forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი მუსიკალური აღმოჩენები
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 28 Apr 2008, 20:05  #9389510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა ჩვენ მუსიკალურ აღმოჩენებს მივუძღვნათ. რაგინდარა ცნობილიც არ უნდა იყოს ესა თუ ის მუსიკოსი ან ნაწარმოები, სანამ მას შენთვის არ "აღმოაჩენ", მანამ ყოველთვის სხვისი ან სულაც არავისი იქნება.

დღეს მე კირილ კონდრაშინის მალერი აღმოვაჩინე.

Kirill Kondrashin was an important, at times great Mahler conductor. While the British press keeps up an ongoing historical commentary about the beginnings of "the acceptance of Mahler in Britain" in the late 1950s and early '60s (accompanied by a spate of generally terrible broadcast airchecks by Horenstein and Barbirolli) no one ever discusses the similar phenomenon in Russia, for which Kondrashin was largely responsible. -- http://www.classicstoday.com/review.asp?ReviewNum=5212

კონდრაშინს კარგა ხნის მანძილზე მარტო სოციალისტური სამშობლოს ღალატით თუ ვიცნობდი. მისი მალერი ბლომად დამიგროვდა, მაგრამ მოსასმენად ვერც ერთხელ ვერ მოვიცალე.

წეღან მეცხრე სიმფონია მომხვდა ხელთ და ვიფიქრე, ვნახავ ერთი რა არის მეთქი. ორიოდე ფრაგმენტის გასინჯვას ვაპირებდი და ვეღარ კი მოვწყდი.

მეცხრეს ერთ-ერთი პირველი სტუდიური ჩანაწერია, 1964 წლისა, ბერნსტაინის, ანჩერლის, კლემპერერის, კუბელიკის, შოლტის, ნოიმანის, აბრავანელის, ჰაიტინკის ცნობილ ვერსიებზე ადრე გაკეთებული.

ეხლა, ცხადია, მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრი კონსერტგებაუ არ არის, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ ესოდენ კარგი მალერი ბევრი არ მომისმენია.

კონდრაშინს თავიდანვე ასე იცნობენ და მალერის მართლა დიდი შემსრულებელი ყოფილა.

მიმაგრებული სურათი
m9k.jpg
inana
ERDE


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2807
წევრი No.: 15098
რეგისტრ.: 3-December 05

გამოგზავნილია: 28 Apr 2008, 20:31  #9389799      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
WAGNERITE
ძალიან კარგი თემა გახსენი. ჩემთვის ბოლო ერთი წელი, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არის მუსიკალური აღმოჩენების წელი, აღმოჩენა და სასწაული არ არის ბრუკნერის სიმფონიები? ვაგნერის ,,პარსიფალი", ,,ლოენგრინი", ,,ნიბელუნგების ბეჭედი", ზიგფრიდ იდილი", მალერის ,,ერდე", მეათე, შტრაუსის ,,მეტამორფოზები", ,,გმირის ცხოვრება", ,,სალომე", ,,ელექტრა", პეტერსონის მეშვიდე, ლისტის ,,დანტე სიმფონია", იქით მონტევერდის ,,ორფეო", კიდევ ბევრი, პირველები რაც გამახსენდა, ესენია. გეთანხმები, წიგნისა არ იყოს, თუ შენთვის არ აღმოაჩინე, როგორი სახელიც არ უნდა ჰქონდეს, როგორი შარავანდედითაც არ უნდა იყოს მოსილი, ვერაფერს გახდები, ეს ,,შენთვის აღმოჩენა" კი, ვგონებ, ის არის, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული ძალისხმევასა და მონდომებაზე. შეხვედრა უნდა შედგეს. და თუ შედგა, ამ ბედნიერებას და ნეტარებას ცოტა რამ თუ შეედრება დედამიწის გულზე.


--------------------
,,Каждый возвращается домой, как может."
weisenhaus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3498
წევრი No.: 45056
რეგისტრ.: 28-October 07

გამოგზავნილია: 28 Apr 2008, 22:27  #9391263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაზე კარგი ვინც არ ვიცოდი და აღმოვაჩინე ეს ვებერია. იმის მემილიონედითაც არაა ცნობილი , რაც სინამდვილეში მისი მუსიკაა. შემდეგ მოსდევს გუნო და მასნე , აგრეთვე ლორტცინგი, ბუალდე , მარშნერი , ალევი, ობერი და კიდევ რამოდენიმე.
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 28 Apr 2008, 23:44  #9392425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰენდელი!


რამდენჯერ მოვუსმინე და რამდენნაირს, თითქოს ბოლო დროს "ქსერქსეც" შემაყვარა ჩემი საყვარელი მორინ ფორესტერის და ლუჩია პოპის გენიალურმა სიმღერამ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჰენდელში მე ყოველთვის ბრწყინვალე მომღერლების ტექნიკა მხიბლავდა და მიყვარდა, და არა თვითონ ჰენდელი. თუმცა შესრულებასა და "ორიგინალს" შორის მკვეთრი განსხვავება მუსიკაში ცოტა არის იყოს და უადგილოა...

ხოდა, უკვე კვირაზე მეტია ჩაციკლული ვარ ორადორ არიაზე "არიოდანტედან", რომლებიც (განსაკუთრებით, პირველი!) ისეთი სიხარულის განცდას მანიჭებენ, როგორი ცოცხალი და კონკრეტული განცდაც კაი ხანია არცერთ მუსიკალურ ნაწარმოებს არ მოუნიჭებია.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში "ორიგინალი" ჰენდელით აღფრთოვანება ჩემში ანე სოფი ფონ ოტერის არაჩვეულებრივად ელეგანტურმა სიმღერამ გამოიწვია. ეს ქალი კლასიკური მაგალითია იმისი, თუ როგორ შეიძლება არ ფლობდე განსაკუთრებულ ხმას, მაგრამ არტისტიზმით და სიმღერის უნარით მიაღწიო ძალიან დიდ შედეგებს.

არიოდანტეს პირველი არია:
http://files.ge/file/229134/-ali-di--constanza-mp3.html

არიოდანტეს მეორე არია:
http://files.ge/file/229141/H--ndel---Ario...unesta-mp3.html

რა ვიცი, ალბათ თქვენ ისე ვერ მოისმენთ როგორც მე და ან ჩვეულებრივ ჩახუჭუჭებულ ბაროკოდ მოგეჩვენებათ ან რამე ჩემ აღმოჩენაზე უფრო მაგარს აღმოაჩენთ, მარა მაინც გიზიარებთ. აქაურებთან ამართლებს ხოლმე. smile.gif



--------------------
Patricia : " Quelle est votre plus grande ambition dans la vie ? "
Le romancier Parvulesco : " Devenir immortel…et puis mourir. "
Contralto
Tove member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 19758
რეგისტრ.: 16-May 06

გამოგზავნილია: 29 Apr 2008, 12:32  #9396394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს უკრაინელი პიანისტი იუთუბზე აღმოვაჩინე შარშან, მანამდე არც მსმენოდა.

ნუ, რა უნდა ვთქვა, მისი სახელია ვალენტინა ლისიცა. და ის წარმოუდგენელი ვირტუოზია. თუმცა, მისი ერთადერთი ღირსება, ალბათ, მხოლოდ ესაა.

მაგრამ მოუსმინეთ და თავად დარწმუნდით:

პაგანინი-ლისტი "კამპანელა"
http://youtube.com/watch?v=hVrgRQCcRGc

რახმანინოვი, ეტიუდ სურათები, ოპ. 39, #6
http://youtube.com/watch?v=DAb2nI2hVqk

უყურეთ და ტემპებს დააკვირდით კარგად wow.gif wow.gif wow.gif

იგივე ნაწარმოები (რახმანინოვი) სხვა, კიდევ უფრო სწრაფი შესრულებით: არ გინდათ, რომ სპორტულებში ჩაცმულმა ნათესავმა ასე დაგიკრათ სახლში? biggrin.gif
http://youtube.com/watch?v=OICSVujrtJU&feature=related

This post has been edited by Contralto on 29 Apr 2008, 12:41


--------------------
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 1 May 2008, 03:51  #9422050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი, კრისტა ლუდვიგის ერბარმე მინდა რომ აღმოჩენად მექცეს, დაიდოს ჩანაწერი!

მიმაგრებული სურათი
9ddefc3d22ad5e87ef_953.jpg


--------------------
mediocrities everywhere...
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 1 May 2008, 10:04  #9422688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fitzcarraldo
მე კარაიანისაში მოვისმინე და მართლა აღმოჩენა იყო. მისი ყველა არია.
MaShiko-MuSicology
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 556
წევრი No.: 59735
რეგისტრ.: 30-April 08

გამოგზავნილია: 1 May 2008, 14:06  #9425124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მისი სახელია ვალენტინა ლისიცა. და ის წარმოუდგენელი ვირტუოზია

ლისიცა მხოლოდ დუეტებში მყავს მოსმენილი, მგონი თავისსავე ქმართან ერთად. რახმანინოვის პირველ სუიტას, ვებერის რონდოს და, თუ სწორად მახსოვს, ლისტის "რემინისცენციებს" უკრავენ. აი, მანდ, ტემპები, ჩემი აზრით მეტისმეტია, სუიტის ბოლო ნაწილი საერთოდ გაუგებარია...
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 2 May 2008, 18:11  #9442822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Pathetikos
ხო იცი, ლუდვიგი კლემპერერთან და კარაიანთან ერთნაირად არა მღერის gigi.gif
Pathetikos
დარაზმუს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7122
წევრი No.: 21479
რეგისტრ.: 9-July 06

გამოგზავნილია: 2 May 2008, 18:27  #9443013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
WAGNERITE
yes.gif

თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ მღერის ლუდვილი მალერს კარაიანთან და როგორ მღერის იგივეს კლემპერერთან, ლუდვიგი კლემპერერის ბახში ცუდი უნდა იყოს, რადგან კარაიანისაში კარგია. biggrin.gif


ისე, მუსიკალური აღმოჩენებიო, და შენ მიერ დადებული ლუდვიგის ბრიუნჰილდე მართლა აღმოჩენა იყო. გვინეთ ჯოუნსი ხოა ველური და არაფერი არ ღლის და არ აჩერებს, მარა ხანდახან ზედმეტად არაზუსტია ხოლმე. ლუდვიგი რაღაც სასწაულს შვრება. bis.gif
inana
ERDE


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2807
წევრი No.: 15098
რეგისტრ.: 3-December 05

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 21:09  #10046757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბელა ბარტოკი : ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე

აღმოჩენად მექცა.
loza
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2653
წევრი No.: 29697
რეგისტრ.: 10-February 07

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 23:42  #10048577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლისტი: დანტეს წაკითხვის შემდეგ.
რაღაცით ჰგავს მაზეპას, სადღაც - პირველ მეფისტოს. თითქოს h-moll-ის ინტონაციებიც გესმის კაცს.
პრინციპში, გულთან ახლოს ვერ მიმაქვს (მეათე კლასში რომ ვიყავი, მაშინ მიმქონდა), გუშინწინისწინისწინდელი დღეა.
Fitzcarraldo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3323
წევრი No.: 33077
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 15 Jun 2008, 00:19  #10049106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
loza
QUOTE
ლისტი: დანტეს წაკითხვის შემდეგ.



დანტე-სონატაში და ლისტის ნებისმიერ ოპუსში, იცი რა მიყვარს? - სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია, ასე რომ, დღეს რომ მოგეწონოს, ისე დაუკარი, თორემ, ლაზარ ბერმანი რომ უკრავს, ის რა თქმა უნდა გუშინწინისწინისწინისწინდელი დღეა biggrin.gif
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 15 Jul 2008, 20:05  #10429411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალს რას ვიტყვი, აღმოჩენა ყოველთვის იქ გველოდება, სადაც ჩვენ არ ველოდებით ხოლმე. ახლაც ასე მოხდა.

კოლექციონერის ამბავი ხომ იცით. თუკი ვინმეს სადმე რიხარდ შტრაუსი დაუკრავს, ყველაფერი შემიგროვებია.

ბოლოს შტრაუსის საორკესტრო ნაწარმოებების შვიდდისკიანი კომპლექტი დავიმატე, ციურიხის ტონჰალესა და დავიდ ცინმანის შესრულებით. არ ვაპირებდი, მაგრამ კომპლეტიზმის ცდუნებამ წამძლია (ცუდი ჩვევაა, გამოცდილი გექნებათ).

ცინმანის ხოტბას ხშირად კი გადავწყდომივარ, მაგრამ ებრაულ სოლიდარობას მივაწერდი ხოლმე. უფრო ბეთჰოვენს უქებენ, ზოგჯერ მალერსაც (მთელი ბეთჰოვენი მაქვს, სიმფონია-კონცერტებიანად, ოღონდ არ მომისმენია).

გმირის ცხოვრებით დავიწყე. ჯერ დისკს ვუყურებ - 49:15. რა ამბავია, ასე ნელა კარაიანიც არ უკრავს. მოკლედ, კარგს არაფერს ველოდები.

ჰოდა, ჩემო მეგობრებო, ერთ წუთში ყბა რომ ჩამომივარდა, კარგა ხანს დავრჩი ასე. ასეთი პირდაპირი და არამანერული დასაწყისი ხომ რაინერის მერე არ მინახავს, ასეთი შტრაუსი კი საერთოდ არ გამიგონია და ვერც წარმოვიდგენდი.

ცინმანი არ ცდილობს კემპეს, კარაიანს თუ სინოპოლის ფერადოვნებაში შეეჯიბროს. ტონჰალესთან ერთად ამის ცდა უგუნურება იქნებოდა. სამაგიეროდ ისეთ სიზუსტეს, საორკესტრო დისციპლინასა და კონტროლს გვთავაზობს, რომ ტოლს არავის არ უდებს.

ნამდვილად არ მეგონა, შტრაუსის მძიმე ფაქტურაში ყველა ხმის ასეთი მკაფიო გამოკვეთა შესაძლებელი თუ იქნებოდა - თან ისე ძალდაუტანებლად და თავისთავად, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს.

ვნახოთ, დროის გამოცდას როგორ გაუძლებს. ის კი ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ დავიდ ცინმანი და ტონჰალეს ორკესტრი შტრაუსის ახალ საშემსრულებლო სტილს ამკვიდრებენ.

მიმაგრებული სურათი
zinman.jpg
WAGNERITE
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2016
წევრი No.: 19496
რეგისტრ.: 26-April 06

გამოგზავნილია: 22 Oct 2008, 22:54  #11272752      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლამაზი მუსიკაა. არ მოველოდი. სამი საათი გრძელდება და მთლიანად მოვუსმინე. gigi.gif

http://www.musicweb-international.com/clas...am_CHSA5051.htm
http://www.musicweb-international.com/clas...ck_CHSA5051.htm

მიმაგრებული სურათი
omar.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 1.7112 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]