ახლა იტყვით, რაღა დროის ვახუშტის ხიდზე თემააო. რამდონი ხნის წინ რეაბილიტირ-ქნესო.
მმმაააგრამ, ახლა ამომასხა და გავსხენი!
მოკლედ, რამდენჯერმე მამიწია ვახუშტის ხიდით სარგებლობა. მოგეხსენებათ, ფეხით ვმოძრაობ (თუ არ მოგეხსენებათ... როგორცაა მოკლედ). ხოდა რომ გადავდიოდი ვახუშტის ხიდზე, საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვაგდებდი რისკის ქვეშ. რატო?
კაი კითხვაა. იმიტომ რომ ფეხით მოსიარულესთვის საერთოდ არ არსებობს ვახუშტის ხიდით სარგებლობის კანონიერი და უსაფრთხო გზა! რა ზებრაო, რა ხიდიო, რა ველობილიკიო, ხო არ აქანავებო...
უნდა გადაირბინო გავეშებულ ტრასაზე, ვოოოდა, ან გადარჩები, ან კიდო ჩაგირთავენ ამას
ხოდა, რეაბილიტაცია რო დეიწყო, ვიფიქრე, ავშენდით, სინათლეს ვხედავ მეთქი. აააახლა გააკეთებენ ფეხით მოსიარულეების გზას მეთქი, ააახლა გააკეთებენ დაპირებულ ველობილიკს მეთქი
ავშენდებით და გავბრწყინდებით და ვილაღობებთ და ვიგალობებთ მეთქი!
ა, ბატონო, იხილეთ:
https://ipress.ge/new/vakhushtis-khididan-dedaeni/ ხოდა დასრულდა ეს ხიდი და მოოოვდივარ ახლა ამაყად, მეთქი მანქანებო, დავაი, გასრიალდით ახლა თქვენ გზაზე და გზა დაგვითმეთ ფეხითმოსებს და ველოებს მეთქი. ხოოდა მივედი და რას ვხედავ! ჩემი ფეხები!
ისევ ისეა, კაციშვილი არ დაფიქრებულა, ფეხითმოსიარულეები როგორ უნდა გადავიდნენ საბურთალოდან დიდუბეში ან პირიქით.
ისევ ისე უნდა გადაირბინო და იხტუნაო... ისევ ისე გემუქრება ეს მუსიკა
რადგან შეიძლება შენი კუბო მიასვენონ სახლში და მალე მატლებმა შეგჭამონ და ჩალპე მიწაში!
ხოდა, რა ქვია ამას? დღისით, მზისით! დაგვაფეკალიეთ თავზე ბარემ!
თბილისი არის ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!
ამ ქალაქში ადამიანები არც უნდა ცხოვრობდნენ, სასწრაფო ევაკუაციაა საჭირო!