#58139177 · 16 Jul 2021, 01:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სეო არის ორნაირი, უშუალოდ საიტის კოდისთვის(ტექნიკური სეო) და საიტის მარკეტინგული განვითარებისთვის.
კოდის სეო ნიშნავს სწორი ტეგების გაწერას, სწორი სათაურების შერჩევას, საიტის სწრაფ მუშაობას, საიტზე ფეისბუქის და სხვა სოცქსელების ჩართვას, რესპონსივ დიზაინს, მოხერხებულ ინტერფეისს, სწორად გაწერილ ლინკებს, ორიგინალურ კონტენტს, ოპტიმიზირებულ კოდს და ა.შ.
დანარჩენი სეო არის უბრალოდ მარკეტინგული ტაქტიკა თუ როგორ განვავითაროთ საიტის ცნობადობა, როგორ დავარეკლამოთ და ა.შ. აქ ძირითადად სოციალურ ქსელებთან მუშაობაა საჭირო, ასევე ცნობილ საიტებზე დარეკლამება და ლინკების განთავსება....
ასე რომ, წვდომაზე მეტად ცოდნაა საჭირო, საიტის კოდის ოპტიმიზაციას ფრონტის მხარეზეც და სერვერის მხარეზეც უნდა პროგრამირების ცოდნა.
ზოგადად, ვთვლი რომ საიტისთვის მთავარია პროგრამირების მომენტში სეო-ოპტიმიზაცია, ამის მერე უბრალოდ ერთი მუშა კადრია საჭირო რომ საიტის ცნობადობაზე და რეკლამარებაზე მუდმივად იმუშაოს. თუმცა აქ ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი: თუ საიტს არ აქვს დიდი და მოთხოვნადი კონტენტი, სულ რომ თავი ურტყა მაინც ვერ გააქაჩინებ.... შეაჩერებ რეკლამას და საიტიც ჩაკვდება ეგრევე.
This post has been edited by ჰიპერმარკეტი on 16 Jul 2021, 01:24
|