ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ World Economic Forum - მა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ფაქტებით გაჯერებული რეპორტი ქვეყნების მიხედვით - The Global Competitiveness Report 2010-2011. თითოეული ქვეყნის ინდექსის გამოყვანისას მხედველობაში მიღებულ იქნა თიტქმი ყველაფერი - სხვადასხვა ინსტიტუტების მუშაობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ჯანდაცვა, განათლება, ქვყენის სამომხამრებლო ბაზრის მდგომარეობა, შრომის ბაზარი, საფინანსო სისტემა, ახალ ტექნოლოგიბეთან არსებული ვითარება, ბიზნესის კეთების შესაძლებლობა, ინოვაციები....
მოკლედ, ინდექსის გამოსაყვანად სულ მხედველობაში მიღებულ იქნა 14 სფეროს 114 ქვესფერო. თავიდანვე ვიტყვი, რომ საქართველომ მიიღო 3,86 ქულა და 139 ქვეყანას შორის დაიკავა 93-ე ადგილი.
საქართველოში ბიზნესის კეთების რისკფაქტორების ჩამონათვალში თანმიმდევრობის მიხედვით შემდეგი ფაქტორებია მიჩნეული (რიგში რაც უფრო მაღლა დგას, მით უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ):
1. ფინანსების ხელმისაწვდოობა; (ვფიქრობ იგულისხმება ბანკებიდან კრედიტების აღების პროცედურები და საპროცენტო განაკვეთის ოდენობა); - ყველაზე დიდი პრობლემა!!!!!
2. პოლიტიკური არასტაბილურობა;
3. არაადექვატური განათლების მქონე სამუშაო ძალა (იგულისხმება ის, რომ რა პროფესიაზეც არის მოთხოვნა, იმ პროფესიაზე არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის მიწოდება);
4. დაბალი დონის პასუხისმგებლობის მქონე სამუშაო ძალა (სამწუხაროდ პირდაპირ ასე წერია Poor work ethic in national labour force). ჩვენ კი ვიცით ჩვენი ნაკლები, მაგრამ ვფიქრობ უცხოელი ამას, რომ წერს, ეს არის სამარცხვინო;
5. არასტაბილური ვითარება/გადატრიალებების შესაძლებლობა;
6. საგადასახადო რეგულაციები;
7. არასათანადოდ გამართული ინფრასტრუქტურა;
8. საგადასახადო განაკვეთების სიდიდე;
9. ინფლაცია;
10. სახელმწიფო ბიუროკრატია;
11. ჯანდაცვის სუსტი სისტემა;
12. შრომითი ბაზრის რეგულაციები;
13. კორუფცია;
14. სავალუტო რეგულაციები;
15. კრიმინალი; - ყველაზე უმნიშვნელო პრობლემა!!!
GDP ერთ სულ მოსახლეზე გვაქვს 2,448 აშშ დოლარი და ამ მაჩვენებლით ვართ 98-ე ადგილზე. ვუსწრებთ ისეთ ქვყნებს, როგორებიცაა პარაგვაი 99, ინდონეზია 100, მოლდოვა 105, ყირგიზეთი 118, ტაჯიკეთი 120.
გვისწრებენ უკრაინა 96, სომხეთი 92, ირანი 76, აზერბაიჯანი 73, ყაზახეთი 63, რუსეთი 56....
1. ლუქსემბურგი - 104 512 დოლარი (ფანტასტიკა!!!)
2. ნორვეგია - 79 085 (ასატანი ფანტასტიკა!!!)
3. კატარი - 68 872
4. შვეიცარია - 67 560
.......
9. აშშ - 46 381
16. გერმანია - 40 875
17. იაპონია - 39 731
22. დბ - 35 334
26. საბერძნეთი - 29 635 (კრიზისიანი და "მოარულ ხმებს" თუ დავუჯერებთ ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა)
32. პორტუგალია - 21 408 (დაახლოებით იგივე რა საბარძნეთზე ვთქვი)
43. ესტონეთი - 14 267
48. ლატვია - 11 607
50. ლიტვა - 11 172
56. რუსეთი - 8 694
98. საქართველო - 2 448
118. ყირგიზეთი - 851
120. ტაჯიკეთი - 767
139. ბურუნდი - 163 - ბოლო ადგილი
აღნიშნული მონაცემების მიხედვით ქვეყნები დაყოფილ იქნენ 5 კატეგორიად.
1 კატეგორიაში მოხვდა განვითარების პირველ ეტაპზე მდგომი ქვეყნები ვისი პერ კაპიტაც 2 ათას დოლარზე ნაკლებია (სულ 38 ქვეყანა);
მე-2 კატეგორიაში არიან პირველ და მეორე ეტაპს შორის გარდამავალ სტადიაში მყოფი ქვეყნები პერ კაპიტათი 2000-3000 დოლარის ფარგლებში (სულ 25 ქვეყანა). ამაში მოვხვდით ჩვენც;
მე-3 კატეგორია მეორე ეტაპზე მყოფი ქვეყნები 3000-9000 პერ კაპიტას მფლობელები (სულ 29 ქვეყანა);
მე-4 კატეგორიაში მოხვდნენ მეორე და მესამე ეტაპს შორის გარდამავალ სტადიაზე მყოფი ქვეყნები პერ კაპიტათი 9000-17000 (სულ 15 ქვეყანა);
მე-5 კატეგორიაში მოხვდნენ მესამე ეტაპზე მყოფი ქვეყნები პერ კაპიტათი 17 ათასზე ზემოთ (სულ 32).
ასევე გავამახვილებ ყურადღებას გზების ინფრასტრუქტურის რეიტინგზე. როგორც ცნობილია საქართველოში დიდი ინტესივობით მიდის გზების მშენებლობა. გასულ წლებში იმდენი დრო დავკარგეთ, რომ ახლა ხელიდან გაშვებულის ისევ აღსადგენად ეტყობა დრო დასჭირდება. საქართველო გზების ხარსხის მიხედვით მსოფლიოში არის 65-ე ადგილზე (გასულ წელს ვიყავით 66-ზე). ქვემოთ მოვიყვან ჩემთვის საინტერესო ქვეყნების რეიტინგს:
1. სინგაპური;
2. საფრანგეთი;
3. შვეიცარია;
4. ჰონგკონგი;
5. გერმანია;
......
19. აშშ;
22. იაპონია;
32. ლიტვა;
35. დბ;
65. საქართველო;
70. აზერბაიჯანი;
74. ირანი;
79. ნორვაგია;
80. ჩეხეთი;
87. სომხეთი;
102. ტაჯიკეთი;
118. ყირგიზეთი;
124. ყაზახეთი;
125. რუსეთი;
136. უკრაინა;
139. მოლდოვა - ბოლო ადგილი
მოკლედ ძალიან ბევრი, ზღვა მასლაა რეპორტში. უცებ რისი დაწერაც მოვასწარი ეს არის.
თუ ვინმეს დამატებით აინტერესებს რამე, აგერ ვდებ ლინკს და ბევრ საინეტერსო ინფოს ნახავს.
http://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCom...ort_2010-11.pdf This post has been edited by lelos on 19 Sep 2010, 14:16