forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქვეგანყოფილების წესები, ყველა გავეცნოთ ;)
JORJ MORISSONI
Differentiate Or Die


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14220
წევრი No.: 13207
რეგისტრ.: 29-September 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2007, 02:10  #7503812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისაც არ ექნება წაკითხული სახეშეცვლილი წესები თავის თავს დააბრალოს wink.gif

1. ყველანაირი სახის ოფფ-ტოპიკები , რომლებიც აბინძურებენ განყოფილებას (მაგ: ეხება მელომანიის სურათებსაც - ამიერიდან ნებისმიერი უსურათო პოსტი მოცემულ თEმაში წაიშლება , ხოლო ავტორი დასაჩუქრდება ვორნით ან ბანით )
აქ ასევე იგულისხმება სხვისი სურათების დადება და ამით უაზრო კაიფი. (მაგ მელომანიის სურათებში)
2. იკრძალება ე.წ. VS თემების გახსნა (თემატურიც და არა თემატურიც) მაგ: Rock თუ Pop?
ან ან Oasis Vs Blur ან ელექტრონიკა თუ როკი ბრატცი?
3. იკრძალება ულინკო და უინფორმაციო თემების გახსნა .
4. თემის გახსნისთვის აუცილებელია მოკლე ინფორმაცია [ჯგუფის, მომღერლის, სტილის] შესახებ ქართულ ენაზე (წიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფიის დრო წარსულს ჩაბარდა) + ალბომის/სიმღერის გადმოსაქაჩი ლინკი (მინიმუმ 2 სიმღერა). Uთუბის ლინკებით და წიპა "ვინ უსმენს ამ ჯგუფს?" პოსტით გახსნილი თემა განწირულია დასახურად smile.gif
5. თემის გახსნისას სავადებულოა ჟანრის/სტილის მიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება.
6. არაქართული ჯგუფის ან მომღერლის თემის გახსნისას სახელი აუცილებლად უნდა დაიწეროს ლათინურად, თორემ თემას რაც მოუვა აღარ გამამეორებინოთ.
7. ასევე წინადებები/პრეტენზიები/შეკითხვები მოდერაციასთან შეგიძლიათ დაპოსტოთ აპინულ თემაში .
8. ერთმანეთის, მუსიკალური სტილებისა და შემსრულებლების შეურაცჰყოფა (ასეთები ეგრევე სასტიკად დაისჯებიან ). ამონარიდი ძველი წესებიდან: „თუ თვლით, რომ რომელიმე თემა თქვენს მელომანურ მეობას შეურაცხყოფს და ამ თემის დანახვისას შიგ შევარდნისა და იქაურობის წაპილწვის დაუძლეველი სურვილი გიჩნდებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ, მერე ისევ ამოისუნთქეთ, მერე შედით სხვა ტოპიკში და მიიღეთ ვალერიანი. ან დიაზეპამი.
ეხლა რა იგულისხმება წაპილწვაში:
მუსიკის ლანძღვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „ნახეთ რა მაგრა ვხუმრობ“, მორალის კითხვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „რამე ხო უნდა დავპოსტო“. © Zyklon“.
თემის წაბილწვისთვის და ნებისმიერ მუსიკოსზე ან ჯგუფზე რაიმე შეურაცხმყოფელის თქმისთვის პირდაპირ 40 % ვორნს მიიღებთ.
9. ისეთი სურათების გამოქვეყნება, რომელიც არაა შეთანხმებული იმ მელომანთან, ვისიც ფოტოც იდება და ეს უკანასკნელი გამოთქვამს პროტესტს. პროტესტის შემთხვევაში აღნიშნულ სურათი წაიშლება. პოსტის ავტორი კი პირველ ჯერზე მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. ამავე დროს, ნებისმიერ მუსიკალურ ტოპიკში არათემატური ფოტოს გამოქვეყნება. © humanoidi
10. ამიერიდან მელომანიაში იკრძალება გინება/უხამსი სიტყვები დასაშვებია მხოლოდ სიმბოლოებით (მაგ: ბ&^ი ) და ა.შ.
11. შევეცადოთ ვწეროთ ქართული ასოებით , რათქმა უნდა არ იკრძალება სვა ენაზე პოსტვა , მაგრამ შევეცადოთ ქართულად
12. სასტიკად იკრძალება რასისტული და სხვა მსგავსი გამოხტომები ,პოსტები წაიშლება აუცილებლად ... ! ! ! ავტორი დასაჩუქრდება 40% Warn-ით...
13. ამიერიდან 100 გვერდიანი თემები აღარ იხურება, რადგან ფორუმის ტექნიკური მხარე იძლევა ამის საშუალებას!!! იქამდე თემების დახურვა იწვევვდა ძალიან ბევრ ოფტოპიკს, რადგანაც ერთი სული ქონდათ ახალი თემა როდის გაიხსნებოდა და ყველაფერი საბავშვო ბაღს ემსგავსებოდა. (ერთადერთი გამონაკლისი იქნება თავისუფალი თემა, რადგანაც იქ უფრო მეტად ფლეიმია, ვიდრე მელომანია.


--------------------
The true man wants two things: danger and play. For that reason he wants woman, as the most dangerous plaything.
humanoidi
ერმონიული


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37438
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

  გამოგზავნილია: 30 Jun 2008, 18:13  #10256902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
დღეიდან ქვეგანყოფილებაში, როცა ვინმე მუსიკოსზე ან არტისტზე თემას გახსნით, აუცილებლად მიუთითეთ მისი სახელი და გვარი ლათინური ასოებით.

მიზეზი ძალიან მარტივია: ძებნის დროს მომხმარებელთა უმრავლესობა საძიებელში წერს Mozart და არა მოცარტს. იგივე ეხება სხვა კომპოზიტორებს ან შემსრულებლებს, ამიტომ გაითვალისწინეთ!


--------------------
No alarms and no surprises, please...
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12219
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 9 Jan 2009, 18:25  #12188045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძველი წესები ბუნებრივია ძალაში რჩება.

ჩემის მხრიდან გაგაფრთხილებთ, რომ ყველანაირ ლაზღანდარობას - განსაკუთრებით კი ყოვლად უაზრო და უადგილო თემების გახსნას - დაუნდობლად შევებრძოლები...



--------------------
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან

"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო

სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12219
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 8 Jul 2009, 02:26  #14605272      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამატება:
ფორუმის, ისევე როგორც საქართველოს, სახელმწიფო ენა ქართულია!
აქ შემოდიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება არ იცოდნენ რუსული, ინგლისური, გერმანული, იტალიური, ჩინური და ა.შ. ენები.
ამიტომ, თუ უცხო ენაზე პოსტავთ, 2-3 წინადადებით მაინც ქართულად დაწერეთ, რაზეა პოსტში საუბარი.
ცხადია, ლექსების თარგმანს არ ვითხოვ...
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12219
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 10 Jul 2009, 19:19  #14643714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უცენზურო ლექსიკის გამოყენებას დაუყოვნებლივ და გაუფრთხილებლად მოჰყვება ვორნი!
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12219
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 29 Mar 2010, 13:25  #18743481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფოტოების დადებისას გაითვალისწინეთ , რომ დიდი სურათები "წელავს" ფორუმის გვერდებს და ფოტოები დააპატარავეთ.
ამ წესის შეუსრულებლობას მოჰყვება გაფრთხილება - ჯერ სიტყვიერი.
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12219
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 22 Jan 2012, 20:24  #29329071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რომელიმე მუსიკოსის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარს ავტომატურად და გაუფრთხილებლად მოჰყვება სანქციები!!!
გთხოვთ გაითვალისწინოთ!!!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0135 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]