ფერები დახატე თუ როგორ შეხვდენ ლურჯი ფერი და ყვითელი ერთმანეთს და შემდეგ წითელმა ფერმა როგორ დააძმაკაცა ისინი...
თუ გინდა აქ დავპოსტავ იმ სავარჯიშოს ადრე რომ მოგიყევი… ყვითლის და ლურჯის შეხვედრა..
* * *
ალბათ ისევ დაგავიწყდა და აქ რომ დავპოსტავ მუდმივად გექნება და გადახედავ ხოლმე,
იქნებ სხვასაც დაეხმაროს ფერების განცდის გამომუშავებისთვის მხატვრობაში:
მოკლედ ვიღებთ აკვარელის ფურცელს A3 ყველაზე კარგი ზომაა და ვასველებთ მას ორივე მხრიდან ისე რომ ნოტიო იყოს
და "კლიონკა" გადაკრულ მაგიდაზე ვდებთ ანუ სისველის გამო ეწებება კიდეც ასე გავასწორებთ მაგიდაზე, ნუ ირგვლივ
სკოჩითაც შეიძლება დამაგრება, როცა გაშრება რომ არ დაიბრიცოს..
შემდეგ ფუნჯით ვიღებთ ყვითელ ფერს ანუ თუ ტუბებშია მცირე წყალში გახსნილი ჯობია, ხოდა სუფთა ფუნჯს ვაწობთ ამ ყვითელ ფერში და განვიცდით
თუ როგორ იწოვს ყვითელ ფერს ფუნჯი ფუნჯი როგორც ხელის გაგრძელება ისე უნდა წარმოვიდგინოთ და ეს შეწოვა ასე უნდა განვიცადოთ და შემდეგ
ფუნჯით დავადოთ ფურცლის ზედა ნაწილს და განვიცადოთ თუ როგორ გაიღებს ფერს ფუნჯი ფურცელზე... ასე ვხატავთ ერთ მეოთხედ ფურცელზე ყვითელს
რომელიც რაც უფორ ქვევით მოდის ზემოდან ქვევით მით უფრო გამჭვრივალე ხდება ანუ უფრო განზავდება...
შემდეგ ვიღებთ ახალ ფუნჯს ანდა იგივეს მაგრამ კარგად გარეცხილს და ლურჯ ფერში ვაწობთ და აგრეთვე განცდა გვეუფლება თუ როგორ ივსება ამ ლურჯით
ფუნჯი... მას ფურცლის ძირიდან ვადებთ ფურცელს და ნელ ნელა ზევით ავდივართ ანუ ქვემოთ უფრო მუქი ლურჯი და ზემოთ უფრო ღია ცისფერი ხდება...
ხოდა ყვითელი ფერი ფიქრობს ანუ ასეთი განცდით მოდის ლურჯისკენ ეს მუქი ფერი ფუუ... მე ასეთი კრიალა ვარ და რომ შევეხო გამაჭუჭყიანებსო, ასეთი განცდა
აქვს ყვითელს რომელიც ნელ ნელა უახლოვდება ლურჯს... ლურჯი კი უყურებს ქვემოდან ზევით და ფიქრობს ანუ განცდაა ასეთი ეს ჭყეტელა ყვითელი რა ზედაპირულია
მე კი უძირო ლურჯი ვარო თვალებს მჭრის და არ მომწონსო... ასე დაძაბულნი უახლოვდებიან ეს ორი ფერი ერთმანეთს და ფურცლის შუაში შეეხებიან ერთმანეთს..
და ხდება ის რაც უნდა მომხდარიყო იბადება ახალი ფერი მწვანე მათ შეხების ადგილზე.. ჯერ ამ ორი ფერის შეხვედრა უნდა ხატო რამოდენიმეჯერ..
შემდეგ შემოგრიალდება წითელი ფერი რომელსაც აგრეთვე ისე ვხატავთ განცდით თუ როგორ გაიღებს ფუნჯი ამ ფერს და ის პირდაპირ ყვითელს მოექცევა ზემოთ და სადაც
შეერევა წარმოიქმნება ნარინჯის ფერი.. შემდეგ ის ქვემოდან დაუვლის ლურჯს და იქაც წარმოიქმნება იისფერი… ასე შეჰკრავს და დააძმაკაცებს წითელი ფერი ამ ყვითელს და ლურჯს..
აქ გამოიკვთა რომ ძირითადი სუფთა ფერებია ყვითელი ლურჯი და წიტელი… ხოლო შექმნილი ფერებია მწვანე ნარიჯისფერი და იისფერი..
This post has been edited by Artist on 27 Feb 2019, 20:36