Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > მეტყველების პრობლემა


Posted by: Philantropus89 12 Feb 2008, 16:51
მაღიზიანებს ის, რომ 100 ადამიანიდან 99 ხმარობს სიტყვებს -
1. ვგებულობ, გებულობ, გებულობს (ის ვერ გებულობს, რომ მე ვარ......)
2. ვღებულობ, ღებულობ, ღებულობს.
3. ვმატულობ, მატულობ, მატულობს (ვირუსიანთა რიცხვი მატულობს)
4. ვკლებულობ, კლებულობ, კლებულობს. (დამნაშავეთა რიცხვი კლებულობს).

ასე რამოდენიმე ადამიანი რომ მეტყველებდეს, კიდე ჯანდაბას, მაგრამ თითქმის ყველა - ლექტორებიც კი ასე მეტყველებენ.

მაინტერესებს, ვინც ამ სიტყვებს ხმარობთ, უბრალოდ არ იცით, რომ სწორი ფორმებია იგებს, იღებს, იმატებს და იკლებს თუ უბრალოდ შეეჩვიეთ... ან იქნებ ასე გასწავლეს?

Posted by: agr_bak 12 Feb 2008, 17:03
Philantropus89
ეჰ, ჩემო კარგო, ვღებულობ ვკლებულობს რა უჭირს .....................

ატეხავენ ახლა 'წიოკს'' მაგრამ ჩემი აზრი უცვლელია

გაივსო ქალაქო სოფლელებით , შესაბამისად პროცენტულად მეტია ის, ვინც ასე მეტყველებს.

Posted by: flourishing 12 Feb 2008, 18:19
მაგას რა უჭირს მართლა
მე მაღიზიანებს რომ იძახიან:
ისევლე
მაგის გულიზა
(არადა ძალიან ბევრი ლაპარაკობს ასე)
* * *
დამავიწყდა ერთიც:----------------------
კარ(ქ)ი

Posted by: inspeqtori 12 Feb 2008, 18:40
კრქით რა, ამის გულიზა ხოცავთ ერთმანეთს? დედა რამდენ გულსატკენ რამეს ვგებულობ ამ ფორუმზე პირდაპირ წონაში ვკლებულობ რა...
ვაიმეე ვეიქში რომელი ნომერი მარშუტკა გადიიის?



boli.gif

Posted by: Fantasy 12 Feb 2008, 19:24
QUOTE
ვინც ამ სიტყვებს ხმარობთ

რა მაგარია....... არ ვხმარობ user posted image user posted image user posted image

Posted by: Drakula 12 Feb 2008, 19:28
"ეხლა"-ზე მემართება რაღაც პანიკები.
არადა, 100-დან 99 მასე ამბობს მაგ სიტყვას. :|

Posted by: Antigone 12 Feb 2008, 19:32
Philantropus89
QUOTE
1. ვგებულობ, გებულობ, გებულობს (ის ვერ გებულობს, რომ მე ვარ......) 2. ვღებულობ, ღებულობ, ღებულობს. 3. ვმატულობ, მატულობ, მატულობს (ვირუსიანთა რიცხვი მატულობს) 4. ვკლებულობ, კლებულობ, კლებულობს. (დამნაშავეთა რიცხვი კლებულობს).

მე ასეთი ფორმები არ შემხვედრია. მგონი ის დროა, წრის შეცვლაზე იფიქრო givi.gif

Posted by: agr_bak 12 Feb 2008, 19:34
Drakula
QUOTE
"ეხლა"-ზე მემართება რაღაც პანიკები.


და ''პანიკები'' რაღაა? biggrin.gif

შუქები , წყლები, ხასიათები......................

Antigone
QUOTE
მე ასეთი ფორმები არ შემხვედრია. მგონი ის დროა, წრის შეცვლაზე იფიქრო

ტელევიზორი არ გაქვს? თუ თქვენი წრისთვის განსაკუთრებული არხია სადმე?

Posted by: ALEF 12 Feb 2008, 20:17
მემგონი იყო სადღაც ამგვარი(თუ ამდაგვარი biggrin.gif) თემა...მგონი განათლებაში...იქ ბევრ ყურისა და თვალისგამღიზიანებელ სიტყვებს ნახავთ wink.gif

Posted by: სკაინეტა 12 Feb 2008, 20:56
inspeqtori
QUOTE
ვაიმეე ვეიქში რომელი ნომერი მარშუტკა გადიიის?

სადგურიდან 81 პირდაპირ ქოფი ჰაუზთან აჩერებს givi.gif

Te quero 2kiss.gif

Philantropus89
QUOTE
მაღიზიანებს ის, რომ 100 ადამიანიდან 99 ხმარობს სიტყვებს - 1. ვგებულობ, გებულობ, გებულობს (ის ვერ გებულობს, რომ მე ვარ......) 2. ვღებულობ, ღებულობ, ღებულობს. 3. ვმატულობ, მატულობ, მატულობს (ვირუსიანთა რიცხვი მატულობს) 4. ვკლებულობ, კლებულობ, კლებულობს. (დამნაშავეთა რიცხვი კლებულობს).

ასე რამოდენიმე ადამიანი რომ მეტყველებდეს, კიდე ჯანდაბას, მაგრამ თითქმის ყველა - ლექტორებიც კი ასე მეტყველებენ.

მაინტერესებს, ვინც ამ სიტყვებს ხმარობთ, უბრალოდ არ იცით, რომ სწორი ფორმებია იგებს, იღებს, იმატებს და იკლებს თუ უბრალოდ შეეჩვიეთ... ან იქნებ ასე გასწავლეს?

ენა მურე წიე ? givi.gif


ენას ნებიმიერი ერის წარმომადგენლები ამახინჯებენ და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ rolleyes.gif

Posted by: სკაინეტა 12 Feb 2008, 20:56
inspeqtori
QUOTE
ვაიმეე ვეიქში რომელი ნომერი მარშუტკა გადიიის?

სადგურიდან 81 პირდაპირ ქოფი ჰაუზთან აჩერებს givi.gif

Te quero 2kiss.gif

Philantropus89
QUOTE
მაღიზიანებს ის, რომ 100 ადამიანიდან 99 ხმარობს სიტყვებს - 1. ვგებულობ, გებულობ, გებულობს (ის ვერ გებულობს, რომ მე ვარ......) 2. ვღებულობ, ღებულობ, ღებულობს. 3. ვმატულობ, მატულობ, მატულობს (ვირუსიანთა რიცხვი მატულობს) 4. ვკლებულობ, კლებულობ, კლებულობს. (დამნაშავეთა რიცხვი კლებულობს).

ასე რამოდენიმე ადამიანი რომ მეტყველებდეს, კიდე ჯანდაბას, მაგრამ თითქმის ყველა - ლექტორებიც კი ასე მეტყველებენ.

მაინტერესებს, ვინც ამ სიტყვებს ხმარობთ, უბრალოდ არ იცით, რომ სწორი ფორმებია იგებს, იღებს, იმატებს და იკლებს თუ უბრალოდ შეეჩვიეთ... ან იქნებ ასე გასწავლეს?

ენა მურე წიე ? givi.gif


ენას ნებიმიერი ერის წარმომადგენლები ამახინჯებენ და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ rolleyes.gif

Posted by: Drakula 12 Feb 2008, 21:24
agr_bak
QUOTE
და ''პანიკები'' რაღაა?

ნუუ, ეგ ერთი მაპატიეთ, მითუმეტეს, რომ ქართველი არ ვარ. tongue.gif

თანაც, ეგ სიტყვა იმდენად ხშირად არ გამოიყენება, რამდენადაც "ახლა".

Posted by: buzghuntia 12 Feb 2008, 23:32
მე მომწონს.... მოგილოცავ.... ნუ ნუ...
* * *
ან ეს - მოგისურვებ......

ან კიდევ დაისწავლეთ.... ეს ჩემი შვილის ქართულის მასწავლებელს ეკუთვნის...

Posted by: Marduka 13 Feb 2008, 00:39
ჩვენმა პრეზიდენტმა არ იცის სწორი მეტყველება და რა გიკვირთ? gigi.gif

:თელისმაილიკი:

......................................

Posted by: zvintik 13 Feb 2008, 00:57
"მართული" - კარგია ესე? biggrin.gif
დღეს გამახსენა ერთმა იმან ...........

Posted by: zvintik 13 Feb 2008, 00:57
"მართული" - კარგია ესე? biggrin.gif
დღეს გამახსენა ერთმა იმან ...........

Posted by: zvintik 13 Feb 2008, 00:58
კომფლიქტი
რეამინაცია - ხშირად გვხვდება
აკულიმიატორი gigi.gif
შეურაწყოფა
სპორცმენი

Posted by: L_T 13 Feb 2008, 01:56
QUOTE
რეამინაცია

აი ვინც ამას აბობს ხოლმე ვსო რაა, ის ადამიანი მაგრა ბანძდება ჩემს თვალში


სამწუხაროდ sad.gif



Posted by: agr_bak 13 Feb 2008, 02:08
ბიზმესმენი , ბე ენ ვე, კაშნი, ჯემპრე...........................................

Posted by: Giji-Gogo-Zeppelin 13 Feb 2008, 03:01
QUOTE
მეტყველების პრობლემა, მასობრივი უვიცობა?


+ 1


ჩამიცვია,მინახია, წამიკითხია, რათ, მიუხედავათ, ხშირათ, შეურაწყოფა, იმიტო რო.......... puke.gif


ვერ ვიტან არასწორად მოსაუბრე აDამიანებს... mad.gif




მაGრამ ხშირად სპეციალურად ვიMახინჯებ მეტყველებას Fორუმზე, რადგან რამდენჯერმე კინაღამ ვიჩხუბე და მირჩევნია გაიგონ ჩემი მეტყველება, ვიდრე დავიწყო გრამატიკული წესების ჩამოყალიბება... : )

Posted by: Tasso 13 Feb 2008, 03:06
Philantropus89
QUOTE
მაღიზიანებს ის, რომ 100 ადამიანიდან 99 ხმარობს სიტყვებს

ფოლანტროპო, ჩვენ გაუნათლებლები ამ სიტყვებს კი არ ვხმარობთ არამედ ვიყენებთ lol.gif ტოჟე მნე ზაბლონა მასწავლებელი...

Posted by: joto 13 Feb 2008, 11:27
QUOTE
ჩვენ გაუნათლებლები ამ სიტყვებს კი არ ვხმარობთ არამედ ვიყენებთ

gigi.gif

Posted by: DOLPHIN 13 Feb 2008, 11:37
QUOTE
რეამინაცია - ხშირად გვხვდება

რეამინაციის "სინდრომიან" ადამიანებს ასევე ახასიათებთ - ტრამვა.
ყოველდღე იმდენ დამახინჯებულ სიტყვას ვიგებთ, რომ მეშინია ძალაუნებურად ასე არ დავიწყოთ ყველამ ლაპარაკი:
ალბად;
ლები;
ნახვამდით;
ბოდიშით;
ზმნების ბოლოს თ-ს მაგივრად დ - წავიდედ, გელოდებიდ...
წესივრად.
და კიდევ ძალიან ბევრი ასეთი მარგალიტია სამწუხაროდ.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ სიმახინჯეს არა მხოლოდ ზეპირ მეტყველებაში, არამედ ნაწერშიც კი ვხვდებით. sad.gif არც ზეპირია გასამართლებელი, მაგრამ წერის დროს ადამიანი ტვინს უფრო აყოლებს მგონი...

Posted by: Roverandom 13 Feb 2008, 12:05
აუ ახლა ბადრიზე საუბრობდა კორესპონდენტი და ”ახლობლებლებიო”... vik.gif რეებს არ მოისმენ...

Posted by: L_T 13 Feb 2008, 21:13
QUOTE
ალბად;

ხო, აი ეს მაგარიაbiggrin.gif

ყველგან თ-ს აკვეხებენ ხოლმე ბოლოში დ-ს მაგივრად და აქ კიდევ დიდის ამბით დ მოინდომეს lol.gif

Posted by: PING 13 Feb 2008, 21:33
მე მინდა მადლობა მოგიხოდოთ და ბოდიში გადაგიხადოთ იმიზა რომე მაგრად მშივა და გამაძღევით აგერა რომ უნახია იმ კაცმა მანქნით რომ მოვიდა და მკითხა რავა ხარო















user.gif

Posted by: Bivrili 13 Feb 2008, 21:34
პატარა რომ ვიყავი ვაგროვებდი "ხატოვან" გამონატქვამებს, რომლებსაც ხშირად ტელევიზორიდან ვისმენდი...............თუ ვიპოვე დავწერ .................

რადიოს რომ უსმენ მაგრად ვხალისობ .....................ისეთ გაუმართავ და აბდაუბდა რამე რუმეებს ამბობენ ხოლმე ზოგჯერ კარგა ხანს ვფიქრობ ნეტა რასი თქმა უნდოდა წამყვანს მეთქი..................

იმას კი ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ პროვინციელები მომრავლდნენ და ამიტომ საუბრის მანერა შეიცვალა ............
დამახინჯებული ფრაზები ძალიან ხშირად ისმის ახალგაზრდული სატელევიზიო სერიალებიდან თუ გასართობი გადაცემებიდან, რაც მოდურად აღიქმება და ძალაუნებურად ინერგება საუბარში..............

.საინფორმაციო გადაცემების წამყვენები კი უმეტესწილად დამახინჯებული ქართულით მეტყველებენ...................მიზეზი: 1. წამყვანთა უმეტესობა არაა პროფესიონალი ჟურნალისტი.........2. არ მუშაობენ საკუთარ თავზე...............3. არ იციან კარგად მშობლიური ენა...............

დიახთ...................(ახლახანს მოვისმინე ეს სიტყვა და მომეწონა)..............ასეა ეს................. yes.gif .............


Posted by: tea_nita 13 Feb 2008, 23:50
QUOTE
იმას კი ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ პროვინციელები მომრავლდნენ და ამიტომ საუბრის მანერა შეიცვალა ............
დამახინჯებული ფრაზები ძალიან ხშირად ისმის ახალგაზრდული სატელევიზიო სერიალებიდან თუ გასართობი გადაცემებიდან, რაც მოდურად აღიქმება და ძალაუნებურად ინერგება საუბარში..............

გეთანხმები,ყველაფერში სოფლელებსაც ნუ დავადანაშაულებთ.................................
არც ''ვეიქელები'' მეტყველებენ სწორად.ასე ჰგონიათ რაც უფრო მეტ ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ საუბრისას,უფრო ''სვეტი''ვიქნებიო..........
მე ყველაზე მეტად ''ვინები'' მაღიზიანებს.

Posted by: Chieftain 14 Feb 2008, 01:27
sad.gif
=1 - კარები
>1 - კარებები
>4 - კარებებები
................................
=\

QUOTE
მასობრივი უვიცობა?

yes.gif

Posted by: agr_bak 14 Feb 2008, 01:34
Bivrili
QUOTE
რადიოს რომ უსმენ მაგრად ვხალისობ


ვუსმენ.


tea_nita
QUOTE
არც ''ვეიქელები'' მეტყველებენ სწორად.

აქ სოფელზე უარესი ხდება. ამას ისევ დამახინჯებული ქართული მირჩევნია.

ქუულ გოგოები და ჯაან ბიჭები . puke.gif

Posted by: Ruglen Holon 14 Feb 2008, 01:50
სიტყვები იქით იყოს და....... ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგოებს (უფრო მართებული იქნება - "გოგუშკებს") სულ მორღვეული აქვთ პირის აპარატი. ტრანსპორტში რო ვუსმენ ხოლმე ამათ ლუღლუღს ასე მგონია ფრიჯაზი მეორედ იბადება. საშინელებაა.

drug.gif

Posted by: tata-bata 14 Feb 2008, 01:51
Drakula
QUOTE
"ეხლა"-ზე მემართება რაღაც პანიკები.არადა, 100-დან 99 მასე ამბობს მაგ სიტყვას. :|


:დ ვაჰ. რა საინტერესოა. მე და შენ ალბათ ორასიდან ორი ვართ wink.gif
ერთი 100-დან შენ ხარ ის ერთი, მეორედან - მე
:ლოლ:

Posted by: tea_nita 14 Feb 2008, 20:46
agr_bak
QUOTE
აქ სოფელზე უარესი ხდება. ამას ისევ დამახინჯებული ქართული მირჩევნია.

ეეეეეეეჰ,ამ შემთხვევაში სოფლელებს გასამართლებელი საბუთი ის მაინც აქვთ,რომ კუთხურად მეტყველებენ.

Posted by: Chopin 14 Feb 2008, 21:25
რამ დამაინტერესა ახლა, ყველა ასე გამართულად თუ მეტყველებთ დავიჯერო მარტო ჩემს გამო გაკეთდა ეს თემა? spy.gif
აღარ ვიზამ მეტს user.gif

Posted by: L_T 14 Feb 2008, 21:50
არა, მე მაგალითად ზოგჯერ საშინლად არაწორად ვლაპარაკობ, თან ვიცი რომ ზოგი სიტყვა არასწორია რომელსაც ვამბობ, მგარამ იმდენად შეჩვეული ვარ, რომ სწორად წარმოთქმა ზოგჯერ მიტყდება კიდევაც biggrin.gif
ხო იცი, ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, თუ როგორ არის. ხოდა მასეა ჩემი საქმეებიც smile.gif

Posted by: MAERSK 15 Feb 2008, 01:02
მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ლ-ებით რომ ლაპარაკობენ, განსაკუთრებით კი ისინი ვინც ცდილობენ რომ რბილი - ლ გაამაგრონ და არ გამოსდით gigi.gif

Posted by: zvintik 15 Feb 2008, 01:19
QUOTE
მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ლ-ებით რომ ლაპარაკობენ

+1

Posted by: tea_nita 15 Feb 2008, 02:00
Chopin
QUOTE
რამ დამაინტერესა ახლა, ყველა ასე გამართულად თუ მეტყველებთ დავიჯერო მარტო ჩემს გამო გაკეთდა ეს თემა?

რა თქმა უნდა ჩვენც ასევე ყოველდღიურად დამახინჯებულად ვმეტყველებთ..........
უბრალოდ შეუძლებელია დღევანდელ საქართველოში გამართულად მეტყველება.........ბევრი ვერ გაგიგებს

Posted by: Philantropus89 15 Feb 2008, 17:04
agr_bak
QUOTE
გაივსო ქალაქო სოფლელებით , შესაბამისად პროცენტულად მეტია ის, ვინც ასე მეტყველებს.

სოფლელებზე არაა რა! სოფლელიც შეიძლება კარგად მეტყველებდეს და ქალაქელი - საშინლად.

flourishing
QUOTE
მე მაღიზიანებს რომ იძახიან:
ისევლე
მაგის გულიზა
(არადა ძალიან ბევრი ლაპარაკობს ასე)
* * *
დამავიწყდა ერთიც:----------------------
კარ(ქ)ი

ხოდა მთავარიც ეგაა - მაგას ცოტა დაქანებულები ამბობენ, ხოლო რაც მე დავწერე, ის ახასიათებთ არა მარტო გაუნათლებლებს და დებილებს, არამედ ძალიან განათლებულებსაც - ესაა პრობლემა და არა ის რო ვიღაცეები არასწორად მეტყველებენ.

Antigone
QUOTE
მე ასეთი ფორმები არ შემხვედრია. მგონი ის დროა, წრის შეცვლაზე იფიქრო

ჩემო კარგო, შენ კი დროა იფიქრო, რომ გარეთ გახვიდე, ან ტელევიზორი ჩართო ბოლოს და ბოლოს! წრეზე ნამდვილად არაა დამოკიდებული, ყურადღებით რომ წაიკითხო ის, რასაც მე ვწერ, გაიგებ.

`Skynet`
QUOTE
ენას ნებიმიერი ერის წარმომადგენლები ამახინჯებენ და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ

გეთანხმები და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ არ იყოს, მუტანტ ერთან გვექნებოდა საქმე, მაგრამ მე აქ სხვა აქცენტი დავსვი.

საქმე იმაშია, რომ ასე მეტყველებენ ჩემთვის ძალიან ავტორიტეტული, განათლებული ადამიანები, მეტიც, ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებში შეხვდებით მსგავს ფრაზებს, აი ესაა პრობლემა. ანუ არსებობს სიტყვები, რომლებსაც ნაკლებად ’ნასწავლი’ ადამიანები იყენებენ და ეს გასაგები მიზეზების გამო მისატევებელია, მაგრამ ბობოლა მწერლებს ეს არ ეპატიებათ.

Posted by: სკაინეტა 15 Feb 2008, 17:09
QUOTE
საქმე იმაშია, რომ ასე მეტყველებენ ჩემთვის ძალიან ავტორიტეტული, განათლებული ადამიანები, მეტიც, ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებში შეხვდებით მსგავს ფრაზებს, აი ესაა პრობლემა. ანუ არსებობს სიტყვები, რომლებსაც ნაკლებად ’ნასწავლი’ ადამიანები იყენებენ და ეს გასაგები მიზეზების გამო მისატევებელია, მაგრამ ბობოლა მწერლებს ეს არ ეპატიებათ.

მწერლებს რათქმაუნდა არ ეპატიებათ yes.gif

Posted by: Philantropus89 15 Feb 2008, 17:10
Tasso
QUOTE
ფოლანტროპო, ჩვენ გაუნათლებლები ამ სიტყვებს კი არ ვხმარობთ არამედ ვიყენებთ

ჩემო კარგო, ’ვხმარობთ’ გრამატიკული შეცდომა ნამდვილად არაა. შენ შეიძლება გირჩევნია ’ვიყენებთ’, მაგრამ არც ერთია შეცდომა და არც მეორე. ამიტომ საკუთარ არჩევანში თავისუფალი ვარ.

QUOTE
ალბად

რაც შეეხება ამას, მეცხრამეტე საუკუნეში ასეც იყო მიღებული. იმ დროიდან შემორჩა... ზოგიერთს ასეც ჰგონია და მიზანმიმართულად ამბობს, კი არ ეშლება.

Bivrili
QUOTE
იმას კი ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ პროვინციელები მომრავლდნენ და ამიტომ საუბრის მანერა შეიცვალა ............
დამახინჯებული ფრაზები ძალიან ხშირად ისმის ახალგაზრდული სატელევიზიო სერიალებიდან თუ გასართობი გადაცემებიდან, რაც მოდურად აღიქმება და ძალაუნებურად ინერგება საუბარში..............

.საინფორმაციო გადაცემების წამყვენები კი უმეტესწილად დამახინჯებული ქართულით მეტყველებენ

+1
თუმცა არ მინდოდა ამ თემის ასე განზოგადება, მაგრამ მაინც... smile.gif
* * *
Chopin
QUOTE
რამ დამაინტერესა ახლა, ყველა ასე გამართულად თუ მეტყველებთ დავიჯერო მარტო ჩემს გამო გაკეთდა ეს თემა?
აღარ ვიზამ მეტს

არა, ჩემო კარგო...

საერთოდ, არ მინდოდა ყოველდღიური მეტყველების პრობლემაზე გადავსულიყავით, მე არ მაინტერესებს, ჩვენ რატომ ვმეტყველებთ ასე, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია. მე მინდოდა გვესაუბრა განათლებული ადამიანების ’მეტყველების პრობლემაზე.

თორე უცოდველები არ ვართ და მე რო ვგრიმიტობ, განა სულ სწორად ვმეტყველებ.... biggrin.gif

Posted by: Tasso 16 Feb 2008, 20:31
Philantropus89
QUOTE
ჩემო კარგო, ’ვხმარობთ’ გრამატიკული შეცდომა ნამდვილად არაა.



ჰო მასე, არც "განავალი"-ა გრამატიკული შეცდომა... თუ გამართულად საუბარზე აყენებ პრეტენზიას, მაშინ იმას უნდა ხვდებოდე რომ ამაში ლიტერატურული ენაც შედის.

QUOTE
შენ შეიძლება გირჩევნია ’ვიყენებთ’,



არა მე ეს კი არ მირჩევნია: მე ამას უპირატესობას ვანიჭებ gigi.gif
* * *
QUOTE
თორე უცოდველები არ ვართ და მე რო ვგრიმიტობ, განა სულ სწორად ვმეტყველებ.... biggrin.gif


ეს სჯობს თემის გახსნისას, სათავეშივე აღნიშნოთ ხოლმე.. თორემ, სხვის შეცდომებზე საუბრობენ და ამ დროს არანაკლებ გაუმართავი ქართულით მეტყველებენ თავად.

Posted by: irinka1983 17 Feb 2008, 18:59
Philantropus89

QUOTE
საქმე იმაშია, რომ ასე მეტყველებენ ჩემთვის ძალიან ავტორიტეტული


ისე სხვათაშორის "საქმე იმაშია" ძალიან უხეში გრამატიკული შეცდომაა, რუსულის კალკი, სწორი ფორმაა საქმე ისაა. ისე ძალიან ბევრი მასეთი შეცდომა გვაქვს, რუსულიდან გადმოკოპირებული. მე ყველაზე მეტად ეგ მიშლის ნერვებს biggrin.gif

Posted by: Tabo 17 Feb 2008, 19:22
მე ქუთაისელი რო ვარ. ე.ი. ცუდად ვლაპარაკობ? boli.gif

Posted by: Pompiero 17 Feb 2008, 22:30
Philantropus89
არ მახსოვდა ნამდვილად.

ტელევიზიებმა ერთი-ორი კარგი მარქშ . . . კი არა და, ფილოლოგი რომ აიყვანონ შტატში, "ზასტოის" დროს განათლებული და წითელ დიპლომიანი, და მიხედონ ამ საშვილიშვილო საქმეს, კარგი იქნებოდა.

Posted by: what Katy did next 18 Feb 2008, 01:14
QUOTE
მეტყველების პრობლემა

უიჰ მე მაქვს ეს პრობლემა cry.gif....რაღაც რთული შედგენილობის სიტყვების თქმა მიჭირს...მაგალითად ამას წინათ "ტრანსიდენტალიზმი" (დარწმუნებული ვარ ამჯერადაც შეცდომით დავწერე) ვერ წარმოვთქვი გამოცდაზე და ლექტორმა დამცინა....sad.gif
ხოოოდა ისე
QUOTE
ვღებულობ, ღებულობ, ღებულობს
მსგავს რაღაცეებს ვარჩევ ხოლმე...gigi.gif

თუმცა ხანდახან "იჯდნენ"-საც ხშირად ვხმარობ, "ისხდნენ"-ს ნაცვლად biggrin.gif
და ყველაზე კარგი ის არის რომ არავინ მისწორებს bis.gif

მაგრამ ჩემს დისლექსიას რა ვუყო არ ვიცი sad.gif


P.S ეხლა ჯობია იდწი სპაწ, თორემ მხედველობითი პრობლემებიც მიჩნდება როგორც ვატყობ........

Posted by: PicassooO 18 Feb 2008, 01:18
შენც მოგცლია რა biggrin.gif მე ლიჩნად ძაან კარგად ვიცი რომელია სწორი ფორმა და რომელი არა, მარა ჟარგონივით არის ეგ "ტერმინოლოგია" biggrin.gif თუ რამე ოფიციალური გარემო არ არის მკიდია რა smile.gif

Posted by: BIP 18 Feb 2008, 01:37
და ამ ბოლო დროს კიდევ რაღაც უაზრო წამღერების ფორმა შემოვიდა სიტყვის დამთავრებისას,
მაგ: წავიდეეეთ? გამოხვააალ? რა სლეობააააა?

Posted by: agr_bak 18 Feb 2008, 01:47
BIP
QUOTE
და ამ ბოლო დროს კიდევ რაღაც უაზრო წამღერების ფორმა შემოვიდა სიტყვის დამთავრებისას,
მაგ: წავიდეეეთ? გამოხვააალ? რა სლეობააააა?


ააააიიიი ეგ მაცოფებს ძალიან, რაღაც კუთხური, სოფლური კილოთი



რა გვეშველება
sad.gif

Posted by: Tasso 18 Feb 2008, 05:03
კარგით რა.. სტრაკუეწე... უბრალოდ ადამიანმა უნდა იცოდე სად ჟარგონით და ყოფითად და სად გამართული ლიტერატურული ენით ისაუბრო. აი ჩემს შვილს რომ ვესიყვარულები, ენასაც მივჩლიფავ ხოლმე და 3წლის ბავშვივით ვლაპარაკობ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გამართულად საუბარი არ შემიძლია. ასე რომ ნუ წაიღებთ რა ტვინს. ტელევიზია და სხვა მედიები სულ სხვა საკითხია მაგრამ რატომ უნდა დამიწყოს ახლა მაგალითად ბაზარში გასაყიდად ჩამოსულმა გურულმა ბებომ ვაკუური საუბარი. კუთხური მეტყველება კი შესანახი და დასაფასებელია, სწორედ რომ ეს მრავალფეროვანი მეტყველებიას კულტურა ხდის საქართველოს საინტერესოს... თორემა ღმერთმა დაიფაროს მტელი საქართველო ერთი დიდი ვაკეე რომ გახდეს sa.gif

Posted by: მნაცაკანა 19 Feb 2008, 19:46
QUOTE
სწორედ რომ ეს მრავალფეროვანი მეტყველებიას კულტურა ხდის საქართველოს საინტერესოს...

ეს მარტო საქართველოშია?

Posted by: Tasso 19 Feb 2008, 20:05
მნაცაკანა


რა თქმა უნდა არა...მაგრამ საქართველო, და კავკასია ზოგადად ამ მხრივ განსაკურთრებულია, რადგან დიალექტებისა და ენების ეხვი სიმდიდრე ახასიათებს... ეს ლინგვისტებისაგან მსმენია.

Posted by: nodarinodo 19 Feb 2008, 20:06
დავას ჯობია მითითებები გაუკეთოთ როგორ არის სწორი ფორმა თორემ ხომ ისევ ისე გააგრძელებენ ??

Posted by: BIP 20 Feb 2008, 01:47
Tasso
QUOTE
კარგით რა.. სტრაკუეწე... უბრალოდ ადამიანმა უნდა იცოდე სად ჟარგონით და ყოფითად და სად გამართული ლიტერატურული ენით ისაუბრო. აი ჩემს შვილს რომ ვესიყვარულები, ენასაც მივჩლიფავ ხოლმე და 3წლის ბავშვივით ვლაპარაკობ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გამართულად საუბარი არ შემიძლია. ასე რომ ნუ წაიღებთ რა ტვინს. ტელევიზია და სხვა მედიები სულ სხვა საკითხია მაგრამ რატომ უნდა დამიწყოს ახლა მაგალითად ბაზარში გასაყიდად ჩამოსულმა გურულმა ბებომ ვაკუური საუბარი. კუთხური მეტყველება კი შესანახი და დასაფასებელია, სწორედ რომ ეს მრავალფეროვანი მეტყველებიას კულტურა ხდის საქართველოს საინტერესოს... თორემა ღმერთმა დაიფაროს მტელი საქართველო ერთი დიდი ვაკეე რომ გახდეს




ვაკეზე არ არის საუბარი და არც სლენგზე,აქ პრობლემა ქართული ენის ცვლილებაზეა ცუდი კუთხით,თორემ არც ეგ შენი ვაკე არ არის საქართველოს ცენტრი.მე 20-ე საუკუნის დასაწყისში სამაჩაბლო ითვლებოდა ერთ-ერთ იმ კუთხედ,სადაც ქართული ენა ყველაზე სწორი ფორმით იყო შემონახული.აბა ეხლა მოუსმინე ინტერვიუებს იმ ხალხისგან ვინც იქ ცხოვრობს, "კატაი" მონაგონია...!!!

Posted by: Read-only 20 Feb 2008, 23:22
საშინლად მაღიზიანებს ეს ტოტალური უმეცრება, სიბნელის დონეზეა და ის დროა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდეს, თორემ ხალხმა მართლა არ იცის არც ლაპარაკი, აღარც წერა და აღარც კითხვა... და მემგონი, ეს იმის ბრლია, რომ არც ტელევიაზიაში და არც პოლიტიკაში ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ტელევიზია ყოველთვის იყო ნიმუში სწორი მეტყველების და ახლა სტანდარტი აღარ არსებობს, ამიტომ გაქრა დასჯადობის სინდრომი, ანუ თუ ტელეწამყვანს ეპატიება და თუ პრეზიდენტობის კანდიდატები არ თვლიან თავს მოვალედ, კილო მოიშორონ და მეტყველებაზე იმუშაონ, ესე იგი, არ "გვეგრეხება"... მე ყურს მტკენს ზვიად ძიძიგურის საშინელი სოფლური კილო, ცუდად ვხდები... მაგიჟებს ხოლმე ინგა გრიგოლიას დარბაზი, ასეთი "ლ"-ები არ მსმენია არსად და ვერ ვხვდები, სად კრეფს ასეთ ხალხს... ცუდად მხდის "ვბრძოლობ", "ბრძოლობდა", მაჟრიალებს... და ყველას ფეხებზე კიდია ეს ყველაფერი!!!

Posted by: Floydian 20 Feb 2008, 23:36
ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როცა დ-ს იქ ტენიან, სადაც თ არის საჭირო და პირიქით sad.gif
ალბა
ხშირა
კიდევ
მჯერავს
კარ
კიდევ
იმგენი, იმგენმა, იმგენს...
კიდო
იმის გულაზე, იმის გულიზა, იმის გულიზე
puke.gif

Posted by: ცუგა 20 Feb 2008, 23:41
QUOTE (Floydian @ 20 Feb 2008, 23:36 )
ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როცა დ-ს იქ ტენიან, სადაც თ არის საჭირო და პირიქით sad.gif
ალბა
ხშირა
კიდევ
მჯერავს
კარ
კიდევ
იმგენი, იმგენმა, იმგენს...
კიდო
იმის გულაზე, იმის გულიზა, იმის გულიზე
puke.gif

მეც sad.gif

Posted by: Chieftain 21 Feb 2008, 02:44
MAERSK
QUOTE
მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ლ-ებით რომ ლაპარაკობენ, განსაკუთრებით კი ისინი ვინც ცდილობენ რომ რბილი - ლ გაამაგრონ და არ გამოსდით gigi.gif

გამოსვლით კი გამოსდით მაგრამ... sad.gif

"120-ით მოვდიოდი და კინაღამ დავიმტვერი" lol.gif

Posted by: საბუნია 21 Feb 2008, 06:33
გამარჯობათ, მოგესალმებიდ!

საღოლთ მაგარი თემაა, ყოჩაღთ!

ტყვილად ლაპარიკობდ, მაინც ვარზეა ყველა და წესივრად არავინ ლაპარიკობს.

ალბად განათლების ბრალია!

კარქათ ბრძანდებოდედ!

Posted by: Amоn Amarth 21 Feb 2008, 07:10
მე ჩქარა ლაპარაკი მიჭირს biggrin.gif დანარჩენი ყველაფერი რიგზე მაქს

Posted by: Ariadna 21 Feb 2008, 16:45
QUOTE (agr_bak @ 12 Feb 2008, 19:34 )
Drakula
QUOTE
"ეხლა"-ზე მემართება რაღაც პანიკები.


და ''პანიკები'' რაღაა? biggrin.gif

შუქები , წყლები, ხასიათები......................

Antigone
QUOTE
მე ასეთი ფორმები არ შემხვედრია. მგონი ის დროა, წრის შეცვლაზე იფიქრო

ტელევიზორი არ გაქვს? თუ თქვენი წრისთვის განსაკუთრებული არხია სადმე?

და კიდევ: "წნევები", "ახალ წლებზე".

Posted by: L_T 21 Feb 2008, 19:01
Ariadna
QUOTE
ახალ წლებზე

მგაზე ბევრჯერ მიფიქრია და ფრიად ლოგიკურად ჟღერს მინდა გითხრა ჩვენს რეალობაში.

2 ახალიწელი გვაქვს და აბა როგორ გინდა? lol.gif lol.gif

Posted by: vinchenz@ 21 Feb 2008, 19:57
ბოლო მარცვალზე მახვილის დასმა, აი ნოღაიდელი ლაპარაკობდა ასე.
საზოგადოებამ არ გაუშვა შესაძლებლობა და ეგრევე აიტაცა საუბრის ეს "გადასარევი" მანერა. ფუsmile.gif
კიდევ "რა ვიცი?"-თ ყველა სახის კითხვაზე პასუხის გაცემა

Posted by: PlaStiCiNeE 22 Feb 2008, 11:59


მმმმმ და გვერძე? ან ოძდაორი?

Posted by: Amоn Amarth 22 Feb 2008, 12:04
PlaStiCiNeE
გვერდზე და ოცდაორი wink.gif

Posted by: L_T 22 Feb 2008, 16:33
----------------------------------

Posted by: ცუგა 22 Feb 2008, 20:40
http://forum.ge/?showtopic=33823767&view=findpost&p=8598359

ვაკეთო boli.gif

Posted by: PlaStiCiNeE 23 Feb 2008, 10:39
QUOTE (Amоn Amarth @ 22 Feb 2008, 12:04 )
PlaStiCiNeE
გვერდზე და ოცდაორი wink.gif



ეგ მე კი ვიცი მაგრამ . . .

Posted by: joto 23 Feb 2008, 17:50
QUOTE
მეტყველების პრობლემა, მასობრივი უვიცობა?

არა, ლოგოპეტთან არ სიარულის პრობლემა უფროა ეს. ადამიანი თუ ვერ მეტყველებს, ეს მის გაუნათლებლობაზე არ მიანიშნებს... სხვა საკითხია, როცა ადამიანს მეტყველებასთან პრობლემა არ აქვს და არასწორად გამოთქვამს სიტყვებს. ეს უკანასკნელი კი მიუთითებს მის გაუნათლებლობაზე.

Posted by: KEIDI_13 25 Feb 2008, 02:24
სოჩიკი წერავს!
ორლჯერ.. (ლ რაღათ უნდა მაინც ვერ გავიგე)
არ წამიკითხია..
უამრავი აქციები..
და ა.შ..
ჯურნალისტების მოსმენა საერთოდ აუტანელი გახდა...


Posted by: L_T 25 Feb 2008, 07:53
და 'თუთხმეტი' რამდენია ხომ არ იცით ვინემ შემთხვევით? gigi.gif

Posted by: Kel'Thuzad 25 Feb 2008, 15:02
QUOTE
უსმენ

მე ეს ფორმა მაღიზიანებს ძალიან, ვ-ს რომ აკლებენ და ვერ გაიგებს კაცი, ვინ ასრულებს მოქმედებას
ძალიან ბევრი წერს ასე

Posted by: Oliver 25 Feb 2008, 15:10
vinchenz@
QUOTE
"რა ვიცი?"-თ

სხვას როცა ქართულს უწუნებთ, იმაზე თუ გვიფიქრია, წერისას რამდენად მართებულია ამ ფორმის ხმარება? ბრჭყალებს გარეთ პირის ნიშნისა თუ ბრუნვის გატანა ერთ-ერთი ყველაზე უხეში შეცდომაა, რაც კი შეიძლება დავუშვათ.

"რუსთავი2"-ის ასეთი ფორმით დამკვიდრება არის ენის თავზე გავლა.

Posted by: Armonida 25 Feb 2008, 23:29
მე ის მიკვირს "მ"-ს მაგივრად "ვ"-ს რო ხმარობენ. მაგალითად: ვსვავ, ვჭავ და ა.შ. რა უბედურებაა?

Posted by: Future1 25 Feb 2008, 23:39
QUOTE (Armonida @ 25 Feb 2008, 23:29 )
მე ის მიკვირს "მ"-ს მაგივრად "ვ"-ს რო ხმარობენ. მაგალითად: ვსვავ, ვჭავ და ა.შ. რა უბედურებაა?

ხო, ეგ მაგარია. ხანდახან მე თვითონაც კი ვეჭვდები ხოლმე, როცა ვხედავ, რომ ყველა ასე წერს.

Posted by: @@kato@@ 26 Feb 2008, 01:11
Armonida
QUOTE
ვჭავ


არავინ არ ამბობს ასეsmile.gif

Posted by: L_T 26 Feb 2008, 04:08
და ეს:
ვეუბნევოდი
vis.gif



რა კოშმარია რაა!

Posted by: Chopin 26 Feb 2008, 05:17
QUOTE
და ეს:

QUOTE
კოშმარი

vis.gif
QUOTE
რა კოშმარია რაა!


Posted by: L_T 26 Feb 2008, 05:25
Chopin
QUOTE
კოშმარი

სლენგი გაგიგია?

http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm


თუ არა...........?

Posted by: Chopin 26 Feb 2008, 05:30
L_T
უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე user.gif
საწყენად არ მითქვამს smile.gif

Posted by: L_T 26 Feb 2008, 05:36
Chopin
აი ვერ დავიჯერებ რომ შენ არ ხმარობ რამე სლენგურს ხოლმე biggrin.gif?


შანსი არაა lol.gif lol.gif

ნოუ ჩენს რაა lol.gif




Posted by: Harriet 26 Feb 2008, 13:21
agr_bak
QUOTE
გაივსო ქალაქო სოფლელებით , შესაბამისად პროცენტულად მეტია ის, ვინც ასე მეტყველებს.

სოფლელობა არაფერ შუაშია. უბრალოდ ზოგიერთ ორგანიზაციაში კვალიფიციური ადამიანები უნდა მუშაობდნენ. არასწორად მეტყველებენ რადიოს და ტელევიზიის ჟურნალისტები, ჟურნალ-გაზეთებში შესწორების გარეშე იბეჭდება ათასი სისულელე.

Posted by: Chopin 26 Feb 2008, 17:38
L_T
QUOTE
აი ვერ დავიჯერებ რომ შენ არ ხმარობ რამე სლენგურს ხოლმე

რა თქმა უნდა ვხმარობ smile.gif
მაგრამ ეს სულ არ მიშლის ხელს სიტყვა კოშმარი არ მომწონდეს smile.gif

Posted by: L_T 26 Feb 2008, 17:58
Chopin
კოშმარრრრრ!!!

givi.gif

Posted by: vinchenz@ 27 Feb 2008, 12:26
oli
QUOTE
სხვას როცა ქართულს უწუნებთ, იმაზე თუ გვიფიქრია, წერისას რამდენად მართებულია ამ ფორმის ხმარება? ბრჭყალებს გარეთ პირის ნიშნისა თუ ბრუნვის გატანა ერთ-ერთი ყველაზე უხეში შეცდომაა, რაც კი შეიძლება დავუშვათ.

"რუსთავი2"-ის ასეთი ფორმით დამკვიდრება არის ენის თავზე გავლა.

ძეძააsmile.gif
უწუნებ სხვებს და ჩემს შეცდომების გამოსწორებასაც ვცდილობ( მე პირადად, შენი და სხვების შესწორებებითsmile.gif, რახან მეშლება რაღაც, ჩემი აზრის გამოსათქმელად შენ დაგეკითხო?smile.gif
იესო ქრისტე ნუ გვგონია ყველას თავი, ჩემი რჩევააwink.gif

Posted by: რუსთაველი 27 Feb 2008, 13:06
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკურიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი:
იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც
სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.


ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი -
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად - გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე -
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

მუხრანი


Posted by: sharla IX 27 Feb 2008, 14:55
წამიკითხია, დამიხატია, გამარჯობათ, კარგათ, უკაცრავათ, ვუსწორეფ და ა.შ. mad.gif

I პირში რო ამბობენ მაგ: უყვები, უყურებ, უსმენ ...
ვ-ს გარეშე ..

help.gif
ყველას ყველაფერს ვუსწორებ და წყინთ ხოლმე ..... user.gif


რუსთაველი
smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
ძააალიან მაგარი ლექსია ... bis.gif

Posted by: joto 27 Feb 2008, 18:51
არადა, ერთ დროს ზეპირად ვიცოდი ეს ლექსი user.gif
sharla IX
QUOTE
I პირში რო ამბობენ მაგ

რო ამბობენ, ხომ? wink.gif

Posted by: AvtandiL 169 27 Feb 2008, 18:54
პირველ რიგში ტელევიზიის ბრალია ალბათ.

Posted by: agr_bak 27 Feb 2008, 22:23
oli
QUOTE
სხვას როცა ქართულს უწუნებთ, იმაზე თუ გვიფიქრია, წერისას რამდენად მართებულია ამ ფორმის ხმარება?


შეცდომები ყველას მოგვდის. ამის მაგალითი თუნდაც თქვენივე წინადადებაა.


Posted by: sharla IX 27 Feb 2008, 22:24
joto
QUOTE
რო ამბობენ, ხომ?

maxati.gif
შემეშალა, მე მაპატიეთ ...... vis.gif

Posted by: zede777 27 Feb 2008, 22:27
მაშ, მაშ, ყველამ თავის მეტყველებას რომ მიხედოს, უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში. რაც საქართველოში ხდება, ყველას ბრალია, ვერ ხედავთ, თვით პრეზიდენტი რა ენაზე საუბრობს?

Posted by: EuphoriaMen 28 Feb 2008, 15:38
და ამაზე რას იტყვით-ჩემთითონ weep.gif lol.gif

Posted by: poseidony 28 Feb 2008, 16:19
ყველაზე მეტად მაღიზიანებს:

"რა ხება"


mad.gif

Posted by: სულხანი 28 Feb 2008, 16:25
ვსვა


აი ამაზე ნერვები მეთხრება რატომღაც

რა უბედურებაა ეს სვავი და ჭილყვავი? cry.gif

Posted by: sezam775 6 Feb 2018, 16:46
გეთანხმებით, საზიზღარი მოსასმენია ენის ნებისმიერი დამახინჯება, ხოლო დამახინჯება შეცდომა არ არის. საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ ეს ყველა სიმახინჯე უფრო ხშირად გვხვდება დასავლეთ საქართველოს სოფლიდან ჩამოსახლებულებში - "რა ხთება", "კარ(ქ)ი" "ვგებულობ, გებულობ, გებულობს", გარდა "ეხლა"-სი და ''პანიკები'' შუქები , წყლები, ხასიათები. ეს აღმოსავლეთის სოფლებშიც ხშირია. ეს წუთია ტრენინგს ვუსმენ რაიონში, სხვათა შორის თბილისიდან არიან ჩამოსულები და "ქარხანა არ ღებულობს" -ს იმეორებენ იმდენად ხშირად, რომ ვეღარ გავუძელი და ყურსასმენები გავიკეთე. და კიდევ ერთი არარსებული ფორმა მაღიზიანებს ძალიან - "ზიან"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ეს ყველა დამახინჯება სამწუხაროდ ტელევიზიითაც ისმის და არა მარტო, როგორც აღინიშნა.

Posted by: drehzahlbegrenzer 20 Feb 2018, 23:55
ეგ არაფერი, რას ვიზავთ, უნდა მოვუსმინოთ და გავუძლოთ, მერე რა

Posted by: mendelsona 21 Feb 2018, 16:14
თუთხმეტი


-------------------------------------------

Posted by: marimari33 21 Feb 2018, 23:33
ჩემ შვილს უტარდება მეტყველების გაკევეთილები,მეც დავესწარი ერთ დღეს და იმდენი რამ ვისწავლე,დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი მეცsmile.gif

Posted by: dendo 24 Mar 2018, 19:53
კარგი თემაა, ხშირად ვერ ვახერხებ შემოსვლას. წარმატებები

Posted by: hopla123 25 Mar 2018, 13:46
სულ დააჩლუნგა კომპიუტერმა ახალგაზრდობა ვინღა მეტყველებს წესიერად!

Posted by: Ninna_maya 27 Mar 2018, 13:42
,,წესივრად მოიქეცი,,

წინგი

ტრამვა

ვინები გადმოცხოვრდნენ? biggrin.gif

Posted by: LenaFlower 27 Mar 2018, 17:56
რანაერი, ყველანაერი. ვსვავ, ჯდიან, ზიან. და კიდევ "ეხა"-ზე მემართება გულისრევა

Posted by: iskkra 6 Apr 2018, 00:27
გადაჯიშდა ხალხიიი მეტყველების პრობლემა კიარა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Trebuchet 7 Apr 2018, 18:04
ჩემთითონ იციან კიდე

biggrin.gif ))))))))))

Posted by: zigmundi32 7 Apr 2018, 18:28
გამეკეთა ამეშენა
გამეკეთებინა ამეშენებინა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)