ეგ ივან გროზნი სტალინის პონტში გადაიღო, ანუ რო ენახვებინა სტალინისთვის პირადად, როგორ რყვნის ადამიანს ძალაუფლება, ეს განსაკუთრებით მეორე ნაწილში ჩანს, ჰოდა ზუსტად ამიტომ იყო მეორე ნაწილი აკრძალულივით კაი ხანი
კიდე სამი სხვა ფილმი აუკრძალეს, მაგრად უნდოდა გადაღება, თუ მივაგენი დავდებ წყაროებს.
ვაფშე, ეიზენშტეინმა ალექსანდრე ნევსკიზეც კიდე იმიტომ გადაიღო ფილმი, რო ძაან ცოტა ინფორმაცია იყო ნევსკიზე და ამიტომ, თავისუფლად რო შეექმნა მაგიტომ ჰქნა ეგრე და ისტორიკოსები არ მოსდავებოდნენ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ თანამედროვე რუსი ისტორიკოსებიც კი ალექსანდრე ნევსკიზე რაღაც-რაღაც ფაქტებს ეიზენშტეინის ფილმიდან სესხულობენ, სასკოლო წიგნებშიც არი მგონი, არადა რეალურად ეიზენშტეინის ეგ ფილმი ფენტეზია გაქანებული
ძაან აწვალებდნენ ეიზენას, არადა ნიჭიერი კაცი იყო და მსოფლიო კინოშიც თავისი სიტყვა თქვა. მწარე ირონია ისაა რო აი ხო აწვალებდნენ, დევნიდნენ, კლავდნენ კიდეც ამ ხელოვანებს თავიდან, მაგრამ დრო რომ მოვიდა, მათი შექმნილით თავის მოწონება დაიწყეს, აი ჩვენმა რეჟიმმა შექმნა ასეთი პროდუქციაო და დღესაც ბევრი მაგ დროს მისტირის, აი რა კაი ფილმები იყო მაგ ცენზურის დროს და ეხლა თავისუფლების დროს ნაგავია ყველაფერიო
არადა რეალურად, იმ დროს ვინც ნიჭიერი იყო, ან დააცენზურეს, ან ჩასვეს, ან მიხვრიტეს და 90-იანების მერე თავისუფლების დრო რო დადგა, ნიჭიერი ხალხი აღარ იყო ფიზიკურად და დარჩნენ უნიჭოები და მაგ უნიჭოებმა როგორ გამოიყენეს თავისუფლება, ქე ვხედავთ)
აშშ-ში რომ ჰიჩკოკი, პოლანსკი, კოპოლა იყვნენ, აქეთ ვტარაია მირავაიაზე იღებდნენ და გაიდაის კომედიები კიდე, ვსიო, მუშები და რამანწიკა.
ეიზენშტეინს ჩინეთზე უნდოდა ფილმის გადაღება, ემილ ზოლაზე, ჯორდანო ბრუნოზე, ბევრი კიდევ სხვა.
* * *
P.s. ისე, ეიზენას რუსულ ვიკიპედიაში სიტყვა "ჰომოსექსუალიზმი" ნახსენებიც კი არაა სადმე და ინგლისურ ვიკიპედიაზე რო გადართო, personal life-ის განყოფილება პირდაპირ მაგ საქმის გარჩევით იწყება
This post has been edited by kokrochina1984 on 18 Mar 2024, 22:16