MrPenguinPANTALONEUxbalhttps://www.youtube.com/watch?v=wSF82AwSDiUეს არიც მეცნიერების ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების ჩვენება პორნოგრაფიაზე.
მარტივად რომ ვთქვა მთლიანად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას არამარტო საწინააღმდეგო სქესზე არამედ სამყაროზე. ხდები გაცილებით დეპრესიული, უმიზნო და ენერგიის სერიოზული ნაკლებობას განიცდი(ეს არის ძირითადი სიმპტომები).
ადამიანების ჯგუფი ვინც სამუდამოდ ანებებს თავს პორნოს, თავს გრძნობენ 100ჯერ კარგად.
ახლა ისმის კითხვა რატომ ხდება ასე? რატომ გვაცლის პორნო ენერგიას და გხვდის ძალიან დეპრესიულს.
წარმოიდგინეთ შკალა, სადაც სიამოვნებები გარკვეულ დონეზე ადის. მაგალითად სეირნობა არის 10 ბალი, გემრიელი საჭმელის მიღება 20 ბალი, ნაყინის მიღება 40 ბალი, საყვარელი ფილმის ყურება და ზევიდან ნაყინი 60 ბალი. ახლა წარმოიდგინეთ რომ პორნო და მასტურბაცია ამ შკალაზე უდრის 200 ბალს(მთავარი ევოლუციური მოთხოვნა გამრავლება დაკმაყოფილდა). ორგანიზმი ვერ ანსხვავებს რეალობას და პორნოს, მას გონია რომ ამას აკეთებ გამრავლების მიზნით და ამიტომ ტვინი დოპამინს განსაკუთრებულ დონეზე მაღლა წევს, რომ ამის სანაცვლოდ მიგაღებინოს ძალიან დიდი სიამოვნება,
ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველდღე ან თუნდაც კვირაში სამჯერ ამ დოპამინს აგდებთ 200ზე. რა თქმა უნდა ამის შემდეგ არავის მოუნდება იგივე საკუთარ თავზე მუშაობა, ან სამსახური ან რეალური პარტნიორის ძებნა. ეს არის ამ უბედურების მიზეზი.
რატომ უნდა გააკეთო აქტივობები 20 ბალის გამო, როცა შეგიძლია ეგრევე 10მაგი სიამოვნება მიიღო?
რაც მეტი დრო გადის ტვინი მეტად ჩლუნგდება ამის გამო, არაფერი სიხარულს და ბედნერებას აღარ განიჭებს, ის რაც ადრე გიხაროდა, ახლა ხდება რუტინა.
ადამიანები, რომლებიც ანებებენ თავს პორნოგრაფიას, უბრუნდებიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და აღწერენ ამ მდგომარეობას როგორც ენერგიის და ბედნიერების უკან დაბრუნებას.
ვიდეო ლინკში რომელიც დავდე ეს აღწერილია ექსპერიმენტების დონეზე.
რატომ ვთვლი რომ ეს ავადმყოფობაა? იმიტომ რომ წლების მანძIლზე ვერ ანებებენ თავს პორნოს, ზოგიც საერთოდ ვერ ანებებს.
ერთი თვე თავშეკავების შემდეგაც ჩანს უკვე შედეგი.
* * *
Uxbal