forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (93) « პირველი ... 91 92 [93]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რამდენიმე კითხვა ფიზიკოსებს, IV ნაწილი
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6981
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:09  #51898791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jules Winnfield
ვიკიპედიის ლინკი ეხება ზოგადად სუპერპოზიციას. სიტყვასიტყვით "ზედდება", "შეკრება" თი შეიძლება ქართულად თარგმნო.
ელექტრომაგნეტიზმში და ტალღურ მოვლენებში ტალღების ამპლიტუდები იკრიბება. უფროსწორად მათ შორის ფაზებზეა დამოკიდებული.
მაგ ვიკის ლინკზე კვანტურ სუპერპოზიიაზე არ არის საუბარი.

რაც შეეხება კვანტურ სუპერპოზიციას, ალან ადამსი კარგად ხსნის მის არსს.
მგონი ინგლისური იცი შენ და წესით არ უნდა გაგიჭირდეს მოსმენა და გაგება.
ანუ ვინაიდან ნაწილაკის მდგომარეობის ფუქციას აქვს ტალღური ხასიათი (ფსი ფუქნცია), ამიტომ ამა თუ იმ აგილას (x+dx შუალედში) მისი ყოფნის ალბათობა არის ამ ტალღური ფუნქციის მოდულის კვადრატიდან ინტეგრალი. ნუ ეს ცოტა მათემატიკური და შეიძლება ვერ გაიგო.
მოკლედ, თუ ნაწილაკს შეუძლია მიიღოს მდგომარეობა A და ასევე შეუძლია მდგომარეობა B, მაშინ სუპერპოზიციის კვანტური პრინციპი ამბობს, რომ მას თავისუფლად შეუძლია A+B მდგომარეობის მიღებაც. ვინაიდან A მდგომარეობის ტალღური ფუნქცია და B მდგომარეობის ტალღური ფუნქციები სუპერპოზიცირებენ (შეუძლიათ სუპერპოზიციით შექმნან მესამე ფუნქცია, რომლის საკუთარი მნიშვნელობა იქნება (A+B). ანუ ტალღური ფუნქციის უშუალო დამზერა არ ხდება ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტი გვიჩვენებს ამ ტალღური ფუნქციის საკუთარ მნისვნელობას A-ს, ან B-ს. ამავე დროს (A+B) -ს გაზმოვა არ ხერხდება. თუ ზომავ, ანუ ერევი სისტემაში, მაშინ არღვევ კვანტურ სუპერპოზიციას, ანგრევ მესამე შესაძლებელ ტალღურ ფუნქციას და შედეგად ზომავ ან A-ს ან B-ს.

შევეცადე მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა. თუ რამეა მკითხე, თუ ვიცი გეტყვი smile.gif

gubaz_merve
დაგუგლე, არ ვიცი ვეშაპები რა სიხშირეს ისმენენ. მახსოვს, რომ მაღალი სიხშირეა.

This post has been edited by asphurcela on 26 Dec 2017, 16:11


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6681
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:17  #51898831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
155 დეციბელი ,როგორ ხდება smile.gif სქემა ხომ არ გეგულება ამ სიხშირეზე დინამიკი რომ მივუერთო?

This post has been edited by gubaz_merve on 26 Dec 2017, 16:32


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
Jules Winnfield
ბნელი მატერია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8564
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:18  #51898839      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
მოკლედ, თუ ნაწილაკს შეუძლია მიიღოს მდგომარეობა A და ასევე შეუძლია მდგომარეობა B, მაშინ სუპერპოზიციის კვანტური პრინციპი ამბობს, რომ მას თავისუფლად შეუძლია A+B მდგომარეობის მიღებაც. ვინაიდან A მდგომარეობის ტალღური ფუნქცია და B მდგომარეობის ტალღური ფუნქციები სუპერპოზიცირებენ (შეუძლიათ სუპერპოზიციით შექმნან მესამე ფუნქცია, რომლის საკუთარი მნიშვნელობა იქნება (A+B). ანუ ტალღური ფუნქციის უშუალო დამზერა არ ხდება ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტი გვიჩვენებს ამ ტალღური ფუნქციის საკუთარ მნისვნელობას A-ს, ან B-ს. ამავე დროს (A+B) -ს გაზმოვა არ ხერხდება. თუ ზომავ, ანუ ერევი სისტემაში, მაშინ არღვევ კვანტურ სუპერპოზიციას, ანგრევ მესამე შესაძლებელ ტალღურ ფუნქციას და შედეგად ზომავ ან A-ს ან B-ს.

ამით მეტნაკლებად გავიგე. სამწუხაროდ მათემატიკას სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მაგალიტების ამოხსნისთვის უფრო გვასწავლიდნენ, ვიდრე არსის გაგებისთვის. ამიტომ ბევრი მათემატიკური ტერმინი დღემდე გაუგებარია ჩემთვის sad.gif მაგალითად რას ნიშნავს "ფუნქცია", ინტეგრალი, დეტერმინანტი და ა.შ. გასაუბრებაზე მკითხა ალგორითმი რა არისო, რას გამოხატავსო. biggrin.gif რაც აქ დავწერე ის ვუთხარი იქაც. მაგალითი მომცა და ამოვუხსენი და არსი ნაღდად არ ვიცოდი.

ეგ ვიდეო სადღაც სამჯერ მაქვს ნანახი. უკვე დიქციაც დავამუღამე ლექტორის. მარა კიდე უნდა გადავხედო.

მადლობა გამოხმაურებისთვის


--------------------
Straight, No Chaser!
----------------------
ისე კარგად ხუმრობ, რომ მინდა სახეში აგური ჩაგარტყა და მერე ვუყურო სისხლისგან როგორ დაიცლები. :)
------------------
http://image.geotorrents.com/images/80493984473681393146.png
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6981
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 16:49  #51898979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gubaz_merve
დეციბელი არ არის სიხშირე. სიხშირე მოძებნე ვეშაპის.

Jules Winnfield
ზოგადად, რაიმეს განმარტებისთვის, იძულებული ხარ გამოიყენო სხვა განმარტებები. ანუ პირამიდასავითაა. ერთ განმარტებას აგებ მეორე განმარტებით. სამწუხაროდ ამას გვერდს ვერ აუვლი.
ფუნქცია და არგუმენტი.. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორც შედეგი - მიზეზი დამოკიდებულება.
მაგალითად ვბერავთ ბუშტს. ბუშტის ზომა (მოცულობა) დამოკიდებულია მასში ჩაბერილი ჰაერის რაოდენობაზე.
ჰაერი - არის არგუმენტი; ბუშტის ზომა არის ფუნქცია.

კიდევ, ელექტრომაგნეტიზმის (ან ზოგადად ტალღების) სუპერპოზიციის პარამეტრები გაზმოვადი სიდიდეებია. შეგვიძლია მიღებული მესამე მდგომარეობა (რომელიც არის ჯამი, ანუ სუპერპოზიცია ორი ტალღის) გავზომოთ, დამზერა გავაკეთოთ ხელსაწყოზე. ამ დროს მესამე, სუპერპოზიციური მდგომარეობა, ჩVეულებროვ ახალი ტალღის სახით გვევლინება ოსცილოგრაფზე, ან უშუალოდ თვალით (ტბის ტალღები).
ხოლო კვანტური სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელსაც ანგრევს გაზომვა. გაზომვისას იშლება/ირღვევა სუპერპოზიცია და გვრჩება ორი შესაძლებლობიდან ერთერთი. ესაა კვანტური სუპერპოზიციის თავისებურება და უცნაურობა.
Jules Winnfield
ბნელი მატერია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8564
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 28 Dec 2017, 11:06  #51908135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
აქ აღარ გვინდა მათემატიკაზე საუბარი. ისე კიდე ერთ ვიდეოს ვუყურე ფუნქციაზე და იქ ფუნქცია აპარატს შეადარეს, რომელშიც რაღაცას შეიტან და მერე შედეგს მიიღებ. Input-->functi0n-->Output. ცოტა უკეთესად გავიგე.

QUOTE
ხოლო კვანტური სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელსაც ანგრევს გაზომვა. გაზომვისას იშლება/ირღვევა სუპერპოზიცია და გვრჩება ორი შესაძლებლობიდან ერთერთი. ესაა კვანტური სუპერპოზიციის თავისებურება და უცნაურობა.

კიდევ ერთხელ ვუყურე ალან ადამსის ლექციას და კიდე უფრო მეტად გავიგე ახლა biggrin.gif


მაგის მერე ვალტერ ლევინის ლექციასაც ვუყურე ჰაიზენბერგის განუზღვრელობაზე. ზოგიერთი მომენტი სამწუხაროდ ვერ გავიგე ფორმულებში გამოყენებული სიდიდეების უცოდინრობის გამო. სამაგიეორდ საინტერესო წიგნის შესახებ მივიღე ინფო, რომელსაც ახლა ვკითხულობ უკვე. შეიძLება იცოდნენ აქაურებმა. ავტორი გიორგი გამოვი ან ჯორჯ გამოვი (George Gamow).
წიგნში ადამიანის გონებისთვის რთულად აღსაქმელი ფიზიკური პროცესები თუ კონცეპტები არის ახსნილი შდარებით გასაგებ ენაზე, თან ნახევრად მხატვრულად.

http://www.arvindguptatoys.com/arvindgupta/tompkins.pdf

მთავარი გმირი, მისტერ ტომპკინსი, გადადის სიზმრებში, სადაც სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობს. იქ ადამიანის გონებისთვის გაუგებარი მოვლენები ისე არის წარმოდგენილი, რომ შესაძლებელია მათი დაკვირვება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისტერ ტომპკინს ეხმარება ფიზიკის პროფესორი. იგი ცდილობს გასაგებ ენაზე აუხსნას ჩვენს გმირს ის უცნაური მოვლენები, რომელთა მომსწრე ხდებიან ფარდობიობის, კვანტურ, ატომურ თუ სხვა სამყაროში.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9957
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 28 Dec 2017, 15:44  #51909648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Jules Winnfield
QUOTE
ერთ ვიდეოს ვუყურე ფუნქციაზე და იქ ფუნქცია აპარატს შეადარეს, რომელშიც რაღაცას შეიტან და მერე შედეგს მიიღებ. Input-->functi0n-->Output. ცოტა უკეთესად გავიგე.

ძალიან მაგარი შედარებაა, ძალიან კარგი ანალოგია.



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
G M
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1193
წევრი No.: 181118
რეგისტრ.: 4-February 14

გამოგზავნილია: 17 Jan 2018, 16:30  #52014487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1) განსაზღვრეთ 12კგ. მასის ბურთულას კინეტიკური ენერგია თუ იგი მოძრაობს 6მ/წმ სიჩქარით

2) იპოვეთ მათემატიკური ქანქარას სიგრძე, თუ მისი რხევის პერიოდია 1.2 წმ. და g =10 მ/წმ2


დამეხმარეთ sad.gif*
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (93) « პირველი ... 91 92 [93]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0437 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]