აუ მოკლედ, რა შეიძლება ითქვას - ასეთი გახარებული სიტის ტრანსფერით ჯერ არ ვყოფილვარ..
აგუეროს ტრანსფერი მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ემოციებს ვერ ვიხსენებ, ვერც დავიდ სილვას შემთხვევაში..
დებრუინეს ტრანსფერიც მაგრად გამიხარდა, იქამდე იოვეტიჩი - უბრალოდ ფეხბურთელის მნიშვნელობა გუნდის
და სისტემის ჭრილში ნაკლებად მესმოდა..
აი კაილ ვოქერი რომ დაითრიეს - ზუსტად ვიცოდი მისი მნიშვნელობაც და ფასიც - მაგრამ ვოქერია რა..
ხოდა ჯეკი საერთოდ სხვა თემაა, ჯერ მარტო რამდენი ხანია ვწუწუნებთ ასე ვთქვათ იკონურ ფეხბურთელზე - რომელსაც სტარის იმიჯი აქვს,
ინდივიდუალიზმი გამოკვეთილი და თუ რამე "ასნავნიე პრავილა იგრი" არსებობს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მოკლედ ეგეთი ფეხბურთელი..
პლიუს რამდენი ხანია გუნდს სჭირდება დავიდ სილვას მსგავსი რვიანი მარცხენა ფლანგზე, რომელიც დებრუს დააბალანსებს და მეტ პაუზას, მეტ ბურთის
თრევას, მეტ ტრუალს და ეგეთ რაღაცეებს შემოიტანს.. ეს რომ ვერ ეყიდათ ან ცოტა იეფიანი ვარიანტი ან ცოტა გამოუცდელი დაეთრიათ ან საერთოდ შარშანდელი
ნახევარდაცვა დარჩენილიყო - დებრუს ისევ ცრუ ცხრიანი მოუწევდა ნოემბერ-დეკემბრიდან და იასნა კლეობაა..
ნუ ინგლისელი რომ დაემატა და British core იკვრება ეგეც ასწორებს..
და ბევრი მიზეზია რა.. 100 მილიონი 100 მილიონად, მაგრამ თუ ვინმემ უნდა გადაიხადოს ფეხბურთელში ეგ ფასი - სიტია რა თქმა უნდა.
პლიუს ამას აგუერო წავიდა, სანჩოს ფული მიიღეს, ვიღაცეები გაყიდეს და ყიდიან - ამ ფინანსური ტრანზაქციის დაბალანსების პრობლემა არ იქნება..
აი კეინი ვნახოთ, ეგ უკვე სულ სხვა თემაა - ეგ უკვე ზემოდან მოუწევთ 100-120 მილიონის დამატება ან ჟესუ-ბერნარდო-სტერლო ერთდროულად უნდა გაყიდონ..
მოკლედ კოტიკას ვიღებთ დიდი სიყვარულIთ და სიხარულით
მოლკო
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი