წინა თემამ დიდად არ გაამართლა, ამიტომ გადავწყვიტე მთლიანად დამეწერა
ერთი ტიპია (მაიკლი დავარქვათ) რომლის ცხოვრებაშიც განსაკუთრებული არაფერი ხდება
ერთ დღესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს ცაზე შეამჩნევს პატარა შავ ლაქას, თითქოს რაღაცაა ამოჭრილი. დაიწყებს დაკვირვევას მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ღრუბელი გადაეფარება და ესეც დაიკიდებს და გზას გააგრძელებს
მაგრამ სულ ამაზე ფიქრობს
გადის დრო და თავის დაბადების დღეზე, რომელზეც უამარავი ხალხია შეკრებილი, აივანზე გამოვა ცოტა სულის მოსათქმელად და ვარსკვლავებს შეხედავს
დააკვირდება და ერთი ადგილი ისევ ზედმეტად მუქი მოეჩვენება, მეგობრებს დაუძახებს მაგრამ თითქოს პაზლისავით შეავსეს ის ადგილიო, ვერაფერს ვერ დაინახავენ, დასცინებენ და დაიშლებიან
მაიკლი ამის მერე ვეღარ იძინებს, დღე და ღამე ამაზე ფიქრობს და ბოლოს გადაწყვეტს საჰაერო ბურთი ააგოს, ავიდეს და გაარკვიოს რა ხდება
ასეც მოიქცევა, ააგებს, ჩაჯდება, კარგა ხანი იფრენს, ქარიშხალშიც მოყვება მაგრამ ბოლოს ავა და რაღაცას შეასკდება. გახედავს და აღმოაჩენს რომ მთელი ცა დეკორაციაა ხოლო იმ ლაქის ადგილზე პატარა ხვრელია საიდანაც ხის ტოტი გამოდის
ჩაეჭიდება და აცოცდება
კარგა ხანი ივლის და ჯერ მზის სხივებს დაინახავს, შენდეგ ბუზები დაეხვევიან და დაუწყებენ კბენას
ბოლოს ავა მაინც და რას ხედავს - გარშემო ყველაფერი სისხლითაა მორწყული, ირგვლივ ადამიანის და უცნაური არსებების გვამები ყრია, რამდენიმე მეტრში კი პატარა ქოხია საიდანაც კვამლი ამოდის
მიუახლოვდება, ფანჯრიდან გახედავს და დაინახავს რომ ოთახის შუაში მრგვალი მაგიდა დგას, მის გარშემო კი 3 ნაბო#არი არსება ზის. ადამიანებივით არიან "მოწყობილი"
მაგრამ პატარა ტანი აქვთ, დიდი თავები და საშინელი შესახედავები არიან
მაგიდის ქვეშ მკვდარი ადამიანები უყრიათ. ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტია რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. როგორც ჩანს მისი ორეულით ჩაანაცვლეს
მაიკლს შეეშინდება და მაქსიმალურად ფრთხილად წამოვა უკან
ბოლო მომენტში სახლს გახედავს და კვამლი აღარ ამოდის
ჩამოდის დედამიწაზე და იწყებს ფიქრს რა გააკეთოს, ვის გააგებინოს
საბოლოოდ მეგობრებს ეტყვის და გადაწყვეტენ რომ კარგად შეიარაღდნენ, ავიდნენ და გაარკვიონ რა ხდება
ასეც მოიქცევიან, ავლენ, ისევ იმ ტოტს ჩაეჭიდებიან და აცოცდებიან, მაგრამ მზის სხივი აღარ ჩანს, როგორც ჩანს ღამემ მოუწია ზემოთ
ბოლოში პატარა გასასვლელია და სათითაოდ უნდა ავიდნენ
ჯერ ერთი ავა, მერე მეორე. მესამეს ჩართული ფანარი აქვს ჯიბეზე ჩამოკიდებული
ავა და დაინახავენ რომ გიგანტური პეპლის საჭერით დაიჭერენ და წაათრევენ
როგორც ჩანს წინაზე შეამჩნიეს ადამიანი და ჩაუსაფრდნენ
ამათ შეეშინდებათ და გამოიქცევიან, გზაში ერთ-ორ კაცს კიდე შეჭამენ დანარჩენები ჩამოვლენ დედამიწაზე და ფიქრობენ როგორ ამოავსონ ის ადგილი
თუმცა უკვე გვიანია,ჯერ სისხლის წვიმები იწყება, შემდეგ ის ურჩხულები პირდაპირ ზემოდან ხტებიან და იწყებენ ადამიანების ცოცხლად ჭამას
მათი რაოდენობა მილიონებს აღემატება
მსოფლიოს გადარჩენილი ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ რადგანაც ზემოთ ასვლა შუძლებელია ამიტომ მიწის ქვეშ უფრო ღრმად უნდა ჩავიდნენ და ახალი სამყარო შექმნან, როგორც ეს კაცობრიობამ ერთხელ უკვე გააკეთა
მათი თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას
მოკლედ ჩაჯდებიან გიგანტურ ხომალდებში და დაიწყებენ ქვემოთ ჩასვლას
რამდენიმე დღე ივლიან და ბოლოს სინათლე გამოჩნდება
დააკვირდებიან და აღმოაჩენენ რომ იქ უკვე არსებობს ცივილიზაცია - ადამიანის მსგავსი, პატარა არსებები რომლებიც მეცნიერებს გადაშენებილი ეგონათ
ისინი არიან ძალიან ჭკვიანები და მშვიდობიანები თუმცა აქვთ მინუსი - არიან სუსტები და არ გააჩნიათ არანაირი იარაღი
ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ ისინი საკვებად გამოიყენონ და მათი ქონება დაისკუთრონ
მაიკლი ვერ შეეგუება ამ უსამართლობას და გადაწყვეტს რომ ატომური ბომბი აამოქმედოს
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დააჭერს ღილაკს ხელს და აწევს მთელ დედამიწას ჰაერში
ერთი ტიპი მაინც გადარჩება - მაიკლის მეგობარი, რომელმაც ზემოთ დარჩენა და ბრძოლა გადაწყვიტა
ის რაკეტით მოახერხებს ამ საშინელებისგან თავის დაღწევას თუმცა აღარ იცის რა ქნას და თავის მოკვლაზე ფიქრობს
ბოლო კადრში ნისლი იფანტება და ბუნდოვნად მოჩანს ლურჯი პლანეტა - ნამდვილი დედამიწა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არ ვიცი საინტერესოა თუ მაგარი ###ობაა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ ორივე