forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (90) « პირველი ... 88 89 [90]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უფასო საინჟინრო კონსულტაციები II, მხოლოდ განსახილი თემები /ერთჯ. კითხვები რჩევებში დასვით
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 55490
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 21 May 2018, 10:53  #52751962      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
datosia

იმუშავებს 20-იანი კოლონებიც, მაგრამ თუ შენობის გათბობა-გაგრილება გჭირდებათ 20სმ-იანი კედლები ცუდი არჩევანია, მაგას სჯობია 40-იანი ბლოკის კედელი ააშენოთ, არც კოლონები დასჭირდება და უფრო თბილი/გრილი იქნება smile.gif კოლონების არმატურა და ბეტონი რაც დაჯდება, თითქმის ეყოფა მეორე პირი ბლოკის ამოყვანას, სამაგიეროდ თბოიზოლაციაში მოიგებთ საკმაოდ



--------------------
SUBARU LEGACY 3.0R SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel i3-8100 4-Core 3.6GHz
AORUS Z370 ULTRA Gaming
CORSAIR Vengeance RGB 16GB 3200MHz
ZOTAC GTX 1080 AMP! Edition
Samsung 960 EVO 250GB M.2 NVMe
Seasonic PLATINUM 1050W Full Modular
CORSAIR Graphite 730T Full Tower
rsmaan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3383
წევრი No.: 27642
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 21 May 2018, 11:46  #52752300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კოლონების არმატურა და ბეტონი რაც დაჯდება, თითქმის ეყოფა მეორე პირი ბლოკის ამოყვანას, სამაგიეროდ თბოიზოლაციაში მოიგებთ საკმაოდ

ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ ვინც გეგმავს აშენებას არმატურას, ბეტონს, აპალოვკას, ხამუტებს, ჯანდაბას ყველა ვარიანტში ჯობია
ყველაზე დიდი შეცდომა ეგ დაუშვი


--------------------
Mercedes w203 2.0 kom 2002
Mitsubishi galant 3.0 2002
lexus gs400 1998
Mercedes clk 320 2001
Mercedes E320 2001
Nissan teana 2.3 2004
Mercedes S430 2001
Honda CR-V 2003 (destroyed)
Jeep Grand Chrokee Limited 2007
Toyota RS 1.5 2007
datosia
Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1320
წევრი No.: 836
რეგისტრ.: 11-April 02

გამოგზავნილია: 21 May 2018, 12:24  #52752520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PAINKILLER

მადლობა

საქვაბეს შენობაა და ასევე სარწყავის სისტემის, საერთოდ სენდვიჩპანელით მშენებლობა მინდოდა, მაგრამ გურიაში მისი ამშენებლები ვერ ვიპოვე, თან ძვირიც არის.

საერთოდ იქ მშენებლების დონე საოცრად დაბალია (

ერთ-ორ არმატურას ჩააგდებენ საძირკველში და ეგრაის მეტი ჩვენთან არ ჭირდებაო, საძირკვლის ჰიდროიზოლაციას რომ ვახსენებ ისეთი სახე აქვთ თითქოს ასტროფიზიკაზე ვსაუბრობდე

თან დარწმუნებული ვარ ხარისხიან ბლოკსაც ვერ ვიშოვი, 40 იანი კედელი ბევრ ფართს წაიღებს, რათგან თბოიზოლაცია არ მჭირდება,
მოკლედ კონკრეტული კითხვა ასეთია: 6*10 ზე, 3,5 მ სიმაღლის შენობის ასაშენებლად 20 იან ბლოკს თუ ვიყენებ კოლონები ჭირდება? და თუ ჭირდება მხოლოდ კუთხეებში? სარტყრლი კეთდება თავისთავად.


SaamI
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13321
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 21 May 2018, 17:17  #52754214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rsmaan
QUOTE
ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ ვინც გეგმავს აშენებას არმატურას, ბეტონს, აპალოვკას, ხამუტებს, ჯანდაბას ყველა ვარიანტში ჯობია

ამ თემის გახსნის დღიდან მაგას ვიძახი.
datosia
QUOTE
საძირკვლის ჰიდროიზოლაციას რომ ვახსენებ ისეთი სახე აქვთ თითქოს ასტროფიზიკაზე ვსაუბრობდე

biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
6*10 ზე, 3,5 მ სიმაღლის შენობის ასაშენებლად 20 იან ბლოკს თუ ვიყენებ კოლონები ჭირდება? და თუ ჭირდება მხოლოდ კუთხეებში? სარტყრლი კეთდება თავისთავად.

თუ ზემოდან ბეტონის ფილას არ დაასხავთ, კუთხის კოლონებიც არ დაჭირდება.
QUOTE
საქვაბეს შენობაა და ასევე სარწყავის სისტემის, საერთოდ სენდვიჩპანელით მშენებლობა მინდოდა, მაგრამ გურიაში მისი ამშენებლები ვერ ვიპოვე, თან ძვირიც არის.

ლითონის კარკასს და სენდვიჩით შეფუთვას მხოლოდ ორი უპირატესობა აქვს:
1. სწრაფად კეთდება
2. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს და სხვაგან აიწყოს.
ეს უპირატესობები ძვირია, რადგან ლითონი ყველაზე ძვირი სამშენებლო მასალაა.
აწყობას რამე განსაკუთრებული ხელოსანი არ ჭირდება. კარკასს ნებისმიერი "სვარშიკი" ააწყობს, სენდვიჩი კი თვითმჭრელი შურუფებით მაგრდება. მაგასაც ყველა მოახერხებს, ვინც დრელის და ბალგარკის გამოყენება იცის.

This post has been edited by SaamI on 21 May 2018, 17:29
kvantanamera
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 151
წევრი No.: 237467
რეგისტრ.: 23-October 17

გამოგზავნილია: 21 May 2018, 22:12  #52755798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, 12 სმ ტრუბაკვადრატის კოლონებზე მეტალოპლასტმასის ფანჯრების მიმაგრება შეიძლება? თუ შეიძლება მაშინ როგორ?
ქვემოდან ბლოკის კედელი
SaamI
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13321
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 22 May 2018, 01:18  #52756694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kvantanamera
QUOTE
გამარჯობათ, 12 სმ ტრუბაკვადრატის კოლონებზე მეტალოპლასტმასის ფანჯრების მიმაგრება შეიძლება? თუ შეიძლება მაშინ როგორ?

შეიძლება არც მიამაგროთ, დროებით გაჭედოთ და პერიმეტრი მთლიანად გამოქაფოთ. ქაფიც საკმარისად იჭერს.
თუ მაინცდამაინც დამაგრება გინდათ, თვითმჭრელი შურუფები გუშვით გვერდებში. კვადრატის კედლის სისქე მაქსიმუმ 5 მილიმეტრი იქნება.


This post has been edited by SaamI on 22 May 2018, 01:33
Alpini
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 174278
რეგისტრ.: 2-October 13

გამოგზავნილია: 22 May 2018, 01:50  #52756778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სუპერ უმაგრესია ბიტკოინების დააგროვებლად, ქრომი როცა ჩართულია გროვდება სატოშები. 12000000 მოვაგროვე უკვე, რაც მეტ ხალხს იმატებ მით უფრო მალე გროვდება. გადადით ლინკზე და დაიმატეთ ხალხი. უმარტივესია და რეალური რაც მთავარია..
https://getcryptotab.com/1250506
kvantanamera
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 151
წევრი No.: 237467
რეგისტრ.: 23-October 17

გამოგზავნილია: 22 May 2018, 07:58  #52757022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Saami
მადლობა. ადრე შენგან პასუხი მივიღე და კიდევ გკითხავ (დავაზუსტებ). ოთახი რომლის ხის იატაკი პირდაპირ მიწაზეა დაგებული, რა ქმედებები უნდა ჩავუტარო ბეტონი რომ არ გამოვიყენო? როგორც წინა პოსტებიდან მივხვდი ეს ღონისძიებებია საჭირო: ღორღი ,ტოლი, ცელოფანი, მავთულით არმირებული მოჭიმვა. გთხოვ მითხრა რა რის მერე და რამდენი უნდა გაკეთდეს.
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: kvantanamera
Topic Options Pages: (90) « პირველი ... 88 89 [90]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0510 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]