GeorgeWayne
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 776
წევრი No.: 177668
რეგისტრ.: 4-December 13
|
#55998907 · 17 Mar 2020, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესაძლოა ცოტა უდროოა ამ თემაზე საუბარი, " კორონა " ვირუსის დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ.
სანამ დავიწყებ, მინდა პირველ რიგში ავღნიშნო, რომ აქ დაწერილი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია. შეგიძლიათ განსხვავებულად ფიქრობდეთ მოცემულ საკითხებზე.
მინდა შევეხო რამდენიმე დარგს, დანარჩენი მაგალითები შეგიძლიათ თავად მოიყვანოთ, თუ რაიმე გახსენდებათ. მნიშვნელობა არააქვს, ეს სექტორი როგორ საქმიანობს, სახელმწიფო დაფინანსებით თუ კერძო მეწარმეობით. ვისგანაც საზოგადოება რაიმე სახის პროდუქტს იღებს, ყველას გაკრიტიკება დაშვებულია.
ძალიან ბევრი ეწევა კულტურულ საქმიანობას და ეტაპობრივად მივყვები, ყველა დარგს.
#თეატრი
ვისაც არ უნდა კითხოთ, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ქართული თეატრი მოკვდა და რაც ახლა ხდება, ეს უბრალო არსებობაა. ეს ყველაფერი ზუსტი მოცემულობაა. მაგრამ ფაქტია თეატრი ცოცხალია, მაგრამ არა საქართველოში. ასეთი დიდი დარგები, არასდროს კარგავს აქტუალურობას, ამის საფრთხე არც კინოს ემუქრება, რადგან ყოველთვის არის შესაძლებელი საქმეში " ინოვაცია " ან უბრალოდ " ორიგინალური იდეა " ჩართო.
#მარჯანიშვილის თეატრი
ხშირად ვყოფილვარ ამ თეატრში, გარკვეული მიზეზების გამო. კრიტიკას ვიწყებ უმთავრესი პროდუქტიდან, რომელიც ჩემი აზრით ფეხს ვეღარ უწყობს თანამედროვეობას. ( არამარტო, მარჯანიშილის თეატრი )
#სპექტაკლი - მთავარი პროდუქტი, რატომაც საზოგადოებას უნდა მოუნდეს მივიდეს თეატრში. " პროდუქტს " ცუდი გაგებით არ ვწერ, სხვა კუთხით ვუყურებ ამჯერად და ამიტომ, ხელოვნებისადმი ზერელე დამოკიდებულებაში არ ჩამითვალოთ. თეატრის მმართველი ლევან წულაძეა " ჭოლა ", რომელიც ჩემი აზრით " დამაკმაყოფილებელ " პროდუქტს ქმნის, გარკვეული ჯგუფებისთვის - ადამიანები, ვინც თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობენ, ყოფილი მსახიობები ან მოქმედი და მათი სანაცნობო წრე. ანუ, თეატრის სამაგალითო წარმომადგენელი " სპექტაკლებს " ქმნის, გარკვეული მცირე ჯგუფებისთვის, რომელთა მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ცდება. წინსვლას კიდევ უფრო ანელებს ტექნიკური პრობლემები, ცუდი სცენოგრაფია, არაამბიციური სპექტაკლები და მსახიობთა შესრულება. ასეთი მოცემულობის ფონზე, საკამათო ხდება თეატრის დანიშნულება და გვიჩნდება კითხვა, რისთვის უნდა მივიდე. ზოგიერთს ეს კითხვაც არ აწუხებს, რადგან ინფორმაცია ფაქტობრივად არააქვს ამ დარგების შესახებ - " მარკეტინგის პრობლემა " ( ამაზე ცალკე ). იცვლება თეატრის დანიშნულება, რომელიც ემსახურება ადამიანის შეცვლას, გავლენის მოხდენას, გრძნობების გამოწვევას, მაგრამ დღეს ეს უბრალო ბუტაფორია გახდა. ნამდვილი ხელოვნება ხომ რაღაცის შეცვლას, ან იმ ემოციების გამოწვევას ემსახურება, რომლის აღმოჩენაც ადამიანს იმ ეტაპზე უჭირს, ან უბრალოდ დაავიწყდა. დანარჩენი ნაწილი რეჟისორებისა, უბრალოდ სამოყვარულო დონეზე დგამს სპექტაკლებს, რადგან მათ არ გააჩნიათ #გამოცდილება. ოცდაამერთე საუკუნეში, ალბათ ყველა მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანზე გარკვეული ბიძგის გამოწვევა, არც თუ ისე მარტივია. ამაზე არამგონია ამ თეატრში არ ფიქრობდნენ, უბრალოდ ფეხებზე კიდიათ. სხვა ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, რადგან არ ჩანს არანარიი #ინიციატივა. სახელმწიფო არაა ვალდებული თეატრს მიუთითოს რა უნდა ქნას, რადგან თავად უნდა მიხვდნენ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ უხარისხო ნაწარმი კეთდება, შეუძლია ცალკე თემა გახსნას და არგუმენტირებულად დაწეროს - რომ ყველაფერი რიგზეა და მოცემული თეატრი წინ მიდის. მეორე პრობლემა არის #ინოვაციებზე უარის თქმა. რა გამოდის, თეატრს არ ყავს კარგი დრამატურგი, მსახიობები, ტექნიკური მხარეც გაუმართავია და ამ ყველაფრის ფონზე, ინოვაციებსაც უარს ეუბნება. #მარკეტინგი უმნიშვნელოვანესია, რადგან მაყურებელი შენამდე მოიყვანო, თუ არ ხარ მაგალითად " კოკა - კოლა ", რომ რეკლამის გარეშე მორბოდეს ხალხი შენთან და შენი პროდუქტის ფანი ხდებოდეს. თეატრს მარკეტინგი არ აინტერესებს, რადგან იმითიც კმაყოფილია, რაც ახლა ხდება, ანუ ამბიცია არ აქვს, შემოსავლები კი გაურკვეველი მიმართულებით მიდის. სოციალურ ქსელებში არასერიოზული აქტიურობა, რეკლამის არ არსებობა, უხარისხო ვიდეო-რგოლები თუ პოსტერები. კიდევ უამრავი საკითხია, პიარ ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ფაქტია არ არსებობს. #ფესტივალები - არ ვიცი, არის თუ არა რაიმე მსგავსი, მაგრამ მე არაფერი გამიგია. მოტივაცია ფაქტობრივად არ გააჩნიათ ახალგაზრდებს, რომ წლის ბოლოს ვინმე მათ შრომას დააფასებს. რატომ არ შეიძლება გაკეთდეს რაიმე მსგავსი და მსახიობს მიეცეს მეტი საშუალება. გამოდის ესეც ფეხებზე კიდიათ. #თეატრალურ უნივერსიტეტზე უკომენტაროდ დავტოვებდი, მაგრამ მაინც ავღნიშნავ, რომ მისვლიდან პირველივე დღეს, ადამიანს უმოტივაციობის განცდა უჩნდება, რადგან ყველაფერი კანტორას გაქვს, რასაც მომავალი არ უჩანს. არ ვიცი, ალბათ უამრავი გვერდი დაჭირდება, იმ პრობლემების ჩამოთვლას რაც თეატრშია. #უცხოელი სპეციალისტები არსებობს მრავალი სპეციალისტი, რომელიც დიდი სიამოვნებით გაუწევდა ტრენინგს ახალგაზრდებს, ასწავლიდა უკეთ და თანამედროვედ.
თემას ქვემოთ კიდევ განვავრცობ. რადგან სასაუბროა კინოზე, რუსთაველის თეატრზე, თოჯინების თეატრზე და სხვა მრავალ დარგზე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ არავის უნდა ხმა ხალხამდე მოაწვდინოს, დაგვაჯეროს, რომ ღირს მათი არსებობა რაღაცად.
|