეფხის დაწერა მან ტყაოსანი, და საუკუნე გაადიადა. როგორია?

Posted by: Ni-L 25 Jan 2008, 13:25
რუსთაველი
ძაან მაგარია
საერთოდ ვგიჯდები გალაქტიონზე!მაინტერესებს არსებობს კი ქართველი რომელსაც არ მოსწონს?

Posted by: Don Diego 26 Jan 2008, 13:36
მურმანის აქვს ასეთი საყვარელი სტრიქონები გალაზე:
გალაქტიონი მობრძანდა
უცნობ პოეტებს შესცინა
ხელთ თვისი უნაბისფერი
მეშვიდე ტომი ეჭირა.
ნეტავი იმას რა მოკლავს.
ნეტავი იმას რა უჭირს,
ჩემს პეტრესა თუ ივანეს,
ვისაც მაგ წიგნზე წაუწერს.

შეიძლება ალაგ ალაგ შემეშალა კიდეც, იმედია შემინდობთ

Posted by: cxovrebisazri 26 Jan 2008, 14:05
Ni-L
მგონი ფიზიკურად შეუძლებელია ვინმეს არ უყვარდეს.....ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელია,პოეზიის მეფერ იყო,არის და მუდამ ასე იქნება...
მისი ყველა ნაწარმოები მომწონს ,მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს მაინც რამდენიმე...


"უსიყვარულოდ..."

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ! (1914)

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!(1912)

Posted by: Don Diego 26 Jan 2008, 15:32
აი კიდევ ერთი შედევრი:
სადაც მზისფერი ეხვევა ცისფერს,
შემოდგომისგან ალვისფერ-ჟღალი,
იფნის ტოტივით მოქნეულ გზისპირს
განმარტოებით დგას ნეკერჩხალი

Posted by: CIGAR 26 Jan 2008, 15:40
Don Diego
საერთოდ მურმან ლებანიძე აფანატებდა გალაკტიონზე რამდენი ლექსი აქვს გალაზე smile.gif

Posted by: the_lizard_king 26 Jan 2008, 15:49
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა
უცხო სამოთხეები

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები..?



ერთ ერთი გენიალური ლექსი ჩემი აზრით

Posted by: Don Diego 26 Jan 2008, 23:47
მართლა გენიალური ლექსია, ამბობენ მასში სხვა, დისიდენტური აზრიც არისო ჩატანებული. კარალეთი ქართველ მეფეთა საზაფხულო მოსასვენებელი ადგილი იყო, ანუ უცხო სამოთხე. თანაც აქ არ არის მოტანილი ლექსის მთავარი, დასკვნითი სტრიქონი
ვიხედები გარშემო
და დრო გვეუარესა
აწ არ ვიცი სადა ხარ,
ან რომელსა მხარესა.
კარალეთის უცხო სამოთხესთან შედარებით ეუარესა საბჭოთა დრო

Posted by: Ekooo 29 Jan 2008, 15:08
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე

ალბათ არსებობს რაღაც უთქმელობის ზღვარი...

ნუ რა უნდა ვთქვა ახლა მე ამ გენიაზე...

ვერაფერსაც ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ უზომოდ მიყვარს...
მიყვარს მისი სიმბოლიზმი, რითმი...

love.gif

ყველაფერი თვითონ თქვა რაც სათქმელი იყო yes.gif

Posted by: michael_ 29 Jan 2008, 15:16
QUOTE
ყველაფერი თვითონ თქვა რაც სათქმელი იყო

yes.gif
გალაქტიონი იმას ამბობს რასაც ვგრძნობთ მაგრამ თქმა არ შეგვიძლია.. სიტყვები არ გვყოფნის..

Posted by: zicke 29 Jan 2008, 15:16
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე


ისე უბრალოდ ........

მიყვარს
love.gif

Posted by: Don Diego 29 Jan 2008, 19:26
[COLOR=blue]შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო!
სულო, ჭაობზე უნოტიესო

Posted by: bee-mine 30 Jan 2008, 23:22
..... როგორც ყვავილები, როგორც ვენახები.
დაუსრულებელი სიტყვით დაღუპული,
შენ ნუ დაეცემი , შენ ნუ შეშინდები,
გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს.
ყველა ამაოა. ჯერ არ შებინდდება.
მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგვარიგებს . user.gif

Posted by: Don Diego 31 Jan 2008, 15:04
მაშინ სტოვებდა ყველას და ყოველს

და, ფეერიულ ალში მცურავი,

ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს,

დაუნდობელი და მომდურავი.

და მიდიოდა უბედურ ქარში,

რა იყო ქარი ერთადერთისთვის,

სამგლოვიარო მან შექმნა მარში,

რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.

Posted by: bee-mine 1 Feb 2008, 22:30
მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.

გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.

ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე..

Posted by: Don Diego 2 Feb 2008, 14:48
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.,
სადაც უნდა მივიდოდე
ღვინოს დამაძალებენ
მწუხარება ვერ დავფარო
ღვინოს დააბრალებენ.
ო, ძვირფასო ჯვარზე მაცვე!ს
გაქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება

Posted by: NATTALI 2 Feb 2008, 17:16
არანაკლებ საინტერესოა მისი პირადი წერილები user.gif
იმედია თქვენც დაგაინტერესებთ smile.gif


ძვირფასო აბესალომ!

"შენს წერილებს ვიღებ და სამაგიერო წერილებსაც ვიწერები.არ ვიცი, არ მოგდის, თუ რა ამბავია, დღე-დღეზე ველი ფულს, რომელიც ძალიან მჭირდება. უკანასკნელ წერილში მე ფულის შესახებ გწერდი. იგი მე გამოვგზავნე ბარემ ერთი თვის თუ თვენახევრის წინდა. მას შემდეგ ველი და ველი. შენ არ იცი რა არის აქ გაჭირვება... სადმე ან გაიყინები, ან შიმშილით ამოგხდება სული. მე შენ გეტყვი, ვინმე შეგიბრალებს: ყველას თავისი საქმე აქვს, დადიან, დარბიან, ფუსფუსებენ ბუზებივით. ივლი მთელი დღეების განმავლობაში და ერთ ნაცნობსაც ვერ შეხვდები, პირდაპირ გაიყინები... გაცივდები, ხედავ უზარმაზარ სახლებს, ამჩნევ თუ რამდენი სიმდიდრეა მათში... ყოველ წამს რეკავს ტრამვაი, ქროლავენ ავტომობილები, ძვირფასი ეტლები. გაბრმავებს ელექტორნის სინათლე, თეატრების და კაფეების ელვარება. ყოველწამში გრძნობ, თუ რა საშინელი წყევლაა კაცის თავზე ღარიბად დაბადება.
მე არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ვიტყვი: ვერავინ ვერ ამჩნევდა ამას, მაგრამ ჩემში ბევრი ცეცხლი იყო, ბევრი სიცოცხლე, ბევრი სულიერი ელვა. ეხლა ვგრძნობ, რომ თანდათან ვცივდები, ვბერდები; ოჰ, მერე რანაირად მეყინება გული, რომ იცოდე...პირდაპირ ტირილი მინდა ხანდახან, როდესაც ვგრძნობ, რომ თვალებში ჰქრება რაღაც, ჰქრება ის, რაც ახალგაზრდობას ეკუთვნის. ეხლა მე ვხედავ კარგად ყველაფერს. როგორ შეიძლება ასე?უფულობა იმდენად არაფერია, რამდენადაც სულიერი ტანჯვა; ცხოვრობდე კაცი მთელი წლების განმავლობაში და ინსტინქტურად გრძნობდე, რომ არავინ თითქოს ახლობელი და პატრონი არ გყავს. ნუთუ ესეც უნდა აგიხსნა, რომ შენი თუნდაც ცოტაოდენი ფული მატერიალურად იმდენს ვერ მიშველის, რამდენადაც ზნეობრივად?"

1916 წელი. მოსკოვი, ნოემბერი 6

Posted by: bee-mine 6 Feb 2008, 01:03
1937წ. , ოლღა ოკუჯავა გადაასახლეს ..

---

უკანასკნელი მატარებელი
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდოებები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, -
გამოსალმების ხელოვნებისთვს
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?

cry.gif cry.gif


Posted by: წრაწიკიჩი 6 Feb 2008, 04:08
ვაიმე რამხელა გიგანტი იყო..................................


Posted by: SinnerWoman 7 Feb 2008, 14:38
პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" თავიანთ ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: "ლურჯა ცხენები", "გობელენი", "შერიგება", "მთაწმინდის მთვარე", "ალვები თოვლში", "ოფორტი", "შიშველი", "მარმარილო", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", "დგება თეთრი დღეები...", "მგლოვიარე სერაფიმები", "ყორანი", "Voiles", "სიშორით შენით", "ვინ არის ეს ქალი?", "სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში", "შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში", "ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი", "ეფემერა", "ისევ ეფემერა", "მშობლიური ეფემერა", "არდაბრუნება", "იმ ვარდისფერ ატმებს...", "სასაფლაონი", "სროლის ხმა მთაში", "ყანები", "თოვლი", "ავდრის მოლოდინი", "ქარი ქრის", "ქარი მოგონებათა", "ქარი დაცხრა სიბობოქრის...", "რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ...", "სანამ წვიმა გადივლიდეს...", "მუხებს ჩოხათ საქილეში...", "კუმისი", "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა", "რამდენი დარჩა გაუგებრობა" და სხვ.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)"გეორგიკა" (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.




მე მაგალითად ამ თემას დავიწყებ მისი უგენიალურესი ნაწარმოებით

მესაფლავე


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!


მე მაპატიეთ ეს თემა უკვე არსებულა და მოდერს ვთხოვ მიუერთოს იმ თემას smile.gif

Posted by: რუსთაველი 7 Feb 2008, 15:18
უძლიერესი უძლიერესთა შორის.. ძალიან მიყვარს გალაქტიონი..
უძლიერესი პოეტეი და მწერლები გყვავდა - სად არიან, რატომ აღარ იბადებიან? sad.gif

-

ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

გალაქტიონ ტაბიძე

Posted by: Don Diego 7 Feb 2008, 16:40
ეს ლექსი ბლოკის გარდაცვალებას მიუძღვნა

აღარ არის მენესტრელი

ეს ოცნება არის ჭრელი,

ფიქრი ბნელი ღამისა,

აღარ არის მენესტრელი

უნაზესი დამისა.


იყო ირგვლივ ზიანება

და ყორნების ჩხავილი,

თოვლმა სილას მიანება

ნოვალისის ყვავილი.


მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ,

ოცნება თუ გშორდება,

ყოველივე იგი ისევ

ისე განმეორდება.


Posted by: რუსთაველი 7 Feb 2008, 17:13
ეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის?

- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის.
რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? -
- ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.
- ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?
- ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.
- ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
- ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს...
-ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?
- ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!

გალაქტიონ ტაბიძე

Posted by: რუსთაველი 15 Feb 2008, 04:33
იმავალი აქართველო

მარხავდნენ სხვანაირი დამარხვით. პროცესია შევიდა ხეებით დაბურულ სასაფლაოში. ქვებზე ჩამომსხდარი შავებში მოსილი ქალები მუხლმოყრილნი ქვითინებდნენ და მათი ლანდები გამჭვირვალედ ეცემოდნენ ქვებს. მხურვალე ჰაერიდან ბალახებზე მისრიალებდა დიდი ფრინველის ლანდი.

- ხეები გაზრდილან, - ჩაილაკარაკა იოველმა, - ყვავილებიც ბლომადაა. ეეჰ, რა საჭიროა ყოველივე ეს. ზედმეტია ეს სურნელოვანი ბალახებიც, ეს გვირგვინებიც ზედმეტია.

ახალგაზრდა ქალმა არაფერი უპასუხა. მის სახეზე ათამაშებული ახალგაზრდა სისხლის მოძრაობა ებრძოდა გარეგან გამომეტყველებას.

მოვიდენ სასაფლაოზე ბავშვები. მათ მოიტანეს ყვავილები.

- შევურიგდეთ ყოველივე ამას?

- ეს ხომ მხოლოდ კოშმარია?

- უნდა შევურიგდეთ კოშმარს.

- მაშ სიმართლე? სადაა სიმართლე?

- აი სიმართლე, - მიუთითა ქალმა მიცვალებულისაკენ.

- კარგი სიმართლე კია.

- ეხლა არავის აშინებს ასეთი სიმართლე, - მხრების აწევით სთქვა ქალმა და შავებში მოსილი ქალებისაკენ მიიხედა.

შავებში მოსილი ქალები კი ამბობდნენ:

- ჩვენ ეკლესია გვინდა, ჩვენ წირვა-ლოცვა გვინდა.

მაგრამ ერთი ახალგაზრდა ქალი ამბობდა:

- თქვენ შეშლილები ხართ, - არ არის ღმერთი, არ არის ანგელოზები, არავისთვის საჭირო არაა ეკლესია, გაიგეთ ეს, შეიგნეთ.

შავებში მოსილი ქალები სიბრალულის გრძნობით შესცქეროდნენ ქალს.

ქალ-ვაჟმა ერთმანეთს გადახედეს და განზე გასწიეს: ქალი ლაპარაკობდა რუსულად.

- ილაპარაკეთ, თუ შეიძლება ქართულად, - ჩაილაპარაკა ვაჟმა.

- ისედაც ბევრს ვლაპარაკობ. მგონი შეგაწყინე თავი.

- კარგი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, მე ყოველთვის ცოტა მგონია.

- რა სისულელეა. ნუთუ თქვენ შეგიძლიათ ეხლა ლაპარაკი გულდამშვიდებით? შეგიძლიათ ასეთი საუბრის მოსმენა? განა ასეთი დროა?

- სხვაგან არა: თქვენ ყოველთვის სიამოვნებით გიგდებთ ყურს.

- ეე, სისულელეა.

- დაგიგდებთ ყურს მთელი დღე, მთელი ღამე, თვე, წელიწადი. ილაპარაკეთ, ოღონდ ილაპარაკეთ ქართულად (ტირის).

Posted by: RTR 28 Feb 2008, 20:58
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები.

მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

Posted by: Nancy 28 Feb 2008, 21:08
ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? user.gif

.....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა:
,,ყვავილების მდინარეს
კუბო ცისკენ მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი
და ლექსებზე ფიქრობდა"


ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია...

სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი sad.gif აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?!

Posted by: რუსთაველი 28 Feb 2008, 21:18
* * *

- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი, - ამბობდი შენა,
ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის ისმოდა ქშენა.
როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ – ჩვენ სწორად თითქო
ცაზე მსუბუქი, მშვენიერი ღრუბელი იდგა.
- დავიმახსოვროთ ეს ადგილი, - ამბობდი კიდევ,
როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა ცისფერი რიდე.
როგორ გვახსოვდეს? იმ ადგილას - ჩვენს სწორად - ნელი
იგივ მსუბუქი, მშვენიერი იდგა ღრუბელი.
ადგილს, დანიშნულს ასე ნათლად და ასე ზუსტად,
ამაოდ ვეძებ... მახსოვრობა შემექმნა სუსტად.
თუ გადინაცვლა არე-მარემ? გუშინ კი თითქო
ცაზე, ჩვენს ზევით ამ ადგილას ღრუბელი იდგა.
მაგრამ ყოფნაზე ბევრმა ქარმა გადაიარა,
გადაიტანა ბევრი დარდი, ბევრი იარა,
და ბევრი რამე, უდარდელად მჭვრეტი ციდანა,
ღრუბელთან ერთად ამაოებამ თან წარიტანა.


Posted by: NIII_ 28 Feb 2008, 21:50
გალაკტიონ ტაბიძე..............................

Posted by: რუსთაველი 29 Feb 2008, 00:22
ვალს აზი და თვარეული

თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებდნენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული –
ღვინით თვალანანთები.

უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკი გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი...

მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, -
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები.

და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.


Posted by: Nancy 29 Feb 2008, 17:10
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.
- გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო.
- გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად...
....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

"ჩემი გალაკტინო" - ნოდარ დუმბაძე

Posted by: ekageo 1 Mar 2008, 15:03
რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარმით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი
ხელუხლებელი როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი როგორც ედემი8

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე
ავადმყოფ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

1908 წელი

Posted by: რუსთაველი 9 Mar 2008, 14:27
ამონარიდი

1

“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.

2

როდის სთქვა აკაკიმ სიტყვები სიახლეზე? მაინც რა სიახლე იყო იმ პირველ წიგნში? რა თქმა უნდა, თემატიური. საჭიროა დეტალური გარჩევა წიგნისა ამ მხრით. შესაძლებელია იყოს სიახლე ტექნიკურიც. საჭიროა გულდასმით შესწავლა წიგნისაა ამ მხრივაც. რა ლექსებია წიგნში ისეთი, რომელშიაც პირველად ისმის ესა თუ ისმოტივი, პირველად ცოცხლდება ტემა (მაგალ., “მუსიკა უეცარი”, “გეტერა”, “ასე ხანდახან ქალაქის ხმაში”), რაც წინად არ ყოფილა.
იდეა გეტერასი: ღვთაებრივ სალოცავ სახეს იძლევა თვით ცხოვრება, ხელოვნების ძირითად აზრს იძლევა თვით ცხოვრება. აფროდიტას საზედ ტაძარში იდგება სახე უბრალო ქალის - ამ შემთხვევაში გეტერასი, აი, რარის ხაზგასმული. აფროდიტა სიმბოლოა, ამ შემთხვევაში მაღალი იდეიის, რომლისკენაც მიისწრაფვის ადამიანი, რა არის გეტერა, თუ არა სახე, ამ შემთვევაში - არა სიმპატიური,მაგრამ მაინც ცხოვრებიდან აღებული? მაშასადამე, ძირითადად როგორია როლი მხატვრის, მგოსნის, მოქანდაკის?... (უკეთ, როგორი უნდა იყოს) ყოველი დიადი სახე უნდა იქნას აღებული ცხოვრებიდან, ხელოვნების დასაყრდენი - ცხოვრებაა. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი. და ასე უნდა იქნას გარჩეული. თვითეულილექსი აღმოჩენილ უნდა იქნას. იხ. “მე დაღამე”, მაგალითად ისმის თუ არა ამ ლექსში სულიერი სიმტკიცე ახ ალგაზრდობის, ისმის თუ არა შიგ საიდუმლოების დაცვის ფ იცი? სჩანს თუ არა აქ ბუნება, მაგრამ არა ადამიანის გარეშე, არამედ ადამიანის მიერ განცდილი, არა განყენებული (ეს მთავარია. კიდევ რამდენი ლექსია ასეთი!).
რატომ არფის მთვარე და არამზე> უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის. მართალია, მითოლოგიაა, წიგნში არის სონეტი. ლექსში “ტყეში” - ახალია თუ არა ფორმით?
17 ნოემბერი, 1950 წ.

3

მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!

1950-1958 წ.

Posted by: რუსთაველი 10 Mar 2008, 18:27
ბარათაშვილი, ილია, აკაკი..

პოეტის, ბარათაშვილის, მწარე გულსაკლავი ქვითინი ის-ის იყო შეწყდა. იგი, ყველასათვის უცნობი და უცხო თავის უკვდავი განცდით და მზიური შემოქმედებით, ყველასათვის უცნაური თავისი საქართველოსათვის ახალი და მოულოდნელი მოტივებით, ყველასგან დევნილი ბარათაშვილი უცხო მხარეში გარდაიცვალა და, ილია ჭავჭავაძის არიყოს, “ვინ უწყის თანა რაოდენნი წარიღო ფიქრნი, რაოდენ გრძნობით ჯერ უთქმელად ჩაესვენა.” ბარათაშვილის პოეტურმა შემოქმედებამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაიმარჯვა, მაშინ როდესაც საზოგადო ლიტერატურამ დაკარგული ძალა და გავლენა ისევ მოიპოვა საქართველოში. თუ როგორ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენში მაშინდელ ლიტერატურას, ამის საუკეთესო მაგალითი ბარათაშვილია. იგი მსხვერპლი გახდა მაშინდელი საზოგადოებრივობის ინდეფერენტიზმია, მწარე, გულსაკლავი ტირილი აღმოხდა, მწუხარედ ქვითინებდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც ბარათაშვილის სიკვდილი გაიგო.
ბარათაშვილი არ იყო პროფესიონალი ლიტერატორი.... ლიტერატურის პრესტიჟის ასამაღლებლად საჭირო იყო უფრო გამბედავი და მეტი ცოდნით, გამოცდილებით შეიარაღებული ახალგაზრდობა, რომელსაც ცოტათი ნიადაგიც და ასპარეზი სჭირდებოდა სამოქმედო და რომლის დროშა ხელში აიღეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. უკანასკნელებმა წაუშლელი კვალი დააჩნიეს ქართველი ინტელიგენციის ისტორიაში. საზოგადოდ ქართველი ინტელიგენციის ისტორია ამ ორი პიროვნების გამოსვლით იქყება. ჩვენს წინ ცოცხლად სდგას ერთი მხრით დაუღალავი მშრომელი და ძლიერი სულიერი ნების პატრონი ილია ჭავჭავაძე, მეორე მხრით დაუმონებლად ამაყი და ციური ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი პოეტი აკაკი.


Posted by: რუსთაველი 10 Mar 2008, 18:31
ერი”

1

სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.

2

“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.

1938

Posted by: რუსთაველი 16 Mar 2008, 22:45
ჭარხალი

ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,
ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.
ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,
შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.

ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას,
ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა,
ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას
და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.

ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს
ნახირი მოდის საღამო დროის,
უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს
და ქალი კივის იმ “დოი-დოი”-ს.

ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს,
უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები.
ო, სიყმაწვილე! აწი არასდროს
იმგვარად აღარ ამეტყველდები.

Posted by: zvintik 16 Mar 2008, 23:49
გალაკტიონის გარდაცვალებიდან 49 წელი სრულდება

”ჯი-ეიჩ-ენი” 17 მარტს, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 49 წელი სრულდება. 68 წლის ასაკში, 1959 წლის 17 მარტს გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა. გალაკტიონი ლეჩკომბინატის მესამე სართული ფანჯრიდან გადმოხტა.

ლეჩკომპბინატის ექიმები და ექთნები განაწყენებულნი იყვნენ ინტელიგენტებზე, რომელთაც, არ დაზოგეს გალაკტიონი და თვითმკვლელობისკენ უბიძგეს. მათი მონათხრობით, როდესაც გალაკტიონი ლეჩკომბინატში სამკურნალოდ მეორე სართულზე მოათავსეს, იმ დღეს, ლეჩკომბინატში მესამე სართულზე შალვა დადიანი გარდაიცვალა. ცხედრის მოსანახულებლად იმდროინდელი ინტელეგენცია მიდიოდა.

გალაკტიონი მესამე სართულის ასასვლელ კიბესთან დამდგარა და მოწინავე მწერალთა ერთ ჯგუფს სამძიმრის სათქმელად წინ მიგებებია. რამდენიმე მათგანისთვის ხელი გაუწვდია ჩამოსართმევად, მაგრამ გვერდი აუქცევიათ და მესამე სართულზე ასულან. გალაკტიონს გაშვერილი ხელი ჰაერში დარჩენია. რამდენიმე წუთში ისიც მესამე სართულზე ასულა და თვალს მოფარებია.

2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ მგოსანს შეუნდო თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: "ლურჯა ცხენები", "გობელენი", "შერიგება", "მთაწმინდის მთვარე", "ალვები თოვლში", "ოფორტი", "შიშველი", "მარმარილო", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", "დგება თეთრი დღეები...", "მგლოვიარე სერაფიმები", "ქარი ქრის", "ქარი მოგონებათა", "ქარი დაცხრა სიბობოქრის...", "რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ...", "სანამ წვიმა გადივლიდეს...", "მუხებს ჩოხათ საქილეში...", "რამდენი დარჩა გაუგებრობა" და სხვ

მრავალი მცდელობის მიუხედავად, კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

გალაკტიონი 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა. 1908 წელს ქვეყნდება მისი პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.). 1914 წელს ქუთაისში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული. ხოლო მეორე წიგნი, „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“, 1919 წელს გამოვიდა. 1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. 1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში იბეჭდება გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიის მწვავე პოეტური გამოძახილია ამ პოემის დაბეჭვდისათვის. საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.
1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა. 1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა. 1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.

Posted by: vip_ 17 Mar 2008, 00:10
საიტი ხო არ იციტ, სადაც გალაკტიონის ლექსები იქნება თვითონ რო კითხულობს

Posted by: ძურიანო 17 Mar 2008, 01:09
გალაკტიონი ჩემთან ერთად იყო სულ, დაბადებიდან.
არ მიყვარს მასზე ბევრი საუბარი, როგორც იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემები არიან და ასეც უნდა იყოს......
ხომ ხვდებით? smile.gif

Posted by: რუსთაველი 17 Mar 2008, 15:40
(გეძებდი ყველგან)

გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

1915

Posted by: RTR 31 Mar 2008, 20:41
რა რიგ კარგია სამშობლოვ
შენი მტკვარი და რიონი
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა და ...............


დროება ბრუნავს ვით კამათელი
და ყვავილების არის მრავლობა,
ჩემთვის დღესავით არის ნათელი
რას იტყვის ჩემზედ შთამომავლობა.

წელიწადები წარვლიან ძველი
და შეიცვლება ქარით რიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი
ისე ერთია გალაკტიონი.

Posted by: რუსთაველი 1 Apr 2008, 01:43
* * *

მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს,
მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს.
არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთა-ტივტივა,
ასტკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა.

მე ზღვის ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება.
მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება.
მიყვარს მარტო ქარიშხალი თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,
ზღვიდან ზღვამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე!

მიყვარს მისი ნანგრევებზე ახალ გრძნობით შვება-ლხენა,
მასში სცოცხლობს ფიქრთა ჩემთა იდუმალი აღმაფრენა!

Posted by: მამაო ენუქი 1 Apr 2008, 01:48
QUOTE
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!

არადა რამდენი ლექსი უწერია მერიზე gigi.gif
აი ეს ლექსი სადღაც 44-45 ში დაწერა biggrin.gif

გახსოვს როცა შეხვდენენ, მერი,
ზღვად შენი და ჩემი ნავი
ნორჩთა დღეთა გულთმიერი
მიარხევდა წყალს ნიავი.

შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე
თან ტკბილი და თანაც მწარე,
მოგეხვიე , გადავკოცნე
მე იმ სახის არემარე.

ეჰ, დრო იგი დარჩა მიღმა
ტალღა მოსკდა, როგორც გორა
ზღვას შეშურდა ჩვენ სასტიკმა
ღელვამ დაგვაშორიშორა.

ძნელი როდი არის პოვნა
რაც რამაა დაკარგული
რადგან, რასაც ჰკარგავს ხსოვნა
ღრმად ინახავს ჩვენი გული.

Posted by: რუსთაველი 1 Apr 2008, 02:20
აფხაზეთის წვიმა მიყვარს

აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ..



1956
* * *
წარწერები

ო, ქალო ძვირფასო, ნაზო, ვით ფერია,
მწამს მხოლოდ მაისი, არ მწამს ისტერია.
და ან ყალბ პოეტებს ვინმე ედავება?
არ მინდა, ბატონო, მათი უკვდავება!
ან ტომებს ბრიყვისას მე რა წამაკითხებს?
ისედაც კარგად ვჭრი მსოფლიო საკითხებს.


Posted by: რუსთაველი 1 Apr 2008, 11:11
წარწერები

ო, ქალო ძვირფასო, ნაზო, ვით ფერია,
მწამს მხოლოდ მაისი, არ მწამს ისტერია.
და ან ყალბ პოეტებს ვინმე ედავება?
არ მინდა, ბატონო, მათი უკვდავება!
ან ტომებს ბრიყვისას მე რა წამაკითხებს?
ისედაც კარგად ვჭრი მსოფლიო საკითხებს.

Posted by: martateka 2 Apr 2008, 00:27
მიდის ოპერა "ლაკმე",
ბუტაფორიის შეხლა,
განა, ეს არის საქმე?
მე სულ სხვას ვპიქრობ ეხლა.

თითქოს რა მარტივია და ამავე დროს, რაოდენ გენიალური, თუმცა სწორედ სიმარტივეშია გენიალობა.

"ჰე, ქაოსში დაკარგულს,
ქარი დამედევნება,
ძახილით; გალაკტიონ
და ძნელია მიგნება...
სადაც ახლა ქარია
და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის
მარმარილო იქნება"

ან კიდევ ეს:
... ოჰ, რამდენია ქვეყანაზე ასეთი წამი
და ვან დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე

Posted by: reality 2 Apr 2008, 12:56


მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

1918



Posted by: რუსთაველი 2 Apr 2008, 21:09
წუთი

ჟამთა ცეცხლით განწმენდილი, ფრთა-სუბუქი, ფრთა-სათუთი,
მოელვარე ცის კიდურში გამიტაცებს ხოლმე წუთი.
მავიწყდება ამ დროს ღმერთი, წუთს ვუმონებ გულის ძგერას,
რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას.
წუთი მაძლევს აღმაფრენას, მაგრამ წუთი თუ გამწირავს, -
დამიმონებს, გულს გაგმირავს, ძირს ჩამითრევს და დამძირავს,
მიწიდანაც ტყვე-ყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენას
და მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას.
და როდესაც მე ბედს ველი გრიგალივით მოგუგუნეს, -
ლოდინშიაც წუთს მივყვები და მივყვები საუკუნეს
!





Posted by: patriciia 4 Apr 2008, 11:47
QUOTE
... ოჰ, რამდენია ქვეყანაზე ასეთი წამი და ვან დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე

სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი და ვან დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე,
ოჰ, რამდენია, რამდენია ასეთი რამე.....................................................................................................


აჰყვე კიბეებს, სადაც სფინქსი ქვებს ეფერება და შიშში გრძნობდე რომ ახლოა ბედნიერება














ეჰ, რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი...................
* * *
სად წავიდე ამგვარად აფორიაქებული,
მეგონა დამშვიდდებოდა წლებთან ერთად ეს გული

მაგრამ არა, შენს ლექსებს გავიგონებ თუ არა,
წამსვე ყურში ჩამესმის ვაგონების რა-რა-რა

ქუჩის ბოლოს ფანარი და თუჯის ქანდაკება,
მარტო, ნაბახუსევზე რითმის რითმზე აგება

სადაც უნდა წავიდე, უცხო ქვეყნად მარები,
შენი ლექსის გენიის თან დამყვება ქარები


love.gif

Posted by: რუსთაველი 4 Apr 2008, 19:29
* * *

თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.


Posted by: რუსთაველი 9 Apr 2008, 02:37
ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.


1915

Posted by: რუსთაველი 18 Apr 2008, 04:59
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი

ის იყო შვიდი წლის ბავშვი.
მაისი, მინდორი, ჩიტი,
სიმღერა ოქროსფერ ნავში,
ზეცათა ლაჟვარდი-ჩითი.
ო, შვიდი... ო, შვიდი წელი
ოქროსფერ, ოქროსფერ ნავით...
მოცარტი, შენიე, შელი -
მოზვავდნენ ახალი ზვავით.
გავიდა კვლავ წელი შვიდი,
იმ ნავებს თან გაჰყვა რული,
მშფოთვარედ გადიქცა მშვიდი,
გემების გამოჩნდა სული.
დაიმსხვრა გემების წყებაც,
ზღვა ქუხდა ბურუსში შავში.
ტალღებმა გააბეს ყეფა,
ტალღებმა წაიღეს ბავშვი.
ბრძოლისგან დაღლილი სახე
და ტყვია ჩამჯდარი თავში,
მე თვითონ დაჭრილი ვნახე,
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი.


1917

Posted by: რუსთაველი 18 Apr 2008, 05:03
გაზაფხულია

გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.
ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.
ამ მშვენიერ დღეს, ამ სისხამ დილას
ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.

კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს
სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს,
საკმარისია შეეხო ტოტებს,
და ნამი თავით კოჭამდე გივლის

შორით კი ხვამლი მოჩანს ცისფერი,
როსმე ის ჩემი იყო ზმანება.
გაივლის თვალწინ იგი სიზმარი.
და რაღაც მწარედ დამენანება.

ხე ფოთოლს ისხამს, ხე ფოთოლს ისხამს
ქალაქის ბაღის და სოფლის ზვარის.
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
მაცოცხლებელი ეცემა ცვარი!

Posted by: რუსთაველი 18 Apr 2008, 05:08
ერთხელ...

წვიმა და ქარი ერთხელ ღამით, შემოდგომისას
მძვინვარ ქარიშხლად გადაიქცა და იწყო ქროლა,
დაიგუგუნა შუაღამის შავმა გრიგალმა,
მიაწყდა ხეებს, ააკვნესა და აათრთოლა.
კარი, ფანჯრები, სარკეები მთლად აძაგძაგდნენ,
სანთელთა შუქმა ქარიშხალთან დაიწყო შებმა,
მიირხ-მოირხა მოელვარე დიდი კანდელი
და რეკვა იწყო მისმა მწვანე მინის მძივებმა.
მე ვკანკალებდი. უცნაურ ძალს ტყვედ ჰყავდა მაშინ
ქარის აკორდად გარდაქმნილი ჩემი არსება.
როგორ მწყუროდა ქარიშხალთან ერთად გაფრენა,
ბრძოლა, სიცოცხლე, სიყვარული, სიამე, შვება!

Posted by: რუსთაველი 23 Apr 2008, 11:49
***
ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,
ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას.

მე ვმღერი მაშინ და მთრთოლვარე ხმას
სევდით ვუერთებ ჩამქრალ გულის თქმას!

ჩემს გულში ვეძებ ვარსკვლავებს, მთვარეს,
მეგობრებს, სატრფოს ეშხით მღელვარეს;

არ ანათებენ ისინი ჩემს გულს,
არ-ღა მომფენენ შვებას, სიხარულს.

ბნელდება მთვარე, თრთის ვარსკვლავი ცის
და ძირს ეშვება ოცნება სივრცის...

Posted by: რუსთაველი 23 Apr 2008, 19:43
თასი

თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებ
ასსა და ათასს.
დაე, ესმოდეთ: ერთმანეთის
გატანა ვიცით.
შეხედეთ ამ თასს, მეგობრებო,
შეხედეთ ამ თასს,
იგი სავსეა არა ღვინით,
არამედ ფიცით.
ქართველის ფიცით, ვისიც ახლა
ისმენთ გულისთქმას,
მარად ერთგულის გრდემლის, კალმის,
ხმლისა და გუთნის,
მებრძოლის ფიცით, რომ არასდროს
არ ჩავაგებთ ხმალს -
მის დასაცავად, ვის სიცოცხლე
ჩვენი ეკუთვნის.
უსამშობლოოდ, დე, ის ღვინო
გადმექცეს შხამად
და სასიკვდილო გაზმორებად
მოედოს ძარღვებს,
როგორც ეკუთვნის, როგორც უნდა
განსაცდელ ჟამად,
ვინაც ფიცსა სტეხს, ვინაც ძმობის
სიმტკიცეს არღვევს.
სამშობლოს ჩვენსას ბევრი ომი
გადუტანია,
მრავალ ქარიშხალს გვიხატავდა
ცხოვრება ქართლის,
ის თავდადების და გმირობის
მატიანეა,
ეხმაურება იმ ხმალს ჩვენი
ხმალი სიმართლის.
თასს უკანასკნელს ვცლი, დავცალე,
გადავდივარ მას,
დაე, დაიმსხვრეს მტერი ჩვენი
მძლავრი სიმტკიცით!
ახსოვდეს ყველას, ვინც აიღებს
ამ მშობლიურ თასს,
რომ ის სავსეა არა ღვინით -
არამედ ფიცით.


1941

Posted by: რუსთაველი 23 Apr 2008, 19:49
თვალები
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.

Posted by: Al Fayed 25 Apr 2008, 01:33
დედაო ღვთისავ დედოფალო წმინდა მარიამ
როგორც მზის ნათელს მოკლებული სილაში ვარდი
ჩემი ცხოვრება მარტოობა და სიზმარია
ჩემთვის მკვდარია შორეული ცის სილაჟვარდე

smile.gif

Posted by: BoOoOo 25 Apr 2008, 01:44
QUOTE (რუსთაველი @ 18 Apr 2008, 04:59 )
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი


love.gif


ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ...
და ის, რომ ანათებ და რომ ვერვინ გხედავს,
გასაოცარია!...
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი.
ძლიერ საოცია....


: )

Posted by: რუსთაველი 25 Apr 2008, 01:54
***
ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.
მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.
ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.
შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!

Posted by: BoOoOo 25 Apr 2008, 02:14
უცნაური სასახლე

ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული

ყველაფერი სადაა,
მაგრამ მითხარ, სადაა
ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოდ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას

მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა,
ლაჟვარდები ათასმა.

ჩემი გულის შენობა,
ჩაკეტილი შენობა...
მომკლვს მე უშენობა

მიყვარს

Posted by: რუსთაველი 25 Apr 2008, 14:28
QUOTE
უცნაური სასახლე

მაგარია, მეც მიყვარს...

***
არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო,
არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე,
მიზეზის სხვისა და სხვისა გამო,
გთხოვ, არ იფიქრო მხოლოდ ღელვაზე...

არ დაგავიწყდეს პალმა, ლიანა,
გეტყვი, თუნდ გული ჩემი დამიწდეს,
არ დაგავიწყდეს ჩვენი ქვეყანა,
ყველაფერი რომ გადაგავიწყდეს.

Posted by: BoOoOo 25 Apr 2008, 18:07
"ისევ მაისის მათრობს თვალები,
ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით,
გაჩნდნენ ნათელი თებერვალები,
ახლა მცხოვრებნი მოგონებებით.
მათში აფეთქდა სიოს სისინი
და სამუდამოდ ატყდა იებად,
ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი
სიყვარულს, სითბოს და პატიებას."


love.gif

Posted by: რუსთაველი 26 Apr 2008, 00:52
***
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

Posted by: BoOoOo 26 Apr 2008, 01:00
user posted image

http://smiles.myweb.ge

Posted by: რუსთაველი 26 Apr 2008, 01:21
***
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

1915.

Posted by: Johnnie Walker 27 Apr 2008, 03:55
გალაკტიონზე ძველი თემა გამქრალია, მაგრამ აბსურდია, რომ გალაკტიონზე თემა ამ ფორუმში არ იყოს.

მე მოგიწოდებთ, უბრალოდ ნუ ვფოსტავთ ლექსებს და ნუ ვაუწყებთ სამყაროს, რომ გალაკტიონი დიდი პოეტია. ნუ გამოვიგონებთ ველოსიპედს. მე მოგიწოდებთ, დაურთოთ კომენტარები.

ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსი აი ეს არის...


შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში


ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს

გადირეკს ნოემბრის ბაღები.

მხურვალე ვნებები გამივლის,

სასახლის ჩაქრება ჭაღები.

დარჩება აუზთან სანდალი

და ძველი ფოთლები, ყვითელი...

რომანზე ისვენებს შანდალი,

რომანში - შეშლილი სკვითელი.

ვეწვევი განდეგილ მამათა

“უმანკო ჩასახვის” სავანეს:

იქ შავი თოვლივით დამათოვს

ჭვარტლი და ბურუსი თავანის.

სიმკაცრით შემხედავს საშვენი

თვალები შეკრული კამარის:

ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი

არ არის, არ არის, არ არის!

დაჰქრიან უდაბნოს ქარები,

მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!

სამრეკლოს ანგრევენ ზარები...

წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

გრიგალთა სადაურ შებერვას

მისდევენ ფოთლების შვავები...

თებერვალს უხმობენ, თებერვალს,

სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

და ვიცი ღელვათა საგანი,

როდესაც ღამეა უკუნი,

და ჩემი მდუმარე საკანი

და ცეცხლის მფარველი გუგუნი -

ერთგვარად მიიტანს ამ სახის

ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:

გაზელებს - მგოსანი სასახლის,

ხელთათმანს-სასახლის მდივანი.

ფენომენალურია.

"სუფთა პოეზიაა", როგორც მოცარტი წერდა "სუფთა" მუსიკას, ეგ არის... ამ დონის და ამგავრი პოეზია მე არ ვიცი, თუმცა პრინციპში პოეზია ვიცი wink.gif უფრო სწორად, ძალიან ბევრი კარგი პოეტი ვიცი.

ჰა? როგორ ათრთოლებს ჩვენში ისეთ რამეს, რაც ჩვენც კი ნაკლებად ვიცოდით, რომ ჩვენში არსებობდა? biggrin.gif

Posted by: მ7 27 Apr 2008, 11:07
გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია © ტერენტი გრანელი

Posted by: tatuli1989 27 Apr 2008, 11:11
აჭრელდა მთები როგორც ჟირაფი...
მოსაღამოვდა უკვე ბინდდება...
თითქმის დაიწყო წიფის გვირაბი...
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ...

Posted by: მ7 27 Apr 2008, 11:30
საყვარელი ლექსია "ლურჯა ცხენები" და "რომელი საათია"

ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

1915




რომელი საათია
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

1914






ასე ძალიან მიყვარს:

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

1917





თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!



ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.

1915



ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.









თუმცა ეხლა გადავხედე გალაკტიონის შემოქმედებას და რომელიც მომწონს ყველა ლექსი რომ ჩამოვწერო, მაშინ გალაკტიონის მთელი კრებული უნდა გადმოვაკოპირო....


Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 08:20
QUOTE
თუმცა ეხლა გადავხედე გალაკტიონის შემოქმედებას და რომელიც მომწონს ყველა ლექსი რომ ჩამოვწერო, მაშინ გალაკტიონის მთელი კრებული უნდა გადმოვაკოპირო....

+1
ბვერია უსაყვარლესი ლექსი.. გენიაა გალაკტიონი..

გეტერა
ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს,
ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა,
თავდავიწყების სავსე მორევში
დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა.

ტკბილ ნეტარების მდუმარებაში
აჰა, სიმღერის გაისმის ქარი,
ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა,
ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი.

ველური ცეკვა, თასთა წკრიალი,
მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე,
მელოდიური, გაძაფული ხმა
და სინანულის ჰანგი მგზნებარე.

ყველა ამ ხმებში დაგუბებულა,
შეერთებულა და ადის ცამდე
ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად
და დაშვებული სინანულამდე.

გაშუაღამდა. თასები ღვინით
დაიცალა და ისევ ივსება,
მოწყენილია რაღაც გეტერა,
სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება.

საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე,
მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება.
ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟი
აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება.

და განთიადის თეთრი ღრუბელი
აცურდა ისე, ვით იალქანი,
და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში
გაშიშვლებული გეტერას ტანი.

უეცრად ვიღაც სტუმართაგანმა
ფანჯარას ფარდა გადააცალა
და განთიადის ელვარე სხივი
მსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა.

გააცხოველა და გაანათა
გაშიშვლებული გეტერას ტანი,
გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი,
არ ზის არც ერთი სტუმართაგანი.

მათ წინ გეტერა იდგა, რომ სული
სხეულისათვის მიეცა გრძნობით,
მწუხარე - თავის უმიზნო ბედით,
ამაყი - თავის მიმზიდველობით.

ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს
ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი,
მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო
გაშიშვლებული გეტერას ტანი.

იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო,
თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი,
როცა იქავე მდგომმა მხატვარმა
ურცხვ ქალს შესძახა: “ქსანტე, შეჩერდი!

ქსანტე, მაგგვარად განაბე სული,
ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები,
გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს,
საუკუნეთა წაგიღებს ფრთები.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები,
იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები!”

სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა
გადაურია, დასწნა, დაგრიხა,
და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად
გადააქცია უბრალო თიხა,

და აფროდიტას სახედ ტაძარში
დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი,
და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ
გაშიშვლებული გეტერას ტანი.

გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები,
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს.
არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ,
არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს,

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,
წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა
თუ სათაყვანო გეტერას ტანი?

Posted by: მამაო ენუქი 28 Apr 2008, 08:32
ბო*ზე რომაა ის ლექსი დაწერეთ ვინმემ, ძალიან მიყვარს biggrin.gif

Posted by: reality 28 Apr 2008, 14:20
QUOTE
გალაკტიონზე ძველი თემა გამქრალია

ვა... თუ არ ვცდები ამ დღეებში მოვკარი თვალი


QUOTE
მე მოგიწოდებთ, უბრალოდ ნუ ვფოსტავთ ლექსებს და ნუ ვაუწყებთ სამყაროს, რომ გალაკტიონი დიდი პოეტია. ნუ გამოვიგონებთ ველოსიპედს. მე მოგიწოდებთ, დაურთოთ კომენტარები

yes.gif

QUOTE
ბო*ზე  რომაა ის ლექსი დაწერეთ ვინმემ, ძალიან მიყვარს

ამას გულისხმობ?biggrin.gif

გეტერა
გალაკტიონ ტაბიძე
ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს,

ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა,

თავდავიწყების სავსე მორევში

დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა.

ტკბილ ნეტარების მდუმარებაში

აჰა, სიმღერის გაისმის ქარი,

ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა,

ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი.

ველური ცეკვა, თასთა წკრიალი,

მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე,

მელოდიური, გაძაფული ხმა

და სინანულის ჰანგი მგზნებარე.

ყველა ამ ხმებში დაგუბებულა,

შეერთებულა და ადის ცამდე

ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად

და დაშვებული სინანულამდე.

გაშუაღამდა. თასები ღვინით

დაიცალა და ისევ ივსება,

მოწყენილია რაღაც გეტერა,

სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება.

საცაა ხომლი ჩაჰქრება ცაზე,

მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება.

ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟი

აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება.

და განთიადის თეთრი ღრუბელი

აცურდა ისე, ვით იალქანი,

და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში

გაშიშვლებული გეტერას ტანი.

უეცრად ვიღაც სტუმართაგანმა

ფანჯარას ფარდა გადააცალა

და განთიადის ელვარე სხივი

მსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა.

გააცხოველა და გაანათა

გაშიშვლებული გეტერას ტანი,

გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი,

არ ზის არც ერთი სტუმართაგანი.

მათ წინ გეტერა იდგა, რომ სული

სხეულისათვის მიეცა გრძნობით,

მწუხარე - თავის უმიზნო ბედით,

ამაყი - თავის მიმზიდველობით.

ოქროსფერ თმებით შემობურულ შუბლს

ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი,

მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო

გაშიშვლებული გეტერას ტანი.

იმგვარად თეთრი, ვით მარმარილო,

თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი,

როცა იქავე მდგომმა მხატვარმა

ურცხვ ქალს შესძახა: “ქსანტე, შეჩერდი!

ქსანტე, მაგგვარად განაბე სული,

ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები,

გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს,

საუკუნეთა წაგიღებს ფრთები.

ქარიშხლიანი შენი წარსული

აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები,

იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა

სხეულით ქვეყნად აღარ იქნები!”

სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა

გადაურია, დასწნა, დაგრიხა,

და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად

გადააქცია უბრალო თიხა,

და აფროდიტას სახედ ტაძარში

დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი,

და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ

გაშიშვლებული გეტერას ტანი.

გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები,

ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს.

არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ,

არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს,

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში

ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,

წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა

თუ სათაყვანო გეტერას ტანი?

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 17:31
Johnnie Walker
QUOTE
გალაკტიონზე ძველი თემა გამქრალია


არ არის გამქრალი smile.gif


reality
ერთი პოსტით ზევით რომ ცაგეკითხა, ან თVალი გადაგევლო ნახავდი რომ გეტერა დაცერილი იყო უკვე smile.gif

-

ამ ბნელი ღამით
ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში.
ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის.

ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში.
სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის.

ამ ბნელი ღამით სადღაც ისმის ხმა დაირისა.
თვალი მევსება ცრემლების ნამით.

უკვე ცისკარმა შორი მთები დააირისა...
ის კი... კვლავ კვნესის ამ ბნელი ღამით.

Posted by: reality 28 Apr 2008, 18:34
QUOTE
reality
ერთი პოსტით ზევით რომ ცაგეკითხა, ან თVალი გადაგევლო ნახავდი რომ გეტერა დაცერილი იყო უკვე

უი პარდონ
აბა მამაო ენუქის რომელი ლექსი უნდა ვერ გავიგე
თუ იმანაც ვერ შეამჩნია შენი პოსტი?



იმედია შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი არაა ჯერ დაპოსტილი biggrin.gif

ლეგენდა


თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
-როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?!

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი!
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებეს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც!

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი
კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს
ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულით მედროშე
უთუოდ მგოსნად და უთუოდ
საქართველოში!


...იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა
წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა
გალაკტიონი.

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 18:55
reality
QUOTE
უი პარდონ

არაუშავს smile.gif


QUOTE
აბა მამაო ენუქის რომელი ლექსი უნდა ვერ გავიგე

მაგას ვერც მე მივხვდი, დაგვიკონკრეტებს ალბათ.. biggrin.gif
-

***
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

მურმან ლებანიძე

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 20:35
***
არის მკითხველი
მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ
გადამკითხველი...
ის ფურცლავს, ნიშნავს,
ადარებს, ჩიჩქნის,
მაგრამ ვინაა
აქ გამკითხველი?

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 20:39
***
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...

1956

Posted by: რუსთაველი 28 Apr 2008, 20:48
***
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.

Posted by: რუსთაველი 29 Apr 2008, 18:59
***
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.
და ბრინჯაო - ბავშვის ტანი -
მზეზე ბრწყინავს.

მებადური მოსდევს ბადეს,
ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშვში ბადებს
თევზთ ფართხალი.

გაქანება და დაცემა
ისმის მისი,
ისმის მისი აღტაცება
და კისკისი.

ნაპირებზე თეთრი ნავი,
ხედავს კარვებს,
როგორ არხევს წყალს ნიავი,
გულს იქარვებს.

იღრუბლება ეფირები
ნისლით მთებზე.
“მგონი, ავდარს ეპირება!” -
სწუხს მეთევზე.

ქლიავისფრად შლილნი ფრთანი
ჰგვანან მინას;
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.

Posted by: რუსთაველი 30 Apr 2008, 08:01
არა აქვთ ზღვა
და არის ქვეყნები სხვა,
რომელთაც არა აქვთ ზღვა,
ანუ არც მდინარე.

აქ კი ცად ასულა ფრთა,
უშორეს ტალღების მთა
თეთრი და მყინვარე.

ზღვა ჩვენი მრისხანე ომს
შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,
არსმენილ განგაშით.

გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -
შეაწყდა გრიგალი მეხს
გემების კანკალში.

ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს
კრეისერს, წყალქვეშა ნავს,
მოქნეულ დაშნითა.

დალეწა ნაღმები მტრის,
და მაშინ დამშვიდდა ის...
ო, როგორ დამშვიდდა!

იგრძნობ ზღვად გასულთა ხმას,
სად იალქანი დგას
ალპიურ კარავის.

რას იტყვი? რა უნდა თქვა?
ვისა აქვს ჩვენსავით ზღვა?
არავის, არავის!

1947

Posted by: რუსთაველი 2 May 2008, 03:26
***
ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,
ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას.

მე ვმღერი მაშინ და მთრთოლვარე ხმას
სევდით ვუერთებ ჩამქრალ გულის თქმას!

ჩემს გულში ვეძებ ვარსკვლავებს, მთვარეს,
მეგობრებს, სატრფოს ეშხით მღელვარეს;

არ ანათებენ ისინი ჩემს გულს,
არ-ღა მომფენენ შვებას, სიხარულს.

ბნელდება მთვარე, თრთის ვარსკვლავი ცის
და ძირს ეშვება ოცნება სივრცის...


Posted by: რუსთაველი 2 May 2008, 03:31
***
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო
დღეთა სინაზეს ედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი,
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!

Posted by: Kobalty 2 May 2008, 04:45
ავად ვიყავი წუხელ ვკვდებოდი...
ალბათ მიხსენებს ახლა ზოზია..
გალაკტიონში არის დემონი...
და ჩემში უფრო ანგელოზია!!!

Posted by: რუსთაველი 2 May 2008, 07:42
***
ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან,
მგოსანს რომ მხდიდა შენს რაინდად და გმირთა გმირად,
-რჩება ძალაში. ჩემში ისევ ალაპარაკდა
და ის სიმართლე კვლავ მამაღლებს არაგვის პირად.
მადლობა მცხეთას არაგვისთვის, დიდი მადლობა!
ხელშეკრულება ძალაშია კვლავ იმნაირად,
უჭკნობი სიყრმის და უჭკნობი სიახლის გრძნობა
აყვავილებულ გზებით მიდის არაგვის პირად.
მხრებს აიწევენ კვლავ არაგვის მთის მწვერვალები.
აქ ცხრაას რვაში ფარულ კრებებს ვიწვევდით ხშირად,
როგორ ბრწყინავდნენ ის ცოცხალი, დიდი თვალები,
თავისუფლებას რომ ეძებდნენ არაგვის პირად.
სემინარია მაშინდელი რას არა ბედავს!
შესდგება იგი, ღრმა ფიქრებში შესული მწირად,
უცებ ერკვევა... გაოცებით მიმოიხედავს,
ის მთლად ფიქრია და სიცოცხლე არაგვის პირად.
ვესაუბრები ახლაც არაგვს, როგორც თავის თავს,
ხმა მედგარი აქვს და ნათელი, ქცეული წკირად,
იმ ხმათაგანი, არვის წინ რომ ქედს არა ხრიან,
უფრო ნათელი ხდება ის ხმა არაგვის პირად...

Posted by: OTO_777 2 May 2008, 17:45
piol
QUOTE
მაშ ასეამ ფალიშია გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერები, ბიოგრაფიული ფიმლმი გალაკტიონზე, ასევე მისი სურათები და ხელნაწერები.

http://files.ge/file/50197/GALAKTIONI-rar.html

ისიამოვნეთ

შეგიძლია თავიდან ატვირთო?
წაშლილია. sad.gif

Posted by: arboeli 2 May 2008, 17:48
გალაქტიონ ტაბიძე კი არ ცერდა ფილოსოფიას მღეროდა თავისი სიტყვებით

Posted by: OTO_777 2 May 2008, 18:39
კიდევ რა მაინტერესებს:
თავის ძმა აბესალომ(a.k.a პროკლე) ტაბიძეს თუ აქვს რამე წიგნი გამოშვებული? smile.gif

ხო და კიდევ.სად შეიძლება ვიყიდო ეს წიგნები? user.gif

ვახტანგ ჯავახაძის "უცნობი - აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა”
ზაზა შათირიშვილის "გალაკტიონის რიტორიკა და პოეტიკა"
ჩხენკელის "მშვენიერი მძლევარი"

* * *
მაგარი საიტი ვიპოვე. yes.gif

http://www.galaktion-tabidze.narod.ru/

Posted by: რუსთაველი 3 May 2008, 02:25
QUOTE
მაგარი საიტი ვიპოვე


ნახატები მომეცონა, აქამდე არ მქონდა ნანახი..

მართლაც საინტერესოა, კარგია smile.gif

user posted imageOTO_777



Posted by: რუსთაველი 3 May 2008, 02:28
***
ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის,
შრიალი - აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.

ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი - რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს.

Posted by: enagrdzeli 3 May 2008, 03:39
გორა-გორა.


გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი:
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.
ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,
ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
არა! ეს გზა არის ფიქრის,
ყველგან რომ ეხეტება.
ნანგრევს იქით, კოშკებს იქით,
სიზმარიც კი მკრთალია.
ეს შრომაა ლალის ჭიქით...
რა დროს ფეოდალია!
შრომით მოველ, შრომით წავალ,
მხოლოდ შრომა ამიერ,
იყოს მრავალ, უფრო მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერ!.

Posted by: OTO_777 4 May 2008, 20:29
წიწამურში რომ მოკლეს ილია

წიწამურში რომ მოკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,
ძველი სიმღერა და იდილია.
ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.
მოჰქონდათ წინათ პასტორალები,
ბაღთა მნათობით გადამთოვრება,
როგორ ოხრავენ მათზე ქალები,
რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.
დრო იყო: ომით აუსახველი.
დღეებს იმედი ესაკიდება.
რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,
რა დიდი იყო მათი დიდება,
დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი,
ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ
ახალი წვიმა, ქარი, “დალანდი”
და მთელი ხანა წიგნის: “Crain aux fleurs”.

რუსთაველი
Crain aux fleurs- ეს რას ნიშნავს?

Posted by: enagrdzeli 5 May 2008, 01:08
წამყე ბეთანიისაკენ!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
წამყე ბეთანიისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 09:13
***
ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,
შენი ღიმილის შუქია გამათბობელი მარადის:
ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი,
დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.
და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარად ჟამს ვიბედნიერო,
იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.
და რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალთ უეცრად მოეჩვენების,
მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების.

Posted by: sharlota 5 May 2008, 13:15
გალაქტიონი გენიოსი იყო!- მართალია მე ახალი არაფერი მითქვამს, მაგრამ ნამდვილად იყო...მისი ლექსები ნამდვილი შედევრებია ...

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 18:55
***
შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის,
როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე,
ახლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის,
მზე აღარ არის და არ არის არარაიმე.

ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი,
წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები.
ახლა შენა გსურს არაფერი, ო, არაფერი,
მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები.

არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს,
არც სიყვარული, არც ღიმილი, არც სიტკბოება.
შენ ვერაფერი დაგავიწყებს შხამიან წარსულს,
შენთვის მკურნალი იმედები არ იპოვება.

უმიზეზოდ ცივს, უმიზეზოდ შეურაცხყოფილს,
შენ არ გსურს ვინმეს გააგონო, ჩემო ციერო.
მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს:
ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო.

Posted by: რუსთაველი 5 May 2008, 18:59
***
ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს,
ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს, -
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შეიძლება, როს დაბნელდეს არე,
ხევებს იქით გადაქანდეს მთვარე,
შეიცვალოს ვარსკვლავების არე, -
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შეიძლება, შხამით სავსე სასმისს
გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის,
თან საშინელს გიმზადებდეს რასმეს, -
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სამშობლოს წინ ყოველ ვალთა მოხდის,
მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის,
მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს,
არა, ეს არ შეიძლება მოხდეს

Posted by: sharlota 6 May 2008, 14:29
(აფხაზეთის წვიმა მიყვარს...)


აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,



Posted by: Miss_Witch 6 May 2008, 14:36
ვგიჟდები გალაკტიონზე!
განსაკუთრებით მიყვარს მესაფლავე და მთაწმინდის მთვარე! love.gif

Posted by: რუსთაველი 6 May 2008, 15:23
...
ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული...

ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთა მფრქვეველი,
და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული...

ფეხთ ქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,
მაგრამ ოცნება მაინც სცოცხლობს კვლავ, მომხიბლავი,

კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,
იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.

Posted by: enagrdzeli 6 May 2008, 21:55
უძილო ღამეები

ღამეებს ვათევ კვლავ სიხარულით,
ჩემსკენ ოცნება მოჰქრის მხარულით,
ბედნიერება მარტოობაა, -
რა ვპოვე ბრბოში მე სიხარული?

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე,
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყე.

კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი დგას სახლში, -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ „ლალე“.

„მაღლა გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!“

Posted by: Demetrius 7 May 2008, 00:01
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო

შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

Posted by: enagrdzeli 7 May 2008, 02:05
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

Posted by: რუსთაველი 7 May 2008, 21:37
...
ფერი მზესა და ქარს მოჰყავს
გაზაფხულის სადარი,
შენ კი ლოყას
გადაგკროდა ზამთარი.

მიდიოდი, როგორც მკვდარი,
როგორც მკვდარი სანანი,
ჰქროდა ქარი,
თრთოდა იასამანი.

ხალხის ზვავთა და გლეტჩერთა
გარს ბრუნავდა მდინარე;
არ შეჩერდა,
არ იკითხა: ვინ არი?

ახლა სხვაა. კაცის თვალი
ქალს სიხარულს ადარებს,
სადაც ქალი
ქალის სახეს ატარებს.

სალამი ამ მწიფობისთვეს!
მზე რომ სჯერა მცინარი,
ყველა გისმენს...
და კითხულობს: ვინ არი?

ფერით მზესა და ქარს მოჰყავს
სიხარულის შევსება
და შენს ლოყას
გზნება ეალერსება

Posted by: enagrdzeli 8 May 2008, 04:38
დგება თეთრი დღეები...

დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.



Posted by: რუსთაველი 9 May 2008, 03:38
...
სულო უმზეო, მაგრამ მზიანო,
ყოველთვის, როცა ჰბერავდა ქარი,
მესმოდა ნისლის ფორტეპიანო,
ზარი, გუგუნი და ისევ ზარი.
ვერ ივიწყებდა მაშინ ვერც ერთი,
საქართველოში ჰანგთა ხანდაზმას,
და თვითეული მისი კონცერტი
ეფემერისას ჰგავდა ფანტაზმას.
სადღაც ქვითინი იყო ქალური .
და სონატების ნაზი ფერები,
სტიროდა მისი მუსიკალური
და გადარევის ეფემერები.

Posted by: მ7 9 May 2008, 11:23
გალაკტიონში არის დემონი - ტერენტი გრანელი

Posted by: რუსთაველი 9 May 2008, 19:22
...
სიცოცხლის აჩრდილს
სული არ ერთვის,
სხვა გამოძახილს
ვისმენ ყოველთვის.
მხიბლავს ეთერი
და ვმღერი... ვმღერი...
სხვა ყველაფერი
ერთია ჩემთვის.

სასიყვარულოდ
გული აღარ თრთის,
აღარ მიწოდებს
ნეტარება მთის.
შავ დემონს მივე
ფრთა მოტივტივე
და ყოველივე
ერთია ჩემთვის.

ადრე წამერთვა
ალერსი ღმერთის.
სხვა ღმერთს არც ვეძებ,
არც სული ელტვის...
დღეს კი ვის ველი?
დღეა ნათელი
თუ ღამე ბნელი -
ერთია ჩემთვის!

Posted by: enagrdzeli 10 May 2008, 01:48
ქარით დატირებული

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

Posted by: რუსთაველი 10 May 2008, 09:05
...
საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს,
მოაწყდა სიუხვე ბანანის, ატამის.
რატომღაც იგონებ სხვა მრავალჟამიერს -
მეოთხე, მეხუთე მუხლამდე ატანილს.
ბევრგვარი უნახავს მგზავრ პოეტს მწვანილი,
ამჟამად მას მხოლოდ ერთი რამ აოცებს, -
რაგვარად მიაგავს ქართველს ესპანელი -
არც ბორდო ათრობს და არც ცეკვა აოსებს.
სწორი ხარ, სწორი ხარ! ნეტავი მსგავსება
იყოს და კიდევაც სჯობნიდნენ ერთმანეთს.
იმგვარის დროშებით და შრომით ავსება,
როგორიც ჩვენშია, ვუსურვოთ ესპანეთს.
წეღან კი ამ კაფეს ზმანებას ვადრიდი.
ესმით კი? ესმით კი, როდესაც ჯაზია,
რა ალში ეხვევა ლამაზი მადრიდი,
ის კატალონია და ანდალუზია...

Posted by: enagrdzeli 10 May 2008, 16:55
ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ
და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი,
არ ვიცი, რა ხარ, არ ვიცი, ვინ ხარ,
რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი.
იცოდე, ერთი აუცდენელი
ბედი თავისით კარს მოგადგება
და წამთა თვისთა არგამცდენელი
ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.

Posted by: რუსთაველი 10 May 2008, 20:05
...
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო,
აქ ზვირთი ზღვისა ჟღერს უბოლოო,
აქ სიმშვიდეში ვხედავ აღგზნებულს
სანაპიროებს გაჩირაღდნებულს.
აქ გემებია და ზღვის ქედები,
იქ, შორს, ძლიერ შორს როს იხედები,
სჩანან უსაზღვრო სივრცედ ნადები
სასაფლაოთა მირიადები.
კანკალებს გემთა შემკრთალი ალი,
შენსკენ მხარულით მისცურავს ქალი,
გრიგალი სწეწავს მის თმათა გიშერს,
იგი გეძახის, იგი ხელს გიშვერს;
გამწარებული და უსასოო,
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!

Posted by: enagrdzeli 10 May 2008, 23:01
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

Posted by: რუსთაველი 11 May 2008, 02:56
...
როგორც მრავალი ვარდების მფენი,
მას სული ჰქონდა უხვად ციური,
მასში მრავალი იყო შოპენი
და პაგანინი ფანტასტიური.

მას საქართველომ გადაუზნიქა
ვერხვები შორი ალაზანისა
და აი, ახლა მისი მუსიკა
ჩვენი ისლების რხევამ დანისლა.

მშვენიერია ეფექტი მისი
იქ, სადაც სიტყვა თავდება ძველი,
ოდეს თავისი და არა სხვისი
ცრემლებით თვალი უბრწყინავს სველი.

Posted by: enagrdzeli 11 May 2008, 15:12
შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა.
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი...
ეხლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული
ბინა-მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.

Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 05:51
...

რისთვის მაგონებ, ვაზზე
მიმობნეულო ნამო,
ცრემლებს, დადენილს მძაფრი
ახალგაზრდობის გამო?

მზემ ამოაშრო ნამი
და შლის საღამო ამო
ცთომებს, ჩადენილთ როსმე
ახალგაზრდობის გამო!

მეტყვით: ეს იყო სრული
და მშვენიერი რამო,
რაც თავს გადაგვხდა მხოლოდ
ახალგაზრდობის გამო.

ის გაზაფხული გაქრა,
მეგი, იარე, წამო!
აქ ხმაურობდა ტალღა
ახალგაზრდობის გამო...


Posted by: enagrdzeli 12 May 2008, 20:50
ბავშვობის დღეები

გაფრინდა ბავშვობი დღეები,
მინდვრები, ჭალები, ტყეები.
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა.
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები.ბავშვობის დღეები


Posted by: რუსთაველი 12 May 2008, 21:45
ჰიმნი ქართულ ანბანს

შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ
გაჩნდი თვალის ჩინად,
არამედ მზით
ამოენთე ბრწყინვად -
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

იმდროიდან
დაწყებული დღემდე -
როს გათენდა,
მზით ანთებულ ზემდეგ,
სერზე აველ,
მთაწმინდაზე შევდეგ
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

შენ სიძველის
გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი
ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით
ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი
საუკუნის წინად...

ცხრაასხუთი.
ოქტომბერი. ომი.
ჩემს ახლოს დგას
კაცთ ახალი ტომი.
ხელთ უპყრია
ლექსთა ჩვენთა ტომი -
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

მარადისი
სიახლე გაქვს ორბის,
ხვეულები
გრეხილების ორფის,
გაშვენებდა
ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

სევდიანის
და როდესმე ობლის
გულმხურვალე,
როგორც ზრუნვა მშობლის.
ხარ აღმდგენი
ქალაქის თუ სოფლის
ოცდაექვსი
საუკუნის
შემდეგ.

შენით მღერდა
მომღერალი ვეფხვის,
უდარებლად
მცოდნე ლექსის ხერხის.
ეს შრიალი
იყო მრავალ ვერხვის
ოცდაექვსი
საუკუნის წინად...

შენ სიმები
მოგაქვს ჩემი ქნარის,
შენ შეჰხარი
თავისუფალ მხარეს,
შრომას ერთგულს,
თავდადებულს, ცხარეს,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.

ქალიშვილი
შენით მღერდა ჩონგურს,
შენ ჯერ უშლელს
მაშინ ჰგავდი კოკორს.
აწ სულ სხვა ხარ,
არ იმგვარი, როგორც
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

კვლავ გვინათე,
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად -
ოცდაექვსი
საუკუნის წინად,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.


1947 წ.

Posted by: enagrdzeli 12 May 2008, 22:04
ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.

Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 00:31
...
რაც ეს გაჩნდა - ხეივანი
ტყის - წერწეტა, ნაზი, ნელი,
არამცირე გადის ხანი -
თითქმის მთელი ასი წელი.

ათასი წლის ხანით დღემდე
ტყის შრიალებს ბაირაღი,
დარგეს იფნი და მას შემდეგ
ეწოდება იფნის ბაღი.

და ნიშიდან უძოს მთების
მწვერვალებზე ვისმენ შრიალს,
დღემდის სახე თამარ მეფის
შერჩენია ბეთანიას.

ქვევით ხევი მოჩხრიალებს,
ზევიდან კი ლაღზე ლაღი
არწივების დასტრიალებს
ფრთაგაშლილი იალაღი.

ჩანს მყინვარი, სწორედ მისი
დღეგრძელობის არის მთქმელი
ეს სამადლო, ეს კუმისი
და მარაბდა ძველისძველი.

და მიღელავს უდიადეს
წამებად და მცინარებად
სულ რაღაცა ორი ათას
წლის ცისფერი მდინარება.



Posted by: რუსთაველი 15 May 2008, 00:38
...

ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,
რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების სევდიან გზაზე
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს
ვატარებ, სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკის
ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,
სადაც არ არის სული მწუხარე.

წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო...
ის წარსულია განუკურნელი...
ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი.

Posted by: enagrdzeli 15 May 2008, 13:35
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 02:40
ორი ზარი

ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...

მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;

რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...

და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი,
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩა, -
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.

კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...

და შუაში კი სიცარიელედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი...

და ორი ზარის საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანსა და ეს სოფელი...

და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...


1914

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 02:48
აი, ფანჯარა იმი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 03:18
...

რაც გადმოირღვა ზვირთები ვრცელი,
რაც შემდეგ ღელვა და გუგუნია,
იფიქრებ: ასი საუკუნეა
და არა რაღაც ორმოცი წელი!

ჩემთვის ის წლები ჩანგის გულია,-
შენი დიადი ხსენება, ლენინ!
და მძლეველ დროშად აღმართულია
ეპოქის სახე ფუძემდებელი.


Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 03:24


არსებობის გული

იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 03:31
სისხლი

საშინელია - იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ -
მხეცი! - არც მეტი და არც ნაკლები.

რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გსვრის და მშობლიურ ცხედრებს ეხები,
კმაყოფილი ხარ მათი მორევით,
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.

შენ გახარებს, რომ სისხლის მიზეზი
ხარ და თანა გდევს ხალხის გოდება,
შენ ბოროტება ხარ უმტკიცესი,
მკვლელი! - ეს არის შენი წოდება.

ო, ყველამ იგრძნო, რომ მოკვდა ყველა,
და ყველა გიცქერს მუნჯი ყვედრებით,
შენგნით არავის არ უნდა შველა,
შენ სამარემდე მიხვალ ცხედრებით.

ო, რა თქმა უნდა, ცხედრები მუდამ
სდუმანო, მაგრამ სისხლი მწარდება,
სისხლი იძახის: მკვლელი, იუდა!
სისხლი არასდროს არ დაწყნარდება!

იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
მოულოდნელმა ქარმა ახვეტა,
მოღუშულია შენი საკანი,
ხვალ უსათუოდ გელის დახვრეტა.


Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 03:34
ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ
და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი,
არ ვიცი, რა ხარ, არ ვიცი, ვინ ხარ,
რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი.
იცოდე, ერთი აუცდენელი
ბედი თავისით კარს მოგადგება
და წამთა თვისთა არგამცდენელი
ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.

Posted by: Fitzcarraldo 16 May 2008, 03:38
გალას მიერ მოსკოვში წაკითხული "დროშები მაღლა"

http://www.link.ge/file/40311/gala-droshebi.wav.html

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 03:42
ბაღთან ძეგლია

ბაღთან ძეგლია, ცათამდე ადის,
ხელში უჭირავს რა თავის ქალა,
განთიადიდან განთიადამდის
დგას – გარინდება მან დაივალა.
მას გაზაფხული ვარდის ღილებით
რთავს, მოწიწება არ აქვს მონური,
მისთვის ერთია – ეს ყვავილები
ნამდვილი არის თუ ხელოვნური.
ის ლაპარაკობს დროთ საზღვარს იქით
დენონიური, სასტიკი, ხმელი,
და სივრცეებში თანაბრად იგი
შეშლილია და წინასწარმთქმელი.
მაგრამ როს ნისლი გაიფანტება
და ჟამი მოვა ალთა დანთების,
მის წინ ქუჩაზე გაილანდება
მთელი მდინარე დემონსტრანტების.
მასში მიმავალთ ის ხელებს უწვდის,
იგი აქ არის ამ გამთენიას,
ის ეხლავ ხედავს და აღარ უცდის
თავისუფლების მებრძოლ გენიას.

Posted by: რუსთაველი 16 May 2008, 07:40
...

ორთქლმავალი სტვენს. შენ კითხულობ ტვენს.
გადააგდე ის, გაიხედე წინ...
ბუჩქს შარფივით ბოლს ორთქლმავალი ჰფენს
და გაისმის თან: რა-რა-რა-რა, ძინ!

ასწლოვანი ხე გაუპია მეხს,
ქორი მიაქვს ქარს, რაღაც მიაქვს ქორს.
შეგვიძლია ჩვენ, გზაზე გავყვეთ გლეხს,
მის ზრუნვას და ფიქრს უბოლოოდ შორს



Fitzcarraldo
QUOTE
გალას მიერ მოსკოვში წაკითხული "დროშები მაღლა"

აუ ვერ ვიწერsad.gif

Posted by: enagrdzeli 16 May 2008, 12:54
გაოცდა უფრო

გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია,
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა – რანაირია.

მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფერებოდი სავარძელს სახით.
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.

მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი

Posted by: რუსთაველი 17 May 2008, 08:04
...

არათუ წლები გადეშვა ტყდომად,
წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...
ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!
ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,
ბევრის ნაბიჯი არის ტაატი...
დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს -
ეს წელიწადი, დღე და საათი.
არათუ წლები გადიქცა ტყდომად,
ყოველი ლექსის ყოველი პწკარი
არის გაჭრილი კლასობრივ ომად,
არის ეპოქის დროშის ქვეშ მდგარი.
ეპოქა არის ნამგლის, ქურების,
ეპოქა, რამაც ძველი შეთოკა,
ეპოქა ძველის განადგურების,
ინდუსტრიული დროის ეპოქა.
არათუ წლები გადეშვა ტყდომად,
წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...
ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -
დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!



Posted by: enagrdzeli 17 May 2008, 13:17
ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

Posted by: jin-jer 23 May 2008, 13:27
ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 13:35
შენ აღტაცებით ისევ ენთები

შენ აღტაცებით ისევ ენთები,
ძველი ტაძრები ისევ შენდება,
ეფემერიდებს გამოენთები
და მაინც სადმე გაგითენდება.
მთები დგას, როგორც გიგანტი გრდემლი,
ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები,
მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები.



Posted by: jin-jer 23 May 2008, 14:00
ატმის რტოო, დაღალულო რტოო

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...



Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 14:01
გაოცდა უფრო

გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია,
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა – რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფერებოდი სავარძელს სახით.
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი.

Posted by: jin-jer 23 May 2008, 14:29
გახოვს?

გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში,
ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი,
გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს
და გამჭირვალე იყო ეთერი?
რიონის ზვირთი როგორ არხევდა
ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს,
როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
წარსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს?

მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში,
მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას
შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...
წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი...
ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს,
არ გთხოვს არაფერს, ოღონდ მითხარი,
ეს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?

სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო
რიონის პირას ვდგავარ მოკლული.
იგივ ღამეა, იგივ ნათელი,
და მეკუმშება ტანჯვებით გული.
მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით
ვუახლოვდები, მაგრამ მშორდება
დრო – რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ,
დრო – რომელიც არ განმეორდება!

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 16:24
გარეთ წვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
გარეთ თოვს და წვიმს,
დავიწყებულ სიმს
გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი.
ვიგონებ ჟამს, როს
სიყმაწვილის დროს
ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი...
გარეთ წვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.



Posted by: jin-jer 23 May 2008, 16:38
ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.


Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 16:46
გულო, რა გემართება

შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?

1927

Posted by: jin-jer 23 May 2008, 16:58
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 17:27
დროა

ღვინის გადაჰკარ თასი,
ასი, ათასი, ასწი!
ეს ადვილია, ვინემ
შველად მოვიდეს ვინმე.
ეს ადვილია უფრო,
ვინემ ღამე კუპრი.
დროთა სიკვდილი როა,
ასწი, გადაჰკარ, დროა.

Posted by: jin-jer 23 May 2008, 17:35
გურიის მთები
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

Posted by: enagrdzeli 23 May 2008, 20:26
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს, -
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.
მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გრდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
მიდიხარ... აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.



Posted by: jin-jer 23 May 2008, 23:26
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

Posted by: რუსთაველი 24 May 2008, 01:55
ლეგენდა



თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ -
საქართვალოში...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.

Posted by: რუსთაველი 24 May 2008, 01:59
user posted image

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 02:59
ეს რა ნიაღვრებს ვეზუვუ ისვრის?

- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის.
რა სიბნელეში დგას ცეცხლის სვეტი? -
- ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.
- ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?
- ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.
- ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
- ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს...
-ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?
- ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!


Posted by: jin-jer 24 May 2008, 03:30
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 03:37
ეხლა ის დრო არი,
როცა მედგარ მხატვრებს
კვლავ უღვიძებს ქნარი
გულში ჩაკლულ ნატვრებს
ეხლა ის დრო არი,
როცა, თუმცა ძლივას,
ბურუსში და ქარში
ვხედავ პერსპექტივას.



Posted by: jin-jer 24 May 2008, 03:46
ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!


Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 04:15
თვალს ნაზი და მთვარეული

თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებდნენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული –
ღვინით თვალანანთები.
უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკი გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი...
მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, -
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები.
და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.




Posted by: jin-jer 24 May 2008, 05:18
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.


Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 05:22
თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.



Posted by: რუსთაველი 24 May 2008, 07:35
user posted image

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 12:18
იბრძოდნენ შურნი
ნელი, მონიო.
ძველი ნოქტურნი
გამიგონია.
მწვავდნენ ქალები,
მწამლავდნენ თვენი,
მდევდნენ თვალები,
თვალები თქვენი.
კარგი რომანი,
ლაჟვარდი, ევა,
ეროტომანი,
ღამეთა თევა.
თვითეულ ხმაში
თქვენი თვალები,
ღრუბლების რაში,
პასტორალები.
ყრუდ, უალერსოდ
ყინვათა მფენი,
ვერ ვნახე ვერსად
თვალები თქვენი.


Posted by: jin-jer 24 May 2008, 12:41
ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი

ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.

მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.

მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.

მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი!



Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 13:40
იდუმალი მეორე სახე

შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.
გამოუცნობი მღელვარებით ვდგავართ პირისპირ:
მშვიდი სიცოცხლე რა ამაოდ მე განვიზრახე.
თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი.
და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,
მსურს არ დამსდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი.

Posted by: jin-jer 24 May 2008, 14:49
მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 15:58
მარტოობა

უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.



Posted by: taamo 24 May 2008, 16:35
არ ვიცი ეს ლექსი აქ დევს თუ არა. მე ძალიან მიყვარს.


ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი,
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი.
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი

იგრძნო,რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი, მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს,
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ,
ის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი,
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.


Posted by: enagrdzeli 24 May 2008, 17:14
მდუმარე სმენით
დგანან ალმები,
ვერ ვიტყვი ენით,
ვის ვესალმები.

ელვარე ბურში
ზარებს აიტან.
დრო მიდის შურში...
ხმა არსაიდან.



Posted by: jin-jer 25 May 2008, 12:16
მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე:მე და ღამე, მე და ღამე

Posted by: enagrdzeli 25 May 2008, 12:56
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით

ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,
მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.
ოცნებას შვენი, ვით ლოცვა შენი,
შოპენი, ვერდი და პაგანინი.
პოეტის ახლოს გედება ალი,
იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.

Posted by: taamo 25 May 2008, 19:19
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

წუხელი,ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს,დიდხანს არ დამეძინა,
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ,მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი-
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას,რამდენ სიამეს.

წუხელი,ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს,დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

Posted by: old castle 25 May 2008, 21:55
ამ დიდმა ადამანმა ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ პოეზიას....

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 04:52
მონაზონ ქალს ოფელიას
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა,
სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა.
დასწვით, დასდაგეთ ოცნების ფერფლი,
ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!
სევდათ იცვალა თრთოლა ციების,
ღმერთი თარეშობს შურისძიების!
სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა,
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.


Posted by: jin-jer 26 May 2008, 05:07
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.


Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 05:26
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს
შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!
წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..


Posted by: jin-jer 26 May 2008, 10:45
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 11:02
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.


Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 16:59
ნეტავ მალე მივაღწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ იხსნი და ხმაურობ,გღვიძავს
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 17:02
ორი ზარი

ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...
მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში,
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;
რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე
და დღეს საფლავის ფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...
და ქვესკნელიდან თითქო ამავ დროს
მიცვალებულთა რეკავდა ზარი,
და ეძახოდა მათ, ვინც აქ დარჩა, -
მათ, რომელთ სწამდათ ყოფნის ზღაპარი.
კუბოს ფიცრებზე ძვლების რახუნით,
მკვდართა გუგუნით თრთოდა ქვესკნელი,
შეერეოდა ცოცხალთ ძახილი
და მკვდართა მოთქმა უკანასკნელი...
და შუაში კი სიცარიელედ
ჩაბნელებული უფსკრული შავი
ბნელი თვალივით იცქირებოდა,
სამარადჟამოდ დაუნახავი...
და ორი ზარის საბედისწერო,
ერთმანეთისთვის მიუწვდომელი,
დაცინვა იყო, ვით ორი სული,
ვით ის ქვეყანსა და ეს სოფელი...
და დიდხანს, დიდხანს ვისმენდი გუგუნს,
და დიდხანს, დიდხანს ზარი ჰგოდებდა...
მაგრამ ამაოდ მოვუწოდებდი
მათ, ვინც ამაოდ მომიწოდებდა...

Posted by: რუსთაველი 26 May 2008, 17:25
ესეც გალაკტიონის შემოქმედებაა smile.gif

user posted image


Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 17:51
ჰე, მამულო!

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

Posted by: jin-jer 26 May 2008, 18:22
რომელი საათია

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 18:25
რაა ეს გრძნობა?

მყუდრო ნაპირზე სადაც ზღვის წინწკლებს
ათამაშებდა სუნთქვა სიოსი,
აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა
ყრმა მეოცნებე და გენიოსი.
და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:
„ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,
რომ ფიქრებ, თითქოს გასცილდი საზღვარს,
რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“
ყრმა კი ამყად უპასუხებდა:
„საიდან იცნობს ეგ გულცივობა,
თუ რა ძალაა შემოქმედისთვის
საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“
ტალღა კვირობდა: „რა შობს ამ გრძნობას,
უცნაურ ძალს რომ ესაბამება?!“
და ყრმა ამაყად უპასუხებდა:
„ამგვარად გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“

Posted by: jin-jer 26 May 2008, 18:46
ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.

Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 18:49
რა დროს რომანსეროა
გაცრეცილ და მტვერიან
ცას სინათლე კლებია.
ყვავილებზე მღერიან...
რა დროს ყვავილებია?
ცაზე ვხედავ წეროებს,
თითქო მწკრივი ღეროა.
მღერენ რომანსეროებს,
რა დროს რომანსეროა?
წყარო ხევში ვალალებს:
გაჰქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი მე შენს დალალებს,
მაგრამ რა მეკოცნება?

Posted by: jin-jer 26 May 2008, 20:50
ქებათა ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია –
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!

ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!

ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა!

შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!

შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება –
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!


Posted by: enagrdzeli 26 May 2008, 21:02
სადღეგრძელო იყოს მისი

სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწვოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
მოდიოდა ერთზე ასი,
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
ბედთან არდარიდების.
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე, ჩვენ თბილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა!
აქ სიცოცხლე და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება,
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!

Posted by: jin-jer 27 May 2008, 01:12
ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 02:02
ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.
მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.
ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.
შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!

Posted by: jin-jer 27 May 2008, 02:06
ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი
ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.
დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,
გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.
მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან
გათხრათა ფშნები, როგორც არხები.
არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,
მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.
თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,
შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?
თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,
ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.
ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,
ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?
მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -
ორმო-სამარხში გაეღვიძება!
ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -
მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი
და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად
ველი სამთავროს სასაფლაოსი.
სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს
ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -
და ივერიის როსმე უძლეველთ
გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.
ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,
არმაზის ხევით მისდევს წვალება,
მაგრამ უძლეველს არმაზის ციხეს,
მთაზე მდგომს, როგორ დაემალება?
უზარმაზარი გალავნის კედელს
ის გაეკვრება, შიშისგან მკვდარი.
ახალო მცხეთავ, შენს შეუწყვეტელს
ამღელვარებას ჟღერს ჩემი ქნარი.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 02:08
არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო...

არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო,
არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე,
მიზეზის სხვისა და სხვისა გამო,
გთხოვ, არ იფიქრო მხოლოდ ღელვაზე...
არ დაგავიწყდეს პალმა, ლიანა,
გეტყვი, თუნდ გული ჩემი დამიწდეს,
არ დაგავიწყდეს ჩვენი ქვეყანა,
ყველაფერი რომ გადაგავიწყდეს.

Posted by: jin-jer 27 May 2008, 02:09
არ მინდა სიტყვა...
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 02:18
არის მკითხველი...

არის მკითხველი
მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ
გადამკითხველი...
ის ფურცლავს, ნიშნავს,
ადარებს, ჩიჩქნის,
მაგრამ ვინაა
აქ გამკითხველი?

Posted by: jin-jer 27 May 2008, 02:36
გადმოფრენას ეს ყორანი...

გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 03:37
გეძებდი ყველგან..

ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.
არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.
ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.
არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

Posted by: jin-jer 27 May 2008, 03:43
(გვადალკვივირი...)

რომ გაქრა სხივის
ალერსი ძვირი, -
შფოთავს და ჩივის
გვადალკვივირი:
“რად მინდა ვაზის
ნაზი ოცნება,
ან სილამაზის
გაჯადოსნება,
ანდა ჩრდილები
მძიმე მტევნების,
ან ყვავილები
ძველ ხეივნების,
ზვირთების სუნი,
მეთევზის მღერა,
ფუტკრის ზუზუნი,
ნიავის ბგერა,
ლაჟვარდი ელვით
მშუქარე ტბები,
ზურმუხტის ველით? -
ვერა, ვერ ვტკბები!
მე მფარავს ისლის
შავბნელი სვეტი.
ჩემს ზვირთებს სისხლის
დაეცა წვეთი.
მას შემდეგ მეტი
არ მეფერების,
თუნდ ერთი წვეთი
ბედნიერების!”
ხშირი ზეფირი
ტირის, ვით სირი,
ჩივის და ოხრავს
გვადალკვივირი.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 03:45
გზები გაუვალი...

გზები გაუვალი
და გზები გავლილი
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა

Posted by: jin-jer 27 May 2008, 03:48
დგება თეთრი დღეები...

დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 03:49
გზა არ ღირს დავიდარაბად...

გზა არ ღირს დავიდარაბად,
ძალზე ხმაურობს პარტერი;
არა სიზმარი, არამედ
მართლა ვარ მილიარდერი.
მაგრამ ვის შემოვუშენო:
ნარგიზები და ვარდები;
მითხარ, უშენოდ, უშენოდ
რად მინდა მილიარდები?!


Posted by: jin-jer 27 May 2008, 03:51
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია...

დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე თბილისი ავირჩიე ბებერი.
მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა.
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა.
მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა,
შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა.

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 03:57
ქუჩა
ქუჩა პოეტად დარჩა
ოცდაათიან წლების,
გაცვეთილი აქვს ლანჩა,
დარჩა კანი და ძვლები
ცისარტყელების რიგი
ზამთრით ახარებს ნელი.
ო, შეშლილია იგი,
თუ - წინასწარის მთქმელი?
უგზოობაზე ჩივილს
ისმენს ოცნება მწირი,
და ისევ უცნობ ტკივილს
გრძნობს უდროობის გმირი.


Posted by: jin-jer 27 May 2008, 04:03
ვთქვათ: მთად სამზეო და სანიავე...

ვთქვათ: მთად სამზეო და სანიავე
აღმართე ძეგლი, ელოლიავე...
ვარდებით მორთე, მოაიავე,
და... უცებ ანგრევს ჟამთა სიავე.
სდარაჯობს მტერი მშვენიერს ყოველს,
ჩუქურთმათ მჭრელსა თუ ფარჩათ მქსოველს,
ვარძიას, გეგუთს, თუ სვეტიცხოველს
ზედ დასტყობია ჟამთა სიავე.
ღრუბლებში ლალი იღვრება მნათის...
აგერ ნანგრევი ჰგონებს მარადისს,
ნანგრევებში კი იდუმალ დადის
იმ გარდასულთა ჟამთა სიავე.
ხალხში სიცოცხლე აღვიძებს გრძნობებს,
იშუშებს ომისმიერ ჭრილობებს
და ახალთახალს აგებს შენობებს,
რომ წარიშალოს ჟამთა სიავე!

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 04:07
ზღვა წყნარია ნამეტანი...

ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.
და ბრინჯაო - ბავშვის ტანი -
მზეზე ბრწყინავს.
მებადური მოსდევს ბადეს,
ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშვში ბადებს
თევზთ ფართხალი.
გაქანება და დაცემა
ისმის მისი,
ისმის მისი აღტაცება
და კისკისი.
ნაპირებზე თეთრი ნავი,
ხედავს კარვებს,
როგორ არხევს წყალს ნიავი,
გულს იქარვებს.
იღრუბლება ეფირები
ნისლით მთებზე.
“მგონი, ავდარს ეპირება!” -
სწუხს მეთევზე.
ქლიავისფრად შლილნი ფრთანი
ჰგვანან მინას;
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.

Posted by: jin-jer 27 May 2008, 04:25
თეთრ თოვლის ქვეშ...

თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი,
და მღელვარე გაზაფხულზე ძილს მიეცა ველ-მინდორი.
თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი, ტოტებდახლართული,
და მღელვარე გაზაფხულზე, გაიყინა ნაკადული.
გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული,
და, მღელვარე გაზაფხულზე, ტყე გარინდდა დაბურული.
სად, სად გაჰქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება,
და ოცნება გაზაფხულის მუდამ რისთვის მესიზმრება?

Posted by: sharla IX 27 May 2008, 15:48
ხომ არ იცით გალაქტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერები სად შეიძლება ვნახო ? smile.gif

Posted by: ნ ი ნ ი 27 May 2008, 19:38
მიყვარს... რა კომენტარიც არ უნდა გავაკეთო ზედმეტი იანებოდა, რადგან არსებობს ნოდარ დუმბაძის ბრწყინვალე დახასიათება გალაკტიონის გენიალურობისა: "გალაკტიონი იყო გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული".

Posted by: enagrdzeli 27 May 2008, 19:58
იბობოქრე...

იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?
ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,
ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...
ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,
დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა,
არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა,
ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ,
როცა შველა არსაიდან არ სჩანდა.
ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე:
იმედები, უმართლობის მხილება...
რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ,
დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება.
და რაც დამრჩა, მას ვერავინ წამართმევს,
უიმედოს, ბედისაგან განამეტს
და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით,
რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს?
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს?
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?..

Posted by: I am the one 28 May 2008, 12:00
აუდიოები დადეთ რა ძმურად რაც გაქვთ მჭირდება მაგრად.

Posted by: enagrdzeli 28 May 2008, 12:12
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.
ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...
იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.
ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.

Posted by: jin-jer 29 May 2008, 01:35
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა...

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.
ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა,
იქ ხომალდები ჰომერისაა.
იყო ფიქრები ასე სხვადასხვა.
ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.
ოქროს დროებამ იგი გადასვა
იქ, სადაც ძველი არის ელადა.
ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,
დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -
ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,
შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.
გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.
შავი არშია დღეებს ავლია.
ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,
ცხოვრება ასე შემისწავლია...

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 02:48
ისევ მაისის მათრობს თვალები...

ისევ მაისის მათრობს თვალები,
ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით,
გაჩნდნენ ნათელი თებერვალები,
ახლა მცხოვრებნი მოგონებებით.
მათში აფეთქდა სიოს სისინი
და სამუდამოდ ატყდა იებად,
ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი,
სიყვარულს, სითბოს და პატიებას.

Posted by: jin-jer 29 May 2008, 18:25

ჰიმნი ქართულ ანბანს

შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ
გაჩნდი თვალის ჩინად,
არამედ მზით
ამოენთე ბრწყინვად -
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

იმდროიდან
დაწყებული დღემდე -
როს გათენდა,
მზით ანთებულ ზემდეგ,
სერზე აველ,
მთაწმინდაზე შევდეგ
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

შენ სიძველის
გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი
ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით
ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი
საუკუნის წინად...

ცხრაასხუთი.
ოქტომბერი. ომი.
ჩემს ახლოს დგას
კაცთ ახალი ტომი.
ხელთ უპყრია
ლექსთა ჩვენთა ტომი -
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

მარადისი
სიახლე გაქვს ორბის,
ხვეულები
გრეხილების ორფის,
გაშვენებდა
ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

სევდიანის
და როდესმე ობლის
გულმხურვალე,
როგორც ზრუნვა მშობლის.
ხარ აღმდგენი
ქალაქის თუ სოფლის
ოცდაექვსი
საუკუნის
შემდეგ.

შენით მღერდა
მომღერალი ვეფხვის,
უდარებლად
მცოდნე ლექსის ხერხის.
ეს შრიალი
იყო მრავალ ვერხვის
ოცდაექვსი
საუკუნის წინად...

შენ სიმები
მოგაქვს ჩემი ქნარის,
შენ შეჰხარი
თავისუფალ მხარეს,
შრომას ერთგულს,
თავდადებულს, ცხარეს,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.

ქალიშვილი
შენით მღერდა ჩონგურს,
შენ ჯერ უშლელს
მაშინ ჰგავდი კოკორს.
აწ სულ სხვა ხარ,
არ იმგვარი, როგორც
ოცდაექვსი საუკუნის წინად...

კვლავ გვინათე,
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად -
ოცდაექვსი
საუკუნის წინად,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 21:07
ჰე, მამულო!

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

Posted by: OTO_777 1 Jun 2008, 02:37
sharla IX
I am the one
თვითონ გალაკტიონი რომ კითხულობს მაქვს 4 მარტო.
"მთაწმინდის მთვარე"
"ჩემო ლექსებო"
"თასი"
"აწყმოს დიდება"

და მაქვს კიდევ გურამ საღარაძე,ჰამლეტ გონაშვილი და სხვები რომ კითხულობენ.
http://www.radikal.ru

ავაგდო ქართულ სერვერზე?

Posted by: sharla IX 1 Jun 2008, 17:46
OTO_777
აუ კი რა გეხვეწები, ძაან თუ არ გეზარება smile.gif smile.gif

Posted by: OTO_777 1 Jun 2008, 18:14
sharla IX
ოკ.დავიწყე ატვირთვა. smile.gif

აიტვირთა.
http://allshares.ge/download.php?id=7016C25E7

Posted by: sharla IX 1 Jun 2008, 23:43
OTO_777
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
გაიხარე bis.gif jump.gif

Posted by: enagrdzeli 2 Jun 2008, 02:52
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Demetrius 16 Jun 2008, 14:42
ყველასთან თოხვნა მაქ რა


იქნებ გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერები გქონდეთ ვინმეს, მე მქონდა და წამეშალა და ძაან მინდა ეხლა sad.gif

Posted by: OTO_777 17 Jun 2008, 13:35
QUOTE (Demetrius @ 16 Jun 2008, 14:42 )
ყველასთან თოხვნა მაქ  რა


იქნებ გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერები გქონდეთ ვინმეს, მე მქონდა და წამეშალა და ძაან მინდა ეხლა sad.gif

წინა გვერდზე ხომ დავაგდე? ! spy.gif

Posted by: Demetrius 17 Jun 2008, 14:12
OTO_777


ბოდიში, არ მინახია მადლობა bis.gif bis.gif

Posted by: Leonhart 1 Jul 2008, 00:59
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე

ლოთი...

ფსიქოპატი...


boli.gif

Posted by: khvaramze 9 Jul 2008, 13:08
ერთი შეკითხვა მაქვს გალაქტიონის მოყვარულებთან. ლექსი "ნიკორწმინდა" გალაქტიონმა მე რატომღაც ასე მახსოვს, რომ ისე დაწერა, ტაძარი ნანახი არ ჰქონდაო. ტაძრის ჩუქურთმები ვიღაცას მისთვის ისე ხატოვნად აუღწერია, რომ ნიკორწმინდისთვის ლექსი მიუძღვნიაო. მეორე ვერსიით, ლექსი რაჭაში მოგზაურობისას დაუწერია. ხომ ვერ მეტყოდით რომელი ვერსიაა სწორი? თორემ ოჯახში ვჩხუბობთ smile.gif

Posted by: *basasku* 11 Jul 2008, 15:30
khvaramze
მე ვიცი რო არ ჰქონია ნანახი... რაჭაში იყო სტუმრად მარა ნიკორწმინდა არ უნახავს.... smile.gif
ლექსს რო ვკითხულობ ხშირად ვფიქრობ ტაძარი უფრო მაგარია თუ ლექსი თქო user.gif

ის ისტორია თუ იცით : პირობა მიუცია საკუთარი თავისთვის დუქანს ისე ავუვლი გვერდს რო არ შევალ და ღვინოს არ დავლევო...მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გაცდა დუქანს,მოტრიალდა და უთქვამს,რადგან პირობა შეასრულე ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო დალიოოო ....
გენიოსი იყო smile.gif))))

Posted by: NINUCA_K 12 Jul 2008, 11:52
არც ერთი არ ყოფილა მაქედან smile.gif წუხელის ბიცჰი დაბადებულაოოო? biggrin.gif

Posted by: Nnino 24 Oct 2008, 23:41
ამოვქექე ძველი თემა (გაიხაროს ოცელოტმა!)...

მოკლედ, თქვენი აზრი მაინტერესებს "ლურჯა ცხენების" სიმბოლოს თაობაზე.

როგორც ცნობილია, გალაკტიონთან ხშირად გვხვდება "ლურჯა ცხენის" სახება. ამის თაობაზე რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება არსებობს.
უცნაურია, თავად გალაკტიონი ერთ ჩანაწერში ტატოს "მერანს" ახსენებს, მეორეგან "მარტინ იდენს"... ეს უკანასკნელი უკვე "ცუდად ჩავლილი სულისკვეთების" სასაფლაოა.

და საერთოდ, ლურჯი ფერის სიმბოლოს როგორ აღიქვამთ გალკთან?

ცალკე თემა შეიძლებოდა გამეხსნა, მაგრამ, დიდი ბოდიში ყველა კეთილგანწყობილ მოდერატორს და, მაინც დახურავდნენ.

პ.ს. თემას, არც დისერტაციას, არც სადიპლომოს, არც სტატიას არ ვწერ. სადღაა მაგისი ნერვები. ასე რომ, მე არსად გამოვიყენებ თქვენს ნააზრევს. სხვისი - ნამდვილად არ ვიცი... ასე რომ, საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში მე ნუ დამადანაშაულებთ მერე. smile.gif

Posted by: Marietta 26 Oct 2008, 15:57
Nnino
QUOTE
და საერთოდ, ლურჯი ფერის სიმბოლოს როგორ აღიქვამთ გალკთან?


ჯერ ლურჯ ფერზე მაქვს საათობით სალაპარაკო და მერე გალაკტიონთან მიმართებაში
თუ მოვიგდე დრო,აუცილებლად,
თან დიდი სიამოვნებით


Posted by: Dracula 29 Oct 2008, 16:07
სარკმელს გააღებს ამღვრეული გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება...
user posted image

Posted by: paata_3dartist 3 Nov 2008, 17:48
არწივებს ჩასძინებოდათ ................................................
.....................................................
.................................................................
.........................................................................................................

Posted by: samkarochemia 16 Nov 2008, 22:09
გალაკტიონის წაკითხული ლექსები თუ გაქვთ იქნებ ამიტვირთოთ სასწრაფოდ მჭირდებაა

Posted by: donmixo777 16 Nov 2008, 22:46
პირადად ჩემთვის გალაკტიონი არის მართლაც ქართული ლექსის მეფე. ,, მე მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები" აუუუუუ აძლიერესია.........................

Posted by: MrHERCULES 17 Nov 2008, 02:58
ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის!
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი,
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას
თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის.
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა.
დარჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო.


"გვახსოვდეს 17 ნოემბერი!!!"
(როგორც გალაკტიონი იტყოდა)


Posted by: Nnino 17 Nov 2008, 22:13
დღეს გალაკტიონს 116 წელი შეუსრულდებოდა...

აქ დაიდგება პოეტის ძეგლი,
ბავშვები მოვლენ ხელში წიგნებით,
იქნება, ბევრი რამე იქნება,
მაგრამ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით...

Posted by: MrHERCULES 17 Nov 2008, 22:31

116 თუ 117?

1991 წელს არის დაბადებული, როგორც ცნობილია.

Posted by: perpetua2 18 Nov 2008, 00:56
QUOTE
დღეს გალაკტიონს 116 წელი შეუსრულდებოდა...

QUOTE
1991 წელს არის დაბადებული, როგორც ცნობილია.

თავი დავხაროთ ამ გენიოსი პოეტის წინაშე, რომელიც ასე მგონია ჯერ კიდევ არ არის სათანადოთ დაფასებული :
მოკლედ დღეს დაბადების დღეა, და დღეს გამახსენდა რატომღაც გალაქტიონი:

love.gif love.gif love.gif

* * *
ჩემი საყვარელი ლექსი:
"ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი"


ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო

შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

Posted by: Nnino 18 Nov 2008, 10:37
MrHERCULES
მე რომ მაგდენი მათემატიკა ვიცოდე!.. ეჰ!

მშრალ რიცხვების ამარა...

Posted by: MrHERCULES 19 Nov 2008, 14:26

"მე მივდიოდი ოპერის წინ, რუსთაველის პროსპექტზე.

აი აფიშაც ჩემი იუბილეის შესახებ. კარგია, რომ არავინ არ მამჩნევს. მე შემიძლია დავუგდო ყური, რაზედ საუბრობს ეს ზღვა ხალხი. გამოიარა, მაგალითად, მანდილოსანმა. მან შეხედა აფიშას, მერე ამ საზოგადოებას - და ცნობისმოყვარეობამ ერთ ადგილას გააქვავა. სურს, შეიტყოს, რაშია საქმე. მიუბრუნდა იქვე მდგომ ახალგაზრდას, ერთს იმათგანს, ყოველ საღამო ხანს შტვენით რომ აყრუებენ ქალაქის ქუჩებს.

-შვილო, ვისა მარხავენ ნეტავი?

-ეეჰ, როგორ ჩამორჩით ეს ძველი ხალხი - მკვირცხლად მიუგო ახალგაზრდამ - რა უნდა დამარხვას? იუბილეა!

-რა ვიცი, შვილო - დაჟინებით თქვა მანდილოსანმა და, სანამ გზას გაუდგებოდა, მე ჩამილაპარაკა, - გადაირია ხალხი, სწორედ გადირია. "ჯან" ღვთის წყრომად რომ ეყურებათ, ისეთი ახალგაზრდობა გვეზრდება, თავს გაუვიდათ, ყოველ სიტყვაზე ებერებათ ის წითელი ნესტოები. არა, მართლა ნეტავი ვის ასვენებენ ასე დიდი ამბითა, ა? ამ გაზეთში კი (გაშალა რომელიღაც გაზეთი) არც ერთი სამგლოვიარო განცხადება არაა.

ერთი გადახარხარება სიცოცხლეს მერჩია, მაგრამ თავი შევიკავე.

-აი დღეც ასეთი უნდა! მაშ, არავინ მომკვდარა რაღა, - ვუთხარი მანდილოსანს.

-იი არავინ მომკვდარაო, როგორ გეკადრებათ, ყმაწვილო! - ჩაერია საუბარში მეორე ქალი, - დღეს რაღაც დღესასწაულია და ამის გამოა, ხვალინდელი გაზეთები ნახე შენა, რომ სულ ერთად გამოცხადდებიან გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი მკვდრები. (რუს მათხოვარს, რომელიც ბავშით ხელში მოგვიახლოვდა) რამ გაგამწარათ, ასე შემოდგომის ბუზებივით რომ მოედეთ საქართველოს. დაგიჭერიათ ბავშები და დადიხართ. კარგი, დაიკო, გაიარ-გამოიარე და მერე მოდი... თქვენი პარტია არ არის, რომ იძახის - ღარიბ მუშასა და გლეხს. წადი და შენც იმათ მიმართე, რაღა მე ჩამაცივდი...

ასეთია ხანდახან მდგომარეობა ოპერის თეატრის წინ"...


არადა ზოგიერთ ჭკუისკოლოფს რომ ჰკითხო, გალაკტიონს პროზა არ უვარგოდაო...
ეს მოთხრობა-ჩანახატი 30-იანი წლების პირველ ნახევარში დაუწერია, მოქმედება პირველ აპრილს ხდება.
გაგრძელება ვახტანგ ჯავახაძის "უცნობშია"; ენამახვილი დიალოგები, ტრაგი-კომედიური აღწერა, ძალიან საინტერესო სიუჟეტი - იუბილე ოპერის თეატრში, რომელიც ხალხს დასაფლავება ჰგონია.
დაბოლოვება არ აქვს, ალბათ შეგნებულად არ დაასრულა...


user posted image


Posted by: marusssa 2 Dec 2008, 18:03
QUOTE (მია @ 5 Feb 2006, 14:17 )
მიყვარს გალაკტიონი love.gif


ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა



ამ ლექსეზე მაჟრჟოლებს user.gif

spy.gif spy.gif spy.gif ამ ლექსის შინაარს ვერ მივხდი რატომღაც ვერ მეტყვიით რა არის ჩადებული ამ ლექსსი spy.gif spy.gif

Posted by: dimonX 2 Dec 2008, 23:31
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...


1956

Posted by: Fe_male 3 Dec 2008, 01:59
...არავის აქვს გალაქტიონის ლექსები მსახიობების გახმოვანებით???.......))))

მქონდა და აღარ ირთვება........)))) :mo
:

Posted by: Mesaflave 3 Dec 2008, 02:33
შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.
გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ - სადგური. იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.
მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.
აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

იცოდით ესა?
ხო მაგარია?

Posted by: chorven:) 3 Dec 2008, 02:42
Mesaflave
არ ვიცოდი smile.gif
ულამაზესია 2kiss.gif

Posted by: bise05 3 Dec 2008, 14:33
"ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ დროის ეპოქის და სივრცის გარეთ" fig.gif

Posted by: BlackRat 3 Dec 2008, 22:11
ედარებოდა შეშლილს

მაშინ სტოვებდა ყველას და ყოველს

და, ფეერიულ ალში მცურავი,

ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს,

დაუნდობელი და მომდურავი.

და მიდიოდა უბედურ ქარში,

რა იყო ქარი ერთადერთისთვის,

სამგლოვიარო მან შექმნა მარში,

რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.


Posted by: I_am_a_woman_in_love 6 Dec 2008, 14:16
მზეო თიბათვისა იყო ჩემი პირველი ლექსი ჩემს ცხოვრებაში და ვგიჟდები მაგ ლექსზე, რომ არაფერი არ ვთქვათ უსიყვარულოდ ხო კიდევ მერის ვერ ვიტან სულ ნაღვლიან განწყობაზე მაყენებს და სულ მაგას ვფიქრობდი რა მოსწონთ მეთქი ამ ლექსში -თქო baby.gif user.gif

Posted by: sasruli 9 Dec 2008, 22:35
დემონი და ანგელოზი

“ქოსების სარდაფში” შეიარეს, პუშკინის მოედანთან. ქოს ძმებს, სირაჯებს მუდამ ჰქონდათ წითელი ღვინო. სირაჯხანა დიდი იყო, მრავალგანყოფილებიანი, მაგრამ მომსვლელთ ძლივს იტევდა. განსაკუთრებით ბევრი მუშტარი ჰყავდა ზაფხულობით, როცა სიცხისგან გალექილი ქალაქელები სარდაფის სიგრილეში ჰპოვებდნენ შვებას.
ვინ არ ირეოდა აქ: პოეტები, მხატვრები, ყარაჩოღელები, კინტოები, მედუქნეები... კვამლის ბურუსში გახვეულ სივიწროვეში, შუა ადგილას, ერთი დაბალი, განიერი ღვინის კასრი იდგა. ცარიელ სკამს რომ ვერ ნახავდნენ, შემოსხდებოდნენ ტაბურეტებზე და დილამდე სვამდნენ ღვინოს. საჭმელი არაფერი ჰქონდათ, ვინმე თუ მოისურვებდა, მახლობელ სალდათის ბაზარში გაუშვებდნენ ხელის ბიჭს და რაიმეს მოატანინებდნენ.
სარდაფში შესულთ ზურნის ხმა შემოესმათ. რუმბივით გაბერილი, ღიპიანი მეზურნეები უკრავდნენ ქალაქურ ჰანგებს.
კედელთან მიმდგარ პატარა კასრებზე ჩამოსხდნენ. გალაკტიონმა ქოსას უხმო.
- აბა, ერთი ლიტრა წითელი ღვინო ჩამოგვისხი, ძამიკო!
- პაჰ-პაჰ! წითელი კი არა, სწორედ რომ დათვის სისხლია, ფაფასავითჱსქელი სისხლი – მიუგო ლოყებღაჟღაჟა მედუქნემ. ქოსობისა არაფერი ეცხო და ასე რად უწოდებდნენ არავინ იცოდა.
- ჩვენც მაგიტომ გესტუმრეთ, ქოსა, ძამიკო!
- რამეს ხომ არ დააყოლებთ?
- მწვანილი, კიტრი და ბოლოკი.
- ახალი ჯიგრის ყაურმა გვაქვს, ხომ არ მიირთმევდით? – ღიმილით უთხრა მედუქნემ.
გალაკტიონმა ერთი გადმოხედა და მერე ორთავემ თავი გააქნიეს. არც არაფერი ჰქონდათ ჯიბეში, რომ ხელის ბიჭი გაეგზავნათ სალდათის ბაზარში. სირაჯმა მუხის კასრს თავი მოხადა, რეზინის მილს თავი შიგ ჩააყოფინა და ჩამოასხა. ხელის ბიჭმა თიხის ჯამები ჩამოარიგა კასრზე.
- კარგი დუქანი ყოფილა, - თქვა მან.
- ღვინო იციან დიდებული, - დაეთანხმა გალაკტიონი.
- მაშ, მოდი, ჩვენს ანგელოზებს გაუმარჯოს, - მხიარულად თქვა გრანელიმ.
ერთმანეთს ჭიქები მიუჭახუნეს და სადღეგრელო შესვეს.
სვამდნენ წითელ ღვინოს და ნედლ თვისბოლოკს აყოლებდნენ, ერთი ჭიქა სირაჯსაც დაალევინეს. დალოცეს ქვეყნის ცა და ბარი, სილაჟვარდე და ვარდები სილაში, შეთვრნენ.
- მომისმინე, გალაკტიონ, - უთხრა მან სევდაგარეული ღიმილით და ალაპლაპებულ ღვინოს მიაჩერდა, - შენში უფრო დემონი არის და ჩემში უფრო ანგელოზია, შენში უფრო მიწა ანათებს, და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
- კი ძამიკო, კი, - უპასუხა გალაკტიონმა, თვალები ეშმაკურად აუთამაშდა. ნელ-ნელა დაცალა ჭიქა, წვეთები ლალის მძივად ჩამოეკიდნენ ნიკაპზე. შემდეგ თითქოს ელდა ეცაო, კასრიდან წამოხტა და უკანმოუხედავად გავარდა სარდაფიდან.
- სატანაა, მაგრამ მაინც კარგია, - ჩაილაპარაკა თავისთვის, აწითლებული, წყლიანი თვალები გააყოლა და ღვინის სმა განაგრძო მარტო.


http://www.radikal.ru

Posted by: Mesaflave 13 Dec 2008, 00:44
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.

სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.


მისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი, რომელიც იმედზე მოგისმენიათ ალბათ (რა პონტში კითხულობენ ამ ლექსს ოღონდ არვიცი sad.gif რაღაცის რეკლამაა მგონი)

Posted by: Kaifistka 14 Dec 2008, 03:37
ვგიჟდები გალაკტიონზე, როგორც პოეტზე ასევე როგორ პიროვნებაზე... მისი ბერვი ლექსი ვიცი ზეპირად... ხანდახან უბრალოდ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს მათი გახსენება და მოყოლა.... უცებ ფიქრის დროს ამოტივტივდება ხოლმე ატმის ყვავილები, თოვლი და ა.შ. ვზივარ ხოლმე სადმე მეტროში და გალაკტიონის ლექსებს ვღიღინებ გუნებაში... არცერთი პოეტი არ მიყვარს ისე როგორც გალაკტიონი...

Posted by: an1-)) 14 Dec 2008, 16:08
QUOTE
ვგიჟდები გალაკტიონზე, როგორც პოეტზე ასევე როგორ პიროვნებაზე... მისი ბერვი ლექსი ვიცი ზეპირად... ხანდახან უბრალოდ ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს მათი გახსენება და მოყოლა.... უცებ ფიქრის დროს ამოტივტივდება ხოლმე ატმის ყვავილები, თოვლი და ა.შ. ვზივარ ხოლმე სადმე მეტროში და გალაკტიონის ლექსებს ვღიღინებ გუნებაში... არცერთი პოეტი არ მიყვარს ისე როგორც გალაკტიონი...

ხო მართალი ხარ , მაგრამ რაღაც მომენტებში ნერვებს მიშლის ედგარ პოსეული და შარლბოდლერისეული სტილი და თავს ვანებებ . გალაქტიონში ყველაზე მეტად მისი მუსიკალურობა მომწონს. კარგად იკითხება მისი ლქსები jump.gif

Posted by: Kaifistka 14 Dec 2008, 22:54
an1-))
არც მთლად მაგათი სტილია. პოზე არვიცი და ბოდლერის და ბარათაშვილის გავლენას თვითონაც რომ აღიარებდა ეგ ცნობილია. და განა მარტო მუსიკალობაა მისი ლექსების სამკაული? არ გცოდნია შენ გალაკტიონი ეტყობა.

Posted by: an1-)) 15 Dec 2008, 23:43
QUOTE
არც მთლად მაგათი სტილია. პოზე არვიცი და ბოდლერის და ბარათაშვილის გავლენას თვითონაც რომ აღიარებდა ეგ ცნობილია. და განა მარტო მუსიკალობაა მისი ლექსების სამკაული? არ გცოდნია შენ გალაკტიონი ეტყობა.

აბა კიდე რა არის? biggrin.gif:D:D

Posted by: Voldemar 15 Dec 2008, 23:54
(ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა ...)

ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.

იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო

დღეთა სინაზეს ედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.

ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი,
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!
up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: kity84 25 Dec 2008, 15:53
ყველაზე ძალიან გალაქტიონი მიყვარს...მიყვარს მისი ყველა ლექსი...........ვცდილობ მისი ყველა ლექსი ვიცოდე,,ნელ-ნელა ვსწავლობ და ვნახოთ რიოდის მოვრჩები 2kiss.gif

Posted by: რუსთაველი 25 Dec 2008, 15:58
kity84

რას ამბობ, ყველას ვერ ისწავლი smile.gif მე მაქვს მარტო 600 გვერდიანი კრებული და.. მაგის გარდა კიდევ რამდენი აქვს..

Posted by: ialoni 25 Dec 2008, 16:11
რუსთაველი
QUOTE
რას ამბობ, ყველას ვერ ისწავლი smile.gif მე მაქვს მარტო 600 გვერდიანი კრებული და.. მაგის გარდა კიდევ რამდენი აქვს..

აცადე რა იქნებ მოახერხოს კიდეც, იმ კაცმა თუ დაწერა რა kity84 ვეღარ ისწავლის

Posted by: kity84 25 Dec 2008, 16:45
რუსთაველი
მე მონდომებული ვარ და ვცდილობ rolleyes.gif

ialoni
smile.gif

Posted by: ialoni 26 Dec 2008, 12:01
kity84
QUOTE
რუსთაველი
მე მონდომებული ვარ და ვცდილობ rolleyes.gif

ialoni
smile.gif

ცდა ბედის მონახევრეა...............

Posted by: Trigana 26 Dec 2008, 13:54
QUOTE (jemand @ 5 Feb 2006, 12:22 )
QUOTE
გალაკტიონი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ფანატიკური გაფრენა დამეწყო ამ კაცზე.

მეც smile.gif


აი ეს ლექსი მიყვარს ძალიან ძალიან smile.gif

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

მეც mad.gif ამ ლექსზე.
განსაკუთრებულად მიყვარს ყველა გალაკტიონის ლექსები.მაგრამ
"ატმის ყვავილები" სასწაულია.
* * *

გალაკტიონი ერთ კაფეში შევიდა სადაც მეპატრონეს რაღაცაზე აუხირადა.
მეპატრონემ (ვერ იცნო გალაკტიონი) დაუყვირა: დამანებე თავი შე კაცო, აქ შენისთანა ათასი შემოდის!
გალაკტიონმა ულვაშებში ჩაიცინა და გავიდა.
* * *
QUOTE (Mesaflave @ 3 Dec 2008, 02:33 )
შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.
გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ - სადგური. იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.
მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.
აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

იცოდით ესა?
ხო მაგარია?

პირველად წავიკითხე,გაიხარე რო დადე.ძაან მომეწონა yes.gif

Posted by: ialoni 26 Dec 2008, 14:37
QUOTE
*QUOTE (Mesaflave @ 3 Dec 2008, 02:33 )
შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.
გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ - სადგური. იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.
მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.
აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

იცოდით ესა?
ხო მაგარია?


პირველად წავიკითხე,გაიხარე რო დადე.ძაან მომეწონა


ჩემთვისაც უცხო იყო დზაან მაგარია.............

Posted by: Ocelot 30 Dec 2008, 02:08
ერთი ლექსია, მარტო ბოლო სტრიქონი მახსოვს.


და იმ ღამეს დაიბადა (ან დაბადებულა) გალაქტიონი


ვინაა ავტორი ხო არ იცით?

Posted by: NIII_ 30 Dec 2008, 02:15
Ocelot
ვგიჟდები ნიშნიანიძის ამ ლექსზე chups.gif


ლეგენდა

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
სწორედ იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.

Posted by: Ocelot 30 Dec 2008, 02:27
NIII_
მადლობა 2kiss.gif

მეთქი ესეც მაგისია. წესით უნდა მოგეწონოს.


წუთისოფელი რასაც მოგვცემდა,
ჩვენ გავიყოფდით თანაბრად მუდამ,
სიხარულს, ნაღველს, ლამაზ ოცნებას
შვილის სიყვარულს და თოვლის გუნდას,
სადმე ჭალაში გაგონილ აუს,
მთვარეს, თხილის გულს, მოწამლულ ისრებს,
და როცა ჩემზე გეტყოდნენ აუგს,
მოიღერებდი ამაყად კისერს,
ახლა მასწავლე როგორ გავიყო,
შენი ტკივილი და სნეულება,
როგორ გავიგო შენი თვალები,
რატომ არაფერს არ მეუბნება?
შენ არასოდეს გივლია კენტად,
და თუ გოლგოთა საწოლზე დაგცემს,
იმ ყაჩაღივით ვიქნები შენთან,
იესოს გვერდით ჯვარზე რომ აცვეს!

Posted by: NIII_ 30 Dec 2008, 02:31
Ocelot
ეგეც ვიცი ძაან მიყვარს კი yes.gif
მაგრამ ნიშნიანიძის არაა no.gif ვისია არ მახსოვს sad.gif

Posted by: Ocelot 30 Dec 2008, 02:32
NIII_
კონსტანტინე ლორთქიფანიძე.

Posted by: NIII_ 30 Dec 2008, 02:37
Ocelot
კიიიი ეგაა გამახსენდა smile.gif



ხოდა გალაქტიონის თემაა და ჩემს უსაყვარლეს(ლურჯა ცხენბების შემდეგ) ლექსს დავდებ მისას smile.gif


ეფემერა


ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები

ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,

იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები

გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.

ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია

ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,

ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,

ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება

ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.

სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,

იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.

რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,

გაიშლება გამრღვევი მღვრიე უდაბნოეთის,

წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,

ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.

ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,

რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით

ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,

ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!

აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი,

ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,

გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,

უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.

კიდეები შეშლილი, ღამეები ველური

დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.

სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული,

სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას

თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?

წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.

ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,

ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.

ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,

დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.

კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა

და იქ მიექანება სული განწირულებით.

ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,

სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.

მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,

როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.

როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით

ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის.

წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,

რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.

თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,

ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,

წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი,

შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.

დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,

იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,

ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,

ლანდი - არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა.

დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,

ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.

ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!

ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!



Posted by: ინფინიტი 30 Dec 2008, 22:48
nacarqeqia
QUOTE
გასწი კამეჩო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი

უჰ, შე კრეტინო, შენ! სიამოვნებით ვიტყოდი კიდევ სხვა სიტყვებსაც,რაც შეგეფერება.
და შენ "მერანი" გალაქტიონის გგონია, არა?

Posted by: რუსთაველი 17 Jan 2009, 23:39
infinity-infinity

დამშვიდდით ახალგაზრდავ.. ერთი ორ ამბავს წავიკითხავ გალაკტიონის შესახებ და იქნებ გადაგიაროთ ბრაზმა..


- გაიგეთ - თქვა გალაკტიონმა - თურმე
მწერალთა კავშირი დაუარსებიათ. ჰი, ჰი, ჰი!
საქართველოში ერთი მწერალია, ის მწერალი
მე ვარ და ერთი მწერლის კავშირი ვინ
თქვა, ძამიკო? - უცებ მოაგონდა, კონსტანტინე
გამსახურდიას ეს ჩემი ნათქვამი არ ეწყინოსო
და დაურეკა: - კოწია, გაიგე? მწერალთა კავშირი
დაუარსებიათ. ჰი, ჰი, ჰი! მე და შენს გარდა
ამჟამად საქართველოში მწერალი აღარავინაა და..
ნეტავი ვიღასი კავშირი დაარსეს?

კოწკას სულ ეკაიფებოდა რა.. lol.gif

Posted by: რუსთაველი 17 Jan 2009, 23:49
როცა გალაკტიონი აკადემიკოსად წარადგინეს
ამ საკითხს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი არჩევდა.
ერთ ერთი მწერალი, აის წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა:
შეგვარცხვენს, ღვინო უყვარს, სულ მთვრალი დაიარებაო.
გალაკტიონი მშვიდად შეეკითხა:
- შენ ძამია, ღვინო არ გიყვარს?
- არაო! - ამაყად წარმოსთქვა მოწინააღმდეგემ.
- არც მთვრალი ყოფილხარ ოდესმე?
- არა, არასოდეს! - კვლავ მედიდურად განაცხადა მანვე.
- ამხანაგებო, მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად! - შეუძახა გალაკტიონმა.

lol.gif



ჩემი მეშვიდეათასე პოსტი დიდ პოეტს.. love.gif

Posted by: ინფინიტი 18 Jan 2009, 01:47
რუსთაველი
მშვიდად ვარ. biggrin.gif kiss.gif

" ზღვა მშვიდია ნამეტანი, თითქო ძინავს,
და ბრინჯაო, ბავშვის ტანი მზეზე ბრწყინავს..."

love.gif love.gif love.gif

Posted by: რუსთაველი 19 Jan 2009, 03:16
infinity-infinity
QUOTE
მშვიდად ვარ


ძალიან კარგი..


ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ლექსი..

მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე , როგორც დარჩა
ამიერამდი,-
ჩემთვის- ძონძი, შენთვის- ფარჩა
ფერად-ფერადი.

Posted by: Nnino 19 Jan 2009, 14:12
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი

ლარიქს სიბირიკა

ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?
ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე...
აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა
ობოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.
სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოეტი,
სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოეთი!
განდევნა მიწამა, ცამ ვერ შეირიგა
მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.
ონეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოული.
დღეები სითბოსი ვერვინ დაირიგა
და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა!
იყო დაკარგული - წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღათ და გადასახლებათა.
დიდი გარდატეხის ზარი დაირეკა
და შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!
აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო.
იტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო -
ვითარ დიადია იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა.
აგერ მონადირე მოდის, ვით წვეული,
და მას ათასფერი მოაქვს ბეწვეული.
თოვლი, როგორც მტვერი, ისე დაირეკა
შენმა განრტოებამ, ლარიქს სიბირიკა!
ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების,
აურაცხელია ოქრო - ოქროების,
შემჭიდროებულთა არა აქა-იქა
გადაჭიმულია ტუნდრა და ტაიგა.
მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებით
მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები.
რაც კი ფაბრიკების დიდი მილებია,
დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია.
ყინვა გადავიდა, ნისლი გაირეკა -
მაისს გაუმარჯოს, ლარიქს სიბირიკა!

Posted by: რუსთაველი 19 Jan 2009, 18:48
გალაკტიონზე ზოგი ამბობს, რომ ლექსების დასაწერად, ბევრს მუშაობდა.. ერთ ლექსზე რაღაც გარკვეული დრო სჭირდებოდა.. ზოგიც ამბობს, რომ არა, იგონებდა უცებ, წამიერად და წერდა.. რომელია მართალი?

Posted by: Kaifistka 19 Jan 2009, 18:56
ჩემი უსაყვარლესი პოეტი... ძალიან მიყავრს მისი ლექსები... უცებ მოფრინდებიან ჩემს ფიქრებში და არსებობას მილამაზებენ, სევდას მილამაზებენ...

Posted by: MrHERCULES 17 Mar 2009, 02:56

დღეს 17 მარტია!!!

"სიკვდილის პირას ოდეს ვიქნები,
მე ჩემს დემონებს
ვთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები...

-ჩემი ტვინი დაიღალა გამოცანებით, ჩემი სხეული დაიღალა სიცოცხლით,
-იდეა სიკვდილისა, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა, ეს აღელვებული და მხურვალე სისხლი, ეს მტანჯველი ტკივილი ნერვების. მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ სურვილი არსებობისა აღარ მაქვს, მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლოვან თვალებს გარდა.

დრო აღარაა ბოდვის
და მეოცნებე მკერდის,
არ მეშინია ცოდვის,
არ მეშინია ღმერთის.

გულში დაგროვდა ზიზღი
და ბნელი ღამის ბინდი,
არ მეშინია სისხლის,
არც თვითმკვლელობა მინდა.

-ძალიან გაიტანჯები
-ჯერ ადრეა, გალაკტიონ
-ეხლა გვიანაა

-როგორც თვითმკვლელი დღიურს, შლიდა ლაჟვარდი ყანებს.

-მოვიკლავდი თავს, მაგრამ ამით
ჩემო სამშობლოვ,
არ მინდა მძიმე მოგაყენო
შეურაცხყოფა...

-არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია... გეშინია, გძულს, გეზიზღება, და კიდევ მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია...

-სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა...

-თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის!

-პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ, პირიმზე, ჩრდილი რაზე გფენია?
მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ, შენ მაინც რაზე მოგიწყენია?
ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით,
რომ ვერასდროს კვლავ ვეღარ გიხილავთ და სამუდამოდ გემშვიდობებით?
დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,
შემოგწირავდით ერთად ყველაფერს, მაგრამ სხვა რაა სიმღერისთანა?!"




Posted by: sting 18 Mar 2009, 00:30
QUOTE (რუსთაველი @ 19 Jan 2009, 18:48 )
გალაკტიონზე ზოგი ამბობს, რომ ლექსების დასაწერად, ბევრს მუშაობდა.. ერთ ლექსზე რაღაც გარკვეული დრო სჭირდებოდა.. ზოგიც ამბობს, რომ არა, იგონებდა უცებ, წამიერად და წერდა.. რომელია მართალი?

"- ცოტა რამ გვიამბეთ მის შემოქმედებით ლაბორატორიაზე.

- გალაკტიონი იყო უდიდესი შრომისმოყვარე, შეეძლო ზუსტად 22 საათი ემუშავა. ეს იშვიათობაა. ნახავ გალაკტიონის ხელნაწერებს და გაოგნდები, იმდენჯერ აქვს გადახაზული ფრაზები. შემდეგ ისევ უბრუნდებოდა ამ ლექსს და ხვეწდა, მაგრამ დიდი ოსტატის გამარჯვება ის არის, რომ იმგვარად დახვეწავს ლექსს, რომ ვერ მიხვდები, ეს თუ ამდენი ,,სწორების’’ შედეგია. "

ნოდარ ტაბიძესთან ინტერვიუ მთლიანად ამ ლინკზე ნახე smile.gif http://publish.dlf.ge/vaxtangvi/galaktiontabidze/mogonebebi.htm

Posted by: Taro 18 Mar 2009, 20:24
მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ,
შუაღამე იწვის, დნება,

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს
სიო არხევს და ატოკებს ჩემ სახლის წინ იასამანს

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საიდუმლოდ შენახული

ვერ მომპარავს ბნე გულის ფიქრს ცუთი ცუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი ;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკეში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე !

Posted by: Nnino 18 Mar 2009, 22:14
ახლა ამის ხასიათზე ვარ...

საუბარი ედგარზე

ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,
როცა საუბარი ედგარ პოეზეა!
აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია.

ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილა,
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!

(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.

უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,
ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,

თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად - როგორც თანამდები -
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!

Posted by: რუსთაველი 21 Mar 2009, 18:50
user posted image

Posted by: gusha 21 Mar 2009, 18:51
"გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი უფრო ანგელოზია"

Posted by: რუსთაველი 21 Mar 2009, 18:54
gusha

მე ეს უფრო მიყვარს..

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის ,,მთვრალი“ იყო, როგორც ყოველთვის!):
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი...
უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
საქართველოში?!! - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2009, 18:57
QUOTE
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს სიო არხევს და ატოკებს ჩემ სახლის წინ იასამანს

gigi.gif

Posted by: dro 21 Mar 2009, 19:10
ნეაპოლში

სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა,
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია!

აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,
არც ეს მაისი, არც პოეზია.
მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!

გალაკტიონი

Posted by: Taro 4 Apr 2009, 21:35
პოსტ-სკრიპტუმშია რეპორტაჟი...

უყურეთ...

Posted by: kity84 5 Apr 2009, 01:33
Taro
მაგარი იყო ძალიანნ ლამმის ვიტირეე

Posted by: Taro 5 Apr 2009, 01:47
kity84
QUOTE
მაგარი იყო ძალიანნ ლამმის ვიტირეე


ცოტა მაკლდა cry.gif

Posted by: NIII_ 5 Apr 2009, 02:35
მე ვერ ვუყურე და უცნობ ლექსებზე იყო მგონი საუბარი ხო?
ხომ არ ჩაგიწერიათ ვინმეს შემთხვევით? biggrin.gif

Posted by: Hano 5 Apr 2009, 17:07
QUOTE (NIII_ @ 5 Apr 2009, 02:35 )
მე ვერ ვუყურე და უცნობ ლექსებზე იყო მგონი საუბარი ხო?
ხომ არ ჩაგიწერიათ ვინმეს შემთხვევით? biggrin.gif

ხოო ახალი ლექსები აღმოაჩინეს,რომელიც თურმე რომელიღაც ქართველ მსახიობს ნინოს(გვარი დამავიწყდა sad.gif )
მიუძღვნა ..
ექსპერტიზამ დაამტკიცა რომ მართლა მისი ხელნაწერია..

Posted by: sasruli 5 Apr 2009, 23:38
მერი და გალაკტიონი

გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში ნახა ქუჩაში მიმავალი და ძალიან მოეწონა პირველივე დანახვისთანავე. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მერის ფოტო ნახა ადგილობრივ გაზეთში. მერი მშობლებთან ერთად იყო. სწორედ ამ სურათიდან გაიგო პოეტმა მერის ვინაობა. მერი შერვაშიძე “უბრალო” ქალი არ გახლდათ,. როგორც მოგეხსენებათ, შერვაშიზე არისტოკრატიული გვარი იყო. საერთოდ მაღალი წრის ქალბატონისთვის არც არაფრით ყოფილა საინტერესო “ეული”პოეტი. როგორც თავად მერი შერვაშიძე ამბობდა, მან მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო რომ გალაკტიონის ლექსები მას ეკუთნოდა… ამ თემაზე მერი არასდროს არაფერს ამბობდა, შესაძლოა იმიტომ რომ იგი მეტის მეტად თავმდაბალი ადამიანი იყო, ან იქნებ იმიტომ, რომ, მას უბრალოდ არააფერი ქონდა სათქმელი…
გალაკტიონს არ უყვარდა როცა მერიზე ეკითხებოდნენ, საერთოდ მასზე არაფერს ამბობდა. დღიურებში კი წერდა:

“ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინედაც ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს ან გრძნობდა ძალიან ცუდად, ეჭვიანობდა და იმიტომ, მაგრამ ეჭვების გამფანტველი არავინა სჩანდა. ყოველივე იცოდა მერის დედამ, იცოდა გაცილებით უკეთესად, ვინემ თვითონ მერიმ, მაგრამ უკანასკნელი ვერ ბედავდა შეკითხებოდა მას. მერის ეგონა, რომ თავისი სისულელით დაანგრევდა სახლს. მას ეს სრულიადაც არ უნდოდა, რა საჭიროა ქმარი? სრულიადაც არ უნდოდა მას ქმარი, სრულიადაც. ამ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები. დედა კიდევ ხუთი თვეა ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან შიძლება სამი, როგორც ეს მოხდა წინად? “წყნარად, მერი შერვაშიძე, ეუბნებოდა თავის თავს ახალგაზრდა ქალი, შენ მხოლოდ დააკვირდი ყველა მამაკაცების ქცევას და თვითონვე ყველაფერს გაიგებ და რა საჭიროა დ ედ-მამის შეწუხება, მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ… ასეთი ქალი კი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს სიმშვიდე და მყუდროება, დეე, ნუ შემირთავს. ყოველ შემთხვევაში თავის თავს ამნაირ ქალად ვთვლი. მე არ მეცოდინება რაა ღალატი, როგორც არ ვიცი ეხლა. მე გავთხოვდები უმწიკვლო და უნაკლოდ. გავთხოვდები ძალიან მალე” (1928 წ.).
“სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია”.

““მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა” (1938 წ.)

“მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!” (1950-1958 წ.).


http://burusi.wordpress.com/ისტო

Posted by: miranda_mira 22 Apr 2009, 17:44
და ვპოვე ის რასაც ვეძებდი და გავიხარე!
მიხარია რომ ამფორუმზე არის ეს თემა (და არც შეიძლებოდა რომ არ ყოფილიყო!!!)
რამოდენიმე დღეში ზღვა მასალას დავდებ გალაKტიონზე
p.s. ახლა ვამიშავებ თემას "გალაKტიონი პოეზიის მომღერალი" და მალე ავკრიფავ კომპში და აქაც დავდებ smile.gif

Posted by: რუსთაველი 22 Apr 2009, 21:40
Taro
kity84

ვერც მე ვუყურე.. მოყევით რა თუ გახსოვთ.. ტვინზე მაინტერესებდა ძალიან, ლექსებიც.. ვერ მოვახერხე ყურება..

Posted by: მატა 23 Apr 2009, 03:09
მეოცე საუკუნის ქართული გენია love.gif


ნოდარ დუმბაძეს დავესესხები: "მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული." love.gif love.gif

Posted by: შილდელი 23 Apr 2009, 13:59
სადღეგრძელო იყოს მისი
ვინც შიშმა ვერ დაჰხარა
ავდგეთ ფეხზე ჰვენ თბილისი
ვადღეგრჯელოთ ჭაღარა

Posted by: miranda_mira 23 Apr 2009, 15:11
QUOTE
მეოცე საუკუნის ქართული გენია 

არა მხოლოდ მეოცე ის იყო ქართული ლირიკლის გენია jump.gif

Posted by: რუსთაველი 24 Apr 2009, 14:22
miranda_mira
QUOTE
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა!


ეს სიტყვები ტერენტის საფლავზეა დაწერილი.. smile.gif



პ.ს. ადრე, ადრე მქონდა მეც "სიგნატურში"

Posted by: miranda_mira 24 Apr 2009, 21:30
რუსთაველი
QUOTE
ეს სიტყვები ტერენტის საფლავზეა დაწერილი..

ხო მაგარი სიტყვებია მიყვარს მისი პოეზია და თვითონ როგორც პიროვნება... ეგ და გალაKტიონი. smile.gif
* * *
რუსთაველი
QUOTE
უნაკლო Member

შენს პროფილს გავეცანი და მართლაც უნაკლო ხარ wink.gif biggrin.gif
QUOTE
† სჯობს გძულდეთ, ვიდრე გებრალებოდეთ †

ამაში გეთანხმები მაგრამ ცოტა შესწორებებით: ჯობს ვძულდე ვიდრე ვებრალებოდე ... ჩემტვის ასე უფრო მისაღებია smile.gif

Posted by: HELPme_ 7 Jun 2009, 12:53
"უსიყვარულოდ"
აუდიო ვერსია არსებობს? :|
დადეთ PLზ

Posted by: cibira 7 Jun 2009, 13:41
QUOTE
"უსიყვარულოდ" აუდიო ვერსია არსებობს? :|


http://allshares.ge/download.php?id=79EDB4ED11

Posted by: zmaneba_avi 11 Jun 2009, 01:36
ერთ-ერთი ყველაზე ეგოისტური სიყვარულის ახსნა " მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი"




Posted by: parmeni 14 Jun 2009, 15:11
pasuxad mesaflaves,chemi shvilis dacerilia tu dagainteresebs damikavshirdit 898118080 parmeni
* * *
muzas hyolia mravali nefe,
da dedofalic bevri hyolia,
magram vin aris ukvdavi mefe?!
galaqtioni ??? ara mgonia!!!
2008w.ivlisi

“genioso”
(pasuxad “mesaflaves”)
G genioso, Sen ambob rom qveyanaze vinc ki kvdeba
im wuTSive misi Crdili yvela Cvengans aviwydeba!
me maocebs rad igoneb yvela trfobis mlanZRav zRapars,
rom mudmivi trfobis glova aRaravis ar unaxavs,
rom iviwyebs yvela xsovnas,visac satrfo moukvdeba,
rom suyvelas glovis Semdeg sxva trfiali moundeba
rom TiTqosda aRaravis aRar hqondes wrfeli suli,
rom erT satrfos samudamod Semoavlos siyvaruli!
raRad ginda eg cinizmi rom mRerixar dido gono
an vis ginda codviani striqonebi gaagono?!
milionSi rom erTia vici Cemi leqsis qeba,
magram swored im erTSia trfialebis ukvdaveba!
skolis merxTan mudam erTad ijda laRi gogo-biWi,
da uboZa maT ufalma erTmaneTis trfobis niWi
uboZa da gaixara orma norCma,wrfelma gulma
da amayad iwyo winsvla am ubadlo siyvarulma
zeimobda da xarobda silamaziT ori goni
trfobis caze navardobda ukvdavebis faetoni
magram bedma vardis kokrebs gadafurCqvna ar acala
mouvlina miwieri ukvdavebis gamocana,
samudamod SeaCera vaJis gulSi sisxli cxeli
qaliSvils ki miusaja urTulesi gansacdeli
daiTuTqa mwuxarebiT ToTxmeti wlis gogos guli
miacila samaremde ukocneli siyvaruli
daitira Savi ZaZiT mousvela gulze miwa
uwrfelesi cremlTa RvariT SeaZrwuna dedamiwa
vaJis dedas eaxla da uTxra Tqveni varo rZali
da miiRo dedamTilma qaliSvili patarZali!
genioso kidev ityvi rom am qveynad vinc ki kvdeba
im wuTSive misi Crdili yvela Cvengans aviwydeba?!
da mis mere satrfos saflavs ar scildeba gogo_qali
miwieri mwuxarebis ,mgloviare dedofali
zeciuri silamazis saxes adebs vaJis gulze
aRarc fiqrobs am uzomo mwuxarebis dasasrulze
Tmas gaiSlis daemxoba sacodavad tiris,kvnesis
mis cremlebis sikamkames veRar itevs Cemi leqsi
gana misTvis ar undodaT mierTmiaT norCi vardi?!
da mwuxared eCurCulaT Semiyvardi, Semiyvardi?!
magram rogor kadreb trfobas roca gidgas Tvalwin qali
RvTismSobeli mariamis Tvalebidan momzirali!
vaJis dedac dastrialebs ubadlo rZals mudam Tavze
aravin hyavs misi fasi gamocdaTa planetaze
moxiblula misi qceviT dedis guli mgrZnobiare
sigiJemde uyvars rZali ukvdavebis motrfiale!
amowura miwieri wlebis ricxvi deda_qalma
Rirseulad daitira dedamTili qvrivma rZalma!
genioso ar gecvleba xedva Seni didi niWis?!
nuTu ar gSurs simdidrisa gardacvlili laRi biWis?!
da mis merec wlebis risxvas qaliSvili ebrZvis marto,
raRaT unda am srulyofas sxva sityvebi mivumato
vaJis xsovna,wminda grZnoba aacura maRla caze
amayad da Rirseulad daabijebs qveyanaze
kvlav erTguli aris xsovnis kvlav erTguli aris RvTisa
rogor ginda ar iwamo am gangebis rCeulisa!
miilia misi wlebic miwieri gamocdisa
wleuls gaxda mSvenieri qaliSvili samocisa!
Senki ambo bar arsebobs ukvdaveba dagikargavs
Cemulobdi magram nuTu arasodes ar ginaxavs?!
an gmirebi moRalate,uerTgulo roca naxe
maSin erTi Rirseuli qarTveli ver gamonaxe
gamagone genioso am RalatiT ris Tqma gsurda
rom Tqvens droSi erTguleba aRaravis ar ZaluZda
rogor ambob sul erTguli rom aravin iyo uwin,
da Tu iyo ratom gaxdi misTvis ase sityvaZunwi”!
ratom cdilob ukvdav trfobas gauCino Savi bzari
milionSi im erTisTvis ver gamoyav erTi bwkari?!
aRar iyo?ver gicvnia ar gcodnia trfobis fasi,
nuTu aRar dagiclia ukvdavebis Tavad Tasi
nuTu Tavad ar ZalgiZda erTguleba marad mwvane,
nuTu meris rom etrfodi sxva trfialze gadacvale,
nuTu is sxva mogikvda da ver SeZeli glova misi,
nuTu ise gaborotdi rom SegZulda glova sxvisi,
Rirseuls rom yvarebodi ar yofilxarT Turme Rirsi
merisTanac gaxdebodi motrfiale albaT sxvisi
vxedav veRar Segicvnia WeSmariti uflis mrwamsi
rom Ralati mravlobs mitom erTgulebas hqondes fasi
gankiTxvamde usazRvroa cdunebebis rigTa wyeba
erTgulebis Rirseba ki arasodes ifargleba
magram, vxedav geniosi am siwmindes veRar miswvda
da vai Sen rom sikvdili sicocxleSiv dagaviwyda!
dagaviwyda radgan ase msjelobs Seni didi goni
gsurs ufrskulSi gadaCexo ukvdavebis faetoni
sxva rad minda Cemi giTxra erTgulebis simfonia
ra satrfo var gardacvlili satrfo Tu ver miglovia
damifaros RmerTma magram Tu wamerTva satrfos suli
mis saflavze mijaWvuli meyoleba siyvaruli
mijaWvuli meyoleba sanam sunTqvis meqna neba
ase mesmis genioso miwieri me cxovreba
vuerTguleb satrfos saflavs vuerTguleb uflis nebas
vuerTguleb Rirsebas da trfialebis ukvdavebas?!
zarsa scemen im qals vinac daamarcxa bedi mware
mowiwebiT sul ubralo kuboSi SWeds mesaflave
SWeds da raRac mware fiqrze exla kiar iRimeba
stiris Cveni mesaflave ase unda egrec xdeba
eaxleba qali edems Tu migiwvda masTan suli
upasuxe genioso rad atkine oqros guli
upasuxe rad uaryav ar gindoda mxela risi
upasuxe rad ariyav siyvarulis Tavad Rirsi
da uTxari rom Seican WeSmariti uflis mrwamsi
rom arsebobs rom arsebobs erTguleba qveynad msgavsi
rom grcxvenia rom grcxvenia moifiqre kidev rame
rom aklia “mesaflaves” siyvarulis sikamkame
Tavad xedav aRara gaqvs neba rac Tqvi kvlav igi Tqva
verasodes Seiwiravs wminda trfobas samaris qva
meki getyvi gana gjibrob da gicxadeb leqsiT mtrobas
gedavebi maradiul uerTgules grZnobis gmobas
giRiareb gatoleba leqsiT SenTan aris Zneli
magram, gkiTxav rad irgune ukvdavebis savarZeli?!
wamodeqi savarZlidan CamomarTvi xelze_xeli
ar melodi genioso? Uukvdaveba geaxeli!!!

* * *
muzas hyolia mravali nefe,
da dedofalic bevri hyolia,
magram vin aris ukvdavi mefe?!
galaqtioni ??? ara mgonia!!!
2008w.ivlisi

“genioso”
(pasuxad “mesaflaves”)
G genioso, Sen ambob rom qveyanaze vinc ki kvdeba
im wuTSive misi Crdili yvela Cvengans aviwydeba!
me maocebs rad igoneb yvela trfobis mlanZRav zRapars,
rom mudmivi trfobis glova aRaravis ar unaxavs,
rom iviwyebs yvela xsovnas,visac satrfo moukvdeba,
rom suyvelas glovis Semdeg sxva trfiali moundeba
rom TiTqosda aRaravis aRar hqondes wrfeli suli,
rom erT satrfos samudamod Semoavlos siyvaruli!
raRad ginda eg cinizmi rom mRerixar dido gono
an vis ginda codviani striqonebi gaagono?!
milionSi rom erTia vici Cemi leqsis qeba,
magram swored im erTSia trfialebis ukvdaveba!
skolis merxTan mudam erTad ijda laRi gogo-biWi,
da uboZa maT ufalma erTmaneTis trfobis niWi
uboZa da gaixara orma norCma,wrfelma gulma
da amayad iwyo winsvla am ubadlo siyvarulma
zeimobda da xarobda silamaziT ori goni
trfobis caze navardobda ukvdavebis faetoni
magram bedma vardis kokrebs gadafurCqvna ar acala
mouvlina miwieri ukvdavebis gamocana,
samudamod SeaCera vaJis gulSi sisxli cxeli
qaliSvils ki miusaja urTulesi gansacdeli
daiTuTqa mwuxarebiT ToTxmeti wlis gogos guli
miacila samaremde ukocneli siyvaruli
daitira Savi ZaZiT mousvela gulze miwa
uwrfelesi cremlTa RvariT SeaZrwuna dedamiwa
vaJis dedas eaxla da uTxra Tqveni varo rZali
da miiRo dedamTilma qaliSvili patarZali!
genioso kidev ityvi rom am qveynad vinc ki kvdeba
im wuTSive misi Crdili yvela Cvengans aviwydeba?!
da mis mere satrfos saflavs ar scildeba gogo_qali
miwieri mwuxarebis ,mgloviare dedofali
zeciuri silamazis saxes adebs vaJis gulze
aRarc fiqrobs am uzomo mwuxarebis dasasrulze
Tmas gaiSlis daemxoba sacodavad tiris,kvnesis
mis cremlebis sikamkames veRar itevs Cemi leqsi
gana misTvis ar undodaT mierTmiaT norCi vardi?!
da mwuxared eCurCulaT Semiyvardi, Semiyvardi?!
magram rogor kadreb trfobas roca gidgas Tvalwin qali
RvTismSobeli mariamis Tvalebidan momzirali!
vaJis dedac dastrialebs ubadlo rZals mudam Tavze
aravin hyavs misi fasi gamocdaTa planetaze
moxiblula misi qceviT dedis guli mgrZnobiare
sigiJemde uyvars rZali ukvdavebis motrfiale!
amowura miwieri wlebis ricxvi deda_qalma
Rirseulad daitira dedamTili qvrivma rZalma!
genioso ar gecvleba xedva Seni didi niWis?!
nuTu ar gSurs simdidrisa gardacvlili laRi biWis?!
da mis merec wlebis risxvas qaliSvili ebrZvis marto,
raRaT unda am srulyofas sxva sityvebi mivumato
vaJis xsovna,wminda grZnoba aacura maRla caze
amayad da Rirseulad daabijebs qveyanaze
kvlav erTguli aris xsovnis kvlav erTguli aris RvTisa
rogor ginda ar iwamo am gangebis rCeulisa!
miilia misi wlebic miwieri gamocdisa
wleuls gaxda mSvenieri qaliSvili samocisa!
Senki ambo bar arsebobs ukvdaveba dagikargavs
Cemulobdi magram nuTu arasodes ar ginaxavs?!
an gmirebi moRalate,uerTgulo roca naxe
maSin erTi Rirseuli qarTveli ver gamonaxe
gamagone genioso am RalatiT ris Tqma gsurda
rom Tqvens droSi erTguleba aRaravis ar ZaluZda
rogor ambob sul erTguli rom aravin iyo uwin,
da Tu iyo ratom gaxdi misTvis ase sityvaZunwi”!
ratom cdilob ukvdav trfobas gauCino Savi bzari
milionSi im erTisTvis ver gamoyav erTi bwkari?!
aRar iyo?ver gicvnia ar gcodnia trfobis fasi,
nuTu aRar dagiclia ukvdavebis Tavad Tasi
nuTu Tavad ar ZalgiZda erTguleba marad mwvane,
nuTu meris rom etrfodi sxva trfialze gadacvale,
nuTu is sxva mogikvda da ver SeZeli glova misi,
nuTu ise gaborotdi rom SegZulda glova sxvisi,
Rirseuls rom yvarebodi ar yofilxarT Turme Rirsi
merisTanac gaxdebodi motrfiale albaT sxvisi
vxedav veRar Segicvnia WeSmariti uflis mrwamsi
rom Ralati mravlobs mitom erTgulebas hqondes fasi
gankiTxvamde usazRvroa cdunebebis rigTa wyeba
erTgulebis Rirseba ki arasodes ifargleba
magram, vxedav geniosi am siwmindes veRar miswvda
da vai Sen rom sikvdili sicocxleSiv dagaviwyda!
dagaviwyda radgan ase msjelobs Seni didi goni
gsurs ufrskulSi gadaCexo ukvdavebis faetoni
sxva rad minda Cemi giTxra erTgulebis simfonia
ra satrfo var gardacvlili satrfo Tu ver miglovia
damifaros RmerTma magram Tu wamerTva satrfos suli
mis saflavze mijaWvuli meyoleba siyvaruli
mijaWvuli meyoleba sanam sunTqvis meqna neba
ase mesmis genioso miwieri me cxovreba
vuerTguleb satrfos saflavs vuerTguleb uflis nebas
vuerTguleb Rirsebas da trfialebis ukvdavebas?!
zarsa scemen im qals vinac daamarcxa bedi mware
mowiwebiT sul ubralo kuboSi SWeds mesaflave
SWeds da raRac mware fiqrze exla kiar iRimeba
stiris Cveni mesaflave ase unda egrec xdeba
eaxleba qali edems Tu migiwvda masTan suli
upasuxe genioso rad atkine oqros guli
upasuxe rad uaryav ar gindoda mxela risi
upasuxe rad ariyav siyvarulis Tavad Rirsi
da uTxari rom Seican WeSmariti uflis mrwamsi
rom arsebobs rom arsebobs erTguleba qveynad msgavsi
rom grcxvenia rom grcxvenia moifiqre kidev rame
rom aklia “mesaflaves” siyvarulis sikamkame
Tavad xedav aRara gaqvs neba rac Tqvi kvlav igi Tqva
verasodes Seiwiravs wminda trfobas samaris qva
meki getyvi gana gjibrob da gicxadeb leqsiT mtrobas
gedavebi maradiul uerTgules grZnobis gmobas
giRiareb gatoleba leqsiT SenTan aris Zneli
magram, gkiTxav rad irgune ukvdavebis savarZeli?!
wamodeqi savarZlidan CamomarTvi xelze_xeli
ar melodi genioso? Uukvdaveba geaxeli!!!

Posted by: nino92 14 Jun 2009, 16:15
ჩემი საყვარელი პოეტია გალაკტიონი love.gif love.gif love.gif

Posted by: Ziggy Pop 14 Jun 2009, 16:27
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე

ცუდი პოეტი იყო.

Posted by: Tinikok 15 Jun 2009, 12:21
QUOTE
ცუდი პოეტი იყო.

ცუდში რას გულისხმობ? spy.gif

ნამდვილად ვგიჟდები ამ პოეტის ყველა ლექსზე, მაგრამ მისი ლექსების ყოვედლ დღე კითხვა, არ შემიძლია, კონკრეტული ხასიათია საჭირო. განსხვავებით ტერენტი გრანელისაგან, რომლის ლექსებიც უფრო ახლოა და ცხოვრების ყველა მომენტში შემიძლია წავიკითხო

Posted by: nikaaa07 15 Jun 2009, 20:21
parmeni
წოოწ და ეს ამხელა ლექსი და ასე კარგად ბავშვმა დაწერაა???
გალაკტონი მეც ძალიან მიყვარს დამაგარი პოეტი იყო.

Posted by: MERDE 27 Sep 2009, 02:30
QUOTE
ერთი გამაგებინა რა იგულისხმა ტერენტიემ ამ სიტყვებში "გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია"?


როგორც მოგეხსენება ტერენტისა და გალაკტიონს ერთმანეთს ხშირად ადარებდნენ და ბჭობდნენ რომელი უფრო მაგარი იყო.. და სწორედ ამ დავის გადასაწყვეტად დაწერა ტერენტიმ ეს სიტყვები: "გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია". რითიც სურდა ეთქვა ტერენტის რომ იგი თავს არ მიიჩნევს გალაკტიონის ტოლად. იმისათვის რომ გენიალური ნაშრომები შექმნა შენში რაგაც ეშმაკისეული დემონი უნდა სახლობდეს (კარგი გაგებით) სწორედ ასეთი დემონია გალაკტიონი ტერენტი კვირკველია კი... არა როგორც თვითონ ამბობს...

შეიძლება ესეც არ უგულისხმია მაგრამ მე როდესაც ვკითხე ისეთ ადამიანს რომელიც ერკვევა ასეთ საკითხებში სწორედ ასე ამიხსნა ...
QUOTE
pasuxad mesaflaves


ძალიან მომეწონა

Posted by: Ice-Ice Baby 15 Oct 2009, 19:55
QUOTE
გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.


Posted by: miss_pepsi 16 Oct 2009, 15:44
თაავიდან არ მევასებოდა.. ლექსები ურითმო, უშინაარსო, უაზრო, ერთი ლოთი კაცის დაწერილი ბოდიალი მეგონა...

FუF... რა ვიცოდი თუ ყოველდღე ამ ადამიანის ლექსების კითხვა მომინდებოდა.. :|

მიყვარს არა... აი რაღაც სხვანაირად... რომ ზიხარ რაღაცას ხატავ... ან უყურებ.. ან სეირნობ.. და რომ მოდის სიტყვები თავისით გულში..

Posted by: miracle_of_love 16 Oct 2009, 15:51
ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

Posted by: nino darbaiseli 3 Nov 2009, 03:54
სასიხარულო ამბავი გალაკტიონის პოეზიის მოყვარულთათვის:
''გალაკტიონის კვლევის ცენტრის'' მიერ მზადდება გამოსაცემად სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ''გალაკტიონოლოგია 5''

კრებულს აქვს რუბრიკა ''მოგონებათა თოვის...'', რომელშიც ტრადიციულად ქვეყნდება დღემდე უცნობი მოგონებანი გალაკტიონზე
იმედია, თქვენს შორის აღმოჩნდებიან ადამიანები ,ან მათი ახლობლები, რომელთა ხსოვნასაც შემოუნახავს არაერთი საინტერესო მომენტი გალაკტიონის ცხოვრებიდან.

კარგი იქნება, თუ აქ დააფიქსირებთ ამ ეპიზოდებს ან დამიკავშირდებით აქვე, ფორუმზე პირადი შეტყობინებით.

Posted by: MrHERCULES 17 Nov 2009, 15:58

დღეს 17 ნოემბერია!


რამე ოპტიმისტური, მაგალითად ეს:


ისე უეცრად გაქრა
ეს შემოდგომა ქარვის,
რომ ერთი გაღიმებაც
არ მოუცია არვის.

მაგრამ ასი წლის შემდეგ
შენ გამამართლებ, არა?!
მადლობელი ვარ კარგო,
ჩემთვის ეს გრძნობაც კმარა.





Posted by: ილონენ 17 Nov 2009, 18:40
დღეს გალაკტიონის დანადების დღეა smile.gif 109 წლისთავი მგონი


http://www.radikal.ru

tongue.gif

Posted by: MrHERCULES 17 Nov 2009, 20:57
miss_ylonen
118 : )

"ცხოვრებისეული" გალაკტიონი:




"...ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ძალიან ნაცნობი ტანი ჰქონდა, ძალიან. უცებ მან თეფშზე ჩანგალი დააკაკუნა, ჩვენკენ მობრუნდა და ჩვენს ოფიციანტს მიმართა:

- ძამიკო, რამდენ ხანს უნდა გელოდო?

- მოვდივარ, შე კაცო, ფრთებს ხომ არ გამოვისხამ, შენისთანა მილიონია და მე ერთი,- წყენით უთხრა ოფიციანტმა და ჩვენი შეკვეთის მოლოდინში ფანქარი და ქაღალდი მოიმარჯვა.

- გურამ, შეხედე. - ვუთხარი მე.

- ვის?

- გალაკტიონი! - გურამი სწრაფად შეტრიალდა. ახლა გალაკტიონი ისევე ზურგით იჯდა ჩვენკენ.

- ჯერ იმას მიუტანე, - ვუთხარი მე.

- შეკვეთა მომეცი, შე კაცო, და იმას კი მივხედავ, ასე ზის მაგი ორი საათია და მიჩიჩინებია იმ ერთ ბოთლ ღვინოს. - გაიკრიჭა ოფიციანტი. მე შევუკვეთე, რაც გვინდოდა და ვთხოვე ოფიციანტს, გალაკტიონის მაგიდასთან მოეტანა.

- მივიდეთ, გურამ?

- არ ეწყინოს, ბიჭო.

- რატომ უნდა ეწყინოს, მივიდეთ და დაველაპარაკოთ.

- მივიდეთ, - გადაწყვიტა გურამმა და ადგა. თავზე რომ დავადექით, გალაკტიონმა გაკვირვებით ამოგვხედა.

- შეიძლება, ბატონო გალაკტიონ, თქვენ მაგიდასთან დავსხდეთ? - გავუბედე მე. გალაკტიონმა მაგიდებს მოავლო თვალი, ცარიელი მაგიდები რომ დაინახა, გაეცინა.

- მაგიდების მეტი რა არის, ძამიკო, ამ რესტორანში?

- ჩვენ თქვენთან გვინდა! - ისე სთხოვა გურამმა, გალაკტიონს კი არა, მე ამიჩუყდა გული.

- დაბრძანდით, დაბრძანდით! - მიგვიპატიჟა გალაკტიონმა. ჩვენ დავსხედით, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- ვინ ხართ თქვენ, ყმაწვილებო? - დაარღვია სიჩუმე გალაკტიონმა.

- ჩვენ სტუდენტები ვართ, ბატონო გალაკტიონ. - ვუთხარი მე.

- სწავლობთ?

- დიახ.

- კარგია, შესანიშნავია, უშესანიშნავესია! - თქვა გალაკტიონმა და ბოთლი აიღო ხელში. უცებ აწრიალდა, რაღაცის ძებნა დაიწყო, მერე წამოდგა, მეზობელი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და მე და გურამს დაგვიდგა:

- ღვინოს ხომ სვამთ?

- კი! - თქვა გურამმა.

- მე მიცნობთ, არა? - გვკითხა და ღვინის დასხმა დაიწყო.

- თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო გალაკტიონ! - უთხრა გურამმა.

- ოფიციანტი არ მიცნობს, ძამიკო, ერთი საათია მიყურებს და ვერ მიცნო! - გაიღიმა გალაკტიონმა. ოფიციანტი მოვიდა, სამი ბოთლი ღვინო მოიტანა, ყველი, მშრალად მოხარშული ხორცი და სალათი.

- შენ ვერ მიცნობ მე, ძამიკო? - ჰკითხა გალაკტიონმა.

- რავა ვერ გიცნობ, შე კაცო, სულ ჩვენთან არ დადიხარ? - გაუღიმა ოფიციანტმა.

- აბა, ვის ვგავარ თუ იცი?

- ვის გავხარ და მღვდელს. - გამოიცნო ოფიციანტმა და გალაკტიონს წვერზე შეხედა.

- სწორი ხარ, ძამიკო, მღვდელს ვგავარ. - ჩაიხითხითა გალაკტიონმა.

ოფიციანტი გაბრუნდა. გალაკტიონი ხითხითებდა.

- ხომ გითხარით, ვერ მიცნობს-მეთქი. - გვითხრა ბოლოს, ხითხითი რომ მოათავა. - აბა, თქვენ თუ მიხვდებით, ვის ვგავარ? - მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. რა ვუპასუხო ახლა?

- დაგვცინით, ბატონო გალაკტიონ? - ჰკითხა გურამმა მომაკვდავი კაცის ხმით.

- არა, ძამიკო, მართლა გეკითხებით.

- თქვენ არავის არ გავხართ, ბატონო გალაკტიონ, თქვენ ხართ გალაკტიონი, დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, სხვას ვის უნდა გავდეთ? - ვთქვი მე.

- გალაკტიონ ტაბიძე კი ვარ, მაგრამ ვის ვგავარ?

- გოეთეს! - თქვა გურამმა.

- არა! - გაიღიმა გალაკტიონმა.

- პუშკინს.

გალაკტიონმა თავი გაიქნია.

- მიცკევიჩს, ბაირონს, რემბოს...

- არა!

- რუსთაველს, ბოდლერს, ფირდოუსს...

- არა, ძამიკო, არა, აკაკის არ ვგავარ, წერეთელს? - თქვა მან და წვერზე ხელი ჩამოისვა.

- კი, როგორ არა, ძალიან გავხართ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან! - ვთქვი მე.

- აი, ხომ გითხარით! ყველა მეუბნება, აკაკის გავხარო, ოფიციანტმა კი ვერ მიცნო. გაუმარჯოს აკაკის! - თქვა გალაკტიონმა და ჭიქა გამოცალა, ჩვენც გამოვცალეთ.

გალაკტიონი ოდნავ მთვრალი იყო, საოცრად ღრმა, ჭკვიან და გაღიმებულ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი ენთო. იგი ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა.

- თქვენ რას აკეთებთ, ძამიკოებო, ლექსებს არ წერთ?

- მე არა, ეს წერს! - თქვა გურამმა.

- მე აღარ ვწერ ლექსებს! - ვუთხარი მე.

- რატომ მერე, ძამიკო, ყველა წერს და შენ რა დააშავე, წერე, წერე, კარგია ლექსების წერა, - მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.

- თქვენ რომ ლექსებს წერთ, ისეთი ლექსების წერა კია კარგი, ბატონო გალაკტიონ. - ვთქვი მე.

- ცუდი ლექსის წერაც კარგია, არ არის სავალდებულო, ყველამ კარგი ლექსები წეროს. - გაიცინა გალაკტიონმა და შევატყვე, უკვე ბურთივით გაგვიგდო მე და ჩემი გურამი. გურამს პირი ჰქონდა დაღებული. მინდოდა, ხელი ამეფარებინა, რამე სისულელე არ წამოსცდეს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი.

- როგორ წერთ ლექსებს, ბატონო გალაკტიონ? - წამოაყრანტალა მან და გამარჯვებული სახით გადმომხედა.

გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა. მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა.

- მე ზღვა მიყვარს ძალიან. ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში. ხომ იცით? - გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. - ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი, ასე. - მან გვაჩვენა, თუ როგორ აკეთებდა ამას. - მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე. მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე. მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოსი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს... - გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე.

- ასეა, ძამიკოებო, - თქვა მან ძალიან სერიოზულად და ჭიქა ასწია, - გაუმარჯოს ანგელოსს. - თქვა და დალია.

- ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? - ვკითხე მე გაუბედავად.

- კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა, მე სად მცალია ლექსების საწერად, - დაისაწყლა თავი გალაკტიონმა.

- “ნიკორწმინდაც” ანგელოსმა გიკარნახათ? - ჰკითხა გურამმა.

- “ნიკორწმინდაც” ანგელოსმა მიკარნახა. - დააქნია თავი გალაკტიონმა.

ისევ დუმილი ჩამოვარდა.

- სად არის ჩვენი ოფიციანტი, აღარ მოდის? - აწრიალდა უცებ გალაკტიონი.

მე თეფშზე ჩანგალი დავაკაკუნე. რესტორნის მარცხენა კუთხეში დიდი ორომტრიალი იყო, ვიღაცეებს ოთხი მაგიდა შეეერთებინათ და მთელი რესტორნის ოფიციანტები მათ ემსახურებოდნენ. ჩვენი ოფიციანტიც იქ ტრიალებდა ჯარასავით.

- რას შვები, კაცო! - დავუქნიე ხელი. რა ვქნაო, გაშალა ხელები და სამზარეულოსკენ გაიქცა.

- მოვა ახლავე, ბატონო გალაკტიონ! - დავამშვიდე მე.

- შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის... - თქვა გალაკტიონმა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მოვიდა.

- სად ხარ, ძმაო, დაგვხოცე შიმშილით! - გაუჯავრდა გურამი.

- შენთვის მეცალა, შე კაცო? ვერ ხედავ, ვინ გვესტუმრა? - გაუკვირდა ოფიციანტს.

- ვინ? - ჰკითხა გურამმა.

- ვინ და, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში.

- რა გვარია?

- რავა, პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია, გაზეთებს არ კითხულობთ? - ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს. - ექიმებმა თქვეს, ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო, - თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა. გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი, ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა.

- მე წავალ, ძამიკოებო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა, მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. - გალაკტიონი წამოდგა.

- გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ! - წამოვცვივდით ჩვენც.

- არა, ბატონო, არა, რად მინდა გაცილება.

იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის არ შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა.

გაერთიანებული მაგიდის მეორე თავში, უზარმაზარი თასით ხელში, ფეხზე იდგა თამადა და სვამდა კაცის სადღეგრძელოს, რომელმაც ჩვენი პატარა საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა, გააჯირითა, მთელ მსოფლიოს გააცნო ჩვენი თავი, რომლის ბეჭი ჯერ ნოხს არ შეხებია, რომელიც ორფუთიან გირს სამასჯერ წევს, მკლავზე იხვევს მაჯისსიმსხო რკინის მილს, მუხლზე იღუნავს რელსს და თავით ტეხს მუხის ფიცარს, რომელმაც მსოფლიოს რომელიღაც ქალაქში რვა მისნაირი მუტრუკი გააკრა მიწას, არც ერთი საჯარიმო ქულა არ მიუღია და ძლევამოსილი დაბრუნდა მშვიდობით მის მშობლიურ მიწაზე და, რომ მადლიერი ქართველი ხალხი უსურვებს მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და, რომ ჩვენი ერის დიდება არასოდეს არ შეერცხვინოს.

- ძმებო და მეგობრებო, - მიმართა თამადამ საზოგადოებას სიტყვის დასასრულს, - გთხოვთ, ფეხზე ადგომით ვცეთ პატივი რაინდს, რომელმაც იმდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, ალბათ, თვითეულმა ჩვენთაგანმა ას-ასი წელი რომ იცოცხლოს, იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებს. - მთელი რესტორანი ფეხზე ადგა.

გურამმა ბოთლი აიღო და ფსკერით თეფშს დაარტყა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თეფში მარილივით დაიფშვნა. ყველამ ჩვენკენ მოიხედა.

- რაშია საქმე? - მოვარდა ჩვენი ოფიციანტი.

- არაფერში, თეფში გამიტყდა, გვიანგარიშე. - თქვა გურამმა..."


ნოდარ დუმბაძე "მზიანი ღამე"




Posted by: ილონენ 17 Nov 2009, 23:36
MrHERCULES
ხო 108 მომიტევეთ smile.gif

მე და ღამეს და მერის აუდიო მასალა გინდათ? საღარაძე კითხულობს.... ტანში ატანს

Posted by: MrHERCULES 18 Nov 2009, 00:24
საღარაძე "სილაჟვარდეს" კითხულობს რაღაც მეტისმეტად, მართლა ძვლებში ატანს.. ვეძებ და ვერ ვპოულობ იმ ვარიანტს.

გიორგი ხარაბაძის წაკითხული "თოვლი" - ესაა რაცაა, თუმცა ვერც ამას ვპოულობ, ბავშობიდან მახსოვს...


* * *

მერაბ კოსტავას ნაკლებად ცნობილი პოემა, ერთი საუკეთესოთაგანი, რაც გალაკტიონზე დაწერილა:



გალაკტიონი

სიტყვას, ვით მახვილს კახაბერისას
ხელმარჯვედ სცემდი დიდი მგოსანი,
თაღლითი თვალი წარეც კეისარს,
ზენაარს – თვალი პატიოსანი.

და უხარია ახლა კეისარს,
პოეტთა მეფემ ქართველ ერისა
არა სისხლით და ცრემლით ნაწერი
მიუძღვენ ლექსი აურაცხელი.

ვერა, მგოსანი ვერ დასთმობს იოტს,
თუ არის სიტყვით ნათლის მცემელი,
რა აბადია ჭეშმარიტ პოეტს
კეისრისათვის წარსაცემელი?

ის ვერ დაჯდება იმის ქორწილში
როგორც თამადა, როგორც მაყარი,
იმის ხოტბაში არ უდევს წილი,
არსად სჩანს მათი გზათშესაყარი.

ამადაც გწამდა, შთამომავლობა
რომ გამოარჩევს ყალბისგან ნამდვილს,
პირუთვნელობის სამზღვარს განავლებს,
ყველას მიუჩენს კუთვნეულ ადგილს;

რომ ელვისმფრქვევი ლურჯა ცხენებით
ვინაც დასთრგუნა სიალფე ქარის,
ვისაც ლოკავდნენ ცეცხლის ენები,
მას ვერ აქცევენ პოეტად კარის.

მღვრიე მშვენებით გადაიბინდე,
მზეთა ორგია გბანგავდა ძველი,
მთვარის მაგიას არც შენ მიჰრიდე,
ახალუხლებსაც დაასხი ხელი,
სიბრძნის იმ ერთ დარგს როს დაეწინდე,
ვითარცა მოსემ, აღმართე გველი,
ანაზდად ლურჯას მათრახი სწყვიტე,
საასპარეზო უჩვენე ვრცელი,
როცა გახელდი, მთლად აიწყვიტე,
ახსენე ტრფობა უკანასკნელი,
მღვრიე მშვენება უმალ დასწმინდე,
მკვიდრად შეაბი ზეცას ქვესკნელი.

შენს ხელში ფუნჯი და საჭრეთელი
ლექსს ანიჭებდა საოცარ ფორმებს,
მხატვარიც იყავ, ქვათა მკვეთელიც
და როგორც ლითონს ოქრომჭედელი,
სიტყვებს აზრებად ისე ასხამდი,
უგულველჰყოფდი ლოგიკის ნორმებს,
სულ სხვა ყალიბით განასხვავებდი
ფოლადს, გრდემლსა და მოქნილ გრაციებს,
აწყვეტილ რითმებს როს უზავებდი
წარმტაც მელოსს და ალტერაციებს.

წმინდა მუსიკა თვითაა ნება,
საყბეურებს რომ ამოგდებს ყბაში,
ასე უშუალოდ ვინ გვაჩვენებდა
პოეზიასთან მის უღრმეს კავშირს.

როგორც ნარკოზი, როგორც ჰაშიში,
იგი როდია ეგზომ საშიში
და ზოგჯერ თუკი აღვირს წაგართმევს,
დაასადავებ და თავს გაართმევ.

და ან რად უნდა იმას ჰაშიში
და ხელოვნური ბანგვა გონისა,
ვისშიაც მძლავრობს ყრმა დიონისო
და ღვინო უწევს ტონუსს გენისას.

თუკი საღია შენი ბუნება
და ლირასავით ხარ მრავალძალი,
ვინა სთქვას შენი დაძაბუნება,
თუნდ გიზგიზებდე როგორც ხანძარი,
განა ოდესმე დაიფერფლები
გრძნობას აზრით თუ გარს მოევლები?
და ვით მუდმივი ცეცხლი ტაძრების,
შენ არასოდეს დაინაცრები.

სმენით ჩამწვდომით, აბსოლუტურით,
თვითდამკვიდრებით, შინაგან ვნებით,
მუსიკა იგი, შენივე ნებით,
იქცა ტრიუმფად ქართულ კულტურის,
კაზმული სიტყვის მაღალ მშვენებად,
ცრუ გემოვნების გადაშენებად.

ვგრძნობთ დიონისოს მზიურ ელექსირს,
ვით პოეზიის აღორძინებას,
შენ ხარ სთველობა ქართული ლექსის,
მისი მაჭრობა და დაღვინება.

მამულის გრძნობით შენგან აღვივსეთ,
ვცანით, ვით მადლის სულში ჩადგომა,
მისი აპრილი, მისი მაისი,
მისი მკათათვე და შემოდგომა,
სილაჟვარდე და სიწმინდე ყოვლის,
ივლისისფერი ყინვის თასები,
მშვენიერება ვარდისფერ თოვლის,
პორფირის, ძოწის და ატლასების,
ხმა ამირანის გმინვის და წყევლის
და მარტვილობა ჯვარცმული ელვის,
ყაზბეგის თავზე ცა მოჭედილი
და ბებერ მუხის მეხთან ჭიდილი,
იმ ენკენისთვის მზვარე და ოქრო,
საკვამურებში ქარის სიმღერა,
პრომეთეს სულის აბობოქრება
და კოსმიური ორკესტრის ჟღერა.

ვიგრძენი ძალა ლოგოსის, გზნების,
ევროპას, რუსეთს რომ დაგვაწიე,
ენის ხარისხი, განცდა მშვენების
ოდეს მეშვიდე ცამდე ასწიე.

რუსთველის მიერ ნაანდერძალი
კვლავ აღგვიდგინე ღმერთების ენა,
ოდეს გვასწავლე შთასმა სამსალის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

და ახლა ვერვინ შეგვედავება,
რომ თვით სატანას დავცემთ არულით,
რადგან ვირწმუნეთ, თვით უკვდავება
რომ არ არსებობს უსიყვარულოდ.

ამ ჰარმონიის ხიდის გადება
ჰგავს გამოჩენას პირველი მერცხლის,
სად მიტევება თანანადებთა
ელავს კანდელად სინდისის ცეცხლის.

სირცხვილის გრძნობით გვწვავს შემოქმედი,
კაცობის საყრდენს გვაწვდის იშვიათს,
რადგან სინდისი აქ ერთადერთი
განმართლებული წმინდა შიშია.

ისევ ბუხარი, მწუხრი, სერობა
და, ვფიქრობ, იგი აღარ ჩაქრება,
იისფერ თოვლის ალმაცერობა
როცა შენს სულში ჩაინამქრება.

წყევლა რაინდის, ამფორტასისა
კვლავაც გტანჯავს და გულს გიავადებს,
ნატრობ ზედაშეს ძვირფას თასისას,
ამა სოფლისა ვერ გფლობს თავადი.

ხამს არწივივით შეინავარდო,
ზრახვა გულისა გიჯობს გაანდო,
ვინაც გიძმო და შეგისატყვისა,
ყველა დროების პირველ პალადინს,
რამეთუ გფერფლავს, ვითარცა ალი,
სიწრფელე გულთამხილველი თვალის,
შეუღწევლობა მონსალვატისა,
მიუწვდომლობა წმინდა გრაალის.

ვიცი, განცვიფრებს ძალა იმ ხიბლის
და იდუმალი ძაბვა სერობის,
განსპეტაკებულ სისხლის და ხორცის,
ძალა არნახულ უდრტვინველობის.

თუ არ ჩაიგდე თავი ამ დღეში,
რატომ ვიდოდი ეგრე ეულად,
გწამს, ცეცხლოვანი ის აზარფეშა
შენი ოცნების საგნად ქცეულა.

ამ მხარეების ძველი სტუმარი,
მოვდივარ შენთან, როგორც მავანი,
მარქვი, მგოსანო, რატომ მდუმარებს
ღირსთა მამათა წმინდა სავანე?

ნუთუ დაგვეხშო აღსავლის კარი
და ერთიანად წაგვერთვა სმენა?
რამეთუ ვუწყით, მეტყველი არი,
ერთობ მჭევრია საგანთა ენა.

რადგან უწყიან იქაც, მიწაზეც,
ვისთვისაც ჯერ არს, ყველამ იციან,
ბარძიმი იქ არს, იმასთან ცაზე,
გალილეია ვინც აირჩია.

საქართველოსაც ხომ ერგო რიგი,
ვით ისტორიის უმძლავრეს კოლოსს,
საოცრებათა გრაალი იგი
წმინდა გელათში იყო სულ ბოლოს.

ჩვენი კაცობის დამამშვენებელს,
ვინც იყო ჩვენი დიდების ჭერი,
ხელთ ეპყრა დავით აღმაშენებელს,
მეფე-მღვდელმთავარს ქართველი ერის.

ნიმბად იდგამდი თავზე ირისეს,
მჯობის არჩევა რადგან გჩვევია,
რადგან ჭაღარა ჩვენი თბილისი
ამაოდ შენ არ აგირჩევია.

თუ არ გაქვს ჩემთან რამ დასამალი,
მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი,
გულისნადებთა მისთა წამალი
ვის ენდობოდა ეგზომ ტარიგი?

კაცი ფარული და იდუმალი,
ვის მოწაფეთა ვერ სჭვრეტდა თვალი,
საქმენი მისნი ვინც განარიგა
და მოიხადა საქვეყნო ვალი?

გინდაც დამგმე და გინდ მიბატონე,
გინდ გამისტუმრე ჯანდაბას იქით,
იმ კარაულის ნაღდი პატრონი,
მსურს რომ ვიცოდე, ვინ იყო იგი?

ჰოდა გარდმიხსენ გული ტარიგის,
და ნუ ჩამითვლი უდიერებად,
მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი,
ვისთან ჩატარდა იგი სერობა?
რადგან დავლოცო მწადის ამრიგად
მისი სახლ-კარი და მისი ეზო,
მარქვი, ვინ არის, ვინ არის იგი,
ვინც განუმზადა საფლავი იესოს?

როს განუწონეს მაცხოვარს ფერდი,
ოდეს თვალებში ჩაგვიდგა ნისლი,
მითხარ, ვინ ედგა, ვინ ედგა გვერდით,
ვინაც ბარძიმი აღავსო სისხლით?

მარქვი, ვინ იყო, ვინ იყო იგი,
ჟამის მოწევნას ვინაც ელოდა,
ყველა სიზუსტით და თადარიგით
ვინც გარდამოხსნას ხელმძღვანელობდა?

ირლანდიაში წაიღო ვინაც
გრაალი წმინდა, ოცნებად გედის,
ვისაც ხელთ ეპყრა იგი უწინაც,
მსურს, რომ ვუწყოდე იმისი ბედი.

ერთი უმთავრეს ვარსკვლავთაგანი
რად არ აღენთო ზეცაში დღემდე?
ვარსკვლავი ფიქრთა ჩვენთა საგანი…
და ან ველოდოთ უნდა როდემდე?

და განასრულებს როცა იესო
იდუმალ ლოცვას იმა ბაგისას,
სული, ჭაობზე უნოტიესი
იქცევა კია უსპეტაკესად?

როდემდე ზღვაში დამსხვრეულ გემის
უიმედობის აფრა გვემოსოს,
რომელმან სულში ჩასტირე დემონს,
შენდობის ღირსს და საანგელოსოს.

ვით მეფეს, ძლიერს და გვირგვინოსანს,
უნდა ძალედვას ჭეშმარიტ მგოსასს
დამორჩილება ბოროტი ძალის,
პოეტს ვერ დასცდის მაცდურის თვალი.

გამოუცდელთა მაცდურ დაიმონს
ვინც მოუდრიკა მონურად ქედი,
ვინც ბნელს და ბოროტს ვერ დაიმონებს,
რა პოეტია, ან შემოქმედი?

თუმც არ უმღერდი ლIუციფერს ოდას,
სიცისფრეს მისას ვარდად ათოვდი
და, ვისაც ტატო “განვედო!” – სთხოვდა,
მისთვის შენდობას გულწრფელად გვთხოვდი.

არათუ ტატო, ჩვენ ვიცით სხვანიც,
დაფნის გვირგვინით დამშვენებულნი,
მაღალ მუზათა ზიარნი ძმანი,
სიტყვით ძლიერნი, სულით ვნებულნი,
სათქმელს ზომავდნენ ქართულ ბუნებით,
განუზომელით და არა მისხლით,
რადგან არათუ განკარგულებით,
სწერდნენ გულიდან მომსკდარი სისხლით.

ასათიანმა ლექსების ელვით
ჩვენი გაჩენის სამწდე დასცალა,
სამადაშვილმა ახსენა წყევლით,
მიწისკენ გზები ვინც მოგვასწავლა.

ვაჰმე, თუ ლადომ სენმორეულმა
ვეღარ დასთრგუნა სიკვდილის შიში,
არ ეთმობოდა რადგან სხეული,
არ ეთმობოდა ქართული ჯიში,
მაშ სიყრმეს თვისას რად მისტიროდა,
ნუთუ ვერ ჰპოვა გზა უფრო სწორი,
სულეთის სიღრმეს რად არ ჰკვირვობდა,
როგორც ავტორი “მემენტო მორის”?

არც ლეონიძეს განწყობა ესე
გულს არ ეფონა, სიმართლედ ითქვას,
არ დაენათლა იმის გალესილ,
კირკეს საკაზმით შენაზავ სიტყვას.

პარნასის სანახს თუ განვყოფთ ორად,
ვიგრძნობთ სიმძაფრეს ქართულ ენისას,
მათ პოეზიას განვსაზღვრავთ სწორად,
ვით პოეზიას მხოლოდ გენისას.

იქ კი რიტმია ოკეანისა,
ქაოსის სუნთქვა ღამის წყვდიადში,
სულ სხვა განცდაა სიგრძე-განისა
მიკროკოსმიურ პოეზიაში.

ნიკო, ღვთის მადლი ნუ მოგაკლდება,
იმკიდე ყველგან, სთესავდე საცა,
განკაცებული თუ არ მოკვდები,
როგორ იქცევი აღდგომის კაცად?

ბოროტის ცნობა თუ არ გექცევა
დედამიწაზე მიღებულ ჩვევად,
სულეთში ვერსად ვერ გაექცევი,
იქ სულ ვერ შესძლებ მათ გამორჩევას.

სთქვა ღვთისმეტყველმან, ნათლით ცხებულმან,
ვინც სიქველეთა უწყოდა რიგი;
ვინც ქრისტეს არ სცნობს განკაცებულად
ეშმაკისაგან არისო იგი.

სივრცეებს მიღმა სივრცეს ეძებდი,
კოსმოსში გსურდა დარჩენა კვლავაც,
სულს სხეულისთვის ვერ იმეტებდი,
გარდუვალობას შეჰღრენდი ავად
და ან დილეგში რას დაატევდი
სიტყვას მოხეთქილს ხანძრად და ლავად,
საკუთარ ბედის ვარსკვლავს მისდევდი,
ფიქრებს ნაღველში ჰფერავდი შავად.

ეს დედამიწა აკრთობდა გრანელს,
როცა ოცნებით ცაში ვიდოდა,
იმ ცეცხლის ალით თვით დაიგრაგნა,
ვიდრემდე სამზღვარს გარდავიდოდა.

ბოლოს იფიქრა სასომიხდილმან;
არ განიყოფის მთლიანი ორად,
არა სიციცხლე, არა სიკვდილი,
რადგან ორივეს მიიჩნევ სწორად.

დიახ, მათ შორის მესამეც ჰგია,
ორთავ საწყისის მაერთებელი,
თუ ზეცა გწყურის და მიწა გშია,
თუ შენი თავის ხარ განმგებელი,
სინდისის შენის წინაშე წარსდექ,
იცან სიკვდილი და მკვდრეთით აღსდექ!

დიახ, ის მუდამ ემახსოვრებათ,
მისი ლექსები და მისი ბოლო,
თუმც ვერ იცხოვრა მიწის ცხოვრებით,
ეს მესამე გზა ინატრა მხოლოდ.

მაგრამ გზა იგი, სხვისგან ფარულად,
დაუდეგრობით, არდამონებით,
შენ გეპყრა მხოლოდ აქ სიყვარულით,
იქ სივრცეების დაპატრონებით.

სხვისთვის უხილავს სჭვრეტდი ეთერში,
ამაოებას არ დაემონე,
ვით სოკრატეში, ვით გოეტეში,
შენშიც მძლავრობდა ის დაიმონი.

ხან ავდარივით ქუფრო და ლეგავ,
ყველა ქართველზე მეტად ქართველო,
ჯადოქრულ სიტყვის ალფავ, ომეგავ,
საჭეთმპყრობელო და წარმმართველო.

ვით მებალავრე ფუძეთა მყართა,
ვით შემოქმედი სახეთა, გვართა,
როგორც ბუნების ძალა ნამეტი,
ოქრომჭედლობა და ორნამენტი,
ვით სამაროვნის ძვირფას ზოდებზე
დაუვიწყარი ეპიზოდები,
შენ არასოდეს არ მეორდები,
რჩეულად ჩვენში შენ იწოდები,..
რადგან არნახულ, არსმენილ დონით
ყველას ერთბაშად გადაიწონი,
აუწონადის წონა ხარ კუთრი,
რუსთველის ხიბლით განცვიფრებულო,
პოეტთა მეფევ, რამეთუ უდრი
ქართველ მგოსანთა მთელ საკრებულოს.

ინტუიციით, განწონით მიზნის,
წინათგანმჭვრეტი და წინათმგრძნობი,
პოეტის გული გულია მისნის,
ჩვილი ბალღივით ყოვლისმიმნდობი.

ვერ ითვისებდი პოეტთა არტელს,
მუდამ მაღალი, მუდამ ეული,
ვით მინდვრის მუხა, იდექი მარტო,
ევერესტივით ნისლმოხვეული.

დრო არ გაკლებდა სასტიკ ქარიშხალს,
გაუძელ თავათ ცეცხლის მდინარეს,
სიმაღლემ შენმა ვერ გადაგტეხა,
ვერც დაგამსხვრია როგორც ჩინარი.

ჰა, დაირინდა, იწვის ვით დენთი,
ხედავ ცის კიდე როგორ ენთება,
შენ კი გეგონა, რომ არის გვიან,
რომ უკვე კაცი შენ აღარ გქვიან,
შენთვის აროდეს არ გათენდება.

მაღალ ზრახვათა, მაღალ მიზანთა
შენ იყავ ჭური და საზიდარი,
ოდეს დაიხშე გულის ფიცარი,
როს დაგიღამდა, ოდეს დავარდი,
გიშრისფერ ჯვრიდან ვით შვიდი ვარდი,
შუმ სილაჟვარდედ კვლავ აელვარდი.

გახსოვს საქმენი იმ ბარბაროსის,
დღეები შიშის, ღამენი ძრწოლის,
როს საყვარელი წაგგვარეს ცოლი,
როს შეიცვალა სულ მთლად ტაროსი
და ირწეოდი ვით კიპაროსი?

მტვრიან ქუჩებში ბინძურ სამოსით
ეხეტებოდი როგორც სალოსი,
ჩაიკალ გულში შენ უშედეგოდ
იმედი მძაფრი და უდამდეგო.

ასე ვიდოდი შენ სიბერემდე,
ჭრილობა ძველი ვეღარ ალაგმე,
თუმც პირველობას შენ იფერებდი,
როგორც პოეტი და მოქალაქე.

ბოლოს ფიქრებით სავსე ოთახი,
სარკმელი წყლულებს ვერ გისაკლავებს,
ზეცა ღრუბლებით გადანათალხი
მძიმედ გაწვება, გიხშობს ვარსკვლავეთს.

ბნელში თვალები მგლისებურ ჰკვესენ,
თვინიერ დარჩნენ ანდა როდესმე?
წამიც და აჰა, ერთი ნახტომით,
ვითარცა ვეფხმა, შეჰკარ კამარა,
გამოუცხადე შენს სხეულს ომი
და იგრძენ, დარჩი სულის ამარა.

დღესავით მახსოვს, შენი ბრგე ტანი
მამადავითზე რომ აიტანეს,
ჩამძივებოდათ თვალებში ტენი
ტარიელებს და ქართველ ნესტანებს.

მახსოვს, აპრილმა ყვავილთა ძაძა
ქარის თითებით რომ ჩაისწორა,
რტოებს მოსწყვიტა, ზღვასავით დასძრა,
მაღლა ასწია, გააცისსწორა.

ძაძად მოევლნენ ყვავილნი, დიახ,
დამწუხრებული გულების წიაღს,
კლდეები მრუმე, შრეები მქრქალი,
საბედისწერო გადმოდგა ქალი,
რასაც ვერ სჭვრეტდა მოკვდავთა თვალი,
გულთმისანივით ხედავდი მკვდარი.

რუსთველის ჯუფთო, დიდო მგოსანო,
ვარდის და ლილის რომ დაგჭრა ფერმა,
დაფნათა ქარში გვირგვინოსანგყო,
მეფედ გაკურთხა ქართველმა ერმა.

მარქვი, ო, რატომ აჯანყდა სული
მაგ ბრგე სხეულში სისხლად ნადენი?
მარქვი, ასე რად დაგვწყვიტე გული,
რად განირღვიე ხორცთა ბადენი?

ეგებ ფიქრობდი, იმ უსასრულო
მსხვერპლს სადღეისოს ვერ დაიტევდი,
რადგან დღეს მსხვერპლი იწირვის სულით,
საღვთო ცეცხლით და ჭეშმარიტებით.

ამგვარი მსხვერპლის მადლი არ ჰქრება,
ვერვინ დააცხროს იგი ხანძარი,
მის აღთქმულს ბეწვიც არ მოაკლდება
ვინც სთქვა; სამყარო არის ტაძარი.

“დე მწვავდეს ცეცხლი ჯოჯოხეთური,
ოღონდაც ვიყო არ წამხედური”.
ასე ცხოვრობდი, ასე ფიქრობდი,
რიჟრაჟს ბზარავდა ზარი სიონის,
ცეცხლს გიკიდებდა მწუხრზე მთაწმინდა,
მაგრამ მეტადრე ერისიონი,
კოკისპირულად თავზე გაწვიმდა,
შენი კაცობის სიმაღლით, სიღრმით,
მარადისობამ თავისთან გიხმო…

თუ თავათ შენ ხარ მარადისობა,
წარსული, აწმყო და მერმისობა?
მისი ზიარი და თანაარსი,
ვისთვის ერთია ცენტრი და გარსი,
სადით ერთია სიღრმე და არე,
სად არ არსებობს შიგნით და გარეთ,
თუნდაც აკვანი, თუნდაც სამარე,
გინდ სატანჯველი და ბოღმა მწარე?
რად განვათვისოთ ამერ-იმერი,
თუ მთლიანია ქართველი ერი,
სავანე მისი ღვთის სამყოფელი
და სიტყვა მისი განუყოფელი?
გალაკტიკები გალაკტიონში,
არა არა განთქვეფა და განსხვისება,
ვერ დაეტევა ვერცერთ კანონში,
რასაც ვუწოდებთ მარადისობას.

რა უცნაური იყავ წინადრე,
რა უცნაურად განვლე სოფელი,
რა არ იფიქრე, რა არ ინატრე,
შემმეცნებელო მეფისტოფელის.
მუდამ ითხოვდა სული ცხოველი;
როგორც მე სხვაში, ჩემშიც ყოველი!
გაიერთარსე, რაიც დაჰყავი,
ოდეს სამყარო საცნაურ ჰყავი,
როს სულის წრთობას ხელი მიჰყავი,
რადგან კოსმოსი თავათ იყავი.
სიკვდილის განცდა შენი ბედია
ამგვარ წრთობასთან შეუღლებული,
მაშ რას ვადაროთ ეს ტრაგედია
მუსიკის მიერ მუცლად ღებული?
სამანთან დგომა შენი ხვედრია,
მიტომ გადარებ სიმღერას გედის,
სიკვდილს თვალები იქ შეხვედრია,
სად უკვდავებას სჭედს შემოქმედი.
თუმცა ვიცნობდი სხვა კორიფეებს,
შენს ვერგაგებას ვერ დამაყვედრებ,
რადგან არათუ მგოსან მეფეებს,
მე შენ გადარებ ჭეშმარიტ მხედრებს;
სიალფით, გზნებით და მხურვალებით
აისბერგშიაც ცეცხლს რომ აღძრავენ,
მათ ძალას ვერსად დაემალები,
გადაგთელავენ და დაგმარხავენ.
შენ იმ საწყისებს მიწიერს, ციურს,
შემოქმედების ჟინით ავსებდი,
როს შემართებას რევოლIუციურს
წმინდა ქაოსთან აერთარსებდი.
იმ გზას ვერასდროს ვერ დაეხსნები,
რომელიც გაჰყავს გეზს უპირატესს,
და მაინც ჰგავდნენ შენი ლექსები
თვალუწვდენ ზღვაში გაჭრილ პირატებს.
არ უარობდი რადგან ღმერთობას,
ჭეშმარიტებად ერთს სცნობდა გონი,
გრძნობდი საკუთარ ერთადერთობას;
ერთი არისო გალაკტიონი.
გრძნობდი მასშტაბებს მხოლოდ მესსიურს
ქმნადობის ცეცხლით ატაცებული,
რადგან საკუთარს გრძნობდი მისსიას,
რისთვისაც იყავ განკაცებული.
გწამდა; ბოროტის ვერ დაგცდის თვალი,
თუ სიტყვა გიჭრის ვითარცა ხრმალი,
და აღასრულე როს შენი ვალი,
შეუმუსრავი გადიცვი რვალი,
საიდან მოხვედ იქით მიიქეც,
სული იყავ და სულადვე იქეც,
მიკროკოსმიურ გადიქეც კაცად,
ამ აღმაფრენას რა შეანელებს,
დროის და სივრცის დაჰკარგე განცდა,
ზოდიაქალურს მოედე ველებს,
სად წუთისოფლის დასასრულია,
სიცარიელე ჰქრება სრულიად,
იწყება რიგი საოცრებათა,
ზესთასოფელი რადგან რთულია,
რადგან სამყარო ყველგან სულია,
ცხოვრების პულსით და არსებებით.
გარდაცვლილები განცდებს ვერ მალავთ,
სივრცეთა წყობა თქვენშია უკვე,
გულისნადებით ურთიერთს მსჭვალავთ,
უჟამობაში ერკვევით უკეთ.
სივრცე, სხეულთა სიმცირის გამო,
უკმარისობის განცდაა მხოლოდ,
მისი აღვსებით ყოველი ლამობს,
ამ ილIუზიას მოუღოს ბოლო.
როგორც ამგვარი განცდის ნაყოფი,
დროის მიზეზი, მისი რაობა,
სტიმული იგი ჩვენი სრულყოფის,
დასაბამს იღებს აქ მოძრაობა.
მუდმივ აწმყოთი, როგორც დამდეგით,
თუ ილIუზია განილტვის ჩვენგან,
ვხდებით ჩვენივე თავის მიმდრეკი,
როს ერთდროულად ვიყოფით ყველგან,
რადგან სხეულით ამოგებული,
ორლესულივით გაშიშვლებული,
მხოლოდ სულია თვისი არსებით
ყველგან მყოფი და ყოვლის აღმვსები.
მითხარ ძვირფასო, რა შეედრება
მიკროკოსმოსად თვითდამკვიდრებას,
რაც ჭეშმარიტად გზაა ვარგისი
ჩვენი განწმენდის და კათარზისის.
შენ, საქართველოს თვალის სინათლევ,
ხომ მოიპოვე, რაიც ინატრე,
დაუსაბამო სახლი სიმართლის,
მიუსაფართა თავშესაფარი


Posted by: barako1 18 Nov 2009, 16:50
QUOTE (Ziggy Pop @ 14 Jun 2009, 16:27 )
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე

ცუდი პოეტი იყო.

lol.gif აი დაუჯდები ამ კაცს მთელი დღე და ცუდ პოეტზე ველაპარაკები biggrin.gif

Posted by: atmori 1 Dec 2009, 02:27
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი,
მიემგზავრება იმედი ჩემი,
სიცოცხლის ჩემის გამდარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა.
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივსდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?


ეს ლექსი პირველად როცა წავიკითხე, შემძრა, ღამით მესიზმრებოდა ეს მატარებელი და მოკლედ კარგა ხნით დამტოვა სახტად...

რას ფიქრობთ?

Posted by: Nnino 3 Dec 2009, 16:53
აქაც ვიკითხავ, თუ შეიძლება...

ხალხნო და ჯამაათნო, გადამეკეტა ტვინი და ვეღარაფერს ვიხსენებ...

ქართულ ლიტერატურაში გალაკტიონი, როგორც პერსონაჟი, სად გვხვდება...

უთხარით, დეიდა ნინოს, თორემ მოეჭრა თავი სოფელ-ქალაქში...

Posted by: MrHERCULES 3 Dec 2009, 19:56

ნოდარ დუმბაძე "მზიანი ღამე"

და ბევრგან კიდე...

Posted by: nino darbaiseli 4 Dec 2009, 12:06
QUOTE (Nnino @ 3 Dec 2009, 16:53 )
აქაც ვიკითხავ, თუ შეიძლება...

ხალხნო და ჯამაათნო, გადამეკეტა ტვინი და ვეღარაფერს ვიხსენებ...

ქართულ ლიტერატურაში გალაკტიონი, როგორც პერსონაჟი, სად გვხვდება...

უთხარით, დეიდა ნინოს, თორემ მოეჭრა თავი სოფელ-ქალაქში...

პროზაში - კიდევ - ოთარ ჩხეიძესთან, ბულატ ოკუჯავასთან და ა.შ.
პოეზიაში - უამრავი და უამრავი.(დასერჩეთ ''არმაღანი'', უწინდელი ფორუმ ლიტ.გეს პოეზიის განყოფილება. ''ქეშირებული '' უნდა იყოს).

დეტალურად იხ. სამეცნიერო -ლიტერატურული კრებულის ''გალაკტიონოლოგია'' რუბრიკა ''გალაკტიონი - პერსონაჟი'.'
( მეოთხე წიგნი ჯერ კიდევ არის თბილისის წიგნის მაღაზიებში , ოთხივე წიგნის ერთად ნახვა შეგიძლიათ ''საჯაროს'' ქართველოლოგიურ განყოფილებაში; ასევე - ლიტერატურის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში - კოსტავას 5, მეტრო ''რუსთაველის'' გადაღმა)

Posted by: Nnino 4 Dec 2009, 13:15
nino darbaiseli
გაიხარეთ... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, გენაცვალე! ვეტყვი ახლა ვისაც სჭირდება... 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ლილ 4 Dec 2009, 14:57
მიუძღვნა მეუღლეს..გადასახლებაში მამავალს მატარებლით..ასე,რომ საკმაოდ შთამბეჭდავია..

Posted by: atmori 6 Dec 2009, 05:48
ლილ

და მას შემდეგ აღარ უნახავს... sad.gif

Posted by: Selfish_kid 6 Dec 2009, 18:20
cry.gif cry.gif cry.gif

კიდევ უფრო შემიყვარდა გალაკტიონი love.gif

Posted by: მროველი 6 Dec 2009, 23:21
არა ტო
გალაკტიონი? გალაკტიონი იყო საშუალო დონის მელექსე რა. ერთი სოფლელი ბიჭI, რომელსაც რითმები გამოსდიოდა. არანაირი სიღრმე და ინტელექტუალიზმი არ არის მის შემოქმდებეაში

საშუალო ნიჭის ინტელექტუალი პოეტის დღიურიდან biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 10 Dec 2009, 01:02
http://209.85.129.132/search?q=cache:JFS5N...=clnk&gl=ge


ამ სტატიის სათაურში :
’’მეოცე საუკუნეში განხორციელებული ლექსის რეფორმა მთლიანად გალაკტიონის დიდი დამსახურებაა ’’ -
დაშვებულია შეცდომა.


შეიძლება ამან მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მე ვცდილობდე , უკიდურესად დავაკნინო იმ შემოქმედთა როლი, რომელთაც გასული საუკუნის 10-20-იან წლებში მრავალი იღვაწეს ქართული ლექსის ’’ევროპული რადიუსით გამართვისათვის’’. სინამდვილეში კი საუბარი მქონდა ამ რეფორმის განხორციელებაში გალაკტიონის დიდ დამსახურებასა და მის თაოსნობაზე.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად,მივმართავ თვითციტირებას:

’’ მეოცე საუკუნეში განხორციელებული ქართული პოეტური ენისა და ლექსის რეფორმა, პრაქტიკულად, გალაკტიონის დიდი დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მთლიანად მისი თაოსნობით განხორციელდა’’.

Posted by: kiss sky 10 Dec 2009, 01:09
სალამი ყველას! smile.gif მე ვაპირებ გავაკეთო გალაკტიონის ვებ-გვერდი. რა თქმა უნდა , ისინი ინტერნეტში არის, მაგრამ ამ გვერდებზე გალაკტიონის ლექსების მხოლოდ გარკვეული ნაწილია. ჩემს მიერ გაკეთებულ საიტზე მისი აბსოლიტურად ყველა ლექსი მინდა იყოს და საერთოდ ყველაფერი, რაც გალაკტიონს ეხება. მაქვს მისი პოეზიის ტომები, უბრალოდ საჭიროა მათი კომპიუტერში გადატანა. ეს უკვე დავიწყე, მაგრამ სანამ ბოლოში გავალ, მგონი ბევრი წელი გავა. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ ამ სასარგებლო საქმეში, დაწერეთ თქვენი აზრი ან მომწერეთ პირადი წერილი. შემდეგ მე დაგიკავშირდებით, მოგაწვდით გალაკტიონის ლექსებს, ხოლო თქვენ დაბეჭდავთ მათ და გამომიგზავნით. თითოეულ თქვენგანს შეუძლია სულ ორი ლექსი დაბეჭდოს, ამასაც აზრი ექნება.

შემდგომში ვაპირებ სხვა პოეტებისა და მწერლების შემოქმედების ინტერნეტში განთავსებას, მაგრამ ჯერ გალაკტიონით ვიწყებ. შეგიძლიათ თქვენც შემომიერთდეთ! smile.gif smile.gif

Posted by: Utopian 10 Dec 2009, 01:11
სიამოვნებით დაგეხმარები : )




------------

Posted by: kiss sky 10 Dec 2009, 01:25
არა მარტო მე დამეხმარები, არამედ ყველა იმას, ვინც საიტის მეშვეობით სარგებელს ნახავს.. smile.gif

Posted by: ch-o-ma 10 Dec 2009, 14:43
kiss sky გაიხარე შენ გააკეთე და ბევრი მსურველი იქნება დახმარების დარწმუნებული ვარ.ისევ ჩვენი ახლობლები და ნაცნობები გამოიყენებენ საიტს.

QUOTE
შემდგომში ვაპირებ სხვა პოეტებისა და მწერლების შემოქმედების ინტერნეტში განთავსებას, მაგრამ ჯერ გალაკტიონით ვიწყებ.


ბევრისთვის სასარგებლო იქნება დიდია ტუ პატარა

Posted by: leva1990 25 Dec 2009, 19:30
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

Posted by: leva1990 30 Dec 2009, 14:17
ი. ა.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა

Posted by: 200000 30 Dec 2009, 16:30
გურიის მთები



წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა
ოკეანე...
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წაიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

Posted by: GIO-INTER 31 Dec 2009, 00:13
QUOTE (MrHERCULES @ 17 Nov 2009, 20:57 )
miss_ylonen
118 : )

"ცხოვრებისეული" გალაკტიონი:




"...ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ძალიან ნაცნობი ტანი ჰქონდა, ძალიან. უცებ მან თეფშზე ჩანგალი დააკაკუნა, ჩვენკენ მობრუნდა და ჩვენს ოფიციანტს მიმართა:

- ძამიკო, რამდენ ხანს უნდა გელოდო?

- მოვდივარ, შე კაცო, ფრთებს ხომ არ გამოვისხამ, შენისთანა მილიონია და მე ერთი,- წყენით უთხრა ოფიციანტმა და ჩვენი შეკვეთის მოლოდინში ფანქარი და ქაღალდი მოიმარჯვა.

- გურამ, შეხედე. - ვუთხარი მე.

- ვის?

- გალაკტიონი! - გურამი სწრაფად შეტრიალდა. ახლა გალაკტიონი ისევე ზურგით იჯდა ჩვენკენ.

- ჯერ იმას მიუტანე, - ვუთხარი მე.

- შეკვეთა მომეცი, შე კაცო, და იმას კი მივხედავ, ასე ზის მაგი ორი საათია და მიჩიჩინებია იმ ერთ ბოთლ ღვინოს. - გაიკრიჭა ოფიციანტი. მე შევუკვეთე, რაც გვინდოდა და ვთხოვე ოფიციანტს, გალაკტიონის მაგიდასთან მოეტანა.

- მივიდეთ, გურამ?

- არ ეწყინოს, ბიჭო.

- რატომ უნდა ეწყინოს, მივიდეთ და დაველაპარაკოთ.

- მივიდეთ, - გადაწყვიტა გურამმა და ადგა. თავზე რომ დავადექით, გალაკტიონმა გაკვირვებით ამოგვხედა.

- შეიძლება, ბატონო გალაკტიონ, თქვენ მაგიდასთან დავსხდეთ? - გავუბედე მე. გალაკტიონმა მაგიდებს მოავლო თვალი, ცარიელი მაგიდები რომ დაინახა, გაეცინა.

- მაგიდების მეტი რა არის, ძამიკო, ამ რესტორანში?

- ჩვენ თქვენთან გვინდა! - ისე სთხოვა გურამმა, გალაკტიონს კი არა, მე ამიჩუყდა გული.

- დაბრძანდით, დაბრძანდით! - მიგვიპატიჟა გალაკტიონმა. ჩვენ დავსხედით, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- ვინ ხართ თქვენ, ყმაწვილებო? - დაარღვია სიჩუმე გალაკტიონმა.

- ჩვენ სტუდენტები ვართ, ბატონო გალაკტიონ. - ვუთხარი მე.

- სწავლობთ?

- დიახ.

- კარგია, შესანიშნავია, უშესანიშნავესია! - თქვა გალაკტიონმა და ბოთლი აიღო ხელში. უცებ აწრიალდა, რაღაცის ძებნა დაიწყო, მერე წამოდგა, მეზობელი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და მე და გურამს დაგვიდგა:

- ღვინოს ხომ სვამთ?

- კი! - თქვა გურამმა.

- მე მიცნობთ, არა? - გვკითხა და ღვინის დასხმა დაიწყო.

- თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო გალაკტიონ! - უთხრა გურამმა.

- ოფიციანტი არ მიცნობს, ძამიკო, ერთი საათია მიყურებს და ვერ მიცნო! - გაიღიმა გალაკტიონმა. ოფიციანტი მოვიდა, სამი ბოთლი ღვინო მოიტანა, ყველი, მშრალად მოხარშული ხორცი და სალათი.

- შენ ვერ მიცნობ მე, ძამიკო? - ჰკითხა გალაკტიონმა.

- რავა ვერ გიცნობ, შე კაცო, სულ ჩვენთან არ დადიხარ? - გაუღიმა ოფიციანტმა.

- აბა, ვის ვგავარ თუ იცი?

- ვის გავხარ და მღვდელს. - გამოიცნო ოფიციანტმა და გალაკტიონს წვერზე შეხედა.

- სწორი ხარ, ძამიკო, მღვდელს ვგავარ. - ჩაიხითხითა გალაკტიონმა.

ოფიციანტი გაბრუნდა. გალაკტიონი ხითხითებდა.

- ხომ გითხარით, ვერ მიცნობს-მეთქი. - გვითხრა ბოლოს, ხითხითი რომ მოათავა. - აბა, თქვენ თუ მიხვდებით, ვის ვგავარ? - მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. რა ვუპასუხო ახლა?

- დაგვცინით, ბატონო გალაკტიონ? - ჰკითხა გურამმა მომაკვდავი კაცის ხმით.

- არა, ძამიკო, მართლა გეკითხებით.

- თქვენ არავის არ გავხართ, ბატონო გალაკტიონ, თქვენ ხართ გალაკტიონი, დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, სხვას ვის უნდა გავდეთ? - ვთქვი მე.

- გალაკტიონ ტაბიძე კი ვარ, მაგრამ ვის ვგავარ?

- გოეთეს! - თქვა გურამმა.

- არა! - გაიღიმა გალაკტიონმა.

- პუშკინს.

გალაკტიონმა თავი გაიქნია.

- მიცკევიჩს, ბაირონს, რემბოს...

- არა!

- რუსთაველს, ბოდლერს, ფირდოუსს...

- არა, ძამიკო, არა, აკაკის არ ვგავარ, წერეთელს? - თქვა მან და წვერზე ხელი ჩამოისვა.

- კი, როგორ არა, ძალიან გავხართ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან! - ვთქვი მე.

- აი, ხომ გითხარით! ყველა მეუბნება, აკაკის გავხარო, ოფიციანტმა კი ვერ მიცნო. გაუმარჯოს აკაკის! - თქვა გალაკტიონმა და ჭიქა გამოცალა, ჩვენც გამოვცალეთ.

გალაკტიონი ოდნავ მთვრალი იყო, საოცრად ღრმა, ჭკვიან და გაღიმებულ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი ენთო. იგი ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა.

- თქვენ რას აკეთებთ, ძამიკოებო, ლექსებს არ წერთ?

- მე არა, ეს წერს! - თქვა გურამმა.

- მე აღარ ვწერ ლექსებს! - ვუთხარი მე.

- რატომ მერე, ძამიკო, ყველა წერს და შენ რა დააშავე, წერე, წერე, კარგია ლექსების წერა, - მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.

- თქვენ რომ ლექსებს წერთ, ისეთი ლექსების წერა კია კარგი, ბატონო გალაკტიონ. - ვთქვი მე.

- ცუდი ლექსის წერაც კარგია, არ არის სავალდებულო, ყველამ კარგი ლექსები წეროს. - გაიცინა გალაკტიონმა და შევატყვე, უკვე ბურთივით გაგვიგდო მე და ჩემი გურამი. გურამს პირი ჰქონდა დაღებული. მინდოდა, ხელი ამეფარებინა, რამე სისულელე არ წამოსცდეს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი.

- როგორ წერთ ლექსებს, ბატონო გალაკტიონ? - წამოაყრანტალა მან და გამარჯვებული სახით გადმომხედა.

გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა. მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა.

- მე ზღვა მიყვარს ძალიან. ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში. ხომ იცით? - გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. - ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი, ასე. - მან გვაჩვენა, თუ როგორ აკეთებდა ამას. - მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე. მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე. მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოსი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს... - გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე.

- ასეა, ძამიკოებო, - თქვა მან ძალიან სერიოზულად და ჭიქა ასწია, - გაუმარჯოს ანგელოსს. - თქვა და დალია.

- ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? - ვკითხე მე გაუბედავად.

- კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა, მე სად მცალია ლექსების საწერად, - დაისაწყლა თავი გალაკტიონმა.

- “ნიკორწმინდაც” ანგელოსმა გიკარნახათ? - ჰკითხა გურამმა.

- “ნიკორწმინდაც” ანგელოსმა მიკარნახა. - დააქნია თავი გალაკტიონმა.

ისევ დუმილი ჩამოვარდა.

- სად არის ჩვენი ოფიციანტი, აღარ მოდის? - აწრიალდა უცებ გალაკტიონი.

მე თეფშზე ჩანგალი დავაკაკუნე. რესტორნის მარცხენა კუთხეში დიდი ორომტრიალი იყო, ვიღაცეებს ოთხი მაგიდა შეეერთებინათ და მთელი რესტორნის ოფიციანტები მათ ემსახურებოდნენ. ჩვენი ოფიციანტიც იქ ტრიალებდა ჯარასავით.

- რას შვები, კაცო! - დავუქნიე ხელი. რა ვქნაო, გაშალა ხელები და სამზარეულოსკენ გაიქცა.

- მოვა ახლავე, ბატონო გალაკტიონ! - დავამშვიდე მე.

- შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის... - თქვა გალაკტიონმა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მოვიდა.

- სად ხარ, ძმაო, დაგვხოცე შიმშილით! - გაუჯავრდა გურამი.

- შენთვის მეცალა, შე კაცო? ვერ ხედავ, ვინ გვესტუმრა? - გაუკვირდა ოფიციანტს.

- ვინ? - ჰკითხა გურამმა.

- ვინ და, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში.

- რა გვარია?

- რავა, პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია, გაზეთებს არ კითხულობთ? - ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს. - ექიმებმა თქვეს, ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო, - თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა. გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი, ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა.

- მე წავალ, ძამიკოებო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა, მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. - გალაკტიონი წამოდგა.

- გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ! - წამოვცვივდით ჩვენც.

- არა, ბატონო, არა, რად მინდა გაცილება.

იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის არ შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა.

გაერთიანებული მაგიდის მეორე თავში, უზარმაზარი თასით ხელში, ფეხზე იდგა თამადა და სვამდა კაცის სადღეგრძელოს, რომელმაც ჩვენი პატარა საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა, გააჯირითა, მთელ მსოფლიოს გააცნო ჩვენი თავი, რომლის ბეჭი ჯერ ნოხს არ შეხებია, რომელიც ორფუთიან გირს სამასჯერ წევს, მკლავზე იხვევს მაჯისსიმსხო რკინის მილს, მუხლზე იღუნავს რელსს და თავით ტეხს მუხის ფიცარს, რომელმაც მსოფლიოს რომელიღაც ქალაქში რვა მისნაირი მუტრუკი გააკრა მიწას, არც ერთი საჯარიმო ქულა არ მიუღია და ძლევამოსილი დაბრუნდა მშვიდობით მის მშობლიურ მიწაზე და, რომ მადლიერი ქართველი ხალხი უსურვებს მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და, რომ ჩვენი ერის დიდება არასოდეს არ შეერცხვინოს.

- ძმებო და მეგობრებო, - მიმართა თამადამ საზოგადოებას სიტყვის დასასრულს, - გთხოვთ, ფეხზე ადგომით ვცეთ პატივი რაინდს, რომელმაც იმდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, ალბათ, თვითეულმა ჩვენთაგანმა ას-ასი წელი რომ იცოცხლოს, იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებს. - მთელი რესტორანი ფეხზე ადგა.

გურამმა ბოთლი აიღო და ფსკერით თეფშს დაარტყა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. თეფში მარილივით დაიფშვნა. ყველამ ჩვენკენ მოიხედა.

- რაშია საქმე? - მოვარდა ჩვენი ოფიციანტი.

- არაფერში, თეფში გამიტყდა, გვიანგარიშე. - თქვა გურამმა..."


ნოდარ დუმბაძე "მზიანი ღამე"

უკაცრავად ძალიან გულუპრყვილო კითხვისთვის მაგრამ ეს ყველაფერი ნაღდია ხო? ანუ დუმბაძე და ვინმე გურამი მართლა ელაპარაკეს ეს ყველაფერი გალაკტიონს?

Posted by: MrHERCULES 31 Dec 2009, 05:06

GIO-INTER

ზუსტად ასეთი საუბარი იყო თუ არა, ამის თქმა ძნელია. არც ის ვიცი, გურამის პროტოტიპი ვინაა.
ის კი ნამდვილად ვიცი, რომ დუმბაძე პირადად იცნობდა გალაკტიონს, ერთად დაულევიათ კიდეც.
საერთოდ ნოდარ დუმბაძეს ძალიან ბევრი რამ სინამდვილიდან აქვს აღებული, ალბათ ეს დიალოგიც.
ასეთი შეხვედრები ალბათ ხშირი იქნებოდა. გალაკტიონი რამდენადაც ელიტარულ წრეს - მწერალთა კავშირის "წარმატებულ" წევრებს და ფუნქციონერებს გაურბოდა, იმდენად ახლოს იყო უბრალო ხალხთან. განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდებთან საუბარი. ("სტუდენტებმა მოუხადეს ქუდი და ღიმილი მგოსანს მიაგებეს..")

გალაკტიონის არქივში აღმოჩნდა ასეთი ჩანაწერი:
“1948, სამშაბათი, 27 აპრილი. საღამოთი მივიღე ახალგაზრდა პოეტის ნოდარ დუმბაძის ჩემდამი მოძღვნილი ლექსი..”


Posted by: oswaldo 6 Jan 2010, 13:22
ედგარი მესამედ

ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.
იყო საღამო. ლოცვები. ზარი.
და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,
რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.
ენატრებოდა ფრთებს სითამამე
უზრუნველობის, შენი სიშორის!
მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,
ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.
და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:
საცაა, მოვა სიკვდილის წამი!
ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი
და მივდიოდით ტაძრისკენ სამი.

Posted by: odZela =] 6 Jan 2010, 13:29
მიყვარს გალაკტიონი...
უბრალოდ მსიამოვნებს მისი ლექსების კითხვა..
სხვა არც ერთი პოეტის ლექსები არ მსიამოვნებს ისე ძაან როგორც გალაკტიონის biggrin.gif

Posted by: leva1990 8 Jan 2010, 23:52
თვალები
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის

Posted by: Utopian 12 Mar 2010, 01:33
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი, როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა – საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

Posted by: nino darbaiseli 12 Mar 2010, 02:01
ოთხშაბათს, 17 მარტს
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდება ტრადიციული სესია-მემორიალი

,,გალაკტიონის დღე’’

მოხსენება: ,, სამი ლექსი ’’არტისტული ყვავილებიდან’’( ,,უცნაური სასახლე’’, ,,ვუალისა და ვიოლიეს შესახებ ’’ და ,,მივარდნილი აივანი’’)
(მომხს.: ნინო დარბაისელი)

დასაწყისი 14 საათზე
კოსტავას 5

Posted by: leva1990 12 Mar 2010, 14:37
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.

Posted by: Utopian 13 Mar 2010, 01:17
მწუხარება შენზე

მე გარს მეხვევა მუდამ, იგივე
შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე.
ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს
სად დავემალო, სად წავუვიდე?
ღვინით თასები ისევ ივსება,
ისევ მევსება დარდით თვალები.
შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა,
მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები?
მე ვიხდი ნიღაბს! მომგვარეთ რაში!
შენთან! ნუგეშთან! ო, ჩქარა, ჩქარა!
მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში,
დიდება, ცრემლი, ღელვა, მუქარა.

Posted by: MrHERCULES 17 Mar 2010, 03:14

დღეს 17 მარტია!!!

"...მაშასადამე _ ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ჩვიდმეტი მარტის ჩვიდმეტ
საათსა და ორმოცდაათ წუთზე...
წვიმიანი სამშაბათი იდგა...
პირველ საათზე დააწვინეს (უფრო ზუსტად _ პირველს ათი წუთი აკლდა). ტრაგედია
ექვსზე მოხდა (უფრო ზუსტად _ ექვსს ათი აკლდა). ხუთი საათი საკმაო დროა.
შეგვიძლია მიახლოებითი თანამიმდევრობით აღვადგინოთ ეს უკანასკნელი
დათვლილი საათები და წუთები, თვითმკვლელობისათვის მზადების საათები და
წუთები.
მეოთხე სართულის მეშვიდე პალატაში ორი მოქალაქე დახვდა, ორივე თბილისელი.
ორის ნახევარზე განყოფილების გამგესთან მივიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში.
განყოფილების გამგემ და მკურნლმა ექიმმა გასინჯეს.
_ ისეთი მძიმე მდგომარეობა არ ჰქონდა, რომ გვეფიქრა ასეთ მძიმე შედეგზე, _
აღნიშნავს პირველი.
_ არავითარი საეჭვო მდგომარეობა არ იყო მოსალოდნელი, _ ადასტურებს მეორე.
სამის ნახევარზე მედიცინის დამ შენიშნა ვესტიბიულში: პაპიროსს ეწეოდა და
ბოლთას სცემდა. მიესალმა. ძალიან თავაზიანად უპასუხა, ჰკითხა კიდეც _ როგორ
ბრძანდებითო («დღეს უნდა გადავვარდე!»).
სამი საათი მიიწურა, წყნარი საათი დაიწყო: ექიმები წაბრძანდნენ, პაციენტები
ისვენებდნენ.
ისევ ოთხმოცდამეთორმეტე ოთახთან იდგა, მორიგე ექიმმა რომ მოაკითხა.
მოიკითხეს ერთმანეთი. შეკითხვაზე _ ახალი ხომ არაფერია, უპასუხა: წიგნი გამოდისო
ჩემი _ ჩვენს რჩეულს გულისხმობდა. მორიგე ექიმმაც ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში
შეიყვანა და ერთხელ კიდევ გასინჯა. ერთად გამოვიდნენ. საღამოს კიდევ გინახულებო,
_ შეჰპირდა მორიგე ექიმი და მესამე სართულზე ჩაბრუნდა:
_ სულ ღიმილით მელაპარაკებოდა, თავაზიანად... არავითარი განსაკუთრებული მე
მისთვის არ შემინიშნავს.
ოთხ საათზე ექთანიც ფოიეში შეხვდა და მოიკითხა: ცერის აწევით ანიშნა _ ყოჩაღად
ვარო.
_ არავითარი აღელვება არ ეტყობოდაო, _ განაცხადა ექთანმა მეორე დღეს.
_ ადამიანი თავის მოკვლას გადაწყვეტს ხოლმე ჩვეულებრივად გამოუვალი
უკმაყოფილების გამო და მაშინ ამას აკეთებს ისეთი გულგრილი განზრახვითა და
შეუპოვარი გამბედაობით, რომ თუნდაც ავადმყოფივით უმეთვალყურეონ, სარგებლობს
პირველივე შემთხვევით, რათა განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი, ამჯერად მისთვის
შვების მოპოვების ბუნებრივი და სასურველი საშუალება (ართურ შოპენჰაუერი).
ხუთი საათისთვის დირექტორის მოადგილემ გამოიარა და ჰკითხა, როგორ მოეწყვეო.
პირდაპირ არ უპასუხა (!). მხოლოდ ეს უთხრა: ძალიან კმაყოფილი ვარ ყველასიო, და
რამდენიმეჯერ აკოცა («ჯერ ადრეა, გალაკტიონ!»)...
რამდენიმე საათით ადრე კონსტანტინე გამსახურდია შენიშნა საავადმყოფოს ფოიეში
და იმასაც საკოცნელად მიაშურა...
გრიგოლ რობაქიძესაც შეუმჩნევია ძალიან ადრე და დამახსოვრებია:
_ საინტერესო იყო მეტად შეხვედრა მასთან... შემოგეფრქვეოდა ხალისით,
გადამეტებული ხალისით _ «მეტი» აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის
დაფარვისა...
იმდღევანდელი უჩვეულო და განსაკუთრებული თავაზიანობა კი ექვსი საათის
შემდეგ გაიხსენეს და აღმოაჩინეს, თორემ მანამდე ვის ეცალა მისთვის!
ექვსის ნახევარზე ქირურგიული განყოფილების გამგე შეხვდა კვლავ
ოთხმოცდამეთორმეტე ოთახის კარებთან. პირველი თვითონ მიესალმა და დიდი
პატივისცემით მოიკითხა. როცა ამ უკანასკნელმა მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ
ჰკითხა _ თვითონ როგორ ბრძანდებითო, _ დაბეჯითებით უპასუხა: ძალიან კარგადო
(«დღეს უნდა გადავვარდე!»).
ცოტახნის შემდეგ სკამი აიღო და აივანზე გასვლა დააპირა (პირველი ცდა!).
მედიცინის დამ, რომელსაც სამის ნახევარზე ესაუბრა, ურჩია, აივანი სველია და გასვლა
არ ღირს. თუ გნებავთ, კარებს გავაღებ და აქვე დაბრძანდითო. გაუღიმა, დაეთანხმა,
აივანი ნამდვილად სველია და გასვლა მართლაც არ ღირსო. მექანიკურად, სიტყვა-
სიტყვით გაიმეორა თანამოსაუბრის ნათქვამი, რადგან სხვა საწუხარი აწუხებდა და სხვა
საფიქრალს ფიქრობდა. სკამი დადგა («ჯერ ადრეა, გალაკტიონ!») და კორიდორში
გაისეირნა.
_ არც სამისნახევარზე და არც ექვსისნახევარზე მის განწყობილებაში უჩვეულო
არაფერი შემინიშნავსო, _ გულწრფელად აღიარებს მედიცინის და.
დაახლოებით ამ დროს მოვიდა მასთან მესამე სართულიდან ერთი ნაცნობი
ლიტერატორი და ლექსების წასაკითხად მიიწვია. დათანხმდა: პროცედურიდან რომ
დაბრუნდები, გამომიარეო. დერეფნის კარებამდე მიაცილა («დღეს უნდა გადავვარდე!»)
და ჰკითხა: რას კითხულობო. როგორც ჩანს, ეს იყო მისი უკანასკნელი შეკითხვა და
საუბარი.
მერე ერთხანს ბოლთას სცემდა და პაპიროსს ეწეოდა. ხალათის ჯიბეში თავის
განუყრელ უბის წიგნაკთან და ფანქრის ნამლევთან ერთად, ერთი კოლოფი «რეკორდი»
და სამი კოლოფი ასანთი ედო. კოლოფში ექვსი ღერი ეწყო. სამის მოწევა მოასწრო,
სანახევროდ მოსწია: ნერვიულობდა, ნამწვავები იმავე კოლოფში ჩააბრუნა...
_ ჯერ ადრეა, გალაკტიონ, ცოტახნის შემდეგ...
კვლავ ბოლთას სცემდა და ისე მძიმედ ხვნეშოდა, რომ მახლობელ პალატაში ერთი
ახალგაზრდის ყურადღება მიიპყრო. ეს უკანასკნელი წიგნს კითხულობდა. იცნო, ვინც
სწუხდა კარებს იქით, მაგრამ ყოყმანობდა, გამბედაობა თუ სითამამე არ ეყო,
გამოსულიყო და გასაუბრებოდა (დღესაც ნანობს!).
მეექვსე საათი იწურებოდა... იწურებოდა უკანასკნელი წუთები, უკანასკნელი წამები...
_ დღეს უნდა გადავვარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ...
იქნებ უბრალო შეკითხვას ან შეხმიანებას გამოეფხიზლებინა?!
მაგრამ არა: ექვსი საათისთვის შეეხმიანა სანიტარი, რომელმაც პირველ საათზე
საავადმყოფოს ტანსაცმელი ჩააცვა, ხელი ჩაჰკიდა, ბავშვივით აიყვანა მეოთხე
სართულზე და მეშვიდე პალატაში შეაცილა. ახლა ვესტიბიულს ასუფთავებდა და
სთხოვა, წასულიყო და პალატაში დაწოლილიყო, დაესვენა, რადგან, ჩანს, შეამჩნია
განუწყვეტლივ დერეფანსა და ვესტიბიულში რომ ტრიალებდა და წრიალებდა. იდგა და
შეჰყურებდა ნაცნობ სანიტარს, მაგრამ უკვე აღარ უპასუხა თუ აღარაფერი ესმოდა...
_ დღეს უნდა გადავვარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ. დღეს. დღეს. უსათუოდ...
სანიტარი სააბაზანოში შევიდა, ცოცხი დადო და, როცა შემობრუნდა, ვესტიბიულში
აღარ დახვდა...
ამ დროს დაპირებულმა ნაცნობმაც მოაკითხა მესამე სართულიდან და რაკი პალატის
ნომერი არ იცოდა, კორიდორში დაელოდა. მაგრამ («სად არ გამოტყვრება ეს წყეული
მაგრამ») უკვე გვიან იყო: ერთი ნაბიჯით გაასწრო...
_ ეხლა შემიძლია!
მესამედ და უკანასკნელად შევიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში, უაივნო
თავისუფალ ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში:
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
მიხურა კარი, გაიხადა ავადმყოფის ხალათი, დადო ტახტზე:
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
აიღო ვენური სკამი, მიიტანა ფანჯარასთან, გამოაღო ფანჯარა, ორმაგი ფანჯარა:
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
ავიდა ჯერ სკამზე, მერე ფანჯრის რაფაზე და...
_ მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლიან თვალებს გარდა!..
დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს"


ვახტანგ ჯავახაძე, "უცნობი"




Posted by: Tetia 17 Mar 2010, 03:50
ეს იყო წინათ, დიდი ხნიდ წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს,-
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.

მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება, თითქოს
ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

მიდიხარ... აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს _
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

გალაკტიონის უკანასკნელი ლექსი...

Posted by: kiss sky 17 Mar 2010, 04:03
ჩემს ტომეულში გალაკტიონის პირველი ლექსი

..
მთვარე კაშკაშებს... ცა მოქარგული
მოციმციმეთა ვარსკვლავთა გუნდით
მშვიდად დაჰყურებს ძირს დედამიწას,
გარს შემოხვეულს სქელი ბურუსით.

შორს, შორს მიტაცებს ცისა სიტურფე,
მისი სიმშვიდე და მყუდროება
მასში იხატვის უმანკო, წყნარი,
უცოდველი და წმინდა ცხოვრება.

მინდა დავტოვო ამქვეყნიური
ყველა სიბილწე, შური და მტრობა,
და იქ გავფრინდე, ვარსკვლავთ წრფელ ციმციმს
შევუთანაბრო მეც ჩემი გრძნობა.

1908 წ.

Posted by: Tetia 17 Mar 2010, 22:27
რჩეულ კრებულებში ყველგან არ არის... მე ძალიან მიყვარს. წელიც საინტერესოა: 1934

ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი_
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელსაშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი_
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი_
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

Posted by: Utopian 18 Mar 2010, 22:44
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

Posted by: buskunia 6 Apr 2010, 01:24
ჩემი უსაყვარლესი პოეტია და არამხოლოდ პოეტი..

გალაკტიონი ჩემთვის ბევრად მეტია,ვიდრე პოეტი,მისი ლექსების კითხვისას ვწყდები ყოველდღიურ რეალობას და თითქოს მეც მასთან ერთად დავფრინავ..

უძლიერესი მუხტი მოდის და კითხვისას იდიოტივით მეღიმება smile.gif


ეს კი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსი>>



მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

1915

Posted by: Glorfindel 6 Apr 2010, 11:16
MrHERCULES

დამაჟრიალა, ბრწყინვალე სტატიაა up.gif


Posted by: buskunia 6 Apr 2010, 12:39
MrHERCULES

QUOTE
დამაჟრიალა, ბრწყინვალე სტატიაა up.gif


+1


http://www.radikal.ru

Posted by: BallBreaKeR 6 Apr 2010, 15:30
ინებეთ ძვირფასო მეგობრებო wink.gif

http://jodustinger.blogspot.com/

Posted by: angelika 6 Apr 2010, 17:32
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

1908

Posted by: leva1990 6 Apr 2010, 17:39


(ზღვა წყნარია ნამეტანი...)

ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.
და ბრინჯაო - ბავშვის ტანი -
მზეზე ბრწყინავს.

მებადური მოსდევს ბადეს,
ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშვში ბადებს
თევზთ ფართხალი.

გაქანება და დაცემა
ისმის მისი,
ისმის მისი აღტაცება
და კისკისი.

ნაპირებზე თეთრი ნავი,
ხედავს კარვებს,
როგორ არხევს წყალს ნიავი,
გულს იქარვებს.

იღრუბლება ეფირები
ნისლით მთებზე.
“მგონი, ავდარს ეპირება!” -
სწუხს მეთევზე.

ქლიავისფრად შლილნი ფრთანი
ჰგვანან მინას;
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.

Posted by: Selfish_kid 6 Apr 2010, 17:41
QUOTE (angelika @ 6 Apr 2010, 17:32 )
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

1908

ჩემი უსაყვარლესი ლექსია
არა მარტო როგორც გალაკტიონის
საერთოდ ...
love.gif love.gif love.gif

Posted by: leva1990 6 Apr 2010, 17:49
აფხაზეთის წვიმა მიყვარს

აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი და წკირად
მასზე ზვირთი დადის და მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ..

Posted by: Noblego 9 Apr 2010, 04:22
თუ სიზმარმა ვით შეისხა
ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა
ლურჯი იალქნები

ამის დაწერა მომინდა , რამხელა აზრი დევს . სულ სხვა განზომილებაში იყო ეს კაცი , სიზმარშიც კი ოცნებობდა ესე გამოდის. წარმოუდგენელია მისი ოცნება და ფიქრები რა იქნებოდა რომ სიზმარშიც ოცნებობდა რეალობას რომ თავი დავანებოთ .

Posted by: Venera 19 Apr 2010, 10:58
ამხელა თემაში ალბათ იქნება ეს ლექსიც, მაგრამ დავწერ მაინც...

ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების

ცაზე ლეგიონი სცურავს ვარსკვლავების,
მთებში ეღვიძება ხეთა ათასეულს,
სფინქსის ეპარება ფიქრი გამკლავების
ლანდებს, ხიდეების სიგრძივ გადასეულს.

სადღაც დაიძახებს შორი მდინარიდან,
რაღაც ფრინველია, რაღაც ხმა კისკისა,
და კვლავ სიჩუმეა მაღალ მყინვარიდან,
აჰა, ვარდისფერმა ალმა იგიზგიზა.

აი, სანახავი, თუ გსურს, დიდებული -
მართლაც, მშვენიერი, კარგი სანახავი...
ღამე, კოცონებად შემოკიდებული,
ალი, მდინარეზე გადანასახავი.

ვიცნობ იმ ნაპირთა ასავალ-დასავალს,
მაგრამ ყველაფერი ენით არ ითქმება,
როსმე მოგიყვები მათ თავგადასავალს,
და თმა, გათენებავ, ყალყზე დაგიდგება.

მანამ შენს თანადარს გზები დაუფარჩოს,
შუქთა შეკაზმვას და ალთა გაჭენებას,
იმ სწრაფს, იმ სანატრელ მერანს გაუმარჯოს,
იმ ცეცხლს გაუმარჯოს და იმ გათენებას!


* * *
ვარ გენია რიმანელი

ვარ გენია რიმანელი,
მესმის ქართა მქუხარება,
მეფინება წვიმა ნელი
და დემონის მწუხარება.

დავიწყებულ სიმებისგვარ
ფერით ოხრავს ვილანელი,
მე მდუმარე გენია ვარ...
და გენია რიმანელი.

ყრუდ ვუსმენდი ლიუციფერს,
ის ბრძოლაში მივანელე,
ვგმობ სამარეს და სიბერეს
მე, გენია რიმანელი.

ვარ გენია რიმანელი,
მესმის გულით მქუხარება,
მეფინება წვიმა ნელი
და დიდების მწუხარება.

1916


Posted by: gioniku 20 Apr 2010, 21:34
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ
ნეტავ მალე ამობრწყინდეს მნათი
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ.

წინ მიიწევ და ხმაურობ გღვიძავს
საქართველოს სევდიანო მიწავ
ნეტავ მალე დაამსხხვრევდე ბორკილს
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს


Posted by: leva1990 20 Apr 2010, 21:54
ამაო ძახილი

ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და დაფნარი ტოკავს, ტოკავს...
და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი მძაფრი ღრენით სალ კლდეს
ლოკავს...
ჰორიზონტი ალისფერი, ჰორიზონტი ცის ფერადის
ზღვიდან ცამდის, ციდან ზღვამდის მზის ალმურში ჩადის... ჩადის!

ვდგევარ მთაზე, ვდგევარ მარტო, ვდგევარ ერთი, ვდგევარ ობლად...
შორეული არვინა სჩანს, არვინაა არც მახლობლად.

მხოლოდ ერთი იალქანი, ვით ღამის ფრთა გარხეული,
დაქანაობს ქარისაგან დაფლეთილი, დახეული.

ჩუ, ძახილიც ისმის ზღვიდან: “ვიღუპები, ჰაუ-უუ...ნავი!”
ალბათ, ვინმე იღუპება...ზღვაა კუბო და საფლავი.

და ზღვა ხარობს...ზღვის უფსკრული თავგანწირულ მებრძოლს
ელის.
მაგრამ აქ თავს ვინ გასწირავს? ან მენავეს ვინ უშველის?

ვინ გაიგებს მომაკვდავის განუსაზღვრელ ბოღმა-ნაღველს?
ვინ რას ეძებს გედის ჰანგებს, სხვა ოცნების გამომსახველს?

სად არიან მეგობრები, ნუთუ ყველა ზღვამ დაჰფარა?
ზღვაზე კაცი იღუპება, შველა უნდა, ნავი, ჩქარა!

მაგრამ კმარა, აღარ ისმის არც ქვითინი, არც გოდება,
დაიღუპა! სივრცემ შთანთქა ის ამაო მოწოდება...

ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და ნაძვნარი ტოკავს, ტოკავს,
და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი, სალ კლდეს ებრძვის, ღრღნის დალოკავს!

Posted by: MaR1_ShaGraTh 21 Apr 2010, 12:59
მერის თვალებით

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე.
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.
გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,
არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -
არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!


love.gif

Posted by: the_lizard_king 21 Apr 2010, 14:32
გალაკტიონის საუკეთესო ლექსი:

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა...


Posted by: Solveig 21 Apr 2010, 15:10
the_lizard_king
QUOTE
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,

love.gif


ჩემო ლექსებო,
გქონდეთ ლაღი, მსუბუქი ფრთები..
აყვავებული მდელო,. გასაოცარი მთები..

http://www.videowasi.com/yt-TJ1koNh-4eI//

love.gif

Posted by: GIO-INTER 21 Apr 2010, 20:00
QUOTE (Selfish_kid @ 6 Apr 2010, 17:41 )
QUOTE (angelika @ 6 Apr 2010, 17:32 )
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

1908

ჩემი უსაყვარლესი ლექსია
არა მარტო როგორც გალაკტიონის
საერთოდ ...
love.gif love.gif love.gif

ისე ეს ლექსი უფრო გიყვარდება როცა იცი რომე ს ლექსი 17 წლის ბიჭმა დაწერა.

Posted by: Venera 21 Apr 2010, 20:12

ლოცვისთვის

ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს,
შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან,
მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს
და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

ასეთი ვარდებით ივსება აუზი,
დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა,
წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს ქაოსი,
შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა.
* * *
როდესაც პოეტი ყალბი პოეტია,
ამაოდ ფიქრობენ, რომ ის გოეთეა...
ვაიმარს გაგზავნონ ავიოკალათით,
ვირზე ჩამობრუნდეს ხახვით და სალათით.

როდესაც პოეტი მავნე პოეტია,
ენაჭარტალაა, მიეთ-მოეთია,
წინ ჩოთქი უდევს და ნაბოძი ხალათი,
პოეტი კი არა - ეს არის ჯალათი!

Posted by: Selfish_kid 21 Apr 2010, 22:31
GIO-INTER


მართალი ხარ yes.gif

ეგ შემთხვევით აღმომეჩინა, ლექსის ბოლოს თარიღი იყო მიბეჭდილი და 17 წლის გამოდიოდა user.gif




love.gif

VOILES

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!
ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი)
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები!
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!

Posted by: Solveig 21 Apr 2010, 23:56
Venera
QUOTE
* * *
როდესაც პოეტი ყალბი პოეტია,
ამაოდ ფიქრობენ, რომ ის გოეთეა...
ვაიმარს გაგზავნონ ავიოკალათით,
ვირზე ჩამობრუნდეს ხახვით და სალათით.

როდესაც პოეტი მავნე პოეტია,
ენაჭარტალაა, მიეთ-მოეთია,
წინ ჩოთქი უდევს და ნაბოძი ხალათი,
პოეტი კი არა - ეს არის ჯალათი!



გენიალურია biggrin.gif

ია-ვარდი რომ არ არის, სად მოვკრიფო,
საქართველო მხოლოდ პრესა და ქინძია,
საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო,
საქართველო ეხლა არის პროვინცია.
.....................
გარშემო ბანძა არის და ოკრიბა,
თუ ვინმეა-გალაკტიონ ტაბიძეა.


ესეც მიყვარს

http://www.youtube.com/watch?v=cIKrbSMDqB0

რიტმს დააკვირდით.

Posted by: Utopian 22 Apr 2010, 02:12
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამხელა გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალი! ყოფნას მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო გაიხსენეთ,
ო გაიხსენეთ ამ სიტყვებს იქით,
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ბროლის ჭიქით!
რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება,
ასეთი გულით და სინაზეთი!
არის ამ ქვეყნად დაგვიანება
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით,
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ?.. მე გთხოვთ, მომკალით!

Posted by: Chupa* 22 Apr 2010, 02:21
გალაკტიონი ყველაზე მაგარი პოეტი :X :X:X, ხოდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზეც სიამყით ვცხოვრობ

Posted by: lazy_genius 22 Apr 2010, 15:51
მაგრად მიყვარს გალაკტიონის შემოქმედება. ძაან მაგარი პოეტია და უმაგრესი ლექსები აქვს

Posted by: leva1990 23 Apr 2010, 18:03
გახსოვს?


გახსოვს, როცა შეხვდნენ, მერი,
ზღვად შენი და ჩემი ნავი,
ნორჩთა დღეთა გულთმიერი
მიარხევდა წყალს ნიავი.
შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე
თან ტკბილი და თანაც მწარე,
მოგეხვიე. გადავკოცნე
მე იმ სახის არემარე.
ეჰ! დრო იგი დარჩა მიღმა,
ტალღა მოსკდა, როგორც გორა.
ზღვას შეშურდა, ჩვენ სასტიკმა
ღელვამ დაგვაშორიშორა.
ძნელი როდი არის პოვნა,
რაც რამაა დაკარგული,
რადგან რასაც კარგავს ხსოვნა -
ღრმად ინახავს ჩვენი გული.

Posted by: Jonatahn_smith 25 Apr 2010, 18:23
როგორც ნისლის ნამქერი
ელვარებდა ნაპირი
არ ჩანდა შენაპირი
ცივ და მიუსაფარი

მდუმარების გარეშე
სამუდამო მხარეში
ცეცხლი არ კრთის თვალებში
წევხარ ცივ სამარეში

შეშლილი სახეების
უსულდგმულო დღეები
სიზმარიან ჩვენებით
ჩემთან მოესვენებით

იჩქარიან წამები
ცრემლით არ ინამება
გაქრა ვნება-წამება
ვით სულის ხმოვანება

ვით ცეცხლის ხეტიალი
ჩქარი გრგვინვა-გრიალით
ყვავილნი არ არიან
ეხლა კი სამარეა

რომელი სცნობს შენს სახეს
ვინ გაიგებს შენს ძახილს
ვერავინ განუგეშებს
სძინავთ ბნელ ხვეულებში

მხოლოდ შუქთა კამარა
მშრალ რიცხვების ამარა
შეშლილი სახეების
უსულდგმულო დღეები

მხოლოდ ნისლის თარეშში
ზევით თუ სამარეში
როგორც ზღვის ხეტიალი
ჩქარი გრგვინვა-გრიალით

გალაკტიონ ტაბიძე
* * *
ჩამავალ მზით ნაფერი
სამუდამო მხარეში
ვერ ვნახე ვერაფერი
მდუმარების გარეშე..

და სიცივის თარეშში
მხოლოდ სიმწუხარეა
წევხარ ცივ სამარეში
და არც სულს უხარია

ჩონჩხიანი ტყეებით
რბიან მიიჩქარიან
ჩემი ლურჯა ცხენებით
ყველანი აქ არიან

მე კი არ მენანება
სამუდამო ბალიში
როგორც ღამის ზმანება
ლოცვის სიმხურვალეში

როგორც ბედის ტრიალი
ქრიან ლურჯა ცხენები
არც შვება-სიზმარია
შენი განსასვენები

ან ვინ იტყვის შენს სახელს
ძახილს ვინ გაიგონებს?
საოცრების უბეში
გამოუცნობ ქიმერებს

ვერაფერმა დაფარა
უდაბნოში ღელდება
ჩონჩხიანი ტყეებით
ჩნდება და ქვესკნელდება

სამუდამო მხარეში
წყევლით შენაჩვენები
როგორც ბედის ტრიალი
ქრიან ლურჯა ცხენები!

მიხვდებით ალბათ ამ ლექსის ავტორს

Posted by: nino darbaiseli 25 Apr 2010, 18:58
''ლურჯა ცხენების '' ტექსტზე ამგვარი ძალისხმევა ერთ რამეს ნათელყოფს , - რომ ამ ლექსს ე.წ. ცეზურული რითმები აქვს.
სულ ესაა.

Posted by: Solveig 25 Apr 2010, 21:25
nino darbaiseli
QUOTE
სულ ესაა.

ანუ, თქვენზე ლექსი მხოლოდ ცეზურული რითმების გამო ახდენს "შთაბეჭდილებ ას" (თუკი ახდენს საერთოდ)? და შინაარსი?

Posted by: nino darbaiseli 25 Apr 2010, 21:57
QUOTE (Solveig @ 25 Apr 2010, 21:25 )
nino darbaiseli
QUOTE
სულ ესაა.

ანუ, თქვენზე ლექსი მხოლოდ ცეზურული რითმების გამო ახდენს "შთაბეჭდილებ ას" (თუკი ახდენს საერთოდ)? და შინაარსი?

Solveig ძვირფასო!
ჩანს, ვერ გამიგეთ.
ეს ლექსი ჩემზე ბევრი რამის გამო ახდენს შთაბეჭდილებას.
რაც არ გავიზიარე, ეს გახლავთ ცეზურებთან ტექსტის ''გაკვეთა''.
და შიდა რითმებისათვის უტრირებული მნიშვნელობის მინიჭება .

Posted by: Solveig 25 Apr 2010, 22:03
nino darbaiseli
QUOTE
რაც არ გავიზიარე, ეს გახლავთ ცეზურებთან ტექსტის ''გაკვეთა''.
და შიდა რითმებისათვის უტრირებული მნიშვნელობის მინიჭება .

აჰ, გასაგებია smile.gif


_______________


გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები,
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
“ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი.
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
“შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა.

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი, ყველაფრის მქნელ-გარდამქნელი,
სივრცე, ყველაფრის მიმტევებელი.

love.gif ძალიან მიყვარს ეს ლექსი



Posted by: nino darbaiseli 25 Apr 2010, 22:06
Solveig ძვირფასო!
მიხარია, რომ გიყვართ გალაკტიონი!
გალაკტიონისადმი ჩემი დამოკიდებულების - ( ჩემი ძირითადი საქმიანობის ) შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ეს ლინკი:

http://www.lib.ge/libenc.php?a=222

ა.წ ივნისის დასაწყისისთვის ყურადღება მიაქციეთ წიგნის მაღაზიებს: გამოდის კრებული ''გალაკტიონოლოგია 5''.
პრეზენტაცია - ივნისის ბოლოსთვის იგეგმება ლიტერატურის ინსტიტუტში. თარიღს დამატებით გაცნობებთ.

Posted by: ბაღა 25 Apr 2010, 22:08
"ოქროყანელი ვარ მენახშირე,
ვირით ტფილისში სვლა დავახშირე,
ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი,
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი!
მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,
ცოტაღა დამრჩა, ბევრი გავყიდე,
შორს აივანზე ქალი თმახშირი
ნაზად მეძახის: რა ღირს ნახშირი?
ვუთხარ: - აიღე, რაიც დიდია,
რომელი გინდა, მომიყიდია,
გინდა, აიღე, ვირს რომ ჰკიდია,
გინდ - ეს აიღე, მე რომ მკიდია.
ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,
მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,
ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც,
მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი!"










გალაკტიონი...

Posted by: leva1990 25 Apr 2010, 23:09
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

Posted by: Solveig 26 Apr 2010, 01:42
nino darbaiseli
smile.gif))

ბაღა
QUOTE
ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,
მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,
ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც,
მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი!"

lol.gif

მერე, მერე, რატომ არ დაამთავრე ლექსი? biggrin.gif

წყევლამ არ გასჭრა, მივალთ ტაატით
მე და ეს ჩემი დიდყურაანთი,
ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი,
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი.





* * *
ეს ლექსი აქ რომ არ იდოს, როგორ იქნებაsmile.gif)
(ჯერ მარტო, რა მწარე სიმართლეა დასაწყისში...)

*****
რომ მოესაჯათ-
ვეკითხები პოეტებს ამას,-
ჩვენტვის ათ-ათი,
ან ოც-ოცი, თუ გნებავთ, წელი
ახლა არ მითხრათ,
რომ ვთამაშობ აბსურდულ თამაშს,
რომ ოცის მომსჯელს
პოეტებთან არა აქვს ხელი!
რომ მოესაჯათ-
ვთქვათ! სიტყვაზე! დავუშვათ წუთით!
რომ მოესაჯათ და
რომ ეთქვათ-საკნებში ჩადით!
ხუთით-სახოტბო ხალტურისთვის!
ლაკისთვის-ხუთით!
სულ მუდამ თავის კანტურისთვის-
უკლებლივ ათით!
რომ დავესაჯეთ,
თან საკანში შეტანის, ნება,
რომ გვეკითხა
და ყოველღამ ბეტონის ნაცვლად
ჩვარში გახვეულ
იმ წიგნებზე დაგვედი კეფა,
მაინც, რომელ წიგნს
ავირჩევდით,-ცა გაცნაურდეს?
მაინც, რომელ წიგნს,
იწონიდეს ის წიგნი ტომებს,
რომ გადაშალო საკანში და
ზღვა ახმაურდეს?
მაინც, რომელ წიგნს,
თუ კაცი ხარ, თქვი, ძმა ხარ-რომელს?
აქ არ არსებობს
მე მგონია, მეორე აზრი-
ცხრაას ოცდაშვიდს
გამოცემულს, უბრალო ყდაში!
თვალები-ორბის,
შუბლი-პრინცის, ხაზები-ბასრი,
ჯეკ ლონდონივით
შუქი გაგდის მარმარის ყბაში!
„მერი“,
„პროლოგი 100 ლექსის“
„შინდისის ჭადრებს“
„ლურჯა ცხენები“
„მე და ღამე“
„დროშები ჩქარა“
„იცვალნენ დრონი“
„ეფემერა“
„ავანთებ კანდელს“
„უცნაურ ბინდში
გუთნეული მიჰყვება ჭალას“.


ო, გალაკტიონ,
ზღვებს, სივრცეებს, ქარიშხლებს იტევს-
ციხეში არ ვარ,
შენი წიგნი სასთუმლად მიდევს,
დავხედავ პორტრეტს,
შუბლს პრინცისას, მოცარტის თითებს
გადავშლი წიგნს და-
ყურს მივუგდებ
სამოთხის ჩიტებს!


მურმან ლებანიძე

რამდენის სათქმელი თქვა ამ კაცმა..ყოველ შემთხვევაში, ჩემი-ნამდვილად....

Posted by: ბაღა 26 Apr 2010, 18:40
Solveig

მომიტევეთ უვიცობა biggrin.gif

არ ვიცოდი ეგ დასარული თუ ჰქონდა.. user.gif

Posted by: Solveig 27 Apr 2010, 00:57
ბაღა
გეკადრება? smile.gif)

მაგარი იუმორის გრძნობა ჰქონდა გალაკტიონს.

ჯერ მარტო მეწერალთა კავშირის შესახებ მისი ჩანაწერები რად ღირს biggrin.gif

აი, მაგალითად:


დღეს სხდომა,
ხვალ სხდომა,
სულ სხდომა,
სულ სხდომა,-
ეს არის
სულხდომა!


ან კიდევ:

მწერალთა კავშირში 7 განყოფილებაა, შეიძლება ამ განყოფილებებს სექციები ვუწოდოთ,მაგრამ არა...
1. მწვერვალთა კავშირი-გულისხმობს ლიტერატურულ მწვერვალებს..ისინი ძალიან ცოტანი არიან, მწვერვალები.
2. მწერალთა კავშირი-გულისხმობს მწერლებს.
3. მწერელთა კავშირი-გულისხმობს არამწერლებს მწერალთა კავშირში.
4. გადამწერელთა კავშირი-გულისხმობს კრიტიკოსებს....გასაგებია, რატომაც.
5. მიმომწერელთა კავშირი-გულისხმობს კანცელარიის მუშაკებს-მწერლებს.
6. ჩამომწერელთა კავშირი-გულისხმობს მეგონორარეებს.
7. მწერთა კავშირი-გულისხმობს მწერებს და სხვადასხვა პარაზიტებს.


Posted by: MrHERCULES 27 Apr 2010, 13:06

ესეც "მწერთა კავშირზეა":

"როგორია ზოგიერთი პოეტი? ეტყვი: «მომიტანე ასანთი» _ მოგიტანს კბილის ჩოთქს.
ეტყვი: «მომიტანე ოდეკოლონი» _ მოგიტანს გაზეთ «კომუნისტს». ეტყვი: «მომიტანე
პური» _ მოგიტანს წყალს. რასა ჰგავს ეს? გეტყვის: «წავალ და მოვალ ერთ საათში» _ მოვა
ექვსი სათის შემდეგ. გეტყვის: «ეხლა საღამოა» _ ნამდვილად კი დილაა. ერთი სიტყვით,
გაუჩინარს გაგიჩენს.."

Posted by: Scent of a woman 28 Apr 2010, 18:35
ენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის,

როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე,

ახლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის,

მზე აღარ არის და არ არის არარაიმე.

ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი,

წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები.

ახლა შენა გსურს არაფერი, ო, არაფერი,

მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები.

არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს,

არც სიყვარული, არც ღიმილი, არც სიტკბოება.

შენ ვერაფერი დაგავიწყებს შხამიან წარსულს,

შენთვის მკურნალი იმედები არ იპოვება.

უმიზეზოდ ცივს, უმიზეზოდ შეურაცხყოფილს,

შენ არ გსურს ვინმეს გააგონო, ჩემო ციერო.

მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს:

ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო.

Posted by: Green Girl 28 Apr 2010, 19:09
გალაკტიონი არის უძლიერესი პოეტი............არ რაღAც ჯადოსნურ რაღაცეებზე წერს....მიყვარს

Posted by: Utopian 7 May 2010, 02:41
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..


love.gif

Posted by: nino darbaiseli 7 May 2010, 03:30
http://burusi.wordpress.com/2010/05/06/galaktion-tabidze-10/

Posted by: BallBreaKeR 7 May 2010, 03:50
http://jodustinger.blogspot.com/

Posted by: klubnika 7 May 2010, 13:42
მიყვარს http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge

Posted by: Nnino 7 May 2010, 14:17
BallBreaKeR
გავიგეთ!!!

მაგრამ არც დრო მაქვს და არც ხალისი თქვენს "ნაჰშრომზე" ჩემი მოსაზრება გამოვთქვა...

იმედია, დროც გაჩნდება და ხალისიც მომავალში. ჯერ მაინტერესებს ყალბისა და ნაღდის, როგორც ცნებების თქვენეული გაგება.

Posted by: vip_ 9 May 2010, 11:49
15 მაისს ვანის რაიონის სოფ. ჭყვიშში ტარდება გალაკტიონობა

http://www.paata.ge

Posted by: Oto_O 10 May 2010, 21:53
მიყვარს ეს პოეტი
love.gif

ღამის ნათელში, მტვერში, მთვარეში,

მიყვარდა სულის შეხება შენი,

თბილისის დაღლილ ქარის თარეში,

კოშკები ძველად ნაგებ-ნაშენი.

მსუბუქი ალით გზებს ეკიდება

ტალღები ნელი და სურნელება,

მე მახსოვს შენი ძველი დიდება

და განშორება აწ მეძნელება.

ყოველდღე მოდის ახალი ტალღა -

მყვირალა, სუსტი და დღევანდელი,

და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა

სანთელი... შენი სული, სანთელი.

Posted by: BallBreaKeR 10 May 2010, 22:27
Nnino
არ არის ჩემი ნაშრომი და ყალბსა და ნაღდსაც ვეღარ ვარჩევ sad.gif

Posted by: L e o n 18 May 2010, 10:18
ჩემი უსაყვარლესი პოეტია
თოვლი კი უსაყვარლესი ლექსი smile.gif

Posted by: nino darbaiseli 25 May 2010, 21:14
გამოვიდა ჟურნალი ,,ქართული მწერლობა'' (2010,5) ,რომლის შეძენაც შეგიძლიათ მხოლოდ წიგნის მაღაზიებში .
( თბილისის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და სტენდებზე - არ ჰქონიათ)
მასში დაბეჭდილია ეს სტატია, გაფორმებული გალაკტიონისავე გრაფიკული ჩანახატებით :

http://www.radikal.ru



,,მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებულ სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია V’’.
კრებულიდან, ანონსის სახით, გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ნაშრომისა ,,სამი ლექსი ,,არტისტული ყვავილებიდან”





ნინო დარბაისელი


,,მივარდნილი აივანი''


ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი.

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა , კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე:
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

,,რა უბედური ქარია! ''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)

ოქტავებით ვწერ პოემას,
(ესეც საქმეა თუ არა? )
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
ტფილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო ტფილისმა
ჩინებულება ჩინელი.

,,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)


ეს ლექსი, ერთი შეხედვით, ამოვარდნილადაც შეიძლება მოგვეჩვენოს იმ ორგანული მთლიანობიდან, ,,არტისტული ყვავილები'' ქმნილებათა კონტრაპუნქტული მიმართებებით რომ იქმნება, მით უმეტეს, რომ კრებულში მას წინ უძღვის ,,არ-დაბრუნება'' და მოსდევს ,,აკაკის ლანდი''. ამ კონკრეტულ ლოკალში იგი თავისებურ ინტერმედიადაც კი გამოიყურება.
რატომ შეიტანა პოეტმა კრებულში ეს ლექსი, მაშინ, როდესაც იმავე წლებში შექმნილი, კონტექსტუალურად ახლო მდგომი არაერთი ნაწარმოები გარეთ დატოვა?
რეგისტრულობის მხრივ, ,,მივარდნილი აივანი~ ,,არტისტული ყვავილების'' ყველაზე ქვედა საფეხურია და ვერსიფიკაციული თვალსაზრისითაც ლამის ყველაზე ტრივიალური ფორმა აქვს: რვამარცვლედი(5/3) კატრენები, მომდინარე ხალხური ლექსისა თუ მისი ლიტერატურული ანალოგიდან, ჯვარედინი დაქტილური რითმებით.

***
გ.ტაბიძის თხზულებათა თორმეტტომეულის კომენტარში ვეცნობით ჩანაწერს პოეტის არქივიდან, სათაურით ,,მივარდნილი აივანი'':
,,ლექსი დაწერილია 1918 წელს, თათარი შემოესია ბათომს. ლექსი სატირაა იმდროინდელი ვითარებისა'' . შემდგომ პოეტი განმარტავს ტექსტის ცალკეულ მომენტებს, რომელთა შესახებ ანალიზისა და ინტერპრეტაციისას, შესაბამის ადგილებზე ვისაუბრებთ, მანამდე კი დავიწყოთ სტროფიკით.
ლექსში ცხრა კატრენია. აქედან შუა ანუ მეხუთე და ბოლო - ფორმით იდენტურია, მაგრამ ფუნქციურად - განსხვავებული:

,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ, ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია,
(ვამაყობ საქართველოთი!)


მეხუთე სტროფი ლექსს ორ ნაწილად ჰყოფს. პირველ ნაწილში რჩება ეზოს წარსულის გახსენება, მის ბინადართა აღწერა, თავადი ვაშლოვანელის სტუმრობა, მასთან მუსაიფი ქალაქის ახალ ამბებზე, რომლის შინაარსიც ჯერ (ჩვენ - მკითხველებმა) არ ვიცით, სმა და დამშვიდობება.
მეორე ნაწილი - სტუმრის წასვლის შემდეგ მარტო დარჩენილი პოეტი-მასპინძლის მარეზიუმირებელი ფიქრი-მონოლოგია. და მის ბოლოში განმეორებული სტროფი თუ ადრე ცოცხალ, უშუალო დიალოგს გადმოსცემდა, ახლა სიტყვებში - ,,(ვამაყობ საქართველოთი!)'', ჩვენი ,,ბედნიერი ერისადმი'' (ი.ჭავჭავაძე) სარკაზმის ზღვრამდე მისულ ირონიას პოეტის გულდაწყვეტილი ინტონაციაც ერთვის.
გალაკტიონის პოეზიის ინტერტექსტუალობასა და სტილთა კონტრაპუნქტის შესახებ მსჯელობისას ი. კენჭოშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო სტროფი ,,მთლიანად ცხოვრების ტექსტიდან აღებული ციტატებისგან შედგება''. (სტრიქონი ,,წამოველ, ვიცი მელოდი”, ჩემი ფიქრით, ფოლკლორულ ტექსტსაც – ,,აქედანა და შენამდინ” – უნდა უკავშირდებოდეს, კერძოდ სტრიქონებს - ,,ასე გამხადა სურვილმა, წამოველ, ვეღარ ვიარე”მივყვეთ ტექსტს და შევეცადოთ გარკვევას, თუ რა ინტერტექსტუალურ მიმართებაშია იგი ცხოვრების ტექსტთან, ასევე, რა ლიტერატურული რემინისცენციებისა და ალუზიების გამოყენებით არის კონსტრუირებული იგი.
ლექსის პირველივე გროტესკული სახე _ ეზოში მოსიარულე ამპარტავანი მამალი და მისი თათრობა შეგვეძლო მხოლოდ პოლიგამიურობაზე, როგორც მუსლიმანური, `ურჯულო~ სამყაროს წესზე მინიშნებადაც ჩაგვეთვალა და შესაბამისად, კაკბის გამოჩენა ეროტიკის ალეგორიად გაგვეაზრებინა, თავად გალაკტიონის ჩანაწერი რომ არ გვზღუდავდეს, ,,ბათომს თათარი შემოესიაო''.
ამპარტავნობა _ დავით კლდიაშვილის პერსონაჟთა _ ,,შემოდგომის აზნაურთა'' საერთო-სახასიათო ნიშანია, მაგრამ სოფლის მოუვლელ ეზოში ამპარტავნულად მოსეირნე მამალს _ პაროდიულ სურათს დაკნინებული საქართველოსი სხვა ლიტერატურული პირველწყაროც ეძებნება. თუ ამპარტავნობას მამლების ბრძოლის მიზეზად ან გამარჯვების ნაყოფად წარმოვიდგენთ, გამოვლინდება ტრანსფორმირებული ალუზია გურამიშვილის თავისთავად პაროდიული სიტყვებისა: ,,ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს''. ამ პოეტისავე სიტყვებით, ამპარტავნობა ქართლის ჭირის თანამდევია. (,,შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,/ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხვა პირისა"). მოყოლებული გურამიშვილიდან, მამალი, მამლების ბრძოლა _ ქართული პოლიტიკური დისკურსის პატრიოტული ,,ფრეიმების'' ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია (გავიხსენოთ: ათი წლის შემდგომ, 1918 წლის მოვლენების ამსახავ პოემაში ტიციან ტაბიძე თავს _ ,,ფრონტებზე'' სწორედ გურამიშვილის ამ სიტყვების: `ვით მამალი სხვის მამალსა...~ ციტირებით დაიწყებს და ამ კონცეპტს შემდგომაც არაერთგზის დაუბრუნდება),
აივანი, რომელსაც ადრე ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე შვენოდა, ახლა ,,მი-ვარდნილია''. გარდა პირდაპირი გაგებისა, ამ თამაშურ პრინციპზე აგებულ ტექსტში მი/მო ზმნისწინებით ,,თამაში'' მო-ვარდნილის (მომწყდარის, მოძრობილის) გაგებასაც გამოავლენს.
მანდილი _ ქალის კდემამოსილების ქართული კლიშე-სიმბოლო და სა-კაბე _ (მომავალი დროის გაგება - მინიშნება კაბადქცევის პოზიტიურ პერსპქტივაზე), ახლა ძველი დასტურ-ლამალივით, მხოლოდ ხსოვნას შემორჩენია (,,მახსოვს'').
კნეინა _ ამ კონტექსტში, გარდა ევფონიური კავშირისა სიტყვა ,,კაკაბთან'', კნინობის, და-კნინების გაგებასაც შეიცავს. მხრებზე გაროზმოსხმული (გაროზი - ნაქსოვი მოსა-სხამი), მაღალტანიანი ,,კნეინა კაკაბი'', აწ სიმინდის ანაქურჩალით პირდაცობილი კოკა რომ შემოუდგამს მხარზე, ერთი მხრით, პაროდირებული ალუზიაა ხალხური სიმღერისა ,,თებრონე მიდის წყალზედა, კოკა შეუდგამს მხარზედა'', მეორე მხრით კი ვაჟას ლექსისა ,,სამეფოს სიმღერა'':

ქალო, გნახე ფეხშიშველი,
გამაჰგოგდი ეზოშია,
გენაცვალე, კაკაბს ჰგავდი,
მოსეირნეს ფერდოშია.


საქართველო (,,ვამაყობ საქართველოთი'') - ეპიფორის, გამეორების ბოლო, ლექსის მთავარი სიტყვაა და მისი სტატუსის გამოსაკვეთად გამომსახველობით საშუალებათა მთელი კომპლექსი გამოიყენება. პატრიოტული მოტივი ტექსტში კარნავალური წესით შემოდის: ოდესღაც ,,ძველი დასტურ-ლამალის'' წეს-გარიგებებით მართვადი ეზო-მიდამო _ ძველი საქართველოს სახე _ ახლა დაკნინებულა და სასეირო სანახაობის არედ ქცეულა. კნეინა თუ წყალს ეზიდება, ,,ჭმუნვით მოცული თავადი ვაშლოვანელი'' (მაღალი სტილის პაროდია) ოხრავს იმაზე, რომ ,,გახმა ბოსტანში მწვანილი!''
პოეტს შემოქმედებითი მოცალეობის ჟამი უდგას და პოემას წერს ოქტავებით, თან თავს იჯერებს: ,,(ესეც საქმეა თუ არა?)'', მაგრამ ეს უფრო თავისმართლებაა ვიღაცის წინაშე. ვინ შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომელიც ტექსტში მონაწილეობს, მაგრამ ღიად ექსპლიცირებული არ არის?
ვფიქრობ, აქ ი.ჭავჭავაძე ადვილი ამოსაცნობი იქნება, თუ გავიხსენებთ ფრაგმენტს ამ ლექსთან ინტერტექსტუალურად დაკავშირებული ტექსტიდან _ თათქარიძიანთ კარ-მიდამოს აღწერიდან:
,, ...ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავ-ნანინაო!.." ეს კი ქალის სა¬ქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია, — და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონება-გასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯო¬ბიაო'' (,,კაცია- ადამიანი?!'' ) .
დავუბრუნდეთ კვლავ ტექსტის თანმიმდევრობას.
,,ტფილისში მეფობს თათარხან'', თან რაღაც დუელებია... რაკი ლექსი თათრის ხსენებით იწყება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ტექსტში მისი გამოჩენის მოტივი ორ სიტყვას შორის ბგერწერული და სემანტიკური კავშირია, ან რომ აქ საუბარია რაღაც ისტორიულ რეალიაზე, რომლის შესახებ ინფორმაციას თანამედროვე მკითხველამდე არ მოუღწევია. ამის კვალი არ მოიძევება არც ისტორიულ წყაროებში, არც ტიციან ტაბიძის პოემაში ,,თვრამეტი წელი'', რომლის მიხედვით, კატაკლიზმებით სავსე 1918 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სურათი ასეთია: თბილისი დაშნაკების, სოციალ-დემოკრატების _ მენშევიკ-ბოლშევიკთა მწვავე ბრძოლების ასპარეზად ქცეულა. თითქოს გალაკტიონის ამ ლექსს ეპასუხებოდეს, ტიციან ტაბიძე პოემაში თბილისის შესახებ ამბობს:

ამ დროს არ იყო
ლეკი და დიდო,
თურქებსაც ორივე
ფეხი ჰქონდათ
ძირში მოტეხილი.
და დაღლილ მამლებს
ძაღლი კი არა,
თვითონ დიდი
ბრიტანეთის ლომი
ტორით ტორავდა.


იქნებ სარითმო წყვილი: ხანდახან/თათარხან დაგვეხმაროს ცხოვრების ტექსტის ამ ბუნდოვანი რეალიის ინტერპრეტირებაში.
იონა მეუნარგია ნარკვევში ,,მამია გურიელი'' ასეთ, ცოტა არ იყოს, ფრივოლურად შეფერილ ეპიზოდს იგონებს:
`ერთ დარბაისელ საზოგადოებაში ერთი მშვენიერი ახა¬ლ¬გაზრდა ქალი, დიდი გვარიშვილი, დიდხანს ლაპარაკობდა თავ. თათარხან დადეშქელიანზე. იქ მყოფმა მამიამ დიდხანს უგდო ყური იმას, და, რომ არ გაათავა ბანოვანმა ლაპარაკი, წაიდუდღუნა თავისთვის, მაგრამ ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ:

სულ თათარხან,
სულ თათარხან,
ჩვენც - ხანდახან,
ჩვენც - ხანდახან.''


ასეთი მოსწრებული სიტყვები ჩვეულებისამებრ, ზეპირსიტყვიერადაც ვრცელდებოდა და დიდხანსაც ახსოვდა ყველას. ესეც არ იყოს, ცნობილია გალაკტიონის განსაკუთრებული სიყვარული მამია გურიელისადმი.
თათარხან (ნიკოლოზ) დადეშქელიანი _ ქალების გულთამპყრობელი, რომელიც ქუთაისში ცოცხალ სურათებად დადგმულ ,,ვეფხისტყაოსანში'' ტარიელს განასახიერებდა (1882), 1918-ში ცოცხალი აღარ იყო. თათარხანი _ სვანეთის მთავრების დადეშქელიანების საგვარეულო სახელია. გასული საუკუნის ათიან წლებს უკავშირდება ციოყ (ალექსანდრე) დადეშქელიანის ოჯახის იმ დროისათვის მეტად გახმაურებული ჰამლეტური ტრაგედია. ციოყის ვაჟს თათარხანი (ნიკოლოზი) ერქვა. ეს უმცროსი თათარხანი ორბელიანებთან არის დანათესავებული, ვაშლოვანი კი - ორბელიანთა სამოსახლოა... მაგრამ ნუღარ გავცდებით ჩვენი წერილის ძირითად მიზანდასახულებას. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ დუელის ხსენება თათარხანთან ერთ კონტექსტში _ ორი თათარხან დადეშქელიანის კონტამინაციაა პოეტურ წარმოსახვაში. ახალ დროებაში მწვანილის გახმობაზე აგრერიგად მჭმუნვარე თავადი ვაშლოვანელი კი თათარხანის ამბის მომტანი რეალური პიროვნება ვერ იქნება. იგი პოეტური ფიქციაა, ქართულ ეროვნულ მეხსიერებაში დამკვიდრებული გმირის - თამარ ვაშლოვანელის დაკნინებული შთამომავალი.
ახსნა მომდევნო სტროფის სიტყვებისა: ,,სასახლე გახდა თილისმა'' თვით გალაკტიონის ხელნაწერშია მოცემული: თილისმა მიმზიდველობას ნიშნავს. თუ აქ ტიციან ტაბიძის პოემიდან გავიხსენებთ, მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ყველა ჯურის ოლიტიკოსებს შორის რა დიდი შეხლა-შემოხლები იმართებოდა, სასახლის `თილისმობა~ _ მიმზიდველობა უფრო გასაგები შეიქნება.
`,,ჩინებულება ჩინელის'' ასევე თავად გალაკტიონს აქვს ახსნილი: ჩინელი _ ზოგადი სახელია ყველა უცხოელისა, იმ წლებში თბილისს რომ მოაწყდა. ,,ჩინებულება'' კი, პოეტის თქმით, ღირსებას ნიშნავს. თავის ჩანაწერში იგი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს, თუ რა უღირსად, ადგილობრივთა დამამცირებლადა და შეურაცხმყოფლად იქცეოდნენ უცხოელები, კერძოდ ინგლისელები თბილისში. გალაკტიონისეულ პოეტურ ეტიმოლოგიაზე დაფუძნებული ეს სინტაგმა აქ კვლავ ,,გადაყირავებულად'', პაროდირების მიზნით არის გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსის არაერთ მხარეს შევეხეთ, ჩვენ, პრაქტიკულად, მაინც არ გაგვიცია პასუხი წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე.
დავუკვირდეთ ლექსის მეორე ნაწილის - პოეტის მონოლოგის ლექსიკას. მასში დაფიქსირებულია ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც ,,არტისტული ყვავილების'' ძირითად სახე-სიმბოლოებსა და მხატვრულ კონცეპტებს აღნიშნავს: უდაბნოება, ზარი, სასახლე, ამას დავუმატოთ განმეორებადი სტროფიდან ქარი და ამ ყოველივესთან დაკავშირებული რომანტიკულ-სიმბოლისტური კონოტაციები: გზა-ლოდინი/მოსვლა, საშინელი/საშინელება და, ასევე, სათაურისეული ,,მივარდნილი'' (,,სუროში საშინლად მივარდნილ კედლებით/ ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს''- ,,დომინო'') და, ვფიქრობ, ცხადი შეიქნება, რომ ეს ლექსი არა მხოლოდ პოეტური ლექსიკის დონეზეა დაკავშირებული დანარჩენებთან, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ ცდას სწორედ ,,,,სატირულ'' კონტექსტში მოქცევა-გააზრებისა. გავიხსენოთ, როლან ბარტის ცნობილი სიტყვები: ,,პაროდირება - ეს არის უკანასკნელი გამოცდა ტექსტის გამძლეობისა''.
შემოთავაზებული ინტერპრეტაცია არასრული იქნება, თუ კიდევ ორიოდე სიტყვით არ შევეხები ლექსის სათაურს - ,,მივარდნილი აივანი''.
აივანი, როგორც სახლის, შენობის _ კულტურის ნაწილი, ერთდროულად მისი ნიშანიცაა და ბუნებასთან, ასევე კულტურულ გარესივრცესთან ღია კომუნიკაციისაც. მაგრამ სიტყვა ,,მივარდნილი'', სალექსიკონო განმარტებით შორეულს, განაპირას, მიყრუებულს, ძნელად მისასვლელს რომ ნიშნავს, ჩვეულებრივ, გულისხმობს არა მხოლოდ იმ ლოკალს, სადაც ამ თვისების მქონე ობიექტია საგულვებელი, არამედ რაღაც სხვა ლოკალს/ლოკალებსაც, საიდანაც იგი ამაგვარად აღიქმება და, შესაბამისად, დისტანციასაც ამ ლოკალებს შორის.
ეს გარკვეულ საფუძველს იძლევა, რომ სათაური ,,მივარდნილი აივანი'' და მთელი ლექსიც გავიაზროთ, როგორც _ სასაზღვრო, გარდამავალი, შუალედური პირობითი ბარიერი, ლოკუსი ,,არტისტული ყვავილების'' უსაზღვრო იმაგინაციურ სივრცესა და პოეტის ყოფით-რეალურ სივრცეს _ ცხოვრებას, როგორც ტექსტს შორის, სადაც ორივე სივრცის არსებობის წესები ცენტრებიდან პერიფერიამდე ვრცელდება და ერთდროულად თანაარსებობს შეუსაბამობათა შესაბამების, _ ზ. ფროიდის მიხედვით, _ ყოველგვარი იუმორის არსობრივი საფუძვლის პირობებში.
ამ ლექსში, რომლის სატირულ-პაროდიული ინტენცია ერთდროულად მიემართება ორ ტექსტს: ,,არტისტულ ყვავილებსა'' და ცხოვრებას, უკვე რეალიზებულია პოტენცია ნიშანთა მთელი წყებისა, რომელიც ათწლეულების შემდეგ გალაკტიონის ირონიულ-პაროდიულ ლირიკაში და შემდგომ - მის ეპიგონთა შემოქმედებაშიც წარმმართველი გახდება: სახეთა მკაფიო რეალისტურობა და კონკრეტულობა, კარნავალური ელფერი, სიტუაციისა და სახეთა გროტესკულობა, იუმორისტული ეპითეტები, ზეპირმეტყველებითი დიალოგური პასაჟები, ინტონაცია, როგორც პაროდირების ხერხი; პლანების მოულოდნელი შენაცვლება, ტრადიციული (აქ _ დაბალი შაირის) ფორმის პაროდირება და მახვილგონივრული რითმა, როგორც პაროდია რითმისა.


http://www.radikal.ru

Posted by: nino darbaiseli 11 Jun 2010, 13:49
###

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.
და რანაირად
ვიყავი ავად.
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?
ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება,
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს!
ერთხელ რომ მომხვდა
საწყალს გულს ტყვია,
გადმიდგა შემდეგ,
რომ ხანჯლით ვიღაც,
ეს ქინძისთავი
მინდოდა იქაც.
მე ამ ქინძისთავს
დავცქერი ეხლა,
და ვერ მაშინებს
ვერარა შეხლა,
მისით თუნდ ყველა
ქვეყნებს დავიარ!
გულთან უბრალო
ქინძისთავია
.მასთან სიკვდილსაც
მივიჩნევ არად,
ის ჩემთანაა
მარად და მარად.
სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს -
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა,
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი. (1958)



ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ზეინაბ სარიას წერილი, სათაურით ,,შეუსაბამობანი და კომიზმი გალაკტიონის ლირიკაში''.( http://lit.400.ge/Online/1/alogikuroba.html )
მკვლევარი საკითხზე მსჯელობისას სხვა ლექსებთან ერთად ამ ლექსსაც ეხება. სამართლიანობა მოითხოვს , აღინიშნოს, რომ ავტორი მას ''შეუსაბამობისა და კომიზმის'' ნიმუშად პირდაპირ არ ასახელებს და მხოლოდ ქვემოციტირებულით იფარგლება:

,, 1958 წელს დაიწერა ლექსი „ერთხელ მერიით“. პოეტს არ ახსოვს, სად – მერიაში /სოფელი ოზურგეთის რაიონში/ თუ ხიდისთავში /სოფელი ჩოხატაურის რაიონში/ ლიტერატურული შეხვედრის თუ საღამოს შემდეგ თაყვანისმცემელმა ლამაზმა ქალმა ხალათი შეუკრა ქინძისთავით:

„ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს უბრალო
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი
და რანაირად
ვიყავი ავად.“

სილაღისა და სიმსუბუქის, დაუძაბავი უდარდელობის განცდას ბადებს ტავტოლოგიური „ერთხელ“. უბრალო ფაქტია, მაგრამ პოეტისთვის ის ადამიანური სითბო ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სასიცოცხლო ენერგიით აუვსო მთელი არსება.

„ვამბობდი, არის
მზიურთთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება“.

ზოგჯერ ნამცეცი ყურადღება ადამიანში შინაგანი ძალების წარმოუდგენელ განახლებას იწვევს და საკუთარი თავის რწმენას შთაბერავს მას:

„სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს-
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი.“



ამჯერად ნუ დავიწყებთ იმის განსჯას, რამდენად სანდოა მისი ინფორმაცია ან რამდენად მართებულია მისი ინტერპრეტაცია. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ იგივე ლექსის აქტუალიზაცია ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეში, მისი მოთავსება მართებულ კონტექსტში კარგა ხნით ადრე განხორციელდა. გთავაზობთ ამ სტატიას:




თეიმურაზ დოიაშვილი


კონტექსტის პოეტიკა

გალაკტიონ ტაბიძის მეორე პოეტური რეფორმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ესთეტიკურად ნეიტრალური სიტყვის განპოეტურობის უნივერსალური პრინციპის – კონტექსტის პოეტიკის - მიგნებასა და დაუფლებას. კონტექსტის პოეტიკის ფუნქციონირებისას სიტყვას არც გარედან მოაქვს „მზა“ პოეტურობა და არც ტროპულ გარდაქმნას განიცდის. კონტექსტის მეშვეობით ყოფითი სიტყვა პოტენციურად იძენს პოეტური სიტყვის არსებით თვისებებს: მრავალმნიშვნელოვნებას, ასოციაციურობას, კონკრეტიზაციისა და სიმბოლიზაციის უნარს. იგი ინარჩუნებს საგნობრიობას, მაგრამ, სიტუაციის შესაბამისად, აქვს მნიშვნელობის დავიწროების ან გაფართოება-განზოგადების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ამის შედეგად იხსნება დაპირისპირება და წინააღმდეგობა პოეტურ და ყოფით-სასაუბრო სიტყვას შორის, სიტყვის საგნობრიობასა და მრავალმნიშვნელოვნებას, საგნის კონკრეტულ გამოსახვასა და იდეის გამოსახვას შორის.
თუ გავითვალისწინებთ გალაკტიონის მეორე პოეტური რეფორმის არსებით ნიშანს – პრინციპულ ორიენტაციას სასაუბრო ენასა და სადა, ბუნებრივ სტილზე, სრულიად გასაგები გახდება კონტექსტის პოეტიკის მნიშვნელობა.
გ. ტაბიძის ბოლო პერიოდის ლირიკისათვის ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი ლექსია „ერთხელ მერიით თუ ხიდისთავით“ (1958), სადაც კონტექსტის პოეტიკის შესაძლებლობანი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
ლექსს მარტივი, ყოფითი ფაბულა აქვს: გზად მიმავალ პოეტს ყინვიან ამინდში უცნობმა ქალმა ქინძისთავით შეუკრა ხალათი. ასევე უბრალოა და ყოფითი ის საგანი, რომელსაც ტექსტში ცენტრალური ადგილი უკავია: ქინძისთავი. უფრო მეტიც, სიტყვა „ქინძისთავი“ თავისი შინაარსით კიდევ უფრო პროზაული წარმოდგენისაკენ გვეზიდება: „ქინძის თავი“. ეს ყოფითი, სტილურად ნეიტრალური, უბრალო სიტყვა პოეტურ ტექსტში საოცრად იფართოვებს შინაარსს, განზოგადდება, მაგრამ ამასთანავე არ კარგავს თავის კონკრეტულ, საგნობრივ მნიშვნელობას. ლექსის ექსპოზიციაში „ქინძისთავი“ მხოლოდ კონკრეტული ყოფითი საგანია, პოეტის მოგონების ერთი არაფრითგამორჩეული დეტალი:

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.

დამოწმებული მონაკვეთის ბოლო ორი სტრიქონი პირველი მინიშნებაა იმაზე, რომ ის, რაც ზემოთ ითქვა, პოეტისათვის ფაქტის უბრალო კონსტატაციაზე მეტს ნიშნავს. „ყინვა“ და „ქარი“, როგორც პოეტური ტრადიციის მქონე სიტყვები, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, გადატანით მნიშვნელობასაც ატარებენ, ამიტომ ჩნდება მოლოდინი ერთგანზომილებიანი თხრობიდან გასვლისა. მართლაც, პოეტი განაგრძობს:

და რანაირად
ვიყავი ავად.
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?

აქ პირველად ჩნდება „ქინძისთავის“ შინაარსის გაფართოების შეგრძნება სიტუაციის ჰიპერბოლიზაციის გამო: უბრალო საგნის ფიზიკური შესაძლებლობანი და ლირიკული სუბიექტის ავადობის ხარისხი ერთმანეთს არ ეთანაბრება. ამიტომ იბადება აზრი, რომ ტექსტში არც ფიზიკურ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი და არც ქინძისთავია უბრალო ყოფითი საგანი. ლექსის მომდევნო სტრიქონებში ეს აზრი დადასტურებას პოულობს:

ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება.
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს!

ამ სტრიქონებს თან მოაქვს ადამიანური თანალმობის მოტივი და აშკარავდება, რომ პოეტის ავადმყოფობა სულიერი შეჭირვებაა, ხოლო „ქინძისთავი“ სიმბოლოა ადამიანისათვის გაწეული უანგარო სამსახურისა. „ქინძისთავის“ აზრობრივი შინაარსი ლექსში სულ უფრო და უფრო ფართოვდება:

ერთხელ რომ მომხვდა
საწყალს გულს ტყვია,
გადმიდგა შემდეგ
რომ ხანჯლით ვიღაც,
ეს ქინძისთავი
მინდოდა იქაც.

კონტრასტი „ტყვია, ხანჯალი – ქინძისთავი“ სიტყვა „ქინძისთავს“ „ფარის“, „მფარველის“ სემანტიკას უკავშირებს.
პოეტს სიტყვა „ქინძისთავი“ კიდევ უფრო ფართო კონტექსტში შეაქვს; საგანი ხდება იმედის, რწმენის სიმბოლო. სიტყვა „ქინძისთავის“ შინაარსი იმდენად ფართოვდება, რომ პოეტი თითქოს საგანგებოდ გვაფრთხილებს: „გულთან უბრალო ქინძისთავია!“
გალაკტიონი პირდაპირ, შეუფარავად მიუთითებს არატროპული სიტყვის ორპლანიანობაზე:

სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს –
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.

კონტრასტი „სხვისთვის არარა – ჩემთვის მზე“ თითქოს მინიშნებაა იმ საოცარ ცვლილებაზე, რაც უბრალო საგანმა განიცადა პოეტის სულში. „ქინძისთავი“ ყოფით პლანში მართლაც „არარაა“, მაგრამ, პოეტური კონტექსტით გარდაქმნილი და განზოგადებული, პოეტისათვის მზეს, მნათობს ედარება.
ფინალის წინ ქინძისთავის განზოგადების ხარისხი იმდენად ძლიერია, რომ პოეტს სრულიად თამამად გავყავართ სიტყვის პროზაულზე პროზაული შინაფორმისაკენ:

დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა,
ქვეყნად, ვინ იცის?

ლექსის ექსპოზიციის თხრობითი ინტონაცია ფინალში ჰიმნის ჟღერადობას იძენს:

ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ვარ მადლობელი!

ეს ინტონაციური ზეაღსვლა ზუსტად აირეკლავს იმ თვისებრივ ცვლილებას, რამაც მარტივი ყოფითი შემთხვევა ადამიანური თანალმობის თემამდე განაზოგადა, უბრალო საგანი უფართოესი შინაარსის სიმბოლოდ აქცია.
სიტყვა „ქინძისთავი“ მთელი ლექსის მანძილზე არ კარგავს თავის პირდაპირ, საგნობრივ მნიშვნელობას, თუმცა კონტექსტის ზემოქმედებით მისი შინაარსი სხვადასხვა მოცულობით ფართოვდება და განზოგადდება. ყოფითი სიტყვა იძენს პოეტური სიტყვის ისეთ თვისებებს, როგორიცაა მრავალმნიშვნელოვნება, სიმბოლურობა, ასოციაციურობა. „ქინძისთავი“ კონკრეტულ საგნადაც რჩება და ზოგად იდეასაც გამოხატავს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს ლექსი, რადგან გალაკტიონი აქ თითქოს საგანგებოდ ახდენს კონტექსტის პოეტიკის შესაძლებლობათა დემონსტრირებას. ყოფითი ამბისა და საგნის განზოგადებისა და სიმბოლიზაციის ის ხარისხი, რასაც გ. ტაბიძე აღწევს ამ ლექსში, და სხვა ნაწარმოებებშიც, უახლეს ქართულ პოეზიაში თვისებრივი სიახლე იყო, თუმცა მას გენეტიკური კავშირი ჰქონდა რეალისტური პოეზიის ტრადიციებთან და, გარკვეული აზრით, მის რესტავრირებას წარმოადგენდა ახალ ისტორიულ სიტუაციაში.
ჩვენს თვალთა წინაშე წარმოიმართება უფაქიზესი სულის პიროვნება, ადამიანურ სითბოს და ზრუნვას დანატრებული მარტოსული, რომლისთვისაც უბრალო თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტი კოსმიურ მასშტაბებს იძენს და მოყვასისადმი თანალმობის ნამდვილ ჰიმნად გარდაიქმნება.



ჟ. „კრიტერიუმი“, 2001 წელი, #3

Posted by: eNEgmatuRO 23 Jun 2010, 19:56
ლურჯა ცხენები. . . . .

არ ვიცი ამ ლექსს რამდენად შეიძლება საყვარელი ეწოდოს, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესოა რაც ლირიკულ პოეზიას უნახავს და ალბათ საუკეთესო რასაც ლირიკული პოეზია ოდესმე ნახავს.

ერთდროულად ყველაზე მრავალმნიშვნელოვანი და ამავე დროს თითქოს არაფერი, ყველაზე მდიდარი და სავსე, მაგრამ სიცარიელის გრძნობას ქმნის, თავისუფლების ხატვა ლურჯა ცხენებით და ტყვეობა ცივ სამარეში მწოლიარისა, სასოწარკვეთილება მთელ ლექსში და ბოლოს მაინც ქრიან ლუჯა ცხენები.

და ყველაფერ ამიდან გამომდინარე წინააღმდეგობრივი და ამავდროულად საოცრად მთლიანი და თანმიმდევრული.

ჩემი აზრით, გალაკტიონის ლექსებს არ უნდა ეცადო გონებით ჩასწვდე, მასთან თანაზიარი მხოლოდ ემოციით შეიძლება გახდე. . .

Posted by: snex 25 Jun 2010, 13:44
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი მინდა "მერკვილაძე" და იქნებ იცოდეთ ვინმემ სადმე

Posted by: kuduxona 26 Jun 2010, 16:51
შემოდგომის ბნელი წყვდიადი ღამეა. მე ვდგევარ აივანზე. ღამე მართლაც ბნელია, როგორც ბედისწერა, როგორც ის, რაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია. მოუნათლავი, კუპრივით შავი ღამე. თითქო მისძინებიათ ავსულებს, ან განგებ სთვლემენ, როგორც ქაოსები. მშვიდია ეს ღამე, როგორც ბავშვის ძილი ან სამუდამო სიკვდილი. სადღაც შორს მოისმის ურმის ჭრიალი; არიან ადამიანები რომელთაც შეუძლიათ მგზავრობა ასეთ სიბნელეში. სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი. გწყურია გამოიტანო დინამიტი, რომ ერთი წამით დაარღვიო ეს ყუდროება. გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათდეს იგი. ისეთი სიბნელეა, ეხლა რომ სამზადი სახლიდან გამოიტანო საცერი და იმით უცქირო ამ წყვდიად სახეს, კერპი თვალი უთუოდ დაინახავს გესლიანად მომღიმარ დემონს. მაგრამ, არა, მიუგდე ყური, გულდასმით დაუგდე ყური. სადღაც, შორს, ძალიან შორს ხმაურობს რიონი. უფერო წყალში დამღრჩვალ სულს დაეპატრონენ ავი სულები. დამღრჩვალა სული მოითხოვს შველას!

გალაკტიონი

როდესაც ამ სტრიქონებს ვკითხულობ, ყოველთვის ცხოვრების ის ეპიზოდი მახსენდება, მუდამ ასეთ ხასიათზე რომ ვიყავი ხოლმე. მაშინ სხვანაირად მიყვარდა გალაკტიონი, ეხლა კი სხვანაირად მიყვარს! გენიოსი იყო!












Posted by: kristiii777 4 Jul 2010, 20:05
როგორ მიყვარს!!! იმდენი რამ მაქვს დაწერილი გალაკტიონზე... უკვე კარგა ხანია, გალაკტიონის წიგნი ჩემს ბალიშთან დევს, და თითქმის, სულ...ყოველ ღამე ვკითხულობ... smile.gif)
"ბედნიერება მარტოობაა,- რა ვპოვე ბრბოში მე სიარულით?" -როგორი მარტოსული იყო გალაკტიონი....

Posted by: eNEgmatuRO 5 Jul 2010, 16:41
QUOTE
იმდენი რამ მაქვს დაწერილი გალაკტიონზე...


საინტერესოა.

ხომ არ გაგვაცნობდი?

Posted by: kristiii777 5 Jul 2010, 22:12
QUOTE (eNEgmatuRO @ 5 Jul 2010, 16:41 )
QUOTE
იმდენი რამ მაქვს დაწერილი გალაკტიონზე...


საინტერესოა.

ხომ არ გაგვაცნობდი?

მერე გაგაცნობთ აუცილებლად smile.gifახლაც ვაგროვებ გალაკტიონზე ინფორმაციებს და მინდა, საინტერესო რაღაცები დავწერო.

Posted by: eNEgmatuRO 6 Jul 2010, 12:42
QUOTE
ახლაც ვაგროვებ გალაკტიონზე ინფორმაციებს და მინდა, საინტერესო რაღაცები დავწერო.


აბა შენ იცი . . .

Posted by: nino darbaiseli 8 Jul 2010, 10:17
ხვალ გამოდის ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობის ' ახალი ნომერი, სადაც სხვა საინტერესო მასალებს შორის წაიკითხავთ ამ სტატიასაც:

ანონსი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი'' განაგრძობს გამოცემას სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულთა სერიისა ''გალაკტიონოლოგია'', რომლის ახალ, მეხუთე წიგნსაც დღე-დღეზე მიიღებს მკითხველი.
წინასწარ გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ვრცელი ნაშრომისა ''სამი ლექსი არტისტული ყვავილებიდან'', რომელიც მკვლევარმა და პოეტმა წაიკითხა ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში გამართულ თავყრილობაზე 17 მარტს - გალაკტიონის აღსასრულის დღეს - რაც ტრადიციულად აღინიშნება.
მოხსენება მსმენელმა დიდად მოიწონა არა მხოლოდ ღრმა პროფესიული ანალიზის გამო, არამედ სტილის დახვეწილობითაც, რამაც გამოიწვია ის, რომ მეცნიერული კვლევა თვითონ გადაიქცა ესთეტიკურ პროცესად, ნიმუშად იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს პოეტებზე, მითუმეტეს გალაკტიონის რანგის შემოქმედზე.

ჟურნალი ''ჩვენი მწერლობა''



ნინო დარბაისელი


გალაკტიონის ,,ვუალისა და ვიოლიეს შესახებ'' *



ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.

გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლБეს და სხვების შესახებ.


ასეთი სახით არის წარმოდგენილი ლექსი ,,არტისტული ყვავილებში'', გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულში კი სხვაგვარად არის შეტანილი:

ვუალისა და ვიოლიეს შესახებ
- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -- - -

ვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს
პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.
გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლეს და სხვების შესახებ.


თორმეტტომეულში ლექსს ახლავს კომენტარი, რომლის მიხედვითაც: ,,ვენერა - რომაულ მითოლოგიაში გაზაფხულისა და მოსავლიანობის ქალღმერთია, რომელიც ბერძნული გავლენით გაიგივებული იქნა აფროდიტესთან, სილამაზისა და სიყვარულის ღვთაებასთან.
ფრაგონარი ონორე ( 1732- 1806) - ფრანგი მხატვარი.
პალაცო - კერძო სასახლეები იტალიის ქალაქებში,[...] ლექსებში ნახსენები პიტი და პერუჯი ვენეტა - ორივე ფლორენციაშია'. ''

ეს კომენტარი არაზუსტ ცნობას გვაწვდის ლექსში დასახელებული პალაცოების რაოდენობასა და სახელების შესახებ. სინამდვილეში ლექსში მოიხსენიება არა ორი ფლორენციული პალაცო, არამედ ერთი - `პალაცო პიტი'', ხოლო პერუჯი (პერუჯო) და ვენეტა (ვენეცია) იტალიური ტოპონიმებია.
კომენტარის არასრულყოფილების მიზეზი ტექსტში შეტანილი ორთოგრაფიული და პუნქტუაციური სწორებებია, რომელიც ამ ისედაც სიმბოლისტურად ვუალირებულ -ტექსტს არათუ ბუნდოვანებას უმატებს, არამედ გაუგებარს ხდის.
რაკი ამ ლექსის ევფონიური პლანი გამოწვლილვით არის გაშუქებული ( თ.დოიაშვილი) და დადგენილია მისი ფართო ესთეტიკური კონტექსტიც ( ი.კენჭოშვილი), ვფიქრობ, უკვე არსებობს საშუალება შედარებით თავისუფალი ინტერპრეტაციისა, რომლის დროსაც დაგვჭირდება გავარკვიოთ, რას გულისხმობს ავტორი ლექსის სათაურში, რას უნდა ნიშნავდეს `ეგონა ფრაგონარს'', ,,ხმები მასსენეთა'' და რა ,,უცნობ ლამპარზეა'' საუბარი აქ. შეიძლება თუ არა, სიტყვაში `ვიოლიე'' ნაგულისხმევი იყოს რაიმე სემანტიკა, ვინ არის ,,შენ'' , ან ლექსის ფინალში ნახსენები ,,სხვები'' და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ლექსის ტოპოსი.
ამთავითვე აღვნიშნავ, რომ მსჯელობისას დავეყრდნობი არა თორმეტტომეულის, არამედ ,,არტისტული ყვავილების'' ტექსტს, როგორც უფრო სანდოს.
დავიწყოთ სათაურის პოეტიკით.
ტიპობრივ შემთხვევაში სათაური პირველი სიგნალია იმის შესახებ, თუ რას ეხება ლექსი. გალაკტიონი კი, რომელიც, ჩვეულებრივ, სათაურის სემანტიკის გარდა, ჟღერადობასაც დიდ ყურადღებას აქცევს, სათაურის ბოლოში აფიქსირებს სიტყვას ''შესახებ'' , რომელიც არათანამჟღერი (შსხბ) თანხმოვნებით მკვეთრად უპირისპირდება, ახშობს ნატიფი სონორული პარონიმების მელოდიკას. ეს მაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ სიტყვას რაღაც საგანგებო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამ ფიქრს საფუძველს ჰმატებს ლექსის ფინალი, სადაც ჩვენთვის საინტერესო სიტყვა აბსოლუტურ ბოლოში, რიტმულ-ინტონაციურად და კომპოზიციურად უაღრესად მკვეთრ ადგილასაა მოთავსებული: ,,რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი ვუალის, ვიოლიეს და სხვების შესახებ.'' ეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, გრამატიკულადაც უცნაური კონსტრუქციაა, რადგან ლამპარი შეიძლება აინთოს რაღაცის ან ვიღაცის გამო, ვიღაცის მიერ, ვიღაცისთვის და არა შესახებ.
მაგრამ არსებობს ანტიკურობიდან მომდინარე ფრთიანი გამოთქმა ,,ცოდნის ლამპარი''. ამ ფრთიან გამოთქმაში შემავალ სიტყვათა სუბსტიტუციის მეშვეობით ჩამნაცვლებელი ინარჩუნებს მთელი მყარი სინტაგმის ერთიან სემანტიკას და, ამასთანავე, ჩანაცვლებულისაგან მიიკუთვნებს გრამატიკულ ნიშანს, თვისებას, რომელიც მას ჩვეულებრივ არ ახასიათებს:
ცოდნა _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ,
ლამპარი _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ.
ლამპარი, ლექსის მიხედვით, ,,უცნობია''. -ცნობობა კი შეიცავს ნეგატიური ნიშნით გამოხატულ პოტენციას შე-ცნობისა. ეს პოტენცია გამოვლენილია ზმნის ,,აინთოს'' მეორე კავშირებითის ფორმითაც, რაც მომავლის გაგებას იძლევა. ,,ისევ აინთოს'' ცხადყოფს, რომ ლექსში გამოსახული სიტუაცია - არაერთჯერადია, ყოფილა წარსულშიც, ანუ უცნობ ლამპარს - ცოდნას ადრეც გაუნათ()ებია პოეტის არე. თანაც ეს უცნობი ცოდნა არა ერთი რომელიმე საგნის (ვუალის), არამედ კიდევ ვიღაცის თუ რაღაცისა და სხვების შესახებაც არის. ვცადოთ გარკვევა, მაინც რა ცოდნაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი.

***
,,ვენერა სარკესთან'' _ ეს სახვით ხელოვნებაში მეთხუ¬თმეტე საუკუნის დასასრულისა და მეთექვსმეტეს დასაწყისის ვენეციური მხატვრობიდან მომდინარე ტიპობრივი თემაა და ველასკესის, რუბენსისა და რაფაელის გარდა, სხვა მრავალ ცნობილ თუ უცნობ მხატვარს აქვს დამუშავებული. ფრაგონარს, ისევე როგორც ბოტიჩელის, შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, რომელშიც იყენებს სარკის იკონიკურ პოეტიკას, აქვს ნამუშევრებიც, დაკავშირებული ვენერასთან, მაგრამ არა ვენერა, რომელსაც სარკეში ახედებს კუპიდონი. მიუხედავად ამისა, ამ თემასთან მისი სახელის დაკავშირება მაინც შესაძლებელია, თუ მხატვრის ბიოგრაფიის ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს გავითვალისწინებთ. მაგრამ ამაზე - ქვემოთ.
სახვითი ხელოვნების ამ თემის დასახელებას მოსდევს ანჟამბამანური წინადადება:

.......................ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.


ამდენად, წყვეტა, რომელიც ვენერასა და ფრაგონარს შორის ,,არტისტული ყვავილების'' ტექსტში წერტილით არის დაფიქსირებული და რომელიც თორმეტტომეულში წერტილის მოხსნის გამო გაუქმებულია, აუცილებელია ამ ტექსტის სივრცეში ორიენტირებისთვის. ,,ეგონა'' ზმნა, რომელთანაც ფრაგონარი მჭიდრო ევფონიურ კავშირშია, მოგონების/გახსენების მნიშვნელობით უნდა იყოს გამოყენებული: მოაგონდა, აგონდებოდა. მოტივაცია ამ ფრანგი მხატვარის მიერ იტალიური პალაცოს მოგონებისა კი მის შემოქმედებით ბიოგრაფიას უნდა უკავშირდებოდეს: თითქმის თორმეტი წელი (1752-1765) იგი ცხოვრობდა და მოგზაურობდა იტალიაში. იტალიურმა მხატვრობამ და ზოგადად ხელოვნებამ მის ხელწერას სასიკეთოდ გამორჩეული კვალი დაამჩნია და საფრანგეთში დაბრუნების შემდგომ დიდი ხელოვანის სახელი და სიმდიდრეც შესძინა. მაგრამ თანდათან მოძლიერებულმა ფრანგულმა კლასიცისტურმა სკოლამ აქტუალობა დააკარგვინა, მოდიდან გაიყვანა როკოკოს სტილი და, შესაბამისად, ფრაგონარის ფერწერაც.

ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.


ეს ნაწილი სიტყვით ,,საგონარი'' რითმულად, მაგრამ არა შინაარსობრივად უკავშირდება ფრაგონარს, რადგან ფრაგონარი ,,მასსენეთა ხმებს'' ვერ მოისმენდა ცხადი მიზეზის გამო: ამ ორ ხელოვანს მთელი საუკუნე აშორებთ (ფრაგონარი დაიბადა 1732 წელს, ხოლო მასსენე _ 1842 წელს).
,,მშვენიერი საგონარი'' ერთდროულად ორმხრივი გაგების საშუალებას იძლევა: მშვენიერი საგონებელი - დარდი (ოქსიუმორონი) და მშვენიერი გა-საგონებელი, მოსასმენი (ანუ ,,ხმები მასსენეთა''). უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასში ერწყმის ორივე გაგება.
სიტყვა ,,მასსენეთა'' რომ მასნეს გულისხმობს, ცხადია, მაგრამ რატომ არის ეს საკუთარი სახელი მრავლობით რიცხვში? მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაერითმოს სიტყვას ,,ვენეტა''?
მასნე, მასსნე, მასენე, მასსენე, მასსენეტი _ ფრანგი კომპოზიტორი, რომლის სახელიც ამდენი ვარიაციით დამკვიდრდა რუსულ და მოგვიანებით ქართულ კულტურულ სივრცეში, გალაკტიონისათვის განსაკუთრებით ახლობელია და ამას პოეტის ბიოგრაფიული რეალიები და საარქივო მასალებიც ნათელყოფს. გალაკტიონის არქივში დაცულია არა მარტო მისი მუსიკის ხელნაწერი ნოტები, არამედ სტამბურად გამოცემული ნაწარმოები, რომლის სიტყვებად პოეტს მერისადმი მიძღვნილი ლექსი ,,ო, დღეს შემოდგომაა'' გადაუმუშავებია, მოურგია მელოდიისთვის.
ცნობილია მეორე ფაქტიც: ოციან წლებში გალაკტიონი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა და იქ გამართულ პოეზიის საღამოებზე თავის ,,მერის'' მასნეს ,,ელეგიის'' ფონზე კითხულობდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი მომენტი: ,,არტისტული ყვავილებისა'' და ზოგადად, გალაკტიონის სიმბოლისტური პერიოდის მხატვრულ-კონცეპტუალური არე, გარდა სხვა მუსიკალური წყაროებისა, მოიცავს მასნეს მიერ მუსიკის ენაზე ,,თარგმნილ'' არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს: ოპერა ,,ვერთერს''( 1892), ,,მინიონს'' (1884) _ გოეთეს მიხედვით, ოპერას ,,მანონის პორტრეტი''(1894) _ აბატი პრევოს ,,მანონ ლესკოს'' მიხედვით, ხოლო მისი ოპერის ,, ღვთისმშობლის ჯამბაზი'' ლიბრეტოსთან, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ალუზიურ კავშირში უნდა იყოს ლექსი ,,შემოდგომა ,,უმანკო ჩასახების მამათა სავანეში''. მასნეს ასევე არაერთი სიმღერა აქვს შექმნილი თ.გოტიეს ლექსებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მასნე საფრანგეთში მოდიდან გადადის, მაგრამ სწორედ ამ დროიდან ძალზე პოპულარული ხდება რუსეთში, ალბათ იმის წყალობითაც, რომ მის ნაწარმოებებს ასრულებს შალიაპინი _ სპეციალურად შალიაპინისთვის მან დაწერა ოპერა ,,დონ კიხოტი''. გარდა ცოცხალი შესრულებისა, მასნეს ნაწარმოებები მსმენელებამდე უკვე გრამფირფიტებითაც აღწევს, 1901 წლიდან კი, რუსეთში კომპანია ,,გრამოფონის'' დაარსების შემდეგ, ხელმისაწვდომი ხდება იმპერიის პერიფერიებისთვისაც.
ადამიანის საკუთარი სახელის მრავლობით რიცხვში გამოყენება ცნობილი რიტორიკული ტროპია და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ერთი სახელით აღინიშნება რაიმე ტიპობრივი ნიშნითა თუ ნიშნებით მასთან დაკავშირებულ ადამიანთა სიმრავლე, მაგალითად, ასეთ გამოთქმაში ,,მომრავლდნენ ვერთერები'' ანუ ახალგაზრდები, სიყვარულის გულისთვის თავს რომ იკლავენ. მაგრამ მასსენენი, მასნეები, ,,მასსენეთა'' _ მაინც ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც სიმბოლისტური იმაგინაციის დონეზე. ვფიქრობ, სწორ კვალზე სრულიად სხვა ესთეტიკური კონტექსტიდან მოხმობილი, ვახტანგ ჯავახაძის პატარა ლექსი დაგვაყენებს:

წვიმს. მუზეუმში მანეთად
შევდივარ ფიროსმანებთან.


ცხადია, ფიროსმანები აქ ერთი მხატვრის სხვადასხვა ნაწარმოებების კრებითი აღმნიშვნელის ფუნქციითაა გამოყენებული. ავტორის სახელის წიგნზე გადატანის მეტონიმიური ხერხი უცხო არ არის გალაკტიონისათვის, როგორც, მაგალითად, ამ ლექსში:

დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.


ეს მაფიქრებინებს, რომ მასსენეთა/მასსენენი ამ კომპოზიტორის ნაწარმოებთა სიმრავლეს უნდა აღნიშნავდეს და შეიძლებოდა წარმოგვედგინა, რომ ლექსის ტოპოსი რომელიღაც საკონცერტო დარბაზია, სადაც მასნეს ნაწარმოებები სრულდება, ეს რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ,,ლამპარი-ცოდნის'' ჩემ მიერვე შემოთავაზებულ გაგებას.
საგონარისადმი ფერების მინდობის მომენტს ხსნის სინესთეზიური აღქმის სპეციფიკა (თ.დოიაშვილი ).
,,გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი! / ოცნება!'' - ეს ანჟამბემანური გრადაციული ფრაზა სინესთეზიური პროცესის დასასრულის მაცნეა. ლექსის ლირიკული სუბიექტი უბრუნდება ,,რეალობას'' და აქ ,,ზღაპარი, ოცნება!'' - ზმანებათა, წარმოსახვათა სინონიმებია.
ლექსის ფინალში ჩნდება ახალი ინსტანცია - ,,შენ''. ეს ,,შენ'' - თავად ლირიკული სუბიექტის მეორე ',,მეა'', ის, ვისაც პოეტი ადრე მიმართავდა: [bb],,ვიცან, გალაკტიონ, შენში აქტეონი''[/b] და ვისაც მოგვიანებით ეტყვის: ,,შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს''. მაგრამ ლექსში გარდა ვუალისა, რომელიც ერთი მთავარი სიმბოლისტური სახე-კონცეპტია, გაუგებარი რჩება, რას გულისხმობს `ვიოლიე და სხვები''. ნუთუ ეს ფრანგულად მჟღერი ვიოლიე, რომელიც ვუალს ეხმიანება და იისა და სიმებიანი საკრავის ბგერობრივ ასოციაციებსაც აღძრავს,,მხოლოდ ტკბილ ხმათათავის'' გაჩენილი ასემანტური სიტყვაა?
ვ-ლ ჟღერადი თანხმოვნებისა და ხმოვანთა კომბინაციის შემცველი სიტყვა ვიოლიე, რომელიც ბგერწერულ მსგავსებას, ვუალის გარდა, კიდევ რამდენიმე სიტყვასთან ამჟღავნებს, ფრანგული ენის ლექსიკონებში არ დასტურდება, მაგრამ დასტურდება ფრანგული ენის ლექსიკურ ფონდში. რაკი ეს პატარა ტექსტი ასეთ უშუალო სიახლოვეს ავლენს ფრანგულ-იტალიური კულტურის კონტექსტთან, მაგრამ სიტყვა `ვიოლიე'' არ აღნიშნავს არც ერთ მოვლენას, საგანს ან სახე-კონცეპტს, ხომ არ არის სავარაუდებელი, რომ იგი საკუთარი სახელია ამავე კონტექსტთან დაკავშირებული ვინმე პიროვნებისა?
,,ნოტრ დამი'' - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც ვ. ბრიუსოვმა 1904 წელს ლექსი ,,პარიზი'' უძღვნა და რომელიც ქართულ მოდერნისტულ პოეზიაშიც ძალზე აქტუალური იყო, 1850 წელს აღადგინა ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა, მხატვარმა, მწერალმა, ხელოვნების თეორეტიკოსმა ვიოლე ლე დიუკმა ( 1814-1878).
http://www.radikal.ru
ვიოლე ლე დიუკი

,,ნოტრ დამის'' (1163-1345) - ამ ადრეული და მაღალი გოტიკის ძეგლის _ ახალი ქიმერები სწორედ ვიოლეს ნახატების მიხედვით არის შექმნილი. მისი სახელი ძალზე ცნობილი იყო რუსულ კულტურულ წრეებში იმის გამოც, რომ 1879 წელს რუსეთში გამოიცა მისი წიგნი ,,რუსული ხელოვნება: მისი წყაროები, შემადგენელი ელემენტები, მაღალი განვითარება და მომავალი''. ამ წიგნმა ინტერესთან ერთად საპროტესტო გამოხმაურებებიც გამოიწვია, რადგან ავტორი რუსულ არქიტექტურას ბიზანტიურთან კი არა, ინდურ ძირებთან აკავშირებდა.

http://www.radikal.ru
ნოტრ-დამის ქიმერა

ვიოლე, რომელსაც, ცხადია, კარგად იცნობდნენ ფრანგი პარნასელები, ნეოგოთიკის თეორეტიკოსი იყო. ევროპაში ილუსტრირებული ენციკლოპედიების გამოცემის ისტორია იწყება სწორედ მისი წიგნით: ,,შუა საუკუნეების ყოფა და გართობანი'' (Виолле-ле-Дюк Эжен Эмануэль, 1997), რომელშიც შესულია მრავალმხრივი ცნობები არა მხოლოდ არქიტექტურასა და ფერწერაზე, არამედ სამოსზეც, მათ შორის, ვუალზე. ვიოლეს შრომებს ეყრდნობა და იმოწმებს ლამის ყველა მომდევნო მკვლევარი ევროპულ კულტურაზე მსჯელობისას, გალაკტიონისათვის კი ევროპული კულტურა ცხოველი ინტერესის საგანი იყო.

http://www.radikal.ru
ვიოლე ლე დიუკის წიგნი არქიტექტურის შესახებ

შემოთავაზებული ჰიპოთეზის ლოგიკით, ვიოლესთან ერთად დასახელებული ,,და სხვები'' ის ავტორები თუ პირები არიან, მოხსენიებულნი რომ იყვნენ წიგნებში, რომლის წყალობითაც გალაკტიონი ევროპულ კულტურას ეცნობოდა და ეზიარებოდა.
ეს მაფიქრებინებს, რომ ლექსის იმაგინაციური ტოპოსი ოთახია _ სივრცე, სადაც პოეტი უსმენს გრამფირფიტებს მასნეს მუსიკის ჩანაწერებით - (,,მასნეებს'') და ამ ფონზე, პარალელურად ფურცლავს, კითხულობს ან იხსენებს ილუსტრირებულ გამოცემებს ფრანგული და ევროპული კულტურის შესახებ. ლექსის პირველი სტრიქონში წერტილით დაფიქსირებული დისკრეტულობაც - ,,ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს''_ ამით აიხსნება, თუმცა ეს ყოველივე ვუალირებულია სიმბოლისტური ესთეტიკის შესაბამისად.
ამ ჰიპოთეზის ველში შეყოვნებული მკითხველი ალბათ კიდევ ერთხელ, ,,ახალი თვალით'' გადაიკითხავს ლექსს, ვიდრე კვლავ მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას დაუბრუნდებოდეს.

________

*- საჟურნალო ვერსიას არ ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია და ციტირებათა მითითებანი, რომლის გაცნობაც მკითხველს შეუძლია კრებულ ’’გალაკტიონოლოგია-V''- ში.

Posted by: *ნინ* 12 Jul 2010, 16:52
გალაკტიონი თუ გალაქტიონი??? <<< rolleyes.gif ის ნამდვილად იმსახურებდა გალაქტიონს yes.gif yes.gif

Posted by: nino darbaiseli 12 Jul 2010, 17:58
თავად პოეტი ძალზე ნაწყენდებოდა, თუ ვინმე გალატიონად მოიხსენიებდა.
ამ ერთი ასო-ბგერის მნიშვნელობის შესახებ ზაზა შათირიშვილს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, ჟურნალ ''აფრაში'' უზარმაზარი გამოკვლევაც კი აქვს გამოქვეყნებული, სათაურით:

''სახელი გალა(კ)ტიონი''

Posted by: by_0m1ko 13 Jul 2010, 10:56
QUOTE
გალაკტიონი თუ გალაქტიონი???

გალაკტიონი ამბობს:
როგორც ერთია ქვეყანა მთელი
ისე ერთია გალაკტიონი.

მას სურდა რომ დედამიწაზე ერთადერთი ყოფილიყო და ამიტომ "ქ" ასოს ჩაანაცვლა "კ".


ესეც მისი ლექსი

დღეები ბრუნავს ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.

Posted by: Nnino 14 Jul 2010, 13:41
nino darbaiseli
QUOTE
ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, ჟურნალ ''აფრაში''

1998 წლის მარტის ნომერი.

Posted by: nino darbaiseli 19 Jul 2010, 02:40


http://www.radikal.ru


გალაკტიონოლოგია V

გამოვიდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებული მორიგი სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ‘’გალაკტიონოლოგია V’’, ცენტრის ხელმძღვანელის თეიმურაზ დოიაშვილის რედაქტორობით.
კრებული აერთიანებს უახლეს გამოკვლევებსა და წერილებს. მკითხველი გაეცნობა პოეტის უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ლექსებსა და ჩანაწერებს უბის წიგნაკებიდან, როსტომ ჩხეიძის ვრცელ ნაშრომს ‘’თვალღია საფლავები’’. ‘’არტისტული ყვავილების’’ პრობლემატიკას ეძღვნება აკაკი ბაქრაძის, ლევან ბრეგაძის, ნინო დარბაისელისა და თეიმურაზ დოიაშვილის გამოკვლევები. რუბრიკაში ‘,,კონტექსტი’’ ირაკლი კენჭოშვილი და კოსტანტინე ბრეგაძე აშუქებენ რომანტიზმის ტრადიციასთან პოეტის მიმართებას. გალაკტიონოლოგიის ისტორია წარმოდგენილია რეპუბლიკაციით აკაკი გაწერელიას წერილისა ‘’გალაკტიონ ტაბიძის ლირიკა’’ (1938) .ლექსს ‘’უკანასკნელი მატარებელი’’ ეძღვნება დავით წერედიანის ესსე და გიზო ზარნაძის მოგონება. რუბრიკაში ‘’კრიტიკული დისკურსი’’ თეიმურაზ დოიაშვილი განიხილავს ინესა მერაბიშვილის წიგნს ‘’გალაკტიონის ენიგმები’’. ტოტალიტარისტული რეჟიმისადმი გალაკტიონის მიმართებას იკვლევენ თამაზ ვასაძე და ბელა წიფურია. რუბრიკაში ‘’Essay’’ მკითხველი გაეცნობა ვახტანგ ჯავახაძის, ივანე ამირხანაშვილისა და პარმენ მარგველაშვილის სტატიებს. გალაკტიონის ლირიკაში ბავშვის მხატვრული კონცეპტი გაშუქებულია ემზარ კვიტაიშვილის წერილში. როლანდ ბერიძის ლექსმცოდნეობით გამოკვლევა წარმოაჩენს დასავლური მყარი სალექსო ფორმების პოეტისეულ ტრანსფორმაციას. იაპონელი მკვლევარი ჰიროტაკე მაედა თავის წერილში გვაცნობს იაპონურ ენაზე გალაკტიონის ლირიკის პირველ, მისეულ თარგმანსაც. გალაკტიონის პოეტურ ენაში სიმბოლისტურ სიტყვათწარმოებას ეხება ნათია სიხარულიძის გამოკვლევა.ერთი ლექსის ტექსტოლოგიური ისტორიაა ჯული გაბოძის წერილში. რუბრიკაში ‘’წიგნები გალაკტიონზე’’ ლევან ბრეგაძე, თედო იაშვილი და ნათია სიხარულიძე განიხილავენ აკაკი ხინთიბიძის, ნოდარ ტაბიძისა და ზეინაბ სარიას წიგნებს. ,,გამოხმაურებანი, თვალსაზრისი და ინფორმაცია’’ - შეიცავს გურამ ბარნოვის, ვახტანგ როდონაიასა და მამუკა შელეგიას სტატიებს. გალაკტიონის ცხოვრების ეპიზოდს მკითხველი გაეცნობა ელგუჯა ბერძენიშვილის მოთხრობაში. პოეტის თავგადასავალს აცოცხლებს ლიდია მეგრელიძის მოგონებები, ნანა კობალაძის ვრცელი კომენტარებით.
წიგნის დასასრულს, ტრადიციისამებრ, რუბრიკებში ‘’დღეები ბრუნავს’’ და ’’მოგონებათა თოვის’’ წარმოდგენილია ვრცელი თუ მცირე მოგონებანი, რომლის ავტორებიც არიან: ლადო ასათიანი, ლადო გუდიაშვილი, ნიკო კეცხოველი, კორნელი სანაძე, თამაზ ჩხენკელი, შერმადინ ონიანი, გულბათ ტორაძე, ნანა დიმიტრიადი და სხვანი.

Posted by: nino darbaiseli 28 Jul 2010, 10:18
:მზე:

გამოვიდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებული მორიგი სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული

‘’გალაკტიონოლოგია V’’,

ცენტრის ხელმძღვანელის თეიმურაზ დოიაშვილის რედაქტორობით.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ინსტიტუტის მეორე სართულზე, ქალბატონ მაია კუპრავასთან.
სამუშაო დღეებში, 11-დან 5 საათამდე.

ფასი -14 ლარი.
ავტორებისთვის - 7 ლარი (მხოლოდ ერთი ეგზ.).

მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 5

Posted by: nino darbaiseli 13 Aug 2010, 12:08
ნინო დარბაისელი

გალაკტიონის ,,უცნაური სასახლე''

რას უნდა ნიშნავდეს და მიანიშნებდეს სათაური `უცნაური სასახლე~ - `არტისტულ ყვავილებში~,ამ უცნაურობებითა და საიდუმლოებებით ისედაც გაჯერებულ წიგნში, სადაც `სასახლე~ ერთი უმთავარი ტოპოსია?
სიტყვა უცნაური პირდაპირი, სალექსიკონო გაგებით, არა-ჩვეულებრივს, გასაოცარსა და საკვირველს ნიშნავს. ლექსში გამოსახული სასახლე, მართლაც, სწორედ ასეთია, მაგრამ მნიშვნელობათა და მინიშნებათა, სახეთა და სიტყვათა ასეთ ფეიერვერკულ თამაშში, სადაც ყველაფერი _ სამჯერადი მაჯამური რითმის წყალობით _ მრავალგვარი ხედვა-აღქმა-ინტერპრეტირებისკენ გვიბიძგებს, სათაურის ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად დეკოდირება, ვფიქრობ, მხოლოდ ავტორის მიერ შემოთავაზებული პოეტური თამაშის პირობიდან ამოვარდნა იქნებოდა და სათაურსაც დაეკისრებოდა ძირითადი ფუნქცია _ პოეტური ტექსტის მარკირებისა, კრებულის დანარჩენი ტექსტებიდან გამოსარჩევად.
`არტისტულ ყვავილებში~ კი სათაურის პოეტიკას რომ განსაკუთრებული, სიმბოლისტური მნიშვნელობა ენიჭება, პირველივე განაცხადით – ამ წიგნის უცნაური, დღემდე ბოლომდის აუხსნელი სახელწოდებითა და თანდართული ოთხი ეპიგრაფის ერთობლიობით შექმნილი კონტექსტითაც დასტურდება.
პირველივე, რაც სიტყვა `უცნაურის~ საგანგებო მნიშვნელობაზე დაფიქრებისას უთუოდ გაახსენდება ქართველ მკითხველს, ეს `ვეფხისტყაოსანია~, კერძოდ, `,,ლოცვა ავთანდილისა~: `უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო~.
`უ-ცნაურობა~ – სა-ცნაურობის საპირისპიროდ – მრავალსაუკუნოვანი ქართული აზროვნებითი ტრადიციით, შეუცნობლობას, ცნობიერებით მიუწვდომლობას, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ტრანსცენდენტურობას ნიშნავს.
სიმბოლისტური ინტენციაც ხომ სწორედ ცნობიერების¬მიღმიერი, იდუმალი სამყაროს ინტუიტური წვდომა, ამ წვდომით მიღებული გამოცდილების `თარგმნაა~ _ ტრანსფორმაცია პოეტურ ენაზე.
რაკი სათაურში `უცნაური სასახლე~ ერთიანდება ორი პლანი – არა-ჩვეულებრივი და შეუცნობელი, ჩნდება კითხვა: მაინც რაში გამოიხატება ამ ლექსის ერთდროული არა- ჩვეულებრივობა და შეუცნობლობა, სად შეიძლება ვიგულოთ ზღვარი მისი შეცნობის გზაზე? წინამდებარე წერილი წარმოადგენს ცდას ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისა.
საანალიზო ლექსის პრობლემატიკას აშუქებენ თ. დოიაშვილი, ი. კენჭოშვილი, მის ფორმაზე საგანგებო წერილი აქვს გამოქვეყნებული თ. ბარბაქაძეს, მაგრამ ზ. შათირიშვილის წიგნში, სადაც გალაკტიონის შემოქმედებაში სასახლის, როგორც ერთი მთავარი ტოპოსის შესახებ არის გაშლილი მსჯელობა, `უცნაური სასახლე~ მოხსენიებული არ არის. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მკვლევარის შემოთავაზებულ კლასიფიკაციას: 1. `აღმოსავლური სასახლე~, 2. `გოტიკური სასახლე~, 3. სასახლე - ვერსალი და 4. `მედიტერანული~ სასახლე (შათირიშვილი 2004: 43), ,,უცნაური სასახლე" ვერ ,,მოერგო" სწორედ თავისი უცნაურობის გამო.
ირაკლი კენჭოშვილი ამ ლექსს ქართული პოეტური ტრადიციის კონტექსტში განიხილავს, უთითებს წყაროებს, რომელთაგანაც უშუალოდ მომდინარეობს `უცნაური სასახლის~ რიტმი და მაჯამური რითმები: რუსთაველს, ბესიკს, ალ.ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს; შემოწერს ესთეტიკურ კონტექსტსაც, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ეს ქმნი¬ლება. მკვლევარის აზრით, `უცნაური სასახლე~ `მარტო ტკბილ ხმათათვის~ შექმნილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება .
თამარ ბარბაქაძეც ყურადღებას, ძირითადად, ლექსის რიტმიკასა და რითმებზე ამახვილებს და მას `რითმათა სასახლეს~ უწოდებს.
ვნახოთ, რა სახით არის გამოქვეყნებული ლექსი `არტისტულ ყვავილებში~:

ამნაირი დარებით,
კიდითკიდე დარებით
ფერის ფერთან დარებით -
შენობების შენება.

ცამაც ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა...
მტანჯავს მე უშენობა!

მან კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა,
ხან ქარივით ამალა,
გაქროლება ანაზდა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული
და ბაღები განაზდა.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

დასთა უცხო დასობა _
თვალთა ქროლვით დასობა
ხანჯლის გულში დასობა...
გულში, გულში ტარება.

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

შადრევნებმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა,
მარმარილომ და თასმა
სამუდამოდ დარეკა.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით : ჰარიქა!

ცვივა ლურჯი ფარული
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული,
აჩონჩხილი შენობა.

ცამან ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა:
მომკლავს მე უშენობა!


მოყოლებული ე.წ. `ზარნიშიანი წიგნიდან~(1927), სხვადა¬სხვა გამოცემებში ლექსის ტექსტი უცვლელი სათაურით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებით ქვეყნდებოდა და ქართველი მკითხველი მას, ძირითადად, ამ სახით იცნობს:

ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოთ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას.

მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა,
მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!


[right]http://www.radikal.ruგალაკტიონის ნახატი[/right]


ამ ორი ტექსტის შედარებისას სხვაობა ვიზუალურ დონეზეც აშკარაა. თუ `არტისტული~ `უცნაური სასახლე~ თორმეტი კატრენული სტროფისგან შედგებოდა, თორმეტტომეულით კანონიზებული ტექსტი მაჯამურად გარითმულ სულ რვა ტერცეტს მოიცავს. რაც შეეხება მხატვრულ-კონცეპტუალურ პლანს, იგი ადაპტირებულია, სიმბოლისტური მრავალპლანიანობიდან პირობით ერთპლანიანობამდეა დაყვანილი. მაჯამურ რითმათა სამეულებიც, ძირითადად, ქართული პოეტური ტრადიციის საკუთრებაა და, გარდა ორიოდე მათგანისა, გალაკტიონისათვის ჩვეული კრეატიულობით არ გამოირჩევა. ამ ლექსზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ `მხოლოდ ტკბილ ხმათათვის~ არის შექმნილი, მკითხველსა და მსმენელსაც განაწყობს, ოდენ მისი მუსიკალობით მოგვრილ ესთეტიკურ ტკბობას მიენდოს, ჩვენ კი `არტისტულ~ _ თავდაპირველ ტექსტს მივაპყროთ ყურადღება.
ლექსი შვიდმარცვლედია (4/3). გალაკტიონის შემოქმედებაში შვიდმარცვლედის სხვა, შედარებით ახალი სახეობის ნიმუშიც არაერთია (5/2). მასთან დასტურდება ბიმეტრული შვიდმარცვლედებიც (5/2, 4/3/), რიტმულად დაკავშირებული, ძირითადად, ილიას პოეზიასთან, მაგრამ შვიდმარცვლედის სახეობას, რომელსაც გალაკტიონი ამჯერად იყენებს, ქართულ პოეზიაში არცთუ ხანგრძლივი, თუმცა გამოკვეთილი ტრადიცია აქვს და მისი აქტუალიზაცია, ძირითადად, აკ. წერეთლის ლირიკაში მოხდა.
თავდაპირველი ტექსტის სტროფული სტრუქტურა ასეთია:
სამ მაჯამურად გარითმულ სტრიქონს მოსდევს მეოთხე, რომელიც ერითმება მომდევნო სტროფის ასევე მეოთხე სტრიქონს და სტროფთა ჯაჭვურ ბმას იწვევს.
ფორმის მხრივ ლექსი თითქოს უახლოვდება არაერთ აღმოსავლურ თუ დასავლურ მყარ სალექსო ფორმას, თუმცა საბოლოოდ არ ემთხვევა არცერთ მათგანს, რადგან ანალოგის ძიებისას მუდამ ჩნდება რაღაც, ერთი `მაგრამ~.
`არტისტული ყვავილების~ გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი 1922 წელს, წერდა:
`გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით, ოდესმე არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა, მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის და ანგარიშის არგაწევა ფორმასთან... უმთავრესად ასეთი იყო ჩვენი ბესიკი~ (ტაბიძე 1975: 41).
გალაკტიონის მიერ გამოთქმულ ამ აზრსა და მის პოეტურ პრაქტიკას შორის აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ლექსმცოდნეობითი გამოკვლევებიდან შეიძლება არაერთი მაგალითის მოხმობა, თუ მის პოეტურ მემკვიდრეობაში აღმოჩენილი რომელიმე უცხოური მყარი სალექსო ფორმის შესახებ მსჯელობისას როგორ ხდება საჭირო ფორმის პირობითი რეკონსტრუირება (რ.ბერიძე და სხვ.).
წინააღმდეგობა, ვფიქრობ, დაიძლევა, თუ სიტყვებს `ანგარიშის არგაწევა ფორმასთან~ - გავიაზრებთ მის იგნორირებად და არა შემოქმედებით ათვისებად, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციასთან შერწყმად, გაქართულებად, რაც გალაკტიონისთვის ამ მხრივ ძირითადი პრინციპია (დოიაშვილი 2003: 41-42).

http://www.radikal.ru
მცირე ტრიანონი

რიცხვების მაგია და ლექსის არქიტექტონიკა

ირაკლი კენჭოშვილი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში _ `რიცხვების მაგია~ განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, თუ როგორ აისახება რიცხვთა სიმბოლიკა არა მხოლოდ გალაკტიონის ქმნილებათა შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ მხარეზეც (კენჭოშვილი 1991:235).
თამარ ბარბაქაძემ ამ ლექსისთვის `რითმათა სასახლის~ წოდებით (ბარბაქაძე 2007) მეტი მოტივაცია გააჩინა ვარაუდისათვის, რომ გალაკტიონი არ დასჯერდებოდა მხოლოდ მზა ქართული მასალით _ რითმებითა და ფრაზული ბლოკებით, თუნდაც მათში ჩართული მისეული იდენტური ან ახალი პოეტიკის შესაბამისი კონსონანსური სარითმო წყვილებით _ უცნაური შენობის აგებას და ამ პრინციპულად პოლისემანტიკური ტექსტის სტრუქტურაში რაღაც ფორმობრივი ნიშანი კიდევ უნდა იყოს საძიებელი.
რაკი ამ ქმნილების თემა განსაკუთრებული ნაგებობის შენებაა, ხოლო შენობის, არქიტექტურული ძეგლის გეომეტრია მუდამ რიცხვთა შეფარდების რაღაც წესს, პროპორციას და სიმეტრიას ემორჩილება, ხომ არ არის `უცნაური სასახლის~ ფორმის რიცხობრივ მახასიათებლებშიც ამ მხრივ რაიმე მიმართება?
ლექსის რიტმული ქარგა, შვიდმარცვლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის 4/3.
რითმა დაქტილურია ანუ სამმარცვლედი. სტროფი - ოთხსტრიქონედია, აქედან სამი - მჭიდროდ დაკავშირებულია სამმარცვლიანი მაჯამური რითმით. სტროფთა რაოდენობა თორმეტია, ანუ ამ ლექსი-სასახლის ფორმის არქიტექტონიკა რიცხვებს 3 და 4 და მათ კომბინაციებს ეყრდნობა:

3 + 4=7
3 X 4=12


ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ეს ლექსი, როგორც კიდევ ერთი ნიმუში, ალბათ, შეიძლება მიემატოს ი. კენჭოშვილის მიერ დასახელებულ იმ პოეტურ ქმნილებებს, რომელთა ფორმის საფუძველშიც რიცხვთა ჰარმონია დევს.
უფრო ღრმად თუ ჩავუყვებით პრობლემას, 3,4,7,12 - რიცხვების საკრალურ და მაგიურ სიმბოლიკამდეც და ამ სიმბოლიკის გამო შუა საუკუნეების ქრისტიანულ არქიტექტურის გეომეტრიაში მათ მნიშვნელობამდეც მივალთ; მაგრამ ამ მაცდური ძიების შედეგად, მოსალოდნელია, ტექსტს თავს მოვახვიოთ გაგება, რომელიც მასში ნაგულისხმევიც არ ყოფილა. ამიტომ აქ შევჩერდეთ.

http://www.radikal.ru
გოთიკა პარიზის ,, ნოტრ დამი''

[bb]ლექსის ცალკეულ მომენტთა
ინტერპრეტირების ცდა
[/bb]


სიმბოლისტური ნაწარმოების შინაარსის ზუსტი ლოგიცირების ცდა სათავეშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიმბოლიზმის ესთეტიკასთან, მაგრამ ამ ლექსის ცალკეული მომენტების დაზუსტება და თუნდაც პირობითი ინტერპრეტირება მაინც საჭირო და შესაძლებელი მგონია, მაგალითად იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაჯამურ რითმებში გამოყენებული სიტყვები:

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული


ამ ფრაგმენტში ფარული მოგონებების თოვა სიხშირის, სიმრავლის ნიშნით ცხვრის ფარასთან არის მსგავსებით კა¬ვშირში. `ფართან ლანდი ფარული~ კი თითქოს ფარდასთან, ფარდის უკან დამალულ ლანდს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ფარის, სა-ფარ-ველის, რიდის, რეალობისმიღმიერ სამყაროსთან ბუნდოვანი და ნაწილობრივ გამჭვირვალე ბარიერის მნიშვნელობას ატარებს.
თოვლის შედარება ცხვრის ფარასთან სიხშირის ნიშნით მეტნაკლებად გასაგებს ხდის მომდევნო სტროფსაც, რომელშიც მისი ომონიმების მნიშვნელობათა თამაში ისევ გრძელდება:

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.


ომონიმი `ნაწამები~ აქ სამ გაგებას უნდა მოიცავდეს: 1. ის, რაც იწამა ლექსის სუბიექტმა, 2. ის, რაც მას დასწამეს, და 3. ის, რაც წამით მოხდა.
შედარებით ბუნდოვანად გამოიყურება შემდეგი სტროფი:

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.


ამიდის _ სამი ომონიმიდან ერთი გალაკტიონის მიერ მრავალგზის გამოყენებული იმერიზმია სიტყვა `ამინდის~ სანაცვლოდ, მეორე _ ზმნა `ადენას~ პირველი პირის ფორმაა (ამიდის _ მე(ის), აგიდის _ შენ, აუდის _ მას), ხოლო მესამე - პოეტის ბიოგრაფიული რეალიის გამოძახილი უნდა იყოს. აქ ამიდი საწამლავის, კარბოლიუმის ამიდის მნიშვნელობით არის გამოყენებული. ეს ის მჟავაა, რომლითაც გალაკტიონმა თბილისის სემინარიაში სწავლისას თავის მოწამვლა სცადა და გადარჩა, მაგრამ იმავე `ამიდს~ რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ გადაურჩა მისი მეგობარი დემონი, იგივე ქუჩუ ქავთარაძე. ამის გათვალისწინებით, სტროფის შინაარსი ასე წაიკითხება: ანთებული, ანუ მზით განათებული ამინდის ელვარება ამდის და თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარ მომეკარება.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით, ჰარიქა!


აქ ომონიმიდან `ზარებით~ ორი მნიშვნელობა ადვილად გასაგებია, მესამე კი პოეტური ლიცენციის, სიტყვი-დან ი- ხმოვნის ამოგდების გამო, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს _ აქ იგულისხმება განტევება-ზიარება.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?


[right]http://www.radikal.ru
შირაზის სასახლის ნანგრევები[/right]

ტრიანონისა და შირაზის - ფრანგული და სპარსული სასახლეების ერთად ხსენება ადვილი ასახსნელია ლექსში, რომლის ავტორიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე პოეზიის ახალი სასახლის აგებაზე ოცნებობს, მაგრამ აქ გაუგებრობას იწვევს სიტყვა `ალერსადაა~, რადგან თანამედროვე სალიტერატურო გაგება ამ სიტყვისა ვეღარ ერგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშია დაფიქსირებული. ამ ლექსიკონის მიხედვით, ალერსი `სიტყვით შექცევა~ ანუ თავშესაქცევი საუბარია (ორბელიანი 1991: 46). ამის გათვალისწინებით, აქ ასეთი წაკითხვაა შესაძლებელი: მითხარი, სადაა ის, რაც თავშესაქცევად იყო ნათქვამი ტრიანონისა და შირაზის შესახებ.
სონორებით გაჯერებული ამ მღერადი ლექსის ფინალში დაფიქსირებულია `მძიმე~ სიტყვა `აჩონჩხილი~ ( თუმცა ამ სიტყვას ტექსტში ჟღერადობის მხრივ წყვილისცალიც მოეპოვება `ხანჯლის~ სახით - ჩნჩხ/ხნჯ). მისი შემცველი სინტაგმა `აჩონჩხილო შენობა~ ალბათ, ე.წ `საშინელის ესთეტიკის~ პრინციპზე აგებულ სახედ უნდა მივიღოთ და ჩონჩხადქცეული შენობა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მკითხველისათვის, რომელიც სიმბოლისტურ ტექსტთან ურთიერთობისას თანხმდება პირობას, რომ ვუალირებულ, ჩადრით, რიდით, ნისლით, ბურუსით და ა.შ. დაფარულ, იდუმალად მჟღერ იმაგინაციებს შეაჩვიოს მზერა, მაინც ძნელი წარმოსადგენი მგონია აჩონჩხილი და თანაც მშვენიერი შენობა, თუკი ა-ჩონჩხილობას უკვე ჩონჩხადქცეულობას დაუკავშირებს. გალაკტიონი ლექსებში ოქსიუმორონს არაერთხელ მიმართავს, მაგრამ სიტყვებში `აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა~, მშვენიერება და ჩონჩხი, ვფიქრობ, უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მორიგდეს, თუკი სიტყვა ჩონჩხს წარმოვისახავთ საფუძველჩაყრილი შენობის კარკასად, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მშვენიერება. ამიტომ ფინალის სიტყვები `მომკლავს მე უშენობა~ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მომკლავს მე ამ შენობის აუშენებლობა (ანტონიმები: ნაშენი _ უშენი, ნაშენობა _ უშენობა).
`არტისტულ ყვავილებში~ შესული ლექსი `უცნაური სასახლე~ შედეგია გალაკტიონის სწრაფვისა ქართულ პოეზიაში დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შენივთების, ,,ტრიანონი - შირაზის" შერწყმისაკენ. როგორც ეს ,,არტისტული ყვავილების~ გამოცემამდე ზუსტად საუკუნით ადრე გოეთემ `დასავლურ-აღმოსავლურ დივანში~ განახორციელა, მაგრამ გოეთესთვის დონორი - აღმოსავლური კულტურა იყო, გალაკტიონის რწმენით კი, აღმოსავლეთთან საუკუნეთა მანძილზე ისედაც მჭიდროდ დაკავშირებული ქართული პოეზიისთვის დონორი დასავლური კულტურული მონაპოვარი უნდა გამხდარიყო (დოიაშვილი ), ოღონდ კულტურათა გზაჯვარედინზე, ქართული პოეტური ტრადიციის მტკიცე ნიადაგზე უნდა აშენებულიყო პოეზიის ახლებური, მშვენიერი სასახლე. პოეზიის, როგორც სიტყვიერი ნაგებობის, სასახლის _ შექმნა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ თავიდან თუ საძირკველი `უცნაური სასახლისათვის~ გაჭრა და ხარაჩოებიც აღმართა, შემდგომ ნაშენების ბევრჯერაც გადაკეთება მოუხდა. თავსაც თითქოს აჯერებდა: `მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალიო~, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოეზიის ტაძარი `ნიკორწმინდა~ აღმართა.

http://www.radikal.ru
ნიკორწმინდა


გამოყენებული ლიტერატურა

ბარბაქაძე 2007: ბარბაქაძე თ. რითმების სასახლე. კრ.’’ლიტერატურისმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები(მასალები)’’. თბილისი: გამომცემლობა’’ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2007.
დოიაშვილი 1981: თ დოიაშვილი . ლექსის ევფონია. თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’ ,1981.
დოიაშვილი 1984: დოიაშვილი თ გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან,კ. ”ჭაშნიკი’’, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები,თბილისი, გამომცემლობა ’’თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1984.
დოიაშვილი 2004 : დოიაშვილი თ. ფრთები და დიადემა.კრ. ’’გალაკტიონოლოგია III’’, თბილისი : შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, 2004.
კენჭოშვილი 1999 ა: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბილისი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 1999.
ტაბიძე 1919 : გალაკტიონ ტაბიძე II, GRANE AUX FLEURS ARTISTIQUES, (1914-1919), MCMXIX ,ტფილისი, 1919.
ტაბიძე 1966 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1966.
ტაბიძე 1975 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.12, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1975.
ორბელიანი 1991 : ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ 1. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’, 1991.
შათირიშვილი 2004: შათირიშვილი ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’ლოგოს პრესი’’, 2004.
ხინთიბიძე 1987 : ხინთიბიძე ა. გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1987.

სამეცნიერო ლიტერატურული კრებულიდან
,, გალაკტიონოლოგიაV'', თბ.,, 2010

(საჟურნალო ვერსია)

Posted by: 0m1ko 4 Sep 2010, 23:00
მე და ღამე
გალაკტიონ ტაბიძე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913 წელი

Posted by: Sashiko 5 Sep 2010, 01:12
ვგიჟდები გალაქტიონზე. არ მეგულება ქართველი, მისით რომ არ შეძრულიყოს. ვინც არადა ის უბრალოდ პოეტური ინვაალიდია. ასე მგონია მე.

Posted by: Solveig 5 Sep 2010, 07:57
QUOTE
არ მეგულება ქართველი, მისით რომ არ შეძრულიყოს.

კოტე ყუბანეიშვილი.

Posted by: 0m1ko 5 Sep 2010, 12:59
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან "მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

1915 წელი

Posted by: lars von trier 13 Sep 2010, 21:29
თქვენ გენატრებათ ლოჟა-პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიანერი
მე ვინატრებდი ზღვას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროზს.

Posted by: Amiran. 14 Sep 2010, 16:49
love.gif
მე ყველაზე მეტად გალაკტიონის მესაფლავე მიყვარს...

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—
“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება,
ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —
ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინა ხუმრებს?
აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...
მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!


Posted by: nino darbaiseli 28 Sep 2010, 12:15
ნინო დარბაისელი

`რკინის საწოლი~

(გალაკტიონის რეცეფციისათვის ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში)


`მე მქონდა შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი გალაკტიონს, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და რამდენიმე ბავშვი გაგვაგზავნეს სკოლიდან რაღაცის გადასაცემად, მაგრამ ბოლო წუთას მაინც ვერ გავბედე მის ბინაში შესვლა, შემეშინდა, ისეთი რამ არ ეკითხა ჩემთვის, რაზეც ვერ ვუპასუხებდი, არ მეცოდინებოდა, ანდა ისე ვერ ვუპასუხებდი, როგორ პასუხსაც ელოდებოდა იმისგან, ვინც მის სამფლობელოში შეჭრას გაბედავდა.~ — წერს ოთარ ჭილაძე თავის მოგონებაში.
ასეთი შესაძლებლობა მას ავბედითი 1959 წლის მარტამდე აღარ მისცემია.
`ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა, მან ღმერთის სიკვდილი იხილა.~ — ესეც მისი სიტყვებია.
პირველი ლექსიც — `გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას~ იმავე წელს უძღვნა:

დღესაც გრძელდება, დღესაც ასეა:
ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...
- - - - -
და ისევ ქუჩებს ვუბრუნებ თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს,
და ვიცდი, რადგან ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

`რკინის საწოლის~ გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე, უსათაურო ლექსში `ქუჩაში წვიმდა, მე ვიყავ მარტო~, რომელიც ამ პოემის თავისებურ უვერტიურადაც შეიძლება მივიჩნიოთ, შინმყოფი პოეტი ასე იხსენებს გალაკტიონის დაკრძალვის დღეს:

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ამ ცნობილ ლექსში უკვე გამოიკვეთა ო. ჭილაძის ინტენცია, გადაელახა იმდროინდელ ქართულ კულტურულ ცნობიერებაში დამკვიდრებული სტრეოტიპული რეცეფცია გალაკტიონისა და მისი, როგორც დიდი შემოქმედის არსს ჩასწვდომოდა.
ასეთი ჩანაფიქრის შემთხვევაში ალბათ ყველაზე აპრობირებული გზა იქნებოდა გ. ტაბიძის ცხოვრებისეული რეალიების, მისი ტრაგიკული სიკვდილის ახლებური, ინდივიდუალური პოეტური გააზრება, რომლის არაერთი შესანიშნავი ნიმუშიც მოიპოვება ქართულ პოეზიაში, მაგრამ ო. ჭილაძემ თავისი ქმნილების ტექსტსმიღმა დატოვა ყოველივე ცხოვრებისეული, რაც ასე თუ ისე ნაცნობი იყო ქართველი მკითხველისათვის და საკუთარი წარმოსახვისმიერი სივრცე სრულიად სხვა იმაგინაციებს დაუთმო.


***
სალექსო ფორმის მხრივ ამ პოემაში საყურადღებო თითქმის არაფერია: ათმარცვლედი, შუაში სავალდებულო ცეზურით, ჯვარედინად გარითმული კატრენები ან არაკანონიკური სტროფები, სადაც რითმათა კონფიგურაციის წესი აქა–იქ იცვლება, ორიოდე მოკვეცილი ტაეპი... ქართულ პოეზიაში ამ უკიდურესად გავრცელებულ რიტმულ ქარგაზეა აგებული არა მხოლოდ ოთარ ჭილაძის პოემების უმრავლესობა, არამედ მცირე ქმნილებათა ძირითადი ნაწილიც, მაგრამ ამ ნეიტრალურად ქცეულ რიტმულ ფონზე ოთარ ჭილაძემ ქართული ლექსის ინტონირების ახალი პერსპექტივები გამოავლინა და პოეტურ ტროპთაგან მისთვის რჩეულს - შედარებას ეფექტური მხატვრული ფუნქციონირებისთვის ნიადაგი შეუქმნა.
`რკინის საწოლში~ კომპლექსურად მუშაობს იმ ძირითად ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ო. ჭილაძის გამორჩეულ პოეტურ იდიოლექტს ქმნის: სადა მეტყველება, ყოფითი ლექსიკა, გარიდებული პათეტიკას, ყოფითი დეტალის პოეტიკა, ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგია და სასაუბრო, დაღმავალია ინტონაციები, შეყოვნებული ტემპო-რიტმი; არა მკვეთრი კონტრასტები, არამედ რხევები; ბინარულ ოპოზიციებშიც კი ურთიერთგარდამავალი მომენტების წარმოჩენა; არა ყოვლისწამლეკავი ტრაგიზმი, არამედ სევდა, გრძნობადი ნიუანსები; ტაქტილურ შეგრძნებათა იმგვარი ფაქიზი გადმოცემა, როგორსაც ქართულ პოეზიაში გალაკტიონმა დაუდო სათავე (`შემოდგომაა... ტკივილი ჩუმი და ხელისგულთა ნაზი ქავილი~).


***
`ნეტავ როგორ იწერება პოემა? ეს ჩემთვის ახლა ისეთივე საოცრებაა, როგორც მოლაპარაკე ძაღლი ანდა მფრინავი ძროხა~ — ჟურნალ `ქართულ მწერლობაში~ (2010 #1) გამოქვეყნებული ეს ჩანაწერი ოთარ ჭილაძისა 1968 წლით — იმ დროით თარიღდება, როცა მას უკვე შექმნილი აქვს ათზე მეტი ლირიკულ–ეპიკური და ლირიკული პოემა.
`რკინის საწოლი~ ლირიკულ პოემათა რიგს მიეკუთვნება. დღეს ეს ჟანრი უკვე ტრადიციულად აღიქმება, გასული საუკუნის სამოციან წლებში კი ქართული პოეზიისთვის დიდ სიახლედ მიიჩნეოდა და მის დამკვიდრებაში ო. ჭილაძის პოემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ამ პოემის კომპოზიციას კრავს ტემპორალური პლანი: მოქმედება მიმდინარეობს უსასრულო წარსულში — მთვარით განათებული ქარიშხლიანი ღამიდან — მზით განათებულ დილამდე. რაკი პოემას სხვა მხრივ მეტნაკლებად თავისუფალი კომპოზიცია აქვს, მკითხველს საშუალება ეძლევა, საკუთარი მოლოდინის ჰორიზონტიდან სცადოს მისი რთული სახეობრივი სამყაროს მოქცევა ობიექტივში და საბოლოოდ, ინდივიდუალური ინტერპრეტაცია ჩამოაყალიბოს. ჩემეული ინტერპრეტაცია კი, რომელზე დაყრდნობითაც განვაგრძობ ფიქრს ამ ნაწარმოების სხვადასხვა პლანის შესახებ, ამგვარია: `რკინის საწოლში~ გალაკტიონის, როგორც ხელოვანის იდეალის პარადიგმა რეპრეზენტირებულია შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული `ენით~, პოემის საფუძველში კი დევს სიმბოლისტური კონცეპტი, რომ წარმოსახვისმიერი, თუნდაც წიგნისმიერი მხატვრულ–სახეობრივი რეალობა — წარუვალი და ნამდვილია. ეს უფრო დიდი სი–ნამდვილეა, სიცხადეა, ვიდრე ყოფითი რეალობა — ჩვენი ყოფითი წარმოდგენები საგნებსა დ მოვლენებზე, რომელიც წარმავალია და ილუზორული. არსების, საგნის, სამყაროს ნამდვილი, ჭეშმარიტი არსის წარმოსაჩენად კი საჭიროა, იგი გათავისუფლდეს ყოფითი `სინამდვილის~ ამ გარსისაგან.
ღამღამობით, ლუნარულ ხილვათა, შუქ–ჩრდილთა მეუფების ჟამს გალაკტიონის ოთახში, სადაც რკინის საწოლი იდგა, იწერებოდა ცხოვრების წიგნი, რომელიც ყოველდღე ყოფითი, `რეალური~ მზის სინათლის მომძლავრებისას დროებით იფარებოდა, ხოლო გალაკტიონის — პოეტის იდეალი უხილავი ხდებოდა ადამიანთა თვალისთვის:

უბრუნდებოდა ქუჩას სინათლე,
ჩრდილებს — ადგილი,
საგნებს — სიმართლე
და გადაშლილი წიგნიც დროებით
იფარებოდა მწვანე რტოებით,
იჩრდილებოდა ჩიტების ჩრდილით
და ისიც ცოცხალ გულივით თბილი,
ყველა სიკეთის მცოდნე და ღირსი,
კვლავ უხილავი ხდებოდა დღისით.
მზე კი ფანჯრებში ხალხს ახედებდა
და ჩანდა, როგორ იდგა კედელთან
რკინის საწოლი.

რკინის საწოლი, რომელშიც ადგილს ვერ პოულობს `მარადისობის კვალისა და მიზეზის~ მაძიებელი პოეტის ბობოქარი სული, მკაცრი რეალობის სიმბოლოა. ამ სათაურთან ერთად, პოემის პირველსავე სტროფში წარმოდგენილია საწყისი იმაგინაცია, შემცველი იმ ძირითადი `პერსონაჟებისა~ და მოტივებისა, რომელიც შემდგომ მთელ პოემას ჯერ ურთიერთგარდამავალ, შემდგომ კი, ცალკეულ ლაიტმოტივებად გაჰყვება. აქ ძირითადად გალაკტიონისეულ მთავარ სახე–კონცეპტებს — მთვარესა და ქარს ემატება ხეები, ძველი შენობის კედლები და ჩრდილები:

ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც,
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ
და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

პოემაში გადმოცემულია ის შთაბეჭდილებანი და წარმოსახვანი, ოთარ ჭილაძის თანათაობელ პოეტებს ყრმობისა და ჭაბუკობის ჟამს რომ აღუძრავდა გალაკტიონის პოეზია და მისი მითიური საბურველით მოსილი არსება. იგონებს რა ყოველივე ამას მხატვრულ აწმყოში (ახლა), ავტორი მეტყველებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ამ ყველას სახელითაც, რაც ნათლად ჩანს ფინალში:

ძვირფასი იყო ის ქუჩა ჩვენთვის,
ჩვენ იმ ქუჩაზე თამამად ვწერდით
ჩვენი პირველი შეკრთომის მიზეზს
და პირველ ღიმილს სამყაროს პირზე,
ხოლო პოეტის მკაცრი ოთახი
თავბრუს გვახვევდა ყველას ცოტა ხნით
და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი.

ეს წარსული, რომელიც მოგონებაში ლიტერატურული ალუზიების მეშვეობით ცოცხლდება, უკავშირდება არა რომელსამე აქტს, ერთჯერად ამბავს, არამედ დაუსრულებელ პროცესს, რაც ტექსტში გამოხატულია წარსული დროის უსრული ასპექტის ზმნათა მუდმივი გამოყენებით (მათი დიდი უმრავლესობა მიეკუთვნება უწყვეტელის მწკრივს). ზმნათა ბოლოში და სხვა სიტყვებში ,,და’’-მარცვლის მუდმივი გამეორება კი მეორად მარიტმიზებელ საშუალებად იქცევა და ათმარცვლიანი ლექსის მონოტონურ რიტმულ მდინარებასთან ერთად თავისებურ ტრანსულ მდგომარეობაში გადაჰყავს აღმქმელი:


არ უჩიოდა არც ერთ ჭრილობას,
არ უყურებდა დაბალს ზემოდან,
და თან ყველაფრის განცდას ცდილობდა,
ამ ქვეყანაზე რაც არსებობდა.

ამ ფონზე ინტონაციური რეგისტრების ოდნავი მონაცვლეობაც კი მსუბუქად მართავს მკითხველის ცნობიერებას, მის წარმოსახვას, მაგრამ საერთო მდინარებას ერთგან, მოულოდნელად ამძაფრებს ავტორი (სულ 5 სტროფი —მეექვსე თავის ბოლოსა და მეშვიდეს დასაწყისში):

როცა ქარს სტკივა, რაღა თქვას კაცმა,
ხომ არ იკივლოს კაცმაც ქარივით,
ანდა უებარ მალამოს ნაცვლად
ხომ არ დაიდოს წყლულზე მარილი.

გრამატიკული დროის მომენტალური ცვლა, გადასვლა კავშირებით კილოზე იმაგინაციურ ნაკადს წყვეტს, მსჯელობით დისკურსში ჩართული აფირმაციული აქცენტები კი, (უნდა... უნდა... უნდა), ლირიკული პერსონის, როგორც მებრძოლი სულის ადამიანი-შემოქმედის მანიფესტირებას ემსახურება:

როდესაც ჩნდება ადამიანი,
მიწაზე უნდა ადგილი ჰქონდეს,
რომ შეაჩვიოს ხორცი იარას,
გონება — სივრცეს და სული — ცოდვებს.

ცა უნდა ჰქონდეს, რომ კი არ გასძლოს,
იბრძოლოს, ვიდრე ძარღვი ათრთოლებს
და თუ სიცოცხლეს ბუნება აძლევს,
ცხოვრება უნდა შეძლოს თვითონვე.

Aამ მონაკვეთის შემდგომ პოემის დრო კვლავ უწყვეტ წარსულს უბრუნდება, ოღონდ ღამღამობით მიწყივ `მარადისობის კვალისა და მიზეზის~ მაძიებელი გალაკტიონის უმკრთალეს კონტურს დღის შუქზე ოდნავ მკვეთრი `რეალისტური~ – სოციალური შტრიხები ემატება — იგი `ჩვენი~, ანუ იმდროინდელი ახალთაობის თვალით იმგვარად გამოიყურება, როგორც შეეფერება პოეტი–იდეალის პარადიგმას.
ჰიპერბოლა, როგორც მხატვრული ხერხი ასეთ შემთხვევაში, ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ სათქმელს:

და როცა გარეთ ქარი კვნესოდა,,
გამოდიოდა მისაშველებლად,
ვით გოლიათი კურდღლის სოროდან,
რომ ქარის წუხილს ერთი მსმენელი
და ხმის გამცემი მაინც ჰყოლოდა.




***
`რკინის საწოლში~ პოეტი ფრთხილი ნაბიჯებით მიუძღვება მკითხველს ნახევრადურბანისტული თუ წიგნისმიერი ლანდშაფტების გზაზე, თავად მუდამ თავდაპირველ, შიშსა თუ კრძალვაზე დაფუძნებულ დისტანციას ინარჩუნებს გალაკტიონის მიმართ და მკითხველმაც, თუ სურს სრული ესთეტიკური ტკბობა განიცადოს, უნდა მიიღოს ეს პირობა და წარმოსახვა, ცნობიერება ასეთივე დისტანციიდან მიადევნოს ავტორისეული ასოციაციური ბმებით დაკავშირებულ იმაგინაციათა ნაკადებს... და მაინც, ტექსტის რამდენიმე დამაფიქრებელი მომენტი რაღაც ანალიზს მოითხოვს, მაგალითად, რას უნდა ნიშნავდეს ლირიკული პერსონის მიერ გალაკტიონის შესახებ თქმული:

მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ძალა,
რომ არ ექცია ხმა ლაპარაკად
გრძნობა კი სიტყვად [...]

აქ ხმის ლაპარაკად ქცევა—პოეტური, ამაღლებული სათქმელის დამცრობა-დაკნინებას უნდა ნიშნავდეს და თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია გალაკტიონის პოეზიაში ხმა, ჟღერადობა, ევფონია, ალბათ აქ გაუგებარიც არაფერი დარჩება, მაგრამ გრძნობის ქცევა სიტყვად, გრძნობის მო–ქცევა სიტყვაში ხომ პოეზიის, როგორც ხელოვნების სიტყვიერი დარგის რთული ამოცანაა. ვფიქრობ, ამ სტრიქონების კონცეპტუალური გასაღები სიმბოლიზმის ესთეტიკაში უნდა ვეძიოთ — სიტყვა უნდა გავიაზროთ არა იმად, რაც ცვლის გრძნობას, იკავებს რა ტექსტში მის ადგილს, არამედ მარტოოდენ ამ გრძნობის მიმანიშნებლად.


***
მთვარის ლაიტმოტივი, რომელიც ათ თავად დაყოფილ ამ პოემას დასაწყისიდან მეცხრე თავამდე გასდევს, ასევე შეიცავს დამაფიქრებელ მომენტს.
სახე -

და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

მეტნაკლებად გასაგებია, პოემის ერთიანი მხატვრულ–კონცეპტუალური კონტექსტის გათვალისწინებით. აქ წარმოდგენილია სამყაროს მისტიკური სურათი, სადაც ყოველი საგანი თავისი ჩრდილითა თუ ანარეკლით, ხმით, რომელსაც იგი გამოსცემს და ა.შ., ერთიანია (`ის ერთდროულად ნიშნავდა ჩრდილსაც, და იმ საგანსაც ჩრდილს რომ ისროდა.~).
მთვარის სხივები, ნათება, რომელიც კედლების ჩრდილში აღწევს, მთვარისავე ნაწილია. შედარება –`კაცივით~ გამოკვეთილად მასკულინურ ნიშანს მიაკუთვნებს მას, პოემის ბოლოს კი მთვარე უკვე ფემინური კონოტაციით შემოდის:

მთვარეს კი თავის თეთრი ფეხები
ძლივს გადაჰქონდა ტრამვაის ხაზზე.

თუ დავუშვებთ ფიქრს, რომ ამ პოემაში არა მხოლოდ ორი, ორგვარი სიმართლე და სიცხადეა, არამედ ორი მზეც — ერთი, რომელიც მარადიულ, წარმოსახვისმიერ სამყაროს ანათებს (პოემის მეხუთე თავში) და რომლის შუქშიც ყველაფერს — მხეცს, კაცსა და ღმერთს ნამდვილი სახე უბრუნდება, ხოლო მეორე — რომელიც ფინალში, გათენებისას, ყოფაში დაბრუნებისას გამოჩნდება ხოლმე, მაშინ აქ ორი მთვარის არსებობაზეც შეიძლება საუბარი.
Pპირველი მთვარე — თვით გალაკტიონის სიმბოლოა, ან მისი `არამიწიერი~ სახე, ამაღლებული, დისტანცირებული რომ დასცქერის საკუთარ თავსა და იმას, რაც ხდება (ხდებოდა) ღამის ქალაქში. ფინალში ფემინური ნიშნით გამოჩენილი მეორე მთვარე კი ის მნათობია, რომელიც მეორე — ყოფიერი მზით იცვლება.


***
პოემის დასაწყისშივე, პირველ თავში, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირებულია ის ძირითადი მოტივები, რომელიც მოგვიანებით ტექსტში ლაიტმოტივებად გაიშლება, ერთი ასეთი უცნაური შედარებაა:

და საიდუმლო, როგორც სერობა,
ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ.

ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვა `საიდუმლოს~ გაჩენა აქ სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ რა კავშირშია ერთმანეთთან საიდუმლო სერობა და ტრამვაის ხაზი, რომლებიც თავისი ყველაზე პირდაპირი ნიშნით `რკინობით~ რკინის საწოლს უკავშირდება, მეორე მხრით კი იმავე ნიშნებითაა დახასიათებული (`ბრწყინავდა რკინაც, ცივი და ბასრი~), რითაც დანტეს მიერ ქვესკნელიდან ამოტანილი სიმართლე (`სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი~).
ეს სახე-შედარება ცნობიერ და ქვეცნობიერ დინებათა კონტამინაციის შედეგად გაჩენილი ჩანს და ჩემი ვარაუდით, ასე შეიძლება აიხსნას:
ტრამვაის ხაზი — წყვილი რელსი ნახევარბნელში — არის სერი, ზოლი (და– სერ–ვა – ბასრი საგნით დაზოლვა ზედაპირისა, სერი — სწორი გზა).
სერი - სერ-ობა ჟღერითი ასოციაციური ბმაა სემანტიკურად დაშორებულ ლექსიკურ ერთეულებს შორის.
საიდუმლო სერობის ძირითადი მოტივი სულიერი წინამძღოლის ღალატია `თანამოაზრის~, თანამეინახის მიერ:

მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს. —

-ეს გალაკტიონია. ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული ტექნიკისათვის ასეთი, ერთი შეხედვით, უცნაური კავშირები — ჩვეულებრივი ამბავია.
გარდა ასეთი შორეული ალუზიებისა, პოემის იმაგინაციური პლანი გალაკტიონის ლირიკიდან სხვა, ადვილად საცნობი უხვი მასალითაა გაჯერებული, ცხადია, ეს უპირველესად ქარს უკავშირდება.
`ტოტებში ქარი წიოდა მწარედ~, `და ღამის ქარით თმაგაწეწილი~ და სხვ. უმალ გალაკტიონის თმაგაწეწილ ქარს აცოცხლებს მკითხველის მეხსიერებაში. სტრიქონები:

და მხოლოდ სული, დროშად ქცეული
ვერტიკალურად იდგა ყოველთვის.

ალუზიურად უკავშირდება გ. ტაბიძის სიტყვებს:

და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა
სანთელი, შენი სული... სანთელი.

ხოლო პოემის ფინალური აკორდი:

და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი,
როცა ბრწყინავდა შავი მელანი,
ის კი ბრწყინავდა კაცის სისხლივით,
თუ მოხვდებოდა ხოლმე მზის სხივი. -

-ალუზიაა გ. ტაბიძის ლექსისა `ბარათაშვილი~:

მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი, ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...


***
პოემის მეხუთე თავში, სადაც `ტკივილით გაჩენილ ნათელში~ ცოცხლდებიან მსოფლიო ლიტერატურის მარადიული პერსონაჟები: მწუხარე სახის რაინდი, გარგანტუა, ტრისტანი და იზოლდა, ჰამლეტი, ავტორი-პერსონაჟი დანტე და ამით შემოწერილია ის ძირითადი თეზაურუსი, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ლიტერატურულ ახალთაობას რომ ჰქონდა, ბუნდოვანია წყარო პირველივე ნათელი, შთამბეჭდავი იმაგინაციისა — მამათა მონასტრის ახლო გამოჩენილი სოფლელი გოგოსი, რომელსაც ბერი შესცქერის:

გოგოს ფუტკარი ეჯდა კისერზე
და მიჰყვებოდა ბზუილს მთვრალივით,
და გულუბრყვილო იყო ისევე,
როგორც ფუტკარი, ანდა ყვავილი.

ჩემი ფიქრით, ეს გოგონა ალბინა უნდა იყოს.

ბერს კი ტუჩებზე მიედო თითი
და თავს იღწევდა ღმერთის ჩეროდან.
და სული, როგორც ცისფერი ჩიტი,
ცის გასაგონად სულ სხვას მღეროდა. —

-ეს კი მასზე გამიჯნურებული აბატი მურეა, ემილ ზოლას რომანიდან ,,აბატ მურეს შეცოდება~.
ამავე თავში მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა შორის კიდევ ერთი — უცნობი, თუმცა მშობლიურად ნაცნობი გლეხის სახე ჩნდება:

გლეხი კი ისევ მიწას ბარავდა
და განუწყვეტლივ ლოცავდა გამჩენს,
და თბილი თესლით სავსე კალათას
ხნულებში ცლიდა მშვიდი და გამრჯე.

ძნელი არ არის, აქ ჩვენი ზეპირსიტყვიერების წიაღიდან ოთარ ჭილაძის ქმნილებებში გადასული ქართველი გლეხი შევიცნოთ (,,მინდვრის
ბოლოში ბრწყინავს მდინარე’’) :

გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,
სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს,
თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად
მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.

ოთარ ჭილაძემ ქართულ ლიტერატურას მრავალი სიახლე შესძინა, მაგრამ ფესვებით მშობლიურ ნიადაგთან, ტრადიციასთან კავშირი მისთვის, როგორც შემოქმედისა და პიროვნებისთვის - მუდამ მთავარი იყო!




***

ოთარ ჭილაძის კრებულში ერთი პატარა, უსათაურო ქმნილებაა. მას მიძღვნა არ აწერია და ვფიქრობ, არც სჭირდება, იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული გალაკტიონის სახესთან, მის ლანდთან და პოემა ,, რკინის საწოლთან”, თუმცა მასზე ორი წლით ადრეა შექმნილი (1961).

მე თოვლში ვეძებ სისხლისფერ ვარდებს
და მიტოვებულ ნუშებს და ატმებს…
თოვლზე ეცემა პოეტის ლანდი
და ქალაქს კიდევ ერთ კივილს ართმევს
და ავსებს შემკრთალ სიცარიელეს
და ისევ თოვლს და მოლოდინს ერთვის,
მაგრამ ბოლომდე რჩება იერი
ბედნიერ ბავშვის და დაღლილ ღმერთის.

ოთარ ჭილაძემდე გალაკტიონმა თავისი წინამორბედი და იდეალი - აკაკი სწორედ ლანდად წარმოადგინა - `ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის / მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი...” (,,აკაკის ლანდი~// ,,პოეტის ლანდი”).
აკაკიმ გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებას წარუშლელი კვალი დააჩნია.
`მე არ მეგულება ჩვენს თანამედროვეობაში მეტნაკლები შესაძლებლობის, განათლებისა და გაქანების პოეტი (რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით) გალაკტიონის გავლენა არ განეცადოს. Gგავლენა, კარგი გაგებით, კეთილშობილური აუცილებლობაა, განვითარებასა და წინ წასვლას გულისხმობს, რადგან სულში ტოვებს კვალს და არა სახეზე.~ - ეს ოთარ ჭილაძის სიტყვებია.
თავად მისი გავლენის კვალი კი თანამედროვე ქართულ პოეზიაში აშკარაა, თუმცა ჯერჯერობით შეუსწავლელი.

Posted by: M_A_K_I 28 Sep 2010, 17:25
http://www.radikal.ru

Posted by: Marthin_Luther_King 28 Sep 2010, 17:28
მეგობარია,რომელს
ბადალი არ
ჰყავს ქვეყნად,
წიგნი,წიგნი სურს მშრომელს,
ვიყოთ,ვიმღეროთ,შევქმნათ!

Posted by: S_Y_D 15 Oct 2010, 04:53
უკაცრავად იქნედ დამეხმაროთ მაინტერესებს გალაკტიონის ლექსები თუა რუსულად ნათარგმნი? მადლობა წინასწარ.

Posted by: M_A_K_I 17 Oct 2010, 01:12
S_Y_D



http://magazines.russ.ru/ra/2010/2/ta17.html



http://wikilivres.info/wiki/Галактион_Табидзе



ისე თუ მოძებნი ინტერნეტში კიდევ იქნება,ბევრი თარგმნიდა და თარგმნის გალაკტიონს.ამ ძებნაში ნუგზარ ერგემლიძის თარგმნსაც კი გადავაწყდ user.gif



თვალები

შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.
და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.
მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.
ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.

Posted by: nino darbaiseli 17 Oct 2010, 16:04
http://forum.ge/?f=29&showtopic=34173217&st=0

Posted by: KoooXRe 18 Oct 2010, 21:50
ერთს ვეკითხები გალაკტიონი სადაური გვარია მეთქი და ქართულიო.. biggrin.gif

რაც შეეხება მწერალს იყო უძლიერესი.. wink.gif

Posted by: მზესუმზირა 18 Oct 2010, 21:53
ხომ არ იცით – მესაფლავის აუდიო ვერსია თუ არსებობს? ან საღარაძე უნდა კითხულობდეს ან ჯინორია მგონი

Posted by: S_Y_D 18 Oct 2010, 21:59
M A K I


დიდი მადლობა ძალიან გამომადგა მადლობ. ისე მესაფლავე არ იქნება როგორ ფიქრობ?

Posted by: M_A_K_I 18 Oct 2010, 22:13
S_Y_D
მიხარია,რომ გამოგადგა
Галактион Табидзе. Могильщик ჩაწერ გუგლში და იმდენს ამოგიგდებს........მთავარია კარგი თარგმანი გაარჩიო ცუდისგან. ენას თუ კარგად ფლობ,გემოვნებაც მიუმატე და მგონი არ უნდა გაგიჭირდეს.წარმატებები))


Posted by: nino darbaiseli 18 Oct 2010, 23:10
http://forum.ge/?f=29&showtopic=34173217&st=0

იხ, აგრეთვე

http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=...99&info_id=1143




sos!!!

,,ინტელექტუალები" - ინტელექტის წინააღმდეგ!
,,გალა"- ,,გალაკტიონოლოგიის" წინააღმდეგ !

სამარცხვინოა, ბატონებო, მეტისმეტად სამარცხვინო!

Posted by: M_A_K_I 19 Oct 2010, 12:35
QUOTE
სამარცხვინოა, ბატონებო, მეტისმეტად სამარცხვინო!



და გგონიათ ვინმეში (ვისაც ეხება),გამოიწვევთ სირცხვილთან მიახლოებულ გრძნობას?

სამწუხაროდ,საქართველო ის ქვეყანაა,სადაც დონ კიხოტობასაც კი დაგიშლიან,წისქვილამდე არც კი მიგიშვებენ (((




Posted by: nino darbaiseli 19 Oct 2010, 12:55
QUOTE (M A K I @ 19 Oct 2010, 12:35 )
QUOTE
სამარცხვინოა, ბატონებო, მეტისმეტად სამარცხვინო!



და გგონიათ ვინმეში (ვისაც ეხება),გამოიწვევთ სირცხვილთან მიახლოებულ გრძნობას?

სამწუხაროდ,საქართველო ის ქვეყანაა,სადაც დონ კიხოტობასაც კი დაგიშლიან,წისქვილამდე არც კი მიგიშვებენ (((

მაკი ძვირფასო! განა არ ვიცი, ინტერნეტში ამის წერა ხმაა მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა, მაგრამ მხარდამჭერთა გამოხმაურებები მეხმარება, გულისტკივილს გავუმკლავდე.

Posted by: M_A_K_I 19 Oct 2010, 13:04
QUOTE
განა არ ვიცი, ინტერნეტში ამის წერა ხმაა მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა,




ეჰ,არა მხოლოდ ინტერნეტში ,არა მხოლოდ.... (((((((

Posted by: S_Y_D 19 Oct 2010, 18:58
M A K I

გაიხარე რა ზაან დიდი დიდი მადლობა. მ

Posted by: nino darbaiseli 16 Nov 2010, 15:03
ხვალ 17 ნოემბერს, 2 საათზე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში
გალაკტიონის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართება

პრეზენტაცია სამეცნიერო- ლიტერატურული კრებულისა

,,გალაკტიონოლოგია V''

წიგნი კომპლექსურად აერთიანებს პოეტის შემოქმედების ნიმუშებს, მხატვრულ ლიტერატურას, მხატვრულ და სამეცნიერო ესეისტიკას, უახლეს სამეცნიერო გამოკვლევებს, რეცენზიებსა და კრიტიკულ წერილებს, ასევე, მემორიალურ -ბიოგრაფიულ მასალას და სხვ. ეს ყველაფერი გაფორმებულია ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ფოტომასალითა და გალაკტიონის გრაფიკული ნამუშევრებით.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება გასაყიდ ღირებულებაზე ორი ლარით ნაკლებად, ანუ 12 ლარად.

მისამართი: კოსტავას ქ.5

Posted by: unknown lady 16 Nov 2010, 15:13
nino darbaiseli


რომ მეცალოს მოვიდოდი, მომენატრა ლიტერატურის ინსტიტუტი

QUOTE
პრეზენტაციები


არის ხოლმე ?

Posted by: kakala2000 16 Nov 2010, 15:58
რა წუხელის ბიჭი ეგ გალაკტიონის ლექსი არცაა

Posted by: giorgitab 17 Nov 2010, 12:14
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა smile.gif

Posted by: kristiii777 17 Nov 2010, 12:42
giorgitab
love.gif love.gif love.gif 119 წლის!

* * *
ეს იყო წინათ, დიდი ხნიდ წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს,-
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.
მიდიხარ… ისე მიგაქვს წვალება, თითქოს
ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
მიდიხარ… აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
მიდიხარ… ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ… შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს _
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

love.gif

Posted by: giorgitab 17 Nov 2010, 17:36
kristiii777

მურმან ლებანიძის ლექსი გამახსენდა უცებ

*****
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში???- ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

Posted by: kristiii777 17 Nov 2010, 21:08
giorgitab
ხოო, როგორ მიყვარს ეგ ლექსი love.gif

უდაბნო
გალაკტიონ ტაბიძე

სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი.
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრინებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.

დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა.
მოვკვდე და გული ვის დავწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.

რად მინდა მივწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
ჩემს უდაბნოს ვერ გავსცილდები მაინც ვერასდროს,
მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,
მარტო ვიქნები, და რა ვპოვო მარტოობაში?

ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?
წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!
და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,
ის ჩემს ხმებს მიჰყავს... მე ვის წავყვე ჩემის წამებით?

ან მეგობარის თუ მომესმას ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?
არცა თუ მცირე შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,
რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.

ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო!

პ.ს. ტაბიძე ხარ?

Posted by: giorgitab 19 Nov 2010, 09:47
kristiii777
QUOTE
პ.ს. ტაბიძე ხარ?



არა biggrin.gif
თუმცა წააგავს smile.gif

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: _ როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

...პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებობს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოემართა
და შავი სიტყვა განუცხდა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...
...
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.

Posted by: kristiii777 20 Nov 2010, 00:00
giorgitab
ტაბატაძე მაშინ smile.gif)



შენ აღტაცებით ისევ ენთები

გალაკტიონ ტაბიძე

შენ აღტაცებით ისევ ენთები,
ძველი ტაძრები ისევ შენდება,
ეფემერიდებს გამოენთები
და სადმე მაინც გაგითენდება.


მთები ჩანს, როგორც გიგანტი გრდემლი
ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები,
მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები.

Posted by: **LEONI** 20 Nov 2010, 22:50
,,იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ..
იმგვარადვე მდევ იმგვარადვე მკლავ.
ო,როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა.იმგავრივე ხე...
იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა
იმგვარივე მზე .იმგვარივე გზა...
ძლიერ ....ძლიერ....ძლიერ....ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.

Posted by: dimmu 21 Nov 2010, 02:07
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ თითქოს მკვდარსაც მწყურიხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ შენთან მაინც ვტყუივარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
შენ კი ისევ განზე მდგომი ხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ ისევ ჩემი მგონიხარ...
ჩემი ხარ!!!
ყველა სასწაულზე მეტი ხარ!!!
მკვლელი ხარ!
მე კი ისევ ვერ დამითმიხარ... sad.gif

Posted by: Herr 26 Nov 2010, 18:59
გაგონდება თუ არა

კარალეთის დღეები,

მთების ლურჯი კამარა -

უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა

მხიარული თვალები?

თუ დრომ გადაუარა

და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ

და დრო გვეუარესა,

აწ არ ვიცი სადა ხარ

და რომელსა მხარესა.

Posted by: Tvitmarkvia Kle 26 Nov 2010, 19:34
QUOTE
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ თითქოს მკვდარსაც მწყურიხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ შენთან მაინც ვტყუივარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
შენ კი ისევ განზე მდგომი ხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ ისევ ჩემი მგონიხარ...
ჩემი ხარ!!!
ყველა სასწაულზე მეტი ხარ!!!
მკვლელი ხარ!
მე კი ისევ ვერ დამითმიხარ...


2 წლის ასაკიდან გალაკტიონს მიკითხავდნენ და ვკითხულობ, მაგრამ ეს ლექსი პირველად აქ ვნახე. მომეწონა, მაგრამ გალაკტიონის რიტმს თითქოს არ გავს, თან უფრო ლაკონურია.

Posted by: M_A_K_I 26 Nov 2010, 20:15
Tvitmarkvia Kle
QUOTE
QUOTE
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ თითქოს მკვდარსაც მწყურიხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ შენთან მაინც ვტყუივარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
შენ კი ისევ განზე მდგომი ხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ ისევ ჩემი მგონიხარ...
ჩემი ხარ!!!
ყველა სასწაულზე მეტი ხარ!!!
მკვლელი ხარ!
მე კი ისევ ვერ დამითმიხარ...


2 წლის ასაკიდან გალაკტიონს მიკითხავდნენ და ვკითხულობ, მაგრამ ეს ლექსი პირველად აქ ვნახე. მომეწონა, მაგრამ გალაკტიონის რიტმს თითქოს არ გავს, თან უფრო ლაკონურია.


არაა ეს გალაკტიონი ,ასე რომ ვერ წაგიკითხავდნენ და ვერც წაიკითხავდი smile.gif

Posted by: Tvitmarkvia Kle 26 Nov 2010, 20:22
M A K I
QUOTE
არაა ეს გალაკტიონი ,ასე რომ ვერ წაგიკითხავდნენ და ვერც წაიკითხავდი

ვა, ძლიერი რომ ვარ რა ვქნა? sad.gif
მაკი, შენ მითხარი, რა ვუყო, სად წავიღო ჩემი სიბრზნე? biggrin.gif



Posted by: M_A_K_I 26 Nov 2010, 20:31
Tvitmarkvia Kle
QUOTE
მაკი, შენ მითხარი, რა ვუყო, სად წავიღო ჩემი სიბრზნე?




ეჰ, რა გითხრა ჩემო კარგო,ჩემსას რა მოვუხერხო არ ვიცი და შენი დამაბინავებინე ეხლა

lol.gif


ისე გაიკითხე სხვაგანც,იქნებ ვინმეს ჭირდებოდეს,არქონის გამო wink.gif

Posted by: irusha 26 Nov 2010, 21:27
ამ თემაშიც იბრძვის ვინმე?? spy.gif

მიყვარს... მიყვარს... ))


M A K I
QUOTE
არაა ეს გალაკტიონი ,ასე რომ ვერ წაგიკითხავდნენ და ვერც წაიკითხავდი


და ვისია ეს ლექსი?? )) მომეწონა... ))

Posted by: M_A_K_I 26 Nov 2010, 21:30
irusha


QUOTE
და ვისია ეს ლექსი??


არ ვიცი,გალაკტიონის რომ არაა,ეგ ვიცი




ისე შეიძლება მაგის გაგება,ვეცდები

Posted by: Selfish_kid 26 Nov 2010, 22:23
irusha

http://ka-ge.connect.facebook.com/note.php?note_id=169770206371088

smile.gif

აშკარად გალაკტიონია ისე biggrin.gif

Posted by: M_A_K_I 26 Nov 2010, 22:43
irusha
QUOTE

http://ka-ge.connect.facebook.com/note.php...169770206371088



აგერ უპოვიათ ავტორიც


მარიამ ქართლელიშვილი





http://chiamaria.wordpress.com/

Posted by: irusha 26 Nov 2010, 22:52
Selfish_kid
M A K I

მადლობა.. ))

Posted by: Future> 28 Nov 2010, 00:28
გალაკტიონ ტაბიძე - თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

გალაკტიონ ტაბიძე

სილაჟვადე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

1917


მე და ღამე

გალაკტიონ ტაბიძე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913


love.gif

ძალიან მიყვარს ეს ლექსები , და სხვა chups.gif

Posted by: baqari1001 5 Dec 2010, 00:38
Ruglen Holon
აუ საღოლ ეს კი არ ვიცოდი მაგრა მომეწონა smile.gif

Posted by: choRveni 5 Dec 2010, 02:16
საღამო
გალაკტიონ ტაბიძე

მთის გაგიჟებულ რუებს

ღვიით, ძენძით და ქვიშით,

გრიგალი დააყრუებს

მაცხოვრისადმი შიშით.

და დედოფალი ალვა

ელვამ დაღუნა ცივმა.

ასე გავიდა გვალვა,

ასე მოვიდა წვიმა.

ჯვარი, ლომი და კურო

ფარშავანგების არის.

თვალთა ანგელოზთ შურო,

შენ, ღვთისმშობელო კარის!

ზარით ატეხილ გრიგალს

დავით ნარინის ჯვარი

მარმარილოთა ფიქალს

გადააფარებს მძლავრი.

ან გაოცებას, რასაც

მარად ანათებს ძელი,

ისევ დაადებს რაზას

შემოღამების ცელი.

ან, როგორც ასომთავრულს,

მუდამ შევამჩნევ ცაზე,

სხვისთვის უხილავ-ფარულს

მე რად გელოდი ასე.

ჯვარზე გაკრული ელვა -

ეს ჩემი დაა ლურჯი,

ლურჯ ყვავილების თელვა,

ახალგაზრდობა ურჩი.

ჯვართან მისული სურო -

მარტოობაა ქნარის...

თვალთა ანგელოზთ შურო,

შენ, ღვთისმშობელო კარის!



* * *
საღამო

გალაკტიონ ტაბიძე

მთის გაგიჟებულ რუებს

ღვიით, ძენძით და ქვიშით,

გრიგალი დააყრუებს

მაცხოვრისადმი შიშით.

და დედოფალი ალვა

ელვამ დაღუნა ცივმა.

ასე გავიდა გვალვა,

ასე მოვიდა წვიმა.

ჯვარი, ლომი და კურო

ფარშავანგების არის.

თვალთა ანგელოზთ შურო,

შენ, ღვთისმშობელო კარის!

ზარით ატეხილ გრიგალს

დავით ნარინის ჯვარი

მარმარილოთა ფიქალს

გადააფარებს მძლავრი.

ან გაოცებას, რასაც

მარად ანათებს ძელი,

ისევ დაადებს რაზას

შემოღამების ცელი.

ან, როგორც ასომთავრულს,

მუდამ შევამჩნევ ცაზე,

სხვისთვის უხილავ-ფარულს

მე რად გელოდი ასე.

ჯვარზე გაკრული ელვა -

ეს ჩემი დაა ლურჯი,

ლურჯ ყვავილების თელვა,

ახალგაზრდობა ურჩი.

ჯვართან მისული სურო -

მარტოობაა ქნარის...

თვალთა ანგელოზთ შურო,

შენ, ღვთისმშობელო კარის!



Posted by: Johnnie Walker 25 Dec 2010, 20:48
ცინცხალი გამოსულია გალაკტიონის ორენოვანი რუსულ-ქართული გამოცემა, თარგმანი ძალიან მაგარია, ვანო ქვაჩახიასი (ეს კაცი პირველად მესმის, მაგრამ ხოშიანი ნაჩალიჩარია) biggrin.gif

მოკლედ, ვიყიდე, გადავხედე და ვისიამოვნე ფრიად....

რუსულად ძნელად წარმომედგინა გალაკტიონი, მაგრამ მე მგონი ეს ვიღაცაა, მაქსიმუმს აღწევს.

ყველა ერთი დონის ნათარგმნი არ არის, მაგრამ ზოგი მართლა მაგარია, გაგიკვირდება smile.gif

Posted by: Ocelot 25 Dec 2010, 22:15
Johnnie Walker
QUOTE
რუსულად ძნელად წარმომედგინა გალაკტიონი, მაგრამ მე მგონი ეს ვიღაცაა, მაქსიმუმს აღწევს.

ყველა ერთი დონის ნათარგმნი არ არის, მაგრამ ზოგი მართლა მაგარია, გაგიკვირდება

და რა არი გასაკვირი, "ვეფხისტყაოსნის" რამოდენიმე თარგმანია რუსულად.

Posted by: Solveig 26 Dec 2010, 01:58
QUOTE
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ თითქოს მკვდარსაც მწყურიხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ შენთან მაინც ვტყუივარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
შენ კი ისევ განზე მდგომი ხარ...
მკვდარი ვარ!!!
მოვკვდი!
მაგრამ ისევ ჩემი მგონიხარ...
ჩემი ხარ!!!
ყველა სასწაულზე მეტი ხარ!!!
მკვლელი ხარ!
მე კი ისევ ვერ დამითმიხარ...


ამ ლექსის ადგილი აქაა:

http://forum.ge/?f=36&showtopic=33745965

Posted by: anfis@ 27 Dec 2010, 21:11
Future>
,,ტოვლზე,,ვგიჯდები...

Posted by: Future> 27 Dec 2010, 21:43
anfis@
QUOTE
,,ტოვლზე,,ვგიჯდები...

მეც user.gif

უსაზღვროდ user.gif

Posted by: anfis@ 27 Dec 2010, 21:50
მეც მინდა თოვლი..იისფერი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Future> 27 Dec 2010, 22:17
anfis@
QUOTE
მეც მინდა თოვლი..იისფერი

მერე შეიგრძენი bis.gif


Posted by: anfis@ 27 Dec 2010, 22:38
Future>
lol.gif ხო ველოდები როდის მოთოვს... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: merciamercia 12 Feb 2011, 16:06
‎"ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა, და, ვით სიკვდილით დასჯილი, სახრჩობელის წინ, თვალით ვეძებ მონათესავე სულს… საშინელებაა,
აშკარად ვგრძნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს უთვისტომობას, ჩემს მარტოობას…”
გალაქტიონი
* * *
აყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსეალვისფერ ღვინით,
მე დამათრობენ:
გავეგები,
გავენაბები!

Posted by: Green Girl 13 Feb 2011, 18:10
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif : ჩემთვის ყველაზე საყვარელი და უძვირფასესი პოეტი....ის ზედმეტადაც კი გრძნობდა სიყვარულს...რაღAც არაამქვეყნიური განცდებით გრძობდა ყველაფერს.... საოცრება იყო არის და იქნება........... love.gif
რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი-როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ,დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული

"წუხელი, ღამით ქარი ქროდა"
წუხელ ღამით ქარი დაჰქროდა
და დიხანს,დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა , თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელს წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ,მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი-
ვეხეტობოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას,რამდენ სიამეს!



"მე მოვალ"
ძვირფასო,ძვირფასო,ბედი კლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს ...ეჰა,ვიტანჯები!
ამოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი,მსუბუქი,ცისმარი:
"მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ_სიზმარი!"



Posted by: Jonatahn_smith 14 Feb 2011, 00:30
ძალიან გთხოვთ ის კუპლეტი შემახსენოთ, გალაკტიონმა რომ დაწერა ცოლის გადასახლებაზე

Posted by: lasha67 6 Mar 2011, 13:51
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

Posted by: merciamercia 8 Mar 2011, 16:16
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქოს სძინავს.
და ბრინჯაო - ბავშვის ტანი
მზეზე ბრწყინავს.

მებადური მოსდევს ბადეს,
ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშვი ბადებს
თევზთ ფართხალი.

გაქანება და დაცემა
ისმის მისი,
ისმის მისი აღტაცება
და კისკისი.

ნაპირებზე თეთრი ნავი,
ხედავს კარვებს,
როგორ არხევს წყალს ნიავი.
გულს იქარვებს.
იღრუბლება ეფირები
ნისლით მთებზე.
"მგონი, ავდარს ეპირება!" -
სწუხს მეთევზე.

ქლიავისფრად შლილნი ფრთანი
ჰგვანან მინას;
ზღვა წყნარია ნამეტანი,
თითქოს სძინავს.

გალაქტიონი.

ამ ლექს რომ ვკითხულობ,ყურში თითქოს ზღვის ხმა ჩამესმის love.gif

Posted by: gelagulo 10 Apr 2011, 13:55
გალაქტიონის პირადი ჩანაწერები მჭირდება და შეგიძლიათ მითხრათ სად ვნახო ? მეჩქარება
help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: ზურატი96 10 Apr 2011, 14:40
QUOTE
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან "მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

up.gif

Posted by: merciamercia 16 Apr 2011, 12:58
გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო


აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი მიმართულებით სიმბოლისტია, იგი ყოველთვის თავის განცდებს სიმბოლიურად გვიხატავს და მის ლექსებში უმთავრესად სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის. გალაკტიონი ინდივიდუალიზმის ცეცხლით არის გამსჭვალული, მას სწამს მხოლოდ \"მე\'\', როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილულ ქვეყნის ანარეკლია; იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს, და აქ არის გალაკტიონის გამართლება; მას უყვარს მუსიკის და განცდის ერთმანეთთან შეხამება, რომლის სინთეზში ადამიანს ძალუძს ემოციონალურ და ესთეტიურ გრძნობის დაკმაყოფილება. გალაკტიონმა ნახა თავისი სახე, სახე მეტად ძლიერი და პოეტური ბუნებით აღჭურვილი. სხვა ლექსებს თავი რომ დავანებოთ, \"ლურჯა ცხენები” შედევრია, რომლის ვრცელი დინამიკა უმაღლეს წერტილს აღწევს. აგრეთვე ასონანსებს მის პოეზიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, რომელსაც უმაღლესი პრეროგატივა ეძლევა ახალ პოეზიაში.

გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.

ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება. და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება. წერილს აქ ვათავებთ და ჩვენ ვფიქრობთ, ვისთვისაც საინტერესოა პოეტის პატივისცემა, მან, უეჭველია, საღამოზე დასწრების სახით უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა.

ტერენტი გრანელი

Posted by: aalt 18 Apr 2011, 03:13
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

1914

Posted by: Herr 6 May 2011, 16:19
გალაკტიონი გამოვიდა საავადმყოფოს პალატიდან დაფიქრებული, ბნელ დერეფანს გაუყვა. დერეფნის ბოლოში ფანჯარას შეხედა და გაოცებული შეჩერდა. სარკმელში იჯდა ანგელოზი გრძელი პერგამენტით ხელში. გალაკტიონმა მიმოიხედა მიდ გარდა დერეფანში სხვა არავინ იყო. მზერა კვლავ ფანჯარას მიაპყრო, გაოცებული და გარინდული იდგა მცირე ხანს, საათის ხმა მოესმა, თვალებით დაიწყო მისი ძებნა, კედელზე იპოვა შეხედა ციფერბლატზე იჩქაროდნენ წამები. კვლავ სარკმლისკენ გაიხედა . ანგელოზი პერგამენტით ხელში კვლავ იქ იყო, გალაკტიონის მისკენ გაემართა გაოცებული და დაფიქრებული სახით.თვალებში სევდაა...გალაკტიონი რაც უფრო უახლოვდებოდა ანგელოზს მით უფრო შორდებოდა იგი. ფანჯარამდე სამი ნაბიჯი დარჩა ხელს გაიშვერს, იმ იმედით რომ დაიჭერს მაგრამ ამაოდ.ანგელოზი პერგამენტით ხელში ფანჯრის მიღმა იჯდა გალაკტიონისგან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული. იგი ფანჯარას მიუახლოვდა, გამოაღო, კიდევ უფრო გაოცდება მის წინ, ანგელოზის გარშემო ცვრიანი ბალახი ლივლივებდა. ანგელოზს დააკვირდება, იგი გარინდული და თავდახრილი იჯდა, პერგამენტით ხელში. ანგელოზის უკან ჩქარი გრგვინვა გრიალით ჰქროდნენ ლურჯა ცხენები. თვალები მოჭუტა ცხენებს უკან შენიშნა ზღვა რომელიც შორია. წვერზე ხელი მოისვა, ღრმად ჩაისუნთქა, მიმოიხედა დერეფანში კვლავ არავინ იყო, საათზე კი იჩქაროდნენ წამები...თავს დახარა სახეზე სიმშვიდე მოეფინა, ფანჯრიდან გაიხედა ანგელოზი ისევ იქ იჯდა, ჰქროდნენ ლურჯა ცხენებიც...ხალათი გაიხადა, იქვე მდგარ სკამზე გადაფინა, იგივე სკამი მიადგა ფანჯარას, ავიდა სკამზე მარცხენა ფეხით, რაფაზე კი მარჯვენათი, კვლავ გაიხედა, კვლავ იგივე სურათი, სურს ეახლოს ანგელოზს, სახეზე სიმშვიდე, ნაბიჯიც....და აჩრდილნო ის თქვენს ახლოს სიკვდილს შეეგება...

Posted by: nino darbaiseli 8 Jun 2011, 03:49
ბელა ჩეკურიშვილი

გალაკტიონის ლექსი იაპონურად


http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-06-07/17493


http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-06-07/17493.html

Posted by: ზურატი96 9 Jun 2011, 22:43
დღეები ბრუნავს, ვით კამათელი
და ყვავილების არის მრავლობა
ჩემთვის სღესავით არის ნათელი
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.
წელიწადები წავლიან ძველი,
შეიცვლებიან წარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი!

Posted by: norther 11 Jun 2011, 01:55
პატარაობიდან ყველაზე მეტად
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
მიყვარს

Posted by: ზურატი96 11 Jun 2011, 09:15
smile.gif


Posted by: kokonasi21 13 Jun 2011, 18:51
უძლიერესი პოეტი!!!

რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი-როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ,დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული

ჩემი საყვარელი ლექსი


Posted by: NIII_ 21 Jun 2011, 15:17
საყვარელი ნახატები აქვს smile.gif
http://www.radikal.ru



***
თევზმა თევზს უთხრა
რა გითხრა იცი:
დაიძარ ცოტა,იქით მიიწი.
მან უპასუხა:
სად წავალ აბა,
ვიხრაკებით - ორივ ერთ ტაფას.

Posted by: Spotify 21 Jun 2011, 16:27
აუუ "ჩემი რჩეულის" წიგნებში ნეტა ნახატები იყოს რა = (

Posted by: ქაფქიანა 22 Jun 2011, 01:13
ეს იცით?

დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია,
თუთა ოქროპუტალერჲ, ოჟერჟელაია.
ქანა ცაშფერ ლანდეფით დო სისმარეფით გაფშუ...
თენერ ლ/ლ/ დო შურქალირჲ ცა დიო ვაფშუ.
თუთა ითამ ზამბახიე, ჩქ/ჩქ/შ სისმარცალო
თიშ ორო დო ოქრუონს მტკვარჲ მისარსალუ;
მტკვარს მეტეხჲ გინაჯინე, ჭიფე წელაია...
დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია.
თაქ აკაკიშ აგაგას ხენცფეშ ლურით ლურსუ,
თაქ ნახუტურ გვირალ ვარდეფს გინართუანს შურსუ.
გვალა რე თუ მურიცხეფიშ გოთანთალერ ბინა.
ბარათაშვილს ათაქ უყორდ ომბოლურო რინა.
ნოტე, ბირას ქოპუნაფდა, გედიშ ბედიქ მერგ/,
ოღონც გეშმარაგადუას, მუჭო დობჟამ სერქ/,
მუჭო სისმარს ეკი–დიკი ვაყუნს მოვარიე,
ფსუაშ შქიორ–შქიორით მიდეღ ოარიე.
მუჭო ხონარ თიშენ მიღუ ოჟერჟელაია,
ვორექ ღურამონჭაფილჲ გედი ჩელაია.
ათე ცა დო თუთაშ ნარდიქ მუჭო ფთქუა, ვარა
ღურუშ შარა ხვალე ართ რე–იავარდიშ შარა.
მუჭო ქარგ/ნს თე შარას მოლერსეშჲ ჭკუა,
მუჭო დიო კოც ვოუძირ სერჲ ათეჯგუა;
დიდ აგაგეფ! თქვან თოლოწო მუჭო მიდაფრთია,
მუჭო ლერსიშ ხენცფე ვორექ, ხანგურ ლერსიშ თია.
მუჭო ქანას ქავოსქიდუქ მათჲ თქვანიწკელა...
დღას ვოუძირ დიო კოც თენერ თუთარჩელა.

Posted by: GTabidze 22 Jun 2011, 01:21
რა გვარი მაქ რა გვარი : )))))))))))

Posted by: Spotify 22 Jun 2011, 12:09
QUOTE (GTabidze @ 22 Jun 2011, 01:21 )
რა გვარი მაქ რა გვარი : )))))))))))

შენც გალაკტიონი ხომ არ გქვია? = )

Posted by: Bobgure 3 Jul 2011, 19:32
დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

და ყვავილების არის მრავლობა.

ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,

შეიცვლებიან ქარით სიონი,

როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

ისე ერთია გალაკტიონი.

Posted by: merciamercia 3 Jul 2011, 21:45
ქაფქიანა
QUOTE
ეს იცით?

დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია,
თუთა ოქროპუტალერჲ, ოჟერჟელაია.
ქანა ცაშფერ ლანდეფით დო სისმარეფით გაფშუ...
თენერ ლ/ლ/ დო შურქალირჲ ცა დიო ვაფშუ.
თუთა ითამ ზამბახიე, ჩქ/ჩქ/შ სისმარცალო
თიშ ორო დო ოქრუონს მტკვარჲ მისარსალუ;
მტკვარს მეტეხჲ გინაჯინე, ჭიფე წელაია...
დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია.
თაქ აკაკიშ აგაგას ხენცფეშ ლურით ლურსუ,
თაქ ნახუტურ გვირალ ვარდეფს გინართუანს შურსუ.
გვალა რე თუ მურიცხეფიშ გოთანთალერ ბინა.
ბარათაშვილს ათაქ უყორდ ომბოლურო რინა.
ნოტე, ბირას ქოპუნაფდა, გედიშ ბედიქ მერგ/,
ოღონც გეშმარაგადუას, მუჭო დობჟამ სერქ/,
მუჭო სისმარს ეკი–დიკი ვაყუნს მოვარიე,
ფსუაშ შქიორ–შქიორით მიდეღ ოარიე.
მუჭო ხონარ თიშენ მიღუ ოჟერჟელაია,
ვორექ ღურამონჭაფილჲ გედი ჩელაია.
ათე ცა დო თუთაშ ნარდიქ მუჭო ფთქუა, ვარა
ღურუშ შარა ხვალე ართ რე–იავარდიშ შარა.
მუჭო ქარგ/ნს თე შარას მოლერსეშჲ ჭკუა,
მუჭო დიო კოც ვოუძირ სერჲ ათეჯგუა;
დიდ აგაგეფ! თქვან თოლოწო მუჭო მიდაფრთია,
მუჭო ლერსიშ ხენცფე ვორექ, ხანგურ ლერსიშ თია.
მუჭო ქანას ქავოსქიდუქ მათჲ თქვანიწკელა...
დღას ვოუძირ დიო კოც თენერ თუთარჩელა.


ეს გალაკტიონისაა?ვა რა საინტერესოა, არ ვიცოდი ნამდვილად მეგრულადაც თუ წერდა.

Posted by: ქაფქიანა 4 Jul 2011, 08:51
merciamercia

თარგმნილია. არ წერდა მეგრულად...................................

Posted by: merciamercia 4 Jul 2011, 19:58
QUOTE
თარგმნილია. არ წერდა მეგრულად...................................

ხო მეც არ გამიკვირდა user.gif

Posted by: giorgivachadze 4 Jul 2011, 20:10
ქაფქიანა
QUOTE
დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია, თუთა ოქროპუტალერჲ, ოჟერჟელაია. ქანა ცაშფერ ლანდეფით დო სისმარეფით გაფშუ... თენერ ლ/ლ/ დო შურქალირჲ ცა დიო ვაფშუ. თუთა ითამ ზამბახიე, ჩქ/ჩქ/შ სისმარცალო თიშ ორო დო ოქრუონს მტკვარჲ მისარსალუ; მტკვარს მეტეხჲ გინაჯინე, ჭიფე წელაია... დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია. თაქ აკაკიშ აგაგას ხენცფეშ ლურით ლურსუ, თაქ ნახუტურ გვირალ ვარდეფს გინართუანს შურსუ. გვალა რე თუ მურიცხეფიშ გოთანთალერ ბინა. ბარათაშვილს ათაქ უყორდ ომბოლურო რინა. ნოტე, ბირას ქოპუნაფდა, გედიშ ბედიქ მერგ/, ოღონც გეშმარაგადუას, მუჭო დობჟამ სერქ/, მუჭო სისმარს ეკი–დიკი ვაყუნს მოვარიე, ფსუაშ შქიორ–შქიორით მიდეღ ოარიე. მუჭო ხონარ თიშენ მიღუ ოჟერჟელაია, ვორექ ღურამონჭაფილჲ გედი ჩელაია. ათე ცა დო თუთაშ ნარდიქ მუჭო ფთქუა, ვარა ღურუშ შარა ხვალე ართ რე–იავარდიშ შარა. მუჭო ქარგ/ნს თე შარას მოლერსეშჲ ჭკუა, მუჭო დიო კოც ვოუძირ სერჲ ათეჯგუა; დიდ აგაგეფ! თქვან თოლოწო მუჭო მიდაფრთია, მუჭო ლერსიშ ხენცფე ვორექ, ხანგურ ლერსიშ თია. მუჭო ქანას ქავოსქიდუქ მათჲ თქვანიწკელა... დღას ვოუძირ დიო კოც თენერ თუთარჩელა.

მთაწმინდის მთვარე. smile.gif

Posted by: ქაფქიანა 4 Jul 2011, 23:11
giorgivachadze

რა თქმა უნდა................................

Posted by: gretta19 9 Aug 2011, 17:31
ეს სურათები გადავიღე გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმში (ვანის რაიონი სოფ. ჭყვიში)

გალაკტიონის ხელით დაწერილი ლექსი ქარი ქრის:

http://pix.ge/

ლექსების ესკიზები

http://pix.ge/

წერილები

http://pix.ge/

გალაკტიონის ოთახი,აქ ის ლექსებს წერდა,ფანჯრიდან კი იასამანი მოჩანს:
მე და ღამე

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება
მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.
>>>სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.<<<

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

http://pix.ge/

sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: newstar 25 Aug 2011, 21:18
QUOTE
"წუხელის ბიჭი დაბადებულა, გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით... "  


სულ ეგ იყო? თუ გაგრძელებაც აქვს ?
* * *
ქართულ პოეზიაში გალაქტიონის მნიშვნელობა ყველამ ვიცით, მაგრამ ჩემი აზრით სირცხვილია ის, რომ მხოლოდ საქართველოში "აფანატებს" ყველა გალაქტიონზე და უმარავლესობამ თითქმის არაფერი იცის მისი შემოქმედების შესახებ. (

Posted by: miss sunshine 2 Sep 2011, 15:44
გალაქტიონმა გამიმწარა ცხოვრება მეთერთმეტე კლასში aba.gif
მიუხედავად ამისა ძალიან მომწონს მისი ლექსები.
ეს კი ყველაზე მეტად მიყვარს

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...

თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

Posted by: Q10 2 Sep 2011, 15:47
რარიგ კარგია სამშობლოვ
შენი მტკვარი და რიონი
შოთა ილია აკაკი
ვაჟა და გალაქტიონი
* * *
ლებანიძე მურმან

ლეგენდად დარჩეს!

გალაკტიონი,
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ... (მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! -
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ
სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი
მე მიამბო "არაგვში" გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: "სულით და გულით!"
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს,
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

შეუდარებელი ლექსი

Posted by: miss_pepsi 7 Sep 2011, 18:18
ყოველთვის ვაღიარებდი და ვკითხულობდი.. მაგრამ ეს პერიოდი რაღაც ტრაგიკულად შემიყვარდა..
მისი ცალკე პერსონალური თარო მაქვს და.. რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მასთან spy.gif

Posted by: marilis_ 7 Sep 2011, 18:39
miss_pepsi
QUOTE
ყოველთვის ვაღიარებდი და ვკითხულობდი.. მაგრამ ეს პერიოდი რაღაც ტრაგიკულად შემიყვარდა.. მისი ცალკე პერსონალური თარო მაქვს და.. რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მასთან spy.gif


უკაცრავად შეკითხვაა და, ასაკი არ გემატებათ თქვენ?! chups.gif

Posted by: miss_pepsi 7 Sep 2011, 18:42
marilis_
QUOTE
უკაცრავად შეკითხვაა და, ასაკი არ გემატებათ თქვენ?!


უკაცრავად? :|

Posted by: nino darbaiseli 10 Sep 2011, 09:14
http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3437



გადაცემა ,,თავისუფალი ლიტერატურა ''

თემა: გალაკტიონ ტაბიძე

დიალოგს უძღვება ნინო დარბაისელი – პოეტი, ლიტერატურათმცოდნე,
სტუმრები: თემურ შავლაძე – პოეტი, ლიტერატორი,
მარინა ყიფიანი – ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციის მცველი.

Posted by: irusha 22 Sep 2011, 22:18
დღეს გალაკტიონის ჩანახატებს ვათვალიერებდი...

***
"სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე."


მთელი დღეა აკვიატებული მაქვს...
გენიალურია..

Posted by: nino darbaiseli 2 Nov 2011, 18:24
მზადდება გამოსაცემად

სამეცნიერო-ლიტერატურული სერიის ახალი წიგნი

,,გალაკტიონოლოგია VI’’ (2012)

ბეჭდური და ელექტრონული სახით წარმოდგენილი ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს (acadnusx ,11)
შესარჩევ მასალათა მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 მარტი.
მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 5, 1 სართული
galaktioni@hotmail.com
,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი’’

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

* * *
ა.წ. 17 ნოემბერს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი''
და
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის N51 საჯარო სკოლა
გამართავენ ერთობლივ ღონისძიებას

,,საუბრები გალაკტიონზე''

დასაწყისი - 12.30
მისამართი: თბილისი, მელიქიშვილი 2, მეოთხე სართული, საკონფერენციო დარბაზი

დასწრება თავისუფალია

Posted by: MrHERCULES 14 Nov 2011, 14:27

nino darbaiseli
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.

მოქალაქენო, 3 დღეში 120 წლის იუბილეა და კიდევ რამე ღონისძიებას გეგმავს ვინმე, თუ იცით?
თუ, როგორც ყოველთვის, პოსტ-ფაქტუმ უნდა გავიგოთ, რომ თურმე სადღაც რაღაც ჩაუტარებიათ.
მოკლედ, თუ ვინმემ რამე იცით, ნუ დაგვიმალავთ.


Posted by: Herr 14 Nov 2011, 14:43
QUOTE
"სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე."




love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Herr 17 Nov 2011, 20:16
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.


დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

Posted by: Demetrius 17 Nov 2011, 20:26
პოეტთა მეფეს ვულოცავ დაბადების დღეს love.gif love.gif


* * *
მეგობრებო ვისაც გაქვთ გალაკტიონის ლექსების აუდიო ჩანაწერი იქნებ ათვირთოთ სადმე smile.gif

Posted by: მაწო7 24 Dec 2011, 21:29


- -

Posted by: merciamercia 27 Dec 2011, 23:01
"წავალ სხვა მხარეს დავესახლები
მე, საუკუნის მგზავრი გვიანი,
სადაც იქნება ცოფი ნაკლები,
უფრო ნაკლები ადამიანი."

Posted by: hermion granger 28 Dec 2011, 00:07
არასოდეს არ გიცდიათ?"ლურჯა ცხენებს" შუაში დაადეთ თითი, სტრიქონები იყოფა და 2 ლექსად იკითხება, მთლიანობაში სამად, ცადეთ თუ არ იცით, ძალიან კარგია chups.gif

Posted by: eNEgmatuRO 20 Feb 2012, 17:56
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას

Posted by: leva1990 20 Feb 2012, 18:03


ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

Posted by: merciamercia 20 Feb 2012, 18:36
..ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია. როცა შენთან ვარ, ოლკინ, ასეთი საქმე არასდროს დამემართება. მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი. იგი არაფერს ჰგავს. სახსნელი გზა არსადაა. ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…
ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!… ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერია. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე…მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა კაცი ვარ… მაგრამ არაფერია… შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?
მე კი ისევ ძველებურად , გაგიჟებით მიყვარხარ!
მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ? მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ… ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით… მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ ოლკინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო პატარა ოლკინ… დეეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ცუდს ნურასდროს გაიფიქრებ და იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია,– მას შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ.
სხვა, როგორ იმგზავრე? გზაში ეშმაკობდი, არა? ოლკინ, ჭკვიანად იყავი და უბრალოდ ნურავის დაენდობი, ხომ იცი, რა საზიზღარი ქმნილებაა ზოგიერთი ადამიანი… გადაეცი ყველა ჭიათურელს:გალონმა შემოგითვალათ, ჩემს ოლოლს არაფერი აწყენინოთ–თქო.
შენ იცი, როგორ მოუვლი თავს… გამხდარი და ავადმყოფი არ ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა, ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ… მწარედ გაგლახავ, ჭინჭრით!''

გალაკტიონი

love.gif love.gif

ყველაფერში გენიალურია ეს კაცი <3

Posted by: leva1990 20 Feb 2012, 18:48

ღამის ნათელში, მტვერში, მთვარეში,
მიყვარდა სულის შეხება შენი,
თბილისის დაღლილ ქარის თარეში,
კოშკები ძველად ნაგებ-ნაშენი.
მსუბუქი ალით გზებს ეკიდება
ტალღები ნელი და სურნელება,
მე მახსოვს შენი ძველი დიდება
და განშორება აწ მეძნელება.
ყოველდღე მოდის ახალი ტალღა -
მყვირალა, სუსტი და დღევანდელი,
და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა
სანთელი... შენი სული, სანთელი.

Posted by: spliyvi1 22 Feb 2012, 00:25
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ, როდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.

Posted by: leva1990 22 Feb 2012, 10:09

ეს იყო წინათ, დიდი ხნიდ წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს,-
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.
მიდიხარ… ისე მიგაქვს წვალება, თითქოს
ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
მიდიხარ… აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
მიდიხარ… ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ… შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს _
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

Posted by: Charlotte Casiraghi 22 Feb 2012, 22:04
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში შეშლილი სკვითელი..

Posted by: leva1990 23 Feb 2012, 11:08
რაც უფრო შორს ხარმით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი
ხელუხლებელი როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი როგორც ედემი8

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე
ავადმყოფ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული

Posted by: spliyvi1 27 Feb 2012, 22:41
თმას გაიშლის, დაემხობა
და ცრემლები სცვივა, სცვივა…
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი,
გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე,
ჩუმად იყავ, უგდე ყური…
გესმის, გესმის, როგორ კვნესის
დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს,
როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე…
თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

Posted by: cqafunaaa 8 Mar 2012, 17:57


ალბათ სიცუდით სიკარგის დამალვა სურდა.......

Posted by: spliyvi1 8 Mar 2012, 22:09
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

Posted by: Menestrel 17 Mar 2012, 01:10

მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე,
ვინა სთქვა შენი გარდაცვალება?!
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე!

მიდიხარ, აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა სთქვა შენი უბედურება?!
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი!

მიდიხარ, ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი,
ვინა სთქვა შენი მიუსაფრობა?!
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი!

მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს -
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არი,
შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს,
შენ უკვდავების ხარ ბინადარი!


Posted by: nino darbaiseli 19 Mar 2012, 12:25
‎21 მარტს, ოთხშაბათს, 14 საათზე

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდება ტრადიციული სესია–მემორიალი

"გალაკტიონის დღე"

მოხსენება: "მრავალსტილიანობის პრობლემა გალაკტიონ ტაბიძის 20–იანი წლების შემოქმედებაში"

მომხსენებელი: ნათია სიხარულიძე

მისამართი : კოსტავას 5


(სესიას გაუძღვება თქვენი მონა-მორჩილი)

Posted by: barca_77 19 Mar 2012, 13:45
ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს,
ჰანგთა სიმების მოისმის ჟღერა,
თავდავიწყების სავსე მორევში,
დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე გეტერა...

Posted by: spliyvi1 4 Apr 2012, 23:22
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

Posted by: nino darbaiseli 16 Apr 2012, 14:48
.
გალაკტიონის ამ ხელნაწერს თარიღად უზის ,,16 აპრილი, აღდგომა, 1922" .

ზუსტად 90 წელიწადი გასულა იმ დღიდან...

პოეზიის მოყვარულები მასში უთუოდ შეიცნობენ საბოლოო ვერსიას - მცირე ლექსს :

,, ძველი ხელები წყდება კალიფსოს''



***

ქვეყანა გიცდის, როგორც მე გიცდი,
შეხედე, დიდი ქაოსებია,
გაოცებია ცას ამეტისტი,
მკლავები ბრძოლით დაოსებია.
ჩქარია სისხლში ხელის ფათური,
წყდებიან: ღვარი, ზარი, კომეტა
და ქარის დაქრის ტრიუმფატორი
დაუცხრომელი მესადგომეთა.
მოვიდა ვიღაც ჩუმი და ზანტი,
გადაულოცა გზას ამინდები,
სადღაც, წყვდიადში გაჰკრა ასანთი
და ააფეთქა დინამიტები.
ავარდა ალი, მთები იწვიან,
ალმა შფოთიან ზღვას მიუწია,
ქვეყანა მეტად შორს გაიწვია:
ზღვა, აღელვება, რევოლუცია!
სადღაც ხელები წყდება კალიფსოს
და კვნესა ისმის: ქრისტე, მიხედე!
და დაჰქრის ცეცხლი აპოკალიფსის:
გაანადგურე ეს ჯოჯოხეთი!

Posted by: Antonio Montana 27 Apr 2012, 23:18



ყველაზე ამბიციური პიროვნება იყო გალაკტიონი

Posted by: eNEgmatuRO 17 Jun 2012, 13:16
ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით
ვწუხვარ ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები
ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: "გალაკტიონ" და ძნელია მიგნება
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება
რამდენი ქარავანი მთებზე გადამართული
გაიშლება გამრღვევი მღვრიე უდაბნოეთის
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის
ო რამდენი დაცხრება შურიანი თვალები
მარად რომ იმარჯვებენ გამოუცნობ მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე მხოლოდ ინტეგრალები
ცხენთა შეჯიბრებაზე ისევ ლურჯა ცხენები
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი
გაქრა როგორც ღუმელი ცოდვით გადაბუგული
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით ღამე მთვარეს მოებას
სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული
სულს სწყურია საზღვარი როგორც უსაზღვროებას
თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ იმ უსაძღვრობაში მწუხარებას აიტან
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები
ყოველმხრივ სივრცე იყოს შველა კი არსაიდან
ო უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება
როგორც უხვი მემკვიდრე ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის
წარსულში-მომავალში წყევლით გადავეშვები
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ პირველი ჩნდება მერიდიანი
ისევ ვეძებ დაღუპვას და დავცინი სიბერეს
წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს
დე თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გადრთული
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული
ლანდი არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა
დამრჩეს ეს საიდუმლო როგორც წმინდა ემბაზი
ეფემერა მომექცეს როგორც ღამეს ენებოს
ცხენთა შეჯიბრებაზე, ცხენთა შეჯიბრებაზე
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!

უკაცრავად თუ ბევრი შეცდომა დავუშვი. ისე დავწერე ზეპირად როგორც, მახსოვდა....

Posted by: nino darbaiseli 10 Sep 2012, 10:49
მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის” სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია VI”.
ჟურნალ ,, ჩვენი მწერლობის'' 2012 წლის . 7 სექტემბრის, მე-18 ნომერში ამ კრებულის ანონსის სახით გამოქვეყნებულია ფრაგმენტი ნინო დარბაისელის ვრცელი კრიტიკული წერილიდან ,,Qui pro quo", რომელიც ეხება ზაზა შათირიშვილის წიგნს ,, გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა'' .

ელექტრონული ვერსის წაკითხვა შეგიძლიათ ლინკზე:


http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=555&#entry32928302

Posted by: Alcoholic 1 Nov 2012, 00:57
უდიდესი ვანელი ადამიანი :* მეამაყება ვანელი რომ ვარ... გენიოსი რომელიც სადღაც მთებში დაიბადა !

Posted by: Paloma_Picasso 1 Nov 2012, 01:01
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად - როგორც თანამდები -
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!.

Posted by: Noodles3 6 Nov 2012, 22:42
პოეზიის ვიწრო ხიდზე
მიდის კალე ბობოხიძე
წინ ქალები,უკან კალე
კალეს რაღაც უკანკალებს
ის რაც კალეს უკანკალებს
თვითონ უნდა უკან კალეს


გალაკტიონმა რომ მიუძღვნა კალე ბობოხიძეს... მამაჩემმა მასწავლა ეს ბავშვობაში და ეხლა გამახსენდა biggrin.gif

Posted by: Alcoholic 6 Nov 2012, 23:24
გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ !

Posted by: George Best :) 13 Nov 2012, 03:15
თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი...
მე ვინატრებდი ზღვას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს, ერთ ღერ პაპიროზს...

Posted by: io-io 13 Nov 2012, 03:21
QUOTE
უდიდესი ვანელი ადამიანი :* მეამაყება ვანელი რომ ვარ... გენიოსი რომელიც სადღაც მთებში დაიბადა !

უდიდესი ვანელი კი არა, ამხელა პოეტი მსოფლიოში არ არსებულა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გონება იყო კაცობრიობის ისტორიაში.
უდიდესი ვანელი არა smile.gif

Posted by: nino darbaiseli 14 Nov 2012, 22:44
17 ნოემბერს გალაკტიონის დაბადების დღეა!

ა.წ. 16 ნოემბერს, პარასკევს, 14.00 საათზე
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში

გალაკტიონის კვლევის ცენტრი
... და
გ. ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლა
გამართავენ ერთობლივ ღონისძიებას

,,გალაკტიონოლოგიური საუბრები"


1. შესავალი სიტყვა ,, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა'' ( ნინო დარბაისელი)
2. ალუზია და რემინისცენცია გალაკტიონის პოეზიის მაგალითზე (ლევან ბრეგაძე)
3. ,,ერთი ლექსის ნაკვალევზე - გალაკტიონის ,,პირველი ვარდი" (ნათია სიხარულიძე)
4. გალაკტიონი ,,სიმბოლოთა ილუსტრირებულ ლექსიკონში" (ქეთევან ელაშვილი)
5. საიტი ,გალაკტიონი" (ნანა კობალაძე)

დასასრულ საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ გალაკტიონის სკოლის მოსწავლეები

მისამართი: თბილისი. მ. კოსტავას ქუჩა №5. მეორე სართული, სხდომათა ოთახი.

Posted by: Menestrel 16 Nov 2012, 16:12
QUOTE (io-io @ 13 Nov 2012, 03:21 )
QUOTE
უდიდესი ვანელი ადამიანი :* მეამაყება ვანელი რომ ვარ... გენიოსი რომელიც სადღაც მთებში დაიბადა !

უდიდესი ვანელი კი არა, ამხელა პოეტი მსოფლიოში არ არსებულა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გონება იყო კაცობრიობის ისტორიაში.
უდიდესი ვანელი არა smile.gif


”მთებში დაბადებას” რაც შეეხება - ჭყვიში დაბლობი ადგილია, მთები მარტო შორი-ახლო თუ მოსჩანან.

და ისე ვაჟა თუ იყო ფშაველი გალაკტიონის ვანელად მოხსენიება რატომ არ შეიძლება?!

მაგრამ არის ერთი განსხვავება: ვაჟამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ფშავში გაატარა, გალაკტიონი რვა წლისა იყო ქუთაისში რომ ჩაიყვანეს და მას შემდეგ მშობლიურ სოფელს იშვიათად სტუმრობდა, თუმცა იქაური სურათები მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდნენ.

ამგვარი განწყობითაა ნაკარნახევი, მაგალითად, ეს გენიალური ლექსი, რომელიც ოცდახუთი წლისამ დაწერა. ეს ის დროა, როცა დედა და უფროსი ძმა საყვედურობდნენ - სოფელში რატომ აღარ ჩამოდიხარო:


შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს,
აღარ გაუბამ მთებს ლაპარაკსა.
არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები,
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაეშანები,
ტყე - შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრიალი ნეკერჩხალისა,..
მდინარემ წყალი შემოადიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.
დაფარულია მთელი მინდორი,
თანდათან მღვრიე რიონი მოდის,
მოაქვს ხაბო და ნასიმინდარი,
მოაქვს ამინდი წვიმის და შფოთის,
მოაქვს ხეები, მოაქვს მორები,
მოაქვს ჭალების სული მცურავი,
მოუახლოვდა სახლებს მორევი,
მდინარის რისხვა და სამდურავი.


P.S. ხვალ ამ გენიოსის დაბადების დღეა. თუ იცით, ვინმე რამე ღონისძიების გამართვას აპირებს ამ ამბის აღსანიშნავად?


Posted by: ortnet 16 Nov 2012, 19:20
QUOTE
უდიდესი ვანელი ადამიანი

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაქტიონ თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...

უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი
თვისი სიმაღლით ის იყო Mთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...
* * *
კიდევ კარგი ლებანიძე ეგეთ შეზღუდულ არეალში არ განიხილავდა, თორემ დავკარგავდით ალბათ მეორეს

Posted by: kranci 16 Nov 2012, 21:30

საშვი საჯარო ბიბლიოთეკაში smile.gif


Posted by: madamshosha 16 Nov 2012, 22:27
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...


ეს ადამიანი უბრალოდ გენიაა რომელსაც საუკუნეები და ვერც ლაპარაკი ვერ გაცვეთს,ვერ ამოხსნის...

Posted by: Alcoholic 16 Nov 2012, 22:35
madamshosha - მე ვანელი ვარ ! smile.gif გალაკტიონის თანასოფლელი ! tuk.gif

Posted by: merciamercia 17 Nov 2012, 00:25
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.

დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა.

Posted by: alexandra91 17 Nov 2012, 12:43
მე 21 ის გავხდი biggrin.gif გალაკტიონი 121ის biggrin.gif

Posted by: irusha 17 Nov 2012, 13:09
რა საჭიროა სიტყვები,
მჯერა..
რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,
როგორც სიცოცხლე და ბედისწერა,
თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით..


გენიალური და გენიალურზე უფრო გენიალური

Posted by: ortnet 17 Nov 2012, 13:39
QUOTE
მე 21 ის გავხდი  გალაკტიონი 121ის

აბა შენ იცი, 100 წელიწადში, შენი 121 და გალაკტიონას 241 წლის იუბილე კაციშვილს არ გამოპარვოდეს alk.gif

Posted by: alexandra91 17 Nov 2012, 16:23
241 კი არა 221 იქნება.... ნუ აბერებ biggrin.gif

Posted by: ზურატი96 17 Nov 2012, 16:58
kranci
QUOTE
საშვი საჯარო ბიბლიოთეკაში


eek.gif ვეღარ გავიგე გალაქტიონია თუ გალაკტიონი rolleyes.gif

Posted by: l-e-v-a-n 17 Nov 2012, 17:23

...რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...


QUOTE
გალაქტიონია თუ გალაკტიონი

ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე, მარა მე გალაკტიონი არასდროს მIთქვია

Posted by: merciamercia 17 Nov 2012, 17:26
QUOTE
ვეღარ გავიგე გალაქტიონია თუ გალაკტიონი   

გალაქტიონი ერქვა, მაგრამ როგორც ვიცი თვითონ არ მოწონდა გალაქტიონი smile.gif ლექსებზე ხელს აწერდა, როგორც გალაკტიონი smile.gif

Posted by: alexandra91 17 Nov 2012, 20:58
QUOTE
გალაქტიონი ერქვა, მაგრამ როგორც ვიცი თვითონ არ მოწონდა გალაქტიონი  ლექსებზე ხელს აწერდა, როგორც გალაკტიონი

ააჰააა smile.gif როგორც ერთია ქვეყნად რიონი ისე ერთია გალაკტიონი biggrin.gif

Posted by: 1900pn 18 Nov 2012, 12:23
QUOTE
ვეღარ გავიგე გალაქტიონია თუ გალაკტიონი

მშობლებისგან ერგო სახელი გალა-ქ-ტიონი, თუმცა მან თავის თავს გალა-კ-ტიონი უწოდა,როცა ლექსების წერა დაიწყო,გამორჩეულობის,ერთადერთობის მიზნით... მაშინ პოეტები ხშირად იცვლიდნენ სახელებს და უფრო გამორჩეულ,პოეტურ სახელებს ირქმევდნენ: ასე გახდა ტიტე - ტიციანი , პავლე - პაოლო და ა.შ

Posted by: მადამ ფისუნია 18 Nov 2012, 20:58
ვგიჟდები "გიჟი გალას" შემოქმედებაზე რომ არაფერი ვთქვა ყველასათვის ცნობილ ლექსებზე, მოდი შევეხები ნაკლებად ცნობილებს და მე პირადად ამ ლექსზე ჭკუას ვკარგავ
VOILES

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!
ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი)
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები!
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!

Posted by: Alcoholic 18 Nov 2012, 21:36
madam_fisunia - ველურო კნუტო აქ ხარ შენც ? smile.gif) როგორ არის ფსიქოლოგიის საქმე ? smile.gif offtopic.gif

Posted by: narmonana 18 Nov 2012, 22:58
იფფფ,კაია რაა,შემოდგომის ჩაშავებულ დილას და ავლაბარს მახსენებს.

გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული სტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.

Posted by: Paradise_Circus 23 Nov 2012, 20:46
თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.

ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.



ამას მოყვა გალაკტიონის ცნობილი ლექსი

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია -
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -
რომელი საათია?

Posted by: Charlotte Casiraghi 26 Nov 2012, 13:11
სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,
სანთელი მბჟუტავი სულ გაუდაბურდა,
მას შემდეგ რაც შენი სახება ბინდბუნდზე
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა..

Posted by: Paloma_Picasso 26 Nov 2012, 23:26
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება,
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, -
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი,
და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე...

ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე;
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება ...

Posted by: მადამ ფისუნია 27 Nov 2012, 19:59
ალკოჰოლიკი
მგონი არაუშავს

Posted by: kranci 28 Nov 2012, 05:24

Posted by: Alcoholic 28 Nov 2012, 13:06
madam_fisunia - ძალიან კარგია smile.gif გალაკტიონთან შენც ახლოს ხარ ე.ი smile.gif

Posted by: merciamercia 29 Nov 2012, 21:59
***
ილია მღერის - ვაჰმე!
ანდა რას ნიშნავს ნეტა:
ისე არ გავა ღამე -
არ დამენახვოს დედა.

შუბლზე მეხება ხელით
და ვგრძნობ, ცივია ტილო:
“შვილო, შუბლი გაქვს ცხელი,
რა გემართება, შვილო!”

იმ სამუდამო მხარეს,
ალბათ შენ ჩემზე სწუხარ,
დარდს ნუ ეძლევი მწარეს,
არ წაქცეულა მუხა.

არაფერია! მღვრიით
დე ირეოდეს მუმლი,
მაინც ხომ ცოცხლობს ტყვიით
ტყედ განგმირული შუბლი.

<3

Posted by: British-Beret 10 Dec 2012, 17:28
გამარჯობათ თქვენი დახმარება მჭირდება ამ ლექსის მიხედვით : უნდა დავახასიათო გალაქტიონი, რა მხატრული ხერხები აქვს გამოყენებული და რა არის ამ ლექსის მთავარი სათქმელი, თემა მაქ დასაწერი და ვერაფრით დავწერე ნორმალური 3 დგეა : D და იქნებ თქვენ მომაწოდოთ იდეეები

რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი-როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ,დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული

Posted by: nino darbaiseli 7 Feb 2013, 21:34
,,გალაკტიონოლოგია VI“





2012 წელს შესრულდა დეკადა სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულ ,,გალაკტიონოლოგიის“ დაარსებიდან.

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის" მიერ მომზადებული ამ სერიის ახალი წიგნის ,,გალაკტიონოლოგია VI“ -ის ძირითადი კორპუსი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი - პოეტის 20-იანი წლების შემოქმედებისა და ცხოვრების გაშუქებას ეძღვნება. მასში გაერთიანებულია ნაშრომები, რომლის ავტორებიც არიან თეიმურაზ დოიაშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ლევან ბრეგაძე და ნათია სიხარულიძე,

მეორე ნაწილი გალაკტიონოლოგიური ლიტერატურის რეცენზირებასა და კრიტიკულ ანალიზს ეთმობა . ნინო დარბაისელის, ლევან ბრეგაძის, კახი იოსებიძის, ნოდარ ნებიერიძისა და ეკა იმერლიშვილის წერილებში განხილულია ზაზა შათირიშვილის, როლანდ ბურჭულაძის, ნოდარ ტაბიძის, ნაზი ხელაიას და ავთანდილ ნიკოლეიშვილის მონოგრაფიები თუ ცალკეული წერილები.

გარდა ამ მასალებისა, მკითხველი გაეცნობა კონსტანტინე ბრეგაძის გამოკვლევას ,,ლურჯა ცხენების“ შესახებ, ვახტანგ ჯავახაძისა და გურამ გოგიაშვილის მცირე ესსეებს, ნათია სიხარულიძის ტექსტოლოგიურ ეტიუდს, ფატი დიდიას მოგონებათა პუბლიკაციას (მოამზადა ნანა კობალაძემ) და კრისტიანე ლიხტენფილდის წერილს ,,გალაკტიონ ტაბიძე“ (თარგმანი გიორგი ბრეგაძისა).

კრებულში სათაურით ,, საღამოები - ხავერდის ყდაში“ გამოქვეყნებულია ფრაგმენტი როსტომ ჩხეიძის ახალი, ვრცელი ბიოგრაფიული რომანისა ,,კომიკოსი ტრაგედიაში’’, რომელსაც ავტორის აღიარებით, ძირითად საფუძვლად უდევს გალაკტიონის კვლევის ცენტრის სამეცნიერო მუშაობის შედეგები.



კრებულის განხილვა გაიმართება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში, ტრადიციულ მემორიალურ სესიაზე ,გალაკტიონის დღე".





განხილვის ზუსტ თარიღსა და გამომსვლელთა ვინაობას გაცნობებთ დამატებით. smile.gif

Posted by: Perfectum 7 Feb 2013, 21:54
ვწუხვარ ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები...

Posted by: eNEgmatuRO 8 Feb 2013, 01:40
QUOTE
ვწუხვარ ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები...


ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.

Posted by: Nitsa_a 8 Feb 2013, 02:31
"გალაკტიონმა, უპირველეს ყოვლისა, პოეზიის სიდიადის, პოეზიის მარადიულობისა და, რაც მთავარია, პოეზიის აუცილებლობის რწმენა განგვიმტკიცა ჩვენ"

Posted by: Menestrel 17 Mar 2013, 00:42

17 მარტი 1959

"...მაშასადამე _ ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ჩვიდმეტი მარტის ჩვიდმეტ
საათსა და ორმოცდაათ წუთზე...
წვიმიანი სამშაბათი იდგა...
პირველ საათზე დააწვინეს (უფრო ზუსტად _ პირველს ათი წუთი აკლდა). ტრაგედია
ექვსზე მოხდა (უფრო ზუსტად _ ექვსს ათი აკლდა). ხუთი საათი საკმაო დროა.
შეგვიძლია მიახლოებითი თანამიმდევრობით აღვადგინოთ ეს უკანასკნელი
დათვლილი საათები და წუთები, თვითმკვლელობისათვის მზადების საათები და
წუთები.
მეოთხე სართულის მეშვიდე პალატაში ორი მოქალაქე დახვდა, ორივე თბილისელი.
ორის ნახევარზე განყოფილების გამგესთან მივიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში.
განყოფილების გამგემ და მკურნლმა ექიმმა გასინჯეს.
_ ისეთი მძიმე მდგომარეობა არ ჰქონდა, რომ გვეფიქრა ასეთ მძიმე შედეგზე, _
აღნიშნავს პირველი.
_ არავითარი საეჭვო მდგომარეობა არ იყო მოსალოდნელი, _ ადასტურებს მეორე.
სამის ნახევარზე მედიცინის დამ შენიშნა ვესტიბიულში: პაპიროსს ეწეოდა და
ბოლთას სცემდა. მიესალმა. ძალიან თავაზიანად უპასუხა, ჰკითხა კიდეც _ როგორ
ბრძანდებითო («დღეს უნდა გადავვარდე!»).
სამი საათი მიიწურა, წყნარი საათი დაიწყო: ექიმები წაბრძანდნენ, პაციენტები
ისვენებდნენ.
ისევ ოთხმოცდამეთორმეტე ოთახთან იდგა, მორიგე ექიმმა რომ მოაკითხა.
მოიკითხეს ერთმანეთი. შეკითხვაზე _ ახალი ხომ არაფერია, უპასუხა: წიგნი გამოდისო
ჩემი _ ჩვენს რჩეულს გულისხმობდა. მორიგე ექიმმაც ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში
შეიყვანა და ერთხელ კიდევ გასინჯა. ერთად გამოვიდნენ. საღამოს კიდევ გინახულებო,
_ შეჰპირდა მორიგე ექიმი და მესამე სართულზე ჩაბრუნდა:
_ სულ ღიმილით მელაპარაკებოდა, თავაზიანად... არავითარი განსაკუთრებული მე
მისთვის არ შემინიშნავს.
ოთხ საათზე ექთანიც ფოიეში შეხვდა და მოიკითხა: ცერის აწევით ანიშნა _ ყოჩაღად
ვარო.
_ არავითარი აღელვება არ ეტყობოდაო, _ განაცხადა ექთანმა მეორე დღეს.
_ ადამიანი თავის მოკვლას გადაწყვეტს ხოლმე ჩვეულებრივად გამოუვალი
უკმაყოფილების გამო და მაშინ ამას აკეთებს ისეთი გულგრილი განზრახვითა და
შეუპოვარი გამბედაობით, რომ თუნდაც ავადმყოფივით უმეთვალყურეონ, სარგებლობს
პირველივე შემთხვევით, რათა განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი, ამჯერად მისთვის
შვების მოპოვების ბუნებრივი და სასურველი საშუალება (ართურ შოპენჰაუერი).
ხუთი საათისთვის დირექტორის მოადგილემ გამოიარა და ჰკითხა, როგორ მოეწყვეო.
პირდაპირ არ უპასუხა (!). მხოლოდ ეს უთხრა: ძალიან კმაყოფილი ვარ ყველასიო, და
რამდენიმეჯერ აკოცა («ჯერ ადრეა, გალაკტიონ!»)...
რამდენიმე საათით ადრე კონსტანტინე გამსახურდია შენიშნა საავადმყოფოს ფოიეში
და იმასაც საკოცნელად მიაშურა...
გრიგოლ რობაქიძესაც შეუმჩნევია ძალიან ადრე და დამახსოვრებია:
_ საინტერესო იყო მეტად შეხვედრა მასთან... შემოგეფრქვეოდა ხალისით,
გადამეტებული ხალისით _ «მეტი» აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის
დაფარვისა...
იმდღევანდელი უჩვეულო და განსაკუთრებული თავაზიანობა კი ექვსი საათის
შემდეგ გაიხსენეს და აღმოაჩინეს, თორემ მანამდე ვის ეცალა მისთვის!
ექვსის ნახევარზე ქირურგიული განყოფილების გამგე შეხვდა კვლავ
ოთხმოცდამეთორმეტე ოთახის კარებთან. პირველი თვითონ მიესალმა და დიდი
პატივისცემით მოიკითხა. როცა ამ უკანასკნელმა მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ
ჰკითხა _ თვითონ როგორ ბრძანდებითო, _ დაბეჯითებით უპასუხა: ძალიან კარგადო
(«დღეს უნდა გადავვარდე!»).
ცოტახნის შემდეგ სკამი აიღო და აივანზე გასვლა დააპირა (პირველი ცდა!).
მედიცინის დამ, რომელსაც სამის ნახევარზე ესაუბრა, ურჩია, აივანი სველია და გასვლა
არ ღირს. თუ გნებავთ, კარებს გავაღებ და აქვე დაბრძანდითო. გაუღიმა, დაეთანხმა,
აივანი ნამდვილად სველია და გასვლა მართლაც არ ღირსო. მექანიკურად, სიტყვა-
სიტყვით გაიმეორა თანამოსაუბრის ნათქვამი, რადგან სხვა საწუხარი აწუხებდა და სხვა
საფიქრალს ფიქრობდა. სკამი დადგა («ჯერ ადრეა, გალაკტიონ!») და კორიდორში
გაისეირნა.
_ არც სამისნახევარზე და არც ექვსისნახევარზე მის განწყობილებაში უჩვეულო
არაფერი შემინიშნავსო, _ გულწრფელად აღიარებს მედიცინის და.
დაახლოებით ამ დროს მოვიდა მასთან მესამე სართულიდან ერთი ნაცნობი
ლიტერატორი და ლექსების წასაკითხად მიიწვია. დათანხმდა: პროცედურიდან რომ
დაბრუნდები, გამომიარეო. დერეფნის კარებამდე მიაცილა («დღეს უნდა გადავვარდე!»)
და ჰკითხა: რას კითხულობო. როგორც ჩანს, ეს იყო მისი უკანასკნელი შეკითხვა და
საუბარი.
მერე ერთხანს ბოლთას სცემდა და პაპიროსს ეწეოდა. ხალათის ჯიბეში თავის
განუყრელ უბის წიგნაკთან და ფანქრის ნამლევთან ერთად, ერთი კოლოფი «რეკორდი»
და სამი კოლოფი ასანთი ედო. კოლოფში ექვსი ღერი ეწყო. სამის მოწევა მოასწრო,
სანახევროდ მოსწია: ნერვიულობდა, ნამწვავები იმავე კოლოფში ჩააბრუნა...
_ ჯერ ადრეა, გალაკტიონ, ცოტახნის შემდეგ...
კვლავ ბოლთას სცემდა და ისე მძიმედ ხვნეშოდა, რომ მახლობელ პალატაში ერთი
ახალგაზრდის ყურადღება მიიპყრო. ეს უკანასკნელი წიგნს კითხულობდა. იცნო, ვინც
სწუხდა კარებს იქით, მაგრამ ყოყმანობდა, გამბედაობა თუ სითამამე არ ეყო,
გამოსულიყო და გასაუბრებოდა (დღესაც ნანობს!).
მეექვსე საათი იწურებოდა... იწურებოდა უკანასკნელი წუთები, უკანასკნელი წამები...
_ დღეს უნდა გადავვარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ...
იქნებ უბრალო შეკითხვას ან შეხმიანებას გამოეფხიზლებინა?!
მაგრამ არა: ექვსი საათისთვის შეეხმიანა სანიტარი, რომელმაც პირველ საათზე
საავადმყოფოს ტანსაცმელი ჩააცვა, ხელი ჩაჰკიდა, ბავშვივით აიყვანა მეოთხე
სართულზე და მეშვიდე პალატაში შეაცილა. ახლა ვესტიბიულს ასუფთავებდა და
სთხოვა, წასულიყო და პალატაში დაწოლილიყო, დაესვენა, რადგან, ჩანს, შეამჩნია
განუწყვეტლივ დერეფანსა და ვესტიბიულში რომ ტრიალებდა და წრიალებდა. იდგა და
შეჰყურებდა ნაცნობ სანიტარს, მაგრამ უკვე აღარ უპასუხა თუ აღარაფერი ესმოდა...
_ დღეს უნდა გადავვარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ. დღეს. დღეს. უსათუოდ...
სანიტარი სააბაზანოში შევიდა, ცოცხი დადო და, როცა შემობრუნდა, ვესტიბიულში
აღარ დახვდა...
ამ დროს დაპირებულმა ნაცნობმაც მოაკითხა მესამე სართულიდან და რაკი პალატის
ნომერი არ იცოდა, კორიდორში დაელოდა. მაგრამ («სად არ გამოტყვრება ეს წყეული
მაგრამ») უკვე გვიან იყო: ერთი ნაბიჯით გაასწრო...
_ ეხლა შემიძლია!
მესამედ და უკანასკნელად შევიდა ოთხმოცდამეთორმეტე ოთახში, უაივნო
თავისუფალ ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში:
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
მიხურა კარი, გაიხადა ავადმყოფის ხალათი, დადო ტახტზე:
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
აიღო ვენური სკამი, მიიტანა ფანჯარასთან, გამოაღო ფანჯარა, ორმაგი ფანჯარა:
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
_ ისევ მეძახის ჩემი დემონი!
ავიდა ჯერ სკამზე, მერე ფანჯრის რაფაზე და...
_ მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ჩემი დემონის ცეცხლიან თვალებს გარდა!..
დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს"


ვახტანგ ჯავახაძე, "უცნობი"


Posted by: merciamercia 17 Mar 2013, 00:59
,,და ყველასთვის მოულოდნელად
საკუთარი თავისთთვისაც კი,
ფანჯრიდან გავიდა,
არა თვითმკვლელობის მიზნით,
არამედ იმიტომ, რომ ფანჯარა უფრო ახლოს იყო
ცასთან, ვიდრე კარები.''


love.gif love.gif

Posted by: ზურატი96 17 Mar 2013, 01:14
გალაკტიონის არა მაგრამ გალაკტიონზეა ეს ლექსი როგორც ვიცი

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით.
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა.
გადამიდგა, და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა.

მივაწოდე, გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, მთვრალი ვარო მითხრა.
გავაბოლეთ, გულის ფსკერზე დათბა,
თქვა მადლობა, რა დროაო - მკითხა.

მე ვუთხარი - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
"ეჰეჰეეი" შეუძახა თბილისს,
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა.

თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა....
რა კარგია რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა.

/მურმან ლებანიძე/ love.gif



Posted by: merciamercia 17 Mar 2013, 16:16
გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა,
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა,
და, რომ არ გითხრა, ივარგებს განა?!
ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი,
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი,
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი, -
შემოდგომისას ძირს დაცვენილი.
რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს,
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი:
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ,
რომ სიცოცხლე და ლექსები გშვენის!

ლადო ასათიანი

Posted by: Netochka 10 Aug 2013, 20:12
user posted image
user.gif

მეც თბილისის ქუჩებიდან ვიცნობდი.
ბევრჯერ შევხვედრივარ და ავდევნებივარ, როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტერს კაი ვერ ვუპოვნე, ფეხისწვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით..
ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ტაძარში აღმოვჩნდი და ეკლესიაში პირველად შესული ბიჭივით დავიბენი.როდესაც დავმშვიდდი და თალი კედლებსა დათაღებს შევაჩვიე, გავოცდი: კვლავ ტაძრის წინ ვიდექი, ტაძარში ტაძარი დამხვდა, და ეს ტაძარი მეტი იდუმალებით იყო მოცული, რადგან არც კარი გააჩნდა, არც სარკმელი და შიგ ფეხი არავის დაედგა:
-მე აღვაგე ტაძარი, ტაძარი ჩემი ტანჯვა-წამების, რომელშიც შესვლა არ შეუძლია, ჩემს გარდა, არავის.

ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე


Posted by: happy dreamer91 17 Oct 2013, 00:27
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები.... რაც უფრო და უფრო ახლოს და ღრმად ვეცნობი გალაკტიონის შემოქმედებას, სულ უფრო მაოცებს. მართლა გენიოსი და უდიდესია. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, დაფიქსირება მინდოდა მხოლოდ)

Posted by: baqari1001 17 Oct 2013, 03:09
happy dreamer91
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი, როგორც ედემი... smile.gif

ეს ისე რო არ გამეგძელებინა ვერ მოვითმინე

Posted by: happy dreamer91 17 Oct 2013, 11:05
[baqari1001
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე....
გაცვეთილია თუ გამოცვეთილი, ვგიჟდები ამ ლექსზე.

Posted by: baqari1001 17 Oct 2013, 19:19
happy dreamer91
კაი რა გაცვეთილი უკავდავია, როგორც გალაქტიონი

ანდა რა გაცვეთილი ეხლა უმეტესს შორიდან გაუგია ვიღაც გალაქტიონი sad.gif

Posted by: Algophobia 17 Oct 2013, 19:26
გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.

სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუხდენელი მესმის ზღაპარი.
გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.
ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს..

Posted by: happy dreamer91 20 Oct 2013, 18:39
ინგლისურად თარგმნილ ლექსებს შემოგთავაზებთ, ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვის.
ქალბატონი ინესა მერაბიშვილის თარგმანია, ჩემი აზრით შესანიშნავად შესრულებული.

Azure-land or ROse in Sand

Ave Maria, Sunny Virgin!
As if a rose in rain-soaked sand,
My life's dream, in sleep imagined,
Of skies remote and azure-land.

The night descends on mountain sides,
And if the sun can ever rise-
Then as a weary woman sighing,
I'll walk to icons greeting light!

And after sleepless drunken nights
I'll rest myself on sacred doors,
Sunbeams will enter, burning bright,
Illuminating snow-white stoles.

Then I will say: I've come, a swan,
Wounded by the garden of dreams!
Look and enjoy! The fate of one
With worn out hands, exhausted mien!

Look and enjoy! What has become
Of eyes that flashed with violet dews,-
From sleepless drunken nights in sum,
Are filled with tears of vengeful hues!

All bards! Do they the same fate share
As tortured thus by your retreat?
And then the soul in wonder-pray,
Like butterflies dies at your feet.

I guess, this fortune never meant
To make me happier or wise,
With Hell now I am overwhelmed
Like Dante was in Paradise!

When on my way, accursed by fate,
I see the ghost of cruel Death,
I'll never meet your name or face
With Eucharist at my last breath!

I'll cross my hands, like hurricane
Will horses forward me ahead!
From drunken sleepless nights I came,
Now rush to grave-my final bad.

Ave Maria, Sunny Virgin!
As if a rose in rain-soaked sand,
My life's dream, in sleep imagined,
Of skies remote and azure-land.



Posted by: baqari1001 21 Oct 2013, 01:15
happy dreamer91
კი საინტერესოა, მაგრამ ორიგინალის ნახევარიც არაა

Posted by: MaverickAbnormal 21 Oct 2013, 10:00
http://pix.ge/

Posted by: merciamercia 21 Oct 2013, 13:58
QUOTE
Azure-land or ROse in Sand

Ave Maria, Sunny Virgin!
As if a rose in rain-soaked sand,
My life's dream, in sleep imagined,
Of skies remote and azure-land.

The night descends on mountain sides,
And if the sun can ever rise-
Then as a weary woman sighing,
I'll walk to icons greeting light!

And after sleepless drunken nights
I'll rest myself on sacred doors,
Sunbeams will enter, burning bright,
Illuminating snow-white stoles.

Then I will say: I've come, a swan,
Wounded by the garden of dreams!
Look and enjoy! The fate of one
With worn out hands, exhausted mien!

Look and enjoy! What has become
Of eyes that flashed with violet dews,-
From sleepless drunken nights in sum,
Are filled with tears of vengeful hues!

All bards! Do they the same fate share
As tortured thus by your retreat?
And then the soul in wonder-pray,
Like butterflies dies at your feet.

I guess, this fortune never meant
To make me happier or wise,
With Hell now I am overwhelmed
Like Dante was in Paradise!

When on my way, accursed by fate,
I see the ghost of cruel Death,
I'll never meet your name or face
With Eucharist at my last breath!

I'll cross my hands, like hurricane
Will horses forward me ahead!
From drunken sleepless nights I came,
Now rush to grave-my final bad.

Ave Maria, Sunny Virgin!
As if a rose in rain-soaked sand,
My life's dream, in sleep imagined,
Of skies remote and azure-land.




სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

ასეთ დროს მიხარია, ხოლმე რომ ქართველი ვარ და ორიგინალში შემიძლია წავიკითხო ასეთი ლექსები <3

Posted by: Algophobia 21 Oct 2013, 19:14
QUOTE
Azure-land or ROse in Sand

Ave Maria, Sunny Virgin!
As if a rose in rain-soaked sand,
My life's dream, in sleep imagined,
Of skies remote and azure-land.

The night descends on mountain sides,
And if the sun can ever rise-
Then as a weary woman sighing,
I'll walk to icons greeting light!

And after sleepless drunken nights
I'll rest myself on sacred doors,
Sunbeams will enter, burning bright,
Illuminating snow-white stoles.

Then I will say: I've come, a swan,
Wounded by the garden of dreams!
Look and enjoy! The fate of one
With worn out hands, exhausted mien!

Look and enjoy! What has become
Of eyes that flashed with violet dews,-
From sleepless drunken nights in sum,
Are filled with tears of vengeful hues!

All bards! Do they the same fate share
As tortured thus by your retreat?
And then the soul in wonder-pray,
Like butterflies dies at your feet.

I guess, this fortune never meant
To make me happier or wise,
With Hell now I am overwhelmed
Like Dante was in Paradise!

When on my way, accursed by fate,
I see the ghost of cruel Death,
I'll never meet your name or face
With Eucharist at my last breath!

I'll cross my hands, like hurricane
Will horses forward me ahead!
From drunken sleepless nights I came,
Now rush to grave-my final bad.

Ave Maria, Sunny Virgin!
As if a rose in rain-soaked sand,
My life's dream, in sleep imagined,
Of skies remote and azure-land.


ორიგინალი თავისთავად, მაგრამ ნათარგმნიც მომეწონა, კარგი ნამუშევარია

Posted by: happy dreamer91 21 Oct 2013, 23:51
baqari1001
ორიგინალის მსგავსი რო ვერ იქნება, ეგ თავისთავად ცხადია, მაგრამ თვითონ თარგმანი ძალიან ძლიერია, უკეთესს თუ ნახავთ დადეთ ხოლმე მაინტერესებს თარგმანები.

Posted by: MaverickAbnormal 22 Oct 2013, 09:40
1958 წელს ოპერის თეატრში მისი სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. ტაში და ოვაციები არ დაჰკლებია, მაგრამ საღამოს დამთავრების შემდეგ უნახავთ, მარტოდმარტო ფეხით მიდიოდა სახლისკენ…

Posted by: MaverickAbnormal 24 Oct 2013, 21:05
http://pix.ge/

"სახლი არ ჰქონდა, არც ქუჩა,
მხოლოდ ხიდები, საიდანაც
შეიძლება გადახტომა
და ღვინის სარდაფები,
აბლაბუდაში გაჩხერილი
ფიროსმანის ლანდით.
მაგრამ დიდხანს ჯდომა არ შეეძლო
და ყველასათვის მოულოდნელად,
საკუთარი თავისთვისაც კი,
ფანჯრიდან გავიდა,
არა თვითმკვლელობის მიზნით,
არამედ იმიტომ,
რომ ფანჯარა უფრო ახლოს იყო
ცასთან, ვიდრე კარები..."

ლია სტურუა

Posted by: happy dreamer91 2 Nov 2013, 19:50
Whirls the Wind

Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind
And the leaves whirls from wind still to wind...
Rows of trees, lines of trees bend in arch,
Where art thou, where art thou, why so far?..
How it rains, how it snows, how it snows,
Where to find, where to find...Never know!
But pursued, but pursued by your eyes
All the time, everywhere, every time!..
Distant skies dizzle thoughts mixed with mist...
Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind!..

Posted by: zanzaron3 2 Nov 2013, 19:53
QUOTE (happy dreamer91 @ 2 Nov 2013, 19:50 )
Whirls the Wind

Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind
And the leaves whirls from wind still to wind...
Rows of trees, lines of trees bend in arch,
Where art thou, where art thou, why so far?..
How it rains, how it snows, how it snows,
Where to find, where to find...Never know!
But pursued, but pursued by your eyes
All the time, everywhere, every time!..
Distant skies dizzle thoughts mixed with mist...
Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind!..

ვისი თარგმანია?

Posted by: happy dreamer91 2 Nov 2013, 23:29
zanzaron3
ინესა მერაბიშვილის.

Posted by: zanzaron3 3 Nov 2013, 05:25
happy dreamer91
მადლობთ

Posted by: happy dreamer91 9 Nov 2013, 23:44
Mary

You were married that night, Mary!
Mary, that night your eyes were dimmed,
The glints and hues of Heavens weary-
With autumn's sadness overfilled!
Blasting and trembling, waving higher,
Shone the brightness of burning flames,
Paler than candles, all on fire,
Seemed colour of thy remote face.
Dome of the church and walls on fire,
Slow fragrance of roses was spread,
Prayer of women, hopeful and tired,
Sounded but desperate and mad.
Faintly I heard your thoughtless vow...
Though never believed it...my dear!
Torture it was, but knew not how
Wedding turned into grief and fear.
Here someone wailed close to the walls
Losing bright gemstones in the wind...
The bells for orphans in mind tolled,
It was not merriment indeed.
I left the church and quickly paced
Towards the roads! Could hardly see!
The heavy wind blew in my face,
It rained and rained, and waters streamed.
I wrapped around my dark flint cape,
Unceasing thoughts strayed in my mind;
Then leaned against your dwelling place!
The only home I could find.
Before me stood tall aspen trees,
Straight, black, deploring, greeting me,
Rustling with noise dark-sounded leaves,
Just as an eagle's fluttering wings.
I heard the moaning voice of leaves,
Though never clear it did ring,
The only message I could feel-
My luck was gone, gone with the wind.
Mary, pray tell me, why the light
All went away just like my dream?
Why did it flutter on its flight,
As if an eagle's mighty wings?
Why gazed at Heavens I with smiles?
Why caught the sight of beaming rays?
In vain sand my "Grave Digger's" lines,
"The Night And I" of doleful days?
The wind, the rain with drops so clear
Were breaking like the heart, all seared,
Anguish and pain no one could hear,
I wept, forlorn, as if king Lear.

Posted by: დიაბლო 10 Nov 2013, 10:19

.

Posted by: Menestrel 15 Nov 2013, 00:09


ადეიშვილ მაკრინეს - დედას

ძვირფასო დედა! ჩემო დედა!

შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე ყოველ წამში შენთვის სანატრელი ვარ. არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ.
თუ არ მოვკვდი, სწორედ უცრხვენლად, როგორც შენ გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.
შენ იწერები: „შენგან მოძულებული“!!!
ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა: „შენგან მოძულებული“.
ო, ჩემო ძვირფასო დედა!
შენ გენაცვალე, ჩემო დედა!
....................................................
ეხლა, დედიკო, უნდა გითხრა, რომ მე მყავს ერთი კარგი ძმა და მეგობარი. ამდენი ხანი მე ძალიან უმეგობრო ვიყავი. ეხლა, დედიკო, ყველაფერი უნდა მაპატივო...
დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას - ჩემთვის ძალიან ძნელია, დედიკო! რა ვქნა! სწორედ ახლა იბეჭდება, დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი. შეიძლება ორი მაინც მალე მოთავდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.
ასე, დედიკო!
მშვიდობით.
წიგნების დაბეჭდვის შემდეგ მე შენთან ვარ.

აბესალომ! დედაჩემს ეს წერილი სწორედ წაუკითხე!

[აგვისტო, 1929]


Posted by: Netochka 15 Nov 2013, 01:41
http://www.facebook.com/events/469670929816487

Posted by: merciamercia 17 Nov 2013, 15:19
,,წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.''



დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა chups.gif


Posted by: eNEgmatuRO 17 Nov 2013, 21:57
გილოცავთ ყველას გალაკტიონობას. smile.gif

Posted by: Algophobia 17 Nov 2013, 22:09
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძის საიტის Galaktion.ge-ის პრეზენტაცია

მშვენიერი საიტია, თან რამდენი საკითხავი მასალა არის
http://galaktion.ge/?page=Poetry&year=0

Posted by: happy dreamer91 18 Nov 2013, 19:22
Snow

I'm fond of flakes of violet snow
Like virgins falling from a bridge,
A doleful touch of wetness cold
To bear pains of Love in me.
My soul is, darling, filled with snow:
I'm getting old, my days run fast!
The land I paced in native home-
A desert blue with velvet paths.
This is my life: I'm not at odds
With friendly January at all,
But I shall ever have in thoughts
Your hands, your hands, as pale as snow.
Oh, darling! See I...see your hands
In laurel snowed, bent in relief,
I've seen your veil in desert lands
Though disappearing in between...
That's why I love the violet snow,
Flakes falling from our river's bridge,
The layers of iris in low rows,
A doleful touch of wind that whirl.
'T snows! And Lady Day in winter
Has covered me with tired blue dreams.
If I could but survive this winter,
If winds could spare me and leave!
There are the roads and games we meet...
You walk alone without recourse!
I love the snow as loved that grief,
Concealed in tender voice of yours!
Oh, then I loved, I truly loved
The peaceful days of crystal white,
In your loose hair the leaves were cast,
Your hair was blowing then so high.
I long for you, I long just like
A homeless-longs, longs for his home...
A flock of woods near me is white
To find myself still all alone.
'T snows! And Lady Day in winter
Has covered me with tired blue sheets.
If I could but survive this winter,
If winds could spare me and leave!

Posted by: zanzaron3 18 Nov 2013, 20:33
ყოჩაღ მართლა კარგი საიტია, ვინ ითავა ეს მშვენიერი საქმე?

Posted by: Algophobia 18 Nov 2013, 23:17
ზამთარი ძნელი, ყინვა ფიცხელი.
გამწარებული სულის სიცხელე,
ამაოდ ყინვის განგულებას გლოვს,
გადაუღებლად თოვს.
სახლები აივსო თოვლით,
ქუჩები აივსო თოვლით,
შუშაბანდს ცვივიან კეცები,
სიცივისაგან დღე იკეცება.
მოკლული ეცემა ფრინველი,
მე შენზე მაწუხებს წუხილი,
გულიდან გრიგალი
ყვიროდა წუხელი:
შენ არ გაქვს სენაკი, შენ არ გაქვს სართული,
სადა ხარ, ვინ იცის
არც ტკბება ჰაერი,
არც ცხრება ჟინი ცის
თავისი უჟინო სიმძაფრით გართული.

-------------

დღეს დღეები ეცლება მშვიდი და მოავკარგე.
გაჰქრა ის ქარიშხალი - ის სიცილიც დავკარგე.
ღამით რომ დასცქეროდა მარტოობის სანთელი,
ის რითმები, ის ცეცხლი, ის წიგნები დავკარგე.
დავწვი ხელნაწერები! სუსხი და ჟრუანტელი!
იმ ედემთან არასდროს არ ვიქნები... დავკარგე.
გრიგალმა გაიტაცა პოეზიის მანდილი, -
ძვირად მოპოებული, მწარ მიგნებით - დავკარგე.
ყველაფერი დავკარგე... უცებ გაკრთა სანთელი,
მოვიპოვე ყოველი, რაც იქნება - დავკარგე.

Posted by: mdinaradze 26 Nov 2013, 20:18
დერთი რაც არ მიყვარს გალაკტიონის არის ის რომ თავის თავს მუდამ აქებდა smile.gif საქებარი კი იყო მაგრამ .....

Posted by: happy dreamer91 17 Dec 2013, 23:36
mdinaradze
ალბათ იმიტომ იქებდა თAვს, რომ გააზრებული ჰქონდა თავისი გენიოსობა და თავს უფლებას აძლევდა სხვებისთვისაც ეთქვა. მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ძალიან ნიჭიერია და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი კულტურის განვითარებისთვის და არ მალავს ამას, პირიქით. ბევრს ეს აღიზიანებს და ნამდვილად არასასიამოვნოა, როცა შენ თვითონ იქებ შენს თავს, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენ ნამდვილად განსაკუთრებული და ძალიან დიდი ხარ, ალბათ თავის ქებაც გეპატიება)))
* * *
მე მოვალ

ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს...აჰა, ვიტანჯები!
ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
"მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ-სიზმარი!"

Posted by: Angel_oF_Sea 22 Dec 2013, 12:46
happy dreamer91
QUOTE
ალბათ იმიტომ იქებდა თAვს, რომ გააზრებული ჰქონდა თავისი გენიოსობა და თავს უფლებას აძლევდა სხვებისთვისაც ეთქვა. მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც ძალიან ნიჭიერია და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი კულტურის განვითარებისთვის და არ მალავს ამას, პირიქით. ბევრს ეს აღიზიანებს და ნამდვილად არასასიამოვნოა, როცა შენ თვითონ იქებ შენს თავს, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენ ნამდვილად განსაკუთრებული და ძალიან დიდი ხარ, ალბათ თავის ქებაც გეპატიება)))

ძალიან კარგი სიტყვებია

Posted by: მადამ ფისუნია 22 Dec 2013, 13:06
mdinaradze
QUOTE
დერთი რაც არ მიყვარს გალაკტიონის არის ის რომ თავის თავს მუდამ აქებდა  საქებარი კი იყო მაგრამ .....

ხო აი მეც ეგრე ვფიქრობ საერთოდ ქედმაღალი ადამიანები იმწამსვე ნულდებიან ხოლმე ჩემს თვალში, მაგრამ გალაკტიონი არა....

Posted by: merciamercia 22 Dec 2013, 13:49
QUOTE
დერთი რაც არ მიყვარს გალაკტიონის არის ის რომ თავის თავს მუდამ აქებდა


,,მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს''
,,როგორც ერთია ქვეყნად რიონი, ისე ერთია გალაკტიონი ...''
,,მე მეფე ვარ და პოეტი...''

love.gif ყველა გენიოსმა იცის თავის ფასი.
ეგეთები საუკუნეში ერთი იბადებიან, ან არც კი <3

Posted by: merciamercia 25 Dec 2013, 21:06
* * *
იქნებ იმ წუთას მოგეჩვენა ზურგს უკან ფრთები
და ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?

თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა, –
მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნული
და რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას,
მიწამ სხეული მიიზიდა და ზეცამ სული.

მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე ჟამი და სივრცე,
გადარჩენილხარ დავიწყების სუნთქვას სუსხიანს,
ხოლო სიკვდილით ეზიარე იმხელა სიბრძნეს,
რომელიც დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია.

შოთა ნიშნიანიძე


Posted by: Future> 2 Feb 2014, 13:59
UP .

Posted by: Deporik 23 Apr 2014, 18:22
https://www.youtube.com/watch?v=YYH07xGlXU4&feature=youtu.be

Posted by: სიცოცხლის_ხე 23 Apr 2014, 18:30
QUOTE
მე მოვალ

ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს...აჰა, ვიტანჯები!
ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
"მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ-სიზმარი!"


love.gif

Posted by: მადამ ფისუნია 23 Apr 2014, 18:38
merciamercia
QUOTE
ყველა გენიოსმა იცის თავის ფასი.
ეგეთები საუკუნეში ერთი იბადებიან, ან არც კი <3

უდაოდ, გეთანხმები....

მაფანატებს ამ ადამიანზე და ვაღმერთებ რასაც ქვია...

პოეზიის მამა კი არა ღმერთია....

Posted by: gia4147 28 Apr 2014, 21:35
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

1916

Posted by: Deporik 7 May 2014, 23:51
<3

.......................................................................................

Posted by: პროფაზა 10 Jun 2014, 10:34
ამხანაგებო ერთხელ, როდესაც ჯერ ინტერნეტის არაფერი გამეგებოდა, რომელიღაც საიტზე ვიყავი.
იქ ალბათ რაღაცას დავაჭირე ხელი და ვიდეო დაიწყო.
მეც, რადგან ჯერ ინტერნეტი არ ვიცოდი რა იყო, დამაინტერესა ვიდეომ და აღმოვაჩინე, რომ ვუყურებდი ვიღაც ბანჯგვლიან კაცს, რომელთანაც 2 სხვა ბანჯგვლიანი კაცი სქესობრივ კონტაქტს ამყარებდა.

გუშინდელ დღემდე ეს მეგონა ყველაზე დიდი პიდარასტობა, რაც ცხოვრებაში მინახავს, მაგრამ გუშინ მესაფლავე წავიკითხე ასე რომ ახლა გეტყვით.
მესაფლავეზე დიდი პიდარასტობა ცხოვრებაში არ მინახავს.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: zanzaron3 10 Jun 2014, 23:40
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა...

Posted by: THH 21 Jun 2014, 21:04
ვერაფრით მოვძებნე ის ლექსი, სადაც ეს სტრიქონებია:

''და არ მშორდება ღვთისმშობლის მზერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.''

ხომ ვერ მომეხმარებით?

Posted by: pikaso024924 25 Jun 2014, 19:30
სად შეიძლება ვნახო გალაკტიონის ლექსი-კოსმოსური ორკესტრი ქვია თუ არ ვცდები და ვერსად ვნახე






Posted by: მამაო ენუქი 25 Jun 2014, 19:38
THH
ღვთისმშობელი არა , თბილისი.


ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი
და კიბეებზე, ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები.
გზებზე ქარივით მოქარავანე
და აიმართნენ, ვით ჟირაფები,
მთა არსენალის და მთა სავანე.
ეს შეღამება ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას.
ათოვს ხიდეებს, ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით
და არ მშორდება თბილისის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
შემდეგ არაა არსად ახალი
ცა - ოკეანე, მთვარე - ნაფოტი,
თბილისი ჩემთვის არის მაღალი
გილიოტინა და ეშაფოტი.
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,
ახალი გწვავდეს მზე უვედრები
და განიცადო ასეთი ჯვარცმა,
უბედურება, რღვევა, ცხედრები.
დახავსებული კარებით შევლა,
სად ყვავილების ჩუმია შფოთი,
და განიცადო ასეთი წყევლა:
გილიოტინა და ეშაფოტი.

Posted by: THH 25 Jun 2014, 23:07
მამაო ენუქი
QUOTE
ღვთისმშობელი არა , თბილისი.

ვაჰ, დიდი მადლობა.
ეტყობა კომუნისტების გამო ღვთისმშობელი თბილისით შეცვალა. ''არ მშორდება თბილისის ცქერა'' აშკარად ხელოვნურია .

Posted by: Lamorac 25 Jun 2014, 23:15
ამ ლექსზე მეკეტება up.gif

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი.
ჩემი ცხოერების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყვეტილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!


განრისხებული გალაკტიონია ინ ექშენ ბატონებო yes.gif

Posted by: avagardner 28 Jun 2014, 01:58
QUOTE (THH @ 21 Jun 2014, 21:04 )
ვერაფრით მოვძებნე ის ლექსი, სადაც  ეს სტრიქონებია:

''და არ მშორდება ღვთისმშობლის მზერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.''

ხომ ვერ მომეხმარებით?

თბილისი

ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი
და კიბეებზე,ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები.
გზებზე ქარივით მოქარავანე,
და აიმართნენ,ვით ჟირაფები,
მთა არსენალის და მთა სავანე.
სიონი ჩემი ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას,
ათოვს ხიდებს,ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ,ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით
და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
შემდეგ არაა არსად ახალი,
ცა-ოკეანე,მთვარე-ნაფოტი,
თბილისი ჩემთვის არის მაღალი
გილიოტინა და ეშაფოტი.
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,
მადონას გწვავდეს მზე უვედრები,
და განიცადო ასეთი ჯვარცმა:
უბედურება,რღვევა,ცხედრები,
დახავსებული კარებით შევლა,
სად ყვავილების ჩუმია შფოთი,
და განიცადო ასეთი წყევლა:
გილიოტინა და ეშაფოტი.


უი, ზემოთ დაუდიათ, მე მაპატიეთ biggrin.gif

Posted by: THH 28 Jun 2014, 11:53
ულამაზესო ავა გარდნერო, მადლობა ამ ლექსისათვის.

რა იყვნენ ეს კომუნისტები, რომ ''არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით'' შეაცვლევინეს
''და არ მშორდება თბილისის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით''?

Posted by: avagardner 29 Jun 2014, 02:15
QUOTE
ულამაზესო ავა გარდნერო, მადლობა ამ ლექსისათვის.

biggrin.gif არაფრის 2kiss.gif

Posted by: Menestrel 29 Jun 2014, 04:19

მაგ ლექსს თავიდან "ტფილისი" ერქვა, მერე "ჩაასწორეს" ბეჯითმა კორექტრებმა.
საერთოდ გალაკტიონი ყოველთვის "ტფილისს" წერდა და არა "თბილისს".
ასევე წერდნენ გრიგოლ რობაქიძე და კონსტანტინე გამსახურდია.

გალაკტიონს თავისი მართლწერა ჰქონდა, მაგალითად - "ბავში" და არა "ბავშვი", "ეხლა" და არა "ახლა"...



Posted by: Gpoets 9 Aug 2014, 16:47
QUOTE (pikaso024924 @ 25 Jun 2014, 19:30 )
სად შეიძლება ვნახო გალაკტიონის ლექსი-კოსმოსური ორკესტრი ქვია თუ არ ვცდები და ვერსად ვნახე

მთელი წიგნი გადავქექე და მსგავსი არაფერი იყო user.gif

Posted by: THH 9 Aug 2014, 16:59
QUOTE
კოსმოსური ორკესტრი ქვია თუ არ ვცდები

ცდები: კოსმიური ორკესტრი და ადვილად მაიგნებ გუგლით:
http://www.galaktion.ge/?page=Poetry&year=1926&p=4&id=499

Posted by: незабудка 14 Sep 2014, 14:26
Lamorac
ჩემი მეგობარი მღერის ხოლმე გიტარაზე ძალიან ლამაზად მაგ ლექსს და ორმაგად შემაყვარა.

love.gif

არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის,
როგორც ბელზებელი ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის,
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი,
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.

Posted by: merciamercia 24 Sep 2014, 14:09
„ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა, მან ღმერთის სიკვდილი იხილა"

ოთარ ჭილაძე გალაკტიონზე

Posted by: ADA 24 Sep 2014, 14:20
არ მევასება ეს კაცი, ვერ აღვიქვამ ამ სასლუკუნო პოეზიას, მეცხრე კლასში გარეთ გამომაგდო ქართულის მასწმა ამ სიტყვების გამო givi.gif

ეროვნულებზე მისი თოვლი შემხვდა და ვერც ერთ კითხვაზე ვერ გამიცია სწორად პასუხი იმდენად მიბოდიალია მის ნაბოდიალებზე lol.gif



კაი ჩემით mad.gif

Posted by: Bobgure 5 Oct 2014, 03:28
ლეგენდად დარჩეს!

გალაკტიონი,
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ... (მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! -
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ
სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი
მე მიამბო "არაგვში" გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: "სულით და გულით!"
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს,
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

მურმან ლებანიძე

Posted by: happy dreamer91 6 Nov 2014, 12:55
ეს იყო ოქტომბრის დამლევს,
იმ დროს, როდესაც თვითოეული ღრუბელი
ცაზე ვერსალსა ჰგავს.
დაღალული მზე ვეღარ ათბობს მათ:
შემოდგომაა.
გარინდებით იდგნენ ხეები.
ისეთი გარინდებით!
თავისით, როგორც ცრემლი,
ხანდახან წყდებოდა უიმედო ტოტს ფოთოლი,
ყვითელი, ყვითელი,
ყვითელი ქარვა გროვდება ბაღის ბილიკზე.
გადამხმარი ტოტები და ფოთლები
მათში რაღაცას ფუსფუსებს...
და ერთადერთი:
ეს შრიალია, რომ იწვევს
მთელს იდუმალებას შემოდგომისას.
ბაღში არავინაა
და
დაცარიელებული ხის სკამები
იწვევენ ილუზიას
წარსული ზაფხულისას;
გაჰქრა ზაფხული,
ოცნებიანი ახალგაზრდა ქალი,
ირისისფერი ტანსაცმლით,
ოქროსფერი თმით,
ვერონიკას სახით
და ცისფერ ყდიანი წიგნით ხელში
(შელლი, ეწერა წიგნს)
ნელი ნაბიჯით მიდის ბილიკზე.
ცაცხვებთან მან ჯიბის დანით
ხეზე ამოსჭრა:
მერი.
ეს მისი სახელია.
სადღაცა აპობენ შეშას.
ჰაერი სპილენძითაა გაჟღენთილი.
უეცრად ცაზე
მელანქოლიურად გაწოლილი
ღრუბელი სწრაფად აირია.
მზე სრულიად დაიფარა.
შეირყა გარინდებით მდგარი ხეები.
დატრიალდა ჰაერში
ყვითელი ფოთლების სვეტი,
ახმაურდნენ ხმელი ტოტები.
ქარმა გადაშალა პოეტის
შელლის წიგნი
სწორედ იმ ადგილას,
სადაც იწყება საუკეთესო სტრიქონები
"გაფრენილი დღეებისა."
ყოველი ახალი წლის ღამეს
გამახსენდება ეს, გადმოვიღებ მიუსსეს წიგნს,
იქ ერთი სონეტი მეთორმეტე გვერდზე
ასე თავდება:
"ოჰ, არ ველოდი, ქალბატონო,
მე თქვენგან ღალატს!"
განა ეს სტრიქონი
არ ღირს მთელ პოემად?
მე თვით არ ვიცი, რა მემართება.
ვერ ვისწავლე ერთი წამით მაინც დაცხრომა!
მინდა, გადმიშვას ნისლმოხვეულმა
მთებმა, რომ დავინახო ქვეყნის
ყველა პოლუსები:
მე მოვითხოვ სიტყვას.
" მე გადავხედავ ქვეყნებს."
და ხმამაღლა ვამბობ:
უარგყოფ!
მიყვარხარ!
ორი მილიონი თვალებით
ვუცქერი ახალ
ათას ცხრაას ოცდასამ წელს
და ვამბობ:
გაუმარჯოს მომავალს!

Posted by: Voldemor 6 Nov 2014, 20:12

გასწიე! ღამე ეშვება ზეწრად,
მწარედ შრიალებს ტყეთა კალთები,
მახლობელ დემონს იგრძნობ უეცრად
და შიშის ჩრდილით აკანკალდები.

იარე! გაჰყევ გზას შორით შორისს,
მაისთა ცეცხლი შენ არ გაოსებს,
მწუხარებათა ულევთა შორის
ისევე ხედავ ახალ ქაოსებს.

გაახელ თვალებს - იქნება გვიან,
დახუჭავ, მაინც ცა არ ენთება...
იარე, კაცი შენ აღარ გქვიან,
შენთვის არასდროს არ გათენდება.

რა უყავ შენს სულს, ოდესმე კეთილს,
ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება?
ეხლა იმავ სულს დაღლილს, დაფლეთილს,
დახედავ და არ შეგეცოდება.

იკივლებ მაშინ, მაგრამ არსიდან
არ გიპასუხებს უდაბურება,
იარე! გზები უშინაარსო
ისევ ბურუსით დაიბურება.

Posted by: Menestrel 16 Nov 2014, 17:57

"დაო ოლია,

ვერ წარმოიდგენთ იმ მწუხარებას, რაც მე განვიცადე თქვენგან გამოგზავნილი წერილის წაკითხვის შემდეგ. წერილის ტონი, ჩემი უცნაური და გამოუცნობი ძმის ხასიათი... - ყველა ამან ცუდად იმოქმედა ჩემზედ.

თქვენ ჭკვიანი ქალი ხართ და გალაკტიონის შესახებაც გექნებათ შემდგარი ერთგვარი აზრი. უმთავრესი ის არის, რომ მას ისე ვერ გავზომავთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა„ და გარეშე პოეზიისა, ოცნებისა და მაღლა-მაღლა ფრენისა მას არაფერი აინტერესებს. დიდებულია იგი, როცა მაღლა დაფრინავს, მხოლოდ სასაცილოა, როდესაც ძირს ეშვება და ჩვეულებრივი ადამიანის სახეს იღებს. ამიტომ, დაო, ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ, თუ იგი გვიყვარს.

შვიდი წელიწადია სახლში არ ყოფილა, შვიდი წელიწადია დედა არ უნახავს... მაგრამ რა ვქნათ, მაინც ლმობიერნი უნდა ვიქნეთ, მაინც უნდა გვიყვარდეს ეს უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული დიდი ადამიანი და გულუბრყვილო ბავში."

(აბესალომ ტაბიძის წერილიდან)


Posted by: Solveig 16 Nov 2014, 18:17
QUOTE (ADA @ 24 Sep 2014, 13:20 )
არ მევასება ეს კაცი, ვერ აღვიქვამ ამ სასლუკუნო პოეზიას, მეცხრე კლასში გარეთ გამომაგდო ქართულის მასწმა ამ სიტყვების გამო givi.gif

ეროვნულებზე მისი თოვლი შემხვდა და ვერც ერთ კითხვაზე ვერ გამიცია სწორად პასუხი იმდენად მიბოდიალია მის ნაბოდიალებზე lol.gif

ოცელოტს კონკურენტი გამოუჩნდა გადაფასების საკითხებში lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Menestrel 17 Nov 2014, 06:01

ფიქრიდან განუშორებელო შვილო ჩემო გალაკტიონ!

პირველად შენ მშვიდობას და კარგად ყოფნას ჩვენ მოწყალე ღმერთს ვსთხოვ. ამას გარდა, ჩვენ, შვილო, კარგათ ვართ, შენი ჯავრის მეტი არა მიშავს. შენ რაკი ჩემთან იყავი მიჩოული და მე შენთან და ეხლა მოშორებული მყავხარ, თუ ივარგებ, არ მგონია. რა ვქნა, ამ წროულათ არაფერი მეხერხება, ისეა ჩემი საქმე და ეხლა შენ იცი, თუ ივარგებ.

თავი საქმეა ყოფაქცევა და მერმეთ კარგი სწავლა, კარგი, თვარა გაჭივრებული სწავლა რა არის, უნდა ათქმოვიო ვინმეს, სწორეთ კარგად სწაულულობსო, და კარგი ყოფაქცევის არისო. მე გული მომიკტა, რომ მელაპარაკებოდენ, თუ რაღაც მიზეზი არ იყოსო ან სწავლით ან ყოფაქცევითო. დედმამიანებს მიცესო ტანისამოსიო.

ამ წელიწადნახევარს არის შენი საქმე, ისახელე თავი, დედა, ბიძაშენმა ასე თქვა, გაანებოს იმან სხვა ქაღალდების კითხვას თავიო, გაათავოს ოთხი კლასი და სხვა მერმეთაც მეესწრება, სხვა ქაღალდების, წიგნების კითხვასო. დარიგება, თუ გინდა შენი თავის სიკეთე, გაიგონე.

შენ როგორც დაგითხოვონ ყველიერში, მაშინათვე წამოდი. ჭკუით, არაფერი მეიწიო. ხო იცი, ალექსანდრე რა ჭკუიანათ მგზავრობს მარტო და შენც ჭკუით იმგზავრე, დედა. უსათუოთ არ გაჩერდე. აქ მომიწყობ ხელს და იქნება შენთვის ფული ვიშონო, ან ოტკა გამოვხადოთ. შენ გიგზავნი გზის ფულათ სამ აბაზს, ახერხე, ნახევარი ბილეთი აიღე, ფული არ დაგეკარგოს, დესპინეს მიაბარე. აპა, შენ იცი, ეს წერილი მალმალ წაიკითხე. შენი ერთგული დედა.

მ. ტ.

სამფეხე წამომიღე, ჩემო დედეი, საჭირო არის.


http://galaktion.ge/index.php?page=photos&id=3456


Posted by: daniel_kowalski 17 Nov 2014, 15:42
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.


აბსოლუტური შედევრი

შეუძლებელია,ამაზე ძლიერად გადმოსცეს ლექსმა განწყობა


Posted by: merciamercia 17 Nov 2014, 16:59
ლეგენდა

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...

. . .
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.



bis.gif დაბადების დღე აქვს დღეს...

Posted by: weasel 17 Nov 2014, 18:37
შერიგება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!

Posted by: სიცოცხლის_ხე 17 Nov 2014, 18:44
daniel_kowalski
QUOTE
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.


აბსოლუტური შედევრი

შეუძლებელია,ამაზე ძლიერად გადმოსცეს ლექსმა განწყობა

შესაძლებელია.
ლურჯა ცხენებში უფრო ჩანს განწყობა.
ტანში მცრის ყოველ წაკითხვასა თუ მოსმენაზე...

Posted by: Татьяна Зайцева 17 Nov 2014, 19:27
ტოპ კლასია up.gif


ეს ჯობია ყველას:

QUOTE
მთის გაგიჟებულ რუებს,
ღვიით, ძენძით და ქვიშით,
გრიგალი დააყრუებს
მაცხოვრისადმი შიშით.

და დედოფალი ალვა
ელვამ დაღუნა ცივმა;
ასე გავიდა გვალვა,
ასე მოვიდა წვიმა...

ჯვარი, ლომი და კურო
ფარშავანგების არის.
თვალთა ანგელოსთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!

ზარით ატეხილ გრიგალს
დავით ნარინის ჯვარი,
მარმარილოთა ფიქალს
გადააფარებს მძლავრი.

ან გაოცებას, რასაც
მარად ანათებს ძელი,
ისევ დაადებს რაზას
შემოღამების ცელი.

ან როგორც ასომთავრულს,
მუდამ შევამჩნევ ცაზე,
სხვისთვის უხილავ-ფარულს
მე რად გელოდი ასე...

ჯვარზე გაკრული ელვა -
ეს ჩემი დაა ლურჯი,
ლურჯ ყვავილების თელვა -
ახალგაზრდობა ურჩი.

ჯვართან მისული სურო -
მარტოობაა ქნარის...
თვალთა ანგელოსთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!


ჯვარზე გაკრული ელვა -
ეს ჩემი დაა ლურჯი

კრეატივი ინ ე ნუტშელ

უკეთესი #####ან იმენა

Posted by: merciamercia 20 Nov 2014, 22:17
გალაკტიონ ტაბიძის განცხადება
საქართველოს განათლების კომისარს:
რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ
მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაც-
მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ
შუამდგომლობა... გამიხსნას კრედიტი... ტანისა-
მოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-
ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედ-
ველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.
პატივისცემით გალაკტიონ ტაბიძე
1924 წ. 24 მარტი
განკარგულება: ,,უარი ეთქვას!”


user.gif

Posted by: მადამ ფისუნია 15 Dec 2014, 22:12
თითქო დაეშვა შავი ფარდები
ღამის წყვდიადში ისე მწარდები
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია... შეუყვარდები...
თითქო რაიმეს ნიშნავს რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი...
არაფერია... არაფერია...
მოვა სხვა უფრო დაუძლეველი...
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება
თითქო ბერდები? არაფერია...
ათასი წლისაც არ დაბერდები...

Posted by: r-evolution: 19 Dec 2014, 08:48
QUOTE (daniel_kowalski @ 17 Nov 2014, 15:42 )
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.


აბსოლუტური შედევრი

შეუძლებელია,ამაზე ძლიერად გადმოსცეს ლექსმა განწყობა

მართლა მაგარია up.gif
პ.ს. ინგლისურად არის როგორც ვიცი ნათარგმნი მისი ლექსები და არ მოგეპოვებათ ვინმეს?

Posted by: Forget-me-not 10 Apr 2015, 17:43
QUOTE (merciamercia @ 20 Nov 2014, 22:17 )
გალაკტიონ ტაბიძის განცხადება
საქართველოს განათლების კომისარს:
რადგან ვიმყოფები მეტისმეტად შევიწროებულ
მდგომარეობაში უტანთსაცმელობით და უფეხსაც-
მელობით, უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ
შუამდგომლობა... გამიხსნას კრედიტი... ტანისა-
მოსისა და ფეხსაცმელის მისაღებად. ფულს ნაწილ-
ნაწილად მიიღებენ თვით ჩემგან... იმედი მაქვს, მხედ-
ველობაში მიიღებთ ჩემს მდგომარეობას.
პატივისცემით გალაკტიონ ტაბიძე
1924 წ. 24 მარტი
განკარგულება: ,,უარი ეთქვას!”


user.gif

მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი,
პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით: ,,ეთქვას უარი!”

შენი ვალებით პირთამდე სავსემ,
თუ არ ჩაგიდგა ყველა დროში თითო ფაცერი,
ჩემგან გაწირულს, თუ სამშობლოდ არ მოგაჩვენო
თოვლი ირიბი და ალმაცერი.

თუ არ გავერთო შენი გაძლებით,
თუ არ დაგძახო ბეწვის ხიდზე: ,,პოეტო, ანტრე!’’
მაშინ სამშობლო აღარ ვყოფილვარ,
შენ თუ სიკვდილი არ მოგანატრე!

კლაკიორების ბრბოებისგან ტაშის მყიდველთა
ფუყე დიდებით ჩამოჟამული, _
თუ არ დაყრუვდა შენ წინაშე, თუ არ დაბრმავდა,
თუ არ დამუნჯდა, რაა მამული.

უარი ეთქვას გ.ტაბიძეს! როგორც წესია:
მოკვდავს _ სასახლე, უკვდავს _ ბოსელი;
აჰა, მამულის შხამიანი ღორღი და ქვიშა, _
შენი პური და შესამოსელი!

იარე ახლა ფეხშიშველამ... ,,გზა არის ცხელი...”
წითლად გაკვალე მარადისობა...
ფეხისგულებით არა მხოლოდ ცვარი მამულის,
მისი ეკლებიც უკეთ იცნობა.

პალტო კი არა, გიჟის კვართი თუ არ ჩაგაცვა,
თუ არ გიშხუვლო მათრახივით, _ ,,ეთქვას უარი,”
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, თუ არ დაგღალო,
მე ნუ ვყოფილვარ საქართველო, _ შურით მღუარი.

...თუ გაპატია, რომ გიცნო და თვითვე აღმართა
დაფნა, საშენოდ შემორკალული,
თუ თვითმკვლელივით არ მიგაგდო ღია სარკმელთან,
თუ გაპატია, რომ უყვარხარ, _ რაა მამული...

Posted by: dodij 16 Jul 2015, 22:46
უნდა დავფიქსირდე
-------------------

Posted by: papuna7 8 Oct 2015, 02:29
თქვენ გენატრებათ ლოჟა,პარტერი. თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი. მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს, ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.

Posted by: Hermyon 8 Oct 2015, 02:39
QUOTE
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

ამ კუპლეტს ხშირად ვიმეორებდი ხოლმე

Posted by: George Best :) 15 Nov 2015, 11:06
იმ დღეს გავაძრე წიგნი,ქართულად და რუსული თარგმანები იყო გვერდზე
მაგარი ცუდი რამეა პოეზია,თარგმანით სულ სხვა ვინმე იყო
რა პოეტია და მარტო ქართველებმა რო ვიცით,ან მსოფლიოში რამდენი მაგარი ვინმეა და თარგმანი ყველაფერს კარგავს,ცოტა არ იყოს გული დამწყდა

თოვლს ვეძებდი,ვერ ვიპოვე,ნეტა არის ნათარგმნი?

ბავშვობის მერე ასეთი სიხშირით არ მიკითხია მაგის ლექსები,რა მაგრა ასწორებს
სულ სხვა სამყაროში მიყავხარ,ფინ ფლოიდის მუსიკაზე მაგარი რამე არ მეგონა მსოფლიოში თუ იყო,მარა იმ დღეს ჩავუმუღამდი და ყოფილა

ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი,ნეტა ამის თარგმანი თუ არის



მარტო რამიშვილიც მღერის,ვერსად ვიპოვე,ძალიან დიდი რამეა

Posted by: Ania 17 Nov 2015, 03:41
იუბილარი გალა...................

Posted by: happy dreamer91 17 Nov 2015, 14:55
ხვალ თსუ-ს სააქტო დარბაზში 7 საათზე, გალაკტიონზე აწყობს საღამოს ინესა მერაბიშვილი, მერიზე ისაუბრებს თუ დაინტერესდებით შემოიარეთ.

Posted by: Alcoholic 17 Nov 2015, 20:26
გალაკტიონ გილოცავ !

Posted by: Henyd0r1 17 Nov 2015, 20:33


სულ სხვა არის რა
უცხოპლანეტელი იყო

Posted by: polikarpe 17 Nov 2015, 20:46
დავაკვირდი.ძირითადად.სპორტსმენი- სპორტსმენს ადარებს გალკტიონის პოეზიას.მსახიობი-მსახიობს.მეთევზე -მეთევზეს.გლეხი-გლეხს.მისტიკი-მისტიკას.გენიალური-გენიალურს.და ასე შემდეგ.ეტყობა ეს კანონზომიერებაა.

Posted by: merciamercia 19 Nov 2015, 22:36
მე ვხედავ სიზმრებს, არა თქვენებურს
chups.gif
<3 <3

Posted by: merciamercia 7 Jan 2016, 15:57
,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…

რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..

მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…

სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…

დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.

აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.
ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს”…

გალაკტიონის დღიურიდან:
1932 წელი. 31 დეკემბერი

user.gif

Posted by: ikusia 7 Jan 2016, 16:43
მურმანი,ვაჟა,ტატო, იქ ბერნსი,
საოცარია პოეტთა დასი,
ცეცხლებით სავსე სიტყვების თასით!
გალაკტიონი მაინც მაღლაა,
როგორც მიწიდან პლანეტა მარსი!

Posted by: George Best :) 28 May 2016, 11:10
პირველი ვარდი...
მოვიდა პირმშვენიერი მაისი,
რად დაგვავიწყდა
ძველ ნანგრევებზე ძველი ნავარდი,
კუნძული ჰავაის
და ჰავაელი პატარა ქალი
სახელად ემმა.
თუ წაიყვანა სიყმაწვილე
უცნობმა გემმა,
და დაიკარგა სადმე ყვავილი,
მიუგნებელი მხარეები თუ აიგულე,
ვინ მომიტანა ეს თაიგული,
ვის შევუყვარდი?
ბავშვობიდანვე იყავი მარტო
ჯვარზე გაკრული,
შენ სული გქონდა მეტად ფაქიზი
და დაჩაგრული.
ვიღაცამ ალბათ გაიარა
შენს სპეტაკ სულში,
აღზრდილმა შენებრ მარტოობით
და სინანულში;
ო, გული, გული, რანაირად
მტკივა კვლავ გული.
ვინ მოგიტანა შენ თაიგული?
თუ დააბრუნა სიყმაწვილე
იმავე გემმა,
და ჰავაელი პატარა ქალი,
სახელად ემმა?

1915

ან საიდან გაიგო ჰავაი
ან რა ემა
ან როგორ დაწერა
ამაზე მაგარს ვერავინ ვერასდროს დაწერს იმენა
რა ლამაზია თან
ემა

Posted by: THH 29 May 2016, 15:22

http://urakparaki.com/?m=4&ID=93084

ნინო დარბაისელი.

მესიჯი გალაკტიონს
ახლა ნეშვილიდან ნიუ იორკში მივფრინავ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტი ტელეფონში გათიშული მაქვს და კიდევ იმას, რომ შემიძლია, ფიქრით შევიქციო თავი, უფრო სწორედ, წერით და მე, ყოფილი გალაკტიონოლოგი, უკეთესზე რაზე ვიფიქრებ.
რაც მახსოვდა შენი ლექსები, გულში მოვილიე, ახლა შენთან ლაპარაკის ხასიათზე დავდექი.
რა კარგია ასე, თავისუფლად, უპასუხისმგებლოდაც კი, შენთან რაღაცნაირად, ტოლი-ტოლზე საუბარი.
შენ რომ სივრცეებმა დაგიბინადრეს, მე ახლა - იმ სივრცეებში თვითმფრინავის მგზავრი ვარ.
ჰო, ოლიაზე გეუბნები - მასზე ახლობელი ქალები შენ, როგორც მამაკაცს სხვებიც გყავდა, მაგრამ როგორც პოეტს - არასოდეს გყოლია.
მხოლოდ ოლიამ იცოდა შენი, როგორც პოეტის ენა.
რუსეთში ერთად წასვლამდე, 1916-ში ცოლად შეირთოო.
როგორ უნდა შეგერთო!
ბინა შენ არ გქონდა ქუთაისში, სოფელში კი, სადაც ერთი მოცუცქნული სახლი გედგა და შიგ დედა და ძმა ცხოვრობდა, დაბრუნება შენ არ შეგეძლო და არც ის ქალი გამოგყვებოდა.
ქალი ათეისტი იყო და ჯვარს ვერ დაიწერდით, ქორწინების რეგისტრაცია სხვაგვარადაც არ მომხდარა.
არც სუფრა გაგიშლიათ, ნათესავ-მეგობრებისთვის რომ გამოგეცხადებინათ თქვენი შეუღლების ამბავი.
მაშინ არც ქალის ოჯახს დაურქმევია შენთვის სიძე, არც შენს ოჯახს უწოდებია მისთვის რძალი.
მანამდე ჯერ წლები იყო გასასვლელი.
ქალი მოსკოვს მიდიოდა თავის გზაზე, თავისიანებთან და შენც გაეკიდე... სიმართლე თუ გინდა, ესაა.
გზაში, მატარებელშიც არ ჩაუთვლიხარ ქმრად, ტამბურაში სხვასთან გააბა ფლირტი.
შენ რა ჰქენი?! ბრაზივით რაღაც კი მოგერია, მაგრამ მამაკაცს მხოლოდ ის უთხარი, ოლია ბავშვიაო.
განა ქმრები ასე იქცევიან?!
მით უფრო, ქართველი ქმრები.
რუსეთში ერთ სახლში არ დაბინავებულხართ. ქალს ჰქონდა წასასვლელი, შენ - არა.
დედაშენი გონიერი ქალი იყო, გაჭირვებით ორი ობოლი ვაჟის გამზრდელი. შენს ნათქვამზე, სწავლის ფული მინდა და მიწა გავყიდოთო, როგორ დაგთანხმდებოდა, განა არ ახსოვდა შენი ზარმაცობა სასწავლებლში, შენი დაბალი ნიშნები, შენი კლასში ჩარჩენა.
შენ კი მერე მთელი ცხოვრება ვერ აპატიე.
ულუკმაპუროდ იმ არეულ, რევოლუციურ რუსეთში რამდენ ხანს გაძლებდი?
ძლივს ჩამოაღწიე მარტომ საქართველომდე. არც იქიდან გამოუცილებიხარ ოლიას, არც შენ დახვედრილხარ თბილისში, როცა რამდენიმე წლის მერე საქართველოში დაბრუნდა.
ჩამოსვლის ამბავიც კი შემთხვევით გაიგე.
რა არის ოჯახი?-საერთო ჭერი, საერთო შვილი, საერთო ბიუჯეტი, ქონება ...
აბა, რომელი ერთი გაგაჩნდათ?
იმდროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებშიც, როგორც მახსოვს, ორივე მიუთითებით რეალობას - ,, გაუთხოვარი", ,, დაუოჯახებელი"
კრილოვის ქუჩაზე რაღაც პატარა ოთახს კი ეღირსეთ, მაგრამ ოლია ძმასთან ცხოვრობდა, სოლოლაკში და ხანდახან შემოგივლიდა, თავსგასულ მეზობლებს დაგიფრთხობდა, უპატრონო რომ არ ჰგონებოდით, ცოტას რასმე დაგიტოვებდა, თუ ჰქონდა...
ამასობაში წლები გავიდა და შენიანები მიეჩვივნენ ოლიას, როგორც რძალს....
თვითმფრინავი უკვე დასაჯდომად ემზადება.
დანარჩენი - მერე.
აბა, დროებით!

Posted by: პროფაზა 23 Jul 2016, 21:16
ინგლისური იცოდა ამ ტიპმა?

არტისტულ ყვავილებს ვკითხულობდი ერთხელ და აშკარად 2 ცუდი ლექსი აქვს დაწერილი ედგარ პოზე.
ერთხელ კიდე, სხვა ლექსში ახსენებს და ამიტო დავინტერესდი. იცოდა ინგლისური, თუ რუსული თარგმანით კითხულობდა?

Posted by: SCHWARZENEGGERA 30 Aug 2016, 02:37
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
* * *
მე არც წარსულის,არც მომავლის არ მეშინია,
ჩემთვის დღესავით არის ნათელი რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.
მე მივდიოდი და ვეცემოდი,ისევ ვდგებოდი და მივდიოდი,
ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი, ვით დედოფალი უცხო მხარეში.
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა,
რომ მომცა ფრთები,ავფრინდებოდი,გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს,
ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს? სად დავემალო,სად წაუვიდე,
მხოლოდ ღამემ,უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ იცის ჩემი საიდუმლო,
ყველა იცის თეთრმა ღამემ.
უდაბნოში მიდის ზოლი,და იქ ვდგავარ შენი მწირი,
აღარც დედა, აღარც ცოლი, აღარც შვილი, აღარც ძილი,
რა სიჩუმეა! ო, ღმერთო ჩემო! ჰე, გაიღვიძე ქარო ძლიერო!
გამოაღვიძე მიდამო მკვდარი, გასწი უამბე ადაიანებს ჩემი ოცნება მიუსაფარი,
ო, ეს ფოთლები ფენილი ქარით,ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,
ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით, არავის თქვენგანს არ ენანება?
ქვეყანა გაცვდა ვით ძველი გროში, უდაბურებად იქცა სოფელი,
ნუ გაოცდები რომ ასეთ დროში,მცირე ბედისაც ვარ მადლობელი,
სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი როგორც უსაზღვროება,
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის,
ეს ვთქვი, ეხლა დანარჩენს იტყვის ჭექა ქუხილი,
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
რარიგ კარგია სამშობლოვ შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი.

Posted by: Waiting-for-Godot 3 Sep 2016, 23:12
QUOTE (merciamercia @ 7 Jan 2016, 15:57 )
,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…

რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..

მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…

სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…

დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.

აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.
ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს”…

გალაკტიონის დღიურიდან:
1932 წელი. 31 დეკემბერი

user.gif

ძაან მარტოსული ვარ მეც გალაკტიონის არ იყოს ...
და ამის ამბებს რო ვკითხულობ მომეშვება ხოლმე რომ ვიღაცასაც ამხელა დედამიწაზე
უკვე უგრძვნია და განუცდია ყველაფერი ის რაც მე მაწუხებს



მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ
იცის როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე მე და ღამე, მე და ღამე

Posted by: merciamercia 4 Sep 2016, 00:32
QUOTE (Waiting-for-Godot @ 3 Sep 2016, 23:12 )
QUOTE (merciamercia @ 7 Jan 2016, 15:57 )
,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…

რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..

მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…

სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…

დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.

აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.
ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს”…

გალაკტიონის დღიურიდან:
1932 წელი. 31 დეკემბერი

user.gif

ძაან მარტოსული ვარ მეც გალაკტიონის არ იყოს ...
და ამის ამბებს რო ვკითხულობ მომეშვება ხოლმე რომ ვიღაცასაც ამხელა დედამიწაზე
უკვე უგრძვნია და განუცდია ყველაფერი ის რაც მე მაწუხებს



მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ
იცის როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე მე და ღამე, მე და ღამე

user.gif 2kiss.gif
..........................

Posted by: Waiting-for-Godot 4 Sep 2016, 01:05
merciamercia
მარჯვნივ კედელი
მარცხნივ კედელი
უკან კედელი
წინაც კედელი
ვწევარ საწოლზე
შუა კედელში


user.gif

Posted by: merciamercia 4 Sep 2016, 02:00
QUOTE (Waiting-for-Godot @ 4 Sep 2016, 01:05 )
merciamercia
მარჯვნივ კედელი
მარცხნივ კედელი
უკან კედელი
წინაც კედელი
ვწევარ საწოლზე
შუა კედელში


user.gif

ვისია???
ჰაიკუს გავს user.gif

Posted by: Waiting-for-Godot 4 Sep 2016, 02:18
merciamercia
ჩემია user.gif

Posted by: Valar~Morghulis 4 Sep 2016, 02:26
QUOTE
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ
იცის როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე მე და ღამე, მე და ღამე

გენიალურია და ეს სიტყვბი მით უფრო იძენს სიმყარეს,რაც უფრო მეტად იზიარებ მისი ავტორის სევდას.თუმდაც იმ წამიერს,როცა წერდა.

Posted by: Waiting-for-Godot 5 Sep 2016, 18:30
,,გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო.
ჩაუწერია კიდეც:
- თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო.
აკაკიმ დაასწრო, თორემ ეს გაფრთხილება გალაკტიონის პიროვნებას უფრო შეეფერება, და ამიტომაც დაესესხა და გაიმეორა.
სიყმაწვილიდანვე მარტო დარჩა. ყველგან და ყოველთვის მარტო იყო. ვეება მხრებით დაატარებდა საკუთარ მარტოობას და ისე გაუცხოვდა, თავისი ბუნებრივი ხმით არც კი გველაპარაკებოდა.
უბრალოდ ჩაცმული - ყველასაგან გამოირჩეოდა, შიგნიდან ანათებდა და ამდიდრებდა გარემოს, და არა მარტო ფიზიკურად იდგა მთელი თავით მაღლა.
ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო.
როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს «სხვაგან» იყო მისი მთავარი სავანე.
უმეგობროდ იცხოვრა. მეგობრობა გულისხმობს მსგავსი გემოვნებისა და მსგავსი ტემპერამენტის (ალბათ, მსგავსივე ნიჭის) პარტნიორთა ურთიერთობას. ამდენად უხერხულიცაა თავი გამოიდო გალაკტიონის მეგობრობაზე.
მას არ გააჩნდა პრაქტიკული ცხოვრების უმნიშვნელო უნარიც კი, უჭირდა სხვასთან დაკავშირება და დაახლოება, თვითონაც გრძნობდა და წუხდა:
- მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი.
- მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ.
- ეს ფუსფუსი პატარა-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
ეტყობა, პოეტურმა ტალანტმა ისე ამოწურა და მიისაკუთრა მთელი მისი ადამიანური შესაძლებლობა, რომ კომპენსაციის არავითარი საშუალება აღარ დაუტოვა.
თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აიღებდა ხელში და უსუსური ჩანდა, როგორც კი ქაღალდს გაშორდებოდა.
- ამხანაგთან მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს: გულღია, ამხანაგური, ჩემს კაცად ვთვლი. მაგრამ მექნება თუ არა მასთან რაიმე სერიოზული საქმე, უცბად დავიბნევი, დავთარი ამებნევა. არ ვიცი, საიდან დავიწყო ლაპარაკი. დავიწყებ «თქვენობით»,
ოფიციალურად და... ისიც ისეთ უარსა მტკეცს, - თვით მევე შემცხვება და გავწითლდები.
ცდილობდა და ვერ ახერხებდა, თუნდაც უახლოესი ადამიანებისათვის მაინც გაეღო გულისკარი, და ეს იყო მისი დიდი ტრაგედიის ერთი ნიშანი''-ვახტანგ ჯავახაძე

Posted by: Waiting-for-Godot 10 Sep 2016, 03:13
ერის ხიდთან (ამჟამად გალაკტიონის ხიდი) “საუცებისო” საარყეები იყო ხოლმე. არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები. უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს ეუბნება: ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150 გრამიანი ჭიქა გაუვსო. მან ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე უკან გადმოაქცია. მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა. გაოცებულმა ვკითხე: ძია გალაკტიონ, აგრე რათ აკეთებ-მეთქი. მან გახარებულმა მიპასუხა: ახლა რომ გავალ “ზემელზე,” არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო.”





მტროლელი ყოფილა გალაკტიონი )))))


user posted image

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 10 Sep 2016, 04:07
მე ვუალები მიყვარს ძალიან, არცისეთი ცნობილია როგორც დანარჩენები მაგრამ მე ძალიან მიყვარს///

Posted by: George Best :) 28 Oct 2016, 22:05
და ჰავაელი პატარა ქალი,სახელად ემმა.

U
Oოოოოო,ფილმია ერთი ჰოლივუდური,ცხოვრება პიკასოს მერე,ქალებზეა პიკასოს მერე სიყვარულის Dა ცხოვრებიდ ტრაკი რო არ ქონდათ,მერე ერთი ქალი ეძრობა,პიკასოდ მერე რო იცხოვრა ,უყვარდა და გადარჩა.


აი Mე ის მაინტერესებს,ცხოვრება გალაკტიონის გარეშე,ფარული დარდების,თრობის საათების,წყეული ცამეტი ტყვიების,და იმ უბედური,პატარა და ლამაზი ემას Gარეშე როგორი იქნებოდა

Posted by: merciamercia 17 Nov 2016, 20:54
,,ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია"

დღეს დაბადების დღე აქვს love.gif

Posted by: Menestrel 18 Nov 2016, 19:17

"გალაკტიონი იყო თავისებური ყოველმხრივ: თავისებური უცნაურობამდე. იყო მარტოდ-მყოფი ბუნებით. იყო გულდახშული და ამის გამო მარტოდ-მყოფიი? არა, იგი გულახდილი იყო. მხოლოდ: გულისყური სხვა მხრით ჰქონდა მას განხრილი. რა მხრით? პოეზიის მხრით. იგი ცოცხლობდა და ცხოვრობდა შაირით: მხოლოდ შაირით. ჭირვეული იყო მით. მოვხატოთ ერთი მოსმით: შაირი მისთვის იყო ის, რაც მთვარეა მთვარეულისათვის.

საინტერესო იყო მეტად შეხვედრა მასთან. შეგეყრებოდა, შეირხეოდა ორმაგ "ზეაყვანილი" და: მყისვე სიცხადეზე გამოდიოდა. ემჩნეოდა უხერხულობა, თვითონაც ამჩნევდა ამას. იყო მორცხვი (ეს მორცხვობა გვარეული თუ იყო: ტიციანიც მორცხვი იყო, მისი ბიძაშვილი, დანარჩენში მისი ანტიპოდი). მორცხვობა კიდევ უფრო ამძაფრებდა მისს უხერხულობას. შემოგეფრქვეოდა ხალისით, გადამეტებული ხალისით - "მეტი" აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის დაფარვისა. ირხეოდა, იბნეოდა. არ იცოდა: რა ეთქვა, რა ექმნა. გეხალისებოდა. ნერვიული იყო: და ხალისი მისს სახეზე კუნთების უჩვეულო ათამაშებით იფინებოდა.

"ძამიკო" ამ სიტყვაში ვხედავ მთელს გალაკტიონს. ეთქვა "ძმაო" - თქმა არ იქნებოდა ღიმილ-მოვლებული. ეთქვა "ძამია" - თქმით არ იქნებოდა "შორიახლოობა" დაცული. სულ სხვაა "ძამიკო": აქ ღიმილსაც ვხედავთ და შორიახლოობასაც ვგრძნობთ. აკაკი გაწერელია ამბობს: "ძამიკოს" გალაკტიონი "ყველა თანამოასაკეს და უმცროს მეგობარს ეძახდა". ამ "ძამიკო"-ში უნდა ყოფილიყო, ასე მგონია, ტონი "უფროსური": უმცროს მეგობართადმი არა მხოლოდ ასაკის მხრით, თანამოასაკეთადმი კი ოდნავ ასაკის გარე მიხედვითაც: ორივე შემთხვევაში მეგობრული.

ერთი რამ მაგონდება აქ. მაგონდება ვითარ სიზმარი: გალაკტიონის მიმართვა ტიციანისადმი შეხვედრისას: "ტიციანო!" ამ მიმართვაშიც - საკუთრივ მის "ო"-ნით დაბოლოვებაში - მთლად ვლინდებოდა გალაკტიონი. "ტიციანო!" ხალისიანი შეფრქვევით შეგებება უფროსური - "უფროსური" ხნოვანების მიხედვით. ტონი: თითქო გამომწვევი და თანაც მამხნევებელი. ერთიც მორცხვი იყო და მეორეც, ვიმეორებ. "ტიციანო!" მორცხვობას გალაკტიონისა აქ სითამამე ჰფარავდა უფროსისა - ტიციანის მორცხვობა კი რაღაც შემაგებებელი "შორისდებულით" იბადრებოდა. ამ წუთში ნათესაურობა მათი ქალწულური სინაზით იფინებოდა: ორივეს ახასიათებდა - აქ რუსულ ენას უნდა დავესესხო - "ცელომუდრიე". მაგონდება ეს და: ვხედავ მათ..."

(გრიგოლ რობაქიძე, 1962 წ.)



Posted by: Melpomene 21 Feb 2017, 15:46
საუბარი ედგარზე

ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,
როცა საუბარი ედგარ პოეზეა!
აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია.

ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილა,
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!

(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.

უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,
ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,

თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად - როგორც თანამდები -
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!

Posted by: George Best :) 22 Feb 2017, 19:20
უხ შენ გენაცვალე



ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

Posted by: morningstarz 21 Mar 2017, 01:18
ინესა მერაბიშვილის თარგმანების წიგნი არავის მოგეპოვებათ?

Posted by: George Best :) 26 Mar 2017, 02:14
ორი თვით მივდივარ სადღაც და ერთადერთი წიგნი მიმაქვს,გალაკტიონის ლექსების პატარა კრებული,ძველისძველი
სულ მგონია,რაც უნდა ცუდად ვიყო,რამე მიჭირდეს,შარში ვიყო,ყოველთვის მომეხმარება
ბევრისთვის ბიბლიაა ეგრე,ჩემთვის ეგ ლექსებია,ყოველთვის მეყოფაა გალაკტიონის პატარა წიგნი და ცოტა სასმელი,უფრო კარგად რო გავხდე,სადაც არ უნდა ვიყო

Posted by: baqari1001 26 Mar 2017, 02:35
George Best smile.gif
შენ პოსტზე ეს გამახსენდა smile.gif

თქვენ მოგენატრად ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახთეთ მილიარდერი
მე კი ვინატრებ გზას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს, და ღერ პაპიროსს

Posted by: bonsai 16 Aug 2017, 01:48
გალაკტიონი მიყვარს სიგიჟემდე. დღეს თითქმის
მისი ყველა საუკეთესო ლექსი წავიკითხე და ისეთი
გრძნობა გამიჩნდა რომ ჩემს სულში ზის და მისი
ცხოვრებით ვცხოვრობ. ისეთ ხასიათზე ვარ, გადავწყვიტე
ხვალ მთაწმინდაზე ავიდე,
მის საფლავზე სანთელი დავანთო და ერთი ჭიქა საფერავი შევსვა.
ეს ლექსი მინდა დავდო

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.

იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.


ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

სული მოუვლინე ისევ შენმიერი,

დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

სული უმანკოთა მიეც შვენიერი.


ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

Posted by: elodin 11 Feb 2018, 18:44
ფდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდბფდბრბბდფბდფ დვრდფც

Posted by: Oqrialeli 9 May 2018, 08:51
სიგიჟეა გალა,სიმაღლე.არ ვარ პოეზიის დიდი მცოდნე.უბრალოდ ვგრძნობ როცა გალას ვკითხულობ ან მახსენდება,რა არის პოეზია

Posted by: HurricaneKat. 9 May 2018, 10:37
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.

დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები ყვითელი…
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში – შეშლილი სკვითელი.

ვეწვევი განდეგილ მამათა
„უმანკო ჩასახვის“ სავანეს.
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.

სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!

დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები…
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები…
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

და ვიცი ღელვაა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.

ერთგავარ მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გზაელებს – მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს – სასახლის მდივანი.

Posted by: elodin 9 May 2018, 10:56
QUOTE
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!

დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები…
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

...

Posted by: ჟან_შარდენი 14 May 2018, 17:46
QUOTE (baqari1001 @ 26 Mar 2017, 02:35 )
George Best smile.gif
შენ პოსტზე ეს გამახსენდა smile.gif

თქვენ მოგენატრად ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახთეთ მილიარდერი
მე კი ვინატრებ გზას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს, და ღერ პაპიროსს

მაგარია smile.gif

Posted by: Hеllhаmmеr 8 Aug 2018, 10:54

მუხა პირველი იგრძნობს ალიონს
და პირველ სალამს განთიადისას,
ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,
მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.

მუხა პირველი მეხს ეგებება,
შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,
შეუშფოთებლად და მძლავრად კვდება,
ველზე მდგომარე განმარტოებით.

ყანებში სადღაც ატირდა ღალღა...
ძირს, ძირს ეშვება მოხუცი მუხა,
ნაკადს დაეცა, ნაკადმაც ტალღა
აამღელვარა, ააჩუხჩუხა.

წაიღებს ხსოვნას ჟამი პირქუში,
გასცდება დღეებს, განაპირდება;
მარტოდენ ჭოტი მუხის ძველ ღრუში
დაისადგურებს და ატირდება!..

Posted by: Likri 3 Nov 2018, 20:55
"ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ. ერთადერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც ძლივს ვიშოვე.
საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ ამის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება.
კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი.
ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და კაციშვილი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არცერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს."

გალაკტიონის დღიურიდან...

Posted by: ტრებამონა 6 Nov 2018, 23:13


მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული

Posted by: George_Best 11 Nov 2018, 03:54
პირველი ვარდი...
მოვიდა პირმშვენიერი მაისი,
რად დაგვავიწყდა
ძველ ნანგრევებზე ძველი ნავარდი,
კუნძული ჰავაის
და ჰავაელი პატარა ქალი
სახელად ემმა.
თუ წაიყვანა სიყმაწვილე
უცნობმა გემმა,
და დაიკარგა სადმე ყვავილი,
მიუგნებელი მხარეები თუ აიგულე,
ვინ მომიტანა ეს თაიგული,
ვის შევუყვარდი?
ბავშვობიდანვე იყავი მარტო
ჯვარზე გაკრული,
შენ სული გქონდა მეტად ფაქიზი
და დაჩაგრული.
ვიღაცამ ალბათ გაიარა
შენს სპეტაკ სულში,
აღზრდილმა შენებრ მარტოობით
და სინანულში;
ო, გული, გული, რანაირად
მტკივა კვლავ გული.
ვინ მოგიტანა შენ თაიგული?
თუ დააბრუნა სიყმაწვილე
იმავე გემმა,
და ჰავაელი პატარა ქალი,
სახელად ემმა?


ამაზე მაგარი არაფერი დაიწერება
არც ლექსი,არც არაფერი
ძველი ამერიკული ფილმები ვისაც გიყვართ,ნუარები
ის ლექსია,ის ამბავი
ჰომფრი ბოგარტი და რიტა ჰეივუდი ემმას როლში,ბავშვობაში ერთად რო არიან,მერე ბევრი წლის მერე,რიტას გამოხსნას რო ცდილობს ჰომფრი,ომები და ის ამბები რო ახსოვთ
ორივე საბრალო,ბოლოს ჰომფრის ვინმე განგსტერი დაბრიდავს,რიტა ჰეივუდს ანუ ემმას რო ჩააკვდება ხელში
ოღონდ კინოთი ამას ეგრე მაგრა ვერ მოყვები,ამ ამბავს ვერა,აი ამ ლექსით გალაკტიონმა მოყვა

Posted by: GLOKTA 12 Nov 2018, 20:54
QUOTE
კრიზისის დროს მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი, ავადმყოფი, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და კაციშვილი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.

ეჰ
QUOTE
თუ დააბრუნა სიყმაწვილე
იმავე გემმა,
და ჰავაელი პატარა ქალი,
სახელად ემმა?



up.gif

Posted by: George_Best 28 Dec 2018, 19:38
.....................

https://www.youtube.com/watch?v=p0UfBm06I18&feature=youtu.be

Posted by: nino darbaiseli 30 Dec 2018, 01:45
"ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…
რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბად იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ ფეხსაცმელები და კალოშები, მეოთხეჯერ ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…

სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…
დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.
აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.
ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინად მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდ მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს”…

გალაკტიონის დღიურიდან:

1932 წელი. 31 დეკემბერი


გიჭირთ თუ გილხინთ, საახალწლო სუფრასთან რომ დასხდებით და ჭიქას აწევთ, გახსოვდეთ გალაკტიონი და პირველი ყლუპი უჩუმრად მის სახელზე შესვით.
მიუვა!

Posted by: Lapustak 4 Jan 2019, 01:51
QUOTE
ორი თვით მივდივარ სადღაც და ერთადერთი წიგნი მიმაქვს,გალაკტიონის ლექსების პატარა კრებული,ძველისძველი
სულ მგონია,რაც უნდა ცუდად ვიყო,რამე მიჭირდეს,შარში ვიყო,ყოველთვის მომეხმარება
ბევრისთვის ბიბლიაა ეგრე,ჩემთვის ეგ ლექსებია,ყოველთვის მეყოფაა გალაკტიონის პატარა წიგნი და ცოტა სასმელი,უფრო კარგად რო გავხდე,სადაც არ უნდა ვიყო


მე ყველგან არ დამაქვს, მაგრამ გალაკტიონის პატარა ზომის კრებული ჩემთვისაც ალბათ უძვირფასესი ნივთია მთელს სახლში. დედაჩემს მამამისმა აჩუქა. სწორედ იმ პატარა კრებულს მიკითხავდა მთელი ბავშვობა, სანამ კითხვას ვისწავლიდი და შემიყვარდებოდა. სხვა წიგნებსაც მიკითხავდა, მაგრამ ყველზე ხშირად გალაკტიონს და იმ პატარა გამოცემას.

ახლა ამას რატომ ვწერ, იცით? დედაჩემი ხშირად სინანულით ამბობს, 4 წლის ბავშვს რად გინდოდა გალატკიონიო.
ამაში მხოლოდ გალაკტიონი კი არა, ზოგადად აღზრდის წესი იგულისხმება, რომელიც არ გამომადგა.
32 წლის ვარ, პატარა აღარ ვარ. მაინც აღზრდის ბრალია ბევრი რამე, რაც გამომდის, ან პირიქით

მჭირდებოდა გაკალტიონი სამი წლის ასაკში?

სიღრმე და დიაპაზონი შემატა ჩემს ტვინს, მაგრამ ამ თვისებებმა არც პირად ცხოვრებაში მომიტანა რამე კარგი, ვერც კარიერაში და ვერც მეგობრებთან ურთიერთობაში. უბრალოდ არ არის საჭირო, ყოველ შემთხვევაში ამ ცხოვრებაში. თუ მომავალ ცხოვრებაში ბიტკოინებად და ეთერიუმებად მოვალთ, მერე მეც ''გალაკტიონზე გავზრდი'' შვილს

Posted by: Dimitry762 20 Feb 2019, 18:13
QUOTE
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

George Best up.gif

Posted by: Ezekia 17 Mar 2020, 11:39
დღეს თოვლია და 17 მარტი.


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

❤️

Posted by: merciamercia 17 Mar 2020, 22:03
მიყვარს მარტო ქარიშხალი

მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს,
მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს.
არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთატივტივა,
ატკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა.
მე ნელ ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება,
მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება.
მიყვარს მარტო ქარიშხალი, თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,
მთიდან მთამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე!
მიყვარს იმის ნანგრევებზე ახალ გრძნობათ შვება-ლხენა,
მასში ცოცხლობს ფიქრთა ჩემთა იდუმალი აღმაფრენა!

<3

Posted by: George_Best 24 May 2020, 16:32
და ჰავაელი პატარა ქალი
სახელად ემმა

Posted by: Re-hanna 27 May 2020, 04:37
იაგუნდა! რა რიგ მსურდა, რა რიგ მსურდა, იაგუნდა,
რომ მგოსანი ვყოფილიყავ და მემღერა ჰანგი მუდამ.
მაგრამ გულმა რა იცოდა, რომ ამ ცეცხლით დაიწოდა,
ჰანგმა, ჰანგი გაიწოდა და ზარივით აგუგუნდა: იაგუნდა, იაგუნდა.

გულს რაც ჰქონდა და არ ჰქონდა, მოაგონდა, იაგუნდა,
დღეს შეხედა და დადუმდა, წარსულს გაჰყვა და დაღონდა,
შენთა თვალთა ღამე ბნელი...
იაგუნდა, იაგუნდა.

* * * * *

Posted by: Ezekia 31 May 2020, 01:08
საღამო სოფლად

გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.

ყელი მელანდება გადასაკონელი...
რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.
გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი
და ცას ენაზება შუქი დამავალი.

მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს.
შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი?
ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:
მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.

1916

Posted by: George_Best 31 May 2020, 03:44
QUOTE
საღამო სოფლად

გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.

ყელი მელანდება გადასაკონელი...
რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.
გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი
და ცას ენაზება შუქი დამავალი.

მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს.
შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი?
ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:
მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.

1916

მე რატო არ ვიცოდი ეს ლექსი
აი რატო არ ვიცოდი
არ მაწყობს
რა მაგარია დდა მე არ დამიდია sad.gifიქნებ არ არის გალაკტინოის :@

Posted by: Ezekia 4 Jun 2020, 02:53

***

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.

განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,

ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.

ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,

უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.

ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,

სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...

სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,

განზე გადექი და ტყვია დაიხალე.

გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,

ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.


1930



Posted by: George_Best 4 Jun 2020, 04:49
ეგ ვიცი

რამე მაგარ ლექსსთუ იპოვი რომელიც არ ვიცი შემდეგ ჯერზე მოდერობიდან არ გადაგაყენებ

Posted by: Ezekia 21 Nov 2021, 22:21
ეს ცნობილი ლექსი

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.

- დღეს შემხვდა ფრანგულად და ჩემი ფრანგულის მასწავლებელი გამახსენა, ამას რომ გვასწავლიდა ❤️

ფრანგულადაც ძალიან ლამაზად ჟღერს :

Bruit du vent, cri du vent, gémissement,
Et les feuilles emportées par le vent,
Et les arbres ployés et tout nus,
Où es-tu? Où es-tu? Où es-tu?…
Neige et pluie, pluie et neige, neige et pluie,
Je ne puis te trouver, je ne puis!…
Seuls tes yeux sont toujours avec moi,
Nuit et jour, en chemin, sous mon toit.
Ciel couvert, ciel couvert et le vent,
Bruit du vent, cri du vent, gémissement…

Galaktion Tabidzé
(Traduction: Tatiana Avaliani)

Posted by: ალექსანდრა91 16 Dec 2021, 21:03
არ ღირს იმ ერთ ცრემლად

მთელი ღრიანცელი ყველა პოეტების,
დაუსრულებელი როცა კამათია -
არ ღირს იმ ერთ ცრემლად, თვალს რომ მოედების
და ღრმა მოგონებამ მე რომ დამათია,
მაგრამ დაცემული არვის ვენახვები:
თუმცა მრავალია გულში დაგუბული,
როგორც ყვავილები, როგორც ვენახები,
დაუსრულებელი სეტყვით დაღუპული.
შენ ნუ დაეცემი, შენ ნუ შეშინდები.
გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს.
ყველა ამაოა, ჯერ არ შებინდდება.
მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგვარიგებს.

Posted by: Telegraph_ 28 May 2023, 09:55
QUOTE (Ezekia @ 21 Nov 2021, 22:21 )
ფრანგულადაც ძალიან ლამაზად ჟღერს :

Bruit du vent, cri du vent, gémissement,
Et les feuilles emportées par le vent,
Et les arbres ployés et tout nus,
Où es-tu? Où es-tu? Où es-tu?…
Neige et pluie, pluie et neige, neige et pluie,
Je ne puis te trouver, je ne puis!…
Seuls tes yeux sont toujours avec moi,
Nuit et jour, en chemin, sous mon toit.
Ciel couvert, ciel couvert et le vent,
Bruit du vent, cri du vent, gémissement…

Galaktion Tabidzé
(Traduction:  Tatiana Avaliani)

ნეტა ამის წაკითხვა შემეძლოს user.gif




Posted by: Ezekia 29 May 2023, 22:35
QUOTE
ნეტა ამის წაკითხვა შემეძლოს



QUOTE
ფრანგულადაც ძალიან ლამაზად ჟღერს :



https://drive.google.com/drive/folders/1054nOyHsLK0YK0nm0urE5lWaqG6zdaYX

Posted by: მაისი 30 May 2023, 19:05
ძლიერი პოეტია, განსაკუთრებით მაისის ციკლის ლექსებიდან.

Posted by: Aleksandre166 3 Jun 2023, 14:25
ალვები თოვლში

დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრიალებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დაცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი - პირ-ბადე
და უცნობ ღამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიადამდე.
სდგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...
და უჩვევ ნათელს ეალერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.

Posted by: Franziskaner 4 Apr 2024, 16:52
user posted image
1935 წელი. პარიზი..მწერალთა მსოფლიო კონგრესი..
ბორის პასტერნაკი, გალაკტიონი, ისააკ ბაბელი, ანრი ბარბიუსი..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)