Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > პროგრამირება: IT ქსელები თუ ვებ დეველოპინგი


Posted by: artyoms 24 Apr 2019, 22:31
გამარჯობა, მოკლედ მინდა აიტი სფეროში განათლების მიღება და უნივერსიტეტამდე გადავწყვიტე მიმეღო ცალკე აკადემიური განათლება და შევხვდი IT ქსელებს და ვებ პროგრამირებას(HTML5,CSS & PHP,MYSQL,JQUERRY) კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიაში და არ ვიცი რომელი იქნება უკეთესი კურსი. შეგიძლიათ დახმარება?


http://ctaedu.ge/ge/article.php?ID=17

http://ctaedu.ge/ge/article.php?ID=34

Posted by: უძინარი 24 Apr 2019, 23:07

ვებ-პროგრამირება ჯობია ყველა ვარიანტში.

თუ კარგად გაქაჩავ, სამუშაო ყოველთვის არის.



Posted by: artyoms 24 Apr 2019, 23:27
QUOTE (უძინარი @ 24 Apr 2019, 23:07 )
ვებ-პროგრამირება ჯობია ყველა ვარიანტში.

თუ კარგად გაქაჩავ, სამუშაო ყოველთვის არის.

და რა მაინტერესებს მაგალითად front-end ვებ პროგრამირებას რომ ისწავლი ქსელების თუნდაც საბაზისო ცოდნა თუ დაგჭირდება სერვერის მხრის მოსაწესრიგებლად ?

Posted by: უძინარი 25 Apr 2019, 00:12
QUOTE
front-end


პირველ რიგში უნდა ისწავლო HTML, CSS, JS. ესენი ყველა ვარიანტში სასწავლია.

მერე კიდე, front-end-ზე ბევრი ფრეიმვორკია და რაც ყველაზე პოპულარულებია იმას ისწავლი, ვთქვათ jQuery, Angular, ასევე მოთხოვნადაია WordPress, უნდა იცოდე Git, ისწავლი ხელსაწყოებს რაც დაგჭირდება, მაგალითად ფოტოშოპი ან Sketch.

ქსელები და სერვერი ფრონტ-ენდს არ ეხება, თუმცა ზოგადად ყველაფერზე ჯობია წარმოდგენა გქონდეს.


Posted by: kenshin 25 Apr 2019, 10:11
QUOTE

და რა მაინტერესებს მაგალითად front-end ვებ პროგრამირებას რომ ისწავლი ქსელების თუნდაც საბაზისო ცოდნა თუ დაგჭირდება სერვერის მხრის მოსაწესრიგებლად ?

ქსელები კიდე სხვაა და სერვერი სხვა

დაჭირვებით არ დაგჭირდება თუ კარგ კომპანიაში მოხვდები სადაც ყველა თავისი საქმის სპეცია, მაგრამ ზოგადი ცოდნა თუ გექნება სერვერსაიდზე პლიუსი იქნება მაინც თუდაც ბექენდ დეველოპერს უფრო მარტივად გაუგებ, გეცოდინება რისი გაკეთება შეიძლება სერვერზე და რა არ უნდა მოითხოვო სერვერისგან და ა.შ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)