Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI


Posted by: ladylike 17 Dec 2016, 11:52
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები - XXVI


http://forum.ge/?showtopic=33598716

http://forum.ge/?f=20&showtopic=33619650&st=0

http://forum.ge/?f=20&showtopic=33691703

http://forum.ge/?f=20&showtopic=33768721

http://forum.ge/?f=20&showtopic=33801091&st=0

http://forum.ge/?showtopic=33842480

http://forum.ge/?f=20&showtopic=33855883&st=0

http://forum.ge/?f=20&showtopic=33882927&st=0

http://forum.ge/?f=20&showtopic=33903568&st=0

http://forum.ge/?f=20&showtopic=33934420&st=0

http://forum.ge/?f=20&showtopic=33944613

http://forum.ge/?showtopic=33965555&f=&st=0&#entry13778688

http://forum.ge/?f=20&showtopic=34008578

http://forum.ge/?f=20&showtopic=34059493

http://forum.ge/?f=20&showtopic=34113572

http://forum.ge/?f=20&showtopic=34209513

http://forum.ge/?f=20&showtopic=34241187

http://forum.ge/?f=20&showtopic=34255534&st=0

http://forum.ge/?f=20&showtopic=34278324

http://forum.ge/?f=20&showtopic=34311883

http://forum.ge/?f=20&showtopic=34350306

http://forum.ge/?f=20&showtopic=34400249

http://forum.ge/?showtopic=34473721&view=findpost&p=34331076

http://forum.ge/?f=20&showtopic=34534840

https://forum.ge/?f=20&showtopic=34621206


ახალ თემას გილოცავთ...



http://radikal.ru

მე არავინ მყავს
შენზე აღმოსავლეთით

Posted by: bekman 17 Dec 2016, 17:32
პირველად ვფიქსირდები თემის პირველ გვერდზე : დ

Posted by: nini gogo 20 Dec 2016, 23:56
ცა რომ გაიხსნა, ასე მეგონა
ციდან მიწამდე მე გავიხსენი.
ელვით შთაინთქა ზღვა და ბექობი
და შემოვიდა ჩემში სივრცენი.
და მე ვიხილე სვლა მეტეორთა,
მნათობთა მესსა საგანთიადო
და ცხრავე ცაში ვერ ეტეოდა
ვინც ამ პატარა გულში ბინადრობს.



(შოთა ნიშნიანიძე)

Posted by: საილერი 21 Dec 2016, 00:00
http://vocaroo.com/i/s1wgGi8ZYzLs


.

Posted by: EmiLi 22 Dec 2016, 21:32

'

როცა ძალიან მჭირდები
არ შემიძლია გელაპარაკო.
ალბათ ასეთ დროს
უნდა ვიდგე,
შენთან პირსპირ
და სიყვარულით
გიყურებდეს ჩემი თვალები

''



Posted by: wu777ro 22 Dec 2016, 21:59
ფიხსიიიიიიირ

........................................................

Posted by: s@likun@ 24 Dec 2016, 01:53
QUOTE (საილერი @ 21 Dec 2016, 00:00 )
http://vocaroo.com/i/s1wgGi8ZYzLs


.

lol.gif

კრგად კითხლობ up.gif



-----------------------------

Posted by: lilyhammer 24 Dec 2016, 01:55
საილერი
lol.gif lol.gif lol.gif

სღოლ იმენა საღოლ lol.gif lol.gif up.gif up.gif

Posted by: MINIMAL 24 Dec 2016, 14:02
შენ ხომ იცი რომ შენამდე მოვალ,
მოვალ, მოგიტან აპრილის იებს
ავიტან ყინვას, წვიმას და თოვას
კარს თუ გამიღებ რა გამაციებს...

Posted by: ანანასი 7 Jan 2017, 03:08
სპირტით და სიგარეტით გაბრუებული შევყურებ მთვარეს
ვფიქრობ მთელი დღე კვირა და წლებია
ვერაფერს ვუხერხებ ამ მტანჯველ აზრებს
რომელზე დავიძინო ერთხელ მაინც რომ მივიდე 10ზე სამსახურში როგორც წესია
user.gif

Posted by: bususxuna 7 Jan 2017, 03:15
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ukrainka 8 Jan 2017, 23:05
მომაშველე სუნთქვა და მხოლოდ შენი ღიმილი...
თორემ შევრჩი სამყაროს აწყვეტილი ღილივით
* * *
ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...
და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა...
ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები..
ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...
ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...




დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა,
სული და გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.
მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.


* * *
ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი.






გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო , დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით






სულში მეღიტინება შენი ღიმილი და მეც მაღიმებს



პირდაპირ ჩიტებში ვკოცნი ზეცას და მიხარია…
მე მიხარია შენს თვალებში ჩემი წაკითხვა
და თან მაახრებს ყვავილები,
რომელთაც ყნოსავ…
მე მიხარია სიგიჟემდე შენი ტუჩები,
ჩემი კბილების ნაკვალევი რომ დამჩნევიათ…
ისე მხარებს ჩვენი სკამი,
რომელზეც ვზივართ,
ლამის ვიკივლო
და დავლეწო ყველ სხხვა სკამი…
მე მიხარია შენი ბაგე,
რომელსაც ახებ ჩემს ეკლიან შუბლს..
მიხარია, და თან ისე,
მინდა ვიცეკვო…
ვიეკვო როგორც შევძლებ, ოღონდ ვიცეკვო…
და ვებრალები ალბათ ყველას, ვიცი, შენს გარდა.
რადგან მახარებს მე ამ ქვეყნად ყველაზე ცოტა:
სულ რამდენიმე ლუკმა
შენი სიშიშვლის ცქერის
და ერთი ყლუპი შენთან ყოფნა -
დ ა საყოლებლად…
მე მიხარიხარ…






ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.



სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში, ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა, მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.........








-ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება ,მაგრამ არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე
-იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.
-გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
-სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

Posted by: საილერი 8 Jan 2017, 23:48
QUOTE
ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...
და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა...
ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები..
ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...
ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...


http://vocaroo.com/i/s1sebkFobj8S

Posted by: ukrainka 9 Jan 2017, 00:00
საილერი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არ თქვა გიცხოვრია, თუ არ დაგიხატავს, თუნდაც ერთხელ მაინც, ის რაც გულით დაგაქვს




ცხოვრება თეატრია, იცვლება როლები,
ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები..




იმ დღიდან, ამ დღემდე ... დიდი დრო გასულა ... ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი ... ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად ... და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...


ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი ... ალბათ იფიქრე, რომ არ მჭირდები?...ერთიც მაპატიე, დაღლილ გოგოს...მხარი მომიშვირე, ავტირდები...



გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები, მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ, ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად" - ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო.. !!




მე მენანება ყოველი წელი,რაც კი უშენოდ წარსულში დარჩა...ზოგჯერ სიცოცხლის დასასრულს ელი და გაზაფხული მოდგება კართან..






უაზრობაა მთელი ცხოვრება, ძიება რაღაც წმინდა გრძნობების,
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები,
უაზრობაა გენატრებოდეს, ვისაც არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები.
უაზრობაა მთელი ცხოვრება,ძიება გრძნობის და რაღაც ახლის,
უაზრობაა შინ დაბრუნება და მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა.
უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი,რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა
ენეტრება,
უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს,ვისაც არა აქვ ამ გრძნობის განცდა,
თუკი შენი და იმისი გზები დასაწყისიდან ერთმანეთს ასცდა.
უაზრობაა სხვაზე თუ დარდობს და შენ კი ისევ იმედით ელი,
როცა მკვდარსაც კი არ გეღირსება, ერთი ამბორი და წყვილი ცრემლი,
უაზრობაა,როდესაც გინდა და მასზე ფიქრებს კვლავ ვერ იშორებ,
უაზრობაა,როცა ახლოს ხარ და თუ მაინც გრძნობ მისგან სიშორეს.
როცა იცი, რომ შენს წინ არიან, რაღა აზრი აქვს იმათის მოცდას,
უაზრობაა, გიყვარდეს იგი, ვინც ზიზღით იღებს შენს ობოლ კოცნას,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, თუ სიმარტოვეს ბოლო არ უჩანს,
და თუ იცი, რომ როცა მოკვდები, თვალსაც არავინ არ დაგიხუჭავს.







შორსახარ.
შენამდე მდუმარე ნისლია
და მსუბუქ დალალთა შერხევის ქარები,
ჩვენს ვნებებს ზეწარზე ვერ გადაისვრიან
და მთრთოლვარ თითებით ვერ მოგეკარები.
ვერ გეტყვი,
რომ მინდა მზესავით უღლელი,
ზღვასავით უშრეტი სითბო და ალერსი,
და შენი გაშლილი მკლავების უღელი,
რომ ტვირთი გავწიო ამ სიმხურვალესი.
ვერ ვიგრძნობთ მე და შენ
ღამეულ ავდართა
ნოტიო სიგრილით დახორკლილ სიშიშვლეს
და მზერა - მოწილე ცეცხლთა და ღადართა
უძილო წამწამებს ზეცისკენ მიიშვერს,
იქნება ღრუბლებში მოგაგნო ძვირფასო,
იქნება წვიმა ხარ
ცრემლებად ნაწვეთი?
მოვალ და დაგხატავ, ვით შედევრს პიკასო,
რომ ჩემი ოცნება - ფიქრისგან ნაცვეთი
ათასგვარ ფერებად დაალღვეს იმ ტილოს,
სითეთრით
მაგ სპეტაკ სხეულს რომ ედრება
და შენით დათრობამ ბავშვივით იტიროს,
რომ ვნებად ვერ მოგცა ეს შემოქმედება.

Posted by: GABRIELA 9 Jan 2017, 00:19
........................................

Posted by: ukrainka 9 Jan 2017, 00:19
ადამიანი ვარ... სუსტი და ძლიერი,
ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა,
ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს
ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა.
ადამიანი ვარ... მე არც ერთს არ ვგავარ
ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი,
ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა,
ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები.
ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ამ ქვეყნად,
ზოგჯერ სხვისი დარდით თვალცრემლიანი ვარ
ეშმაკს და ანგელოზს თავისი ადგილი აქვს...
ჩემს სულში რადგანაც ადამიანი ვარ......




ვდუმვარ ხანდახან,მებუტება დაღლილი ბაგე,
"ეხლა სადა ხარ,
ვისი სულის სამყაროს აგებ?",
თვალნათლივ ვხედავ,
მეურჩება მაინც გონება,
ვერაფერს გბედავ,
მავსებს ეჭვი და დაღონება.
არადა ვიცი,მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს,
არ მჯერა ფიცი,
კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი.
"იქნებ ერთი ხარ?!"-
არ მგონია,ყველა ერთია,
"ვითომ ღმერთი ხარ?!"-
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია.
ვდუმვარ ხანდახან,
გავუყუჩდე სიყვარულს უნდა,
"ეხლა სადა ხარ? "-
ჩემს დუმილში მომეხმე,მსურდა...








ბინდისფერ ხილაბანდიდ აგიხვევ თვალებს და
მიგიყვან ღამესთან...
ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი
ჰო..თუკი დამაცდი!
სუნთქვით მიმახვედრებ,დრომ სევდა გაფინა
და ღამე გატკინა...
მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ,რომ ვერ ვერევი
და...გადაგერევი!
დახუჭე თვალები! ბინდისფერს გაენდე
მიყვარხარ ღამემდე!
მიყვარხარ დილამდე,ცამდე და ცის იქით
გიცდი და გიცდიდი...
თითები თითებთან...ტუჩები ტუჩებთან...
სულ შენ და სულ შენთან...
დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და
სათქმელი გამება...
ახვეულ თვალებთან ჩემს სუნთქვას ინახავ
მიყვარხარ!!!





წმინდა ანგელოზთა სამკაულში ჩემი ანგელოზიც ვნახე,ისე მომეფერა, ისე აუხსნელად,ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე


Posted by: საილერი 9 Jan 2017, 00:21
QUOTE (GABRIELA @ 9 Jan 2017, 00:19 )
........................................

დაგინახე fig.gif

Posted by: ukrainka 9 Jan 2017, 00:25
საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი მაინც ავდექი და მივალ, ბევრჯერ დავიმხე და ბევრჯერ დავიქეცი მაინც ფეხზე ვდგავარ. მტკივა, მტეხს, მაწუხებს მიმძიმს, ცხოვრების შფოთი და დავა კიდევ გავიქცევი, კიდევ წავიქცევი, მაინც ავდგები და წავალ.





არ მინდა დღეს შენზე კვლავ ვწერო ლექსები, ცხოვრება ბეჭებზე ტვირთად ავიკიოდო. და თუ ოცნებებში კვლავ გამელექსები, უნდა დავიკიდო...


" სიცოცხლემ წაიღო თავისი არჩივი, საწუთრო თვისას ნელ-ნელა მიაპარებს, ჩემი სიყვარული ობოლი ბავშვივით, კი არ იშვილეს, "პრიუტს" მიაბარეს.





არსად არ მინდოდა გამეშვი, ვიცოდი უშენობა შემშლიდა. იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში- იტირა იმგვარად შეშინდა



ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, ,რადგან-არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება... სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.




წარმოდგენა რომ დამთავრდა და დაეშვა ფარდა, ფარდის უკან იმ ცხოვრების არაფერი დარჩა.



ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო. ყველა ემოცია არ წამართვა, მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.










Posted by: ladylike 9 Jan 2017, 02:01

ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული...






(გაგეცინებათ და) ო. ჭილაძე

Posted by: საილერი 9 Jan 2017, 02:36
QUOTE
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,


ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი
როდესაც მაწუხებს ფაღარათი
არც წამალი მაქვს დასალევი

QUOTE
ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.


ტკივილი დოლბანდით დამიამე
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი
ძარღვებში სისხლივით დამიარე
სალონში ნანეტი შეიჭერი

QUOTE
შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.


შემივსე საფულე ცარიელი
და ნიშნად ხელახლა დაბადების
სიმხნევე მაღირსე ჯანდიერი
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის

QUOTE
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.


არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას
ირწმუნე სათქმელი განდონივით
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ბოტასის დავრჩები მადლობელი

QUOTE
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული...


ჰო, მაგრამ მარტოოდენ ლოცვებია
ჩემს მუხლში ძაფებად დაქსაქსული
სხეულზე ნერწყვივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული

ო.ჭიკაზე

მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს love.gif

Posted by: ladylike 9 Jan 2017, 02:52
საილერი
QUOTE
ო.ჭიკაზე

მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს


სხვა თემაში მოგწონდეს

რაწესია... mo.gif

Posted by: საილერი 9 Jan 2017, 02:56
ladylike

თემიდან მაგდებ? mad.gif


Posted by: ladylike 9 Jan 2017, 03:11
საილერი
QUOTE
თემიდან მაგდებ? 


სიკვდილით დაგსაჯო... ? http://smiles.33bru.com/smile.90793.html

Posted by: საილერი 9 Jan 2017, 03:33
ladylike

დასჯაზე უარს როგორ გეტყვი, მაგრამ სიკვდილით ვითომ...?
სხვა ვარიანტებს ველოდები rolleyes.gif

Posted by: lilyhammer 9 Jan 2017, 09:34
QUOTE
დასჯაზე უარს როგორ გეტყვი, მაგრამ სიკვდილით ვითომ...?
სხვა ვარიანტებს ველოდები


ჩამქოლე, განა ერთაბაშად ლოდებით!

კენჭები მესროლე თითო-თითო up.gif

Posted by: Faol_Mhor_Tegernako 10 Jan 2017, 04:14
წვიმიან დღეს გავახილეთ თვალი
ჩვენს სამყაროს ჩვენი აღარ ერქვა.
ყველა ნაზი ფერი გაქრა...
შავ-თეთრს დარჩა უფლება რომ ეთქვა...

მივიწევდით უგძნობ ზღვაში ხალხის
აღარ ჩანდა იმედი და ბედი,
სიხარული, სიყვარული, სითბო,
გვიგალობდნენ როგორც თეთრი გედი...

გედი ბოლო უფლებასაც თმობდა,
სიკვდილისწინ მოიღერა ყელი,
რისთვის გავჩნდი კითხვა ჰქონდა ცასთან,
ცასვე მიაშტერა თვალი სველი...

რომანტიკა მხოლოდ წიგნებს შერჩათ,
თუმც ამ წიგნებს აღარააქვს ყდები,
შეატოვეს სილამაზე ფურცლებს,
არ ფიქრობენ "იქნება და ვცდები..."

სამყაროსაც გაუჭირდა სუნთქვა,
თმაშიც ყველა თეთრი გახდა ღერი,
როგორ გვენატრება უკვე,
სიბნელეში თუნდაც ერთი ფერი...

ახლა სითბოს აღარააქვს ფასი,
სიძულვილის ომში ვცურავთ გემით,
სიკვდილისა შევსვათ ბოლო თასით,
და წასვლისას იამაყონ ჩვენით....

გიორგი სანადირაძე უმცროსი

Posted by: suntqvа 10 Jan 2017, 20:28


მომწონს.

Posted by: ♔♔♔ 10 Jan 2017, 20:39
ცაზე ვარსკვლავი ღამით ბევრია,
დღისით მნათობი ერთადერთია.
მე მინდა ის მზე შენ იყო კარგო,
რომელიც ასე ნათობს და მათბობს smile.gif

Posted by: საილერი 10 Jan 2017, 21:05
♔♔♔

ღმერთო ჩემო, ვის კალამს ეკუთვნის ეს თანამედროვე პოეზიის შედევრი?

Posted by: Nodo_K 10 Jan 2017, 22:06
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრობით სხვაგან ყოფნას,
მიერჩევნია აქ სიკვდილი <3

Posted by: ladylike 11 Jan 2017, 00:14

...არა ხარ
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ...


Posted by: suntqvа 11 Jan 2017, 00:32
QUOTE (ladylike @ 11 Jan 2017, 00:14 )

...არა ხარ
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ...


კარგია.

ხო არ იცი ვისია?

Posted by: ladylike 11 Jan 2017, 00:46
suntqvа
QUOTE
კარგია.

ხო არ იცი ვისია?


კიი

ზვიად რატიანისაა



* * *

და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი - მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი...


Posted by: Faol_Mhor_Tegernako 11 Jan 2017, 00:54
სიჩუმეში, სევდით სავსე გულის,
ბნელ ოთახში ჩამოვარდა მეხი....
თვალში ისე ცუდად ხვდება,
როგორც მოჭიდავის ცხვირზე კეხი...

თითქოს არ ეღირსათ ახლობლისგან ცრემლი,
სამარიდან ისმის გმინვა, თრთოლვა...
თითქოს ზაფხულს დაუკარგავს ძალა,
შემოდგომას ვის უნახავს თოვა...

მარტო მიდის იარაღით ხელში,
ჯარისკაცის გადაღლილი კვალი.
სული დარჩა იქვე სადაც ბრძოლამ,
გაუმაგრა სისხლი, ხორცი, ძვალი...

გზის ნაპირას ჩამომჯდარა უხმოდ,
სურათს სევდით ათამაშებს ხელში,
ალბათ როგორ ენატრება გოგო,
რომ ჰკოცნიდა მორიდებით ყელში...

სიჩუმეში, სევდით სავსე გულის,
ბნელ ოთახში ჩამოვარდა მეხი...
ვერ ერევა ჯარისკაცი ტკივილს,
როგორც მუხას დაჟანგული ხერხი....

ვერ ელევა მონატრებას, ფიქრებს,
გზას გახედავს, შეისუნთქავს ნიავს.
თვალში ისევ უგიზგიზებს ცეცხლი,
ისევ ჩუმად გადაითვლის ტყვიას...

ახლაც ისევ მარტო დადის ტყეში,
ისევ გოგოს ბოლო სურათს უვლის,
გულის ჯიბით დაატარებს ყველგან,
ვერ იკავებს მასთან ყოფნის სურვილს...

მტრების ზურგში ჩასაფრებულს ესმის,
ხმა დაღლილი გულის ცემის რითმის.
სამიზნეში დანახული მსხვერპლი,
შეეცოდა არ ესროლა თითქმის...

კიდევ ერთი გასროლილი ტყვია...
კიდევ ერთი დანაკლისი მტრისგან.
გაბრუებულს კიდევ ახსოვს გოგო.
ტკივილს ფარავს კვამლისა და მტვრისგან...

ბოლო ტყვიას გადახედა ხარბად...
ბოლო გზაზეც დააბიჯა ფეხი...
სიჩუმეში, სევდით სავსე გულში...
ტყვიის სახით ჩამოვარდა მეხი..........



გიორგი სანადირაძე უმცროსი

Posted by: ანანასი 11 Jan 2017, 01:01
დაპენტილი ჭადრის ფოთლებში მივხრაშახრუშობ და პეჩენიას ვახრამუნებ
შენზე ვფიქრობ და პირიდან ნაფშხვენები მცვივა
ეს იყო გუშინ...
დედასაც ###### <3

Posted by: Faol_Mhor_Tegernako 12 Jan 2017, 00:01
ერთი შეხედვით ძალიან უაზრო და მოწყენილი დღე იყო, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ახალი... ბიჭი როგორც ყოველთვის, კაფის კიდეში მდგარ მაგიდასთან დაჯდა და ოფიციანტს ელოდა. ამ დროს მას გვერდზე გოგონა მიუჯდა გაუღიმა. ბიჭი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ მანაც გაუღიმა. გოგონამ საუბარი პირველმა წამოიწყო:

-ჩაის დალევ? – იკითხა გოგონამ
-რატომაც არა – უმალვე უპასუხა ბიჭმა – რისი გინდა?
-ვაშლისა და დარიჩინის – ისევ გაიღიმა გოგონამ
-საინტერესოა, არასოდეს გამისინჯავს, მე პიტნას ვამჯობინებ.
-აი გასინჯე- ღიმილით გაუწოდა გოგონამ ბიჭს ჩაის პაკეტი
-არა გმადლობ მე პიტნა მირჩევნია – თავაზიანად იუარა ბიჭმა და ოფიციანტი მოიხმო
-გისმენთ – ყალბი ღიმილით მიმართა ოფიციანტმა ერთმანეთისათვის უცნობ წყვილს
-ორი ჩაი თუ შეიძლება – წამოიწყო ბიჭმა
-მე ჩემი საკუთარი ჩაი გამიკეთეთ, უშაქრო – პაკეტი მიაწოდა ოფიციანტს გოგონამ და მასაც გაუღიმა, ოფიციანტმა კი საპასუხოდ ისევ ყალბი ღიმილი დაუბრუნა, პაკეტი გამოართვა და წავიდა
-მე პიტნის ჩაი მინდა ბევრი შაქარი ჩამიყარეთ – მიაძახა ბიჭმა ოფიციანტს.
გასაგებია – ჩაიბურტყუნა ოფიციანტმა და სამზარეულოს ფარდის უკან გაუჩინარდა...
-უშაქროდ წარმოუდგენელია როგორ უნდა დავლიო – გოგონას მიუბრუნდა ბიჭი
-შაქარი ჩაის გემოს უკარგავს... – მოიწყინასავით გოგონამ და მაგიდაზე დადებულ ხელსახოცს წვალება დაუწყო...

-ისე რა საინტერესოა – წამოიწყო გარკვეული დუმილის შემდეგ ბიჭმა
-რა არის საინტერესო? – მშვიდად იკითხა გოგონამ
-რა და დარიჩინის ჩაის დარიჩინიანი ნამცხვარი როგორ უნდა მიაყოლო.
ამაზე გოგონამ მხოლოდ გაიღიმა და არაფერი უპასუხია, ამ დროს ოფიციანტიც დაბრუნდა და ორი ჩაი მოიტანა...
მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა... ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ...
მაგრამ ამ საუბრისას გოგონამ მეორედ მოატანინა ოფიციანტს ვაშლისა და დარიჩინის ჩაი
-ერთი ცალი გამომართვი გასინჯე – ჩაის პაკეტი გაუწოდა ბიჭს გოგონამ
-კარგი შენი ხათრით გავსინჯავ... – ბიჭმა პაკეტი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. ისინი ადგნენ, მაგიდა დატოვეს და წავიდნენ, თან ისე რომ ერთმანეთს არც კი დამშვიდობებიან
მეორე დღეც ისეთივე უაზრო იყო... ბიჭი ისევ დაღლილი შევიდა კაფეში. ისევ კაფის კიდეში მდგარ მაგიდასთან დაჯდა და ოფიციანტს დაელოდა... კვლავ ის გოგონა მიუჯდა გვერდით... თითქოს გუშინდელი დღე მეორდებოდა. ბიჭი მაინც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ის უბრალოდ იჯდა და ელოდა...
-ჩაის დალევ?
-რათქმაუნდა...

ასე გრძელდებოდა ზუსტად ორი კვირა. ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ერთად სვამდნენ ჩაის, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ...

ერთ დღეს ბიჭმა იგრძნო, რომ ის მარტო იყო... რომ მის გვერდით აღარ იჯდა უცნობი გოგონა რომელსაც დარიჩინიანი ჩაი უყვარდა... ბიჭი კვლავ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მაგრამ ის იცოდა, რომ რაღაც აკლდა... ასე მოხდა მეორე დღესაც... არც მესამე დღეს გაუმართლა ბიჭს... ასე გაგრძელდა კარგა ხანს...

ისევ უაზრო დღე... ბიჭი ისევ დაღლილი შედის კაფეში და მის კიდეში მდგარ მაგიდასთან ჯდება... ოფიციანტი ისევ ყალბი ღიმილით უახლოვდება და შეკვეთას ელოდება

-ჩაი თუ შეიძლება – წამოიწყო ბიჭმა
-პიტნის? – ჰკითხა ოფიციანტმა
-არა საკუთარი მაქვს, უშაქროდ გამიკეთეთ...................


გიორგი სანადირაძე უმცროსი

Posted by: ukrainka 14 Jan 2017, 00:37
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების.
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები.
უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები,
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის.
უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა,
უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა
ენეტრება,
უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს ვისაც არა აქვ ამ გრძნობის განცდა,
თუკი შენი და იმისი გზები დასაწყისიდან ერთმანეთს ასცდა.
უაზრობაა სხვაზე თუ დარდობს, და შენ კი ისევ იმედით ელი,
როცა მკვდარსაც კი არ გეღირსება, ერთი ამბორი და წყვილი ცრემლი,
უაზრობაა როდესაც გინდა, და მასზე ფიქრებს კვლავ ვერ იშორებ,
უაზრობაა როცა ახლოს ხარ, და თუ მაინც გრძნობ მისგან სიშორეს.
როცა იცი, რომ შენს წინ არიან, რაღა აზრი აქვს იმათის მოცდას,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვინც ზიზღით იღებს შენს ობოლ კოცნას,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, თუ სიმარტოვეს ბოლო არ უჩანს,
და თუ იცი, რომ როცა მოკვდები, თვალსაც არავინ არ დაგიხუჭავს.


Posted by: burke 16 Jan 2017, 23:24
აი შემოვდივარ ამ თემაში, ან გინდაც ფეისბუქი, გინდა სხვა სივრცე, სადაც ასე თუ ისე გამოხატავს ადამიანი
თავის თავს. ლექსები, პოემები, აზრები, სულ ფრთაფარფატა პეპლები. სიყვარულზე, სისათუთეზე, გრძნობებზე. ასე
შემდეგ და ასე შემდეგ. გაიხედავ და გგონია რომ ასი ანგელოზი და ფერია არის ჩამოსული ციდან და კაიფობენ დედამიწაზე ყოფნით,
ნაღვლობენ, უყვართ, უხარიათ. თითქოს ეგ არის და მონახე, აი ახლოს ხარ ოცნებასთან... ხელის გაწვდენა გინდა....
რეალობაში... რეალობაში კი ქართველ გოგოზე მძიმე და არა არტისტული არავინ არ შემხვედრია... გინდა თვალს გაახარო. წამია ეს დედა#####ული,
ამ წამით თუ არ იკაიფე რა შეგრჩება მეტი. დაიხარჯე რა ბოლომდე, რაც ხარ, როგორც ხარ.. ცადე მაინც ბლიად... მაკმერფობას არავინ გთხოვს..
აი გაძლებაა. ტანჯვააა.. ნერვიულობის და ვალდებულებების მთელი ბუკეტია... ფეხებშებორკილობის და შეზღუდულობის ნაზავია..
არდა შეგიძლია ხო... შეგიძლია რა...მერე იტყვიან რამეს.. რატომ იხედები იქით...რატომ იხედები აქეთ...
გასაკვირია. გასაკვირია ნამდვილად, გასაკვირი... smile.gif


Posted by: ukrainka 17 Jan 2017, 11:25
„ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში... ''

Posted by: ukrainka 18 Jan 2017, 23:37
-ჩარლზ ბუკოვსკის 10 რჩევა ახალგაზრდებს:
1.ნუ დასჯერდები მინიმუმს;
„მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი“;
2.გიყვარდეს საკუთარი თავი;
„არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი.“
3.იცხოვრე სავსე ცხოვრებით;
„საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს გიჟდება, წარმომიდგენია, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.“
4.ნუ შეგეშინდება ტკივილის, მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოსცდი;
„უნდა მოკვდე რამდენჯერმე, იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო“.
5.იყავი ის, რაც ხარ და კომპლექსების გარეშე გამოხატე საკუთარი თავი;
„უმჯობესია გააკეთო მოსაწყენი რაღაცები საკუთარი სტილით, ვიდრე სახიფათო – სტილის გარეშე.“
6.უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია;
„ზოგჯერ, როცა საწოლიდან დგები და გარეთ გასვლას აპირებ, ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ მერე გახსენდება რამდენჯერ გიფიქრია მსგავსი რამ და გეცინება.“
7.ნუ შეგეშინდება სიკვდილის;
„სიკვდილი ჩემს მარცხენა ჯიბეში მიდევს. ზოგჯერ ამომაქვს და ველაპარაკები: გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? როდის უნდა მესტუმრო? მზად ვიქნები.“
8.გქონდეს თვითრწმენა;
„სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე.“
9.ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;
„ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ უნდა გაატარო.“
10.მარტოობაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს.
„რა თქმა უნდა, მარტოობაზე უარესი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ ამის გაცნობიერება დიდ დროს მოითხოვს, ხოლო, როცა აცნობიერებ, უკვე გვიანია.“

Posted by: Jelsa 19 Jan 2017, 01:56
rac yvelaze dzalian uyvarss --------

Posted by: shushana 19 Jan 2017, 23:56
რა უცნაურია, როცა თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ,პოეზიისადმი დამოკიდებულება მეცვლება - ისე გულშიჩამწვდომი აღარ არის ხოლმე smile.gif

Posted by: EmiLi 21 Jan 2017, 03:56

'
ზოგჯერ ხედავ,
რომ
იღუპები,
ხედავ
და
გინდა იყვირო გიშველონ,
მაგრამ
არ ყვირი,
რადგან
არ იცი რით უნდა გიშველონ,
რადგან
არ იცი რით იღუპები.
შენი სიჩუმე უპატრონო ძაღლის
ყეფას გავს..

ლაშა მარგიანი



Posted by: aca baca banci bunca 22 Jan 2017, 19:26
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა...
ღრუბლებს გაყვა...

სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
tan.gif


Posted by: ladylike 22 Jan 2017, 21:51

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით...



Posted by: polpot 23 Jan 2017, 01:25
მთელი ცხოვრება სულითა და გულით ვცდილობდი იმას, რომ ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო უსამართლობა , ლოთობა , გარყვნილება , ზედმეტი ფუფუნება , ბორდელები სადაც ადამიანები სხეულთან ერთად სულსაც ჰყიდდნენ ; არ ყოფილიყო ზეწოლა , ძმათამკვლელი ომი და ეროვნული შუღლი .... მე მსურდა კაცობრიობისათვის ჩემი სიყვარული გამომეხატა და გამენთავისუფლებინა იგი თანამედროვე პერიოდში გამეფებული სიბინძურისაგან

Posted by: shushana 25 Jan 2017, 00:22
burke
QUOTE
აი გაძლებაა. ტანჯვააა.. ნერვიულობის და ვალდებულებების მთელი ბუკეტია... ფეხებშებორკილობის და შეზღუდულობის ნაზავია..
არდა შეგიძლია ხო... შეგიძლია რა...მერე იტყვიან რამეს.. რატომ იხედები იქით...რატომ იხედები აქეთ...



მოღალატე ბუნებას ასე ,,აპრავებ"? smile.gif


Posted by: EmiLi 25 Jan 2017, 04:11

'
მე შემიძლია
მთელი ჰაერი ჩავისუნთქო.
მე შემიძლია
ხელში აგიყვანო და გათბე.
მე შემიძლია
თვალებში გიყურო და გითხრა,
რომ არ მჭირდება მხედავდეს ვინმე,
შენს გარდა.

'


Posted by: Ratatat 25 Jan 2017, 04:43
http://radikal.ru

Posted by: ladylike 25 Jan 2017, 08:16
QUOTE
არ მჭირდება მხედავდეს ვინმე,
შენს გარდა.



Posted by: Faol_Mhor_Tegernako 25 Jan 2017, 19:12
ნეტავ იცოდე რა ლამაზი ხარ,
ოჰ ფერთა გამავ რატომ არ მყოფნი,
მინდა დაგხატო, მოგიძღვნა სული,
ჩემი გულია შენი სამყოფი.

ამ წამწამებზე იღვრება ზეცა,
ამ ლამაზ თვალებს მზეც კი ნებდება,
თითქოს ღამეა მწუხრის ფარდებში,
გაიღიმებ და უმალ თენდება.

შენს თლილ თითებსაც რომ შევხებოდი
და შენს მკლავებში დამედო ბინა,
შემეგრძნო შენი ნაზი სურნელი,
და შენი კანი, თეთრი, ფითქინა.

ამ ტუჩებს კოცნას ვერ გავუბედავ,
ვაღმერთებ როგორც ღვთაებებს, ხატებს,
შენს სურათს ისევ გულით ვატარებ,
ვით მუზეუმი წარსულ ნახატებს.

რა ქვია გრძნობას რომელიც მე მწამს,
რომ დამატყვევა განწირულ დღეში,
ვით მარადმწვანე ეული ნაძვი,
მოკვდავ ხეების უფოთლო ტყეში,

სიცოცხლის სენი უკურნებელი,
დაბადებიდან აკვანს რომ გირწევს,
არ იკურნება, ის სულ თან გახლავს,
და ბოლოს ისიც ჩუმ სიკვდილს იწვევს...

გიორგი სანადირაზე უმცროსი

Posted by: littlemiss 26 Jan 2017, 12:28
რაში მჭირდება?
ეს ოცნებები თუ ოცნებებად დარჩება ისევ...
და ეს ტკივილი, სხეულმიყრილი, დაემსავსება ამღვრეულ სითხეს...
სხეულის მწველი,ოდნავ გულღია, ყოველი წუთი იგებს ტაიმებს...
ეს ტაიმები დაემსგავსება, ვატყობ, არაფერს, მხოლოდ დროის ღერძს...
დამეხმარება ვინმე რამეში, თუ ეს თვალები მივყიდო წარსულს
დაბრმავებული,მიკერძოებულ და მიტოვებულ ქვეყნებში წასულს...
იმედი... ნეტავ რატომ ვგლოვობდი ამდენი ხანი, სიტყვის ამ წყობას...
რატომ მივანდე ეს ყველაფერი, ამ ერთ პატარა, სიტყვის რაობას...
ფერად ბაღებსაც ვხედავდი ადრე, ოღონდ ეს ადრე, ახლა გაშავდა...
ან არც ყოფილა,და არც უნდოდა, შინაარსისთვის მელნის დახარჯვა...
ჯერ კიდევ ბავშვი, ვუყურებ იმას,რასაც ბავშვები არ უყურებენ
რასაც ისინი ვერ გაივლიან, რასაც ისინი ვერ დაიტევენ...თუმცა...
მე ვინ ვარ, ვთქვა,რომ სიცოცხლეს არ შეუძლია ბედნიერება,
ბედნიერება მას შეუძლია, ვინც თავადაა ბედნიერება. თუმცა...
ეს ,,თუმცა" ვერ მოვიშორე, და მეც მომინდა დღეების ათვლა,
და ავითვალე... და დაიკარგა... რადგან მცირედით შემოიფარგლულმა...
ვერ ამიტანა... თურმე ვყოფილვარ, ემოციურად, ემოციური...
და... მეც შევეშვი... ერთ ბნელ საღამოს...მე... შთამბეჭდავად გამოვიღვიძე...
რაში მჭირდება ეს ოცნებები,თუ ოცნებებად დარჩება ისევ....

Posted by: ladylike 28 Jan 2017, 10:37

თობლი მაინც იყო,

მოხვიდოდი... chups.gif





love.gif

Posted by: anuuuk 30 Jan 2017, 12:03
სამი დღეა

დამიბრიყვა სევდამ:

სამი დღეა

გულმოდგინედ წვიმს...

მომანატრა,

მომანატრა, ნეტა -

რაც მომწყინდა,

რაც მომწყინდა -

ის.

Posted by: Re-hanna 31 Jan 2017, 01:39
აუუუ! რა რამანტიკაში გადაეშვა სრულიად საქალეთი?!

Posted by: ანანასი 31 Jan 2017, 01:54
ცივა ცივა ცივა
ცივა ცივა ცივა
ნინიკოს ცხვირიდან
ცინგლები ცვივა chups.gif

Posted by: nini gogo 31 Jan 2017, 18:46
მათ გადაიარეს ცა პირამიდების,ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ,ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები...კვლავ საით მიდიან
ღრუბლები?
რა ვიცი...მიდიან...



ანა კალანდაძე


http://pix.ge/

Posted by: ukrainka 31 Jan 2017, 18:56
შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...

მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.

ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და...
სულშიც გამითენდეს.

წუხელ შენი სუნთქვა ვთვალე ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი...

მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს
ვინმე ბოროტი და...
ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან...

ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი...

სანამ უბედობამ ბედთან დაგვაბიზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.


Posted by: nini gogo 8 Feb 2017, 14:54
‘შემო, დგომას’ რა აზრი აქვს?!



http://pix.ge/

Posted by: Lasha244 9 Feb 2017, 21:10
ფიქრიანი დღეებია.. რაღაცამდე რომ უნდა მიხვიდე, გეჩვენება რომ მიდიხარ, იღლები, ჩერდები, იძინებ.. გეღვიძება და ისევ იქ ხარ, საიდანაც დაიწყე.. არცერთი ნაბიჯით წინ. დროში გაყინული.
ნაცნობ სახეებს ხედავ. ყველა განსხვავებულია, ქერა, შავგვრემანი.. ზოგი პიჯაკს ატარებს, ზოგი ტყავის ქურთუკს. ხვალ რომ ქუჩაში შეგხვდნენ იცი თვალს აარიდებ ზოგიერთს, მათში ისეთებიცაა ვისაც მიესალმები. მხრებს აიჩეჩავ, შენებურად გადაიკისკისებ და გზას განაგრძობ. მაინც არცერთის ნახვა გესიამოვნება. არის რაღაც მათში უსიამოვნო.. ნაფტალინის სუნი აქვთ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ წლების მერე, სიბერეში გაგიხარდება მათი დანახვა,ნებისმიერის, რადგან თითოეული შენი ახალგაზრდობაა. გეღიმება..
ერთხელ მიყვარდა. საოცარი გრძნობაა. . მაგრამ მგონია რომ აღარ მინდა, ახლა აღარ.. არადა ყველა თვალებში მიყურებს. არ შეგიყვარდა? ვერ იპოვე? იპოვი? რაღას ელოდები. ვუღიმი..
ყოველ ღამე დილის სხვანაირ დასაწყისს ვგეგმავ. მერე თენდება, მერე მეზარება, მაღვიძარას ვთიშავ, ისევ, ისევ.. ვიღვიძებ. ცხოვრება ისეთივეა, როგორიც გუშინ დავტოვე. მერე ისევ მეზარება, მერე ნერვები მღალატობს..
ერთ დღეს ყველაზე მეტად ჩემი თავი რომ გავხდები, როცა არ დამეზარება ჩემი პიროვნების მთელი სიმძიმე ავიტანო, ყველაფერი უფრო მარტივი გახდება.
ახლა მეზარება.. ახლა ვწევარ და სახეებს ვახარისხებ. ყველა განსხვავებულია, თავისი ისტორიით, მაგრამ ფასი, ერთი ფასი ადევთ..
ნაფტალინის სუნი აქვს ამ ღამეს..
და მაინც როგორიც გინდა იყავი, მაინც გამოჩნდება ერთი მართალი,
რომელიც შენს ცოდვებს წამოიყვირებს...

Posted by: GabrieL* 11 Feb 2017, 20:00
ტაშები ტუშები ტაშებიიი ირგვლივ დარბიან ნაშები

Posted by: ukrainka 12 Feb 2017, 00:17
-Ты любил её ?
-Да.
-Вы занимались любовью ?
-Нет.
-Тогда зачем ты с ней встречался ?
-Не знаю поймешь ты или нет ... Просто однажды я увидел, как из её глаз текли слезы ... И тогда я понял, что не допущу больше, чтобы она плакала ... Никогда.
Мне всегда было важно, чтобы она поела.
Я не хотел её в плане секса. Я хотел обнимать её в кино и просыпаться от её нежных поцелуев ... Я просто хотел находиться с ней рядом. Мне нравилось смотреть как она ест сладкое и как нелепо вытирается рукавом ... Как ей звонят разные парни, а она просто говорила:"Извини я гуляю с любимым"...
Она была не такая, как все ... Она любила меня не тек как все ... Она любила меня искренне и наивно ... А я её ... Очень сильно.
Она была моей маленькой девочкой ...
-Тогда почему вы расстались ?

Posted by: EmiLi 16 Feb 2017, 00:24
'

გვიან ღამით,
მუხლამდე თოვლში დგას და გაჰყვირის,
რა ვქნა , მიყვარსო!
ძლიერ მიყვარსო,
ყველაზე მეტად!
თოვს და
ბოსფორზე საკუთარი ფიქრის გამონაბოლქვში
დუმან წითელი საკვამურები...

იაკი კაბე

'


Posted by: nini gogo 19 Feb 2017, 13:28
მე რაც ვიცოდი შენ გაგიმხილე,

შენ სხვას უთხარი, სხვამ კიდევ -

სხვას,

იმ სხვამ ვიღაცას გაანდო მერე

ჩვენი ამბავი მწამს...

ახლა ის ვიღაც ჩემთან მოდის და

მევე მიამბობს მას,

რაც მე ვიცოდი და შენ გითხარი,

რაც შენ უთხარი სხვას.

http://pix.ge/


მორის ფოცხიშვილი


Posted by: severuss 21 Feb 2017, 11:39
სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადავე ვყოფილიყავი.

Posted by: ukrainka 24 Feb 2017, 21:02
"თუ გრძნობ, რომ ჩამოკიდებული ხარ, ყოჩაღ, ეს უკვე კარგია! ახლა უნდა იმოქმედო.
კი, თავიდან გაგიჭირდება. შეამოწმებ ტელეფონს, ინბოქსს, დაათვალიერებ მის ფოტოებს, საჩუქრებს, მასთან ძაფგაბმულ უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან ნივთებს. გული შეგეკუმშება, აგეტირება, დაიბოღმები, იფეხებზემკიდიავებ, შეიძლება მოსაკითხად აქავებული თითები, ენა, ტვინი მდუღარე წყალში ჩააწყო, ასკეტური მარხვა დაიწესო, იკრუსუნო, ხალისიც დაკარგო, მაგრამ გაუშვა!
აი, მთავარი ნიჭი – გაშვების.
შენ აღდგები. ნუ გეშინია. ფენიქსი ხარ."

Posted by: nini gogo 27 Feb 2017, 14:53
იცი? -- თურმე თებერვალი რატომ არის დღენაკლული???....


რომ არ დაიღალოს მოლოდინით, ვისაც ენატრება გაზაფხული

http://pix.ge/

Posted by: whateverr 8 Mar 2017, 14:01
ცამყარზე რომ იწვის,
ვარსკვლავია ერთი
ბრწყინვალება მისი
ჩემს გონებას ერთვის..
ოცნებები წმინდა
იხიბლება მაღლით,
მოკამკამე ციდან
ზღვა სიამეს მაღვრის.
ასეთივე გახლდათ,
ის სათუთი მზერაც
მე რომ შემიყვარდა
და ჩემს ბედისწერას,
ის ჩემს ფარულ ტკივილს
უშველიდა განა?
ისიც ვარსკვლავივით
შორი იყო მარად.
მისი მზერა მენთო
ძილდაკარგულ თვალზე
და მეც უიმედოდ
ვუცქეროდი ასე..


ლ.ფ)


Posted by: ჰეტეროქრომი 8 Mar 2017, 14:17
მინდა შენით დავავადდე

Posted by: Re-hanna 8 Mar 2017, 14:29
რა დააშავეს ჩემმა თვალებმა?
ის, რომ გავბედე და შემოგხედე?
ოცნებებში ხომ გული დაგითმე,
გამომჟღავნება ვერ გაგიბედე.

მე მარტო ვებრძვი გრძნობის ქარიშხლებს,
ვირწევი, როგორც ლერწამი ქარში,
მაგრამ ძვირფასო მიხვდი, გაიგე
რა დააფასო მარტოსულ ქალში.

Posted by: Promus 12 Mar 2017, 08:39

boli.gif მარტო მე ვარ არარომანტიული ამ ქვეყანაშI თუ რახდება. უკაცრავად ჩემით გავალ

nini gogo
თებერვალზე მგონი მართალიხარი ) ეგ შეგრძნებამაქ სულ.

Posted by: სინიორა 25 Mar 2017, 00:15
* * *

ბევრი მყავს, ბევრი მეგობარი, მტერი კი ცოტა,
რა მდიდარი ვარ, ღმერთო ჩემო, რა განძის მქონე;
არ მივიწყებენ მეგობრები, ვერ ვიტყვი ცოდვას,
მტრებს კი ისედაც ვახსოვარ ვგონებ.

სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ,
ოჰ, მეგობრები - თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების,
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ,
მტრებო იცოცხლეთ,
მტრებო მუდამ გემახსოვრებით!


Posted by: Re-hanna 26 Mar 2017, 02:56
ბიჭს, ფოტოს რომ სთხოვდა გოგოს
-------------------------------------------

რას გარგებს ხიბლი
შორეულ ქალის,
კენარი ტანის,მბრწყინავი თმების...
მიუახლოვდი,შეახე ხელი,
რომ გააღვიძო
გრძნობები ქველი.
არ იმოქმედებ?არაფერს გეტყვის!
მისგან ფოტოებს ამაოდ ელი.


Posted by: kamechistavi 26 Mar 2017, 13:44
Re-hanna
ასწორებს როდესაც გიყვარს smile.gif)))))))))))))))))))))))))))) და ყველაფერი რომ ისეაა როგორც შენ გინდა

Posted by: AMAZONKAA 1 Apr 2017, 23:10
What is the love,
Tears of my heart
Lilies in my hair
Shining in the night
Your eyes on me,
Your hands on my waist
Be tender to me
Don t be in haste.

Posted by: larakroft 10 Apr 2017, 20:43
ამაღამ მგონი იქნება ქარი,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი,
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში,
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება,
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში,
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოყვება მას სავარცხელი,
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,
მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი,
ჩემი ფერადი სპარსული დოქის!

ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო,
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში),
ღვინით გასვრილი მისი საყელო,
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.
რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,
დაეძინება მას ჩემზე ადრე.

Posted by: Re-hanna 11 Apr 2017, 10:08
ბაღში გამხმარა ვარდი,
ვუმზერ და გული დნება...
ძნელია იყო ცოლი,
თუ სიყვარული კვდება.

შორი მირაჟი ჩემი -
უდანოს თეთრი ვარდი...
ალბათ მირაჟი იყო
როცა შენ შემიყვარდი.

გადამწვარ ვნებებს,
ჩამომჭკნარ ვარდებს
რა გააცოცხლებს,
რა ააყვავებს?

წვიმს და ნიაღვარს მიაქვს ფოთლები,
ამ ცრემლიან დღეს რა დააღამებს,
გთხოვ, ნუ მოიხსნი შენს გულგრილ ნიღაბს
და მკვდარ სიყვარულს ნუ დამანახებ!





Posted by: nini gogo 11 Apr 2017, 13:28
ჩემი სიყვარული გაზაფხულის ყვავილს ჰგავდა, ნაზი და ჰაეროვანი, ნათელ ფერებში გადაწყვეტილი
და ამავ დროს მკვეთრად გამოხატული შტრიხებით. ჩემი სიყვარული ხელოვნების ნიმუშად
აღიქმებოდა, უძირო და ამოუცნობი, ცეცხლივით მწველი.
შენი სიყვარული ზღვასავით ბობოქარი და ქარიშხლიანი იყო. ყინულივით ცივი და
სამართებელივით ბასრი.
ცხოვრების რთულმა ლაბირინთებმა შენამდე მომიყვანა.
და ვიფიქრე, რა არის მასში დაუძლეველი? გადაულახავი?
უფრო მეტად მიმიზიდა შენმა ამოუცნობმა ხასიათმა და ჯერ კიდევ არ გამოვლენილმა შინაგანმა
სამყარომ.
და მე გადავწყვიტე შენი დაფერფვლა, სიყვარულით.
და შეგეჭიდე შენ და შევეჭიდე შენს სულს.
თავიდან ისეთი შორებელი ჩანდი, ერთი წამით დავუშვი, რომ სხვა გზაზე გადამეხვია, მაგრამ არა,
სიამაყემ და ცნობისმოყვარეობამ მძლია.
ნელ­ნელა შემოგეპარე, შენს სულს წავეპოტინე, ფიქრებს, ოცნებებს და შენში დავიწყე აღმოცენება.
თვეების შემდეგ საბოლოოდ დაგიმონე. მაისმა გვირგვინი დამადგა და შენს გრძნობებზე
მბრძანებლად გამომაცხადა.


http://pix.ge/


Posted by: Re-hanna 12 Apr 2017, 12:02
სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება......'მენანება.. love.gif cry.gif

Posted by: ukrainka 13 Apr 2017, 20:52
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ,
რომ ვხედავ, შორი-შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.

Posted by: larakroft 14 Apr 2017, 09:22
QUOTE (Re-hanna @ 11 Apr 2017, 10:08 )
ბაღში გამხმარა ვარდი,
ვუმზერ და გული დნება...
ძნელია იყო ცოლი,
თუ სიყვარული კვდება.

შორი მირაჟი ჩემი -
უდანოს თეთრი ვარდი...
ალბათ მირაჟი იყო
როცა შენ შემიყვარდი.

გადამწვარ ვნებებს,
ჩამომჭკნარ ვარდებს
რა გააცოცხლებს,
რა ააყვავებს?

წვიმს და ნიაღვარს მიაქვს ფოთლები,
ამ ცრემლიან დღეს რა დააღამებს,
გთხოვ, ნუ მოიხსნი შენს გულგრილ ნიღაბს
და მკვდარ სიყვარულს ნუ დამანახებ!

კარგიააა..





ეს რა დროებას მოვესწარ?
გამოიცვალა ქვეყანა:
მამალიც ყივის სხვაგვარად,
კაცსა სძულს მისვლა კაცთანა:

ბიჭები გალაჩრებული
ყბედობენ სიყვარულზედა:
უმსგავსო მათი სიცილი
ეკლად მეხევა გულზედა.

რომ გავიარო ტყის პირად
ჩინჩხვრების მოსაკრებადა,
მთელ ცისმარე დღეს ერთპირად
სხედან დუქნის წინ ერთადა.

მათ სასიმღერო"ლექსები
მარტო ღვინო და ქალია...
ამგვარს ვაჟკაცებს ქალებიც
თან სდევს, ვით ყანას კალია.

სცხვენოდეს ახალ-უხლებსა,
კაც იყოს, თუნდა ქალია,
რომ მთელი მათი არსება
ფუჭმა საგნებმა დალია!

კაცმა ქალობა დაიწყო,
კოხტაობს, სიტყვა-ნაზია,
ფერსა და უმარილს ისომს, -
მაშ არ მომივა ბრაზია!?..

Posted by: RAO RAO ? 17 Apr 2017, 22:35


ხმა ზეღრმა უფსკრულიდან

შენ ვინ ხარ კაცო
რომ გწადს დაამცრო,
გალეწო,
გაცრა
კვერები აცხო.
გერქვას მეპურე
ბზის პატრონს
მარცვლო
აცხონო
თესო
სხვის ყანას ცანცლო.
ვინ ვარ?
ორბი ვარ
ჩემი ლეშისა
მარქვ უქარქაშო გილგამეშისა!
მრწმე ვარ ვადისა
ფხამ რომ განისლა,
გადალეწილი
ბრბოებს, ქაოსებს
ოცდამეერთის
მადგას უკუნი
და ეგ
ბრიყვული
სახე
მაოცებს......=)))

მჭედლიშვილი კახა...
+ + +
მოკითხვა უმშვენიერეს ლედილაიქს.

Posted by: turist777 17 Apr 2017, 23:28
ცეცხლს გაუდის ტკაცანი,
ათუხთუხდა თათარა,
ნიგვზის გრძელი მძივები
სულ ოქროსფრად დაფარა.

ხარიხაზე გავკიდეთ,
გვიხარია პატარებს,
მზეს შევცინით, გულით რომ
ჩვენს სიყვარულს ატარებს.

მზე სხივებით ირთვება,
ირგვლივ სითბოს არიგებს,
ეფერება ოქროსფრად
მოელვარე ხარიხებს.

Posted by: ladylike 18 Apr 2017, 15:29
RAO RAO ?
love.gif





* * *

მე ვარ კვაზიმოდო, მე ვარ კვაზიმოდო,
მე მთელი სიცოცხლე ბეჭებით დავათრევ
უხეშ ტომარაში ჩაგდებულ ლოდივით კუზს.
თქვენ მე შეგიძლიათ მახინჯი მიწოდოთ,
მაგრამ მოუსმინეთ წუთით კვაზიმოდოს
მას ერთი რამის თქმა სურს.
ო, ნუ გაიკვირვებს ამაყი ბიჭი და
ნუ გაეღიმება იმ ცისფერ გოგონას,
თეთრი მიხაკებით თმებში,
ჩემი სიყვარული ზვავივით მოგორავს,
ნუ გაეღიმება იმ ცისფერ გოგონას,
რომ თქვა, რომ ყველაზე
უფრო ლამაზი ვარ თქვენში.
მე არ ვარ რომეო და გრძნობა უზიარს
არვინ მოუწამლა ტრფობის ამულეტი,
ჩემი სიმახინჯე და აი, ეს კუზია
ჩემი მონტეგი და ჩემი კაპულეტი.
ფოფხვით და კანკალით, სულამოუთქმელად,
ტაძრის სამრეკლოზე ავალ აღტკინებით,
მიჯნურის ლამაზი სიტყვების უთქმელად
და შეასკდებიან ერთმანეთს რკინები.
მაშინ ვერ შემბოჭავს ტკივილის თარეში
და თქვენ შეგეძლებათ ლამაზი მიწოდოთ,
როდესაც ღვთისმშობლის ტაძრის
სამრეკლოდან
ვაბღავლებ სიყვარულს ჟანგიან ზარებში,
კოჭლი, კუზიანი, ნაზი კვაზიმოდო!




ლაშა თაბუკაშვილი

Posted by: Lasha244 18 Apr 2017, 16:33
იცი? სადღაც შევეგუე,ოღონდ ჩემთვის
გამომხმარ ფოთოლივით ხეტიალს,ამ უცხო ქარში
და ვცდილობ,ვიცხოვრო შენში,ვიცოცხლო შენთვის
გარდაცვლილ სხეულში,ჩემს უკედლო შენობაში...

Posted by: ukrainka 18 Apr 2017, 23:04
წეროების გადაფრენის
თვეში
უშენობა ასტკივდება
გულს
,
მოასკდება სულს
წვიმების თქეში
და ვერაფრით გადავირჩენ
სულს
.
წეროების გადაფრენის
თვეში
რა იქნება ახალი და სხვა
?
ლამაზია უშენობა ჩემში
და შენსავით ლამაზია
ზღვა
...
წეროების გადაფრენის
თვეში
შენს ფიქრებში
გამოვიკვლევ გზას
,
ქარს გავატან მარტოობას
შეშლილს
და ნაცრისფრად
ჩამოქცეულ ცას
...
ფოთოლცვენის
ატირებულ თვეში
უშენობა ასტკივდება
გულს
,
მოასკდება გულს იმედთა
თქეში
და მხოლოდ შენ
გადამირჩენ სულს

Posted by: eleonichka 20 Apr 2017, 23:25
QUOTE (aca baca banci bunca @ 22 Jan 2017, 19:26 )
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა...
ღრუბლებს გაყვა...

სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
tan.gif

love.gif love.gif 2kiss.gif ............





Posted by: BUFFALOBILL 20 Apr 2017, 23:58
ukrainka

არ ვაციტირებ მთლიანს

პირველ გვერდზევე up.gif

რამდენიმე მოვიპარე ფეისბუკ გვერდისთვის

პ.ს

მინდა წავიდე გადავიკარგო,
ეს უშენობა, ეშმამ დალახვროს...
გულს გიტოვებ და არ დამიკარგო,
უგულოდ, მაინც აღარ დამმარხო...
წავალ შორს, სადაც არ განიკითხავს
ვინმე, იარას, შენით აჩენილს
და გული ჩემი, თუ მომიკითხავს,
ნუ მოატყუებ, ძლივს გადარჩენილს.
გაუბედე და უთხარი ერთი,
გაუძლებს, ტკივილს ჩვეული, ვფიცავ!-
მარტოსულს გვერდში ყავს მხოლოდ ღმერთი,
იარად ქცეულს, ისიც ვერ იცავს,
რომ მზეც, ჭრილობებს წყლულებს უხეთქავს,
სული წუხილით ზეცას აკვრია...
უთხარი ჩემს გულს შენს მკერდში მფეთქავს,
ისევ იმედით გულს რომ ჩაგკვრია...
სუნთქვა მელევა... არ დაუმალო
ერთგულს, სნეულის ავი სიმწარე...
გულს მიმიხედე, ჩემო უფალო,
ამ გულით, ღმერთად მ ე შ ე ნ გიწამე!!!



სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

ავტორი: ჟუჟუნა შაინიძე


"თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.
გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.
თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.

– მე კი შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იმ ბიჭებს სხეულის გარდა შენში სხვა რამეც აინტერესებდეთ...
/კასი ყველაზე ლამაზი გოგო–ჩარლს ბუკოვსკი/
smile.gif

პ.პ.ს განწყობის შესაქმენლად

სურათიც და მელოდიაც https://www.youtube.com/watch?v=65O8W6O4tJI

Posted by: aca baca banci bunca 21 Apr 2017, 00:31
დუტ.
---------------------------------------------

Posted by: Re-hanna 21 Apr 2017, 12:39
სექსი გგონია შენ სიყვარული?
ვიღაც გაბოლებს პატარა გოგო!

დილით ჩუმად მითხრა სარკემ
და. ..ეჭვებში ჩავიკარგე.......
sad.gif

Posted by: Lasha244 22 Apr 2017, 13:15
უნდა დაგეყრდნო,სანამ, სწორად დგომას ვისწავლი,
სანამ, სქოლიოზს მოვაშორებ – ამ მდორე სხეულს...
სანამ, ვდგავარ და ვერც მივფრინავ, ვერც მივუყვები,
იმ გზებს რომლებიც მახვევია – თმასავით ხვეულ...

Posted by: Lasha244 25 Apr 2017, 00:27
ენით აღუწერელ სიცივეში ვიდექი,
სიგარეტს ვეწეოდი და ვფიქრობდი,
რა ბედნიერება იქნებოდა
შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი... მაგრამ არა.. შენ სხვა ქალაქში წახვედი... ალბათ,წიგნებში ყველაფერი მეტად უფრო ადვილია...
ადვილია ვიპოვნო შენი თავი სხვადასხვა კადრში,
სხვადასხვა პერსონაჟებში...
და ალბათ,ყველაზე დიდი ტკივილი უფრო ისაა,
როდესაც წარმოსახვაშიც ვეღარ გპოულობ...
არ შეიძლებოდა ყველაფრის ასე დამთავრება,
ასე უაზროდ,ასე უსახელოდ,ასე უყველაფროდ...
მაგრამ... მაგრამ... რამდენი მაგრამ არსებობს...
ეს არის რეალობა,ეს არის ის,რასაც ყოველ დღე ვეჯახები,
ყოველ დღე თავზე მემხობა,მზარავს და იმედს მიკარგავს...
ჰო....
უშენობის ტკივილები ცამდე აღწევს...

Posted by: ninobarbare 25 Apr 2017, 04:14
ნეტავი ცოდვა რა დარის
გულში ჩამიკრა მაკოცო?
თვალზე მომდგარი ცრემლები,
მაგ შენი ბაგით შემხოცო.
სულმა დაიწყოს ნავარდი
ყველა ტკივილი აღხოცო,
ათრთოლებული მარჯვენით
ჯვარი დამწერო, დამლოცო.

Posted by: Re-hanna 25 Apr 2017, 10:38
QUOTE (ninobarbare @ 25 Apr 2017, 04:14 )
ნეტავი ცოდვა რა დარის
გულში ჩამიკრა მაკოცო?
თვალზე მომდგარი ცრემლები,
მაგ შენი ბაგით შემხოცო.
სულმა დაიწყოს ნავარდი
ყველა ტკივილი აღხოცო,
ათრთოლებული მარჯვენით
ჯვარი დამწერო, დამლოცო.




Like! .. bis.gif

Posted by: ninobarbare 25 Apr 2017, 16:17
QUOTE (Re-hanna @ 25 Apr 2017, 10:38 )
QUOTE (ninobarbare @ 25 Apr 2017, 04:14 )
ნეტავი ცოდვა რა დარის
გულში ჩამიკრა მაკოცო?
თვალზე მომდგარი ცრემლები,
მაგ შენი ბაგით შემხოცო.
სულმა დაიწყოს ნავარდი
ყველა ტკივილი აღხოცო,
ათრთოლებული მარჯვენით
ჯვარი დამწერო, დამლოცო.




Like! .. bis.gif

Re-hanna მადლობა user.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE (larakroft @ 10 Apr 2017, 20:43 )
ამაღამ  მგონი იქნება ქარი,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი,
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში,
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება,
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში,
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოყვება მას სავარცხელი,
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,
მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი,
ჩემი ფერადი სპარსული დოქის!

ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო,
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში),
ღვინით გასვრილი მისი საყელო,
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.
რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,
დაეძინება მას ჩემზე ადრე.

boli.gif ეჰ, ჩემი დეჟავიუ.

Posted by: Lasha244 25 Apr 2017, 18:55
არ თოვს...
სახლებიდან კვამლად ქცეული
დამწვარი შეშის სუნი ამოდის.
მხოლოდ შორიდან ისმის ძაღლების ყეფა.
სასიამოვნოდ გრილა. წვიმა რომ უნდა დაიწყოს,
აი ისეთი ამინდი დგას.
მე ფანჯარასთან ჩაის ორთქლზე ვითბობ ხელებს...
შენ მოდი,
მე აქ დაგხვდები...

Posted by: Lasha244 27 Apr 2017, 15:07
გარშემო ამდენი ცოცხალი არსებაა. ამდენი სიცოცხლე... ამდენი განსხვავებული ყოველდღიურობა.ამდენი განსხვავებული გრძნობა და პიროვნება... და მეც და შენც ნათელი ცის მოციმციმე ვარსკვლავები ვართ,რომელებიც ცდილობენ სახლისკენ მიმავალ მგზავრს ღამე გაუნათონ...

Posted by: BUFFALOBILL 30 Apr 2017, 20:00

შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,

ზამთრის სიცივე გეუცხოვება,

გაზაფხულია ცხოვრება შენი,

შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.



ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,

შენი ლოყები ვარდივით ღვივის,

ჩემი თვალების დაღლილ გუგებში

კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.



გულსაც ნაღველი შემოეპარა,

ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,

და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,

რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.



შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,

მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,

ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,

აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

/შანდორ პეტეფი/

Posted by: Lasha244 30 Apr 2017, 23:47
ენით აღუწერელ სიცივეში ვიდექი,
სიგარეტს ვეწეოდი და ვფიქრობდი,
რა ბედნიერება იქნებოდა
შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი... მაგრამ არა.. შენ სხვა ქალაქში წახვედი... ალბათ,წიგნებში ყველაფერი მეტად უფრო ადვილია...
ადვილია ვიპოვნო შენი თავი სხვადასხვა კადრში,
სხვადასხვა პერსონაჟებში...
და ალბათ,ყველაზე დიდი ტკივილი უფრო ისაა,
როდესაც წარმოსახვაშიც ვეღარ გპოულობ...
არ შეიძლებოდა ყველაფრის ასე დამთავრება,
ასე უაზროდ,ასე უსახელოდ,ასე უყველაფროდ...
მაგრამ... მაგრამ... რამდენი მაგრამ არსებობს...
ეს არის რეალობა,ეს არის ის,რასაც ყოველ დღე ვეჯახები,
ყოველ დღე თავზე მემხობა,მზარავს და იმედს მიკარგავს...
ჰო....
უშენობის ტკივილები ცამდე აღწევს...

Posted by: Lasha244 2 May 2017, 03:21
გადაწნული იისფერი ძარღვები დელტასავით ედებიან ლავიწებს,
ისინი კი გაფრენას ლამობენ.
გაუღიათ კარადა და ყველაზე დიდი და ლამაზი ფრთები გადმოულაგებიათ. ჰო, ისინი გაფრენას ლამობენ.
შენი თბილი სუნთქვა ცეცხლივით აგიზგიზებს თავისუფლებისადმი გაფრენილ მტევნებს. შენი ჩურჩული სიჩუმეს აყრუებს და სიტყვები ლავასავით იწყებენ ამოფრქვევას.
შენ იღიმი.იღიმი და აღარაფერს აქვს მნიშვნელობა...

Posted by: ukrainka 2 May 2017, 21:59
რა დამრჩა - იმედის ნახერხი.
და მაინც ვარ იმედიანად.
ვერავის ვიყვარებ ნახევრად
თუ მიყვარს
მიყვარს
და -
მთლიანად.

Posted by: თორნიკეე 2 May 2017, 22:10
შენ დაბადებიდან ხარ ბნელი,
შენს გულს ეხვევა გველი...
და თუ გინდა შენ, რომ არ ავნო სხვას,
მე შენს ადგილას მოვიკლავდი თავს...

up.gif

ამაზე ლამაზი სიტყვების დედაც... givi.gif

Posted by: G_e_o_r_g_u_s 2 May 2017, 22:42


love.gif

Posted by: Lasha244 3 May 2017, 01:46
როცა სათქმელი გიგროვდება, აუტანელ სიმძიმეს გრძნობ გულთან ახლოს. მანამდე რა მსუბუქად იყავი. არ გაწუხებდა გამზადებული სიტყვები, რომლებიც თითქოს წამი–წამზე აპირებს შენი არსებიდან დასხლტომას. სიტყვები, რომლებიც იცი რომ ხმაურს გამოიწვევს. სიტყვები, რომლებიც იცი რომ სხვას გულს ატკენს. სიტყვები, რომლებიც იცი რომ ერთხელ და სამუდამოდ გაგანთავისუფლებს სიმძიმისგან. სიტყვები, რომლებიც იცი ადრე თუ გვიან მაინც სანანებელი გაგიხდება. ხოდა შენც ინახავ მათ. ინახავ ამ სიტყვებს. ინახავ ამ სიმძიმეს. დიდი კი არაფერი – ალბათ მალევე გაგივლის. სხვა საშუალებით ჩაახრშობ შეკავებულ და მოზღვავებულ წინადადებებს. ეცდები დაივიწყო! გონებიდან ამოიშალო! სხვა სიტყვებით ჩაანაცვლო! მოგონებებს გაატანო! მაგრამ არსადაც არ მიდის. არსადაც არ ქრება. არამედ, უბრალოდ, ფიქრებად გარდაიქმნება. შენ კი ეჭვგარეშე გრძნობ, რომ ტვინის უჯრედებში სიცოცხლის ბოლომდე იტრიალებს ის ფიქრები, რომლებიც ვერა და ვერ გაიმეტე გექცია სიტყვებად...

Posted by: Lasha244 4 May 2017, 02:04
შენ ალბათ ჩემს ქალაქის სულერთია ქუჩას მისდევ,
უზრდელი მაისი უკითხავად გიცივებს ფინჯან ყავას...
სანამ მე უპასუხო ზარებზე ვიგონებ მიზეზს,
უსაქმურობის და უფრთებო გაფრენის რიჟრაჟს ვყავარ...

Posted by: G_e_o_r_g_u_s 4 May 2017, 09:51
..............................................

Posted by: RAO RAO ? 4 May 2017, 22:04
'ლედი ლაიქ გამარჯობა მშვენიერო, დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ აქ, ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში. კარგისკენ არაფერი. ასე რომ დავდებ ახლა ამას აქ და გულზე მომეშვება.


თუ შეგიყვაროს სოფელმა,
გულიც თავადვე გატკინოს,
ხან ჯვარს გაგაკრას მადლისთვის,
ხან ლიქნით მოგეხმატკბილოს,

ზურგში დანა გცეს და თანაც,
შემოგღიღინოს ოსანა,
სოფელი რის სოფელია,
თუ ლაფში არ ამოგსვარა?

რაც უნდა დიდხანს გაებას
სიცოცხლის სევდა-ლმობანი,
სულ ერთი მოთქმა დაიტევს
და ერთი შესანდობარი!

+ + +
შატილიონის ლექსია.

Posted by: Re-hanna 5 May 2017, 08:45
მე გელოდები......წვიმს,
მე გელოდები.....მზეა,
სადაც არ უნდა იყო,
შენკენ გამირბის მზერა.

რა მაგნიტი გაქვს მაინც?
სევდიანია დილა,
წუხანდელ ჩვენს შეხვედრას
საბედისწერო ქვია.

ეჰ...გავათენე თეთრად ეს ღამე,
ცრემლი ვაგროვე მარგალიტებად
და მოთმინების ძაფზე ავასხი
მძივი შევკარი არდავიწყებად.

,,კარგად იქნები,შენ არ იდარდო
თუ დავმარცხდები,ვიქნები მარტო,,
თქვი და წახვედი....ვინ იცის სად ხარ...
მე ვერ გიმეტებ და გულში მწამხარ.


გამარჯვებას გისურვებ ჩემო სიხარულო love.gif

Posted by: Lasha244 5 May 2017, 16:29
“არიან ტკივილები,რომლებსაც დრო ვერ კურნავს,
რომლის წინაშეც დროც კი უსუსურია…
არიან ტკივილები,რომლებიც გულის გარშემო ტრიალებენ და გამოდიან გულიდან მაგრამ არის ტკივილი,რომელიც გულში რჩება…შენთან რჩება და შენთან ერთად აღესრულება… “

Posted by: Lasha244 8 May 2017, 01:21
მინდა საგიჟეთში გამომკეტონ
სამი წიგნი მომცენ,
რომლის მეჩვიდმეტედ გადაკითხვა გამაგიჟებს.
თეთრ კედლებზე რომაა შენი ყოფა დამოკიდებული ან იქნებ ყვითელზე....
რა არ მოსწონთ? რასაც გაექცნენ თუ რასაც ვერ გაექცნენ ? თუ რასაც გაურბიან?
ან სულაც ყვითელი....

Posted by: Lasha244 9 May 2017, 19:32
“მაგრამ თუ ვცდები, თუ მატყუებს ჩემი ოცნება,

ვერც მიჯნურებად გავჩენილვართ, ვერცა მგოსნებად.”

შექსპირი. 116-ე სონეტი.

Posted by: gurabe 10 May 2017, 00:19
რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!
რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,
როგორც სიცოცხლე და ბედისწერა,
თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით.

Posted by: Lasha244 12 May 2017, 19:32
... არავითარი ჟუჟუნა და შხაპუნა წვიმებით, ჭექა-ქუხილითა და თქეშით მოვარდა მაისი თბილისში….

© დუმბაძე

Posted by: BUFFALOBILL 13 May 2017, 19:37
გიწერ, ვიდრე ისევ ინათებდეს,
და გულს უცნაურად უხარია,
ღამეს მინათებენ გვირილები,
სადღაც, ახლომახლოს უფალია...
რომ მზის დავიბრუნოთ ამინდები,
ვიცით... თავიც უნდა გავიმეტოთ,
სხვების უგულობას ვაკვირდებით,
მხოლოდ უფალი გვყავს საიმედო...
მხოლოდ უფალი გვყავს გადამრჩენი,
სევდა ამ ქალაქის სამოსია,
უკვე დაივიწყეს სიყვარული,
ირგვლივ მარტოოდენ ქაოსია.
შენ კი მზისგულა და მზისთვალება,
სითბოს დაატარებ შესაბამისს,
დღეებს მიმზიანებს მოღრუბლულებს,
შენგან ნაჩუქარი სიყვარული
პირველთოვლისფერი გვირილების,
მე რომ გაზაფხულად შემიგრძვნია,
სხვებმა დაივიწყეს სიყვარული,
მე კი ძველებურად შემიძლია
იქცე მოულოდნელ სიხარულად,
მე დროს მარტოობად ვემატები,
და ჩემს საღამოებს ტკივილი აქვთ,
თვალებდახუჭული კელაპტრების...
თითქოს ოცნებები შემახსენე,
თითქოს ჩემს თვალებში ჩამახედე,
გიწერ, ვიდრე ისევ ინათებდეს,
ვიდრე ამ ღამესაც გავათევდე...
რომ გულს უყვარხარ და ეგულები,
და თან უცნაურად უხარია,
ღამეს მინათებენ გვირილები,
სადღაც, ახლომახლოს უფალია...

▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬

''ჩემს სიყვარულს გულიდან ვერასოდეს ამოიღებ, რადგან მე შენს თვალში ყველა იმ აღსრულებულ ცოდვათა წარმომადგენელი ვარ, რომელთა ჩასადენად შენ გამბედაობა არ გყოფნის.''

ოსკარ უალდი-,,დორიან გრეის პორტრეტი”

▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬


რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ.
ისევ მენატრება შენი სიახლოვე.
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ახლა ამინდები,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო ისე მეტირება.
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე.
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი.
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან.
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.


▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬


ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები
ვხვდები, თუ დავეცი ყელსაც გამომჭრიან
მაგრამ არაფერი სხვა რა მედარდება
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე
დღეში თითო დარდი მაინც მემატება
ყელში ამოვიდა, ჰოდა დავიჯერე
რო ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა ჩემთვის
მხოლოდ შენი თბილი თითებია
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან
ჰოდა მოდით ძმებო თავი დამანებეთ
თვქენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია
მე კი მას მოვძებნი მთელი გამალებით
სულში ახლა ისევ ფეთქავს არითმია
რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია
ვეღარ დამეწევა უკან ბარეორი
ახლა ეს ცხოვრება ჩემთვის ჰაერია
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ, არეული


OFFTOPIC:
ვაკოპირებ გვერდიდან https://www.facebook.com/whitechamomile/


Posted by: Lasha244 13 May 2017, 20:14
ოდესმე ყველაფერი მოხდება,გამსაკუთრებით ის რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით.მთავარია დაველოდოთ))) მაგრამ…ამ ყველაფრის ლოდინში ხელდაკრეფილები არუნდა ვისხდეთ, ისე უნდა ვიყოთ თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი ამოსუნთქვაა ))))

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 20:20
კიდევ არსებობენ ამ განყოფილებაში რომანტიკის მოტრფიალე ხალხი? ))))

Posted by: levani169 13 May 2017, 21:22
sopo_sopooo
QUOTE
კიდევ არსებობენ ამ განყოფილებაში რომანტიკის მოტრფიალე ხალხი?

კი,მე ვარ და ხომ არ გაგვეტსნო ერტმანეტი ლამასო? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 21:24
levani169
სკლეროზი შემოგპარვია ასაკთან ერთად ლევან )))

Posted by: levani169 13 May 2017, 21:31
sopo_sopooo
QUOTE
სკლეროზი შემოგპარვია ასაკთან ერთად ლევან

სკლეროზის გამო მიწუნებ და უარმყოფ ლამასო? biggrin.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 21:36
levani169

სკლეროზი უკვე მიზეზია ))

Posted by: levani169 13 May 2017, 21:47
sopo_sopooo
QUOTE

სკლეროზი უკვე მიზეზია ))

გულს მტკენ,სულაც არ ვარ ჩამოსაწერი....და შენ რომელი სოფო ხარ შემახსენე ერთი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 21:55
levani169
ბევრ სოფოს იცნობ ფორუმზე? )))))

კაი ხნის წინ რომ "ჩამოგწერა" ის სოფო ვარ )))

Posted by: levani169 13 May 2017, 21:59
sopo_sopooo
QUOTE
ბევრ სოფოს იცნობ ფორუმზე?

????????ოხ ეს სკლეროზი. biggrin.gif
QUOTE
კაი ხნის წინ რომ "ჩამოგწერა" ის სოფო ვარ

ხო,გული რომ ამომგლიჯე და შემდეგ მაღალქუსლიანებით რომ გადაუარ-გადმოუარე,შაუბრალებელო კახელო შენა! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 22:01
levani169

ქუსლიანებს არ ვიცვამ biggrin.gif

Posted by: Re-hanna 13 May 2017, 22:09
ავად ვიყავი წუხელ ვკვდებოდი,
ალბათ მიხსენებს ახლა ზოზია,
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.


ტერენტი გრანელი

Posted by: levani169 13 May 2017, 22:12
sopo_sopooo
QUOTE
ქუსლიანებს არ ვიცვამ

მაინც მტკივნეული იყო! biggrin.gif ცუდია ისევ აქ რომ ხარ(და არა კუხნაში). 2kiss.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 22:13
levani169

კუხნაში რა მინდა ამ შუაღამისას

Posted by: cosanostra89 13 May 2017, 22:20
sopo_sopooo
რატომ იწუნებ ლევანს ?
მე დამიწუნე ლამასო!
მე გადამიარე როგორც ტანკმა ,მე ამ ყველფერს ავიტან და გეტყვი-
აღარ მითხრა პაკა!
მე მესროლე ლამაზო! ტყვია... და იცოდე მე ეგ არ მტკივა.
შენა ალბათ ყველაფერს იზამ რაც გითხარი...არც კი აგიკანკალდება ხელები-
მაგრამ როცა მე გეტყვი:ჩამეხუტე ლამასო! და დარჩი ჩემთან!
ერთი პატარა ქოხი ავაშენოდ ზღვის პირას...იქ დავიდოთ ბინა...
ღამე ვარსკლავებს ვუყუროდ და შევეგებოთ ნიავს.
ამ დროს შენ წახვალ არც კი მეტყვი პასუხს ,მე ისევ დავრჩები და დავისხამ ღვინოს ქართულს
baby.gif
დეფის პოზის საღამო 2kiss.gif
levani169
ისწავლე ტექნიკა
wink.gif
მოდი გამეცადინო biggrin.gif

Posted by: Re-hanna 13 May 2017, 22:28
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.



ტერენტი გრანელი love.gif

Posted by: levani169 13 May 2017, 22:32
sopo_sopooo
QUOTE
კუხნაში რა მინდა ამ შუაღამისას

კონკრეტულა დღეს და ამ დროს არ მიგულისხმია მიხვდი თავადაც!"არც ერთი კაცი რომ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი" ეგ ვიგულისხმე!

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 22:32
cosanostra89
ეს შენი შედევრია ლიამაზო? boli.gif

levani169
მე კეთილი ვარ არცერთს არ ვსჯი biggrin.gif

Posted by: levani169 13 May 2017, 22:38
sopo_sopooo
QUOTE

cosanostra89
ეს შენი შედევრია ლიამაზო?

ოხ ტომ,ტომ,თვალწინ მახევ გოგოებს და სულ არ გრცხვენია ამასთანავე! mad.gif biggrin.gif
QUOTE
მე კეთილი ვარ არცერთს არ ვსჯი

არადა დარწმუნებული ვარ ბევრი ელოდება მაგ "სასჯელს"! biggrin.gif

Posted by: cosanostra89 13 May 2017, 22:40
sopo_sopooo
შედევრი შენ ხარ ლამასო მამაშენს ვერ შევედრები wink.gif
ეგეთ შედევრს ვერ შევქმნი ,ოღონდ ცოტა დაიკლო უნდა წონაში 2kiss.gif biggrin.gif
Re-hanna
ჩემი საყვარელი პოეტია user.gif
შენც გიყვარს ?
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,

მაგრამ რა ვუყო?!

მე შენს გამო სამყარო მინდა..

გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,

ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,

ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს

და მაინც მოვალ, კარს შემოვაღებ…

არა აქვს აზრი ასაკს და წონას

არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,

მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,

თითქოს, მუმიად გადავიქეცი,

ამ პირამიდან კი დამიმონა,

ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.

თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად

წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.

ორი ისარი მწვანე და მწვანე

გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.

რომანი წრეში, სახელად რომბი…

ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.

შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,

მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,

დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,

მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.

მომნატრებია ხმაური სეტყვის,

შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი…

პარასკევს ღამით მე დავიბადე,

პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.

ღრუბლად მედება შეშლილი სახე,

მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.

ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი

მივექანებით ვნებათა ძაბრში,

ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,

ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.

პარასკევს ღამით აივსო მთვარე,

ვნებით ათლილი კბილები ყელში,

სისხლის ალერსი საამოდ მწარე,

თვალის სინათლე დავკარგე ბნელში

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 22:42
levani169
შენც ოჩერედში ხარ? biggrin.gif

cosanostra89
აუცილებლად #######

Posted by: levani169 13 May 2017, 22:58
sopo_sopooo
QUOTE
cosanostra89
აუცილებლად #######

მკერდმა გრამი არ მაიკლოს თორე.. vik.gif vik.gif ! biggrin.gif
QUOTE
შენც ოჩერედში ხარ?

მე ვიყავი უკვე და ჩამხსნეს უცერემონიოდ! rolleyes.gif lol.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 23:02
levani169
მგის მოკლება არ მოკლებას შენ ვიღა გეკითხება biggrin.gif

უცერემონიოდ ჩახსნა კარგი იყო

Posted by: cosanostra89 13 May 2017, 23:13
sopo_sopooo
მართალს გებნება ისე :დ
მახსვოს ფოტოდან კარგი მკერდი გაქვს :დ
მაგრამ რატომღაც ჩემზე ბევრათ უმცროსი მგონიხარ :დ
ლევანს ისევ არ გაუმართლა sad.gif ნუ შეიძლება უფროსები მოგწონდეს :დ
ის გოგო სად წავიდა ? ძლივს არ ვნახე ვისაც ტერენტი ევასება sad.gif

Posted by: Re-hanna 13 May 2017, 23:15
მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ქრიან ბინდები'
არ შემიძლია,გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.


მიყვარს ტერენტი,მისტიური და გენიალური yes.gif

Posted by: cosanostra89 13 May 2017, 23:27
Re-hanna
მე უფრო დიდი პოეტი გავხდები და მანმდე გაგვეცნო ერთმანეთი ,იქნება მუზათ დაგიგულოთ user.gif
პ.ს გოგო ხარ იმედია biggrin.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 23:31
cosanostra89
შენზე უმცროსი გგონივარ?))) რა იყო ყვავის ბიძაშვილი ხარ?)))

Posted by: cosanostra89 13 May 2017, 23:40
sopo_sopooo
ჰეი,იუმორიც გქონია ლევან სორვი ბრატ wink.gif
ჩემი ასაკი 89 წელი არა 89 ვარ დაბადებული user.gif
ოღონდ წონ რამოდენიმე ციფრი აკლია biggrin.gif
ხოდა შენ ჩემი აზრით 92 უნდა იყო biggrin.gif

Posted by: sopo_sopooo 13 May 2017, 23:42
cosanostra89
92 იანის ვიდზე ვარ? ლოოლ

მადლობა კომპლიმენტისთვის

Posted by: cosanostra89 13 May 2017, 23:52
sopo_sopooo
აჰა, ეხლა ვნახე შენი პროფილი .
ადრე მახსოვს დადე ფოტო სადაც ლოგინში იწექი და ლურჯი კუპალნიკიბი რა იყო და დაახლოებით ეგეთი გეცვა, ხოდა 92 გავდი ნამდვილად.
არ მგონია მეშლებოდე.
user.gif

Posted by: Re-hanna 14 May 2017, 00:00
cozanostra89
Iსასიამოვნოა,რომ პოეზია გიყვართ. yes.gif

Posted by: cosanostra89 14 May 2017, 00:04
Re-hanna
მე კიდევ ძალიან მესიამოვნა, რომ
ტერენტი მოგწონს.
თითქოს ასე მგონია ნაცნობი ვიპოვე user.gif

Posted by: Re-hanna 14 May 2017, 00:25
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან,
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა
ვწუხდი ეს ფიქრი დროს რომ მიჰქონდა.

Posted by: levani169 14 May 2017, 18:22
sopo_sopooo
QUOTE
მგის მოკლება არ მოკლებას შენ ვიღა გეკითხება

რა ვიცი,რა ვიცი,იმედით ვცოცხლობთო და!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არადა ხომ ვიცი რა დაწყევლილი ბედიც მაქვს,ეკონომიკურებში და კახელებში არ მიმართლებს(იმერუკებსაც ეჭვის თვალით გიყურებთ იცოდეთ და მანდ არ მომიყვანოთ vik.gif gigi.gif )
* * *
cosanostra89
მგონია გაგეხსნა ბედი და შენია ეს Re-hanna გოგჩო ბრატ.
ხოდა შეეშვი ჩემს გოგოებს აწი! vik.gif vik.gif

Posted by: Lasha244 14 May 2017, 19:21
“მე უკვე მეშინია ადამიანებთან ურთიერთობის, მე მაკრთობს მათი წარმოთქმული თბილი ფრაზები, რომელთა უკანაც გამანადგურებელი ორპირობა იმალება.”

Posted by: BUFFALOBILL 14 May 2017, 19:29
cosanostra89
sopo_sopooo
QUOTE
მართალს გებნება ისე :დ
მახსვოს ფოტოდან კარგი მკერდი გაქვს :დ


QUOTE
92 იანის ვიდზე ვარ? ლოოლ

მადლობა კომპლიმენტისთვის

QUOTE
აჰა, ეხლა ვნახე შენი პროფილი .
ადრე მახსოვს დადე ფოტო სადაც ლოგინში იწექი და ლურჯი კუპალნიკიბი რა იყო და დაახლოებით ეგეთი გეცვა, ხოდა 92 გავდი ნამდვილად.


არ მგონია მეშლებოდე.

tan.gif


popcorn.gif

Posted by: Lasha244 14 May 2017, 19:58
მეტისმეტად პატარაა ჩემი ოთახი საიმისოდ,
რომ ჩემი ტკივილი დაიტიოს.
ვიცი, რომ აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდები.

Posted by: sopo_sopooo 14 May 2017, 21:14
levani169
ხო აბა ეხლა კახელი და იმერელის ნაჯვარს საერთოდ ალმაცერად მიყურებ biggrin.gif

BUFFALOBILL
გემრიელია პოპკორნი?

Posted by: Lasha244 14 May 2017, 21:33
რა არის იმაზე საშინელება, როცა ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში სრულიად სხვადასხვა ადამიანებს ხვდები, მაგრამ თითოეულ მათგანს ერთი და იგივე პრეტენზია აქვს შენთან. ამ დროს ხვდები რომ აღარ შეიცვლები. შემდეგ ამასაც ამჩნევ - ეს პრეტენზიულები კედელზე ჩამოკიდებულ ერთი ტიპის ჩარჩოში ჩასმულ სურათებს გვანან. შენ კი არასოდეს გსურდა ჩარჩო გეტარებინა. ვეღარ ხვდები, კედელზე როგორ დაგტოვეს და ვერც ის გაგიგია, ზოგიერთი ჩარჩოანი მაინც შენს გვერდით რატომ არჩევს მოთავსებას. ხანდახან ყველაფერს პასუხი არ უნდა მოუძებნო. მოთავსდი კედელზე საყვარელ ჩარჩოებთან ან ჩამოხსენი ისინიც კედლიდან და უკედლოდ იარსებეთ.

Posted by: ჯორჯიუსა 14 May 2017, 22:08
შემიფასეთ გთხოვთ love.gif




Posted by: Re-hanna 14 May 2017, 23:48
Levani 169

სიცხე გაიზომე აბა? შენი ფერი არ მომწონს, გაბოდებს კიდეც. ვინმემ დარეკეთ 112 ში იწვის სიცხით ბიჭი !
mad.gif

Posted by: cosanostra89 14 May 2017, 23:53
Re-hanna
ბოდიში გიხდით ლევანის გამოხტომისთვის!
ბავშვია.... გაიზრდება....ჩკუა არ მოეკითხება ,თან შეყვარებულია....
ვაპატიოთ,თორემ ისე გული აქვს ოქროს mad.gif
ჰოდა ლევანი უხერხულ მდგომარებაში რომ არ ჩავაყენოდ გავიცნოდ ლამასო ?
ლევანიზე ვიზურნოთ givi.gif რა იცი იქნება ნობელის პრემის გადმოცემის დროს გვერდი დამიმშვენო!

Posted by: levani169 14 May 2017, 23:59
Re-hanna
QUOTE
სიცხე გაიზომე აბა? შენი ფერი არ მომწონს, გაბოდებს კიდეც. ვინმემ დარეკეთ 112 ში იწვის სიცხით ბიჭი

cosanostra89
აგი ლამასი გოგო ხეირს არ მოგწევს ჩემო ძმაო რობიზონ,ძაან აფექტური ჩანს. rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif "თავო ჩემოო,ბედი არ გიწერიაა!"

Posted by: cosanostra89 15 May 2017, 00:09
levani169
ვაცალოდ ჯერ ლექს წავუკითხავ და ზღვისპირას დავპატიჟებ!
ნუ ხარ პესიმისტი! biggrin.gif

Posted by: Lasha244 15 May 2017, 00:14
“სიკვდილი კი არა, რომ არ გიცხოვრია ამაზე ფიქრი გაგყინავს…”

Posted by: GABRIELA 15 May 2017, 00:19
Lasha244
Vaime ra magari sityvebia visia?

Posted by: ჯორჯიუსა 15 May 2017, 00:25
GABRIELA

ოთარ ჭილაძის სიტყვებია წიგნიდან "სერზე სამი მგელი მიდიოდა"

Posted by: GABRIELA 15 May 2017, 00:28
ჯორჯიუსა
უ თეგენათალე რა მაგრად ხუმრობ

Posted by: ჯორჯიუსა 15 May 2017, 00:43
GABRIELA

სპეციალური მოწვევით ხარ ფორუმზე?

Posted by: Re-hanna 15 May 2017, 00:58
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე ძვირფასო ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი, ეს ''MEMENTO MORI''ა. user.gif

Posted by: Lasha244 15 May 2017, 12:51
GABRIELA

QUOTE
Vaime ra magari sityvebia visia?


QUOTE
“სიკვდილი კი არა, რომ არ გიცხოვრია ამაზე ფიქრი გაგყინავს…”


თუ ამაზე მეკითხები,ავტორი ზაზა ნოზაძეა.

***

გადიან წლები და ნელ-ნელა შენც ხვდები,რომ წლებით კი არა,ტკივილით ბერდები...

Posted by: BUFFALOBILL 15 May 2017, 20:59
რა ვუთხრა გულზე
გადმოღვრილ სევდას,
ამინდს რა უჭირს
გამოიდარებს,
გეჩურჩულები!
მიყვარხარ ,
ვბედავ,
მძივივით გისხამ წამებს.
იდარებს........და მზე?
მზე მიყვარს.........
შენსავით მათბობს
მზის სხივი შენი
თვალის ფერია,
მე შენი მზერა
მაბრუებს,
მათრობს
შენა ხარ ჩემი
სიზმრის ფერია.


/აჩიკო ჯოჯიშვილი/

Posted by: Ferlador 16 May 2017, 12:51
Warning:
ნუ აჩეთავდით...

Posted by: Re-hanna 16 May 2017, 15:21
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.


გალაკტიონი kiss.gif

Posted by: natia_natim 16 May 2017, 21:00

სადგური სავსე ჯარისკაცებით,

ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს...

შენ მითხარი, რომ ეს გატაცება

რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებს.



შენ მითხარი, რომ ჩემ დაბრუნებას

დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,

მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება

შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.



და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი

გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.

ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,

რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი.

მირზა გელოვანი kiss.gif

Posted by: suntqvа 18 May 2017, 13:33
,,კულისებს მიღმა დარჩენილო ჩემო ცხოვრებავ !
ქარის წისქვილებს შენახეთქო ჩემო დარდებო!
ყველა ბრძოლაში საცოდავად დამარცხებულო,-
მაინც გულადო,ახლა საით მიექანები?!
ო,რა ძლიერი და რა სუსტი ვყოფილვარ ღმერთო !!!!
მომეცი ძალა შემრჩეს სული ბავშვივით წმინდა...
მე სიხარულით თუ გამაოცებთ ,თორემ ტკივილი?!
თორემ ტკივილი მაბადია რამდენიც გინდათ........"

Posted by: Lasha244 19 May 2017, 13:16
სადღაც შორს, პარალელურ სამყაროში შენ უკვე გიცხოვრია და ახლა გარემო ხშირად გაიძულებს იგივე, რაც უკვე გაგივლია ცხოვრებაში წარმოსახვაში ნარჩენების სახით აღიდგინო და შემდეგ დაინახო, განიცადო რომ ის რასაც ხედავ ან რასაც აკეთებ თითქოს უკვე სადღაც გინახავს..

Posted by: Lasha244 22 May 2017, 02:13
გავფრინდეთ! მითხრა მწარე ცრემლებით,
თუმცა დაღლილი ფრთები სტკიოდა...
რომ აყვავდება კვლავ ეს ტყემლები,
კვლავ მეც აღვდგები საიქიოდან....

Posted by: gurabe 22 May 2017, 23:37
მაღალი ძაბვის ელექტრო-ბოძი -
ორ ქალაქს შორის გრძელი კავშირი,
შენი ამბები შორიდან მომდის -
ქარებს მოჰყვება ყრუ და დაშლილი.
მითხრეს უშენოდ წუხს, გაცივდაო,
არ უხდებაო თბილისს ავდრები,
შენზე დარდობსო, თმაც გაცვივდაო,
ოპერის წინო მოსჭრეს ჭადრები.
მოიხარაო თბილისი წელში,
ვიღაც დათვრაო ვერაზე მითხრეს,
მე ამერია ის მთვრალი შენში
და ყველა ქუჩას შორიდან ვისმენ.
აქ წვიმებია, ალბათ გეტყოდნენ...
ჩემთვის დარჩენილ ბეღურებს ვწყემსავ,
ხშირად ვსეირნობ გრიბოედოვზე,
უშაქრო ყავას ჰო, ისევ ვერ ვსვამ...
ვწრიალებ. თითქოს ფილტვებს მაჭრიან,
ხან ზღვა თუ მაწვდის ჰაერს პეშვებით...
გზებზე ნისლები ისე დადიან,
ხანდახან ვფიქრობ, რომ შევეხები.
ვიწყენ. მოხეულ კალენდარს ვკემსავ,
შენთან ზამთარსაც პეწი აქვს, ვიცი.
მე კი სულელი ბეღურებს ვწყემსავ,
ვსველდები, ვშრები და ფანჯრებს ვიცვლი...
ხშირად მგონია დრო გზაზე ამცდა,
ხშირად ვფიქრობ, რომ მე შორს ვარ ბევრად...
თავი სხეულის ფიცრულში მაქვს და
ვიქეცი შენი ქალაქის მრევლად.

Posted by: Lasha244 23 May 2017, 16:56
"მე მზეს ვემალები მეგობარო,აღარც ვახელ თვალებს თუკი სიცივეა... რადგან მეყინება გუგები და ვეღარც ვხედავ ქალაქს,რომელშიც სულ მცირე სიგიჟეა..."

Posted by: Re-hanna 23 May 2017, 21:24
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი.


შენი შავი თმის ბუჩქი

ეგ თეთრი შუბლის სერი

თვალები გიშრისფერი

ლოყები ვარდისფერი,


შენი თითები მიყვარს

ორი პატარა თათი

ო, იცი როგორ მიყვარს,

ოდნავ შეხებაც მათი.


ო, იცი როგორ მიყვარს

გამოუთქმელი ენით?

შენი გრძნობების სიღრმე,

სულის სიმაღლე შენი.


მე დარდიც მიყვარს შენი

შენი ღიმილიც ფართო

მე ცრემლი მიყვარს შენი

შენი კისკისიც მართობს.


მე შუქი მიყვარს შენი

რა არის მისი ფასი!

მე ჩრდილიც მიყვარს შენი

მზის დაბნელების მსგავსი...


მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ

მწვავს შენი ტრფობის ალი

მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მთელი გრძნობით და ძალით.


მთელი სამყარო ვრცელი

შენით არსებობს ჩემთვის

რაზეც კი ვფიქრობ, ყველა

ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.


ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,

ფიქრში ჩემთან ხარ დღისით

გულის ძგერის ხმა მესმის

შენი ხმა არის ისიც.


შენთვის მივწვდები მწვერვალს,

დიდების ყველა მნათობს,

დიდებას დავთმობ შენთვის,

შენთვის მწვერვალებს დავთმობ.


შენი ოცნებით ვხარობ

შენს დარდს ვატარებ დარდად

მე სხვა სურვილი არ მაქვს

შენი სურვილის გარდა.


მსხვერპლი ყველაზე დიდი

მე მეჩვენება მცირედ

რადგან შენ გსურდა იგი

რადგან შენ შემოგწირე.


შენს მცირეოდენ წყენას,

სულ უმნიშვნელო წვრილმანს

სდევს ჩემი სევდა დიდი

ჩემი ცრემლების წვიმა.


მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მიყვარხარ ცხადად, მალვით

როგორც არასდროს არვინ

არ ყვარებია არვის.


ეს სიკვდილს უდრის თითქმის,

ეს შეუძლოა თითქმის

შენ ერთს გეკუთვნის ყველა

რაც სიყვარულად ითქმის:


ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,

მამაც, დაო და დედავ,

მე შეყვარებულს ყველას

შენს სახებაში ვხედავ.


სატრფოვ, შვილო და დედავ

ჩემო ძვირფასო ცოლო,

ყველას მაგივრად ერთად

მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.


რა მაბადია ქვეყნად

ამ სიყვარულზე კარგი.

მიყვარხარ ძლიერ ძლიერ

ვარ შენი ტრფობით შმაგი.


თუ ტრფობისათვის რამე

ჯილდო იქნება ბოლოს,

ის შენ გეკუთვნის მარტო

ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.


ნაყოფი მისი არის,

ვინც ნორჩი ნერგი დარგო

ეს სიყვარული დიდი

შენ შემასწავლე კარგო.!




შანდორ პეტეფი

Posted by: *Mandala 23 May 2017, 21:52
Beethoven - Love Letters

Great MenGood morning, on July 7

Though still in bed, my thoughts go out to you, my Immortal Beloved, now and then joyfully, then sadly, waiting to learn whether or not fate will hear us - I can live only wholly with you or not at all - Yes, I am resolved to wander so long away from you until I can fly to your arms and say that I am really at home with you, and can send my soul enwrapped in you into the land of spirits - Yes, unhappily it must be so - You will be the more contained since you know my fidelity to you. No one else can ever possess my heart - never - never - Oh God, why must one be parted from one whom one so loves. And yet my life in V is now a wretched life - Your love makes me at once the happiest and the unhappiest of men - At my age I need a steady, quiet life - can that be so in our connection? My angel, I have just been told that the mailcoach goes every day - therefore I must close at once so that you may receive the letter at once - Be calm, only by a calm consideration of our existence can we achieve our purpose to live together - Be calm - love me - today - yesterday - what tearful longings for you - you - you - my life - my all - farewell. Oh continue to love me - never misjudge the most faithful heart of your beloved.
ever thine
ever mine
ever ours

Posted by: Lasha244 24 May 2017, 15:28
"იქნებ ხასიათმა მიმტყუნა და გადავკეტე ჩემს ფილტვებამდე არტერია,
იქნებ სულაც შევეზიზღე ალკოჰოლს და გადარია ჩემში ნასიცოცხლარი ყოველი კეთილი ბაქტერია..."

Posted by: traxtanbergi 24 May 2017, 15:31
ჭკუით თორე კოჭებს დაგიხვრიტავ ))))))
ვინც არ მომწეროს იმის დდშვციიიიიიი))))))


და ისე, სერიოზულად

მარილი რომ იყო, მთელს ოკეანეს დავლევდი, შენთან რომ მოვსულიყავი.
პროსტა ორიგინალ ენაზე გაცილებით კარგად ჟღერს up.gif

Posted by: anderson 24 May 2017, 20:25
აქ მარტო სულ ლექსებია?.. user.gif

ბოლო კომპლიმენტი ვუთხარი, ნამის ფერი ხარ -მეთქი. mo.gif

მე თუ მკითხავთ ძალიან ტკბილი ფრაზაა. idea.gif

Posted by: Lasha244 24 May 2017, 22:36
და არიან ისეთებიც , რომლებიც უბრალოდ ჩუმად არიან , რადგან სიტყვები არც არის საჭირო.

Posted by: gurabe 24 May 2017, 23:28
გამოსასვლელი ჯინსი მაცვია,
ვზივარ კაფეში, ვსაუბრობ შენთან,
მზემ ყველა ჩრდილი გვერდზე გასწია,
ალუბალს მკვახე ნაყოფი ესხა.
ორი ჩაი გვაქვს - ბევრი სათქმელი,
ვიხსენებთ, როგორ ვიყავით ერთად....
შენ უნებურად ხელი დამადე,
მერე სახლებიც ჩამოსხდნენ ჩვენთან.
სხვადასხვა დრო გვაქვს მაჯის საათზე,
ვზივართ და თვალებს ერთამენეთს ვესვრით...
მზე ჩრდილებს თავის მხარეს გადასაწევს
და ახლა ჩვენი მიმტანსაც ესმის.
მერე კი გზაა უკან - სახლამდის,
ალუბალს მწვანე ნაყოფი ესხა.
ვფიქრობ, რომ რაღაც ისევ არა ვთქვით,
რაღაც ძლიერ რომ გვინდოდა გვეთქვა ...
მეტი რა გითხრა...
ჩამთავრდეს მარხვა - გნახავ უნახავს.
და ღრუბელივით დაგწურავ წვიმად...
სანამ მზე მოვა და სანამ წახვალ,
და თავი ისევ ღრუბლამდე მიგაქვს.
დილა იქნება მშრალი (შენა გგავს) -
სულ არაფერზე ცოტათი მეტი...
მეტი რა გითხრა, ალბათ ჩვენს ამბავს
დილით ყავასთან ვიღაცას ვეტყვი.
დუმილი
როცა სათქმელი არაფერია
და ტანზე აგდის ვიღაცის სუნი,
სხვა ყველაფერი დანარჩენია
და არაფერი ჯობია დუმილს.
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი,
ფეხი მოუჩანს საბნის კიდედან,
დგახარ ორპირი ქარივით კარში
და გაღიმებას მხოლოდ მიბედავ.
და დგება ისევ დუმილი - საშვი
რამდენი სიტყვა გამოგვრჩენია...
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი
სხვა ყველაფერი - დანარჩენია.

Posted by: Lasha244 25 May 2017, 01:38
,,ის შებრუნდა და წავიდა. არაფერი ზედმეტი, არც ცრემლები, არც სიტყვები. უბრალოდ მივხვდით… რომ მარტოები უფრო ბედნიერები ვიყავით და ერთმანეთით ჩვენი ცხოვრება არ უნდა დაგვენგრია"

Posted by: BUFFALOBILL 25 May 2017, 14:39
Lasha244

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif



აი აქ მინდა ვიარო და მინდა რომ წვიმდეს
მინდა ძალიან შორს ვიყო და ვახსოვდე ვინმეს
ისევ შენზე ნაზი ფიქრით მოვერიო ღამეს
ის რომ დიდი ნაგავი ვარ დავაჯერო მთვარეს
ისევ მინდა მოვეფერო ამ სევდიან სტროფებს
უარსაც ვერ ვეუბნები სიო არყიან ბოთლებს
ისევ მინდა რომ შევცვალო ის მცირედი რაღაც
მაგრამ ის რომ შემეშალა წავიქეცი სადღაც
მინდა ჩემთვის, ჩემთვის ვიყო და მინდა რომ წვიმდეს
იქნებ სულაც არ ვუყვარვარ იქნებ ვძულდე ვინმეს
არ მინდა რომ ძირს დავეცე ამ ცხოვრების გზაზე
ის რომ გული მეტკინება და გამცვლიან სხვაზე
მინდა ხმოლოდ აქ ვიარო და მინდა რომ წვიმდეს
არასოდეს ვუღალატო ან დავნებდე ვინმეს
ისე ვცდილობ რომ როგორმე მოვერიო ღამეს
მაგრამ, ვერა ვერ გამომდის მომიხერხებს რამეს
სხვა რა გზა მაქვს მაინც მიწევს შეგუება ბედთან
ვიცი ბევრი დავაშავე და შევცოდე ღმერთთან
მოვა დრო და მეც დაგტოვებთ და მინდა რომ წვიმდეს
ალბათ მარტო არ ვიქნები ვეყვარები ვინმეს

/კოსტა სანიკიძე/

Posted by: Lasha244 25 May 2017, 16:04
"და მაინც, რამხელა უფსკრულს გავს თითოეული დღე და როგორ არაფერს ნიშნავს ამ დროსა და სივრცეში, სადაც აცდენილი ნაფეხურები ერთმანეთს დაეძებენ, და აკრძალული გრძნობები დღითიდღე ძლიერდებიან…"

Posted by: Re-hanna 25 May 2017, 19:52
და მე ჟრუანტელი მივლის....
ალბათ შეგრძნებაა ღელვის.
სადღაც სურნელია წვიმის,
სადღაც მზემ დაკარგა ფერი.

მხოლოდ თითები მაქვს ცივი...
მაინც შენს შეხებას ვნატრობ...
მინდა მხოლოდ ჩემი წილი,
ერთი მოგონება მანდო.

Posted by: Lasha244 26 May 2017, 13:44
- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.

“ადამიანთა სევდა” გოდერძი ჩოხელი 2kiss.gif

Posted by: nini gogo 28 May 2017, 13:48


ორივე დუმს და ორივე იცდის ,
დუმილის ბილიკს გადიან ერთად .
და ვერ ხვდებიან ბილიკის ბოლოს ,
მათ რომ დახვდებათ დუმილის სევდა .

Posted by: Lasha244 28 May 2017, 22:32
ამ ტროტუარებს მოცარცილი სტრიქონები გაუყალბდათ,
რადგან შეჩვევაც ხომ მოტყუებით დაიბადა...

Posted by: Re-hanna 31 May 2017, 02:16
როცა ამ სტრიქონს შენ წაიკითხავ,
ამქვეყნად უკვე აღარ ვიქნები,
მაგრამ ძვირფასო მიხვდი, გაიგე
ადრე წასული კაცის ფიქრები.

Posted by: არმეძებო 31 May 2017, 02:51
ვეცდები ექსპრომტად დავწერო რამე,აგერ მუზამ ჩაიქროლა,ვსიო ვიწყებ:

იქნებ არ გათხოვდა,იქნებ ისევ მელის,
იქნებ ისევ შველის,ფიქრით ისევ მძებნის,
ძუნწი მეზობელის ირონიულ სექსის,
ხმები მესმის,
სექსის,ცრემლის,წყევლის,სევდის..
დამაძინეთ.





Posted by: Lasha244 31 May 2017, 04:07
•დროთა განმავლობაში ჩვენი გაუმხელელი ფიქრები იღვენთება და ილექება გონების ფსკერზე…ათასწლეული გადის და ის კვლავ ემსგავსება გაუხსნელ ყუთს და ფიქრების საწყობის კარზე გვიკაკუნებს•

Posted by: Lasha244 1 Jun 2017, 14:28
“ხანდახან მგონია, რომ თუ მშვიდად იჯდები და შენ წინ საგნებს მიაჩერდები, წამით დრო გაჩერდება, დედამიწა კი თავისი ღერძის გარშემო ტრიალს შეწყვეტს. და თუ შენ ამ წამს დაიჭერ, მარადიულად იცოცხლებ.”

Posted by: Lasha244 2 Jun 2017, 22:25
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა. მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ გახლავთ. რაც ძვირფასია, ჩვენი ცნობიერის სიღრმეშია მიმალული და მას უცხოს ხარბ თვალს ვუმალავთ. საიდუმლოს გამჟღავნება მუდამ დიდ ძალისხმევად გიჯდება, თანაც პასუხად სიცილი თითქმის გარდაუვალია, რადგან შენი სიტყვების აზრს ვერავინ ჩასწვდება, ვერც იმას მიხვდებიან, რატომ არის ეს შენთვის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ თვალებზე ცრემლიც კი მოგადგა. უარესია, ალბათ, საიდუმლო საიდუმლოდ დარჩეს არა იმიტომ, რომ მთქმელი არ ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ გამგონი ვერ მოიძებნა.”
* * *
“ხანდახან ჩემი ნათქვამი სიტყვები მიშლის ნერვებს. ჩემს წინადადებებს ემოციებიც მიყვება, რომლებიც კარგ განწყობას ხელს უწყობენ. რაც უფრო მეტს ვსაუბრობ, მით უფრო ცუდად ვხდები.”

Posted by: Lasha244 4 Jun 2017, 17:13
ნახევრამდე ჩაყვანილი სიგარეტის ღერებიც ისევე გისხლტება ხელიდან, როგორც ნახევრამდე მიყვანილი ყველა ის ურთიერთობა.

Posted by: AMAZONKAA 5 Jun 2017, 14:05
You may fall from the sky,
You may fall from a tree...
But the best way to fall,
Is in love
With
Me kiss.gif

Posted by: MyEndy 5 Jun 2017, 14:10
Lasha244
QUOTE
,ის შებრუნდა და წავიდა. არაფერი ზედმეტი, არც ცრემლები, არც სიტყვები. უბრალოდ მივხვდით… რომ მარტოები უფრო ბედნიერები ვიყავით და ერთმანეთით ჩვენი ცხოვრება არ უნდა დაგვენგრია"


The best ....

* * *
Lasha244
QUOTE
"და მაინც, რამხელა უფსკრულს გავს თითოეული დღე და როგორ არაფერს ნიშნავს ამ დროსა და სივრცეში, სადაც აცდენილი ნაფეხურები ერთმანეთს დაეძებენ, და აკრძალული გრძნობები დღითიდღე ძლიერდებიან…"



user.gif user.gif
* * *
Lasha244
QUOTE
რაც უფრო მეტს ვსაუბრობ, მით უფრო ცუდად ვხდები.”


!!!!!

Posted by: Lasha244 6 Jun 2017, 00:06
MyEndy

....

ემოციებში გამომიკეტე არსება და გონებას ვერ გაშორებ. მე შენთან ვარ, შენს კალთაზე მიდევს თავი, ღრუბლიან ცას გავყურებ და გიყვები თუ როგორ მაოცებს ამ ბნელ სამყაროში არსებული ნათელი ფერები....

Posted by: Re-hanna 6 Jun 2017, 13:14
წასულხარ ისევ, ვერ მოგისწარი,
ალბათ იშუშებ სადმე იარებს...
რად დაიბადე შენ ასე ადრე
ანდა მე რატომ დავაგვიანე rolleyes.gif

Posted by: Lasha244 6 Jun 2017, 22:34
შენ უბრალოდ მარტო ყოფნა გინდოდა – შენთვის წყნარად, მოულოდნელობებისა და სიახლეების გარეშე დინებას მიყოლილი ყოველი დღე ერთმანეთს რომ მგვანებოდა სიმშვიდით. ახლა ისეთი ხმაურია, ფიქრებს აზრს ვერ უყრი, ემოციები შენელებულია, იდეები კი არარსებული. ხმაურს ვეღარ უძლებ და წამით თვალებს ხუჭავ - ქაოსში გახვეული გარემო რომ გეგონა, შენი შინაგანი ხმა ყოფილა თურმე.

Posted by: Re-hanna 7 Jun 2017, 11:39
მე რად მინდა შენი ეჭვი
სიყვარულის ნიშანია?
ალბათ ახლაც ეჭვებს ებრძვი.
ჯერ ვერ გადაგიტანია.

შენზე ფიქრში დამათენდა
რიჟრაჟს ებრძვის მთვარე ცაზე,
ისევ შენში ჩავიკარგე
გვირილაზეც ვიმკითხავე....
გიყვარვარ თუ მაბნევ ასე,
ეჭვიანობ ნეტავ რაზე?
cry.gif : smile.gif

Posted by: Lasha244 7 Jun 2017, 14:49
ჩემი ტკივილები როდის აქეთ გადარდებს?!….

Posted by: aca baca banci bunca 8 Jun 2017, 01:53
რაჩემიყლევიცირამდენადლამაზია

აგრძელებს ბრუნვას,
არ აქვს აზრი სიმძიმეს თქვენი ნაბიჯებისას,
აგრძელებს ზრუნვას,
ჩაყლაპავს ბრაზს და მოითმენს ბოგინს ნაბიჭვრებისას.
წვრილად ცრის,
წვიმს, ცივად ეცემა ბრაზისგან მხურვალე თავებს წვეთები,
წვიმის იმედად დავრჩით,
ოლიმპო ყარს სხეულებით გახრწნილი ღმერთების.

თვალს ვადევნებ;
თითქოს ამ ქალაქს წვიმის ღრუბლები მუდამ დასდევენ.
და მთავარს;
წვიმა ყველა ბოღმისგან ჩამპალ მზერას რომ მალავს.

ამ ქალაქს ისე უხდება წვიმა, როგორც ნაგავსაყრელს თოვლი,
ამ ქალაქს უხდება წვიმა, ვხედავ ბალახს წვიმისგან მოვლილს.
მანამდე მტვრიანი ქუჩები ახლა იქცნენ ნაკადულებად,
"გაწმინდე ჭუჭყისგან გაწმინდე" - ისმის ზეციდან განკარგულება.
(როგორღაც გენადისძეს-ძე მდარე 2017 წელი)

Posted by: Lasha244 8 Jun 2017, 02:01
გუშინ ვინც ჩემს გვერდით იყო, დღეს სხვას უყვება, თუ როგორი ცუდი ვარ...

Posted by: Re-hanna 8 Jun 2017, 03:01
შეაგროვა გუდამაყრელმა კაცმა დარდები და გოდერძი ჩოხელს გაუგზანა სამოთხეში გასაქარწყლებლად. smile.gif

Posted by: Statham 8 Jun 2017, 05:09
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: stillinwomb 8 Jun 2017, 05:26
QUOTE
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI

თუ დავინახავ რომ ჩემ გარდავინმე სხვასთანაც ჟიმაობ ორივეს დაგხოცავთ

Posted by: AMAZONKAA 8 Jun 2017, 09:25
ხვალიდან ალბათ იქნება ქარი
ხვალიდან ალბათ კვლავ შემცივდება.
არავინ მინდა და აღარ ველი,
ვგრძნობ ვნება ჩემში როგორ მშვიდდება.

ქარი წაიღებს შენს მსუბუქ სევდას,
ამით ეგ სული არ დაკნინდება.
აღარ იდარდო,აღარც იგლოვო -
რაღაც მთავრდება,რაღაც იწყება.....

Posted by: Lasha244 8 Jun 2017, 15:32
და თუ ატირდები,მე მოგწმინდავ ცრემლებს...
ცრემლებმა ასაკი არ იციან,
ვიცი... გამომიცდია...

Posted by: Topiary 9 Jun 2017, 11:04
QUOTE (Lasha244 @ 8 Jun 2017, 02:01 )
გუშინ ვინც ჩემს გვერდით იყო, დღეს სხვას უყვება, თუ როგორი ცუდი ვარ...

alk.gif
წლების შემდეგ ,როცა სადმე შეხვდებიან ერთმანეთს,გული ისევ ისე უცემთ...ძლიერად. ისევ ისე როგორც მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდათ.

Posted by: MyEndy 9 Jun 2017, 12:21
Lasha244
QUOTE
შენ უბრალოდ მარტო ყოფნა გინდოდა – შენთვის წყნარად, მოულოდნელობებისა და სიახლეების გარეშე დინებას მიყოლილი ყოველი დღე ერთმანეთს რომ მგვანებოდა სიმშვიდით. ახლა ისეთი ხმაურია, ფიქრებს აზრს ვერ უყრი, ემოციები შენელებულია, იდეები კი არარსებული. ხმაურს ვეღარ უძლებ და წამით თვალებს ხუჭავ - ქაოსში გახვეული გარემო რომ გეგონა, შენი შინაგანი ხმა ყოფილა თურმე.



tom.gif
* * *
Love yourself before you love anyone else.
* * *
U made me smile so wide……..I can eat a banana side ways. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: მთავარსარდალი 9 Jun 2017, 13:16
"როცა გავცდით აკაციებს, გაკოცე და გაგაქციე"

Posted by: MyEndy 9 Jun 2017, 13:37
მთავარსარდალი
QUOTE
"როცა გავცდით აკაციებს, გაკოცე და გაგაქციე"


ამ სიტყვების გამო ღირდა ნამდვილად ამ თემის გახსნა smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))0
სგ სგ

Posted by: მთავარსარდალი 9 Jun 2017, 13:52
MyEndy
QUOTE
სგ სგ
მე რა, ნოდარ დუმბაძეს.

Posted by: MyEndy 9 Jun 2017, 14:25
მთავარსარდალი
"როცა გავცდით აკაციებს, გაკოცე და გაგაქციე..
პაემანზე არ დადიხარ, აღარც ერთი წამითა,
მთვარე ისე როგორც ყანწი, წააქცია მთაწმინდამ...
ახ ტირიფო ტირიფო, რატომ ტირი ტირიფო???
ეხ ტირიფო ტირიფო! ტირი ხომ????"
* * *
მთავარსარდალი
QUOTE

QUOTE
სგ სგ
მე რა, ნოდარ დუმბაძეს.

ხოდა რო გაგახსენდა ეხლა მაგისთვის სგ

Posted by: Lasha244 10 Jun 2017, 00:13
„რა დავაშავეთ ჩვენ,ვინც ვერ გავლოთდით,ვერც გავმდიდრდით,ვერც დავიხოცეთ?!“

Posted by: Re-hanna 10 Jun 2017, 23:12
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

გალაკტიონი

Posted by: Lasha244 10 Jun 2017, 23:13
ახლა ისე ვარ თვით, თვით მკვლელობაც ვერ შემაშინებს.. გამიღე კარი, გთხოვ, გამიღე.. მე მოვალ შენამდე და მერე, და მერე თუნდაც გაქრეს სამყარო. ატმების ბაღში, ფერიცვალებას ვუყურე მთვარის, გაპობილ ბაგეს მაგონებდა მწიფე ყურძნები.. მხოლოდ მე მიყურე, მარტო მე მიგრძენი და სამუდამოდ ჩემს მკლავებში დალიე სული! გთხოვ! არ გამიქრე, გთხოვ არ დამტოვო.. შენი ხელები მიმაცილებს სამოთხის კართან, და ახლა, როცა ძლივს-ღა ვსუნთქავ, ახლა, როცა არ ვარ კარგად, შემოდი ჩემში… გაწმინდე ჩემი სევდის მინები..

Posted by: MyEndy 11 Jun 2017, 01:41
Lasha244
QUOTE
გთხოვ! არ გამიქრე, გთხოვ არ დამტოვო..


......


QUOTE
გაწმინდე ჩემი სევდის მინები..


.............

Posted by: Re-hanna 11 Jun 2017, 12:24
მე აღარ მინდა
უკვე ეს გრძნობა,
დამალობანა და
ტვინის ღრძობა.
არაფერია ქვეყნად
ადვილი,
დაგივიწყე და
უკვე არ ვტირი.

cry.gif sad.gif no.gif

Posted by: Lasha244 12 Jun 2017, 19:47
MyEndy

მე გადავეჩვიე ძილს,
უძილო ღამეები შენ ხარ...
ჩემი ნატკენი ღმერთი შენ ხარ,
ჩემი გადარჩენილი მე შენ ხარ,
ჩემი გადამწვარი ნათურა შენ ხარ..
ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ოქროს თევზებს,
საშობაო საჩუქრებს,
საზეიმო განწყობებს...
ჯანდაბამდე გზა მქონია მე...

Posted by: ukrainka 12 Jun 2017, 23:08
ადამიანებს...
ნუ მოუყვებით საკუთარ წარსულს,
ნუ მოუყვებით.
ნუ დაანახებთ საკუთარ თავს.
არ ესაუბროთ ტკივილებზე,
განცდებზე,
შიშზე,
გადატანილ სტიქიებზე
და ქარიშხლებზე...
ნუ მოუყვებით..
როგორ გიჭირთ მონატრების,
მარტო ატანა..
როგორ გინგრევთ ფსიქიკას ფარსი...
როგორ გტკივათ სხვისი ღალატი,
როცა თავად უღალატო ხარ..
ნუ დაარქმევთ,
მზეებს, ვარსკვლავებს,
მთელს სამყაროდ
არ აქციოთ, ისინი თქვენთვის..
ნუ გააღმერთებთ..
წავლენ,
თავისთან წაიღებენ,
რაც თქვენ მიეცით,
არ დაგრჩებათ,
არც მზე არც მთვარე,
არც სამყარო
ღმერთიც კი წავა
და არაფერი
არ დაგრჩებათ რაც დღემდე გქონდათ..
ნუ მოუყვებით,
მათ ყველაზე უკეთ იციან:
როგორ გატკინონ,
როგორ გიჭირს
როგორ ვერ სუნთქავ..
ნუ მოუყვებით,
დაე მუდამ ყალბი გეძახონ,
ნუ მოუყვებით,
გულისტკენას მაინც ჯობია...

Posted by: nini gogo 13 Jun 2017, 13:06


ჩემი სიყვარული არავის
ნებდება, თავნებობს ამაყად,
შენ არ მიმატოვო, სხვას არ
შემატოვო, შენ ჩემო პატარავ,
ჩემი სიყვარულით, გიჟმაჟი
ანცობით ერთადერთს ვაგიჟებ,
სადამდეც გამიძლებს, სადამდეც
გამიძლებს, სადამდეც გამიძლებს!

Posted by: Lasha244 13 Jun 2017, 14:41
ასმეცხრედ არ ადგე
მანდ ასმეათედ ვარ ნაგლი
ხდება - ასე ვარ გზა, ფიქრი, დაცემა
და რასაც ხედავ გადაფასდება
ოღონდ შემავსე რა...

Posted by: MyEndy 13 Jun 2017, 16:59
Lასჰა244


smile.gif ..............................................................................................

Posted by: Lasha244 13 Jun 2017, 22:45
შეიძლება ესეცაა, შეიძლება არც არსებობს ადამიანისთვის მეორე ისეთი ადამიანი რომელიც მას ბოლომდე გაუგებს, განკურნავს, თავს ისევ ცოცხლად აგრძნობინებს. რეალურად ყველანი მარტოსულები ვართ მაგრამ განა ჩვენ თვითონ გვესმის ან ვიცნობთ კი საკუთარ თავებს?

Posted by: AMAZONKAA 14 Jun 2017, 12:00
რა მოსაწყენია ქვეყანაზე უაზროდ სიარული და უდაბნოში ვარდის ძებნა sad.gif

ან იქნებ გავყვე ვარსკლავს ზეცაში........

Posted by: Lasha244 15 Jun 2017, 21:49
"მე გაცრეცილი დღიური მაქვს მოგონებად,და ტკბილი წლები გადამექცა ფოტოებად...რადგან არ ვიკადრე გაყიდვა და ორპირობა,რის გამოც მარტო დავრჩი,ამაზე მეცინება..."

Posted by: Lasha244 16 Jun 2017, 23:56
"ძილი კარგია, სიკვდილი უკეთესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს სჯობდა, საერთოდ არ დავბადებულიყავით."

Posted by: MyEndy 16 Jun 2017, 23:59
Lasha244
QUOTE
ძილი კარგია, სიკვდილი უკეთესია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს სჯობდა, საერთოდ არ დავბადებულიყავით


ეხლა ჩაიჭერი...

Posted by: AMAZONKAA 17 Jun 2017, 10:05
ყოველი დილა იმედით მავსებს
და დაღამება იმედებს მიკლავს,
მომწყინდა უკვე გულგრილი ფრაზა:
,,ახალგაზრდა ხარ,ცხოვრება წინ გაქვს.,,....

Posted by: სინიორა 18 Jun 2017, 05:21
მე და შენ

მე პოეტების სევდა ვარ,
ზეცის ნამი ვარ, – ციური,
მე სიყვარულის ელდა ვარ,
თრთოლვა ვარ, ამქვეყნიური.

მე შენი ჩუმი ფიქრი ვარ,
გრძნობა ვარ, ალმოდებული,
მე შენი უჩემობა ვარ, –
ბახუსით გადარეული...

ქალი ვარ, შენგან შექმნილი,
სამოთხე – შენთვის რჩეული,
შენ ჩემი გულის ერთა ხარ,
და ჩემი დღესასწაული!

ნინო მღებრიშვილი


Posted by: AMAZONKAA 18 Jun 2017, 09:04
QUOTE (სინიორა @ 18 Jun 2017, 05:21 )
მე და შენ

მე პოეტების სევდა ვარ,
ზეცის ნამი ვარ, – ციური,
მე სიყვარულის ელდა ვარ,
თრთოლვა ვარ, ამქვეყნიური.

მე შენი ჩუმი ფიქრი ვარ,
გრძნობა ვარ, ალმოდებული,
მე შენი უჩემობა ვარ, –
ბახუსით გადარეული...

ქალი ვარ, შენგან შექმნილი,
სამოთხე – შენთვის რჩეული,
შენ ჩემი გულის ერთა ხარ,
და ჩემი დღესასწაული!

ნინო მღებრიშვილი

კარგია! kiss.gif ))))))))))))))))))))))

Posted by: Re-hanna 18 Jun 2017, 10:37
ღრუბლიან დილას, ნისლიან დილას
ავედი მთაზე.....
მწვერვალს ეხურა ნისლის მანდილი
და. ..ვეცვი ჯვარზე.

ერთ მზიან დილას,ოქროსფერ დილას
შემხვდები გზაზე...
მომწმინდე ცრემლი, გამიშვი ხელი და....



წავალ.....

Posted by: Lasha244 18 Jun 2017, 22:26
რაღა დავწერო,რომ საბოლოოდ შენს სულს შევეხო... შენ არ შეგეძლო ჩემი მოსმენა,შენ არ შეგეძლო....

Posted by: KapitanGrant 19 Jun 2017, 09:28
შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
- სიტკბოებაც აქ არი!
- სიხარულიც აქ არი!
- ბიჭო, მარდად დაჰკარი!
- ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
აჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
- ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!
ლადო ასათიანი 1938

Posted by: Lasha244 19 Jun 2017, 15:14
სტოკჰოლმში,საგიჟეთიდან გამოქცეულ ავადმყოფს მიაგნეს მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით,რომ მან გაჭედილ ავტობუსში,ადგილი დაუთმო ქალს...

Posted by: AMAZONKAA 19 Jun 2017, 16:31
მე მიყვარს, როცა შენ ზღვასთან
დგახარ და ლურჯ ტალღებში ეძებ ქალთევზას.......

smile.gif

Posted by: KapitanGrant 19 Jun 2017, 16:44
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

Posted by: Lasha244 19 Jun 2017, 19:42
წვიმა ხსნაა. ამას ყველა ვერ მიხვდება....

Posted by: Topiary 20 Jun 2017, 20:48
QUOTE (Lasha244 @ 8 Jun 2017, 02:01 )
გუშინ ვინც ჩემს გვერდით იყო, დღეს სხვას უყვება, თუ როგორი ცუდი ვარ...

ხრენოვაა მაგარი

გუშინ რომ მაღმერთებდა


და დღეს ვიღაცა ღლედაქალებს რომ უყვება როგორი ცუდი ვარ givi.gif

ცუდი ბევრი გაგიკეთებია მაგრამ ჩემთვის ცუდი არასდროს არ ყოფილხარ ... დღეს რატომ გაქვს ბოზის სტტატუსი? 2kiss.gif (ლამაზი სიტყვები ვერ გამომივიდა, ზატო გულიდან ამოსული)

Posted by: Promus 20 Jun 2017, 21:01
"მიხარია შენი მოსვლა ძმაო შენ ჩემი უსიტყვოდ გესმის ,ყველაზე დაღვინებული მდიდარი მშვიდი და შეგნებული ხარ "

. მე და ღამე.

Posted by: Lasha244 21 Jun 2017, 15:59
Topiary

ჩვენ არ ვითხოვთ სხვის მკლავებში გადასახვას
პირჯვრის, და თავად ჯვარიც დაგვრქმევია ვიღაცისთვის...

Posted by: nini gogo 22 Jun 2017, 14:05
ერთ წინადადებაში ჩატეული მთელი ისტორია.


“იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი” («For sale: baby shoes, never worn»). ერნესტ ჰემინგუეი


- საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლი მკვლელს.


-გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე.


-ნომერი შეგეშალათ”, – უპასუხა ნაცნობმა ხმამ.


- მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ.


- ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტა დალაქავებულია.



- სახლში ვარდები მივიტანე. გასაღები აღარ მოერგო.


-დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა “ახალდაქორწინებულები”.



- ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.




-ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა



Posted by: MyEndy 23 Jun 2017, 15:30
QUOTE
ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა



......................

Posted by: Rockefeller 23 Jun 2017, 15:40
QUOTE (nini gogo @ 22 Jun 2017, 14:05 )
ერთ წინადადებაში ჩატეული მთელი ისტორია.


“იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი” («For sale: baby shoes, never worn»). ერნესტ ჰემინგუეი


- საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლი მკვლელს.


-გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე.


-ნომერი შეგეშალათ”, – უპასუხა ნაცნობმა ხმამ.


- მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ.


- ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტა დალაქავებულია.



- სახლში ვარდები მივიტანე. გასაღები აღარ მოერგო.


-დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა “ახალდაქორწინებულები”.



- ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.




-ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა

საინტერესო იყო. მელოტი რომ არ ვყოფილიყავი ზოგიერთზე თმები ყალყზეც დამიდგებოდა.

Posted by: MyEndy 23 Jun 2017, 17:52
QUOTE
მელოტი რომ არ ვყოფილიყავი ზოგიერთზე თმები ყალყზეც დამიდგებოდა.


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ალექსანდერ 23 Jun 2017, 17:58
QUOTE
- ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.


sad.gif

Posted by: Lasha244 24 Jun 2017, 01:54
ნეტავ სად იწყება ფიქრთა ხედვა,
ნეტავ რას ნიშნავს დუმილი, როცა სდუმს დედა,
როცა ახალ სიზმრებს უმღერის ნანას
და მოგონების საგიჟეთში ჩუმად გირწევს აკვანს...

Posted by: Dr.Johnstoun 24 Jun 2017, 12:24
QUOTE (Lasha244 @ 24 Jun 2017, 01:54 )
ნეტავ სად იწყება ფიქრთა ხედვა,
ნეტავ რას ნიშნავს დუმილი, როცა სდუმს დედა,
როცა ახალ სიზმრებს უმღერის ნანას
და მოგონების საგიჟეთში ჩუმად გირწევს აკვანს...

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Re-hanna 25 Jun 2017, 00:21
არავის უთხრა შენი სიმართლე,
მაინც იტყვიან, არის სიყალბე.
ან შენს ნააზრევს ვინ დააფასებს?
აგიგორებენ ჭორებს ათასებს...
გამიგონია ბრძენი ხალხისგან,
ნუ დაუყრიო ღორებს ალმასებს.

Posted by: nini gogo 25 Jun 2017, 18:21
„და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.“
----
ოთარ ჭილაძე

Posted by: Lasha244 25 Jun 2017, 21:07
საფიქრალი დღეებია... რაღაცამდე რომ უნდა მიხვიდე, გეჩვენება რომ მიდიხარ, იღლები, ჩერდები, იძინებ... გეღვიძება და ისევ იქ ხარ, საიდანაც დაიწყე... არცერთი ნაბიჯით წინ. დროში გაყინული.
ნაცნობ სახეებს ხედავ. ყველა განსხვავებულია, ქერა, შავგვრემანი... ზოგი პიჯაკს ატარებს, ზოგი ტყავის ქურთუკს. ხვალ რომ ქუჩაში შეგხვდნენ იცი თვალს აარიდებ ზოგიერთს, მათში ისეთებიცაა ვისაც მიესალმები. მხრებს აიჩეჩავ, შენებურად გადაიკისკისებ და გზას განაგრძობ. მაინც არცერთის ნახვა გესიამოვნება. არის რაღაც მათში უსიამოვნო... ნაფტალინის სუნი აქვთ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ წლების მერე, სიბერეში გაგიხარდება მათი დანახვა,ნებისმიერის, რადგან თითოეული შენი ახალგაზრდობაა... გეღიმება...
ერთხელ მიყვარდა... საოცარი გრძნობაა... მაგრამ მგონია რომ აღარ მინდა, ახლა აღარ... არადა ყველა თვალებში მიყურებს. არ შეგიყვარდა? ვერ იპოვნე? იპოვნი? რაღას ელოდები? ვუღიმი...
ყოველ ღამე დილის სხვანაირ დასაწყისს ვგეგმავ... მერე თენდება, მერე მეზარება, მაღვიძარას ვთიშავ, ისევ, ისევ... ვიღვიძებ. ცხოვრება ისეთივეა, როგორიც გუშინ დავტოვე... მერე ისევ მეზარება, მერე ნერვები მღალატობს...
ერთ დღეს ყველაზე მეტად ჩემი თავი რომ გავხდები, როცა არ დამეზარება ჩემი პიროვნების მთელი სიმძიმე ავიტანო, ყველაფერი უფრო მარტივი გახდება.
ახლა მეზარება... ახლა ვწევარ და სახეებს ვახარისხებ... ყველა განსხვავებულია, თავისი ისტორიით, მაგრამ ფასი, ერთი ფასი ადევთ...
ნაფტალინის სუნი აქვს ამ ღამეს...
და მაინც, როგორიც გინდა იყავი, მაინც გამოჩნდება ერთი მართალი,
რომელიც შენს ცოდვებს წამოიყვირებს...

Posted by: Homo_Sapiens14 26 Jun 2017, 08:29
შენ ხარ აბი...
ანტიოქსიდანტი, რომელიც სხვა ყველაფრის ოქსიდაციას აგრესიულად უშლის ხელს..
შენ სეფსისივით მომწამლე და საშველი აღარ არის..
რამდენიც არ უნდა ვცადო, წარმოსახვითი "შენ", რომელიც მკვეთრ ფერებში შემორჩა ჩემს მეხსიერებას, ყველა სხვა კაშკაშა და ნივთიერი სახით არსებულ პიროვნებას ჩრდილავს..
ამის გამო, არაერთი დავაავადე და ისევ მე აღმოვჩნდი დამარცხებული_ უსუსური შენი ჩანაცვლების მცდელობაში.
იცი, რა მძაფრად ვგრძნობ, რომ საშინელი დანაშაული, სისასტიკე და მიუტევებელი ცოდვაა, ერთმანეთის გარეშე რომ ვართ? ამ სიმძაფრეს მხოლოდ ის გაიგებს, ვინც მძიმე ავარიის შემდეგ პალატაში მოვიდა გონს და ღრმა ჭრილობების აუტანელ ტკივილს შემთხვევამდე ბოლო წამის გახსენება კიდევ უფრო უმატებს..
არ მჯერა, რომ იგივეს არ გრძნობ.. ალბათ, არ არსებობს სამყაროში ძალა, რომელიც ამაში დამარწმუნებს.
დროებითი ანესთეზიის ქვეშ ხარ, მაგრამ როცა ძალიან წამოგტკივდები, სხეულიდან გაქცევას ინატრებ..

შენ ახლა აიძულებ საკუთარ თავს, იცხოვრო ზერელედ, მაგრამ ერთხელაც შენი დაგემართება და პურივით მინატრებ, რომლის გარეშეც ვერასდროს დანაყრდები, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს, რომ მიხვდე, უპოვარი არ ხარ..

ჩვენ ერთმანეთით ვსაზრდოობდით და ეს ყველაზე მაგარი კაიფი იყო, ერთგვარი ნირვანა, მეხუთე განზომილება, რომელიც ზუსტად ვიცი, აღარასდროს განგიცდია.
შენ იცი, რომ მხოლოდ მე ძალმიძს შენი სულიერი შრეების შევსება, შენი დალაგება და შეგრძნებების ტრილიონობით ხარისხში აყვანა..
მეც ვარ აბი... რომელიც შენს სულიერ იმუნიტეტს სჭირდება და უალტერნატივოა..
შენ კი.. ისევ, გამეტებით აიძულებ თავს, იყო პრიმიტიული, რადგან გეშინია... მე კი გენდობი და გარწმუნებ, შენი დაგემართება.. შეგაშფოთებს ეს ზედაპირულობა და სიცარიელე...
გაიხსენებ ძველ გრძნობებს, იმ ზვირთებს, შენს კალაპოტს რომ ავსებდა და უდაბნოში მოხეტიალე ბედუინივით მოგინდება, პეშვებით შესვა "წყალი", რომელსაც ჩემი გემო აქვს..

შენ ხარ აბი... და მორჩენილ მარაგს დოზებად ვანაწილებ, რომ გიმყოფინო, სანამ უხვად არ მეყოლები.. ❤

http://www.radikal.ru

Posted by: ikandro 26 Jun 2017, 10:03
ეგეთი ფრაზები ლექსები უფრო თინეიჯერებზე მოქმედებს და მაგის მერე 40 წლის გადაცილებულებზე biggrin.gif

Posted by: AMAZONKAA 26 Jun 2017, 10:11
ikandro
აქ რამ მოგიყვანა შე.დალოცვილო შენა biggrin.gif

Posted by: Rockefeller 26 Jun 2017, 12:09
MyEndy
შენც მელოტი ხარ ბრად? lol.gif

Posted by: საილერი 26 Jun 2017, 12:28
Grow up kids

QUOTE
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები


არა ხონთქარი კიდე facepalm.gif

Posted by: AMAZONKAA 26 Jun 2017, 14:00
ყური დაუგდეთ ტავერნების ალილუიას -
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას,
ჩვენ ვეძებთ მამას მტვრიანი და გრძელი ქუჩებით
და სიგიჟემდე გადაღლილებს ეს უნდა გვეთქვა.

ყური დაუგდეთ პანელების ალილუიას !
უძლური ხმებით ჩურჩულებენ მშიერი ხმები,
ცეცხლოვან ხმლებით მონათლული ჩვენი თაობა
კვლავ შეასრულებს თავის მესას უფალო შენთვის.

ზურა რთველიაშვილი

Posted by: Rockefeller 26 Jun 2017, 14:02
QUOTE (AMAZONKAA @ 26 Jun 2017, 14:00 )

უძლური ხმებით ჩურჩულებენ მშიერი ხმები,

----------------------------
ზურა რთველიაშვილი

facepalm.gif
------------
------------

Posted by: პიანისტი 26 Jun 2017, 14:40
lol.gif lol.gif lol.gif




.....................

Posted by: MyEndy 26 Jun 2017, 14:48
Rockefeller
QUOTE
შენც მელოტი ხარ ბრად? 


კიიიიიიიიიიიიიი sad.gif((((((((((((((((((( :დდდდდ

Posted by: ikandro 26 Jun 2017, 21:55
AMAZONKAA

რვეული აღმოვაჩინე რო ვწერდი ეგეთ რაღაცაებს biggrin.gif

Posted by: AMAZONKAA 26 Jun 2017, 22:43
ikandro
ავტორმაც ალბათ ძველ რვეულში აღმოაჩინა user.gif

Posted by: ikandro 26 Jun 2017, 23:19
AMAZONKAA

ავტორი თვით აღმოჩენაა war.gif

Posted by: Re-hanna 27 Jun 2017, 11:01
რად გიყურებ? სურთ ამ თვალებს უმეცართ
შეგამჩნიონ ნაკლიცა და მშვენებაც....
თორემ თუკი შემიყვარდი უეცრად,
ყველაფერი კარგად მომეჩვნება user.gif

Posted by: საილერი 27 Jun 2017, 11:15
Re-hanna
ფენომენალურია, ბრავისსიმო

user posted image

Posted by: s1lenc3 27 Jun 2017, 11:18
user posted image

Posted by: Rockefeller 27 Jun 2017, 11:18
თვითონაც იცის ვისაც ეძღვნება 2kiss.gif


ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭივით ხარ ჩემთვის
დასუსხული ხელები ხარ ჭინჭრისგან რომ მეწვის
ხალადეცში ჩაყინული ბუზის ფეხები ხარ
ხახვის დიდი ნაჭერი ხარ, ბრინჯის სუპში გდიხარ

იდაყვზე რომ დენი გირტყამს აი ეგ ხარ ჩემთვის
შენ მატლი ხარ ჭიაყელა ძროხის ნეხვს რომ ეტრფის
შენ ხელოსნის დრელის ხმა ხარ დილა უთენია
რუსეთი ხარ სამაჩაბლო რომ დაუთრევია

შუბლზე დიდი მუწუკი ხარ პირადობის სურათში
პრუჟინა ხარ გაწყვეტილი ასიან ნათურაში
ჯარიმა ხარ არასწორი პარკირების გამო
ის კატა ხარ მერცხლის ბარტყის შესანსვლას რომ ლამობს

შეტენილი საგანი ხარ უნივერსიტეტში
მტკივნეული სიცივე ხარ რომ შემოდის ძვლებში
კარგი ფილმის ყურების დროს გათიშვა ხარ დენის
ცხელი ჩაის დალევის დროს დაფუფქვა ხარ ენის

ეკალი ხარ შერჭობილი შავი თვალის გუგაში
გაფუჭებული ყველი ხარ მენახირის გუდაში
შარვლის უკანა ჯიბეში გაჟონილი მელანი
გულის ოპერაციის დროს ექიმი ხარ ელამი

დაღმართში ველოსიპედზე გადამძვრალი ცეპი ხარ
მელოტ თავზე დახურული თოვლიანი კეპი ხარ
საყვარელთან ალერსის დროს კაკუნი ხარ კარზე
ბეწვები ხარ ჩაკუზული მუშის ტრაკის ღარზე

Posted by: Re-hanna 27 Jun 2017, 13:11
იოსებ ნონეშვილმა მიუძღვნა Rockefeller
lol.gif

Posted by: Rockefeller 27 Jun 2017, 13:18
Re-hanna

შენ ვაფშე ვისი ბიჭი ხარ? drug.gif

MyEndy

იციან სასტავმა, ბევრი თმა მაქვს............................. თუ დაგჭირდა მომმართე ბრად idea.gif

Posted by: Re-hanna 10 Jul 2017, 02:35
Rockefeller




: mad.gif mad.gif mad.gif ))))))))))))))))))

Posted by: benito- 18 Jul 2017, 18:05
ხანდახან ასეც ხდება, სხვისი ნამსხვრევი სხვის ნამსხვრევს ანაცვლებს და დროებით ასატანია ყველაფერი...
- ძალიან დავიღალე; უვარგისობის განცდამ გამომღრღნა.
- მეც.
- როდემდე ?
- სანამ არ მოვკვდებით,მაგრამ ჰეი, დრო გარბის...მალე აღარ ვიქნებით, მანამდე კი...მანამდე უნდა ვიყოთ.
- თავი მომბეზრდა...
- ვერ ვიტან ადამიანებს...ვერ ვიტან რა, ვერ ვეგუები...
- ვიცი, მერე ?
- შენ კიდევ გიტან. ხანდახან მენატრები კიდეც. არ ხარ მოსაბეზრებელი. სულაც არა.
სიჩუმე...
- ძალიან ცხელა.
- რას უსმენ?
- მართალი ხარ. გამოვრთავ.
- იცოდე ხვალამდე!
- ვიცი, ხვალამდე!

Posted by: Lasha244 19 Jul 2017, 16:24
ჩემი დაკარგვა,საკუთარ თავს არ აპატიო...

Posted by: AMAZONKAA 19 Jul 2017, 19:06
ქალი------------------------------------------------------------------------------------------------------ქალია კაცის მშვენება,
ქალია კაცის სირცხვილი,
ქალია ბედნიერება,
ქალია ტანჯვა ტკივილი.
------------------------------
ქალს უყვარს კაცის ფერება
ქალია ფიქრი და ღელვა,
ქალს შეუძლია შენება
და ამავე დროს დანგრევა.
---------------------------------
ქალს გააჩნია უნარი,
რომ იყოს დედა მშობელი,
ქალი არსებობს უქნარი,
ქალი არსებობს მშრომელი.
---------------------------------
ქალია კაცის მათრობი,
ქალია გულთა მბყრობელი,
ქალია სულის მნათობი,
ქალია ნატვრის მქსოველი.
-----------------------------------
ქალია ტკბილი სურნელი,
ქალია ნაზი ბუნება,
ქალია დარდი უშლელი,
ქალია კაცის ცდუნება.
----------------------------

Posted by: Lasha244 27 Jul 2017, 22:12
...მაგრამ ვერასოდეს მოიშორებ გრძნობას,რომელიც ღრმად გაქვს გამჯდარი ვენებში...

Posted by: სინიორა 3 Aug 2017, 18:50
user posted image

გაბრაზებული ლექსი

ნუ აკაკუნებ ჩემს კარებზე, კარს არ გაგიღებ,
ჟამთასვლამ შენი დამანახა ნამდვილი სახე,
მთელი ცხოვრება შენზე დარდი გულში ტიროდა,
წადი! მომშორდი! შეიყვარე, სხვა ქალი ნახე!

ყველა ტკივილი შენგან მტკივა, შენგან მცნობია,
ამ ცალი უღლის სიმძიმეც ხომ შენ მისახსოვრე,
ვერ მაპატიე ერთი ვაშლის დაგემოვნება,
და ცხოვრებასთან, – ამ ურჩხულთან მარტო დამტოვე...

და ახლა ისევ... ისევ დგახარ ჩემი სარკმლის წინ,
რადგანაც თურმე მე ვყოფილვარ სიცოცხლე, – ქალი!
და ნიავს მოაქვს ჩემთან შენი ჩუმი ჩურჩული:
"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი..."

ნინო მღებრიშვილი


Posted by: nini gogo 6 Aug 2017, 14:10
მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!
მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით.
ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელად,
თავს მით შემოგწირავ მის სამარებით.

როს ვარდი მიშალე და მანდარია,
ოხვრიდი, სწვამდი ბულბულს, და მან დარია;
მკლამს ჩემი სალბუნი და მუნ დარია,
ნუ მწყლავ, ნუ განმაგდებ სხვისა მარებით!

Posted by: Spacey 10 Aug 2017, 00:15
იცი ახლა რას ვნატრობ? რას განვიცდი? რამინდა? ამ ფურცელზე გრძნობები დავანთხიო კალმიდან, შევერიო ჭაღარად წლებს უმიზნო წამებზე, შენი წმინდა თვალებით ვიპაექრო ღამეზე. სისხლის წვეთად დავიქცე გადაჭრილი ვენიდან სუნთქვა ქარს გავატანო ჩაძირული ვენიდან, მოგიპარო სამყაროს გადამტვრეულ ღერძიდან, ვიცი გულის სიღრმეში ეს სიგიჟე შენც გინდა. მზის მცხუნვარე სხივებით შენს აივანს დავხედო, მოისვენე,ნუ ბორგავ,რა გჭირს გულო თავხედო. ოცნებები გავქურდოთ,შევიშალოთ ორთავე, ცაში ღმერთი ჯვარს დაგვწერს,ვარსკვლავებით მოგვრთავენ. გულში შემოგიერთებ,თეთრ ღრუბლებში გაგახვევ, ამ გულს ამოვიგლეჯ და როგორ ფეთქავს განახებ. გალაკტიონს წავართმევ შექმნილ მითებს მერიდან, ლეგენდები ივლიან ჩვენზე ამიერიდან. დაგიტოვებ სამოთხეს,ირგვლივ შავთეთრ ზეფირებს, სულში შემოგისუნთქავ,კოცნად დაგიზეპირებ. მერე განერვიულებ,ნერვებადაც დაგწყდები, მზერად შემოგიჩემებ,ღიმილით რომ გაცვდები. წუთებს შეგისისხლხორცებ,დაგთენდე და დაგღამდე, გიერთგულებ უმიზნოდ,სხეულს სულის დაღლამდე. იცი?როგორ მწყურიხარ?როგორ მინდა დაგლიო, ვნებებს სილა გავაწნათ,შევაბერდეთ ალიონს. კმარა, დარდზე წუწუნი,მონატრებას გავექცეთ, უკვდავების ძებნაში გაგითბობდი სარეცელს. დაგიკოცნი სიმორცხვეს,გოგოვ შენი კვნესამე, თორმეტ მოციქულთაგან,ვიქნებოდი მესამე. რატომ?შენ რომ გესწავლა მზერა ამპარტავნული, შენი უცოდინრობით ვიქნებოდი სწავლული. გავტკეპნიდით საფლავებს,სადაც ზიზღი მარხია რადგან ეს სიყვარული ყველას დასანახია. შევძრათ ღამის სისველე,დრამატიზმის,ტრაგიკის, ასე შემომჩემდი და გიჟი რომ ვარ რა გიკვირს. ჩავკლათ დროის შეგრძნება,საათებს რომ გვითვლიან, მერე მარტო დაგტოვებ,სიმარტოვეც მითია. თვალებით რომ მეძებო,მზერით გაეჭვიანო, მზე რომ მათბობს გეწყინოს,უჩემობა ინანო. შემოგაცმევ სიყვარულს,შვლის ნუკრივით გათოშილს, გაბუტული ტუჩებით შემოგიდნობ ტანგოში. წრფელი ფანტაზიებით ხედავ სად ვარ სადამდე, ამ ოცნების თუ გჯერა,ახდა მაშასადამე. იცი ახლა რას ვნატრობ?რას განვიცდი?რა მინდა? ეს ნაწერი ძვირფასო წაგიკითხო თავიდან.

ლაშა მაზანაშვილი

Posted by: Re-hanna 10 Aug 2017, 10:02
მოღალატე...... მოღალატე....
მშვიდად როგორ გძინავს ღამე sad.gif

Posted by: nin777 17 Aug 2017, 12:09
მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა,რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მე მჯერა სასწაულების.
მაკიაჟს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იგი შინაგან სიმახინჯეს ვერ დამალავს
მიმზიდველი ტუჩებისათვის, საჭიროა, მხოლოდ კარგზე ისაუბროთ.
ლამაზი თვალებისათვის,საჭიროა, ეძებოთ კარგი ადამიანები.
უნაკლო ფიგურისათვის, საჭიროა, გაუნაწილოთ ღარიბებს საკვები.
მშვენიერი თმებისათვის, საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც მისცეთ ნება ბავშვებს შეეხონ მათ.
წონასწორობისათვის,საჭიროა, ცოდნით იაროთ. თანაც არასდროს მოგიწევთ მარტო სიარული.
ადამიანები საგნები არ არიან და მათ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ შეიცვალონ. არასდროს არაფერზე და არავისზე ჩაიქნიოთ ხელი.
როდესაც გაიზრდებით აღმოაჩენთ, რომ ორი ხელი გაქვთ: ერთი იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაეხმაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ სხვებს გაუწიოთ დახმარება..
ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არ მის უნაკლო ფიგურასა და ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს.
და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება..

Posted by: maiako_mao 18 Aug 2017, 13:23
ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორ ნადირობს ჩემზე
კაცი, რომელიც მიყვარს.
ნადირობა იქნება შემოდგომაზე,
მდინარის ნაპირას, თენებისას, ჭალაში.
შემთხვევის ადგილზე იქნებიან ქვები, ხეები და ჩიტები.
კაცი დადგება სახით აღმოსავლეთისკენ,
შემომხედავს და თოფს მხარზე მიიბჯენს.
თოფის ლულიდან გამოფრინდებიან ყვავები.
მე ვიდგები მდინარისკენ ზურგით,
ხელებჩამოშვებული.
თვალებს არ დავხუჭავ.
კაცი დაიწყებს სროლას და რიგრიგობით მოვლენ ხეები,
გადამეფარებიან.
რიგრიგობით დაეცემიან მიწაზე.
- მიყვარხარ, – მეტყვის და მესვრის,
- მიყვარხარ, – მეტყვის და მოკვდება კიდევ ერთი ხე.
მზის ამოსვლისთვის ყველა ხე მოკვდება.
მზე ამოვა მდინარიდან, მზე ამოვა ჩემი ზურგიდან.
აფრინდებიან ფასკუნჯები თოფის ლულიდან.
მესვრის.
ვერ მოვასწრებ ხელების გაშლას, დავეცემი.
ხეებს არ დასცვივდებათ ფოთლები სიკვდილისას,
ფოთლები დამცვივდება მე.

მიწა იქნება ხავსიანი და სველი, ხეების სისხლით გაჟღენთილი.
კაცი მოვა და დამხედავს და თოფს გაიდებს მხარზე.
თოფის ლულიდან აფრინდებიან ჩემი სისხლიანი ფოთლები.
მოფრინდებიან ფასკუნჯები
და ღია ტუჩებზე დამაფარებენ ფრთებს.
მიწაზე გაწოლილი მკვდარი ხეები გამოაცოცებენ ტოტებს.
- კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – მეტყვიან ხეები.
კაცი წავა და აფრინდებიან მისი ზურგიდან
ჩემი თვალები.

ასეა, გოგო.
ასეა. როცა ისინი მიდიან,
მინდორი სავსეა მკვდარი ხეებით და ჩვენი ხელებით,
მათი წასვლისას რომ ვერ გავშალეთ.
ასეა. როცა ისინი მიდიან,
გვირჩევნია, არ დაგვიტოვონ სიტყვები -
სიჩუმეს უფრო ვიმახსოვრებთ.
გვირჩევნია, არ დაგვიტოვონ თვალები -
ჩვენ მაინც ზურგებს ვიმახსოვრებთ.
და ნუ ექნებათ ჩვენთვის ყვავილები,
ჩვენ თოფებს ვიმახსოვრებთ
და თოფის ლულებიდან აფრენილ ყვავებს.

ასეა, გოგო. მთავარია, თოფის ხმა არავინ გაიგონოს.

და მათი წასვლის შემდეგ
ჩვენ ვდგებით მიწიდან
და შემოდგომას ვასეირნებთ ქუჩებში.
ამოგვყავს მზე მდინარიდან და ჩვენი ზურგები,
ხელდაუწყობელი ზურგები ამოგვყავს მდინარიდან.
ვიყურებით ცარიელ ცაში,
ვეძახით ფასკუნჯებს
და საკუთარ გაცვეთილ ფრთებს ვიფარებთ ტუჩებზე:
არავინ გაიგონოს, გოგო.

არავინ გაიგონოს, გოგო, მაგრამ შენ ეს უნდა იცოდე:
ყოველთვის, როცა შემოდგომა დგება,
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც დადის
და ხეებს ხოცავს სანადირო თოფით.
ყველა ხის უკან მე ვდგავარ და ვკვდები.
- კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – ამბობენ ხეები სიკვდილისას.
- კარგად უნდა ვიყოთ, გოგო, – ვამბობ მე ყველა სიკვდილისას.

ხომ გესმის, გოგო,
ამას ისე ვამბობ,
თითქოს ტუჩებზე ანგელოზები მაფარებდნენ ფრთებს.
კარგად უნდა ვიყოთ, გოგო,
კარგად უნდა ვიყოთ, რადგან
ხეებს არ სცვივათ ფოთლები სიკვდილისას,
ფოთლები გვცვივა ჩვენ.



ლია ლიქოკელი

Posted by: სინიორა 18 Aug 2017, 19:17
ნეტავ...

ნეტავ ჩიტის ენა მომცა,
გიგალობებ ყოველ დილით,
მზე ვიყო, რომ, შენს სახეზე
თამაშობდეს ჩემი სხივი.

წყაროდ ვიქცე, რათა მწყურვალს,
ჩემი პეშვით გასვა წყალი,
იქნებ ვიყო სხვისი ცოლი,
გამოგექცეს ჩემსკენ თვალი.

მსურს ნიავად ვიქცე, რადგან,
მოგეფერო ჩუმად, ჩუმად...
ის ჰაერი ვიყო, ჩემო,
ყოველ წუთას შენ რომ სუნთქავ!

იქნებ ვიქცე იმ გვირილად,
ვისაც ანდობ სატრფოს სახელს,
მსურს, რომ ვიყო მე ის ქალი,
ვინც შენ წუხელ სიზმრად ნახე...

ვიყო ქალი, ვინც შენ გიყვარს,
მკერდზე შენი ცრემლის ღილით,
ნეტავ ჩიტის ენა მომცა,
გიგალობებ ყოველ დილით!

ნინო მღებრიშვილი


Posted by: nini gogo 21 Aug 2017, 14:18
ბალახი ამოვიდა
და ერთმანეთი
უფრო მოეწონათ
ჩრდილსა და სინათლეს.


ვაჟა ხორნაული

Posted by: klubnika 24 Aug 2017, 10:02
როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან,
წამოვა წვიმა, ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები,
შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და
ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები.

Posted by: nini gogo 29 Aug 2017, 18:26
წუთი



მარტო ვიყავი

და არავინ მიყურებდა,

არც სარკე მედგა წინ,

რომ შემეხედა

და ჩემი სახე დამემახსოვრებინა.

არადა, ღირდა!..



მარტო ვიყავი,

მაგრამ შენ ხომ მაინც მხედავდი,

ღმერთო ! -

იმ წუთას ხომ შენ მაინც მხედავდი ?



როგორი აღარ გინახივარ:

მშვიდიც, კარგიც და ნირწამხდარიც;

აუტანელიც, საზიზღარიც და სასაცილოც

და, ვინ იცის,

ჩემზე რა არ გიფიქრია,

და, ვინ იცის,

მე როდის რას ვიმსახურებდი.



მაგრამ, უფალო,

გთხოვ, გადადე სხვა სურათები

და ასეთი დამიმახსოვრე:



როდესაც მე მარტო ვიყავი

და ახლადმიღებულ წერილს ვკითხულობდი -

ხელში ორადგაკეცილი ფურცელი მეჭირა;



თვალებზე ცრემლები მადგა

და სახეზე მეწერა:

გაოცება, სიხარული, მადლიერება

და თვითონ მეც

ალბათ სინათლეს ვასხივებდი

ოთხივე მხარეს.

Posted by: AMAZONKAA 1 Sep 2017, 02:38
შემოდგომა დადგა და
ხეს ფოთლები დასცვივდა.
მარტო ვდგაარ ქუჩაში
და... უეცრად გაწვიმდა.

rolleyes.gif

Posted by: levaa 8 Sep 2017, 12:47
პახმელია მაქვს მაგარი
მეზობელი მყავს ავჩარკა
გუშინ მესიზმრა ჭადარი
მიპატარავდება შარვალი თანდათან

მომწონს მეზობლის საწოლი
ხაში კაია დილიდან
ვცდილობდი ჯორკო შემექმნა
და ბავშვი გამომივიდა

კაია Barry White
კიტრი,ბოლოკიც მიზიდავს
ნასკით აივსო ბაითი
ვგიჟდები მეზობლის ბიჭი მგავს

შიშველი მძინავს ლოგინში
ქოთნის ლობიოს გიჟი ვარ
ჩემს მეზობლებთან ბოდიში
გაზები მაწუხებს ჩემს გასაჭირშივარ

საპოჟნიკი ვარ ბუნებით
შემოსასვლელში კარია
სულ ლოთები მყავს სტუმრები
ბარიგას ვიცნობ ჩემი რძალია

მარცხენა ფეხი ფართე მაქვს
გუშინ სპილენძი გაძვირდა
მაგრად მისწორებს მიწისძვრა
გარდამეცვალა მამიდა..

ნასკებს ვაყუდებ კუთხეში
კაცი ბოლომდე ღიპი ვარ
ცოლის მხარე მყავს დუშეთში
კედლის ფოტოზე დინჯი ვარ

კურდღლის ნახარში კაია
საპონი გაძვირდა არვიბან
კარს რომ კნოპკააქვს ზარია
ზალაში ძილი არმინდა

Posted by: Lasha244 10 Sep 2017, 12:12
დაჰქრიან უდაბნოს ქარები, მტანჯავენ და ვიცი - გახსოვარ....

გალა love.gif

Posted by: nini gogo 17 Sep 2017, 16:28
წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.

მარიამ კოზმანაშვილი

Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 19:42
საოცარია, მისი ტკივილი უფრო მაგიჟებს, ვიდრე ჩემი... მე ხომ ვიცი,როგორია როდესაც გულზე ლოდებს დაგაწყობენ...

Posted by: Re-hanna 21 Sep 2017, 21:08
არ გამიღიმო, თორემ იმედი
ჩამესახება კვლავ.......
შენი თვალები,ირმის.სადარი
მაწვალებს, მათბობს, მკლავს.

Posted by: Ambitious_Person 22 Sep 2017, 17:24
მე ვიტყვი ლამაზ სიტყვებს

F*ck Love and Feelings in this F*cking world
)))

Posted by: AMAZONKAA 26 Sep 2017, 19:03
მე შენთვის ვეძებ უსიტყვო სიტყვას -
ხომ არის სადღაც უფერო ფერი,
არ მინდა იგი რომ სხვისგან ითქვას,
არ მინდა რომ სხვამ შეახოს ხელი.

ამიტომ,როცა არაფერს ვამბობ
შენც დაიმორცხვე და ჩუმად იყავ,
თუ უიმედო იმედიც გვათბობს,
გაიგე ჩემი უსიტყვო სიტყვა.

Posted by: whateverr 29 Sep 2017, 12:01
უკვე წლებია
ნოემბერსაც ცალ-ცალკე ვხვდებით
და სულერთია,
რა იქნება დეკემბრის ბოლოს..





Posted by: Re-hanna 4 Oct 2017, 07:29
* * * * * * * * *

ზღვასთან იდგა ფეხშიშველი გოგო,
კაბის კალთას უსველებდა ტალღა.
უძინარი, გაცრეცილი სახით
მარმარილოს ქანდაკებას გავდა.

ზღვაზე შტორმი ჩამცხრალიყო,
დილის ნისლიც გამქრალიყო...
ზღვასთან იდგა მარმარილოს გოგო,
სადღაც კრთოდა მარტოსული აფრა.

Posted by: ladylike 4 Oct 2017, 07:54


ეს მოხდა ზღვის პირას, ერთ დიდ სამეფოში,
დიდი ხნის, დიდი ხნის წინ,
იქ ერთი ქალწული ცხოვრობდა, რომელსაც
ეძახდნენ ანაბელ ლის...

Posted by: Re-hanna 13 Oct 2017, 19:01
არ გავათენებ ღამეებს თეთრად,
ცრემლს არ ვაგროვებ მარგალიტებად,
არც მოთმინების ძაფზე ავასხავ
და აღარც შევკრავ სევდის მძივებად.



ვიზრდებით, ვიცვლებით და სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავთ....

smile.gif

Posted by: ladylike 15 Oct 2017, 15:08
როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ
და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან...



Posted by: პიანისტი 15 Oct 2017, 23:09
user posted image


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: sopo_sopooo 15 Oct 2017, 23:31
QUOTE (პიანისტი @ 15 Oct 2017, 23:09 )



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ნუთუ ასე გაქვავდა გული

ან ასე დავბერდი


biggrin.gif

Posted by: AMAZONKAA 15 Oct 2017, 23:37
ზღვისფერი გაქვს თვალები და.....

უი, არა.მგონი მწვანე თვალები. გაქვს smile.gif

Posted by: პიანისტი 16 Oct 2017, 00:22
sopo_sopooo
user posted image

biggrin.gif lol.gif

Posted by: BESTER 18 Oct 2017, 12:17
..............................................................................................................................................
* * *
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.
მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება.
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე
არა და არა, არ დავირცხვენდი.
ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის... თავდავიწყებით...
ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი...
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა
შიში, ცახცახი და ფორიაქი...

Posted by: ladylike 18 Oct 2017, 12:59
სულ მინდა შენზე ისე ვწერო,
თითქოს არსებობ.
და ყოველთვის ისე გამომდის,
თითქოს თვითონ გამოგიგონე...




chups.gif

Posted by: BESTER 18 Oct 2017, 13:08
QUOTE
სულ მინდა შენზე ისე ვწერო,თითქოს არსებობ.


Posted by: BESTER 20 Oct 2017, 12:34
sopo_sopooo
QUOTE
ნუთუ ასე გაქვავდა გული ან ასე დავბერდი

თუ გულქვობას გრძნობ, გამოდის არ დაბერებულხარ, რადგან სიბერემ სენტიმეტები იცის :დდდდ

შენმა და პიანისტის პოსტმა მოწყენილი დილა გამიმხიარულა :დდდდდდდ
QUOTE
ეს თემა მამხიარულებს 



პ.ს. მომწონს ეს თემა
* * *
ladylike
QUOTE
სულ მინდა შენზე ისე ვწერო,თითქოს არსებობ.და ყოველთვის ისე გამომდის,თითქოს თვითონ გამოგიგონე...

შენ გეკუთვნის თუ ამონარიდია?
* * *

Posted by: sopo_sopooo 20 Oct 2017, 14:36
BESTER

აგაშენა ღმერთმა biggrin.gif

Posted by: ladylike 20 Oct 2017, 17:13
BESTER

ჩემი არაა, რატიანისაა...

Posted by: Re-hanna 26 Oct 2017, 03:16
Hold fast to dreams
For if dreams die,
Life is a broken-winged bird
That cannot fly.

Hold fast to dreams
For when dreams go,
Life is a barren field
Frozen with snow.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * *



Posted by: Lasha244 26 Oct 2017, 11:07
იქნებ, შეცდომას პატიება მოსდევს მაგრამ....
რით გააცოცხლებ სულში მწუხარე ქარებს?...

Posted by: Re-hanna 29 Oct 2017, 03:21
We started here together
And now we,re leaving the same way.
The funny thing is you never appreciate
What you had yesterday,
Untill it is gone today.

Posted by: Mopirmkrtalo 30 Oct 2017, 22:23
გახსოვდეს,ფასი არ აქვს მარგალიტებს,დაყრილს ღორთა წინ...

Posted by: Re-hanna 31 Oct 2017, 02:11
Margaritas ante porkos!!!

+++++++++++++++++++++++

Posted by: maiako_mao 6 Nov 2017, 23:25
შენ ნუ გგონია,
რამეს ვდარდობ,
რამეს მივტირი,
ნურც იმას ფიქრობ,
უზენაესს რამეს შევუთქვამ, _
მე მიჭირს
შენთან გაშორება,
თორემ სიკვდილი?
სიკვდილი რაა –
სულის გაყრა
ცოდვილ სხეულთან.

Posted by: gurabe 10 Nov 2017, 22:56
....ჩემსავით არავის უყვარხარ ამ ქვეყნად,
მე გისმენ, გიგებ და ზოგჯერაც გითმობ,
შენი ახირება, შენი ხასიათი ოოო, როგორ შევისწავლე-
ვიცი და გიცნობ!!!!გიცნობ და ჩემი ხაააააარ...
მიყვარხარ მრავალგზის,შენი ამოსუნთქვა, ხელების სითბო,
გულზე დავიფინე-ფერებად,შვებად და
შენს გარდა ვერავის, ვერაფერს ვფიქრობ......

Posted by: Ambitious_Person 10 Nov 2017, 23:39
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს



ცხოვრება გვაძლევს არჩევანს კურდღლები არ ვიყოთ ?!

Posted by: marituna 10 Nov 2017, 23:49
აქ შეყვარებულები პოსტავთ?

Ambitious_Person
თევზი ხომ არ ხარ ზოდიაქოთი ან მთვარე თევზი?



Posted by: Ambitious_Person 10 Nov 2017, 23:57
marituna
არა მაისის კურო ვარ biggrin.gif




რატო მკითხე biggrin.gif


QUOTE
აქ შეყვარებულები პოსტავთ?

მე არა , მაგრამ მგონია მეოცნებე მგრძნობიარეები პოსტავენ biggrin.gif


Posted by: marituna 11 Nov 2017, 00:01
Ambitious_Person
დაწერე დაბ.თარიღი.






Posted by: Ambitious_Person 11 Nov 2017, 00:14
QUOTE
თითქოს ყველაფერი გაქვს და უკმაყოფილო ხარ მაინც :/

კი წუწუნა ვარ sad.gif
თითქოს სამყარო ვალდებულია მეტი მომცეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: marituna 11 Nov 2017, 00:16
Ambitious_Person
მხოლოდ წელი არ კმარა smile.gif თვე, რიცხვი, საათიც smile.gif))


Posted by: manchesterisfani 11 Nov 2017, 15:34
მიუხედავად იმისა რომ ლექსებიც ვიცი მე ჩემს ნამდვილ ამბავს დავწერ.
მე უიმედოდ ვარ შეყვარებული უკვე წლებია. 6 წელია ის სხვაგან ცხოვრობს მაგრამ ექვსი წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა რომ მისი სურათისთვის არ შემეხედოს. ერთი დღე და ღამე არ ყოფილა მასზე რომ რომ არ მეფიქროს.

ის ჩემი ენერგიაა, ჩემი ცხოვრების ძალაა და მთავარი მოტივატორი. ბევრჯერ ვყოფილვარ თვითმკვლელობის ზღვარზე მაგრამ სულ მისი სახე მიდგებოდა თვალწინ და მის გამო ახალი ენერგიით ვივსებოდი.

თუმცა ისიც ვიცი რომ ჩვენი ერთადყოფნის შანსი 0 პროცენტიც არ არის არამედ -1 პროცენტია.

მას მინდა ვუთხრა მიყვარხარ და სულ ასე იქნება. შეიძლება მე სხვა ვინმე ოდესმე შევირთო ცოლად მაგრამ ის ისე არ მეყვარება როგორც შენ.

Posted by: Parabola 11 Nov 2017, 17:18
manchesterisfani

drug.gif
რა უცნაურია
აი რითი იკვებები? სურათით?
იმან იცის ასე რომ ხარ ?

Posted by: manchesterisfani 11 Nov 2017, 17:39
QUOTE (Parabola @ 11 Nov 2017, 17:18 )
manchesterisfani

drug.gif
რა უცნაურია
აი რითი იკვებები? სურათით?
იმან იცის ასე რომ ხარ ?

იცის, მაგრამ არ ვუყვარვარ და რას ვიზამ. თავს ზემოთ ძალა არ არის.

მის დავიწყებას ვცდილობ ხან ჩემი სამსახურის სამუშაოში, ჩავეფლები,ხან სხვა რამეზე გადავიტან ხოლმე ყურადღებას,ხან რა და ხან რა მაგრამ რამდენიმე წამის მერე ვხვდები რომ თავს ვიტყუებ და რომ მაინც მასზე ვფიქრობ.

თავიდან მეცინებოდა მეგონა რომ პროსტა მომწონდა მაგრამ თურმე მართლა შემიყვარდა,


Posted by: Ambitious_Person 11 Nov 2017, 19:23
manchesterisfani
ჩემს რჩევად დაეჯერება რადგან 4 წელი მეც დაახლოებით ასე მიყვარდა
17 დან 21 მდე

მაგრამ "მიყვარდა " კი არა საკუთარი თავი მძულდა

საკუტარი ტავის სიძულვილის შესანიღბად ამბობ რომ ის გიყვარს


სიყვარული ემოციაა და როცა დადებითი ემოციებით იკვებება მაშინ ცოცხლობს .
90 % მინიმუმ ვიცი ხვალ რომ მაგ გოგომ მოგწეროს და გაჩნდეს შანსები მალევე სხვას მოძებნი ვის სურათსაც დააშტერდები


Posted by: ladylike 12 Nov 2017, 05:47

ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული...

Posted by: GEORGEXIII 12 Nov 2017, 09:11
Sms-ფობია რომ იყო მაშინ გამოგვადგებოდა ეს თემა

Posted by: Lasha244 13 Nov 2017, 14:03
შენნს ვნებაგამოცლილ თვალებში,სევდა მხოლოდ დასაწყისია...

love.gif

Posted by: Ambitious_Person 13 Nov 2017, 16:34
მინდა დილით რომ გავიღვიძო აღმოვაჩინო რომ მარტო არ ვარ ,თავი ჩემს გულმკერდზე უდევს და მის სუნთქვას ვგძნობ რომლის რიტმიც აყოლილია ჩემს სუნთქვას.\
თმები ფრთხილად გადავუწიო და კისერთან ყელში ვაკოცო...ამ დროს კი შემკრთალი უფრო მაგრად მომეკრას



არ ვიცი ის ქერა იქნება,შაგვრემანი, პუტკუნა, გამხდარი, იურისტი, ფინანსისტი, ვეგეტარიანელი თუ ვინ მაგრამ მინდა ის იყოს ვისთანაც ეს შეგრძნება მინდა



რას იტყვით არის მგრძნობიარე პოსტი?

Posted by: ukrainka 13 Nov 2017, 19:58
"შენ გძინავს,
მე კი სიბნელეს ვითვლი,
და ჯერ არ ნახულ კოშმარებს ვთარსავ...
სევდაა ჩემი ცხოვრების ბირთვი,
წვიმა კი ჩვენი ოთახის გარსი...
მშრალ ბაგეებზე მალაგებ თითებს
და უსმენ გულით უხმო ეტიუდს...
და შენთვის მიგაქვს მთელი ის ტვირთი,
რომელიც ჩემში არ დაეტია."
ნიკოლოზ ხახუტაშვილი


"მე ვგრძნობ,რომ ჩვენში რაღაც დამთავრდა
და სამი დღეა ვსვამ მიყოლებით,
ანუ იქიდან–სანამ მყავხარ და
იქამდე–სანამ არ მეყოლები."









„შენი სიყვარული გადამდებია -
გადასდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს.“
.
სიცივე
არც ტერფებიდან,
არც თითებიდან -
ყოველთვის მუხლებიდან იწყება.
.
წლების წინ, სკოლაში,
ქართულის გაკვეთილზე, მითხრეს -
ორმოცი წლის კაცივით აზროვნებ-ო.
.
ასაკი, ჩვეულებრივ, ოცი წლის ბიჭის მაქვს...
სახესაც არა უშავს... მაგრამ ძვლები...
ძვლები მეშლება 80 წლის მოხუცივით.
მეუბნებიან კალცის ნაკლებობის ბრალიაო -
მე კი ვიცი, რომ გულის ბრალია.
.
წესით ცხოვრებით უნდა ვტკბებოდე...
რომელი წესით არ ვიცი, მაგრამ ასე ამბობენ...
ჩემთვის ცხოვრება ერთი დიდი სანეხვეა,
რომლის ლოკვითაც მხოლოდ ღორი თუ დატკბება...
(ხდება ხოლმე - მეც ვღორდები...)
.
ისე კი, ჩვეულებრივი ხევსური ვარ -
მთელი თავისი უარყოფითი პლიუსებით.
ქალში ყველაზე მეტად სიყვარულს ვაფასებ,
მაგრამ "კუხნაში" ტრიალი მაინც უნდა ეხერხებოდეს
და გაუკვირდეს, პირველღამეს, როცა ვეტყვი, რომ
წეროები ჩვეულებრივი ფრინველები არიან -
ქაღალდის თვითმფრინავებივით
რომ გვახსენებენ ბავშვობას.
.
მე მართლა მაგრად მენატრება ჩემი ბავშვობა.
დრო, როცა ყველაზე მეტად გაზრდა მინდოდა -
სასაცილოა.
ადამიანი ყოველთვის იმას ელტვის, იმას ოცნებობს,
რაც არ აქვვს, რაც შეუძლებელია, აბსურდულია...
მაგალითად ათეისტებიც გამოდგებიან.
და პოეტები...
და მე და შენ...
.
დღევანდელ ქრისტიანებს
მხოლოდ ის აკავშირებთ ქრისტესთან,
რომ ყოველდღიურად ღალატობენ...
ყველა ხომ თავის საყვარელ წიგნს ირჩევს -
საყვარელ სახეს...
მათაც პეტრე და იუდა აირჩიეს მოციქულთაგან.
.
ერთხელ, ტაძარში, მსახურებისას, წყალი მთხოვეს -
ნათლისღება იყო და წინ მხოლოდ ნაკურთხი აიაზმა მედგა -
კურთხევა მქონდა, რომ არავისთვის მიმეცა ლოცვის დამთავრებამდე -
ერთი პირობა უარის თქმა დავაპირე -
მთელ სხეულში დაიკივლა რაღაც არსებამ.
ძალიან მომინდა სტიქრის გახდა და იქიდან გაქცევა...
მერე ძალა მოვიკრიბე და დავარღვიე მოძღვრის კურთხევა -
ქრისტეს კურთხევის შესასრულებლად.
ეამა მოყვასს...
ვინ იცის იქნებ ქრისტეც იყო...
.
რა კავშირი აქვს ხარისხებსა და შესამოსელს -
სიყვარულის მსახურებასთან?
არანაირი.
.
თუ ერთმანეთს ვერ ვიწამებთ - ღმერთს მითუმეტეს...
.
ეკლესიაში სიარული არაფერს ცვლის
თუ გესლს გველივით ქვაზე ტოვებ,
რომ იქიდან გამოსულმა უკან
ჩაისხა.
.
ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს - სხვა არაფერი.
სხვა ყველაფერი ნაგავია - ამაოა, ვით ქარის დევნა.
.
სიყვარულია ერთადერთი გამოსავალი -
ერთადერთი ამოსავალი წერტილი ჩვენი ერთობის.
თორრნიკე ნაროზაული


შენი არ ესმით, იბრუნე მკერდი.
ენა შეცვალე - შრიფტი და ალტი.
ყველა ენაზე საუბრობს ღმერთი,
ვერც ერთ ენაზე გებულობს ხალხი.
ალექსანდრე შურღაია !






წვიმს,
ბანალურად ვამთავრებ ამ სტროფს,
რადგან ვერ ვარჩევ თემას საუბრის!
ზოგი პოეტად გაჩენას ნატრობს,
ზოგიც პოეტად სიკვდილს გაურბის!
\\ნიკოლოზ ხახუტაშვილი\\




ერთგულების იმპლანტები
ეხლა ისე მაგრად მენატრები,
ხელაღებით უნდა მაპატიო
ჩემი ერთგულების იმპლანტები,
რადგან „კაცი ვარ“ და გამართლება
(თვალებში შეყრილი ნაცარივით)
პროვინციალიზმის დეფექტია.
რაღაც უცნაური მემართება...
ვნების (სისხლ ახსნილი) აპათია
ისე გაურკვევლად ინმარტება,
როგორც ღმერთის
ან სიკვდილის განმარტება.
ცა კი ფოტოშოპის ეფექტივით
სისხლიანია და დახეული...
ვერც მე მივაჭედე სახელური
სულს, რომ გამოაღო კარებივით,
ადგე, შენც ჩემსავით გახევსურდე
და მზეს მიაცალო კარაბინი.
ვიღაც მეაქლემე არაბივით,
ფილტვებს ნიკოტინი არ აბოლო.
ძვლებს არ დააღვარო ინსომნია
წვეთ-წვეთ, სტროფებად თუ მაჟორებად,
მოკლედ, მთვრალი ვარ და მისწორდება,
სისხლში გაჟონილი სინანული.
ხოდა, ისე მაგრად მენატრები,
როგორც ბედუინებს ოაზისი,
ან - შენ გენატრება საქართველო,
ვსვამ და აზიურად მიფრინდება
გულში გულწრფელობის ორნითოზი,
მოდი, დრო იხელთე, გადამთელე!
პირში მომახალე ყველაფერი,
სანამ მოგისმენ და შევიფერებ,
სანამ მიგიღებ და შეგიფარებ...
სანამ სულს მომისრავს ოსირისი,
მოდი ერთგულება გამახსენე,
მოდი დამაჯერე სიყვარული
ბროლის ლარნაკივით დაამსხვრიე
ჩემი ნიღბები და სიყალბენი.
სანამ ასე ძლიერ მენატრები,
სანამ მიყვარხარ და მიყვარდები.
\\თორრნიკე ნაროზაული\\




მოდი მოვიდეთ,
მოდი მოვიდეთ,
მე გიტარაზე დაკვრას მოვითმენ,
ეს სიყვარული არც აქ არ არის ძნელი!
ამ ხალხს ყველაფერს გავაგებინებთ
თავებს თუ მხრებზე დავადებინებთ
თუ სიმღერაა ჯერ აქ იმღეროს მეფემ.
ზ. ბუდაღაშვილი


ქუჩა დაიწერა პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმა-ბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.
სუნთქვაც ლექსივით მაქვს არეული,
წუხელ სულ ფეხებზე რომ მეკიდა,
შენი ტუჩებიდან დალეული,
თავად პოეზია მომეკიდა.
შენი მოლისფერი კაბის ბოლო,
სიგრძე, რა თქმა უნდა, თითისტოლა
მინდა ფურცელივით მოვისროლო,
ვნებით დაწერილი ეპოსტოლე,
სადაც ხარ სამოსელ განძარცული,
თვალებს ცოტაცა და ამოვიწვავ,
ჩვენში მე უფრო ვარ გარდაცვლილი,
მიწა მეწყერივით ჩამომიტანს.
შენი სამყოფელის ახლო-მახლო,
და თუ არ დამხვდები გამახარებ,
იქნებ უჩემო დრო გამონახო
თორემ სურვილები დამმარხავენ.
/ თორრნიკე ნაროზაული /

Posted by: ladylike 13 Nov 2017, 20:33
ეს ყველაფერი უკვე იყო.
ეს გზაც, მათ შორის.
ასეთი თოვაც ნანახი გაქვს -
იცი, არ დადებს...


Posted by: Re-hanna 14 Nov 2017, 01:55
November Rain

When I look into your eyes,
I can see a love restrained
But darling when I hold you
Don,t you know I feel the same.

Because nothing lasts forever
And we both know hearts can change
And it,s hard to hold a candle
In the cold november rain.

Posted by: ladylike 14 Nov 2017, 17:04
მიყვარხარ ასეთი...




Posted by: ladylike 18 Nov 2017, 10:14
არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.

ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს -
შენ მე მაკლიხარ...



Posted by: gurabe 19 Nov 2017, 20:10
ფარდებჩამოხეულ
სახლში იმალები,
თითქოს სიცხეა და
მაინც გემცივნება,
ვიღაც შემოგხედავს -
ალბათ დანანებით,
ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება...
ფერებს უსინათლოდ
იწვევ საუბრებში,
ღვინის პერფომანსით
ხატავ ამ ცხოვრებას,
დროში გაფანტული
ფიქრის მდუმარებით
ისევ გაურბიხარ
ახლა მოგონებას.
დარდი, აზელილი -
როგორც პლასტელინი,
სულზე მოგლესილა
ჩუმი გახელებით,
ღამეს მიუყვები -
ქუჩაგაწელილი,
თითქოს დაბნეული,
უცხო სახეებით...
ზოგჯერ ატრიალებ
დოლურს საფეთქელთან,
რეცხავ მონატრებას
მთვრალი გაგიჟებით,
ფიქრებმოწამლული
კედლის ნანგრევებთან
ისევ წრეს აკეთებ
გრძელი ნაბიჯებით.
მერე ისევ ისე -
სახლში იმალები,
თითქოს სიცხეა და
მაინც გემცივნება,
ვიღაც შემოგხედავს -
ალბათ დანანებით,
ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება...

Posted by: Re-hanna 21 Nov 2017, 14:48
.*************************(*********************(********(--------



Posted by: gurabe 21 Nov 2017, 21:05
დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..

Posted by: suntqvа 26 Nov 2017, 08:47
user posted image



სულ მცირე 30.

Posted by: benito- 29 Nov 2017, 00:05
დღეების შემდეგ


დღეების შემდეგ
გაიკვირვებ და მომიკითხავ,
მაგრამ მე აღარ ვიქნები შენთან.
დღეების შემდეგ გამოჰყვები ფიქრებს იმ გზებით,
რომლებიც უკვე გავიარეთ,
და რომლებიც მარად დაგვცილდნენ...
ვეღარ დასტკბები სივრცით,
რომელსაც შენ ხედავდი ჩემი თვალებით,
ვერ იგრძნობ იმ ხელს,
რომელიც მუდამ დაგყვებოდა დეკემბრის ქარში.
მე აღარ ვიქნები შენთან...
და სწორედ მაშინ, მოგინდება შენ ნახვა ჩემი,
მოგენატრება, სწორედ მაშინ,
იგი ხმა,
ზარის რეკვად როს სცემდა გარეშემოს,
და ამძლავრებდა ფიქრს სიცოცხლეზე...

Posted by: პიანისტი 29 Nov 2017, 02:59
ფბს ვლომკას ამ თემით ვიკლავ 2kiss.gif


.........

Posted by: Lasha244 29 Nov 2017, 16:27
არ მადარდებს, მხოლოდ შენ მჭირდები სასიცოცხლოდ,
და სხვა დანარჩენი - დამითმია წარსულისთვის,
რადგან მომავალს, ირონია ჩაანაცვლებს,
და მეც იქნებ დამყვეს შენ'ეული ენდორფინი...

Posted by: blackhole 3 Dec 2017, 21:34
- okay baby what you gonna do ?
- I don't know...
- ... what you mean you don't know ?
- but I need some time
- no no no no no sparkle..
... I ain't gonna be sitting around here like I'm some kind of motherfucker or something..
... you see I just fed up with this fool..
.... what you gonna do ?
- I wanna be with you
- yeah, that's what I'm talking about man, let's do this!


https://forum.ge/?showtopic=34923736&view=findpost&p=51769329

Posted by: Re-hanna 4 Dec 2017, 02:33
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.

იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.


ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

სული მოუვლინე ისევ შენმიერი,

დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

სული უმანკოთა მიეც შვენიერი.


ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა ამას გევედრები. .


. გალაკტიონი love.gif

Posted by: Re-hanna 11 Dec 2017, 14:13
Untouched roses
Fading useless,
Sadness eating
all your heart.
But the changes
Are so hard.

Untouched roses
Dying useless...
All in solitude
And confusions.

Untouched roses,
Let sadness fly,
Think twice
Before you die.

Posted by: chicharito12 11 Dec 2017, 17:00
ოცნებებს ######, ოცნებეებს _ _ )) ) _____________________________

Posted by: maiako_mao 11 Dec 2017, 17:02
ბედნიერება

ახლოს,
სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ,
ახლოს,
სულ ახლოს,
ზედ ყურისძირთან.
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით
და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა...

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: shavi_kheli 11 Dec 2017, 20:32

* * *
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.
მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება.
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე
არა და არა, არ დავირცხვენდი.
ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის... თავდავიწყებით...
ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი...
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა
შიში, ცახცახი და ფორიაქი... [/QUOTE]
Miyvars es leqsi
...........................

Posted by: suntqvа 13 Dec 2017, 21:16
user posted imageuser posted image

Posted by: Re-hanna 21 Dec 2017, 11:26
გ ა ლ ა ქ ტ ი ო ნ ი: ------- -------
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ზმანებით სამრეკლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფრინდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!

Posted by: blackhole 22 Dec 2017, 12:11
მანქანაში ჩავჯდები, ნაცნობ გზებს გავყვები
ფიქრებში ჩავეფლობი, მუსიკით დავთვრები
დაგირეკავ გავშრები, მოგისმენ გავთბები
დავკიდებ ყურმილს და სამუდამოდ გავქრები

tongue.gif

Posted by: Re-hanna 24 Dec 2017, 04:09
ნუ გაუწყრები

ნუ გაუწყრები ქალს,
თუ წასვლის სურვილი აქვს,
ნუ დააბრუნებ ფერებით,
ნუ აუცრემლებ თვალს.

ნუ შეაჩერებ, თუკი ის
კარისკენ ნაბიჯს დგამს.
ჩანს, რომ გახუნდა ფერები
ნუ დააბრუნებ ფერებით.

სევდის გიტოვებს კვალს..
ეჰ, რაღას იზამ, შეეშვი,
თუკი ამ ნაბიჯს დგამს...
შენ დაუკარგე ფერები
და ნუღარ მოეფერები.

Posted by: blackhole 24 Dec 2017, 11:27
მშრალ ბაგეზე წყალი გესხმის
მძიმე სუნთქვა მძიმედ მესმის
შვილის სიტყვა დედას ესმის
ჩემი მხოლოდ შენ თუ გესმის

Posted by: ukrainka 24 Dec 2017, 18:01
დიდი ცოდვაა, ჩუმად იყო
ან და არც იყო
ვის რა დარდი აქვს
სამყაროს სულ გულზე ჰკიდია,
რაც კი შიში გაქვს ამოშანთე,
გზაზე გარიყე
ხალხი ასეა, წრეს გარტყამს და
შემდეგ მიდიან..

Posted by: კუსლარხევი 24 Dec 2017, 18:18
QUOTE
 ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები


ამეებით ნუ იჭედავთ ქალები ტვინს.

Posted by: Re-hanna 24 Dec 2017, 20:31
გუდ ლაქ ტოტალიზატორშიკი.
ყველანი ტოტალიზატორში!!! biggrin.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 24 Dec 2017, 20:37
Re-hanna
მოიგე რამე ? givi.gif
აქ მე მეგონა მარტო ლექსებს წერდენ givi.gif
user.gif

Posted by: Re-hanna 24 Dec 2017, 20:44
_მანის_ქაშიო?
ა კაკჟე!
დროს უქმად არ ვკარგავ biggrin.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 24 Dec 2017, 20:48
Re-hanna
გილოცავ ლარიანი ჩაირიცხე და ჩემი სანტა იქნები givi.gif
კაი საქმეს იზამ მოკლედ biggrin.gif
ძალიან ბევრი მოიგე ალბათ! givi.gif

Posted by: Ninna_maya 25 Dec 2017, 09:42
ერთი... ორი... სამი... იცი? დღეს ობაა, ჰო ღმერთმანი

და მსურს გიძღვნა სამახსოვროდ, უცნაური ხელთათმანი.



იცი, მე ეს ხელთათმანი შეგიკერე სხვანაირად!

ის არა ჰგავს ჩვეულებრივს, ის არა ჰგავს და აი რად:



გუშინ სიზმრად ტყის ფერიამ საიდუმლოდ ჩამჩურჩულა,

რომ ერთ მთაზე ნისლი ძევსო ჩემსავითო ნაზ-ფუნჩულა



მყის ჭოგრიტი მოვიმარჯვე, შიგ გავხედე ჩემებურად

და ვნახე, რომ მართლაც ის მთა ნისლის კალთებს დაებურათ.



დავიბარე ცისარტყელა, ყვავილთ რაზმი შემოვკრიბე

და მთის თხემით თვით ტერფამდე ჩამოვქსოვე ცელქი კიბე.



მე ის ნისლი დაზილფული, დაფენილი მთიდან მთაზე

მზის მაკრატლით გამოვჭერი ხელთათმანის ყაიდაზე.



მთვარეს ძაფი გამოვართვი, საოცნებო, მრავალფერი,

წყაროს ნემსი დავესესხე მზის ვარაყით დანაფერი,



შადრევანის წამწამიდან დავისხურე ვარდის წვენი

და შევკრიბე, როგორც იყო, ხელთათმანი მოსაძღვენი...



მაგრამ ღილი! ღილი! ღილი! ვერსად ვნახე, ვერსად ვპოვე.

სად არ ვიყავ, სად არ ვიყავ ... მთლად სამყარო გადავლახე,



მოვიარე თითქმის ყველგან, მოვიარე თვით ზღვის ფსკერი,

და რომ ღილი ყოფილიყო შესაფერად დანაკერი-



თვით ზღვაშიც კი ვეღარ ვპოვე, თვით ზღვაშიც კი ვეღარ ვნახე,

და დავიწყე ისევ ცრემლვა და დავიწყე სიცახცახე.



ვლუღლუღებდი: ნუთუ შრომამ ჩაიაროს უნდა ტყვილად?

მაგრამ უცებ თვალებიდან ჩამომემტვრა ცრემლი წყვილად.



ჩამომემტვრა ხელთათმანზე, დათამაშდა, დაირბინა,

და შეება ცრემლი ღილად.... და მონახა ცრემლმა ბინა.



დღეს ობაა! არა გჯერა?? დღეს ობაა, ჰო ღმერთმანი

და მიიღე სამახსოვროდ, ეს ოცნების ხელთათმანი.


. იოსებ გრიშაშვილი































Posted by: Re-hanna 27 Dec 2017, 14:53
ქარი მღეროდა,
ხე ირხეოდა.
ციოდა -
წყევლიდნენ ქარს.
ქარს კი სწყინდა
და ცრემლი სდიოდა,
ღრუბელი ემოსა ცას....


წვიმა და ქარი,
წვიმა და ქარი -
გაშლილი თმები,
მტირალი ქალი...


Posted by: Lasha244 27 Dec 2017, 20:57
ეს ამინდები,შენსავით ცივი არასდროს იქნება
თუნდაც ყინავდეს, და ტიკებმა დაიწყონ სკდომა...
ყველა ყვავილი, რომელიც გიყვარს, ანდა გიყვარდა
ვეღარ ხარობენ და მათაც ჰქვიათ არ დავიწყება...

Posted by: ladylike 28 Dec 2017, 20:01
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა? - არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს, მესაუბრე წესებზე, ნორმებზე,
მოგისმენ, მოგისმენ!
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს, გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ჰოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
.............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია...




Posted by: Ninna_maya 31 Dec 2017, 15:23
მე ეხლა ვხვდები, რატომ სვამენ

ღვინოს კაცები,

თუთუნის კვამლში რად ახვევენ

მზერას დარდიანს,

შეეშინდებათ სიფხიზლეში

მუხლზე დაცემის,

გააბოლებენ და ბახუსის

ფრთებით დადიან.

დამისხით ღვინო, მინდა ვიგრძნო

ძალა ამ ღმერთის,

თუთუნის კვამლმა იქნებ ღამე

გამათევინოს,

დამალევინეთ, გეხვეწებით,

მაგრამ არც ერთი

მაგრამ არც ერთი სადღეგრძელო

არ მათქმევინოთ.

მე უღვინოდაც მუხლმოყრილი

ვხვდები ალიონს,

და ცრემლის მძივი მახვევია

ყელზე რკალივით,

შენი სიცოცხლის სადღეგრძელო

უნდა დავლიო,

და შენი სული ჩავისუნთქო

რუხი კვამლივით.

მე ეხლა ვხვდები, რატომ სვამენ

ღვინოს კაცები...

ლილი ნუცუბიძე

Posted by: BUFFALOBILL 31 Dec 2017, 19:21
QUOTE (blackhole @ 22 Dec 2017, 13:11 )
მანქანაში ჩავჯდები, ნაცნობ გზებს გავყვები
ფიქრებში ჩავეფლობი, მუსიკით დავთვრები
დაგირეკავ გავშრები, მოგისმენ გავთბები
დავკიდებ ყურმილს და სამუდამოდ გავქრები

tongue.gif

up.gif up.gif კაი იყო სგ სგ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: blackhole 1 Jan 2018, 00:03
BUFFALOBILL
სახლში ვინ მიმიყვანა არ მახსოვს რაის ექსპრონტი თუ ბრად ხარ

Posted by: Re-hanna 1 Jan 2018, 01:11

ვაზებიან გზას,

მტევნებიან ველს,

მრავალ ახალ წელს,

მრავალ ახალ წელს!


მშვიდობა და მზე

თქვენს მარჯვენა ხელს

უნათებდეს რთველს

მრავალ ახალ წელს!


მაშ მშვენიერ ცას

და ქვეყანას ვრცელს

ვუსურვებდი კვლავ

მრავალ ახალ წელს!

.
. გალაკტიონი

Posted by: suntqvа 6 Jan 2018, 12:52
user posted image
რა მარტივადაა საქმე.

Posted by: Re-hanna 7 Jan 2018, 01:26
მე გელოდები......წვიმს,
მე გელოდები.....მზეა,
სადაც არ უნდა იყო,
შენკენ გამირბის მზერა.

რა მაგნიტი გაქვს მაინც?
სევდიანია დილა,
წუხანდელ ჩვენს შეხვედრას
საბედისწერო ქვია.

ეჰ...გავათენე თეთრად ეს ღამე,
ცრემლი ვაგროვე მარგალიტებად
და მოთმინების ძაფზე ავასხი
მძივი შევკარი არდავიწყებად.

,,კარგად იქნები,შენ არ იდარდო
თუ დავმარცხდები,ვიქნები მარტო,,
თქვი და წახვედი....ვინ იცის სად ხარ...
მე ვერ გიმეტებ და გულში მწამხარ.

Once more and forever

Posted by: Fortdonaldson112 7 Jan 2018, 22:24
ამისთანა კაი თემა რეიზა არა არის აპინული?

Posted by: suntqvа 8 Jan 2018, 00:01
QUOTE (ladylike @ 28 Dec 2017, 20:01 )
  ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა? - არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს, მესაუბრე წესებზე, ნორმებზე,
მოგისმენ, მოგისმენ!
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს, გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ჰოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
.............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია...


ვისია??? ახალია და საინტერესოო

Posted by: gurabe 8 Jan 2018, 23:15
უხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა...

Posted by: Ninna_maya 9 Jan 2018, 02:42
შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა,
- ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
“ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა”.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა,
- ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა,
- არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით
- ის, ქალი წავიდა სხვისასა

Posted by: ladylike 9 Jan 2018, 11:55
suntqvа
QUOTE
ვისია???

ნათია ჯანაშიასია



Posted by: პიანისტი 11 Jan 2018, 17:55
biggrin.gif biggrin.gif მაგარი თემაა love.gif


.......

Posted by: suntqvа 11 Jan 2018, 18:12
QUOTE (ladylike @ 9 Jan 2018, 11:55 )
suntqvа
QUOTE
ვისია???

ნათია ჯანაშიასია

მომეწონა...
სხვებიც აქვს?

პ.სuser posted image

Posted by: Ninna_maya 12 Jan 2018, 15:28
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: ladylike 18 Jan 2018, 17:40
suntqvа
QUOTE
მომეწონა...
სხვებიც აქვს?


არა, ეს მომწონს კიარადა ძალიან ჩემია... : )

* * *


უნდა... გაგილოთდე, ჩემო,
ერთი ღამით მაინც,
რადგან სიმთვრალეში მჩემობს
სისუფთავის განცდა,
რადგან სიფხიზლეში ბნელა
საშუადღო ცაიც,
რადგან სიფხიზლეში ყველა
ჰორიზონტი გაცვდა.

ჰოდა, დავიღალე ასე.
იოლია დაღლა.
მხოლოდ მოლოდინი მავსებს
შენი თოვლის, თმების...
ჰოდა, გადმოთოვე მთანი,
გადმოთოვლე ახლავ!
თორემ, მერამდენედ_ მთვრალი_
თეთრ ღამესთან ვწვები...



ბერეთელი

Posted by: Lasha244 19 Jan 2018, 00:51
“მე კი ეს განცდა ვერ მოვიშორე: სულ მგონია, რომ შენ გიჭირს და მე არ ვარ ახლოს.”


Posted by: suntqvа 19 Jan 2018, 10:04
,, ქალი რომელიც ხშირად გპატიობს და დიდხანს ითმენს, როგორც წესი, მიდის მოულოდნელად და სამუდამოდ!!!

ხანდახან ცხოვრება მაშინ გვისრულებს სურვილებს, როცა ამ სურვილის გარეშე ცხოვრებას უკვე მიჩვეულები ვართ."

Posted by: Parabola 19 Jan 2018, 14:14
ladylike
QUOTE
ბერეთელი

ეს ვინ არის ?

Posted by: ladylike 19 Jan 2018, 17:16
Parabola
QUOTE
ბერეთელი
ეს ვინ არის ?


იმ ლექსის ავტორია, ზემოთ რომ დავპოსტე...

Posted by: BESTER 19 Jan 2018, 23:39
''ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება"

Posted by: Re-hanna 21 Jan 2018, 02:38
QUOTE (suntqvа @ 19 Jan 2018, 10:04 )
,,  ქალი რომელიც ხშირად გპატიობს და დიდხანს ითმენს, როგორც წესი, მიდის მოულოდნელად და სამუდამოდ!!!

    ხანდახან ცხოვრება მაშინ გვისრულებს სურვილებს, როცა ამ სურვილის გარეშე ცხოვრებას უკვე მიჩვეულები ვართ."

yes.gif

+ 1
*********************************************************

Posted by: gurabe 21 Jan 2018, 22:47
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

Posted by: suntqvа 22 Jan 2018, 04:31
ისე გაიბერა გული სიყვარულით, არ არსებობს აზრი შემცდეს და რასაც ვიტყვი ეს თბილად არ ითქვას.

ბედნიერებაა, როდესაც ხვდები, იცნობ ადამიანს, რომელსაც არ დაუკარგავს ადამიანის სახე, ძველებურად ტკივა მათი სატკივარი, ისევე როგორც თავისი. მეამაყება, რომ ვიცნობ ადამიანს ვისაც იმდენი რიდი გააჩნია, შიმშილამდე მიყვანილ სხეულს სულმა სანამ წასძლია მანამ არ ითხოვა დახმარება, მიხარია რომ არსებობენ ადამიანები, ვინც უთქმელად, ერთი სიტყვით, ერთი დანახვით გამოიცნო ადამიანის სატკივარი, იმიტომ რომ ადამიანური სახე არ დაუკარგავს.
იღბლიანი ვარ რომ ხუთი ასეთი ადამიანი მყავს, მაშინ როცა ერთსაც არ ვიმსახურებდე შეიძლება.

გიყვარდეთ, გაუფრთხილდით, დააფასეთ ყველა ვინც ადამიანს აფასებს, დახმარების ხელს იწვდის, მათი ტკივილი ტკივა.

Posted by: Ninna_maya 22 Jan 2018, 21:55
ვნების აკვანი თუმცა გულში ბევრჯერ დაგვერწა
და სიყვარულის ალმურითაც სახე აგვეწვა,
მაინც არ ვიცით, თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის
მარადისობის მოქანდაკემ რისთვის ჩაგვძერწა.

. . ომარ ხაიამი

Posted by: პითონი 22 Jan 2018, 21:56
QUOTE (Ninna_maya @ 22 Jan 2018, 21:55 )
ვნების აკვანი თუმცა გულში ბევრჯერ დაგვერწა
და სიყვარულის ალმურითაც სახე აგვეწვა,
მაინც არ ვიცით, თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის
მარადისობის მოქანდაკემ რისთვის ჩაგვძერწა.

  .      .    ომარ ხაიამი

up.gif

ლამაზი სიტყვებია

///////////////////

Posted by: Lasha244 23 Jan 2018, 20:03
სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა ვიდრე სიკვდილი.

Posted by: gurabe 28 Jan 2018, 21:01
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!
რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!.

Posted by: Ninna_maya 31 Jan 2018, 02:22
დოქის ბაგეს ბაგე ვკიდე, ვნების ცეცხლი მოვიკიდე,
დღეგრძელობა ვეძიე და დოქის ყელში ჩავეკიდე;
დოქმა მითხრა: `ამ ცხოვრებას, ძმაო, ფრთხილად მოეკიდე,
ღვინო სვი და ნუ გგონია, რომ ამქვეყნად მოხვალ კიდე~.


. . . . ომარ ხაიამი

Posted by: Re-hanna 1 Feb 2018, 23:09
წვიმს... და ნიაღვარს მიაქვს ფოთლები,
ამ ცრემლიან დღეს რა დააღამებს?
გთხოვ, ნუ მოიხსნი მაგ გულგრილ ნიღაბს
და მკვდარ სიყვარულს ნუ დამანახებ.

Posted by: პიანისტი 2 Feb 2018, 12:24
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




...............

Posted by: Green Eyed Angel 3 Feb 2018, 09:03

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი.


შენი შავი თმის ბუჩქი

ეგ თეთრი შუბლის სერი

თვალები გიშრისფერი

ლოყები ვარდისფერი,


შენი თითები მიყვარს

ორი პატარა თათი

ო, იცი როგორ მიყვარს,

ოდნავ შეხებაც მათი.


ო, იცი როგორ მიყვარს

გამოუთქმელი ენით?

შენი გრძნობების სიღრმე,

სულის სიმაღლე შენი.


მე დარდიც მიყვარს შენი

შენი ღიმილიც ფართო

მე ცრემლი მიყვარს შენი

შენი კისკისიც მართობს.


მე შუქი მიყვარს შენი

რა არის მისი ფასი!

მე ჩრდილიც მიყვარს შენი

მზის დაბნელების მსგავსი...


მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ

მწვავს შენი ტრფობის ალი

მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მთელი გრძნობით და ძალით.


მთელი სამყარო ვრცელი

შენით არსებობს ჩემთვის

რაზეც კი ვფიქრობ, ყველა

ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.


ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,

ფიქრში ჩემთან ხარ დღისით

გულის ძგერის ხმა მესმის

შენი ხმა არის ისიც.


შენთვის მივწვდები მწვერვალს,

დიდების ყველა მნათობს,

დიდებას დავთმობ შენთვის,

შენთვის მწვერვალებს დავთმობ.


შენი ოცნებით ვხარობ

შენს დარდს ვატარებ დარდად

მე სხვა სურვილი არ მაქვს

შენი სურვილის გარდა.


მსხვერპლი ყველაზე დიდი

მე მეჩვენება მცირედ

რადგან შენ გსურდა იგი

რადგან შენ შემოგწირე.


შენს მცირეოდენ წყენას,

სულ უმნიშვნელო წვრილმანს

სდევს ჩემი სევდა დიდი

ჩემი ცრემლების წვიმა.


მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მიყვარხარ ცხადად, მალვით

როგორც არასდროს არვინ

არ ყვარებია არვის.


ეს სიკვდილს უდრის თითქმის,

ეს შეუძლოა თითქმის

შენ ერთს გეკუთვნის ყველა

რაც სიყვარულად ითქმის:


ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,

მამაც, დაო და დედავ,

მე შეყვარებულს ყველას

შენს სახებაში ვხედავ.


სატრფოვ, შვილო და დედავ

ჩემო ძვირფასო ცოლო,

ყველას მაგივრად ერთად

მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.


რა მაბადია ქვეყნად

ამ სიყვარულზე კარგი.

მიყვარხარ ძლიერ ძლიერ

ვარ შენი ტრფობით შმაგი.


თუ ტრფობისათვის რამე

ჯილდო იქნება ბოლოს,

ის შენ გეკუთვნის მარტო

ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.


ნაყოფი მისი არის,

ვინც ნორჩი ნერგი დარგო

ეს სიყვარული დიდი

შენ შემასწავლე კარგო.!

Posted by: Lasha244 5 Feb 2018, 23:56
‘’რა გააშუქებს ამდენ სიზმარს შენზე.
რა დაბეჭდავს ცხოვრებაში
ამ სიზმრისგან ფოტოსურათებს,
რათა იხილო როგორ მიყურებ სინამდვილეში
და ეჭვები,
შემოდგომის ფოთლებივით გაგეფანტოს,
იმ ფესვებიდან რომელიც ჩემში უნებართვოდ მაინც გაიდგი.’‘

Posted by: Ninna_maya 7 Feb 2018, 14:03
ჭკვიანი თუ ხარ, გადამალე, რაც გულში გიდევს,
რადგან ცხოვრება ნებიერთა სიბრიყვით გიტევს;
სადაფში მალვით მარგალიტად იქცევა ხოლმე
წვეთი, რომელიც ზღვის იდუმალ საფიქრალს იტევს.




ომარ ხაიამი

Posted by: Lasha244 7 Feb 2018, 18:08
ისევ ისე დაღამდა,როგორც ადრე…
ისევ ისე ვიღვიძებ შენს მოსვლამდე
მე განვიკურნე იმ სენით,რაც გადამდე
ერთხელაც გაიღიმე მიდი,წასვლამდე…


Posted by: AMAZONKAA 8 Feb 2018, 04:07
ვიცი, ტკივილად გადამექცევი,

მაგრამ გახედე, ზღვაზე ნისლია...

ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს -

ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!



უნდა გაიგო, უნდა იწამო,

რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ

ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი

გაუკაწრავი, გაუბზარავი...



თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ.

თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ...

ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება -

შენს სიზმარში რომ გადაიარა.



ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი,

ცად გაკიდული თეთრი თოლია ...

ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის

როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.



და აწრიალებს სულს უშენობა

მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები

ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი

ყველა სიზმარში მე მეფერები...



ტერენტი გრანელი

Posted by: Mikerson 8 Feb 2018, 04:40
მე მიყვარს შენში ზღვისფერი თვალები
ძუძუ და ტრაკიც მიყვარს ბეიბე
უხეში ხარ და თანაც თავნები
მაიტა მამატყნეინე love.gif jump.gif

პ.ს. ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები

Posted by: ladylike 8 Feb 2018, 09:55
რეპორტის მადლი შეგეწიოთო თუ როგორაა ეგ?





პ.ს. chups.gif

Posted by: Ninna_maya 8 Feb 2018, 17:07
თოვს,

მარტმა ამინდი არია.

შენ გავხარ ღვთისმშობელს –

მარიამს!

არ გინდა

არც რა სამკაული,

გუნდა-ლახუსტაკი

და უმარილი,

შენა ხარ პატარა სასწაული

ციდან ჩამოსული სტუმარივით.

შენს თმებს

ველური ვარდისა და

მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,

ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,

მაგაშიც ეშხი ურევია!..

თოვს...

ხანდახან წვიმას გამოურევს,

მარტი გიჟია და სულელია,

ადამიანს დარდს რა გამოულევს,

ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!..

თოვს, თოვს...


რეზო ამაშუკელი

Posted by: Parabola 8 Feb 2018, 17:18
QUOTE
მე მიყვარს შენში ზღვისფერი თვალები
ძუძუ და ტრაკიც მიყვარს ბეიბე
უხეში ხარ და თანაც თავნები
მაიტა მამატყნეინე



lol.gif lol.gif lol.gif love.gif

Posted by: Ninna_maya 9 Feb 2018, 20:13
ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა.
ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები გაზაფხული და ცისფერი ცა.
ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა...


ომარ ხაიამი

Posted by: Lasha244 9 Feb 2018, 23:34
ჩემიდან წაგშლის დრო,
ჩვენიდან წამშლი - შენც...
ფიქრს უმისამართოს
ჩემს უსამართლო მკვლელს...

Posted by: AMAZONKAA 11 Feb 2018, 00:56
ამორძალები

ცისკარს მიუგავთ ნათება თვალის,
ოქროს ვარსკვლავებს _ მკერდი,
ხან მოსწონთ, ხანაც ადარდებთ ქალის
ამორძალური ბედი.
გააშიშვლებენ ხმალს და კივილით
გააღვიძებენ ველებს
და, მტრების ხელში გულის ტკივილით
იბანენ ლამაზ ხელებს.
ყველა მამაკაცს მტარვალად თვლიან,
მტარვალად თვლიან, თუმცა
ვერ ელევიან მოპარულ ტრფიალს _
გულში ქალურად უცემთ.
ელვას მიუგავთ ნათება თვალთა,
ნისლის თეთრ ქუდებს – ფიქრი
და, იკარგება სამეფო ქალთა
საუკუნეთა იქით...

Posted by: პიანისტი 12 Feb 2018, 01:36
lol.gif lol.gif lol.gif

..........................

Posted by: _Pablo_ 12 Feb 2018, 01:41
QUOTE (Parabola @ 8 Feb 2018, 17:18 )
QUOTE
მე მიყვარს შენში ზღვისფერი თვალები
ძუძუ და ტრაკიც მიყვარს ბეიბე
უხეში ხარ და თანაც თავნები
მაიტა მამატყნეინე



lol.gif lol.gif lol.gif love.gif

ასეთები თუ იჩითებოდა აზრზე არ ვიყავი, ეს რა თემა ყოფილა
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: AMAZONKAA 12 Feb 2018, 02:10
პიანისტი

არ დაიხრჩო,
mad.gif

Posted by: პიანისტი 12 Feb 2018, 02:23
AMAZONKAA
შენს დაწერილ ლექსზე არ გამცინებია წარმტაცო mad.gif

Posted by: Re-hanna 12 Feb 2018, 12:24
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


დავით გურამიშვილი

ციტატა

P.s.ძალიან დიდი ლექსიდან



smile.gif

Posted by: Lasha244 14 Feb 2018, 23:17
მეხშირა ტკივილები, გამაყუჩებლები და წამოვლები…
არ ვარ მელანქოლიკი, არც დეპრესია არ მაქვს ამჯერად,
უბრალოდ ეს ხასიათი დამყვა არაშენებური…
ქუჩებს უწვიმო დღეები სტუმრობს რაც მოქმედებს უხასიათობაზე…
წვიმა სჯობს მზეს და მითუმეტეს წვიმაში თუ ზღვაზე ხარ და ტალღა გეხეთქება ვით ამ კედლებს მუშტები…
კვლავ წიგნებში ეძებ ნაცნობ პერსონაჟებს და ესაუბრები მათ…
სამწუხაროა რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდათ თვალები შენეული… მიატოვე… მიატოვე ეს ეპოქა და დამკვიდრდი უახლოეს წარსულში…
იქ ან მე ვიქნები შენი ან შენ გერქმევა ჩემი…
ჯერ ჯერობით ყოველივე სისულელეა…
თავად მეც სულელი ვარ ახლა…

Posted by: Ninna_maya 19 Feb 2018, 01:19
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
და, აი, გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.
– გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, –
ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა
აწ გარდასული და გაფრენილი.
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.

ლადო ასათიანი

Posted by: AMAZONKAA 20 Feb 2018, 07:07
სილამაზის თაყვანისმცემელი პიგმალიონი ხალხისგან განმარტოებით ცხოვრობდა. მისი სიყვარული ვერც ერთმა მოკვდავმა ქალმა ვერ დაიმსახურა.

ერთხელ პიგმალიონმა სპილოს ძვლისგან უმშვენიერესი ქალწულის – გალათეას ქანდაკება გამოძერწა. ყველა, ვინც მხატვრის ქმნილებას თვალს შეავლებდა გაოცებას ვერ მალავდა. ქანდაკება თითქოს ცოცხალი იყო, ცოტაც და მისი სხეული მოძრაობას დაიწყებდა.

საათობით იჯდა პიგმალიონი საკუთარი ქმნილების წინ და მისი მშვენიერებით ტკბებოდა; სპილოს ძვლისგან გამოძერწილ გალათეას სხეულს ტანსაცმლით მოსავდა და ძვირფასი სამკაულით ამკობდა.

ერთხელ გალათეას ყურებისას მხატვარს უეცრად საოცარი სიტყვები აღმოხდა:

– ეჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი შენ რომ ცოცხალი იყო და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა შეგეძლოს!

ქანდაკება მდუმარედ შესცქეროდა მხატვარს.

გავიდა დრო. სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, პიგმალიონმა ქალღმერთს ოქროსრქიანი საფურე ხბო შესწირა და მუდარით შესთხოვა:

– მარადიულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო აფროდიტევ! გთხოვ, მიბოძე ცოლი, ისეთივე მშვენიერი, როგორიც გალათეაა!

თითქოს სიყვარულის ქალღმერთმა პიგმალიონის თხოვნა შეისმინა. აფროდიტეს გამოსახულების წინ უეცრად მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აბრიალდა.

მხატვარი სახლში დაბრუნდა. ქანდაკებას მიუახლოვდა, და … გალათეას გულმა ფეთქვა დაიწყო თვალებში სიცოცხლის სხივი აუკიაფდა. მხატვარს ნატვრა აუხდა, მისი მშვენიერი ქმნილება გაცოცხლდა.









პიგმალიონი და გალათეა

ბერძნული მითოლოგია.










Posted by: ~Annabelle°Haunting~ 20 Feb 2018, 10:35
...............................

Posted by: Re-hanna 23 Feb 2018, 02:28
იოსებ გრიშაშვილი ..ეძღვნება პოეტ ქალს ,, მარიჯანს

შენ გაირყვნები




შენ გაირყვნები... აშკარა არი..


ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.

შენი სხეული ნაქანდაკარი,

ხელიდან ხელში წავა ფარულად.



შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,

მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...

შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,

როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!



შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,

დაგეწურება მკერდი მტევნებად -

და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,

სიძვა მრუშება, აგედევნება.



მოგენატრება ეს სიყმაწვილე,

როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,

და იტყვი: "რისთვის დავანაწილე

მე სიყვარული ხარისხეულად!



რა მომელოდა და რა დამარქვეს!

ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?

სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,

რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"



მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,

სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -

მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ

მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.



არც ჩამოკრული, არც საყვედური,

მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.

მე, ბედნიერი და უბედური -

წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.



გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,

მომიახლოვდი... მომეცი ხელი...

თუ პირველობა მე არ მაღირსე,

ვიქნები მაინც უკანასკნელი...


Posted by: ukrainka 23 Feb 2018, 18:45

დამალვა- პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები, რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები- განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა- მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი... დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები- შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი- ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას- საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავიბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალები, რატომღაც ეძებენ სამალავს.
სუნთქვა- ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა...







ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....





იმ დღიდან, ამ დღემდე...
დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან, ვინ მოსთვლის...
რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან,
მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული,
სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...




Posted by: Re-hanna 24 Feb 2018, 12:39
მარიჯანის პასუხი
იოსებ გრიშაშვილს


საპასუხო

მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე,
მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო,
მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს,
მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს.
როცა ბაზარზე ჩემი სხეული
გამოვიტანე გროშების ფასად,
როცა სახლიდან გამოქცეული
ვიქეც გარყვნილად და ქუჩის ხასად-
შენ ხომ პირველმა გამომიწოდე
ჩემი მაზანდა სპილენძის ფული
და ახლა კიდევ გარყვნილს მიწოდებ!
რისთვის გამირყვენ უმანკო გული?
მე გავირყვნები - აშკარა არის,
მე გავირყვნები, ეს ვიცი, ძლიერ,
მაგრამ ამაყი, გწამდეს მარად ვარ,
მას შენ არ მოგთხოვ, რაც დამეკარგა,
და თუ დღეს შემხვდი, რომ გამიმთელო
გული, რომელიც აწ დაზიანდა,
ო, ვერასოდეს გაიტან ლელოს -
დაგაგვიანდა! დაგაგვიანდა!

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 24 Feb 2018, 13:27
გრიგოლ რობაქიძის საპასუხო )))


მიყვარს ეს ლექსი. love.gif


ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი ,სხეულმზიანი,
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი და ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არ ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით ...

Posted by: Lasha244 24 Feb 2018, 21:18
ზუსტად ის მოგეცემა, რასაც სხვისთვის ისურვებ... თუ ცუდად ხარ, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე!..

Posted by: ukrainka 25 Feb 2018, 00:49
არა ვარ კარგად...!

არა ვარ კარგად, გეფიცები კარგად არა ვარ
და როგორ მინდა მიფათურო სულში ხელები,
რომ იქნებ რამე დაალაგო, არევის ნაცვლად,
რომ დაინახო საკუთარ თავს როგორ ვეცლები...

ისევ გწერ ხედავ, აღარა მაქვს თავს ზემოთ ძალა,
მინდა მოგიყვე შენ ან ჩემს თავს რას ვერ ვპატიობ,
მე აღარ ვსუნთქავ, მაგრამ ვრჩები ცოცხალი რადგან -
ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე გატკინოს...

ჩემს გულის კედლებს შენი შიგნით ყოფნის სუნი აქვთ,
სცივათ ჩემს ხელებს, სცივათ თვალებს, ცივა გარეთაც
და მენატრები, მთელი ძალით, ისე სრულიად
რომ საკუთარი სხეულიდან ვცდილობ გაქცევას...

არა ვარ კარგად,
გეფიცები კარგად არა ვარ,
დღეები გამყავს, შიგნით მე ვარ, გარეთ მარტია,
ვიცინი ისევ მეგობრებთან დაუღალავად
და მეტირება მაშინათვე როცა მარტო ვარ...

ვფიქრობ ჩვენ ორზე
და ვიხსენებ როგორ გიყვარდი,
ვფიქრობ შენს ზურგზე ჩემს მაგივრად სხვა რომ ეხვევა,
და ვხდები ცუდად, უფრო ცუდად, ვიდრე ვიყავი
და ჩემი სისხლი ჩემს ძარღვებში იმტვრევს ხერხემალს...

არა ვარ კარგად! და არ უჩანს ტკივილებს ბოლო
და სანამ ჩემი ნერვებივე გადამიყოლებს,
მიმყოფე კარგად, ამასა გთხოვ უფალო მხოლოდ
ჩემით, უჩემოდ, სულ ერთია, ოღონდ მიმყოფე...

Posted by: Lasha244 25 Feb 2018, 01:15
ნაწვიმარზე მოწყენილი ლანდი მდევდა,
ხელში მინდვრის ყვავილებმა იწყეს ხმობა,
მარტო ყოფნა თუკი ისევ დამებედა,
შენთან ერთად მოვერევი უშენობას...

გვერდით ისევ მომყვებიან აჩრდილები,
მე სიჩუმეს ჩავიხუტებ გულში ძლიერ,
ჭორებით და შეკითხვებით დავიღლები,
თუკი დიდხანს უშენობა ვერ დავძლიე...

ღმერთსაც უკვირს ამდენ ტკივილს როგორ ვითმენ,
და ნუ გჯერა არჩევანი რომ ბედია...
ბილიკები გვირილებით გაგირითმე...
როგორ მავსებს მშვენიერი ტრაგედია...

ტალღა ანგრევს მიტოვებულ ნაპირს ახლა,
დაფერფლილი დაეშვება ზღვისკენ ფრთები,
შენ კი მაინც ყველა საზღვარს გადალახავ
და ჩემს მფარველ ანგელოზად მოფრინდები...

Posted by: Ninna_maya 1 Mar 2018, 01:52
ეს გაზაფხულიც მოვიდა ისე,

როგორც მოსულა დიდი ხნის წინათ,

სარკმელთან დგას და ბავშვივით მისმენს,

გაკვირვებული ფერადი წვიმა.


მე კი დილიდან დავეძებ სიტყვას,

რომელიც არვის არ უთქვამს შენთვის

და რომ იპოვოს ვინმემ და გითხრას,

ჩემსავით მაინც ვერავინ გეტყვის.


მე მინდა მივწვდე მიზეზთა მიზეზს,

რომელსაც წვიმის ხმაურში სძინავს,

სარკმელთან დგას და შენსავით მისმენს,

გაკვირვებული ფერადი წვიმა.





♥♥♥


Posted by: Lasha244 1 Mar 2018, 20:30
შენ რომ თუნგი ჩაგივარდა ჭაში,
ჭას რომ ჰქონდა უსაშველო სიღრმე:
ტოლებში რომ ამარჩიე მაშინ,
ამარჩიე და საშველად მიხმე.

მავთული რომ გადავღუნეთ ჩანგლად,
ჩანგალზე რომ თოკის ბოლო შევსკვენ,
ჭის უბეში შენი ლანდი ჩანდა,
დავიხარე ლანდისა თუ შენსკენ.

მე, მანამდე უზრუნველს და ანგალს,
სიყვარულის არაფერი მჭირდა,
მაგრამ მაშინ იმ ბედნიერ ჩანგალს
შენი ლანდიც თან ამოჰყვა ჭიდან.

და მე შემრჩა, ეს რა საქმე მიყავ,
ჯადოა თუ საზღაური შრომის,
რომ მას შემდეგ ყველაფერი მიყვარს
ამ ცასა და დედამიწას შორის.

Posted by: Lasha244 3 Mar 2018, 01:14
‘ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.”

Posted by: Re-hanna 6 Mar 2018, 00:30
Wherever you go, no matter what the weather, always bring your own sunshine.

Posted by: Lasha244 8 Mar 2018, 13:51
აღარავინ აღარ მიყვარს მგონია,
არც ის, არც სხვა არც ის შენ რომ გგონია,
ვგრძნობ საკუთარ თავსაც აღარ ვუყვარვარ.
დამეხმარე, ეს ხომ თითქმის ომია…

Posted by: Re-hanna 11 Mar 2018, 03:24
I said goodbye
Instead of goodnight,
But you just smiled
And turned out the light.

* * * * * * *

Posted by: Re-hanna 14 Mar 2018, 00:47
ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, -
ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს,
ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ,
მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.

რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა,
ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ,
თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან,
აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.

ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის,
აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს,
მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი,
რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.

ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს
და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის. . .
და არაგვიდან წამოსული მზე
შენს ულამაზეს თვალებში ჩადის.


მ.ჩიტიშვილი

Posted by: gurabe 16 Mar 2018, 22:16
...გაჩენილ ფიქრებს გილოცავ
და ბევრ გასაჩენ იარას.

Posted by: Ninna_maya 18 Mar 2018, 15:27
ამაღამ სავსე მთვარე იქნება,
აცეკვდებიან თეთრი ლანდები.
ნიმფა დაუკრავს სევდის ფლეიტას,
მოეფინება სივრცეს ჰანგები.
მდინარის ტალღებს გავატან დარდებს
და ... მთვარის შუქთან ერთად გავქრები

Posted by: jurnalistka 29 Mar 2018, 15:05
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...

თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..

როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.

- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.

წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

იმედი ჯახუა

Posted by: bigmaster 29 Mar 2018, 15:19
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…

და როგორც კარტში აგურის ქალებს,

გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.



მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.



და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

დანაშაული არდაბრუნების.

Posted by: AMAZONKAA 1 Apr 2018, 02:42
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა..
-გაზაფხულია.


გიორგი ზანგური

Posted by: suntqvа 1 Apr 2018, 02:45
QUOTE (AMAZONKAA @ 1 Apr 2018, 02:42 )
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა..
-გაზაფხულია.


გიორგი ზანგური

ლამაზი ლექსია.

Posted by: ladylike 2 Apr 2018, 13:04
QUOTE
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…


+1



ოოო, რას შემოვდიოდი... mo.gif

Posted by: Ninna_maya 11 Apr 2018, 10:58
წადი, ვიცი, შენც მოგბეზრდა

უმიზეზო ჩემი სევდა,

წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო,

წადი, მაგრამ

უკან აღარ მოიხედო.

წადი, მაგრამ თუ სინაზე

სხვაგან ჩემი ვერა ნახო,

არასოდეს დამიძახო.

წადი, წადი, ვიცი უკვე

სხვაგან ეძებ შენ სანუკველს,

წადი, მაგრამ ესა გწამდეს,

წადი, მაგრამ ეს იცოდე,

თუ არავინ არა მგავდეს,

თუ არავინ არ იწვოდეს

ჩემი ცეცხლით,

ჩემი ალით,

თუ არავინ არა გწვავდეს

შთაგონების სიმხურვალით,

არასოდეს მომიგონო,

არასოდეს, არასოდეს,

თუ გინდ გულში ქარი ქროდეს

უმძიმესი მოგონების,

თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნების

არასოდეს მომიგონო, არასოდეს,

არასოდეს.


Posted by: bigmaster 11 Apr 2018, 11:02
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

Posted by: larakroft 15 Apr 2018, 23:12
QUOTE (bigmaster @ 11 Apr 2018, 11:02 )
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

კარგია yes.gif yes.gif



თუ იმას მეტყვი: "უძლური ხარო..."

გიწვევ ალერსის დუელში მხოლოდ,

გავტენოთ ერთად კოცნის ვაზნები

და გავისროლოთ..............


სულ ყველა ბრძოლას მოვიგებ შენით,

გამარჯვებული გაღმერთებ ცამდდე,

გპირდები არცერთ კოცნას აგაცდენ,

ოღონდაც ჩემო, სამიზნედ მყავდე.

ლევან ნოზაძე(დუჩე)

Posted by: bigmaster 16 Apr 2018, 07:59
მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა,

მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი!

და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,

შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად,



ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამსდევს,

ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა,

ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს

და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად!

Posted by: Ninna_maya 17 Apr 2018, 04:04

ერთ ბედნიერ დღეში გავცვლი ყველაფერს,
სიყვარულსაც ცრემლიანი დავტოვებ,
აკრძალული ყველა კარი შევაღე,
სადაც დამხვდა მტანჯველი სიმარტოვე.

ჩემი გული გაყინული მგონია,
შენი ყველა საქციელი უხეში,
ამ ქალაქში მეფობს ეიფორია,
თავჩარგული ბედისწერის უბეში.

მე არ ვიცი ვინ ჩემია, ვინ არა,
სამუდამოდ რომელ გულში მოვხვდები,
ნეტა ერთხელ ჩუმად გამაცინა და
მერე შენი ოცნებებით მოვკვდები.


გიორგი ზანგური

Posted by: AMAZONKAA 23 Apr 2018, 01:33
A Heart Breaks Easier Alone




A heart breaks easier alone
When no one sees you crying
When no one notices at all
That inside you are dying

A heart breaks easier alone
When they all think you're crazy
That when you crawl back in your bed
The whole world thinks you're lazy

A heart breaks easier alone
And there's no way to mend it
To stop the heart from breaking more
You simply have to end it

A heart breaks easier alone
Without a love to heal it
And finally the breaking's done
When you no longer feel it

♥ ♥

Posted by: Re-hanna 3 May 2018, 01:32
მე მოვალ შენთან ..

მე მოვალ შენთან _ გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან _ ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;
როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქევყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავალში.


* * * * * * * *. *

Posted by: Lasha244 15 May 2018, 21:33
“ამდენი წლების მოლოდინით
მეც გაგიწყალდი.
,,წყალნი წავლენ და წამოვლენო”…
არ დაიჯერო, მე არსად წავალ!
სულ წვეთ-წვეთობით დავუყვები
შენს ეზო -კარს და ჭიშკრის ბოლოს
დაგიგუბდები,
გულს კენჭად ჩავფლავ.
არ ვიხმაურებ, არ ავდიდდები,
არ გადმოვალ მოლოდინის ულევ ნაპირებს,
კოჭებამდე თუ შემოგაწვდი,
შენს დახრჩობას კი არ ვაპირებ.
ალბათ კალთაში მეყრება ბევრი,
მინდვრის ნაცვარი მწვანე ფარფლები,
შემთხვევით თუკი ჩამოიხედავ,
შენს ანარკელში, ეგება გეცნოს
გაწყალებული
ჩემი თვალებიც.
,,წყალნი წავლენ და წამოვლენო"…
არ დაიჯერო,
დაგიგუბდები… ..“ ..“

Posted by: Re-hanna 21 May 2018, 11:40
თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას სიძულვილი შეუნდო მალე,
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი.
თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ იქცე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიაგებო ტოლად და სწორად.
თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი,
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი,
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.


თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად,
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით.
თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ
და ეს კი მაშინ, როს სულიერად დაღლილს და დაცლილს,
ნებისყოფაღა გეუბნება "წინ მეთქი, გასწი! "
თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მარადჟამს ხალხი,
შენი ღირსება არ დაკარგო, აროდეს, არსად
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი.
თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას, ამინ!..


რადიარდ კიპლინგი

Posted by: Lasha244 22 May 2018, 11:06
“სასაფლაოები სავსეა ხალხით ვინც თვლიდა, რომ მათი ჩანაცვლება არავის შეუძლია”

//როჯერ ჟელაზნი - “ავალონის საჭურველი”//

Posted by: Ninna_maya 23 May 2018, 23:49
მკითხავმა ფინჯანი აიღო
და ასე დაიწყო თავიდან:
"თქვენი შეხვედრიდან ძვირფასო,
უკვე სამი წელი გავიდა.
გოგო ხარ წმინდა და სათუთი,
ოცნებით გიბრწყინავს თვალები,
ბავშვის ცრემლივით წმინდა ხარ,
არ გგვანან ნაცნობი ქალები.
ის ვაჟი სინაზით მოხიბლე,
გული აქვს ანკარა წყაროსი,
სიტყვა რომ არ უთქვამს აქამდის
უარის ეშინოდა დალოცვილს.
წარსულში რაღაცის თქმა სურდა,
უნდოდა ოცნები გამხელა,
რად არ ათქმევინე სულელო,
ცოდვა ჩაიდინე რამხელა.
მომავალს ნისლის ფარდა ახურავს,
მუდამ დარდიანი იქნები,
არ მოშორდებიან იმ ყმაწვილს
შენზე არეული ფიქრები."
მკითხავმა თვალები დახარა,
დამალა მომდგარი ცრემლები,
"შენც გიყვარს, იმასაც უყვარხარ,
მაგრამ ვეღარასდროს შეხვდები..."

Posted by: AMAZONKAA 24 May 2018, 07:46
Truth Is Good...........Sometimes - Poem by elena winters

truth has a face
with many expressions

truth can hurt you in ways you can't imagine

truth can make you happy or sad

depending on the situation you had

truth can kill you or even save you

truth can help you or even break you

Posted by: ქარიანა 1 Jun 2018, 06:31
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.



გარეთ კი წვიმით სველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.

მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს

ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.



გათავდა აღარ ჩამოგეხსნები,

არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში.



ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...

შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი!

Posted by: VioletHill 1 Jun 2018, 10:20
გული ამიჩუყა ბობ მარლიმ weep.gif
love.gif

user posted image

Posted by: suntqvа 3 Jun 2018, 04:43
user posted image


ვოთ ლიციმერ იობანი

Posted by: Re-hanna 11 Jun 2018, 02:03
* *. *

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.



ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.




გალაკტიონი





♥ ♥ ♥

Posted by: georgianpele 11 Jun 2018, 23:40
შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.
გამოუცნობი მღელვარებით ვდგავართ პირისპირ:
მშვიდი სიცოცხლე რა ამაოდ მე განვიზრახე.

თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი.

და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,
მსურს არ დამსდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი.


Posted by: suntqvа 26 Jun 2018, 07:41
user posted image


სულ მცირე 30

Posted by: Oliver 26 Jun 2018, 10:32
შენ ვერ შეცვლი ერთ ადამიანსაც კი ცხოვრებაში, რადგან ყველას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელი დეტალები

user posted image

Posted by: lasha_kaka 28 Jun 2018, 16:26
იყო ეტაპი თეთრი კედლების,
იყო დრო,ვერ მშველოდა მედდა
მაგრამ ის მამშვიდებდა რომ
სახლში დედას ჩემი ძმა აცილებდა…

Posted by: Re-hanna 29 Jun 2018, 00:57
დიდი ხნის მერე

დიდი ხნის მერე
მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,
გადაეცალა თითქოს წარსულს
ერთბაშად მტვერი,
რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ” -
ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ” -
ეს იქნება ძალიან ბევრი.

დაბზარულ ყავარს
ღაპაღუპით ჩამოსდის წვეთი,
მადლობა ზეცას,
მითანაგრძნო ამჯერად ურვით,
რა დაერქმევა მონატრებას
შორეულ ბედის,
ანდა ხსოვნაში
ხანჯალივით ჩატეხილ სურვილს.

და ძველ ჭრილობებს
დროის ჩქარი მდინარე ლოკავს,
არ ილეწება თუმც ყოველი
ჟამთასვლის კევრით...
რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ” -
ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ” -
ეს იქნება ძალიან ბევრი.

Posted by: lasha_kaka 29 Jun 2018, 13:30
შუაღამე მშვიდობისა, საყვარელო.
მაშინაც შუაღამე იყო,
როცა პირველად დაგინახე
და ისე დაგიმახსოვრე,
ალბათ სიკვდილსაც გაუჭირდება,
გაგაქროს ჩემი დაღლილი და ავადმყოფი თვალებიდან,
ისე გაგაქროს, რომ შენი ლანდი ვეღარ ვიცნო
და დამავიწყდე.

შენ კარგად იცი _ არავინაა ჩემზე ეგოისტი.

არ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები,
უბრალოდ, ჩვენვე შეგვიძლია სხვა ადამიანების
განსაკუთრებულებად გადაქცევა.
როცა მენატრები, მე ვფხიზლობ
და ვიცი, შენ გძინავს.
სიყვარულს ხომ ასეთი თვისებაც აქვს _
მას შეუძლია, ბევრჯერ დაიწყოს
და არასოდეს დამთავრდეს..

Posted by: Lasha244 2 Jul 2018, 21:39
შენც იცი,შენი თავის მეტი ვერავინ ვერსად ვერ შეგარცხვენს !!!

Posted by: Ninna_maya 3 Jul 2018, 07:51

განთიადზე რომ აყვავდება, ვარდი კი არა,
ის, რამაც ბულბულს დაამჩნია გულზე იარა,
შენც ყვავილნარში ჩამოჯექი, სანამ ამ ვარდმა
წარმავალობის მძიმე სენი გაიზიარა.



ომარ ხაიამი

Posted by: Re-hanna 7 Jul 2018, 00:08
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,

წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე,

ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ

შენი ცხოვრების ყველა სისწორე?


თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,

ცამდის მართალმა ვერ იმართალო,

სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე,

რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.


ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე

და გულმა უფრო წყევლად ისურვოს,

ხომ შეიძლება სძულდე ვინმეს და

შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო?


ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო,

სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი,

ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე,

მაგრამ არასდროს არ იყო მისი.


ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,

მერე უბრალო შუქი გამოდგეს,

ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,

გიხაროდეს და არ გიხაროდეს.


მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ

გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,

მერე ეჭვები არ გვასვენებენ

და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.



მორის ფოცხიშვილი

Posted by: Anan100 11 Jul 2018, 15:47
ცას რომ მოსწყდება ვარსკვლავი
გამოფრინდება ჟირაფი
ტყეში ვარდი ობოლი
მაგის დედას ######

<3

Posted by: Ninna_maya 11 Jul 2018, 17:13
მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ ..

მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს.

მე მიყვრს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.

ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება...
თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს
ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქამდება სისხლი ველური
და ვაჟკაცური ლექსი მომშივა.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.

მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,

და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.



ლადო ასათიანი love.gif

Posted by: larakroft 11 Jul 2018, 19:12
QUOTE (Re-hanna @ 29 Jun 2018, 00:57 )
დიდი ხნის მერე

დიდი ხნის მერე
მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,
გადაეცალა თითქოს წარსულს
ერთბაშად მტვერი,
რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ” -
ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ” -
ეს იქნება ძალიან ბევრი.

დაბზარულ ყავარს
ღაპაღუპით ჩამოსდის წვეთი,
მადლობა ზეცას,
მითანაგრძნო ამჯერად ურვით,
რა დაერქმევა მონატრებას
შორეულ ბედის,
ანდა ხსოვნაში
ხანჯალივით ჩატეხილ სურვილს.

და ძველ ჭრილობებს
დროის ჩქარი მდინარე ლოკავს,
არ ილეწება თუმც ყოველი
ჟამთასვლის კევრით...
რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ” -
ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ” -
ეს იქნება ძალიან ბევრი.

ძალიან მომწონს... ვისია??????????

Posted by: Re-hanna 11 Jul 2018, 20:59
larakroft

მანანა ჩიტიშვილის. smile.gif

Posted by: Statham 16 Jul 2018, 00:02
გაზაფხულდა აყვავდა ნუში
შენ დაგინახე ამ გაზაფხულზე
მე რაღა მომკლავს აწი და გუშინ
ზეგ რომ წავიდე მეპატიება?


იმ დღეს ნასოსზე გადასძვრა დგუში
შენ გამახსენდი რატომღაც ჩუმად
ერთი ვიფიქრე გაზაფხულია
ნუთუ აქაა ის ბურთის ნემსაც


მაგრამ ატამი როს აყვავდება
გადაიქროლებს ქედებს ვარდისფერს
იქვე ჯაგნარში ამოვა შურთხი
გადმოასკლინტავს გრძნობით დაცლილებს

სადღაც გაჰკივის ბებერი ტურა
სადღაც ბეჰემოტს აშლია კუჭი
შენ რომ ვერ გნახავ ზეგ დილას გოჩა
იმ დღეს რაღააქვს პეწი და რიდი?



ეს ჩემი პირველი ლექსია და ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით
მიიიიყ^^ all^^


Posted by: AMAZONKAA 16 Jul 2018, 02:36


* * * * *

ლომისით ბინდი ჩამოდის,
ლეშზე ხარობენ აფთრები,
არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,
მალვით არ ჩამისაფრდები.

და როცა მუხრანის ველზე
მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,
გულდაგულ გადამიდგები
მოყმე პირბადრი, ამაყი.

ორნივ ლაღნი და უკადრნი
სახელით, ციხე-ქავითა,
ცა წითდა ჩემი ფრანგულით,
შენ დამასწარი წამითა.

მთვარე გორს უკან ჩავიდა,
მეც ვილეოდი, ვდნებოდი,
გულს მაინც მადგა ნათელი —
კაის ყმის ხელით ვკვდებოდი.

და ბოლო ამოქშენამდი

სული გათენდა, ამზევდა,

ავიწიე და … გაკოცე

ჩემგან გაჩეხილ მხარზედა.

Posted by: Re-hanna 30 Jul 2018, 11:39
ამქვეყნად ყველაფერს ეშველება, თუ ხალხი ერთმანეთს ეფერება...
თუ ვნებებს დროულად დაიოკებ, თუ სული სიცრუეს ემტერება,
თუ გზაზე როცა ვინმე გადაგირბენს, ძარღვები ბრაზით არ გებერება,
ცდუნებას თუ გაუძლებ ღალატისას, თუ მღერი, როცა გულით გემღერება,
თუ კითხვებს უპასუხოდ არ ტოვებ და თუ წარსულს იხსენებ დანანებით,
თუ სიტყვას აწონი და ისე იტყვი, თუ უძლებ, როცა მოდის გასაძლები,
თუ სხვისთვის ცოტა მეტი გემეტება, თუ შენთვის სიმართლე პირველია,
თუ შეძლებ, რომ სხვას თვალი გაუსწორო, როცა შენი სული შიშველია,
თუ გაქვს ნებისყოფა ერთგულების, თუ გულით გეცოდება შურიანი,
იმ გულით, რომ გიფეთქავს სიყვარულით, მუდამ რომ ღიაა და სტუმრიანი,
თუ შენთვის ყოველი დღე დიდია და უფლისგან ნაბოძები საჩუქარი,
თუ შენი აზროვნება სიკეთეა და არა დიდი ბოღმის საბუდარი,
მიხვდები – ყველაფერს ეშველება, თუ შენი ცხოვრება სხვას ეფერება...
მტერი გყავს? – ესე იგი, ფერადი ხარ... უფერულს არავინ ემტერება..


,,ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი,,

ვაჟა

Posted by: Ninna_maya 31 Jul 2018, 20:03
მზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს

და ნაკადულიც კისკისებს შენთვის,

ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ,

თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.



და გინდა ზეცის ხელის შევლება,

სულში ჩადგება სინათლის სვეტი,

ყორნის ფრთაც თეთრად მოგეჩვენება,

თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.



ლექსად აგანთებს ქვეყნის მშვენება

და სილამაზე გაგყვება დიდხანს,

სიცოცხლე წამად მოგეჩვენება,

თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს.



თითქოს შენია ყველა ყვავილი,

ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,

ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი,

თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.



მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად,

ის აღარა ხარ, რაც გუშინ იყავ,

ეკალი ვარდად მოგეჩვენება,

თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!



ლილი ნუცუბიძე
love.gif

Posted by: Lasha244 10 Aug 2018, 21:53
“ვიღაც წერს,სულიერი ჭრილობები ხორცდებაო. უაზრო ანალოგიაა კანის პათოლოგიასთან. ცხოვრებაში ასე არ ხდება, ასეთი ჭრილობა შეიძლება დაპატარავდეს, შეიძლება ქინძისთავის ჩხვლეტასავითღა იყოს, მაგრამ მაინც ჭრილობაა და ყოველთვის ღიაა. გადატანილი ტანჯვის კვალი რომელიმე თითის ან ცალ თვალში ჩინის დაკარგვას შეიძლება შეადარო. ეჩვევი ამას და წელიწადში ეგებ ერთხელ გაგახსენდეს, მაგრამ მაინც ვეღარ უშველი.”

Posted by: Lasha244 14 Aug 2018, 13:24
ვერ ვპოულობ საკუთარ თავს საკუთარად…

Posted by: Re-hanna 15 Aug 2018, 02:52
არც ავთანდილი, არც ბადრი არ ხარ

და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, -

შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,

შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.


ნუ მეტყვი, ოღონდ, ყვავილებს ამოს

ვის უკრეფ, ანდა ვის ბაღს უგალობ,

ამ მშვენიერი წუთების გამო

სამარადისოდ გმადლობ, უფალო!


თუმც სახეს მიწვავს ცრემლების თქორი,

გულს მაინც უჯობს, ასე ახსოვდე -

შენ უნდა დარჩე მარადჟამს შორი

და ვერასოდეს მომიახლოვდე.


♥♥♥

Posted by: silver_ranger 20 Aug 2018, 23:00
ტანო ტატანო, დაგრეხილო უშნო ქალებო,
ტუჩ დაპრუწულნო, თქვე ძერზკებო, შემაზარენო,
აიფონ შვიდით მორბენალო ნაბლატავებო,
ბევრი ბოტოქსით გაჭყეპილო განაწამებო,
იქს პიატიან ბიჭუნებზე მომზირალენო,
ჟეშტის ხამებო, კუზანოვთან მორბენალებო..

Posted by: არმეძებო 20 Aug 2018, 23:03
silver_ranger
QUOTE
ტანო ტატანო, დაგრეხილო უშნო ქალებო,
ტუჩ დაპრუწულნო, თქვე ძერზკებო, შემაზარენო,
აიფონ შვიდით მორბენალო ნაბლატავებო,
ბევრი ბოტოქსით გაჭყეპილო განაწამებო,
იქს პიატიან ბიჭუნებზე მომზირალენო,
ჟეშტის ხამებო, კუზანოვთან მორბენალებო..



lol.gif lol.gif

პ ს.ახლა არ თქვა რომ ეს ნატიფი და გრძნობით აღსავსე ლექსი შენი მოფიქრებულიაsmile.gif)

Posted by: Anan100 21 Aug 2018, 00:19
ციდან ჩამოვა ლურჯი ფერია
და შემიღებავს შიტოკ-ბაგაჟნიკს
თუკი გაწელავს ნუკრი პლასტელინს
ქე დააწვება ქვე მუხლებ ჩარხილს

ნუ გააოფებთ მომხვდურნო თემას
და ნუ აირტყავთ 3 დღიან ბანებს
ეხლა დავფიქრდი და დავასკვენი
გავარტყი გლობუსის სულყველა განედს bis.gif

Posted by: Ninna_maya 21 Aug 2018, 03:28
ადამიანთა ცოდვილი მოდგმა.
აქ სიყვარულის ძნელია პოვნა..
აქ ყოველ ბოროტს მოუნდა ლოცვა.

ქალაქს აღარ აქვს ნათელი ფერი
უსამართლობამ იფეთქვა ჩვენში..
აქ ყოველ მდიდარს უგებენ ნაბადს..
აქ ყოველ ღარიბს აყრიან ნაგავს..

გაურკვევლობა სიცოცხლეს ღაფავს,
თქვენი მიზნებიც ბნელია რაღაც..
აქ მეგობრობას თელავენ ფეხით,
აქ შემოდგომას აქვს მუქი ფერი..

აქ ვერ გაიგებ თუ ,ვინ ვის ებრძვის..
აქ სიხარულიც მუდამ ცუდს ეტრფის..
ნეტავ რა არის კარგი ამაში..
აქ ხომ გრძნობებზე უყვართ თამაში...

Posted by: Lasha244 21 Aug 2018, 21:56
“…..
ვერც
კი წარმოიდგენ
თუ
როგორ
სწრაფად
მივექანები
ჯოჯოხეთისკენ….”.

Posted by: Lasha244 25 Aug 2018, 00:38
როცა აღარ ვიქნებით, მაშინ გაიგებს ყველა, თუ რა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ყოფნას.


Posted by: miracle_of_love 26 Aug 2018, 20:36
ცხოვრებაში ერთხელ, ხელში მოგხვდება ისეთი ქალი, რომელიც ბედნიერების ერთადერთი სასწაულია, მაგრამ ახალგაზრდული სიშლეგის ან უბედობის გამო, ხელს დააცდენ მას, და მერე, მთელი ცხოვრება სინანულად და მოგონებად გექცევა მასზე.
მთვარის მოტაცება - კონსტანტინე გამსახურდია

Posted by: Lasha244 30 Aug 2018, 14:31
ასეც ხდება, რომ ადამიანი თავისი სიტყვებითა და საქციელით კლავს შენში ყოველივე კარგს, რასაც მის მიმართ განიცდიდი.

Posted by: miracle_of_love 2 Sep 2018, 00:57
О тебе, о тебе, о тебе,
Ничего, ничего обо мне!
В человеческой, темной судьбе
Ты - крылатый призыв к вышине.

Благородное сердце твое -
Словно герб отошедших времен.
Освящается им бытие
Всех земных, всех бескрылых племен.

Если звезды, ясны и горды,
Отвернутся от нашей земли,
У нее есть две лучших звезды:
Это - смелые очи твои.

И когда золотой серафим
Протрубит, что исполнился срок,
Мы поднимем тогда перед ним,
Как защиту, твой белый платок.

Звук замрет в задрожавшей трубе,
Серафим пропадет в вышине...
...О тебе, о тебе, о тебе,
Ничего, ничего обо мне!

Николай Гумилев user posted image

Posted by: Lasha244 2 Sep 2018, 13:31
•დროთა განმავლობაში ჩვენი გაუმხელელი ფიქრები იღვენთება და ილექება გონების ფსკერზე…ათასწლეული გადის და ის კვლავ ემსგავსება გაუხსნელ ყუთს და ფიქრების საწყობის კარზე გვიკაკუნებს•


Posted by: Lasha244 3 Sep 2018, 18:14
“არ დაიჯეროთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მიტოვება არ შეუძლია! შეუძლია! დაიჯერეთ! ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს, მაშინ როცა გააცნობიერებს, რომ თქვენთან ურთიერთობას მისთვის სიხარული და ბედნიერება აღარ მოაქვს, როცა საკუთარ თავს მთლიანად თქვენ მოგიძღვნით, როცა თქვენს გამო ის ყველაფერზე წავა, დათმობს ბევრს, იმისთვის რომ იყოს თქვენთან, სანაცვლოდ კი ის თქვენგან არაფერს მიიღებს.”


Posted by: Ninna_maya 4 Sep 2018, 03:33
მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
….
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

ნიკო ლორთქიფანიძე,

Posted by: Lasha244 4 Sep 2018, 13:42
როგორი ყალბია სიტყვა
“მომენატრე”,
თვეობით სიჩუმის
შემდეგ…
იქნებ მე ვარ ისეთი ყალბი,
რომ ორი წუთის წასულს
შემიძლია დაგეწიო, ჩაგეხუტო და სიჩუმით ჩაგყვირო,
რომ არ წახვიდე,
რადგან ვერ ვუძლებ უშენობით გაჟღენთილ ჰაერს…

***
თუ მენატრები, მენატრები
წასვლის წამიდან…

Posted by: Lasha244 5 Sep 2018, 16:17
მე მზად ვარ ამოვიღო გული და მთელი არსებით მივუძღვნა იგი შენს სულს, რომელიც ქარიშხალის დროს სამყაროს მოსწყდა და ჩემს გალაქტიკაში შემოიჭრა…

Posted by: Ninna_maya 6 Sep 2018, 02:18
რაც უფო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ.

სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას.

გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.



ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს,
ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს,
ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს,
ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს.


ომარ ხაიამი

Posted by: SkitterZ 6 Sep 2018, 04:36
შენ მატყუებდი რომ თითქოს რჩები

მაგრამ წახვედი დამადგი რქები...............

Posted by: Anan100 6 Sep 2018, 17:39
ხეოფსის პირამიდასთან დავწანწალებ ჩვილი ჭუკივით
შებინდებისას სტალინის ძელს ნაპორით მოვრწყავ
მე ამ ცხოვრების დედის ღვიძლში გავაფამფალე
რაც იმოძრავებს ან იფართხალებს ყველაფერს #####ავ love.gif

Posted by: Ninna_maya 7 Sep 2018, 11:23
ზოგს აშკარად ეტყობა, -
შენი არ ეყურება,
რა ვქნა, რა გაეწყობა, -
კაცია და გუნება.

ზოგს პირიქით - შენდარი
არავინ ეგულება,
ესეც ბუნებრივია, -
კაცია და გუნება.

არაფერი გულწრფელი
კაცს არ გაემტყუნება,
ღმერთი ყველას უშველის,-
კაცია და გუნება.



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: larakroft 7 Sep 2018, 21:12
ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,
იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა
მიდიხარ.
შენი წვრილი ქუსლები
აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად


მიდიხარ.
ჩემს თავს ვეღარ ვერევი.
ფეხის ხმა წყდება სადღაც კარს იქით,
მინდა სიკვდილი და ეს ნერვები
ხელში მიჭირავს კონტრაბასივით


თუმც ვიცი ღამით დავიბოღმები
და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,
მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,
რადგან_
მიდიხარ
ისე ლამაზად!..

Posted by: jangulashvili 7 Sep 2018, 21:48
–ტყუილად ფიქრობ,რომ ვამეტებ.არა კი ხშირად გამიფორმებია რაღაცეები,მაგრამ მასთან დაკავშირებით არაფერი.საოცარი შეგრძნებაა,ხან წიგნის და ხან ფილმის გმირი რომ გგონია თავი.საოცარი უნარი აქვს ისე მოულოდნელად,ისე ვითომც არაფერიო,შეეხოს ისეთ რამეებს,რომ გგონია სადღაც ღრმა,ბნელ კუთხეში მაქვს ჩამარხულიო.შემოგხედავდა,ტუჩზე იკბენდა და გადაგიკითხავდა ფურცელ ფურცელ.ისე მარტივად აკეთებდა ამას თითქოს საოჯახო ტექნიკის უაზროდ აჭრელებულ ბუკლეტს კითხულობდა.მერე გამიღიმებდა,შუბლს მომიშვერდა საკოცნელად და ისე გააგრძელებდა ლაპარაკს,თითქოს ამ წამს ჩემს ყველა უჯრედში არ გაევლოს და ყველაფერი არ გაეგო რისი თქმაც მინდოდა.–იცი?არ ვტრაბახობ მაგრამ ყოფილან ჩემს გვერდით ქალები,რომლებზეც ვერ იტყოდი კოცნა არ იციანო,მაგრამ მე მაინც მისი მოშვერილი შუბლი და ლოყა მირჩევნია.არანორმალურია ვიცი,მაგრამ ამ მოქმედებაში,საოცარი ნდობაა.გეუბნება რომ შენია მხოლოდ.–არ გჯერა ალბათ,მაგრამ შენ იმ წუთიდან უნდა გენახა ყველაფერი,როცა დაიწყო და მერე დაიჯერებდი...

Posted by: SkitterZ 8 Sep 2018, 04:32
შენს დასაბრუნებლად რაზე არ წავედი
გველმა მიკბინა
ვკვდები წავედი.....................

Posted by: Lasha244 9 Sep 2018, 22:30
ჭაღარა მარტო მე?!
მთას გამოერია…
ცა ცდილობს
ღრუბლებით შეფაროს,
მიყვარხარ!..შენ ამბობ,
არც ისე ბევრია…
არც ისე ბევრია,
მზექალო…
შეხედე,გაშლილ მხრებს
ვარსკვლავი მიცვარავს,
ქარები ნიადაგ
სასთუმალს მინამვენ,
შეხედე!..
და ეს დღე თუ გარდაიცვალა,
ინანებ ქალკუპრო, ინანებ…
სამყარო შენს თავზე
მე წამოვაჩრდილე,
მე ვიყავ,
ცხელ მზეებს
ცაზე რომ ვფარავდი,
რა ვიცი, მზექალო
და კი არ გაშინებ,
არც ეგ სიტურფეა,
მყარი და მარადი…

Posted by: Anan100 10 Sep 2018, 00:00
ცხრათვალამზემ დარეკა
ჩემი კარგიც #####ანო
ოდელია დელია
ეს რა კარგი წელია

Posted by: Re-hanna 10 Sep 2018, 18:46
Save the Best for last

Sometimes the snow comes down in June
Sometimes the sun goes 'round the moon
I see the passion in your eyes
Sometimes it's all a big surprise

'Cause there was a time when all I did was wish
You'd tell me this was love
It's not the way I hoped or how I planned
But somehow it's enough

And now we're standing face to face
Isn't this world a crazy place
Just when I thought our chance had passed
You go and save the best for last

All of the nights you came to me
When some silly girl had set you free
You wondered how you'd make it through
I wondered what was wrong with you....

Posted by: larakroft 10 Sep 2018, 18:52
უნდა წაგშალო ჩემი ხსოვნის ყველა ბწკარედში,
რა სიკვდილივით აუცდენელ ტყვიად მეწვიე,
ვერ დავივანე შენს მხურვალე, ლამაზ ჰარემში,
ვერ შევეგუე ვყოფილიყავ შენი მზეწვია.

უნდა დაგშორდე, მოგონების სკივრი დავცალო,
დარჩენილ დღეებს გადარჩენით უნდა ვუშველო,
ოღონდ სულ ცოტა, სულ ცოტა ხანს უნდა მაცადო,
სანამ ვისწავლი არსებობას ქვეყნად უშენოდ...

Posted by: Re-hanna 14 Sep 2018, 10:31
* * * * * * *


ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?

ეკლესიაში ნუ შეხვალ მარტო
ვინმე მეგზურად ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!

ეკლესიაში შემოდის ქალი,

გულგრილი,ცივი,ვით მთვარეული
ერთ დროს უნაზეს ჩუქნიდნენ ვარდებს,
ახლა მარტოა,სულმთლად ეული...
ნუ შეგაშფოთებს მისი თვალები,
სევდაჩამდგარი და არეული.


ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,

მიტევება ხომ ჩვენი ვალია...

იწვის სანთელი, ბარბაცებს ალი,

თითქოს ისიც კი სევდით მთვრალია...


Posted by: Ninna_maya 16 Sep 2018, 09:29
ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია... კი, ნამდვილად ასეა... საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა...



დოსტოევსკი


,,დანაშაული და სასჯელი,,

Posted by: Anan100 16 Sep 2018, 11:06
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 16 Sep 2018, 12:42
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 11:06 )
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

ხემ მოისხა პერაშკი,
აგერ ჩაქუჩი გალობს,
ტყიდან მოფრინავს ნიანგი,
ჩვენი ანან100იც ხარობს.

Posted by: Anan100 16 Sep 2018, 12:50
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 16 Sep 2018, 12:42 )
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 11:06 )
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს  აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

ხემ მოისხა პერაშკი,
აგერ ჩაქუჩი გალობს,
ტყიდან მოფრინავს ნიანგი,
ჩვენი ანან100იც ხარობს.

ცალუღელა ხარი
მთაწმინდაზე გალობს
ტყეში კერამოგრანიტი
საფუძვლიანად ხარობს yes.gif

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 16 Sep 2018, 12:54
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 12:50 )
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 16 Sep 2018, 12:42 )
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 11:06 )
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს   აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

ხემ მოისხა პერაშკი,
აგერ ჩაქუჩი გალობს,
ტყიდან მოფრინავს ნიანგი,
ჩვენი ანან100იც ხარობს.

ცალუღელა ხარი
მთაწმინდაზე გალობს
ტყეში კერამოგრანიტი
საფუძვლიანად ხარობს yes.gif

ხეზე იჯდა ბეღურა
და მას ერქვა ია
ანან100 მიეპარა
ზურგში ტყვია ხია.

Posted by: Anan100 16 Sep 2018, 13:04
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 16 Sep 2018, 12:54 )
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 12:50 )
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 16 Sep 2018, 12:42 )
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 11:06 )
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს   აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

ხემ მოისხა პერაშკი,
აგერ ჩაქუჩი გალობს,
ტყიდან მოფრინავს ნიანგი,
ჩვენი ანან100იც ხარობს.

ცალუღელა ხარი
მთაწმინდაზე გალობს
ტყეში კერამოგრანიტი
საფუძვლიანად ხარობს yes.gif

ხეზე იჯდა ბეღურა
და მას ერქვა ია
ანან100 მიეპარა
ზურგში ტყვია ხია.

მე რომ მქონდეს კომპასი
კომპასს ვყავდე მე
ვიქნებოდით ორნი
კომპასი და მე.

წავიდოდი სამხრეთით
ვიპოვნიდი ილოს
წავიყვანდი ილოს
ვანახებდი სპილოს

ვიქნებოდით ოთხნი
დედამიწაზე
ილო და სპილო
კომპასი და მე

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 16 Sep 2018, 13:08
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 13:04 )
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 16 Sep 2018, 12:54 )
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 12:50 )
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 16 Sep 2018, 12:42 )
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 11:06 )
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს   აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

ხემ მოისხა პერაშკი,
აგერ ჩაქუჩი გალობს,
ტყიდან მოფრინავს ნიანგი,
ჩვენი ანან100იც ხარობს.

ცალუღელა ხარი
მთაწმინდაზე გალობს
ტყეში კერამოგრანიტი
საფუძვლიანად ხარობს yes.gif

ხეზე იჯდა ბეღურა
და მას ერქვა ია
ანან100 მიეპარა
ზურგში ტყვია ხია.

მე რომ მქონდეს კომპასი
კომპასს ვყავდე მე
ვიქნებოდით ორნი
კომპასი და მე.

წავიდოდი სამხრეთით
ვიპოვნიდი ილოს
წავიყვანდი ილოს
ვანახებდი სპილოს

ვიქნებოდით ოთხნი
დედამიწაზე
ილო და სპილო
კომპასი და მე

გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში,
ანან100მა გუშინ ჭამა სუში.
არ მომწონსო ანან100მა სუში,
ბოლტ-გაიკა ჩაუყარეს სუპში.

Posted by: Ninna_maya 16 Sep 2018, 17:01
ომარ ხაიამი — გამონათქვამები


სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად“.

„ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ. ვინც ჩვენზე უკეთესია – ჩვენთვის არ სცალია“.

„მეგობარო, მოდი „ახლა“ დაიმახსოვრე, რომ „ხვალ“ არ არსებობს“.

„შენ ამოცოცდი ტალახიდან თავადებში და უცბად თავადი გახდი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ არ დაიღუპო – თავადი მოკვდავია, ტალახი სამუდამო“.

„რა არის ცხოვრება? – ბაზარი, მეგობარს ნუ ეძებ მანდ. რა არის ცხოვრება? – ვნება, წამალს ნუ ეძებ მასში. არ შეიცვალო, მუდამ გაიღიმე, მაგრამ ხალხისგან ნუ ელი ღიმილს“.

„ის, ვინც გონებას მიჰყვება, ხარს წველის. ჭკვიანს ალბათ მოჰკლავენ. ჩვენს დროში სასარგებლოა იყო სულელი, რადგან გონება ნივრის ფასი ღირს“.

„მას, ვისაც სურს სიმშვიდე სიყვარულში, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად; მას, ვისაც სიყვარულზე არც კი სმენია, ჩათვალე განსვენებულად და არა ცოცხლად“.

„ნუ ამბობ, რომ მამაკაცი მექალთანეა, ის რომ ერთადერთზე ყოფილიყო შეყვარებული, თქვენამდე ვერ მოაღწევდა“.

„ნუ დააკავებ იმას, რაც მიდის და ნურც განირიდებ იმას, რაც მოდის, მაშინ აღმოაჩენ შენს ბედნიერებას“.

„იყავი ცეცხლივით ცხელი, იყავი წყალივით გამჭვირვალე, ნუ შეეცდები ყოველგვარი ქარის მორჩილ მტვრად იქცე“.

„საყვარელ ადამიანში გვიყვარს მისი ნაკლოვანებაც, ხოლო საძულველ ადამიანში გვძულს მისი სიმდიდრეც“.

„რა პატარაა ადამიანის ენა და ამ დროს რამდენი ცხოვრება დაანგრია“.

„ამ ქვეყნად მხოლოდ სულიერი სიმდიდრე დააფასე, რადგან ის არასოდეს გაუფასურდება“.

„შეიძლება მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, შესაძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელსაც ჰყავს საყვარელი, მაგრამ შეუძლებელია მოხიბლო მამაკაცი, რომელიც შეყვარებულია“.

„ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს,
ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს,
ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს,omar-khayyam_Vyhvb
ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს“.

„რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს. ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა“.

„ვინც ტიროდა, მას სიცილი შეუძლია, ვინც კვდებოდა, მან იცის, რომ ცოცხლობს“.

„ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა. ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა“…

„ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა და ამავდროულად განუზომლად დიდი“.

„რაც უფო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ“.

„ვაღმერთებთ მათ, ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით“.

„ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ“.

„ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია. მზის ჩასვლას ყოველთვის მზის ამოსვლას მოჰყვება“.

„ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს. სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ“.

„სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს. ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ“.

„ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე. სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას. გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს“.

არ ჩაიდინო ბოროტება – ბუმერანგივით დაგიბრუნდება“.

„ჭაში ნუ ჩააფურთხებ, წყალი ხომ უნდა დალიო“.


* * *
გული გავგზავნე ქვეყნადა


ვაჟა ფშაველა



გული გავგზავნე ქვეყნადა

სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!

დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა - ვაების ნიშანი.

დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.

ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.

ვაებად ქმნილსა მოლხენის



აღარაფერი სცხებოდა.

ვანუგეშებდი ბედკრულსა,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:

ქვეყნის ავ - კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.

Posted by: jurnalistka 17 Sep 2018, 01:13
ცივი ლექსი

მგლები ყმუიან თავდახრილი ტოტების მტვრევას
და ბედისწერა - დიდთვალება შიშად ქცეული,
სანამდეც მაცლის ამ დაღლილი სხეულის თრევას
მანამდე მომკლავს მონატრება შენი სხეულის.
.
ვიდრე სიცივე ძვლებს მშიერი ძაღლივით დახრავს,
უნდა მოვასწრო და ამ ღამეს ყელი გამოვჭრა,
ვეღარ ვისწავლე ღმერთებისთვის მე თავის დახრა,
ვერ დავანებე ჩემი ვნების ლაფში ამოთხვრა.
.
ახლა ვერთობი ვერშემდგარი დასაფლავებით
ჭირისუფლები ვერ შევმოსე შავი ფერებით:
შენი სიტყვები - დასეული გულზე ყვავები,
შენი სიჩუმე - ამოსული ყელში ნერვები.
.
უნდა წავიღო წერილი და გავიდე გაღმა,
თუ მოვასწარი დავბრუნდები დილით გამოღმა,
სიცოცხლეს ვყიდი - უვარგისს და საშინლად ნახმარს,
მე ვერ მოვირგე, ან საჩემო ის არ გამოდგა.
.
წამი ბევრია და სიცოცხლეც მათი ჯამია,
უნდა დავასწრო, რომ სიკვდილიც ღმერთად მეწამოს,
ასე მგონია - ღმერთი არის კაციჭამია,
ნამდვილად ვიცი - მეც როდესმე უნდა შემჭამოს.
.
სისხლი ცივია, მოურწყავი ძარღვებიც გახმა,
მინდა მოვასწრო ამ ღამისთვის ყელის გამოჭრა,
ახლა სიცივე ძვლებს მშიერი ძაღლივით დახრავს,
დიდი ხანია გაყიდული სულიც ამომძვრა.
.
უნდა მიშველო, ვიდრე ღამე ასე ბარბაცებს,
თორემ ვნებები შეიძლება ისევ დაობდეს,
გარდაცვლილ მთვარეს დავასვენებ კატაფალკაზე,
ცივ თვალებს დავყრი ყვავილებად სასაფლაომდე.
.
არ შემაწუხოთ, არავისი არ მინდა ნახვა,
გამხმარ ძარღვებში გაყინული სისხლიც ამოხმა,
სიცოცხლეს ვყიდი, უვარგისს და საშინლად ნახმარს,
თუ ვერ გავყიდე, დავბრუნდები ისევ გამოღმა.
.
ღამე იგლოვებს თავდახრილი ტოტების მტვრევას,
მაჩქარებს ბედი - დიდთვალება შიშად ქცეული
და დავამთავრებ ამ დაღლილი სხეულის თრევას
როდესაც მომკლავს მონატრება შენი სხეულის.

ბაკურ სვანიძე
2007

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 17 Sep 2018, 01:25
«Дайте-ка посмотреть, — Воланд протянул руку ладонью кверху.

— Я, к сожалению, не могу этого сделать, — ответил мастер, — потому что я сжег его в печке.

— Простите, не поверю, — ответил Воланд, — этого быть не может. Рукописи не горят.

— Он повернулся к Бегемоту и сказал: — Ну-ка, Бегемот, дай сюда роман.

Кот моментально вскочил со стула, и все увидели, что он сидел на толстой пачке рукописей.
Верхний экземпляр кот с поклоном подал Воланду» .

დაილოცოს სქრინშოთი. biggrin.gif

Posted by: bigmaster 17 Sep 2018, 01:34
ექსპრომტად ანუ ჩემი გენიის პომიდვორის წითელი შუტკა
(უნდა ჩაწვდე)

ღამით და მზეზე...
ფიქრები.
შენს ტანზე დავყარე მე ხორბლის ცრემლები.. როცა მოცარტი რანძღებს დაცდრირდა
ეს სიჩუმეა , დიახ თუმცა მოიცა
ეს ხომ მართლაც სიჩუმე ყოფილა ... და სიცხე როგორც სატურნის კვამლი



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: PoisonnIvy 17 Sep 2018, 01:55
QUOTE (Anan100 @ 16 Sep 2018, 11:06 )
გუშინ დავკრიფე ყურძენი
ტონანახევარს აცდა
ჩემი სიყვარული კარგო
გომბორის პავაროტს გაცდა

მე მინდა მქონდეს პატარა ნიჭი
რომ ავუსრულო ანან100ს თხოვნა
დიდი ყურძენი რომ მივცე პირში
და მაგიდაზე გავშალოთ სუფრა

Posted by: bigmaster 17 Sep 2018, 01:59
კასი, თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო.
საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო.
ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას.
დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო, მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა.
-რაც არ არი, არ არიო, - ამბობდა იგი.
- მაგათ სიცოცხლე ეზარებათ. თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებითა და კარგად დაფარული ნესტოებით... მაგრამ რად გინდა, ეს ხომ მარტო ფასადია. შიგნით სიცარიელეა. ჯიგარი აქვთ ამოცლილი.
მისი ზნე სიგიჟეს უახლოვდებოდა. მის ზნეს ბევრი სიგიჟედ მიიჩნევდა.
მამამისი სასმელმა მოკლა, დედა ვიღაცას გაეკიდა და შვილები ბედის ანაბარა მიატოვა.
ისინი ნათესავმა შეიფარა, რომელმაც მზრუნველობა იმით გამოხატა, რომ ბავშვებს მონასტერში უკრა თავი. მონასტერი არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მათ ელოდნენ. კასს განსაკუთრებით გაუჭირდა. შურიანი გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ, წარამარა ჩხუბში იწვევდნენ. ჩხუბი იყო სასტიკი და დაუნდობელი. კასს მთელი მარცხენა მკლავი სამართებლით ჰქონდა დასერილი. მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა.
მონასტრიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო, კაფე-ბარ \\\"უესტ ენდში\\\" რომ გავიცანი.
ის, როგორც დებში უმცროსი, ყველაზე ბოლოს გამოეშვათ. შემოვიდა და ვითომც არაფერი, გვერდით მომიჯდა. ჩემზე მახინჯი მამაკაცი ქალაქში არ მეგულებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ამბავი თურმე ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.
- დალევ? - ვკითხე.
- რატომაც არა?!
ვერ ვიტყვი, რომ იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებული საუბარი გამოგვივიდა. მთელი მუღამი იმაში იყო, თუ როგორ იქცეოდა კასი. უბრალოდ, ამომირჩია. ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი უყვარდა, ბლომად სვა. სრულწლოვანს არ ჰგავდა, მაგრამ ბარმენი სპირტიან სასმელს მაინც აძლევდა.
რა ვიცი, იქნებ ყალბი პასპორტიც ჰქონდა. სიამაყეს ვგრძნობდი, როცა ტუალეტიდან გამოვიდოდა და მაგიდისკენ გამოეშურებოდა. ასეთი ლამაზი გოგო ქალაქში კი არა, ცხოვრებაში არ მენახა. პირველად წელზე მოვხვიე ხელი და ვაკოცე.
- შენი აზრით, ლამაზი ვარ? - მკითხა.
- რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ სხვა რამეა... სილამაზის გარდა სხვა რაღაც...
- იცი, რას გეტყვი? სილამაზეს ყველა დანაშაულად მითვლის. ნუთუ მართლა ასეთი ლამაზი ვარ?
- "ლამაზი" ის სიტყვა არ არის.
ბოლომდე ვერ გამოხატავს შენს მშვენიერებას.
ხელჩანთა გახსნა და ფათური დაიწყო. მეგონა ცხვირსახოცს ეძებდა, მაგრამ მოულოდნელად ქუდის გრძელი ქინძისთავი ამოაძვრინა და სანამ აზრზე მოვიდოდი, ცხვირში გაიყარა განივად, ნესტოებს ზემოთ. კინაღამ გული ამერია. შემომხედა და ხარხარი აუტყდა.
- კიდევ ლამაზი ვარ? ახლა რაღას იტყვი, ჰა, ჯიგარო?
ქინძისთავი გამოვაძრე და ცხვირსახოცი მივაშველე, რომ სისხლი შემეჩერებინა. ამ სანახაობას ბარმენის გარდა კიდევ რამდენიმე კაცი ადევნებდა თვალს. ბარმენი მაგიდასთან მიიჭრა და კასი დატუქსა:
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, მაგ გიჟაობას თავი დაანებე, თორემ მიგაბრძანებთ, სადაც საჭიროა.
- ფეხები არ მომჭამო, ბიჭო! - მიუგო კასმა.
- მიხედეთ ამ გოგოს, - მითხრა ბარმენმა.
- ყველაფერი რიგზე იქნება, - ვუპასუხე.
- ცხვირი ჩემია, - თქვა კასმა, - რასაც მინდა, იმას ვუზამ.
- არა, - ვუთხარი, - მტკივა.
- რას ამბობ, შენ გტკივა ცხვირი, როცა მე ჩემ ცხვირში ვიყრი ქინძისთავს?
- დიახ.
- კაი, მეტს აღარ ვიზამ. არ გეწყინოს!
ცხვირსახოცი ცხვირიდან არ მოუცილებია, ისე გადმოიხარა და მაკოცა.
ბარი რომ დაიკეტა, ჩემთან წავედით. ლუდი მქონდა. დავსხედით. ვისაუბრეთ. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რა კეთილ და მზრუნველ ადამიანთან მქონდა საქმე. გული ბოლომდე გამიხსნა და გადამიშალა, მაგრამ დროდადრო მაინც წამოუვლიდა ხოლმე, ველურივით ატყდებოდა და უცებ დაწყნარდებოდა. შიზოფრენი იყო.
ლამაზი შიზოფრენი. ვგრძნობდი, ადრე თუ გვიან რაღაცის ან ვიღაცის ლუკმა გახდებოდა, ოღონდ ეს \\\"ვიღაც\\\" მე არ ვიქნებოდი. დავწექით. შუქი ჩავაქრე. მან მკითხა:
- როდის გინდა, ახლავე თუ დილით?
- დილით, - ვუპასუხე და გვერდზე გადავბრუნდი.
დილით ავდექი, ყავა მოვადუღე და ლოგინში მივართვი. გაიცინა:
- ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვინც ღამით უარი მითხრა.
- მოგცლია. საერთოდ რა აუცილებელია!
- რას ამბობ, მინდა.
თუმცა, მოიცა, ჯერ შხაპს გადავივლებ.
სააბაზანოში შევიდა და მალე გამოვიდა. გადასარევი იყო, გრძელი, შავი თმები უბრწყინავდა, თვალები და ტუჩებიც უბრწყინავდა, სულ მთლად ბრწყინავდა... ისე მშვიდად და აუჩქარებლად შიშვლდებოდა, გეგონებოდა, საჩუქარს ხსნისო. ლოგინში სწრაფად ჩამიგორდა:
- აბა, შენ იცი, ჩემო რაინდო.
მკლავებში მოვიმწყვდიე. თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ კოცნაზე უარს არ ამბობდა. ვეფერებოდი ტანზე, თმებზე. შევედი.
ცხელი და მკვრივი იყო. არ ვჩქარობდი, ბიძგებს ნელ-ნელა ვაკეთებდი, რომ სიამოვნება გამეხანგრძლივებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
- რა გქვია? - ვკითხე.
- რა მნიშვნელობა აქვს? - მომიგო.
გამეცინა. მოვრჩით. ჩავიცვით და ისევ ბართან გავიყვანე, მაგრამ მივხვდი, ეგრე ადვილად ვეღარ შეველეოდი. უმუშევარი ვიყავი და რა მენაღვლებოდა, ორ საათამდე ვიძინე. მერე ავდექი და გაზეთს გადავხედე.
შხაპს ვივლებდი, კარი რომ შემოაღო, ხელში სპილოსყურას ფართო ფოთოლი ეჭირა.
- ვიცოდი, აბაზანაში იქნებოდი და, როგორც ბუნების შვილს, აი, ეს წამოგიღე, მაგას კარგად დაგიფარავს, - მითხრა და ფოთოლი გადმომიგდო.
- საიდან იცოდი, რომ აბაზანაში ვიქნებოდი?
- ვიცოდი.
თითქმის ყოველდღე მოდიოდა და არც ერთხელ არ შემცდარა, ყოველთვის აბაზანაში ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ გრაფიკს არ ვიცავდი.
სპილოსყურა ყოველთვის მოჰქონდა. მერე სექსზე გადავდიოდით. ყოფილა შემთხვევა, ღამით დაურეკავს, მოდი, მიშველეო. წავსულვარ და ციხიდან თავდებით გამომიყვანია. პოლიცია არ სწყალობდა მუდმივი სიმთვრალისა და აყალმაყალის გამო.
- ეს ძაღლისშვილები, - იტყოდა ხოლმე თავის ამფსონებზე, - ერთ სირჩას დაგიდგამენ და მერე პირდაპირ უბეში გიძვრებიან.
- ისინი კი არა, შენ მიძვრები პირდაპირ აყალმაყალში, როცა თითო ჭიქას გახუხინებენ.
- მეგონა, მაგათ მე ვაინტერესებდი და არა ჩემი სხეული.
- მე კი შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იმ ბიჭებს სხეულის გარდა შენში სხვა რამეც აინტერესებდეთ.
ქალაქიდან ექვსი თვით წავედი, ვიხეტიალე, ვიცოდვილე და ისევ დავბრუნდი. კასი არ დამვიწყებია, მაგრამ რაღაცაზე ვემდუროდით ერთმანეთს და თანაც, მართალი გითხრათ, გული აღარ მიმიწევდა.
მეგონა, ქალაქში არ დამხვდებოდა, ის კი, ვითომც აქ არაფერიაო, ისევ \\\"უესტ ენდში\\\" გამომეცხადა! ნახევარი საათის დამჯდარი ვიყავი, რომ შემოვიდა და გვერდით დამისკუპდა.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები!.. როდის ჩამოხვედი, შე ნამუსგარეცხილო?
მისთვის სირჩა შევუკვეთე. შევხედე. მაღალსაყელოიანი კაბა ეცვა. ასეთი არასოდეს სცმია. ორივე თვალის უპეებს ქვემოთ შუშისთავიანი ქინძისთავები ჰქონდა გაყრილი. ქინძისთავები კანქვეშ ბოლომდე იყო შესული და მხოლოდ თავები მოჩანდა.
- შენ რაღა მოგივიდა, აღარ შეეშვები თავის დამახინჯებას?
- რას ამბობ, შე სულელო, მოდაა.
- შერეკილი ხარ.
- მომენატრე.
- სხვა ვინმე გყავს? - ვკითხე.
- არავინ.
მარტო შენ. ფულზე ვმუშაობ. ათ ბაქსად. შენ უფასოდ მოგცემ.
- გამოიძრე ეგ, ქინძისთავებია თუ რაღაც ჯანდაბა.
- არა, ესე უფრო მიხდება.
- გულს მირევს.
- მართლა მეუბნები?
- ჰო, მართლა გეუბნები, აღარ დამანახო!
მშვიდად გამოიძრო ქინძისთავები და ჩანთაში შეინახა.
- ეგრე აგდებულად რატომ ეპყრობი შენს სილამაზეს, რატომ არ გინდა შეინარჩუნო ის, რაც ღმერთმა მოგცა? - ვკითხე.
- იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს. სილამაზე სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად რომ გაჩნდი.
თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ გამოგარჩიეს.
- კმარა, გასაგებია, - ვუთხარი, - მე გამიმართლა.
- იმის თქმა კი არ მინდა, რომ შენ მახინჯი ხარ. პირიქით, მე რომ მკითხო, საკმაოდ მომხიბლავი გარეგნობა გაქვს.
- გმადლობ.
თითოც დავლიეთ.
- შენ რაღას აკეთებ, რას საქმიანობ? - მკითხა.
- არაფერს. არაფერი გამომდის. ხალისიც არ მაქვს.
- არც მე. ქალი მაინც იყო - იმუშავებდი.
- ვერ ავიტანდი მჭიდრო კონტაქტებს ათასი ჯურის უცნობებთან. დავიღლებოდი.
- მართალი ხარ, დაიღლებოდი. საერთოდ, ყველაფერი დამღლელია.
ბარიდან ერთად გამოვედით.
ქუჩაში გამვლელები ისევ ისე აყოლებდნენ თვალს. კასი ისევ ის ლამაზი ქალი იყო, შეიძლება უფრო ლამაზი, ვიდრე უწინ.
შინ მივედით, ღვინო გავხსენი და ჩამოვსხედით. მასთან საუბარი ყოველთვის მეადვილებოდა. ჯერ ის დაიწყებდა ლაპარაკს და მე ვუსმენდი, მერე, რომ გაჩერდებოდა, მე ავქაქანდებოდი. ერთი სიტყვით, იმ საღამოსაც ტკბილად ვიჭუკჭუკეთ. გვეგონა, საიდუმლოებებს ვხსნიდით. საინტერესო ამბავზე ისე გულიანად იცინოდა, როგორც მარტო მას შეეძლო - მთელი არსებით, თითქოს ცეცხლს ეთამაშებაო.
საუბარმა ისე შეგვიყოლია, ვერც კი მივხვდით, კოცნაზე როდის გადავედით. გახდა დავიწყეთ. მაღალსაყელოიანი კაბა რომ გაიძრო, ყელზე საკმაოდ მახინჯი, არათანაბარი, გრძელი და ფართო ნაიარევი გამოუჩნდა.
- ჯანდაბას შენი თავი, ეს რა გიქნია, - ვუთხარი და ლოგინში ჩავწექი. ის ფეხზე იდგა. საკოცნელად მოვიზიდე. ხელი მკრა და გადაიკისკისა.
- ზოგჯერ კაცები წინასწარ მიხდიან ათდოლარიანს, მაგრამ გავიხდი თუ არა, ეგრევე ეკარგებათ სურვილი. მუქთა ათიანი მრჩება.
სასაცილოა, არა?!
- ჰო, - მივუგე, - სიცილით ვკვდები... კას, მიყვარხარ, შე ძუკნა, თავი დაანებე საკუთარი სხეულის წვალებას, ხომ იცი, შენისთანა ქალი აქ მეორე არ დადის.
ჩავიხუტე. უხმოდ ტიროდა. მისი ცრემლების სისველეს ვგრძნობდი. გრძელი შავი თმები ზურგზე სიკვდილის დროშასავით დაეფინა. დავიწყეთ ნელი, პირქუში, საუცხოო სექსი.
დილით კასმა საუზმის მომზადება დაიწყო. მშვიდი და ბედნიერი ჩანდა.
ღიღინებდა, მე კი ვიწექი და ვტკბებოდი მისი ბედნიერებით. მოვიდა და შემაჯანჯღარა.
- ადექი, შე არამზადავ. ცივი შხაპი გადაივლე, დაიბანე პირი და ჭუჭუ. ჭამის დროა!
იმ დღეს პლაჟზე გავიყვანე. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ზაფხულის ამინდები ჯერ არ დამდგარიყო, ამიტომ ყველაფერი გენიალურად იყო მიტოვებული. პლაჟის დაძონძილ მაწანწალებს ქვიშის პირას, გაზონებზე ეძინათ.
დანარჩენები ქვის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და წრეში ბოთლს ატრიალებდნენ. უტვინო თოლიები გარშემო ჭყივილით დაფრინავდნენ. იქვე სამოცდაათი-ოთხმოცი წლის დედაბრებს მოეყარათ თავი და იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ გაეყიდათ თავიანთი უძრავი ქონება, რომელიც გაძლების სისულელისგან ნაადრევად გარდაცვლილ ქმრებს დაეტოვებინათ. ირგვლივ ყველაფერი უდრტვინველობით სუნთქავდა. დავსეირნობდით და ხმის ამოღება აღარ გვინდოდა. ერთად ვიყავით, მეტი რა უნდა ყოფილიყო. ვიყიდე ბუტერბროდები, ჩიპსები, სასმელი, ჩამოვსხედით ქვიშაზე და დავნაყრდით.
მერე კასს ხელი გადავხვიე და ორივეს ჩაგვთვლიმა. თითქმის ერთი საათი გვეძინა. თავს დავდებ, თუ ეს სექსზე უკეთესი არ ყოფილიყო. მშვიდად მივუყვებოდით დინებას... კვლავ შინ დავბრუნდით, ვახშამი მოვამზადე. ნავახშმევზე შევთავაზე, ჩემთან იცხოვრე-მეთქი. მიყურა, მიყურა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშვიდად მითხრა:
- არა.
წავიყვანე ბარში, დავალევინე ერთი სირჩა და შინ დავბრუნდი.
მეორე დღეს ფაბრიკაში მოვეწყე მფუთავად, მთელი ერთი კვირა მოუცლელი ვიყავი. ისე ვიღლებოდი, შინიდან გასვლის თავი აღარ მქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პარასკევ საღამოს მაინც მოვახერხე და \\\"უესტ ენდში\\\" შევიარე. დავჯექი. ვიცოდი, კასი აუცილებლად მოვიდოდა. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. არ ჩანდა. ეტყობა, ბარმენს შევეცოდე, მოვიდა და მითხრა:
- ძალიან ვწუხვარ თქვენი მეგობრის გამო.
- რა მოხდა? - ვკითხე.
- ბოდიში, ნუთუ არაფერი გსმენიათ?
- არაფერი.
- თავი მოიკლა.
გუშინ დაასაფლავეს.
- დაასაფლავეს? - გავიმეორე. - როგორ გეკადრება, ის სადაცაა მოვა.
- დებმა დაკრძალეს.
- თავი მოიკლა? როგორ? აღარ იტყვი?
- ყელი გამოიჭრა.
- გასაგებია. ერთიც დამისხი.
ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. ხუთი დიდან კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში.
როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ. მისი \\\"არა\\\" უსიტყვოდ არ უნდა მიმეღო, ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ჩემთან დამეტოვებინა.
ეტყობოდა, მისთვის სულერთი არ იყო. ჩემი ბრალია, მეტისმეტად ცივად, უცერემონიოდ და უგერგილოდ შევთავაზე. ვიმსახურებდი სიკვდილს, რომელიც ორივესთვის საერთო იქნებოდა. ძაღლი ვიყავი. თუმცა რას ვერჩი ძაღლს! ავდექი, მოვძებნე ღვინის ბოთლი, გავხსენი და პირდაპირ ყელში ჩავიცალე. დაიღუპა კასი - ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. ოცი წლის კასი.
ქუჩიდან მოისმოდა მანქანის სიგნალი - გამკივანი და ჯიუტი.
ბოთლი დავდგი და დავიღრიალე:
- ჯანდაბა შენ თავს, შე ახვარო, ხმა ჩაიწყვიტე!
ღამე თავის უფლებებში შედიოდა, არაფრის თავი აღარ მქონდა.

Posted by: Anan100 17 Sep 2018, 12:49
PoisonnIvy
QUOTE
მე მინდა მქონდეს პატარა ნიჭი
რომ ავუსრულო ანან100ს თხოვნა
დიდი ყურძენი რომ მივცე პირში
და მაგიდაზე გავშალოთ სუფრა

lol.gif

ნამეტანი მამშივდა
მე არ ვიყო კობა
თუ მე ძაან მამშივდა
სად წავიდა ტოლმა? user.gif ვიზ ლავ <3

Posted by: Ninna_maya 18 Sep 2018, 01:58
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -
რომელი საათია?

გალაკტიონ ტაბიძე
* * *



ნიუ-ორკში, დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში ორი მხატვარი მეგობარი ცხოვრობდა. ერთ სიუ ერქვა, მეორეს – ჯონსი. დებივით ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შეკვეთებს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. ცხოვრება მაინც უყვარდათ, უხაროდათ როცა მათი ნახატები ადამიანებს მოსწონდათ და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდნენ.

ნოემბერი დადგა. გარეთ ძალიან აცივდა და ყოველდღე წვიმდა.

ერთ დღეს ჯონსი ავად გახდა. თავს ძლიერ ცუდად გრძნობდა. დიდი სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც სციოდა. პირი უშრებოდა და თავი ძალიან სტკიოდა.

იგი მთელი კვირა ავადმყოფობდა.

ერთ დღეს ექიმმა თქვა: „სიუ მინდა რაღაც გითხრა, მოდი დერეფანში გავიდეთ.“

„სიუ შენი მეგობარი მძიმედაა ავად. წამლები ვერაფრით შველიან, რადგან სიცოცხლე აღარ უნდა. მითხრა, რომ ურჩევნია მოკვდეს. სიცოცხლე მობეზრებული ადამიანებისთვის კი წამლები უსარგბლოა.

სიუს ექიმი არ გაუცილებია. დერეფანში დარჩა და მწარედ ატირდა.

– სიუ, მოდი აქ“ – დაუძახა ჯონსმა.

– ახლავე ჯონსი, უკვე მოვდივარ – უპასუხა სიუმ.

ოთახში შესული სიუ აღარ ტიროდა, იგი მღეროდა.

– ექიმმა, რა გითხრა, სიუ?“ – ჰკითხა ჯონსმა.\

– მითხრა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის.

– არა, რამდენიმე დღეში მოვკვდები.

– ამაზე ნუღარ იფიქრებ და კარგად გახდები. ახლა კი ცოტა უნდა შეჭამო. გემრიელ წვნიანს მოგიმზადებ.

სიუმ წვნიანის მომზადება დაიწყო თუ არა, გაიგონა, ომ ჯონსი რაღაცას ითვლიდა.

საწოლთან მისულმა სიუმ დაინახა, ჯონსი ფანჯარას გაჰყურებდა და თვლას განაგრძნობდა.

„თორმეტი, თერთმეტი,,, ათი, ცხრა… რვა და შვიდი“.

სიუმ ფანჯარაში გაიხედა. უნდოდა გაეგო თუ რას ითვლიდა ჯონსი. გარეთ მხოლოდ ეზო და ქვის კედელი ჩანდა, რომელსაც ბებერი სურო სანახევროდ მოდებოდა. ხეს სულ რამდენიმე გაყვითებული ფოთოლი შერჩენოდა.

– ჯონს, რას ითვლი?

– ფოთლებს ვთვლი. გუშინ 19 ფოთოლი ება, დღეს შვიდიღა შერჩენია. ეჰ! კიდევ ერთი მოწყდა. ექვსი დარჩა!

– კი მაგრამ, რატომ ითვლი?

– იმიტომ ვთვლი, რომ როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი მიწაზე დაეცემა, მე მოვკვდები.

– ჯონსი, ძვირფასო, ნუ ლაპარაკობ ასე.

– ასეა, სიუ, ვიცი, როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მე მოვკვდები.

სიუს არაფერი უპასუხია. იგი ტიროდა,

დერეფანში გავიდა, იგი ჯერ კიდვ ტიროდა როცა მოხუცი ბერმანი დაინახა.

ბერმანიც მხატვარი იყო. ისიც იმავე სახლში ცხოვრობდა. სამოსც მიეღწია. არ ისე კარგი მხატვარი გახლდათ, თუმცა ყოველთვის ამბობდა, ”ბერმანს ყველანი დასცინიან, მაგრამ ბერმანი მაინც დიდი მხატვარია, ერთი დღესაც იქნება და უმშვენიერეს ნახატს დახატავს – მსოფლიოში საუკეთესოს.”

ბერმანი ხალხს არ უყვარდა, რადგან არც ბერმანს მოსდიოდა ისინი თვალში. ზრდილობითაც არ გამოირჩეოდა და ყველას დასცინოდა. ადამინები მასზე ფიქრობდნენ, რომ იგი ეგოისტია.

– რა გატირებს, გოგონი – დანახვისთანავე შეეკითხა სიუს.

– ეჰ, ჯონსი მძიმედაა ავად, ექიმმა სთქვა, რომ წამლები ვერაფერს უშველის, რადგან სიცოცხელე აღარ უნდა და ბებერი სუროს ფოთლებს ითვლის.

– რატომ აღარ უნდა სიცოცხლე და ფოთლებს რატომ ითვლის?

– ჯონსი ფიქრობს, რომ როგორც კი ხეს უკანასკნელი ფოთოლი მოსწყდება, მაშინვე მოკვდება.

– და რამდენი ფოთოლი შერჩა ხეს, ახლა?

– მხოლოდ ერთი. და ვფიქრობ, ისიც ამაღამ მოწყდება.

– რა სულელია სენი ჯონსი – თქვა ბერმანმა და წავიდა.

გათენდა. ჯონსმა ფანჯარაში გაიხედა, სუროს უკანასკნელი ფოთოლი ჯერ კიდევ შერჩენოდა.

დაღამდა. სუროზე უკანასკნელი ფოთოლი ისევ ეკიდა.

– ო, სიუ, უკანასკნელი ფოთოლი ისევ ჰკიდია, რა სულელი ვიყავი, მთელი დღე ძლიერი ქარი ჰქროდა და საშინლად წვიმდა, ის კი ისევ ცოცხლობს, . აღარ მოვკვდები და ვიცოცხლებ!”

რამდენიმე დღის შემდეგ ჯონსი ექიმმა მოინახულო. მოუსმინა და უთხრა: ”ჩემო მეგობარო, უკვე კარგად ხართ და უფრო ბედნიერი –ვიდრე ბერმანი”.

– ბერმანი? რა დაემართა? – ერთდროულად იკითხეს გოგოებმა.

– არ იცით? ბერმანი გუშინ ღამით გარდაიცვალა.

– ბერმანი გარდაიცვალა?! კი მაგრამ რატომ?

– რამდენიმე დღის წინათ დილით, მეზობლებმა ეზოში იპოვეს. სულ მთლად სველი იყო და გაყინული. გვერდით კიბე ეგდო, იქვე – ყავისფერი და ყვითელი საღებავი. არავინ იცის რას აკეთებდა იგი ღამით. არავის უკითხავს. ხალხს არ უყვარდა იგი. ბებერი ბერმანი ეგოისტი იყო.

– სიუ სწრაფად წამოხტა და ფანჯარაში გაიხედა. ქვის კედელს დაბერებული სურო ეხვია, რომელსც ერთადერთი ყვითელი ფოთოლი შერჩენოდა. – უკანასკნელი ფოთოლი. სიუმ ფოთოლს დააკვირდა, მაგრამ რაც დაინახა ფოთოლი არ იყო. ნახატი გახლდათ, უმშვენიერესი ნახატი. მსოფლიოში საუკეთეს ნახატი, რომელის დახატვასაც მოხუცი ბერმანი ვერც კი წარმოიდგენდა.


ო.ჰენრი


''უკანასკნელი ფოთოლი,,

Posted by: geomeloman 19 Sep 2018, 02:25
“...ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... "მოიისფრო", გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... "გავძეხი", და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა "მაშასადამე…”

― გურამ დოჩანაშვილი, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

Posted by: ladylike 19 Sep 2018, 10:08
QUOTE
როგორიცაა სიტყვა... "მოიისფრო"


love.gif

Posted by: geomeloman 19 Sep 2018, 14:03
"გიყვარდეს - ნიშნავს ხედავდე მას ისეთს, როგორიც ის ღმერთმა ჩაიფიქრა". - დოსტოევსკი

Posted by: RAO RAO ? 23 Sep 2018, 00:45

ლექსი მოყმისა და სიყვარულისა


გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი -
უსიყვარულო სოფელი...
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი - უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!

ზაზა ბიბილაშვილი

Posted by: bigmaster 23 Sep 2018, 03:57
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,

უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,

რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.


შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი

გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,

გაიღოს უცებ სამოთხის კარი -

მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...


რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!

სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..

მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,

მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,


და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -

ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...

მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -

მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:


ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო

ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!

სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ

სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!


უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ.

Posted by: ladylike 23 Sep 2018, 06:36

შორს ამ ქუჩიდან, ამ სახლიდან
სულ სხვა მიწაზე,
ახლა ქარია
და ოთახში ფარდებს აცეკვებს,
როგორც ყოველთვის, ისევ დაგრჩა ფანჯარა ღია.
რაფაზე ქოთნებს აღარ აწყობ და ალბათ გვიან
სახლში მისული აღარ ფიქრობ სისულელეებს.
როგორც იტყვიან, თავისი დრო მოჭამა წლებმა.
პატარა სხვენსაც აღარ შერჩა ჩვენი ნივთები.
ვერც იმ კენჭებმა ვერ ივარგეს ნატვირსთვალებად
ზღვის ფსკერიდან რომ ამოგვქონდა მშრალი თითებით.
კაპიტანივით ბოლო შევრჩი საკუთარ გემზე,
პოვნის იმედით ზოგჯერ ყვითელ ნიჟარებს ვეძებ,
როგორც ყოველთვის, ბოლოს კვდება იმედი ჩვენთან.
შენ კი სულ სხვაგან, სხვა მიწაზე და სხვა ქალაქში
იქ, სადაც ფარდებს ოთახებში ქარი აცეკვებს,
სადაც რაფაზე აღარ დგამენ ყვავილებს ქოთნით,
ზიხარ დაღლილი და უბრალოდ ზღვის ფერად კენჭებს
თვალებს არიდებ...


Posted by: Ninna_maya 23 Sep 2018, 21:22
QUOTE (bigmaster @ 23 Sep 2018, 03:57 )
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,

უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,

რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.


შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი

გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,

გაიღოს უცებ სამოთხის კარი -

მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...


რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!

სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..

მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,

მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,


და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -

ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...

მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -

მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:


ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო

ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!

სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ

სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!


უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ.

ტარიელ ჭანტურიას ყველაზე მაგარი ლექსი yes.gif

Posted by: miracle_of_love 23 Sep 2018, 23:53
Мы уязвимы в три часа ночи.
До того, как я представлю твой вид изнутри,
представлю тебя как сумму органов, сосудов и костной системы,
как сумму комплексов, инстинктов и стандартных психических реакций,
до того, как я увижу тебя красно-белой библиотечной книгой среди таких же книг
и потеряю интерес.
Мы уязвимы в три часа ночи,
когда семимиллиардный человек добровольно отказывается от чувства реальности,
чувства дня, горячего асфальта эстакад и маленьких магазинчиков на обочине,
отказывается от чувства всего объемного и сущего на расстоянии двух шагов от себя,
чтобы даже пальцами понимать сухие потрескавшиеся губы в миллиметре.
Мы уязвимы в три часа ночи,
до того, как я заварю себе кофе,
заварю кофе тебе,
и мир преобразится в этих маленьких чашечках,
потому что кофе может остывать,
и эта черта роднит его с человеческим телом.
Мы уязвимы в три часа ночи,
до того, как ты станешь просто еще одним «другим красивым ангелом»,
еще одной жизнью, перефразированной в образ,
еще одной разбитой яичной скорлупой,
из которой течет на пол холодное солнце,
уже гаснущее и обесцененное.
Мы уязвимы в три часа ночи,
когда на постели остаются только демоны шепота,
демоны надрывного и откровенного полуголоса,
маленькие обнаженные демоны, похожие на детей среди стен,
до того, как начнется утро,
вернемся мы
и перетравим их привычным дихлофосом здравомыслия.
Мы уязвимы в три часа ночи,
мы слишком уязвимы в три часа ночи,
и поэтому теперь я говорю в полночь:
«Добрых снов, пора исчезнуть. Мы снова встретимся утром.»

Аль Квотион

Posted by: Re-hanna 24 Sep 2018, 12:35
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას'


* * *

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 24 Sep 2018, 12:49
Это женское уменье,
Словно тыщу лет назад,
Странно и одновременно
Ждать, молить и ускользать.

Быть собой, не повторяясь.
Верить в клятвы, не шутя.
Приближаться, отдаляясь.
Оставаться, уходя.

Р. Рождественский

Posted by: Ninna_maya 24 Sep 2018, 22:08
Трясясь в прокуренном вагоне,
Он стал бездомным и смиренным,
Трясясь в прокуренном вагоне,
Он полуплакал, полуспал,
Когда состав на скользком склоне
Вдруг изогнулся страшным креном,
Когда состав на скользком склоне
От рельс колеса оторвал.

Нечеловеческая сила,
В одной давильне всех калеча,
Нечеловеческая сила
Земное сбросила с земли.
И никого не защитила
Вдали обещанная встреча,
И никого не защитила
Рука, зовущая вдали.

С любимыми не расставайтесь!
С любимыми не расставайтесь!
С любимыми не расставайтесь!
Всей кровью прорастайте в них,-
И каждый раз навек прощайтесь!
И каждый раз навек прощайтесь!
И каждый раз навек прощайтесь!
Когда уходите на миг!

Posted by: Parabola 25 Sep 2018, 09:09

სიყვარულო ძალსა შენსა
სულ გრძელდები სამი წელი,
მერე ხდები როგორც მტვერი
უსახური, საშინელი...

Posted by: Ninna_maya 25 Sep 2018, 15:55
25 TIPS ON HOW TO MAKE LOVE EVERLASTING:
Always be each other’s best friends.
Ensure that each partner knows the relationship is the top priority.
Never allow friends or family to become involved in any relationship issues.
Always make a balance between work and the relationship.
Develop relationship goals and work towards achieving them together.
Never allow your pride and ego to enter into the relationship.
Take the time to volunteer together for a good cause.
Always demonstrate patience with each other in all matters.
Plan your future financial goals together.
Always ask your partner for their opinion on things.
Never complain or talk bad about your partner.
Always encourage and offer support to one another.
Discover various ways to show your love rather than just saying it.
Always openly discuss your concerns and don’t harbour them inside.
Never do or say anything to your partner that you may eventually come to regret.
Always resolve problems immediately before allowing them to become larger issues.
Never ever talk down to each other.
If any issues can’t be resolved together, then seek professional counseling assistance.
Always be yourself and not pretend to be someone else.
Every once and awhile try something new together in all areas of the relationship.
No matter how long you have been together, make sure you still go out on dates.
Always be honest and never do anything to lose each other’s trust.
Put your partner’s needs above your own and they will do the same for you.
During an argument, never raise your voice and always make time to listen to your partner’s perspective.
Always kiss each other when you first meet for the day, as well as when you say goodbye and goodnight.

Posted by: larakroft 27 Sep 2018, 21:07
ჩაქრა ოცნება

ჩაქრა ოცნება,
მომეხვია ფიქრის ხვიარა,
მუმიასავით შემინახავს
მშვიდი ფარდები,
ამ სიცოცხლეში
რა წამებაც გამოვიარე,
ვიცი, წმინდაა, და, სიკვდილო,
გამიხარდები!

ლ. ბედოშვილი

Posted by: levaa 28 Sep 2018, 13:06
I am a table
U are a table
Let's make chairs
To sit on them

love.gif

Posted by: larakroft 28 Sep 2018, 17:40
ვისია არ ვიცი, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი რომელიღაც უფროს კლასელმა ბოლო ზარზე წაიკითხა, მაგრამ ძალიან მომწონს:

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ და მოგვადგება კარზე ზამთარი.
შორს, მოლოდინით გათანგულ ხეებს წაკიდებიათ ფერი ზაფრანის.
მე ვფიქრობ თქვენზე, დიდი ხნის მერე ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს,
გთხოვთ, მაპატიოთ, რომ ვერაფერი ვერ ავასრულე, რაც დამარიგეთ.
ამბოხებულნი დაცხრნენ ვნებები, მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი,
გვიანღა მივხვდი, ამქვეყნად ყველას, რომ ბედისწერა უცდის თავისი.
თავისი წილი მზე და იმედი, თავისი წილი ცა და ოცნება,
სიცოცხლე ერთი წამია, მაგრამ უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება.
მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან ვერ ავიყოლე სული ნაგვემი,
ბედნიერება ჩემი წილხვედრი კუზიანია როგორც აქლემი.
მე, როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის
და გზად ამოსულ ყველა ეკალზე ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.
მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ, მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,
ზამთარი მოდის, გთხოვთ, შემიფაროთ, პირველი მერცხლის შემოფრენამდე.
მე მოგიყვებით ამდენი ხანი საით მატარეს ფრთებით ლექსებმა,
სხვაგან ვერ წავალ, თქვენს გარადა ახლა მე, ალბათ არსად არ მიმესვლება.
თქვენ ერთადერთი იყავით ქვეყნად, ვინც არ ელოდით ჩემგან არაფერს,
მეც არაფერი არ მინდა თქვენგან, ოღონდ წარსულზე მელაპარაკეთ.
მაგრამ სხვებივით თუ მომიძულებთ, თუ დაგავიწყდათ ჩემი პროფილი,
მე დავბრუნდები კვლავ ნირვანაში-როგორც ციხეში უარყოფილი.
შევურიგდები ბედს, თუმცა ზოგჯერ მაინც დანისლავს თვალებს სისველე,
რადგან თქვენს შემდეგ მე ამ ქალაქში, ვიცი არავინ არ გამიხსენებს!....

Posted by: Re-hanna 28 Sep 2018, 17:42
I said goodbye
Instead of goodnight,
You just smiled
And turned of the light.

Posted by: larakroft 28 Sep 2018, 17:47
ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია და ეს სიბრძნე დამბუდებია!!...
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი,
ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია...

ჩემი დაბნევა, ელდა ყოველ წუთის ცეტობა,
როცა არ მესმის რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა-
ეს ყველაფერი, სანატრელო, შენი დაღია....

მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა...
გამოჩნდი იმ დროს იჭვები რომ მებადებიან...
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა -
ეს სინათლეა, სიყვარულს, რომ შემატებია!...

Posted by: Ninna_maya 1 Oct 2018, 10:45
"ღმერთო
შენ ცხელ ხელს
შენს მკაცრ მარჯვენას
ნუ მადებ შუბლზე, ისედაც ვიწვი.
ქვეყნად ცხოვრება და გადარჩენა,
რომ სხვადასხვაა, მე უკვე ვიცი"


თამაზ ჭილაძე

ნათელში ყოფილიყოს ....

Posted by: kshaneli 1 Oct 2018, 11:11
სპირტით და სიგარეტით გაბრუებული შევყურებ მთვარეს
ვფიქრობ მთელი დღე კვირა და წლებია
ვერაფერს ვუხერხებ ამ მტანჯველ აზრებს
რომელზე დავიძინო ერთხელ მაინც რომ მივიდე 10ზე სამსახურში როგორც წესია

Posted by: miracle_of_love 5 Oct 2018, 23:14
ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება“.
კონსტანტინე გამსახურდია - დიონისოს ღიმილი

Posted by: Ninna_maya 6 Oct 2018, 16:57
ბნელი ცხოვრების გზაზე მავალს რადგან ვედრები,
აღარაფერი დამრჩა ქვეყნად დასაყვედრები;
მადლობა უფალს, საკუთარი რომ მაქვს ტკივილი
და ამას მაინც სხვას არავის არ ვევედრები.



ომარ ხაიამი

Posted by: NOZA1031 9 Oct 2018, 19:14
მუსიკა უნდა იყოს ქარიშხალივით და როგორც ტალღა იტაცებდეს მსმენელს ...

იან გილანი

Posted by: Ninna_maya 15 Oct 2018, 06:44



აღარავინ მყავს, არვინ ისმენს ამ ჩემს ღაღადისს,
მარტოღა ვუმზერ ქვეყანას და არც ღირს ნახვად ის.
მეგობრის ნაცვლად სუფრის თავში ზმანებას დავსვამ _
უცებ რომ მოვკვდე, ამან მაინც მითხრას `ნახვამდის~.





ომარ ხაიამი






Posted by: Re-hanna 22 Oct 2018, 03:34


- - - -

ღმერთო, უშველე იმ გოგონას,
გამხდარს,
გალეულს,
რაღაც, ირიბად რომ იარება,
დახედე, ღმერთო,
როგორ მოხრილა მხრებში,
როგორ ამობურცულა, ლამის დამხობილ ფიალასავით,
სკოლიოზისგან კი არა და,
რომ იღლიებქვეშ შეიმალოს
ადრეულა, მკვახე ლეღვივით გამოსული ძუძუკოები.

ისიც არ ვიცი,
რა საშველი მოგეძევება
მისთვის, ვინც თამაშ-თამაშობით,
ბწკენა-ბწკენობით,
შეიტყუეს ვითომ თავისმა,
ვითომ, ვითომ...
ამქვეყნად ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა,
და დაიამეს საკუთარი სარცხვინელი,
სარცხვენალი თუ სარცხვინალი
და პირზე შიშის კლიტე დაჰკიდეს
და გასაღები ადიდებულ მდინარეში გადაუძახეს.

მას არასოდეს გაუგია სიტყვა ,,ინცესტი”,
მაგრამ მან უკვე კარგად იცის,
როგორია,
როცა ყველაზე საყვარელი ადამიანი,
ყველაზე სანდო,
უცებ ყველაზე საზიზღრად და უნდოდ გაგწირავს,
თან თავს გაწირვად არც ჩაუთვლის...
ხოლო რაც მოხდა,
როგორც მოხდა,
დედის ყურსაც კი არ ეგება,
რადგან დედასაც,
დედის დედასაც,
და დედის დედის...
ძირისძირამდე
ჩაულურსმნეს,
ჩაუქვავეს,
ჩაუცემენტეს,
რომ
ნეტარება სუსტს კი არა, ძლიერს ერგება
და მსხვერპლი - მუდამ დამნაშავეა
და რაც შინ ხდება, შინ უნდა დარჩეს!

ხოლო სირცხვილის იმ საუკუნო ხის ტოტებზე
ზეწრით ან ბაწრით თავჩამომხრჩვალებს
ღამღამობით მოჩიფჩიფე ქარი აქანებს
და სიბნელეში მონოტონური ჭრიალი ისმის:

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

ეს გოგონაა ქვეყნად რამდენ ქალში მტირალი,
მუდმივი შიშით მიკუნტული ერთ ბნელ კუთხეში,
გულჩათხრობილი,
ხმაგაკმედილი.
რა უყოს ქალმა,
ტუჩდაკბენილ იმ გოგონას რა უსაშველოს
ვის რა მოჰკითხოს ან ვის რაღა მოეკითხება!

ქალთა ღიმილი ზოგჯერ რამდენ გაუმხელს ფარავს,
სირცხვილის კომბლით რომ დასდგომიან,
ვით ცხვრების ფარას,
რადგან დამკარგავს ამტყუნებენ, არა - მომპარავს,
ღმერთო, უშველე გოგოებს და ქალებს უშველე,
ღმერთო, არიდე გვერდით - მხეცი და ფიქრი - ბეცი,
მიეცი ძალი, გაარჩიოს მართლისგან ცილი,
ღმერთო,
მიეცი უსირცხვილობა თავისი წილი!
რაკი ძლიერთა გულწრფელობა - უტიფრობაა,
ეს იყოს მისი არა - ხმალი, არამედ ფარი.
დე, იყოს იგი უსირცხვილო და უტიფარი,
აღარასოდეს არ დაფაროს არდასაფარი


ნინო დარბაისელი

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 23 Oct 2018, 19:40
Есть в близости людей заветная черта,
Ее не перейти влюбленности и страсти,-
Пусть в жуткой тишине сливаются уста
И сердце рвется от любви на части.

И дружба здесь бессильна и года
Высокого и огненного счастья,
Когда душа свободна и чужда
Медлительной истоме сладострастья.

Стремящиеся к ней безумны, а ее
Достигшие — поражены тоскою…
Теперь ты понял, отчего мое
Не бьется сердце под твоей рукою.

А.А.

Posted by: sაlოmეa 23 Oct 2018, 21:01
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Re-hanna 24 Oct 2018, 18:47
ნაცნობი სურათი



საყვარლის ტანი,

შენგან წასული,

საყვარლის ტანი, უკვე წარსული...

და ფიროსმანის

ის მჭახე ღვინო

და პიანინო...

სიცივე ძვლებში,

წლები, ეს წლები...

და ვიღაც გოგო

შორი, ველური,

რაღაც ფერადი

და ფერწერული.

სახლები, ქუჩა

ძლიერ ნაცნობი

და მხოლოდ შენი

მერე დაცემა -

შედეგი ფრენის,

სულზე საცობი...

სადღაც გაქცევა:

სახლები, ქუჩა,

ქუჩა, სახლები...

ვიღაც ახლები,

ახალი ხალხი...

შენი ოთახი,

ბურუსი კვამლის,

სუნი სიგარის,

საყვარლის ტანი...

რაღაც მიჰქარე,

რატომ წავიდა?

იქნებ თავიდან...

ო, არა, მორჩი!..

წლები, ეს წლები,

სიცივე ძვლებში,

წარსულთან გაყრა

და მხოლოდ დაღლა,

სიცივით ძვლებში,

და მჭახე ღვინო

და პიანინო

და აკორდები...

ვის აგონდები,

წლები, ეს წლები...

ვის აგონდები,



გაშლილ ლოგინში

მარტო რომ წვები;

საყვარლის თმები

შენგან წასულის...

არ მოდის ძილი

და ვიღაც გოგო

ველური, შორი

და მაინც თბილი...

Posted by: kalekalebind 24 Oct 2018, 20:29
წეღან ვჭამე, მალე დავლევ,ამ საღამოს ასე გავლევ,
თუ არ მოგწონს ეს რითმები,ზედა მარჯვენა კუთხეში X ადის და იმას დააჭირე, გადი და სხვა თემა ნახე.

რომანტიკა არა ისა კიდე, მე მაგდენს ნაღდად ვერ ვიგებ, მე ვუთმობ საზრისის სხივს გათვლებსა და ინტრიგებს.ოღონდ პოლიტიკაში.

Posted by: Ninna_maya 24 Oct 2018, 22:13
სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს.
ეს ცხოვრება დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.


ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა. ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები, გაზაფხული და ცისფერი ცა.


ომარ ხაიამი

Posted by: AMAZONKAA 6 Nov 2018, 00:16
სიცოცხლემ შხამი მასმია


ვაჟა ფშაველა


სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა, _
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.

Posted by: Lasha244 8 Nov 2018, 16:39
მთა პირველი ქვიდან იწყება,
ადამიანი პირველი ტკივილიდან...
ჩემში მეამბოხე პატიმარი იყო,
რომელიც თავისი ჯაჭვის ჟღრიალს ვერ ეგუებოდა.
მე შენი პირველი მზერიდან ვიწყები...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 18 Nov 2018, 00:46
О, мой застенчивый герой,
ты ловко избежал позора.
Как долго я играла роль,
не опираясь на партнера!

К проклятой помощи твоей
я не прибегнула ни разу.
Среди кулис, среди теней
ты спасся, незаметный глазу.

Но в этом сраме и бреду
я шла пред публикой жестокой -
все на беду, все на виду,
все в этой роли одинокой.

О, как ты гоготал, партер!
Ты не прощал мне очевидность
бесстыжую моих потерь,
моей улыбки безобидность.

И жадно шли твои стада
напиться из моей печали.
Одна, одна - среди стыда
стою с упавшими плечами.

Но опрометчивой толпе
герой действительный не виден.
Герой, как боязно тебе!
Не бойся, я тебя не выдам.

Вся наша роль - моя лишь роль.
Я проиграла в ней жестоко.
Вся наша боль - моя лишь боль.
Но сколько боли. Сколько. Сколько.

Posted by: Re-hanna 18 Nov 2018, 01:38
შენ ფიქრობ, დამჩემდა მოწყენა,
არადა უბრალოდ აცივდა,
ჩიტები მიდიან ორწყებად,
მე დავრჩი, დუმილი მაცვია.
ვიფშვნეტ ამ გაყინულ თითებში
ფიქრებს ან ქალაქის პეიზაჟს,
თუ გინდა მიამბე მითები,
მითები, რომელიც გესიზმრა.
მოგისმენ, მანამდე თენება
ხელებით მოახრჩობს ღამისფერს,
ხმელ ფოთლებს, ქარი რომ ერევა,
დილამდე ფეხებთან დამიფენს
და მერე ვიაროთ მარტივად,
ქალაქის ჩიტებით დაცლამდე,
მე დუმილს მოვიცვამ, აცივდა,
შენ, მხოლოდ დუმილი მაცადე.

Posted by: Special_1 19 Nov 2018, 09:26
ვარდი ხარ?! ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,

ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,

რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,

ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.



ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.

ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!

ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,

რომ სული ჩემი შემოგთავაზო...

შანდორ პეტეფი
თარგმანი: გრიგოლ აბაშიძის

Posted by: cherVa 20 Nov 2018, 15:05
ladylike


Posted by: ladylike 21 Nov 2018, 11:43
cherVa

კარგად ვარ, შენ? : )



Posted by: Re-hanna 29 Nov 2018, 02:08
В огромном городе моём – ночь.
Из дома сонного иду – прочь
И люди думают: жена, дочь,-
А я запомнила одно: ночь.

Июльский ветер мне метет – путь,
И где-то музыка в окне – чуть.
Ах, нынче ветру до зари – дуть
Сквозь стенки тонкие груди – в грудь.

Есть черный тополь, и в окне – свет,
И звон на башне, и в руке – цвет,
И шаг вот этот – никому – вслед,
И тень вот эта, а меня – нет.

Огни – как нити золотых бус,
Ночного листика во рту – вкус.
Освободите от дневных уз,
Друзья, поймите, что я вам – снюсь.




ჩემს დიდ ქალაქში ღამეა ბნელი,
მთვლემარე სახლიდან მივდივარ შორს,
ხალხი ჩემში ხედავს ქალიშვილს,ცოლს,
მე მხოლოდ ვიხსენებ ღამეულ დროს.




გზას ვიკვლევ ქარში, ივლისის ქარში,
და სადღაც მუსიკა ჟღერს ფანჯარაში.
ივლისის ქარი იქროლებს დიდხანს.
სადღაც მკერდი მკერდში, კედლების მიღმა...






ჩაშავებულან ალვის ხეები,
ფანჯრებში ოდნავ კიაფობს შუქი,
ხელში ღამისფრად ყვავილი მუქი.
არვის არ მივდევ - ნაბიჯი ნელი,
მე არ ვარ, ეს მხოლოდ ჩრდილია
ჩემი.



შუქების მწკრივი, ვით ოქროს მძივი.
ღამეულ ფოთოლს გემო აქვს ღამის...
გთხოვთ მომხსნათ ჯაჭვი - დღის საზრუნავის...
ო, მეგობრებო, მე თქვენთან ძილში,
ღამეულ სიზმრად მოვედი წამით.


მარინა ცვეტაევა.

Posted by: RedSpecial_ 5 Dec 2018, 22:20
QUOTE
 ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI



ვაა გამიხარდა შემოვედი და არც ლამაზი სიტყვებია, არც წერილები , არც აზრები და მითუმეტეს არც ოცნებები

უბრალოდ სასიყვარულო პოეზიის პოსტები ყოფილა cry.gif

Posted by: larakroft 6 Dec 2018, 22:21
მე რომ დავწერო გული რას უძლებს,
რასაც მდუმარე ლოდინად ვწონი,
ამ სიფრიფანა ქათქათა ფურცლებს,
შემოენთებათ ვნების კოცონი....

Posted by: Ninna_maya 11 Dec 2018, 02:10
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები,

ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები....

განმეორდება ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

Posted by: damski-kaprizi 21 Dec 2018, 02:32
"მე, შენს ბავშვობას გავუფრთხილდები!...

მინდა, გჯეროდეს, დიდხანს გჯეროდეს,
რომ დედის კოცნა, არჩენს იარებს...
თუმც მშობლის გულზე განვლილ ბილიკებს,
ჩუმი ჟამთასვლა არ აღიარებს...

გჯეროდეს, დიდხანს გჯეროდეს მინდა,
რომ ბავშვობაა წმინდა საწმისი,
რომ ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი და მარადია
თვითონ საწყისი...

გჯეროდეს ფრთისქვეშ დაგიცავ მუდამ,
სანამ ვარსებობ, შენშიც ცოცხალი,
იქამდე ვიდრე გულშეღონებით,
მიეტმასნება ღობეს მოცხარი...

გჯეროდეს, ჩემი უსიტყვო ლოცვის,
ცრემლების,ფიქრის, შენდამი გრძნობის,
აღემატება ყოფიერს ყოველს,
ეს სიყვარული სიკვდილსაც ჯობნის.

მინდა, გჯეროდეს, დიდხანს გჯეროდეს,
რომ დედის კოცნა არჩენს იარებს...
რომ, მშობლის გულზე განვლილ ბილიკებს...
ჩუმი ჟამთასვლა არ აღიარებს..."

გვანცა გელაშვილი

Posted by: Ninna_maya 25 Dec 2018, 04:43
ქარმა გამომწვევად ვერხვებს ჩაუქროლა,
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა.
_წამო გაგატარებ,ცხრა მთას დაგატარებ,
მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ.

ფოთოლს ამის მეტი აღარ გაუგია
გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია,
ქარმაც სიხარულიც აღარ გააცია
ვნების ქარიშხალში უცებ გააახვია.

ალბათ აფარფატებს ახლაც ლამაზ ფოთოლს,
გულასაც გაახსენებს ახლაც წარამარა.
მერე მიატოვებს სადმე ქუჩის ბოლოს,
ვინმე მეეზოვის ცოცხის ანაბარად.......
მაღლა ავიხედე ვერხვი იცინოდა,
მან ხომ საიდუმლო ქარისა იცოდა.. '

Posted by: Lasha244 26 Dec 2018, 10:51
ძალიან დიდი შვებაა ელაპარაკებოდე ადამიანს და გრძნობდე რომ მას ესმის შენი, შენი ტკივილების, შენი გადატანილი ქარიშხლების.

ესმის და გვერდში დგომას ცდილობს.

ასეთი ადამიანების გამო ღირს ყველაფერი.

უნდა ადგე და მთელი შენი გული უბოძო, სიყვარულით სავსე.

Posted by: Ninna_maya 7 Jan 2019, 03:48
გულიდან სისხლის წვეთები


მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიხილავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...




მთვარიანი ღამის ორი საათია,

შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.

ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,

როცა სიშორეზე ტირის როიალი.


ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,

ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.

ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,

უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.


სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები

და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.

მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები

და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.


ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,

მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.

გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,

თანაც სიშორეზე ტირის როიალი...


Posted by: Lasha244 20 Jan 2019, 15:59
საკუთარ თავში ვიკარგებით და უსუსურად ველოდებით სხვას,ვინც გვიპოვის...

Posted by: Special_1 20 Jan 2019, 16:13
QUOTE
ძალიან დიდი შვებაა ელაპარაკებოდე ადამიანს და გრძნობდე რომ მას ესმის შენი, შენი ტკივილების, შენი გადატანილი ქარიშხლების.

ესმის და გვერდში დგომას ცდილობს.

ასეთი ადამიანების გამო ღირს ყველაფერი.

უნდა ადგე და მთელი შენი გული უბოძო, სიყვარულით სავსე.

დიახაც

Posted by: Re-hanna 24 Jan 2019, 15:09
მოვა აპრილი,
ვარდების ბაღს
კოცნით გადასხლავს
და წითელ ფურცლებს
კვირტებიდან გამოაშიშვლებს.


მარტი გაზაფხულის პრელუდიაა,აპრილი გაზაფხულის სუნქვით აგავსებს, მაისი გაზაფხულის გვირგვინია,ვარდის სურნელით დაგათრობს და გაგაგიჟებს...

Posted by: damski-kaprizi 27 Jan 2019, 17:45
user posted image
გვანცა გელაშვილი....
მიყვარს ამ გოგოს ლექსები

Posted by: mindo90 28 Jan 2019, 12:37
? ბ ბ ბ ...........უსასრულობააააააა

Posted by: Ninna_maya 5 Feb 2019, 01:23
გაივლის წლები, შენ გაიზრდები,
დრო შეგცვლის, როგორც შეცვალა სხვები,
ხელში ფიფქივით შემოგადნება,
ყველა იმედი და ყველა გზები.

მახსოვს სიტყვები და შენი საგა,
როგორ გაბზარა ჟამმა მითივით,
სადაც გვივლია, გვივლია სადაც,
ახლა ყოველგან სდუმან ღმერთები.

ყველა ლაბირინთს როდი გაივლის,
დახლართულ კედლებს ასდით სურნელი,
წინ უფსკრულია, ათასი ვერსი,
ქარში იალქნებს ჩასწყდათ ლუვერსი.

ატმოსფეროში შენი მირაჟი,
დღითი-დღე უფრო კარგავს სიყალბეს,
როგორც გახსნილი დღეს ჩვენს ბინაში,
საკვოიაჟი წარგვრის სიმძაფრეს.

შენ გაიზრდები, გაივლის წლები,
მე დღეს გულიდან სულმთლად წაგრაგნე,
როგორც ყინვაში დამზრალი ზვრები,
მივხვდი რომ ყვლა ომი წავაგე.


ილია მამულაძე

Posted by: gurabe 5 Feb 2019, 09:24
შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად -
და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: "რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე, ბედნიერი და უბედური -
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი...

Posted by: Re-hanna 5 Feb 2019, 13:40
მარიჯანის პასუხი
იოსებ გრიშაშვილს


საპასუხო

მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე,
მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო,
მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს,
მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს.
როცა ბაზარზე ჩემი სხეული
გამოვიტანე გროშების ფასად,
როცა სახლიდან გამოქცეული
ვიქეც გარყვნილად და ქუჩის ხასად-
შენ ხომ პირველმა გამომიწოდე
ჩემი მაზანდა სპილენძის ფული
და ახლა კიდევ გარყვნილს მიწოდებ!
რისთვის გამირყვენ უმანკო გული?
მე გავირყვნები - აშკარა არის,
მე გავირყვნები, ეს ვიცი, ძლიერ,
მაგრამ ამაყი, გწამდეს მარად ვარ,
მას შენ არ მოგთხოვ, რაც დამეკარგა,
და თუ დღეს შემხვდი, რომ გამიმთელო
გული, რომელიც აწ დაზიანდა,
ო, ვერასოდეს გაიტან ლელოს -
დაგაგვიანდა! დაგაგვიანდა!

Posted by: Ninna_maya 5 Feb 2019, 15:32
ორშაბათს გოგონა გავიცანი
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გაუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი…
ჩემი გასაჭირი ავუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა
ვაიმე, ბედოო უკეთურო…..
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე.
თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო
ელვამ დამიარა კოჭებამდე
დილა მშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვებედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი.


შოთა ნიშნიანიძე

Posted by: Lasha244 11 Feb 2019, 12:18
სამყარო იმდენად დალპა, რომ ვინმეს შეყვარებაც კი - ეს ყველაზე დიდი რისკია, რომლის უფლებაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს თავს.
შინაგანად გვძაბავს იმის ალბათობა, რომ ეს შეიძლება ცალმხრივი აღმოჩნდეს ან აგრესიულად იქნას გაგებული. ადამიანები გადაეჩვივნენ სიყვარულს, მსოფლიოს სამომხმარებლო ურთიერთობები მართავს.

Posted by: Lasha244 13 Feb 2019, 21:40
ტკივილები წერენ ადამიანებს... მოგონებები იმეორებენ ადამიანებს! სიცოცხლე არ გვეკუთვნის,სიცოცხლეს ვეკუთვნით... ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ეს საჭიროება იმაზე დიდია ვიდრე ვაცნობიერებთ. ვენებს უჩნდება ჩვენი "გადაჭრის" სურვილი და ფეხი მხოლოდ ქუჩებს ერევათ ! დროის კარგვაა მანძილზე ფიქრი... ყველაფერი ახლოსაა რაც გულშია! შეიძლება გაძლო და იცხოვრო უფილტვებო დღეებში,თუ იცი რომ მოვლენ გადასარჩენად...
შემოდგომაზე ფოთლები "კარგავენ" ხეებს. (ადამიანები არ იფარებენ ფოთლებს,არაა მათ სისხლში შეფარების ნიჭი...) (არადა უნდა იყოს)... ფურცლები შველიან ჩემნაირ ადამიანებს.... ფურცლები იტევენ ადამიანებს. ტკივილები წერენ,მოგონებები იმეორებენ, ადამიანებს,ადამიანებს,ადამიანებს.....

Posted by: damski-kaprizi 19 Feb 2019, 23:51
***
დრო იწელება, დრო-ჩემი მტერი!
არ უწყის ტანჯულ გულის ოცნება ...
ყოველ დღე რაღაც სიახლეს ველი,
მაგრამ ოცნება რჩება ოცნებად...

არ ვიცი რატომ, გული შენ გელის
ნაცნობი მზერა ჩემთვის ღმერთია....
შენი თვალები და შენი მზერა..
იცოდე ჩემთვის ერთადერთია...

ნაცნობ სახელებს ვეჩურჩულები:
ო,სიმარტოვევ... ო, ძლიერ ძნელო...
შენით ვითრობი დაულეველად
მაშ, შენი იყოს ეს სადღეგრძელო...


Posted by: Ambitious_Person 20 Feb 2019, 00:10
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე -თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს

Posted by: siml11 20 Feb 2019, 01:10
ვაჟას გარეშე ქართულ პოეზიას ბევრი დააკლდებოდა ეროვნული ხასიათის სრულყოფილად გადმოცემაში, გენიოსი იყო ვაჟა პაჭკორია

Posted by: Re-hanna 20 Feb 2019, 10:51
ქალმა დამწყევლა ლამაზმა

* * *

ქალმა დამწყევლა ლამაზმა
მხურვალე ლალის ბაგეთი,
ღმერთმა ვერ მითხრას ათასმა,
რა ჩავიდინე აგეთი.
მაგრამ, იმ წყევლამ როგორ სთქვას,
გული სიცოცხლით დანამა,
თუ ვინმემ გული მომიკლას,
ისევე იმისთანამა.


გალაკტიონი




* *. *



ძვირფასო მარიამ!

ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.

ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.

ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.

რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!

დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.

წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.

ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები,
ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს,
წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები.

მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ ....


* * * *. *

Posted by: Ninna_maya 20 Feb 2019, 12:37
შენ ჩათაობდი იმ ღამეს მერი,
მერი იმ ღამეს კომპმა გაჭედა,
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი,
მერე ინტერნეტს აგინე დედა.
აფეთქებული და მოცახცახე
კლავიატურას თითებს აჭერდი
და არ გესმოდა მეზობლის რჩევა
არ ჩაირთვება გოგო გაჩერდი.
ლოთებთან ვიღაც კაცი გოდებდა
ხელში ეჭირა მრავალი ვარდი,
შენ ის კაცი არ გემახსოვრება,
გალაქტიონს კი მაინც უყვარდი.
სახლიდან გასულს ჩქარი ნაბიჯით
ქარი მას შენსკენ მოაქანებდა,
შენ უარყავი კაცი, რა კაცი,
მას თითქმის ყველა გოგო დანებდა...
შენ წამოწექი მაგარ დივანზე
და ფიქრს უწყვეტელს მიანდე თავი,
რაღაც აფეთქდა შენს აივანზე
და წინათგრძნობა გაგიჩნდა ავი.
გალაქტიონმა ხლაპუშკა გტყორცნა,
და გაგახსენდა ის ცივი დილა,
მას რომ უნდოდა შენთვის ეკოცნა
და შენ კი მწარედ გაარტყი სილა.


biggrin.gif

Posted by: ladylike 20 Feb 2019, 12:57


შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით,
ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია...
დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები
მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან.





რ____ო____ი

Posted by: Lasha244 24 Feb 2019, 16:46
“ადამიანთა სევდა უსაზღვროა… თუ გტკივა, გტკივა. ამაზე ვერც ილაპარაკებ, ვერც დაწერ და ვერც ვინმეს აუხსნი.”

Posted by: Re-hanna 27 Feb 2019, 15:19
დედი, შენს ცრემლზე ია მოვიდა,

იაზე ჭრელი პეპელა დაჯდა;

დედი, ამ დილით მზე ამოვიდა,

სახსოვრად შენი საფლავი დამრჩა.

დედი, დღეიდან ობოლი მქვია,

ობლად ვეკუთვნი ქვეყანას მზიანს

და ვეფერები პატარა იას,

რომელზეც ჭრელი პეპელა დაჯდა.



გოდერძი ჩოხელი

Posted by: NOZA1031 4 Mar 2019, 09:25
ზოგი თვალების შემოხედვას ტყვია მიჯობს შუბლშიაო .. <
ასეთი დაბოლოებით ლექსი ხომ არ იცით?
ერთმა თქვა და ვერ დავიმახსოვრე კარგად

Posted by: ladylike 6 Mar 2019, 15:47
და სულში შენ ხარ,
შენ ხარ,
შენ ხარ,
შენ და... არავინ...


Posted by: Anan100 6 Mar 2019, 19:23
ხემ მოისხა ბარტყი
აბა 2 მეტრზე ახტი <3

Posted by: Ninna_maya 6 Mar 2019, 23:21
შენ ჩათაობდი იმ ღამეს მერი...

. chapter 2

და შრიალებდა ტოტი, ტყდებოდა...
რაზე? ვინ იცის......
მე ვიცი!!! - გალაკტიონი ხეზე ძვრებოდა,
როგორც მძვინვარე მოსისხლე მტერი.
მერე გადმოხტა შენს აივანზე
(კიდევ კარგი არ დაიმტვრა შტერი)

ფრთხილად დაგაგდო მაგარ დივანზე
და ჩუმად გითხრა - "მიყვარხარ მერი"...



love.gif



gigi.gif

Posted by: Razm 7 Mar 2019, 00:50
QUOTE (ladylike @ 6 Mar 2019, 15:47 )
და სულში შენ ხარ,
შენ ხარ,
შენ ხარ,
შენ და... არავინ...


love.gif love.gif

რომ უმთავრესზე სდუმან ბაგენი,
რომ აღარა ვარ ამაზე მეტი,
უკეთეს რამეს ვერ მივაგენი
და ლექსებს სწორედ ამიტომ ვწერდი...

Posted by: Re-hanna 17 Mar 2019, 00:58
ვინც გიყვარს, იმას ადვილად,
მცირედსაც ვერ აპატიებ...
რადგან თვლი სულის ნაწილად,
ვისთვისაც ღამე ათიე...
ვისაც უწოდე გული და,
შენი პატარა ტაძარი...
თუმცა კი დასასრულიდან,
მიხვდები, შენთვის რაც არის!..




მამა პეტრე (კოლხი)


* * * *



გაიცრიცება საღამოს ბინდი,

ვიცი, ამ დილით უნდა მოთოვოს,

ვიცი,

ჩემი გზა საითაც მიდის,

შენ საით წახვალ,

ხმელო ფოთოლო!

ამოვარდნილა ქარი ძლიერი,

ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.

და შენზე ამით ვარ ბედნიერი,

რომ ქარს არ ავდევ,

ხმელო ფოთოლო.

ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,

მთა დუმს,

ამ დილით უნდა მოთოვოს,

ვიცი,

ჩემი გზა საითაც წავა,

შენ სადღა წახვალ,

ხმელო ფოთოლო!..

Posted by: Ninna_maya 21 Mar 2019, 15:18
Whenever you feel like no one is there,
Just close your eyes and I'll be there,
Hoping and thinking each and every day,
And leaving the bad news to yesterday.


To fallen hero


Posted by: larakroft 26 Mar 2019, 20:39
ქალაქში ისევ დაძრწის სიცივე,
აქ სიყვარულის არ მაქვს უფლება,
მხოლოდ იქ არ არქვს ნებას ლაგამი,
"მხოლოდ მთებშია თავისუფლება"

Posted by: Ninna_maya 18 Apr 2019, 01:58
IN VINO VERITAS
დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი ამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და
დაზაფრულს,
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.



ნუ დაიჩივლებ, მე – საბრალოს, არ მაქვსო ბედი,
ნურც იმას მოთქვამ, თუ რა სასჯელს ზეცა გპირდება:
ბარათაშვილის სამშობლოა, რა გითხრა მეტი –
აქ უბედობა არავის არ გაუკვირდება.
ცხოვრება ჩვენი არც ფარსია და არც წამია,
ერთს გეტყვი, ვიდრე დანისაკენ ხელს გააცოცებ,
გალაკტიონის სამშობლოა, ჩემო ძამია –
აქ თვითმკვლელობით ვერავისაც ვერ გააოცებ.

^ ^ ^ ^



Posted by: damski-kaprizi 24 Apr 2019, 11:05
როცა სულში ტკივილები იმარტოვებს,
როცა ღიმილს სევდის კვალი ამჩნევია,
გაიქეცი, ამ ცხოვრებას გაექეცი,
როცა ირგვლივ დარიანი აპრილია.
ადვილია მარტოობაც ადვილია,
ქარი ღრუბლებს ფანტავს, რადგან არ ტირიან.
ეს ცხოვრება ჯოჯოხეთით, რომ გამოგცდის,
სამოთხეში დაბრუნება მარტივია.
თ.მ.

Posted by: bigmaster 24 Apr 2019, 22:03
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი,
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ბალახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგრო მიდის ახალგაზრდობა
დაუდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომი

Posted by: მადამ ფისუნია 26 Apr 2019, 17:48


ჰაი ბრატცი boli.gif

Posted by: Ninna_maya 28 Apr 2019, 09:43
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა,გაიფიქრა:
"წამოვიდეს ნეტავ წვიმა!"

პუშკინმა თქვა:"მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!"

ჰოლმსმა ბრძანა:"მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ,სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.

დი კაბრიომ გაიფიქრა:
"კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო."

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
"მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი."

მარატმა თქვა:"წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!"

მერლინ მონრომ:"აღარ მოვწევ,
ნარკოტიკიც აღარ მინდა,
ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?!
უი...მთვარე ჩამოფრინდა."

შექსპირმა თქვა:"ჩემი სქესი,
მსურს სადავო გახდეს მერე,
პიესებზე ევას ნაცვლად,
ვილიამი დავაწერე..."

კეისარმა:"მგონი მკლავენ,
ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი,
ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ,
შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი...



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: AMAZONKAA 30 Apr 2019, 19:12
სიმინდი იდგა ტყედ -სვრელი გაჰქონდა ფართო,
ყანას თოხნიდა მხნედ ჩემი ლადო.

სამხარი ჩავუტანე ჩრდილში,ღვინო დაგვიწყნია რადო?
ლექსი წავუკითხე შიშით ლადოს.

მითხრა: "ბევრი წერსო ლექსს!უნდა ოც წელიწადს რანდო.
სახლში წაიყვანო თხებს!" -ლადომ.

ცრემლი მომებჯინა ყელში:- ვითომ რატომ?!
შენ ვის დაუწუნე ლექსი, ბიჭო ლადო.

ბექიდან ბელტები ხვდება ,ბელტს ეძებს:"შეშლილხარ მთლადო!"
იცინის, სიცილით კვდება ჩემი ლადო.. .

სოფლისკენ მივდენი თხებს და პირველ ლექსებზე ვდარდობ:
ჭალიდან თავის სიგრძე ხელს მიქნევს ლადო



მურმან ლებანიძე

Posted by: ladylike 9 May 2019, 16:01
... შენი ტუჩების გემო მიყვარს,
შენი სიზმრების სუნი.

მენატრები და,
არასოდეს გეტყვი – მოხვიდე,
იმდენად სხვა რაღაცას ნიშნავს გითხრა – მოხვედი.

სად მიდის ჩვენი სიყვარული,
როცა ვივიწყებთ?

იქ,
სადაც თვითონ უიმისოდ ვერასდროს წავალთ –
ღმერთთან...







ნიკა ჩერქეზიშვილი

Posted by: ჯიმ"მორისონი 9 May 2019, 16:31
QUOTE (ladylike @ 9 May 2019, 16:01 )
... შენი ტუჩების გემო მიყვარს,
შენი სიზმრების სუნი.

მენატრები და,
არასოდეს გეტყვი – მოხვიდე,
იმდენად სხვა რაღაცას ნიშნავს გითხრა – მოხვედი.

სად მიდის ჩვენი სიყვარული,
როცა ვივიწყებთ?

იქ,
სადაც თვითონ უიმისოდ ვერასდროს წავალთ –
ღმერთთან...







ნიკა ჩერქეზიშვილი

ეგეთებს 16 წლის რომ ვიყავი მაშინ ვწერდი givi.gif


* * *
მადამ ფისუნია
სგ ფისო biggrin.gif

კარგი ლექსია

2012 სკოლაში იქნებოდი...


Posted by: ladylike 9 May 2019, 18:52
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ეგეთებს 16 წლის რომ ვიყავი მაშინ ვწერდი 

ნიჭიეროო... ))



* * *

რა იქნებოდა,
თუნდაც ერთხელ,
შენი თითების სურნელი ჰქონოდა
ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის...





ისევ ნიკა ჩერქეზიშვილი

Posted by: ჯიმ"მორისონი 9 May 2019, 19:07
ladylike
კომპლიმენტია თუ ირონია ? rolleyes.gif
თემა რომ არ გავაოფო
ექსპრონტათ როგორც თავხედი იუზერი დავწე ლექსს სახლში როდესაც მივალ :დ

Posted by: Re-hanna 10 May 2019, 01:52
ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.

ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულოყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლისნაკედლარებიც კი აღარ ჩანდა.

იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და ქათმებისაგან გარს მტვერი და ბუნგალი ირეოდა.

ყოველივე წალეკილი იყო „ზვირთთაგან მღელვარისა ამის მიუნდობლის საწუთროსათა“.

აღარც ერთი ხე აღარ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში.

მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო.

ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრთიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!

მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?

ვინ იცის?!



გიორგი ლეონიძე

,,მარიტა,,

Posted by: მადამ ფისუნია 11 May 2019, 02:10
ჯიმ"მორისონი
QUOTE
2012 სკოლაში იქნებოდი...

1 კურსი უფრო love.gif

Posted by: larakroft 12 May 2019, 20:12
QUOTE (ladylike @ 9 May 2019, 18:52 )
ჯიმ"მორისონი
QUOTE
ეგეთებს 16 წლის რომ ვიყავი მაშინ ვწერდი  

ნიჭიეროო... ))



* * *

რა იქნებოდა,
თუნდაც ერთხელ,
შენი თითების სურნელი ჰქონოდა
ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის...





ისევ ნიკა ჩერქეზიშვილი

ერთხელ ძალიან დიდი ხანი არ გქონდა დაპოსტილი და მახსოვს ძალიან ვინერვიულე ნეტა ხო კარგადაა თქო... gigi.gif gigi.gif

* * *





ლექსების წერა დამედო წესად,
მძიმე ტანჯვად და მისსავე წამლად;
ღმერთმა შენ შეგქმნა ულამაზესად,
მე კი მარტოდენ სახოტბო კალმად...

და როს გიყურებ, გული მგონია,
ნეტარი ღვინით აღსავსე სურა,
დიდ ხანს გეძიე და ვერა გპოვე
და სიყვარულმა დამაუძლურა...

შენი სახება მრავალჯერ ვხატე,
ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო,
არაფერია თუ მიღალატე,
ოღონდ არასდროს მაეჭვიანო

Posted by: Anan100 13 May 2019, 00:20
ცის კიდეს გავეხახუნე, ღრუბლებში ვფრენდი მარტო
ხელში გეჭირა კლუჩები, შენ ცალთვალაანთ ხათო
მე არ მჭრდება ნუგეში, მითუმეტეს არც ზასი
მე მინდა იუვემ მოიგოს ჩემპიონთალიგის თასი

^_^

Posted by: პითონი 13 May 2019, 00:21
QUOTE (Anan100 @ 13 May 2019, 00:20 )

მე მინდა იუვემ მოიგოს ჩემპიონთალიგის თასი

^_^

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



Posted by: Ninna_maya 14 May 2019, 23:29
LOVE SETS US FREE

Maya Angelou


We are weaned from our timidity
In the flush of love's light
we dare be brave
And suddenly we see
that love costs all we are
and will ever be.
Yet it is only love
which sets us free.



Posted by: ladylike 15 May 2019, 10:28





mo.gif

Posted by: bigmaster 17 May 2019, 20:32
ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგaს,
ნალ–მიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი,
არც მე ვიქნებოდი ქმარი..


მადამ ფისუნია
მაგარი იყო ძაან მომეწონა <3

Posted by: მადამ ფისუნია 18 May 2019, 01:52
bigmaster
QUOTE
მაგარი იყო ძაან მომეწონა <3

მადლობა ლამასო 2kiss.gif

ესეც ეგდოს
drug.gif



Posted by: miriani777 20 May 2019, 01:01
ხომ გითხარი ლექსი იქნებოდა ღამის პირველზე, მუზებს შენთვის ვიხმობ, ვეღარ ვფიქრობ სხვაზე : D

Posted by: AMAZONKAA 20 May 2019, 03:51
არ ვარ პოეტი, არც მინდა ვიყო,
ლექსებს არა ვწერ სულაც ქებისთვის,
ლექსი თავისით მოდის და მიხმობს,
მიყვება ამბებს ლამაზი ხმებით...
მე ვარ პატარა კენჭი ქვიშაში,
მუხის ფოთოლი– მუხების ტყეში,
მე ვარ უბრალოდ შეუმჩნეველი,
პატარა გოგო ამ სამოთხეში...
მე ვარ პატარა, მაგრამ კი ქურდი,
მომიპარია ბევრი რამ ქვეყნის;
მომიპარია მინდვრის ყვავილი
და ხის ფოთოლი სხვადასხვა ფერის.
მომიპარია მთის ნაკადული,
წვეთი უმანკო, ვით თოვლი თეთრი,
მომიპარია მზის სხივი თბილი
და ვარსკვლავები კამკამა ზეცის.
და თუ მე დამსჯით, დამსაჯეთ ისე,
რომ არ წამართვათ ერთი რამ ქვეყნად,
ლამაზი ფერის ყვავილით ხელში,
ნატანჯი სული მოსული ლექსად.

Posted by: miriani777 20 May 2019, 07:52
AMAZONKAA
ლამაზიაsmile.gif ............................................................................................. ძალიან გენატრება smile.gif .....................................'

Posted by: Lаki 20 May 2019, 08:47
ფორუმულია biggrin.gif

(ფრაზები,რომლებიც გამოჩენილმა ადამიანებმა,სიკვდილის შემდეგ თქვეს)

ლენინმა თქვა:"რას მამწნილებთ,
რა ხალხი ხართ,სუფთა ზანტი,
ან დამმარხეთ,ან დამმალეთ,
გვამი ვარ თუ ექსპონანტი."

ჰიტლერმა თქვა:"გეფიცებით,
არ მომიკლავს ჩემით თავი,
ანალგინი მეგონა და
იყო თურმე საწამლავი"

ლენონმა თქვა:"აქაც ვბრწყინავთ,
არ შეგაწყენთ ჩვენ თვითქებით,
პოლ და რინგო დროზე მოდით,
რა ხანია გელოდებით."

რუსთაველმა ბავშვებს უთხრა:
"ვინც მაგინებს შტერიაო,
ეს პოემა მე სკოლისთვის,
კი არ დამიწერიაო"

და ვინჩმა თქვა:გვირაბში ვარ,
არ ჩამირტყეს არსად ვიზა,
ნეტავ ერთი რას იძიებთ?
კაცი იყო მონა ლიზა....

აქილევსმა:"რას მიგონებთ?
ქუსლი არა,ბაყვი კიდე,
ქათმის გრიპი შემეყარა
და იმითი დავიბრიდე!"...

ვანგამ:"ამ ლექსს რიღასთვის წერ?
გაჩერდი და მიგდე ყური,
დაიწვებით მალე,რადგან
დათბობაა გლობალური..."

Posted by: AMAZONKAA 20 May 2019, 10:36
მერლინ მონროს ფრჩხილზე ესვა
მოწითალო ლაქი,
ტუჩებს ისე ბერავდა,
როგორც დონალდ დაქი.


ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
გლობალური დათბობაა?
წამოვიდეს იქნებ წვიმა.






: popcorn.gif

Posted by: Re-hanna 20 May 2019, 11:38
ყოველი ადამიანის მოგონება ისეთ რამეს შეიცავს, რასაც იგი ყველას არ გაუმჟღავნებს, მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობს. ისეთი მოგონებებიც კი არსებობს, მეგობრებსაც რომ არ გაანდობ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუმჟღავნებ, თანაც საიდუმლოდ. მაგრამ, ბოლოს, ისეთი მოგონებებიც არსებობს, ადამიანს საკუთარი თავისთვის გამჟღავნებისაც რომ ეშინია


დოსტოევსკი

user.gif

Posted by: miriani777 21 May 2019, 13:53




ლამაზ სიტყვებს პლიუს მელოდია?

Posted by: larakroft 24 May 2019, 14:07
ხანდახან ჩუმად გირეკავ კარგო,
რომ შენი ხმა და სუნთქვა გავიგო...
მწვავს შეწყვეტილი ვნებების ტანგო,
ეჰ,ტრაგიკული ტრფობის ტარიგო...
ირხევა შენი ხმათა სინედლე,
ჩემი დუმილიც იღვრება ტაფლად...
და ტელეფონის ყურმილს ისე ვდებ,
თითქოს ქვას ვადგამ საკუთარ საფლავს...

Posted by: miriani777 28 May 2019, 02:39
ვახ, ბიჭო, როგორ ბევრდება, ვახ, ბიჭო, როგორ იმატებს,
რა საოცარი გრძნობაა, გული ივსება, დიდდება...
თენდება... ღამე მარცხდება... სულ, სულ ცოტაც და ინათებს,
მადლობა, ღმერთო, მადლობა!.. დიდება შენდა, დიდება!..

Posted by: Re-hanna 28 May 2019, 08:26
მატარებელში

მატარებელი მცხეთას გასცდა, -
სანატრელი, სანუკვარი, -
მამაკაცის დედაკაცთან

ყურს ჩამესმის საუბარი:


- ვერ მიცანით?! - ქალის ხმაში

ვნების სილბო საგრძნობია;

რაღაც მოტკბო არის მასში,

რაღაც ძალზე ნაცნობია...


- მაპატიეთ, მაგრამ ვერა!

(ქალის მზერა, ალბათ, მკაცრი)

- გცნობთ და ვერც გცნობთ...-

დასძენს ხელად, საშველს ეძებს მამაკაცი.


ჩაიცინა ქალმა სევდით,

მოგონილი გაბრაზებით:

- გაიხსენეთ! კუდში მსდევდით,

მთელ თვეს საშველს არ მაძლევდით!


ბინდში ქსანი ჩავიქროლეთ,

ვარსკვლავჭყეტით მოჰქრის ღამე,

ჭიქის დადგმა გავიგონე -

იქ, კუპეში, ღვინოს სვამენ...


უცბათ - კაცის შეძახილი:

- ღმერთო ჩემო! ლალი! თქვენ ხართ!

ქალს უთუოდ ეღიმება,

ახლა - დუმილს ხმარობს ხერხად.


მთვარემ ღრუბლი გამოცურა,

კუპე მძინარ კაცებს არხევს,

კორიდორში გამოსულან,

მამაკაცი სარკმელს აღებს.


ფუი, საქმე გამიჩინეს,

რანაირად ჰქსოვენ ბუდეს!

კაცი მალ_მალ ჩაიცინებს,

ტუჩი - ქალის ყურზე უდევს.


მატარებელი მეტეხს გასცდა,

ახლა უკვე ძეგვს გავცქერი.

დედაკაცის ჩაცინება:

- რა ხართ, რა ხართ ეს კაცები!...


ქალის ცნობა არ გვესწავლის -

მყვირალობის, ნადირობის:

ლალი გახლავს ან მესამის,

ან მეოთხე ყვავილობის.


არც კაცია მთლად ჩაუქი,

ლახვარ_ხანჯალ_ამოწვდილი;

არც მოხუცი, არც ჭაბუკი -

ბერბიჭაა გამოცდილი...


კი! - იწერენ მისამართებს!

კი! - არკვევენ კორდინატებს!

ეს არ არის ვარიანტი

ის, რომელიც შორს გვინათებს...


მივეახლეთ გორს ტაატით

გაგრძელებით ძველი ზვირთის -

ბარე ოცი, ოცდაათი

წლისწინდელ მწველი ფლირტის.


მურმან ლებანიძე

Posted by: Special_1 28 May 2019, 11:05
"სიკვდილი ისე დასწოლია, ვით ტურფა ყვავილს, მთელი მინდვრის თვალს ნაადრევი რთვილი დააზრობს."

უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა"

Posted by: Ninna_maya 28 May 2019, 13:50
Please sing to me dear nightingale,,
When roses bloom at night,
I,ll pretend to be a rose,
That turns more red and bright.

Sing to me that sweetest tune,
That makes me melt and sigh,
Which makes me feel like Queen of hearts,
That sings and never die.

Posted by: larakroft 28 May 2019, 16:55
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

Posted by: miriani777 2 Jun 2019, 16:25
გაფრენა

რა ძნელია დამრჩენთა გაემიჯნო მარაქას,
სადაც ყველას, უკლებლივ, დედამიწა აცვია.
ზე აფრინდე, როდესაც ზურგზე ფრთები არა გაქვს
და არ იცი რა უყო წყეულ გრავიტაციას.

რა რთულია გაუგო გემო მწარე სიცოცხლეს,
როცა ტკბილი სიკვდილის ნერწყვი გადგას ენაზე.
გაასაღო, ანდა, ეგ უცოდველი სიმორცხვე,
როცა მხოლოდ სიშიშვლის მოთხოვნაა სცენაზე!

ამის პარალელურად, მაინც, სასწაულების
მტკიცედ შეგრჩეს იმედი. მდოგვისმარცვლისოდენა
თან არ გქონდეს რწმენაც და იყო ისე სულელი
რომ ბოლომდე გეგონოს დაგკიდებენ ორდენს და...

ეჰ...,
რთულია!..,
ვინ ამბობს, რომ გაფრენა არ არის
რთული, ვინ ოხერია ისე შეუგნებელი?!
მაგრამ თუნდაც ამისი არ ჯეროდეს არავის,
მაინც ვიტყვი: არ არის ფრენა შეუძლებელი!!!

Posted by: Ambitious_Person 3 Jun 2019, 00:11
Stone Or Gold...

·WEDNESDAY, OCTOBER 10, 2018
In life You can't stand still, we all make this mistake when we think opposite!! assuming that sometimes we can just relax and watch. Truth is that You are moving forward or stepping back! Moving comes from walking..If you want to walk fast you must be free from heavy staff, become light-weighted...And what makes us heavier??!! : our strong desire don’t drop this heavy bag full of “thinking” about past ..blame, complain, angry about someone/something and because of our stubbornness/attachment during the time this back-pack becomes bigger and larger, out of space for future “snacks”
Where is a solution ? we all must think what we are picking up and carrying whole life ! is it stone instead of gold ????

Posted by: AMAZONKAA 9 Jun 2019, 09:46
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.
დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა
დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!



გალაკტიონი love.gif

Posted by: Ambitious_Person 10 Jun 2019, 12:30
გული მიგრძნობს ჩვენი ისტორია არ დასრულებულა ,
ერთად და ცალ ცალკე იმდენი გადავიტანეთ კარგი ფილმის სცენარი გამოვიდოდა


/


, ვერც ვერასდროს წაიკითხავს ამას ) მაგრამ რასაც ვფიქრობ ის დავწერე

QUOTE
გალაკტიონი

ფანი ვარ !


Posted by: Re-hanna 10 Jun 2019, 13:17
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი, საქართველოში??? ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...



მურმან ლებანიძე

Posted by: ladylike 13 Jun 2019, 04:32

გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი,დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები,წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო, დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე როგორც საჭიროდ ვთვლიდით...





მარი

Posted by: ladylike 27 Jun 2019, 05:21
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული...




Posted by: FinEx 27 Jun 2019, 12:27
რეალური ილუზია ილუზორულ რეალობაში
Everything I see is a part of my imagination

ძველი ქალაქის ძველ ქუჩაზე სადაც სახლებს ქვეშ ბევრი თაღოვანი გასასვლელია ჩემსკენ მოვატრიალე და ვაკოცე... სულ წამის მეასედი გრძელდებოდა და შემაჩერა ვიღაც მოდისო. მივტრიალდი და ქუჩაზე არავინ ჩანდა, მოვტრიალდი და ქუჩა უკვე აქეთაც ცარიელი დამხვდა.
ვიცი წამის მეასედში თან წაიღო ყველა ის გრძნობა, ვნება და ემოცია რომელსაც დაგროვილად ვინახავდი.
ვიცი აინტერესებდა, ვიცი უნდოდა ეგრძნო და დარწმუნებულიყო, ვიცი თვითონაც მცირედს მაინც გრძნობდა მაგრამ არ შეეძლო...
ვეძებდი მაგრამ მხოლოდ ფორმალურად რადგან სცენარს ასე უფრო მოუხდებოდა, ვიცოდი რომ მაინც ვერ მივაგნებდი ვერასოდეს ამ ვიწრო და უსასრულოდ ახლართულ ქუჩებში ,რადგან ვინც არ ბედავს ვერ პოულობენ.
არ ვბრაზობდი რადგან უფლებაც არ მქონდა და თან ალბათ მართალიც იყო, უკაცრიელი ქუჩების არსებობა ილუზიაზე უფრო არარეალური რამ არის... რეალურ ქუჩაში კი ვიღაც აუცილებლად მოდის...
ვიცი ეს მხოლოდ სიზმარია რომელიც მხოლოდ მე ვნახე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაზე უფრო რეალურია.

შეიძლება ყველაფერი რაც უსიტყვოდ ხდებოდა ან უფრო მეტად არ ხდებოდა მხოლოდ ჩემი ილუზიაა და მეტი არაფერი და ეს სიზმარიც ამ ილუზიის კიდევ უფრო ილუზორული ნაწილია.
ილუზიაა თითქოს მწვანე პერანგის საყელოსთან ძეწკვს ჩემგან გამოწვეული ემოციით შეეთამაშა და თითქოს არ უნდოდა ოფიციანტს ანგარიში ესე სწრაფად მოეტანა...
ილუზიაა რომ ერთადერთი დღე როდესაც დიდი ხანი მარტო უნდა ვყოფილიყავით სპეციალურად უმაკიაჟოდ და არაგამომწვევად გაატარა....
ილუზიაა რომ მეორე დილას სარკესთან აბაზანაში ჩემი მზერა იგრძნო და სიგარეტის მოწევით ცოტა მეტად გამიხანგრძლივა ტკბობის მომენტი, მიუხედავად მომლოდინე ტაქსისა ქვემოთ...
ილუზიაა ის უხერხულობა როდესაც ჩემ დღიურ ჰოროსკოპს კითხულობდა და პიცერიაში ამცნეს რომ ბისტროში უნდა გამეტარებინა დრო ჩემ „რომანტიულ პარტნიორთან“ერთად...
ილუზიაა რომ ჩემს მიერ ხუმრობით გაწოდებულ საქორწინო ბეჭედზე ხუმრობითვე ალალად აღელდა...
ილუზიაა რომ შავ კაბაში განსაკუთრებულად გამოწყობილმა განსაკუთრებულად მომიტანა ყავა შეხვედრაზე ....
ილუზიაა რომ მოკლე კაბაში გამოწყობილი ჩემი მზერის გამო უხერხულად ცდილობდა ვნებიანი ფეხების დაფარვას...
ილუზიაა რომ ჩემთან „ურთიერთობაზე“ საუბარს გაექცა მიუხედავად იმისა რომ გულწრფელად მეგობრობდა და არც კი უფიქრია, მე კი ბოლომდე არ მჯერა...
ილუზიაა რომ მეგობრულ საუბრებში ზოგჯერ მაინც ირიბად მე მეუბნებოდა სათქმელს...
ილუზიაა რომ ერთხელ როცა მეილზე მუსიკას „მეგობრულად“ უზიარებდი ალბათ უნებურად ვეღარ მოითმინა და ცოტა გათქვა ის რაც მაშინ მგონი არც კი მქონდა ნათქვამი...
ილუზიაა რომ ჩემ გაგზავნილ ხუმრობაზე რომელიც მცირე „გარყვნილ ცოდნას“ მოითხოვდა, მცირედით დაიბნა რა ეპასუხა...
ილუზიაა რომ ინსტაგრამზე ჩემი კომენტარების შემდეგ დახურული გაიღო...
ილუზიაა ალბათ მისი სიზმარიც რომელიც მთხოვდა რომ გულახდილად მეთქვა...

სიგარეტს ერთი დიდი ნაფაზი ამოვარტყი და ბოლიც სწრაფი ტემპით გაიფანტა ისე რომ ვერავინ შენიშნა ჩემს გარდა.
ეს ბოლიც ილუზიაა რადგან მხოლოდ მე შევნიშნე? რადგან არავინ ჩაახველა ნიკოტინის სუნით შეწუხებულმა?
თუ ეს ყველაფერი ილუზიაა ზოგჯერ ჩემი ილუზია რეალურზე უფრო რეალურია და ეს სამყაროც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია...

ილუზიაა რომ ნაცრისფერი კლასიკური შარვალი მახსოვს რომელიც მხოლოდ ერთხელ ეცვა და არასოდეს ესეთი მიმზიდველი არ ყოფილა როგორც მაშინ....
ილუზიაა რომ ყოველთვის ვგიჟდებოდი როდის ეცვა ტანგა და ერთხელ ცისფერ შარვალზე მცირედით დადასტურდა...
ილუზიაა რომ მახსოვს ნაცრისფერი მაისური ყელზე რგოლით რომელიც იმ ადგილს ფარავს რომლის კოცნაც მინდა...
ილუზიაა რომ მახსოვს შავი სტრეიჯი რომელიც მაქსიმალურად კვეთავს მადის აღმძვრელ ფეხებს და არამარტო...
ილუზიაა რომ მახსოვს ქუსლიან ფეხსაცმელზე აგურისფერი შარვალი და როგორ ვგიჟდები... მიუხედავად ნატკენებზე გადაკრული „სანტავიკისა“....
ილუზიაა რომ მახსოვს მკერდი რომელსაც მალავს და არ იმალება....
ილუზიაა რომ მახსოვს ყოველი მომენტი როდესაც ტანსაცმელი ოდნავ გამჭვირვალე ხდებოდა ან ტანზე ეკვროდა....
ილუზიაა რომ მახსოვს ყოველი მომენტი როდესაც სულმა წამძლია და მაინც შევხედე მაგიდის ქვეშე მოთავსებულ „მეგობრულ“ ფეხებს...
ილუზიაა რომ ერთხელ დაეზარა ფეხების გვერდით გაწევა მიუხედავად მოკლე კაბისა...
ილუზიაა რომ მახსოვს ღილებს შორის მცირედით დალანდული მკერდის ნაწილი რომელიც ზღვაზე თავისუფლად შეგიძლია ნახო...
ილუზიაა რომ მახსოვს პიცის ჭამის დროს ჩამოსული ზეთი როგორ მიილტვოდა განსაკუთრებული „იდაყვებისკენ“....
ილუზიაა რომ მახსოვს მთქნარების ყველა ვერსია და თითების ტკაცუნი...
ილუზიაა რომ მახსოვს როგორ შეცბა ჩემი ძალადობისაკენ „მიდრეკილებაზე“ საუბრისას დასაზღვევათ მიმავალი...
ილუზიაა რომ მახსოვს ყველა უნებლიე შეხება და თითქოს მასაც სურდა...
ილუზიაა რომ მომეჩვენა მოლოდინი თუნდაც მეგობრული კოცნის მცირე განშორების წინ...
ილუზიაა რომ მახსოვს ყველა სიცილი და ჩუმი ღიმილი მოთამაშე თვალებთან ერთად...
ილუზიაა რომ მახსოვს თვალებში და ღიმილში ასახული ყველა ემოცია...
ილუზიაა რომ ჩემ ნაწერებზე ემოცია ქონდა და მხოლოდ გაკვრით მიმანიშნა რომ წაიკითხა...
ილუზიაა რომ ამ ყველაფერზე საუბარი არ სურს მაგრამ მაინც მისმენს...
ილუზიაა რომ ეს ყველაფერი მასაც მცირედით წამოცდება ხოლმე თუნდაც უსიტყვოდ....
ილუზიაა რომ მე მის სიჩუმეს ვხედავ და მან ზუსტად იცის ეს...
ილუზიაა რომ არ არსებობს ძლიერი ვნება ძლიერი ემოციის გარეშე და მან ეს იცის...


რეალობაა რომ ეს ყველაფერი დამთავრდება და ალბათ უთქმელად, ალბათ დარჩება ორი ადამიანის ილუზიად რომელსაც გაზიარება აქცევდა მხოლოდ მიცრე რეალობად მხოლოდ „ჩვენ“ მიკრო სამყაროში, ან მხოლოდ ერთის...
ცხოვრებაში ზოგჯერ არ შემდგარი ისტორიები უფრო რეალურია ვიდრე შემდგარი ყოველდღიურობა.
არ შემდგარი ისტორიების ხიბლი მის ილუზორულობაშია, ვერასოდეს გაიგებ რა ნაწილია ნამდვილი და რომელი მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფი.

თუ ჩემი მითიური ნებისყოფა მეყოფა, ალბათ არასოდეს გავუგზავნი ამ ილუზიათა კრებულს მაგრამ მჯერა სადმე შემთხვევით შეხვდება და აუცილებლად მიხვდება რომ მას ეკუთვნის.
მიხვდება რომ კვამლი უცეცხლოდ არ გაჩენილა მიუხედავად იმისა შენიშნა თუ არა ეს ვინმემ.
მიხვდება რომ ზოგჯერ ის რაც ჩვენში ხდება ბევრად უფრო რეალურია ვიდრე რასაც ვხედავთ და ვაკეთებთ....
მისთვის ეს შემდგარი ამბავი გახდება რადგან მას ეცოდინება სად ისტორიაა და სად ფანტაზია...
Everything I see is a lie…

Posted by: Lasha244 27 Jun 2019, 15:39
რაც არ უნდა მოხდეს, რასაც არ უნდა მიაღწიო, როგორც არ უნდა იცხოვრო, დგება მომენტი-როცა ყველაფერი უფერულდება, რადგან ვერ იპოვე მთავარი…

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ღირებული და ნამდვილი, რომ გქონდეს სახლი, რომელშიც სიყვარულით სავსე ადამიანების გულები და თვალები გელოდებიან. სადაც შენ დაღლილ სულს დაასვენებ, სადაც პირველ რიგში ადამიანი ხარ, სადაც პირობითია შენი სოციალური სტატუსი, სადაც უმიზეზოდ უყვარხარ ვინმეს- მიუხედავად შენი უარყოფითი და დადებითი თვისებისა, უჟმური თუ ხალისიანი განწყობისა, წარმატებისა თუ წარუმატებლობისა, სადაც შენ გზას უყურებენ, შენ ჩასუნთქვას ითვლიან, შენ ნაბიჯებს ითვლიან, შენი სიხარულით ხარობენ და შენი ტკივილი ტკივათ. სადაც მუდამ ერთგულები არიან, გიცავენ, გირჩევენ, ზრუნავენ, გეხუტებიან, ღამეებს გითევენ, გივლიან, იმედს გაძლევენ, ნერვიულობენ.

სახლი, რომელშიც ცხოვრობ და ცოცხლობ, სადაც შენ შიშველ სულს ფრთებს ასხამ, სადაც გრძელდები, სადაც სითბოა და სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი.

სახლი, რომელიც ამთელებს შენ ხორცსა და სისხლს, შენ სულსა და გულს, შენ ოცნებას და რეალობას…


სხვა ყველაფერი პირობითია.

სხვა დანარჩენი მოჩვენებითი .

Posted by: Re-hanna 29 Jun 2019, 11:55
მე ერთი ფიქრი,ფიქრი მუდმივი,არ მშორდებოდა არასდროს არსად:
რატომ ჩვენც ფრთები არ დაგვყოლია,რატომ ვერ ვფრინავთ ფრინველთა მსგავსად.
ფეხით დავივლით მთელ დედამიწას,რაა მიწაზე მანძილი ჩვენთვის?
მაგრამ რად მინდა გავლა მიწაზე,როდესაც სული სიმაღლეს ელტვის!


შანდორ პეტეფი

Posted by: akako78 29 Jun 2019, 11:59
ვარდი ხარ?! ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,

ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,

რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,

ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.



ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.

ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!

ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,

რომ სული ჩემი შემოგთავაზო...



შანდორ პეტეფი

Posted by: Ninna_maya 5 Jul 2019, 10:59
მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.

თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.


ტიციან ტაბიძე

Posted by: livesx11 10 Jul 2019, 01:59
user posted image











...................

Posted by: livesx11 22 Jul 2019, 19:05










..................

Posted by: Ninna_maya 23 Jul 2019, 02:09
ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.




რატი ამაღლობელი



* * *



შენი სიავით ჟამთასრბოლავ, ბევრს უკვნესია,
უსამართლობა ოდითგანვე შენი წესია,
მიწის წიაღში, ო, რამდენი უძვირფასესი
იაგუნდი, მარგალიტი დაგითესია.



ომარ ხაიამი

Posted by: Lasha244 28 Jul 2019, 14:46
უკვე ტრაგედიად იქცა ჩემთვის, ჩემივე უმიზნობა: არაფერი არ არის მთავარი, რასაც ვაკეთებ.

გურამ რჩეულიშვილი

Posted by: Re-hanna 12 Aug 2019, 04:28
“ზაფხულის ბოლო დღეს, ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს. მე და შენ ბაქანზე ვიდექით. მე შენს იდიოტურ ანეკდოტებზე , შენ ჩემს ბრეკეტიან კბილებზე გეცინებოდა, მშობლებმა ძალით რომ ჩამიდგეს და ამით ჩემი 32 ნაკლის გამოსწორება ერთად გადაწყვიტეს.
ჰარი, შენ მე სიცილი მასწავლე, მაგრამ არცერთხელ არ გიკოცნია ტუჩებში.
არც მაშინ, შენს ოთახში მარტო რომ დავრჩით და პირი ცხელი შოკოლადით მოვისვარე. ფილმებში მქონდა ნანახი, რომ ასეთ რაღაცეებს ვნება მოჰყვება ხოლმე.
არც მაშინ, ჰაიდ-პარკში , ლონდონურად რომ წვიმდა და პლატონურად გიყვარდი. Second hand-ში იმ საღამოსთვის ნაყიდი თხელი ყვავილებიანი კაბა ტანზე შემომეკრა. ესეც ჩემი გეგმის ნაწილი იყო. მინდოდა დაგენახა, რომ 32 ნაკლთან ერთად, ორი ახალწამოზრდილი ღირსებაც გამაჩნდა. თუმცა. შენთვის ღირსება, როგორც ნამდვილი ჯენტლმენისთვის, უფრო მაღალ მატერიებთან ასოცირდება და ბუნებრივიცაა, რომ იმ საღამოს ორი ცივილური ადამიანი ტელევიზორში „დისქავერის“ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდით იმაზე, თუ როგორ გამოჰყავთ აფრიკაში ახალი ჯიშის მაიმუნი. შემდეგ, ცხოველების სიყვარულმა ჩემდამი სიყვარული გაგახსენა და უცნაურად დაიწყე:
– ფარდობითობის თეორიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი დრო და სივრცე გადაჯაჭვულია!..
ო, როგორ მომინდი იმ წუთში, აინშტაინ!
რკინიზგის სადგურზე, როცა გამგზავრებას წუთები აკლდა, ღრმად ჩავისუნთქე, ტუჩები ენის წვერით დავისველე, თვალები დავხუჭე და… როგორ მინდოდა ჩემოდნები ძირს დამეყარა, თმები გამეშალა, თავი უკან გადამეგდო და ჰოლივუდური ფილმის ფინალი გამეთამაშა, მაგრამ თურმე, არც შენ იყავი გრეგორი პეკი და არც მე ოდრი ჰეპბერნი.


მაიმასკო

2014 წ.

Posted by: Lasha244 2 Sep 2019, 13:35
და დღეებს ეკატერინ, აღარ შერჩათ სიცოცხლე ფერთა,რადგან უშენოდ თავს დამექცა ზეცის ცრემლები…

Posted by: Lasha244 5 Sep 2019, 00:49
ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი ტკივილებისთვის,
როგორ არ ჰყოფნის დიდ საქმეებს ერთი ცხოვრება,
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი წვრილმანებისთვის.
რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა,
ხომ ძმად ჩამთვლიდნენ,
ხომ აღარასდროს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.
მე მგელს კაცს როგორ შევადარებ,
მაგრამ განა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივესი მეშინია და ვეკრძალები,
უფრო იმიტომ, რომ ამ არსებებს,
მეტი ასხვავებს ვიდრე არის შედარების მათის მიზეზი.
მგელი თავის ზნეს არასოდეს არ გამოიცვლის
და ის-ზნეს თვისას ვინც ერთგულებს ხომ მართალია,
და მართალი ხომ მშვენიერიც არის და სანდოც…
დამნაშავეა, თავის ზნეს მალიმალ იცვლის
და დამნაშავე მართალს აბა ვით შევადარო!
რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან… ვიშრიალებდი მეც იმათთან.
დღეს გაცნობილი ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.
რაც ხალხში ვიცხოვრე იმდენ ხანს რომ ცაში მეცხოვრა,
ვიკიაფებდი მეც ვარსკვლავად,
მაგრამ საბრალოს მაინც მიწისკენ მექნებოდა მზირალი თვალი,
ვით მგლის ყმუილი და მარტოობის ხვეწნა-შრიალი…
რადგან: ესაა მიწა, მე აქ მცივა და აქა მცხელა,
ესაა ხალხი, ჩემი მტრები და ჩემი ძმები და რად ვებრძოლო,
ან სულმოკლედ რატომ მიყვარდეს
განა მათ არ შექმნეს პოეტად თავიანთი უხეში ხელით?!
რადგან: მე ვწერ ადამიანებზე,
საამისოდ მე ამღძრავს ჩემი ახირებული თვისება, რომ მათ ვეკუთვნოდე.
მე ვწერ ადამიანებზე, საამისოდ მე ამღძრავს მათი ახირებული თვისება – განიცადონ, ეწამონ…
და ვიღაცეებში აღმოაცენონ უნარი, რომ მათი ვნებები თანაგრძნობით აღიწეროს!

ბესიკ ხარანაული

Posted by: larakroft 5 Sep 2019, 14:12
დაგვიზამთრდება...
ჯერ სექტემბერში მოგვწერს წერილებს ჟუჟუნა წვიმა...
ქმარს მოწყინდება ფლირტი ქალებთან
და ჩემს ჟამმოჭმულ აჩრდილთან მივა...

დაგვიზამთრდება..
და ოქტომბერში მწიფე დღეობა შემმატებს ასაკს..
გაიაზრებენ სარკეში მყოფი ჩემი თვალები,
რომ ჩემთან არ ხარ...

დაგვიზამთრდება..
დავთმობ ნოემბერს,
გულს რომ აწვალებს ქარით და წვიმით..
და აღარასდროს...
აღარასოდეს...
არ წამოვყვები
შენს სახლის ბილიკს....

Posted by: სერაფიტი 6 Sep 2019, 00:07
ჟოზე სარამაგუ- "იესოს სახარება"

იესოსა და მარიამ მაგდალელის შეხვედრა:user posted image

Posted by: Lasha244 7 Sep 2019, 15:43
user posted image

love.gif

Posted by: prokur2i 7 Sep 2019, 15:49
პირველად რომ დაგინახე მე მეგონე ბაღის ვარდი,დედამ გშობა ეგრე ნაზი თუ ზეციდან ჩამოვარდი

Posted by: Lasha244 10 Sep 2019, 20:49
ყველაფერს,

რაც არ გვავიწყდება ვეჩვევით

და

მე არ ვიცი,

რით ვერ მივეჩვიე,

ან

რატომ არ მავიწყდება…

Posted by: Anan100 12 Sep 2019, 18:12
ახტა გოჭი, დახტა გოჭი...
რომ მომყიდე ის ხის კოჭი
სულ არაფრად ვარგოდა
გუშინ ვნახე გარბოდა


ტყემ მოისხა ფოთოლი
ბაბილონის გოდოლი
ავაშენე დაინგრა
აბა დელო რანინა


ცრემლები მომადგა ძლივს ვწერ cry.gif

Posted by: Lasha244 13 Sep 2019, 20:40
“უღალატობა შეუძლიათ მხოლოდ ღმერთებს და ველად ამოსულ, კოპლებიან წითელ ყაყაჩოს” love.gif

Posted by: Lasha244 15 Sep 2019, 16:38
"მაგრამ ტალახიანი ცა გამოიდარებს"

გალაკტიონი

Posted by: larakroft 16 Sep 2019, 21:27
QUOTE
უღალატობა შეუძლიათ


მე შენზე ფიქრში ღამე ვათიე
ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო..
არაფერია თუ მიღალატებ,
ოღონდ არასდროს მაეჭვიანო...

Posted by: livesx11 21 Sep 2019, 02:39












................................











Posted by: Lasha244 23 Sep 2019, 18:20
მიყვარს ადამიანები,რომლებსაც არ შეუძლიათ ვინმე აღარ
უყვარდეთ.
ადამიანები,რომლებსაც წვრილმანები ამშვიდებთ და წვრილმანები პანიკურად აღელვებთ.
ადამიანები,რომელთათვისაც სიყვარული სისუსტეა.
რომლებიც თავდახრილი დგანან საყვარელი ადამიანის წინაშე "წყალობის" მოლოდინში.ეს წყალობა კი ზოგჯერ ერთი სიტყვაა.
ადამიანები,რომლებსაც ეშინიათ საყვარელი ადამიანის დაკარგვის,რომელთათვისაც ის ერთი ადამიანი მთელი სამყაროა.სამყარო,რომელიც აღარ იარსებებს იმ ერთი,იმ ერთი ცალი ადამიანის გარეშე.
ის ადამიანები მიყვარს,ვისთვისაც სიყვარული თავგანწირვაა და არა მხოლოდ კომფორტული მდგომარეობა ან კარგ ხასიათზე ყოფნა საყვარელი ადამიანის გვერდით.
"არსებობს რჩეულთა კასტა და არსებობენ ყოველდღიური,სტანდარტული ადამიანები...".

Posted by: Lasha244 28 Sep 2019, 13:40
სიყვარული...
რომელსაც მე ათასი გასართობით ვცვლიდი,
რომელსაც ჯიბრით ვუპირისპირებდი ახალ-ახალ ჭეშმარიტებებს
და ძველი სიბრძნეების სალესავზე ვილესავდი სულს და გონებას.
გადაქცეულიყო თურმე იგი ამასობაში
ლაო-ძიდ,ფოლკნერად და ვარდკაჭკაჭად.
სიყვარული მე მოვითავე ჯერ კიდევ ბავშვობაში,
ჯერ კიდევ სიზმრებში,ოცნებებში, წიგნებში,
ბებერი ვარ სიყვარულისთვის.

Posted by: Lasha244 29 Sep 2019, 14:27
ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო.

კლდის პირზე ჭვავის ყანაში

Posted by: Lasha244 2 Oct 2019, 20:24
რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?.. love.gif
* * *
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს.

გალა

Posted by: Lasha244 7 Oct 2019, 19:53
ყველა კუთხეში კარია და ვერაფრით გაგცდი,

არაფერია უშენობის მიღმა სამყარო.

მჯერა, რომ ყველა გამარჯვება იწყება მარცხით

და ახლა მხოლოდ დამარცხება გინდა მაკმარო…

ყველა სიტყვიდან შეგიძლია მითხრა ნახვამდის,

ყველა სიმართლე გადააწყო სულ შენს პინაზე,

ვწუხვარ,

მე ისე ვერასოდეს გაგითამამდი,

რომ დაგენახა ჩემი სულის ყველა სინაზე…

უფუნქციოა ეს ფანჯრები…

არც თოვს და არც წვიმს…

ეს ნაცრისფერი ზეცა ნეტავ მალე გალურჯდეს,

ახლა მერცხლებზე უფრო მეტად მოველი აპრილს,

რომ შენთან როგორც სამშობლოში, ისე დავბრუნდე…

ანა ლაშხელი- ონიანი

Posted by: larakroft 7 Oct 2019, 20:43
QUOTE (Lasha244 @ 7 Oct 2019, 19:53 )
ყველა კუთხეში კარია და ვერაფრით გაგცდი,

არაფერია უშენობის მიღმა სამყარო.

მჯერა, რომ ყველა გამარჯვება იწყება მარცხით

და ახლა მხოლოდ დამარცხება გინდა მაკმარო…

ყველა სიტყვიდან შეგიძლია მითხრა ნახვამდის,

ყველა სიმართლე გადააწყო სულ შენს პინაზე,

ვწუხვარ,

მე ისე ვერასოდეს გაგითამამდი,

რომ დაგენახა ჩემი სულის ყველა სინაზე…

უფუნქციოა ეს ფანჯრები…

არც თოვს და არც წვიმს…

ეს ნაცრისფერი ზეცა ნეტავ მალე გალურჯდეს,

ახლა მერცხლებზე უფრო მეტად მოველი აპრილს,

რომ შენთან როგორც სამშობლოში, ისე დავბრუნდე…

ანა ლაშხელი- ონიანი

მოვიხიბლე user.gif user.gif
როგორ მენანება ეს საოცარი ადამიანი რომ ასე გაქრა... cry.gif

Posted by: Lasha244 11 Oct 2019, 23:20
თვითონ შენ გაწუხებს,გონების თვალით რომ ჩამოირბენ და არავისთან გიჩერდება გული.

ბესიკ ხარანაული

Posted by: Re-hanna 13 Oct 2019, 03:40
ბავშვობის სიყვარული


- ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

– მერე რა უთხარით?

– ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

– მერე რა გაარკვიეთ?

– თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

– და ვეღარ შეხვდით?

– მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

– არ მოვიდა?

– ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.....




გოდერძი ჩოხელი

Posted by: Lasha244 13 Oct 2019, 21:48
როგორ სულ მკვდრებით იკვებება ადამიანი: მოგონებები,სახეები,სურათები - ყველაფერი მკვდარი.

ბესიკ ხარანაული

Posted by: Re-hanna 14 Oct 2019, 04:21
ანა ლაშხელი ონიანი

,,აკვანი,,
/ნაწყვეტი/

როგორც იქნა ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი როცა გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწვია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა იქ რას ეძებს მეთქი… სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე… სახტად დავრჩი… მითხრა ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს როგორც ნამდვილი ქართველიო… მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო, გამეცინა… რა დროს აკვანია საიდან მოიტანე, ან სად ნახეთქო… სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა, მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ… დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს…

------------
,, მე ისე ვერასოდეს გაგითამამდი,
რომ დაგენახა ჩემი სულის ყველა სინაზე ,,

Posted by: Lasha244 15 Oct 2019, 20:23
არავის ჩემთვის გულის კარი არ გაუღია,
არადა,ღმერთო, - ხომ ხედავდი? - დავაკაკუნე!

გიორგი ლობჟანიძე

Posted by: miracle_of_love 19 Oct 2019, 16:30
Медленный переход осени к зиме вовсе не плохая пора. Это пора, когда нужно собрать, привести в порядок и сложить все свои запасы, которые ты накопил за лето. А как прекрасно собирать все, что есть у тебя, и складывать поближе к себе, собрать свое тепло и свои мысли, зарыться в глубокую норку - уверенное и надежное укрытие; защищать его как нечто важное, дорогое, твое собственное. А после пусть мороз, бури и мрак приходят, когда им вздумается. Они будут обшаривать стены, искать лазейку, но ничего у них не получится, все кругом заперто, а внутри, в тепле и одиночестве, сидит себе и смеется тот, кто загодя обо всем позаботился.

© Туве Янссон
user posted image

Posted by: Ninna_maya 20 Oct 2019, 04:19
Ночь, улица, фонарь, аптека,
Бессмысленный и тусклый свет.
Живи еще хоть четверть века —
Всё будет так. Исхода нет.

Умрешь — начнешь опять сначала
И повторится все, как встарь:
Ночь, ледяная рябь канала,
Аптека, улица, фонарь.


ალექსანდრ ბლოკი

Posted by: miracle_of_love 23 Oct 2019, 17:15
Ninna_maya
როგორ მიყვარს ბლოკი, განსკუთრებით ნეზნაკომკა
Незнакомка
По вечерам над ресторанами
Горячий воздух дик и глух,
И правит окриками пьяными
Весенний и тлетворный дух.

Вдали над пылью переулочной,
Над скукой загородных дач,
Чуть золотится крендель булочной,
И раздается детский плач.

И каждый вечер, за шлагбаумами,
Заламывая котелки,
Среди канав гуляют с дамами
Испытанные остряки.

Над озером скрипят уключины
И раздается женский визг,
А в небе, ко всему приученный
Бесмысленно кривится диск.

И каждый вечер друг единственный
В моем стакане отражен
И влагой терпкой и таинственной
Как я, смирен и оглушен.

А рядом у соседних столиков
Лакеи сонные торчат,
И пьяницы с глазами кроликов
«In vino veritas!» кричат.

И каждый вечер, в час назначенный
(Иль это только снится мне?),
Девичий стан, шелками схваченный,
В туманном движется окне.

И медленно, пройдя меж пьяными,
Всегда без спутников, одна
Дыша духами и туманами,
Она садится у окна.

И веют древними поверьями
Ее упругие шелка,
И шляпа с траурными перьями,
И в кольцах узкая рука.

И странной близостью закованный,
Смотрю за темную вуаль,
И вижу берег очарованный
И очарованную даль.

Глухие тайны мне поручены,
Мне чье-то солнце вручено,
И все души моей излучины
Пронзило терпкое вино.

И перья страуса склоненные
В моем качаются мозгу,
И очи синие бездонные
Цветут на дальнем берегу.

В моей душе лежит сокровище,
И ключ поручен только мне!
Ты право, пьяное чудовище!
Я знаю: истина в вине.

Posted by: Ninna_maya 24 Oct 2019, 02:14
miracle_of_love


QUOTE
В моей душе лежит сокровище,
И ключ поручен только мне!


გენიალურია!!!

* * *

Девушка пела в церковном хоре
О всех усталых в чужом краю,
О всех кораблях, ушедших в море,
О всех, забывших радость свою.

Так пел ее голос, летящий в купол,
И луч сиял на белом плече,
И каждый из мрака смотрел и слушал,
Как белое платье пело в луче.

И всем казалось, что радость будет,
Что в тихой заводи все корабли,
Что на чужбине усталые люди
Светлую жизнь себе обрели.

И голос был сладок, и луч был тонок,
И только высоко, у царских врат,
Причастный тайнам, — плакал ребенок
О том, что никто не придет назад.


ალექსანდრ ბლოკი

love.gif

Posted by: ქალი-იაგუნდებით 27 Oct 2019, 20:24
***

ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია,
შენი სილამაზე
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული,
ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო, რა ქალია!

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 27 Oct 2019, 21:06
........................................

Все начинается с любви…
Твердят:
«Вначале
было
слово…»
А я провозглашаю снова:
Все начинается
с любви!..

Все начинается с любви:
и озаренье,
и работа,
глаза цветов,
глаза ребенка —
все начинается с любви.

Все начинается с любви,
С любви!
Я это точно знаю.
Все,
даже ненависть —
родная
и вечная
сестра любви.

Все начинается с любви:
мечта и страх,
вино и порох.
Трагедия,
тоска
и подвиг —
все начинается с любви…

Весна шепнет тебе:
«Живи…»
И ты от шепота качнешься.
И выпрямишься.
И начнешься.
Все начинается с любви!


(Р. Рождественский)



Posted by: Krusty_the_Clown 27 Oct 2019, 21:21
~Annabelle°Haunting~
ბანძი ენაა რუსული

Posted by: Ninna_maya 28 Oct 2019, 02:46
Turn your face to the gray-haired sky,
Try to read your fate in the moon;
Calm yourself, mortal, and don’t demand
The truth you can’t use


Sergey Esenin

Posted by: Lasha244 1 Nov 2019, 17:52
"ერთი კაცი თავის თავსაც რომ ვერ აუვა,
ისეთი დროა.
რაღაც წვრილმან გასართობებს ებღაუჭები,
რომ მთავარზე აღარ იფიქრო..."

ბესიკ ხარანაული

Posted by: NinjaRacer 2 Nov 2019, 04:08
user posted image










..................

Posted by: ladylike 12 Nov 2019, 14:00
* * *


ფეხით მოვიდოდი... შენივ კოშკებიდან,
თეთრი კოშკებიდან მზის სხივს დაგიჭერდი
ხელით. გაზაფხულებს მარტი მოდენიდა,
სახრით მოდენიდა. მე კი გავიჭედე...
ყურით მოთრეული, ყალბი ამპლუიდან
ვეღარ ამოვძვერი, ლიქნით მომადუნეს.
ვინც რა დაიჩემა, ყველას გაუვიდა...
ყავლი გაუვიდა ჩემს ფრთებს მოხატულებს
შენი ზურმუხტებით სავსე პალიტრიდან.
მოდი, ღიმილები გულზე დამაბნიე,
სანამ ფრთახატულა ჩიტი გამიფრინდა,
(მაჯებდამტვრეული, ძველი აივნიდან)
სანამ სიყვარულის ჩიტი გამიფრინდა,
სანამ ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე, -
მოდი!..




ბერეთელი

Posted by: vinchenz@ 12 Nov 2019, 14:35
ჩემი ფიქრების საღეჭი რეზინი ხარ user.gif

Posted by: Lasha244 14 Nov 2019, 16:49
შენ ოღონდ იყავ...
დანარჩენი ცხოვრებას ანდე,
შენს მაგივრად კარი იჭრიალებს...
თუ ვინმეს ელი,უთვალავჯერ მოგელანდება
იმის ფეხის ხმა...
თუ სიმარტოვე შეგაწუხებს,ქუჩაში გადი და ათასჯერ ჩაგესმება შენი სახელი...

ბესიკ ხარანაული

Posted by: larakroft 16 Nov 2019, 01:43
სულის ლუკმას ვკალმასობდი,
მოცდამ გამაჭაღარავა,
როცა ვიყავ
არ გახსოვდი,
გაგახსენდი-
აღარავარ...

დავრჩი ასე ფერმიხდილი,
( დრომ სხვა ურვაც დამარისხა )
შენ სიცოცხლე
და სიკვდილი
გადამკიდე დანასისხლად;

ცრემლი
ცრემლად ჩამოვღვარე,
მოცდამ გამაჭაღარავა,
არც მტერი ვარ,
არც მოყვარე,
რაც ვარ -
ისიც აღარავარ... ( ვასილ ბესელია )




.......................


გადამიყოლა
ცრემლიან პეშვით,
შავი ღრუბლების შავმა მინდორმა...
დღეების უხმო
კლავირი შემშლის
და შემოდგომის უამინდობა.
და გაცრეცილი
ლოდინის გაღმა
თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები…
შენი საქმეა -
მოხვალ თუ წახვალ,
მე
არცერთისთვის არ მემეტები...
* * *
ტკივილის მეტი
რა ვიცი –
წყალიღა დამრჩა სისხლიდან...
შენი შიშველი ლავიწი
ახლა სხვა მზერას ისხლიტავს!

ისევ არამად
გამომხმარ
წლების ქარავანს მივდენი,
უკვე, რაცა ვარ გამოღმა,
გაღმა ვარ ორი იმდენი!

ის დამრჩა,
რაც რომ გადაჰყვა
წლების შხამსა და სიფიცხეს...
...სიკვდილ–სიცოცხლის გადაღმა
ვწერ,
ვსვამ,
გნატრობ და...
გივიწყებ...



...................



Posted by: Ninna_maya 24 Nov 2019, 03:48
Broken Heart, You'll Be Alright

One step on a falling stone
One fall so far away from home
One word...you're all alone
Look alive, you're on your own

With the dark you bring the light
Alone but you still try
Lost but you still shine
Broken heart, you'll be alright.

Break the fight, you're set alight
Flying higher with each fall
Dark of night, you take flight
On fire as your soul.

With the black you see the bright
Cracked but you still fight.
Broken heart, you,ll be alright.

Posted by: Lasha244 19 Dec 2019, 23:13
არის ასეთი ტკივილებიც, ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ მიერვე გაძევებული ადამიანების ადგილას ჩვენ სულში გაჩენილი, ამოცარიელებული ადგილების გამო ტკივილები, ადამიანები, რომლებმაც გვიღალატეს, ადამიანები, რომლებმაც ერთ დროს ზურგში ჩაგვცეს, დიიდი დანები, რომლებმაც გვატკინეს, რომლებმაც იმედები გაგვიცრუეს, რომლებიც გავუშვით ჩვენგან, ურთიერთობაგაწყვეტილი ჩვენი სულის ნაწილები.. მაგრამ მაინც ხანდახან ისე შემოგიტევს მისი ტკივილი ან სიხარული გაიზიარო, ხანდახან ისე გახრჩობს სურვილი, გულში ჩაიკრა შუბლზე აკოცა, ღრმაად ხმაურიანად ამოისუნთქო და უთხრა რომ მაინც, მაინც შენი სულის ნაწილია და ყველა მისი ტკივილი გტანჯავს და მისი ბედნიერება სულში გწვდება.. ასეთი ტკივილებიც არსებობს …

Posted by: larakroft 20 Dec 2019, 13:51
სხვა რა იღონონ, სხვა რა შეძლონ შენმა თითებმა?
დგახარ ჩემს თოვლში და კისკისით ჩემთან გუნდაობ,
შენ რომ მორცხვობა შეგიძლია და გაწითლება,
მხოლოდ მაგისთვის... მაგის გამო... და სამუდამოდ...

მე ამ მაისში დამბანგეს და გამაბოროტეს,
მას შემდეგ დავსდევ როგორც ჯალათს ბედს და დიდებას,
იქნებ ბეჭედის ერთგულება ზიდონ ბოლომდე?
სხვა რა იღონონ სხვა რა შესძლონ შენმა თითებმა?"

Posted by: Ninna_maya 1 Jan 2020, 05:10
ბაღი სხვისია?

მერე რა... ფიფქები ჩემია,ხეები ჩემია,
თოვლი
ჩემია..

და

ღამეც
ჩემია...



Posted by: larakroft 12 Jan 2020, 23:32
დამრჩენი დარჩა და წამსვლელი წავიდა.
გავა ნასესხებიც და იქნებ ვინმესაც
დავაწყო ბეჭებზე ხელები, რომელიც
ოდესღაც რძესავით სხვის ტანზე მიმეწვა.
ალბად შენც სხვისი ხარ, ეს უკვე ამ ღამეს
გადაწყდა, რას იზამ, ძვალთხელი თითები
სხეულზე დატოვებს ფოსფორის ნაკვალევს
და უკვე ვხედავ, რომ თანდათან ვცივდები,
რადგან ეს ჭრილობა ისე პირღიაა,
რომ სუსხი შიგ ატანს და თითქოს შიგნითაც,
წვრილი აბლაბუდა ჭერიდან ცვიოდა,
ხანდახან მიწა ხომ ორმაგად იზიდავს.
და რასაც იზიდავს ისეთი მყარია,
ვერასდროს გავიხდი ტანსაცმელს ბოლომდე
და მაინც ჭინკებად ვედები არეალს,
რომ ყველა ზღაპრიდან ერთბაშად მოგადგე
და (თუმცა არ ვიცი, მერე რა მომელის
და როგორ ვიქნები ჰაერის იმედად,)
დაგაწყო ბეჭებზე ხელები, რომელიც
ოდესღაც რძესავით სხვის ტანზე მიმეწვა.

* * *
რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან,
მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი,
გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და
ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი.

რაც შენ წახვედი, მე დავდივარ შენი მანქანით
და შენებურად ვასიგნალებ თავგამეტებით,
ამეკვიატა უძილობა, ხელის კანკალი
და უსაშველოდ შევიძულე სენტიმენტები.

რაც შენ წახვედი, მე ვიძინებ სწორედ იმ მხარეს
შენ რომ გეძინა ჩვენს საწოლში და იმ მანძილებს,
ჩვენ რომ გვაშორებს, დიდი ხნის წინ როგორც მითხარი,
ვამოკლებ ფიქრით და ტკივილებს ჩვენსას ვაძინებ.

რაც შენ წახვედი, მაწუხებენ ჩუმი შიშები,
რომ სახლში ვიღაც დააბიჯებს და მემალება,
ზოგჯერ მგონია (არ ვაჭარბებ), ისე ვიშლები,
რომ ვერც კი ვხვდები. დავიღალე, ვიქეც თვალებად.

რაც შენ წახვედი, ამინდების ცვალებადობა
პირობითია და ჩვენს სახლში ქრიან ქარები,
ჩემი თვალები დაიწყებენ ცრემლად დადნობას
მალე და ცრემლებს მერე არსად შეიფარებენ.

რაც შენ წახვედი, ჯიბით დამაქვს შენი დანა და
ჩემთან მერცხლები დაბრუნებას აგვიანებენ,
მიჭირს, მჯეროდეს, რომ რატომღაც, მუდამ ავად ვარ
და არ მიხდება შენი შავი რეიბანები.

რაც შენ წახვედი, მე ვარ ორი, ასე მგონია
და თან, ჯამი ვარ ამქვეყნიურ სიმარტივეთა,
იქით, საითაც მარტოობა და სიშორეა,
არ შემიძლია, მაპატიე! ვერ მივიხედავ!

და გელოდები, სასაკლაოს სუნით გაჟღენთილს,
შენი სიცოცხლის და სიკვდილის ჩუმი მხლებელი,
წაუკითხავად მაგიდაზე დაგრჩა გაზეთი
და ახლა ისიც გელოდება ხელუხლებელი.

მე ისიც ვიცი, გესიზმრება ჩვენი ოთახი,
რომელსაც მთვარე მოკრძალებულ შუქით ანათებს,
ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ნაკვალევს როდის მონახავ,
თმიდან მდის წყალი და მაცვია შენი ხალათი.

რაც შენ წახვედი, შეიცვალა მთელი სამყარო
და ჩემს ბილიკებს აეკიდა ყველა თავხედი,
მე კი, უბრალოდ, გა#####დები და გაგახარებ,
რომ უფრო მეტად შემიყვარდი შენ, რაც წახვედი.რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან,
მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი,
გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და
ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი.

რაც შენ წახვედი, მე დავდივარ შენი მანქანით
და შენებურად ვასიგნალებ თავგამეტებით,
ამეკვიატა უძილობა, ხელის კანკალი
და უსაშველოდ შევიძულე სენტიმენტები.

რაც შენ წახვედი, მე ვიძინებ სწორედ იმ მხარეს
შენ რომ გეძინა ჩვენს საწოლში და იმ მანძილებს,
ჩვენ რომ გვაშორებს, დიდი ხნის წინ როგორც მითხარი,
ვამოკლებ ფიქრით და ტკივილებს ჩვენსას ვაძინებ.

რაც შენ წახვედი, მაწუხებენ ჩუმი შიშები,
რომ სახლში ვიღაც დააბიჯებს და მემალება,
ზოგჯერ მგონია (არ ვაჭარბებ), ისე ვიშლები,
რომ ვერც კი ვხვდები. დავიღალე, ვიქეც თვალებად.

რაც შენ წახვედი, ამინდების ცვალებადობა
პირობითია და ჩვენს სახლში ქრიან ქარები,
ჩემი თვალები დაიწყებენ ცრემლად დადნობას
მალე და ცრემლებს მერე არსად შეიფარებენ.

რაც შენ წახვედი, ჯიბით დამაქვს შენი დანა და
ჩემთან მერცხლები დაბრუნებას აგვიანებენ,
მიჭირს, მჯეროდეს, რომ რატომღაც, მუდამ ავად ვარ
და არ მიხდება შენი შავი რეიბანები.

რაც შენ წახვედი, მე ვარ ორი, ასე მგონია
და თან, ჯამი ვარ ამქვეყნიურ სიმარტივეთა,
იქით, საითაც მარტოობა და სიშორეა,
არ შემიძლია, მაპატიე! ვერ მივიხედავ!

და გელოდები, სასაკლაოს სუნით გაჟღენთილს,
შენი სიცოცხლის და სიკვდილის ჩუმი მხლებელი,
წაუკითხავად მაგიდაზე დაგრჩა გაზეთი
და ახლა ისიც გელოდება ხელუხლებელი.

მე ისიც ვიცი, გესიზმრება ჩვენი ოთახი,
რომელსაც მთვარე მოკრძალებულ შუქით ანათებს,
ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ნაკვალევს როდის მონახავ,
თმიდან მდის წყალი და მაცვია შენი ხალათი.

რაც შენ წახვედი, შეიცვალა მთელი სამყარო
და ჩემს ბილიკებს აეკიდა ყველა თავხედი,
მე კი, უბრალოდ, გა#####დები და გაგახარებ,
რომ უფრო მეტად შემიყვარდი შენ, რაც წახვედი.

Posted by: Special_1 13 Jan 2020, 22:59
(ვითომ უმნიშვნელო ნაწყვეტი "პატარა პრინციდან")

ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში...



Posted by: larakroft 14 Jan 2020, 00:59
Special_1
QUOTE
ვითომ უმნიშვნელო ნაწყვეტი "პატარა პრინციდან")

როგორ მიყვარს..

Posted by: EKAA11 15 Jan 2020, 18:26
მთელი ცხოვრებაა გეძებ,

მთელი ცხოვრებაა გნატრობ,

იცი?!… შემეშალე ერთხელ,

ახლა მოგაგენი ვატყობ.



აი, ის ღიმილი სადაც

ერთ დროს დავიკარგე უკვე,

ჟამის გარდახდომის დროდან,

ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.



აი… გაწვიმებას იწყებს,

ხალხიც მოეფარა კედლებს,

მე კი გამოვედი გარეთ

უნდა შეგეფეთო მე შენ…



მე ხომ ფიქრები მაქვს გიჟის,

არანორმალურის ფერი,

დიახ, სიჩუმეა ირგვლივ,

მე კი სიყვარულზე ვმღერი.



ისევ წინათგრძნობის ხმა მაქვს,

მჯერა გამოივლი ქუჩად,

ფეხსაც არ მოვიცვლი არსად,

აქ დაგელოდები ურჩად.



აი გულისცემა სადაც,

დროც კი უჩვეულოდ მოდის,

არა, აღარ მინდა წასვლა,

გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს…



მთელი ცხოვრებაა გეძებ,

ახლა უნდა გითხრა ფიცი,

უკვე გავიზარდე შენ კი

ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი.



როგორ გნატრულობდი ადრე,

ჩემი ოცნებების ლოცვად,

დიახ მოვაღწიე დღემდე

შენი სიყვარულიც მომყვა.



დიახ, ასეთია დილა,

მაინც მოიფიქრებს რამეს

ისევ გამოიღებს სხივებს

ისევ გაანათებს ღამეს,



რაც კი ნატვრა მქონდა ადრე

რაც კი არ ამხდარა ჩემთვის,

იცი?!… გათენებას იწყებ,

და მეც დღის სინათლეს გეტრფი…



დიახ, დამიბრუნდა გრძნობა,

ძალაც დამიბრუნდა რწმენის

როგორც ბავშვობაში ახლაც

მჯერა ვარსკვლავების ცვენის



სადაც სასწაული ხდება

სადაც გრძნობებია ფერად

სადაც სიყვარული ხარობს

მჯერა ყველაფერი მჯერა



შენი თვალებია ლექსი,

შენი ტუჩები კი სუნთქვა,

მინდა გითხრა ის რაც შენთვის

ალბათ არასოდეს უთქვამთ



ის რომ მყვარებიხარ უწინ,

ის რომ შემიყვარდი ერთხელ

დიახ გიყურებ და ვხვდები…

მთელი ბავშვობაა გეძებ.



დიახ, მე გახლავარ ის ვინც,

მაინც მოგაკითხავს სახლთან,

ყვავილს მოგიწყვიტავს ღამით…

დილით დაგახვედრებს თავთან…



მე შენ დაგიხატავ კაბას,

თეთრად გადაფენილ ტანზე,

ნუთუ დაიჯერე თითქოს,

შესძლებ რომ გათხოვდე სხვაზე



არაა, დამიჯერე.. არა!!!

თუნდაც არ გიყვარდე ასე,

მე ხომ მეოცნებე არ ვარ,

გადაგეღობები გზაზე,



ისევ ჰორიზონტის ფერად

ისევ დაგეთვლები ზღვასთან,

უნდა შემეგუო რადგან

მე შენ… არ გაგიშვებ სხვასთან,



მაინც აგიფეთქებ ფიქრებს,

გულში გაგევლები გრძნობად,

მე შენ დაგაჯერებ ლექსით

შენი სიყვარული რომ მაქვს…



უნდა დაიჯერო ასე,

ის რომ ჩემი გულის თქმა ხარ,

ის რომ ჩემი შვილის დედას

ღმერთო…. როგორ ჰგავხარ,



არაა, არ გაგიშვებ არსად,

გრძობებს აღარ ვიტყვი ფუჭად,

მაინც შეგაყვარებ თავს და

დროსაც არ დავკარგავ უქმად.



იცი?!… აღარ წავალ არსად…

ისევ მიმეორებს ექო,

წლები გავიარე მაგრამ

მაინც მყვარებიხარ… მე ხომ



მთელი ცხოვრებაა გეძებ,

გულში დადებული ფიცით,

იცი?!… შემეშალე ერთხელ,

ახლა მოგაგენი ვიცი…

Posted by: Ninna_maya 17 Jan 2020, 01:44

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე

Posted by: larakroft 27 Jan 2020, 09:20
* * * * *

შემცივდა.
ჯემპრი ცეცხლთან გავათბე და ჩავიცვი.
ცოტათი გავთბი.
სხვა დროს -
შენი ხელისგულის ერთი შეხება მათბობს.

ერთი შეხება:
მათბობს
მანთებს
მაღიმილებს
შუბლიდან თმას მიწევს.

ერთი შეხება:
ძარღვებს მიბერავს
მაქვავებს
სუნთქვას მიკავებს,
რომ ორ წამს მაინც გაგრძელდეს – ერთი შეხება...

მარიტა რატიანი

Posted by: ანანასი 7 Feb 2020, 11:19
მე ვარ იუნგა, ###ზე მკიდია
გადამაფარეთ თავზე გაზეთი
თუმცა იუნგა სულაც არავარ
სათაური აქვს პროსტა მასეთი

Posted by: Lasha244 9 Feb 2020, 11:53
"ყველაზე ცუდია, მოგონებას რომ
შეგიბღალავენ,
იგონებ და ის აღარ არის..."

ბესიკ ხარანაული

Posted by: არმეძებო 14 Feb 2020, 00:27
ზოგადად არ მევასება,პატარა ბავშვები "დიდურ" ლექსებს რომ კითხულობენ,მაგრამ ეს გამონაკლისია,სასწაული ვინმეა და ლექსიც ძაან მომეწონა.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1678056332281118&id=100002303032496

ვიდეოს ჩასმა ვერ დავამუღამეsmile.gif

Posted by: Lasha244 26 Feb 2020, 19:08
"ეგებ,ადამიანს სიყვარულზე მეტად გაგება სჭირდებაო,ფიქრობდა უინსტონი"

ჯორჯ ორუელი - "1984"

Posted by: erfiro 10 Mar 2020, 22:01
ედითედ...

არ ხართ ღირსები mad.gif

Posted by: larakroft 25 Mar 2020, 16:17
ჩვენს შორის მყოფი წერტილები
წერტილად შედგა..
ჩემო ჩამდგარო ქარტეხილო
ჩემო პრანჭია
და სამწუხაროდ
(ჩემთვის არა ეს მხოლოდ შენდა)
მე ბუმერანგის თვისებები არ გამაჩნია...

დავით სულთანიშვილი

Posted by: ანანასი 25 Mar 2020, 17:39
წავედი საქმეს მივხედო :დ .

Posted by: bigmaster 25 Mar 2020, 17:47
ანანასი
გადი აქედან, გადი ძაღლო გადი lol.gif

მაგარი ლექსი ვიცი ერთი

Posted by: ანანასი 25 Mar 2020, 17:48
QUOTE (bigmaster @ 25 Mar 2020, 17:47 )
ანანასი
გადი აქედან, გადი ძაღლო გადი lol.gif

მაგარი ლექსი ვიცი ერთი

სანამ გავალ კარებში თავს მოგაყოლებ, ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავი.

Posted by: bigmaster 25 Mar 2020, 17:52
ანანასი
აიტ, აიტ lol.gif

Posted by: T-mademoiselle 25 Mar 2020, 18:06
"ეჭვიანობა ქმარს სასაცილოს ხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი ეჭვიანობა უფრო თავაზიანს ხდის, გონებამახვილობასა და მგრძნობიარობას უმატებს” – ბერნე

არ ვეთანხმები მარა ნიჩივო იყოს ერთი ქოფი-ფეისთი

Posted by: Ninna_maya 29 Mar 2020, 19:15
თორრნიკე ნაროზაული-თოვლი მოვიდა მარიამ

ცისარტყელები ცეკვავენ ცისფერ და ცვრიან ცაზე,
შვიდივე ფერი თეთრია, შვიდივე ფერი მშვიდი –
თოვლი მოვიდა მარიამ, თოვლი შენს გაშლილ თმაზე
წვიმად იქცევა და უკან ცვრიანი ცისკენ მიდის.
თოვლი მოვიდა მარ !
ქვაფენილები მღერიან ანგელოზების ხმაზე,
ყველა სარკმელი თეთრია, ყველა სახლი და ქუჩა,
თოვლი მოვიდა მარიამ და ჩემს მაგივრად მხარზე
შემოგაფინა მკლავები – დუმხარ და თვალებს ხუჭავ.
თოვლი მოვიდა მარ !
ფიფქებს წკრიალი გაუდით გულის მოგლეჯილ კარზე,
მოდგა მოგვივით ზამთარი, ბავშვივით არ მიხარია,
არც დალალები მიწყვია შენი დათოვლილ მკლავზე,
გესმის?!
მოვიდა მარიამ,
თოვლი მოვიდა მარ!
ქარი კი ისევ ქარია და ძველებურად ქრის,
გზაზე,
რომელიც თეთრია და დათოვლილი მთლიანად,
თოვლი მოვიდა მარიამ, ცა ანგელოზებს ცრის,
თოვლი, რომელმაც ძალიან, ძალიან დაიგვიანა
მოსვლა შენსავით მარ.
თოვლი მოვიდა მარიამ.
თოვლი მოვიდა მარ…

Posted by: როზეტა.სთოუნედ 31 Mar 2020, 19:37
საინტერესო თემაა, დავფიქსირდები ლამასებოოო

ყუერფუყეუერუტუეყტტ

Posted by: Re-hanna 4 Apr 2020, 03:19

* * * * * * *



„სიტყვები მტრობენ ერთმანეთს და

მოქიშპეობენ.

თუკი ამათგან რომელიმეს ტყვედ ჩაუვარდი,

ნუ შეშინდები, რადგან სხვა სიტყვა გამოგიხსნის ბორკილებიდან.

Posted by: ანანასი 7 Apr 2020, 15:49
ეს რა გვიქნა კორონამ
დავრჩით მარჯვენას ამარა
მოდი ფანჯრიდან გადავხტეთ
ჰაერში შევკრათ კამარა

bis.gif

Posted by: larakroft 12 Apr 2020, 08:29
მივდივარ და სუნთქვს გიტოვებ ბალიშზე,
ყვავილებს წყალი სულ ახლახანს დავუსხი,
მტრედები მოდიან დილისკენ ფანჯრებთან,
პატარა ფინჯანით საკენკი დაუდგი....

მივდივარ და ბარათს გიტოვებ კარებზე,
რომ ჩემზე არ დაგცდეს ძვირფასო აუგი,
ავუხსნი....სიცივეს ჩემს სათქმელს ავუხსნი
იქნება შენც სადმე წამოგცდეს -
-დაბრუნდიიიიი!!!!

მივდივარ და სიტყვებს გიტოვებ რაფაზე,
შენს პერანგს კვლავ ჩემი სურნელი აუდის,
იქნება იგრძნო და იქნება დაგაკლდე,
მანამდე სიჩუმეს ყველა წამს დავუთვლი.

მივდივარ და ფიქრებს გიტოვებ გულის ქვეშ,
თუ გინდა შენს გამო მთებს ადგილს გავუცვლი,
რაც გინდა მთხოვე და რაც გინდა ინატრე,
შენს გარდა ყველაფეეეეერს დღეს ხაზი გავუსვიsmile.gif

დიკა სალაყაია


Posted by: Ninna_maya 17 Apr 2020, 01:35
А ты представь ее в чужих руках…
Такую нежную, красивую, родную.
Как он, в своих объятиях сжав,
Ее в ночи, так сладостно целует.
А ты представь, она ему готовит ужин,
Волнуется, сто раз на дню звонит.
Что он, не ты, ей так безумно нужен
И лишь за это, все ему простит.
А ты представь, что больше не с тобою,
Что девочка твоя на век теперь с другим.
Представил? Нет страшнее горя,
И если страшно, значит береги.

Posted by: geomeloman 25 Apr 2020, 08:36
შენ ალბათ დღესაც უცქერი დილას

ფიქრთა მარწუხით შეღამებული,

ხარ დაცემული მხედარი ღვთისა

და უთვისტომო შეყვარებული.

love.gif

Posted by: gurabe 1 May 2020, 20:31
მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.
თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე.
ულამაზესი - ედემის დარი
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..

Posted by: larakroft 3 May 2020, 21:33
კ ო ც ნ ა ს ა ვ ი თ
~~~~~~~~~~~~~~~~
ხელებს მიფათურებს
შენი მონატრება
და ეს სიყვარული ვერსად დავატიე,
დღეს თუ უშენობა ისევ მოვარდება,
დიდხანს ვიტირებ და...მერე ვაპატიებ.

ღამე შემომიწვა
ფიქრებმორეული,
მგონი, ჩემნაირად ესეც შეშლილია,
ისე ახლოს ხარ და მაინც შორეული,
გულს კი მარტოობის როგორ ეშინია.

წლების არითმია
წარსულს შევატოვე,
ქარი მივარდება სულში გამეტებით,
ლექსი კოცნასავით ბევრი დაგიტოვე,
იცი, სხვა ქალისთვის აღარ მემეტები.

მაჯა ისე ფეთქავს,
ლამის ამოვარდეს,
მთვარე ღამეშია ფეხადჩამოსული,
შენი გული მინდა გულში მყავდეს,
ისევ ჩემი იყო, ისევ ჯადოსნური...

ხელებს მიფათურებს
შენი მონატრება
და ეს სიყვარული ვერსად დავატიე,
დღეს თუ უშენობა ისევ მოვარდება,
დიდხანს ვიტირებ და...მერე ვაპატიებ.

/მაიკო კახიძე - ქალიგულა/

Posted by: Re-hanna 10 May 2020, 10:41
❀ამქვეყნად თითქმის ყველა სიძნელის წყარო ენობრივი ცდომილება და მარტივი გაუგებრობებია. ყოველთვის კბილი მოუსინჯე სიტყვას, თავს ნუ მოატყუებინებ! როცა სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ, ენა ზედმეტი ბარგი ხდება. მხოლოდ დუმილით თუ ჩასწვდები იმას, რაც ენით არ ითქმის.

...........


❀ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი ცხოვრების მართვას მოახერხებს, ისევე ცდება, როგორც თევზი, რომელმაც ოკეანის ზედამხედველობა მოინდომა.ზოგჯერ თავი ყოვლისმცოდნეები გვეჩვენება, მაგრამ ეს თავდაჯერება საპნის ბუშტივით სკდება, როცა ცხოვრება ამ ცრუმოლოდინს არ ამართლებს. გულისტკენა არ ასცდება არავის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ელიფ შაფაქი

,,სიყვარულის 40 წესი,,



Posted by: larakroft 17 May 2020, 18:29
უ შ ე ნ ო ბ ა ც ა ა...
~~~~~~~~~~~~~~~~~
იქნებ
გამიფრინდი მთებით,
ლურჯი ნისლებიღა მოჩანს,
იქნებ აღარა გაქვს ფრთები,
იქნებ დამეკარგე, მორჩა?!

როცა
სიყვარული გიყვარს,
როცა გული გულთან ჩქარობს,
როცა ელოდები სიზმარს,
როცა მონატრება გახრჩობს.

როგორ
შემომიჩნდა მთვარე,
როგორ გადამრია, როგორ,
დღესაც შენ ახსოვხარ თვალებს,
ჩემში დღესაც ცოცხლობს გოგო.

შენი
მონატრება მაკრთობს,
გული შენზე ფიქრებს არწევს,
იმ თეთრ იასამანს ვნატრობ,
ახლაც რომ მიკოცნის ღაწვებს.

როგორ
შემომყურებს მთვარე,
მართლა ჩემი ცოდვით სავსე,
ფიქრით ძველ ღამეებს ვათბობ,
შენი სიყვარული მავსებს...

მოვალ
მონატრებულ წვიმად,
ღრუბლებს გამოვყვები გზაში,
გულს დღეს უშენობა სცივა,
სევდამ შეიბუდა თვალში...

იმდენს
გაკოცებდი, იმდენს,
ქვეყნის მოგონებებს ვუძლებ,
შენ თუ დამიმშვიდებ ფიქრებს,
თორემ მაჯა ისე მიცეემს...

ხედავ,
რა ფითრი აქვს დილას,
გეჩურჩულებოდი ფრთხილად,
გარეთ უსასრულო ცაა,
ხედავ, უშენობაცაა...
გული გამიწვიმდა, როგორ.

ჰოდა, გეკითხები, გულო:
როგორ შემიყვარდა, როგორ?!.

/მაიკო კახიძე - ქალიგულა/

Posted by: magistra_vitae 18 May 2020, 01:20
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე..

ნიკო გომელაური

Posted by: masai11 26 May 2020, 04:09
https://www.youtube.com/watch?time_continue=163&v=pFkEKCG7mno&feature=emb_logo

ჩემი აზრით, არტისტებისგან განსხვავებით თავად ავტორები, საკუთარ ლექსებს ისეთი გრძნობითა და ინტონაციით კითხულობენ .... ისე გადმოსცემენ სათქმელს როგორდაც ჩაფიქრებული იყო ლექსის დაბადებისას.

Posted by: magistra_vitae 26 May 2020, 12:17
უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.

მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.

მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი.

მგონი გრანელია..

Posted by: nor-test 26 May 2020, 12:24
ხის ძველი კარი შევტეხე წიხლით,
ჩემს რკინის ტრუსიკს დასცვივდა ჟანგი,
ქალმა იკივლა ჩახლეჩილი ხმით,
მე შევუვარდი, ვითარცა ზანგი.

ხელის ფათურით ვუპოვე ფუჩუ
(ორთქლი სდიოდა, როგორც გეიზერს),
დიდხანს ვიწერდი მის დამტკბარ ჩურჩულს,
ჩანაწერს დავდებ დღეს იბეიზე.

უკვე მესამე გათენდა დილა,
შემტვრეულ კარში დაძრწის ნიავი...
სქვირთით გავავსე მურაბის ქილა
(მურაბა მგონი იყო ქლიავის).

Posted by: NikeNik 31 May 2020, 04:26

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო

და მომინდა ხეტიალი ქართან,

ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა


აშრიალდა შენი კაბის კალთა...


ღამით რა ვქნა, ოცნებების მეტი,

მაგ ღიმილის გახსენების გარდა;

დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი

მოგონების საჩრდილობლის კართან.


უძილობის თეთრ თოლიებს მისევს

გახსენება მაგ ანთებულ თვალთა

და ფიქრებში გათენდება ისე,

როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.



///////////

Posted by: magistra_vitae 3 Jun 2020, 22:56
'' შუაღამისას აივანზე წვერწამახული, შავთვალა, ფრაკიანი ლამაზი ყმაწვილი გადმოდგა და მეფური მზერა მოავლო თავის სამფლობელოს. რას არ ჰყვებიან მისტიკოსები, თითქოს მას ჟამსა შინა, ფრაკი არ ემოსა ამ ყმაწვილს, მაშინ
წელზე შემორტყმული ტყავის ფართო ქამრიდან რევოლვერის ტარები მოუჩანდა, ყორნისფერ კულულებზე წითელი აბრეშუმი ჰქონდა გაკრული და კარიბის ზღვაში დაცურავდა შავდროშიანი, ორანძიანი ხომალდით.
მაგრამ არა, არა! ცრუობენ მაცდური მისტიკოსები, კარიბის ზღვა არ არსებობს ამქვეყნად, არც თავზე ხელაღებული მეკობრეები დაცურავდნენ იქ ოდესმე, არც კორნეტი მისდევდათ უკან და არც ზარბაზნის კვამლი ეფინებოდა ტალღებს. არაფერი არ არსებობს და არც არსებულა!
არის მხოლოდ ეს ჩამომხმარი ცაცხვი, არის თუჯის ჯებირი და მის მიღმა ხეივანი... და ლღვება ყინული თასებში, მეზობელი მაგიდიდან ვიღაცის ჩასისხლიანებული, კამეჩივით თვალები მოგჩერებია და გეშინია, გეშინია... „ო, დიდებულო ღმერთებო, საწამლავი მომეცით, საწამლავი! . . „

Вышел на веранду черноглазый красавец с кинжальной бородой, во фраке и царственным взором окинул свои владения. Говорили, говорили мистики, что было время, когда красавец не носил фрака, а был опоясан широким кожаным поясом, из-за которого торчали рукояти пистолетов, а его волосы воронова крыла были повязаны алым шелком, и плыл в Караибском море под его командой бриг под черным гробовым флагом с адамовой головой.
Но нет, нет! Лгут обольстители-мистики, никаких Караибских морей нет на свете, и не плывут в них отчаянные флибустьеры, и не гонится за ними корвет, не стелется над волною пушечный дым. Нет ничего, и ничего и не было! Вон чахлая липа есть, есть чугунная решетка и за ней бульвар… И плавится лед в вазочке, и видны за соседним столиком налитые кровью чьи-то бычьи глаза, и страшно, страшно… О боги, боги мои, яду мне, яду!..

/////////////

Posted by: Choncxis mzera 7 Jun 2020, 00:55
-გამარჯობა, სალომე! მე მოვედი და აღარ წავალ, აღარ წავალ არსად და აღარაასდროს
-გამარჯობა, მახო! როგორ გელოდი, როგორ მაწვალა დრომ რომ იცოდე... არ გაგიშვებ აღარასდროს არსად
-მახო არა, ვახო

Posted by: Ambitious_Person 7 Jun 2020, 01:02
გული მიგრძნობს რომ გიპოვნე და ამჯერად არსად გაგიშვებ <3
ვიცი რომ შენს მეტი სხვა აღარ იქნება
ვიცი რომ უნდა ვიჩქარო

Posted by: after11years 8 Jun 2020, 20:30
ყვითელი

ყვითელი ფოთლები (ეს ფერი
ჩემია...)
დღეს, წმინდანებივით
და ნაწილ-ნაწილად,
მაღლიდან უბრალოდ ძირს
დაეცემიან,
დავღალე ბავშვობა
და გამომაცილა.
ამ ქალაქს, სადაც მზე ქოლგებით
დაღალეს,
ქარები ქსოვენ და ქარები
ძენძავენ,
ქუჩები იხდენენ სიჩუმეს
და ღამეს
თანაბრად რომ იტევს მთვარეს
და მეძავებს.
აქ ჩემი სიდაბლის გაზომეს
სიმაღლე
და შენი უსაზღვრო სიმშვიდე
მაეჭვებს,
ვიარე, ვიცინე, ვილოთე,
ვიანგლე,
ლექსები მაწერდნენ სახეზე
ნაოჭებს.
მე კი, მზეს ვისიზმრებ ღარიბი
სახლივით,
ძარღვებში ჩვევად მაქვს
სახელის დალექვა,
შენ სისხლში ჩამყევი ჯიშივით
მაღლივი,
უქარო სიმშვიდე და ქარით
წალეკვა.
მთვრალი ვააარ..! — ბრმასავით
აღმართზე რა ივლის,
შენია ეს ქუჩა, სულ სხვა
და მადინჯებს,
ეს ქვაფენილები შრიფტია
ბრაილის,
თითებით ვკითხულობ შენეულ
ნაბიჯებს.
ან ჭკუა, ან, როდის რა
მომეკითხება,
მინდა შენს სარკმელთან
ფოთლებზე წამოვწვე,
თუნდ, ცაზე თვითმკვლელი
მზესავით მინთხევა
(ეს, ისე — საკუთარ სიგიჟეს
ვამოწმებ...)
ფოთლები მიდიან, ხეები
რჩებიან,
დარჩებათ პოეტებს და ზამთრის
მძერწავებს
ყვითელი ქალაქი (ეს ფერი
ჩემია)
თანაბრად რომ იტევს მთვარეს
და მეძავებს.
.
ავტორი პმ smile.gif

Posted by: magistra_vitae 8 Jun 2020, 22:30
QUOTE (after11years @ 8 Jun 2020, 20:30 )
ყვითელი

ყვითელი ფოთლები (ეს ფერი
ჩემია...)
დღეს, წმინდანებივით
და ნაწილ-ნაწილად,
მაღლიდან უბრალოდ ძირს
დაეცემიან,
დავღალე ბავშვობა
და გამომაცილა.
ამ ქალაქს, სადაც მზე ქოლგებით
დაღალეს,
ქარები ქსოვენ და ქარები
ძენძავენ,
ქუჩები იხდენენ სიჩუმეს
და ღამეს
თანაბრად რომ იტევს მთვარეს
და მეძავებს.
აქ ჩემი სიდაბლის გაზომეს
სიმაღლე
და შენი უსაზღვრო სიმშვიდე
მაეჭვებს,
ვიარე, ვიცინე, ვილოთე,
ვიანგლე,
ლექსები მაწერდნენ სახეზე
ნაოჭებს.
მე კი, მზეს ვისიზმრებ ღარიბი
სახლივით,
ძარღვებში ჩვევად მაქვს
სახელის დალექვა,
შენ სისხლში ჩამყევი ჯიშივით
მაღლივი,
უქარო სიმშვიდე და ქარით
წალეკვა.
მთვრალი ვააარ..! — ბრმასავით
აღმართზე რა ივლის,
შენია ეს ქუჩა, სულ სხვა
და მადინჯებს,
ეს ქვაფენილები შრიფტია
ბრაილის,
თითებით ვკითხულობ შენეულ
ნაბიჯებს.
ან ჭკუა, ან, როდის რა
მომეკითხება,
მინდა შენს სარკმელთან
ფოთლებზე წამოვწვე,
თუნდ, ცაზე თვითმკვლელი
მზესავით მინთხევა
(ეს, ისე — საკუთარ სიგიჟეს
ვამოწმებ...)
ფოთლები მიდიან, ხეები
რჩებიან,
დარჩებათ პოეტებს და ზამთრის
მძერწავებს
ყვითელი ქალაქი (ეს ფერი
ჩემია)
თანაბრად რომ იტევს მთვარეს
და მეძავებს.
.
ავტორი პმ smile.gif

+++

''მე კი, მზეს ვისიზმრებ ღარიბი
სახლივით,
ძარღვებში ჩვევად მაქვს
სახელის დალექვა,
შენ სისხლში ჩამყევი ჯიშივით
მაღლივი,
უქარო სიმშვიდე და ქარით
წალეკვა.
მთვრალი ვააარ..! — ბრმასავით
აღმართზე რა ივლის,
შენია ეს ქუჩა, სულ სხვა
და მადინჯებს,
ეს ქვაფენილები შრიფტია
ბრაილის,
თითებით ვკითხულობ შენეულ
ნაბიჯებს.
ან ჭკუა, ან, როდის რა
მომეკითხება,
მინდა შენს სარკმელთან
ფოთლებზე წამოვწვე,
თუნდ, ცაზე თვითმკვლელი
მზესავით მინთხევა
(ეს, ისე — საკუთარ სიგიჟეს
ვამოწმებ...)''

Posted by: geomeloman 9 Jun 2020, 23:30
მოდი, ავალ ცის აივანზე,
წვიმასავით,
თოვლივით,
მზის ნაპერწკალივით...

Posted by: magistra_vitae 10 Jun 2020, 00:49

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ''თვალისა'';
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

Posted by: NikeNik 13 Jun 2020, 19:52
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
– სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ

ნიკო გომელაური

Posted by: magistra_vitae 16 Jun 2020, 16:11
გზაში აცრემლილ თვალებს
სევდით დაბზარულ ხმას
უცხო სიზმრებში დამხრჩვალ
უსიხარულო ბავშვს.
გთხოვ გამაღვიძე სანამ მოვიკლავ თავს.


მხოლოდ სიზმრების მწამს love.gif

Posted by: Ninna_maya 23 Jun 2020, 02:11
For everyone is not okay
Though some pretend they’re steely.
To get more folks to open up,
There’s now “How are you really?”

By phone or twitter one can join
Since each of us, ideally,
Has lots to say about our lives
When asked, “How are you really?”

boli.gif

Posted by: gurabe 24 Jun 2020, 23:22
დაიძინე, ახლოს მიდი ღმერთთან,
დაგეწამლე, გელულება თვალი,
იავნანა ყვავილების ერთავ,
დაიძინე, მამა უკეთ არი,
დაიძინე, ცა მოგაბნევს ალმასს,
დაიძინე, შვება იგრძენ ღამის,
სიზმარებში ჩაეხუტე მამას,
შემოგევლე, მზეთაიავ მამის.
დაიძინე, გამეზარდე შენ და,
იავნანა, გაცდენს უკვე თვალი,
ჯვარს დაგსახავს ნაზარევლის დედა,
დაიძინე, მამა უკეთ არი.

Posted by: Artist 2 Jul 2020, 16:02
ვაჰ ეს თემა კიდევ არსებობს? რაც მე ლექსები მიწერია ამ თემაში?
დიალოგის სახით, საკუთარ ლექსებს ვიგონებდი და ვუთანადებდი…
gurabe
QUOTE
დაიძინე, ახლოს მიდი  ღმერთთან,
დაგეწამლე, გელულება თვალი,
იავნანა ყვავილების ერთავ,
დაიძინე, მამა უკეთ არი,
დაიძინე, ცა მოგაბნევს ალმასს,
დაიძინე, შვება იგრძენ ღამის,
სიზმარებში ჩაეხუტე მამას,
შემოგევლე, მზეთაიავ მამის.
დაიძინე, გამეზარდე შენ და,
იავნანა, გაცდენს უკვე თვალი,
ჯვარს დაგსახავს ნაზარევლის დედა,
დაიძინე, მამა უკეთ არი. 

ეს ლექსი კი გამოხატავს
მარტოხელა მამას…

Posted by: ladylike 2 Jul 2020, 23:56
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,

ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი...





ოთარ ჭილაძე

Posted by: magistra_vitae 4 Jul 2020, 17:39
Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной,
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твои небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.

Posted by: ლეოპარდი 4 Jul 2020, 17:50
"შემოქმედის ერთ აზრში ცოცხლდება ათასობით მივიწყებული სიყვარულის ღამე, რაც მათ სიდიადესა და ამაღლებულობას ანიჭებს. ხოლო ღამღამობით ერთმანეთს შერთული, ერთმანეთს ჩაწნული წყვილები, მონანავე, რწევად ვნებას რომ ეძლევიან - დიად საქმეს აღასრულებენ: ისინი აგროვებენ ნექტარს, სიღრმესა და ძალას რომელიმე მომავალი პოეტის სიმღერისათვის, რომელიც ოდესმე წამოიმართება, რათა გამოთქვას გამოუთქმელი ნეტარებანი. შეყვარებულნი მომავალს გამოიხმობენ და თუნდაც მცდარი იყოს ეს სიყვარული, თუნდაც ბრმად ეხვეოდნენ ისინი ერთმანეთს, მომავალი მაინც მოდის..."

(რაინერ მარია რილკე. წერილები ახალგაზრდა პოეტს)

Posted by: gurabe 7 Jul 2020, 00:46
Artist
ისევ ამგვარ თემატიკაზე


არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
- რა მომიტანე, - წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.
დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!
- მამიკო მიდის!
- მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
- მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ...
პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
სულგანაბულა პატარა ბინა,
თოჯინას უკვე ღრმა ძილით სძინავს,
პატარა დედის კალთაში ყვინთავს,
თვალებზე ძილი ფარფატებს ბინდად.
ნუღარ უწყრები,
დედიკო, ნუღარ,
თვალები ისეც ცრემლით აქვს სველი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის...

Posted by: ანანასი 8 Jul 2020, 09:15
დღეს მოვედი აქანე
ხვალე წავალ იქ
და სულ წვივზე მკიდია
რა სად როდის ?

Posted by: ლეოპარდი 8 Jul 2020, 22:13
ლეონარდო: რატომ წირავ არისტოკრატი ქალი შენს რეპუტაციას უბრალო მხატვრის გულისთვის?
ლუკრეცია: განა კარნავალის აზრიც ეს არ არის? იყო ერთი ღამით ის, ვინც ხარ.
ლეონარდო: არა, ვფიქრობ, აქ უფრო მეტი ხდება.
ლუკრეცია: მაინც რა?
ლეონარდო: ჩემმა ესკიზმა დაგაინტრიგა. შენ იგრძენი, რომ იქ არეკლილია შენი ნაწილი, რომელიც დაფარულია შენი ქმრისაგან და შენი საყვარლისაგან, ლორენცოსაგან. და ამ ნაწილს იშვიათ შემთხვევებში ხედავ, როცა სარკეში იხედები და იქიდან უცნობი ქალი გიყურებს...

(სერიალი "და ვინჩის დემონები")

user posted image

Posted by: gurabe 10 Jul 2020, 00:25
მაღალი ძაბვის ელექტრო-ბოძი -
ორ ქალაქს შორის გრძელი კავშირი,
შენი ამბები შორიდან მომდის -
ქარებს მოჰყვება ყრუ და დაშლილი.
მითხრეს უშენოდ წუხს, გაცივდაო,
არ უხდებაო თბილისს ავდრები,
შენზე დარდობსო, თვალთ დააკლდაო,
ოპერის წინო მოსჭრეს ჭადრები.
მოიხარაო თბილისი წელში,
ვიღაც დათვრაო ვერაზე მითხრეს,
მე ამერია ის მთვრალი შენში
და ყველა ქუჩას შორიდან ვისმენ.
აქ წვიმებია, ალბათ გეტყოდნენ...
ჩემთვის დარჩენილ ბეღურებს ვწყემსავ,
ხშირად ვსეირნობ გრიბოედოვზე,
შაქრიან ყავას ჰო, ისევ ვერ ვსვამ...
ვწრიალებ. თითქოს ფილტვებს მაჭრიან,
ხან ზღვა თუ მაწვდის ჰაერს პეშვებით...
გზებზე ნისლები ისე დადიან,
ხანდახან ვფიქრობ, რომ შევეხები.
ვიწყენ. მოხეულ კალენდარს ვკემსავ,
შენთან ზამთარსაც პეწი აქვს, ვიცი.
მე კი სულელი ბეღურებს ვწყემსავ,
ვსველდები, ვშრები და ფანჯრებს ვიცვლი...
ხშირად მგონია დრო გზაზე ამცდა,
ხშირად ვფიქრობ, რომ მე შორს ვარ ბევრად...
თავი სხეულის ფიცრულში მაქვს და
ვიქეცი შენი ქალაქის მრევლად

Posted by: Dodecahedron 10 Jul 2020, 03:09
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

ამ თემას პირველად რატომ ვხედავ

Posted by: SkitterZ 10 Jul 2020, 08:50
QUOTE (SkitterZ @ 6 Sep 2018, 04:36 )
შენ მატყუებდი რომ თითქოს რჩები

მაგრამ წახვედი დამადგი რქები...............

....................................................

Posted by: Dodecahedron 11 Jul 2020, 06:11
ღამე არის მთვარიანი,
თოვლიანი ქარიანი,
ცრემლი მომდის სიხარულის,
მიყვარს ღამე სიარული,
მთელი ღამე უძილო ვარ,
სულ მთლად გადარეული ვარ!

Posted by: masai11 11 Jul 2020, 13:38
ზღვისპირი... კამიუს ქალაქი,
ტალღები აწყდება ბაგირებს,
შენ ამბობ:
-"ცხოვრებას ვალაგებ",
გპასუხობ:
-"მოვალ და აგირევ"...
რა მშვიდად მისმენენ ვერხვები,
გამოსულს... წუხილის დოკიდან...
მოვალ და სულ ერთი შეხებით,
ცრემლსა და ჟრუანტელს მოგიტან..
და გეტყვი, რომ ცის თუ ალაგის,
და ცაზე გაფენილ ოვალთა
არ მჯერა...
..ცხოვრებას ალაგებ?,
გპასუხობ:
- აგირევ!.. მოვალ და..

© გიორგი იგი ხარაიშვილი

Posted by: gurabe 11 Jul 2020, 13:43
გამოსასვლელი ჯინსი მაცვია,
ვზივარ კაფეში, ვსაუბრობ შენთან,
მზემ ყველა ჩრდილი გვერდზე გასწია,
ალუბალს მკვახე ნაყოფი ესხა.
ორი ჩაი გვაქვს - ბევრი სათქმელი,
ვიხსენებთ, როგორ ვიყავით ერთად....
შენ უნებურად ხელი დამადე,
მერე სახლებიც ჩამოსხდნენ ჩვენთან.
სხვადასხვა დრო გვაქვს მაჯის საათზე,
ვზივართ და თვალებს ერთამენეთს ვესვრით...
მზე ჩრდილებს თავის მხარეს გადასაწევს
და ახლა ჩვენი მიმტანსაც ესმის.
მერე კი გზაა უკან - სახლამდის,
ალუბალს მწვანე ნაყოფი ესხა.
ვფიქრობ, რომ რაღაც ისევ არა ვთქვით,
რაღაც ძლიერ რომ გვინდოდა გვეთქვა ...

Posted by: vinchenz@ 11 Jul 2020, 15:09
წვიმს წვიმს გარბის მელია აბა გიჟია დასველდეს?

Posted by: gurabe 13 Jul 2020, 23:58
მე არ ვისწორებ არც საყელოს და არც სახელოს,
მე არ ვშლი ქოლგას, წვიმას რომ არ გაუსკდეს გული.
ვიქნები ასე უპირსახო და უსახელო,
ქალაქის მტვერი, ანამც ღრუბლის პატარა ქულა..

არ მინდა მთვარე, მზეც კი არ ღირს ჩვენს შორის დავად,
ყველა მიგნება დღეს უბრალოდ სენტიმენტია,
და რა თქმა უნდა, და ცხადია, და თავისთავად,
შენ ჯერ შენად და შენ ჯერ ხალხი ჩემზე მეტია...

მოშორდი ქარებს,
დაგავონ ქუჩა და ჩვენი ფეხის ანაბეჭდები...
შენ სიგიჟეებს ბოლო არ უჩანს,
მეტყვი და წამით არ დაეჭვდები.

რა უნდა თმაში შალის გვირილებს?
ან ფერად ფანქრებს რა უნდათ თმაში?
ხომ შეუძლიათ მზეებს ყვირილი
თუ იმსხვრევიან სხვა ზღვაში მაშინ...

ცამ მოიწმინდა სისხლი და შხამი,
სალაპარაკოდ ძალას თუ იკრებს,
რომ ვიღაც დადის ბაღებში ღამით,
და მზის გულებად გვირილებს გვიკრეფს.

Posted by: X_Ray 14 Jul 2020, 02:54
QUOTE (gurabe @ 13 Jul 2020, 23:58 )
მე არ ვისწორებ არც საყელოს და არც სახელოს,
მე არ ვშლი ქოლგას, წვიმას რომ არ გაუსკდეს გული.
ვიქნები ასე უპირსახო და უსახელო,
ქალაქის მტვერი, ანამც ღრუბლის პატარა ქულა..

არ მინდა მთვარე, მზეც კი არ ღირს ჩვენს შორის დავად,
ყველა მიგნება დღეს უბრალოდ სენტიმენტია,
და რა თქმა უნდა, და ცხადია, და თავისთავად,
შენ ჯერ შენად და შენ ჯერ ხალხი ჩემზე მეტია...

მოშორდი ქარებს,
დაგავონ ქუჩა და ჩვენი ფეხის ანაბეჭდები...
შენ სიგიჟეებს ბოლო არ უჩანს,
მეტყვი და წამით არ დაეჭვდები.

რა უნდა თმაში შალის გვირილებს?
ან ფერად ფანქრებს რა უნდათ თმაში?
ხომ შეუძლიათ მზეებს ყვირილი
თუ იმსხვრევიან სხვა ზღვაში მაშინ...

ცამ მოიწმინდა სისხლი და შხამი,
სალაპარაკოდ ძალას თუ იკრებს,
რომ ვიღაც დადის ბაღებში ღამით,
და მზის გულებად გვირილებს გვიკრეფს.

შენია? popcorn.gif

CODE
ჭორით ნაფერები
ქალაქია,
უფრო ნაჩვევია
შეგინებას,
ლოთი ჩამოივლის
მალაქია,
ღიმილმისჯილი
და — ეღიმება.
სავსემთვარეობამ
შეარყია,
ისეც გონებისგან
გაყიდული,
განა დაცემული
მეარყეა,
უფრო — არტისტულად
არყისტული.
ფერით რიბირაბო
მალაქიტის
თვალებს დაიელმებს
უმაქნისი,
ცოლი სადა გყავსო
მალაქია
— ქარებს წაუღიათ
სუბსარქისის...
მშვიდად მოარული
ანარქია,
პალტო გაცვეთილა
ტილიანად...
— ჩრდილი რატომ გვაქვსო
მალაქია
— მზემ რომ დაგვთვალოსო
დილიანად.
მთვრალს და ქუჩა-ქუჩა
მობანცალეს,
დასდევს აჩემება
უნებური
— ღმერთი თუ ამბობსო
,,გენაცვალეს",
,,ბოშო" თუ იცისო,
ჩვენებური..!
ავი თვალისაგან
დაფარულად
ბებერ ეზოებში აკვნებია...
წუხელ, მალაქია გაპარულა
და მზეს სათვალავში
დაკლებია..
უფრო — ჩვევისამებრ
ნაღვინები,
ჭორით ნაფერები
ქალაქია,
ღიმილმისჯილი
და გაღიმებით,
ლოთი ჩამოივლის მალაქია...

საშა

Posted by: Dodecahedron 14 Jul 2020, 03:49
QUOTE
1
საზარელი და სიკვდილზე უარესი დღის მიწურულს, რომელიც ლეჩხუმის ძაძამზე უარესი დღე აღმოჩნდა, უკლებლივ ყველა ლეჩხუმელი იწყებს ლეჩხუმის ცოცხალი ღმერთის, ბატონი ქეთინოს, ასევე ცნობილი როგორც მამაჩემის მიმართულებით ლოცვას. ხალხს ამ დღის დავიწყება ყველაფერზე მეტად უნდა, ოღონდ ეს დღე დაივიწყონ და მათ შვილებს მამაჩემის მიერ დაწყევლილ, მარადიული ქოცის სულს შესწირავენ. ეს დღე ისტორიაში შევა როგორც ლეჩხუმის წუწნი.
ნისლიანი დილა იდგა ლეჩხუმზე, თუ ლეჩხუმი იდგა ნისლიან დილაზე ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძაან ბევრი ნისლი იყო. მამაჩემი საკუთარ რეზიდენციაში, მეოცე სართულზე, საკუთარ ოფისში ყავას წრუპავდა და ფეისბუქს სქროლავდა. სხვა დროს იგი ტყვიაგაუმტარი მინის კედლისაკენ იხედებოდა, მის საყვარელ ლეჩხუმს გადაჰხედავდა და საკუთარ თავს ეტყოდა ხოლმე, ლეჩხუმო, შენზე მიდგება, მაგრამ სამწუხაროდ ნისლის გამო მხოლოდ უახლოეს შენობას თუ მოჰკრავდა თვალს. მამაჩემი ამ ნისლს თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა და გრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ნიუს ფიდში იგი განსხვავებულს არაფერს წასაწყდომია, მხოლოდ ერთმა ახალმა ამბავმა მოხიბლა იგი, რომელიც მეზობელი ქვეყნის, საქართველოს შიდა საქმეებს ეხებოდა. სათაური ასეთი ჰქონდა "ლიბერალიზმი უკვე ოფიციალურად ჩმორობაა." ვა, გაიფიქრა მამაჩემმა და სტატიის კითხვა დაიწყო. "დღეიდან, ჩვენი ბელადის, ემრე კუჩუკ მეორის ბრძანებით, ლიბერალები იძულებულები იქნებიან შუბლზე სიტყვა ჩმორი დაიწერონ და ისე იარონ ქუჩებში. განათლების მინისტრი, ზურაბ მახარაძე აცხადებს რომ ეს მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის…" კარებზე კაკუნი გაისმა, მამაჩემმა სტატიას მოსწყვიტა გონება და გასძახა "შემოდით." ლეჩხუმის დაცვის უფროსი, გენერალი მათე შემოვიდა ოფისში.
"ბატონო, მამაჩემო, საზღვარზე ერთი ქართველი გადმოიპარა, რომელიც მალევე დავიჭირეთ. მან გადმოგცათ, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი, გელა ყვლიპიძე გამოსირებული ბოზი ###ა, რა პასუხს დაუბრუნებთ?" მოახსენა თავდახრილა მათემ.
დადუმდა მამაჩემი. მან უმალვე გადახედა გელა ყვლიპიძის ვიკიპედიის გვერდს და ის სახე რომ დაინახა ჩაიღიმა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. "ჩემგან გადაეცით, რომ 'დავი,' ასევე დაბანეთ, აჭამეთ, საუკეთესო სასტუმროში, ანუ ნებისმიერში (რადგან ლეჩხუმში ყველა სასტუმეო საუკეთესოა) დააბინავეთ და საღამოსთვის ჩემთან დაუძახეთ."
მათემ, რომელსაც სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, მოისმინა ბრძანება და გავიდა ოფისიდან.
მამაჩემმა განაგრძო ფეისბუქში ძრომიალი. მას დააინტერესა რა ხდებოდა ლეჩხუმის ლიბერტარიანული პარტიის ჯგუფში. იგი შევიდა ჯგუფში და პირველი პოსტი რასაც ხედავს არის, გიორგი ლომინაძის სტატია ცხოველთა უფლებებზე. მამაჩემს სტატია არ წაუკითხავს რადგან იგი ### არაა, ის ეგრევე კომენტარებში შევიდა. მას თვალში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი მოჰხვდა, რომელიც რატომღაც ორგაზმებზე საუბრობდა. ალბათ წინა კომენტარებს პასუხობდა, იფიქრა მამაჩემმა. ამ კომენტარს ოცზე მეტი პასუხი ჰქონდა, გახსნა და თვალში იგივე ადამიანის კომენტარი ნახა, "რაულ მისმინე…" კარებზე კვლავ კაკუნი მოისმა. შეწყვიტა მამაჩემმა კითხვა, საათს ახედა და კმაყოფილი სახით წარმოსთქვა "შემობრძანდით." შეფ ბიწამ საუზმე მოუმზადა.

2
"შემოდით" გაიმეორა სპეტაკმა მამაჩემმა მას შემდეგ რაც პირველ დაძახებაზე არაფერი მომხდარა. მან გაიფიქრა რომ შეფ ბიწას ყურებში ქონები გაეჭედა და სმენა დაეკარგა, ამიტომ იგი ლეჩხუმური ნაგაზის ტყავისგან დამზადებულ სკამიდან ადგა და გაეშურა კარებისაკენ. სწრაფი წამოდგომისგან მას თვალები დაუბნელდა, კიდევ კარგი მეფე არ იყო თორემ ღმერთს იწამებდა, მაგრამ რა არის საწამებელი, თვითონ არაა ღმერთი!? თვალებში სინათლე რომ დაუბრუნდა განაგრძო გზა კარებისაკენ. უეცრად კარების მეორე მხრიდან ხმა გაისმა, ჭურჭლის ტეხვის ხმას მოაგონებდა. კარების ქვეშიდან წითელი სითხე გადმოვიდა. მამაჩემს არ სურდა იმის გაფიქრება, რომ მისი სანუკვარი, მთელს მსოფლიოში და არამარტო მსოფლიოში სახელგანთქმული, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიგებული, ლეჩხუმის წვენები და ლეჩხუმული ქათმის სენდვიჩები აღარ არის.
უმალვე მიირბინა კარებთან. ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება მას ენახა კარების გაღებისთანავე, თავში უტრიალებდა. თითქმის გადაიფიქრა კიდეც კარების გაღება, არ უნდოდა რეალობისთვის თვალი გაესწორა, მაგრამ რა გაეწყობა, კარების არ გაღებით ხომ არაფერი შეიცვლება, რაც მოხდა უკვე მოხდა და ამას ვერავინ შეცვლის. მან გააღო კარები და შეფ ბიწას უსულო სხეული მისკენ ეცემა. კიდევ კარგი კარებში ვერ გამოეტია და გაიჭედა, თორემ მამაჩემის ძვლები ამას ნამდვილას ვერ გადაიტანდნენ. მამაჩემმა სუნთქვას მოუხშირა, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ დამშვიდდა და გაანალიზა ყველაფერი, შეფ ბიწა სუნთქავდა, რაზეც ოფისში მისი ცხვირიდან წამოსული ქარიც მეტყველებდა. რამდენიმე წამში მამაჩემმა ლეჩხუმური ცხვირსგან დამზადებულ წინდებში სისველე იგრძნო, იმის გაფიქრებაც არ უნდოდა ეს რაც იყო, დაიხედა და ლეჩხუმის წვენები… ის აღარ არის.
მამაჩემმა მიირბინა მაგიდასთან და წითელ ღილაკს დააჭირა. ორ წუთში ზაზა მოვიდა, ლეჩხუმის საუკეთესო ექიმი და ღმერთის რეზიდენციის ჯანდაცვის უფროსი, ასევე მამაჩემის ოჯახის ექიმი, ანუ მთელი ლეჩხუმის ოჯახის ექიმი, რადგან მთელი ლეჩხუმი მამაჩემის ოჯახია.
"ეს რა არის, მამაჩემო?" იკითხა სირბილისგან დაღლილმა ზაზამ. იგი იმან დაღალა, რომ ღმერთის რეზიდენციას ლიფტი არ აქვს, რადგან მამაჩემის ბრძანებით რეზიდენციას ლიფტი არ სჭირდება.
"ლეჩხუმის წვენები…" ხანომკლე პაუზის შემდეგ განაგრძო მამაჩემმა "სულ დაიღვარა."
"მაგას არ ვკითხულობ, შეფ ბიწას რა სჭირს, ეგ ვიკითხე" შესძახა დაბნეულმა ზაზამ.
მამაჩემმა გახედა გაკვირვებული მზერით ზაზას და უპასუხა "მე რა ვიცი რა სჭირს, შენი საქმეა ეგ რომ გაიგო, საქმეს შეუდექი!"
ზაზა კიდევ უფრო დაიბნა, არ უნდოდა საუბარი გაეგრძელებინა და თქვა "ოკ." შემდეგ კი შეფ ბიწას მიუბრუნდა. როგორც ჩანს ცოცხალია, ალბათ მოიწამლა, გაიფიქრა ზაზამ. იგი საკაცეებში ხუთი დაცვის დახმარებით ჩასვა და ლეჩხუმის წვენებისგან ნიმუში აიღო.
მამაჩემმა შესძახა "ლეჩხუმის წვენებისგან რა გინდა?"
ზაზა მამაჩემს მიუახლოვდა "ვფიქრობ რომ მასში საწამლავი გაურიეს, ტესტი უნდა ჩავატარო." ჩუმად უთხრა ზაზამ.
"ოკ" თქვა მამაჩემმა. ზაზა მივიდა საკაცეებთა და დაიწყო შეფ ბიწას მიგორება მისი ლაბორატორიისაკენ, რომელიც მესამე სართულზე მდებარეობს.

3
მამაჩემმა დაუძახა დამლაგებელს რათა მის ძვირადღირებულ იატაკზე, გმირულად დაღვრილი ლეჩხუმის წვენები გადაესვენა. აღარ იცოდა რა ექნა მამაჩემს, შიმშილისგან გამოწვეულ მუცლის ბუყბუყის ფონზე იმაზე ფიქრი დაიწყო რომ ვიღაცას მისი მოწამვლა სცადა. კი მაგრამ მთელი ლეჩხუმის მიერ აღიარებული ცოცხალი ღმერთის მოკვლა ვის უნდა სდომებოდა, სისულელეა. ნუთუ ქართველების ნამოქმედარია, მაგრამ არა, ვერავინ შემოაღწევდა ლეჩხუმში. თანაც ქართველებს ჯაშუშიც არავინ ეყოლება ლეჩხუმში, ყველა სუფთა სისხლის ლეჩხუმელია. ის საქართველოდან გამოპარული მაღელვებს ყველაზე მეტად. ის ხომ ჩემი პირადი ჯაშუშია, არ მგონია ქართველთა მხარეს გადასულიყო, ჯერ ისეთი ქართველი არ დაბადებულა ლეჩხუმელისათვის ტვინი გამოერეცხოს.
ოფისში დამლაგებელი შემოვიდა, იატაკის საწმენდი აიღო და დაიწყო ლეჩხუმის წვენების მოწმენდა. ამის შემხედვარე მამაჩემმა ვერ გაუძლო, მისი ცხოვრების სიყვარულთან გამომშვიდობება არ სურდა. მიბრუნდა მინის კედლისაკენ და ლეჩხუმს გაჰხედა. ნისლი გამქრალიყო, მამაჩემმა მისი საყვარელი ლეჩხუმის შემხედვარე გული დაიწყნარა. მას ლეჩხუმის ყურებაზე მეტად არაფერი სიამოვნებდა. მამაჩემის ოფისიდან მარჯვნივ ლეჩხუმის მთავარი სკვერი მოჩანდა, სადაც პატარა ლეჩხუმელები ერთობოდნენ და ზასაობდნენ. მარჯვნივ კი ლეჩხუმის სტადიონი იყო, ლეჩხუმის თასის ფინალი იწყებოდა, ფეხბურთელები ხურდებოდნენ, მწვრთნელები კი ლეჩხუმის ბალახებისგან დამზადებულ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ სიგარეტს ეწეოდნენ. ამ დღეს ერთმანეთს ლეჩხუმის ძაძა და ლეჩხუმის ძუძუ ერკინებოდნენ. ისინი ლეჩხუმის საუკეთესო და ერთადერთი გუნდები იყვნენ. მამაჩემმა ამჯერად მარჯვნივ გაიხედა, უყურებდა თუ როგორ თამაშობდნენ 5000 ლეჩხუმელი საპროტესტო აქციის მეოცე დღეს. ამაყობდა მამაჩემი საკუთარი ერით. "ლეჩხუმიმო, შენზე მიდგება," თქვა მამაჩემმა და დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას.
დამლაგებელიც მორჩა დალაგებას. "მადლობა, ლევან, თავისუფალი ხარ," თქვა მამაჩემმა. დამლაგებელი გაწითლდა, ენა დაება, ვერაფერი უპასუხა და გავიდა ოფისიდან. ვერაა ეს, შიგ აქვს, რა უხეშობაა, თქვა მამაჩემმა და ნოდიკოს დაურეკა. "ნოდიკო, ის დამლაგებელი რომ გვყავს…"
ნოდიკომ შეაწყვეტინა, "ნარიმანი? თუ რა ჰქვია, არ მახსოვს."
მამაჩემმა უთხრა "არა, არა, კაცო, ნიკოლოზი ჰქვია."
"ა ხო… ხო, ხო, მერე, რამე პრობლემაა?" ჰკითხა ნოდიკომ.
"გამოსირებული ###ა, გაათავისუფლე სამსახურიდან!" გულცივად უბრძანა მამაჩემმა.
"კარგი." ისე მოახსენა ნოდიკომ თითქოს პირველად არ ყოფილა მსგავსი შინაარსის დიალოგი მას და მამაჩემს შორის.
ყველასათის საყვარელ მამაჩემს უარესად შეაწუხა კუჭის ბუყბუყმა. მან ჯიბიდან მისი დაკვეთით დამზადებული ლეჩხუმული სმარტფონი ამოიღო. სხვა სმარტფონებისგან იმით განსხვავდებიდა რომ მას ლეჩხუმის რუკის ფორმა ჰქონდა, ასევე იგი ლეჩხუმის ოპერატიულ სისტენაზე (LOS) მუშაობდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მის სმარტფონში ყველა ლეჩხუმელის სახლში დამონტაჟებულ კამერებთან იყო წვდომა. ეს მამაჩემის დიდ სიყვარულზე და ყურადღებაზე მეტყველებს საკუთარი ხალხის მიმართ. მამაჩემმა გახსნა ლეჩხუმის წვენების აპლიკაცია და ხუთი ლეჩხუმის წვენები შეუკვეთა. საკვების გამოძახება არ დასჭირვებია, რადგან მხოლოდ ლეჩხუმის წვენებიც კი ანაყრებს, სწორედ ამიტომ არის საუკეთესო ლეჩხუმის წვენები მთელს მსოფლიოში.

4
შეკვეთამ სულ რაღაც სამი საათით დააგვიანა. მამაჩემს მოუტანეს სპეციალურად მისთვის ახალი ჩამოსხმული ლეჩხუმის წვენები. დაგვიანებისათვის მამაჩემმა აპლიკაციას ცუდი მომსახურეობის გამო ერთი ლეჩხუმური ვარსკვლავი დაუწერა. რამდენიმე წუთში რატომღაც აპლიკაცია გაქრა და ღმერთის რეზიდენციის უკან არსებული ლეჩხუმის წვენების ქარხნიდან რამდენიმე ადამიანის კივილი გაისმა. უცნაურია, ალბათ ვიღაც მუშა ისევ დაიღუპა, არაუშავს ხდება ხოლმე. ჩაილაპარაკა მამაჩემმა და დაიწყი ლეჩხუმუს წვენებთან ურთიერთობა, ფეისბუქის სქროლვასთან ერთად. ზაზა დაბრუნდა, მას კარგი ამბავი ჰქონდა. "ლეჩხუმის წვენები შევამოწმეთ და ვადა 29 წელს (ლეჩხუმის კალენდრით წელთაღრიცხვა მამაჩემის ღმერთად კურთხევით იწყება. მდაბიოთა კალენდარის მიხედვით ეს მოვლენა 2030 წელს მოხდა) ჰქონდა გასული. შეფ ბიწას რაც შეეხება, ვვარაუდობ რომ მან ვადაგასული ლეჩხუმის წვნები დალია."
მამაჩემმა შეაწყვეტინა, "კი მაგრამ გონება რატომ დაკარგა?"
ზაზას ჩაეღიმა, "ანუ, ვადაგასულმა ლეჩხუმის წვენებმა კუჭი მოუშალა შეფ ბიწას და ტრაკის ქონებმა ვერ გამოუშვა ტრაწი, დიდი ტკივილის გამი კი გული წაუვიდა."
მამაჩემმა ხარხარი დაიწყო. მოულოდნელად პირში არსებული ლეჩხუმის წვენები გადასცდა და სასტიკი ხველება დაიწყო. ზაზა გადასარჩენად მივარდა და ზურგში ძლიერ ჩაარტყა. მამაჩემი კარგად გახდა. "მადლობა, ზაზა. ახლა კი თუ შეგიძლია მათეს დაუძახე." ზაზა გავიდა და ხუთ წუთში მათესთან ერთად დაბდუნდა. "თავისუფალი ხარ, ზაზა" თქვა მამაჩემმა.
"გისმენთ, ბატონი მამაჩემო." მიმართა მათემ.
"მომისმინე, ზაზა და შეფ ბიწა ჩამოახრჩე. ზაზა მკვლელობის მცდელობისთვის, შეფ ბიწა კი ჩემი სანუკვარი ლეჩხუმის წვენების დალევისათვის." ორწამიანი პაუზის შემდეგ მამაჩემმა განაგრძო, "ა ხო კიდე, შეფ ბიწასთვის ცოტა სქელი თოკი იშივეთ, ხეხე," ჩაიცინა მამაჩემმა.
"კი მაგრამ, შეფ ბიწა გასაგები, მაგრამ ზაზამ რა დააშავა? ის ხომ საუკეთესო ექიმია ვინც ლეჩხუმში გვყავს?" ჰკითხა გაკვირვებულმა მათემ.
"ჩაიჯვი!" დაუყვირა მამაჩემმა. მათემ ბრძანება შეასრულა, ჩაიჯვა, სუნი დააყენა, ოთახი გაანიავა და გავიდა.
მამაჩემს ნერვები მოშლილი ჰქონდა, ლეჩხუმის წვენების ხალისიც აღარ ჰქონდა. მათეს ჩაჯმულის სუნი კი უფრო აღიზიანებდა. დამაწყნარებელი ლეჩხუმის ბალახები მიიღო, მაგრამ უშედეგოდ. გადაწყვიტა რომ სასაცილოები ენახა. იუთუბი გახსნა, და ახალი დადებულ დედის შოუს მეოთხე ეპიზოდს წააწყდა. "როგორც იქნა," დაიყვირა მამაჩემმა. იგი ასეთი ბედნიერი არასდრის ყოფილა. კამათელ გომელაური როგორ გასუქებულა, მგონი ვიღაცას მაგონებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ჩაილაპარაკა გულში. რამდენიმე წამი გავიდა და მორჩა. მამაჩემი გაბრაზდა რადგან ძალიან მოკლე იყო, მაგრამ მაინც ბევრი იცინა, განსაკუთრებით იმ მომენტზე, გადაცემის წამყვანი სტუმარს წყალს რომ ასხავდა, ძალიან მოულოდნელი და სასაცილი სცენა იყო.
მათე დაბრუნდა. "მამაჩემო, დამნაშავეები სიკვდილით წარმატებით დავსაჯეთ."
"კიდევ რას მომახსენებ?" იკითხა ჩაღუმებულმა მამაჩემმა.
მათემ თავი დახარა და ოდნავ ჩუმად თქვა, "ის გადმოპარული ქართველი მოკვდა, ჩვენი ბიჭები ცოცხით ეთამაშებოდნენ და ხო... რატომღაც მოკვდა."
მამაჩემს სევდა შემოაწვა გულში და მარჯვენა თვალიდან ცრემლი წამოუივდა. "არაუშავს, მაინც ### იყო." მათე გამოყლევდა, არ იცოდა რა ეთქვა და გავიდა.

5
ღამე გათენდა, უღრუბლო ცაზე ვარსკვლავები ცეკვავდნენ მთვარესთან, ღამის ლეჩხუმმა გაიღვიძა. მამაჩემი კი ისევ საკუთარ ოფისში ზის და უკვე მესამე ჭიქა ლეჩხუმის წვენებს სვამს. სადაცაა უნდა ჩასძინებოდა და მათემ გამოაფხიზლა, იგი გაუფრთხილებლად შემოვიდა ოთახში.
"მამაჩემო, ლეჩხუმის ნახევარი მოსახლეობა საპტროტესტო აქციის თამაშით ერთობა. რამით ხომ არ ვასიამოვნოთ ჩვენი საყვარელი ერი!?" იმედით ანთებული თვალებით ჰკითხა მათემ და ელოდა მამაჩემის პასუხს.
"რავი აბა, შენი ბიჭებიც წაიყვანე, სათამაშოებიც წაიღეთ და შეუერთდით თამაშს. მე კი აქედან გიყურებთ. და ხო, მთელი ღამე არ დარჩეთ, კარგად უნდა გამოიძინოთ, რომ ლეჩხუმს უკეთესად ემსახუროთ." დაღლილმა მამაჩემმა მშვიდი და მზრუნველობით გაჯერებული ხმით უთხრა მამაჩემმა და ლეჩხუმის წვენების ბოლო ყლუპი დალია. მათემ თავი დაუხარა და გასვლა დააპირა. "ა ხო კიდე, ყველა უთხარი რომ არ შემაწუხონ." შესძახა მამაჩემმა. მათემ პასუხი არ გასცა, თავი დაუხარა და გავიდა.
მარტოდ დარჩენილმა მამაჩემმა ჩართო ტელევიზორი. არხების უმეტესობაზე ლეჩხუმის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმდებარე ხალისობას აშუქებდა. მამაჩემს ამაზე ინტერესი არ გამოუხატავს და გადართო მის საყვარელ არხზე, ლეჩხუმის მგალობელზე. მისი საყავრელი გადაცემა სადაცაა უნდა დაიწყოს. მხოლოდ ლეჩხუმის წვენები აკლდა მამაჩემს, მაგრამ ხალხს ვეღარ შეაწუხებდა მის მოსატანად. მას სწორედ ასეთი სიტუაციისთვის ჰქონდა განკუთვნილი სეიფი რომელიც მაცივარია. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ მანდ ცივ-ცივი ლეჩხუმის წვენებია რომელებიც ყოველდილას ნახლდება, მამაჩემის ერთ-ერთი ცოლის მიერ. მამაჩემი წამოდგა, მხრებში გასწორდა, ძვლების ტკაცუნმა კი შვება მისცა მამაჩემს. თავიც სამჯერ დაატრიალა საათის ისრის მიმართულების საპირისპიროდ. როცა მიხვდა რომ უკვე მზად იყო, გაემართა მისი უზარმაზარი პორტრეტისაკენ, რომელსაც მხატვარმა მარადიული მამაჩემი უწოდა, რასაკვირველია მამაჩემსაც მოეწონა ეს სახელი. ყოველთვის უყვარდა მამაჩემს ეს ნახატი, ჯერ კიდევ მაშინ დახატა ანზორ გულუამ როცა მამაჩემი ღმერთობის პირველ წლებში იყო. ეჰ, რა კარგი დრო იყო, გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი სანუკვარი ლეჩხუმი რომ გავათავისუფლე ქოცებისგან და მისგან მთელი იმპერია შევქმენი. უი ორ წუთში იწყება, დროა ვიჩქარო. მამაჩემმა ნახატი მარჯვნივ გასწია, სადაცაა სეიფი უნდა გაეღო, მაგრამ უბედურება… კოდი დაავიწყდა, რაც თავში მოუვიდა ყველაფერი სცადა, მისი დაბადების წელი, ღმერთად კურთხევის წელი, მისი მეცხრე ცოლის სახელი და ასე შემდეგ. მამაჩემი გაბრაზდა მთელი ოთახი გადაქექა რომ ფურცელი ეპოვა სადაც კოდი ეწერა. კიდევ კარგი იპოვა თორემ მეზარება მეტის წერა. კოდი ზუსტადაც რომ მისი მეცხრე ცოლის სახელი იყო, მამაჩემს კი მხოლოდ ერთი ციფრი შეშლია 5492-ის ნაცვლა მამუკა ჩაუწერია. არაუშავს ვის არ მოსვლია სთქვა მამაჩემმა, დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას, დაისხა ლეჩხუმის წვენები და შეუდგა მისი საყვარელი გადაცების ყურებას.
შალვა რამიშვილის დედას ###### რა გამოსირებული ბოზი ###ა, მაგის ბოზის დედამისს ######, თქვა მამაჩემა როცა ორი წუთი გავიდა გადაცემის დაწყებიდან. ზუსტად მაგ დროს გაახსენდა რომ ეს გადაცემა საერთოდ არ მოსწონდა მთელი მისი ცხობრების მანძილზე. ლეჩხუმის წვენები ბოლომდე დალია და მინის კედელთან დადგა. ღამის ლეჩხუმი მართლაც რომ შეუდარებელია, იესო ქრისტეს მესამე ნაწილი აქ რომ არ გადაიღონ დედას #######ავ ილია მეოთხეს, ჩაილაპარაკა მამაჩემმა და განაგრძო ლეჩხუმით ტკბობა. ლეჩხუმის ანძას თვალი რომ მოსწყვიტა გადახედა ლეჩხუმელებს. ჩემს გარეშეც რა კარგად ერთობიან. ნეტავ მანდ ვიყო, მაგრამ ეს ორი თვეა ფორმაში აღარ ვარ, შეფ ბიწასი არ იყოს იმიტომ არ გავდივარ ჩემი ოფისიდან რომ ვეღარ ვეტევი კარებში, იმის თქმაც მერიდება რომ კარები გააფართოვონ. ეჰ რა ვქნა ვზრუნავ ჩემს ხალხზე. ვა ეს ბავშვებიც რა კარგად თამაშობენ მკვდრების როლს, რა ნიჭიერი თაობა მოდის. სიხარულის ცრემლები შეიწმინდა მამაჩემმა და ხმამაღლა წარმოსთქვა "ლეჩხუმო, შენზე მიდგება."


Posted by: gurabe 19 Jul 2020, 15:23
როცა სათქმელი არაფერია
და ტანზე აგდის ვიღაცის სუნი,
სხვა ყველაფერი დანარჩენია
და არაფერი ჯობია დუმილს.
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი,
ფეხი მოუჩანს საბნის კიდედან,
დგახარ ორპირი ქარივით კარში
და გაღიმებას მხოლოდ მიბედავ.
და დგება ისევ დუმილი - საშვი
რამდენი სიტყვა გამოგვრჩენია...
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი
სხვა ყველაფერი - დანარჩენია.

Posted by: Artist 25 Jul 2020, 23:51
gurabe
QUOTE
თვალები ისეც ცრემლით აქვს სველი.
პატარა გოგოს მამიკო უყვარს,
პატარა გოგო მამიკოს ელის...

მისი მამიკო აღარ გამოჩნდა
იგი წავიდა უკვალოდ გაქრა
არავინ იცის სად არის ახლა
მისი სიცოცხლე უეცრად ჩაქრა…


Posted by: Re-hanna 27 Jul 2020, 03:39
უმამო გოგოებისთვის

უნდა იცოდნენ გოგოებმა,
რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს,
ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს,
რა სიყვარული შეუძლიათ
ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით,
სიპ ნისლებზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს,
ღამეზე ადრე შეღამებულებს.
უნდა იცოდნენ,
რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ
ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან
მამის საწოლში, მამის უჯრულა პერანგებით ჩაძინებულ,
მონატრებისგან მოკუნტულ შვილებს,
უხმო სიმღერა.
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა,
მხრებზე შესმული გოგოების
პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
უნდა იცოდნენ.
უნდა იცოდნენ,
სიყვარული არსად არ მიდის,
არ ბრუნდებიან მამები უკან,
არ მიდიან მამები მათგან.
წვანან მგლებივით
გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან,
წვანან მგლებივით
და უღრენენ შიშის ურჩხულებს.
და როცა ღამე, მდინარესავით ჩამოვლილი,
და როცა ღამე, მდინარესავით ჩამოვლილი,
ჩამოატარებს მათ ამოსუნთქვას -
გოგოების ფანჯრის მინებზე შეორთქლილ ღრუბლებს,
ჩამოატარებს მზის ამოსვლას -
ბადეში გაბმულ ოქროს თევზივით მოფართხალეს ხეთა ჩრდილებში,
უნდა ჩაუთქვან გოგოებმა,
უნდა ჩაუთქვან,
გაიქცნენ მწვანე, ტრიალ მინდორზე,
ტრიალ მინდორზე,
მთვლემარე ბალახს თხელი ზურგები დააფარონ,
თხელი ზურგები დააფარონ,
ხელები თავქვეშ,
ხელები თავქვეშ,
თვალები ცისკენ,
თვალები ცისკენ
და მამების თბილ სიზმრებისკენ გადაფრენას უნდა უყურონ,
რომ სამუდამოდ დაიმახსოვრონ
და მერამდენედ მოისმინონ,
როგორ მღერიან ამ დროს მამები - ვარსკვლავებზე მოთევზავენი
უხმო სიმღერას,
მხრებზე თოვლად დაფიფქული გოგოებისთვის.


..............

.........

Posted by: gurabe 6 Aug 2020, 20:19
ისევ აძინებ ხეების ჩრდილში
ბავშვებს და ისევ თეთრი მტრედები
ფოფოდიობენ სკამების ახლოს,
მახსენდები და არ მემეტები
დავიწყებისთვის . რა ვუყოთ მერე
სხვადასხვა გზა თუ გვარგუნეს ზევით
მე მაინც ისევ ვიკიდებ ფეხზე ,
ჩვენ შორის ჩამდგარ უსახურ ღმერთებს.
ნოემბრის ჩაის დაეტყო სუსხი.
შენი თითებიც ქარებმა ლოკეს.
ღვთის გულისათვის , არაფრად არ ღირს
თუ უთენია მომიწევს მოვკვდე..
და რაც არ უნდა ეომო შენს თავს,
როგორც არ უნდა იმალო ბრბოში,
შენი ფეხები მოგიყვანს ჩემთან
როგორც მონები მიყავდათ რომში.

Posted by: masai11 6 Aug 2020, 20:54
მანძილი შენამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ!!

ჯერ ისევ ყვავიან ატმები
ქარი ქრის მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ - არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი საეჭვოდ.

მუდმივად რაღაცა მაწამებს
ვგრძნობ ჩემში მუდმივი ბინდია
და მაინც მიზიდავს წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია

დაღამდა, ვარსკვლავნი აენთნენ
რომ ვხედავ შორი-შორს საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც

ჯერ ისევ ყვავიან ატმები
ქარი ქრის მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ - არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი საეჭვოდ

Posted by: X_Ray 7 Aug 2020, 00:32
Re-hanna
ავტორის მითითება არ იქნებოდა ცუდი smile.gif



CODE
საყვედური დედას
<><><>
დედა,
რანაირ კაცად მომავლინე,
რომ დღედათვლილი პეპლების სიცოცხლეს ვდარდობ?
არ შეიძლება  კაცის  ცრემლიო და
როგორ  შევაკავო ,
თვალებმა რომ  არ გამყიდონ?
ამ ცრემლის გამო მივეჩვიე მარტოობასაც .
თუ ვერ  მხედავენ,
მიხარია,
მდინარეებს  დავიდენ და ვრჩები.
ან თრობა მაინც შემძლებოდა,
ან ნადირობა,
ჯიხვის მოკვლისგან აღტაცებულს
მეყვირა :-
,,ეჰეეეე,,
და მთებს  ბანი მოეცათ .
დარდიან გულს განვიქარვებდი!
მე კი,
ის ჩიტი მესიზმრება,
შურდულით მოკლული,
თვალები რომ ღია  დარჩა და
თითქოს ბუდეში ჩარჩენილ ბარტყებს ჩიოდა.
რანაირ კაცად მომავლინე, დედა?
ეს ლექსი შენთვის  ნათქვამი  ერთადერთი  საყვედურია.
ეს საყვედური დედაშენსაც შეგიძლია უთხრა ,
რომ შენც ჩემნაირი  გაგაჩინა.
ეს ლექსი შენნაირი  დედების საყვედურია,დედა,
ერთადერთი საყვედური!
თუმცა ვიცი,
რომ შენ ქალღმერთი ხარ და ყოვლისშემძლე.
ახლა მასწავლე ამ ცრემლის უკან დაბრუნება,
ან გადამალვა..
თავი რომ არ მომეჭრას.

გიო ზედვაკელი

Posted by: gurabe 10 Aug 2020, 01:26
იცინი ნაკლებად და ამთქნარებ სასაცილოდ,
იმდენად კეთილი ხარ გიფრთხიან არასოდეს
მტრედები, რომლებიც ძალგიძს რომ დააძინო
უბეში ჩვეულებრივ... და მინდა გთავაზობდე -
პლანეტებს პეშვებით, მოკრეფილს ხმაურიდან,
სიყვარულს პოეტურად, ჩვეული მეთოდივით,
მე მიკვირს რამდენი რამეა ქალური და
მე მიკვირს რამდენი რამეა დედობრივი -
შენს ბავშვურ თვალებში, თვალებში რომლებითაც
ჩემს ჯერ არ დაწერილ სტრიქონებს ახამხამებ,
იმდენად მიყვარხარ რომ სუნთქვაც მომერიდა,
რომ ცქერაც მომერიდა, რომ ისე დავაღამე -
შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით,
ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია...
დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები
მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან.

Posted by: Ninna_maya 22 Aug 2020, 01:46
წვიმდა...

ფანჯარასთან მარტოობა იყო,
ფანჯრის იქით ნაცრისფერად წვიმდა.
პაწაწინა, დასველებულ ფოთოლს,
ახლაც მახსოვს, რაღაცა რომ სწყინდა.
შორს, წვიმაში ჩაფიქრებულ ხეებს,
ცივი ბინდი მწუხარებას ჰგვრიდა.
ფანჯარასთან მარტოობა იყო,
ფანჯრის იქით ნაცრისფერად წვიმდა...



Posted by: ☣♉Anubis♉☣ 22 Aug 2020, 11:21
ზღვარი... sad.gif
user.gif

მოვკვდები ჩუმად,
წამიღებს ქარი,
შევუერთდები მტვრის ნაწილაკებს.
ხის წყებას მდუმარს,
ნისლის საფარი,
ჩამოაწვება ვით ცრემლი სახეს.

სევდისფერ მთვარეს,
ყავისფერ წიწვებს,
გადავუქროლებ სახლებს მძინარეს.
დავრეკავ ზარებს,
ჩუმად რომ მიწვევს,
ფარდებთან ცეკვა სინათლის მხარეს.

ფოთლების შრიალს,
მიწას ნამიანს,
ქუჩის კუთხეში მწოლიარ ჩრდილებს.
სულების წრიალს,
თბილს და სევდიანს,
ბუნება მასთან შეგვიფარს შვილებს.

ვიცოცხლებ ჩუმად,
მომიტანს ქარი,
შემოვიერთებ მტვრის ნაწილაკებს.
ხის წყებას მდუმარს,
ნისლის საფარი,
ჩამოაწვება ვით ცრემლი სახეს.

...ავტორიც და შემსრულებელიც...

Posted by: NikeNik 5 Sep 2020, 00:06
Within this world of wonder
Without warning I feel sad;
The dream I hold still haunts me
For the kiss we never had....


Posted by: masai11 5 Sep 2020, 15:47
აქაური იყო 78%-ით yes.gif
დღეს jurnalistka დაბადების დღეა (როგორც მის პროფილიდან ჩანს)
cry.gif გვახსოვხარ და გვენატრები 2kiss.gif

ცალკე თემის გახსნა ვერ გავბედე. მაინც.

Posted by: Krusty_the_Clown 5 Sep 2020, 18:32
QUOTE
დღეს jurnalistka დაბადების დღეა (როგორც მის პროფილიდან ჩანს)

მაგ გოგოს ვიცნობდი ბათუმელებიდან (გამომცემლობაა ასეთი) ფესტივალზე როცა მივდიოდი ხოლმე ვყიდულობდი მასთან წიგნებს. თბილი და უბრალო ადამიანი. ღმერთმა გაანათლოს.


QUOTE
 ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები

დავამატოთ სათაურს: ვიზუალური აღქმები yes.gif

ლამაზი ქალი:
user posted image


Posted by: larakroft 21 Sep 2020, 00:24
QUOTE (masai11 @ 5 Sep 2020, 15:47 )
აქაური იყო 78%-ით yes.gif
დღეს jurnalistka დაბადების დღეა (როგორც მის პროფილიდან ჩანს)
cry.gif გვახსოვხარ და გვენატრები 2kiss.gif

ცალკე თემის გახსნა ვერ გავბედე. მაინც.

ვაიმე დამაჟრიალა.. მეც მახსოვს.. კაი რაა ... რა მოუვიდაა.. ჩამიწყდა ყვეკაფერი... weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: ანანასი 21 Sep 2020, 14:39
ნიავს შორს მიაქვს ჩემი წერილი
უფასო sms-ვერაფრით ჩავრთე
მაგრამ შენ მაგაზე არ ინერვიულო
ერთი მაგის დედაც #####ან
მე მაინც მოვალ

Posted by: lol3r4 21 Sep 2020, 18:42


...

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 22 Sep 2020, 21:56
The night becomes the dawn
To prove that love goes on
It's written in the stars
And in my heart of hearts
With you is where I still belong.

Through every page we turn
Each lesson that we've learned
Will finally set us free
Or bring us to our knees
But love is right and never wrong..

Posted by: AMAZONKAA 23 Sep 2020, 01:43
ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასჯერ თუ არ დაუფიცა...


მიხეილ ქვლივიძე love.gif

Posted by: Harley Davidson 23 Sep 2020, 03:08
არ გელოდი,
არ გეძებდი,
არ გნატრობდი,
ვერც ვხვდებოდი..
მჭირდებოდი!
ამას ვგრძნობდი
ვებრძოდი და არ ვამბობდი
საკუთარ თავს ჩუმად ვგმობდი
და სიყვარულს გავურბოდი
რას ვერჩოდი? რად გერჩოდი?
მსურდა ჩუმად მყვარებოდი
ჩემთვის, უხმოდ, უანგაროდ!
სანამ შენგან წავიდოდი...
ტკივილი რას დავაბრალო?!
ან რომ გეთქვა, დავრჩებოდი?
მე ხომ მხოლოდ ერთი მსურდა:
ჩემთვის, ჩუმად მყვარებოდი.

Posted by: gurabe 29 Sep 2020, 23:43
მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.
ჩემი ჩრდილის ოთხივე მხარეს იგულისხმება
შენი წყალი.მთა და უდაბნო.

მერამდენედ დამასწრო დილამ ასეთი მოკლე განთიადი.
და ბავშვობაში
კარადიდან გადმოვარდნილი გლობუსივით
დამემსხვრა ფერხთით
დედამიწის მყიფე სიმრგვალე.

ღმერთმა ვერაფრით გადაგვაჩვია ამნაირ ლოცვებს:
ყველაზე უფრო საიმედოდ თავჩახურულნიც
ღამღამობით იმდენს ვტირით,რომ
როცა იქნება
ჭაღს მოწყვეტილ მინის ბურთულას დაემსგავსება
დედამიწა.

აი,მაშინ კი
წამებისას ფრჩხილებიც რომ დაგვაცალონ,
მაინც არ გავთქვამთ,
რა ვთხოვეთ უფალს
ამ გამჭვირვალე
და უნაყოფო მინად ქცეული მიწის სანაცვლოდ.
მაინც არ გავთქვამ,
რა გადავმალე
იმ უარყოფით სიჩუმეში,
საითაც შენ ხარ.

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.
მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.

Posted by: ქალი-იაგუნდებით 30 Sep 2020, 04:04
***
შეხედე, როგორი კარგია,
სინათლედ მზესავით ანთია,

სიცილი წყალივით კისკისებს,
თვალებში ვარსკვლავი ციმციმებს.

ღაწვებს ვარდისფერი ჰფენია,
ნახევარს დაეძებ? – შენია!

ხანდახან სიბნელეც კარგია,
როს სანთლად გრძნობები ანთია!

გულწრფელი, პატარა ქალია,
შეხედე, როგორი კარგია!


* * *
შენ ის ხარ...

რიკულებიან აივნიდან გავყურებ ზეცას,
სიმშვიდე იქვე, ჩემს მახლობლად დგას და მიცქერის,
შენ ის ხარ, ვისიც არ მინდოდა სახელი მეთქვა,
ვისაც წარსულის მიჰფარვიან თეთრი ნისლები.

შენ ის ხარ, ვისაც სიყვარულის ვჩუქნიდი ბილიკს,
ვისთანაც ერთად მსურდა ცაში განავარდება,
მაგრამ უეცრად ჩამომიტყდა ღიმილის ტოტი, -
ჩამქრალი გრძნობის უეცარი დასამარება...

რიკულებიან აივნიდან გავყურებ ზეცას,
მას ვარდისფერი წამოუსხამს მკრთალი მანტია,
და ვეძებ... ვეძებ ჩემს წარსულში უხმო ნაბიჯებს
რის გულისთვისაც შენთან ყოფნა არ მეპატია.

დროის კიბეზე უამრავი განცდა მხვდება და,
გრძნობა ლამაზი გულზე კვლავაც იად მადნება,
შენ ის ხარ, ვისაც ახლა უკვე აღარ ვიხსენებ,
ის, ვისი წაშლაც ფიქრებიდან არ მენანება!

* * *
ქალბატონო იაგუნდებით!

ნეტავ ოდესმე თუ დაბრუნდებით,
თქვენ, ქალბატონო იაგუნდებით,

თქვენი მშვენებით...
თქვენი ფერებით,
იმ გადარევით და გახელებით!
სიბრძნით, სიკეთით და ოცნებებით,
თხელი, ნატიფი, თეთრი ხელებით.
ფიქრში მზესავით გამონათებით,
წმინდა გრძნობებით, სულით ნათელით!
წრფელი ღიმილით და მოკრძალებით,
თეთრი ვარდებით და კესანებით...
გული სავსეა თქვენი ხატებით,
გეძებთ, მიყვარხართ და მენატრებით.

ნეტავ ოდესმე თუ დაბრუნდებით,
თქვენ, ქალბატონო იაგუნდებით!

user posted image

Posted by: gurabe 1 Oct 2020, 23:08
...წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს.

Posted by: NikeNik 18 Oct 2020, 19:35
წარსულზე ფიქრი აღვიძებს გრძნობებს
მაგრამ არ ბადებს ახალ სიყვარულს...
თუ არ მიიღებ დრო რასაც მოგცემს
მაშინ ეჩვევი მარტო სიარულს...


..........

Posted by: gurabe 18 Oct 2020, 21:46
ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი,
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზაზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლები ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...

Posted by: shadowkiru 18 Oct 2020, 22:06

ვერ დაგიცავი
ამიტომ ჰარაკირი შენთვის
და მუცლიდან პეპლები გამოფრინდებიან

Posted by: მეტამორფოზა 18 Oct 2020, 23:13
მე მაინც ვცადე...
სათქმელი ვქარგე,
გულში ვიხვიე
ლერწმებად ფიქრი,
ბევრჯერ ვეცადე,
ვერავის ვანდე,
ამ ცარიელი დღეების
ხიბლი....
დაჰქრიან ირგვლივ
ფოთლები დარდით
და ყვითლდებიან
ჩემს სულთან ერთად,
ვის რა შერჩება,
ვინ სად შერჩება
გაშიშვლებული ხეების
ჯავრით....
ხელში დამჭკნარი
ფოთლების ნეშტი
და გაცრეცილი
გრძნობები თან მაქვს,
ვითომ ტკბილი და
ვითომ ლამაზი,
შემოდგომური ტკივილი
დამაქვს....

Posted by: gurabe 22 Oct 2020, 17:55
ოქტომბრის თვეა ,ჩამოწვა ნისლი,
ასკილის ჩაი,ოთახი ფარდით.
მე გეუბნები : აცივდა უკვე
შენ კი მპასუხობ : ხეობებს აწვიმს.

ვსხედვართ და დღეებს ვალაგებთ მშვიდად,
ბუხარში შეშა თავისთვის იწვის.
ვიხსენებ,როგორ ამბობდა პაპა,
რომ შემოდგომას სუნი აქვს მიწის.

აკლდება ძალა ჩანავლულ ცეცხლს, თან
ვსვამთ ჩაის მშვიდად და ნაწილ -ნაწილ
ვაწაწლებთ სიტყვებს, \"აცივდა\"- ვამბობთ
და შემოდგომა ხეობებს აწვიმს.

Posted by: NikeNik 26 Oct 2020, 01:45
ველური მზერით გიყვარს თამაში,

ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.

ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში

შენ, გაზაფხული და შემოდგომა.


ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით

მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,

ჩემს წასალეკად და გასატანად

და არსაიდან არ ჩანს საშველი.


შენა ხარ ჩემი თავდავიწყება

და მზიან გულზე დარდად მოწოლა,

ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,

აგაბრიალებ ველურ კოცონად.


შემოგადნება სხეულზე კაბა,

როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი

და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად

შენი ღვთიური რძისფერი ტანი.


მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,

თავდავიწყებას რახან მპირდები.

მე ცარიელი ვარ კალაპოტი

და ამომავსე შენი ზვირთებით.


შოთა ნიშნიანიძე

Posted by: Ninna_maya 27 Oct 2020, 00:50
კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა

ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ

სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს

კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.


წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს

ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე...

კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე

არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.


ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,

ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,

რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის

იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.


თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,

ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს,

მარტოობის წლები გულში გაეყრება ხანჯლებად,

შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.


ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ სანამ ქვეყნად არსებობთ,

ქალი? - ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!


ზ.კუხიანიძე

Posted by: NikeNik 18 Nov 2020, 14:55
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე,
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი:
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე…
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე.

ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი…
ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი.

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება!
რა არის იგი? ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება,
თუ უბედობა სიმწარე ვნებით.

დამშვიდდი, გულო: შეგიყვარდება
ვინმე ამქვეყნად… დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!

წავიდა, გაქრა… ვერ შევეკითხე.
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა…
გამიქრა სულის ოცნება წმინდა,
ილულება მზე, იძარცვება ტყე…
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე…


გალაკტიონი

Posted by: larakroft 24 Dec 2020, 23:54
არაფერია ღამღამობით ხელებგაწვდილი,
იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს,
ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი,
რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს,
ოქტომბერია, პერიოდი მიწა არ შრება
და წვიმებია არახშირი, მაგრამ ქარებად,
შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით,
მწერ, მაშინ როცა, ეს სამყარო გეცოტავება..
თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს,
ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან –
რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე,
მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,
მარტის თვე სიკვდილს ახალშობილ კვირტებით ებრძვის,
აპრილის თვეც და ზამთრის სუსხი მოკვდა ან მოკლეს,
დღე უშენობით – რომ არ მინდა იმაზე გრძელი,
არის და შენით – რომ არ მინდა იმაზე მოკლე…
ფანჯრებთან თავი ჩამოიხრჩო აგვისტოს ღამემ,
თენდება, რაღაც უჩვეულოდ სექტემბრის დილა,
ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს
შლიან და შიგნით ჩემს ხელებში ბავშვურად გძინავს.
ნოემბრის მერე აცივდება, იცი რომ გეტყვი,
თოვლიან თითებს მე გაგითბობ ჩემი ბაგიდან.
დღეს დეკემბერში ერთად უნდა გვეარა ჩვენ კი
სიცივის თვეში ახლო-ახლო ყოფნის მაგივრად
დავდივართ თოვლში არა ერთად არამედ ერთნი.
მიყვარხარ, რაღა დავამატო გავიდა წელი,
ქალაქში ახლაც სიცივეებს ზამთარი ძერწავს
ქალაქში ახლაც შეყრილ ღრუბლებს ზამთარი წველის.
ისეა ისევ, (როგორც წინათ) თბილისში ბარდნის,
თუმც განსხვავდება მიზეზები და ვითარება:
შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი
და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება!

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 25 Dec 2020, 00:18
А полюбят тебя обязательно за другое,
за то, что чужому и невдомек,
самое, что есть у тебя простое,
будет для кого-то и шарм и шёлк.

Родинка, ямочка, или дурной акцент,
станет кому-то чудом, почти пророчеством.
То, что ты и не видел так много лет,
кого-то спасает от серого одиночества.

И полюбят тебя обязательно не за то,
не за то, над чем ты всегда стараешься,
но как ты ходишь, как снимаешь с себя пальто,
может как ты плачешь, но скорее как улыбаешься.

Как грызешь колпачек от ручки, ловишь такси,
или волос отводишь ладонями от лица,
как ты ноешь с утра, как не знаешь куда идти,
и как в фильмах болеешь за подлеца.

Может вдруг ты зевнешь,
на важной какой-то встрече,
и сконфуженно сморщишь лоб,
и тебя полюбят,
именно в этот вечер,
не за что-то.
а вовсе — наоборот.

Posted by: miriani777 25 Dec 2020, 00:44
ოდესმე მინდა ვიპოვო ისეთი გოგო ვისაც დიდი სიამოვნებით მივუძღვნი ოთარ ჭილაძის სიტყვებს: '' შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი''

Posted by: larakroft 25 Dec 2020, 01:16
miriani777
ღმერთმა გისმინოს......
*********************************8

მე შენ მიყვარხარ-ს
ბევრჯერ ვიტყვი,
თუმც ერთხელ კმარა
გიყვარდე ისე,
დაგყვებოდე თვალებში სხივით

და როგორც შენ თავს ეგუები
ყველაზე მაგრად ,

სულელსაც ალბათ
შემიგუებ,

ქალურსაც… ვიცი....

სიცოცხლით მივლი,
მივლი გულით ,
წლების ყველა დროს,
ყველა სეზონზე -
წვიმების თუ დიდმზეობების,

ისე გივსებდე
სუფთა ჰაერს -
ფილტვები
როგორც ,
(ავსებს )
... და მე კი
ამ სიტყვებით განვმეორდები-

მე შენ მიყვარხარ!


Posted by: ladylike 25 Dec 2020, 12:53

ნეტამც ბადაგი არ დამელია...

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 13:16
ქეთრინ, დაპირებული ქვლივიძე smile.gif

შემომეყარა გოგონა,
ქერა და თვალებნაცარა,
არც "ჰო" მკითხა და არც "არა"
არც დაფიქრება მაცალა, -
ხელი ჩამკიდა და თავის
მაცდურ ნებაზე მატარა...
ნეტავ ვიცოდე სად არი
ის ჯადოქარი პატარა?!

იყო და არა იყო რა...
ისეთი რა იქნებოდა,-
გოგონა ძუძუჩიკირა
სიყვარულს მეფიცებოდა.
რა ჭირად შემერგებოდა
მისი ხვევნა და ფერება,
შინ ცოლი მელოდებოდა-
ნაპოვნი ბედნიერება...

და მაინც არ დავიშალე
(განა თუ რამე მესმოდა)
ყვავილად გადავიშალე
ფუტკარის საალერსოდა.
თავი არ მქონდა წამოსვლის,
თავნება ვნებას ვმონებდი,-
ცოლის ნაჩუქრ სამოსით
იმ გოგოს თავს ვაწონებდი!
რა გავაგრძელო რა გითხრათ,-
ვერ იქნა, ვერ ვიხალისე:
სინდისმა ჩამომაკითხა,
გული ეჭვებით ავივსე,
ვერც ტკბილი ვჭამე, ვერც მწარე,
გეზად ვიარე, ცერადა,-
რაც იმ გოგოსთან ვეწამე,
ღირს მართლა დასაწერადა!

თავზე ხელი რომ გადმისვა,-
მე ცოლის ხელი მეგონა,
ჭიქა წყალი რომ დამისხა,-
მე ცოლის ცრემლი მეგონა.
საკინძე შემხსნა, მე ცოლის
სახე დამიდგა ვნებული.-
ის ღილი ცოლის ხელითა
ზედ მქონდა დაკერებული...


შემომეყარა გოგონა,
ქერა და თვალებნაცარა,
არც "ჰო" მკითხა და არც "არა"
არც დაფიქრება მაცალა, -
იყო და არა იყო რა...
სენი იყო თუ მაცთური?
რა უცებ გადაიყოლა,
რაც მქონდა ახალგაზრდული!


წიგნიდან გადმოვწერე ხელით წერტილ-მძიმის დაცვით და საავტორო უფლებებზეც კი მექნება პრეტენზია, რო რამე ketuketo wink.gif

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 13:28
X_Ray

smile.gif)))

როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში

ქეთო იგეთია და ქეთო აგეთიაsmile.gif)))

გამეღიმა ყურებამდე...მაგხელა პირი არ მაქვს, მაგრამ მაინც.

ქერა გოგოებზე ლექსები არ მიიღება wink.gif

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 14:06
QUOTE (ketuketo)
ქერა გოგოებზე ლექსები არ მიიღება

ჩემი არაა, ქვლივიძისაა...
ადრე გითხარ, ცოლის ნაჩუქარ პერანგზე კაი ლექსი აქვს თქო და ძლივს ვიპოვე...
QUOTE (ketuketo)
როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში

ქეთო იგეთია და ქეთო აგეთია

ხანდახან მტერ-მოყვარის გარჩევა უჭირს პატარა ცაცას biggrin.gif

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,

მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,

ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -

შენზე თუ უთქვამთ, პატარა ცაცავ!


მე იმ ასაკში არა ვარ ახლა და

არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო!

მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და

პატარა ცაცავ, უნდა დამეხმარო!


ხოლო ცაცუნია ტოლებში დაჰქრის

და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,

თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს

და ის შეახსენებს, რომ უკვე დიდია!


ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,

ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.

როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში -

ცაცა ისეთია!


წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,

მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,

ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო -

შენზე თუ უთქვამთ, პატარა ცაცავ!

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 14:24
X_Ray

გავიგე რომ მიშასია და არც შენიsmile.gif))

მაგრამ ისტორიულ მტერზე ლექსებს არ მივიღებsmile.gif)))

ცაცულინკა კარგი გოგოა wink.gif ყოველ შემთხვევაში ცდილობს მაინც იყოსsmile.gif)))

სახნისს უფრთხილდით მარტის იდებივით საშიშია სახნისი

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 15:41
QUOTE (ketuketo @ 27 Dec 2020, 14:24 )
X_Ray

გავიგე რომ მიშასია და არც შენიsmile.gif))

მაგრამ ისტორიულ მტერზე ლექსებს არ მივიღებsmile.gif)))

ცაცულინკა კარგი გოგოა wink.gif  ყოველ შემთხვევაში ცდილობს მაინც იყოსsmile.gif)))

სახნისს უფრთხილდით მარტის იდებივით საშიშია სახნისი

ჩემს ბევრ ნაწერს თარჯიმანი სჭირდება...

არიან აქ, ერთმანეთს ეძახიან და ერთობლივი ძალებით თარგმნიან ხოლმე smile.gif

შენც კაი ოცობოდიალა ყოფილხარ gigi.gif

სექტემბერს მინდა დაგაკავშირო და არ გამოდის არაფერი... user.gif

ენკენისთვე...

ვცდი აბა...

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 15:44
X_Ray

საერთოდ არ ვარ ბოდიალა smile.gif))

ენკენისთვეში არ ვშობილვარ მე

მის უავგუსტოესობა სამეფო აგვისტოში ვიშვი wink.gif

ოლოლო შენ ვერ გამაიცან

პ.ს.არ მიყვარს პოეზია...პროზა მირჩევნია

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 16:30
QUOTE (ketuketo)
ოლოლო შენ ვერ გამაიცან

ნწუ, ახლა ენკენისთვე ხარ... smile.gif

მოსასთვლელი და დასაბინავებელი...

მერე, შემდეგ ცხოვრებაში
ანაც არასდროს...
ან იქნებ ახლა?!
ჰა, არა?!
კარგი ჰო...
ვიცი, ოღონდაც...
მაგ ადგილებში ნუღა
მცემ...
- მტკივა sad.gif

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 17:07
X_Ray

ენკენისთვესავით ბარაქიანეეე?smile.gif)

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 17:32
QUOTE (ketuketo)
ენკენისთვესავით ბარაქიანეეე?

კეე yes.gif yes.gif yes.gif

ოღონდ სხვა თემა გავაოფოთ

მიყვარს ეს თემა love.gif


მე მოგიყვები ზღაპარს, თუ როგორ გაჩნდა ნაძვის ხის წვერზე ვარსკვლავის გაკეთების ტრადიცია
თოვლის პაპა ცუდ ხასიათზე ყოფილა და ამ დროს მასთან ვარსკვლავი მისულა...
- პაპა, ნაძვის ხე მოგიტანე და რა ვუყოვო...

რეჟისორს მოვპარე ამ წამს bis.gif

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 18:01
X_Ray

ქსანტე ჰეტერა ხომ არ იცი ზეპირად?

ე ეგაა ჩემი ლექსი

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 18:54
QUOTE (ketuketo)
ქსანტე ჰეტერა


ნწუ, ზეპირად არაფერი ვიცი user.gif
წიკი მაქვს საზეპიროებზე...

წინა ღამეს დამთავრებული ლექსი წამეშალა,
ვერც გავიხსენე და იმ ლექსის ადრესატი გაბუსხული დადის ახლაც facepalm.gif



სთქვა მოქანდაკემ... მაშინვე მიწა

გადაურია, დასწნა, დაგრიხა

და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად

გადააქცია უბრალო თიხა,
და აფროდიტას სახედ ტაძარში

დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი

და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ

გაშიშვლებული გეტერას ტანი.

ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს.

არვინ იკითხავს – თუ რას ჩავდივართ,

არვინ იკითხავს – თუ ვის ვცემთ თაყვანს,

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში,

ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,

წმინდა ტაძარში თვით აფროდიტა,

თუ სათაყვანო გეტერას ტანი

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 19:05
X_Ray

ტანს გეტმასნება სველი ალერდი

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის –

და ატევრილი, სხეულმზიანი,

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს –

რომ დაგიურვოს…

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი… შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით –

და გავარდები…

დაგედევნები…

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი, მოდი “გევნები”

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში –

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები…

მაგრამ თვალები –

თვალები – თვალები: –

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი და ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა

და შენი თმების "გიშრისფერ" მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე…

მაგრამ თვალები –

თვალები – თვალები:

ეხლა მადონნა – წმინდა – ხასხასა.

რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები –

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით …

არაა ამ სათემო მე მომიტევეთ გრიშას ტრფიალი

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 19:25
ketuketo
საამთემოა... მე არ დავდე ეგ შეგნებულად...
დაგელოდე smile.gif
ახლა, ერთ სიცოცხლე გოგოს ვთხოვ მაგის წაკითხვას და თუ წაიკითხა...
მაგრამ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...

ჯერ მორის დავტოვოთ, რომ არ გაოფდეს

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და... ფრი...
სანამდე არ აფრინდება
არავინ ერჩის მწყერს...
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს -
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველას სიამეს ვგვრი,
ვაფრინდები და... ვაიმე...
ავფრინდები და, ფრიი...
ტყვია იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა,
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე
ავფრინდები და... ფრი...

Posted by: ketuketo 27 Dec 2020, 19:42
X_Ray

მე იქ ერთი ეპიზოდი ჩავასწორეsmile.gif

უფრო სწორად სიტყვა wink.gif

შეამჩნევდი

Posted by: X_Ray 27 Dec 2020, 20:29
QUOTE (ketuketo)
შეამჩნევდი

ვაღიარებ no.gif no.gif no.gif

მაგრამ ამაზე რომ მწარედ მომეკითხება - ეგ ვიცი cry.gif

QUOTE
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

* * *
პატარა ქოხის დიდი ისტორია.

ქოხს, უცნაური გამყიდველი ჰყავდა.
დღეც უცნაურად დაიწყო.

მაშინ, როდესაც ყველგან მსოფლიო კრიზისად წოდებული ქარიშხალი, რიცხვ-გარეშე კილომეტრი-წამი სიჩქარით იზომებოდა, ჩვენს ქოხს ნიავიც კი არ აწუხებდა.

* * *
დღე პირველი

ამწეკრანი ეწვია ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას. მას უკან სატვირთო ავტომობილი მოჰყვებოდა რაზედაც საინტერესო პოზაში წამოწოლილი ქოხი ესვენა. ახმაურდა ამწეკრანი და უხერხულ პოზაში მყოფი ქოხი წამოაყენა. - ბეჩავი, შემეცოდა იცით?! საწყალს იატაკი გამომპალი ჰქონდა, ორი გვერდიც ჩამოლეწილი. ერთი სიტყვით „გასაპადჩინკებელი“ იყო რა... ვიფიქრე: - ამის პატრონს, აბა, რა ახარებს-თქო?!

გახარებული უმზერდა, უკვე, მის მფლობელობაში მყოფ ნივთს...
თითქოს უსარგებლოს, მაგრამ ძვირიანს...
ნეტა რამდენი გადაიხადა?

- ნურას უკაცრავად. - ეგეთი ფრაზა სჩვეოდა ჩვენს ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებ მობინადრეს, რომელიც ჩემი მეზობლობით არც თუ ისე აღფრთოვანებული იყო. არც სხვითა მობინადრეობით. უბრალოდ არ ვუყვარდით. ჩვევად ჰქონდა ხოლმე ყველაფრის გაყიდვა.
დიდი სახლი ერგო მემკვიდრეობით, თუმცა დროებით. - გაანიავა რა საკუთრება... არაფერი დატოვა გაუყიდავი. ერთადერთ ნივთს არ იშორებდა მხოლოდ: ჭოგრიტს. კიდევ კარგი ჭოგრიტის, მხოლოდ ერთი მხარე უყვარდა, ის, რომელსაც ახლო ჩვენებით ვიცნობთ ჩვენ. ხოლო მეორეს, შორს მაჩვენებელს, არც კი იყენებდა. - არაფერი ჩანსო და მიუწვდომელიაო ის სივრცე ჩემთვისო. - იძახდა ჯიუტად. თორემ ხო დაიღუპებოდნენ ახლო-მახლო მყოფი მეზობლები.
ზოგიერთი მცხოვრები ამ ქუჩისა გამოირჩეოდნენ პირფერობითა და მისდამი ერთგულებით, რაც ქოხის მოტანის დღეს, ხელმეორედ დაამტკიცეს. იყო მილოცვები და გულითადი წარმატებები, პირზე კოცნით. ნუ... რას ვიზამთ, ადამიანებს რას გაუგებ? განსაკუთრებით მოხუცები უყურებდნენ მას მხსნელად, მაგრამ რატომ არვიცი?! მან ხომ მემკვიდრეობითი უძრავ-მოძრავი ქონება, აქტიური და პასიური ქონება გაანიავა.

ქალაქური ჭორები.
ამართლებენ ზოგჯერ!

- ბიჭო გეიგე, დღეს ფედიას ქოხი მოუტანია.
- რას მეუბნები შე კაცო?! მართლა?
- მართლა, აბა რა!
- რისთვის ხომ არ იცი?
- ამბობენ, ქალაქის ცენტრში აპირებსო დადგმას.
- მაქა ვინ დააგმევინებს ბიჭო, არ გაგიჟდე!
- რატო კაცო, რატომ უნდა გავგიჟდე? ის კი არა... არ გაინტერესებს ეგ ქოხი როგორ იყიდა? - როგორ და... ხო იცი, მარტო კედლებიღა რომ დატოვა მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან?
- კი.
- ჰოდა ეგეც გაუყიდია, მაგ შეჩვენებულს.
- რა მარიფათიანი ვინმეა, რა ეს ფედია!
- აბა?! ზოგს რა ბედია აქვს?
- კი, მაგრამ რა სიკვდილად უნდა ეგ ქოხი?
- რას ლაპარაკობ? ამბობს ბიზნესი უნდა წამოვიწყოო!
- რაო? ბიზნესიო?
- ხო, ბატონო ჩემო! ეგრე უთქვამს: მალე, საკუთარ თვითმფრინავსაც შევიძენ ამ ქოხის წყალობითო. მოსამსახურეებიც კი მეყოლებაო...
- ღმერთმა ხელი მოუმართოს! რას არქმევს თუ იცი ქოხს?
- უძრავი ქონების სააგენტო „ინვესტიცია“.
- ეს რაღა ჯანდაბას ნიშნავს?
- რას და... სხვების ფულის ჩადებას ჩვენს საკუთრებაში, ჩემო კარგო. - თანამოსაუბრის გაკვირვებული მზერის დანახვისას, დაამატა: - გაყიდვას რა...
- ხო ეგ საქმე კარგად იცის, მაგრამ სადღა აქვს უძრავი ქონება?
- მას არ აქვს. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს. თან ამბობს: - მეც მალე შევქმნი ჩემს იმპერიასო! გახსოვს ბავშობაში რას ამბობდა? მაშინ კომუნისტები იყვნენ სათავეში.
- არ მახსოვს?!
- ასე ამბობდა: - მე, რომ გავიზრდები...
- გააჩერე, გააჩერე! აქ ჩავდივარ. - გასძახა მძღოლს თანამოსაუბრემ.
- კარგად იყავი, შემოგევლე, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს!
- კარგად მეგობარო!
ქალაქის სამარშრუტო ხაზი, ნომრით: რვიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ქოხის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა.

ვეტრფით უსასრულობას...
ვღებულობთ გლობალურ შედეგებს!

11 აპრილი, 2009
მოპარულია, მაგრამ მკიდია bis.gif
ამ დღეს აბდულა 22 წლის გახდა smile.gif


Posted by: Re-hanna 8 Jan 2021, 23:52
შარლ ბოდლერი

ალბატროსი


აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს,

როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ,

იჭერენ ხოლმე ზღვის ფრინველებს, დიდ ალბატროსებს,

რომელნიც ხომალდს მოწყენილნი მისდევენ გუნდად.

მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს,

ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს,

მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება

და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.

ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით,

ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს,

ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში

და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.

ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,

ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,

მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,

რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური.


Posted by: მამაო ენუქი 8 Jan 2021, 23:59
Re-hanna
ბოლო სტროფი დიდებულად არის გარითმული biggrin.gif

Posted by: Re-hanna 10 Jan 2021, 00:53
შარლ ბოდლერი “ალბატროსი”

თარგმანი ფრანგულიდან გივი გეგეჭკორისა

მამაო ენუქი

შენიშვნებით მთარგმნელს მიმართავენ ხოლმე. სამწუხაროდ გარდაცვლილია, ასე რომ, შეუნდეთ ეს ცოდვა მამაო gigi.gif

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2021, 10:14
Re-hanna
ცოდვა ისიც როცა აკრიანის თარგმანი არსებობს გეგეჭკორისას აქვეყნებდე pop.gif

Posted by: ladylike 10 Mar 2021, 13:24

როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა...




გალაკტიონი
,,ადრიანი გაზაფხული"

Posted by: Re-hanna 11 Mar 2021, 22:39
ბოდლერი შარლ


ალბატროსი (მთარგმნელი: დავით აკრიანი)


მეზღვაურები, თავის ამ გზით შემაქცევარნი,
ხშირად იჭერენ ალბატროსებს, ზღვის დიად ფრთოსნებს,
რომლებიც მუდამ-შორ ცურვათა ზანტი მდევარნი-
კვალში უდგანან გემებსა და მათ მკვიდრ ნაოსნებს.

როგორც კი კაცნი მათ დასვამენ ხომალდის ბანზე,
ცის ამ მეფეებს, აწ უშნოებს და შერცხვენილებს,
დაეკიდებათ თეთრი ფრთები საბრალოდ ტანზე
და უგავთ ნიჩბებს, უმოქმედოდ გემზე შთენილებს.

რა საბრალოა გაწუწული ეს მოგზაური!
ან ის ბრწყინვალე მოცურავე სად გაქრა ნეტა?
ხან თუ ნისკარტზე ჩიბუხს ურტყამს მას მეზღვაური,
ხან ვითომ კოჭლობს იმ კუტივით, უწინ რომ ფრენდა.

პოეტი მოჰგავს ამ უფლისწულს ღრუბელთა მხარის,
ის ძმობს ქარიშხალს, ტყვია-ისრის არადჩამგდები,
და როცა ტყვეა მიწისა და გნიას-ხარხარის,
მას სიხარულში ხელს უშლიან ვეება ფრთები

იყავნ ნება შენი biggrin.gif

Posted by: NikeNik 27 Mar 2021, 01:58
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
,

გოგონა ნახატი ყალმისანი,

მისი ტუჩები და დალალები სამშაბათს,

გამიხდა საფიცარი.


ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე,

და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,

ჩემი ფიქრები გავუმხილე,

ჩემი ეჭვები და იმედები.


ხუთშაბათს პასუხი მომივიდა,

ვაიმე ბედო უკეთურო,

დაბერებულხარო გნოლივითა,

ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.


თეთრად გავათენე პარასკევი,

ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა,

თავმოჭრილი ხარო გადავწყვიტე,

და თავის მოკვლა დავაპირე.


მოვიდა მეორე ორშაბათი,

ისევ შემეფეთა ის უღმერთო,

ელვამ დამიარა კოჭებამდე,

დილა მშვიდობისას გისურვებთო.


ახლა მე თავის მომკვლელი ვარ?

უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,

მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,

ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ...


ღმერთია ჩემი მწყალობელი,

მე კი ამ უღმერთოს მგალობელი…


შოთა ნიშნიანიძე







Posted by: X_Ray 29 Mar 2021, 00:08
გინდათ, მოგიყვეთ
თებერვლის კვირტის,
მზე მატყუარით
გაბრიყვებულის...
თვითონაც იცის,
მარტს ვერ წაუვა,
მაგრამ ბუნება
არ აძლევს საშველს.
ამოფეთქდება,
აყვავილდება,
გულს და გონებას
საამოდ ათრობს.
მოვა ყინვარე
მარტის ამინდი,
სულ ერთიანად დააზრობს
მტევნებს...
ჩვენ სულ გვკიდია,
მარტი, აპრილი.
ამ ქვეყნად კიდევ
გავინავარდებთ...
და როგორც
დიდი, იტყოდა ლადო -
- "ეს იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!"

Posted by: X_Ray 4 Apr 2021, 03:15
ნენეს შემოყვანა

არ მინდოდა, მაგრამ არ გამოდის მის გარეშე ზღაპარი...


რას იზამ, ხანდახან ქალღმერთებმაც უნდა აიტანოთ ნაშების შემოჭრა თქვენს ცხოვრებაში smile.gif


ამას მოვრჩები და მეც მოვრჩები...

პირადად შენ გეძღვნება ეს ლეგენდა...


როგორც მოვისმინე, ისე ვყვები...

ხო, ვიცი დიდხანს ვყვები...


გასაკიცხიც არ ვარ, ვყვები ისე როგორც შემიძლია...


ერთი ჭიქა ვისკი დაგესახა, შიგ ციანიდიც ჩაგეყოლებინა და თან მცოდნოდა - როგორ ფიქრობ - დალევაზე დავფიქრდებოდი?!

იყოს ეს აქ... ამ ზღაპარს შენს გარდა მაინც არავის წავაკითხებ smile.gif

Posted by: NikeNik 22 Apr 2021, 00:59
მეფეებივით ფიქრობენ მთები...

ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს...

მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...

მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...


ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -

ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.

ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,

უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს, რომ რამე ვკითხო.

გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.

და აი, ცაში ავედი თითქოს

და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.


ოთარ ჭილაძე

Posted by: Chocolate Jesus 22 Apr 2021, 01:41


----------------------------------------

Posted by: ladylike 25 Jun 2021, 07:08
ნოემბერია, სიცივეა , გაკლია რაღაც
ვერ ხვდები რა და მოგონების ძაფებს მიყვები.
გაკლია სოფლის სურათები, გაკლია ბესა-
პატარა ძაღლი , მომღიმარი შენი ბიჭები.
დილით ადგომა უთენია , ნოემბრის თვეში
სუსხი და პაპის დანთებული ღუმელის სითბო
ბებიის კოცნა , დამალული ჩურჩხელის ძებნა
თუმცა შენთვის რა დამალულის? ეს "ვითომ.ვითომ".
სირბილი მთაში, სეირნობა ხანდახან ცხენით
და ღამით კითხვა "კუნძულის " ან "გრანტის შვილების".
ამაზე ახლაც გახსენდება ბებიის მოთქმა :
" ბე თვალებს იტკენ და იცოდე გადავირევი".
ნოემბერია, სოფლის სახლიც მარტოა ახლა,
სასაფლაოზე დაუდია მტკაველი თოვლი
მიდიხარ შენთვის, მიდიხარ და გაკლია რაღაც
რაღაც ძალიან შენებური, ძალიან შორი.
მიდიხარ შენთვის...



მარი

Posted by: le_soleil 8 Jul 2021, 15:15
ავტორი აქაური რომ იყოს მეცოდინებოდა.

ადრესატი ნამდვილად აქაურია, უკვე მარადისობაში გადასული love.gif

ამიტომ არც ერთს ვახსენებ და არც მეორეს smile.gif



არდაძინების რეკვიემი
..
... დიდი დიღომი. ძველი ბინა. ჩვენი საერთო
მეგობრის სახლი. ბინდი წვება, მაგრამ ჯერ ისევ
დღის სინათლეა. მეგობრები ვსხედვართ სუფრასთან.
და სწორედ მაშინ ავდექი და ძმად გაგეფიცე.
მერე, ყოველთვის მახსენებდი, რომ შენ იყავი
ჩემი პირველი დადნაფიცი, და მეც ყველასთან
ვიმეორებდი. და დანარჩენს, რაც კი მემართა,
ცრემლის წვეთები ნაპირებზე გამორიყავენ...
მთელი არსებით ვერიდები მარტო დარჩენას,
შენი არყოფნის თან მჯერა და თანაც არ მჯერა,
ასე, სრულიად დაბნეული, ვრჩები წარსულთან,
მაგრამ ვიცი, რომ რაღაც კარგი ჩემთვის დასრულდა.
ნუ დაიძინებ, დამიჯერე,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის მინდვრებია, ნუ დაიძინებ!
... ღამე. ვეწევი აივანზე. ვფიქრობ. გავყურებ
მთაწმინდის წითლად განათებულ ანძას, სამებას,
და ეს დღე, როგორც ხსოვნის წიგნი, უკვე დავხურე,
ეზოს კუთხეში ატეხილ და გაძვალტყავებულ
ძუკნას ხვადების თან დაჰყვება მთელი ამალა...
საკუთარ თავზე მეცინება სიმწრით: დილიდან
ვდუმვარ, არ მითქვამს ჩემებისთვის შენზე, იმიტომ,
რომ სულ ცოტა ხნით სიკვდილისგან გადამემალე.
რას დავაბრალო, სიბრიყვეს თუ გულუბრყვილობას
ეს ყველაფერი?! მეც ძაღლივით უხმოდ ვილოკავ
იარას, და ეს, ალბათ, არის სასოწარკვეთა...
შენს უბანს ვეძებ. რა თქმა უნდა, არ ჩანს აქედან.
ნუ დაიძინებ, მეგობარო,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის ველებია, ნუ დაიძინებ!
... დილა. სიჩუმე. სიხალვათე. სადღაც ლოტკინის
თავზე მიფრინავს თვითმფრინავი. ბლომად ჭილყვავი
ბაღის ხეებზე. რომ გცოდნოდა, როგორ გვატკენდი,
არამგონია ასე ადრე წასულიყავი.
ვცდილობ ძახილი ავაწვდინო შენთან, ზეცამდე,
და თუმცა უკვე გვიანია მონანიება,
მაინც გეძახი: ვერ მოვედი, გთხოვ პატიებას,
კუბოში, თუნდაც ლამაზად მწოლს, ვერ დაგხედავდი.
აქ კი გრძელდება: მიჰყვებიან მდორე დინებებს,
ბავშვებს და ძაღლებს ძველებურად ასეირნებენ,
მინი-მარკეტებს აღებენ და ისევ კეტავენ,
და სული ისევ სულს დაეძებს, მონათესავეს.
ნუ დაიძინებ, თუ ღმერთი გწამს,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის ტყეებია, ნუ დაიძინებ!
... საღამო. ქუჩა. უშენობით სავსე ყელამდე
მხარს ვუქცევ ხეებს, ლამპიონებს და სააფიშე
ტუმბოებს. ჩემით დაწყებული, ახლა ყველა მძულს,
სადაც შენ წევხარ, იმ მიწაზე რომ დავაბიჯებთ.
ზოგჯერ დაცინვა (თან ასეთი!) იცის განგებამ,
რა დროს ქუჩებში დაკარგვაა და გზის არევა:
პარკში კონცერტი. მსმენელები. მგლოვიარე ვარ,
ამ ცეკვასა და სიმღერაში რა მესაქმება,
თითქოს ბგერები, ლურსმნებივით, ნერვებს მიხვრეტენ,
და მე გავრბივარ გადამკვეთი ქუჩის კიდემდე,
იქიდან მარცხნივ. გამვლელები შემომცქერიან
და გზას მითმობენ, ტემპს ვუმატებ, ჩემი ჯერია.
ნუ დაიძინებ, ძალიან გთხოვ,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის ყანებია, ნუ დაიძინებ!
... ნაშუადღევი. სოფელი და სახლი. ეგრისის
ქედის კონტური ბურუსს მიღმა. ჩალის ზვინები
კაკლის ტოტებზე, ერთმანეთს რომ ისე ეკვრიან,
როგორც ბარტყები სველ ბუდეში. ჩავიძირები
ამ პასტორალურ ნირვანაში წამით, სულ რაღაც
წამით და ისევ ამოვყვინთავ, ბოსელს ფარავენ
კივის ყლორტები, დაკოჭლებულ კივის ტალავერს
მამა ბოძს უცვლის. სველ ბალახზე ვწვები გულაღმა,
ცას ავცქერი და მახსენდება: ტობავარჩხილზე
ერთად ასვლა რომ გადავწყვიტეთ, ადრე, არც ისე
დიდი ხნის წინათ. ორღობეში გაბმულ საუბარს
ყურს ვუგდებ. გაღმა პროცესია აღმართს აუყვა.
ნუ დაიძინებ, გეხვეწები,
ნუ დაიძინებ,
ძილი სიკვდილის სერებია, ნუ დაიძინებ!
... შუადღე. ღრუბლით დაფარული ცა და მამათა
მონასტრის ეზო და კელიის ვიწრო სარკმელი
ზურგს უკან, მთელ ამ სიჩუმეში ფიჭვის საკმევლის
სურნელი. ვფიქრობ იმაზე, რომ თეთრად გავათევ
მორიგ ღამესაც. საკუთარ თავს სად გაექცევი,
ვერც შენი თავის, ვერც კაცის თუ ღმერთის შეწევნით
ვერ მოიშორებ ვერც ტკივილებს და მათ მიზეზებს,
და ვეუბნები კაცს, რომელიც ეზოს კიდეზე
მოთიბულ ბალახს მისდგომია რკინის ორკაპით,
და ბერს, რომელიც ახარისხებს ცოცხის სორგოებს,
და ბიჭს, რომელსაც ეს სიჩუმე უკვე მობეზრდა,
და ქართულ ნაგაზს, მოკლედ დაბმულს ბოსტნის ღობესთან,
და ძველ გალავანს, საფლავის ქვებს, თეთრად მოხრეშილ
ბილიკებს, ვაშლებს, შემალულებს სადღაც ფოთლებში,
მშიერ მტრედებს და მათთვის დაყრილ პურის ნამცეცებს,
ტანაყრილ კედარს და მის გვერდით გამხმარ კვიპაროზს:
საკუთარ ძილშიც შეიძლება მხარი აგექცეს,
და სიმზრის ნაცვლად სიკვდილში რომ გადაიპარო.
ნუ დაიძინებ, ჩემო დაო, ნუ დაიძინებ...

Posted by: kalekalebind 20 Jul 2021, 16:38
-პირადში რა ხდება, ვინმეს ხვდები??
- მამაკაცზე ამბობ?
- არა,იხვზე...



https://www.youtube.com/watch?v=QYJcukyiPRY

https://img.forum.ge/J6i6Qi6eisZK.jpg


Posted by: Re-hanna 22 Jul 2021, 01:09
ანა კალანდაძე

თუთა

ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,

ლამის თავზე გადამისვას ხელი…

დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ

ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი…


რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!

რა ჩურჩული!… დამდაგველი, მწველი…

ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,

ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…

Posted by: Lasha244 31 Dec 2021, 22:36
ხშირად მინატრია ხოლმე ჩემთვის, სხვისთვისაც გამიზიარებია: ნეტავი მომკლა და ჩემს დაკრძალვას შორიდან მაყურებინამეთქი, ვინ წავა, ვინ მოვა, ვინ როგორ მიგლოვებს?! აი, უაღრესად საინტერესო ამბავი,რატომ? ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელია..ჰმ!! რა სულელია კაცი. ერთი ბედნიერება აქვს, რომ თავის სიკვდილს ვერა ნახავს და ამაზეც კი დარდობს“

გურამ რჩეულიშვილი

Posted by: მართვის თეორია 1 Jan 2022, 05:54
2022
ძილის დროა
დავბერდი და ღამეს ვერ გაგითენებ, მითუმეტეს შენ უკვე გძინავს.
გძინავს უჩემოდ და თან სიზმარში მელოდები.
ცოტაც მაცალე, თვალებს მივლულავ და მოვალ.
მარტო შენთან და მეტი არავისთან.
მგონი საბანი გაქვს გადახდილი.
არ იჯავრო.
შემოგიკეცავ და სათუმალთან ჩამოგიჯდები.
გიყურებ ცოტა ხანს.
იმდენად ცოტა ხანს, რომ ჩემმა მზერამ არ შეგაწუხოს.

ოდნავ გაპობილი ბაგეებით სიზმარში მიღიმი და არ იცი რომ მართლა შენთან ვარ smile.gif
ხომ დაგპირდი სიზმარში მოვალ-თქო.
შუბლზე გაკოცებ და უჩუმრად, ისევ აივნიდან გავიპარები.
მეტი აღარ მოვალ.
არ გამოდის მონსტრების და ქალღმერთების მეგობრობა.
ასეთად დამიმახსოვრე love.gif

X-Ray

Posted by: NikeNik 2 Jan 2022, 23:57
Ruins Of Heaven!
Fear Of Love!
Ashes To Ashes,
Dust To The Dust!

Posted by: SabArch 3 Jan 2022, 00:52
ვაბშე რო არ მიჩნდება მსგავსი სიტყვების თქმის სურვილი არაუშავს? ძაან მეგოიმება ეგ ლექსები და მაღალფარდოვანი (უმეტესწილად ყალბი) სიტყვები რა. smile.gif

Posted by: Lasha244 3 Jan 2022, 12:50
"ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის, არც იმ საბრალო ილია ჭავჭავაძის, რომელსაც, როცა არ დაეზარებათ, მაშინ შეანჯღრევენ ხოლმე, არც მიხა ხელაშვილის, არც სხვა ვინმესი, ვინც მიყვარს და ვაფასებ. ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები, ამ ქვეყანას მოუკლეს ტარიელები, მართლა შეყვარებული ბიჭები, ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს და არც ნესტან დარეჯანები. ერთი კოშკში გამოკეტილი ქალიც კი არ შეარჩინეს, რათა რომელიმე რაინდი მის გათავისუფლებას ცდილიყო. თუ ქალი არ არის, რაინდი საიდანღა მოვა?"

აკა მორჩილაძე

Posted by: Lasha244 11 Jan 2022, 18:06
„რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი...''

აკა მორჩილაძე

Posted by: larakroft 10 Feb 2022, 03:22
მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს
და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.

Posted by: Lasha244 10 Feb 2022, 13:58
,,ამაოების შეგრძნება ანგრევს ყველაფერს“

Posted by: DiBi_Life 22 Sep 2022, 02:54
რამდენი ღლეობა მიწერია და - "გამარჯობას" ჯერაც არ მამადლიან biggrin.gif

მაზოხისტები ხართ, მე ვიყო გარეთ gigi.gif

ხვდები - რაც არ უნდა გაატრაკო
ეხლა ამ მანძილებს ვერ დაფარავ,
მაინც არ გეყოფა ნაბიჯები...

ისევ დაგღეჭავენ მონატრებად,
რიწის ზღვისთვალება ფერიები.

ზიხარ, შენთვის ჩუმად ბორდიურზე,
დარდით ივსებიან ლიანები...

პაპიროსს გააბოლებ ჩაფიქრებით,
სანამ გადაგივლის დარდები და...
სანამ ყველაფრისგან დაიცლები!

...ხანდახან, ასეც ხდება...

Posted by: miracle_of_love 17 Oct 2022, 18:11
სილამაზეს დიდებულს ხანდახნა სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).
კონსტანტინე გამსახურდია ''მთვარის მოტაცება''

Posted by: DiBi_Life 19 Oct 2022, 04:14
ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს გრძნობენ ვიდრე სურთ რომ იგრძნონ.
ასე მოხდა ჩემთანაც.
ის ვიგრძენი რამაც გული მატკინა.
არც სიტყვებით და არც ქცევებით გამოუხატავს, რომ მის წარმოსახვაში ნელ-ნელა დავმახინჯდი.

ამ ყველა მახინჯ შეგრძნებათა შორის, უმახინჯესი მაინც. იმის შემჩნევა იყო, თუ როგორ ჰკოცნიდა სხვას ჩემი ტუჩების გავლით და როგორ ეხვეოდა მათ ჩემი სხეულიდან.
აქ იყო და თან არც იყო.
არ უთქვამს დამახინჯდიო,
არც ის უთქვამს, რომ გადავუყვარდი.
არაფერი უთქვამს, საერთოდ…
არც ყოფილა საჭირო, ყალბი ღიმილი და გაყინული(ტბები არ იყინებიან) თვალები უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობდნენ, ისედაც…
ყოველ ჯერზე, როდესაც თვალებში ჩავხედავდი, ვტიროდი, შიგნიდან, უხმოდ და უცრემლოდ (თუმცა მას არასოდეს შეუმჩნევია).მერე მისგან ყალბი ღიმილი მეც შევისწავლე და ყველაფერი დალაგდა.
ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო.
ყოველი გაღიმება, ჩახუტება და ალერსი გახდა “სამსახური”, რომლისთვისაც არცერთს არაფერს გვიხდიდნენ, იმიტომ რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით...
და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვკარგავდი ადამიანობას, ემოციებს, გრძნობებს, ყველაფერს, რაც ოდესმე ძვირფასად ჩამეთვალა.

დავცარიელდი. გამოვიფიტე.
ალბათ, ისიც დაიღალა და გამოტყდა, რომ სხვანაირი გავხდი და ასე, უბრალოდ წავიდა.

მისთვის ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს...

უბრალოდ მოვკვდი...

ფისო, იზვინი რომ ცოტთი დაგარედაქტირე maxati.gif

Posted by: ანანასი 20 Oct 2022, 15:36
ცაში გავარდა მეხი
ნუხარ გოგო უკმეხი

chups.gif

Posted by: miracle_of_love 21 Oct 2022, 20:44
სონეტი

ფართო ქუჩებში დავივიწყეთ ნელი თამაში,
წყრომით იკივლებს ჩემს ცხელ ტანში შენი სხეული...
მაშინებს ყოფნა,ყრუ ფიქრებში გამოხვეული
და მაგონდება აბრეშუმის თეთრი გამაში.

ცრემლი იფეთქებს დაბნელებულ ყრუ ყაზარმაში,
მაღლა აიწევს ყვითელ ფრთებით ნაზი ეული,
დაბურულ ტყეში ჩუმად ივლის ლანდი გრძნეული,
შავი წირვები ატირდება წითელ ნარმაში.

ჩემი ოცნება შეირხევა,როგორც ლერწამი
და ცის კალთაში დაისვენებს სევდიან ძილით.
უცხო ღამეში სევდიანად ჩვენ თითქოს სამი

ისევ ერთმანეთს დავშორდებით წმინდა მანძილით,
როცა დადგება მოთენთილი თეთრი მაისი,
ჩვენ შეგვაერთებს ელვარებით ნაზი დაისი.
ტერენტი გრანელი

Posted by: Lasha244 1 Nov 2022, 18:53
"თვალებში გიყურებენ, თითქოს შენი ტკივილის მოზიარენი არიან და შენზე ფიქრობენ, მაგრამ ერთი სული აქვთ, ზურგს უკან დაგცინონ და დაგამცირონ."

ფიოდორ დოსტოევსკი

Posted by: magistra_vitae 17 Dec 2022, 03:05


ერთხელაც, მორიგ ჩასვლაზე
მზე ჩაესვენა
და სულ ცალ ფეხზე დაიკიდა, ვინც ვერ გადაჰყვა ჰორიზონტის მეორე მხარეს.
* * *
მე მხოლოდ ის შემიძლია ვიყო, ვინც სინამდვილეში ვარ,
როგორიც არ უნდა ვიყო სინამდვილეში.........

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 19 Dec 2022, 19:00
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.


© ჩემი ძმა და მეგობარი გ.ტ.

Posted by: Withay 19 Dec 2022, 21:21
ისე გაკოცებ რო არ შეგეხები

გაშიფრეთ აბა თუ მაგრები ხართ biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 19 Dec 2022, 21:44

ცაში აფრინდა შაშვები,

როგორ ხარ ბიჭო, რას შვრები? kiss.gif

Posted by: Aquarius_A888 20 Dec 2022, 10:19
მეთევზე ბიჭის ბალადა

ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,
დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.

წელს ზევით კი... ვარდისფერი ბუსუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.

თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.
დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა
და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.

გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.

და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.
იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა,
ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.

გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა.
და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.

გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?!

© ზურაბ გორგილაძე

Posted by: magistra_vitae 25 Dec 2022, 03:09

მე რანაირი შვილი ვარ, ღმერთო...
ამ ქვეყანაზე ვიდრე დავდივარ,
ერთხელ, მთელი წლის განმავლობაში
დედის საფლავზე ერთხელ გავდივარ.

ო.რ.

Posted by: მართვის თეორია 25 Dec 2022, 03:27
მე კი სარკმელთან შევეჩვიე
უსიტყვო ლოდინს,
აღარ წვიმს, ეს მზეც მდუღარე
და უტყვი ლენჩია,
აღარც მოხვედი, დრო გაჩუმდა,
არავინ მოდის
და ძველი კარის სახელურიც
გადაგეჩვია...
შენ რომ რეკავდი, უშენობა
რეკავს იმ ზარით,
ქარიც დაბერდა, განიავდა,
არც ვემალები,
დღემ გაიყოლა, დაღეჭილი,
ძველი სიზმარი,

Posted by: magistra_vitae 25 Dec 2022, 03:50
QUOTE (მართვის თეორია @ 25 Dec 2022, 03:27 )
მე კი სარკმელთან შევეჩვიე
უსიტყვო ლოდინს,
აღარ წვიმს, ეს მზეც მდუღარე
და უტყვი ლენჩია,
აღარც მოხვედი, დრო გაჩუმდა,
არავინ მოდის
და ძველი კარის სახელურიც
გადაგეჩვია...
შენ რომ რეკავდი, უშენობა
რეკავს იმ ზარით,
ქარიც დაბერდა, განიავდა,
არც ვემალები,
დღემ გაიყოლა, დაღეჭილი,
ძველი სიზმარი,

ეს მერამდენედ, მატკინეს გული,
თუმცა მიზეზი ვიპოვე ჩემში,
ყველას ვისახლებ და ვეკედლები,
როგორც უქოლგო, ქოლგიანს თქეშში.

ბევრის ტკივილით , მტკივა ვენები
ბევრის ღიმილით დღეებს ვაღიმებ,
თუ კაცს სიბნელე დაეპატრონა,
დავუდგები და ბნელსაც შევირევ....

Posted by: მართვის თეორია 25 Dec 2022, 06:20

- მერე?

- რა მერე?! - ვერ გაიგო ბიჭმა.

- არაფერი...

- როგორ თუ არაფერი - სახტად დარჩა ბიჭი.

- ეგრე, არაფერი...









პ.ს. ესეც მოპარულია... საავტორო უფლებები ტანწერწეტაზე მკიდია fig.gif







Posted by: magistra_vitae 25 Dec 2022, 14:09
* * *

“არა, მეგობარო, აქ უარესია, აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია, ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.”
.................................................................................................................................................
პ.ს. ნახცომ ჯერ კიდევ როდის დაწერა ეს ლექსი

Posted by: მართვის თეორია 25 Dec 2022, 20:34
ლამაზი ქალი. ვარსკვლავთვალება...
თვითონაც იცოდა ლამაზი რომ იყო...
ოღონდ ამ სილამაზეს რა ღლედ აქნევდა - ვინმეს რომ აეხსნა, დარჩენილი სიცოცხლის ნახევარს მისცემდა...
არადა, დრო იყო ვიღაცეებს უზიარებდა თავის სითბოს და სილამაზეს...
დაინახა ვინმემ?
არა!
არა, ცოტა თავის დაფასება სავალდებულო რომ იყო, ეგ ბებიამ ასწავლა.
ბებო ცუდს არაფერს ურჩევდა...



პ.ს. მეტი ვერ მოვპარე... ახალი დაწყებული აქვს მაგ განდონს mad.gif

Posted by: მართვის თეორია 28 Dec 2022, 13:15
ახლა ისე მინდა მოგეფერო,
როგორც არავის და არასოდეს.
ღამე ნაფაზებად გავისერო,
აღარც გათენების მეშინოდეს...

სუნთქვა, ნაწნავებად გადაშლილი
მკლავზე მონატრებად გავიფინო,
ჩურჩულშეპარული მდუმარება
ჩუმად გაგანდო და …გაგიცინო.

მერე, გადაღლილი სინანული -
სიტყვაშეუმშრალი ფოთოლცვენა,
აპრილს შევატოვო ბალახებში
უკვე დავიწყებულ მოგონებად.

მერე, ისევ ისე მოგეფერო,
როგორც, არავინ და არასოდეს.
დილაც შეიშალოს თუნდაც აწი,
ისევ, მეორე დღის საღამომდე...

Posted by: მართვის თეორია 31 Dec 2022, 17:40
Chaque soir j'rentre avec toi,
Dans ce petit jardin de larmes.
Chaque nuit, je pose mon cœur,
Dans ta poitrine de fleurs.
Hier, ton baiser fut de miel,
Mais les fruits ont un goût de sel.
Bonjour tristesse, tous les jours
Je me sens si seul avec toi.
Je te déteste, mon amour
Oh, oui, ta punition, c'est moi!!!

თარგმნიდა წესიერი კაცი fig.gif










Posted by: ანანასი 1 Jan 2023, 21:43
ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს
თუ ბალიშის ქვეშ შეყოფ პატარა ხელს
ჩემი ### დაგხვდება თუ მარტოსული ხარ
რიმდირი რამდარიროო
:truali:

Posted by: larakroft 9 Feb 2023, 01:39
მინდა რომ ეს თემა გაცოცხლდეს... ladylike იც აღარ ჩანს.. ალბათ ეგეც გაიზარდა...

Posted by: SabArch 9 Feb 2023, 01:42
ეგეთ რამეებზე კიდე სველდებიან გოგოები დღეს? smile.gif ტიკტოკის თაობას ეგეთი რამეები ნაკლებად აინტერესებს სამწუხაროდ. smile.gif

Posted by: larakroft 9 Feb 2023, 01:51
QUOTE (SabArch @ 9 Feb 2023, 01:42 )
ეგეთ რამეებზე კიდე სველდებიან გოგოები დღეს? smile.gif ტიკტოკის თაობას ეგეთი რამეები ნაკლებად აინტერესებს სამწუხაროდ. smile.gif

აი რა შუაშია ტიკტოკის თაობა.. პოეზიის სიყვარული..დასველება და სექსიზმი რა თემაა... იმედი მაქვს უბრალოდ დაუფიქრებელი გამოხმაურება იყო...

Posted by: SabArch 9 Feb 2023, 01:59
QUOTE (larakroft @ 9 Feb 2023, 01:51 )
QUOTE (SabArch @ 9 Feb 2023, 01:42 )
ეგეთ რამეებზე კიდე სველდებიან გოგოები დღეს? smile.gif ტიკტოკის თაობას ეგეთი რამეები ნაკლებად აინტერესებს სამწუხაროდ. smile.gif

აი რა შუაშია ტიკტოკის თაობა.. პოეზიის სიყვარული..დასველება და სექსიზმი რა თემაა... იმედი მაქვს უბრალოდ დაუფიქრებელი გამოხმაურება იყო...

ნუ, შეიძლება ეგრე იყო ხო, მაგრამ დიდი დაფიქრება არ ჭირდება იმას, რომ დღითიდღე კლებულობს ლამაზი სიტყვების და წერილების მსურველი გოგოების რაოდენობა.

სექსიზმი კიდე ვაბშე სხვა რამეა, დასველებასთან კავშირში არაა საერთოდ. smile.gif

Posted by: ubralodniki 9 Feb 2023, 13:47
"მე ძ₾იერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულეებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა......."

Posted by: benito- 10 Feb 2023, 09:01
და დღე, რომელიც უშენოდა გავა,
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი...

Posted by: ubralodniki 10 Feb 2023, 09:30
როგორ მინდა ახლა შენთან ვიყო,
ჩემს ოცნებას მიგამსგავსე ფერადს,
სულ არაფერს, სულ არაფერს გთხოვდი,
შენს მკლავებში ამატირა ნეტა.
გზაში ვარ თუ ვივარ სადმე კენტად,
ფიქრი შენთვის ლამაზ სიტყვებს ხედნის,
იქნება ვთქვა, თუ მეყოფა ძალა,
მხოლოდ შენთვის დასაწერი ლექსი.
როგორ მინდა ჩემს ოცნებას ჰგავდე
და მეც შენთვის ვიყო საოცნებო,
დაგვაბეროს ერთად ტკბილმა წლებმა,
იმ ქვეყნადაც მარად ერთად გვევლოს.

Posted by: magistra_vitae 12 Feb 2023, 19:41
Всегда можно закрыть глаза на то, что видишь, но нельзя закрыть сердце на то, что чувствуешь. Фридрих Ницше.

user posted image

Posted by: Maestrovaso 12 Feb 2023, 19:55
Бунин - Одиночество

И ветер, и дождик, и мгла
‎Над холодной пустыней воды.
Здесь жизнь до весны умерла,
‎До весны опустели сады.
Я на даче один. Мне темно
За мольбертом, и дует в окно.

Вчера ты была у меня,
‎Но тебе уж тоскливо со мной.
Под вечер ненастного дня
‎Ты мне стала казаться женой…
Что ж, прощай! Как-нибудь до весны
Проживу и один — без жены…

Сегодня идут без конца
‎Те же тучи — гряда за грядой.
Твой след под дождём у крыльца
‎Расплылся, налился водой.
И мне больно глядеть одному
В предвечернюю серую тьму.

Мне крикнуть хотелось вослед:
‎«Воротись, я сроднился с тобой!»
Но для женщины прошлого нет:
‎Разлюбила — и стал ей чужой.
Что ж! Камин затоплю, буду пить…
Хорошо бы собаку купить.


Posted by: ubralodniki 12 Feb 2023, 22:04
მე ამ საღამოს შემიძლია დავწერო ყველაზე მწუხარე ლექსი:
მე ის მიყვარდა და ზოგჯერ მასაც ვუყვარდი....

Posted by: And.san 12 Feb 2023, 22:07
“თუკი გიყვარს საზღვარს ვერ დაიცავ.არა ვარ მართალი? მე კი მასში ვიკარგები,ვინც მიყვარს…მე თუ მიყვარხარ,ჩემი ყველაფერი შეგიძლია გქონდეს…თუ მიყვარხარ,შენს ყველა ტკივილს მე ვიტვირთებ,ყველა შენს ვალს ჩემს თავზე ავიღებ,დაგიცავ ყველაფრისგან,ვეცდები ყველა შენი საუკეთესო თვისება აღმოვაჩინო,რომელთაც ვერასოდეა წარმოიდგენდი,რომ გაგაჩნდა…მე შენ მოგიძღვნი მზეს და წვიმას…და თუ ამას ვერ შევძლებ,მაშინ მზის მწველ შუქზე მოგეფერები და წვიმისაგან დაგიცავ…უფრო მეტსაც მოგცემ და სულსაც დაგითმობ,ვიდრე მთლიანად დავიქანცები და გამოვიფიტები.ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზა კი ერთადერთია,სხვა ვინმე გაგიჟებით უნდა შემიყვარდეს..

Posted by: SabArch 12 Feb 2023, 22:07
QUOTE (ubralodniki @ 12 Feb 2023, 22:04 )
მე ამ საღამოს შემიძლია დავწერო ყველაზე მწუხარე ლექსი:
მე ის მიყვარდა და ზოგჯერ მასაც ვუყვარდი....

ყველაზე მწუხარე მაშინ იქნებოდა, ზოგჯერ კი არა საერთოდ რო არ ყვარებოდი. smile.gif

Posted by: magistra_vitae 12 Feb 2023, 23:12
Не надо бояться густого тумана,
Не надо бояться пустого кармана.
Не надо бояться ни горных потоков,
ни топей болотных, ни грязных подонков.

Не надо бояться тяжёлой задачи,
а надо бояться дешёвой удачи.
Не надо бояться быть честным и битым,
а надо бояться быть лживым и сытым...

Умейте всем страхам в лицо рассмеяться, -
лишь собственной трусости надо бояться



* * *
Сколько лжи за фразой "все нормально"
И притворной мимикой лица.
В ней живёт порою даже тайна,
Что людские бередит сердца.
"Все нормально, нет же, показалось,
Просто неудачный вышел день".
Каждый раз мое нутро сжималось,
И печаль отбрасывала тень.
И тоску от всех свою скрывая
Мнимый отыскала я покой.
Пусть другие просто не узнают,
Что творится с сердцем и душой.
"Все нормально". И вопросов нету,
И не нужно высказать печаль.
Я укрою от людского света,
Почему тревожно гляжу вдаль.
Проще слыть бесчувственным людишкой,
Делать вид, что все в душе в порядке.
Мне совсем не хочется быть книжкой,
Где заметны явно опечатки!



Posted by: Maestrovaso 13 Feb 2023, 00:19
Все важные фразы должны быть тихими,
Все фото с родными всегда нерезкие.
Самые странные люди всегда великие,
А причины для счастья всегда невеские.

Самое честное слышишь на кухне ночью,
Ведь если о чувствах — не по телефону,
А если уж плакать, так выть по-волчьи,
Чтоб тоскливым эхом на полрайона.

Любимые песни — все хриплым голосом,
Все стихи любимые — неизвестные.
Все наглые люди всегда ничтожества,
А все близкие люди всегда не местные.

Все важные встречи всегда случайные.
Самые верные подданные — предатели,
Веселые клоуны — все печальные,
А упрямые скептики — все мечтатели.

Если дом уютный — не замок точно,
А квартирка старенькая в Одессе.
Если с кем связаться — навеки, прочно.
Пусть сейчас не так все, но ты надейся!

Да, сейчас иначе, но верь, мы сбудемся,
Если уж менять, так всю жизнь по-новому.
То, что самое важное, не забудется,
А гениальные мысли всегда бредовые.

Кто ненужных вычеркнул, те свободные,
Нужно отпускать, с кем вы слишком разные.
Ведь если настроение не новогоднее,
Значит, точно не с теми празднуешь.

Автор: Ок Мельникова



Posted by: ubralodniki 13 Feb 2023, 15:34
QUOTE (SabArch @ 12 Feb 2023, 22:07 )
QUOTE (ubralodniki @ 12 Feb 2023, 22:04 )
მე ამ საღამოს შემიძლია დავწერო ყველაზე მწუხარე ლექსი:
მე ის მიყვარდა და ზოგჯერ მასაც ვუყვარდი....

ყველაზე მწუხარე მაშინ იქნებოდა, ზოგჯერ კი არა საერთოდ რო არ ყვარებოდი. smile.gif

"სიყვარული ასეთი მოკლეა, დავიწყების გზა დაუსრულებელი..."

Posted by: Maestrovaso 13 Feb 2023, 16:27
QUOTE
"სიყვარული ასეთი მოკლეა, დავიწყების გზა დაუსრულებელი..."

...Зато, опыт не пропьешь! Следующе(ему)й может повезет wink.gif
ლექსები და ლამაზი სიტყვები არ ვიცი, მაგრამ რავშანა კურკოვა კი მომწონს და დაე, გავაზიარებ კიდევ ერთს smile.gif

а полюбят тебя обязательно за другое,
за то, что чужому и невдомек
самое, что есть у тебя простое,
будет для кого-то и шарм и шёлк.

родинка, ямочка, или дурной акцент,
станет кому-то чудом, почти пророчеством.
то, что ты и не видел так много лет,
кого-то спасает от серого одиночества.

и полюбят тебя обязательно не за то,
не за то, над чем ты всегда стараешься,
но как ты ходишь, как снимаешь с себя пальто,
может как ты плачешь, но скорее как улыбаешься.

как грызешь колпачек от ручки, ловишь такси,
или волос отводишь ладонями от лица,
как ты ноешь с утра, как не знаешь куда идти,
и как в фильмах болеешь за подлеца.

может вдруг ты зевнешь,
на важной какой-то встрече,
и сконфуженно сморщишь лоб,
и тебя полюбят,
именно в этот вечер,
не за что-то.
а вовсе — наоборот.

© Яна Мкр


* * *
რავშანას წაკითხული მაინც სულ სხვაა...

Евгений Евтушенко
Всегда найдется женская рука…
Всегда найдется женская рука,
чтобы она, прохладна и легка,
жалея и немножечко любя,
как брата, успокоила тебя.

Всегда найдется женское плечо,
чтобы в него дышал ты горячо,
припав к нему беспутной головой,
ему доверив сон мятежный свой.

Всегда найдутся женские глаза,
чтобы они, всю боль твою глуша,
а если и не всю, то часть ее,
увидели страдание твое.

Но есть такая женская рука,
которая особенно сладка,
когда она измученного лба
касается, как вечность и судьба.

Но есть такое женское плечо,
которое неведомо за что
не на ночь, а навек тебе дано,
и это понял ты давным-давно.

Но есть такие женские глаза,
которые глядят всегда грустя,
и это до последних твоих дней
глаза любви и совести твоей.

А ты живешь себе же вопреки,
и мало тебе только той руки,
того плеча и тех печальных глаз…
Ты предавал их в жизни столько раз!

И вот оно — возмездье — настает.
"Предатель!" — дождь тебя наотмашь бьет.
"Предатель!" — ветки хлещут по лицу.
"Предатель!" — эхо слышится в лесу.

Ты мечешься, ты мучишься, грустишь.
Ты сам себе все это не простишь.
И только та прозрачная рука
простит, хотя обида и тяжка,

и только то усталое плечо
простит сейчас, да и простит еще,
и только те печальные глаза
простят все то, чего прощать нельзя…

1961 г.

Posted by: ubralodniki 13 Feb 2023, 22:48
Maestrovaso
именно в этот вечер ? smile.gif

Posted by: Maestrovaso 14 Feb 2023, 11:46
ubralodniki
QUOTE
Maestrovaso
именно в этот вечер ?


Не врубился, о чем речь?

Posted by: ubralodniki 14 Feb 2023, 15:47
QUOTE (Maestrovaso @ 14 Feb 2023, 11:46 )
ubralodniki
QUOTE
Maestrovaso
именно в этот вечер ?


Не врубился, о чем речь?

может вдруг ты зевнешь,
на важной какой-то встрече,
и сконфуженно сморщишь лоб,
и тебя полюбят,
именно в этот вечер,

Posted by: Maestrovaso 14 Feb 2023, 17:36
QUOTE
QUOTE (Maestrovaso @ 14 Feb 2023, 11:46 )
ubralodniki
QUOTE
Maestrovaso
именно в этот вечер ?


Не врубился, о чем речь?

может вдруг ты зевнешь,
на важной какой-то встрече,
и сконфуженно сморщишь лоб,
и тебя полюбят,
именно в этот вечер,


Не повторять в полевых условиях! Все вопросы к автору стихотворения...
Равшана Куркова, роскошная женщина - все что я хотел сказать/показать.
თუმცა... ხზ. შეიძლება მთქნარებამაც გამოიღოს შედეგი (სამსახურთან დამშვიდობების გარდა) ))))


Posted by: ubralodniki 14 Feb 2023, 19:02
მე კიდე მეგონა ლექსი მოგწონდა smile.gif

Posted by: Maestrovaso 14 Feb 2023, 19:32
ubralodniki
QUOTE
მე კიდე მეგონა ლექსი მოგწონდა

არა უშავს, მაგრამ მეორე უფრო მომწონს. თუმცა არ ვეთანხმები ))))

Posted by: ubralodniki 14 Feb 2023, 19:37
ნუ ახლა, ევტუშენკო პირველთან შედარებით კლასიკოსია (ალბათ) smile.gif
მაშინ ალბათ სჯეროდათ, ყველაფრისმპატიებელი ქალის ))

Posted by: Maestrovaso 14 Feb 2023, 19:45
QUOTE
ნუ ახლა, ევტუშენკო პირველთან შედარებით კლასიკოსია (ალბათ)
მაშინ ალბათ სჯეროდათ, ყველაფრისმპატიებელი ქალის ))

მაშინ ქალებს არ ქონდათ სხვა ოდნავ მისაღები ალტერნატივა (ალბათ). smile.gif
დღეს სხვა ვითარებაა...

Posted by: ninicool 14 Feb 2023, 22:59
user posted image

Posted by: Maestrovaso 14 Feb 2023, 23:02
ninicool
lol.gif lol.gif lol.gif

რატომღაც არ მიკვირს... ბიჭები, კლასელ გოგოებთან შედარებით, ძირითადად, შტერუკები ვართ ხოლმე ჯერ lol.gif

Posted by: ubralodniki 15 Feb 2023, 00:18
ჩემი ხელები დაგეძებენ უკუნ ღამეში, ეფერებიან შენით გამთბარ სიცარიელეს......

Posted by: <casablanca> 15 Feb 2023, 00:42
სმს 4444-დან. გადახდა 64.00 ლარი ბლა ბლა ბლა. თანხა ანგარიშზე 16715.00 ლარი . თქვენ დაგერიცხათ 64 პლუსქულა.

ძაან ლამაზი სიტყვებია user.gif
ჯერ არ მომისმენია ოღონდ

Posted by: ninicool 15 Feb 2023, 00:53
Maestrovaso
QUOTE
რატომღაც არ მიკვირს... ბიჭები, კლასელ გოგოებთან შედარებით, ძირითადად, შტერუკები ვართ ხოლმე ჯერ

რომ გაიზრდებით, ქალები გაჯერებენ, რომ უფრო ჭკვიანები ხართ. lol.gif

Posted by: Maestrovaso 15 Feb 2023, 00:59
ninicool
QUOTE
რომ გაიზრდებით, ქალები გაჯერებენ, რომ უფრო ჭკვიანები ხართ.

საღლიცინოთ არ მითქვამს. უბრალოდ თანატოლი გოგოები და ბიჭები ერთად არ უნდა სწავლობდნენ (იზრდებოდნენ). გოგოები უფრო ადრე ყალიბდებიან ადამიანებად, ბიჭებს ცოტა მეტი გზის გავლა უწევთ. თქვენ რო იყავით მე-8, მე-9 კლასში, უფროსკლასელი (ან სტუდენტი) ბიჭები რატო მოგწონდათ? იმიტო ხო არა, რო თქვენი თანატოლები მაგ დროს ვიდეოთამაშებს თამაშობდნენ? smile.gif

Posted by: T-mademoiselle 16 Feb 2023, 10:14
ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

ჩემი გოგო♡

Posted by: larakroft 17 Feb 2023, 19:33
კუბოში წოლას მირჩევნია კარცერში ჯდომა,
უსაქმურობას მირჩევნია მიწას ვბარავდე,
უშენოდ ყოფნას აღარც ვიცი დავარქვა რაღა,
რადგან შენს იქით არც რა რჩება კუბოს კარამდე.
მზე თვალს რომ ახელს, სიხარულით ვლოცულობ შენზე,
თვალს რომ დავხუჭავ, ოცნებაში შენი ხატია,
მადლობა უფალს, რომ გამხადა ისე მდიდარი,
რომ სიყვარულის გარდა არაფერი არ მაბადია.
ენვერ სალაყაია

Posted by: magistra_vitae 18 Feb 2023, 13:32
В кабаках - зеленый штоф,
Белые салфетки.
Рай для нищих и шутов,
Мне ж - как птице в клетке!

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «





Не для тебя (казачья песня)
Не для тебя придет пасха,
За стол родня вся соберется,
Вино по рюмочкам польется -
Такая жизнь не для тебя.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «





* * *
შებინდდებოდა თუ არა
მწვერვალ თეთნულდიდან ცეცხლის სახით კოშკში მფარველი ანგელოზი შემოდიოდა.
კოშკში მყოფნი ლოცვას იწყებდნენ. ანგელოზი კოშკში მცხოვრებთ მანამდე მფარველობდა
სანამ ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი არ მოკლეს. მას შემდეგ თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

.....................................................................................................................................................................................................................................

Posted by: Maestrovaso 18 Feb 2023, 19:41
...Мы успели: в гости к Богу не бывает опозданий.
Так что ж там ангелы поют такими злыми голосами?!
Или это колокольчик весь зашёлся от рыданий,
Или я кричу коням, чтоб не несли так быстро сани?!

Чуть помедленнее, кони, чуть помедленнее!
Умоляю вас вскачь не лететь!
Но что-то кони мне попались привередливые…
Коль дожить не успел, так хотя бы — допеть!

Я коней напою, я куплет допою, —
Хоть мгновенье ещё постою на краю…

1972 г.



Я не люблю фатального исхода
От жизни никогда не устаю
Я не люблю любое время года
Когда веселых песен не пою.

Я не люблю холодного цинизма
В восторженность не верю, и еще
Когда чужой мои читает письма
Заглядывая мне через плечо

Я не люблю, когда наполовину
Или когда прервали разговор
Я не люблю, когда стреляют в спину
Я также против выстрелов в упор

Я ненавижу сплетни в виде версий
Червей сомненья, почестей иглу
Или когда все время против шерсти
Или когда железом по стеклу

Я не люблю уверенности сытой
Уж лучше пусть откажут тормоза!
Досадно мне, что слово честь забыто
И что в чести наветы за глаза

Когда я вижу сломанные крылья
Нет жалости во мне и неспроста —
Я не люблю насилье и бессилье
Вот только жаль распятого Христа

Я не люблю себя, когда я трушу
Досадно мне, когда невинных бьют
Я не люблю, когда мне лезут в душу
Тем более, когда в нее плюют

Я не люблю манежи и арены
На них миллион меняют по рублю
Пусть впереди большие перемены
Я это никогда не полюблю


Posted by: geomeloman 19 Feb 2023, 09:49
QUOTE
"მე ძ₾იერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულეებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა......."


love.gif

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!

Posted by: larakroft 20 Feb 2023, 00:22
შენი ოცნება ცაზე დაფრინავს,
ჩემი ფიქრები დადის მიწაზე,
შენ თუ ვარსკლავებს ელაციცები,
მე ყვავილების მათრობს სინაზე.
მაინც ორთავე ღვთის ვართ ქმნილება,
მაინც ორთავე ვთესავთ სიკეთეს,
ძალას რომ კარგავს გული მტკივანა,
გაგიხსენებ და გულს შენ მიკეთებ.
ცაც შენია და მიწაც ჩემია,
როცა ოცნება წყურვილს მიმძაფრებს,
თუ პოეტი ვარ უნდა ვიომო,
ბრძოლაც ლექსივით უნდა მიყვარდეს.
შენ ახლა ფრთებით ცას ეფერები,
მე ზღვას გავყურებ ფიქრით ვნებული,
როგორც ყმაწვილი მარადიული,
მარადიულად შეყვარებული.
ენვერ სალაყაია

Posted by: T-mademoiselle 21 Feb 2023, 09:27
ამოვლო კრძალვით საფლავთან,
მკვდარსა მუხლ-მოყრით დაეყრდნო,
ქვითინებს გულამოსკვნითა,
ცრემლსა სიპი ქვა დაედნო,
აიხსნა დანა, მიჰმართა
ზვიადაურსა იმითა,
ააჭრა ნიშნად, სახსოვრად
სამი ბალანი პირითა,
ჩიქილის ტოტში შეხვია
ბროლის თითებით თლილითა...

Posted by: ketuketo 1 Mar 2023, 18:29
მიყვარს ეროტიკული პოეზია

განსაკუთრებით მურმანი

განსაკუთრებით მურმანის ეროტიკა

პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:

ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,

გაბმულა დათვი მახეში,

ახლა -

უთვლიან უარს...


ჰგავს დათვი იგი მხარბეჭით ამ დროს,

მეტი რომ არ ვთქვათ, კანდელაკს, სანდროს

და უხერხულიც კი არის, კაცმა

ამ ლიფსიტასთან

დაწოლა ჰკადროს.


ხოლო ვაჟკაცი ბლუა და ყრუა,

პატარა ქალმა იხმარა ჭკუა

და ტიტლიკანა ამურის მშვილდით

ბანჯგვლიან მკერდზე ისარი ბზუა...


ვინ არის იგი მამაკაცთ შორის,

არ სიზმრებოდეს კისერი ბროლის!

ეგ - კი, ბატონო! ხატი და რჯული,

არც უფიქრია

დათვს შერთვა ცოლის!


პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:

ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,

გაბმულა დათვი მახეში,

ახლა -

უთვლიან უარს...


ამძუვნებული ვაჟკაცი გმინავს,

ხან სცეცხლავს ჯანში, ხან ტანში ჰყინავს,

პატარა ქალი ზის ტყემლის ძირას -

ლეღვსა და ატამს სჩირავს...


მოვიდნენ, დასხდნენ მოციქულები -

ოც-ოცდაორის, მოწიფულები,

მუხლზე დაიწყვეს გრძელი ხელები,

ძლივს ამოღერღეს წრფელი ხვრელებით,

თქვეს: შევაერთოთ

ნორჩი გულები...


ქალის მშობლებმა არც წესი წიხლეს,

მამა-პაპათგან რაც ქმნილა, იქმნეს -

დაასხეს ღვინო, ჩამოდგეს ტაბლა,

პატარა ქალი ტაბლასთან იხმეს.


არც ისე უცბად, არც ისე ხელად,

თანხმობის მსგავსი ამოთქვა ძნელად, -

ბიძაჩემს უთქვამს, ვაჟა ფშაველას, -

"თავი ჩაჰკიდა მელად"...


- პატარა ქალო! - რაო, ბატონო?!

- რაო და ის, რომ ჩვენ არ ვტყუვდებით...

შენ კაი სული არა ხარ -

დადიხარ - გულში მელაკუდებით...


ეწიე მიზანს შენ შენსას, მახლას!

შენ ხარ სახნავი - სახნისი დაგხნავს! -

არის ქორწილის მზადება ორმხრივ,

ყარაჩაიდან ელიან საკლავს...


გაბატონდები შენ, ვიცი, ქმარზე,

ეგ მართალია, შესჯდები მხარზე,

ან მამრზე მდედრი, ან მდედრზე მამრი -

ასეა, ოდით ყოფილა ასე...


მაგრამ ამაღამ ამოვა ქარი,

მაგრამ ამაღამ გახდები ქალი...

"ვაი, დედოფალ", "ვაი, დედოფალ",

"ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი!"


Posted by: K0lin 1 Mar 2023, 18:39
imbi.gif
--------------------------------------

Posted by: magistra_vitae 5 Mar 2023, 01:01
Тьма, пришедшая со Средиземного моря, накрыла ненавидимый прокуратором город. Исчезли висячие мосты, соединяющие храм со страшной Антониевой башней… Пропал Ершалаим, великий город, как будто не существовал на свете…
Загадочное стало понятно, сомнения рассеялись, неясное и сбивчивое разъяснилось,
лучи света проникли во тьму и осветили самые мрачные закоулки человеческой совести,
самые печальные факты человеческого падения и человеческой низости.


user posted image

Posted by: Maestrovaso 5 Mar 2023, 12:44
magistra_vitae
Трусость — один из самых главных человеческих пороков...

Posted by: larakroft 6 Mar 2023, 00:21

აი,შეხედე,
ეს ჩემი ცაა,
უფრო ნათელი და უფრო მკვეთრი...
ჩემი ცის ქვეშ კი
პატარა ზღვაა,
შენსავით წმინდა და თოვლზე თეთრი...
ირგვლივ კი
ყველგან ყვავილობს ნუში
და გაზაფხულებს სიცოცხლე სტკივათ,
ბორიალობენ ამ ტანჯულ სულში
ლურჯი ცრემლები,
ღრუბლებს რომ სცვივათ....
ბორიალობენ
და დააქვთ სევდა,
სევდა ხალასი და ზოგჯერ მწველი,
ეჰ,ნეტა იმ დროს
როდესაც მსდევდა
შენი თვალების სითბო და ფერი...
ეჰ,ნეტა იმ დროს,
ნეტა იმ განცდას
მეგრძნო ყოველი წუთი და წამი,
მეგრძნო სიცოცხლე
თუ როგორ გასცდა სიკვდილს
და სულში შემეჭრა ლამის....
ეხლა კი დავრჩი
ამ ცის ამარა,
პატარა ზღვით და დაპენტილ ნუშით,
შემიყვარდები კარგო,აბა რა,
როცა ამდენი სითბოა გულში......
აი, შეხედე, ეს ჩემი ცაა
უფრო ნათელი და უფრო მკვეთრი
* * *
ღილივით


------------------------------------------------

დღეს ჩვენ ბრინჯაოს ქორწილი გვაქვს
რკინად ვიქეცით
სასწაულია,
ამდენი ხანი რა ხელით მძერწე
ყალიბი მაცვი
რომ ჩემი თავი მეც ვერ მიცვნია
ჩემო მეუღლევ!

დღეს მე გემო მაქვს ალანძული რძის
დღეს მე ფერი მაქვს მუქი და რუხი
დღეს მე მაკლია ცოტა მარილიც
და ტანზე მიდის სიძველის სუნიც
თურმე მოვდუნდი
თურმე გავსუქდი,
შენით და შენზე მწვავე ეჭვებით
დავდედაკაცდი
და ძლივს დავდივარ
და ძლივს ვინძრევი.

მე როგორც ღილი
აწყვეტილი
შენი შარვლიდან თუ პიჯაკიდან
ისე ვტრიალებ
შენს თითებში
როგორც შენ გინდა.
შენზე ვმაგრდები
ათი ნომერი ძაფით და ხავსით
ბეჭედს ვისწორებ
გკრავ და გხსნი ისე
როგორც შენ მეტყვი და
არ გშორდები გასაპვნიდან
წყალში ვლებამდე.

დღეს კი ბრინჯაოს ქორწილი გვაქვს
და როგორც ცოლი,
საჭმელს გიმზადებ
საყელოსაც კვება უნდაო
დედაშენმა დამიბარა და
მეც სათუთად ვხარშავ დიდ ქვაბში
წუხანდელ სიზმრებს
კონა კამათებს
უხორცო სიტყვებს
უძარღვოდ ვაყრი
მწვავე წიწაკას
და თვალებს ვითხრი
აცრემლებამდე.
უგემურ დღეებს დედამთილთან,
მაზლთან ნატარებს
ვურევ ნელ-ნელა
და ვაწყალწყალებ.
მგონი, საკმაოდ თხელი წვნიანი გამომივიდა,
მაგრამ პურსა თუ პურის ყუას თუკი შეატან
ვერც კი მიხვდები.

დამშრალ ბაგეებს
ცხელ საწვნეს ვახებ
გემოს ვუსინჯავ
რაღაც აკლია
ისევ და ისევ,
და მეც ვამატებ
დამლაშებულს და გადამლაშებულს
ვადაგასული თითებიდან საკაზმ-სუნელებს
და ვათუხთუხებ
დაღამებამდე_

მერე კი როცა მზად იქნება ცხელ-ცხელი კერძი
ლანგრით მოგართმევ
ჩემო მეუღლევ!

ვიცი, ტკბილეული ძლიერ რომ გიყვარს,
მეც ჩემს თავს ვახლი გულად და ცილად
გოგლიმოგლსა ვთქვეფ გათეთრებამდე,
ბრაზისგან ვაყრი ვანილს სურნელად
იქნებ დაგიტკბე
და აღარ მქონდეს კანზე სუნი
რაღაც სიძველის,
და აღარ მქონდეს ანალანძი რძის მწკლარტე გემო,
და როგორც ღილი
მარტო შენი პიჯაკისთვის გამოთლილი
და ზედგამოჭრილი,
აწყვეტისა და დაკარგვისა რომ ეშინია,
ვერაფრით ვერ გთმობ!
და...
ჭიქას ვწევ მაღლა
და ვიმედოვნებ ,
ვერცხლის ქორწილსაც
გადავიხდით
მეუღლევ, ჩემო!

Posted by: ketuketo 6 Mar 2023, 14:04
შენ სიშავე შენი თმისა შავ შადრევნად გადმოშალე

შავ არშიად შეეთვისა ძელს მარმაში მოშრიალე,

შადრევანი შავად ჰკოცნის შავი ელვით აზავთებულს.

ორ შავ გიშრის ორ შავ კოცონს, ორ შავ ნიშში შუქანთებულს...

ყველა შავთმიანს გეძღვნებათ...პირველ რიგში მე

Posted by: larakroft 6 Mar 2023, 18:05
მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?

და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?

იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.

იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.

არა, ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,
სარკმელს გაააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.

იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,

შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ ხო მარა,
ესენი როა, ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა...

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: T-mademoiselle 26 Mar 2023, 15:39
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.


რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

Posted by: Distortion 27 Mar 2023, 14:43
magistra_vitae
რამდენი სიყვარულია მაგ ნაწარმოებში ჩაქსოვილი.

Posted by: Aleksandre166 28 Mar 2023, 13:29
”How do I love thee? Let me count the ways. I love thee to the depth and breadth and height My soul can reach.” – Elizabeth Barrett Browning

Posted by: Lominos 28 Mar 2023, 14:32
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი.

Posted by: Aquarius_A888 28 Mar 2023, 19:18


mo.gif

Posted by: ლესბოსელი 11 Apr 2023, 23:02
ლამაზი კი არა სად დავაგროვო პოსტები მაგაზე ვფიქრობ.

Posted by: newbie777 22 May 2023, 00:14
სოუ თრუ love.gif

user posted image


Posted by: Maestrovaso 22 May 2023, 10:00
QUOTE
სოუ თრუ

ადამი + ანი = ადამიანი smile.gif

Posted by: MarryGog 22 May 2023, 10:48
QUOTE
ადამი + ანი = ადამიანი

Адамян

Posted by: Maestrovaso 22 May 2023, 11:25
როგორ ბევრია - შვილი ადამის,
როგორ ცოტაა ადამიანი.
QUOTE
Адамян

Нас мало, но мы вездеო? smile.gif

Posted by: Aquarius_A888 17 Jun 2023, 15:31
QUOTE
ადამი + ანი

ბაკური + ანი biggrin.gif

Posted by: miracle_of_love 15 Aug 2023, 14:06
რატომ ხდება, მართალი ხარ ცამდის
და არავის არა სჯერა შენი.
ანდა რატომ გიძაგებენ კაბას,
როცა იცი რომ ძალიან გშვენის?
რად უკრავენ ტაშს როდესაც წევხარ,
ძალმიხდილი და ადგომას ლამობ.
რად ეცვლებათ სახეები როცა,
ზოგჯერ რაღაც გონივრულს რომ ამბობ.
რატომ გჩრიან სიმართლის დროს ყელში
ხორკლიან ქვას, ანდა გთვლიან შლეგად.
რად უნდათ რომ თავდახრილი გნახონ,
რატომ უნდათ აღვირების შებმა.
რატომ ხდება, მართალი ხარ ცამდის
და არავის არა სჯერა შენი.
გიწუნებენ იმას რაც შენ გიყვარს,
და იცი რომ შენს შიშველ სულს შვენის.
ნანა აბესაძე

Posted by: ubralodniki 20 Aug 2023, 22:48
"მე შემიძლია, რომ ყველაზე სევდიანი სტრიქონები ვწერო ამაღამ.
თუნდაც, ასეთი: „რახანია, დაიმსხვრა ღამე,
ლურჯად ციმციმა ვარსკვლავები შორს ანათებენ“.
მწუხრის ნიავი ცაში ქრის და სიმღერას მღერის.
მე შემიძლია, რომ ყველაზე სევდიანი სტრიქონები ვწერო ამაღამ.
მე ის მიყვარდა, და იმასაც ვუყვარდი ზოგჯერ..."

პაბლო ნერუდა
თარგმანი ვასო გულეურის

Posted by: ukrainka 1 Nov 2023, 13:30
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო , დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით


………………..



დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა,
სული და გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.
მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.



……………………..



ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...
და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა...
ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები..
ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...
ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...







Posted by: რაველა 26 Nov 2023, 03:15
ატირე ზეცა, მზე აცინე ათასფერება,
ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,
რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,
ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ჩაიდინო:
მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,
მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების.

© <<ეგოისტკა>> love.gif

Posted by: Just_smile 17 Dec 2023, 09:28
...
დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!
ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.
მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა.
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.
ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...
გიო საჯაია love.gif love.gif

Posted by: Asklipiodotaa 17 Dec 2023, 13:00
lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: Frankens†ein 17 Dec 2023, 17:10
QUOTE (Asklipiodotaa @ 17 Dec 2023, 13:00 )
lol.gif lol.gif lol.gif

biggrin.gif
ეგაა yes.gif

Posted by: Last_Nick 5 Feb 2024, 09:38
user posted image

---------------

Posted by: miracle_of_love 8 Mar 2024, 18:20
Анна Ахматова
Приходи на меня посмотреть.
Приходи. Я живая. Мне больно.
Этих рук никому не согреть,
Эти губы сказали: "Довольно!"
Каждый вечер подносят к окну
Мое кресло. Я вижу дороги.
О, тебя ли, тебя ль упрекну
За последнюю горечь тревоги!
Не боюсь на земле ничего,
В задыханьях тяжелых бледнея.
Только ночи страшны оттого,
Что глаза твои вижу во сне я.
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)