რა იცით ქართული გვარების წარმოშობის შესახებ.
შეგიძლიათ საკუთარი გვარით დაიწყოთ
* * *
ჭანტურიები
ჭანტურიათა გვარსახელი
გვარსახელის ტიპი: ეპონიმური.
ეტიმოლოგია: საფუძვლად უდევს სატომო სახელი “ჭანი”, ხოლო “თური” მეგრულ-ჭანურად “შთამომავალს” ნიშნავს. . . .
დერივატული გვარსახელები: ამავე ძირისაა - ჭანტურაია, ჭანტურიძე, ჭანტურიშვილი . . .
ჭანტურიათა გვარმოდენილობა
გვარჩამომავლობა: გლეხი . . .
გვარის პირველხსენება: XVI საუკუნის მებეგრეთა დავთარი . . .
პატრონიმული ტოპონიმები
გურია:
ჭანტურიასადგილი - ს. ხაჯალია.
. . .
იმერეთი:
ჭანტურიას კუთხე - ს. ჩხენიში.
. . .
სამეგრელო:
საჭანტურიო - ს. გაღმა საჯიჯაო, ს. სახოჭოლავო.
. . .
http://us.geocities.com/nazgaidze_meketi/g.../chanturia.htmlჭანტურიები საქართველოში 25 ათასზე მეტ გვარს შორის 39-ე ადგილზეა, სამეგრელოს რეგიონებში კი 10-ე ადგილზე (3839 სული).
ჭანტურიათა განსახლების ადგილებია: ნორიო, საჯიჯაო, ზ. ქვალონი, ჯვარი, ქვ.ქვალონი, მენჯი, საჩინო, წალენჯიხა, მედანი, სუჯუნა, პ. ეწერი.
წანტურიათა გვარის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული:
1) რომაელთა ჯარის სანტურიანი ანუ ასისთავი კოლხეთში დაოჯახებულა და მისი შთამომავლობისათვის უწოდებიათ სანტურია, რაც შემდეგ ჭანტურიად გადაქდცეულა (კ.კაპანელი).
2) . . გვარებისთვის - ჭანია, ჭანიშვილი, ჭანტურია - ამოსავალია სატომო სახელი ჭანი. იგი ნიშნავს ჭანის თავს, ანუ ჭანის შთამომავალს, ჭანის მოდგმას (ზ.ჭუმბურიძე).
3) გვარსახელი ჭანტურია მომდინარეობს წინადადებიდან ,,ჭან დუ რენ” (ჭანური: ტუ ,,იყო”, მეგრული რენ ”არის”), რაც ნიშნავს ,,ჭანყოფილი რომ არის”. ამ ფორმას დართვია გვარსახელთა მაწარმოებელი - ია, ხოლო ფუძე შეკუმშული: ჭანტურენია, ჭანტურია. შესაბამისად ჭანტურენისშვილი, ჭანტურიშვილი, ჭანტურენისძე, შანტურიძე (სოსო ჭანტურია).
ჭანტურიების გვარის განსახლების ძირითადი არეალია ჯვარი, საიდანაც მიგრირება მომხდარა ქვემო სამეგრელოში XVIII საუკუნის I ნახევარში. გვარი სათავეს იღებს XVII საუკუნეში, რაც დამოწმებულია სვანეთის წერილობით ძეგლებში.
გვარი ჭანტურია ფიგურირებს ერთ საეკლესიო საბუთში, ხოფის ეკლესიის ბაგარა. გვარი ჭანტურია ფიგურირებს ხონის ეკლესიის სიგელ-გუჯრებშიც (XVII – XVIII ს).
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....