Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > განყოფილების წესები


Posted by: piccolina 20 May 2008, 23:39
ძვირფასო იუზერებო და მემბერებო, გილოცავთ განყოფილების გახსნას bis.gif ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გაამართლებს ის smile.gif
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილების წესები და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ კიდევაც smile.gif
წესების დარღვევის ჩემთხვევაში ჩემგან შენდობას ნუ მოელით 2kiss.gif
იკრძალება და ისჯება:

1. არანორმატიული ლექსიკა
2. ურთიერთ შეურაცხმყოფელი პოსტები
3. სხვადასხვა რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფა
4. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების შეურაცხყოფა
5. განსხვავებული რასის ან სოც.ჯგუფის წარმომადგენლის შეურაცხყოფა
6. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის შეურაცხყოფა
7. უკვე არსებული თემის გახსნა. გამოიყენეთ http://forum.ge/?f=15&showtopic=34092772&st=0
8. შეუსაბამო განყოფილებაში თემის გახსნა
9. სარეკლამო შინაარსის თემები ან პოსტები
10. არაინფორმატიული თემები, თემის სათაურები ან პოსტები
11. ოფტოპიკები ( მოკითხვის პოსტები და ა.შ. )
12. მოდერატორისადმი დაუმორჩილებლობა
13. სხვების ფსიქოლოგიური პრობლემების საჯაროდ განხილვა (უფლება გაქვთ გაავრცელოთ მხოლოდ პირადი ინფორმაცია)
14. არაქართულ ენაზე პოსტის გაკეთება .თუ მაინცდამაინც მოგინდებათ, მაშინ მოკლე შინაარსი მოაყოლეთ ქართულ ენაზე, გაითვალისწინეთ, რომ ყველას არ ესმის უცხო ენა.
15. ცალკეულ ავტორებზე და/ან ფსიქოლოგებზე თემების გახსნა
16. პირად პრობლემებზე რჩევის მისაღებად თემის გახსნა მიაკითხეთ ფსიქოლოგს თემაში http://forum.ge/?f=15&showtopic=34079131

თავი შეიკავეთ რჩევებისგან ისეთ საკითხებში, რაშიც თვლით, რომ არ ხართ კომპეტენტური;
თავი შეიკავეთ მიღებული რჩევების გამოყენებისგან, სანამ არ დარწმუნდებით რომ თქვენ ეს არ გავნებთ;
დახმარების საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მოდერატორს;
ფორუმის ზოგადი წესები ვრცელდება აქაც, ასე რომ გაითვალისწინეთ.
smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)